შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ, მიპოვნე... (სრულად)


30-09-2017, 11:05
ავტორი Olivia
ნანახია 3 137

მომლოდინე მზერით გაჰყურებს ტყის პირა ჩანჩქერს, რომელიც რეალობისგან შორსაა. ისე ჩამოედინება და თავისივე წყალში ირევა, როგორც წმინდანი დაგუბებულ, უაზრო, ტკივილით და გულისამრევი ადამიანებით სავსე ჭაობში. თითქოს გიზიდავს, გეუბნება რომ მასში ჩაიძირო, შენი თავი უბოძო, როგორც მეფე თავის ხალხს. ის კვლავ იპყრობს მის გონებას, მის სააზროვნო წყაროს და ეს ყველაფერი ფატალურ შედეგამდე მიდის... ის მასში მთელი სხეულით იძირება. ნანობს, მაგრამ გულწრფელად? ნუთუ მართლა ნანობს რომ თავისი თავი დაივიწყა, მისი მშობლები დაივიწყა, მისი გრძნობები მოკლა, მაგრამ სამუდამოდ დაახწევს თავს ამ ყველაფერს? ნუთუ ამ ცივ ჩანჩქერს გააყოლებს თავის მოჩვენებით ტკივილს. *რატომ გადახტი? ეს რატომ გააკეთე?* უმეორებდა თავისი თავი, მაგრამ გვიანი იყო, ის უკვე უახლოვდებოდა სიცივეს, შავ ფონს და უსასრულო ტკივილს. *გთხოვ... სიცოცხლე მინდა...* მისი ბოლო სურვილი ჰაერში ფერფლივით გაიფანტა.

********************************

საშინელი შემთხვევის შემდეგ ყველა ტყის შესასვლელი წითელი გამაფრთხილებელი ზოლებით მოფინეს, თითქოს აქამდე უსაფრთხო ყოფილიყოს და იმის შემდეგ რაც ნუცი იაგორაშვილმა თვითმკვლელობა სცადა ყველა გაიმეორებდა როგორც მოდას აყოლილი ხალხი, რომელიც იმას იცმევს რაც სხვას აცვია. იაგორაშვილების სახლი ამ ტრაგედიამ დაღუპა, თითოეული ოჯახის წევრი აკვირდებოდა გოგონას და მის თითოეულ მოძრაობას, რომელიც ჯერ არც კი განხორციელებულა ნუცას სიჩუმის გამო. ვინ იცის რას ფიქრობდა, რა უტრიალებდა იმ თავში, რომელმაც დაღუპა და სიკვდილისთვისაც გაიმეტა. მშობლები მის კარს აღარ კეტავდნენ, მასთან მეტი დროის გატარება უნდოდათ, თუმცა უშედეგოდ. ის კვლავ ჩუმად იყო, ან სიჩუმე არ ასვენებდა მის ფიქრებს, რომლებიც გულამდე მიექანებოდნენ.
-რა ვქნათ დათო? ხმას არ იღებს. - ქალი გაკვირვებული უყურებდა ქალიშვილს, რომელიც სარკეში უყურებდა თავის თავს, ამით კი კმაყოფილი არ ჩანდა.
-არ ვიცი მეგი, რომ ვუყურებ მეშინია, თავის თავს აღარ გავს, რა ვქნათ? - მეგის არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ სხვა გზა ვეღარ მონახა.
-იქნებ... - ენა დაება როდესაც წარმოიდგინა მისი გოგონა საგიჟეთის ერთ-ერთ ოთახში, სულ მარტო. - დათო ფსიქიატრს დავურეკო? იქნებ რაიმე ადგილი გვირჩიოს, იქ დავაწვენთ. - ქმარს უკმაყოფილება დაეტყო, გულზე დაიდო გაყინული ხელი და შვილს გახედა, რომლის უსუსურობამაც გული მოუკლა. მის შემყურე კაცმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები ჩამოუგორდა ნაღვლიან სახეზე.
-ასე გავიმეტო? მეგი ჩვენი გოგო გიჟი არ არის.
-ვიცი მაგრამ...
-არა გთხოვ, ამაზე ხმა არ ამოიღო, ის შეშლილი არ არის, მას უბრალოდ დახმარება სჭირდება. - დათომ ცრემლები მოიწმინდა, ოთახში შესვლაც კი გაბედა მაგრამ ნუცამ კაცს თვალიც კი არ გაუსწორა. სარკეს თვალს არ აშორებდა, მისი თავით საშინლად უკმაყოფილო მისჩერებოდა მის ანარეკლს, რომელიც მის წარსულს მიაგავდა. - ნუცი, ჩემო ლამაზო... - ქალიშვილის გვერდით დაჯდა, სარკე მანაც ითხოვა და თავის თავს შეხედა, შემდეგ კი გოგონასკენ გააპარა მზერა. - ეს მოგწონს? სარკეში ყურება? - ამ კითხვამ გამოიყვანა ფიქრებიდან, თვალი მოაშორა თავის თავს და მამაკაცისკენ გადაინაცვლა.
-ეს მამშვიდებს... - რამდენი დღე იყო მისი ხმა არავის გაეგო, რაც გასაკვირი იყო მისი ჭკუამხიარულობის გამო.
-გინდა ვილაპარაკოთ? - ნუცამ იცოდა საუბრის თემა, თუმცა არ იცოდა მამა გაუგებდა თუ არა. არ იცოდა ამის შემდეგ თუ კვლავ ეყვარებოდა მას ის.
-ვილაპარაკოთ... - წამოდგა, დედას კარი ცხვირწინ მიუხურა და მამამისს გახედა. - ის არ მოგვისმენს. - დათომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, რაც იმას ნიშნავდა რომ შეეძლო დაეწყო საუბარი. - ალბათ გაინტერესებს რატომ მინდოდა .
-მინდა ვიცოდე რატომ არ ამბობდი თუ გტკიოდა, ან სად გტკიოდა.
-ცარიელი... - ერთ სიტყვას მეორე სიტყვა 3 წამის შესვენებით მიაყოლა. - სულ მარტო... იცი? ჩემში ყველა გრძნობა ჩავიკალი... იმის მერე რაც გაიგებ, შენ აღარ გეყვარები, რადგან მე აღარ მიყვარს ჩემი ბინძური სხეული, რომლიდანაც თავის დახწევას ვცდილობდი... მინდოდა მომავალ ცხოვრებაში უკეთესი სხეული მოეცა მას, ვინც ეს განსაცდელი მომივლინა.
-ეს რატომ გააკეთე? - მისი ტკივილი ხმაში აღიბეჭდა. როგორ ცდილობდა დაკარგული ქალიშვილის წინ არ ატირებულიყო, კვლავ არ დაეკარგა საუბრის მცდელობა.
-არავის ვუყვარვარ, არავის ვჭირდები, რომ ვსუნთქავ ესეც მეზიზღება. - ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე, რამაც კაცი საბოლოოდ გაანადგურა.
-მე მიყვარხარ...
-შენ სხვა ხარ, მე მამაკაცის და ქალის სიყვარულს ვგულისხმობ. - დათომ ვერ შეიკავა თავი და მიუახლოვდა დამფრთხალ, ცხოვრებისგან დაკარგულ შვილს.
-მე პირველი მამაკაცი ვარ ვისაც უყვარხარ, საკუთარ თავზე მეტად. შენს გამო ყველაფერზე უარს ვიტყვი, ოღონდ შენ ბედნიერი იყო. მე ყოველთვის მეგონა რომ თუ ცუდად იქნებოდი, თუ გეტკიებოდა, თუ რომელიმე ბიჭი გაბედავდა და გულს გატკენდა მამიკოსთან გამოიქცეოდი და ყველას ვანანებდი შენს ცრემლებს, შენ კი რას აკეთებდი ნუცი? მამი გინდოდა შენი თავისთვის ტკივილი მიგეყენებინა? და იმაზე დაფიქრდი რომ მე მეტკინებოდა? - გოგონამ ერთი ამოისლუკუნა და ძლიერად მოხვია კაცის სხეულს თავისი გაყინული ხელები.
-აღარ მინდოდა... ტკივილი აღარ მინდოდა მა... - დათო გრძნობდა როგორ უცემდა გული ქალიშვილს და ხვდებოდა როგორ ტკიოდა რაღაც, როგორ ღრღნიდა ეს გრძნობა მის პატარა გოგონას. ხვდებოდა რომ დაიბრუნებდა მას, რომ ისევ ერთი ბედნიერი ოჯახი იქნებოდნენ, მაგრამ ეს დიდხანს ხომ ვერ გაგრძელდებოდა.

******************************

იმ დღის შემდეგ რაც მამა-შვილი ნორმალურ პოზიციას დაუბრუნდნენ ოჯახში, ნუცამ დედის სიყვარული დაკარგა. მისკენ გული არ იწევდა, გონება კი მხოლოდ იმ ჩანჩქერთან მიექანებოდა. გაიგონა დედის სიტყვები საგიჟეთთან დაკავშირებით და ამის გაგონება აღარ უნდოდა. სიჩუმეს კვლავ იცავდა სახლში, თუმცა მამის წინ ცდილობდა ნორმალური ყოფილიყო, დაპირდა რომ ამას აღარ გაიმეორებდა და რომ ყოველთვის ეტყოდა თუ რაიმე მოხდებოდა ან დასჭირდებოდა. დიდი დრო გაატარა სახლში, თუმცა ერთ მზიან დღემ მისი გრძნობები თავდაყირა დააყენა. დილიდანვე ფერადი სამოსი მოირგო სხეულზე და გასეირნება გადაწყვიტა, რამაც მეგი გააკვირვა და შეაშინა. ისიც იფიქრა იქნებ კვლავ სცადოს და თავს რამე აუტეხოსო.
-ნუცი დედი სად მიდიხარ?
-პარკში, ტყესთან ახლოს.
-იქ ხომ არავინაა... - შეშინდა ქალი, თუმცა ამჯერად სანერვიულო არაფერი ჰქონდა.
-ზუსტად ამიტომ მინდა იქ, მზეა და სიჩუმე, წიგნი მიმაქვს რომ წავიკითხო. - ჩანთიდან წიგნი ამოიღო და დააჯერა ძლივს რომ არაფერი ისეთი მიჰქონდა რაც ში წაადგებოდა. - მეგი ს არ ვაპირებ! - ქალმა თავი დაუქნია და გასვლის ნებართვა მისცა. იცოდა დათოს ეტყოდა და ის აუცილებლად გაუშვებდა, ამიტომ არჩია თავად გამოეცხადებინა მისთვის ნდობა. ფეხით მივიდა დანიშნულების ადგილას და წიგნის კითხვას შეუდგა. რამდენიმე გვერდის შემდეგ ფეხებთან ბურთი მიუგორდა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო. ბურთის წინ ფეხებიც გამოჩნდა, თვალი ნელა ააყოლა მას, აი პატრონმა კი ნამდვილად მიიპყრო და გაიტაცა გოგონას გონება და ფიქრებში ჩაიკარგა. არ იცოდა დრო რატომ შენელდა მის ყურებაში.
-მაპატიე, არ მინდოდა. - ნუცამ თავი დაუკრა და ბურთი მის ფეხთან მიაგორა, როგორც კი ბიჭის სიტყვებმა მიწაზე დაანარცხა.
-არაუშავს. - ბიჭს ღიმილი გამოესახა სახეზე, ბურთი კი სულ გადაავიწყდა.
-დანიელი. - ხელი გაუწოდა, რამაც გოგონა დააბნია და გააკვირვა. არასდროს მიუქცევია ბიჭის ყურადღება, თუმცა ამჯერად ვერ ხვდებოდა ეს როგორ მოხდა.
-ნუცი... - ხელი ჩამოართვა მის ხელს და როგორც კი სიცივე იგრძნო ხელი უკან გამოსწია.
-სასიამოვნოა. - დანიელმა იქაურობა შეათვარიელა და კაციშვილი რომ არ ჭაჭანებდა მდელოზე გაეღიმა. - მარტო ხარ?
-კი... - არ იცოდა ეს ფაქტი მას რატომ ახარებდა, ნუცას კი შიშიც დაეტყო სახეზე.
-მეც... - თბილად გაუღიმა და თითით მის გვერდით პლედზე ანიშნა. - შეიძლება ჩამოვჯდე?
-არ ვიცი, თუ გინდა. - სულ დაიბნა სიჩქარეში და თავისი ჩანთა დენდარტყმულმა აიღო რომ ბიჭი ბალახზე დაფენილ პლედზე დამჯდარიყო.
-აქვე ცხოვრობ?
-ალბათ... - ნუცას სახეზე ღიმილი არა და არ ისახებოდა. უნდოდა უზრდელი არ ყოფილიყო და არც ცივად ეთქვა რაიმე მაგრამ გაკვირვება ზღვარს ცდებოდა.
-მინდა რაღაც განახო, გამომყვები? - გოგონა წამოდგა და ჩანთა აიღო.
-არ გიცნობ, ვერც გენდობი.
-არ წახვიდე, გთხოვ. - ისიც წამოდგა და მის ხელს ხელი დაავლო. - ნუცი...
-დარტყმულო! - ხელი გამოსტაცა და სახლისკენ წავიდა, თუმცა არ იცოდა რაღაც უკან რატომ ექაჩებოდა. პარკთან ახლოს სკამზე დაჯდა რომ დაფიქრებულიყო, გაენახლებინა ის გრძნობები რაც მაშინ მოაწვა ერთდროულად. სახლის გზა სულ გადაავიწყდა, ხელი გულზე მიიდო და თავისი სუნთქვის გაკონტროლება დაიწყო.
-მაპატიე... - ნაცნობმა ხმამ გული კვლავ საშინლად აუჩქარა. მოულოდნელობისგან შეხტა და ბიჭს შეხედა, რომელიც უკვე მის გვერდით ჩამომჯდარიყო.
-ღმერთო ჩემო... შენ კიდე აქ ხარ? - გოგონას სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა, მისი შეშინებული და სიბრაზით სავსე თვალები მას ძალიან ხიბლავდა.
-უბრალოდ ვცდილობ ბოდიში მოგიხადო.
-არაა საჭი...
-საჭიროა... - გააწყვეტინა. ნუცა იმაზე გაკვირვებული იყო ვიდრე აქამდე. იცოდა რა უნდა ეთქვა და როგორ მოეგო მისი გული. - მართლა არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, უბრალოდ მარტო ვარ, თავს საშინლად ვგრძნობ... ყოველთვის მინდოდა ვინმეს ვეპოვნე და აი შენ გამოჩნდი... თუ არ მენდობი ნორმალურია, მინდა მოვიპოვო შენი ნდობა. თუ არ გამომყვები გაგიგებ, რადგან ერთადერთი ხარ ვინც მხედავს, მე უკვე ჩემს თავს განდობ, მაგრამ ძალიან ნუ გამსჯი, ბევრი დრო არ მაქვს. როგორ მოვიპოვო შენი ნდობა?
-გაგიჭირდება... - მისმა სიტყვებმა გაახსენეს ის დღე როდესაც იგივე მიზეზების გამო უნდოდა მთელი ცხოვრება და საუკეთესი წლები წყალს გაეტანებიბა და დაეკარგა, ამიტომ მზად იყო მისთვის შანსი მიეცა.
-შენს ნომერს მომცემ?
-კარგი... - ნომრები გაცვალეს და რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ნუცი სახლში დაბრუნდა, ამჯერად ბედნიერი და სახე გაბრწყინებული.
-მოხვედი მამი? - დათო სამზარეულოდან გავიდა ქალიშვილის გულში ჩასაკრავად.
-ისეთი ბედნიერი ვარ მამიკო, ვერ აგიხწერ.
-აბა რა მოხდა? - გოგონა სკამზე ჩამოსვა და თავადაც მის წინ მოკალათდა. - მომიყვები?
-დღეს ვიღაც გავიცანი, ვინც ჩემი თავი დამანახა და არ მომეწონა, ამიტომ დავუახლოვდი რომ მარტოსულად არ ეგრძო თავი.
-ვინ არის, რა ქვია?
-დანიელი. - თვალები გაუბრწყინდა მისი სახე რომ წარმოიდგინა. მეგი ღიმილით გაჰყურებდა მამა-შვილს რომელიც მის გულს სიხარულით ავსებდა.
-ბიჭია? საინტერესოაა...
-მხოლოდ ეხლა მივხვდი რომ ყოველთვის არსებობს ვიღაც ვინც გაგიგებს. - მამაკაცი დაეთანხმა გონზე მოსულ შვილს და შუბლზე აკოცა აღტაცებულმა.
-ყველაფერი გამოგივა, გესმის? შენ ხომ ჩემი შვილი ხარ, ვიცი რომ მასთან კარგად აგეწყობა ურთიერთობა, იცოდე უნდა გამაცნო! - თითი ცხვირზე დაკრა და დაუბღვირა.
-მამა მხოლოდ დღეს გავიცანი, მას ასე უბრალოდ ვერ მოვიყვან. - გაიცინა და ოთახში შევიდა, თუმცა კარს ხელი მოკიდა რომ მიეხურა რამაც მამაკაცი დააბნია და შეაშინა.
-შეგიძლია მიხურო. - გაუღიმა კაცმა და როგორც კი გოგონას თბილი მზერა მისას შეხვდა ნუცამ კარი ოდნავ მიხურა რომ მამა დამშვიდებულიყო. - ჩემი გოგო...
-იცი? მაბედნიერებს მისი სიცილი. - ქალის ხმა რომ გაიგო მისკენ მიბრუნდა, გაუღიმა და ნელა მიუახლოვდა.
-გამოკეთდება, ამისი მჯერა.
-მე კი მეშინია, ბიჭმა ერთ დღეში შეცვალა, რამე რომ გააფუჭოს, კვლავ რომ დეპრესია დაეწყოს და მერე ისევ მასში ჩაიკლას ეს ტკივილი, დათო ამას ვერ გავუძლებ...
-გამოსწორდება, მალე ნორმალურად ვიცხოვრებთ.
-არა... ჩვენმა 16 წლის ქალიშვილმა სცადა, ნორმალურად ვეღარ ვიცხოვრებთ. - ცრემლები მოიწმინდა და სამზარეულოში შებრუნდა. დათმ არ იცოდა რა მოეხერხებინა მისთვის, როგორ გაექრო მისი ცოლის შიშები, რომლებიც მასაც აწუხებდა, თუმცა მასში ჩუმად იკლავდა. მისი გოგო ბედნიერი იყო, ყველაზე პირველ ადგილას კი ეს იდგა. უნდოდა ის ყოფილიყო ბედნიერი...

******************************

როდესაც მთვარე დაეპატრონა ცას, ყველა დასაძინებლად წავიდა, ნუცას ოთახის კარი კვლავ ნახევრად იყო მიხურული, თუმცა მას პირველად ჩასძინებოდა ამ დროს ყოველი ფიქრისგან შორს. ტელეფონის ზარმა სულ დაავიწყა სიზმარი და თვალები ზანტად გაახილა, იგრძნო როგორ უჭირდა ყველაფრის დანახვა და მხოლოდ ხელებზე გადაიტანა ძალა. ხელი სანათისკენ წაიღო, შემდეგ სხვა ნივთებს შეეხო და ბოლოს ტელეფონიც იგრძნო მისმა ხელმა. ყურთან მიიტანა და ამოიბუზღუნა.
-გისმენთ? გირჩევთ რაიმე სერიოზული იყოს, ან იწვოდეთ ცეცხლში, ან კვდებოდეთ... თორემ მე მოგკლავთ... იცით მაინც რომელი საათია?
-"ამმ... ცეცხლი წავიკიდო?" - ამ ხმამ საწოლზე წამოახტუნა გოგონა. თვალები გაახილა და გაეღიმა მისი ხმა რომ გაიგო.
-მაპატიე, უბრალოდ ვერ ვიტან როცა მაღვიძებენ.
-"დაიძინე, მერე დავრეკავ..."
-არა, უკვე გამოვფხიზლდი, რამე მოხდა?
-"ვერ ვიძინებ, ვიფიქრე დაველაპარაკებითქო."
-კარგი...
-"როგორ გამოიყურება შენი ოთახი?" - ნუცამ თვალი მოავლო ოთახს და ახწერა დაუწყო, შემდეგ სახლზე გადავიდა, მშობლების გარეგნობაზე, ბოლოს კი მის სკოლაზე, მოსწავლეებზე. ამდენ საუბარში ვერ მიხვდა როგორ ჩაეძინა. დილით გაღვიძებულს მზის სხივები მოხვდა ცივ სხეულზე და ისე გაეღიმა ტუჩის კუთხეები წარბებამდე აუვიდა.
-"დილამშვიდობიის..." - ხმა გაისმა ტელეფონში. გოგონამ ყურთან მიიდო და გაეცინა.
-შენ რა არ გაგითიშავს?
-"არა, შენ სუნთქვას ვუსმენდი."
-გიჟი ხარ, მთელი ღამე არ გეძინა? - მართალია ეს მისთვის მიუღებელი იყო მაგრამ ამ ფაქტმა ასიამოვნა და მისი ჭია საშინლად გაახარა.
-"ღირდა, რადგან ეს ხომ შენ ხარ, შენ კი მთელ დედამიწაზე ერთი ხარ ნუცი, ერთადერთი ვინც მხედავს." - ამ სიტყვებს შეეძლოთ მისი მთელი დღე გაბედნიერება.
-უნდა წავიდე...
-"პარკში მოხვალ?"
-არ ვიცი...
-"გელოდები იცოდე." - უცებ წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. გარეთ ბედნიერი გავიდა და სუფრას პირველი მიუჯდა.
-დეეე, მშიაა... - გასძახა მეგის და ქალიც გაკვირვებული გავიდა მასთან. არ იცოდა გახარებოდა ის ფაქტი რომ მეგი აღარ დაუძახა, თუ გაკვირვებოდა ის ფაქტი რომ პირველი მან გაიღვიძა და ასე აღტაცებული მოითხოვდა საჭმელს. - მალე გთხოვ, უნდა წავიდე.
-სად მიგეჩქარება ქალბატონო ნუციკო? - მამაც ჩამოვიდა და სუფრას გახარებული მიუჯდა.
-დანიელთან. - გაუღიმა და მორცვად ახედა დედას, რომელიც ეშმაკურად იღიმოდა. - პარკში მელოდება, წიგნს წავიღებ და წავალ, დღეს კარგი ამინდია.
-ეხლავე მოგიტანთ საჭმელს.
-მააააა, სამსახურში მიდიხარ?
-ჰო ჩემო ტკბილო, მაგრამ მალე მოვალ, ჩემი დასვენებები მორჩა რადგან შენ თავს კარგად გრძნობ, მაგრამ ტელეფონზე დამირეკე ხოლმე თუ რამე დაგჭირდა, იმ წამსვე შენთან გავჩნდები. - ნუცამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და დედის მიტანილ საჭმელს გემო გაუსინჯა. არ ახსოვდა ბოლოს ასე კარგად როდის მიირთვა. იცოდა ქალმა რომ ქმრის სიტყვები მართლდებოდა და გოგონა უკეთ ხდებოდა, თუმცა რა ექნა იმ გრძნობისთვის რომელიც ავის მომასწავლებელი ჩანდა და ამავდროულად ქალიშვილს უბედნიერებდა.

*******************************

ნუცის და დანიელის ურთიერთობა ნელ-ნელა ნდობისკენ, სიყვარულისკენ, ერთმანეთთან დამოკიდებულებისკენ მიისწრაფოდა. ერთ დღეს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ, რადგან ერთმანეთი საშინლად სჭირდებოდათ. ნუციკო იმდენად ბედნიერი იყო როდესაც მას ესაუბრებოდა, მის ისტორიებს ისმენდა როგორ მაიმუნობდა მეგობრებთან ერთად, მშობლებთან ერთად, მისი ბედნიერება კი უცებ სადღაც გაქრა. ამაზე ბევრს ფიქრობდა გოგონა, მისი ისტორიები ეხლა ნუცას გაკვეთილის როლს ასრულებდა, იცოდა რომ ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა მოჩვემებით დეპრესიამდე და შენი თავის შეძულებამდე მიდიოდა. როდესაც ბიჭმაც მოისმინა მისი ისტორია გული დაეწვა, რადგან აღარ უნდოდა მის სახეზე მწუხარება დაენახა.
და აი...
მათი ურთიერთობა ახალ ეტაპამდე ჩამოყალიბდა...
სიყვარული.
-გელოდებოდი. - გაუღიმა ბიჭმა როდესაც გოგონა ლამაზ მოკლე კაბაში გამოწყობილი დაინახა.
-მოვედი.
-სად წავიდეთ? - გაუღიმა და ხელი მის ხელს შეახო, იგრძნო როგორ უჩერდებოდა გული რამდენიმე წამის განმავლობაში და როგორც კი თვალს აშორებდა გოგონას კვლავ თავის რეჟიმში გადადიოდა.
-მნიშვნელობა არ აქვს. - მისი თბილი მზერა, რომელიც ბიჭის გრძნობებს მეტად აღვივებდა.
-ჩანჩქერზე გამომყვები? - ნუცას ხელები წამში გაიყინა, ენდობოდა მას, თვალდსხუჭულიც კი გაყვებოდა თუნდაც ეს ნდობა წყალში ჩაეყარა მას.
-გამოგყვები, რადგან გენდობი... - ბიჭმა ხელები მის სახეს შეახო და მისკენ ნელა მიიწია.
-ეს ჯერ ადრეა, ხომ გითხარი, როდესაც მთელი სხეულით მომენდობი, შემდეგ წაგიყვან, იქამდე კი მინდა ჩანჩქერთან ავიდეთ. - გოგონამ ხელი მოკიდა და გაყვა. ეშინოდა მაგრამ მალავდა, არ უნდოდა ბიჭისთვის უარი ეთქვა, ის ხომ მთელი გულით ენდობოდა მას. რამდენიმე ნაბიჯი და ჩანჩქერთან იქნებოდნენ როდესაც კაცი საიდანღაც გამოჩნდა ფანრით ხელში.
-ნუცი? შვილო აქ რას აკეთებ?
-უბრალოდ...
-გთხოვ ჩამოდი. - კაცი შეშინებული იყო, ეგონა ის კვლავ მასში ჩაიძირებოდა და ამჯერად მოდახდენი მოხდებოდა.
-ნუ ღელავთ ს არ ვაპირებ, უბრალოდ მე და დანიელს საუბარი გვინდოდა.
-დანიელს? - გაკვირვება დაეტყო მამაკაცს.
-დიახ, ის ჩემი მეგობარია... ასე ვთქვათ... - გაუღიმა ბიჭს და კვლავ კაცს გახედა.
-სისულელე არ ჩაიდინო.
-ნუ ღელავთ, მალე ჩამოვალ ქვევით. - კაცი უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც წყვილი მარტო დარჩა. ბიჭმა ხელები მოხვია გოგონას და ჩანჩქერთან ახლოს დააყენა.
-ეს იყო ის ჩანჩქერი არა? - მან თავი დაუქნია და უკან დაიხია, ეშინოდა მისი და მასზე გაფიქრებაც კი ტანში სცრიდა.
-აქ რატომ ამოვედით? - ბიჭი მისკენ წავიდა და გაუღიმა. არ იცოდა როგორ ეთქვა თავისი სათქმელი, ან როგორ შეეხედა მისთვის.
-ნუცი... - გოგონას გული უკვე გამალებით ცემდა, არ იცოდა რა შეიძლებოდა ეთქვა და ეს უფრო მეტად უჩქარებდა გულს. - შენ რომ ეს არ გაგეკეთებინა, ვგულისხმობ ამას... - ჩანჩქერისკენ ანიშნა ბიჭმა. - მე და შენ ვერ გავიცნობდით ერთმანეთს, ვერ შეგეხებოდი და ვერც შემამჩნევდი, რადგან შენ ჩემი გესმის და მე შენ გგრძნობ, თითქოს მეორედ დავიბადე.
-რისი თქმა გინდა?
-სულელო გოგო... მგონი დღეს იმაზე მეტად შემიყვარდი ვიდრე აქამდე... - ამის გაგონებაზე ნუცას მთელი სხეული მიეყინა, მხოლოდ გული უცემდა შეუჩერებლად.
-გიყვარვარ? კი მაგრამ როგორ... მე არ ვიცი... - კიდევ რამე უნდა წამოეროშა რომ არა ბიჭის ბაგეები მისაზე. გოგონას სახე ცრემლებს მოეცვა. ვერ გაეგო რატომ ტიროდა, იმის გამო რომ ეს მოულოდნელი იყო, თუ იმის გამო რომ ბედნიერებამ კარზე მიუკაკუნა, პირდაპირ ცხვირწინ. დანიელი ნელა მოშორდა მის ტუჩებს და თვალებში გადაწყვიტა პასუხი ეპოვა მის კითხვაზე.
-შენ რატომ არ გიყვარვარ?
-სულელი ხარ? - ბიჭის კითხვაზე გულიანად გაეცინა გოგონას. - ბედნიერებისგან ვტირივარ... - ბიჭმა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა ნარნარა სხეული, ბედნიერებისგან რომ ცრემლებს ღვრიდა.
სახლში მისული გოგონა მთვრალივით მიათრევდა ფეხებს და კვლავ კოცნისგან გაბრუებული ფიქრებს მოეცვა. საწოლზე ისე დაემხო რომ არც კი გაუხდია. ბედნიერი იყო, საშინლად ბედნიერიც კი. ეშინოდა გული არ გასკდომოდა ამდენი სიხარულისგან.
-ასეთი რა მოხდა რომ მე ვერ შემამჩნიე? - გაეცინა მეგის და შვილს საწოლზე მიუჯდა.
-დედა ვერ დაიჯერებ, შეყვარებული ვარ, ვიღაცას ვუყვარვარ. - ქალს გაკვირვება დაეტყო, ამავდროულად კი გაბედნიერდა ეს რომ მოისმინა.
-დანიელმა? მართლა?
-ჰოო! - გაეღიმს და ქალს გული ჩაეკრა. - დედა ძალიან მიყვარს, ის ჩემი სულის ნაწილია, გული ამომეგლიჯება მალე ისე ბეთქავს... - მეგის ცრემლები წამოუვიდა ბედნიერებისგან.
-ჩემო ლამაზო, როგორ გაიზარდე ამ თვეების მანძილზე, უკვე ამასაც გაუგე გემო.
-ტკბილია... ისეთი ტკბილია... თუ ეს სიზმარია დე, მინდა არასდროს გამეღვიძოს. - ნუცამ თვალები მილულა და თბილად ჩაესვენა დედის მკლავებში.
-ნეტავ ჩემო ლამაზო, ნეტავი სიზმარი არ იყოს.

********************************

კიდევ რამდენიმე დღიანი დასვენება ითხოვა ნუცამ, სკოლიდან დაეთხოვა და სახლში სწავლა დაიწყო, რომ წლის ბოლოს გამოცდები ჩაებარებინა და სამი თვე დანიელთან ერთად გაეტაებინა. დაღლილი ხვდებოდა ყოველდღე ბიჭს და ისიც თბილად ანუგეშებდა ხოლმე, ბოლოს კი შესთავაზა რომ სახლში მოეკითხა და ერთად წასულიყვნენ სადმე. გოგონა გამალებით ემზადებოდა, მშობლებს კი ძალიან აინტერესებდათ თუ ვინ დაიპყრო გოგონას გული.
დანიელი უკვე სახლთან იდგა როდესაც გოგონას დაურეკა და სთხოვა თავად გასულიყო გარეთ. ნუცამ მშობლები გააფრთხილა რომ დანიელს სახლში შესვლა ერიდებოდა და ამიტომ გარეთ ელოდებოდა.
-საღამომშვიდობისა. - გაუღიმა გოგონამ და ბიჭს მოეხვია, ამ დროს კი მშობლებმაც დაინახეს ეს ფაქტი და ერთმანეთს გაკვირვებულმა გახედეს. ნუცა დანიელს გაყვა ისინი კი სახლში შებრუნდნენ.
-ეს დაინახე? ის ბიჭი დაინახე დათო? - კაცმა თავზე გადაისვა ხელი და ჩამოჯდა. - ღმერთო ჩემო გამეცი პასუხი!
-ჰო მეგი გავიგე, დამაცადე!
-შენ თქვი კარგად იქნებაო, დაგიჯერე! როგორ გენდე!
-მეგი ხმას დაუწიე! მე ვთქვი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასეც მოხდება! - კაცი სახლიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა.
წყვილი მთელი აღტაცებით დაბრუნდა სახლში, დანიელი კვლავ გარეთ დადგა და სახლში შესვლაზე უარი თქვა. მეგიმ როგორც კი დაინახა გარეთ გავიდა და წყვილს გაუღიმა.
-მოხვედი დედი?
-ჰო, ეს დანიელია, ვერ გაგაცნი დილით. - ბიჭი უცნაურად უყურებდა ქალს, რომელიც ასევე გაკვირვებით ათვარიელებდა მას.
-სასიამოვნოა. - გაიღიმა ბიჭმა.
-დედა სასიამოვნოაო. - თვალები დააბრიალა გოგონამ.
-ჩემთვისაც. - გაუღიმა და ტელეფონი ამოიღო. - რა ლამაზი ხარ, მოდი გადაგიღებთ ფოტოს.
-დედა კარგი რა...
-არაუშავს, მშობლებს ეს აბედნიერებთ. - გაუღიმა ბიჭმა და ხელი წელზე მოხვია გოგონას. - გაიღიმე, თორემ სიბრაზე არ გიხდება.
-კარგი. - გაუღიმა და ფოტოც მზად იყო. - ხვალამდე.
-ხვალამდე. - გოგონამ ლოყაზე აკოცა ბიჭს და დედასთან ერთად შევიდა სახლში.
-ეს რა იყო დე? უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდე.
-ძვირფასო, ფოტო ნახე. - ხელი მოკიდა ტელეფონს და სანახაობამ დააბნია.
-მხოლოდ მე რატომ ვარ?
-ნუციკო არ შეგეშინდეს... დედი ის შენი წარმოსახვის ნაწილია... - ცრემლები თავად ჩამოუგორდა სახეზე. - ის არ არსებობს...
-დედა მე გიჟი არ ვარ! დანიელი მელაპარაკება, მე მას ვგრძნობ! გიჟი არ ვარ გასაგებია? - ამ დროს კაციც დაბრუნდა სახლში, ამჯერად დამშვიდებული.
-აქ რა ხდება?
-მამა მეგის გიჟი ვგონივარ!
-დათო ფოტო ნახე, აქ არავინ არ არის მის გარდა!
-მამა დანიელი არსებობს არა? მე ხომ ვხედავ, ვეხები, მე მას ვგრძნობ... - გოგონას სუნთქვა შეეკრა, ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.
-ეს რატომ გააკეთე მეგი, რატომ? - კაცი საშინლად აღშფოთებული იყო ცოლის საქციელით.
-შეიძლება თქვენ არ გაინტერესებთ ნუციკოს რა მოუვა, ან ზედმეტად შეგიძლიათ შეეგუოთ ფაქტებს მაგრამ მას ვიღაც ბიჭი ელანდება, ჭკუიდამ გადადის დათო! როგორ ვუყურო ამას? როგორ შევეგუო? ის ხომ გიჟდება ღმერთო ჩემო!
-მეგი ჩვენი ქალიშვილი შეშლილი არ არის, ის რამდენიმე თვის წინ სიცოცხლის დამთავრებას აპირებდა! მეგი გაიგე რომ ნუცი ამას იმიტომ აკეთებდა რომ ეგონა ზუსტად ამას ვიზავდით! სადმე საგიჟეთში მივაგდებდით იმის გამო რომ თავს საშინლად გრძნობდა, გინდა ჩემი შვილი გიჟად შევრაცხო იმის გამო რომ ვიღაც ბიჭს ხედავს? - გოგონამ ქალს გაუღიმა და კარისკენ წავიდა.
-თუ ეს მართალია და მე ეს მელანდება, გამოდის რომ აჩრდილს შენზე მეტად ვეცოდები, მე მას ვუყვარვარ... შენ კი არა. - კარი გააღო და გაიქცა.
-დაკმაყოფილდი მეგი? მან რომ მეორედ სისულელე ჩაიდინოს, სამუდამოდ მარტო ცხოვრებისთვის მოემზადე, რადგან შენთან არ დავრჩები, აღარასდროს. - დათოს ტკივილი სულ მთლად დაიკარგა მის გულთან ერთად და ქალიშვილის ძებნას შეუდგა. სად არ ეძება, მაგრამ ის სადღაც გაუჩინარდა.
ნუცა პარკში იყო და ლოცულობდა დანიელი იქ ყოფილიყო, აშინებდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ის მართლაც არ არსებობდა, თუმცა არ იცოდა რატომ სჭირდებოდა ეხლა ის.
-ნუცი. - საიდანღაც მისი ხმაც გაისმა.
-დანი... - გაეღიმა მისი ხმა რომ გაიგო. - მე...
-ვიცი. - გაუღიმა და ტყისკენ წავიდა ბიჭი.
-სად მიდიხარ? უნდა ვილაპარაკოთ!
-ნუცა ვიცი რომ გაიგე, გთხოვ მენდე და გამომყევი, მჭირდები, საშინლად მჭირდები მინდა ბოლოჯერ მენდო. - გოგონა უკან გაეკიდა ბიჭს რომელმაც ფეხს აუჩქარა. მათ შორის იმხელა მანძილი იყო რომ ასე შორს არასდროს ყოფილან ერთმანეთისგან. სანამ ისინი ტყეში შედიოდნენ დათომ პოლიცია ჩართო ამ საქმეში, ჩანჩქერზეც ავიდნენ, გოგონა წყალშიც ეძებეს მყვინთავებმა, მაგრამ არსად იყო.
-არ არის... - თავი კიდევ ერთხელ გააქნია ოფიცერმა.
-ტყეში ეძებეთ? - მეორე კაცის რჩევამ ნამდვილად გაამართლა. დათო პოლიციელებს გაყვა ტყის დასაზვერად.
-იქ მიგყევარ სადაც აქამდე მთხოვე გაყოლა? - გასძახა გოგონამ. დაღლილიყო ამდენი სიარულისგან, თან გული უკვდებოდა რომ ერთადერთი ბიჭი რომელმაც ყურადღება გამოიჩინა, ისიც მისი წარმოსახვის ნაწილი იყო, მისი შექმნილი.
-უბრალოდ მენდე.
-შენ ნამდვილი არ ხარ, ჩემი წარმოსახვის ნაწილი ხარ, როგორ მიბრძანებ რამის გაკეთებას თუ მე არ მინდა.
-შენი წარმოსახვის ნაწილი არ ვარ, ნუ ღელავ არ გაგიჟებულხარ. - გაიცინა ბიჭმა და სიარულს კვლავ აუჩქარა.
-ანუ შეშლილი არ ვარ?
-რა თქმა უნდა ხარ... - შეჩერდა და გოგონას მიუახლოვდა.
-ვერ მიგიხვდი...
-შენ ხომ შეგიყვარდი.
-და გიჟი ამის გამო ვარ?
-რა თქმა უნდა, გიჟი უნდა იყო რომ მე შეგიყვარდე, მე ხომ მხოლოდ შენ მხედავ, ხალხი უცნაურად გვიყურებდა, შენ კი ვერ ამჩნევდი, ასევე რაც გაგიცანი ერთი და იგივე ტანსაცმელი მაცვია, რადგან შენს გარდა ვერაფერს ვეხები, ბურთი რომ მოგორდა, ეს ნამდვილად შემთხვევითობა იყო, რადგან ვიღაც ბიჭმა ძალიან ამოარტყა და მეც დრო ვიხელთე. - გაუღიმა და კვლავ განაგრძო სიარული. საშინლად დაიბნა გოგონა და ცადა დასწეოდა მაგრამ ის საშინლად ჩქარა დადიოდა. დანიელი ნელ-ნელა შეჩერდა და გოგონას გახედა, რომელიც მის გვერდით დადგა და გაკვირვებულმა ახედა.
-რატომ გაჩერდი?
-მოვედით... - გოგონას უნდა შეეხედა, მაგრამ ბიჭმა სახე გაუკავა და ნელა შეახო მისი ბაგეები გოგონასას. - ეხლა შეგიძლია შეხედო, მაგრამ დაიმახსოვრე... მიყვარხარ მე შენ, ნუცი. მე და არა შენს წარმოსახვით მეგობარს, მე ვარსებობდი, მაგრამ შეხვედრა ვერ გვეწერა. - გოგონამ ხეს შეხედა და მის ძირში სხეულს რომელიც უსულოდ ეგდო და ყელზე თოკი მიება.
-ღმერთო ჩემო.... დანნ..იი... დანი... - გოგონა სხეულს მივარდა შეხება სცადა. - არა გთხოვ... გემუდარები არა... არა, არა გთხოვ... - ცრემლები ახრჩობდა, გული ეკუმშებოდა. სიბნელეში, სულ მარტო ტიროდა, სხეულს დასტიროდა და გულში ძლიერად იკრავდა ბიჭს.
-ნუციი? - დათოს ხმა გაისმა შორიდან.
-აქეთ, გოგონა ვიპოვეთ! - რამდენიმე კაციც გამოჩნდა ფანრით ხელში, რომლებიც სანახაობით გაკვირვებულები ჩანდნენ. დათომ რომ დაინახა ქალიშვილი, რომელიც ბიჭს ეფერებოდა და გულში იკრავდა გული დაუმძიმდა.
-ნუცა...
-დანი გთხოვ... ვინმემ უშველეთ, ვინმემ ჩემს დანის უშველოს... - პოლიცია ერთ ადგილას გაშეშებული იდგა. - რამე გააკეთეთ!

*******************************

რამდენი საათი გავიდა იმის შემდეგ რაც ბიჭის სხეული ტყეში უსულოდ იპოვეს. გოგონა გაშეშებული იდგა და კედელს მიყრდნობოდა. მეგი დათოს გვერდით დამდგარიყო და ბიჭის მშობლების მოლოდინით დაღლილიყო.
-ჩემი ბიჭი სად არის? დანიელი სად არის? - რამდენიმე ქალი ტირილით შევარდა განყოფილებაში. ერთ-ერთი პოლიციელს მივარდა და ამბავი იკითხეს, მხოლოდ ის იცოდნენ რომ ბიჭი იპოვეს, მაგრამ ვინ იპოვა და როგორ არავინ იცოდა.
-ქალბატონო, ვწუხვარ, თქვენი შვილი გარდაცვლილი იპოვა იმ გოგონამ. თავი მოიკლა...
-დედა რაღა ვქნა... - ქალი მუხლებზე დაეცა და ნუცას გახედა, რომელიც უსულოდ იდგა და ცრემლებად იღვრებოდა. ნელა წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა. - შენ... იპოვე ჩემი ბიჭი? რა დღეში ხარ შვილო? რატომ დაკარგე ბედნიერება? - გოგონას ისტერიული ტირილი დაეწყო, ჩაიკეცა და აქვითინდა.
-დამიბრუნეთ... დანიელი დამიბრუნეთ... - და მიხვდნენ რომ ის მისი სული იყო, მისი სულის ნაწილი, რომლის გარეშეც გოგონამ პირველად იგრძნო რამდენად მტკივნეული იყო ვინმეს დაკარგვა, თანაც ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო, მან წაართვა თავისი თავი ნუცას, დანიელმა თავად მოინდომა წასვლა, მაგრამ ნანობდა... საშინლად ნანობდა.
*კიდევ მინდა შენი შეხება... ისე როგორც აქამდე... რა ძნელად გიპოვნე და რა მალე დაგკარგე.* და მისი სურვილი ცაში ფერფლივით გაიფანტა.

********************************

არ ვიცი როგორ მოგეწონებათ :დდდ უცბათ მინდოდა რომ რაიმე გადმომეცა და იმედია ძაან არ განსმჯით, თუმცა შენიშვნებს მივიღებ და გამოვასწორებ მომავალში, ჩემი პირველი ისტორია სრულად <3

მიყვარხართ
სიყვარულით ლივი <3



№1  offline მოდერი mikussa

რავიცი ცოტა ვერ გავიგე..
--------------------
If you don't believe in yourself, nobody will do.

 


№2  offline წევრი Olivia

mikussa
რავიცი ცოტა ვერ გავიგე..


ნუცა გოგონა იყო რომელმაც სცადა, მაგრამ ჩანჩქერთან დაცვამ შენიშნა და გადაარჩინა. როდესაც იმედები დაკარგა და ვერ მიხვდა რატომ უნდა ეცოცხლა, დანიელი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ბიჭმა ნუცამდე მოიკლა თავი, ტყეში ჩამოიხრჩო, ეს ამბავი მსმენია და ამიტომ მინდოდა ვრცლად მომეყოლა და გოგო ჩავრთე ისტორიაში. დანიელის სხეული ვერავინ იპოვა და მისი სული წუხდა, ამიტომ ნუცა დაიხმარა რომ ეპოვნათ და ოჯახისთვის ჩაებარებინათ... უცნაური ისტორიაა მაგრამ იმედია მოგეწონებათ <3 ვეცდები გამოვასწორო თუ რაიმე შეცდომა იქნა წერის დროს.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამ... ეს გოგო მკვდარი აღმოჩნდა ბოლოს?! ბიჭი გავიგე რო.მკვდარი იყო მაგრამ ოლპს გოგოც მკვდარი აღმოჩნდა კიმარა?!
აუუუ დავმძიმდი კაი რა მეწყინა :( :,(

 


№4  offline წევრი Olivia

ანი ანი
ამ... ეს გოგო მკვდარი აღმოჩნდა ბოლოს?! ბიჭი გავიგე რო.მკვდარი იყო მაგრამ ოლპს გოგოც მკვდარი აღმოჩნდა კიმარა?!
აუუუ დავმძიმდი კაი რა მეწყინა :( :,(


არა ნუცი არ მომკვდარა :დდდ დანიელის დედამ რომ უთხრა რატომ დაკარგე ბედნიერებაო, იგულისხმა ღიმილი მის სახეზე, ზედმეტად ღელავდა მასზე და ბოლოს აღმოჩნდა რომ მის ვაჟს იცნობდა <3

 


№5 სტუმარი Guest wasp

http://geoclas.top/index.php

http://geoclas.top/index.php

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent