უხილავად შემაყვარე თავი(20 თავი)დასასრული
მაშ ასე ჩემო უსაყვარლესო და ერტგულო მკითხველნო,ესეც მეოცე და ბოლო თავი!ცოტა არ იყოს მეც გული მწყდება რომ დავამთავრე მაგრამ რას ვიზამთ...სანამ წაიკითხავდეთ მინდა ცოტახანს გაგესაუბროთ ამ ისტორიაზე.. ეს მოთხრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სხვა ავტორებისთვის თავიანთი ნაშრომები მაგრამ მე ამ მოთხრობაში ჩემი მოგონებები და საყვარელი ადამიანები მოვათავსე და ერთად შევკარი.აი ამიტომაც მიყვარს ძალიან.ამ ისტორიაში არის მომენტები,ადგილები,მოგონებები რაც მეთვითონ გადამხდენია.რაც შეეხება გმირებს მინდა გითხრათ რომ ისისნიც გარკვეულწილად რეალურები არიან.მათი რაღაც ნაწილი და არა მთლიანად.ნინი ეს უბრალოდ გოგონაა თვისებებით რომელიც მე მინდა და მომწონს.რაც შეეხება გეგას ის უბრალოდ კარგი პერსონაჟი და ადამიანია.ასევე მინდა სალისა და ლილეზე გავამახვილო ყურადღება და გაგანდოთ საიდუმლო რომ მე მხვდა ბედნიერება ეს ორი ადამიანი მყოლოდა და მინდა აქედანაც ვუთხრა მათ ჩემთვის რაოდენ ძვირფასები არიან.,,ლილე’’-სწორედ მისი დამსახურებაა რომ ეს მოთხრობა თქვენც გაიცანით.და თუ შეიძლება რაღაც მესიჯს გადავცემ რომ ადამიანმა უნდა დააფასოს გრძნობები თუნდაც ეს ცოტა ხანს არსებობდეს! რომარა ის ალბათ ვერც ვერავინ წაიკითხავდა ამ ისტორიას..მე ვეცადე ამ ისტორიით ის გრძნობები და ურთიერთობები გადმომეცა რასაც ძალიან ვაფასებ.როგორც სიყვარული ასევე მეგობრობა და ვფიქრობ ჩემი პერსონაჟები ისევე როგორც ბიჭები ასევე გოგონებიც ამის მაგალითები არიან. და ბოლოს მადლობა თქვენ ვინც კითხულობთ,მოგწონთ და ასეთი ტკბილი სიტყვებით მავსებთ.უზომოდ მიყვარხართ ყველა.თქვენ ხართ ჩემი სტიმული უფრო დაუფრო კარგი ისტორიები მოგაწოდოთ.მუზა მოყვება თქვენს კომენტარებს!! ახლაკი ბოლო თავი და მეც თქვენს განკარგულებაში ვართ!გელოდებით სულმოუთქმელად როდის შეგვაფასებთ მე და ჩემს ისტორიას! ------------------------------20----------------------------------------- . ბედნიერების ბურუსში გახვეული ნინი კაფეს აღარ სცილდებოდა.გეგა და ნინი კაფეს ერთად აწყობდნენ და ნივთებს ალაგებდნენ,ერთ კვირაში კი კაფის გახსნაზე მეგობრები მოიპატიჟეს.იქაურობა ზღაპრულად მყუდრო და ლამაზი იყო.ფოტოებით მორთული კედლები, ლამაზად დაწყობილი მაგიდები და სკამები,ყვავილებით ავსბული კაფე და ლამაზი ნათურები.სწორედ ზღაპარ ჰგავდა იმ დღეს იქაურობა და ეს არ იქნებოდა ზღაპარი რომარა მისი გმირები. წყვილი რომელთა ბედნიერების საზღვარი გამქრალიყო.ანკი ვინ დააწესა ეს საზღვარი როცა ორი დამიანი გულებს ცვლის და სამყარო მათ გარშემო ბრუნავს.და მებრები..არა უბრალოდ მეგობრები არა!სულის ნაწილები რომლებსაც ვერასდროს შეცვლი.კაფე გახსნეს.ნინიმ და გეგამ ლენტი ერთად გადაჭრეს.დღის ბოლოს როცა სტუმრები მიილიენ ნინი იდგა და იღიმოდა გვერდზე სალი დაუდგა. -ეს ისაა არა?რაზეც მთელი ცხოვრება ერთად ვოცნებობდით. -ჰო.ისაა რაზეც ვარსკვლავებს ვუყვებოდით-ნინიმ გაიცინა და სალის მხარზე თავი დაადო -და ის რასაც ყოველთვის ვაფასებდით. გოგონებს ლილეს ხმა მოესმათ.სამივე ერთმანეთზე ჩახუტებულები იდგნენ,მოშორებით კი კვლავ სამი ადამიანი იდგა.და უყურებდნენ ადამიანებს რომელთა გარეშეც ერთი წუთითაც არ შეეძლოთ. ... გეგა და ნინი იმ ადგილას იყვნენ სადაც გეგამ პირველად აუხსნა სიყვარული.ადგილას სადაც ყველაფერი დაიწყო,ყველაფერი კარგი.გეგა ნინის უყურებდა -ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, მზად ვარ მთელი ეს მდელო ხელში აყვანილმა გატარო. ნინის გაეცინა -ამას მართლა იზამ?არა..ეს მზერა ვიცი..იზამ! გეგა ფეხზე წამოხტა და ნინი ხელში აიტაცა.ხელში აბზრიალებდა და დააარბენინებდა ნინის და ბოლო ხმაზე ყვიროდა -მიყვარს ეს გოგო..გაიგეეთ??მიყვარს! ..... საღამო ხანი იყო.უკვე გრილოდა. ნინი ბიბლიოთეკიდან სახლში ბრუნდებოდა,ქუჩას ნელა მიუყვებოდა ფიქრებში გართული.ფიქრობდა ამ ბოლო ერთ წელზე.გიჟურ და ბედნიერ წელზე.ამ დროს გეგამ დარეკა -როგორ ხარ ერთადერთო.. -კარგად..შენ რას აკეთებ. -ნინ მე ქალაქ გარეთ ვარ საქმეზე.დღეს ვერ გნახავ. -კარგი რა.. -რავქნა ლამაზო. -კარგი ასე იყოს ტელეფონი გათიშა და გზა განაგრძო.რაციის ხმამ მთელი ქუჩა მოიცვა.უცნობი ადგილიდან ხმამ ყველას მოუწოდა. ,,ყურადღება!ქუჩა გადაკეტილია!ვერავინ გავა.იძებნება გოგონა სახელად ნინი რადგან მან უკანონოდ დაიბყრო ერთი ადამიანის გული!" უეცრად რაღაც დიდმა სინათლემ დააბრმავა.ნინი ოთხმა მანქანამ ცენტრში მოაქცია.სანამ აზრზე მოსვლა მოასწრო ოთხივე მანქანის ყველა კარი ერთდროულად გაიღო და უთვალავი ვარდი გადმოიპნა.ამის შემდეგ გამოჩნდა ადამიანის სიგრძის მოძრავი თაიგული და შემდეგ თვითონ ადამიანი.არა უბრალოდ ადამიანი არა ის ვინც ამ დროს ნინი აატირა.გეგამ თაიგული მანქანაზე მიაყუდა და ნინის დაუბრუნდა. -ჩემო ყველაზე ლამაზო ყვავილო.ჩემო ერთადერთო. ნინის გაოცებული უყურებდა გეგას საოცრად თბილ სახეს.ხალხი მოგროვდა და მალე მთელი ქუჩა გაივსო. -შენ ყველაზე კანონიერი უკანონო ქმედება ჩაიდინე როცა აი აქ შემოხვედი და აღარ წახვედი.-გეგამ ნინის ხელი გულზე დაიდო.-არც წახვალ.არ გაგიშვებ და ამას ახლავე გავაკეთებ.გეგამ უკან დაიხია და მუხლზე დადგა.ნინის ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა და ვერაფერს ამბობდა.გეგამ პატარა ყუთი გახსნა და ბრილიანტის ბეჭედმა გაიბრწყინა.ხალხი ოვაციებს ვერ მალავდა.ყველას ხელში ტელეფონი ეკავათ და ამ წუთებს იღებდნენ. -აბაა..იქნები სულ ჩემი ერთადერთი?ცოლად გამომყვები? აქ კი დრო გულთან ერთად გაჩერდა.ორ გულთან და ეს გაჩერება ახალი ფეთქვის დასაწყისი იყო. ნინიმ ძლივს აღმოთქვა ის ბედნიერი სიტყვები -კი..რათქმაუნდა შენი ვარ.ეს ყოველთვის ასე იყო... გეგამ ბეჭედი ხელზე გაუკეთა.და ნინის ჩაეხუტა ხელში აიყვანა და მაგრად ჩაიკრა გულში. -ამ ტყუილს ხომ მაპატიებ? -ეს ყველაზე კარგი ტყუილი იყო დედამიწაზე! ლუკა,იკა და სანდრო წვილს შემოეხვივნენ. -გილოცავთ გვრიტებო. სამივემ ნინის შეხედეს და ერთხმად დაიყვირეს -რძალო! ..... ნინის სახლში არეულობა და ხალხმრავლობა იყო.ყველა დადიოდა და რაღაცას აგვარებდა,ხმაური და საუბარი არ წყდებოდა.ნინის ახლობლები და მშობლები უკვე მასთან იყვნენ.ნინის ნერვიულობას და გადარბენას საზღვარი არ ქონდა,ყველაფერს კითხულობდა და არკვევდა.მირეულ სახლში ტელეფონი ძლივს იპოვა რომელიც დიდი ხანია რეკავდა. ტელეფონს დახედა და აივანზე გაიქცა -გისმენ -ვიფიქრე დაგაიფიქრა მეთქი რომ აღარ აიღე! ნინის გაეცინა -რას ამბობ.ძლივს ვიპოვე!რომიცოდე აქ რახდება. -ვიცი ვიცი..ჩემთანაც მასეა.გაქცევაზე ვარ..აბაა გავიპაროთ ცოტახნით? -სიამოვნებით! ნინიმ ჩაიცვა და კარიდან გასვლას აპირებდა რომ თავზე სალი დაადგა -ოჰ დედოფალი სად მიიპარება? -მეფესთან!რამე მოიფიქრე მალე მოვალ. ქვემოთ ჩავიდა გეგა ადგილზე დახვდა.ერთმანეთს მოეხვივნენ და მანქანაში ჩასხდნენ. -ყველა ისე ღელავს.. გეგამ ნინის შეხედა -შენ არა? -კი მეც.მაგრამ უფრო ბედნიერებისგან ვარ ცუდად. -არც მე მჯერა რომ ხვალ ჩემს საკუთრებაში გადმოხვალ! -ეს ისეც ასე იყო -ჰო მაგრამ აღარ მომიწევს აქ ღამეების თენება! ნინიმ შეხედა -ანუ ეს ცუდად გახსენდება? -არა საყვარელო.ეს ყველაზე ლამაზი გათენებული ღამეები იყო მსოფლიოში. გეგამ ნინის აკოცა -გინდა გავიქცეთ? -ქორწილის წინა დღეს? -ჰო -და რატომ?ვის გავექცეთ? -სამყაროს! .... ბედნიერების დღე თენდებოდა.ნინიმ თვალი გაახილა.და იგრძნო რომ ბედნიერებას ხელში აყვანილი დაჰყავდა.ადგა და კაბას შეხედა.ამ წუთას მის მსგავსად მხოლოდ ნინის თვალები ბრწყინავდა.კარი გაიღო და სალი და ლილე შემოცვივდნენ. -პაყარძალმა გაიღვიძაა? -არადა მინდოდა გამეღვიძებინა!-გაიცინა ლილემ. ნინი გოგონებს მთელი ძალით ჩაეხუტა -ჩემო ყველაზე კარგებო.ძალიან ბედნიერი ვარ!ძალიან!მიხარია რომ აქ ხართ. -არა არა!ტირილი არ გაბედო! -მაგრამ მეც მეტირება-ლილემ სახეზე ხელები აიფარა. -მეც სალი გოგონებს მოეხვია. ნინიმ ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა -არა არ უნდა ვიტიროთ.აბაა ჩემი მეჯვარეები მზად არიან? -რათქმაუნდა ახლავე დავიწყებთ მომზადებას.შენკი ადექი და შხაპი მიიღე.სტილისტი გზაშია. -კარგი გოგონები ოთახიდან გავიდნენ.აივნის კარზე კაკუნი მოისმა.ნინიმ გაიხედა და გეგა დაინახა მაისურსა და კინსებში. კარი ბრთხილად გააღო. -რამოხდა ვერ მოითმინე? -ვერა!გამოვიპარე.ალბათ იკა და სანდრო მეძებენ. -ღმერთო ცოლად ნამდვილ გიჟს მივყვები! -არმითხრა რომ ეს არიცოდი!თუ გადაიფიქრებ ახლავე გაგიტაცებ! ნინის გაეცინა -არა არსად გაქცევას არ ვაპირებ.მომწონს ეს სიგიჟე! -კარგი რა მორჩი!ნუ ხარ ასეთი საყვარელი თორემ არსადაც არ წავალ და ვიქორწინოთ მე ჯინსებში და შენ პიჟამაში! -ცუდი აზრი არ არის! -ჩემი გიჟი საცოლე -ახლა წადი თუ გინდა გიჟი ცოლი ვიყო. -ჰო..მივდივარ. ..... -ნინ მზად ხარ?-სალი და ლილე ოთახში მომზადებულები შემოვიდნენ და ნინის დანახვისას გაშეშდნენ -ნინ ანათებ!ულამაზესი ხარ.. ნინიმ სარკეში ჩაიხედა.მის ტანს თვლებით მორთული, წელში გამოყვანილი და სადედოფლო,წელს ქვემოთ გაშლილი კაბა ამშვენებდა.გრძელი შლეიფი ძირს ეცემოდა.ზემოთ აწეული ვარცხნილობა და მაკიაჟი სახეს უნათებდა.მისი თვალები კი ყველაზე ლამაზი იყო ამ დროს,მოციმციმ და ცრემლიანი. სალიმ ფანჯარაში გადაიხედა და შეჰყვირა -მოვიდნენ! -ნინ შენი მეფე მოდის..-დაუმატა სიცილით ლილემ -თუ არ ვცდები თქვენებიც ახლავს! კლასიკურ სამოსში გამოწყობილი და ვარდებით ხელდამშბენებული გეგა ნინის სილამაზემ ადგილზე გააშეშა.ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და წარმოუდგენელი სითბოთი შეხედა -არ მჯერა რომ ეს გოგო ჩემია! საქორწილო ადგილი ულამაზესი იყო.ზღვის პირას ღია ცის ქვეშ დადგმული პატარა მაგიდები,გემოვნებიანი მუსიკა,ყვავილებით მორთული არემარე და ბრწყინვალე წყვილი რომელსაც ყველა სიყვარულით შეჰურებდა.ეს ის წამები იყო ნინი წლების წინ რომ ოცნებობდა და ადამიანი რომელიც გვერდს უმშვენებდა,რომელიც ყოველთვის უყვარდა გაცნობამდე და გაცნობის შემდეგ. სანდრო და იკა ბედნიერი მეჯვარეები რომლებიც მათ ბედნიერებას იხიარებდნენ სალისა და ლილესთან ერთად,ლუკა რომელიც უსაზღვროდ გახარებული იყო მისი ძმის შემყურე,ახლობლები რომლებიც ულოცავდნენ მათ-ეს დღე სიხარულის დღე იყო. ხელის მოწერამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი.გეგა და ნინი სტუმრებს ესაუბრებოდნენ.გეგას ტელეფონი გაუჩერებლად რეკდა,მაგრამ ხმაურში უპასუხოდ დარჩა.ნინიმ და გეგამ ადგილები დაიკავეს და ხელის მოწერისთვის მოემზადნენ.გეგა აქეთ იქით იყურებოდა,იკა და სანდრო არსად ჩანდნენ. -რა მოხდა?-იკითხა ნინიმ -არცი ბიჭები არ ჩანან.არც ლუკაა..უნდა დავრეკო -ალბათ მალე მოვლენ.დაველოდოთ.. გეგამ გაუღიმა სადღაც,რამოდენიმე მეტრით შორს თოფის ლულიდან წყვილის მომღიმარე სახეები ჩანდა.როგორ უყურებდნენ ისინი ერთმანეთს,როგორი დიდი სიყვარული აკავშირებდათ-ვიღაცას ამ სიყვარულის განადგურება სურდა ამ დღეს.იარაღი დიდხანს იყო მიმართული გეგას გულზე,მკვლელი შესაფერის დროს ელოდებოდა.მკვლელმა იარაღი გადატენა და სახლეტზე თითი დადო.უეცრად რაღაც ხმა გაისმა ეს თოფის ხმა კიარა დარტყმის ხმა იყო.იარაღი ხელიდან ჩაცურდა და ძირს მძიმედ დაეცა.ლუკა ძირს დამხობილი ჟორდანიას თავთით იდგა. -როგორ ბედავ აქ მოსვლას შე ძაღლო! ლუკას ღვარძლიანი მზერა მიაბყრო -სამაგიეროს გადავუხდი!. ლუკამ სახეში მუშტი დაარტყა იკა და სანდრო უკნიდან მიუახლოვდნენ.იკამ ფეხი ხელზე დააჭირა -არ გაბედო ხმის ამოღება!რა გეგონა რომ ვერ გავიგებდით?სიამოვნებით მოგკლავდი აქვე მაგრამ არ მინდა მათ ეს დღე ჩავამწარო! -ახლავე წამოეთრიე!-სანდრომ ხელში თოკი აათამაშა ლუკამ მანქანისკენ ძალით წაათრია. -სად..სად მიგყავარ შე ლაწირაკო.. -მოგეწონება! ხელები თოკით შეუკრეს,პირი აუხვიეს და მანქანის საბარგულში ჩატენეს.თავის გასათავისუფლებლად ყველა ღონე იხმარა მაგრამ ლუკამ საბარგული დახურა და გასაღებით ჩაკეტა.იკამ ხელით დაუბრახუნა -შეხვედრამდე!დიდხანს არ გალოდინებთ. -სიურპრიზი გელის!-სიამატით თქვა სანდრომ და პიჯაკი გაისწორა. -ახლა წაცედით თორემ გეგა დაგვხოცავს. -ამდენხანს სად იყავით?-წყნარად ჰკითხა გეგამ ბიჭებს და მის წინ ხალხში მდგარ ლუკას შეხედა.ლუკამ თვალი ჩაუკრა და არაფერიო ანიშნა. -არსად.ადგილი დავათვალიერეთ. გეგამ არ დაიჯერა და ამოიოხრა. -მერე?მოგეწონათ?-ირონიულად ჰკითხა -ძალიან!-უპასუხა იკამ და გაიღიმა. ცერემონიამ საუცხოოდ ჩაიარა. ნინი და გეგა ახლა უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ.ეს უბედბიერესი დღე იყო მათ ცხოვრებაში.დღე როცა მათი ერთობა განმტკიცდა. ყველა დიდი გრძნობით ულოცავდა წყვილს.სალი და ლილე ორივეს მოეხვივნენ -იცოდე ჩვენს დაიკოს გაბარებთ!ვიცით რომ შენთან უბედნიერესია ჩვენც ეს გვინდოდა. -ნუ დარდოთ!მოვუვლი. გეგა ნინის ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა -ახლა ვეღარსად წახვალ!სულ ჩემი ხარ.ყოველ წუთს და წამს.სამუდამოდ! -არც არსად ვაპირებ წასვლას.ვერასდროს მომიცილებ! თაიგულის სროლის დროც დადგა.გოგონები ნინის უკან დადგნენ.ნინი შეტრიალდა და თაიგულის სროლის ნაცვლად ორითაიგული აიღო და მის გვერდზე მდგარ იკას და სანდროს გაუწოდა.ყველა გაოგნებული უყურებდა ნინის და ბიჭებს.ბიჭებმა თაიგულები გამოართვეს და უკან დაიხიეს.ნელ ნელა სალის და ლილეს მიუახლოვდნენ.მათ გარშემო ხალხი მოექცა.გეგა და ნინი მათთან იდგნენ.სანდრომ და იკამ ჯიბიდან ბეჭდები ერთ დროულად ამოიღეს და ერთმანეთს გადახედეს.გოგონები გაოცებისგან აზრზე მოსვლას ვერ ახერხებნენ.ხან ერთმანეთს,ხან ბიჭებს და ხან ნინის უყურებდნენ აცრემლებული თვალებით. ერთქმად გაჟღერებული -ცოლად გამომყვები? და ერთხმად ამოთქმული -დიახ! ქორწილთან ერთად ნიშნობაც გაიმართა იმ დღეს. ეს დღე მართლაც ბედნიერი იყო.არა უბრალოდ ბედნიერი კიარა სასწაული დღე იყო.ღიმილის და ჩახუტების დღე რომელიც სიყვარულს ვერ იტევდა.და უბრალოდ დღე როცა სიყვარულის და მეგობრობის გარდა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. ქორწილის შემდეგ ლუკამ წყვილები სახლში გაუშვა და თვითონ თავის მანქანაში ჩაჯდა.უკან გაიხედა -აი შენთვისაც მოვიცალე! მანქანა გზის პირას გააჩერა.საბარგულიდან ჟორდანია ამოათრია და მიწაზე დაანარცხა. მოკლედ რომ ვთქვათ ძვალ რბილი გაუერთიანა, რასაც იმსახურებდა. ბოლოსკი როცა სული მოითქვა იგი ბოძზე მიაბა მიუხედავად იმისა რომ მისი იქიდან ადგომა სასწაულს უდრიდა და მის წინ დაიხარა -ხუთ წუთში პოლიცია მოვა და შენ დამპალ სხეულსა აქან წაათრევს.მშვიდობით!ილოცე რომ არ მოგკალი! ლუკა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ..... გეგამ ნინი ქალაქგარეთ აგარაკზე წაიყვანა.მთელს სახლში ვარდების სურნელი ტრიალებდა და სანთლების შუქი სახლს მყუდროს და რომანტიულს ხდიდა.ვარდის ფურცლებით მოფენილი კიბეები გეგამ ნინის ხელში აყვანილმა გაატარა. -ვერ ვიჯერებ..ახლა ყოველ დღე ჩემთან იქნები? -ყოველი წამისმეასედზე! .... .... ლეპტოპის ეკრანზე სალის და სანდროს გაღიმებული სახეები ჩანდა.ნინი და გეგა სკაიპით ესაუბრებოდნენ მეგობრებს -ასეიგი მოგეწონათ ვენეცია?-ჰკითხა ნინიმ ორივეს -საოცრებაა ნინ.კვლავ ერთად წამოვიდეთ! -აუცილებლად!-გაიღიმა გეგამ. -მართლა როდის მოდიხართ?სამი თვეა მანდ ხართ. -მალე.საქმეებს როგორცკი მოვრჩებით.მანამდე კი სიურპრიზი გვაქვს..-სანდრომ და სალიმ ერთმანეთს შეხედეს. -მართლა?რა?-დაინტერესდა ნინი სალიმ ტელეფონი ასწია და წამოზრდილ მუცელთან მიიტანა. -დეიდა და ბიძა ხდებით! ნინიმ და გეგამ ერთმანეთს შეხედეს. -ღემრთო რამაგარია..გილოცავთ!ლილემ და იკამიციან? -არა.ვეტყვით.წავიდნენ ამერიკაში? -კი გუშინ ლუკასთან ერთად.მალე ჩამოვლენ როგორცკი ლილე თავისი ტანსაცმლის მაღაზიისთვის ყველაფერს იყიდის. -ჰო..მალე შევხვდებით.გვენატრებით -ჩვენც!კარგად გკოცნი! ნინიმ ლეპტოპი გვერდზე გადადო. წვიმისგან სველი ფოთლები ჰაერში ანგელოზების მსაგსად დაფარფატებდნენ. ოქროსფერი არემარე ორმაგად ლამაზი ჩანდა გეგას და ნინის სახლის უზარმაზარი ფანჯრიდან.ისინი დივანზე პლედში გახვეულები და ჩახუტებულები უყურებდნენ ამ სილამაზეს.უეცრად ოთახის კარი გაიღო და ნელი პატარა ნაბიჯების ხმა გაისმა.ოთხი წლის ალექსანდრე გეგას და ნინის წინ დადგა. -დეე გაიღვიძე?-უსაზღვროდ დამთბარი ხმით მოეფერა ნინი შვილს.ალექსანდრემ გაუღიმა. გეგამ ხელი გაუწოდა -მოდი მა ჩვენთან. ქერა თმა საოცრად უბზინავდა პატარას და სახეს უნათებდა თბილი ღიმილი.იგი დივანზე აძვრა და დედ-მამის შორის თბილად მოიკალათა.გეგამ ნინის ხელი ჩაჰკიდა და მაგრად მოუჭირა. ალექსანდრემ ჯერ ნინის შეხედა შემდეგ გეგას. -მამა დედა როგორ შეგიყვარდა? გეგას გაეღიმა. -არ ვიცი.ისეთი ლამაზია დავინახე და შემიყვარდა! -ძალიან? -კი ყველაზე ძალიან! ალექსანდრემ ახლა ნინის შეხედა -და დედიკო შენ როგორ შეგაყვარა მამამ თავი? ნინიმ გეგას შეხედა და გაეცინა -უხილავად! -როგორ?!-თვალები გაუფართოვდა პატარას -ჰო აი ასე,უხილავად. -ეგ როგორი სიყვარულია დედა? ნინიმ თვალები დახუჭა და შვილს შუბლზე აკოცა -ყველაზე ნამდვილი სიყვარული რაცკი არსებობს! ...თუკი ვინმეს ოდესმე უფიქრია რისთვის ღირს ცხოვრება,მაშინ ითქვას რომ ცხოვრება ამ მომენტებისთვის ღირს.ეს მომენტები ღირს ყველაზე ძვირი ქვეყნად და მას მხოლოდ გულწრფელი სიყვარულით თუ იყიდი!.. ოქროსფერი არემარე ორმაგად ლამაზი ჩანდა გეგას და ნინის სახლის უზარმაზარი ფანჯრიდან.ისინი დივანზე პლედში გახვეულები და ჩახუტებულები უყურებდნენ ამ სილამაზეს.უეცრად ოთახის კარი გაიღო და ნელი პატარა ნაბიჯების ხმა გაისმა.ოთხი წლის ალექსანდრე გეგას და ნინის წინ დადგა. -დეე გაიღვიძე?-უსაზღვროდ დამთბარი ხმით მოეფერა ნინი შვილს.ალექსანდრემ გაუღიმა. გეგამ ხელი გაუწოდა -მოდი მა ჩვენთან. ქერა თმა საოცრად უბზინავდა პატარას და სახეს უნათებდა თბილი ღიმილი.იგი დივანზე აძვრა და დედ-მამის შორის თბილად მოიკალათა.გეგამ ნინის ხელი ჩაჰკიდა და მაგრად მოუჭირა. ალექსანდრემ ჯერ ნინის შეხედა შემდეგ გეგას. -მამა დედა როგორ შეგიყვარდა? გეგას გაეღიმა. -არ ვიცი.ისეთი ლამაზია დავინახე და შემიყვარდა! -ძალიან? -კი ყველაზე ძალიან! ალექსანდრემ ახლა ნინის შეხედა -და დედიკო შენ როგორ შეგაყვარა მამამ თავი? ნინიმ გეგას შეხედა და გაეცინა -უხილავად! -როგორ?!-თვალები გაუფართოვდა პატარას -ჰო აი ასე,უხილავად. -ეგ როგორი სიყვარულია დედა? ნინიმ თვალები დახუჭა და შვილს შუბლზე აკოცა -ყველაზე ნამდვილი სიყვარული რაცკი არსებობს! ...თუკი ვინმეს ოდესმე უფიქრია რისთვის ღირს ცხოვრება,მაშინ ითქვას რომ ცხოვრება ამ მომენტებისთვის ღირს.ეს მომენტები ღირს ყველაზე ძვირი ქვეყნად და მას მხოლოდ გულწრფელი სიყვარულით თუ იყიდი!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.