შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის აჩრდილი [სრულად]


1-10-2017, 04:26
ავტორი მე♥
ნანახია 20 719

როგორც წესი მინაწერს ყოველთვის ბოლოში ვაკეთებ, მაგრამ ამ ისტორიაზე გამონაკლისს დავუშვებ.
ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად ამ მიზეზის გამო არ გადამიხედავს ისტორიისთვის და შეცდომები არ შემისწორებია. არ მინდა რაიმე შევცვალო, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ბევრისთვის კითხვის დროს დამღლელი აღმოჩნდება შეცდომაზე შეცდომის აღმოჩენა. ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს და იმედია გაუსაძლისი არ აღმოჩნდება ისტორიის კითხვა.
არც ამ ისოტრიაში ეძებოთ რაიმე განსაკუთრებული და ჭკუის სასწავლებელი, იმიტომ რომ ჩემი ისტორიები ამ აზრით არ ცოცხლობს. უბრალოდ ისიამოვნეთ და შეეცადეთ დროებით მაინც არ იფიქროთ ცუდზე, იმედია ისტორია ამას შეძლებს. <3
და დიდი იმედი მაქვს ისიამოვნებთ. <3


"წარსულის აჩრდილი"

საღამომდე მისაღებში ისხდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ. რა კარგია ძველი მოგონებები, მითუმეტეს თუ ის შენ სიხარულთანაა დაკავშირებული. რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია ადამიანს და რამდენ რამეს არ აკეთებ, ან ვერ აკეთებ. უკვე წლებია მოგონებებით ცხოვრობს, ერთი წელია რაც ტკივილი გაყუჩდა,მაგრამ ერთი შეფართხალება და ის კვავ გამოიღვიძებს. 6 ტკივილით აღსავსე წელი ძლივს გადააგორა. რომ არა დათო და ნანა როგორ გაუჭირდებოდა. სახეგაბადრულები ისხდნენ მისაღებში და ცხელი ყავის ფინჯნებისთვის ხელები მაგრად ჰქონდათ შემოჭდილი. ელექტროენერგია დროებით გამორთეს, ხარვეზების გამო. ახლა კი ეს სამი ერთმანეთზე გადამკვდარი ადამიანი ცდილობენ პლედებით და ცხელ-ცხელი ყავით გათბნენ. ახლაც წამოუარეს მოგონებებზე მწარე ფიქრებმა,მაშინაც ასეთი დრო იყო, არც ელექტროენერგია არც გაზი,არა მაშინ უარესი იყო და მაინც რა ტკბილად ახსენდება ის ბედნიერი 5 წელი,რომელსაც ფეხდაფეხ მოყვა ტანჯვით აღსავსე 6 წელი. ჩაიცინა და დათოს გახედა. ბიჭი ბავშვობის მეგობარს ნანას დასცინოდა,ბავშვობაში ბუზების როგორ გესინოდაო. ამაზე სამივეს გაეცინა. მათ უყურებდა და მაინც ის ახსენდებოდა. ქუჩებს კვეთდა და ისევ ის ახსენდებოდა. ყველგან ის იყო.სიზმრებშიც,აქაც ახლაც თითქოს სადღაც ახლოსა და დარაჯობს.წარმოსახვითმა უნარმა ცოტა გაახარა. მხრები შეათამაშა,სიცივისაგან და კბილები გაკაწკაწა. ოთახს თვალი საეჭვოდ მოავლო,ვერაფერის თვალი,რომ ვერ მოკრა მზერა ისევ ორ მეგობარს აჩუქა. მთელი 6 წელი წანჯვასი გალია,ტირილით და დარდით. მეშვიდე წელი,რომ დაიწყო დათომ და ნანამ მონასტერში გაუშვეს ცოტახნით.იქიდან უფრო მსუბუქი და ძველი ბარბარე დაბრუნდა. შედეგს მეგობრები დღითიდღე იღებენ,მაგრამ რა ხდება იქ სულის მიღმა?! ბარბარემაც არ იცის. რამდენჯერ წარმოიდგენდა,მისი ნახვით გახარებული რას მოიმოქმედებს. ზოგჯერ სილას გააწნის,ზოგჯერაც დაუფიქრებლად მოხვევს ხელებს და ნატანჯ 6 წელიწადს აპატიებს. მარტო ის აზრი ახევინებს უკან,რომ მას უკვე ცოლ-შვილი ყავს 6 წლის გოგო. წასვლიდან მესამე დღეს ცოლი მოიყვანა. ალბათ ამან უფრო განაპირობა მისი დეპრესიაში ჩავრადნა. როგორ ცდილობს ტვინის იმ წერტილიდანაც ამორეცხოს ის სახელი სულ უკან,რომ აქვს გადაწეული,მაგრამ გულის იმ ნაწილს რა უყოს სულ მას,რომ უკავია?!... სიმწრით გაიცინა და ფეხზე პლედშემოხვეული წამდოგა,ფინჯანი მინის მაგიდაზე დადგა და ფანჯარასთან მივიდა. თოვს, ზუსტად ისე როგორც კონსტანტიენს უყვარს. "მსუქანი" ფიფქები დედამიწაზე უმოწყალოდ ცვივა და არემარეს ათეთრებს. ბარბარეს არ უყვარს თოვლი, ცდილობს,რომ არ უყვარდეს ის რაც კონსტანტინეს უყვარდა,მაგრამ არ გამოსდის. მისი ყველაფერი უყვარდა.
დათომ და ნანამ დანანებით გახედეს მეგობარს შემდეგ კი ერთმანეთს იმედგაცრუებულებმა გადახედეს. თვალებით ანიშნა დათომ,რომ ბარბარე ისევ ისეა,უბრალოდ ფიზიკურად აივსო,მაგრამ შინაგანად? ისევ ისეთი სუსტია.
ფანჯარას თვალი გაუშტერა ფიფქებიც მკრთალად მოჩანდა უკვე,თვალის გაშტერებისას თითქოს ბურუსში მისი სახე დაინახა,მომღიმარი კონსტანტინე." წარსულის აჩრდილი ხარ" წაიჩურჩულა და თვალები სწრაფად დაახამხამა.
მეგობრებს მიუტრიალდა და გაუღიმა,დათო ფეხზე წამოხტა პლედი სავარძელში დააგდო და ბარბარესთან სწრაფი ნაბიჯებით მივდა.
-ბარბ, მოდი დღეს სადმე წავიდეთ.- უკნიდან მოეხვია მეგობარი და ნიკაპი ბარბარეს მხარზე დადო.
-სადაც გათბობა.-წამოიჭრა ნანაც,ბარბარემ და დათომ ერთდროულად გაიცინეს.
მეგობრებმა კარი გაიკეტეს და ერთ საათში დათქვეს შეხვედრა ნანას სადარბაზოსთან. ორი კორპუსის იქით ცხოვრობს ნანა,დათო შედარებით მოსორებით. დათოს მიგდებულ პლედს ხელი მოკიდა და დაკეცა.. სამივე პლედი დივანზე დააწყო და ოთახისკენ წავიდა. კარადა გამოაღო. ჯინსის შარვალი, თეთრი შავში ნაქსოვი ზედა და მანტო აიღო და საწოლზე დააწყო. 40 წუთში უკვე მზად იყო... მისაღებსი გავიდა ჭიქები ნიჯარაში ჩააწყო და ამორეცხა. გასასვლელში შეყოვნდა, სახლს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და კარები გაიკეტა.
ამ ბოლო დროს ჩვევად ექცა, გარეთ გამოსვლილას გრძნობს როგორ უწვავს ზურგს ვიღაცის დაღინებული მზერა,უკან მიხედვისას კი არავინ ხვდება,ან ხვდება და ვერ ცნობს... ახლაც კორპუსიდან გამოსვლისთანავე იგრძნო მზერა,ეზოს თვალი მოავლო."მგონი ვგიჟდები" ჩაიდუდღუნა და მანტოს ჯიბებში ხელები ჩააწყო. ნანას კორპუსამდე ის უცნაური გრზნობა ვერ მოიშორა.. 10 წუთი ელოდა ნანას,მერე კი დათოს.
-ზოგჯერ ეჭვი მეპარება,რომ დათო ბიჭია.-დაბღვერილმა დაიწყო ლაპარაკი ნანამ.
-რატო?-გაიკვირვა ბარბარემ და მეგობარს ხელები მოხვია.
-რა რატო?ქალები ჩვენ ვართ თუ ეგ? ყოველთვის მეტ დროს ატარებს სარკესთან.-განაგრძობდა ისევ ნანა. 15 წუთის შემდეგ სახეგაბადრული დათო ტელეფონს ჩასჩერებოდა და ისე მოდიოდა გოგონებისაკენ.
-სულ ასე შეიძლება?-დაიწუწუნა ნანამ და წინ წავიდა.
-ასე როგორ?
-ქალივით ტრიალებ ერთი საათი სარკესთან.
-მერე რა?
-არაფერი გამოადგი მალე ფეხი,მომეყინა ცხვირი.
-ბარბი,სად მივდივართ?
-არ ვიცი,ნანას ეცოდინება.
- ჭავჭავაძეზე ერთი კაფე ვიცი, ამასწინებზეე ლადომ წამიყვანა,კარგი გარემოა მოგეწონებათ.
-ლადომო?-დათომ თავი წინ წაწია და თვალები გაუფართოვდა.
-ხო ლადომო.-მხარი გაკრა ბარბარემ.
-რაო?-ჩაეკითხა დათო ნანას.
-არაფერი, ყავაზე დამპატიჟა.


მთელი გზა ჩხუბში გალიეს. ტაქსი გააჩერეს და ჭავჭავაძის კაფემდე ხმა აღარცერთს ამოუღია. ბარბარემ თავი მინას მიადო და გაიყურსა. როგორი გადათეთრებული იყო თბილისის ქუჩები.
ხელს,რომ ჩაკიდებდა არ წამექცეო. არცერთი მასთან გატარებული დღე არ ახსენდება ტკივილით. ტკივილი უკვე წასვლიას მიაყენ ისეთი,რომ სული დაუზიანა.კაფის კარები დათომ შეაღო,გარემოს თვალი მოავლო და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა.
-ყოჩაღ ლადო.
ირონიულად წაისისინა და ნანასგახედა,გოგონას წარბიც არ შეუხრია თავისუფალ ადგილს ეძებდა თვალებით.გარემომ ბარბარეზე დადებითად იმოქმედა,განწყობა შეუქმნა. სიმშვიდე ყველაზე მეტად უყვარდა. მარტოობას კი ვერ იტანდა,ამ დროს საკუთარ თავს ყველაზე უმწეოდ გრძნოდა,ბარბარე კი უმწეო ხალხს ვერ იტანს საკუთარი მე,რომ არ გააჩნიათ.სულ ცდილობს მეგობრები გვერდიდან არ მოიცილოს,ამიტომაც აქვთ ამდენწლიანი ურყევი მეგობრობა. ბაღიდან ერთად მოდიან,სკოლაც ერთად დაამთავრეს და სასწავლებელიც. ნანამ ჟურნალისტობა არჩია,დათომ არქიტექტორობა,ბარბარემ კი ბავშვობის ოცნება აიხდინა და იურიდიოლზე ჩააბარა. როგორ არ მოსწონდა კოსტანტინეს ბარბარეს არჩევანი,მაგრამ ბარბარეს მყარ გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგა. ადვოკატის,როლი შისანიშნავად მოირგო.
14 წლის იყო,კონსტანტინე პირველად,რომ ნახა.სკოლის წინ იდგა და დაჟინებით ჩაშტერებოდა ბარბარეს შავ თვალებს.
თავისუფალი ადგილი დაიკავეს, ფანჯარასთან ახლოს და შეკვეთა მისცეს. დათო მაგიდაზე ხელებს ათამაშებდა, დროდადრო კი ნანას უპწკენდა და აღიზიანებდა. სამეგობროში ნანა მოთმინების უანრით არ გამოირჩევა ყველაზე ფეთქებადია. დათო და ბარბარე კი ურყევი ნერვების პატრონები არიან.ამ 6 წელმა ცოტა დაჩაგრა,მაგრამ მაინც ვერ გატეხა მისი მოთმინების ფიალა. იგრძნო როგორ აეწვა მარჯვენა მხარი და ხელი დაისვა.ფანჯარაში გაიხედა,მაგრამ თვალი ვერაფერს მოკრა მანქანების და მოსიარულე ხალხის გარდა.
2 სათი ისხდნენ კაფეში და შემოსულ და გასულ ხალს ასე თუ ისე კრიტიკის თვალით უყურებდნენ,ბოლო კლიანეტმა სამივეს ყურადღება მიიპყრო.მაღალი,კარგი ტანის მამაკაცმა მათ პირდაპირ დაიკავა ადგილი. ბარბარეს გახედა და გაუღიმა. მამაკაცის ლურჯმა თვალებმა და აპრეხილმა ცხვირმა მისი ყურადღება მიიპყრო. გოგონამ თვალი სწრაფად მოაცილა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. ათრთოლებული ხელები ძლივს დაიმშვიდა. დათოს და ნინას გახედა და გაუღიმა.
კაფიდან გამოსულები ტაქს აჩერებდნენ დათომ,რომ აიტეხა ფეხით გავისეირნოთ ცოტა ლამაზად თოვსო. დათოს ნებას დაჰყვნენ და ტროტუარზე გადავიდნენ. ერთი პერიოდი ცეკვაზეც კი დადიოდნენ ერთად ნანას დაჟინებული თხოვნით.დათომ ნიჭი შუა ქუჩაში გამოამჟრავნა და ნანას ხელი დაავლო. შუა ქუჩაში აცეკვა,გოგო ისე ასავსავებდა ხელებს საცოდაობით დაიწვა ბარბარე და მაჯაში ჩაკიდა ხელი,თავისკენ გამოწია და მარტოდმარტო მოცეკვავე დათო დაოტვეს.
-ნაგლები ხართ.-შეუბღვირა ბიჭმა და წინ წავიდა.
-აბა რამ აგაცანცარა შუა ქუჩაში?- ნანას სახეზე მიმიკა არ იცვლებოდა.
-ხვალ არ მიცნონ.-ჩაიცინა და ბარბარეს ხელი გადახვია.
სახლში შესულმა იგრძნო დაღლილობა,ფეხსაცმელები შემოსასვლელში დააწყო,მანტო საკიდზე ჩამოკიდა და მისაღებში გავიდა. დივნიდან ერთი პლედი აიღო და მოიხვია."როდის გაასწორებენ,გავიყინე." აწუწუნდა .
სამზარეულოში ლასლასით გავიდა,ფინჯანში ყავა და შაქარი ჩაიყარა და ჩაიდანი ქურაზე შემოდგა. სამზარეულოს ფანჯრიდან უკანა ეზოს გადახედა, ნაცნობმა სილუეტმა თვალი მოჭრა."ეს კაცი კაფეში არ იჯდა?" კითხა თავის თავს და პასუხიც თავადვე გასცა"ეგარის"... მამაკაცმა ბარბარეს ფანჯრებს ამოხედა,თვალი ჩაუკრა და იქაურობას გაეცალა. გაოგნებული ფანჯარას მოშორდა, თვალები მოიფშვნიტა და ქურასთან მივიდა. "გიჟია?" თითებს ატკაცუნებდა და ჩაიდანს დასჩერებოდა."ჰა ახლა მალე ადუღდი" შეუბღვირა უსულო საგანს,თვითონვე გაეცინა თავის საქციელზე.. წყალი ფინჯანში ცაასხა და ისევ მისაღებისკენ წავიდა. ფეხმორთხმული დაჯდა სავარძელზე და გამათბობელს ხელი იმედით მიადო,ისეთი ცივი იყო ხელები მოეყინა.. ცხელ ფინჯანს თითები შემოაჭდო და მათი გათბობა ცადა."მართლა ოთხმოცდაათიანებში ვბრუნდებით"...
ფინჯანი გამოაცარიელა მაგიდაზე დადგა და ოთახისკენ გალასლასდა."ფინჯანს მერე გავრეცხავ ახლა ცივი წყალი საცოდაობაა" საწოლში შეწვა და დაძიენბა ცადა.

მოგონებები ამ დროს ყველაზე მეტად ახვევდა თავბრუს. ამიტომ ვერ იტანდა მარტოობას,იცოდა,რომ კონსტანტინეზე ფიქრს ვერ შეწყვეტდა. გვერდი იცვალა და საბანში უფრო გაეხვია.მიზეზი,რომ მაინც სცოდნოდა რატომ მიატოვა წლების წინ საყვარელმა მამაკაცმა,ალბატ უფრო განთავისუფლდებოდა ამ ფიქრებისაგან. ნათლად ჩანდა ის,რომ ბარბარეს მისთვის მიტოვების მიზეზი არ მიუცია. რამდენჯერმე საკუთარი თავი უსამართლოდაც განსაჯა, "ალბათ მიზეზი მიეცი" მაგრამ სულ ბოლოს ფიქრების დასასრულში გრზნობდა,რომ მას არავისთვის მიტოვების მიზეზი არ მიუცია მითუმეტეს კონსტანტინესთვის. ფანჯარაში მბჟუტავ ლამპიონს გახედა ერთი ამოიგმინა და თვალები დახუჭა."ლამპიონები კი ააბრდღვიალეს და ჩემი ელექტროენერგია რა გახდა" მაინც ვერ მოისვენა..


დილით,ადრე ადგა სამსახურში წასვლამდე ერთი საათი მაინც სჭირდება მომზადება. ადგომისთანავე ელექტროენერგია შეამოწმა, "ძლივს" მისაღებსი გავიდა მაგიდაზე დატოვებული ფინჯანი აიღო და სამზარეულოსკენ წაფრატუნდა.
კიბები სწრაფად აირბინა და მდივანს ერთი ყაავა სთხოვა.. სავარძელში დაჯდომისას იგრზნო,რომ ცოცხალია. "ლამის არ გამიტანა იმ ფეთხუმმა" წამოიკნავლა და სავარზელში გასწორდა.ჩანთა ფეხებთან დადო ტელეფონს დაწვდა და ნაცნობი ნომერი აკრიფა.
-ზაზა,ბარბარე ვარ როგორ ხარ?
-გიცანი ბარბარე. კარგად შენ?
-მეც არამიშავს. ზაზა ერთი კვირის წინ,რომ დიმიტრიმ საბუთები მოგცა გახსოვს?
-კი.
-ეჭვმიტანილის სახელი და გვარი მინდა.
-მოხდა რამე?
- მგონი ზუსტად მაგ ეჭვმიტანილის გასამართლება დამავალეს და მიდი რა მითხარი.
-კაკი ნაკაშიძე.
-რამდენი წლისა?
-28.
- აყვანილია?
-აყვანილი არა,ნუ სამხილები არ გვაქვს ხომ ხვდები იმდენი,რომ დავაკავოთ.
-გასაკვირია. აბა მე რატომ მთხოვეს ჯერ დაცვა?
-ვინ გთხოვა?
-მშობლები იყვნენ გუშინწილ მოსულები.
-საეჭვოა.
-კარგი ზაზა აბა დროებით.
-თუ რამეა გამაგებინე.
-კარგი.

ბარბარემ ტელეფონი მაგიდაზე დადო და თვალები მაგრად მოხუჭა. გრძნობდა,რომ მომავალი რადიკალურად შეიცვლებოდა. არასდროს უყვარდა რამოდენიმე წამით ადრე რაღაცის თქმა. ვერასდროს იტანდა გეგმებს. პროცესებზეც ისე მიდიოდა არავის უთანხმდებოდა. ვერ იტანდა წინასწარ გაკეთებულ დასკვნებს. სავარძლის საზურგეს მაგრად მიაჭირა თავი,თითქოს რაღაცის განდევნას ცდილობს. ზაზას ნათქვამმა ფიქრები აუფორიაქა, რაში სჭირდებოდათ მშობლებს ადვოკატი, როცა შვილი ჯერ კიდევ გარეთ ყავდათ. "ანუ ეჭვი ეპარებათ შვილის სამართლიანობაში" გახარებულმა ჩაიღიმა და გასწორდა. დიდ ღილაკს ხელი მსუბუქად დასცხო და ნათიას ყავა შეახსენა. დაბნეული მდივანი 5 წუთში უკვე მის კაბინეტს ტოვებდა. ყავა მოსვა და ცოტა გამოცოცხლდა. წეღანდელი შემთხვევა გაახსენდა და ტანში გასცრა.სიკვდილს წამებით გადაურჩა. გზას კვეთდა ვიღაცა არანორმალურმა წითელზე,რომ გაირბინა და ლამის გაიტანა. სამსახური ერთადერთი ადგილი იყო სადაც მარტო ყოფნისას კონსტანტინეზე ფიქრს ვერ ახერხებდა, წამოუვლიდა თუ არა მასზე ფიქრები საქმეს უფრო ჩაუღრმავდებოდა და მალევე განდევნიდა.
ამდენი წლის შემდეგ მაინც ისე ტკივა გული,როგორც პირველ დღეს,როცა გაიგო,რომ მამაკაცმა დატოვა. ყველაზე მეტად კი იმან ატკინა ცოლი მოიყვანაო,რომ უთხრეს. დათო და ნანა რამდენხანს ცდილობნენ ბარბარეს სიმართლე არ გაეგო,მაგრამ მდივანმა ყველაფერი დაუფიქრებლად მიახარა. აზრი,რომ სხვაში გაცვალა მოსვენებას არ აძლევდა ეს წლები. ფეხი ფეხზე გადაიდო და საბუთებს ჩააშტერდა. იგრძნო როგორ აეწვა ზურგი სწრაფად მიტრიალდა,მაგრამ არავინ დახვდა. მისი ფანჯრების პირდაპირ მშენებარე კორპუსი დგას კედლების კარეშე... " არა მართლა ვგიჟდები"



სამსახურიდან საღამოს 8 საათზე გამოვიდა, მანქანა დათოს ათხოვა, "ახლა ტაქსის გამოჭერა არ გინდა" წაიწუწუნა და ხელები ერთმანეთზე გადაიდო. ცოტა მანძილი ფეხით გაიარა იქნებ რამე წამომეწიოსო. ტაქსის ჭაჭანება არ იყო,ბარბარეს კი საგზაო მარშუტი არ უყვარდა. ძალიან ხალხმრავალია და ამ დროს სულ ბევრი ხალხიაო. ისევ თოვს კონსტანტინესებურად. ახლა ამ დროს მასზე ფიქრები უფრო შემოაწვა. უნებურად მშენებარე კორპუსს გახედა რომლის ერთი მხარეღა მოჩანდა. თავი გააქნია და გზა განაგრძო. ისევ იგრძნო დაჟინებული მზერა ზურგს უკან,ამჯერად ურეაქციოდ შეხვდა ამ ამბავს. ჩანთას მაგრად ჩასჭიდა ხელი და ნაბიჯს აუჩქარა, შიშის ნიადაგზე არა,ინტერესი კლავდა რატომ ეწვის ყოველთვის ზურგი ბოლო 4 თვეა? უკან მიიხედა ტაქსის ყვითელი ნიშანი დაინახა და სიხარულისგან ოდნავ ახტა. ხელი დაუქნია ტაქსმა მის ფეხებთან გააჩერა...ტაქსის მძღოლმა გოგო საეჭვოდ ათვალიერა და გაიღიმა. ბარბარე უკანა სავარძელში ჯდებოდა მკლავში ხელი,რომ წაავლო ვიღაცამ. გაოცებულმა გახედა მამაკაცს,რომელიც უკე ორჯერ ეხილა.ცისფერთვალება მამაკაცი მაგრად უჭერდა გოგონას მაჯაზე ხელს. გაშტერებული უყურებდა უცნობ მამაკაცს... გაღიზიანებულმა გამოგლიჯა ხელი და ერთი შეუბღვირა. ისევ ტაქსში ჩაჯდომას აპირებდა კაცმა კარები,რომ მიხურა და მინას ხელი დაარტყა ნიშნად,რომ წასულიყო. ტაქსმაც არ დააყოვნა და ორ ახალგაზრდას გაეცალა. გაცოფებული და გაღიზიანებული ბარბარე ჯერ კიდევ ტაქს უყურებდა. ვერ იჯერებდა,რომ ეს უტაქტო ადამიანი ასე მოიქცა. ღრმად ამოისუნთქა და შეტრიალდა..
-თავხედი ხარ.- აუღელვებლად მიუგო. არადა რა ცეცხლი ტრიალებდა ახლა მასში,მამაკაცს გაეღიმა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.-როგორ ბედავ?!ვინ მოგცა უფლება?!
-ესეიგი მქონდა.-მამაკაცის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა. ბარბარე ამან უფრო გააღიზიანა.მისთვის ამ ტონით ლაპარაკი არავის გაუბედია ჯერ. სახე აენთო თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
-ცდები,-ისევ წყნარად განაგრძო მან.- შენ არაფრის უფლება გაქვს. იცი შენ ვინ ხარ?! ოცდამეერთე საუკუნის თინეიჯერ ბიჭებს აყოლილი. კაფეში ქალი მოგეწონა აეკიდე და უხეშობით ცდილობ მის "დაკერვას" . დასკვნა ერთია ხეპრე და თავხედი ხარ.-ბარბარემ ჩანთა შეისწორა და მამაკაცს გაეცალა. კაცი არ გაკიდებია,იღომოდა და მიმავალს უყურებდა.

სახლში მისულმა კარები ორჯერ გადაკეტა. აფორიაქებული იყო. წინ და უკან სიარულმაც ვერ დაამშვიდა. "გიჟია,ნაღდად გიჟია" ხმამაღლა ლაპარაკობდა თან ხელებს ნერვიულად ათამაშებდა. როგორ შეაშფოთა მისმა გამოჩენამ. "რას მტაცა ველურმა ხელი" აქედანვე ხვდებოდა,რომ მამაკაცი თვალში დიდად არ მოუვიდა. ადამიანზე ბარბარეს პირველი შთაბეჭდილება არასდორს იცვლება. ახლა იგრძნო როგორ გააჟრჟოლა მამაკაცმა ხელი უხეშად,რომ ჩაავლო. "დავიჯერო ისა ზურგს,რომ მიწვავს ხოლმე?" საკუთარ თავს კითხა და სავარძელში ჩაჯდა."არა ის,რომ იყოს უსიამოვნო გრძნობა არ მოგასვენედა." პასუხიც მალევე გასცა საკუთრ შეკითხვას. მამაკაცზე ფიქრები წამსვე განდევნა. კონსტანტინეზე ფიქრს კი ასე ადვილად თავს ვერ აარიდებდა.


თოვლში ისხდნენ,თავი ბარბარეს კალთაში ქონდა ჩადებული და ციდან მოფარფატე ფიფქებს უყურებდა. მაშინ ორივე უზომოდ ბედნიერები იყვნენ, დაუვიწყარი დღე აჩუქა კონსტანტინემ ბარბარეს. დღეები,რომელიც არასოდეს დავიწყდება. გაცისკროვნებული თვალებით დაჰყურებდა ზევიდან ბარბარე და ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა. კონსტანტინეს თმებს თამაში დაუწყო და მანაც ახედა ცას. ფიფქებმა სახის ნაკვთები ოდნავ ატკინეს,მერე მიეჩვია და სიამოვნებდა კიდეც. ამ დღეს შეიყვარეს თოვლი ორივემ.კონსტანტინე არაფერს შეპირებია უბრალოდ დღეებს ულამაზებდა. ვერცერთი იტანდა მეორე დღის დაგეგმვას ყველაფრის სპონტანურად კეთება უყვარდათ. 7 წელია მისთვის თვალიც კი არ მოუკრავს და როგორ ენატრება. არ უნდა იმის წარმოდგენა,რომ შეიძლება მამაკაცი ვერასდროს ნახოს. სოციალურ ქსელში რამდენი ეძება,მაგრამ ვერ ნახა. 4 თვე უმალავდნენ კონსტანტინეს გადადგმულ ნაბიჯს,რომელიც ასე გაანადგურებდა ბარბარეს. 4 თვე ვერავინ გაბედეს მისთვის ეთქვათ,რომ კონსტანტინემ წასვლიდან 3 დღეში ცოლი მოიყვანა. რამდენჯერ დაუსვა საკუთარ თავს კითხვა ჯობდა კონსტანტინეს ცოლი?! პასუხს ვერასდროს ცემდა კითხვას. ძლივს გადაგორებულმა 7 წელმა ყველაფრის იმედი დაუკარგა. იცის,რომ მასავით ვერავის შეიყვარებს. ვერავინ გააბედნიერებს თოვლის მოსვლისას ისე როგორც კონსტანტინე.

გამათბობელთან მიიტუზა და თითები აათამაშა. სიცივეს ვერ გრძნობდ მიუხედავად იმისა,რომ სახლში საშინლად ციოდა. გამოთბობლებიც ვერ ათბობდნენ . სიცივეს როგორ იგრძნობს,როდესაც სულიერადაა გაყინული. გრძნობებიც გაიყინა და ახლა მარტო იმაზე ფიქრობს ვინ იყო ის ფსიქოპატი დღეს თავს,რომ დაესხა. მამაკაცი ორჯერ ნახა ორივეჯერ საეჭვო სიტვაციაში. უღიმის,თვალს უკრაავს და ბოლოს უხეშობით აგვირგვინებს. გაღიზიანებული ბარბარე ფეხზე წამოდგა ტელეფონის აპარატტთან მივიდა და ნანას დაურეკა. ნახევარ საათში სამივე მისაღებში ისხდნენ.დათო ახალ პროექტი ისე უხაროდა ,რომ ბარბარესაც გადმოსდო და წუთიერად გათიშა. ნანასაც სხოვეს რეპორტაჟის ჩაწერა ცნობილ ბიზმესმენთან.რამდენი ხანი ელოდა ამ დღეს ღამეებს ათევდა,რომ წარმატების მაღალ საფეხურზე მარტოდმარტო ასულიყო არავის დახმარებით. მხოლოდ დათოს და ბარბარეს გვერდში დგომით.ორივეს სიხარული ისე უხაროდა როგორც თავისი..
-ისეთი აჟიტირებული ვარ,დოდომ რო მითხრა კაკი ნაკაშიძესთან ჩაწერ ინტერვიუსო პირი დავაღე.-ბარბარეს თითქსო ურო ჩაარტყეს თავში ისე მოხვდა მამაკაცის სახელი და გვარი ყურში. გაოცებულმა ნანას შეხედა.
-ვინ?!
-კაკი ნაკაშიძე. რა იყო ?
-არარსებობს.- თავი გააქნია და ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა. კაცი,რომელიც ცნობილი ბიზმესმენია ბარაბარეს თხოვს დახმარებას. ასევე ზაზასთანაა მისი საბუთები,დღე დღეზე დააკავებენ. ყველაფერი თავში აერია."რა მიქარა?!" ვერაფერს,რომ ვერ მიხვდა ნანასგან ინფორმაციის გამოტყუება გადაწყვიტა.
-რამდენი წლისა?-ცდილობდა უფრო დაეკონკრეტებინა ეჭვები,რომელიც ასე ღრღნიდა.
-27-28_ის იქნება. მოკლედ ძაან მაგარი კაცი ყოფილა. ადრეც ვიცოდი და რაღაცები მსმენია,მაგრამ დოდოს დავალების შემდგე ყველა ინტერვიუს გადავავლე თვალი. ისეთი სუფთაა, ანგელოზი გეგონება.
-მერე მერე?- ბარბარე წინ გადმოიხარა და მუხლებზე ხელებდაყრდნობილი უსმენდა ნანას.
-მერე ის,რომ რაღაცეები შევამჩნიე. ერთ-ერთ ინტერვიუში შეკითხვა დაუსვეს ცოლ-შვილი გყავთო? და ამან რა უთხრა. ცოლი არაო.
-მერე რა ლოგიკურია ცოლი თუ არ ყავს შვილი რატო ეყოლება?-საუბარში დათოც ჩაერთო.
-ეს აზრზე არა. შენ,რომ გოგომ გკითხოს ცოლ-შვილი გყავსო რას ეტყვი?
-არა თქო.
-მერე? რა საჭირო იყო დაკონკრეტება ცოლი არა_ო? ანუ რაღაცას მალავს.- გადაჭრით თქვა ნანამ და გამარჯვებული მზერით გადაწვა სავარძელში.
ბარბარე, ყურადღებით ისმენდა მონაყოლს და ყვეალფერს იბეჭდავდა. გაკვირვებულმა აღარ იცოდა რა ეფიქრა. "რაღაცას მალავს" ნანას სიტყვები თავში უტრიალებდა.. "უეჭველად" თვითონაც დაეთანხმა მეგობარს და სახე მოექუფრა. როგორმე ნანასთვის უნდა ეთხოვა,რომ კაკიზე მეტი ინფრომაცია მოეძიებინა. ნანას და დათოს არასდორს რევს საკუთარ საქმეში რაც პროფესიას ეხება, უსაფრთოების მიზნით, არც ახლა აპირებს მეგობრების გარევას. ნელა და აუჩქარებლად გაარკვევს ყველაფეერს." რამე,რომ ამოგიქექო, დაგიცავ კი არა ჩაგაყუდებ" გაიფიქრა ბარაბრემ და წელში გასწორდა. თვითონაც არ იცოდა რას ერჩოდა მამაკაცს,მაგრამ ფაქტია,რომ მისი სახელი და გვარის გაგონება ზარავდა. ახლა მხოლოდ მისი ფოტოსურათი სჭირდება ყველაფრის უკეთ გასაგებად.
-ნანა,სურათი გაქვს?
-ვისი?-დაიბნა ნანა.
-კაკის.
-მე არ მაქვს,მაგრამ სოციალურ ქსელში იქნება.გინდა?
-კი.
ნანამ ტელეფონი ამოიღო და კაკის სურათები მოიძია. სურათი გაადიდა და ბარბარეს გაუწოდა. მამაკაცი,რომელიც ეკრანზე იყო საშინლად ეცნობოდა ბარბარეს, აშკარად სადღაც ყავდა ნანახი.. მამაკაცის სახე უფრო ახლოს მოწია და გაოცებულმა პირი დააღო. "არარსებობს ეს ფსიქოპატია?"სახეზე ფერები გადაუვიდა, აღელვდა.. თითქოს წამიერად შიშმაც შეიპყრო,წამიერად ... ტელეფონი უკან სამჯერ მაიცნ გაწია და მოწია,ვერ იჯერებდა,რომ ამდენი დამთხვევა შეიძლება. კაფეში,კორპუსის წინ, სამსახურის საქმეეებშიც და სამსახურთან ახლოსაც ერთი და იგივე პიროვნება ხვდებოდა. ნანას და დათოს ახედა.ტელეფონი დათოს მიაწოდა და ფეხზე წამოდგა. ახლა ყველაფერს ნანას დაავალებდა,თითოეულ დეტალს გამოაჩხრეკინებდა. " მითვალთვალებს,ესეიგი ნანაზეც იცის,რომ ჩემი მეგობარია."
-რაღაცა უნდა გთხოვო.- პირდაპირდ დაიწყო ბარბარემ.
-აბა გისმენ.
-კაკი ნაკაშიძე თავიდან ბოლომდე უნდა ამოთხარო. ყველაფერი უნდა ვიცოდე.
-შენ?
-მოგეწონა?-დათომ გახუმრება ცადა,მაგრამ სიცილი სახეზე მიადნა ბარაბრეს თვალები,რომ დაიანხა.-ხო კარგი.
-ხო მე ნანა. მოკლედ გუშინწილ მაგის მშობლები იყვნენ და დაცვა მომთხოვეს. მერე ზაზას დავურეკე და საქმეა აღძრული მაგ შენ კაკიზე. კაფეში,რომ შეგვხვდა მახსოვს გაფართვოვებული თვალბით,რომ უყურებდი,მაშინ არ ჩაგეკითხე ვინ იყო.მაგის მერე კორპუსთან დავინახე აქ. მერე ტაქსში ვჯდებოდი და ისე წამავლო ნადირმა მკლავში ხელი. მოკლედ ყველაფერი უნდა გამიგო.-მიაყარა ბარბარემ და ბოლოს ამოისუნთქა.
-რაზეა ლაპარაკი.-ზედმეტი კითხვების გარეშე დათანხმდა ნანა. ახლა ყველაფერს ისე გაააკეთებდა,როგორც საჭიორა. "ამოგთხრი" მამაკაცის მიმართ საშინელმა გრძნობამ დაიბუდა შიგნით. ასე უბრალდო დაიბუდა. ბარბარე კი ხვდებოდა,რომ ახლა ყველაფერი აირეოდა,მაგრამ ამისთვის ყველანაირად მზად იყო. მისი ურყევი ნერვები და ხასიათი ამასაც გაუძლებდა. "კონსტანტინემ ვერ გამტეხა და კაკი მომერევა?" ჩაიცინა და მეგობრების წინ დაჯდა.
-არ უნდა გაიგოს,რომ შენ ჩხირკედელაობ.-დაამატა ბარბარემ და ნანას გაუღიმა,მანაც საპასუხოდ ღიმილი აჩუქა და ფეხზე წამოდგა. სახლში მისულმა კაკიზე ინფრომაციის მოძიება დაიწყო.



დილით ტელეოფნის ხმამ გამოაღვიძა. საათს დახედა 8 სრულდებოდა ფეხზე წამდოგა, ყავა გაიკეთა და ისევ ოთახში შებრუნდა. შაბათი დღე ყველაზე მეტად უყვარს.არსად მიდის მთელი დღე სახლში ატარებს დათოსთან და ნანასთან ერთად. დღევანდელი დღეც ზუსტად ისე დაიწყო როგორც ყოველთვის. საწოლში შეწვა, გვერდით დაიდგა ყავის ფინჯანი და ლეპტოპი გხსნა. საძიებო ველში "კაკი ნაკაშიძე" ჩაწერა და ინფრომაციებმაც არ დააგვიანა. ყველა ინტერვიუს გადახედა,მისი მოკლე და არც თუ ისე სახარბიელო ბიოგრაფია ათასჯერ გადაიკითხა.ვერაფერი,რომ ვერ იპოვა ისევ იგივე საკითხებს გადახედა. ვერასდროს იტანდა დამარცხებულის,როლში ყოფნას არც ახლა აპირებდა ვინმეთვის ასპარეზი დაეთმო. ახლა ამ საქმნის გახსნა და გათეთრება ისე უნდა როგორც არსდორს არაფრის. ეს საქმე მეორეა რაც ბარბარეს სურს,რომ თავიდან ბოლომდე შეისწავლოს. პირველი ხომ კონსტანტინეს მიტოვებეის მიზეზია,ვერცერთ საკითხს დააყენებს მასზე წინ.
ფიქრებით ისევ მასთან გადაეშვა,უძიროდ.
მოფარფატე ფიფქებს გახედა, "კოსტასები ხართ" ჩაიჩურჩულა და გაიღიმა. მიუხედავად ამხელა ტკივილისა რაც კონსტანტინემ მიაყენა ვერ დაივიწყა,არც უცდია მისი გულიდან ამოსლა. ვერ შეზლებდა და არც ოცნებობდა. რამდნჯერ გაამართლა "იქნებ რა მოხდა, იქნებ სიკდილ სიცოცხლის საკითხი იყო" მის გამართლებას სულ ცდილობდა, შანს ხელიდნა არ უშვებდა. დედ-მამა,რომ დაკარგა კოსტანტინემ, დათომ და ნანამ გაადაატანინეს ის მძიმე წუთები. წამითაც კი არ დაუტოვებია,სულ მის გვერდით იყო. ღამითაც და დღისითაც. ახლა,რომ ახსენდება ის წლები უფრო უყვარდება კონსტანტინე,უფრო მეტად იძირება მის მორევში საიდანაც ამოსვლას არასდორს ისურვებს.
ლეპტოპი დახურა და ტელეფონს დაწვდა,მეგობრები სახლში დაპატიჟა და საბანსი კარგად გაეხვია. ნახევარი საათი წათვლიმა,კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა."ხომ აქვთ გასაღები" წაიდუდღუნა და ფეხზე ზლაზვნით წამოდგა. კარები,რომ გამოაღო არავინ დახვდა, დაბლა,რომ ჩაიხედა თეთრი კონვერტი და ერთი ცალი თეთრი ვარდი იდო." ასე მარტო კოსტამ იცოდა." გულში საშინლად გაკრა იმ აზრმა,რომ წერილი და ვარდი მამაკაცისგან არ იყო. იცოდა ახლა ის მისგან ძალიან შორს იყო ცოლ-შვილთან ერთად. კონვერტს და ვარდ ხელი მოკიდა და სახლში შეიტანა. იგრძნო,როგორ მოაწვა ემოციები. სიხარულმა აიტანა, გრძნობდა,რომ რაღაცა კარგს ნახავდა. ისეთს რაც გააბედნიერებდა ანუგეშებდა და იმ წელბს გააფერმკრთალებდა. ვარდს უსუნა და ჩაიღიმა,კონვერტი ნელა გახსნა ისე,რომ არცერთი ნაწილი დაზიანებოდა. შიგნით თეთრი თაბახის ფურცელი იდო ორად გაკეცილი. ნელა გადაშალა...
"დავბრუნდი"
სიტყვა,რომელსაც წლებია ელოდება,რომელმაც სულ მთლიანად შეავლსო მისი გული. მუხლები მოეკვეთა და ჩაიკეცა. გადაჭარბებული სიხარულისგან და ემოციებისაგან ვარდი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე უსულოდ დაეცა...



მეგობრებმა კარები ხმაურით შემოაღეს,დათომ რამოდენიმეჯერ დაუძახა შემოსასვლელიდან ბარბარეს.. სიჩუმემ ორივე ცოტა შეაკრთო,მისაღებში გამოსვლისას ფერები გადაუვიდათ, ბარბარე იატაკზე,რომ დიაანხეს. დათოს თვალები ძირს დავრდნილი ვარდისკენ და კონვერტისკენ გაექცა, მიხვდა და ჩაეღიმა. "ასე მარტო კონსტანტინემ იცოდა" წაიჩურჩულა და ნანასაც დაანახა.. ღიმილმა ორივეს სახე გაუბზარა... მწოლია ბარბარე,რომ დიანახეს რეალობაში დაბრუნდნენ და მისი გამოფხიზლება ცადეს... 1 საათში გონს მოვიდა,მაგრამ ჯერ ვერაფერს მიმხვდარიყო. ის კონვერტი და ვარდიც სიზმრის ნაწილი ეგონა... გული დაწყდა, ოთახს თვალი მოვალო... იმედგაცრუებულმა ფანჯარას გახედა.ყველაფერი ისე იყო აღწერილი რეალობას გავდა.. ყველაფერი დაუშვა,მაგრამ ის,რომ კონსტანტინე შეიძლება დაბდრუნებულიყო ვერ წარმოიდგინა... კარებისკენ გადატრიალდა და მომღიმარ დათოს გახედა. ბიძი ადგილიდან არ იძვროდა, ხელები უკან წაეღო,რაღაცას მალავდა. ბარბარემ ყურადღება,რომ არ მიაქცია ორივე ხელი წინ გამოწია. ვარდი და კონვერიტი,რომ დაიანხა ხელმეორედ დაესხა თავბრუ... სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა." რეალობაა ბარბარე." წამოიკივლა და საწოლიდან გადახტა,ვარდი და კონვერტი გამოართვა და ხელბი მაგრად მოხვია მეგობარს"დაბრუნდა დათ დაბრუნდა" ჩურჩულებდა და მეგობარს ეკვროდა, დათომაც მაგრად მოხვია ხელები წელზე. " მჯეროდა" მანაც წაიჩურჩულა და თავზე აკოცა აღტაცებულ ბარბარეს. ოთახში ნანაც შემოვიდა, ორივეს გადაეხვია და ბარბარე წარმატებები უსურვა..
მისაღებში,რომ დასხდნენ ყველაფრის განხილვა დიაწყეს. ისიც იფიქრეს ვინმე ხომა არ ხუმრობსო,მაგრამ ბარბარემ კონსტანტინეს კალიგრაფია იცნო. ამდენი წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, ვერ დატოვა მარტო. ახლა უფრო იგრძნო მის მიმართ ის რასაც ამდენი წელი ჩუმად ინახავდა გულში... ვარდს და კონვერტს ხელიდნ არ უშვებდა. ღიმილი სახიდან არ შორდებოდა,როგორ უხაროდათ ასეთი ბარბარეს დანახვა ორივეს. გვერდით მიუსხდნენ და მაგარდ მოხვიეს ხელები. "იცოდე ახლა არსად უნდა გაუშვა" ყურში ჩასჩურსულა დათომ...
ყველამ იცოდა,რომ კონსტანტინემ ბარბარე რაღაც მნიშვნელოვანის გამო დატოვა. არავის შეპარვია ეჭვი მამაკაცის გრძნობებში. წამითაც კი არცერთს გაუვლია გულში,რომ კონსტანტინე თამაშობდა. ეს ყოვლად დაუშვებელი იყო. მიზეზს აუცლებლად გაიგებდა,ახლა მთავარია ენახა. როგორ უნდოდა ჩახუტებოდა იმ მონატრებულ სხეულს ამდენი წელი თვალიც,რომ არ მოუკრავს... სიხარულის საზღვრებს გასცდა,სულ გადაფარა ის ტკვილი რასც 7 წელი გულით ატარებდა. ამ ერთმა სიტყვამ სამუდამოდ გააბედნიერა,ამჯერად არ აპირებდა მამაკაცის დაკარგვას. წერილი ეს უკვე ბევრს ნიშნავდა, კონსტანტინეს ისევ ახსოვდა ბარბარე.. ახლა ყველაფერი უნდა გაანალიზოს,ასე უცებ ვერ გადაწყვიტავს ყველაფერს. იქნებ მართლა ვინმე ეხუმრება?! ეს ვარიანტი გამორიცხა კონსტანტინეს კალიგრაფიას საკუთარზე უკეთ ცნობს... " ასე მალე ვერ მოვუშვებ ჩემმადე, 7 წელი ასეთი ადვილი დასავიწყებელი არაა." ფიქრობდა და თან ვარდს დაშტერებოდა."ასე მალე ვერ დავივიწყებ იმ მწარე დღეებს." გრძნობდა,რომ ახლა უფრო სხვანაირად მსჯელობდა,ყველაფერი გადაავიწყდა.თავმოყავრეობა და სიამაყე წინაპლანზე უეცრად წამოიწია. ყველა ქალისთვის რთულია,საყვარელმა ადამიანმა მიგატოვოს 7 წელი გტანჯოს და ასე უეცრად დაგატყდეს თავს. სიხარულით გამოწვეული გრძნობა ვერ ჩაკლა,მაგრამ კონსტანტინესადმი შურისძების წყურვილი ამოტივტივდა.
ვარდი მინის მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა,წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ნანამ წერილს თვალი შეავლო და კიდევ ერთხელ ჩაიღიმა.
-რას აპირებ?-იკითხა დათომ. ბარბარე კითხვამ დააბნია.
-მე?მე რას უნდა ვაპირებდე? არაფერს.
-დავბრუნდიო.-საუბარში ნანა ჩაერთო.
-ვიცი. მაგრამ ყველაფერი ასე ადვილი არა 7 წელი კონსტანტინეს გამო ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი. თქვენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეთ ჩემი.
-გვესმის კიდეც.-საუბარი დათომ გააწყვეტინა,ნანამაც დაუქნია თავი.
-მჯერა. უბრალოდ არ შემიძლია ასე ერთი ხელის მოსმით,ერთი ვარდი და წერილი იმ 7 წელს ვერ დამავიწყებს. კონსტანტინეს ნაბიჯმა დამაქცია,მომკლა და ახლა ასე მალე გამოჩნდა. -ბარბარე მეგობრებს მიუჯდა, სხვა თემაზე საუბარი დაიწყეს,მაგრამ გულით და გონებით სულ კონსტანტინესთან იყო. წარმოდგენითაც ვერ წარმოიდგინა როგორი იქნებოდა მისი კოსტანტინე."შეიცალა? დაბერდა ნეტა?" ათასმა მსგავსმა კითხვამ გაუელვა თავში.


საღამოს დათო და ნანა გააცილა და ისევ მისაღებში დაბრუნდა,წერილი და ვარდი საიმედო ადგილას შეინახა და გაღიმებული სამზარეულოში გავიდა. კარებზე ზარის ხმა,რომ მოესმა დაფეთებული წამოხტა სკამიდან. "ის იყოს ის." თან ჩურჩულებდა და კარებისკენ მირბოდა. კარებთან მისულმა ერთი ამოისუნთქა და სახელური ჩამოწია. სივრცე,სიცარიელე დაბლა დიახედა და ისევ ვარდ და კონვერტი. ჩაეღიმა კონვერტს და ვარდს ხელი დაავლო და სადარბაზო კიდევ ერთხელ მოათვალიერა,მხოლოდ ამის მერე შევიდა სახლში. კონვერტი სწრაფად გახსნა.გული ისევ უწინდელივით აუჩქარდა.
" ყველაფერს აგიხსნი. სულ ცოტაც მოითმინე"
ეწერა იქ.

სახეგაბრწყინებული უყრუებდა დიდ ფრუცელზე მოთავსებულ პატარა ასოებს და გული სიხარულით ევსებოდა."არ ახსნი და შენი აჯობებს" წაკბინა კონსტანტინე და დივანზე დაეშვა. წერილი თვალებთან უფრო ახლოს მიიტანა და ასე იყო 5 წუთი. როდის აპირებს გამოჩენას? როდემდე გასტანდა მისი სასიყავრულო წერილების ასე ჩუმად წერა და კარებთან დატოვბა?! როგორ უნდოდა მისი ნახვა და ჩახუტება. ყველაფერს დათმობდა ახლა მხოლოდ ერთხელ,რომ მოხვეოდა.
ცოლი,რომ წარმოიდგინა ადგილზე გაშრა. წარმოდგენაც კი უჭირდა,რომ ცოლთან ერთად დაბრუნდა. არასდროს გაღიზიანებულა ასე როგორც ახლა,კოსტანტიენს ცოლის ნახვა და ცემა მოუნდა."რა გჭირს რა ქაჯივით ფიქრობ" გაკიცხა საკუთარი თავი."იქნებ გაშორდა" გაფიქრებაც,როგორ ესიამოვნა და რეალობა,რომ იყოს წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა.
ამდენი წელი ელოდა ამ წუთს და ახლა შურისძიების და ყველაფერზე პასუხისგების სურვილმა,როგორ შეიპყრო. უსამართლობას ყველაზე მეტად ვერ იტანდა კონსტანტინეს საქციელი კი დიდი უსამართლობა იყო,პასუხი აუცილებლად უნდა აგოს ყველა იმ შეცდომაზე რაც ბარბარესთან მიმართებაში დაუშვა. წერილები ერთად შეინახა და საწოლში შეწვა..

დილით ხმაურმა გამოაღვიძა, გარედან საშინელი ხმაური შემოდიოდა,დაკეტილ ფანჯარაშიც კი ატანდა. როგორ ეზარებოდა ახლა წამოდგომა და სხვა ოთახში გასვლა. ფეხზე ძლივს წამოდგა საბანი შემოიხვია და ფანჯარასთან მივიდა"ისევ გზებს თხრიან" წაიბურტყუნა და საბანი უფრო მაგრად მოიხურა, მეორე ოთახსშ გავიდა და დაძინება ცადა,მაგრამ უშედეგოდ.კარებზე ზარის ხმამ სულ გამოაფხიზლა.ფეხზე წამოდგა და კარებისკენ იმედიანად წავიდა. კვლავ კონვერტი და თეთრი ვარდი"ტრადიციად აქცია" წაიჩურჩულა იმ იმედით,რომ მამაკაცი გაიგებდა."აქ,რომ იყოს ახლოს" თვალებით მთელი სართული მოათვალიერა,მამაკაცის სილუეტს კი თვალი ვერ მოკრა... კარები იმედგაცრუებულმა მიხურა და ზედ მიეყრდნო. წერილი გახსნა.
"დღეს, საღამოს 8 საათზე შენი კორპუსის წინ."
გაოცებულმა პირი დააღო, ნახავდა სულ რამოდენიმე საათში მონატრებულ სახეს დაინახავდა. როგორ გაუხარდა, ყველაფერი გადაავიწყდა დასახული შურისძიების მიზნები."შენ გეგმებს არასოდეს აწყობ." წაიჩურჩულა და საბანი გადაიძრო.შინაგანად ხურდა. ხელები აუკანკალდა.ემოციებს ვეღარ თოკავდა. ფეხი შნურს გამოდო და ძირს გაადინა რახვანი. ერთი ამოიკნავლა და მუხლზე ხელი მოისვა. ტკივილისაგან დაიკრუნჩხა და ფეხზე წამოდგომა ცადა,ვერაფერს,რომ ვერ გახდა იატაკზე გაწვა და წერილი ზემოდან მოიქცია. რა სასიამოვნო შეგრძნება იმის გააზრება,რომ მალე ნახავ. ამდენი წლის მერე ისევ ნახავ და აღარ მოგიწევს ტკივილში ცხოვრება. რამდენი რამის გაფიქრება მოასწრო ერთ წამში და ბოლო დასკვნა მაინც ცოლიანი კონსტანტინე იყო. იქნებ გართობა მოუნდა და იმიტომ დაბრუნდა?! "უეჭველი დაშორდა იმ ქალს" გახარებულმა წამოიკივლა და იატაკზე რამოდენიმეჯერ გადატრიალდა. "პატარა გოგოსავით იქცევი." საკუთარი თავი დამოძღვრა და ფეხზე ძლივს წამოდგა,კარებზე ზარის ხმა,რომ გაიგონა დაფეთებული გაექანა. ვერ მიუსწრო კონვერტი და ვარდი კი თავის ადგილას იდო.
"ძალიან გეტკინა ფეხი?"
სახე დაემანჭა,უთვალთვალებს ყველა მისი ნაბიჯი იცის. ამით გახარებულმა თეძოები ერთი შეათამაშა და ჩაიცინა. "ეგრე უნდა მითვალთვალო" გამოაჯავრა მამაკაცი და სამზარეულოში გავიდა."არა მაინც როგორ გაიგო?" როგორ უყვარს საკუთარ თავთან კითქხვების დასმა. " რა გაგაება უნდა იმხელა იკივლე." არც აცია და არც აცხელა მეორე მემ. ამის გაფიქრებაზე ჩაიცინა და კარებიკენ წავიდა. ფეხები კედებში გაუყარა და კარები დაკეტა. საღამურებით გავიდა სადარბაზოში პირველი სართულიდან მეათე სართულამდე ქლოშინით ავიდა,ვერაფრი,რომ ვერ ნახა კონსტანტინე გალანძღა და ისევ სახლში შებრუნდა. "რას დასდევ? აქ არ მოვა დღეს? ცოტა ვაწვალოთ ბარბი" საკუთარი თავი გაამხნევა და ტელევიზროს მიუჯდა. ეკრანს მისჩერებოდა,მაგრამ სიტყვები არ ესმოდა.. ისეთი ალიაქოთი იყო მის ტვინში ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანი გახდა. იქაც ვერ გაჩერდა ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა იმედით,რომ კონსტანტინეს თვალს მოკრავდა. "იქნებ ვინმე მწარედ გეხუმრება?რას იზავ 8 საათზე არავინ,რომ არ დაგხვდეს? იგივე,რომ განმეორდეს?!"... ვის უნდოდა ბარბარეს ასე მწარედ გამწარება თვითონაც ვერ ხვდებოდა და ამ აზრს მალევე უკუაგდებდა,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩააცხრო. ახლა მარტო ამაზე ფიქრი უწევდა იმდენად შეუშვა გონებაში ეს აზრი. სახეწაშლილი თვალს ჰორიზონტს უსწორებდა და მოპირდაპირე კორპუსში რაღაცას ეძებდა. გულით გრძნობდა,რომ კონსტანტინე ზუსტად იმ სართულზეა სადაც ახლა თვალი გაუშტერდა. წასვლა უნდოდა,მაგრამ სიამაყეს და თავმოყვარეობას ვერ გადააბიჯა. რამოდენიმეჯერ უკან დაიხია ბოლოს კი მაინც სახლში დარჩა. დათას და ნანას დაურეკა და მასთან მოსვლა სთხოვა... მათი ხმა სადარბაზოს პირველი სართულიდან ისმოდა,ნანას კისკის ყველასგან გამოარჩევ და დათოს ხარხარს. ჩაეღიმა და კარებისკენ წავიდა გაღება ცოტა ადრე მოუწია მეგობრებს დაელოდა მათი დანახვისას კი მასაც გაეცინა. ორივე თოვილით იყო დათხვრილი. ნანას შავი მანტო გათეთრებოდა და აქაიქ ჩანდა მკვეთრად შავი...
-სანტა.-გახარებულმა ოდნავ წამოიკივლა ბარბარემ და დათოსკენ გაექანა,ეს უკანასკნელი დაიბნა და ხელები გაშალა ბარბარეს,რომ ჩახუტებოდა. გოგო გაჩერდა და ხელებში მიაჩერდა, დანანებით გააქნია თავი.-საჩუქარი სადა?!
-რა საჩუქარი?-დაიბნა დათო.
-სანტა არ ხარ?.-იკითხა და ტუჩებზე ხელი მიიდო.ნანას გაეცინა და სახლისკენ წავიდა.-აპ აპ. მოიცადე ცოცხს გამოგიტანთ და დაიფერთხეთ ტანსაცმელი.
-რა ცოცხი გაგიჟდი? სულ ახალი მანტოა.-წაიბუზღუნა ნანამ.
-ჩემი ცოცხიც სულ ახალია სულ ორჯერ გამოვგავე. -გაიცინა ბარბარემ და სახლში შევიდა უკან კი ცოცხით ხელში დაბრუნდა. მეგობრები დაფერთხა და მხოლოდ ახლა შეუშვა სახლში.
-მასხარა ხარ.-დაუბღვირა დათომ.
-რაღაცა უნდა გითხრათ.-უცებ დასერიოზულდა ბარბარე. ნანამ და დათომ ინტერესით გადახედეს,თითქოს მიხვდნენ რის თქმასაც აპირებდა მეგობარი. ბარბარე ოთახისკენ წავიდა და უკან წერილით ხელში დაბრუნდა.ნანას გაუწოდა და წააკითხა. დათო ნანასთან ახლოს მიიწია. პირდაღებული დათო წერილს ჩაშტერებოდა და იღიმოდა,ნანასაც ეღიმებოდა.
-ნახავ?-იკითხა დათომ და ბარბარეს მიუჯდა გევრდით.
-არ ვიცი. ძალიან მინდა მისი ნახვა ყველაფერზე მეტად,მაგრამ მეშინია,რომ ყველაფერი ტყუილია.
-კონსტანტინეს გარდა ამას არავინ გააკეთებდა. მარტო ის გჩუქნის თეთრ ვარდს.
-ეგ სისულელა შეიძლება ნებიმიერმა თაყვანისმცემელმა გაჩუქოს თეთრი ვარდი,მაგრამ ამ შემთხვევაში კოსტაა.-იმედი მისცა ნანამ და ისიც მის გვერდით ჩამოჯდა.-რას იცვამ?
-არ ვიცი.-გაიცინა ბარბარემ.
-ის კაბა ჩაიცვი კოსტამ,რომ გაჩუქა.
-არ მინდა ეგონოს,რომ დღემდე მივსტირი.
-დამიჯერე ეგ ისედაც ეცოდინება.
-საიდან?
-რომ ნახავ გაიგებ.-თვალი ჩაუკრა დათომ და ბარბარეს ოთახისკენ წავიდა.-სად გაქვს ის კაბა?-გამოსძახა იქიდან და კარადა გამოაღო. ბარბარე და ნანაც მას მიყვნენ.
-მანდ არაა.-ბარბარემ საწოლის უჯრა გამოაღო და იქიდან დიდი შავი ყუთი ამოაძვრინა. მოგონებები გარს შემოეხვია, ყველაზე მეტად ეს კაბა უყვარდა მისი ტანისამოსიდან... კონსტანტინემ 3 საათზე მეტხანს მოანდომა მისი არჩევა, ბარბარესათვის განსაკუთრებულს ეძებდა. გოგონამ ჩაიღიმა და მეგობრებს გადახედა, ნანა და დათოც იღიმოდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი წუთების მოახლოვება გულს უჩქარებდა და ემოციების მორევში ძირავდა. საოცრად გახარებული იყო ბარბარე, გრძნობდა ყველაფერი კარგი სულ მალე მოხდებოდა. წამებს და წუთებს ითვლიდა 8 საათის შესრულებამდე. გული ვერ უთმენდა,ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა რამაც მეგობრების დაცინვა მრავალჯერ გამოიწვია. გაბრაზებული გადახედავდა 2 მეგობარს და ისევ წინ და უკან სიარულს მოჰყვებოდა. დაბღევრილმა ახედა,რამოდენიმეჯერ წიკწია საათს , დრო ისე ნელა გადიოდა ბარბარესათვის,თითქოს მის ჯინაზე. ზარის ხმა,რომ გაიგონა ადგილზე შეხტა,გონს მალევე მოვიდა და კარებისკენ გაიქცა, მეგობრებიც უკან გაყვნენ. კარები ნელა გააღო და გაოცებულმა პირი დააღო, ყველაზე ნაკლებად ახლა აქ მას ელოდა. მისმა დანახვამ ბარბარეში საშინელი ზიზღი და გაღიზიანება გამოიწვია. ბეჭებში გასწორდა და ზიზღით სავსე თვალები მიანათა მომღიმარ მამაკაცს.
-როგორ ხარ ბარბარე?- მამაკაცმა სარკაზმით კითხა გოგონას,რომელიც კარებს მიყრდნობოდა, შემდგე კი მის უკან მდგარ ორ სილუეტს გახედა,ირონიულად ჩაიცინა და მზერა ისევ გოგონაზე გადმოიტანა.
-კარგად ვარ. აქ რა გინდა?
-სტუმარი,რომ ღვთისაა შენთვის არ უსწავლებიათ? კარებში,რომ დამაყუდე?!-იკითხა მამაკაცმა და ნაბიჯი გადმოდგა, ბარბარემ კარები ოდნავ მიხურა და მამაკაცის ფეხი ოდნავ ჰაერში გააჩერა.
-არ უსწავლებიათ. რა გინდა აქ თქო?
-რა შეუვალი ხარ.-მამაკაცი ისევ აგრძელებდა დაცინვას.-კარგი სტუმრის პატივისცემა არ იცი არ იცი, იქნებ როგორც კლიენტი ისე მაინც შემომიშვა?!
-მე არ ვარ შენი ადვოკატი.- ბარბარეს ხმაში სიმკაცრე შეეპარა.
-ჰმ. ჯერ არც მჭირდება.
-მაშ რა საჭიროა წინასწარ თავის დაცვა?! ნუთუ შენს მშობლებსაც კი ეპარებათ შენში ეჭვი?!
-შენ არაფერი იცი და გაჩუმდი.-მამაკაცს სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა...
-რახდება კაკი შეგამცივნა?.-ახლა უკვე ბარბარე აგრძელებდა მის დაციინვას.
მამაკაცმა კარები გაწია და წინ წავიდა,გაოცებული ბარბარე და 2 მეგობარი მის სილუეტს უყურებდა და ჯერაც ვერ მოსულიყვნენ აზრზე. კაცმა მისაღებში დივანზე ადგილი დაიკავა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-რა სითავხედეა?-აღმოხდა ნანას და მამაკაცისკენ პირველი ის წავიდა. დათოს სახეზე კარგად დაინახა ბარბარემ როგორ ებერებოდა ძარღვები,ახლა მისი აფეთქება არავის აწყობდა მითუმეტეს კაკის. მეგებარს ხელი მოკიდა და სამზარეულოში გაიყვანა.
-ახლა არა დათო. საქმეს სჭირდება,რაც შეიძლება ვიაფერისტოთ.-მამაკაცი მის ნებას დაჰყვა და მისაღებში გავიდნენ.ბარბარე ნანას გვერდით დაჯდა,რომელსაც უკვე დაეკავებინა ადგილი კაკის პირდაპირ.
-აბა გისმენ. რისთვის....-ბარბარეს სიტყვა არ ქონდა დასრულებული მისი ტელეფონი,რომ აწკრიალდა... თვალებით ტელეფონის ძებდა დაიწყო,რომელიც კაკის გვერდით ეგდო. მამაკაცმა ტელეფონს გადახედა,ჩაიცინა და გოგონას გაუწოდა. უხეშად გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი და მოსული შეტყობინება გახსნა.
" გთხოვ, მისგან თავი შორს დაიჭირე"-ეწერა იქ. კონსტანტინეს შეტყობინებამ აფორიაქა,ინსტიქტურად კაკის ახედა,მამაკაცის სახეზე არანაირი მიმიკა არ აღიბეჭდებოდა,ურეაქციოდ იჯდა და ბარბარეს მისჩერებოდა.
ნანამ საათს ახედა,ჩაიღიმა და მეგობარს გადახედა,რომელიც ისევ შეტყონინებას უყურებდა.
-ნახევარია.-ნანას სიტყვებზე დაფეთებული წამოხტა და ოთახისკენ წავიდა, გზაში გაახსენდა არასასიამოვნო სტუმრის ვიზიტი და ადგილზე მიეყინა. უკან ნელა მოტრიანდა, მამაკაცს მიუხალოვდა და ყურთან ახლოს დაიწია.
-ვიზიტი დასრულდა ბატონო კაკი.-ჩაიღიმა და მისაღები დატოვა.

ოთახში შესვლისთანავე აწკრიალდა წელეფონი.
"ნახევარი საათიც."


შეტყობინების წაკითხვისას სახეზე ღიმილი მოეფინა...უფრო და უფრო გრძნობდა გულის გამაყრუებელ ძგერას. წამების თვლამ დაღალა ნერვებმაც უმტყუნა და საწოლზე მიგდებულ ჩანთას ხელი დაავლო. მისაღები გაიარა და კარებს დაეჯაჯგურა. თვალებგაფართოებულმა მოიხედა უკან, დათო გასაღებს ათამაშებდა და თან იღიმოდა.
-ცოტა დააგვიანე.-წაილაპარაკა და ნანას მიუჯდა დივანზე, თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა ბარბარე,მაგრამ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და კარებზე აიტუზა. საათის ციფერბლატს უყურებდა და წამებს ითვლიდა. 'ერთი წუთი' 'ორი წუთი' მთელი ათი წუთი კარებთან ძლივს გაძლო, კარების სახელურზე ისე მაგრად ქონდა თითები ჩაჭიდებული,რომ საკუთარი თავის თვითონაც შრცხვა. 'რა გჭრის? ცოტა მოითმინე' წაიჩურჩულა და დათოს გახედა,ბიჭი ფეხზე წამოდგა და მეგობრისაკენ ნელი ნაბიჯებით წამოვიდა 'ჰა,ახლა გამოადგი ფეხი' წაუკივლა დათოს და კარებისკენ შეტრიალდა. მეგობრებს დაემშვიდობა და კიბებს დაუყვა,სახელურს ხელი მაგრად მოუჭირა და ცოტახანი კიბებეზე დაჰყო. გული საგრძნობლად აუჩქარდა,ფეხები აუკანკალდა,ხელები აუთრთოლდა და თვალებზე ბინდი გადაეკრა. ვერაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა,რომ რამოდენიმე მეტრში სასურველი ელოდებოდა. ძლივს გადაადგა ნაბიჯი და ბოლო საფეხურიც ჩაათავა. სადარბაზოში გამეფებული სიბნელე საშვალებას არ აძლევდა თვალთახედვა გაეუმჯობესებინა. ეზოში მბჟუტავი ნათურები კი ხელს არ უწყობდნენ. გაღიმებულმა გადაადგა ნაბიჯი და სინათლეც გამოჩნდა. ქათქათა თოვლი,რომელიც ასე უყვარდა კონსტანტინეს. მანქანა,რომლის ფარებმაც თვალები მოჭრა ბარბარეს და იქიდან გადმოსული,წლების წინ გამქრალი სილუეტი.



თვალებზე ბინდი გადაეკრა, ვერაფერს ხედავდა გარდა კონსტანტინეს სილუეტისა,რომელიც მისკენ ნელი ნაბიჯებით მოდიოდა, გული აუჩქარდა. თოვლის ფიფიქები,რომლებიც სახეზე ეცემოდა უგრძნობი გახდა. ჩანთა,რომელიც ხელში ეჭირა ძირს დავარდა, ვერაფერზე ფიქრობდა, ვერაფერს აბავდა თავს.ახლა მარტო მისი მოახლოვების იმედით იდგა. გრძნობდა,რომ სულ ცოტახანსი ფეხებში ძალა წაერთმეოდა და თეთრად გადაპენტილ გზაზე დაეცემოდა.მამაკაცის სილუეტი უფრო და უფრო უახლოვდებოდა,რაც გულის ძგერას უფრო აჩქარებდა. ბარბარე გრძნობდა,რომ ცოტაც და გული საგულედან ამოვარდებოდა. მუშტები შეტრა და სახე მომავალ კონსტანტინეს გაუსწორა. ყველაზე მეტად ეს წამები გაიწელა,წამები მათი შეხვედრის. მამაკაცმა ნაბიჯს აუჩქარა და გოგონას წინ აისვეტა. უსიტყვოდ იდგნენ,ხმის ამოღებას არცერთი აპირებდა. თვალებში ჩახედა კონსტანტინემ და იმხელა ტკვიილი იგრძნო შიგნით,გულთან ახლოს. იგრძნო როგორ მოუწამლა 7 წელი ბარბარეს, ცხოვრებაზე ხელი ჩააქნევინა. საკუთარი თავის მიმართ საშინელი ზიზიღი იგრძნო, ბარბარეს დამუშტულ ხელებს დააკვირდა და ერთმა ცრემლმაც გაიციმციმა კოსტას თვალებში. ვერ გრძნობდნენ იმ სიცივეს რომელიც ასე გამეფებულიყო გარეთ. თვალებმა უთქმელად, უსიტყვოდ,მაგრამ მაათვის გასაგებად ახსნა ის რასაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ გრძნობდა. ჩახუტების სურვილი რომელიც ასე მძაფრი იყო. სურნელი რომელიც ასე აბრუნებდა ორივეს. კოსტა დღესაც გრძნობს იმ სურნელს რომელიც ბარბარეს მუდმივი თანაგზავრია. ბარბარეს თვალებიდან ცრემლი გადმოვარდა,კოსტანტინემ უნებურად გაწია ხელი და ცერათითი ცრემლი გააქრო. ვეღარ მოითმინდა და წელების წინ მიტოვებულ სხეულს მაგრად მოეჭიდა. ბარბარემ ხელები ნელნელა მოუშვა და კონსტანტინეს ზურგზე დააწყო. ყველა გრძნობამ ერთად იხეთქა.
ხელები ერთმანეთს უფრო მჭირდოდ მოხვიეს და ერთმანეთის სურნელი შეისუნთქეს. ბარბარეს ბოლომდე ჯერაც არ ქონდა გაცნობიერებული რა ხდებოდა მის გარშემო. გრძნობდა,რომ ახლა ყველაზე ბედნიერი იყო. კონსტანტინესაგან წამოსული სითბო პირდაპირ გულში ეღვრებოდა და 7 წლისგან გაციებულს ათბობდა. გაიღიმა,სიხარულით კი კიდევ ერთი ცრემლი გადმოაგდო რომელიც კოსტას კისერში უკვალოს გაქრა. მამაკაცის ბაგეებიდან ამოსული "ნუ ტირიხარ" გაიგონა და სიბნელე ჩამოწვა.
თვალები,რომ გაახილა კოსტას მომღიმარი სახე,რომ დიანახა ამოისუნთქა. თვალებში ჩახედა და რეალობის დასამტკიცებლად, სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა. მამაკაცმა წამით შეაყოვნა და მის ათრთოლებულ მარჯვენა ხელს ეამბორა. კიდევ ერთხელ დუარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა. წამოიწია და ახლა უკვე თვითონ ჩაეხუტა კოსტანტინეს.
სითბო.
მონატრება.
უსაზღვრო სიყვარული.
ემოციები.
და მაინც სადღაც შემროჩენილი სიამაყე.
ბარბარემ ვერ დათმო მოანტრებული სხეული და უფრო მაგრად მიეკრა მამაკაცის გახურებულ სხეულს. გრძნობდა,როგორო უცემდა კოსნტანტინეს გული და სიამოვნებისგან მხოლოდ გაღიმებაღა შეძლო. მამაკაცმა ბარბარეს ხეული ძლივს დათმო და ოდნავ გასწია ისე,რომ შორს არ ყოფილიყო მისგან. გოგონა გამოფხიზლდა და ახლა უკვე თვითონ გაიწია უკან. კოსტას თვალებში ჩახედა და მოსალოდნელი კითხვაც გაისმა.
-რატომ?-მამაკაცს არ გაკვირვებია მისი კითხვა. გული ეტკინა,კიდევ ერთხლე გაცნობიერებისას როგორ ატკინა საყვარელ ადამიანს გული. კითხვაზე პასუხს თავი ვერ მოაბა. ბარბარეს უყურებდა,რომელიც შეუმჩნევლად,მაგრამ კოსტასთვის შესამჩნევად ცრემლებად იღვრებოდა. მის ცრემლებს ვერ იტანდა, ვერ იტანდა მის უსუსურ არსებას,რომელიც კოსტამ ასე დატოვა. საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გაკიცხა და ბარბარეს დასმულ კიტხვაზე პასუხის გაცემა ცადა.
- ყველაფერს აგიხსნი. უბრალოდ ახლა გამომყევი.
ბარბარე ახლაღა მიხვდა მანქანის უკანა სავარძელში,რომ იყო გაწოლილი,კოსტა კი მოუხერხებლად იყო ჩაცუცქული მის წინ. ჩაეღიმა და გასწორდა. მამაკაცმა მანქანის კარები გააღო და გადავიდა, ბარბარესაც მიეხმარა გადასვლაში და წინა კარები გაუღო თვითონ კი მანქანას სწრაფი ნაბიჯებით შემოუარა. მანქანის სალონში გამეფებული სიჩუმე ორივეს საშინლად სიამოვნებდა. ერთმანეთის სურნელით გაჟღენთილმნი, ვერაფერზე ფიქრობდნენ გარდა ერთისა,რომ ერთმანეთი ყავდათ. ბარბარემ კოსტას გახედა და ჩაიღიმა. მამაკაცი ვერ ბედავდა თავის ოდნავ შეტრიალებასაც კი. ბარბარეს ტკივილით სავსე თვალებს,რომ წაწყდომოდა ვერ აიტანდა. 15 წუთი საკუნეს გავდა. მანქანა პატარა მყუდრო რესტორანთან გააჩერა კოსტამ და გადავიდა,ბარბარესკენ გადადგა ნაბიჯი,როდესაც დაიანხა გოგონა თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და გვედით ამოუდგა. რესოტრანში შესვლისთანავე იგრძნო ბარბარმე სასიამოვო გარემო. ახლა მოისმენდა იმას რისი მოსმენაც წლების წინ ასე უნდოდა. პირვლად შეშინდა,კოსტას მისთვის რამე ცუდი არ ეთქვა. თითქოს უკან დაიხია და აღარ სურდა კოსტას ახსნა განმარტების მოსმენა,მაგრამ მისი უეცარი გაქობა და ცოლის მოყვანა გულს საშინლად ტკენდა.
მაგიდასთან ადგილი დაიკავეს. შეკვეთა ისევ ისეთი, ძველი და ერთნაირი იყო. ამაზე ორივეს გაეცინა და მიმავალ მიმტანს თვალი გააყოლეს. კოსტამ ოფიციალურობის გარეშე დაიწყო.
-7 წლის წინ, 8 ოქტომბერს საღამოს სახლში,რომ დაგტოვე. შინ ვბრუნდებოდი. გახარებული ვიყავი იმით,რომ ერთმანეთი გვყავდა. ტელეფონი,რომ აწკრიალდა შენ მეგონე სწრაფად დავხედე ეკრანს სადაც ნინას ნომერი გარკვევითჩანდა. 2 კვირით უკან დავბრუნდები, 25 სექტემბერს ბარიდან ნასვამები გამოვედით მე და ლუკა, სახლში წასვლა არ მინდოდა. ყველაფერი მაშინ მოხდა შეცდომამაც მაშინ იჩინა თავი. ლუკამ ნანას ნომერი მომცა, მეც როგორც კაცმა გართობა მოვისურვე და ნომერი ავკრიფე. ნანასთან ის ღამე ჩემი ცხვორების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ვიცი,რომ არ გამაგტყუბებ ქალთან რატომ იწექიო. მამაკაცი ვარ და ეს ჩემი მოთხოვნილება შენ ამაზე პრეტენზია არსდორს გქონდა. დილით ჩვეულებრივად დავემშვიდობე ნანას და სახლში წამოვედი. მას შემდეგ არ მიანხავს. 8ოქტომბერს კი მისი ზარი სასიკვდილო დარტყმა იყო ჩემთვის. მითხრა,რომ ორსულად იყო და სასწრაფოდ უნდა მენახა. პირდაპირ მასთან წავედი, მონასმენმა შოკში ჩამაგდო. ნანას სიმსიმნე ქონდა მეორე სტადია. ბავშვის მოშორება კი საფრთხეს შეუქმნიდა. შენ კარგად იცი ჩემი ბავშვებთან დამოკიდებულება, ვერ მივცემდი უფლებას მოეკლა ჩემი შვილი. მაშინ მითხრა,რომ ვუყვარდი ჩუმად თავისთვის, წლებია. ერთი კვირა ყველაფრის განალიზებას მოვანდომე,ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივედი,რომ ცოლად უნდა მომეყვანა მიუხედავად იმისა,რომ არ მიყვარდა. მის სიკვდილს ვერ დავაჩქარებდი. არ მქონდა ამის უფლება. იმ დღეს ცოლად მოვიყვანე და აქედან შორს წავედით,იმის კაცობაც კი არ მეყო,რომ შენთვის მეთქვა,რომ გშორდებოდი, საკუთარი თავი მძულს იმის გამო რაც დაგმართე. ნინამ ბავშვი გააჩინა ბარბარე,შენი სახელი ვუსახსოვრე. სიმსიმნე დავამარცხეთ,მაგრამ სიკვდილი ვერა. ნინა 3 წელში მოკელს. ტყვიით გახვრტეს. მისი სიკვდილი ჩემზე შეიწმინდა. სახლში მისულს მისაღებში იატაკზე სისხლში მოცურავე ნინა დამხვდა,თოფს რომელიც მის გვერდით იდო გაუცნობიერებლად დავავლე ხელი. ყველაფერი მაშინ დამთავრდა. 4 წელი უდანაშაულოდ გავატარე დამპალ ციხეში. ჩემი და ნინას შვილი დედამ გაზარდა. 3 წლის შემდგე გამოჩნდა ის კაცი ვინც დანაშაული აღიარა და გამანთავისუფლეს. კაცი,როემლმაც ნინა მოკლა ციხეშია,მაგრამ დანაშაულს მაინც ვგრძნობ რაღაცა მჭამს. 1 თვეში აქ დავბრუნდით მე და ბარბარე. ბარბარემ შენზე ყველაფერი იცის და უნდა,რომ გაგიცნოს. ამ ყველაფრის მერე კი პატიებას არ გთხობ უბრლაოდ მინდა იცოდე,რომ დღემდე მიყვარხარ. შენ გაქვს უფლება ხელი მკრა და გვერდით გამწიო ამის უფლება გაქვს. ეს პერიოდი სულ უკან დაგყვებოდი,მაგრამ ეს ჩემს დანაშაულს არ ამსუბუქებს.
კოსტამ თხორბა დაასურლა და ბარბარეს ცრემლიან თვალებს ჩახედა.
მონასმენისგან გაოცებულს გულზე დიდი ლოდი დააწვა,ვერაფერს გრძნობდა. წამითაც ვერ შეძლო კოსტას მიმართ სიძულვილი გრძნობის გამომჟღავნება. ახლა უფრო შეუყვარდა. ყველა გრძნობაზე მეტად. ცრემლები მოიწმინდა და მამაკაცს თვალებში ჩახედა.ბარბარემ ამოიკითხა დიდი ტკივილი რომელსაც საყვარელი მამაკაცი ამდენი წელი გულით ატარებდა. საკუთარი თავის და ფიქრების შერცხვა,შურისძიებაზე,რომ ფიქორბდა. ვერაფრით წარმოიდგენდა მიზეზი ეს თუ იქებოდა. კოსტას იმ ღამის შეცდმა ასეთ დიდი ტკივილად თუ ექცეოდა. სახეგაბადრული უყურბედა მამაკაცს, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. როგორ უნდოდა ახლა გაელანძღა,გაერტყა,მიწასთან გაესწორებინა და ამავდროულად მისულიყო მოხვედდა და ეთქვა,რომ უფრო მეტად შეუყვარდა ვიდრე 7 წლის წინათ უყვარდა,მაგრამ ვერ გადააბიჯა იმ სიამყაეს რომელიც ამ 7 წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო გაიზარდა. ახლა რესტორნიდან გაქცევა და კოსტას ასე დატოვება დიდი უსამართლობა იქნებოდა, არადა როგორ უნდოდა გაცლოდა აქაურობას და სადმე მარტო სიწყნარეში ყველაფერზე ეფიქრა. ვინ წარმოიდგენდა კოსტას გამოჩენა ასე თუ აურევდა თავგზას?! მამაკაცის თვლაებს უფრო ჩააშტერდა, გული ეტკინა მის თვალებში ამხელა სევდა და ტკივილი,რომ დაინახა. ვერაფრით შეეძლო მათი ერთ წუთში დაშლა და განადგურება,ან შეეძლო,მაგრამ ახლა ვერ მოახერხებდა ამას. პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ ვერ გაბედა. ყველაფერი ერთდროულად ურევდა თავს, ნინაზე და ბარბარეზე ფიქრსაც ასწრებდა ყველაფერთან ერთად. ახლა ყველაზე მეტად იმ პატარა და უმწეო გოგონას გაცნობა მოუნდა მამამ მისი სახელი,რომ უსახსოვრა. როგორ უნდოდა კოსტასთვის ეთხოვა ბარბარე გამაცანიო,მაგრამ ახლა თავადაც მშვენივრად იცოდა,რომ ეს ყველაზე ცუდი წინადადება იქნებოდა ამ სიტვაციაში. ახლა მათზე საუბრის დრო იყო წარსულის ამოქექვის. ამოისუნთქა და დიაწყო.
-არ გსაყვედურობ იმას, რომ ნინასთან გაერთე,მაგრამ თავის დაცვაც შეგეძლოთ.-თავისი გულის ტკივილი მაინც აღმოხდა.- ყველაფერთან ერთად გულს ის მტკენს,რომ ასე უსიტყვოდ წახვედი. მე ვერ გავიგებდი,რომ მოსულიყავი და გეთქვა? აგეხსნა ყველაფერი,როგორც ახლა ამიხსენი. იქნებ უფრო კარგი გზა გვეპივა ორივეს ერთად.? რა აუცილებელი იყო ცოლად მოყვანა? ვერ ვხვდები კოსტა. -მისი სახელი ისე თბილად წარმოსთქვა,რომ თავადაც გააჟრჯოლა. - ცოლი მოიყვანაო,რომ გავიგე იცი რა დამემართა? ვერ წარმოიდგენ რა დღეში ჩავარდი. მიუხედავად იმისა,რომ შენს გრძნობებში ეჭვი წამითაც არ შემპარვია. 4 თვე მეგონა,რომ რამე დავაშავე და იმიტომ მიმატოვე,საკუთარ თავს ვადანაშაულებდი გესმის?! გული მტკივა ასეთი უსუსური,რომ აღმოჩნდი იმ დროს. ახლა ვერაფერს ვაბავ თავს,სიტყვებიც მერევა იმდენად გაოცებული ვარ. ალბათ სხვა დროს უფორ კარგად დავილაპარაკებთ და ხელს არაფერი შეგვიშლის, თუნდაც ეს გაოცება. ახლა კი მინდა ბარბარე გამაცნო.-მაინც ვერ მოითმინდა და თხოვა.კოსტა გაოცებული უსმენდა,არ მოელოდა ბარბარესგან მსგავს თხოვნას,სახე რომელზეც იმხელა ტანჯვა იყო გამოსახული წამით ღიმილმა გაუპო. "ახლავე?" იყო კითხვა "კი" პასუხმაც არ დააყოვნა. ფეხზე წამოდგა და ბარბარეს ხელი მაგრად ჩაკიდა, ორივეს სიამოვნების ეკლებმა დააყარა. ერთმანეთის შეხება ასე,რომ სიამოვნებდათ. მანქნაში ჩასხდნენ და კოსტას სახლისაკენ აიღეს გეზი. მთელი გზა ძველ,მათთვის დაუვიწყარ სიმღერას უსმენდნენ. რამდენი მოგონება აკავშირებთ ამ სიმღერასთან. ბარბარე იმის გააზრებამაც კი გაამხიარულა,რომ მამაკაცს მათი საყავრელი სიმღერა აქვს ჩაეწერილი ამდენი ხნის შემდეგაც. მანქანა დიდი სამსართულაინ სახლთან გაჩერდა, როგორ ეცნო ეს გარემო. თვალებზე ცრემლები მოაწვა,მაგრამ შეიკავა და მაქნანის კარები გააღო.
სახლის ეზო. ძველი წუთები ახლა რა სასიამოვნო გასახსენებელი იყო. კოსტას წასვლის შემდეგ რამდენჯერ მოსულა აქ და უტირია.
რა სასიამოვნოა,მოგონებები მაშინ როცა საყავრელი ადამიანი გვერდით გყავს.
სახლის კარები გასაღებით გაღო კოსტამ და მისაღებში შევიდნენ. შიგნით შესულს უფრო მეტი მოგონება წამოეშალა. ახლა ცრემლები ვეღარ შეიკავა, შეეცადა მამაკაცისთვის შეუმჩნევლად ეტირა,მაგრამ კოსტას რომელიც თვალებში უყურებდა ვერ გამოაპარა. მისკენ წავიდა და ცრემლი კოცნით დუაშრო.
სასიამოვნო გრძნობა.
მეორე სართულიდან გოგონას კისკისი ისმოდა, ბარბარეს სმენას მალევე მისწვდა პატარას ხმა და გაეღიმა. კიბეებისაკენ შეტრიალდა და იქიდან პატარა ბარბარე ხტუნვა ხტუნვით მორბოდა მამისაკენ. ბარბარემ კარგად დიანახა როგორ შემოეხვია პატარა ბარბარე მამას და როგორ აკოცა ლოყაზე,როგორ შეშურდა მათი რას არ აიღებდა ამ პატარას დედა,რომ ყოფილიყო და მათი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. პატარა ბარბარემ მამის მოსიყვარულება,რომ დაასრულა უცნობი სტუმრისაკენ გაიხედა. აშკარად კმაყოფილი დარჩა პატარა ბარბარე, ჩვენი ბარბარეს გარეგნობით... გაიცინა და მამის მკლავებიდან თავი დაიხსნა, ბარბარესაკენ გამოიქცა და წელზე მოხვია ხელები, მუცელზე მიადო თავი და ისევ აკისკისდა. რა თბილი გრძნობა. პირვლად იგრძნო ბარბარემ მსგავსი რამ. შვილადაც კი აღიქვა ამ მოკლე დროში პატარა. კოსტასკენ გააპარა მზერა და მის მომღიმარ სიამოვნებით აღსავსე სახეს,რომ წააწყდა გული სიამაყით აევსო. 'არანაირი შურისძიება,მათთვის უნდა იბრძოლო.' გადაწყვიტა და მის მუცელზე მიკრული პატარა მსუბუქად ასწია ხელში. ლოყაზე ნაზად აკოცა და მიიხუტა. სიმძიმე მაშინ იგრძნო კოსტას ხელი მის ხელს,რომ შეეხო.
-სულ ვოცნებობდი ამ მომენტზე.-წაიჩურჩულა და ორივე სხეული თავის მკლავებში მოიქცია. პატარა ბარბარე გაკვირვებისაგან თვალებს აცეცებდა როგორ უნდოდა ახლა გაეგო მამას სიტყვები და უცნობი სტუმრის ვიზიტი,მაგარმ მის ცნობისმოყვარეობას დროებით ტბილი და სიამოვნებით სავსე გრძნობა ფარავდა. კოსტანტინემ ბარბარეს ყურთან ახლოს მიწია ტუჩები და თბილი ხმით ჩასჩურჩულა. " პირველი ხარ ვინც ასეთი სითბოთი მიღო ბარბიმ." -ესიამოვნა და ჩაიღიმა.
ცოტახანს ასე დაჰყვეს დრო, ბოლოს ისევ პატარა ბარბარემ წამოიძახა,რომ სტუმარი გაეცნო.
გასაოცარი სითბო მოდიოდა პატარა ბარბარესაგან რაც ორივეს აბედნიერებდა. მთელი საღამო ერთად გაატარეს.
ოჯახივით.
სასურველი ოჯახივით.
ბარბარემ პატარა ოთახში აიყვანა და საწოლში ჩააწვინა, ხვდებოდა,რომ დღეიდან ვეღარ მოსცილდებოდა ამ პატარას. ისე მიიჯაჭვა პატარა ბარბარემ როგორც წლების წინ მისმა მამიკომ. პატარა გადმობრუნდა და ხელები წელზე შემოხვია, ბარბარე კი თმაზე ფერება და ღიღინი განაგრძო. სახიდან ღიმილი არ მოცილებია. კოსტა კარებთან იდგა და სიხარულისაგან ხელები უთრთოდა, იმდენად ააღელვა იმ სცენამ რასაც ახლა შეესწრო. როგორ უნდოდა ახლა ბარბარე მასთან მისულიყო და მაგრად მოხვეოდა.წლების წინ დაშვებულმა შეცდომამ ერთიანად მოუჭირა,თითქოს გუდავდა რაღაცა შინაგანად. საკუთარ თავს კარგავდა თვალებში ბინდი ეკვროდა, ბარბარეს გაღიმებულ სახესაც გაცრეცილად ხედავდა...
ღიმილი გაოცებამ და დიდმა კივილმა შეცვალა კოსტანტინე იატაკზე,რომ დავრდა. დაბნეულმა არ იცოდა რა გაეკეთებინა, პირველი რისი გააზრებაც მოასწრო სწრაფად მივარდა და თავი დუაჭირა. როგორ სთხოვა,რომ თვალები გაეხილა მისთვის შეეხედა. "გემუდარები გაახილე თვალები.კოსტა შემომხედე, ნუ ხარ ჯიუტი. გთხოვ შენ ხომ იმედით მოხვედი,რომ ერთად ვიქნებოდით მიდი ახლაც იმედიანად გაახილე თვალები." ლუღლუღებდა თავისით.სისველე,რომ იგრძნო მაშინ გაუნათდა გონება და ტელეფონს დაწვდა. სასწრამომ მალევე გადაიყანა საავადმყოფოში კოსტა. ბარბარემ პატარას დიდი პლედი მოაფარა და ისიც მათთან ერთად წაიყვანა. საავადმყოფოს დერეფანში აქეთ-იქით დადიდოა. გამვლელი ექიმების ყურადღება ვერაფრით მიიქცია. სახეწაშლილი უყურებდა რეაიმაციის კარებს სადაც რამოდენიმე წუთის წინ კოსტა შეიყვანეს. მომენტალურად პატარა ბარბარესაც გახედავდა,რომელიც საავადმყოფოს ერთ-ერთ რბილ სკამზე მოათავსა. ბავშვი შეეცოდა და მასთან მივიდა,პატარას თავი კალთაში ჩაიდო და შუბლზე აკოცა." მამა გაუძლებს' წაიჩურჩულა და ისევ რეანიმაციის კარებისკენ გადაიტანა მზერა. დაიანხა როგორ შეიყვანეს კოსტა რეანიმაციდან პალატაში...


1 საათი ელოდა ექიმის გამსოვლას,გამოსულს პირდაპირ მივარდა და კითხვების კორიანტელი დააყარა. პასუხმა თავზარი დასცა გაანადგურა. 7 წლის ტკივილი,იმედგაცრუება, ცრემლები, გულის წვა არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც ახლა იგრძნო. ცრემლები გადმოსცვივდა და ექიმის წინ ჩაიჩოქა. სახე ხელებში ჩარგო და სულმოუთქმლელად ატირდა. აატირა იმან რისი გააზრებაც ასე ტკენდა. იმის წარმოდგენა,რომ კოსტა შეიძლება დაკარგოს გაანადგურა. სიკვდილი რომელიც ასე ახლოს იყო მასთან და მის სასურველთან... პალატის კარებისკენ გააპარა მზერა და ერთი ამოიოხრა. კონცენტრაციას ახლა ვერავიზე და ვერაფერზე აკეთებდა. ფეხზე ურეაქციოდ წამოდგა, პალატისკენ დიაძრა და კარები შეაღო. მისი გაცრეცილი სახის დანახვამ გული სამუდამოდ დაუსამაარა. ვერ გადაიტანდა მის დაკარგავს ბოლომდე უნდა ებრძოლათ. "სიკვდილის დამრცხება ძნელია,მაგრამ უდრო დროს არაშეუძლებელი. " კოსტას ყურში უჩურჩულა... მის საწოლზე წამოწვა და თავი კოსტას გულს დაადო. "სულ მინდა,რომ ასე რიტმულად ძგერდეს ეს გული" ისევ ატირდა ახლა უფრო მწარედ. რა ძნელია ეხებოდე მას ვინც ასე გიყვარს და თან აცნობიერებდე,რომ შეიძლება მისი შეხება მომავალში შეუძლებელი გაგხდეს. ასე ყველაფრის გარეშე. მიადო თავი და გაიტრუნა..


დილით თვალები,რომ გაახილა კოსტას ახედა მამაკაცის მომღიმარ სახეს,რომ შეეგება გული გაუთბა. აიწია და ნაზად აკოცა ქვედა ტუჩზე. კოსტამ თვალები გაოცებულმა გაადაატრიალა. "განა ამას არ ელოდი" წაიკბინა ბარბარემ და უფრო მაგრად მიეკრა მამაკაცს. ასე იყვნენ მანამდე სანამ პალატაში ექიმი და პატარა ბარბარე არ შემოვიდნენ. მის დანახვაზე ბარბარეში სირცხვილის გრძნობამ გაიღვიძა. ფეხზე ძლივს წამოდგა ვერ თმობდა კოსტას და ბარბარესკენ წავიდა. გოგონას ხელები მაგრად მოხვია წეზე და შუბლზე აკოცა. "მაპატიე პატარავ მარტო,რომ დაგტოვე." "არაუშავს მთავარია მამიკო არ დატოვო" ბარბარე გაოცებული მოშორდა პატარას და ჩაიღიმა ,რამდენი რამის ცოდნა შეუძლია პატარას მაშინ როდესაც ის სულ რაღაც 7 წლისაა. გული ახლა უფრო დაუმძიმდა კოსტას დაავადების შესახებ,რომ გაახსენდა მამაკაცს გახედა და ნაღვლიანმა გაუღიმა. წარმოდგენაც არ უნდოდა,რომ შეიძლება კოსტა დამარცხებულიყო. მის საწოლთან მიიყვანა პატარა და თვითონაც მივიდა. საწოლის კიდეზე დააჯინა ბარბარე,რომელიც უმალვე მამის მკლავებში აღმოჩნდა ისე ეკვროდა მამას თითქოს მანაც იგრძნო მოახლოვებული საფრთხის შესახებ და მამის დათმობა არ უნდოდა...
ბარბარემ ბოდიშო მოიხადა და პალატა დატოვა.ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა და ყველაფრის გააზრება სჭირდობოდა. რამდენი რამე მოხდა სულ რმაოდენიმე საათში. ვერასდორს იფიქრებდა ყველაფერი ასე თუ მოხდებოდა. ვერასდროს წარმოიდგენდა კოსტას და მისი შეხვედრა საავადმყოფოს კედლებს მიღმა თუ გაგრძელდებოდა. ახლაც ნათლად უდგას ის კადრი წინ როგორ უყვებოდა კოსტა 7 წლის ამბებს,როგორ მიყვანა სახლში,როგორ გააცნო პატარა ბარბარე და როგორ ჩაიკეცა კარებთან უსულოდ. მისთვის ამდენი ამბის ერთდროულად თავზე დატყდომა დიდი შოკი იყო... ყველაფერს კი ის ფაქტი,რომ მისი სასურველ მამაკაცს დაავდება ჭამს სისხლს უდუღებდა. "სისხლის გათეთრება" საკუთარ თავთანაც კი უჭირდა იმ სიტყვების გამეორება რაც ექიმმა უთხრა. წარმოუდგენელი იყო ყოველივე ეს. პირვლად იანტრა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, პირვლად იანტრა,რომ კოსტა არ დაბრუნებულიყო.. იქნებ მერე არ მომხდარიყო ყველაფერი ეს. ახლა უფრო გაუმძაფრდა მასთან ყოფნის სურვილი. არცერთიწამით დატოვებდა მარტოს. ახლა კოსტას სითბო ჰაერივით სჭირდებოდა. საავადმყოფოში ჩქარი ნაბიჯებით შევიდა და კოსტას პალატისაკენ წავიდა. იქ შესულს პალატაში მარტო კოსტა დახვდა. " ნიკომ წაიყვანა" მარტო ამის თქმა მოახერხა დასუსტებულმა კოსტამ. ბარბარე მასთან ახლოს მივიდა და მისი ხელი თავისაში მოქცია.
-მიუხედავად იმისა,რომ წლებია გული საშინლად მტკივა, მიუხედავად იმისა,რომ შენი წასვლა ჩემი სიკვდილისტოლფასი იყო. ყველაფრის მიუხედავსა დღეს აქ ამ ადგილას მინდა,რომ პირობა მომცე,დამპირდი,რომ სულ ჩემთან და ჩვენს ბარბარესთან იქნები. ყველაზე მეტად მიყვარხარ. ჩემში ხარ. ახლა დამპირდი.-ძლივს დაასრულა სათქმელი ბარბარემ და კოსტას თვალებში ჩახედა.მამაკაცი სიხარულისაგან სახეგაბრწყინებული უყრუებდა ბარბარეს და ეღიმებოდა.
-გპირდები,რომ ამ დაავადებს დავამარცხებ და ერთად ვიქნებით.-ბარბარე თავისკენ მისწია და ათრთოლებული ტუჩები წამში დაუმშვიდა.


ერთი კვირა საავადმყოფოში ათენებდა. ვერ ტოვებდა ვერცერთი წამით შიშით,რომ მოსულას მისი გაციებული სხეული დახვდებოდა. კოსტანტინეს სახის ყურებისას სხეული უნაწევრდებოდა.. მისი გაფითრებული სახე,რომელსაც ფერი მარტო ბარბარეების დანახვისას,რომ მოსდიოდა...
წამებში დაბრუნებული ბედნიერება და ისევ ტკივილი...გაუცნობიერებლად ჩამოცვენილი ცრემლების კოსტას წინ,რომელიც მამაკაცს გულზე ტკივილით ეცემოდა. ხვდებდა,როგორ ტანჯავდა ბარბარეს და ვერაფერს აკეთებდა.
დღითი დღე უფრო და უფორ ცდილობდა ძალების მოკრეფას. ცდილობდა,რომ ყველაფერს გამკლავებოდა და დაავადება გაენადგურბინა. შანსები მცირე იყო,მაგრამ მათ ესეც ახარებდათ....

ნანა და დათო მთელი კვირა გვერდიდან არ სცილდებოდნენ... მათთი თანადგომა უფრო ძლიერებს ხდიდა ორივეს... დღითიდღე უფრო და უფრო ინდომებდა კოსტა... შედეგი იგვიანებდა,მაგრამ იმედის უკანასკნელ წვეთს მაინც არ უშვებდნენ...
ექიმის სიტყვებმა,რომ კოსტანტინე გერმანიაში უნდა გაუშვან სამკურნალოდ თითქოს იმედი უფრო გაუღვია..
-გერმაინაში უფრო მაღალი დონის ექიმები არიან. იქ ყველაფერს გააკეთებენ,ჩვენც ვცდილობთ,მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ... იმედს მხოლოდ ის გავძლევს,რომ დაავადება ჯერ ისეთ ეტაპზეა მისი მოშორება შეიძლება... უნდა ვიჩქაროთ, საბუთებს ჩვენ მოგიგვარებთ საავადმყოფოს სახელით... ზეგ იმედი მაქვს გაფრინდებით..

ბარბარე კოსტანტინეს პალატისკენ გაიქცა... საწოლთან პატარა ბარბარეს დანახვამ უფრო გაამხიაულა.. კოსტანტინეს ექმისი სიტყვბი ზუსტად გადასცა და სიხარულით აცქმუტდა... ხვდებოდა,რომ კოსტას დაკარგვის შასნები უფრო და უფრო იწევდა...
კოსტანტინეს დიდი თხოვნის მიუხედავად დღესაც იქ დარჩა დილით კი საავადმყოფო დატოვა. კოსტანტინეს დუაბარა მალე დავბრუნდებიო... გზაში დათოს და ნანას დაურეკა და სთხოვა,რომ მასთან მისულიყვნენ. სადარბაზოში შესულს მეგობრები უკვე იქ დავხვდნენ... ახლა მათთვის ყველაფერი უნდა მოეყოლა... გული უნდა გადაეშალა ვინმესთვის, ვეღარ გაძლებდა სიჩუმე უფრო კლავდა...მისაღებში ისხდნენ და სიჩუმეს არცერთი არღვევდა,თითქოს ბარბარეს დროს აძლევენ,რომ იფიქროს და სტყვებს თავი მოუყაროს..
-ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. ვერაფრის გააზრება მოვასწარი... ერთმანეთს ისე მიყვა თითოეული წამი,რომ ახლაც არ მჯერა.. კოსტას გამოჩენა,შეხვედრა,ბარბარეს გაცნობა და მისი საავადმყოფოსი წაყვანა. ერთმა საღამომ იმხელა ტკივილი დაიტია,რომ ვერც კი ვიჯერებ... ზოგჯერ მგონია,რომ ვგიჯდები და ეს ყველაფერი ჩემი სურვილია.. არ ვიცი რაღა ვუწოდო ყველაფერ ამას, კოსტას ასეთ დღეშო,რომ ვხედავ გული მიკვდება. -ბარბარემ ამოისუნთქა და იმ საღამოს მომხდარი ყველაფერი დეტალურად მოუყვარ მეგობრებს.
-ანუ ნინას კიბო ჰქონდა?!-იკითხა გაოცებულმა ნანა.
-ხო.
-სულ მჯეროდა,რომ კოსტამ სერიოზული მზიეზის გამო გადაგდა ეს ნაბიჯი.-საუბარში დათოც ჩაერია.
-მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს..-ნანამ არ დათმო დათო.
-ვიცი, უბრალოდ მასაც უნდა გავუგოთ.
-შენ რას აპირებ?!- კითხა სახეწაშლილ მეგობარს ნანამ.-იმედი მაქვს ყველაფერი რაც აქმადე ჩაფიქრებული გქონდა შენი მეხსიერებიდან წაიშალა.
-რათქამუნდა. ვერ შევძლებ,რომ მას რამე ვატკინო... ვუყურებ და მის სიყვარულში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები... როგორ შეიძლება შურისძიებაზე ვიფიქრო მაშინ როცა კოსტას ასეთ დღეში ვხედავ?! ბარბარეს დანახვისას კი ჩემი გეგმები სამუდამოდ დავასამარე.
ნანა და დათო გაღიმებულები უყურებდნენ. ბარბარე ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, იგრძნო როგორ დაეწვეთა თბილი სითხე ღაწვებზე. ახლა იმ ტკივილთან შედარებით უფრო ტკივა, სუნთქვაც უფრო უჭირს... გრძნობა,რომ შეიძლება ყველა მცდელობა და იმედი კრახით დასრულდეს გულს საშინლად ტკენდა. მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ბარბარსათვის აუტანელი იქნებოდა. სამზარეულოდან პირდაპირ აბაზანისკენ წავიდა და შხაპი მიიღო... მოდუნებული სხეული საწოლისაკენ დიაძრა და წამებში გაითიშა.

თვალები,რომ გაახილა მზე ახალი ამოსული იყო. შიშით და კანკალით წამოხტა ფეხზე... 20 წუთში სახლის კარები გაიკეტა და საავადმყოფოსაკენ წავიდა... იქ მისულს ბარბარე მოსაცდელში დახვდა.. გაკვირვებული მისკენ წავიდა და გოგონას მაგრად მოეხვია. პატარა ასლუკუნდა შემდეგ კი მწარედ ატირდა. ისიც გრძნობდა მამის სისიუსტეს. გრძნობდა,როგორ ფითრდებოდა მამა დღითიდღე და პატარა გული საშინლად ტკიოდა. ბარბარემ უფრო მაგრად მოხვია ხელები და ყელში აკოცა. ამ პატარა სურნელით გაბრუნებულმა ძლივს აწია თავი მაღლა და პატარას თვალებში ჩააშტერდა...
-რა ხდება ბარბი?
-მამიკო ცუდადა ხო?-იკითხა და უფრო ატირდა.
-ჩჩჩ. ნუ ტირი მამიკო გამოკეთდება..
-მპირდები?
-გპირდები.
ახლა უფრო დაუმძიმდა სული, ახლა ბარბარეს პირობაც დააწვა გულზე.. სისხლი გაეყინა. ვერ გადაიტანდა მის დაკარგვას. ვერც იმას გადაიტანდა პატარა მარტო,რომ დარჩენილიყო.
ბარბარეს ხელი ჩაკიდა და პალატისკენ წავიდა. კოსტანტინეს ძილისთვის ხელი არ შეუშლიათ. გვერდით სავარძელში დასხდნენ. ორივე ბარბარე მის სახის გაცრეცილ ნაკვთებს აკვირდებოდა. კოსტანტინემ თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა და თვალები გახილა, მათი დანახვისას სიხაურულით ჩაიღიმა...
-მხოლოდ თქვენს გამო ღირს.





მტკივნეული ერთი თვის გადაგორება ყველაზე მეტად გაუჭირდა. კოსტას სახეს,რომ ხედავდა იმედიანს, მარტო მაშინ უხაროდა. ბარბარეს გაფითრებულ და მოწყენილ სახეს,რომ წააწყდებოდა ტკივილი უასმაგდებოდა. გული ეფლითებოდა პატარას ნატანჯ მზერას,რომ დაინახავდა,რომელიც ცრემლებს ასე მაგრად იკავებდა. მამის მკლავებს წამითაც არ მოსცილებია. გერმანიაში ჩასვლისთანავე სიტყვით გამოვიდა პატარა,რომ არასოდრს მიატოვებდნენ მას... რამხელა ტკვილის ამოკითხა შეძლეს მის სიტყვებში კოსტანტინემ და ბარბარემ. როგორ უნდოდა გვერდით დათო და ნანა ყოლოდა,მათი თანადგომით უფრო მეტს გაუძლებდა. უფრო მეტად გაძლიერდებოდა. კოსტასთან ვერ ამბობდა გულის ტკივილს. ვერ უმხელდა იმ ტკივილს, რაც შიგინდან სერავდა. არ უნდოდა მამაკაცს თავი დამნაშავედ ეგრძნო ამდენი ტკვილი,რომ მიაყენა. ახლა ყველა ტკივილი გადაავიწყდა,მარტო კოტანტინეს დაკარგვით გამოწევულ ტკივლზე შეეძლო ფიქრი. ფიქრის დორსაც რა მწარე იყო მის გარეშე ყოფნა და რეალობა ხომ სულ გაანადგურებდა. ფანჯრის რაფასთან მივიდა და იდაყვებით დაეყრდნო,წყვილი ცრმელები გადმოყარა და ატირდა. სახლში არავინ ეგულებოდა და გული მოიოხა. დიდხანს იტირა და ბოლო თითქოს დაცლილი ოთახიდან გავიდა. ტაქსი გააჩერა და საავადმყოფოში წავიდა.

საქარე მინას თავი,რომ მიადო ცივის შერძნებამ ძვალ რბილში გაუარა. ესიამოვნა და ახლა სხვა ცივი ადგილი მოძებნა მინაზე. ფიქრები მწარედ უჭრდნენ, გუდავდნენ და სუნთქვის საშვალებას უსპობდნენ. ერთ თვეზე მეტია გერმანიაში არიან და სიკვდილს ებრძვიან. ბარბარე'ები' და კოსტა პატარა ოჯახივით არიან. ოჯახივით,რომელსაც თითქოს საყრდენი უნდა გამოეცალოს.. ოჯახივით,რომელსაც თითქოს დიდი ტკვილის გადატანა მოუწევს.
ტკივილის...
ცრემლიანი დღეების...
და ბოლოს ალბათ შეეგუებიან...
ვინ იცის იქნებ წელბის მერე ყველაფერი ისევ ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს?!,მაგრამ ორივემ კარგად იცოდა,რომ ძველებურად აღარაფერი იქნებოდა. სიკვდილს თუ ვერ დაამარცხებდნენ,ტკივილიც არასოდეს განელდებოდა.მარტო ის ანუგეშებდა,რომ კოსტა და ბარბარე გვრდით ყავდა... ნანა და დათოც მათთან იყვნენ, სატელეფონო კავშირით,მაგრამ მათი თანადგომა ამითაც იგრძნობოდა... გაუსაძლის ტკივილს გრძნობდნენ მფეთქავ ორგანოსთან. სული ეყინებოდა კოსტას ასეთს,რომ ხედავდა. იმედიანს და მაინც უიმედოს. ექიმების გარანიტიები,რომ მალე ყველაფერს დამაარცხებენ სიცოცხის ხალის უბრონებდა 'ოჯახს' .პალატაში შესვლისთანავე იგრძნო სითბო რომელიც იქ ბუდობდა... პატარა ბარბარე,რომელიც გუშინ არაფრის დიდებით გაყვა სახლში და მამიკო არ დატოვა,ახლა კოსტანტინეს მახარზე უდევს თავი და მშვიდად ძინავს.

-მოხვედი._ მამაკაცის ხმა საოცრად სევდიანი და თბილი იყო.
-მოვედი.
-მომენატრე.
-მეც, ძალიან.
-გეშინია?_კითხა შეპარვით.
-არა!
-მე მეშინია._ხმა აუკანკალდა კოსტანტინეს._მეშინია,რომ უკანასკნელად ვხედავ თქვენს სიცოცხლით სავსე თვალებს. მეშინია,რომ ვეღარასდროს ვიგრძნობ როგორ ცემს ამ პატარას გული ჩემს მხარზე. მეშინია,რომ ვერასდროს შევიგრძნობ იმ სითბოს რასაც ოჯახი ქვია. მეშინაი,რომ ვერ ვიყოლიებთ შვილებს. მეშინია,რომ დამივიწყებთ!_ძლივს საუბრობდა კოსტანტინე. სუნთქვაც გაუჭირდა. ცრემლები რომლებიც თვალებში ასე კიაფობდნენ ჯებირებიდან მაინც ვერ გადმოცვივდა.ალბათ მიხვდნენ,რომ ახლა ამის დრო არ იყო არ იყო ცრემლების დრო,რომლებიც ასე ატკენდა ბარბარეს. მამაკაცს მიუახლოვდა და თავი მხარზე ჩამოადო. მისი ხელი თავის პატარა ხელებში მოიქცია და მხურვალედ დაუწყო კოცნა.
-გაჩუმდი! ნუ ამბობ ამას! არ გავქვს უფლება ასე ილაპარაკო! გესმის?! შენ არ გაქვს უფლება გეშინოდეს იმის,რომ ვერ დაინახავ ჩვენ სიცოცხლით სავსე თვალებს.ვერ გაიგებ ბარბარეს გულისცემას. რომ ვეღასდორს შეიგრძნობ ოჯახის სითბოს. ჩვენ აუცილებლად ვიყოლიებთ ბავშვებს,რომლებიც გაგვაბედნიერებენ. გესმის?! გთხოვ ნუ მატკენ შენი სიტყვებით! მინდა,რომ იბრძოლო გესმის?! ჩვენ ამას შევძლებთ.. ჩვენი პატარა სითბოთი გაჟღენთილი ოჯახი ამასაც გაუმკლავდება და კიდევ ბევრ სიძნელეს!

მას შემდეგ კიდევ ერთი კვირა სახლში არ წასულა. მისი მკლავებიდან თავი არ გაუნთავისუფლებია. სულ მასთან იყვნენ ისიც და პატარა ბარბარეც. არცერთი ტოვებდა თავიან მამაკაცს მარტო. პატარა ახლა უფრო იმედიანად უყურებდა ყველაფერს. ტკივილი თითქოს სადღაც გაქრა და დიდი იმედი იპოვა მამიკოს თვალებში.
ამ ხნის მანძილზე, პირველად იგრძნო თავი ასე ბედნიერად. სრულყოფილება იგრძნო მანაც და კოსტანტინემაც. სიხარულს საზღვრები არ ქონდა პატარა ბარბარემ მამიკოს მკლავებიდან თავი,რომ დაიხსნა და დიდ ბარბარეს მიუცუცქდა...კითხვა,რომელმაც ასე გააბედნიერა.
'შეიძლება დედიკო დაგიძახო?' უსაზღვრო სიხარული ოგრძნო ოჯახმა. ახლა ისინი სურლი შემადგენლობით არიან. დედა,მამა და შვილი.
ახლა უფრო გაძლიერდა კოსტანტინე. უფრო დიდი შემართებით ებრძოდა სიკვდილს. ექიმები რომლებიც იმედს იძლეოდნენ. ღიმილიანი სახეები.



კოსტას გამოჩენიდან ორი თვე გავიდა. ტკივილიანი და ბედნიერი ორი თვე.
გაზაფხული: წელიწადეს ყველაზე ძვირფასი დრო წყვილისათვის. 13 მარტს გაიცნეს ერთმანეთი. მას შემდეგ მათი საყვარელი და ბედნიერების მომტანი რიცხვია 13.

1 მარტი.
აეროპორტში დგას და მეგობრების გამოჩენას ელოდება... გუშინწილ შეატყობინეს,რომ მოფქრინავდნენ. მათი გადაწყვეტილებით გახარებული ორი დღე ადგილს ვერ პოულობდა.როგორ ჭირდებოდა ახლა მეგობრების გვერდში დგომა. პატარა ბარბარეს ხელს არ უშვებდა. გვერდთ ედგა და ისიც ფეხების ბაკუნით ელოდა ნათლიების გამოჩენას. თბილისი-ბერლინის რეისის დაშვება,რომ გამოაცხადეს სიხარულისგან პატარა ბარბარეს ლოყები დაუკოცნა და წელში გასწორდა. დედიკოს სიხარულით გახარებული პატარაც ღელავდა.
მეგობრების ღიმილაინი სახის დანახვამ უფრო შეამსუბუქა და გაალაღა. ახლა უფრო გაძლიერდებოდა და კოსტანტინეს გვერდით დუადგებოდა.

-ბარბ._ნანამ ჩემოდანი დათოს წინ დააგდო და ბარბარესკენ გამოიქცა. ამდენხანს ერთმანეთი არასდროს დაუტოვებიათ. სულ ყველგან და ყოველთვის ერთად იყვნენ.. დათომ ნანას დაგდებული ჩემოდანი აიღო და ბარბარესკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა... ერთანეთს ისე მჭიდროდ გადაეხვია სამივე,რომ სუნთქვა შეეკარათ.. პატარა ბარბარეც მათ შუაში მოიქციეს და ლოყები დაუკოცნეს. სახლში ბარგი დატოვეს და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდნენ.
დღეებიც უფრო გაფერადდა. ერთმანეთის ბედნიერებით, გახარებულები უფრო ბედნიერდებოდნენ.. მთელი ერთი კვირა სახიდან ღიმილი არცერთს მოშორებია.

კვირა დღე იყო ნანამ ბარბარე ოთახში,რომ შეიყვანა და საწოლზე დასვა.

-გახვოვს კაკი ნაკაშიძეზე ინფორმაციის მოძიება,რომ მთხოვე?
-კი._აღელვდა ბარბარე.
-მოვიძიე.
-მერე?
-რეციდივისტია, მკვლელია და ყველაზე საშიში ადამიანია. _ძლივს აღმოხდა ნანას.
-რაა?_თითქოს აგური ჩაარტყეს თავში ისეთი შეგრძენბა ქონდა ბარბარეს.
-ხო. არ ვიცი შენგან რა უნა,მაგრამ უფრთხილდი. სხვა ვერაფერი გავარკვიე დეტალურად.



ეს თემა ასე დახურეს. არცერთი აღარაფერს ამბობდა. არავისთან.. კოსტანტინესთანაც კი. შიში,რომ კაკის რაღაც არ ასვენებდა გულს უღონებდა. იქნებ აჯობებდა კოსტანტინესთვის სიმართე,რომ ეთქვა თავის დროზე. ამდენი უბედურების მომტანი ხომ არ იქნებოდა ეს დუმილი...


ხუთშაბათს დილით საავადმყოფოში წასვლამდე თავს შუძლოდ გრძნობდა. გული ეთანაღრებოდა. ვერ გადადგა ნაბიჯი,რომ კარის ზღურბლს გადაცილებოდა.
საავადმყოფოს კარებთან მივიდა,თითქოს რაღაცა იგრძნო. გული უცემდა,მტკივნეულად ურტყავდა და ავის მომასწავლებელს აგონებდა. ფეხისკანკალით წავიდა წინ. შიშით გაიარა 3 დერეფანი. დერეფნის ბოლოში პოლიციელებით და ექიმებით სავსე პალატის წინა ნაწილი,რომ დაინახა ადგილზე ჩაიკეცა. სასოწარკვეთილი კივილი აღმოხდა. გული გაუჩერდა, ყველაფერი დაიბურა და პირბაც არ შესრულდა. თითქოს შიგნიდან გლეჯდნენ,ანაწევრებდნენ და სიცოცხლის ნიშანწყალს უსპობდნენ. ახლა ასე იყო ბარბარეც... სასურველის პალატიდან გამოგორებული საკაცე,რომ დიანახა...ზეწარგადაფარებული. ფეხზე წამოხტა მისკენ გაიქცა. ვერ შეძლო მისვლა და გაციებული სხეულისთვის უკანასკნელად ჩახუტება... ისე წაიღეს მისი სხეული მორგში ვერ შეძლო უკანასკნელად ენახა... გაციებული,მაგრამ გრძნობებისგან თბილი კოსტანტინე.ხმები,რომელებიც დამშვიდებას სთხოვენ, მისთვის შეუმჩნეველი გახდა. სილუეტები,რომლებიც მის წინ მოძრაოებენ,გაქრნენ ახლა მხოლოდ კოსტას გუშინდელ მომღიმარ სახეს იხსენებს და გული ეკუმშება.. ცრემლებმა ღაწვები აუწვა...გაფერმკრთალებულმა, სახეგაცრეცილმა, თვალები დახუჭა და სიბნელეც ჩამოწვა...





ადამიანებისათვის მთავარი ხომ საკუთარი ბედნიერება? ვიბრძვით ბედნიერებისათვის და მიზანსაც ვაღწევსთ. აუცილებლად მივაღწევთ მიზანს თუ გულით გვინდა. სიყვარულს საზღვრები არ აქვს,არც ბედნიერებას აქვს საზღვრები. ემოციების გამოყოფაც ძნელია,მაგრამ არა შეუძლებელი.არასოდეს გიგრძვნიათ თავი მარტოს? თითქოს ყველა ვინც გიყვარდა გვერდიდან შემოგეცალა, ოთხი კედელი,რომელიც ამდენი წელი შენს გარშემო იყო ერთ წამში დაინგრა და სიცივეც იგრძენი,რომელიც სულში აღწევს. გეყინება ყველა ორგანო და ვერაფერს გრძნობ. თეთრ კედლებს მისჩერებოდა და თვალებს არ ახამხამებდა, იცოდა,რომ რეალობას შეეტაკებოდა და ეტკინებოდა. თვალები აწყლიანებული და სევდით სავსე ქონდა. ვერაფერს გრძნობდა გარდა სიცარიელისა,რომელიც მარცხნივ ასე გამეფებულიყო. სასუნთქი ორგანო დაიშალა და დანაწევრდა. იმედები,რომლებსაც ასე ეკიდებოდა წამში დაიმსხვრა, მინასავით. მინის ნატეხები კი დანაწევრებულ გულში მტკივნეულად ესობოდა. მომაკვდავს გავდა, გალურჯებულს და უმოძრაოს. განსხვავება ის იყო,რომ ის თბილი იყო კოსტანტინესგან განსხვავებით. მისი გაციებული სხეულის წარმოდგენისას შეაჟრჟოლა და თვლაებიდან ცრემლები გადმოცვივდა. ტკვილს გაეჟღინთა პალატა. რასაც ვერ იტევდა გარეთ გამოსვლას ცდილობდა. გულიდან ვერ ფანტავდა ტკივილს. პალატის კარების ჭრიალიც ვერ გაიგო ვერც ის გაიგო დათო და ნანა,რომ შემოვიდნენ და თავთით დაუდგნენ. ვერც ის დაიანხა პატარა ბარბარე,როგორ შემოკუნტრუშდა პალატაში. როგორ შეეცვალა ის მომღიმარი სახე პალატაში ასეთი ჰაერი,რომ დახვდა. ტკივილისგან გაჟღენთილი ჰაერი. დედიკოს მიუახლოვდა და ხელი ხელზე დაადო, ურეაქციობამ პატარასაც ატკინა გული. ვერაფერი გაიგო რა ხდებოდა გარშემო რატო იყო ასეთი გაფითრებლი დედიკო და რა სჭირდათ ნათლიებს. თვალებში ცრემლი გაბრწყინდა და პატარა ღაწვებზე დაედინა...
ისევ ისე მისშტერებოდა თეთრ ჭერს და რეაქცია არ ქონდა. ვერც ის გაიგო როგორ უხსნიდნენ რაღაცას დათო და ნანა. არც ის ესმოდა გულამოსკვნილი,რომ ტიროდა პატრა შვილი. ვერაფრზე ფიქრობდა გარდა ზეწარგადაფარებული საკაცისა. პოლიციელების გახსენებაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და თვალები პირვლად დაახამხამა ამ დროის განმავლობაში. დათო რომელით სავარძელში მოთავსებულიყო, ფეხზე წამოიჭრა და მეგობარს მივარდა. ისევ ურეაქციობა! ვერ გაგონილი სიტყვები. ტკვილით დაფლეთილი გული.. ექიმმა დამაწყნარებელი გაუკეთა და სიბნელე ჩამოწვა.

ვერც ის გაიგო,როგორ შემოანგრია კოსტანტინე ურუშაძემ კარები. ავადმყოფობა,რომელიც ამდენიხანი ტანჯავდა და აფერმკრთალებდა სადღაც გამქრალიყო.ახლა ბარბარეს წინ ცხოვვრებისგან დაჩაქრული მამაკაცი იდგა. ცრემლ მორეული. ბარბარეს ასეთ მდგომარეობაში დანხვისას თავი უფრო შეძულდა. რამდენი ტკვილი მიაყენა. მის საწოლს მიუახლოვდა და მისი გაყინული ხელები თავის თბილ ხელებში მოიქცია. რაღაცას ჩურჩულებდა გაუგონრად. ხელები დაუკოცნა. იგრძნო როგორ გაფართხალდა ბარბარეს ტკივლით დაფლეთილი გული . თითქსო მძიმე ტვირთი მოიხსნა არა ზურგიდან, არამედ გულიდან. ბარბარემ თვალები ნელა გაახილა და კოსტანტინეს დანახვისას ცრემლები წასკდა. არ უკივლია და რც ისტერიკა დამართნია. თავი სამოთხეში ეგონდა და მისი ყურებით ტკბებოდა. შეუმჩნეველი გახდა ის კედლები,რომლებსაც ცოტა ხნის წინ თვალს არ წყვეტდა. ახლა მარტო ის და კოსტა იყვენ 'სამოთხეში' მამაკაცის სახელოს ჩააფრინდა და თავისკენ მთელი ძალით მოქაჩა. მკერდზე ტკიპასავით მიეკრო და ასლუკუნდა. ეხვეწებოდა,რომ არ მიეტოვებინა. მარტო არ დაეტოვებინა ამ ბინძურ სამყაროში.
-გთხოვ კოსტა, გთხოვ რა არ დამტოვო! გემუდარები! შენ ხომ თქვი,რომ ბოლომდე იბრძოლებდი. არ გატეხო პირობა და ისევ არ მატკინო რა. გემუდარები ახლა მაინც არ მიმატოვო. თუ გიყავრდე არ წახვიდე რა!
მამაკაც კიდევ ერთხელ აეწვა გული. სულიერად გაანადგურა ბარბარეს სიტყვებმა. სიტყვებმა რომლებიც მოწომობდნენ,რომ ბარბარეს წელების წინ მარტოდმარტო გატარებული დღეები ისევ ხინჯად აქვს გულზე. ისევ ისე ტკივა როგორ მაშინ კოსტას წასვლა,რომ გაიგო. ვერ აპატია და კოსტამ ეს ახლა უფრო იგრძნო. იგრძნო,რომ ქალი რომელიც მის წინ იწვა, მისით იყო დაავადებული. თავი ოდნავ დახარა და ბარბარეს შუბლს ტუჩებით შეეხო. სიცხისგან იწვოდა. ხელისგულები დაუკოცნა და ნანა ექიმის მოსაყვანად გაგზავნა.


დერეფანში უმისამართოდ დადიოდა. ნანას და დათოს გამწარებული უყურებდა და პასუხს ელოდა. ვერცერთმა გასცა პასუხი! არცერთმა იცოდა რა სჭირდა ბარბარეს. თვალებზე ბინდი მაშინ გადაეკრა დერეფანში მისი ექიმი,რომ დაინახა. მუშტები შეკრა და სწრაფი ნაბიჯებით მისკენ წავიდა. ვერცერთმა შეძლო მისი შეჩერება, ბოლოს თვითონ სისხლის სუნი,რომ იგრძნო მაშინ გაჩერდა და ძირს დავარდნილ ექიმს დახედა. თვალები ჩასისხლიანებული და გაბოროტებული ქონდა. ექიმს ღრიალით მოსთხოვა კითხვებზე პასუხი და პასუხმაც არ დააყოვნა. იმის გააზრებამ,რომ კიდევ თვითონ იყო ბარბარეს ტკვილის მიზეზი ფეხქვეშ მიწა გამოაცალა. აცრემლებული თვლაბეით გახედა მეგობრებს. დათო მოპირდაპირე დერეფანს გაოცებული უყურებდა. ახლა შემაჩნია ყვითელი ლენტი. ახლა შეამჩნია ორი დაცვის წერვი და პოლიცია. კოსტამ მის გაყინულ მზერას თვალი გააყოლა და ისევ ეტკინა. ეტკინა ის,რომ ბარბარეს ამის ნახვა მოუწია. ექიმის საბოლოო სიტყვებმა კი სულ გაანადგურა და გააცამტვერა. ' სავარაუდოდ ტყვიას თქვენი შუბლი უნდა გაეხვრიტა!'.. ახლა იგრძნო სიკვიდლის სუნი. დაფეთებული ბარბარეს პალატისკენ წავიდა. საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა. თვალებით ეფერებოდა. ვერ გაბედა მიახლოვება და ხელისგულების დაკოცვნა. ვერ გაბედა მისთვის კიდევ ერთხელ ეთქვა,რომ უყვარდა. დანაშაული ამის უფლებას არ აძლევდა. პალატის კარების ხმამ გამოაფხიზლა, კარებში პატარა ბარბარე იდგა და ცრემლებად იღვრებოდა. მამის დანახვისას ხელები მისკენ გაიშვირა და მთელი ძალით მოეხვია. ფერებით გული,რომ იჯერეს, პატარამ დედიკოს გახედა და აკანკალებული ხმით იკითხა.
-დედას რა სჭირს მაა?
-ტკივა მა!
-ხომ გაუვლის?
-აუცილებლად მა. ჩვენ ვუმკურნალებთ._კოსტამ ბარბარეს ლოყაზე აკოცა და საწოლიდან წამოდგა. გვერდით მდგარ სავარძელში მოკალათდა და პატარა ბარბარე გულზე მიიკრა. ბარბარეს სურნელით გაჟღენთილ პალატაში ჩაეძინათ.


თვალები,რომ გაახილა სიშავის მეტი ვერაფერი დაინახა. კიდევ ერთი დარტყმა გამოტოვა მისმა დანაწევრებულმა გულმა. თვალები მაგრად მოხუჭა და ცრემლი გადმოაგდო. სურნელი რომელიც მისთვის სანუკვარი და ერთადერთია მძაფრად შეიგრძნო. საწოლიდან წამოხტა და გვერდით მდგარ სავარძელთან მივიდა. გაფითრებული მისჩერებოდა მამა-შვილს. ვერაფერი იგრძნო, გრძნობები გაეყინა. წამიერად ისიც იფირა მეჩვენებაო და საწოლზე მოწყვეტით დაჯდა, თვალს არ აცილებდა მის წინ მძინარე კოსტანტინეს და თვალბი უცრემლიანდებოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო და აღრიალდა. ტკვილის კვნესა აღმოხდა და საწოლს მუშტები დაუშინა. დაფეთებული წამოხტა კოსტანტინე ფეხზე,პატარა სავრძელში ჩასვა და ბარბარეს მივარდა. ხელბი დაუკავა და მაგრად მიიკრა. ქალი ვერ ჩერდენოდა ზურგზე უმისამართოდ უშენდა მუშტებს და კოსტას ლანძღავდა. ' როგორ გაბედე?" ' ვინ მოგცა უფლება?' . ბოლოს ძალაგამოცლილი მამაკაცის მკალვებში ჩაიკარგა და ხელებიიმოხვია! შედარებით დამშვიდდა,მაგრამ ცრემლები ვერ შეიშრო. კოსტამ საწოლზე დააწვინა და თვითონ გვერდით მიუჯდა.

-რა გჭრის ბარბი?_კითხა ხმისკანკალით და შუბლზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა.
-მითხარი,რომ არ მელანდები!_კატეგორიულად მოსთხოვა ტკვილით სავსე ბარბარემ.
-აქ ვარ ბარბი. მხედავ? გინდა გიბრწკენ._კოსტამ ტკივლიანი ხუმრობა სცადა. არცერთს გაღიმებია. ბარბარემ კოსტას სახისკენ ხელი წაიღო და ლოყაზე მოეფერა. მის არსებობაში,რომ დაწმუნდა მთელი ძალით მისკენ მიიწია და ხელები კისერზე მოხვია.
-აქ ხარ! ჩემთან ხარ! არ მიგიტოვებივარ!_სლუკუნებდა და კოსტას ლოყაზე კოცნიდა.
კოსტამ უკან გასწია და ცრემლები ხელისგულებით დაუშრო. მერე ისევ მაგრად ჩაიკრა გულში და მოუბოდიშა. ყველა ტკივილი მოუბოდშია. უშველიდა კი მის გულს ერთი ბოდიში?! ახლა ბარბარეს გული ისე იყო გამთელებული, ვერაფერი ვეღარ მოკლავდა. ისე იყო სიხარულით ავსებული სულიერად,რომ ახლა მართლა აპატია კოსტას ყველა ტკივლიანი დღე-ღამე! თვალები დახუჭა და კოსტას მხარზე დადო თავი. არცერთი განძრეულა, არცერთს აღარ ახსოვდა სავარძელში მოფუზული და ნიკაბ აკანკალებული ბარბარე,რომ იჯდა და მშობლებს უყურებდა. მოწყენილმა ამოიხვნეშა და ისევ მათ გახედა. წამში ორივე გამოფხიზლდა და პატარას გახედეს. ბარბარემ ხელით ანისნა ჩვენთამ მოდიო, ისიც მშობლებისკენ სიხარულით გაიქა და საწოლზე ახტა.
-მეგონა დაგავიწყდით._ამოთქვა თავის გულისკტივილი.
-დე, როგორ იფიქრე ეგ?!_ იწყინა ბარბარემ და ლოყაზე მაგრად აკოცა._ახლა მაგ გაბუშტულ ლოყებს დაგიკოცნი და დაგახრჩობ. კოცნით დაგახრჩობ!
-მე არ დამახრჩობ?_იკითხა კოსტამ და გაიცინა.
-შენ საღამოს!_ბარბარემ პატარა ჩაკოცნა და კოსტას მიეყრდნო.


პატარა ნანამ და დათომ სახლში წაიყვანეს. პალატაში გამეფებულ დუმილს არცერთი უღებდა ბოლოს. ბარბარე კოსტანტინეს ახსნა-განმარტებას ელოდა,მამაკაცი კი ხმას ვერ იღებდა. მისთვის დაგეგმილი სიკვდილმა სხვა იმსხვერპლა. რამდენი ადამიანის ტკვილი დააწვა გულზე. ვინ მოთვლის. რამდენს ატკინა მისი სიკვდილით?! მის ადგილას,რომ კოსტანტინე ყოფილიყო,სხვას ხომ არ გააუბედურებდა. რატომ აიტეხა სახლში დაბრუნება და ბარბარესთვის სურპრიზის მოწყობა? აუცილებლად გაიგებს რა მოხდა! ახლა არა!ახლა ბარბარეს უნდა აუხსნას ყველაფერი და სულ ბოლომდე მოუშუშოს იარები!. მისი საწოლისკენ წავიდა და გევრიდთ მიუწვა.
-დღეს დილით ექიმი იყო ჩემთან შემოსული. სახლში მკურნალობის გაგრძელება შემომთავაზა.დავთანხმდი და საავადმყოფოდან პირდაპირ ჩვენს სახლში წამოვედი. გულს გავუხარებ ახალი ამბით თქო ვიფიქრე. სხვა იწვა იმ პალატაში ჩურჩუტო._გაუცინა კოსტამ და ცხვირზე აკოცა.
-იცი როგორ მეტკინა?! იმის გაცნობიერება,რომ დაგკარგე? გული შემეკუმშა, სუნთქვა გამიჭირდა და მოვკვდი. პალატიდან საკაცე,რომ გამოაგორეს იქ ვიგრძენი,რომ ჩემი სუნთქვა ხარ!

დუმილი ჩამოწვა. ერთმანეთის სითბოთი იჟღინთებოდნენ.. ბარბარეს აზრები,რომლებიც ახლა მოსვენებას არ აძლევდა. იმდენად ქონდა კაკი ნაკაშიძის შიში გამჯდარი,რომ ამაზე ფიქრი წამითაც არ ტოვებდა. იმის გააზრება,რომ კოსტა უნდა ყოფილიყო იმ პალატაში გულს უკლავდა. თავს იმით იმშვიდებდა,რომ ჯერ არაფერი იცოდა. 'იქნებ ინფაქტმა დაარტყა' ?
თავი დაიმშვიდა და თვალები მინაბა.




საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წავიდნენ. ნანას და დათოს სიხარულით ეღიმებოდათ. პატარა ბარბარე კი დედის და მამის ბედნიერი სახეების დანხვისას სიცილს ვერ იკავებდა. კოპლებიანი კაბის ბოლოებისთვის ხელები მაგრად მოეკიდა და აფირალებდა. ოჯახური გარემო,რომელსაც ასე ნატრობნენ. ტკივილით სავსე წლები,რომლებმაც მათ სიყვარულს ვერაფერი დააკლო. უფრო გაამძაფრა! სიყვარულის , ერთმანეთის პატივისცემის, ერთგულების და მეგობრობის სუნი იგრძნობოდა სახლში. ბარბარე კოსტანტინეს კალთაში იყო მოკალეთებული და ცხვირი მის ყელში ქონდა ჩარგული. პატარა დააძინეს და ახლა ოთხეული ძველ ამბებს იხსენებს.

კოსტანტინე მთელი საღამო პოლიციაზე,პალატაზე და გარდაცვლილზე ფიქრობდა. ექიმის სიტყვები წამითაც არ ტოვებდა, გული მწარედ ეკუმშებოდა იმის გააზრებისას,რომ მისთვის განკუთვნილმა ბრმა ტვიამ სხვისი სიცოცხლე იმსხვერპლა, შვებას მარტო მაშინ გრძნობდა ბარბარეს მშვიდ და გაბრწყინებულ თვალებს,რომ ხედავდა. ამით იიმედებდა თავს.
ვერავისზე მიქნოდა ეჭვი! ვერავის ადებდა ხელს! გრძნობდა,რომ პირველი მცდელობა უკანასკნელი არ იყო! იმასაც გრძნობდა,რომ ყველაფერს ცუდი დასასრული ქონდა. როდემდე შეეწირებოდა სხვა მის მაგიერ?! მეორე დილით სახლში გამომძიებელმა მოაკითხა, შეხვედრა დაუთქვა და კარებს უკან გაუჩინარდა.
ბარბარესთვის არაფერი უთქვას, არ უნდა კიდევ ანერვიულოს და მის ნატანჯ გულს კიდევ ერთი იარა დაუმატოს. ნახევარი საათით ადრე გაიკეტა სახლის კარები და განყოფილებაში წავიდა. გამომძიებლის კაბინეტში იჯდა და თითებს მაგიდაზე ათამაშებდა. ყველაფერი ნათელი იყო, გარდაცვლილი უბრალო და შემთხვევითი მსხვერპლი იყო. ტყვია,რომელმაც სხვისი შუბლი გახვრიტა კოსტანტინესთვის იყო განკუთვნილი! ახლა უფრო მეტად აღელვდა, ახლა უფრო მეტად განიცადა მომხდარი. გულში რაღაც მაგრად ჩხვლეტდა,ავისმომასწავლებლად! დაკითხვა 2საათზე მრტხანს გაგრძელდა. უინფორმაციო, არაფირისმომცემი სიტყვებით დატოვა განყოფილება და სახლში წავიდა. ბარბარე შეშინებული დახვდა შემოსასვლელში, აცრემლიანებული თვალებით. კოსტას გარეშე გატარებული თითოეული წამიც კი ტკივილთან იყო დაკავშირებული.
მთელი ეს დრო ერთმანეთის ალერსს არ წყვეტდნენ! ღამეები,რომლებსაც ასე ნატრულობდნენ ახდა! ახდა ისე,რომ მათ ბედნიერებას საზღვრები არ ქონდა! ყველაზე ბედნიერი წუთები! ერთმანეთის ალერსით, ვერ ივსებოდნენ! კოსტანტინე სულ უფრო და უფრო, მეტად ივსებოდა მისი სურველით. ბარბარეს აწითლებული ლოყები საკუთარ ფიქრებ ღამისაკნე,რომ წაიჭერდა ხოლმე! დღის სიძულვილი,რომელიც ასე აშორებდა ერთმანეთს! სულ ერთად ყოფნის სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდათ!
საავადმყოფოში კვირაში ორჯერ სეანსებს გადიოდა. უკეთესობისკენ წასული საქმე და უფრო გაღვივებული იმედები. ახლა უფრო მეტი შემართებით ბრძოლა. როცა იცი,რომ ორის მაივრად სამი გელოდება! ყველაზე მეტად ცდილობდა, საკუთარ ძალებს აღემატებოდა,მაგრამ მაინც ცდილობდა. ექიმთან სეანსების რაოდენობა გაზარდა. ყოველდღიურად დაიწყო კურსების გავლა! ბარბარე და მისი ჯერ არდაბადებული პატარა მთელი გულით გულშემატკვირობდნენ, იმედიან მამიკოს! საავადმყოფოს ინციდენტიც თითქოს დაივიწყეს. გამომძიებელთან ზარებს თუ არ ჩავთვლით ჩუმად,რომ ანხორციელებდა კოსტა.

ბარბარეს პატარა გვერიდთ ყავდა მიწვენილი და ზღაპარს უკითხავდა. პატარა იმდენად იყო ჯერ არ წამოზრდილ მუცელთან თამაშით გართული,რომ დედიკოს სიტყვები არ ესმოდა და ვერც აანალიზებდა. ნაცარქექია,რომელიც უკვე მესამედ დაიწყო ბარბარემ, ვერ შეისმინა. ბოლოს ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა და დედიკოს თვალებში მიაჩერდა!.
-დე მალე გამოჩნდება?_დედიკოს უყურებდა,მაგრამ ხელი მუცდლიდან არ აუღია.
-8 თვეში დე!_ გაუცინა და შუბლზე აკოცა.

პატარამ უკმაყოფილოდ დაიჭყანა და დედიკოს თავი მუცელზე დაადო. თან შეწუხებულმა მალევე წამოწია. 'ხო არ ვტკენ დე?" ბარბარეს სიცილი და სასიამოვნო პასუხი.' არა დე არ ტკენ!'
საქართველოში დაბრუნდების დრო თითქოს ყველამ ერთანირად განიცადა. არცერთს უნდოდა უკან დაბრუნდება. თითქოს ეშინოდათ, ეშინოდათ იმის რაც იქ ელოდათ. გერმანიაში გატარებული დღეები მხოლოდ გასახსენებლად თუ დარჩებოდათ.! რა იქნებოდა იქ დაბრუნებისას?! რატო უცემდა ასე გული ბარბარეს თვითფრინავში ჩაჯდომისას. კოსტაზე მაგრად ჩაჭიდებული ხელი და სიშავეში წასული ფიქრები!
ყველაფრის მიუხედავდ მაინც ვერ კარგავდნენ ბედნიერების განცდებს! საქართველოში, გატარებულმა ტკბილმა დღებმა შიში უკვალოდ გააქრო! ახლა მარტო იმაზე ფიქორბდა, როგორ გაებედნიერებინა უფრო ოჯახი! კოსტანტინემ კურსები საქართველოში გააგრძელა. წარმატებული სიანსები უფრო და უფრო უხარებდა გულს ოჯახს.! საბოლოო შედეგმა ყველა სურვილს,სიხარულს,სითბოს და მოთმინებას გადააჭარბა. ვერავინ წარმოდგენდა კოსტას ორგანიზმი ასე თუ გამოჯამრთელდებოდა. მისი სისხლი ასე თუ გასუფთავდებოდა. ექიმის დანიშნულება,რომ მოიტანა სახლში და სიახლე ამცნო ოჯახს, ბარბარეს სიხარულით გული წაუვიდა. ცალკე სადარდებელი გაუჩნდა კოსტას. კითხვები,რომლებითაც თავიც კი მაობეზრა გამოფხიზლებულს.'რამე ხომ არ დარტყი?' 'როგორ ხარ?' 'ჩემი ბიჭი როგორა?' ' გინდა ექიმთან წავიდეთ?' ბარბარემ ხელები ტუჩებზე მაგრად მისცხო და ჩაუხუტა.

-ხედავ?!_წამოიყვირა გახარებულმა ბაბრაბრემ და ხელები ჰაერში აათამაშა._ხომ გეუბნებოდი, დავამარცხებთ მეთქი? მოვიგეთ კოსტა! გავიმარჯვეთ! სიკვდილს ვაჯობეთ!_სიხარულით სავსე ბარბარე წინ და უკან დარბოდა და კოსტას სახელს გაჰკიოდა. კოსტანტიენეს სიამოვნებისაგან სხეული უდუღდა. პირვლად ხედავდა ასეთ გახარებულს. ყველაფრის შემდეგ ბარბარეს სახეზე ამხელა ბედნიერების წაკითხვა მისთვის ჯილდო იყო!
-მიყვარხარ!_დაიჩუჩულა კოსტამ და ბარბარეს ხელები წელზე მოხვია.პატარა ბარბარეს გახედს,რომელიც ტელევიზორს უყურებდა და დედიკოს და მამიკოს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. კოსტანტინემ ბარბარეს სისხლისფერი ტუჩები დაუკოცნა და ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე._საღამომდე რა მოითმენს!_წაიჩურჩულა კოსტამ და ცხვირი ბარბარეს სურნელოვან თმებში ჩარგო.
ქორწილზე არცერთი სუაბრობდა. კოსტანტინე არ ჩქარობდა. ბარბარეს კი გული ეწურებოდა, ყოვლე ზარზე და კოსტას ნათქვამ 'საქმე მაქვს' გული აუფართხალდებოდა და სასურეველი წინადადების მოლოდინში იღვენთებოდა. კოსტა კი ხან რას მოიფიქრებდ და ხანს რას. სამსახურში საქმე კარგად მიდისო და ვახშამი მოუწყო.გაცოფებული ბარბარე მთელი ერთი კვირა წინ და უკან დადიოდა და ცეცხლებს აკვესბდა. ნანა და დათო დასცინოდნენ. კოსტანტინე კი ისევ დუმდა! გულისგამაწვრილებელი სიჩუმით დუმდა! ცოლ-ქმრული ურთიერთობა ბარბარესთვის მაინც სხვა იყო. უფრო წმინდა და სასწაულიებით სავსე! ღვთის წინაშე დადებული ფიცი მისთვის ბევრს ნიშნავდა. მისი სულისთვის ეს ყველაფერი იყო. ბოლოს კოსტანტინესთან მივიდა,რომელიც ბარბარეს კინდერის სათამაშოებს უწყობდა და თან ცალი თვალით ტელევიზორს უყურებდა.
-კოსტანტინე!_მარტო მაშინ მიმართავდა ასე როცა საშინლად გაცნოფებული იყო.
-რა მოხდა ბარბი?_შეშინდა მამაკაცი და ფეხზე წამოხტა. ბარბარე დიაბანა. 'ახლა რა ვუთხრა? სწრაფად ცოლად მომიყვანე თორემ გავგიჟდები თქო?!' 'სულელო! დააცადე და იტყვის' შთააგონა ბარბარემ თავს და კოსტად გაუღიმა.
-რა შეშინებული მიყურებ? არაფერი ხდება. სარკეში ვიხედებოდი და მუცელი გამეზარდა. აი ნახე_ბარბარემ სწრაფად დიაძვრინა თავი და მაისური აიწია. კოსტანტინეს სიცილი წასკდა, ბარბარე დაიბნა და მაისური სწრაფად ჩამოიფარა._რატო იცინი?_იკითხა ნაწყენი ხმით და თვალები აუცრემლიანდა.
-ბარბი! რა გატირებ? გამეცინა შენს პატარა და მზორდილ მუცელზე.
-ჩემი მუცელი შენი დასაცინი არაა!_გაუწყა ბარბარე და სამზარეულოში გავიდა. კოსტანტინე უკან დაედევნა და ხელები წელზე მოხვია.
-რა ჭირვეული გახდი? მაგიჟებ!
-ვიცი!
-ხვალ უფრო გაგეზრდება მუცელი._გაიცინა კოსტანტინემ და მაცივრის კარები გამოაღო.
-ეგრე არა? აი... აი.. ნახავ მე,რომ მართლა გამეზრდება მუცელი არ განახებ!_სასაცილოდ ატიტინდა ბარბარე და კოსტანტინეს შეუღრინა. კოსტა დოდხანს ცდილობდა ბარბარეს გულუბრყვილობაზე და ბავშვურობაზე არ გასცინებოდა,მაგრამ ვერ შეძლო და ისევ გააბრაზა საყავრელი ქალი._დეგენერატო!_დაიკივლა ბარბარემ და მისაღებში პატრასთან გავარდა.
ბავშვს ხელი მოკიდა და დასაძინებლად აიყვანა მაღლა.
-დე მამიკოს ეჩხუბე?
-არა დე საიდან მოიტანე?
-აბა დეგენერატოო?_ბარბარე საკუთარ შეცდომას მიხვდა. როგორ ვერ იტანდა იმ მშობლებს ბავშვების თვალწინ,რომ მართავდნენ სპეკტაკლებს. მაინც არ ესიამოვნა თავისი საქციელი, მერე რა,რომ ხუმრობით იყო ნათქვამი. შეცდა!
-ეგრე მამკობს ხოლმე დედიკო._ღიმილნარევი ხმით უპასუხა კოსტანტინემ და გვერიდთ მიუწვა საყვარელ გოგოებს.ბარბარემ გაიღიბა და ცხივრზე აკოცა კოსტას._ხედავ? ახლა მკოცნის და წეღან მლანძრავდა._ისევ ცადა გახურმება კოსტამ. პატარამ გადაიკისკისა და დედ-მამას შუაში ჩაუგორდა.


დილაადრიანად წამოფრინდა ბარბარე ფეხზე და სამზარეულოში გავიდა. კოსტანტინეს და ბარბარეს საუზმე მოუმზადა და სააბაზანოში შევიდა. ერთი საათი ინებრივრა. კოსტანტინემ კარები ლამის ჩამოუღო მალე გამოდი გვიჭირს მამა-შვილსო. ბარბარემ გაიცინა და ხალათი მოიცვა. გასვლისას ბარბარე ჩაკოცნა და სააბაზანოში შეუშვა. კოსტანტინე აყუდა კარებთან და თვალების ბრიალით რაღაცა ანიშნა. გაოგნებული კოსტა თვალებში უყურებდა,ბოლო ვერაფერი,რომ ვერ გაიგო ამოიხვნეშა და ბარბარეს სისსხლისფერ ტუჩებს დაეწაფა.
-რაო რას მიბრიალებდი მაგ თვალბეს?_იკითხა კოსტამ და ხალათის საკრავს დაეჯაჯგურა._შეიკოჭავს ხოლმე!_განაწყენდა და ხელები წელზე მხოვია.
-რას ვამბობდი და საუზმე მზადაა თქო!_გამოასწორა ბარბარემ და კოსტას მხარზე ჩამოდო თავი.
საუზმეს,რომ მორჩნენ კოსტანტინემ ბარბარე სკოლაში წაიყვანა. შინდაბრუნებულს ბარბარე სახლში არ დახვდა. ფერები გადაუვიდა ტელეფონს დაწვდა და დარეკა. არ უპასუხა, უფრო ანერვიულდა! ნანას და დათოს დაურეკა თქვენთან,ხომ არააო? პასუხმა სულ გააგიჟა. სახლის კარები გიჟივით გაიკეტა და უმისამართოდ ბარბარეს ძებნა დაიწყო. არსად იყო სადაც კოსტას ეგულებოდა. ტელეფონი ისევ გამორთული აქვს! ძალაგამოცლილი, ნერვიულობისგან გადაღლილი და გამოფიტული სახლში დაბრუნდა იმედით,რომ იქ დახვდებოდა. კარებში შესვლისთანავე ბარბარეს სახელი იღრიალა. ეს უკანასკენლი სამზარეულოდან დაფეთებული გამოვარდა,ფქვილიანი ხელებით. მამაკაცი ერთიანად დამშვიდდა ბარბარე სახლი,რომ იგულა. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და მოეხვია.არაფერი ესმოდა, ბარბარეს ნათქვამი 'ფქვილიანი ვარ,დაგსვრი' კოსტანიტნემ ხელი,რომ არ გაუშვა ბარბარემაც მოხვია და ყელში აკოცა. სიამოვნებისგან ჟრუნატელმა დაუარა ორივეს. კოსტანტინემ ჩურჩულით იკითხა
-სად იყავი ბარბი?
-ექიმთან ვიყავი! რა გჭირს კოსტა?_იკითხა შეშინებულმა და კოსტას მოშორდა.
-არაფერი. სახლში,რომ ვერ გიგულე შემეშინდა! დამიბარე ხოლმე სადმე თუ წახვალ, კარგი?
-კარგი.ბარბარეს შენ გამოიყვან?
-კი._კოსტანტინე ოთახისკენ წავიდა.
-საით? აბა გამოვიყვანო?
-წავუძინებ და გამოვიყვან.
-კოსტა! 4 სააათია რას წაუძინებ?!_გაოცებულმა კოსტანტინემ საათს შეხედა,მერე ბარბარეს და ქურთუკს ხელი დაავლო. 10 წუთში სკოლის კარბეთან იდგა და შვილს ელოდებოდა.


საღამომდე ერთად იყვნენ,მერე ნანამ ბარბარე თავისთან წაიყვანა. წყვილს სიმყუდროვე შეუქმნა და გაეშმაკებულმა თვალი ჩაუკრა ურუშაძეს. კოსტამ მეგობარს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ბარბარესკენ მიტრიალდა. გული უჩვეულოდ უცემდა! გრძნობდა,რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. რაღაც რასაც ამდენი წელია ელოდება! სხვა დროს ალბათ პირდაპირ იმაზე მიიტანდა ეჭვს რაც ასე უნდოდა, მაგრამ დღეს ვერ შეძლო ფიქრი! ფიქრები სადღაც გაიფანტნენ და მარტო დატოვეს! კოსტას ანაბარა! ახლა კოსტანტინე იყო მისი მთავარი საყრდენი, ისე როგორც სხვა დროს და სხვა ვითარებაში! კოსტანტინემ ხელისგულზე აკოცა,მერე დაიხარა და პატარა მუცლეზე ტუჩები აათამაშა. ბარბარეს გაეცინა და კოსტას თავში მსუბუქად უთავაზა! მამაკაცმა ფეხებში წაავლო ხელი,მერე წელზე და ხელში აიტაცა. ხელები ისე მჭიდროდ მოხვია კისერზე მამაკაცს,თითქოს გაქორბას აპირებდა კოსტა! ყურებთან ახლოს მიიტანა კოსტამ ტუჩები და უჩურჩულა. 'მე,რომ კაბა გაჩუქე ის ჩაიცვი და მალე ჩამოდიო' მერე ძირს დასვა და ხელით ანიშნა ოთახში შესულიყო. დაბნეულმა ჩამოწია სახელური და კარს უკან გაუჩინარდა. კოსტამ სიამოვნებისგან გაიღიმა და სააბაზანოს კარებს მიეყრდნო..

ხელისკანკალით გამოიღო კაბა კარადიდან და ტანზე მიიზნომა. ჯერ ასე მოიხდინა ტანზე მერე კი ნელა დაიწყო ტანსაცმლის მოცილება სხეულიდან... ვერაფერს ფიქორბდა,რატომ აცმევს ამ კაბას? მიყავს სადმე? სულელია როგორ ვერ იფიქრა რატომ მიყავს კოსტას ამ კაბით სხვაგან! სულელი ქალია ჩვენი ბარბარე! ნახევარი საათი კაბის ჩაცმას მოანდომა, 10 წუთიც მაკიაჟს და კარებთან მივიდა. ძლივს ჩამოწია სახელური. 'როგორ კანკალებ,ცოტახანი დაიცადე დამშვიდდი და მერე გადი' სახელურს ხელი უშვა და საწოლზე ჩამოჯდა,ღრმად სუნთქვადა,ბოლოს ვეღარ მოითმინდა და კარებს ელდანაკრავივით ეცა. კოსტა ისევ სააბაზანოს კარზე იყო მიყუდებული და თვალები დაეხუჭა. კარების ხმაზე სწრაფად გაახილა და თვალის გუგეები გაუფართოვდა. სიტყვებით ვერ აღვწერ რა იგრძნო მაშინ კოსტანტინემ, იგრძნო,რომ ყველაზე ძვრიფასი თვლის პატრონი იყო! რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდბოდა მისი სითბო და მზრუნველობა! ნაბიჯი გადადგა ბარბარესკენ და გულზე მიიკრა. ისევ ისე ახლოს მიიტანა ტუჩები ბარბარეს ყურთან და ჩასჩურჩულა. 'ჩემი იდეალი ხარ' . სახლი უხმოდ დატოვეს. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დასვა მოსალოდნელი კითხვა ბარბარემ.
-სად მივდივართ კოსტა?_იკითხა მხიარულად და ღვედი შეიკრა.
-ნუ ხარ სულსწრაფი. მადროვე!_გაიცინა მამაკაცმა და ხელზე აკოცა.

მთელი გზა მოუსვენრად ცქმუტავდა ადგილზე,ღვედი უამრავჯერ შეიკრა და გაიხსნა! 'ბავშვს უჭერსო' თავს იმართლებდა და კოსტას სიცილზე უფრო იძაბებოდა! ერთსაათიანი მგზავრობის შემდგე კოტსანტინემ მანქანა,ხის მყუდრო სახლთან გააჩერა. პატარა ერთსართულიანი სახლი,ზუსტად ისეთი ბარბარეს,რომ სურდა ბავშვობაში. ახლაც უნდა,მაგრამ ქალქიდან ასე მოშორებით ცოხვრებას ვერ შეძლებს. ნანას და დათოს სულ იმაზე ეწუწუნებოდა ერთი პატარა ხის სახლი ვერ ვიყიდე სადმე ქალაქგარეთო,ზაფხულში დავისვენებთ მაინცო. ახლა,თვალებს ვერ უჯერებდა ზუსტად ისეთ სახლში,რომ შედგა ფეხი,ბავშვობაში,რომ ოცნებობდა. კოტას ხელი მოკიდა და მუცელზე დაადებინა. ამ ბოლო დროს ასე იცის სიხარულის გამოხატვა! პატარას თანაზიარობით. კოსტანტინემ მხარზე აკოცა და წინ წავიდა,ბარბარეც გაიყოლა! ოთახის შუაგულში ორ კაცზე იყო ვახშამი გაწყობილი, არასდორს გამოირჩეოდა ურუშაძე რომანტიკოსობით,არც ახლა აპირებდა მსგავს რამეს. უბრალოდ უნდოდა,რომ ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო ბარბარესთვის! ემოციებისგან ახტაცებული ბარბარე თვალებს აცეცებდა და კოსტანტინეს იმედიანად უყურებდა! მთლად ასეთი სულელიც არ გამოდგა,მიხვდა! მიხვდა,რომ ოცნება უსრულდებოდა და კოსტანტინესთან ჩხუბს სულ ტყულად აპირებდა! იგრძნო,როგორ გაუჩერდა სისხლისმიმოქცევა, პულსაცია აუჩქარდა! ნერვიულბისგან ხელისგულები გაუოფლიანდა და თვალებში ბინდი ჩამოწვა!გონება არ დაუკარგავს! წამით დაბინდდა ყველაფერი კოსტანტინეს გარდა. მისი სახის გამომეტყველება,როგორ უყურებდა ბარბარეს აცრემლიანებულ თვლაბეს! პირვლად არ შეკვრია სუნთქვა მისი ცრემლების დანახვისას, პირვლად არ უგვრძნია,რომ გული შეეკუმშა. მიხვდა,რომ სიახრულის ცრემლები კიაფობდნენ ბარბარეს თვალებში. მაგიდასთან მიიყვანა და სკამზე დასვა! ჯერ კიდევ ვერ მოსულა ბოლომდე ამქვეყინურობას! კოსტანტინემ ჩაახველა და წინ დაუჯდა! მცირედი დიალოგით შემოიფარგლა ურუშაძე, მთავარ სათქმელამდე დრო გაყვადა! არ უდნა ასე სწრაფად აჯახოს! ცოტას ანერვიულებს, თვითონაც მოეშვება და ეტყვის აბა რას იზავს?! სულ ასე ჩუამდ ხომ არ იქნება?
ბარბარეს ნერვები პიკს აღწევდა, კოსტანტინეს უაზრო დიალოგი გუდადვდა! არასდორს უსაუბრია ასე გაუგებრად კოსტანტინეს! ახლა კი ისეთ უაზრო თემებზე ესაუბრება,რომ ბარბარეს ნერვები აწყდება! ცოტაც და აფეთქდება! მთავარ სათქმელამდე მისვლას ელოდება და ვერა და ვერ მივიდა ურუშაძე! ბოლოს ამოიხვნეშა და პომიდორს დაწვდა! იმედი გადაეწურა,რომ კოსტანტინე რამე სერიოზულის თქმას აპირებდა მისთვის! კარგად,რომ დანაყრდა კოსტანტინეს მიაჩერდა! იმედჩამქრალი თვლაებით და ხელებს ნიკაპით დაეყრდნო.
კოსტანტინე სიცილს ძლივს იკავებდა ბარბარე სახის გამომეტყველებაზე.ბოლოს ვერ გაუძლო მის უიმედო მზერას და ჯიბისკენ წაიღო ხელი! ისე აცუნდრუკდა ბარბარე ადგილზე,რომ ახლა ვერ შეიკავა თავი და ოდავ ჩაიღიმა! ჯიბიდან პატარა შინდისფერი კოლოფი ამოაძვრინა და ბარბარესკენ დაიძრა! ცალი მუხლი დაადო იატაკს ხელები კი ბარბარეს მიამრთულებით გაშალა! არ გაუგრძელებია დიდხანს! არც შესავალი გაუკეთებია! ისედაც დაელიათ სული!
- ჰა, გახდები ჩემი ცოლი? თუ მოვიტანო გუდანაბადი?_ თან იღიმოდა თან ბარბარეს თვალებს უყრუებდა! ჭინკები ასე,რომ დათარეშობდნენ!
- ნუ მემუქრები ვაჟბატონო!_გაიცინა ბარბარემ და კოსტას მხარზე ჩამოდო ხელი!_ვიფიქრებ,ხარ ღირსი თუ არა გახდე ჩემი მეუღლე._ახლა ბარაბრემ ცადა გახუმრება. კოსტანტინეს სახე დაუსერიოზულდა.
-გაფიქრებ მე შენ! გიაკეთე ეს ბეჭედი!_ ორივეს ერთდროულად გაეცინა! ბარბარემ კოსტანიტნეს გამოწვდილ ხელს თავისი დაუხვედრა და ბეჭედი დაირჭო! კოსტას მოეხვია და
იმდენი კოცნა სანამ არ დაცხა!


ყვალზე თბილი,ემოციური,გრძნობებით გაჟღენთილი და ბედნიერი ღამე იყო,მათ ღამეებს შორის! სითბოს ასხივებდა ბარბარე,კოსტანტინე მისი ბედნიერებით გახარებული ადგილს ვერ პოულობდ მთელი კვირა! ნანას ხელები სულ ჰაერში უფრიალა.'ნახე რა ბეჭედი მაჩუქაო' არა ბეჭედი კი არ უნდოდა,რომ ენახა ვიზვალურად, კოსტანტინეს ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი უნდოდა,რომ ენახებინა! სიყვარულით,რომ 'დაარჭო' ხელზე! თან რა ორიგნალურად სთხოვა ხელი?! გუდა ნაბადს შევკრავო. ამის გახსენებისას სულ ეცინებოდა! მერე კოსტანტიენსაც აიყოლებდა და მთელ სახლში მარტო მათი ხმა ისმოდა.
გაფერადებული დღეები კოსტანტინეს ტელეოფნზე ზარმა წაშალა! ზარმა,რომელიც მის გერმანიაში წასვლას ითხოვდა! სასწრაფოდ! ბარბარესთვის თქმაც კი ესიკვდილებოდა. არაფერია,მაგრამ როგორია საყვარელ ქალს აუხსა,რომ შენი მკვლელის ვინაობა დაადგინეს და იქ უნდა ჩახვიდე! ვერ ეტყვის,რაღაც უნდა მოიფიქროს. ასე ვერ ანერვიულებს ამ მდგომარეობაში. ბავშვს,რომ რამე დაემრთოს საკუთარ თავს არ აპატიებს! ტყულების დიდი ნუსხა შეთხზა და გაჭირვებით გადააგორა ბურთი ყელში! ბარბარეს მოტყუებას სიკვდილი ერჩივნა. მისი მოტყუებული სახის დანახვას. საკუთარი თავი შეიზიზღა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მძინარეს დააკვირდა! ყველაფერს ერჩივნა ახლა მის გვერდით წოლილიყო და არაფერზე ეფირქა.არც გერმანიაზე! ბარბარემ,რომ გაიღვიძა კოსტანტინე იგივე მდგომარეობაში იჯდა. გადმოიხარა და მამაკაც ნაზად აკოცა. კოსტას ჩამქრალმა თვალებმა, შიში დაუსადგურა შინაგანად.
-რა ხდება კოსტა?_მოსალოდნელი კითხა და ტყუილებით გაჟღენთილი პასუხი!
-ბარბი,გერმანიაში უნდა წავიდე!_ამ ერთმა წინადადებამ თვალები გაუფართოვა და ჩაუცრემლიანა.
-მოხდა რამე?
-ექიმმა დამირეკა. ანალიზები უნდა ავიღოთ,რომ დავრწმუნდეთ ყველაფერი წესრიგშიაო._გულში ისეთი ჩხვლეტა იგრძნო,რომ სუნთქვა შეეკრა. წამით ეგონა,რომ კვდებოდა. სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა. ბარბარეც ისე გაფერმკრთალდა,ვეღარაფერს ხედავდა საყვარელი ქალის აცრემლებული თვალების გარდა! ზიზღის გრძნობა უასმაგდებოდა! ერთი ტყუილით როგორ ატკინა ახლა გული! რომ გაიგებს მოატყუა,ხომ იცის,რომ ეტკინება! ტყული მათთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა გულის არეში!
-კოსტა რამე ხდება? ექიმმა მარტო ეგ გითხრა?_ახლა იმის შიშით ძლივს აბავდა სიტყვებს თავს,რომ კოსტას გამოჯამრთელების საწინააღმდეგოდ მიდოდდა საქმე._ექიმმა ხომ თქვა,რომ სულ განიკურნე?
-ბარბი, შემოწმება არ მაწყენდა! გავფრინდები და უფებ ჩამოვფრინდები.
-მეც წამოვალ!
-ხუმრობ? შენი აზრით ამ მდგომარეობაში სამდე წაგიყვან? გამორიცხულია!

კოსტანტინეს ხმა ისეთი მკაცრი და გამაფრთხილებელი იყო,რომ ვერ შეედავა. მაგრად მოეხვია და კეთილი მგზავრობა უსურვა. მერე რა,რომ ჯერ ადრეა გაფრენამდე? მაინც უსურვა! თავისებურად! წასვლისას ცრემლებიც გადმოყარა ჩუმად და გააცილა! აეროპორტსი არ წაიყვანა გვიანიაო! კარები,რომ მიკეტა მერე იგრძნო თავი ცუდად! კოსტას გარეშე ერთ წუთასაც ვერ გაძლებდა!იცოდა ეს და იმიტომ იყო ახლა ასე! მთელი დღე უაზრო დადიოდა ოთახიდან ოთახში, ბარბარეც უკან დაყვებოდა და მოსვენებას არ აძლევდა! მუცელზე თამაშით,რომ დიაღლებოდა თავს დაადებდა და ამღერებდა ხოლმე! ბარბარეც მასთან ერთად ბედნიერდებოდა, ის,რომ არა ალბათ ვერ გადაიტანდა კოსტას არყოფნას! არასრული შემდაგნელობით ბედნიერ ოჯას იდელია კარზე ზარმა დაურღვია. ბარბარე კარებისკენ წავიდა, არავინ დახვდა. ძირს,რომ დიახედა პატარა ფურცელი დაინახა,დაწვდა და სახლში შეიკეტა.

"როგორ ხარ ბარბარე?! კოსტას ვითომ სიკვიდლმა ცოტა მოგტეხა,მაგრამ ბოლომდე ვერა! ეგ არაფერი, მეც მიხარია ბედნიერი ადამიანების სახის დანახვა! კარგი ხო ვხუმრობ! ნანა,როგორაა? რა წვრილი წელი და შხვართალა ფეხები აქვს, მოხდენილი გოგოა! დათოსაც არაუშავს,ცოტა პიჟონია! პატარა ბარბარესაც ისეთი საყვარელი კოპლებიანი კაბა ეცვა დღეს,რომ შეჭმა მომინდა! თუმცა ერთი კოცნით შემოვიფარგლე! კოსტა გერმნაიაშია არა?! ნეტა რატო? კარგი კარგი, ეგ თქვენ მოაგვრეთ! არც შენ ხარ ურიგო ქალი! გამოდგები! აბა დროებით ბარბი! შეხვედრამდე!
პატივისცემით კაკი ნაკაშიძე."


გამძაფრებული შიშის სუნი იგრზნო! იგრძნო როგორ ეცლებოდა ფეხებში ძალა და დაბლა მიექანებოდა. სისხლი აუდუღდა. გონების ყველა ნაწილი დაიბლოკა. ვერაფერზე ფიქორბდა გარდა იმისა,რომ ყველას იცნობდა, ყველას ერჩოდა ვინც მის გარშემო იყო! ვერცერთის უებდურებას ვერ გადაიტანდა! ახლა კოსტას სიცარიელე უფრო იგრძნო! მთელი არსებით უნდოდა მისი გვერდით დგომა! საყრდენი გამოეცალა! ვერაფერს დაეყრდნო და ჩაიკეცა. ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა და ყელში გაუჩინარდა! იმის გაფიქრებისაც კი ეშინოდა,რომ ბარბარეს შეეხო! თვალები ჩაუსისხლიანდა და განწირულმა იყვირა პატარას სახელი. ეს უკანასკენლი კი მისაღებიდან შეშინებული გამოარდა და ჩაკეცილი დედა,რომ დიანახა ადგილზე გაიყინა! წამში მოეგო გონს და დედიკოს კალთაში ჩახტა.
- დე რატო ტირი?
-ვინ გაკოცა დღე ბაღში?
-ვიღაც ძია იყო!
-აღარასდროს გესმის აღარასდორს არ გამოელაპარაკო უცხოებს! გიკრძალავ!_პირვლად აუწია მასთან ტონს. პირვლად დაიანხა დედიგან შეშინებული ბარბარეს თვალები! ნანობდა,ყველა აწეულ ბგერას. ბოლოს პატარ გულში ჩაიკრა და ბოდიშები უხადა. არც ტირილის უფლება მისცა.
ნახევარი საათი უხმოდ ტიროდა! ვერცერთი ბედავდა ხმის ამოღებას! ზღვარსგადასული შიშის გრძნობა ბოლოს უღებდა ბარბარეს! ვერც პატარას შეშინებული თვალები ვერ გრძნობდნენ ვერაფერს. დედის ცრემლებს ხედავდა მარტო და მამიკოს ახლოს ყოფნას ნატრობდა. ვერანაირმა ძალამ ფეხზე ვერ წამოაყენა, არც პატარა ეთმობოდა. საათები გავიდა და ისევ ისე ისხდნენ და ტიროდა! საკუთარი უსუსურობა ბოლოს უღებდა. სისუტე რომელიც ასე ჰყავდა მიმალული,თავი,რომ წამოყო ეს კლავდა!

ბარბარეს ხელები შეუშვა და ადგომისაკენ უბიძგა,პატარაც ფეხზე წამოხტა და პირდაპირ ტელეფონს ეცა, მერე ნომერების რვეული გადაშალა და ნათლიის ნომერი მოძებნა.დიდხანს ეკავა ყურმილი ხელში,მერე ნანას მხიარული ხმა გაიგონა,რომელიც წამში შიშმა შეცვალა. ბარბარეს პასუხს არ დაელოდა ისე დაკიდა ყურმილი, 5 წუთში კი დათო და ნანა კარებზე აბრახუნებდნენ. პატარამ გაუღო კარები და ჩაკეცილ დედას მიაჩერდა. გაოგნებული ნანა ქალს ეცა და შეანჯღრია, მერე წერილი დაინახა ასე,რომ ჰქონდა ხელებში ჩაკუჭული. გამოგლიჯა და დათოს გაუწოდა,თვითონ კი ბარბარე წამოაყენა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა.! გზაში დათოს სიტყვები დაეწია.'კოსტას დავურეკო?' არ დაარეკინა,ჯერ გავიგოთ რა ხდება,გულს ნუ გავუხეთქავთო... ბარბარე ისე მძიმედ სუნთქვადა,რომ ნანას შეეშინდა პატარას რამე არ მოსვლოდა! სწრად მიაფარა პლედი და გვერდით მიუწვა. თმებზე ფერებოდადა თავზე ნაზად კოცნიდა. ბარბარეს შეშინებულ თვალებს კი ვერ უძლებდა. რამდნეჯერ კითხა რა ხდებაო,მაგრამ ვერ ლაპარაკობდა და პასუხიეც ვერ გაიგო! ნახევარი საათის ჩემდეგ შედარებით მშვიდი სუნთქვა იგრძნო და ბარბარეს დახუჭულ თვალებს მიაჩერდა. მისაღებში გავიდა,ახლა დათო დავხდა სახეწაშლილი. წერილი უხმოდ გაუწოდა და თავი ხელებში ჩარგო. შოკი იყო ნანასთვის იმის გაცნობიერება,რომ ყველათი ემუქრებოდა კაკი ბარბარეს! პატარათიც კი. პირველი რაც მოიფქრა კოსტასთან დარეკვა იყო! სიამრთლე არ უთხრა,მაგრამ მან იგრძნო,რომ უჭირდათ! ტელეფონი გათიშა და გვერიდთ მდგარ გამომძიებელს წასლის შესახებ ამცნო! ყველაზე მეტად იმის ეშინოდა,რომ ბარბარეს უჭირდა რაღაც. სხვა შემთხვევაში არ დუარეკავდნენ! იცოდა,რომ ნანა უმიზეზოდ მის ნოემრს არ აკრიფავდა.!
გამომძიებელმა საქმის ვითარების შესახებ ყველაფერი გააცნო და გამოუშვა. მკვლელი დაიჭირეს გერმანელი! სულაც არ უნდოდა კოსტანტინეს სიკვდილი, ვისთვისაც იყო ტყვია განკუთვნილი მისი შუბლი გაუხვრეტია! შვება ვერ მოგვარა ვერც ამ ამბავმა! საკუთარ თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. დანაშაულის სუნი ვერ მოიშორა.
ბარბარეს გახსენებაზე კიდევ ერთხელ შეაკანკალა და სასტუმროს კარები გაფითრებულმა შეაღო. არ ახსოვოს როგორ ჩაალაგა ბარგი,როგორ გაისტურმა ანგარიში და დატოვა სასტუმრო! გონს მარტო მაშინ მოვიდა თბილისის აეროპორტში,რომ დაეშვა! აქ ჰაერიც სხვანაირი იყო, აქ ბარბარე ეგულებოდა! ის სუნთქვადა იმ ჰაერს,რომელიც ახლა ღრმად შეუშვა თავისში კოსტამ! პირდაპირ სახლში წავიდა! კარები შიშით შეაღო და სავარძელში თვალებჩაწითლებული,ბარბარე,რომ დაიანხა ადგილზე მიეყინა! ბარბარემ ნელა აწია თავი, კოსტა,რომ შერჩა ფეხზე წამოხა და მისკენ წავიდა! მაგრად მოხვია ხელები,მთელი ძალით ეკვროდა. თითქოს ბოლო იყო და ვეღარ შეეხებოდა! შიშით ისწავლა ცხოვრება. ყველაფერს შიშის თვალებით უყურებდა. ნაბიჯის გადადგმისასაც კი შიშით იყო გაბრუებული. ბარბარეს სკოლაშიც აღარ უშვებდა სახლში გამოკეტა და გვერდით მოისვა. ნანა და დათოც მასთან იყვნენ. შიშით,რომ რომელიმე ჩაბნელებულ ქუჩაში სიკვდილი ელოდათ. დათო უფრო თამამი იყო და გარეთაც გადიოდა.

კოსტამ ნელა გაწია ბარბარე უკან და თვალებით კითხა რა სჭირდა. ბარბარემ დივანზე დასვა და წერილი,რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული აჩვენა. ვერ დაუმალავდა ასეთ ამბავს,კოსტას გარეშე ვერაფერს გადაწყვიტავდა.ზომები ხომ უნდა მიეღოთ! წერილის წაკითხვისას გაშრა. ცხოველის ინსტიქტებით მოქმედებდა, ბარბარეს შიშით სავსე თვალებს,რომ წააწყდა მაშინ გადაწყვიტა წერილის ავტორის სიკვდილი! გარდაუბვალი სიკვდილი. ახლა ისე უნდოდა მის წინ მდგარიყო კაკი ნაკაშიძე! უბრალოდ ვერ ავღწერ რა იგრძნო მაშინ. ყველანაირი უარყოფითი გრძნობა ერთად მოიქცია კოსტანტინემ. თვალები ჩაუსსიხლიანდა. დივნიდან სწრაფად წამოდგა და წინ და უკან სიარული დაიწყო. სხვა რა უნდა ექნა ახლა? ვერაფერს იზავდა ისიც არ იცოდა რა უნდოდა მისგან კაკის. ყველაფერ ცუდს მას რატომ უკავშირებდა? ვერ იაზრებდა,რა საერთო ქონდა კაკის მათთან. სიამრთლის გაგების წყურვილი ახრჩობდა. ბარბარეს შუბლზე აკოცა 'არ ინერვიულო! მოვალო' დაუბარა და კარები გაიკეტა..


მთელი დღე ვერაფრით მოისვენა,რამდენჯერ ცადა კოსტასთან დარეკვა. თავიან პასუხობდა მერე კი აღარ! ნერვიულობამ პიკს მიაღწია! ადვილია საქმელად არ ინერივულო, რა დღეში ქონდა უბედირს ნერვები! რა აღარ იფიქრა. იქნებ უკვე მოკლა? სისხლი,რომ დაღვრილიყო აქამდე გაიგებდნენ. ცუდი ამბები მალე ვრცელდება. ამით იმშვიდებდნენ თავს სამეული. პატარა ბარბარეს უკვე ეძინა. დამამშვიდებლებსაც ვერ ეკარებოდა,პატარას ვერ ავნებდა!


კოსტანტინემ ბავშვობის მეგობარს გადაურეკა და სასწარფოდ შეხვედრა დაუთქვა. ნოემ უსიტყვოდ დაიბარა თავისთან. ნოეს ყველაფერი მოუყვა. წერილიც აჩვენა და ეკატერინეს მოტანილ ვისკს დაწვდა. სახეწაშლილი მისჩერებოდა ნოეს,რომელიც წერილის კითხულობდა.
-კაკი ნაკაშიძე ტო?
-ნოე ვინაა?
-მაგის! მთელი ორი წელია დავსდევთ., ვერაფერში ჩავიჭირეთ. იცი რა ა*ხვარია?! რეციდვისტია ეგ შობელძაღლი.
-მოვკლავ ნოე მოვკლავ!_ნოემ იცოდა,რომ კოსტანტინე არაფერს იტყოდა ისე რაშიც დარწმუნებული არ იყო. ახლა საფიქრალი მეგობრის დაშოშმინება და საღ აზრზრე მოყვანა იყო. ვერ დააწყნარა აფეთქებული კოსტანტინე!
-ნუ ახურებ! მაგ ნაბი*ვრის სისხლში როგორ უდნა გაისვარო ხელი?
-აბა რა ვქნა? ვიჯდე და ვუყურო როგორ ემუქრება ჩემს ოჯახს? დავლეწავ ძვლებში დავამტვრევ!
-კოსტა! ადრეც ქონდა შეხება შენს ოჯახთან?
-ერთი ორჯერ შევამჩნიე ბარბარს გევრდით!
-ადვოკატი უნდოდა?
-მგონი ,არ ვიცი. არ მისაუბრია ბარბარესთან მაგ საკითხე. შეეშინდება და არ მინდა!
-მომისმინე! ნაკაშიძეზე საქმეა აღძრული უკვე მეორე წელია. ორი წელია ენაგადმოგდებული დავსდევ მაგ ნაბი*ვარს! რამე უდნა მოვიფიქროთ. წერილი ეს უკვე ნიშნავს რაღაცას მუქარაა ბოლო ბოლო,მაგრამ საკამრისი არა! მოკლედ ამ წერილს ჩემთან გავაგზავნი!ჩვენი დიტო მოაგავრებს ყველაფერს! დალშე მე და შენ ვიცით. არაფერი ჩაიდინო კოსტა!
-სადმე,რომ შემხვდეს ნოე გავგლიჯავ!_არ ცხრებოდა ურუშაძე!
-რამდენი წელია ერთად არ დაგვილევია_თემას გადაუხვია ნოემ!_გახსოვს 7 წლის წინ ყველამ ერთად,რომ ავღნიშნეთ დიტოს გაბედნიერება?აუ რა დრო იყო ტო! ახლა შენ ცოლ-შვილი გყავს და ერთს კიდევ ელოდები მე კიდევ ისეთი ჭირვეული ორსული მიზის სახლში,რომ!_
-ბარათაშვილი მესმის!_სამზარეულოდან გამოსძახა ეკამ და მარწყვის ჭამა განაგრძო.
- კარგი დრო იყო.
-ნინას გარდაცვალების დღეს რა ამბები იყო! ჩვენში დარჩეს და რაღაც ნინას მკვლელის გამოცხადება არ მგონია მე მართალი ამბავი! რაღაცა ტრუხა მანდ.
- მთელი 4 წელი იმაზე ვფიქრობ როგორ შიძლება ასე გაიმეტო ქალი._კოსტანტინემ ვისკი გადაკრა და ნერივულად გააღჭიალა კბილები! ყველაზე მეტად ციხის წლებს ვერ იტანს! ასე,რომ დაშორა შვილთან და ბარბარესთან. უმოქმედობა კლავდა იმ დროს და არა ციხე! მკვლელს,რომ ვერ ეძებდა ეს უღებდა ბოლოს ურუშაძეს. მეგობართან ერთად ბევრი ძველი და სასიამოვნო მოგონებები განაახლა! შეხვედრაც დათქვეს! ძველებური და ერთიანი.


ნოესთან საუბრის დასრულებისთანავე სახლში წავიდა! ბარბარე ოთახში აიყვანა და გვერდით მიუწვა. ვერცერთმა დაიძინა მთელი ღამე.ერთმანეთზე მიკრულებმა ღამე თეთრად გაათეენს. ხმაც ვერცერთმა ამოიღო. ორივე კაკიზე და მის უეცარ გამოჩენაზე ფიქრობდა. კოსტანტინემ ყველა ფაქტი კაკის დაუკავშირა და მაინც ვერ გაიგო რა უნდოდა მათგან. ნოეს სიტყვებზე ფიქრობდა წამოსვლისას,რომ დააწია. 'გერმანიის ამბებიც არ მოწმონსო' ზუსტად იქ მოარტყა ბარათასვილმა კოსტას სადაც ეჭვი ქონდა გამჯდარი. ახლა რეალურად აღიქვამდა იმ ფაქტს,რომ გერმანიის ამბებიც შეთხზული და მოგონილია! ტყვია კოსტასი იყო! უსამართლობის შეგრძნებისას გააჟრიალა და ბარბარეს თავზე აკოცა!

ვერც ბარბარე იძინებდა. ახლა ეჭვიანობის ჭიც შეუჩნდა! 'კოსტა,გერმანიაში არა? ნეტა რატო.' ვერაფრით მოისვენა და კოსტა მხარეს გადაბრუნდა. ცხვირი მის ყელში ჩარგო და აკრუტუნდა! კოსტანტინეს გაეღიმა და ბარბარეს თავი აწწევინა, ტუჩებზე ნაზად შეეხო. ახლა,რომ არ გაარკვიოს კოსტას გერმანიაში ვიზიტის შესახებ დეტალები მოკვდება.
- გერმანიაში მართლა ექიმთან იყავი?_იკითხა ეჭვნარევი ხმით.
-არა!_სიმართლის დრო დადგა! ახლა ვეღარ მოატყუებდა ქალს,რომელზეც გიჟდება. ბარბარეს სიტყვა' არამ' თმის ღერიდან ფეხებამდე დაუარა! როგორ არ ესიამოვნა ეს პასუხი. თავი მოტუებულად იგრძნო, ან რატომ მოატყუა ასე კოსატნტინემ?რაში დასჭირდა?! ხმა ვერ ამოიღო. კოსტა მიხვდა და გააგრძელა._გამომძიბელმა დამირეკა და დამიბარა. მკვლელი დუაჭერიათ, მსხვერპლის ახლობელი ყოფილა! _შვებით ამოისუნთქა, მისხვდა,რომ საფრთხე არ იყო! წახალისდა!
-გინდა ჩემი გაზრდილი მუცელი განხო?_სასაცილდო დაეჭყანა კოსტას და მუცელზე ხელი დაისვა.
-აბა არ განახებო?_სიტყვებზე წაიჭირა კოსტამ და გაიცინა.
-აღარ განახებ! _კოსტა დაიხარა და მუცელზე ნაზად აკოცა. მერე მაისური აუწია და წამოზრდილ მუცელს დააკვირდა. 'მართლა გაგზრდია' გაიხუმრა და ყური მიადო პატარას! ბედნეირებით გაცისკროვნებულმა აღარ იცოსა სად წასულიყო!



მეორე დილით სახლიდან არცერთი გასულა! ერთი დღე ერთმანეთს მიუძღვნეს! ბარბარეც სახლში დაიტოვეს. ნამცხვარს აცხობდა ბარბარე ნანამ,რომ დუარეკა!ბარბარემ მეგობრის განადგურებული ხმა,რომ გაიგო ადგილზე ჩაიკეცა. ნანას ტირილმა ყურები დაუგუბა,სიტყვები არ ესმოდა! კოსტანტინემ ტელეოფნი ხელიდან გამსოტაცა და ნანას რაღაცის ახსნას თხოვდა. 'მოვიდვარო' ყურმილში ჩასძახა და ბარბარე წამოაყენა. კარებში დაეწია ბარბარეს ხმა ' უშველე კოსტა!'
მთელი გზა ხელისკანკალით ატარებდა მანქნას! რამდენჯერმე ავარიასაც გადაურჩა. ნანას,რომ რამე მოსვლოდა საკუთარ თავს ვერ აპატიებდა. მის გამო,რომ მეგოაბრი დაეკარგა. ამის გაფიქრებაზეც,კი სისიხლი ეყინებოდა. მოცემულ მისამართზე გააჩერა მანქანა და სწრად გადავიდა. მიტოვებული ხის სახლი,რომ დაიანხა სისხლმა აასხა. ნოეს შეტყობინება გაუგზავნა მისამართით და სახლისკენ დაიძრა. შიგნით შესულს მარტო ნანა დახვდა სკამზე მიბმული. მაკიაჟისგან სახე სულ გაშავებოდა. კოსტამ სწრაფად მიირბინა და ხელები გაუხსნა. მაგრად მოეხვია მეგოაბრს და დასამშვიდებელი სიტყვბის კორიანტელი დააყარა. ნანა ვერ თმობდა ერთადერთ დასაყრდენს! უფრო და უფრო უმატა ტირილს და კოსტას ჩაფრინდა. 'რამე ხომ არ დაგიშავა' კითხა,რომელიც შიშით დასვა. შვებით ამოისუნთქა ნანამ თავი,რომ გაუქნია. ნანა მოიცილა და სახლის დათვალიერება დიაწყო. ორი ოთახი,რომელიც ცარიელი იყო. ' წავიდნენ' გასძახა ნანამ და ხელები დაიზილა. პოლიციის სირენების ხმამ ორივე გამაოფხიზლა და გარეთ გავიდნენ. ნოე შეშინებული ეცა მეგოაბრს. სახლი დაათვალიერეს არაფერი ხელმოსაჭიდი. ბარათაშვილის
დახმარებით ნანას დაკითხვა გადაიდო და სახლში წაიყვანა. ბარბარე ისე მაგრად მოეხვია მეგობარს,რომ ლამის დაახჩო. ყურში ათას თბილ სიტყვას უმერებდა და სახეს უკოცნიდა.

ერთი კვირა გავიდა იმ დღის შემდეგ! ნაკაშიძე უგზოუკვლოდ გაქრა. კოსტანტინე ნოესთან ერთად ატარებდა დღის უმეტეს ნაწილს და ახლა მასალას ეძებდა. ბარბარემაც გადაურეკა თანამშრომლებს და საქმის კურსში ჩააყენა! ყველაფერს ისე აკეთებდნენ,როგორც ნოე ეუბნებიდა! არცერთი გადიდა გარეთ, თუ საქმე სერიოზულად არ იყო. ნანა ბარბარესთან და კოსტასთან გადმოსახლდა,შიშით გარეთ ფეხს ვერ ადგავდა. რა უეცრად გაიტაცეს?. მიაბეს სკამზე და ტელეფონი დაუგდეს კალთაში. დარეკე სადაც გინდაო, სულელი თუ ვერ მიხვდებოდა,რომ გეგმაც ეს იყო! გაფრთხილება! შემდეგ ჯერზე თავს წააცლიდნენ,რომელიმე მათგანს. ბარბარე უფრო და უფრო შინდებოდა,კოსტა სახლში,რომ აგვიანებდა. არც ის ამშვიდებდა,რომ დარეკავდა და ეტყოდა არ დამელოდოთო. ვერცერთი იძინებდა სანამ სახლის კარებს არ შემოაღებდა. მერე იშლებოდნენ და ოთახებში ნაწილდებოდნენ. ღამეები იყო მარტო თბილი. ერთმანეთის სიყვარულით სავსე.

კოსტანტინე ნეოსგან ბრუნდებოდა, გზაში მანქანამ რომ დაიდრიხინა და გაჩერდა. შეიკურთხა და მანქანიდან გადავიდა. მატორს ჩხრიკინი დაუწყო,მაგრამ ვერაფერი გაუგო. მერე ბარბარეს დუარეკა გაფრთხილა დამაგვიანდებაო და ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნდა. კიდევ დიდხანს უყურე მატორს, უკნიდან ნაბიჯების ხმა,რომ მოემსა. სიამოვნებისაგან ჩაეღიმა. მოახლოვებულის სუნი იგრძნო და მშვიდად მიტრიალდა უკან. ნაკაშიძე იდგა და უყურებდა, თან იღიმოდა. მზერა კოსტადან მანქნაზე გადაიტანა და თავი გადაქნია.
-ყველაფერს ბედი უნდა! როგორ ხარ კოსტა?
-უკეთესად ვერც ვიქნებოდი._ერთი ნაბიჯი წინ გადადგა ურუშაძემ და ნაკაშიძეს გაუსწორდა.
- ახალ ამბებს,რომ გაიგებ მერე უფრო მაგრად იქნები!
კოსტანტინეს კბილების ღჭიალი საშვალებას არ აძლევდა ნაკაშიძის სიტყვები კარგად გაეგო! თვალებში ბინდი ქონდა გადაკრული, სისხლს და სიკვდილს ხედავდა მარტო! ნაკაშიძის სისხლს! ყველაფრისთვის. ბარბარეს შეშინებული თვალებისთვის, შვილთან მიკარების, ნანას ჩაშავებული თვალებისათვის. თვალები აემღვრა და მუშტი მოუქნია. ნაკაშიძემ რამოდენიმეჯერ გაიბრძნოლა,მაგრამ უშედეგოდ. კოსტამ ქვემოდან მოქიცია და გამეტებით დაუწყო რტყმა. სისხლად შეღებილ ნაკაშიძეს უყურებდა და სურვილი მისი მოკვლის უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. ნაკაშიძის ძლივსწარმოთქმულმა სიტყვებმა მუშტი ჰაერში გაუშეშა.
'ბარბარე ჩემი შვილია'
ხელი ძირს მძიმედ დაუშვა და კაკის მიაშტერდა. ყველაფერი ერჩივნა ახლა ამის მოსმენას. ნაკაშიძის ნდობა არ შეიძლებოდა,მაგრამ მის თვალბეში სიმართლის ნაპერწკალმა,რომ გაიქროლა შიგნიდან ყვეალფერი ჩაწყდა. თვალები აემღვრა და ფეხზე წამოდგა. ხელები თავზე შემოიწყო და ნაკაშიძეს ზურგი აქცია. პირველად ცხოვრებაში, ბაღის შემდეგ მისი ღაწვები მლაშე სითხეს არ დაუსველებია! ახლა? თვალები ჩაუქრა. იმის გააზრებამ,რომ პატარა ბარბარეში მისი სისხლი არ ჩქებდა ჭკუიდან გადაიყვანა. გაყინული იდგა შუა ტრასაზე და ნათქვამს იაზრებდა,როცა ყრუ ტკივილი იგრძნო ზურგში. მის სმენას გვიან მისწვდა ტყვიის გასროლის ხმა და გზაზე მოწყვეტით დაეშვა.


ბარბარე მთელი ერთი საათი უშედეგოდ ცდილობდა კოსტასთან დაკავშირებას. ნერვიულობამ პიკს მიაღწია. ძლივს აკრიფა ნოეს ნომერი. ვერ დაალაგა სიტყვები. არეულად ელაპარაკებოდა,მაგრამ სათქმელი უთხრა. ნოემ რამოდენიმე თანამშორემელი ბარბარეს სახლში გააგზავნა, თვითონ კი ეკიპაჟთან ერთად კოსტანტინეს საძებნელად წავიდა. ენაგადმოგდებული ეძებდა ბავშვობის მეგობარს. კოსტას მანქნა,რომ დიანახა ბურთი გაეჩხირა ყელში. წინა ნაწილი ახდილი,რომ დაინახა თავი დაიმშვიდა მანქნა გაფუჭებიაო,მაგრამ ახლოს მისულმა უსულოდ გზაზე გაწოლილი კოსტანტინე,რომ დაინხა გაფითრდა. სასწრაფო გამოიძახეს და სწრაფად გადაიყვანეს. მთელი გზა კოსტას ხელი ეჭირა და იმქვეყნად ნაადრევად წასვლას უშლიდა! ძველი ამბებიც გაახსენა იმედით,რომ კოსატს მოაბრუნებდა. საავადმყოფოში გიჟივით შეიყვანეს ურუშაძე. საოპერაციო ბლოკთან გაჩერდა ნოე და დაკეტილ კარებს მიაჩერდა. მარტო მაშინ მოვიდა გონს,ბარბარეს ნომერი,რომ დაეწერა ეკრანზე. ახლა როგორ უთხრას,რომ კოსტა სიკვდილს ებრძვის? ვერ იძავს ამას. ბარბარეს გაუთიშა და დათოს გადაურეკა, ბარბარე საავადმყოფოში მოიყვანე ისე,რომ ვერ გაიგოს სად მოგყავსო. ერთი საათი ნერვულად დააბტებდა დერეფანში და კარებს მისჩერებოდა. აკვირდებოდა ექიმებს,რომლებიც ყოველ წუთ იცვლებოდნენ. კარების გაღებისსას აპაარატების წრიპინი ესმოდა. გულში ეკალივით ესობოდა კოსტას ასეთ დღეში ყოფნა. ვერ აპატიებდა საკუთარ თავს მას,რომ რამე მოსვლოდა. ბარბარე დაფეთებული წამოვიდა ნოესკენ და მკავში ჩააფრინდა. ბღავლით ეკითხებოდა რა სჭირდა კოსტანტინეს. ვერაფერი უპასუხა, ხმა ვერ ამოიღო. მარტო იმის თქმა მაოხერხა,რომ დაელოდებიან! კოსტა ამასაც გაუძლებდა! ბარბარე მოწყვეტით დაეშვა სკამზე და თმებზე იტაცა ხელი. ნანა ვერ აწყნარებდა ვერც დათომ შეძლო მისი დამშვიდება. კოსტას სახლეს იმეორებდა და შარვალს ასველებდა. კარებს არ მოციელებია 4 საათის განმავლობაში. თვალები ებლიტებოდა დაღლილს უკვე! ბავშვზეც იმოქმედა ამდენმა ნერვიულობამ და შიშმა. თვლაები მაინც არ დახუჭა. ახლა,რომ დაეძინა კოსტას ამებებს ვეღარ გაიგებდა. სკუთარ თავს ამხნევებდა და თვალებს უფრო და უფრო ახელდა. ექმის გამოსვლამ სულ გამოაფხიზლა. შეშინებული შეჰყურებდა მამაკაცს და პასუხს ელოდებოდა. მათ ჯინაზე გაწელა პასუხი. ბარბარემ საყელოში წაავლო ხელი და შეანჯღრია.
-დამშვიდდით გოგონა!_ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა._ძლიერი ორგანიზმი აქვს, გაუძლო! ტყვია ხერხემას ოდნავ ასცდა, გადარჩენილია! ახლა მარტო იმას უდნა დაველოდოთ,როგორ გამოვა ნარკოზიდან!



შვებით ამოისუნთქეს! იმ საღამოს კოსტამ არ გაიღვიძა! მეორე დილით ექიმმა ბარბარეს სასიხარულო ამბავი ამცნო. რეანიმაციიდან პალატაში გადაყვანისთანავე შეუუშვებდა, მის სანახავად! ნოემ გუშინვე დატოვა საავადმყოფო და ნაკაშიძის საძებნელად წავიდა. დილით სავადმყოფოში ბრუნდებოდა დიტომ,რომ დაურეკა. 'ჩაგვბარდა' სიტყვის დასრულებაც არ აცადა. განყოფილებისაკენ მოაბრნა მანქანა და სწრაფად წავიდა. იქ შესულს დიტო კარებში დახვდა.
-დღეს დილით ჩაგვბარდა თავისი ფეხით.
-მოვკავ მაგ ა*ვარს!_იგინებოდა ნოე და კაკის საკნისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდოდა. იქ შესულს კაკი სკამზე მიწოლილი დახვდა. საყელოში ეცა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი. ეს უაკანსკნელი გადაყირავდა და ძირს დავარდა. გუშინდელი სისხლების კვალიც ემჩნეოდა. ნოემ კოსტას ხელი იცნო და ჩაიცინა. გაუხარდა მეგობრის ანაბეჭდების დანახვა!


კოსტანტინე გონს,რომ მოვიდა ბარბარე თავთით ეჯდა და ხელებს უკოცნიდა.ამქვეყნიერებას დაბრუნებულმა სიხარულით ჩაიცინა, ტკივილისაგან სახე დაემანჭა და ბარბარეს შეხედა. ცრემლები გადმოსცვივდა და კოსტას მოეხვია. ''აა' ტკვილისაგან აღმოხდა კოსტას, ბარბარე სწრაფად მოშორდა და ბოდიშების ხდა დაიწყო.. კოსტას გაეცინა და თვალებით ანიშნა ჩამეხუტე,ოღონდ ნელაო...
იმის გახსენებისას,რომ ბარბარე მისი შვილი არაა გული დაუმძიმდა. ბარბარეს სასწრაფოდ მისი საავადმყოფშო მოყვანა დავალა. ამ უკანასკნელმაც სურვილი იმ წამსვე აუსრულა და ბარბარე მის პალატაში დააყუდა.!
სისხლის ანალიზმა ნაკაშიძის სიამრთლე დაადასტურა! განიცადეს,მაგრამ არ ისე,როგორც უნდა მომხდარიყო. კოსტანტინესთვის ეს არაფერს ნიშნავდა! მის შვილად დაიბადა ბარბარე და ასე დარჩებოდა სულ მუდამ! გული ნინას ტყუილზე წყდებდოა ასე,რომ გაიმეტა ბარბარე და კოსტა! ბარბარე ამშვიდებდა,რომ არა ის წლები ახლა ბარბარე არ გვეყოლებოდა! ამად ღირდაო! ყველაფერს შეეგუა ორივე! პატარასთვის სიმართლის თქმას კი ვერცერთი ბედავდა! გულს ახლა ვერ ატკენდნენ. ყველაფერს აქვს თავის დრო. წამოიზრდება და უფრო მედგრად დაუდგება სიმართლეს!

საავადმყოფოდან ერთ კვირაში გამოწერეს. სახლში სრული სიმშვიდე დახვდა. ნოე ჯერაც არ უნახავს. სული დაელია. ვერაფერს,რომ ვერ იგებდა ნერვები ეშლებოდა და იღრინებოდა. ბარბარე აქედა უღრენდა, დამშვიდიდი თორე მოგარტყი ჭრილობაზე ხელიო. მეშვიდე დღეს ნოემ გახარებულმა შემოაღო მისი სახლის კარები და პირდაპირ კოსტას ჩაეფსკვნა. ერღმანეთის მოკითხვის შემდეგ ყველასთვის სასიხარულო ამბავი აცნობა ნოემ. ერთმანეთს აწყდებოდნენ სიხარულით ბარბარე და ნანა. კოსტანტინე და დათო ჩვეულებრივი სიმშვიდით შეხვდნენ. ' მაგის ბოლო ეგ იყო' წაიდუდღუნა დათომ და გოგონებს მოეხვია. ბარბარე კოსტას მიუჯდა და თავი მხარზე დაადო.



ნაკაშიძის ჩვენება:





რა მხოდა 7 წლის წინ?!
მე და ნინას სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ყველამ იცოდა. ურუშაძის გარდა! ნანასთვის ბოლო პერიოდში გავფურეულდი. კოსტანიტნე გააიცნო და შეუყვარდა. მას შემდგე გამიჩნდა ურუშაძის მოვკდილს სურვილი. ბოლო წვეთი იყო იმის გაგება,რომ ნინა გათხოვდა! მთელი სამი წელი ვცდილობდი ყველაფრის დალაგებას. ნინას დავიწყება ვცადე,მაგრამ ღალატი ვერ ვაპატიე! მოვძებნე და ჩავაკითხე. სახლში მარტო იყო. ბავშვთან ერთად. ურუშაძისაო ,არადა არ გავდა! საერთოდ არ გავდა. მე მგავდა ყველაფრით,ჩემი შვილია ბარბარე! ნინაც გამომიტყდა,სასიკვდილოდ,რომ მყავდა გამეტებული მაშინ. არ მიფიქრია არაფერზე ტყვია დავახალე შუბლში და წაოვედი! შვილი არ წამოვიყვანე! არ ვიცი რატომ. კოსტანტიენს შეეწერა ყვეალფერი. არც მაშინ მიციდა ბარბარეს ჩემტან წამოყვანა! ციხე არ მინდოდა! როცა მივხვდი,რომ არ მეყოფოდა და კიდევ უნდა დაღვრილიყო სისხლი კოსტა ციხიდან გამოუშვეს. ჩემი კაცი ჩაჯდა! ბარბარესაც მივაგენი! სიმართლე,რომ ვთქვა უფრო დიდი გეგმები მქონდა,მაგრამ ეგ არაფერი. მერე გერმანიაში გავარდნილმა ტყვია, სხვისი შუბლი გახვრიტა! უბედური. მერე ნანას გატაცება, მერე კოსტას სიკდილის კიდევ ერთი მცდლეობა და მერე სინსისმაც წამკრა! მოკლედ ესაა რა!





ახლაც ზუსტად ისე ისხდნე,როგორც ადრე! იმ განსხვავებით,რომ სამეგობროს კიდევ ერთი წევრი შეემატა ეკატერინე ნოეს მეუღლე... ყველაფრით კმაყოფილები ერთმანეთს ჭიქებს უჭაკუნებდნენ და სადღეგრძელოებს ამბობდნენ! ყვაფერი ეკატერინეს კივილმა დააგვირგვინა. სავადმყოფოში თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ.სამშობიარო ბლოკში ნოეც შეყვა... ბარბარე კოსტას მიეკრა და ახლა მისი შეშინება დაიწყო 'ახლა მეც,რომ დამეწყოს' თან იღიმოდა.
დერეფანი ჩვილის ტირილმა გააყრუა. ნოეც გამოჩნდა კარებში, ფერცწასული და სახეგაბადრული. ოფლი უნამავდა შუბლს. კოსტა მეგობარს მივარდა და მაგრად მოეხვია. მერე იყო მილოცვები, შამპანიური. ეკატერინეს საავადმყოფოდან გამოწერა...
ქორწილისთვის მზადება, ერთ თვეში დანიშნული ქროწილი! ბარბარეს წუწუნი,რომ ვერაფერს მოასწრებენ! კოსტას გამხნევება!
ნანა და ეკატერინე საქორწინო კაბებზე დაყვებოდნენ!
ქორწილის დღეს ნერვიულობამ პიკს მიაღწია!
ჯვირსწერა!
თეფშის გატეხვა!
რესოტრანში მოლხენა და გაწევ-გამოწევა!
ბარბარეს განწირული კივილი ამაღლებული ადგლიდან!
კოსტას გაფითრებული სახე!
ახლა უკვე კოსტა იყო სამშობიარო ბლოკშო!
ბიჭი ეყოლათ!
ისეთ ზუტად,როგორიც კოსტას უნდოდა!
ალექსანდრე ურუშაძე!

მერე?! მერე ყველაფერი კარგი!
ბედნიერები და სიხარულით სავსეები!
4 წელი გავიდა ზუსტად და ისევ ისე არიან!
უფრო შეყავრებულები!
ისევ ისე ელოდება ბარბარე დაღამებას და ისევ ის უხურდება ღაწვები საკუთარ თავს ფიქრებში,რომ გამოიჭერს ხოლმე!
პატარას ნათლობა!
ეჭვიანი ბარბარეს ოდნავ წამობურცული ტუჩები!
მერე ძმას,რომ მოეხვევა და ყურში უჩურჩულებს!
'კიდევ ერთი შენნაირი'



№1  offline წევრი miyvarxar1992

ესეც ტკბილი და გემრიელი ისტორიაა შენსავითheart_eyes

 


№2  offline მოდერი bibo

ჩემი ტაჩუნა ჩემი ტაჩუნები ჩემი სიგიჟე ხარ შენ heart_eyes ეს ისტორია მგონი ჩემთვის პირველი იყო ისეთი იყო ისეთი სუსხიანი ცივი უჰაერო რუხი და ისეთი რო ტანში გამიარა ნოტებმა სიტყვებმა თუ მოქმედებამ mask mask ბარბარე ქალი სიძლიერე ქალი სასწაული heart_eyes კოსტა კოსტა ისე სახელიც ძან მომწონს რაღაცნაირია ერთეულებს რო უხდებათ და ერთეულებს რო ქვიათ sunglasses sunglasses ჩემო ტაჩუნა სასწაული ხარ საოცრება სიგიჟE და ჩემი ამომავალი მზე ხარ ჩემი მნათობი სხივი ხარო შენ ჩემო ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ სიგიჟე ხარ და უბრალოდ ვგიჟდები მე შენნზე ჩემო ბედნიერების სხივო heart_eyes kissing_heart

 


№3  offline მოდერი მე♥

დალდონი დალდონი - ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა და ისიამოვნე... <3
miyvarxar1992
ესეც ტკბილი და გემრიელი ისტორიაა შენსავითheart_eyes

ოჰოოო, როგორი კარგი სიტყვებია,გავინაბე.
მადლობები ჩემო კარგო და საყავრელო. <3
bibo
ჩემი ტაჩუნა ჩემი ტაჩუნები ჩემი სიგიჟე ხარ შენ heart_eyes ეს ისტორია მგონი ჩემთვის პირველი იყო ისეთი იყო ისეთი სუსხიანი ცივი უჰაერო რუხი და ისეთი რო ტანში გამიარა ნოტებმა სიტყვებმა თუ მოქმედებამ mask mask ბარბარე ქალი სიძლიერე ქალი სასწაული heart_eyes კოსტა კოსტა ისე სახელიც ძან მომწონს რაღაცნაირია ერთეულებს რო უხდებათ და ერთეულებს რო ქვიათ sunglasses sunglasses ჩემო ტაჩუნა სასწაული ხარ საოცრება სიგიჟE და ჩემი ამომავალი მზე ხარ ჩემი მნათობი სხივი ხარო შენ ჩემო ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ სიგიჟე ხარ და უბრალოდ ვგიჟდები მე შენნზე ჩემო ბედნიერების სხივო heart_eyes kissing_heart

კუსკუსა, საყავრელო, სიხარულო და ყველაფერო კარგო! უზომოდ მადლობელი ვარ შენი, ამხელა და ასეთი ტკბილობების წერა რომ იცი და არ გენანება. მიყვარხარ მე შენ, ძალიან ძალიან! <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent