ყველა გრძნობაზე მეტი..
ცაში მოციმციმე ვარსკვლავივით არის ბედნიერება ჩემთან, იისფერი, ვარდისფერი, ყველა-ფერი.. გემრიელი, ტკბილი, თბილი, ყველაფერზე მშვენიერი. ყველა გრძნობაზე მეტი სიყვარული სუფევს მასში, მის მოძრაობაში, ზრდაში. მომენტი, დაბადებიდან დღემდე, როდესაც საკუთარი თავი მეორეხარისხოვანი ხდება შენთვის, არა იმიტომ რომ ვერ იპოვნე ფასეული შენში, არამედ იმიტომ რომ ახლა ყველაფერი გაგაჩნია ადამიანური სრულფასოვნებისთვის. ეს არის დრო, რომელიც გაძლევს სრულყოფილების საშუალებას დღეიდან სიკვდილამდე. მხოლოდ ამას შეიძლება უწოდოს ადამიანმა გიჟური, არანორმალური, დაუსრულებელი სიყვარული, ათ თითზეც რომ გყავდეს ჩამოსათვლელი ყველაზე ერთნაირად რომ შეგიძლია გრძნობის გადანაწილება, იმიტომ რომ ათივეს ათჯერვე მოუნიჭებია შენთვის ამ გრძნობის განცდის ფასი. მხოლოდ ამ დროს გჭირდება ადამიანს ფსიქოლოგი, რომ არ გაგიჟდე დადებითი მუხტისგან, მასთან დაუსრულებელი საუბრისგან, ლოდინისგან, ტკივილისგან, მონატრებისგან, უსაზღვრო, უკიდეგანო სიყვარულისგან. ეს ის გაუსაძლისი ტკივილია, რომელსაც დასასრულისთანავე მოჰყვება ბედნიერება, ბედნიერება, რომელიც მხოლოდ შენს დასასრულს დასრულდება. ადამიანი, რომელიც ამ გრძნობის მატარებელია, მადლიერების ნიშნად გჩუქნის დაუსრულებლობას, თუმცა თავადაც იცის რომ ამაგს ვერასდროს გადაიხდის. ადრეულ პერიოდში თავამოზიარე ხდება ყველა შენი გრძნობის, ტკივილის, სევდის, ბედნიერების.. *** კიდევ იმდენი მინდა ვწერო მასზე, თუმცა აღარ მერითმება ტექსტები და მაფიქრდება სიტყვები. არასდროს არავინ მყვარებია ისე, როგორც ჩემი მუცლადმყოფი გოგონა და მაშინ, როდესაც მეც ვხდები დედა, ვხვდები ჩემი გამჩენის ფასს.. მის 9 თვე ნატანჯ ნერვებს, მონატრებას, შემდგომ საათობით დაღვრილ ცრემლებს, რომელსაც აუცილებლად უნდა გადმოხედო მისი თვალით თუნდაც ერთხელ მაინც. ახლა დედის ყველა ტკივილი მტკივა, უსიტყვოდ მესმის მისი გაჭაღარავებული, ნაღები თმების, ცრემლიანი თვალების, გაღებული მსხვერპლის, როდესაც უარი თქვა ყველაფერზე ჩემი არსებობის გამო.. მტკივა მისი სევდიანი გამოხერვა, ჩემი აგრესიული გამოხედვის ფონზე.. მან იცის რომ მიყვარს, მაგრამ არ იცის ახლა რაოდენ გაგიჟებით. მე დედა ვხდები და ჩემი სისხლი სხვასაც უნდა ვუწილადო. არ მეგულება დედა-შვილობაზე დიდი სიყვარული. და თუ ვერ ხვდები, ალბათ მალე გამოცდი კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.