შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი პირველი)


30-09-2017, 16:11
ავტორი sofikela
ნანახია 6 013

ფრთებშესხმული გამოვვარდი უნივერსიტეტის მესამე კორპუსიდან და ერთი სული მქონდა მეგობრებისთვის მეთქვა ის ახალი ამბავი, რომელიც მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. მე, სამეგობროსთვის ოფიციალურად უმუშევარს, ჩემთვის საოცნებო თუმცა ამავდროულად წარმოუდგენელი სამსახური შემომთავაზეს რამდენიმე წუთის წინ. კარგა ხანს მივდიოდი ბედნიერებით ფრთაშესხმული თუმცა ვიგრძენი, როგორ ვსველდებოდი ნელ-ნელა და ახლომდებარე გაჩერებას შევაფარე თავი. ჩავთვალე, რომ ვიმსახურებდი კომფორტულად მგზავრობას შემოდგომის ამ ცივ დღეს და სასწრაფოდ დავიწყე საგულდაგულოდ შენახული ფურცლის ძებნა, რამდენიმე დღის წინ რომ მივაწერე ნომერი სახელით - „იაფიანი ტაქსი“. გაყინული თითებით ავკრიფე ნომერი და ისევ მეცხრე ცაზე მყოფი დაველოდე გაბმული ზუმერის შემდეგ სასურველი ხმის გაგონებას.
- გისმენთ - გაისმა უჩვეულოდ სასიამოვნო ხმა
- გამარჯობათ, ტაქსის გამოძახება მინდა, ვაკეში, მესამე კორპუსთან ვგდავარ გაჩერებაზე, „ბიბლუსი გალერის“ წინ, შეგიძლიათ მოხვიდეთ? - მივაყარე სიცივისაგან აკანკალებული ხმით.
- უკაცრავად? - მიპასუხა ცოტა გაოცებული და თან მხიარული ხმით.
- დიახ, დიახ, ტაქსის გამოძახება მინდა, ასეთ ამინდში თითქმის შეუძლებელია თავისუფალი ტრანსპორტის პოვნა, იქნებ მალე მიშველოთ, ვუთხარი მუდარანარევი ხმით.
- იცით , გოგონა... თითქოს ცდილობდა რაღაც აეხსნა ჩემთვის
- გელოდებით, ვთქვი და სწრაფად გავთიშე ტელეფონი იმ იმედით, რომ მალე გამოჩნდებოდა ჩემი მშველელი.
ათწუთიანი ლოდინის შემდეგ ჩემს ფეხებთან შავი, ტაქსისთვის ზედმეტად კომფორტული მანქანა გაჩერდა და კვლავ სასიამოვნო ხმამ იკითხა : - ტაქსს რომელი ელოდებით?
გახარებული ჩავხტი მანქანაში, ტაქსის მძღოლს მივესალმე და სითბოთი აზრზემოსულმა მამაჩემის ნომერი ავკრიფე მაშინვე.
- მა, როგორ ხარ? იცი, სამსახური შემომთავაზა ფაკულტეტის დეკანმა და დავთანხმდი. წარმოგიდგენია, ლექცია უნდა წავუკითხო პირველკურსელებს განათლების მენეჯმენტში და ადმინისტრაციულ საქმეებსაც შევითავსებ ნელ-ნელა, ამაზე ვერც ვიოცნებებდი. - მივაყარე ახალი ამბით გახარებულმა მამას და მისგანაც არ დააყოვნა მოსალოდნელმა რეაქციამ.
- კარგი, მა, წავედი ახლა, ტაქსიში ვარ და დაგირეკავთ საღამოს, უთხარი დედას ახალი ამბავი. გავთიშე ტელეფონი და მხოლოდ ახლა შევათვალიერე ზედმეტად სიმპატიური და სოლიდურად ჩაცმული 30 წლამდე მამაკაცი.
- საით? მკითხა ღიმილით და ახლაღა მივხვდი, რომ არც კი მითქვამს მისთვის, სად უნდა მივეყვანე.
- უკაცრავად, სულ დავიბენი ბედნიერებისგან, სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე.
- არის, უფროსო! მითხრა და თვალი ჩამიკრა სარკეში.
ეს აუცილებლად ორდიპლომიანი იქნება, გავიფიქრე ჩემთვის და ჩემივე აზრმა ძალიან გამამხიარულა.
- გილოცავთ საოცნებო სამსახურს , მითხრა მხიარულად და ისევ თვალისმომჭრელად გამიღიმა, - თქვენი საუბარი მოვისმინე უნებურად.
- დიდი მადლობა, მართლა სიზმარში მგონია თავი, - ვუთხარი და მივეყრდენი დაცვარულ მინას.
- ლექტორობისთვის ზედმეტად ახალგაზრდა არ ხართ? მკითხა გამომცდელად
- ჰო, რა ვიცი, ცოტა კი მეშინია.. ვუთხარი და ჩემი აღფრთოვანება წამიერად გაქრა სადღაც.
- შეძლებთ, დარწმუნებული ვარ. მიხრა და კვლავ თვალისმომჭრელი ღიმილი მაჩუქა.
- იმედია, ვუთხარი და აწკრიალებულ ტელეფონს ვუპასუხე.
- ჰო, ნათ, მოვდივარ და სასწაული ამბავი მომაქვს. ვუთხარი მხიარული ხმით და ჩემი აღფრთოვანება კვლავ საიდანღაც შემოფრინდა. - მოიცადე და რომ მოვალ გეტყვით. ყველანი მანდ ხართ?
- ნინა როგორც ყოველთვის აგვიანებს, - მიპასუხა სიცილით და მალე მოდიო, მომაძახა.
- ალბათ, დღევანდელ დღეს ფხიზლები არ დაასრულებთ. სიცილით მითხრა სიმპატიურმა მძღოლმა.
- არ ვიცი, ალბათ. -კვლავ გავმხიარულდი მეც.
საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა ტაქსის სიმპატიური მძღოლი. გულიც კი დამწყდა, ნაცნობი კორპუსი რომ დავინახე. გადავედი მანქანიდან, დავემშვიდობე და შორიდან მომაძახა : - თუ დაგჭირდე, ისევ იმ ნომერზე დარეკეო. გავუღიმე, გამიკვირდა მისი ასეთი ტონი, თუმცა გოგოებთან ჭორაობასა და ახალი ამბის განხილვის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი.
ლიფტი ისევ არ მუშაობს, ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და ბუზღუნით შევუდექი გზას მეცხრე სართულამდე.
- ამ სახლში ლიფტი არასდროს ამუშავდება? პრეტენზიით შევაღე ჩემი მეგობრის ბინის კარი და მოლოდინით სავსე თვალებს გადავაწყდი.
- ვინ მოგიყვანა? მკითხეს ერთხმად
- ტაქსით მოვედი
- როდიდან ჰყავთ ასეთი მანქანები სამგზავრო კომპანიებს თან ასეთი სიმპატიური თანამშრომლებით? დაწვრილებული თვალებით მკითხა ანამ.
- რა გჭირთ , ხალხნო, ტაქსი იყო, ხომ არ მოგატყუებთ? ვუპასუხე გაკვირვებულმა და იატაკზე მოკალათებული ლაზარე ავიყვანე ხელში.
- აბა, რა ახალი ამბავი უნდა გეთქვა? მკითხა მარიამმა და განაგრძო ბრაუნის კეთება.
- რა და, უკვე აღარ ვარ უსაქმურთა რიგებში, ორშაბათიდან სამსახურს ვიწყებ ! ვთქვი ხმამაღლა და თავაზიანად დავუკარი თავი ჩემს მეგობრებს.
- რაა? სად ? - შესძახეს თითქმის ერთხმად.
- სად და, ქეთევანმა შემომთავაზა ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ადგილი და თან პირველკურსელებს განათლების მენეჯმენტი უნდა წავუკითხო. - მოვახსენე თავდაჯერებულად.
- მე, რა თქმა უნდა, ვიცოდი, გილოცავ ! მითხრა სალომემ და ჩამეხუტა.
- რა მაგარია ! ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ ! თქვა ნათიამ. დღეს ბავშვებს ცოტნე მიხედავს, გამოგვიცხადა კმაყოფილმა, აივანზე გავიდა და შავი ღვინო შემოიტანა ხუთლიტრიანით.
- ეს უკვე მომწონს - შემოვკარი ტაში და ამ დროს ნინამაც დაიწყო - იცით, მეც მაქვს თქვენთვის ახალი ამბავი, სანამ არ გადაწყდებოდა, არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი და ტყუილად თავის დაიმედება, ჰოდა, დღეს საბოლოო პასუხიც მივიღე, მოკლედ, მესტიაში მივდივარ ერთი წლით, ქართული ენისა და ლიტერატურის სრულუფლებიანი მასწავლებელი ვხდები - ღიმილით დაასრულა თავისი სათქმელი და ჩვენს რეაქციას დაელოდა.
- რაა? შევიცხადეთ ერთხმად. -ეს აქამდე არ უნდა გეთქვა?
- მინდოდა თქმა, მაგრამ რომ არ გამომსვლოდა, უფრო დამწყდებოდა გული და გადავწყვიტე საბოლოო შედეგს დავლოდებოდი - თქვა დარცხვენილმა.
- რა მაგარია, ნინა, რამდენ რამეს ისწავლი, რამდენ რამეს ნახავ, ეს რა კარგი დღე გაგვითენდა - ვუთხარი სიხარულით და ჩავეხუტე საყვარელ მეგობარს.
მეშვიდე წელია ერთად ვართ, ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ამბავს ერთად განვიხილავთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა ვუმადლოდე ეს საოცარი გოგონები რომ გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში. ქართულ ფილოლოგიაზე ჩავირიცხეთ ყველანი და მერე რაღაცნაირად ვიპოვეთ ერთმანეთი. უნივერსიტეტის დამთავრება არ გვაშინებდა, თავიდანვე ვიცოდით, ეს კავშირი მყარი და საიმედო იყო. ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გააზრებულად დავუმეგობრდით ერთმანეთს, ყველანაირი ძალდატანებისა და გარემოებათა გათვალისწინების გარეშე. ბევრი დასამახსოვრებელი დღე გამოვიარეთ. თავიდან სალომე და ნათია გავიცანი, ჩემს წინ ისხდნენ პირველ სემინარზე, მერე მარი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, შემოდგომის ერთ ცივ და მოქუფრულ დღეს გვერდით მომიჯდა აუდიტორიაში და საათი მკითხა. ანა მერვე კორპუსის ბნელ დერეფანში გავიცანი დაბნეულმა და ერთად ვიპოვეთ სააქტო დარბაზი, სადაც ლექცია გვიტარდებოდა. ნინა სალომეს და ნათიას წყალობით გავიცანი და ასე გავხდით ერთი დიდი სამეგობრო.



№1 სტუმარი Nia

Magaria imedia gaagrdzeleb veli shemdeg tavs

 


№2 სტუმარი Gvancx

ლაღად წერ, კარგი ენით. მაგრამ თითქოს გაწყვიტე თავი არასწორ ადგილას. დაასრულე სცენა ან სათქმელი და მერე გამოვა გადასვლა შემდეგ თავზე ბუნებრივი. სანამ დადებ გადაიკითხე ხოლმე.
საინტერესოა და ველი.

 


№3  offline წევრი sofikela

Nia
Magaria imedia gaagrdzeleb veli shemdeg tavs

ძალიან დიდი მადლობა <3

Gvancx
ლაღად წერ, კარგი ენით. მაგრამ თითქოს გაწყვიტე თავი არასწორ ადგილას. დაასრულე სცენა ან სათქმელი და მერე გამოვა გადასვლა შემდეგ თავზე ბუნებრივი. სანამ დადებ გადაიკითხე ხოლმე.
საინტერესოა და ველი.

გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნას, დიდი მადლობა შეფასებისთვის <3

 


№4 სტუმარი Guest lia

შაინტერესო :::დამაინტრიგებელი ::დასაწკისია. Mომეწონა ზალიან.ველოდები ახალ ტავს❤❤❤

 


№5  offline წევრი ნეფერტარი

გადავხედე ახლა, თქვენს ნაწერს, 61 მოწონება მოგიგროვებიათ, მშვენიერი მაჩვენებელია. ოღონდ დასაწყისში გამოგრჩათ დაგეწერათ რომ წვიმიანი დღე იყო იმ დღეს, ამიტომ ტექსტმა სხვაგან წამიყვანა. კარგი იქნებდა თუ ტრივიალური მელოდრამა არ იქნება და ნორმალურ სიუჟეტს მოიფიქრებთ. წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით. როცა დაასრულებთ მაშინ წავიკითხავ, ნაწყვეტების წაკითხვა არაფერს მაძლევს მით უმეტეს თუ ეპიზოდი იმავე თავში არ მთავრდება.

 


№6 სტუმარი სტუმარი ბარბარე

საღვარლიბაა იყოოო :დ მშვენიერი დასაწყისია ნშვენიალური ისტორიისთვის <3 ველოდები შემდეგს <3

 


№7  offline წევრი sofikela

პენელოპე
კარგია, კარგი, მაგრამ იცოდე რამე კარგი სახელი შეურჩი იმ ბიჭს, თორემ გავაფრენ. stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

მოგეწონათ სახელი? :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent