შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უწყვეტი კავშირი (სრულად)


30-09-2017, 03:41
ავტორი mikussa
ნანახია 3 101

ეს არ არის რომანი, არც ნოველაა, არც ისტორიულ მოვლენას არ გავს, ეს ტკივილია, ჩემი ცხოვრების, ყველაზე დიდი შავი ლაქა, რაღაც ჩამოურეცხავი, გაუხუნებელი, გაუსაძლისი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი განძია, ან შეიძლება იყო კიდეც. აღარაფერი დამრჩა.. ამ ტკივილს რომ ჩაწვე და-ძმობა უნდა იცოდე, რომ გაიაზრო მე რასაც ახლა, წერის დროს ვგრძნობ ტყუპისცალის არსებობის მნიშვნელობა უნდა იცოდე, თუ რაოდენ დიდია კავშირი და სიყვარული.
ალექსი ჩემს ცხოვრებასი იმ ადამიანის გამოჩენას ჰგავდა, მთელი ცხოვრების მეგზურად რომ უნდა გდიოს, ის ჩემი ასლი იყო, დედის მუცელში ერთად ვიჯექით და რატომღაც მაინც განსაკუთრებული ურთიერთობით მოვდიოდით ერთად. ხალებიც კი ერთი და იგივე ადგილას გვქონდა.. ეს საოცრება იყო.
დარწმუნებული ვარ წამწამები რომ დაგვეთვალა ისიც კი ერთი რაოდენობის გვექნებოდა, არამცთუ ერთსდა და იმავე დროს ნერწყვის გადაყლაპვა.
ყველაფრის და მიუხედავად ერთი დიდი განსხვავება გვქონდა, მას ნერვული შეტევები ჰქონდა
ისე გაფიცხდებოდა ხოლმე ნაპერწკლებს სულ თვალებიდან ყრიდა, დაემსგავსებოდა ხოლმე ცხოველს, უვარგისს, ისეთ პიროვნებას მეც რომ წყობილებიდან გამოვყავდი ხოლმე. მერე ციხეში ჩასვეს აბუნტების გამო და წელიწად ნახევარი არ მინახავს.
იმ წელს მეც მამა და დედაც ერთად მოვწყდით, ის იქ და მე სახლში რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა მარჯვენას რომ გაჭრიან..
არ ვიცი როგორ გავძელი.
იმ წელიწად ნახევარსი აღარც გაზაფხული იყო და აღარც შემოდგომა, ერთნაირად ენთო დედამიწაზე მზე და ერთნაირად თოვდა გაუჩერებლად.
მე რაღაც გვამი გავხდი.

***
მას შემდეგ დიდი დროს გავიდა დაახლოებით 2 წელი.
გავიდოდა ხოლმე სახლიდან, ჩამომითვლიდა თავისი დღის გეგმავს და გაიქცეოდა. მერე დედა მოდიოდა ხოლმე გაბრაზებული და მსაყვედურობდა. დღემდე არ ვიცი რატომ და ახლა განსაკუთრებით.
- თინა ალექსი ვიღაცას ხვდება.
- რომ ხვდებოდეს ვიგრძნობდი, ჯერჯერობით ყურადღება არ მაკლია.
- ერთმანეთზე უარესები ხართ, განა ორივე ღმერთმა ჩემს სატანჯველად მოგავლინათ?
ისეთი მზერით ავხედე დედას შემატყო განწყენდი, საწოლიდან ავდექი და ძირს განვაგრძე ხატვა.
- აი მასეთი რომ ხარ იმიტომ ვერ პოულობს შენთან საერთო ენას ალექსი.
-მაშინ დამარიგე.
რა უნდა დამერიგებინა კარი ისე გაიჯახუნა ახლაც ყურებში ჩამესმის საცოდავი ხის რაკარუკი.
მამა გავიდოდა ხოლმე სამუშაოდ, მას მართლაც ღამეები არ ეზინა, დედა იყო რაღაცნაირი, ალექსი კი არა მეც რომ ვერ ვუგებდი ისეთი ზუსტად.
სიმართლე გითხრათ მეც ვატყობდი ალექსს რაღაც უცნაურს მაგრამ გულისსიღრმესი მჯეროდა რომ ამის გამხელის დროც მოვიდოდა,
ხატვას განვაგრძობდი, საოცრად მიზიდავდა ფანქრები ბავშვობიდან ჩემი მრავალფეროვანი გემოვნების გამო და საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე ნებისმიერი შემოქმედება სადაც კი მცირედი აზრიც კი იკითხებოდა. სამწუხაროდ ალექსს ამის ნიჭი არ დაყვა.
საბოლოო ჯამში მაინც სხვადასხვა ვიყავი ერთნაირი ვიზუალითა და ქცევებით.. დამოკიდებულება ერთსა და იმავე პიროვნებაზე იდენტური გვქონდა, თუ მიყვარდა მე უყვარდა მასაც, და თუ მძულდა მე არ შეიძლებოდა ყვარებოდა მას.
კარის ხმა გავიგე და მოვცდი ხატვას როგორც იქნა, ის ის იყო უნდა გავსულიყავი ალექსმა კარი შემოაღო და გამაჩერა. თვალები უბრწყინავდა, რაღაც კარგი უნდა ეთქვა ვიცოდი და მეც უნებურად გამეღიმა.
- შენ რა, მართლა შეყვარებული ხარ?
გამეცინა.
- ოო, და თან როგორ.
თვალები შუბლზე ამივიდა, ტუჩის კუთხეში გამეღიმა და მერე ერთიანად ჩამწყდა ყველაფერი, ჩემდაუნებურად ხასიათი წამიხდა და ისე უღიმღამოდ გავუღიმე მასაც რადიკალურად შეეცვალა ხასიათი.
- ჯერ არც ისე დიდი ხანი ასე ძლიერ რომ გიყვარდეს მერე კიდე ამ სიყვარულის ფონზე ოჯახი შექმნა.
- მხოლოდ გვიყვარს ერთმანეთი, რა დროს ოჯახია, მაგრამ შენ სხვა ფაქტმა შეგაწუხა, სახლში რამე მოხდა?
- ანუ რა გამოდის? მე აღარ ვიქნები? და ის ვიღაც უფრო მეტად, მეტად თუ არა.. მოიცა დავიბენი, ანუ დროს ჩემთვის აღარ გექნება.
გაჩუმდა, მიმიკა შეეცვალა, საწოლზე ჩამომსვა და სახეზე ხელები მომადო.
- შენ ჩემი და ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩემი იდენტური ხარ, ნახე კანის ფერი, თმა, ტუჩები ყველაფერი ერთნაირი გვაქვს, ფეხზე ხალს შეხედე, ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას გვაქვს, ეჭვიანობის საბაბი არ გაქვს, შენ ხომ შეგიყვარდება არა?
- ალექს ახლა მე ისე ვეჭვიანობ შეიძლება შენსავით ვიფეთქო მართლა.
-ამოისუნთქე, მუშტი შეკარი და ეს საიდუმლო ისე შეინახე ვითომ არასდროს მოგისმენია
- კარგი, არ მომისმენია, ჩავყლაპე.
მერე დაფაცურდა, გადიოდა გამოდიოდა, ვერ ისვენებდა, მომვარდებოდა ხოლმე მაკოცებდა ლოყაზე და იკრიჭებოდა.
ხასიათი ისევ მე წავუხდინე.
- მან იცის რომ ნაციხარი ხარ?
- იცის, და მიმიღო, მემგონი მიმიღო.
ცოტახნით ეჭვი შეეპარა.
- ეგ კი არა, გაგაცნობ კიდეც, მოგეწონება. ტუმცა რომ გითხრა ვიზუალურად გადაგრევს თქო ტყუილი გამომივა, რაღაც შენებურია.
- ესეიგი გიყვარს.
- ისე მეკითხები ეჭვს შევიტან ახლა.
ხასიათი ისევ წახდენილი მქონდა, რაღაც ვერ მივიღე ეს ინფორმაცია ისე როგორც საჭირო იყო, ჯერ იყო და ციხეში მეგონა მარჯვენა მომაჭრეს და ახლა მეგონა წელს ქვემოთ მომწყვიტეს თქო.. ეს იყო და კარი დედამ შემოაღო, ხელზე ჩემი რამდენიმე მაისური ჰქონდა გადაკიდე ბული და კარადაში დალაგებას ცდილობდა.
- სიყვარულს სჯობს სადმე რაიმე საქმე ნახო და მამაშენს მიეხმარო, ხომ ხედავ აღარ შეუძლია.
ალექს რიმილი მაშინვე შეაშრა სახეზე.
- შენ რა გვისმენდი? ეჭვის თვალით ვკითხე დედას.
- გისმენდით არა, ყური მოვკარი.
ალექსმა თმა არ დამაცადა.
- ყური კი არ მოკარი განზრახ მოისმინე, და რომ არ მოგვწამლო ხოლმე ორივე არ შეგიძლია.
- მე სიმართლეს ვამბობ, მამაშენს უნდა მიეხმარო და მერე ეძიო სიყვარული. იხტიბარს არ იტეხდა დედა.
- მამასთან მე მოვაგვარებ, რატომ ცდილობ ყველაფერი გააფუჭო?
- ჯერ შენ მაგის ასაკი არ გაქვს.
უცბათ მოუჭრა დედამ, ვეღარ მოვითმინე და მე შევეპასუხე.
- განა შენ 23 წლის არ იყავი უკვე ორივე რომ გყავდით? და გაგიჭირდა? რომელ ოჯახზეა საუბარი, სიყვარულს ვინმეს დაუშლი? შენ ბებიამ და ბაბუამ სიყვარული დაგიშალა? რატომ შეეწინააღმდეგეთ რეალობას? ან როგორ შეგიძლია მართლა ყველაფერს აფუჭებდე, ალექსს ჩემი არ ესმისო, ასე ვერასდროს გაუგებთ ერთმანეთს.
- თინა შეეშვი.
- ჯერ იყო და სწავლაში ფული ტყუილად მახდევინე, მერე ადექი და ციხეში ამოყავი თავი, ისიც რის გამო? შენ გგონია ძმაკაცები გყავდა? დღეს რომელი შეგრჩა? ახლა თურმე სიყვარული მოგინდა, დამანახე ვინ არის, ვის მოეწონა შენისთანა, მე რომ მამატქვენს გავყევი კარგი წარსული ჰქონდა, შეეძლო ოჯახის შენახვა და ამიტომ არ დავიხიე უკან, ახლა უყვარს მერე ცოლად მოიყვანს და ჩემი სარჩენი უნდა გახდეს ორივე.
თვალებიდან არ ამომდის ალექსის მაშინდელი მზერა, როგორ გაწითლდა გაცეცხლდა, აი ეს ის მომენტი იყო როდესაც ცხოველს ემსგავსებოდა.
- ამის დედაც!
კედელს მუშტი დაკრა და ოთახიდან გასვლისას დედასთან გაჩერდა.
- შენ არ მთხოვო რაიმე საერთო მქონდეს შენთან დედა შვილობის გარდა.
- მოდი აქ სად მიდიხარ?!
ისიც მობრუნდა.
-სად და შენსავით მორალს სადაც არ წამიკითხავენ იქ, სახლში მოსვლა შემძულდა, როგორ შეგიძლია შვილების მიმართ ამდენ სიბოროტეს აფრქვევდე? განა შენი გაჩენილები არ ვართ? თუ ამხელა ბრაზის გამოსააშკარავებლად გინდოდით რას გვაჩენდი? იმის მაგივრად რომ გვერდში დამიდგე რას მეუბნები, ფეხებით მივლი და მთელავ.
ალექს ყველა ძარღვი შუბლზე ემჩნეოდა, ხმას ვერ ვიღებდი, ყოველ მის გაღიზიანებაზე ცოცხლად ვკვდებოდი და მასსავით ღრიალი მინდოდა.
- დედა მორჩი, გაუშვი.
დავიყვირე მე.
- ერთმანეთზე უარესები ხართ, რა გაჩნდით ამისთანა.
- მართლა რატომ გავჩნდით..
ჩაილაპარაკა ალექსმა და კარი გაიჯახუნა.
იმ დღეს დედასთვის აღარ შემიხედავს, ეს იყო სასჯელი მისი საქციელისთვის.. მე ალექსის მიმართ ისეთი გრძნობა მქონდა ისე ვაღიარებ, არც დედა და არც მამა მიყვარდა, რომ იტყვიან მზე და მთვარე ამოსდისო ისე ვიყავი ალექსთან დამოკიდებულებაში. მთელი ცხოვრება გავძლებდი პირადი ცხოვრების გარეშე მას უიმისოდ ვერა.
ძაიან ვნერვიულობდი თავს არაფერი აუტეხოს, სულ არ გადაირიოს მეთქი, რადგან იმდენად ბევრი იყო ალექსში პანიკური განწყობა და ნერვული აშლილობა ყველაფერი მოსადონდელი იყო.
ოთახში შესვლისთანავე მობილური ავიღე და დავურეკე. მარჯვენა ხელი ისე მიკანკალებდა კაცი იფიქრება შუა ზამთარში სიშველი ზის გარეთო.
- სად წახვედი? მისი ხმის გაგონებაზე ტირილი ამივარდა.
- ანას სანახავად მივდივარ,
- იმედია მას არაფერს მოუყვები, ეს ჩვენი ოჯახის საქმეა.
- ვიცი, და ნუ ტირი.
- მოხვალ?
- არამგონია, ნერვები ისეთ დღესი მაქვს ლამისაა მანქანას შევუვარდე.
- ნუ ხარ აფექტური და საღად იაზროვნე.
აღარაფერი უთქვამს და გამითიმა, ეს იყო იმის ნიშანი რომ მართლაც წყობილებიდან იყო გამოსული, განა ადვილია დედა რომ ასე გლანძღავს თან როდესაც ამას სისტემატიური სახე აქვს? პირველად ხომ არ იქცეოდა ასე, მესმის დედაა, მისთვისაც ძნელია მაგრამ ხომ მაინც შვილია როგორიც არუნდა იყოს? თანაც ალექსი ასეტ ლანძღვას არ იმსახურებდა. შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ რომ ჩემი ერთი ცალია..
არ ვიცი..

***
ტანსაცმლით ისე ჩამეძინა, როგორც ჩანს მოუსვენროვას არ შევუწუხებივარ. დილის მზის სხივებმა ოთახში შემოაღწია და გამოვფხიზლდი, საწოლთან ალექსი იჯდა და მობილურსი იცქირებოდა,
- რომელი საათია? რა დროს მოხვედი? რა ბედნიერი მზერა გაქვს ციებცხელებამ გადაგიარა?
- ნახე, გცხია რაღაც დედასი, ცალცალკე დამისვი კითხვები და გიპასუხებ. დიახ, ბედნიერი ვარ.
- ღამე ერთად გაატარეთ?
საწოლიდან წამოვხტი.
გაეცინა და მოჭრით მიპასუხა.
- არა, რას ამბობ.
- მატყუებ.. მატყუებ გეფიცები, სახეზე გეტყობა, სულელის გამომეტყველება გაქვს, მასე მე რომ ვიქცეოდი ხომ გახსოვს?
- კარგი, კარგი, დედა დაწყნარდა გუშინ? ვინერვიულე, ცოტა მეც უხეშად გამომივიდა.
- დაწყნარდა, თემას რატომ გაურბიხარ?
- ოხ თინა, მაგდენ ლაპარაკს ჩაიცვი და წამოდი ანას გაგაცნობ.
- უნდა გამაცნოს გულთამპყრობელი, ძმა რომ ამაწერა.
- იმედია მსგავსი დიალოგით მასთან არ მოიწონებ თავს.
არ ვიცი რა ძალით და რა ინტერესით დავთანხმდი მასთან შეხვედრას, გზაში რომ გენახეთ როგორ ვსკდებოდი ეჭვიანობით, ეს ჩემი ტყუპისცალი ბედნიერი რომ მისკენ მიაბიჯებდა, ალბათ იფიქრებდით ყველაფერს მაგრამ არაფერს და-ძმურს.
უცბათ გაჩერდა. სახე გაუბრწყინდა, თვალები ჭერში აუვიდა, ღიმილი ყურებამდე გაუვიდა, მოკლედ კლოუნს რომ დაემსგავსა, დავიმანჭე, მერე მზერა მის მზერას გავაყოლე და რას ვხედავ ტურფა მოდიოდა.
არ მომხვდა თვალში და მაშინვე დავიწუნე მისი გემოვნება , მაგრამ რა გაეწყობოდა, ეს უფრო ქალურ შურს უფრო ჰგავდა ვიდრე რაიმე სხვას.
- ალექს!
ჯერ კიდევ შორიდან შემოჰკივლა გოგომ.
- ეს სულ ასე გაჰკივის?
გადავჩურჩულე.
- გთხოვ.
ისე მიპასუხა მიმიკა არ შეუცვლია და ისევ სულელივით მიშტერებოდა ანას.
- გამარჯობა, მომესალმა სტანდარტულად და მეც ნაძალადევად გავუღიმე.
- სასიამოვნოა.
- ვაიმე, ალექს, როგორ გგავს, ნახე თმები, თვალის ფერიც.. ხან ერთს გვეცა ხან მეორეს. მართლა ვფიქრობდი მასში რამ მოხიბლა და სულელივიტ მეც ერთი მიმიკა შემახმა.
- სადმე დავსხდეთ.
თქვა ალექსმა და ორივე გავყევით მას.
სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით ამ გოგოს იმდენი ილაპარაკა ძალა გამომეცალა და აღარ მქონდა თავად მე საუბრის თავი..
ვარღიარებ, ვიმეორებ, ეს ქალურ შურს გავდა.. ნელნელა ვხვდებოდი რომ უფრო და უფრო მეწერებოდა ძმა.მაგრამ ფაქტი იყო ეჭვიანობის ეს გრძნობა ჩემი ძმის მიმართ ოდესმე უნდა გამქრობოდა.

***
მკურნალობის დასასრულს ალექს ექიმთან გავყევი. იმ დღესაც ისეთი ბედნიერი იყო, მოკლედ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ამ გოგოს ჭკუიდან გადაყავდა, ისეთი საშინელი გრძნობა ტრიალებდა ჩემში, ეგოისტური, არაადამიანური..
- ანაზე რატომ არაფერს ამბობ?
- რა გითხრა, კარგი გოგოა.
- არ მოგეწონა ხომ? ისე მკითხა და ისეთი სახე მიიღო იმედგაცრუებისგან ყველაფერი რომ წაგიხდება ადამიანს.
-მთავარია შენ გიყვარდეს, მე უბრალოდ ვეჭვიანობ. ასე უცბათ ამისთვის არ ვიყავი მზად.
თავი დავადე და ფიქრებში წავედი. ვიცოდი ოდესღაც მასაც ასევე მოუწევდა ჩემი გაშვება და სხვისთვის დატმობა მაგრამ ეს მე პრადად ძალიან მიძნელდებოდა.
- ისე, იცი რას ვფიქრობ? დედა ოდესმე გონს მოეგება? იმაზეც მეფიქრება მე რომ ანა მართლა მოვიყვანო ცოლად, როგორი დედამთილი იქნება..
- გაგვექცევა.. გავუცინე მე.. როგორც იქნა ხასიათზე მოვედი.
სანამ ექიმთან შევიდოდით ალექსი თავს იიმედებდა რომ წამლებზე აღარ იქნებოდა და ერთხელ და სამუდამოდ აღარ გაეკარებოდა იმ ადგილს.
ექიმთან ერთად შევედიც და მეც რაღაც დაიმედებული ჩავესვენე სავარძელში.
- აბა თავს როგორ გრძნობს სიფიცხის განსახიერება?
- მას უკვე სიფიცხის კიარა სიყვარულის ჰორმონები ატარებენ თავის გემოზე.
გავუცინე მე.
- ოჰ, ბატონო ალექს, შეყვარებული ბრძანდებით? ეს კარგი ამბავია, მერე როგორ მიდის შენი საქმე?
- არ ვიცი, თითქოს მდგომარეობა უკეთესობისკენ არის მაგრამ, არის რაღაც ისეთი მომენტები როდესაც თავს ვერ ვაკონტროლებ.
- არ არსებობს ყველა ისეთი მომენტი რა დროსაც ადამიანს თავის გაკონტროლება შეუძლია, შესაძლებელია მეც დავკარგო ერთხელ თავი და ვერ გავაკონტროლო საკუთარი ქმედება.
- ანუ? სამშვიდობოს გზაზე სწორად ვდგავარ?
- სიყვარულის ამბავი კარგია, ამ ეტაპისთვის კარგი შედეგია, ატყობ შენს თავს? სახე მწყობრში ჩაგიდგა..
ვერ მოვითმინე და ახლა მე გავეცი პასუხი.
- მხოლოდ სახე? შეხედეთ ყველა წინადადებაში პირი მოუღია..
- მოკლედ იმის თქმა ინდა რომ რადგან ამ წამს კარგად ხარ არ ნიშნავს ეს იმას რომ დასრულებულია. ცოტაც და ჩავდგებით კალაპოტში.
ეს ამბავი ალექსს დიდად არ ესიამოვნა მაგრამ იმ წამს დარწმუნებული ვარ სულ არ ფიქრობდა ექიმის სიტყვებზე,

***
სახლში დაბრუნებულს დედა შესასვლელში დაგვხვდა. როგორც ყოველთვის სახლს ალაგებდა და ოხრავდა, რომ მკითხოთ რაომ იყო ეს ქალი ცხოვრებაზე ასე გაბოროტებული ვერ გეტყოდით, არ ვიცოდით, მას უბრალოდ ასეთი ხასიათი ქონდა, როგორ არ გავმწარებულვართ, გვიტირია ერთადაც კი მე და ალექსს მაგრამ დედაჩვენი იყო მაინც და ბოლოს მაინც ჩავხუტებულვართ. წლების წინ მხოლოდ დედა გვარჩენდა, და ალბათ ამან გამოიწვია მისი ალექსისავით დანერვოზება, მამა სვამდა და გამუდმებით სიტყვიერად ძალადობდა მასზე.. მერე შეიცვალა და ყველაფერი დალაგდა, დედას ცხოვრებას კი ამ მხრივ დიდი კვალი დაემჩნა და აგრესიამ ჩვენთან ურთიერთობაში იჩინა თავი.. თავისებური იყო მაგრამ ძალიან გვიყვარდა.
- მშვიდობაა?
- დედაშენი თუ ნერვებს არ მოგიშლის ყველაფერი რიგზე იქნებაო..
თითქოს არაფერი მომხდარაო, ალექსმა ეს სიტყვები უთხრა და გადაეხვია, მაშინ დედას თვალები რაღაც უცნაური , ბუნებრივი ცრელებით შეივსო და შეიკავა..
- მიხარია, იმედია აღარ აირევი და მიხედავ ცხოვრებას. ნამიოკი მაინც ანაზე ჩაურტყა.
- როგორც ყოველთვის.. უიმედოდ გააქნია თავი და გაიარა..

***
დედას არ ჰქონდა სურვილი ანა გაეცნო, ყოველშემთხვევაში არ გამუხატავს ეს მოთხოვნილება.
დრო ისე მალე გადიოდა, თან ისენელა.. ალექსი უფრო და უფრო გვიან ბრუნდებოდა სახლში და დედას აგრესიაც უფრო ღვივდებოდა.. ამან იმდენად სისტემატიური სახე მიიღო ჩემშიც რაღაც უკმაყოფილებამ დაისადგურა.
იმ საღამოს მეტისმეტად მთვრალი მოვიდა სახლში ალექსი.
- სადარბაზომდე მოტანილს გავხარ. მკვახედ მივუგე და ჩემს წინ ასვეტილ ალექსს ხელი გადავხვიე.
- სად დალიე?
- სად დავლიე კი არა, ტანსაცმელი ჩამილაგე, ანასთან ერთად მივდივარ.
ამის გაგონება და ლამის ხელიდან გამივარდა, ისე უცბათ ამიხურდა ყურები თვალები უნებურად ამომღვრა.
- ანასთან როგორ? ერთი ღამით თუ სულ?
- ანასთან რაღა იყო, მე და ანა მივდივართ.
- რატომ?
- მისი მშობლები უარზე არიან.
- ჯერ მხოლოდ 8 თვე გავიდა, რატომ ჩქარობ? ვცდილობდი გადამეფიქრებინა.. ვცდილობდი კი არა მთელი არსებით მსურდა ეს მომხდარიყო.. ისე მინდოდა მეტირა, მებღავლა.. ხალხნო ვინც არ იცით და არ გამოგიცდიათ არ გამამტყუნოთ, ქმარი რომ სახლიდანმიდის ეგეთი მომენტი მქონდა.. ტყუპებს დიდი მიზიდულობის ძალა აქვთ, ყველამხრივ.. და წარმოიდგინეთ როგორ თავისი ნებით მიდიოდა.
- ხვალ რომ გამოფხიზლდები მერე წადით..
-არა, ახლა მივდივართ, უნდა გავუარო, ნუ აყოვნებ ჩამილაგე.
ვიცოდი მართლა უყვარდა, მე ხომ ვიცნონ მას, მაგრამ ამასთან სეგუება ნამდვილად არ მინდოდა..
ალექსის ხმამაღალმა საუბარმა დედა და მამა გააღვიძა და ოთახში შემოვიდნენ.
- რა ხდება? თვალები ძლივს მოიფშვნიტა დედამ.
- დალია და ერთ ადგილზე ბორძიკობს, ვერ მივიყვანე საწოლამდე. ვიცრუე მე და თვალი ავარიდე ორივეს,
- არა! ანასთან მივდივარ.
ეს იყო და ლენამ ორივე თვალი ფართოდ დაჭყიტა.
- სად მიდიხართ ეს ორი ერთმანეთზე აყოლილი უბედური? პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდა დედა.
- ოხ ლენა! სად წავლენ ნასვამია ვერ ხედავ?
- თინა მივდივართ!
- არა, ვის იმედზე მოგყავს ეგ გოგო? გიორგი ამოიღე ხმა რომ ატუზულხარ კარებთან, აღარ შემიძლია!
ხმაში ხრინწი შეერია დედას. ამის დანახვაზე სევდა მომაწვა და ალექსი შევანჯღრიე.
- თინა თუ გიყვარს დღეს არა, ხვალ ვილაპარაკოთ ანაც მოვიდეს და იქნებ უკეთესი რამაც დავგეგმოთ.
- შენც მათკენ ხარ?
- გამიშვი ხელი!
ხელი მკრა და საწოლზე ჩამოჯდა.
- ფეხს ვერ გაადგამ გესმის? კართან ვიჯდები და იქ გავათენებ, ხვალ კი მოგვიწევს ლაპარაკი.
უთხრა დედამ და კარებში გასულს ალექსმა მიაძახა
- გეყოფა, გთხოვ! მერე თავზე ხელი შემოიდო და აცახცახდა.
სასწრაფოდ მოვუტანე წამლები და დავალევინე. შიშმა ამიტანა.
- გამიშვი, მივდივარ.
- გთხოვ, თუ გიყვარხარ, დღეს არა.
ავქვითინდი და მისწინ დავჯექი.
- საერთოდ არ მცემ პატივს? მართლა რატომ არ ფიქრობ წინ რა გელის? ასეთი დაუფირებელი როდიდან?
- მაგარი არეული ვარ.
- რამე ხდება და მიმალავ?
- არა, ძილი მინდა.
მოიმიზეზა, მისმა ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა, რაღაც ხდებოდა.. ასეთი არაადეკვატურიც არ იყო..
ჩემს საწოლზე ტანსაცმლით წამოწვა და ძილბურანში წასულმა მთხოვა
- ჩემთან დაიძინე.
გამეღიმა და გვერდზე მივუწექი.
რაღაც სჭირდა, მთელი ტანი უკანკალებდა, მერე ატირდა და ორივე ხელი თავზე შემოირტყა.
- ასეთი არარაობა ვარ? მართლა არაფერი შემიძლია დავიჯექო?
- ჩვენ ერთნაირები ვართ, მაგრამ არარაობები არა. დაიძინე.

***
ასეთი და-ძმობის შესახებ გსმენიათ? მოსაყოლადაც რთულია გადმოცემა ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარულის.. შეგვეძლო ერთად გაგვეთენებინა, მერე დაგვეღამებინა.. გვძინებოდა და მთელი ღამე დაქალებივით გვეტიტინა.
ჩაეძინა და მობილურზე შეტყობინების ხმა გაისმა.
- დარეკვასაც ვერ ვბედავ, რამე შეიცვალა? დამირეკე გთხოვ.
შეუმჩნევლად წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოში გავედი, მასთან დასალაპარაკებლად.
- სად ხარ?
მომაჯახა პირდაპირ.
- ანა, თინა ვარ, ალექსს სძინავს.
- როგორ თუ სძინავს?
- ნამტირალევი ხმა გაქვს, რა მოხდა იქნებ მითხრა.
- სახლში იჩხუბა არა?
- არა ანა, მე ვთხოვე დღეს მოეცადა და ხმას ფხიზელი გონებით ემოქმედა.
- ანუ ხვალ..
მერე გაჩუმდა.
- რაღაცას მალავთ მაგრამ იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ.
- თინა აუცილებლად დამირეკოს.
-ძილინებისა.
მომხდარმა ძალიან დამაფიქრა, ძალიან არა, მეტისმეტადაც კი.
მთელი ღამე ფიქრში თვალი არ მომიხუჭავს, რა იყო მიზეზი იმისა რომ გაურბოდნენ ყველას. ერთხანს ვიფიქრე, მისი მშობლები ალექსს იწუნებენ და ორივე დახსნა სურს თქო , მაგრამ ალექსსაც რომ არ ჰქონდა ისეთი პირობები და ცხოვრება რომ ცოლი მოეყვანა? დამეფიცება იცოდა რომ მზად არ იყო ამისთვის, მაგრამ რაღაც იძულებულს ხდიდა ეჩქარა.
მეორე დილით , სადღაც 2 საათის ჩაძინებული რომ ვიყავი ალექსი ისე წამოდგა ფეხზე თითქოს მეხი გავარდაო და გამეღვიძა.
- ანა ველაპარაკე, რა ხდება?
- არაფერი, თავი მისკდება, დღეს ომი მელის არა?
- დიდი ალბათობით კი.
- იატაკზე რატომ გეძინა სულელო?
- გყარაულობდი, გუშინ ცოლი მოგყავდა და მეთქი ისევ იმ ჭკუაზე არ იყოს თქო,
-გგონია სიფხიზლემ რამე შეცვალა?
- ალექს რა გჭირს გამაგებინებ?
- არც მე ვიცი თინა. თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
უკან დავედევნე.
- იმედია იგივეს გამეორებას არ გეგმავ.
- არა.

***
10 საათი იქნებოდა დედამ ალექქს ძებნა რომ დაუწყო, შეშფოთებული ოთახში შემოვარდა და თვალებდაჭყეტილმა მკითხა.
- სად წავიდა?
- ჰაერზე, ლენა ნუ იქცევი მასე, ხომ იცნობ, მისი გაგიჟება გინდა? ცოლადაც რომ მოიყვანოს ხელს შევუწყობთ რამე იქნება, გთხოვ მასე ნუ იცევი, გული მიკვდება მას ასეთ დღეში რომ ვხედავ, რაღაც უჭირს და არც მეუბნება. ზოგჯერ ხომ შეგიძლია აკონტროლო თავი.
- ცოლს ვანახებ მე მაგას.. თქვენ ძლივს გინახავთ..
- დედა, შენთან საუბარს მართლა აზრი არ აქვს დავიჯერო?
- არ ვიცი თინა, შემომხედე, მთელი ღამე თეთრად გავათენე, თვალები ტირილისგან დასიებული მაქვს. ნურაფერს მეკითხები.
იმ დღეს სახლში არ დაბრუნებულა, მთელი ოჯახი ველოდით როდის მოვიდოდა.. მობილური გამორთული ჰქონდა, ანა ხაზზე იყო მაგრამ არ მპასუხობდა, ვიფიქრე ამათმა თუ მაინც არ გადაიფიქრეს და გაიპარნენ ალბათ ალექსს დიდი ხანი არ შეურიგდები თუნდაც ტყუილის გამო თქო.
- თინა როგორ ხარ? ალექსი ჩემთან არის და ვსვამთ.
თითქოს მიხვდა გიორგი რომ ვნერვიულობდი და იმ წამს შეტყობინება მომწერა. ვერ გეტყვით გიორგისთან ისე მეგობრობდა ბავშვობიდან მოდიოდნენ თქო მაგრამ ჩემს შემდეგ ყოველთვის მასთან გარბოდა,ა მჯერად ის ნამდვილად არ გამხსენებია.
- როგორ გამახარე. ბევრი არ დალიოს, სახლში არეული სიტუციაა და ეცადე მალე გამოუშვა.
დამშვიდებული გადავეშვი საწოლზე და ფანქრები მოვიმარჯვე. ლენასაც რა ექნა ნერვიულობდა, დედის გული ამბობენ მაინც სხვანაირად ძგერს და ფიქრობსო. ალბათ ამას მანამ ვერ მივხვდებოდი სანამ მეც იგივეს არ გამოვცდიდი მაგრამ მაინც რატომღაც არ მესმოდა მისი.
ვხვდებოდი ალექსს ვკარგავდი, რაღაც დიდი იყო გამწყდარი ჩვენს შორის, ალბათ უფრო ნდობის ფაქტორი რადგან რაღაცას მიმალავდა.. გამიკვირდა ანასთან რომ არ გაიქცა და ანამაც ჩართულ მობილურზე არცერთ ზარზე მიპასუხა.

***
საღამოს 8 საათი იქნებოდა, უკვე ბნელდებოდა, ალექსი არ ჩანდა, ის ის იყო უნდა დამერეკა გიორგის მობილურიც გამორთული დამხვდა, გული ისე სხვანაირად მიცემდა აი რომ იტყვიან ცუდისკენ მოასწავისო..
ანას მობილურიც გამორთული იყო, ამან სულ გამაცოფა, ამჯერად ნამდვილად ვიფიქრე რომ გაიპარნენ და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს სულ მარტო დავრჩი.
ამ ფიქრებში გართულს მომესმა რომ დედას ვიღაც უყვიროდა. ფეხზე წამოვხტი და გავიქეცი, შემოსასვლელში ანას, როგორც მერე გაირკვა დედამისს, დეიდამისს და მამიდამისს შევეფეთე,
მათი დანახვისას გული ისე ამიჩქარდა ლამის ადგილზე წავიქეცი, ალექსი არსად არ ჩანდა. ანა ერთ ადგილას ატუზულიყო და გამალებით მოთქვამდა, მე თვალებს ვაცეცებდი, დეიდამისი გაუჩერებლივ ყვიროდა, მინდოდა ანას რაიმე მაინც ენიშნებინა მაგრამ ვინ რას მიგითითებდა.
- მისაღებში ვისაუბროთ.
აკანკალებული ხმით მიუგო დედამ. მაშინ ლენაისე შემეცოდა ისე რომ გულმუცელი ჩამეწვა..
ექვსივე მისაღებში განვლაგდით, ანა სავარძელში ჩამოჯდა და თვალებზე ხელი აიფარა.
მერე დეიდამისმა თქვა.
- სად არის ფილმის მთავარი გმირი?
- გასულია, ხმადაბლა მივუგე მე.
- მოეთრიოს დროზე უთხარით.
ამ სიტყვებზე ანა უფრო ხმამაღლა აქვითინდა და მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა შიშისგან და ძლივს წარმოვთქვი.
- კორექტულად ვისაუბროთ და მოსვლით მთავარი მიზეზი ვთქვათ,
- შენ მისი და ხარ?
- დიახ.
- ანას უყურე, ხედავ რა დღეშია? შენმა ძმამ ხელები მის ტანზე შეიწმინდა ახლა აორთქლდა და თავს დაიძვრენს ჰგონია?
- და საიდან უნდა დაიძვრინოს თავი?
ლაპარაკის თავი აღარ მქონდა ფეხები თავისით მეკვეთებოდა.
- დავილიე, პირდაპირ მითხარით რა დააშავა? ლენამ ძლივს წარმოდთქვა წინადადება და სახელურს ხელი მოუჭირა. ამასობაში მამა და ალექსი ერთად შემოვიდნენ ოთახში.
- ანა რომ ორსულად არის რომელიმემ იცოდა?
ოღონდ ეს არ მომესმიან და მიწა გამსკდომოდა ფეხქვეშ მერჩივნა.. ზიზღიანი მზერა, უნდობლობით სავსე, იმედგაცრუებით გაჟღენთილი სახე ალექსს მივაპყარი რომელსაც ყველა ჩემსავით უყურებდა.. ანას გარდა.
ნასვამი იყო მაგრამ რეალობასთან შეჯახებულს გამოფხიზლებულს ჰგავდა. მამამ ორივე ხელი თავზე შემოირტყა, ანას ნათესავები გახელებულ ხარებს ჰგავდნენ, ერთი სული ჰქონდატ პასუხი მოესმინათ რომ ანალოგიურად ეპასუხათ.
- გაქცეულს არ გავხარ. დაიწყო მამიდამისმა.
- აქ იმის სათქმელად არ მოვსულვართ რომ დაიტოვოთ, ამ წამს თქვენი ურთიერთობა დამთავრდა. დაივიწყებთ ორივე ერთმანეთს, საერთოდ აღარ გეცოდინებათ ვინ ვინ ხართ და ამით გათავდება.
- თქვენ ვერაფერს დამიმთავრებთ, სანამ მე ან ანა წერტილს არ დავსვამთ.
გათამამდა ალექსი და ფეხზე დედა წამოხტა. მამა რატომღაც გაეცალა იქაურობას. ანაც დუმდა, ტირილის ფონზე.
- ალექს ხმა არ ამოიღო! ქალბატონო, დავილაპარაკოთ ასე რატომ ვუსვამთ ყველაფერს ხაზს, ანა თუ ორსულადაა იქნება ჩვენთან ალექსს იგი ძალიან უყვარს.
- უყვარს? ეს სიყვარულია თქვენთვის? ეტყობა რა ჯახიდანაცაა, უბადრუკი, გაუბედურებული, ნაციხარი, ყველაფერს მოკლებული, თან გიჟიგადარეული. ამას შევაკლავთ ანას ნერვებს.
ისე გავმწარდი, ისე გავცეცხლდი, ალექსი დამემართა, სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ მივუგე.
-ახლა ამ ვაზას რომ გამოგიქანებ მთელი ცხოვრება მართლაც თავდაყირა დაგიდგება.
- თინა! ხმა იწყვიტე.
გამაჩუმა ლენამ.
- ეს თავხედები, ბიჭს არაფრის თმას რომ არ აცდიან, რატომ ერევით? თქვენ რას წყვიტავთ? ან რომელი ვგავართ უბედურს? უბადრუკს? რომელი მიგვამსაგვსეთ გიჟს?
ალექსის მთელი ტანი უცახცახებდა და ცალი ხელით წამალს უწყლოდ იყრიდა პირში.
- მეტი სიგიჟე რაღა გინდა, წამლებით დადის, შეხედეთ როგორ ცახცახებს, ნარკომანივით, გაკეთებულიც ექნება.
- შენ ქალის არაფერი გცხია, ანა რას გაჩუმებულხარ? რატომ ხმას არ იღებ? ალექსი ასეთია? ზიხარ მოთქვამ და ალანძღინებ, რა მიზნით მოხვედით? ალექსმა ვინმეზე იძალადა? უარი განაცხადა რომელიმეზე?
- არა. ძლივს ამოღერღა ანამ.
- შენ რატომ არ იღებ ხმას, მიმართა დაბალი ტემბრით დედამისმა ალექსს.
ესეც მართლა დამუნჯდა და მე გავიჭყლიტე, იმ წამს მეგონა ყველამ ენა გადაყლაპა.
ლენა ფეხზე წამოდგა სამზარეულოდან წყალი მოიტანა და ცხვირწინ დაიდო.
- ვილაპარაკოთ ადამიანურად.
- არცერთი გავხართ ადამიანს. არ ცხრებოდა მამიდამისი.
- ქალის არამსგავსო, თავად ადამიანს რომელი ჰგავხართ? ამის თქმა იყო და დედამ სილა მითავაზა, ალექსი ფეხზე წამოდგა და მიაჩერდა.
- დროზე ოთახში შედი თინა!. მომიგო ლენამ
- ფეხს არ მოვიცვლი, დგახარ და ალანძღინებ თავს , რის გამო? ორმხრივი ვნების გამო მხოლოდ ალექსი ილანძღება, ანა შენ? ხმა ამოიღე. რა მიზანი აქვს თქვენს აქ მოსვლას?
- მე მეგონა, არ ვიცი რა მეგონა.. ხმამაღლა ატირდა..
- ყოჩაღ ანა! ჩაილაპარაკა ალექსიმ და ორივე აკანკალებული ხელი სახეზე მოისვა.
გაკვირვებულმა ვეღარაფერი ვთქვი.
ალექსის ორგანიზმში დატეულმა სიფიცხემ დარდმა, და დიდმა ემოციამ სხეულში ვეღარ დაიტია, ოთახიდან გავიდა და ბოლო ხმაზე მორთო ღრიალი. ორივე ხელით კედელს ეცა, ფეხებს უშენდა. ნერვული შეტევა ჰქონდა. ყოველთვის ასე იცოდა. არავისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია მისკენ გავიქეცი და ატირებული მოვეხვიე.
- გაჩერდი გთხოვ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას , ოღონდ დაწყნარდი..
- გადი თინა, გადი.
არ ჩერდებოდა.. მისაღებიდან კი შეძახილები ისმოდა
- გიჟია გიჟი!
დედა კი ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას.
- იქნებ მოვგვარდეთ..
ამასობაში მამა გამოვიდა, ალექსს კისერში წაუჭირა და ხმადაბლა, ძლიერი ტონით მიუგო.
- კაცურად მოიქცევი, ახლა შეხვალ და ბოდიშს მოუხდი მათ, ასე არ გამიზრდიხარ.
- ანუ კაციც არ ვარ? ხელი გააშვებინა და ყვირილი დაიწყო. გამწარებული შევარდა მისაღებში.
- ანა! არ გვინდოდა ერთად წასვლა? მე შენზე უარი ვთქვი? მითქვამს ბავშვი მოიშორე ყველაფერი დამთავრდა თქო? რა პოზიცია გიჭირავს,ვერ ვხვდები გიჟს ვგავარ, ეს სცენა რა საჭირო იყო.
- ანას ნუ უყვირი! არაკაცი რომ ხარ არ გეტყობა? ცრემლები მოგდის თვალებიდან, ერთი უბედური გაღლეტილი ქუჩის ბიჭი ხარ, გოგო შეაცდინე და კაცობა გგონია. ანა ბავშვს მოიშორებს და შენც აღარ გამოჩნდები მის ცხოვრებაში.
თითქოს წერტილი დასვაო და დუმილი ჩამოვარდა.
- ამის დედაც, მაგიდაზე მდგარ ლარნაკს ხელი დაავლო და იატაკზე დაახეთქა, იმ ლარნაკივით იყო დამსხვრეული იმ წამს ალექსის გული, მე ხომ ვგრძნობდი რადგან მეც არ ვგავდი ადამიანს.
მერე მთელ ტანზე დააყარა, ძარღვები ამოებურცა შუბლზე, მთელი ყბა გვერდზე მოექცა და აფექცის მდგომარეობაში მყოფი სკამს მიეყუდა, ცოტახანი ისევ დუმდა ყველა, ნელ-ნელა ჩაიკეცა და მიესვენა.
დამეფიცება არცერთი ადგილიდან არ დაძრულა, ჩემს გარდა. დედაც კი ფიცარივით იდგა და ემოციაც არ ეცვლებოდა. თვალებს ძლივს ახელდა, ის ის იყო უნდა გათიშულიყო ორივე თვალებიდან მხურვალე ცრემლები რომ წამსკდა.
- ლენა წყალი ან ნიშადური მომიტანე.
- ნუ გეშინია არ მოკვდება. უცბათ მომიგო დედამ, რომელსაც დედობისაც აღარ ეტყობოდა რამე, მაშინ პირველად ისე ძლიერად იფეთქვა ბრაზმა და იატაკს შევაფურთხე იმის მაგვრად რომ ის ფურთხი ყველასთვის მეთავაზებინა. სხეული მეწვოდა, გული მტკიოდა.. მამამ წყალი მომაწოდა და დაიცუცქა.
ისე ჩუმად ვტიროდი ალექსს რომ ასეთ დღეში მივარდნილს ვხედავდი რომ სატითაოდ მინდოდა დამეხვრიტა ყველა.
მამამ ფეხზე წამოაყენა, უკვე ემოციებისგან გათიშული იყო, როგორც მაშინ 16 წლისამ გონება რომ დაკარგა.. ძალაგამოცლილი კარებს ჩამოეკონწიალა და გამაჩერა.
- მარტო მინდა ყოფნა.
- ალექს ყველაფერი კარგად იქნება.
შეიძლება ვტყუოდი, ყველა მართალი იყო მის გარდა მაგრამ დარდი არ მქონდა, ოღონდ ალექსს ის მდგომარეობა არ დაბრუნებოდა და მზად ვიყავი ყველაზე მტყუანიც დამეცვა.
- თინა მოვკვდი მე, ჩემს თავს რა ხდება? ანა ასე რატომ მოიქცა? დავპირდი, ყველაფერს მოვაგვარებ, მაცადე, დავლაგდებით მეთქი, შენ თავს ვფიცავარ არ მიმიტოვებია, მასეთი არაკაციც არ ვარ.
- ჯანდაბასაც წაუღია დედაც მამაც, ანაც.. სულ ყველა.
ტიროდა და მეხვეოდა.. არარაობის განცდის გრძნობა ჰქონდა, არაფერი ვარ, არაფერს წარმოვადგენო მეუბნებოდა.. მხდალი აღმოვჩნდიო ლუღლუღებდა.. მერე ოთახში შემიყვანა და გამეცალა. იმ წამს აღარავის საუბარი არ მესმოდა. დავჯექი საწოლზე და წამით მეც გავითიშე, რადგან რეალობის არ მჯეროდა, ვერ გამეგო რა საჭირო ამხელა აურზაური, როცა ყველაფერი კიდევ სხვაგვარად შეიძლებოდა მომხდარიყო, ყველაზემეტად კი ანას პოზიციამ გამაოცა, დღემდე არ ვიცი რა მოხდა, რამ გადაატრიალა ერთ დღეში მისი გონება ისერომ ამ დღეში ჩაგვაგდო სულ ყველა.
ფიქრებში გართულს მობილურზე შეტყობინება მომივიდა.
- თინა სული აგეწვება ვიცი, შენსავით მთელი ტანი მიხურს ახლა, ჩემი და ხარ, გულის მეორე ნაწილი ხარ, მაგრამ თვითმკვლელობა გამოსავალია, შენ ხომ იცი ჩემში რაც ხდება, მე არაკაცი, არარაობა, არეული ვარ. ახლა მხოლოდ სიკვდილი მინდა,
წავიკითხე და დაგუბებულ ყურებში მკაფიოდ ისეთი ძლიერი ხმა გაისმა უნებურად დავიკივლე.
ფეხი კარებამდე აღარ მიმყვა, გული მიმდიოდა, თვალებში ისეთი ბურუსი მქონდა გადაკრული მინდოდა დავცემულიყავი და სული დამელია..
ყვირილი ატყდა, მაგრამ თითქოს მაინც არაფერი მესმოდა ყურებში.. ყველა მე მომვარდა მაგრამ გაოგნებისგან, გათიშულმა ხმა ვერ ამოვიღე.
- ყველას დახოცვა მინდა. ერთი ეს ვთქვი და ისეთი ღრიალი მოვრთე იოგები ჩამიწყდა.
არ ვიცი რა ვიფიქრე მაშინ როდესაც ის შეტყობინება და ძლიერი ხმა გავიგე, ალბათ ის რაც რეალურად ხდებოდა. დღემდე არ ვიცი რატომ მოხდა ასე, ჩემმა ტყუპისცალმა თავი რატომ მოიკლა, თითქოს ყოველთვის ვგრზნობდი მის გრზნობებს მე, მაგრამ რაღაც გამომეპარა.. გამომრჩა და ამის გამო მეც სიკვდილის სურვილი მქონდა.. ნუთუ იმ წყეულ ნერვულ აშლილობას და აფექტურ მდგომარეობას არარაობის განცდით შეეძლო ეიძულებინა რომ თავი მოეკლა? არვიცი..
ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ქვემოთ, გონს რომ მოვეგე კიბეები ბოლო ხმაზე ყვირილით ჩავირბინე, დამიჯერეთ სახეში ხელებს ვირტყამდი და მივრბოდი გიჟივით. მერე ის სურათი აღარ მახსოვს, რადგან საშინელებათა ფილმის მძიმე კადრივით ჩამრჩა გონებაში.. ამჯერად ყველა ბღაოდა ჩემს გარდა..
ვერ ვუახლოვდებოდი, ისეთი უსუსურობის განცდა მქონდა თითქოს სხვას ვხედავდი და მისი ალექსის გარეშე ნახვა არ მსურდა.. არ შემეძლო თითქოსმარტოს..
გონს ისე გვიან მოვეგე რომ თავზე უკვე სასწრაფო დახმარების მანქანა გვედგა, ისიც უშედეგოდ თორემ ისე უიმედოდ მისულდგმულებულს რა გამაჩერებდა. მე ხომ უკვე ვგრძნობდი მის არასებობას.
დედა, რომელიც ალექსის სხეულს იყო დამხობილი საერთოდ არ მეცოდებოდა, უფრო მეტიც მივვარდი და პირველი მას ვუღრიალე.
- გამოდი, გამოეცალა, ახლა რომ გახდა შენი შვილი, შენ რა დედა ხარ. გადით, გაეცალეთ.
ისტერიკაში მყოფი ვყვიროდი , თუმცა მეორე დღეს ვინანე ის სიტყვები , რადგან ლენა მთლად ამდენს არ იმსახურებდა.

***
ძმიშვილი 19 აპრილს შემეძინა, მაგრამ არანაირი ხალისი არ ჰქონდა იმ დროს ჩემს ცხოვრებას, რომ იტყვიან ახალი სიცოცხლე ყველაფერს აფხიზლებსო ეს მომენტი არ მქონია.. ისიც არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მისი ამ ქვეყნად მოვლენა, ანასთანაც კი კონტაქტი არ მქონია. ყველაფრის მიუხედავად მაინც მას ვთვლიდი მთავარ დამნაშავედ და ალბათ ვერასდროს შევძლებდი მის მიღებას.
20 აპრილს მის საფლავზე, სადაც ჯერ კიდევ ია ვარდს არ ეხარა და მიწა ამობურცული იყო სანთლით წერილი დავწვი სადაც ვეუბნებოდი:
- ის მაინც დაიბადა, ჩვენსავით ღია ფერის თმები და მკაფიოდ გამოკვეთილი ტუჩები აქვს. ალექსი დაარქვეს და გული დარდით მაქვს სავსე, ხალი ფეხზე არ აქვს მაგრამ შენი ასლია. მაკლიხარ და ამ მონატრებით გიჟს ვგავარ. მე აღარ მაქვს ის ფერი რაც უწინ მედო სახეზე, ამ დრომდე ლოყებიც კი არ ამღაჟღაჟებია, არაფრისფერი ვარ. მე შენი ბოლო წერილი მაქვს, ღამით გულში ვიკრავ და ისე მეძინება, თითქოს ჩემთან ხარ და თბილად მეხუტები, შენთან ძილი მომენატრა, სიცივეში ვარ..
მისი მაისური დღემდე არ გამიხდია, ის მძიმე სურათიც სულ მიდგას თვალწინ, სიმარტლეს გეტყვით დედმამის მიმართ ბრაზი გამიღვივდა. თითქოოს მართლებსაც კი ვერ ვპატიობ ვერცერთ ალექსის ცრემლს და გული მარტოობით მეყინება.
დედმამიშვილობა, მითუმეტეს ტყუპისცალობა რაღაც სხვნაირი გრძნობაა იდენტურობის განცდით, ყოველშემთხვევაში მე ასე ვხედავ, რადგან ნახევრად დანგრეულს აღდგენა არ შეგიძლია..
__________________


არ ვიცი ვის მოვხიბლავ და ვის არა, მაგრად მთელი განცდით ვწერდი, შეიძლება ეს იმდენად ვერ ჩავაქსოვე რამდენადაც ვგრძნობდი მაგრამ მქონდა მომენტი სურატის წარმოდგენისას წერისას ძალა რომ მეცლებოდა და ვეღარ ვცდილობდი გრზნობების გადმოცემას რადგან ზოგჯერ მთავარი გმირის ადგილას წარმომედგინა თავი..
მე ვიცი რას ნისნავს და-ძმობა, ალბათ ამიტომ.



№1 სტუმარი kati

sityvebi ar myofnis-mxolod cremlebi.zalian metkina guli.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაი მოვკვდი ტირილით. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. განცდები ნამდვილად მოიტანე მკითხველამდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent