გამოიდარებს ! გპირდები (2)
ახლა კიდევ ერთი კითხვა დამიტრიალდა გონებაში, რატომ გამომიგზავნა ბრაუნის ტორიტი ან საიდან იცის რომ მიყვარს და კი არ მიყვარს უბრალოდ ვგიჟდები შოკოლადზე და ყველაფერზე რაც შოკოლადს უკავშირდება. პასუხებიც მალევე ვიპოვე , ალბათ ქართველია და გაიგო ქართულად რომ დავილაპარაკე ტელეფონზე , ბრაუნის ტორტს რაც შეეხება ყველა ქალს უყვარს შოკოლადი , ალბათ მაგიტომაც გამომიგზავნა , ესიამოვნა ქართველის დანახვა , ეს აქ ჩვეულებრივი ამბავია ! -რამე დამსახურება მაქვს ? საკმაოდ თამამი და ცოტა ცინიკურიც კი მეჩვენა საკუთარი სიტყვები , ან ამ ლამაზღიმილიანმა ბიჭმა რა დამიშავა ,იმას აკეთებს რასაც ეტყვის უფროსი , მაგრამ უკვე ვთქვი და ისღა დამრჩენია არ შევიმჩნიო ჩემი ტონი და პასუხს დაველოდო -მე ნამდვილად არ ვიცი პასუხი თვითონ მან უნდა გაგცეთ -სულერთია , ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ავიღე საფულე და იმაზე მეტი დავტოვე ყავის ჭიქის ქვეშ ვიდრე ერთი ცივი ყავა ღირდა . ჩემი მოკლე ჭკუით ტორტის საფასურიც გადავიხადე და ხურდაც ვარგუნე მიმტანს , იმ ღიმილისთვის ძალიან რომ მომეწონა. ავდექი და სახლის გზას გავუყევი. დღე არ გავა ჩემს ცხოვრებაზე არ ვიფიქრო, იმაზე რაც ადრე იყო , თორემ მომავალზე არ ვფიქრობ , არ ვგეგმავ , არ მიყვარს გეგმები გადავეჩვიე. ეგ ალბათ იმის ბრალია რომ ბავშვობაში ძალიან მეოცნებე ვიყავი და ისე უაზროდ ჩაიარა ჩემმა ოცნებებმა , ქვეცნობიერად გადავწყვიტე რომ აღარასდროს მეოცნება არაფერზე, ისე ავტომატურად ხდება ჩემს თავს ყველაფერი მგონია რომ რობოტი ვარ სინამდვილეში მეც და ჩემს ცხოვრებასაც ვიღაც მართავს. სახლში ,რომ შევედი და ჩემი პატარ მყუდრო ბინის კარი შევაღე ამოვისუნთქე , სახლი და სამსახური არის ადგილი სადაც უბრალოდ მშვიდად კი არა საოცრად მშვიდად ვარ . არავინ მსტუმრობს ხშირად , სულ მარტო ვარ . მარია მოდის ხოლმე , როცა უნდა მოდის როცა უნდა მიდის. საერთოდ არ გავს ბერძენს , მგონი ქართული უფრო ბევრი აქვს ვიდრე ბერძნული. აქ ერთმანეთთან ისე არ მიდიან თუ წინასწარ არ დაურეეკს შეუთანხმდნენ ან სერიოზული მიპატიჟება არ მიიღეს, მარიას კი არცერრთი სჭირდება , არც მეორე. ორი საძინებელეი, მისაღები სამზარეულო, სააბაზანო და პატარა საყვარელი აივანი აქვს ჩემს სახლს. კედლები ძირითადად თეთრი და სპილოსძვლისფერია, ასეთი მინდოდა ზუსტად , ავეჯიც კი ერთფერშია, ღია და სადა. საგიჟეთს გავსო მარია სულ იძახის, შენ კიდევ მის დირექტორსო. საგიჟეთს გავს თუ არა არ ვიცი არასდროს ვყოფილვარ იქ, ჯერ ეგრე არ გამჭირვებია , მაგრამ ცოტა მეც მეუცნაურებოდა ასეთ ერთ ფერში შეღებილი კედლები და ავეჯი.არანაირი სურვილი კი არ გამჩენია აქამდე შემეცვალა რამე. მომწონდა , ჩემთვის მყუდრო და ლამაზი იყო. სინამდვილეში ალბათ ესეც დედა გამო ხდებოდა. დედა იყო ცისარტყელა, საოცრად ფერადი ადამიანი.სინათლეს ასხივებდა და ანათებდა ირგვლივ ყვეფაერს. ხადახან მიკვირდა კიდეც როგორ შეეძლო ასეთი ნატანჯი ცხოვრების პატრონს კედლები ვარდიფრად ან იასამნისფრად შეეღება და ჭრელი ფარდები შეეკერა ჩემი საძინებლისთვის, როგო შეეძლო ასეთი ფერადი ყოფილიყო ჩვენს შავთეთრ ცხოვრებაში. ხშირად მიფიქრია რომ სულაც არ იყო მისთვის შავთეთრი იმიტომ რომ მე ვყავდი .მე ვიყავი მისთვის სიფერადის მიზეზი , მე რაღატომ ვიყავი აბა ასეთი უღიმღამო>? რატომ მეჩვენებოდა ტრაგიკული ჩემი ცხოვრება? იმიტომ რომ მქონდა მიზეზი , თან ძალიან ბევრი. *** დილაც ისევე დაიწყო როგორც ყოველთვის სამსახურს მივაშურე ,მელი დღე უნდა ვიმუშაო, თანამშრომელს გადავუცვალე ღამის მორიგეობაში და მთელი დღე მომიწევს მუშაობა. კლინიკა ადგილია სადაც ბოლოდმე ვიხარჯები. ინტერნობის ბოლო წელია და ოპერაციებს დამოუკიდებლად ვაკეთებ . ისე გადავეშვი რომ სხვა ყველაფერი მავიწყდება. ერთმანეთს მიყოლებული ოპერაციები , გადატვირთული დღეები , არაადამიანური გრაფიკი ეს სწორედ ის იყო რაც მჭირდებოდა ყოველთვის ,მივიღე კიდეც . არასდროს მიოცნებია ექიმობაზე, მითუმეტეს ზოგად ქირურგიაზე მაგრამ ამ საქმემ მე გადამარჩინა. 26 წლის ასაკში უკვე სტაჟიანი ქირურგი ვარ ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ორი წელიღა დამრჩა და მთლიან პროგრამას დავხურავ , უკვე ოფიციალურად და მშვიდად გავაგრძელებ ბროძოლას ზოგადი ქირურგიის განყოფილების უფროსობისთვის. ეს ოცნება არა მიზანია ,რომელიც დავისახე. პროფესიის არჩევაში დეიდა და მისი მეუღლე დამეხმარნენ. 15 წლის ჩამომიყვანეს აქ და პირდაპირ გამაგრძელებინეს სწავლა სკოლაში. არც წელი დამიკარგავს და არც დრო. სკოლას რომ ვამთავრბდი კოლეჯზე და უნივერსიტეტზე მიდგა ჯერი და შესაბამისად პროფესია მჭირდებოდა. ალექსისი , დეიდას ქმარი ქირურგი იყო , იმავე კლინიკაში მუშაობდა სადაც ახლა მე ვარ და პარალელურად ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში. ყველანაირად დამეხმარა რომ მიმეღწია ამ ყველაფრისთვის. დეიდას და მას ერთი შვილი ჰყავდა და გულის უკმარისობით დაიღუპა 10 წლის ასაკში. სულ მარტო დარჩნენ და მთელი ყურადღება ჩემზე ჰქონდათ გადმოტანილი. ხანდახან მრცხვენოდა კიდეც მეგონა ვსარგებლობდი მათი შესაძლებლობებით ,მაგრამ დეიდა სულ მეჩხუბებოდა , არ გავიგო მეორედ ეგ აზრი დაგებადოს მე და ალექსისს შენს მეტი არავინ გვყავსო. ასეც იყო არავინ ყავდათ ერთმანეთის და ჩემს მეტი. ბიძაჩემი მთელ თავის რესურსს ჩემს სამედიცინო განათლებაში დებდა. ისე იყო ჩემზე გადმორთული და იმხელა იმედებს ამყარებდა რომ იძულებული ვიყავი საუკეთესოდ მესწავლა და მიმეღწია ყველაფრისთვის რაზეც ალექსისი ოცნებობდა. მივაღწიე კდიეც , ტყუილად არ მიწვალებია , რომ როგორმე უნივერსიტეტში მიეღოთ ჩემი საბუთები, არ ვიყავი ბერძენი და ამიტომ ჭირდა ძალიან. მიშვილა კიდეც , ახლა უკვე ორი გვარი მქონდა დედის და მამის, მთელი ბავშვობა მაინტერესებდა რატომ მქონდა დედის გვარი და მამის არა , ან რატომ არ მყავდა მამა , ახლა უკვე ორი დედა მყავდა , მამაც კი. რა დამსახურება მქონდა ასეთი ვერ ვიგებდი. **** სამკაოდ რთული დღეა დღეს კლინიკაში, ზედიზედ სამი ავარია შემოვიდა, 4 მიცვალებული და ბევრი დაშავებული. 4 ოპერაციის გაკეთება მოვასწარი დილიდან , ჩემი მასწავლებელი წამდაუწუმ მიმეორებდა ძეგლი უნდა დაგიდგა კლინიკის ეზოში, საიდან გაქვს ასეთი ენერგიაო. ასეც იყო არ მღლიდა ოპერაციები, კლინიკაში ისეთი ენერგიით დავქროდი რომ მართლა რობოტი გეგონებოდით. სამაგიეროდ როგორც კი მის კარს გავცდებოდი ერთიანად ვგრძნობდი დაღლას და საჭმლის გაკეთების თავიც კი არ მქონდა, პრინციპში არც ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა. სწავლითაც არ ვიწუხებდი თავს. ჭამის მადა მაინც არასდროს მქონდა და როცა მქონდა მზასაც მშვენივრად მივირთმევდი. კლინიკიდან ისევ გვიან გამოვედი და მარიასთან მიმავალ გზას გავუყევი ამჯერად ჩემი მანქანით დილით რომ წამოვაბრძანე მთელი თავისი ბრწყინვალებით პროფილაქტიკიდან. ვგიჟდები მანქანებზე, ერთედერთია რაშიც ფული არასდროს დამენანება და რომელსაც ისე ვუვლი როგორც საკუთარ თავსაც კი არა . მარიამ სმს-ი მოწმერა და ისეთი სცოდავი სმაილით მთხოვა საჭმელი წამომიღე რამე გემრიელიო , რომ დაღლაც ვერ მიშველიდა უეჭველად კაფესთან უნდა გავჩერებულიყავი და მეც ახალ კაფეს მივაშურე. შიგნით ბართან ჩემი ლამაზღიმილიანი მიმტანი მომეგება და მომესალმა თბილად. მიცნო. მენიუ გადავშალე და დავიბენი, ვერ ვხვდებოდი რა ამეღო, ბერძნული თუ ქართული, თუ ორივე ერთად? ასეც ვქენი ცოტა ის ცოტა , ის და სამი დიდი პარკით დატვირთული მოვბრუნდი როცა გუშინდელი ბრაუნი გამახსენდა და მომინდა . მივტრიალდი და ვთხოვე მთლიანი ტორტი შეეფუთათ . -თუ შეიძლება ყუთში ჩამიდეთ ესეც უდნა წავიო , პარკებს მანქანაში ჩავდებ და დავბრუნდები ერთად ვერ მოვერევი დამიქნია ბიჭმა თავი კარგიო და ტორტის გამოღება დაიწყო მაცივრიდან. საბარგულში ვაწყობდი პარკებს ჩემს უკან კაცი , რომ დადგა ჩემი ტორტით ხელში. -რატომ შეწუხდით თვითონ მოვბრუნდებოდი, მიმტანი მეგონა და გაბედულად შევტრიალდი, ბოლო სიტყვა კი ტუჩებში დამრჩა ვეღარ დავამთავრე , წინ ისეთი სიმპატიური კაცი მედგა და ისე საყვარლად, ეტყობოდა რომ პირველად , ეჭირა ჩემი ტორტიანი ყუთი ხელში. -არ შევწუხებულვარ , კმაყოფილი კლიენტი წარმატებსი საწინდარია. გაიმეორა ბიზნესის სკოლაში გაზეპირბეული სიტყვები და ყუთი გამომიწოდა . -მადლობა საფასურიც არ გადამიხდია ახლავე მოვტრიალდები . ყუთი წინ დავიდე რომ არ გამფუჭებოდა საბარგულში და კარი ჩავკეტე რომ შევბრუნებულიყავი კაფეში . -არ არის საჭირო გუშინ საკმარისად გადაიხადეთ, მითუმეტეს რომ ნამცხვარი კაფის ხარჯზე უნდა მიგეღოთ. -ესეც წარმატების საწინდარია? ვკითხე უმოწყალოდ და დავაბნიე მაშინვე. - ეგეც ! მოკლედ მომიჭრა -არ არის საჭირო გუშინდელი ჩემი დატოვებული თანხა მიმტანს ეკუთვნოდა ჩაის ფულად არ მითხრათ რომ წაართვით. -მე არავის არაფერს ვართმევ , არც ის ფული გამომირთმევია, თვითონ მითხრა მატიმ და მაჩვენა ანგარიში , ხურდა დაიტოვა -როგორც არის , კაფისკენ გავიწიე რომ თანხა სრულად დამეფარა მაგრამ არ დამაცადა -ხომ ვთქვი არ არის საჭირო , რატომ მეჭიდავებით, ამჯერად უკვე ქართულად მითხრა და მომაჩერდა, პირი დამრჩა ღია , კი ვფიქრობდი რომ ქართველი იქნებოდა მაგრამ მაინც ეს ენა და ეს სიტყვები ისე მაშინებდა გაქცევა მინდოდა და ასეც მოვიქეცი . გავიქეცი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.