შენამდე (9 თავი)
{თხრობას განაგრძობს ანასტასია} -იგვიანებ ანასტასია!-მესმის მამაჩემის ყვირილი ისევ.ბალიშს თავზე ვიფარებ იმ იმედით,რომ დამალვას ან გაქრობას შევძლებ,მაგრამ როგორც კი ვრწმუნდები არაფერი გამომივა,მაშინვე ვტოვებ თბილ ლოგინს და მოსაწესრიგებლად საააზანოში შევდივარ.რაც შემიძლია სწრაფად ვემზადები,წარმოდგენაც არ მაქვს რას ვიცვამ,თმას ვივარცხნი და კბილების გახეხვის შემდეგ,თითქმის კისრისტეხით ჩავრბივარ კიბეზე. -უიღბლო!-ღიღინებს ჩემი 13 წლის ძმა,რომელიც მოტეხილობისგამო მთელი კვირაა საწოლში ნებივრობს, მტრული ღიმილით.ოჰ,როგორი სიამოვნებით ავახევდი იმ საზიზღარ სახეს,რომ შემეძლოს.მაგრამ,მის გამო ციხეში ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებ. -დაახვიე! სანამ მეორე ხელი ჯერ კიდევ მთელი გაქვს-თვალებს ვატრიალებ,ჩანთას მხარზე ვიგდებ და მამაჩემი მანქანაში ისე ვჯდები მას არც კი ვესალმები. -დილამშვიდობის.მეც სასიამოვნო დღეს გისურვებ შვილო-ირონიულად მიღიმის ის.კიდევ ერთხელ მიწევს თვალების ატრიალება.შესანიშნავი ოჯახი მყავს.ვერაფერს იტყვი. ისე იქცევა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს.თითქოს ჩემთვის არ დაერტყას.ამას არასდროს ვაპატიებ! არასდროს! -დედა დღეს ბრუნდება.ასე,რომ მასწავლებლის შემდეგ პირდაპირ შინ დაბრუნდები!-მისი მბრძანებლური ტონი ისე მაღიზიანებს,წამით ვფიქრობ,მანქანიდან გადავხტე მაგრამ როგორღაც თავს ვიკავებ,მხოლოდ ვვოხრავ და ლამის ლოცვას ვიწყებ,რომ მალე მივაღწიოთ იმ წყეულ სკოლამდე. -მადლობა.-ვლუღლუღებ უფრო ჩემთვის და სწრაფი ნაბიჯებით ვშორდები მამაჩემს,როცა როგორც იქნა დიდი,საზიზღარი შენობის წინ ვჩერდებით. დღეს აშკარად ცუდი დღე მაქვს.მათემატიკის გაკვეთილი საშინლად მოსაწყენი გამოდგა.ვცადე ყურადღება არ გამფანტვოდა მაგრამ არ გამომივიდა.გამუდმებით გუშინდელზე ვფიქრობდი.მამაჩემმა პირველად აწია ხელი ჩემზე... თანაც რის გამო? ჩემს ჩანთაში სიგარეტის რამდენიმე ღერი იპოვა. როგორ შეიძლება ამის გამო შვილს,საკუთარ ქალიშვილს დაარტყა? თანაც სულაც არ იყო ჩემი. სოფომ მთხოვა მისი შენახვა! ჯანდაბა! აუტანელია.ყველაფერი გააფუჭა! ახლა როგორ უნდა ვიცხოვრო მასთან ერთად? თუ ვაპატიებ...ღმერთოჩემო! -ჰეი.საშინლად გამოიყურები-დერეფანში სოფო მხვდება,ხელს მხარზე მადებს მისალმების ნიშნად და ჩემთან ერთად აგრძელებს სვლას ბიოლოგიის კაბინეტისკენ-მოხდა რამე? -შენი სიგარეტი იპოვა ზაზამ-მხრებს ვიჩეჩ და ვუღიმი-შენ კიდევ დღეს ზედმეტად სექსუალური ხარ!-თემის შესაცვლელად ვამბობ.არ მინდა გუშინდელზე ლაპარაკი. -ნამდვილად?დღეს თორნიკესთან ერთად კინოში მივდივარ,დაგავიწყდა? -ოხ.არა რათქმაუნდა.-ურცხვად ვატყუებ.არც კი ვიცი მერამდენე ბიჭია თორნიკე,როგორ უნდა დავიმახსოვრო,ვინ, როდის და სად ეპატიჟება? სიგიჟეა! -მგონი მომწონს.მართლა! ის ნამდვილად ძალიან მომწონს ტას,გეფიცები!-თვალები ისე უნათდება ღიმილს ვერ ვიკავებ.მინახავს,როგორია შეყვარებული და მინდა ისევ ვნახო! ბედნიერება დაიმსახურა! მისი ოჯახის გამო! მისი ძმის გამო! -როგორც ყოველვის დაიგვიანეთ!-ამბობს დანიელი მკაცრად.ვერც კი შევამჩნიე,როდის მივაღწიეთ კლასამდე.სოფო მხრებს იჩეჩავს,თვალებით მანიშნებს გაკვეთილის ბოლოს გნახავო და მის ადგილს იკავებს.მეც სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ჩემი მერხისკენ.ბიჭი სულ რამდენიმე წამით აჩერებს მზზერას ჩემზე,მერე დაფისკენ ბრუნდება და ზურგს მაქცევს როგორც ყოველთვის.ის...ის ისეთი აუტანელი და ბოროტია...მაგრამ ვიცი,რომ ეს ნიღაბია,ვიცი! უბრალოდ ასე მგონია! ერთი შემოხედვაც საოცრად მოქმედებს,უბრალოდ ჩემს თავს აღარ ვგავარ! რა ჯანდაბაა? -დავალება დაწერე?-მაშინ მეკითხება ჩემს გვერდით მჯდომი გიორგი,როცა დანიელი გაკვეთილის ახსნას იწყებს.(ან აგრძელებს) -არა.საშინელება იყო!ჩინურივითაა-ვჩურჩულებ რაც შემიძლია ჩუმად,იმ იმედით რომ ვერ გაიგებს. -მეგონა ემზადებოდი! -ხო.მაგრამ მე და ბიოლოგია მაინც ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვართ-მხრებს ვიჩეჩავ.ბიჭი ხითხითებს და მაშინ ვეჩეხები ჩემი განრისხებული მასწავლებლის თვალებს,როცა იმის შესამოწმებლად ვტრიალდები მისკენ ხომ არ შემამჩნია. ოჰ ღმერთო! წამით ვშეშდები და სუნთქვას ვიკავებ.არ ვიცი როგორ ან რატომ აქვს ასეთი გავლენა ჩემზე.ეს უნდა გავაკონტროლო.გამუდმებით ვწითლდები,როცა მიყურებს! რატომ მრცხვენია მისი? -ანასტასია!-კბილებში ცრის ჩემს სახელს.უცებ მახსენდება მეცადინეობისას ანა,რომ დამიძახა.ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო რამ იყო,რაც კი ოდესმე მომისმენია.ასე არავის მოუმართავს ჩემთვის. მერე ის კოცნა... ღმერთო! როგორ მრცხვენია! კიდევ უფრო ვწითლდები,თავს დაბლა ვხრი,რომ პომიდორივით შეფერადებული ლოყები არავინ შენიშნოს. -გავიდე?-ვლუღლუღებ გაუბედავად.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,რომ ოთახში სიჩუმეა,რომელიც კიდევ რამდენიმე წამი გრძელდება. -არა!-მისი პასუხისგან გაოცებული თავს ვწევს და სახეზე ვუყურებ,ის კი მაშინვე განზე იხედება.რა უნდა?-გაიმეორე რაც წეღან ვთქვი!-ამბობს ბოლოს მკაცრად. ჯანდაბა!რატომ ცდილობს ჩემს დამცირებას! იცის,რომ ერთი სიტყვაც არ გამიგია მისი ახსნილიდან!ახლავე უნდა გავიდე აქედან! ამდენის ატანა არ შემიძლია! -სოფო ცუდათაა!-სიჩუმეს ვიღაცის აღშფოთებული ხმა არღვევს და მეც შვებით ვისუნთქავ წამის წინ უხერხულობისგან დამძიმებულ ჰაერს.დანიელი დაბნეული ჩანს.სოფოსკენ მიდის და სახეზე აკვირდება. -რა მოგივიდა?-ეკითხება მზრუნველი ტონით,რაც ცოტა არ იყოს მწყინს...სისულელეა! ჩემი საუკეთესო მეგობარი ღრმად სუნთქავს,ასე კარგად რომ არ ვიცნობდე ვინერვიულებდი,მაგრამ ვიცი რომ ასე ჩემს დასახმარებლად იქცევა. მადლობელი ვარ... ნამდვილად დროული იყო! -სუნთქვა მიჭირს-ლუღლუღებს უმწეო გამომეტყველებით. -კარგი.წადი,სუფთა ჰაერი ჩაყლაპე.ვინმე წამოგყვება-ურჩევს დანი და ხელს მხარზე მსუბუქად ურტყამს გასამხნევებლად.-ნუ გეშინია,კარგად იქნები.მშვენიერი ფერი გაქვს. -კარგით.ტასო,დამეხმარები?-საწყლად ამბობს,ისე რომ მეც გავიგო.მასწავლებელი წამით გაბრაზებული გვაკვირდება,მაგრამ მერე თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად და თავისი მაგიდისკენ მიდის.თუმცა ზურგით დგას,მაინც ვხვდები როგორი განრისხებულიცაა. 888 {თხრობას განაგრძობს დანიელი} -თუ კიდევ 4 ტესტს გააკეთებ სწორად,ნაყინზე დაგპატიჟებ.მე გადავიხდი!-ვამბობ მშვიდად.ერთი საათია,რაც მოვიდა და მას შემდეგ ტესტებზე მუშაობს,მე კი ბუდასავით ვზივარ იატაკზე და ჩემს პირდაპირ ხალიჩაზე გაწოლილ ანასტასიას თვალს ვერ ვაშორებ.ლამაზია,როცა წარბშეკრული დაჰყურებს მისთვის აუტანელ წიგნს.გაბრაზებული ჩანს. ,,ოხ,დღეს ისევ მთელი კლასის წინ დაამცირე! სხვას რას ელოდები?“-ბოროტად მიღიმის ჩემი ქვეცნობიერი.ვიცი,რომ მართალია მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.ის იმას აკეთებს,რაც ავუკრძალიე. იცის,რომ მეზიზღება როცა არ მისმენს! ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მიწვევს,თითქოს ძალით მაღიზიანებს.შეიძლება მეჩვენება! გავგიჟდი? ის ბავშვია! ჩვეულებრივი თინეიჯერი! ჯანდაბა! -დავიღალე-წუწუნებს ჩემს შეთავაზებაზე-უკვე ორმოცდაათზე მეტი ტესტი დავწერე! კარგი რა... -და ორმოცდაათიდან მხოლოდ თერთმეტი იყო სწორი.როგორ მოახერხე,საოცრება ხარ-ღიმილს ვერ ვიკავებ,როცა თვალებდაწვრილებული მიყურებს.მიხარია,რომ როგორც იქნა თვალებს მისწორებს. -უნიჭო მასწავლებელი მყავს-მხრებს იჩეჩს,როგორც ჩვევია გულგრილი გამომეტყველებით.მუცელში რაღაც უცნაურს ვგრძნობ,როცა ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს.მისი ეს ჩვევა,ისეთი აუტანელია ჩემთვის განზე ვიხედები. -სიტყვებს დაუკვირდი პატარავ! ბოლოს ხომ იცი ვინც გაიცინებს?-ვხითხითებ ზედმეტად გახალისებული.თავს საოცრად ახალგაზრდად ვგრძნობ მის გვერდით ამ მომენტში.წამით პირს აღებს და დაბნეული მიყურებს.მის თვალებში უცნაურ სხივს ვამჩნევ,მაგრამ არ მინდა გავიგო რა არის! ცოტაოდენი იმედი იმისა,რომ მასაც ისევე ვიზიდავ,როგორც-მე-საბოლოოდ გამტეხს. დაუშვებელია! უბრალოდ ფიქრი უნდა შევწყვიტო! -თუ ნაყინი გინდა,დაასრულე! ოთხი ტესტიღა დაგრჩა! ღმერთო ჩემო! რა ზარმაცი ხარ ტასო!-თავს უკმაყოფილოდ ვიქნევ.წიგნებს ვკრეფ და სწრაფად ვდგები.გოგონა ოხრავს,თავმობეზრებული ატრიალებს თვალებს და რვეულში რაღაცას ინიშნავს. ვცდილობ ცოტახნით დავივიწყო ის ფაქტი,რომ ჩემს სახლშია (ჩემს ნივთებს ეხება,ჩემს იატაკზე წევს) და სხვა რამეზე ვკონცენტრირდე.ჩანთიდან თაბახის ფურცელზე სხვადასხვა კალიგრაფიით ნაწერ, შემაჯამებელი წერის საქაღალდეს ვიღებ და შემოწმებას ვიწყებ. ,, უჯრედის მემბრანა, პლაზმური მემბრანა-შერჩევითი განვლადობის უნარის მქონე ბარიერის როლს ასრულებს.“-სწორია-ვჩურჩულებ ჩემთვის. -მოვრჩი!-საზეიმოდ მიცხადებს თვალებ გაბრწყინებული ანასტასია.რვეულს მაგიდაზე მიდებს და მშორდება.მისკენ,რომ ვიხედები ვხედავ,როგორ მიდის წიგნების თაროსთან და ათვალიერებს. -ასე,მალე დაწერე?-ეჭვით ვკითხულობ მის ნაწერს. ოთხივე სწორია! -დიახ!-ამაყად მიღიმის,თავაწეული. -ვიცი,რომ პასუხებიდან ამოიწერე! შანსი არ არის ოთხივე სწორად გაგეკეთებინა,თანაც ასე მალე-თვალებ დაწვრილებული ვუყურებ,მისკენ მივდივარ და ხელიდან სწრაფად ვგლეჯ ჩემი ჩანაწერების სქელ წიგნაკს.ვხედავ მოულოდნელობისგან,როგორ იბნევა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.იმით,რომ ასე თავისუფლად გრძნობს ჩემს სახლში თავს, ზედმეტად ვარ გაბრაზებული!-სხვისი ნივთების დაუკითხავად აღება არ შეიძლება! შენთვის არ უსწავლებიათ?-მანამდე ვამბობ სანამ გავიაზრებ. ,,ასე სირ*ვით მოქცევას შეწყვეტ როდესმე?“-თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი. -ბოდიში-საწყლად ლუღლუღებს ანასტასია,მე კი თითქოს მაშინვე ვლღვები.უკმაყოფილოდ ვვოხრავ და მზერა წიგნაკზე გადამაქვს. -უბრალოდ ძალიან პირადულია!-საერთოდ რატომ ვუხსნი?ღმერთო! აშკარად ცუდ დღეში ვარ -წავიდეთ! 888 -არც კი ვიცი,ამ სიცივეში რატომ მოინდომე ნაყინის ჭამა-სიცილს ვერ იკავებს ტასო,როცა ჭიქას მთლიანად ასუფთავებს.ტუჩებს ილოკავს და სკამის საზურგეს ეყრდნობა. -მეგონა არ დაწერდი-ვიცინი მეც და კოკაკოლას ისე ვსვამ ანასტასიას თვალს არ ვაშორებ.წარბებს ვკრავ,როცა გამომეტყველება ეცვლება,წამის შემდეგ კი თვალებ გაბრწყინებული,თითქმის ყურებამდე იღიმის. -არ ვიცოდი კბილები თუ გქონდა. და მეტიც! სიცილი თუ იცოდი-საყვარლად ხითხითებს.მისი შემხედვარე ვერც მე ვიკავებ თავს.ისეთი სიცოცხლით სავსე ჩანს ახლა! ისეთი ლამაზია... ღმერთო ჩემო! -ჩაინიშნე ეს დღე.ერთეულებს აქვთ ჩემი სიცილის ნახვის ბედნიერება-ვამბობ მისი სიცილით გახალისებული.ნაყინის ჭამას ვამთავრებ და მეც მის მსგავსად საზურგეს ვაწვები. -დიდი პატივია ჩემთვის-გრაციოზულად მიკრავს თავს.უცებ,მინის კედლზე ჩვენს ანარეკლს ვხედავ. ჩვეულებრივი,ბედნიერი წყვილივით გამოვიყურებით! ,,წყვილივით“! არანაირი ასაკობრივი განსხვავება არ გვეტყობა... ვერავინ იფიქრებს,რომ მასწავლებელი ვარ! ჯანდაბა! ჯანდაბა! -დედაჩემმა,რომ გაიგოს ნაყინს ვჭამ ასეთ დროს, ნამდვილად მომკლავს!-ღიმილი სახეზე ეყინება.-ღმერთო ჩემო! რომელი საათია?-შეშფოთებული ლუღლუღებს,სწრაფად მეხება მაჯაზე და როგორც კი ჩემს საათზე ზუსტ დროს ადგენს, ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს.მოულოდნელი შეხებისგან ისედაც გაოცებული მისი ეს ჩვევა გულს მიჩქარებს.-ნამდვილად მომკლავენ! ვერ გადავრჩები-ნერვიულად იღებს ქურთუკს,ჩანთას მხარზე იდებს და წასასვლელად ემზადება. -დამშვიდდი!-თვალებს ვატრიალებ მისი პანიკით გაღიზიანებული.რა ჯანდაბა სჭირს? მშობლების ისე ეშინია,თითქოს ურჩხულები იყვნენ! -უნდა წავიდე! -მე წაგიყვან! -კარგი...მადლობა-შიშს ისე ჰყავს შეპყრობილი,მოუთმენლობის დაფარვას არც კი ცდილობს.მეც სწრაფად ვითხოვ ანგარიშს და როგორც კი ვიხდი,მაშინვე ვტოვებთ იქაურობას.ჩემს ახალ BMW e60-ში უხმოდ ვსხდებით და ტრასაზე გავდივართ.სიჩქარე ისე მიტაცებს ვერც კი ვამჩნევ.მომწონს ეს მანქანა! მხოლოდ იმიტომ ვიყიდე,რომ ზამთარში ფეხით არ მევლო! მერე გაყიდვას ვაპირებდი.მაგრამ უკვე ისე შევეჩვიე,ჩემს თავზე ვბრაზობ,როგორ შემეძლო ამის აზრად გავლებაზ კი! -ცოტა ფრთხილად,გთხოვ-ყურადღებას ანასტასიას ხმა მიფანტავს.მისი სახის დანახვისთანავე სპიდომეტრზე წითელი ისარი ქვემოთ ცურდება და სიჩქარეც მცირდება.-ავარიის შემდეგ,სიჩქარესთან არცისე მეგობრულად ვარ-მორცხვად ამბობს ღვედზე ჩაჭიდებული.ეშინია! ნამდვილი იდიოტი ვარ! -ასე კარგია?-რაც შემიძლია რბილად ვკითხულობ.როგორც კი თავს მიქნევს მაშინვე ვმშვიდდები! არ მინდა ეშინოდეს! მით უმეტეს ჩემი! სიჩუმეს ტელეფონის ზარი არღვევს რაზეც,ანასტასიას კიდევ ერთი შიშის ელფერი უვლის სახეზე. -ჩემია-ვუღიმი გამამხნევებლად.ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ და ვაწვდი.-წაიკითხე! -ამ...კარგი. ახლავე-წამით იბნევა მაგრამ მაინც მართმევს და ეკრანს თითის წვერით ეხება.-თორნიკე დაჭრეს.საავადმყოფოში მიგვყავს.ბევრი სისხლი დაკარგა.როგორც კი მიიცლი მაშნვე დამირეკე. -ჯანდაბა!-გაუცნობიერებლად,მკვეთრად ვატორმუზებ. -რას ქვია დაჭრეს? ვინ დაჭრა?-გაოცებას ვერ მალავს ტასო,მაგრამ პასუხის გაცემა არ შემიძლია.წამით გონება მებინდება და ლაპარაკის უნარს ვკარგავ.იმედია საქმე ცუდათ არ აქვს! იმედი მაქვს კარგად იქნება! -კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დავკარგო? კიდევ რამდენია საკმარისი იმისთვის,რომ სამუდამოდ გამამწაროს ღმერთმა?-სიბრაზისგან მუშტს საჭეს ვურტყამ,ტკივილს ვაიგნორებ და კიდევ რამდენჯერმე ვიმეორებ იგივეს. -დამშვიდდი! ღმერთო ჩემო!-ყვირის ანასტასია.ღვედ იხსნის,ჩემსკენ იხრება და მკლავზე მეხება,მე კი ისევ ძლიერად ვურტყამ სრულიად უდანაშაულო საჭეს.სიბრაზე მთელ ჩემს სხეულს ედება.მეგონა შემეძლო ამის გაკონტროლება! ხელს თითქმის ვეღარ ვგრძნობ მაგრამ მაინც ვერ ვჩერდები.ვხედავ როგორ ცდილობს ტასო ჩემს შეჩერებას მაგრამ ვერ ვჩერდები! -დანიელ! გაჩერდი! შემომხედე-ორივე ხელს დასარტყმელად მომზადებულ მუშტზე მხვევს.ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,როცა მის თვალებს ვეჩეხები-უნდა დამშვიდდე-თითქმის მემუდარება.ახლაღა ვამჩნევ,სავარძელზე მუხლებით ზის,მთლიანად ჩემკენ არის გადმოხრილი და ხელებით ჩემს მუშტს აკავებს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთლიანად დავიცალე ემოციებისგან.მაშინვე ვეშვები,ხელი მუხლზე მივარდება,ანასტასია კი შვებით ოხრავს და შუბლს მხარზე მაწებებს. -მეგონა შეიშალე!ჭკუიდან გადახვედი!-ვმშვიდდები,როცა თითებით კისერზე მეხება და ნელნელა სახეზე აცურებს.ისევ ისეთ მდგომარეობაშია.ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს უნდა დარწმუნდეს,რომ არ გავქრები! {თხრობას განაგრძობს ანასტასია} გული ისე სწრაფად მიცემს წამით მგონია,რომ საგულედან ამოფრინდება.ასეთი გაბრაზებული არასდროს, არავინ მინახავს! თვალები ჩაუწითლდა,გიჟს დაემსგავსა! ასე უცებ,წამიერად სრულიად უკონტროლო შეშლილად იქცა! -ღმერთო ჩემო-ვლუღლუღებ მის მხარზე შუბლ მიდებილი.წამით მგონია,რომ სიზმარია! გაუბედავად ვეხები მის კანს.ჯერ კისერზე,მერე ლოყაზე...ნამდვილია! თვალებს ვხუჭავ და ამ შეხებას მყარად ვიბეჭდავ გონებაში.შიშისგან ვშეშდები,როცა მკლავს წელზე მხვევს,მისკენ მიზიდავს და მკერდზე მიკრავს. მეც გაუცნობიერებლად ვეხუტები.მის მუხლებზე მჯდომი,მკერდით ვგრძნობ როგორ ჩქარა უცემს გული.ვგრძნობ,როგორ სჭირდება ვინმეს გვერდში დგომა! მიუხედავად იმისა,ცდილობს ძლიერი და უგრძნობი გამოჩნდეს,მე ვიცი,რომ ასეთი არ არის.მასაც აქვს გრძნობები! რათქმაუნდა აქვს! -დამშვიდდი-ვეუბნები ხმა გაბზარული.გაუბედავად ვისუნთქავ მის სურნელს და ვცდილობ პულსი დავირეგულირო,რაც სრულიად წარმოუდგენლად მეჩვენება,როცა სახეს ჩემს თმებში რგავს და ისიც იგივეს იმეორებს. ჩემს სუნს იყნოსავს.მხოლოდ ახლა ვხვდები ამ რამდენიმე თვეში,როგორი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი... საძაგელი,აუტანელი მასწავლებელი! ================================================================================ ვიცი,ვიცი რომ უნამუსო,გამოუსწორებელი ზარმაცი და უპასუხისმგებლო ვარ მაგრამ მუზას რა მოვუხერხო? :დ იმედი მაქვს კიდევ ვინმეს აქვს წაკითხვის სურვილი :/ :დ მაინტერესებს თქვენი აზრი,როგორც ყოველთვის <3 დააკომენტარეთ და მალე დავდეებ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.