შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობისფერი (5)


29-09-2017, 15:15
ავტორი anieta
ნანახია 1 158

გეგას თვალები გაუფართოვდა,გაოგნებული შემომცქეროდა,სიტყვაც არ დაუძრავს ან რას იტყოდა,შეშლილივით მივახალე რაღაც აფსურდი.უკან კმაყოფილების გრძნობით აღვსილმა მივიხედე სანდროს გამწარებული სახის სანახავად,არც შევმცდარვარ,მრისხანებისგან მთლად ალისფერი გამხდარიყო,სწრაფად ჩავირბინე კიბები და სახლისკენ გავემართე,მეორე დღეს ყველა ჩემს ცალმხრივ გრძნობაზე საუბრობდა გეგას მიმართ,ამაზე არც ვღელავდი მაწყობდა კიდეც,მერჩივნა უპასუხო სიყვარულისგან გულნატკენი ვგონებოდი ყველას ვიდრე მესამე,და დამცირებული.
მთელმა ზაფხულმა ისე განვლო,არცერთი მათგანი არ მინახავს,აღარც ვფიქრობდი მათზე,როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი,ქალისთვის დამცირება იმდენად აუტანელი და შეურაცხმყოფელია ყველაფერს შლის,ერთადერთი რაზეც ვდარდობდი გეგა იყო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე,რამოდენიმე კვირის წინ ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა გეგას შეყვარებული ყავს და წუხს შენს გამოო,მე კი დაუფიქრებლად მივახალე გეგა სრულებითაც უმნიშვნელოა ჩემთვის მე ის მხოლოდ იმისთვის მჭირდებოდა სანდროსთვის გული,რომ მეტკინა და იგივე ეგრძნო რაც მე განვიცადე მისი და ელენეს გამოთქო.რათქმაუნდა გაიგებდა გეგა ყოველივე ამას,არა სასიამოვნო როდესაც იგებ,ვიღაცამ შენი გამოყენება სცადა,მაგრამ არ ვაპირებ მისთვის მობოდიშებას სისულელე იქნება ჩემი მხრიდან.თანაც ხვალე ახალ ცხოვრებას ვიწყებ სადაც არავის ადგილი არა,ხვალე ჩემთვის უნივერსიტეტის კარები იღება,ეს ახალი ცხოვრების,ნაცნობობის და მეგობრობის დასაწყისია.
დედას დაჟინებული თხოვნით იურიდიულზე ჩავაბარე,თქვენ წარმოიდგინაეთ და პირველივე დღეს მივხვდი,რომ არსწორად მოვიქეცი ეს სფერო ჩემი სრულიად არიყო.დრო მიიზლაზნებოდა,კონსპექტებს თავს ვაკლავდი ღამეები უძილობაში გადიოდა კაზუსების ამოხსნის მცდელობით,პარასკევს დაქანცული და ღონე მიხდილი სოფელში დედასთან გავრბოდი,ამ ორ დღეში ისე მივლიდა მთელი კვირა მყოფნიდა,როდესაც აქედან მივდიოდი ვფიქრობდი დაბრუნების სურვილი არასდროს მექნებოდა,მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემი ერთი მხარე ყოველთვის აქეთ იწევდა,ალბათ მშობლების გამო.გეგას რამდენჯერმე მოვკარი თვალი,ის არ მესალმებოდა ყოველ ჯერზე ცდილობდა თავი აერიდებინა ჩემთვის,რაც გასაკვირი არ იყო,ძალიან ცუდად მოვიქეცი მასთან მიმართბში,გამოსწორება კი გვიანი იყო,აქაიქ ამომიტივტივდებოდა ხოლმე,მისი ჭაობისფერი თვალები,მიზეზი მისი განსაკუთრებულობა იყო არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს ასეთი საუცხოო ფერის თვალები,ამიტომაც მაღელვებდა ალბათ მათი გახსენება ყოველჯერზე,რაღაც ამოუხსნელსა და უცნაურს ვგრძნობდი ამ თვალების მიმართ.
პირველმა სემესტრმა როგორც იქნა გაიარა,მთელი თვის უძილო, გადაღლილი,გამოფიტული და სრულიად დასუსტებული ჩავლასლასდი დედასთან,ჩემი ორგანიზმი გადაგლილი იყო ფიზიკურად,არც ჩემი სულიერება იყო კარგ დღეში ზედმეტად მრთგუნავდა ეს ფაკულტეტი,მთელი თვე დამჭირდა ადამიანს,რომ დავმსგავსებოდი,საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მეორე სემესტრს არ გავაგრძელებდი,მომავალი წლიდან კი ფინანსებზე გადავიდოდი,ჩემს გადაწყვეტილებას ყველა მხარს უჭერდა,ნახევარი წლით ისევ სოფელში დავბრუნდი.მთელს დროს ცჩმს ბიძაშვილ ნიასა და მის მეგობრებთან ვატარებდი,ისინი მალევე ჩემი მეგობრებიც გახდნენ,ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა აქა იქ სანდროს შემაწუხებელი ზარი თუ არ გაისმოდა,უაზრო თავის მართლებებით,ჩემთვის კი ეს ფურცელი დიდიხნის გადაშლილი იყო.
როგორც იქნა ზაფხულიც დადგა.მეგობრები ტრადიციისამებრ ყოველ საღამოს სკოლის ეზოში ვატარებდით,საოცარი დღეები იყო,სიხარულით და უამრავი პოზიტივით აღსავსე,სანდროც საბოოლოდ დავიწყებული მყავდა.გეგაც ხშირად ატარებდა დროს ჩვენთან ერთად,ბევრი საერთო ნაცნობი და მეგობარი გვყავდა,ამ მიზეზით ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს,ჩვენს შორის არსებული ბარიერიც ნელნელა გაქრა,ახლა ერთად ვხუმრობდით კიდეც,ჩვენს გარშემო მყოფები ხშირად აღნიშნავდნენ ,რომ კარგი წყვილი ვიქნებოდით,ამაზე ბევრს ვიცინოდით. მართალია გეგა ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ და ხშირად მაშტერდებოდა მისი ულამაზესი თვალებით მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა.ზაფხული თითქმის მიილია,აგვისტოს ბოლოს ბიძაშვილებთან ერთდა,ბათუმში წავედი,ლურჯი ზღვა მწველი მზე,საუკეთესო მუსიკა ამაზე მეტი რა გინდა ცხოვრებაში,საუკეთესო დასვენება იყო თანაც სურპრიზებით აღსავსე.
შუაღამეს გადსული იყო,სოციალურ ქსელში გეგას შეტყობინება მივიღე,პირველი შეტყობინება მისგან,აღფრთოვანებულმა გავხსენი:
-როგორ ხარ ანიტა?
-კარგად გეგა შენ?
-მადლობა კარგად შეგიძლია შენი ნომერი მომწერო,აქ დაკონტაქტება არ მიიყვარს!
არც დავფიქრებულვარ,პასუხად ჩემი ნომერი მივწერე,ვერ ვხვდები რატომ ავცანცარდი,იმ ამბების მერე ისევ შეცდომას ვუშვებ საერთოდაც იქნებ სამაგიეროს გადახდა უნდა,მაგრამ გეგა არ ჩანს ასეთი ადამიანი,ის ისეთი სათნოა ჩემს თვალში...ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომაფხიზლა,შეშინებული ხმით ვუპასუხე,გეგა იყო,მისი ხმის გაგონებისას ერთიანად დამესხა რეტი.
-აბა როგორ ხარ ანიეტა?
-კარგად შენ?
-მეც,რატომ გამომართვი ნომერი?
-რაღაც მინდა გკითხო,ზუკას რატომ უთხარი,რომ გამომიყენე?
-აა,ეს მაშინ,მაპატიე ძალიან ვწუხვარ,არ მინდოდა მასე თქმა,რთული პერიოდი მქონდა არ ვიცოდი რას ჩავდიოდი,ბოდიშს გიხდი.
-კარგი მიღებული ბოდიში,ვეცდები დავივიწყო,რთული ნაწყენი იყო შენისთანა გოგოზე.
-ჰო,მაინც როგორი ვარ?
-ოოო,მაგის დროც მოვა რომ გიპასუხო კითხვაზე,ახლა ის მითხარი როდის ბრუნდებით?
-ხვალე ნაშუადღევს.
-კარგი,ანუ ხვალე გნახავ!ტკბილი ძილი ანიეტა.
-ნახვამდის გეგა.
მთელი ღამე ზილი არ მომეკარა ან რა დამაძინებდა,ამ საუბრის მერე,რატომ დარეკა,რა უნდოდა ან ხვალ რატომ ვნახვ,ახსნას ვერ ვუძებნი მის ქცევას,ვერც ჩემს თავს ვუძებნი გამართლებას,ამ ბიჭს ასე შორიდან ასე უმიზეზოდ რატომ ვენდობი,თანაც ანიეტაო,ასე არავინ მომართავს,არადა ისე მომწონს მისი ნათქვამი ეს ანიეტა,ჟრუანტელი მივლის არვიცი რა მემართება.
დამღლელი გზის მერე როგორც იქნა სახლში ვარ,საღამოს გეგას ზარი შემოვიდა სახლთან გელოდები გავისეირნოთ,მეც დავემორჩილე,არვიცი ასე რატომ ვიქცევი,რატომ მსიამოვნებს მის გვერდით ყოფნა,მასთან დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე,უკვე გვიან იყო სახლში რომ დავბრუნდი,მგონი ამ ბიჭის გადამკიდე ძილი აღარ მიწერია,რა არის ეს ღამეებს მასზე და მის თვალებზე ფიქრში რომ ვათენებ.აღარც ჭამა მახსენდება არც ძილი და მგონი სუნთქვის გარეშეც ვძლებ უკვე,საკუთარ თავს აღარ ვგავარ.
მთელს დღეებს ერთად ვატარებდით,საღამოსაც ერთად ვიყავით,ღამით კი ტელეფონით ვსაუბრობდით,ზაფხულის ბოლო ღამეები თავზე გვათენდებოდა,აგერ უკვე სექტემბერიც დაიწყო,ერთმანეთს სიცილით მეგობრებს ვეძახით,რატომღაც არ გამოგვდის სერიოზულად ამ სიტყვის თქმა,მე ჩემს თავს სრულებით აღარ ვგავარ,მაკიაჟის კეთებაც კი ვისწავლე,მთელ თავისუფალ დროს სარკესთან თავის მოწესრიგებას ვანდომებ,ვერ მცნობენ ვეღარც მშობლები და ვეღარც მეგობრები,მეც კი ვეღარ ვცნობ ჩემს თავს მაგრამ მე მომწონს ასეთი ანიეტა,ანიეტა რომელსაც ეს ჭაობისფერი თვალები ქმნის,იმდენად უმნიშვნელოა ყველაფერი საყვედურებსაც არ ვისმენ ,რომ დრო არავისთვის მაქვს,გეგასთვისაც არ მყოფნის,ყოველთვის უკმაყოფილო ვარ მის გვერდით ყოფნის ხანგრძლივობით,ჩვენს ჯინაზე გარბის დრო ასე სწრაფად.
7 სექტემბერს,დილით დამირეკა გეგამ და საღამოს სავახშმოდ დამპატიჟა,რათქმაუნდა თანახმა ვიყავი საღამოს მასთან ერთად გავატარებდი.მთელი დღე უამრავი ტანსაცმელი მოვისინჯე,დრო მზადებაში გავიყვანე,ბოლოს როგორც იქნა თეთრ გვირილებიან სარაფანზე შევჯერდი,საღამოს რვა საათზე,გამომიარა.
-ანიტა ვახშმობასთან დაკავშირებით ჩვენს გეგმებს რომ გადავუხვიოთ და ერთ ძალიან ლამაზ ადგილას წაგიყვანო თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ,რატომაც არა.
ჰაერი ნელნელა სასიამოვნო ხდებოდა,მანქანში სუფთა ჰაერი იჭრებოდა,გარშმო ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო,თანაც ისეთი რეალური,სიზმარს არ გავდა რომლიდანაც გამოღვიძება მომიწევდა,როგორც იქნა მივედით,მანქანიდან გადმოსულს გეგამ თვალები ამიხვია,რამოდენიმე მეტრი გავიარეთ,თვალები ამიხსნა გარშემო უამრავი ფერადი სანთლები ენთო,ამცდგილიდან ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა,ცაც ისეთი მშვენიერი იყო ვარსკვლავებით მოკაშკაშე,გარშმო რომანტიკის სუნი იღვრებოდა.
-ანიეტა,ჩემო ანიეტა,მე ყოველთვის განვიცდიდი რაღაც ამოუცნობს შენს მიმართ,რაღაც ყოველთვის იყო შენში რაც ჩემს აღტაცებას იწვევდა,ყოველთვის ვიცოდი როდის გრძნობდი თავს ბედნიერად და როდის ცუდათ,აქამდე ვერ ვხვდებოდი ამ ცნობის მოყვარეობის მიზეზს შენს მიმართ,ამ ზაფხულმა კი ყველაფერს მოჰფინა ნათელი,მე უბრალოდ არ შემიძლია უშენოდ ყოფნა,შენ სულ უნდა იყო ,რომ მე ვიბედნიერო,შენ ნათელი წერტილიხარ ჩემს გულში,ახლაც კი ამდენი ვარსკვლავების ქვეშ კაშკაშებ,ჩემი აზრთ ჩვენ დავიმსახურეთ ერთმანეთი,ეს ბედია ჩვენი ბედი!
ჩემო მშვენიერო,ჩემო საყვარელო ანიეტა მე შენ მიყვარხარ!



№1 სტუმარი tusy

Gtxov male dade shemdegic nu gvalodineb (((

 


№2 სტუმარი Guest თაკო

დედა რა ტკბილები და საყვარლებიიი მალე დადე ახალუ თავი

 


№3 სტუმარი Mariami

რატო არ დებ შემდეგ თავს გელოდებით

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატოარ დებ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent