შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (2თავი)


2-06-2017, 04:47
ავტორი annabelle
ნანახია 2 316

-რა მოხდა?-წარბ აწეული ვეკითხები.მინდა თვალებში ვუყურო მაგრამ არ გამომდის.ქვედა ტუჩს გამუდმებით კბილებით აწვალებს და ჩემს ყურადღებას იქცევს.მხოლოდ ახლა ვამჩნევ,ბიუსჰალტერი არ აცვია,მაისური სრულად აქვს ტანზე მაგრამ მაინც ვხვდები,რომ თეთრეულის გარეშეა სკოლაში მოსული.ასე როგორ შეიძლება? უცებ წარმოვიდგენ,როგორ უყურებენ კლასელები და სიცილი მინდება.საბოლოოდ თვალს ვაშორებ,ჩანთას ვკრავ და გასასვლელად ვემზადები.ანასტასია ისევ დგას,ისე უცნაურად მიყურებს წამით ვფიქრობ,ხომ არაფერი მჭირს.
-ანასტასია! მალე შესვლის ზარი დაირეკება-ვვოხრავ უკმაყოფილებისგან.თავს ვაიძულებ თვალები არ გადავატრიალო,ალბათ ეს მისთვის უხეში ჟესტი იქნება.
-მე უბრალოდ...მაინტერესებდა,რატომ გამოვტოვეთ გაკვეთილები-დაბნეული და შეშინებული ჩანს.ჩემი ეშინია? რა სისულელეა!
-თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია დირექტორს დაელაპარაკო!- მკაცრად ვაწყვეტინებ,სანამ ვიაზრებ ძალით ვუღიმი და ცარიელ,პირქუშ საკლასო ოთახში მარტო ვტოვებ. სულ რაღაც ერთი წელია რაც მასწავლებელი ვარ,აქამდე არასდროს შემიხედავს მოსწავლისთვის ისე,როგორც დღეს ტასოს შემთხვევაში დამემართა.
,,არაფერიც არ დაგმართია“-გაბრაზებული ვუღრენ ჩემს ბინძურ ქვეცნობიერს და სამასწავლებლოში უხალისოდ შევდივარ.სამოცდაათ მასწავლებელს შორის,ერთადერთი ახალგაზრდა,ოცდაოთხი წლის მიკაა.ლამაზია,მაგრამ სულით მასწავლებელია,რაც მისგან თავის შორს დაჭერას მაიძულებს.
-დილამშვიდობის დანი-ღიმილით მესალმება ქართულის მასწავლებელი და ხელს მის გვერდით,დივანზე ატყაპუნებს. არვიმჩნევ,როგორ არ მეხატება გულზე მისი შემოთავაზება,ჩემოდანს იქვე იატაკზე ვდებ და ქალის გვერდით ვჯდები.
-როგორ ხართ ქალბატონო რუსიკო?-ზრდილობისთვის ვიღიმი-რამე გამოვტოვე?
-დირექტორმა მშობლების მოწვევა გვიბრძანა-უცნაურად ემანჭება სახე,რაზეც დაუფარავად ვიცინი.
-მაგრამ,სწავლა ახლახან არ დაიწყო?
-მიდი აბა,გაუბედე და ჰკითხე-ხითხითებს.იქნებ არც ისეთი ცუდია,როგორსაც ვფიქრობ.სასაცილოა და საყვარელი.
-არა გმადლობ,სულ ერთი კვირაა რაც აქ ვარ მაგრამ უკვე საკმაოდ გავიცანი-მეც ვიცინი.წამით თავს ოცდაორის ნაცვლად სამოცს გადაშორებულად ვგრძნობ,რაც მაიძულებს სიცილი შევწყვიტო.
-შენ მე მკითხე?! ორმოცდაათი წელია ამ სკოლაში ვარ! ეგ ქალი დიაბეტივითაა,არც გკლავს და არც გახარებს.
-კარგით,ჯერ კიდევ მჭირდება სამსახური-მეგობრულად ვადებ მკლავს მხარზე.
-მართალი ხარ-ხითხითებს ისევ,ძვლივს დგება და ოთახიდან გადის.მე ჟურნალის შევსებას ვიწყებ.ვოცნებობ მალე დამთავრდეს ეს წამება,რომ სახლში წასვლა და ტელევიზორის წინ მშვიდად ჯდომა შევძლო.
-როგორი იყო შენი პირველი გაკვეთილი?-მესმის გვერდიდან.იმით შეშინებული,რომ კიდევ,რომელიმე ოთხმოცი წლის მოხუცთან მომიწევს უაზრო ლაპარაკის გაბმა,ცალი თვალით ვიხედები.საბოლოოდ ვმშვიდდები,როცა მიკას ვხედავ.
-ჩვეულებრივი-მხრებს ვიჩეჩავ.ახლოდან უფრო ლამაზი მეჩვენება.წინ წამოწეული ტუჩები და ჟღალი თმა აქვს.-შენი როგორი იყო?
-თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ბავშვების ჩხუბის გამო დირექტორის გამოძახება დამჭირდა,ჩემიც ჩვეულებრივი-იღიმის გოგონა.მუცელში რაღაც სასიამოვნო გრძნობა მეუფლება,როცა მის ღრმულებს ვხედავ ლოყებზე,რომელიც ღიმილის დროს უჩნდება ჩემსავით.აქამდე არასდროს შემინიშნავს.
-საინტერესოა-ვხითხითებ და ჟურნალის შევსებას ვაგრძელებ-ცოტათი მშურს კიდეც-მხოლოდ წამით ვავლებ თვალს მის სახეს.რატომღაც მასთან უფრო მეტი დროის გატარება მინდება.ვფიქრობ,სულაც არ არის ისეთი მორცხვი როგორსაც თავს აჩვენებს,რაზეც სურვილი მისი ნამდვილი პიროვნების ნახვისა,უფრო ,,მიცხოველდება“.
-რას იტყვი სკოლის მერე ჩემთან ერთად დასალევად წასვლაზე?-ვთავაზობ,რაც შეიძლება მეგობრული ტონით.
-კარგი იდეაა?-კითხვასავით ჟღერს,რაზეც თვალებს ვატრიალებ.
-არა სამუშაო საათებში,რა პრობლემაა?-ვღიზიანდები.მიკა თვალებ დაწვრილებული მიყურებს,ბოლოს მაინც ეღიმება,მე კი მინდება ლოყებზე,მის ფოსოებს შევეხო.
888
-ოცდაორი წლის ხარ და უკვე მასწავლებელი.რატომღაც ვფიქრობ, შენი პროფესია არ არის-ამბობს მშვიდათ.უცნაურად გამოიყურება თავისუფალი სტილის ტანსაცმელში,ყოველგვარი სოლიდურობის,პიჯაკისა და პერანგის გარეშე.ჩემს გვერდით ზის,ბართან,თითებით ნერვიულად ათამაშებს ტეკილას ცარიელ ჭიქას.-თვალზე რა დაგემართა?-მეკითხება მოულოდნელად.ხელი დაუფიქრებლად მიმაქვს ჩალურჯებულ ქუთუთოსთან,რომელიც დღის განმავლობაში არც გამხსენებია.
-მოდი შენზე ვილაპარაკოთ-მისი კითხვა არ მსიამოვნებს.არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი,ჩემი თვითშეფასება ალბათ, ციმბირში ზამთრის ტემპერატურას უტოლდება.
-რა გაინტერესებს?
-სკოლის შემდეგ რას აკეთებ ხოლმე?-მხრებს ვიჩეჩავ და ვისკიან ჭიქას ერთი მოსმით ვცლი.
-თუ ბავშვების ნამუშევრები არ მაქვს შესასწორებელი,დავრბივარ,ძირითადათ სახლში ვარ ხოლმე,არაფერი საინტერესო.-ამბობს მორცხვად.
-მეგობრები? ან შეყვარებული? რატომ არ ერთობი მათთან ერთად?
-ამ... შეყვარებულს ერთი თვის წინ დავშორდი-ნერვიულად იცინის და ცდილობს ჭიქაში დარჩენილი ბოლო წვეთიც დალიოს.
-ჰოდა დაივიწყე! იდიოტი ყოფილა შენ რომ გაგიშვა ხელიდან-რაც შემიძლია თბილად ვუღიმი და მხარს მეგობრულად ვუხახუნებ მის მხარს.მიკაც ვერ იკავებს თავს,წამის შემდეგ ფოსოები უჩნდება ლოყებზე.ცოტახანში ისევ ვუკვეთავთ თითო ჭიქას და ერთდროულად გამოცლის შემდეგ სახლში წასვლაზე ვთანხმდებით.
-ანუ შტატებში დაიბადე?-მეკითხება რამდენიმე წუთში.მკლავი ჩემსაში აქვს გამოდებული და ნელი ნაბიჯებით მივაბიჯებთ ცარიელ ქვაფენილზე.თავს კარგად ვგრძნობ ასე,როცა ახლოს დგას ჩემთან და მკლავზე მეყრდნობა!
-ჰო.მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ აქ ჩამოვედით.უფრო სწორად მარტო მე ჩამოვედი,დედაჩემი მეორედ გათხოვდა,ისევ ამერიკელზე-თვალებს ზემოთ ვატრიალებ.ვიცი,არ უნდა ვუყვებოდე მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.არმიყვარს ადამიანები! ისინი ყველაზე საშიში ცხოველები არიან! მიკასნაირი ლამაზი ადამიანიც კი. როგორც ჩანს სასმელი ცუდათ მოქმედებს.
-და იმის მერე მარტო ცხოვრობ?-წარბებს კრავს,შეწუხებული ჩანს რაც საოცრად მაღიზიანებს.ხელს უხეშად ვაშორებ და ჯიბეში ვიცურებ.დაბნეული მიყურებს.
,,ჯანდაბა“-ქვეცნობიერი იმედგაცრუებულია და თავს გიჟივით იქნევს.
-ხუთი წლის ვიყავი რომ ჩამოვედი-ხმამაღლა ვისუნქავ ჰაერს.მიკას ტუჩზე მკრთალად ვამჩნევ სიამოვნების ღიმილს,რომელიც ალბათ ჩემი პასუხისგანაა გამოწვეული-ბებიაჩემი მზრდიდა.ორი წლის წინ მოკვდა! ღმერთო ჩემო,თავი პროფილში მგონია-მიკას სიცილზე მეც ვერ ვფარავ ღიმილს.თავისუფალ ტანსაცმელში ისევ პატარა გოგონას ჰგავს.
-ვწუხვარ ბებიაშენის გამო-ამბობს სიცილის შემდეგ-შეიძლება?-ხელს მიშვერს კვლავ და ისე ფართოდ მიღიმის უარს ვერ ვეუბნები.
-ჩემ გამო უნდა წუხდე,ის მშვენივრადაა ზემოთ-მხრებს ვიჩეჩავ.ლამპიონების ყვითელ ნათებას ვაყოლებ თვალს და გზად ყველა კენჭს ფეხსაცმლის წვერით ვეხები.
-სამოთხის და ჯოჯოხეთის გჯერა?
-არვიცი...მგონი კი,მაგრამ არ მჯერა,რომ სამოთხეში ყველაფერი თეთრი,ფუმფულა ღრუბლითაა დაფარული, ჯოჯოხეთში კიდევ ცეცხლში იხარშებიან ადამიანები-ჩუმად ვხითხითებ.
-ჰო მგონი არც მე მჯერა მაგისი-შუქზე მისი კბილები საოცრად თეთრი მოჩანს.-ისე დავიღალე თუ წავიქეცი,შეიძლება იქვე ჩამეძინოს-ლუღლუღებს სახე გაბრწყინებული.
-ბევრი დაგვრჩა?-ვეკითხები მისი გამომეტყველებით გახალისებული.ცდილობს მთქნარება შეიკავოს,რის გამოც თვალები ცრემლებით ევსება.
-შემდეგი ბინაა-სიხარულისგან თვალები უფართოვდება.შვებით ოხრავს,როცა,როგორც იქნა მის სადარბაზოსთან ვჩერდებით.
-კიბეზე ასვლას შეძლებ?-ვეკითხები სიცილით.ხელს ვუშვებ და ზემოდან დავყურებ.ჩემზე ოდნავ დაბალი და დღეს საოცრად ,,არამასწავლებელია''!
-ჰო.მადლობა რომ მომაცილე-თბილად მიღიმის,გაოცებული ვაკვირდები,როგორ მიახლოვდება,მხარზე მეყრდნობა და ლოყაზე მკოცნის-აღარასდროს დავლევ!-ამატებს სანამ სადარბაზოს სიბნელეში გაუჩინარდება,მე კი ვდგავარ და უბრალოდ ვიღიმი!
888
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.ისე კარგად ვგრძნობ თავს წამით მიკვირს კიდეც.სწრაფად ვიწესრიგებ თავს,კარს ვკეტავ და სამსახურში მივდივარ. ისევ იგივე!
-დილა მშვიდობის ბატ... უკაცრავად! დანიელ-მესალმება მიმღებში მოცინარი მდივანი.ამჯერად მხოლოდ ვუღიმი.ვაპირებ კარგი განწყობა მანამ შევინარჩუნო,სანამდეც შევძლებ. მარიამი მეთორმეტე კლასის ჟურნალს მაწვდის და მეც ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ...მუცელში რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლება,როცა საკლასო ოთახში შევდივარ და ჩემს მაგიდაზე მოკალათებულ ანასტასიას ვამჩნევ...
=============================================================



№1 სტუმარი Guest emily

kargad wer, warmatebebi, imedi maqvs yovel dge dadeb xolme axal tavs.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Euff. Aset final ar velpdidamaintrige magrad :ddd

 


№3 სტუმარი Guest bubu

sainteresoa

 


№4 სტუმარი Guest someone

male dade axali tavi

 


№5 სტუმარი Guest ელენე

რატომ არ დებ შემდეგ თავს ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent