დაკარგული სიმშვიდე ( 5 )
-წასვლა აღარ მიხსენო ახლახანს მოვედით და არსად წავალთ! ანასტასია წასვლაზე ვერაფრით დავითანხმე და ვცდილობდი ნოეს იქ ყოფნა არ შემემჩნია, მაგრამ ამაოდ... საოცრად აფორიაქებული და აღელვებული ვიყავი. -კარგი ბატონ ნოეს თამაში თუუნდა მიიღებს, მოემზადე ჩემო პატარა ტასომ ეშმაკურად გამომხედა და კაფეში შემოსულ ბიჭებს გახედა, როგორც ჩანს იცნობდა მათ რადგან წამოდგა და მათკენ გაემართა -სად არ შეგხვდება ადამიანი გაუცინა ანასტასიამ და ორივე გადაკოცნა -ტასო ტო, რამდენიხანია არმინახიხარ, მარტო ხარ ? -შენ და შენი ‘ტოო’ რაა, არა მეგობართან ერთად ვარ (ჩვენი მაგიდისკენ ანიშნა) შემოგვიერთდით თუ სხვა გეგმები არ გაქვთ -დიდი სიამოვნებით გაეღიმა ბიჭებს და ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდნენ -ევა გაიცანი ჩემი ყოფილი კურსელები სანდრო და რატი -სასიამოვნოა, დაბრძანდით ღიმილით მივუგე ორივეს და ტასოს ჩუმად ვანიშნე ჩემსგვერდით თვითონ დამჯდარიყო, მაგრამ როდის იყო ეს ‘მისის პოზიტივი’ რაიმეს ჩემს სასარგებლოდ აკეთებდა, რის ანასტასია იყო ჩემს წინ რომ არ დამჯდარიყო. -ეე ყოფილი რატო ტო დავამთავრეთ სწავლა და არ ვიცი? (გაეცინა სანდროს) -არა თქვენ ჩაგტოვეს და გიმალავთ (როგორცყოველთვის ტასუნა უპასუხოდ არავის ტოვებდა) არაფერი ბიჭებო უბრალოდ მივხვდი რომ ჟურნალისტიკა არარის ჩემი სფერო და ხელახლა უნდა გადავაბარო -მთელიწელი იმას იძახდი რომ შენი თავი იპოვე და გინდა საუკეთესო ჟურნალისტი იყო რამ შეგიცვალა აზრი? ~ გაკვირვებულმა კითხა რატიმ მე უხერხულად ვიყავი რომ ტასო ჩემი გულისთვის თმობდა თავის საყვარელ პროფესიას -ბოდიშს გიხდით 2 წუთში დავბრუნდები ღიმილით ავდექი და საპირფარეშოსკენ გავემართე, შევამჩნიე რომ ნოემ დამინახა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, სახეზე ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი, ვუყურებდი და მართალია ყველაფერი მის ადგილს უბრუნდებოდა მაგრამ აღარ ვიყავი ძველებური ევა, ბევრად უფრო სევდიან და გაუბედურებულ ჩემს თავს ვხედავდი... ფიქრებში ისე გადავეშვი რომ არცკი შემიმჩნევია ჩემს უკან მდგარი ანასტასია, რომელსაც საოცრად გაბრაზებული იერი ჰქონდა -ახლა კარგად მომისმინა პატარა ქალბატონო, არასოდეს... არასოდეს იგრძნო თავი დამნაშავედ იმაში რომ სწავლას ხელახლა ვიწყებ, ეს პირველრიგში ჩემი სურვილია და მერე დანარჩენი, წამით მაინც წარმოიდგინე თავი ჩემს ადგილას და მიხვდები რომ შანსი რომ მქონდეს უფრო მეტს გავაკეთებ შენთვის... გახსოვს? პატარები რომ ვიყავით გულის მანკის დიაგნოზი დამისვეს და ოპერაციის მერე მთელი თვე გვერდიდან არმომშორებიხარ, -მაშინ ყველა შენთან იყო ტას -გაჩუმდი გთხოვ, ისინი ოჯახისწევრები ან ნათესავები იყვენ და თავს ვალდებულად თვლიდნენ გვერდით მყოლოდნენ, შენ კი შენი პატარა სუფთა გულით იყავი ჩემთან... ყველა შენი ტკივილი ჩემზე მეტად გტკიოდა აი სწორედ მაშინ მივხვდი რომ შენნაირად არასდროს არავის ვეყვარებოდი... არცის დამავიწყდება ბატონები მქონდა, არცერთი მეგობარი მოსულა იმის შიშით რომ მათაც არ გადადებოდათ შენკი მაინც ყველა დღე ჩემთან იჯექი, ახლა კი დგახარ და სისულელის გამო ნერვიულობ, ნერვიულობ რომ ჟურნალისტის მაგივრად რაიმე სხვა პროფესია მექნება მაგრამ ჩემთვის მთავარი ჩვენი მეგობრობაა... ჩვენი ერთად ყოფნა, ისედაც არასოდეს უნდოდა ჩემებს ჩემი ჟურნალისტობა ხომ იცი, ხოდა მე და შენ ერთად გავხდებით ფსიქოლოგები, შენ როგორც მთელი ბავშვობა ოცნებობდი დაეხმარები მათ ვისაც ეს სჭირდები მე კი დროთაგანმავლობაში ავირჩევ სად წარმოვიდგენ ჩემს თავს, აქ კი ყველაზე მთავარი რაცაა ერთად ვიქნებით... მთელი ცხოვრება ერთად გასაგებია? -მუდამ ერთად.. მუდამ ჩვენ ორნი ... ძალიან მიყვარხარ ტას მოვეხვიე და მივხვდი რომ სახლში ვიყავი, მივხვდი რომ ეს ადამიანი იყო ჩემი თავშესაფარი -გავალ ეხლა უხერხულია ბიჭებთან, შენ კი ამ ლამაზ თვალებს მოაშორე ცრემლები და მალე დაბრუნდი. ტასო გავიდა და ბედნიერებისგან უფრო ავტირდი... კიდევ დიდხანს გავიგრძელებდი მარტოობას კარზე კაკუნი რომ არ გამეგო, მალევე მოვიწესრიგე თავი და კარი გავაღე იქვე მდგარი ნოეს დანახვა კი ძალიან გამიკვირდა -ეს გოგოების საპირფარეშოა ნოე აქ რა გინდა? -ვიცი მაგრამ დიდიხანია გამოსული ხარ და ვიფიქრე ცუდად ხომ არ არის თქო ძალიან გამაღიზიანა მისმა პასუხმა და თვალებში შევხედე -იცით რაა ბატონო ნოე? ჩემზე კარგად ყოფნაზე ფიქრს ჯობია თქვენს ოჯახს მიხედოთ გაბრაზებულმა გავკარი მხარი და დარბაზისკენ წასული ნახევრად მოვბრუნდი -ხოო და კიდევ ორმაგი თამაში ყველა მამაკაცს აუფასურებს სიმწრის ღიმილით შემოვბრუნდი და მაგიდასთან მივედი -ვიფიქრე მოგვტაცეს ლამაზი ფერია თქო სანდრომ გამიცინა და სასმელზე მანიშნა თუ დაგისხაო -არა, მაპატიეთ მაგრამ თუ არ მიწყენთ უნდა დაგტოვოთ -ხო მაგრამ ევა... -არავითარი ევა გთხოოვ ტას უნდა წავიდე ახლა და საღამოს შეგეხმიანები კარგი? -კარგი კარგი აზრი არ აქვს თხოვნას ვიცი... მიდი და თავს გაუფრთხილდი ანასტასია გადავკოცნე ბიჭებს შორიდან დავემშვიდობე და ის ის იყო უნდა წავსულიყავი რატის ხმამ გამაჩერა -წინააღმდეგი თუ არ იქნები გაგიყვან სადაც მიდიხარ დავიბენი, არმსურდა ისევ მანქანით მგზავრობა და ანასტასიას გავხედეი მან თვალებით მანიშნა როგორც გინდაო და ჩემდაუნებურად დავთანხმდი რატის. ჩანთები საბარგულში ჩააწყო და მე წინ მოვთავსდი - შენ ხარ ანუ ანასტასიას სანაქებო ანუ ევა... ბევრი მსმენია შენზე -ჰოო? მაინც რა? -მაინც ის რომ ძალიან ლამაზი ხარ მწველი მწვანე თვალებით -ეს ანასტასიამ თქვა ? (გამეცინა) -არამარტო ეს ... კიდევ ბევრი ლამაზი და თბილი სიტყვა, ძალიან უყვარხარ (სწრაფად დადიოდა და შიშმა მომიცვა) -მეც ძალიან მიყვარს, რატი შეიძლება რაღაც გთხოვო? -რათმაუნდა -შეგიძლია ცოტა ნელა იარო? რატის არაფერი უთქვია და სვლა შეანელა -გეშინია სიჩქარის? -კი ძალიან (სიმწრით გამეღიმა და გზისკენ შევაბრუნე თავი) გზადაგზა ვასწავლიდი საით უნდა წასულიყო და მალევე მივედით სახლთან -ძალიან დიდი მადლობა რატი (ჩანთები გამოვართვი) -სამადლობელი არაფერია... იმედია ისევ შევხვდებით -იმედია გავუღიმე და სახლში შევედი სადაც მეორედ ვიგრძენი დღეს ბედნიერების სურნელი -მოდი დედი? რამდენი რამე გიყიდია მაღაზიაში არაფერი დატოვეთ? გაეცინა და ჩანთები გამომართვა -ძალიან მშია დე, მამა არ მოსულა? -კი შვილო თავის ოთახშია, საჭმელს კი ახლავე გაგიმზადებ სანამ დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა მამასთან ავედი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და მანიშნა დაჯექიო მე კი დივანზე დაჯდომის მაგივრად მის მუხლებზე მოვკალათდი -კარგი ნოე ეხლა დაგემშვიდობო უნდა ყველაფერს გადავხედავ და დაგიკავშირდები -მამას მოუსვენარი გოგო იყო საყიდლებზე? -კი მა და ძალიან დავიღალე... (თავი გულზე დავადე და შუბლზე მაკოცა) მა ნოეზე რაიცი? -ბევრი არაფერი ჩემოპატარა ჩვენთან ახლახანს დადო კონტრაქტი ასევე ვიცი რომ ლექტორია ერთ-ერთ უნივერსიტეტში, პატარა გოგო ყავს სადღაც 3-4 წლის, რატომ დაინტერესდი? -არაფერი მა ისე უბრალოდ კარგი ადამიანი ჩანს და ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.