ღამის სამიზნე [1]
-სად არის?_ ბართან აყუდებულ მოკლე კაბაში გამოწყობილ ქალს დაუღრინა და ოთახისკენ გაიხედა. -გაიპარა._ ჩაიჩურჩულა ქალმა და ძარღვებდაბერილ მამაკაცს მიაჩერდა. -მე ხომ გაგაფრთხილეთ ჩემს აქ არ ყოფნაში ასი თვალი და ასი ყური გამოიბით-მეთქი... ხომ გაგაფრთხილეთ!_ იგრიალა ხმამ. გარშემო თავისთვის მყოფი წყვილები ერთდროულად დააფრთხო გავაშელის დაღრიალებამ. -გუშინ რომ არ მოხვედით დრო იხელთა და გაიპარა. ჩვენ ყურადღებას ვაქცევდით..._ქალმა დაბნეულმა ჩაილაპარაკა და მოღეღილ მკერდს დააჩერდა. -ახლა მე მივდივარ და რომ დავბრუნდები აქ დამხვდეს! -მაგრამ... -არ მაინტერესებს! საიდანაც გინდათ, როგორც გინდათ, ამოთხარეთ და აქ მოიყვანეთ!_ კიდევ ერთხელ დაჭექა და კარებისკენ წავიდა. რა კარგად დაიწყო დღევანდელი დღე და როგორ დამთავრდა. არადა რა იმედით მოდიოდა. ამ ქალთან ერთი ღამე ყველაფრად ღირს. მასთან ყოფნის დროს საერთოდ არ ახსოვს ვინ არის და საიდან არის. არც ის ახსოვს რას აკეთებს იქ, მთავარია რომ იმ ქალთან არის! ახლა ალბათ წინ რომ იდგეს ის საძაგელი ქალი შიშველი ხელებით მიახრჩობს და თვალსაც არ დაახამხამებს. როგორ გაუბედა და გაიქცა, განა რა არ მოსწონდა? არ აკმაყოფილებდა თუ რა?! თან მერე რა პატივში ყავდა, დაისაკუთრა და ახლოს არავის არ აკარებდა. ამ გაიძვერა გოგომ კიდევ დაკრა ფეხი და ღმერთმა უწყის სად ჯანდაბაში დაეხეტება. იმ ვიგინდარების იმედზე ჩემი მტერი იყოს... თვითონ მოძებნის და საკადრისად დასჯის. ეგღა აკლია ვიღაცა ქუჩის ქალმა აბუჩად აიგდოს და გადააბიჯოს. სახლის კარები გაღიზიანებულმა შეაღო და გასაღები იქვე კუთხეში მოისროლა. როგორ მოუშხამეს ნერვები, წარმოდგენაც რომ არ აქვს სად შეიძლება იმალებოდეს ახლა. მისი ბიოგრაფიით და წარმოშობით არასდროს დაინტერესებულა. ერთადერთი რაც აინტერესებდა, მიდიოდა იხდენდა საწადელს და მოდიოდა. არაუშავს ხვალვე მივა და ყველაფერს გამოკითხავს დოდოს. იმას თუ არაფერი ეცოდინება დეტექტივს დაიქირავებს და მაინც მიაგნებს. « ღირს კი ის გაიძვერა ამხელა ხარჯებად?» ჩაილააპრაკა და ვისკი ჩამოისხა. « ღირს, უტა, ღირს!» თავისივე დასმულ კითხვას თვითონვე გასცა პასუხი და სასმელი მოიყუდა. უხ როგორ ჩაუწვა, გულ-მკერდი. ეს არის მეორე რამ რაც ყველაფერს ავიწყებს, დროებით მაგრამ ავიწყდებს. ჭიქა თავის ადგილზე დააბრუნდა და დივნისკენ წავიდა. ფეხსაცმელები იქვე მიყარა და წამოწვა. თვალები ჭერს გაუსწორა და ფიქრი დაიწყო, საფიქრალი არ აქვს თუ თან ახლა ის გოგოც დაემატა. დილით ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაფხიზლა. ნელა გაახილა თვალები და მაგიდაზე მოცეკვავე აპარატს გადასწვდა. თვალებმოჭუტულმა დახედა ნაცნობ ნომერს და პირი ენის წვერით გაისველა. -უტა, ძვირფასო სად ხარ?_ გაისმა ქალის წკრიალა ხმა. -რა გინდა, ბელა?_ ჩაეკითხა მობეზრებული ხმით და დივნიდან წამოდგა. -როგორ თუ რა მინდა, დღეს დედას დაბადების დღეა. _ წამოიძახა უკმაყოფილო ხმით ქალმა. -მერე იყიდე საჩუქარი და აუტანე. _ მხრები აიჩეჩა კაცმა და ფეხზე წამოდგა. _ კარგი, არ მცალია ახლა. _ ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. ^^^ -კაი ტო!? როგორ გაეპარათ?_ გაოცებულმა გაშალა ხელები გიგიშამ და ძმაკაცს მიაჩერდა. -ყურადღებას არ აქცევდნენ და "დატყდა". _ ჩაილაპარაკა კაცმა გაღიზიანებული ხმით და ტელეფინში ქექვა განაგრძო. _ იმ დეტექტივის ნომერი გაქვს, ლადომ ცოლისთვის რომ დაიქირავა?_ ინტერესით გადახედა ძმაკაცს და ტელეფონი მაგიდაზე მოსიროლა. -შენ რა დეტექტივის დაქირავებას აპირებ მაგ ქალისთვის?_ გაკვირვებულმა შესძახა და წარბები შეკრა. _ მაიცა თუ ძმა ხარ. გავა ერთი კვირა და დაგავიწყდება, მანადე გაიარე სადმე და უკეთესი მონახე. _ სასაცილოდ გაასავსავა ხელები კაცმა, თითქოს ძმაკაცს ახირების გამო დასცინისო. -შენ დეტექტივის ნომერი გამიგე და ქალები ჩემზე იყოს!_ თვალი ჩაუკრა კაცმა და მაგიდაზე ფეხები შემოაწყო. _ უტა გავაშელისგან "მოტეხვა" ეგეთი ადვილი საქმე როდია!_ ჩაიცინა ირიონიულად და ფანჯარას გახედა. მართლაც რომ მისგან გაქცევა ადვილი საქმე არ არის. ჯერ არცერთი ქალი წასულა ასე უთქმელად ამ კაცისგან. პრიქით რამდენ ქალთანაც ურთიერთობა ქონდა, ბოლოს ყველა მისი სიყვარულით ნატანჯი გახდა. თუმცა თავდაპირველი სიტყვისთვის არ გადაუხვევია და არცერთისთვის სერიოზულად არ შეუხედია. არც ამ გაიძვერა გოგოს უყურებს სერიოზული თვალით. მერე რა რომ უტა მისი ერთადერთი მამაკაცი იყო, მაინც არ სურს მასთან რაიმე სერიოზული ურთიერთობა ქონდეს. უბრალოდ თავმოყვარეობის და პრინციპების ამბავია, მისი მოძებნა და სათანადოდ დასჯდა. ნეტა რომ იპოვის რას უზამს. ისევ იქ დააბრუნებს და ახლა უკვე ყველასთვის ამუშავებს, თუ თავისთან დაიტოვებს?! კაცმა არ იცის გავაშელს რა გადატრიალდება თავში და რას მოისურვებს. იმ დღესვე მიაკითხა გოგონას ყოფილ საცხოვრებელს. მის შესახებ მცირედ ინფორმაციასაც კი არ ფლობდნენ უფროსები, არამცთუ ბიოგრაფია იცოდნენ. ერთადერთი რაც გამოსადეგი აღმოაჩინა, გოგონას ფოტოსურათია, რომელიც გოგონებთან ერთად აქვს გადაღებული ბარში. გაწბილებულმა დატოვა იქაურობა, კიდევ კარგი გიგიშამ დეტექტივის ნომერი უშავა. ბარში შეხვდა დეტექტივს სურათი და სასარგებლო იფორმაცია გადაულოცა და წამოვიდა. რაც მთავარია საქმე აღძრულია და ახლა მოვლენების განვითარებას დაელოდება. იქნებ თავისი ფეხითაც კი მოვიდეს უტასთან და ბოდიში მოუხადოს მიქარულის გამო. საღამოს დედამისთან ავიდა დაბადების დღის მისალოცად. მართალია ვერ იტანს იქაურობას და ზოგადად იქაურებს, მაგრამ მამამისის ხათრით ამასაც აკეთებს. ერთადერთი ადამიანი ვისაც ამ ოჯახში პატივის ცემით ეპყრობა ბატონი ვასილია. კაცი რომელმც სწორ გზაზე დააყენა და კაცად აქცია. დიდხანს არც დარჩენილა. მიულოცა საჩუქარი გადასცა და წამოვიდა. ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია ვიდრე დედამისის დაქალების ყურება. ^^^ ერთი კვირის განმავლობაში ცხადლივ თუ მალულად ყოველთვის აკითხავდა გოგონას ყოფილ საცხოვრებელს და მეთვალყურეობდა. რა იცი იქნებ მივიდეს და იქ დაიმალოს, მაგრამ არამც და არამც. გოგონა არ გამოჩენილა. უტასაც ბევრი აღარ გაუჯანჯლებია და საქმეს შეეშვა, დეტექტივი ხომ დაიქირავა და ის მიხედავს ყველაფერს. ახლა მთავარია განიტვირთოს და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს ქალის გარეშე. ეს ქალი ამ კაცის ღამის სამიზნიეა, ხოდა მანამდე არ მოისვენებს სანამ მიზანში არ ამოიღებს. სამსახურის გადამკიდე უამრავი საქმე ახვევია თავს. რომ არა გიგიშა და ლადო ალბათ ვერაფერს გახდებოდა. მივლინებებშიც ვეღარ მიდის ამ ქალის გადამკიდე, ყველგან ბიჭებს გზავნის. დეტექტივთან ხშირი კონტაქტის გამო ქალაქს ვერცერთი წამით ტოვებს. კაცმა არ იცის რა დროს გამოჩნდება ქალი. -უტა, შენ ძმობას გეფიცები ძალიან აზვიადებ!_ ერთ მშვენიერ დღესაც არ დააყოვნა ლადომ. -ახლა თუ ისევ, იმ საქმეზე უნდა დაიწოთ თქვენებურების გაშვება აქვე დავამთავროთ! _ ხელი აიქნია კაცმა და კომპიუტერს მიუბრუნდა. - მესმის რომ ქალი გევასება და ვერ თმობ, მაგრამ დეტექტივები და ამბები მაგარი ზედმეტია. _ მაინც არ ეშვებოდა ლადო. -მემგონი აქ დავასებაზე სერიოზულად არის საქმე. _ სიცილით ჩაილაპარაკა გიგიშამ და გაზეთი აიფარა. -მოვრჩეთ მეთქი და ვსიო! აღარ ვაპირებ მაგ თემის კიდევ ერთხელ განხილვას!_ დაიგრგვინა ხმამ. -როგორც შენ გინდა. რას ვშვებით მიდვიართ ბათუმში იმ ღონისძიებაზე? -შენ და გიგიშა წადით. _ ჩაილაპარაკა უინტერესოდ და საბუთებს ჩააჩერდა. -მე და გიგიშა წავალთ პრობლემა არ არის, მაგრამ შენ როდემდე უნდა იყურყუტო თბილისში?_ ჩაიცინა ლადომ და დივანზე გაწვა. -ვგრძნობ რომ დიდიხანი არ მომიწევს. _ ჩაილაპარაკა ცინიკური ღიმილით კაცმა და კალამი აათამაშა. _ სულ ცოტა დარჩა და სამიზნე ჩემთან იქნება!_ კალმის წვერი მაგიდაზე დააკაკუნა და მომღიმარ ბიჭებს თვალი ჩაუკრა. -ღმერთმა ხელი მოგიმართოს. _ სიცილით ჩაილაპარაკა გიგიშამ და ფეხზე წამოდგა. _ რას იზამთ წამოხვალთ შესვენებაზე თუ აქ ამოგიტანოთ რამე? -მე წამოვალ. _ წამოიძახა ლადომ და ფეხზე წამოდგა. -მე არაფერი არ მინდა. _ ფეხები მაგიდის კიდეზე შემოდო უტამ და კარებს გახედა. მთელი დღე კაბინეტში იჯდა და მუშაობდა. ზოგჯერ დაქირავებულ დეტექტივსაც ურეკავდა და ახალ ამბებს იგებდა. საინტერესო და ხელჩასაჭიდი კვლავ არაფერი. სად უნდა დამალულიყო ეს თითისტოლა გოგო. თანც საიდან გაქცეული, რას ამბობ, ოჯახი და სამეგობრო ყავს, რომ შეიფარონ. სადმე ხის ძირში იქნება მიწოლილი და ალბათ სიცივისგან კანკალებს. კიდევ კარგი ზაფხულია თორემ ღმერთმა უწყის, უტასთან ცოცხალი მოაღწევდა თუ არა. ბიჭებთან ერთად საღამოს განსატვირთად ბარში წავიდა. ცოტახანი იქ ისხდნენ, ლამაზ ქალებს შეავლეს თვალი და დაიშალნენ. დაიშალნენ ყველა სხვადასხვა მხარეს. ლადომ და გიგიშამ ლამაზ ქალებთან ერთად გააგრძელეს ღამე. უტა სახლში წამოვიდა, ჯერ ისედაც თავი უსკდება და ახლა ქალთან ყოფნა უარესად გადაღლის. ამას ურჩევნია ერთი ღამე როგორმე ჩააგდოს და დაისვენოს. თან როგორ ჭირდება მის დაძაბულ ორგანიზმს დასვენება და მოდუნება. საბურთალოზე ცხოვრობს საკუთარ სახლში. ფული არ აქვს თუ გვარიშვილობა. მამამისმა აჩუქა მეთვრამეტე დაბადების დღეზე ეს სახლი, ამანაც დაკრა ფეხი და აქ დამოცხოვრდა. იმ დღის შემდეგ აქ არის, სადმე წასვლის სურვილიც არ აქვს. ეზოში შესვლისთანავე მოათვალირა სივრცე და თავისუფალი ნაბიჯებით წავიდა სახლისაკენ. ამ ბოლო დროს შეგრძენბა აქვს რომ ვიღაცა უთვალთვალებს. თუმცა არც ეგ არის გამორიცხული, ბიზნესმენ კაცს რომ მტრები ოხრად ეყოლება ეგ უდაოა. მთავარია ვინ რისი გამკეთებელია. კიდევ კარგი დოდომ თავისი ახლობლის მისამართი მისცა თორემ სად უნდა გაეთია ღამე წარმოდგენა არ აქვს. რა მაგარი გამბედაობა აქვს იქიდან რომ გამოიპარა. რომ არა დოდო ვერც მაგას გაბედავდა. იმდენი უჩიჩინა იმ ქალმა წადი თავს უშვეელო ბოლოს დარკა ფეხი და მართლა წამოვიდა. ატანა არ აქვს იქაურობის. თავში ჭკუა არ ქონდა ნეტავ იქ რომ მიდიოდა თავისი ფეხით. მაგრამ რა ქნას, განათლება ამას არ აქვს და არაფერი. ერთი ჩვეულებრივი გოგოა, არაფრით გამორჩეული თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ მონაცემებს... უკრანელის სახე აქვს. ნეტავ დედა ყავდა უკრანელი თუ მამა?! წარმოდგენა არ აქვს, ბავშვთა სახლში გაიზარდა. საშინელი პირობები იყო იმ დროს, თან მერე როგორი აღმზრდელები. მკაცრები და უსაშველოდ ცივები. მაგრამ ზოგჯერ მათაც შეეძლოთ სითბოს გამოხატვა. იმ პირობებში მართლაც რთული აღმოჩნდა სწავლა განათლებისათვის ხელის მოკიდება. მერე კი ინანა, იქიდან რომ წამოვიდა. მაგრამ რაღა დროს. წესით თვრამეტი წლისას უნდა დაეტოვებინა იქაურობა მაგრამ ამან ოცდაერთი წლისამ დატოვა. მანამდე იქ მუშაობდა და აღმზრდელებს ეხმარებოდა, ხელფასი ძალიან ცოტა ქონდა. ჯერ ისედაც როგორ უჭირთ იქ და მერე ეს გოგოც რომ დააწვა თავისი ხელფასით. ბოლოს ვეღარ გაძლო და წამოვიდა. დაგროვილი დანაზოგით ცოტახნით იქირავა ბინა და მერე იქიდანაც გამოაგდეს. ერთი თვე ეძებდა სამსახურს, შენც არ მომიკვდე. ვერსად ვერ დაიწყო მუშაობა. ერთადერთი საგანი რომელიც ყელაზე კარგად იცის მათემატიკაა. დააყენა და აანგარიშე, მაგრამ არც ამან უშველა. მერე შემთხვევით დოდოს გადააწყდა პარკში. მოვიდა გამოელაპარაკა და შესთავაზა ჩემთან იმუშავე მიმტანადო. მაგას ჩიოდა, ოღონდ ლუკმა პურის ფული ქონოდა. თან შესთავაზა იქვე იცხოვრებო... მისთვის ეს ერთადერთი ხსნა იყო და მოვლენების განვითარებაზე ვეღარ დაფიქრდა. უყოყმანოდ დათანხმდა და გაყვა. ერთი თვე იმუშავა მიმტანად, მერე გამოჩნდა მისი ღამის ტკვილი და დაისაკუთრა. დოდსთანაც ვერაფერს გახდა. ბევრს იხდისო და მორჩა! ყოველი ღამე ჯოჯოხეთად უქციეს. ვერ იტანდა ვერც უტას და ვეც დოდოს, რომელმაც ფაქტიურად ცხოვრება დაუნგრია. ახლა როცა უშველა და გამოაპარა მის მიმართ მადლიერების გრძნობა გაუღვივდა. დოდოს დეიდაშვილის სახლში ცხოვრობს ახლა, ის ქალი ძალიან კარგი და თბილი პიროვნებაა. ერთი პატარა ოთახი გამოუყო. საძინებლით და პატარა გარდერობით. მეტი იქ არც არაფერი დაეტევა. ერთ კვირაზე მეტია უკვე ამ სახლში ცხოვრობს. რაღაცა დანაზოგი მისცა დოდომ, რაც უტასთან ყოფნის დროს გამოიმუშავა, მაგრამ მთელი ცხოვრება ხომ არ ეყოფა. სამსახურს ეძებს, ყველგან იყო. ბაზარშიც კი მიაკითხა დახლთან დავდგებიო. არავის არ ჭირდება მეწილე, თავიანთი გაჭირვება ეყოფათ. სამსახური ბოლოს ლილიმ უშოვა საკანცელარიო მაღაზიაში. დგას და ნივთებს ყიდის. ანგარიშიც შესანიშნავად იცის და პრობლემები არ ექმნება. უფროსი ერთი პერიოდი თვალებსაც უჟუჟუნებდა, მაგრამ ვერას გახდა და შეეშვა. რა დროს ახალი ურთიერთობებია, ჯერ ისიც ვერ მოინელა რაც მის თავს ხდებოდა. საკანცელარიოში ხუთი საათი მუშაობს, მერე თვითონ მეპატრონე რჩება და ის აგრძელებს მუშაობას. მართალია ხელფასი დიდი არ არის, მაგრამ სახლში საჭმელი მაინც ააქვს და მარტო ლილის ხარჯზე არ უწევს ცხოვრება. დღეში 10 ლარი სულაც არ არის ცოტა ფული, თან სახლიც აქვე აქვს და გზის ფული ეზოგება. როგორ უნდა ახლა ყველაფერი სულ თავიდან დაიწყოს, ფეხსაც კი არ მიადგამდა იმ პარკში. არც დოდოს გაიცნობდა და საერთოდ არ მოხვდებოდა იმ დაწყევლილ ადგილას. მერე ეს უტაც რა ცუდ დროს გამოჩნდა თავისი «დიდებით». აბა რამე ეთქვა და არ შეესრულებინათ, ბარიანად აიღებდა და გადადგავდა იქაურობას. ეშინოდათ მისი! მართლა ეშინოდათ! ნატასაც სულ მისი შიში ქონდა და იმიტომაც ვერ ბედავდა იქიდან წამოსვლას. ნეტავ ახლა ეძებს თუ ახალი გამრთობი იშოვა. არა! ვერ გამიგია რატომ უნდა ეძებდეს ამ ჩვეულებრივ გოგო. იქ მასზე ბევრად უკეთესები და გამოცდილები მუშაობენ. სამსახურიდან მაღაზიაში გაიარა პროდუქტები იყიდა და სახლში ავიდა. ლილი ჯერ არ იყო მოსული, ისიც წვალებით შოულობს ფულს. მეორადების მაღაზია აქვს, ცალკე ქსეროქსის აპარატიც უდგას და იმასაც ამუშავებს. ასე თუ ისე ერთი კაცის სამყოფ ფულს შოულობს. ზუსტად მაგიტომ არ უნდა ნატასაც მის კისერზე ცხოვრება. დოდო მაინც შეეხმიანოს და გააგებინოს რამე, თორემ ქუჩაში სულ შიშით დადის ვინმემ არ მიცნოს და დამაბეზღოსო. ბოლოს და ბოლოს «გაყიდული» იყო. ორი კვირაც ჩვეულებრივად გავიდა. სამსახურმა ცოტა მდგომარეობიდან გამოიყვანა და იმ ამბებზე იმდენად აღარ ფიქრობს. რა მოხდა მერე კაცი თუ ყავდა დიდი ამბავი, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ შეიყვარებს და ვერ გათხოვდება.რაც არ უნდა იყოს ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდა და გამართლება არ აქვს. იმ კვირის ბოლოს დოდომ დაურეკა სხვა ნომრიდან. -როგორ ხარ? -ნორმალურად. ლილიმ სამსახური დამაწყევინა. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა. -ფრთხილად იყავი უტას არსად გადაეყარო თორემ გიჟს გავს. იმუქრება სადაც დავიჭერ იქ მოვკლავო!_ უარესად დააფრთხო ჯერ ისედაც ანერვიულებული. სულ კანკალმა დააწყებინა. თავიდან ბოლომდე არასასიამოვნო შეგრძნებებით გაიბერა. -ფული დაუბრუნე?_ კითხა ხმაჩამწყდარმა. -მაგაზე სულ გადაირია. როდის იყო ფულს უკან ვიბრუნებდიო, გინდა თუ არა ნატა მომიყვანეთო!_ არ ცხრებოდა ქალი და მის სიტყვებს იმეორებდა. -რა მეშველება დოდო?_ ამოიტირა და საწოლზე ჩამოჯდა. -ნუ ნერვიულობ შენ. მთავარია ბევრი არ იბოდიალო გარეთ და სადმე არ გადაეყარო, ხომ იცი ყველგან მაგის ხალხია. _ დაარიგა ქალმა. -ხომ იცი მე მანდ დამრუნებელი აღარ ვარ!_ ჩაილაპარაკა მტკიცედ. -რომ ვიცი იმიტომაც გაგაპარე. კარგი ახლა წავედი თორემ პავლემ რამე რომ იეჭვოს იმ წამსვე ენას მიუტანს და ორივეს ერთ ორმოში ჩაგვყრიან. _ ჩაიჩურჩულა ქალმა ხმადაბლა და ტელეფონი გათიშა. ახლა რაღა დააძინებს და მოასვენებს. ქუჩაში გასვლისაც რომ უნდა ეშინოდეს ეგ სულ კლავს. ნეტავ რას იზამს სადმე რომ გადაეყაროს. ან რა უნდა უქნას, აღარ უნდოდა ის საქმიანობა და წამოვიდა, ფული ხომ დაუბრუნეს უკან რაღა ჯანდაბა უნდა ამ გოგოსგან. აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა და ამოისლუკუნა. როგორ დაუნგრია იმ ამაზრზენმა კაცმა ცხოვრება. რა მოხდებოდა იმ დღეს ნატასთვის რომ არ დაედგა თვალი. ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, იმუშავებდა ბარში და ატარებდა იმ სინს. მაგრამ არ გაუმართლა! ახლა უკვე ასი თვალი აქვს ქუჩაში გასვლისას გამობმული. ყველგან იყურება. ტანსაცმელიც ისეთი აქვს შერჩეული სახე ძალიან რომ არ უჩანდეს. თმის ფერიც შეიცვალა ლილის რჩევით. ახლა სულ სხვანაირი ნატაა. თაფლისფერი თმა ბევრად მოუხდა. საკანცელარიოში უკვე ბავშვები სიხარულით ესალმებიან ნაცნობ გამყიდველს. ესეც ერთი საათი არჩევინებს, კალმებს და რვეულებს. ნეტავ როდემდე უნდა იმუშაოს საკანცელარიოში. არა იმუშავებს, მაგრამ მთელი ცხოვრება დღეში ათი ლარით ხომ არ იქნება? რაღაცა კაპიტალი ხომ მაინც უნდა დააბანდოს რომ მერე გამოიყენოს. თანაც ლილისთან როდემდე იცხოვრებს, ქირით გასვლაც უნდა, ეგ ცალკე ხარჯია. რამდენი რამე ჭირდება ადამიანს ყოველდღიურად. მითუმეტეს ქალს. ათასი წვრილმან რომელსაც უფულობის დროს არმოვაჩენთ ხოლმე. სულ ფიქრობდა რომ მთავარი მატერიალობა არ არის, დღესაც ასე ფიქრობს, მაგრამ ფულიც საჭიროა. სამწუხაროა რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი აქტუალური გახდა და მის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამას ნატა და მისნაირები ვერ შეცვლიან სამწუხაროდ. უფროსის თხოვნით დღეს გვიანობამდე მოუწია დარჩენა, პავლე გასული იყო და არ ეცალა. საკანცელარიოს გასაღებიც ნატას ჩააბარა და დაუბარა ხვალ ადრე მოდი რომ გააღოო. ნეტავ მთელი დღე ამუშავებდეს და უფრო მეტს უხდიდეს ნატაც ამოისუნთქებდა ცოტას. ექვსი საათისთვის დაკეტა საკანცელარიო და სახლში წავიდა. ლილი უკვე მისული დახვდა და სადილს ამზადებდა. თბილად მოიკითხა მასპინძელი და სუფრის გაშლაში მიეხმარა. -კარგი რა ნატა შვილო, ხომ გთხოვე საჭირო არ არის ამდენი პროდუქტი მეთქი. _ გაუწყრა ლილი და პროდუქტები მაცივარში შეალაგა. -ძალიან გთხოვთ მაგას მაინც ნუ დამიშლით, ისედაც ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. _ ჩაილაპარაკა დარცხვენილმა და თავი დახარა. -აბა რას ამბობ?! პირიქით დოდოს მადლობა უნდა გადავუხადო ასეთი ოქრო გოგო რომ გამომიგზავნა. მარტოობაში ამომძვრა სული ამდენი წელია. ძლივს გამომლაპარაკებელი გიპოვე და შენი დაკარგვა იქნება?_ ჩაილაპარაკა მხიარულად ქალმა და მხარზე ხელი დაუსვა. -ძალიან დიდი მადლობა ლილი დეიდა. _ ჩაილაპარაკა მადლიერმა და ხელზე ხელი დაადო. -მიდი მიდი ჭამე, ბევრს ნუ მელაპარაკები. _ დატუქსა და თეფში გაუჩოჩა. _ დოდომ რაო რა ისმისო?_ ინტერესით მოიკითხა დეიდაშვილი. -გეძებსო. _ ჩაილაპარაკა და ცრემლინი თვალებით ამოხედა ქალს. -ეგ კი გადაშენდა ეგ! რა უნდა კი მაგრამ, რა გამჩემი არ ასვენებს?_ აქოთქოთდა ლილი. -ვერ აიტანა მის წინააღმდეგ რომ წავედი და დასასჯელად მეძებს. _ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და სიმწრით ჩაიცინა. -ვინ არის კი მაგრამ ასეთი?_ თვლაები გადაატრიალა ქალმა. -უტა გავაშელი._ ჩაიჩურჩულა ნაცნობი სახელი და გვარი, თან გააკანკალა. -ტელევიზორში მყავს ერთი ორჯერ ნანახი. ბიზნესმენია მგონი. _ ჩაილაპარაკა ქალმა და შუბლი ფიქრისგან შეჭმუხნა. -კი ეგ არის. _ დაემოწმა ნატა და პური მოტეხა. -რავიცი ტელევიზორში ანგელოზის სახე აქვს. აფერისტები არიან!_ ჩაიდუდღუნა ქალმა და საჭმელი გადმოიღო. მეგობრების რიცხვით ვერ დიკვეხნის, მაგრამ ნატასაც ყავს ერთი ახლო მეგობარი ბაშვთა სახლიდან. ელენე და ნატა ტოლები არიან, ერთმანეთი ბავშვთა სახლში გაიცნეს. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ელენემ დედის ვინაობა იცოდა. ხშირად აკითხავდა ის ქალის შვილს, მაგრამ თან ვერ მიყავდა. ელენე უკანონოდ გააჩინა საზღვარგარეთ რომ იყო. მერე საქართველოში ისეთ მამაკაცს გაყვა რომელმაც ელენე შვილად ვერ აღიქვა და ბავშვთა სახლში მოუწია შვილის ჩაბარება. თავიდან წარმოდგენა არ ქონდა პატარა ელენეს რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ როცა წამოიზარდა და გააცნობიერა რომ დედამ კაცის გამო მიატოვა მასთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა. აღარ გადიოდა ხოლმე მის სანახავად და ნატასთან ერთად ოთახში იკეტებოდა. დედამისმა კი მოინანია და იმ კაცსაც დაშორდა, მაგრამ რაღა დროს. ახლა ელენეს ოჯახიც აქვს და ორსულადაც არის. მოღალატე დედას ახლოს არ გავაკარებ ჩემს ოჯახსო სულ ასე გაიძახდა. მეგობრის ამბები არ იცის თორემ ალბათ ამდენის უფლებას არ მისცემდა. ერთი რაც იცოდა ის იყო რომ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, სტუდენტების უმეტესობა ასე ირჩენს თავს. -ჩემი საბრალო ნატა. რამდენი რამე გადაგიტანია უჩემოდ. _ ტირილით ეფერებოდა მეგობარს და მის ტკივილს მაქსიმალურად იზიარებდა. -რა კარგია ახლა ჩემთან რომ ხარ. _ ჩაილაპარაკა და მეგობარს მუცელზე მოეფერა. -წამოდი ჩემთან და სულ ერთად ვიქნებით. _ შესთავაზა და გაიცინა. -ხომ იცი რომ არ წამოვალ. ლილი დეიდასაც ვერ დავტოვებ, ძალიან შემეჩვია და რომ წამოვიდე გული დაწყდება. თან შენ და შენ ქმარს ახლა მარტო ყოფნა გჭირდებათ. _ ჩაილაპარაკა მტკიცედ და წვენი მოსვა. -აბა რა უნდა ქნა, როდემდე უნდა იმუშავო იმ მაღაზიაში? -არ ვიცი, ცოტა ფულს დავაგროვებ და მერე ვიზამ რამეს. მაღაზიაში დავიწყებ ბოლოს და ბოლოს მუშაობას. -ეგ ერთი და იგივეა ნატა! -აბა რა ვქნა?_ მხრები აიჩეჩა და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა. -კახას ვთხოვ რამეს და იქნებ გიშველოს. _ დააიმედა დაქალი და თვალი ჩაუკრა. -თქვენი ანგარიში. _ ღიმილით დაუდო პატარა ორად გაკეცილი ფურცელი ოფიციანტმა და გატრიალდა. -მე გადავიხდი!_ მკაცრად დააქნია ხელი ნატამ. -ახლა შენი ხმა არ გავიგონო! მე დაგპატიჟე და მე ვიხდი! -ელენე, იცოდე მეწყინება. _ ტუჩები დაბრიცა ნატამ და ჩეკზე თანხა დადო. _ გავიქეცი ახლა და შეგეხმიანები. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. -მე მგონი ეგ შენი დოდო რაღაცას გვაბოლებს. _ მაგიდაზე კალამი აათამაშა ლადომ და ძმაკაცს გახედა. -მეც ეგრე ვფიქრობ. რაღაცას ბოლომდე არ ამბობს!_ წარბებზე თითები გადაიტარა უტამ და ტელეფონს დააჩერდა. _ თან არ მინდა მივიდე და კიდევ ავაწიოკო, მერე რომ გააფრთხილოს და უარესად გადმალოს ვაფშე ტუილად გავიწეწები. _ ჩაახველა კაცმა და გიგიშას გადახედა. _ შენ ხომ არ გიცნობენ? -მაგ კლუბში არასდროს ვყოფილვარ და წესით არა. _ თავი გადააქნია ბიჭმა. -ხოდა შენ დააფრთქვევინებ ყველაფერს, დოდოს! _ თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და ფეხზე წამოდგა. -შანსი არ არის. _ ხელები გაშალა და წინ გაიშვირა. _ მე იმ ქალთან საქმეს არ დავიჭერ. -შენხელა მარტო ერთი თეძო აქვს. _ ჩაიცინა ლადომ და ფეხზე წამოდგა. -მითუმეტეს, მწირავთ ტო?_ ჩაიცინა კაცმა და დივანზე გადაწვა. _ მე დავადებ ქალს ხელს და იმას დავაფქვევინებ. -დოდოა ჩვენი კოზირი და შენი არჩეული ქალის რაში გვაწყობს?_ წარბები შეკრა ლადომ. -ხო კარგი. იცოდე იმ გოგოს რომ იპოვი, ერთი ორი ჩემს მაგივრადაც მოადე ყბაში!_ ჩაილაპარაკა ისე თითქოს დიდ მსხვერპლზე მიდისო. -იცი რა ქალია დოდო?!_ გასვლისას მხარი გაკრა ლადომ და წააქეზე. -ლამაზია?_ იკითხა გულუბრყვილოდ და უტას გადახედა. -არის რა!_ უინტერესოდ ჩაილააპრაკა კაცმა და ზარს უპასუხა. _ ხო ლევან. _ წამოიძახა დეტექტივის სახელი და დადუმდა. _ სამზე მანდ ვარ. -რაო ნახა?_ ჩაეკითხა ლადო. -არა, მაგრამ მემგონი კვალზე გავიდა. მანქანამდე კიდევ ბევრი კითხვა დასვა გიგიშამ დოდოსთან დაკავშირებით. რატომღაც წარმოდგენით, ხანში შესული უშნო ქალბატონი წარმოედგინა. არადა საოცრად მომხიბვლელი და მიმზიდველი ქალია დოდო. ძალიან ლამაზი სხეულის ფორმებით, მოვლილი სახის კანით და რაც მთავარია ძალიან ლამაზი ჩაცმის სტილით. კლუბის წინ გააჩერა უტამ მანქანა და უკან მჯდარ გიგიშას გადახედა. რამოდენიმე საჭირო რჩევა მისცა და გაისტუმრა. თვითონ მანქანაში დარჩა ლადოსთან ერთად და მოვლენების განვითარებას დაელოდა. ერთ ორ საათზე მეტხანს დაჰყო კლუბში გიგიშამ. იქიდან კმაყოფილი ღიმილით გამოვიდა და პირდაპირ მანქანისკენ წამოვიდა. უკანა კარები როგორც კი გააღო ორივემ უკან მიატრიალა თავი. -ჰა ახლა იტყვი რახება?_ მისი ღიმილით გაღიზინაებულმა დაიგვრგვინა უტამ. -მაგარი ქალია რა!_ ჩაილაპარაკა და ხელები გაშალა. -შენ ძმობას გეფიცები გაგალამაზებ ახლა!_ დაიღრინა ისევ უტამ. -ხო კარგი. კაცთან კონტროლს ვაფშე კარგავს ეგ შენი დოდო, მაგრამ ნატაზე სიტყვა ვერ დავაცდევინე. სამაგიეროდ გამოსვლისას ერთმა მომხიბვლელმა მანდოლოსანმა მითხრა, ამასწინებზე დოდო ელაპარაკებოდა გავიგე და მაგის ნათესავთან არისო. რომ ვკითხე ვინ არის ის ნათესავი მეთქი, ჩვენ როგორც ვიცით მაგას მარტო ერთი დეიდაშვილი ყავსო. _ თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი დასცხო. ერთდროულად ათასი ემოცია გამოისახა გავაშელის სახეზე. საოცრად დიდი კმაყოფილეება და გეგმის ასრულების წყურვილი. თუმცა არა, ისე ირონიულად იღიმის გავაშელი რომ უდაოდ შეცვალა სათამაშო კარტები... და თანაც ძალიან საინტერესოდ. ^^^ საკანცელარიო მაღაზიაში საქმეები იმაზე უკეთ წარიმართა ვიდრე ელოდა. ხელფასიც კი მოუმატა უფროსმა კარგი მუშაობის გამო. თანაც დღეში შედარებით მეტი გამომუშავება აქვს და რატომ დაუკარგავს. ბავშვები ახლა უკვე ისე აკითხავენ და სკოლის ამბებს უყვებიან, როცა თავისუფალი დრო აქვს. ისე დიდხანს ვერ იტოვებს თავისთან უფროსმა რომ დაიანხოს შენიშვნას მისცემს, არადა მათთან საუბრის დროს სულ ავიწყდება ვინ არის და რა ცხოვრებით ცხოვრობდა. რომ ახსენდება მათი ტოლი თვითონ როგორ თამაშობდა ბავშვებთან ერთად გული სითბოთი ეღვრება. ახლა კიდევ ერთი პატარა კიკინებიანი გოგონა დაიმეგობრა. დედასთან ერთად იყო ერთხელ საკანცელარიოში, ზღაპრის წიგნები უნდოდა. ისეთი ხალისით არჩევინებდა დედა-შვილს წიგნებს რომ პატარამ იმ წამსვე შეიყვარა ნატა. -სულო შენს ხსენებაშია. _ თბილად ჩაილაპარაკა ქალმა და შვილს თავზე ხელი გადაუსვა. -დედა, იმ სათამაშოს ხომ მიყიდი?_ თითი დიდი თოჯინისაკენ გაიშვირა, რომელიც სათამაშოების განყოფილებაში მოეთავსებინათ. -მე არა დე, ბიძიკო გიყიდის. _ ჩაიცინა ქალმა და ნატას გახედა. -დღეს მიყიდის?_ ჩაეკითხა ბავშვი და აღტაცებულმა ტაში შემოკრა. -არ ვიცი დე, როცა მოიცლის მერე. კარგი ნატა დროებით!_ დაემშვიდობა მომღიმარ გამყიდველს და გასასვლელისკენ წავიდა. ბავშვები ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ნატაში ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ამ ბოლო დროს ძალიან სუსტად გრძნობს თავს, რამოდენიმეჯერ ლამის გული წაუვიდა. ლილიმ ათასჯერ თხოვა გადაარლილი ხარ ამ ნერვიულობით და ექიმთან წავიდეთო, მაგრამ აქვს ახლა მაგის ხარჯები. ჯერ ისედაც ვერაფერი ვერ შეაგროვა, პირდაპირ ექიმთან რომ არ გადაყაროს. საჭმლის ჭამასაც საგრძნობლად მოუკლო. გული აღარაფერთან მიდის, არადა უმადობას არ უჩივის. ძალიან კარგად იკვებებოდა აქამდე, ახლა უკვე ცოტა პრეტენზიულიც გაუხდა კუჭი. გვიან ღამით ეღვიძება და შია! დღე რასაც არ ჭამს ღამე ინაზღაურებს. დილით ისევ ისეა, თავბრუ ეხვევა და სუსტადაა. მაღაზიაში არსებული ხმაურიც საშინლად ღლის. ქუჩაში სიარულის დროს მტვრის სუნი გულს ურევს. -ნატა, ამ თვეში ყველაფერი მწყობრში გაქვს?_ როგორც კი თავისი ამბები თხრობა დაასრულა ნატამ, იკითხა ელენემ. -რატომ მეკითხები?_ თითქოს ფიქრებს მიუხვდაო და სიმწირთ ჩაიცინა. -მგონი შენც ხვდები რაშია საქმე. _ სევდიანმა გაუღიმა და მუცელზე მიუთითა. -ა-რაა, გამორიცხულია! _ თავი უზაროდ გადააქნია შეშფოთებულმა და მუცელს დახედა. _ არა! არა! რა სისულელეა!_ იმეორებდა ჩახვეულივით და ცრემლებს ღვირდა. -ნატა, დამშვიდდი. ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით რაშია საქმე. _ მისი დამშვიდება ცადა ელენემ. -ღმერთი ასე არ გამწირავდა. _ ამოილუღლუღა და აზლუქუნდა. -ნუ ამბობ ღმერთის საწყენს. შენ იცი როგორი საჩუქარია ბავშვი?_ მისი სხვა ხერხით მოფერიანება ცადა დაქალმა. -არ მინდა იმ კაცის შვილი. არ მინდა!_ ამოიჩურჩულა სასოწარკვეთილმა და ელენეს მხარზე თავი ჩამოდა. -გაიხსენე რომ ეგ მარტო იმ კაცის შვილი არ არის, შენიცაა ნატ... შენი სიხლი და ხორცი. _ ჩაილაპარაკა თბილი ხმით. -მისიცაა, მარტო ჩემი ხომ არ არის. მისიცაა. _ თავისას გაიძახოდა ნატა. _ შენ ხომ ხვდები რა სიტუციაშიც არის ჩასახული... არასასურველი შვილია ელე!_ ამოიტირა და მუცელზე ხელები მოიჭირა. -ჩჩჩ. შენც ხომ იცი რომ იტყუები. გამორიცხულია ეგ პატარა შენთვის არასასურველი იყოს. _ ხელები მაგრად შემოხვია მეგობარს. -დედა გავხდები! _ მოულოდნელად ჩაიჩურჩულა ნატამ. _ ამ პატარას დედა. ელე დედა. მე დედა, ეს შვილი. _ ლუღლუღებდა ბედნირი და ცრემლებს ყრიდა. -ხო ნატ. შენ დედა, ეგ შვილი და პირიქით. _ ლოყაზე თითები ჩამოუსვა და ცრემლები მოწმინდა. -როგორ უნდა გავზარდო. რა უნდა მივცე მე?_ ამოიტირა და თავი მხარზე ჩამოადო. _ რომ მკითხავს მამა სად არისო რა ვუთხარ ელე? -ჯერ რა დროს მაგაზე ფიქრია, ახლა იმაზე ვიფიქროთ ექიმთან როდის მივიდეთ. -ორსულად რომ არ ვიყო?_ ჩაილაპარაკა უიმედო ხმით და თავი წამოყო. -გამორიცხულია, მეც იგივე სიმფტომები მქონდა და თან თვე დამერღვა. _ ჩაიცინა და მეგობარი დაამშვიდა. იმის მერე ხმა არ ამოუღია. მთელი დღე ელენესთან ერთად იჯდა და ფიქრობდა. საფიქრალი მართლაც რომ ძალიან ბევრი აქვს. ჯერ თვითონ არის ბავშვი და უკვე პატარას ელოდება. შვილს რომელიც უკვე სიცოცხლეზე მეტად უყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ის ვინც შენში იზრდება. შენი სისხლი და ხორცი, ბავშვი რომელიც მომავალი ცხრა თვე შენში დაიბუდებს. შენით დაიწყებს სიცოცხლეს. შენი ლუკმა უნდა გაუნაწილო და მისიც გახადო. ყველაფერი ერთად უნდა გაიზიაროთ მომავალში. ახლა უკვე უნდა იფიქროს, მის სქესზე, სახელზე, მომავალზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, საკვებზე... ყველაფერზე რაზეც დედაბი ზრუნავენ. სამსახურშიც გაორმაგებული ძალებით უნდა იშრომოს მანამ სანამ, ამის ძალა ექნება. მერე რომ გაიბერება და გაიბერება, არსად მიიღებენ და ცოტა ფული ხომ უნდა ქონდეს დაგროვებული. მანამდე ელენემ ერთი გადანახული ორსულობის ტესტი გამოუტანა და სააბაზანოში შეუშვა. იქიდან ორმაგად გახარებული და ბედნიერი გამოვიდა. მთელი საღამო პატარა ფირფიტა ქონდა ჩაბღაუჯებული და ხელს არ უშვებდა. სახლში ელენემ მიიყვანა თავისი მანქანით. ხვალ ექიმთან წასვლაზე შეთანხმდნენ და წავიდა. სახლის კიბეები ძალიან ფრთხილად აიარა და კარები შეაღო. ლილი დღეს ღამით არ მოვა, თავი ახლობელთან არის საავდმყოფოში. იმ საბრალოდ არავინ ყავს ქალაქში და ლილი ადგას თავზე. თან კარგიც არის ახლა ნატასთვის, მარტო რომ იქნება. ტანსცმელი გაიძრო და წყლის ჭავლის ქვეშ შეიყუჟა. ბანაობის დროს მუცელზე ეწყო ხელები და ეფერებოდა, თან იავნანას ღიღინებდა და სულელივით იღიმოდა. ვინ წარმოიდგენდა დღეს ასე თუ გააბედნერებდა რამე. ჩანთიდან ორსულობის ტესტი ამოიღო და სიცილით დააჩერდა. « ნეტავ ვინე თუ ინახავს პირველ ორსულობის ტესტს» ჩაიცინა საკუთარ თავზე და ტესტი დღიურის ბოლო ფურცელში ჩადო. «იმედია შენს დაბადებამდე და გაზრდამდე გაძლებს.» დააიმედა შვილი და საწოლში შეწვა. საბანი გვერდებში ამოიკეცა და ხელები მუცელზე დაიწყო. «ბოდიში დედი, თავიდან შენი დაბადება რომ ვიწყინე. ძალიან დაიბნა შენი სულელი დედიკო და ვერ მიხვდა რომ იმ წუთას უგონოდ ბედნიერი გახადე. შენ ვერც კი წარმოიდგენ ახლა ამ სიტუაციაში როგორი მალამო ხარ. ტკივილგამაყუჩებელი მალამო, რომელიც შენს დედიკოს ყველა იარას დაუამებს. ნეტავ რა პასუხს გაგცემ მამაშეის ვინაობას რომ მკითხავ? იქნებ აჯობებს მივიდე და ვუთხრა რომ მალე მამა გახდება... არა! შენს დედიკოზე ისეა გადამტერებული, არამგონია იქიდან ცოცხალმა გამოვასწრო. შენი დაბადება გაუხარდება დე, შენ მაგაზე არ ინერვიულო. გულის სიღრმეში ყველა მამას უხარია პირველი შვილი, როგორიც არ უნდა იყოს და ვისგანაც არ უნდა იყოს. შენ კიდევ ყველაზე საუსრველი ხარ ჩემო პატარა.» ჩაილაპარაკა ბედნიერმა და თვალები დახუჭა. «ძილინებისა დე» ნელა გადაიტარა მცელზე ხელები და გვერდი იცვალა. მეორე დილით სულ სხვანაირი ნატა წამოფრინდა ფეხზე. მალე მოიწესირგა თავი და ელენესთან შესახვედრად წავიდა. ნეტავ მისი გულისცემის ხმაც დღეს თუ მოასმენინებენ. ბედნიერმა შეაღო ექიმის კაბინეტის კარები. -მამა სად არის?_ თვალების ცეცებით იკითხა ქალმა. -მამა არ მოვა. _ ჩაილაპარაკა ტკივილიანი ხმით ნატამ და მეგობარს ხელზე ხელი მოუჭირა. -მაშინ დაწექით და ჩვენ მოვუსმინოთ პატარას. _ უეცრად გამხიარულდა ქალი. _ სულ რაღაც თვე ნახევრისაა თქვენი პატარა. _ ჩაილაპარაკა ქალმა და ეკრანს დააშტერდა. _ საკმაოდ მოუსვენარი იქნება. _ ჩაიცინა და ნატას გადახედა. _ პირველი სამი თვე შეიძლება, ტოქსიკოზი გქონდეთ, მერედა მერე გადაგივლით. მთავარია ჯანსაღი კვება და სწორი დღის განრიგი. არავითარ შემთხვევაში არ დაიტივრთოთ თავი, თორემ მშობიარობაზე ძალიან ცუდად აისახება. სერინობა კარგი იქნება, რამოდენიმე საათით. ახლა ბავშვის კიდურები ყალიბდება და ძველები გაუმაგრდება. შემდეგ კონსულტაციაზე თვის ბოლოს მოდით და კიდევ ერთხელ შევათვალიეროთ თქვენი პატარა. საერთოდ არცერთი სიტყვა გაუგია ნატას. მთელი გული და სული ეკრანზე გამოსახული პატარა მოძრავი არსებისაკენ ქონდა, რომელსაც მისი შვილი ერქვა. მისი სუსტი გულისცემა ყურებში, ყველაზე სასიამოვნო მეოლოდიად ჩაესმოდა და ბედნიერდებოდა. ელენეს შეხებამ გამოაფხიზლა და სულელივით დაუქნია ექიმს თავი. სალფეთქით მუცელი გაიწიმინდა და დაქალს მიაჩერდა. -მეც ზუსტად მაგ დღეში ვიყვი, პირვლად ამის გულისცემა რომ მოვისმინე. _ ჩაიცინა ქალმა და მუცელზე ხელი დაისვა. -ორივე რომ გავიბერებით. _ ამოილაპარაკა ბედნიერმა და მუცელზე თითები დაისვა. _ ყველაზე მაგარი ბიჭი იქნება ეს. -მახსოვს პირველი ბიჭი გინდოდა. _ გაიხსენა ბავშვობის ამბები ელენემ. -რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება, მთავარია ჩემია. -ნატა, როგორ ფიქრობ უტამ არ უნდა გაიგოს ეს ამბავი?_ მოულოდნელად იკითხა და საავადმყოფოს წინ სკამზე ჩამოჯდა. -გუშინ მეც ვფიქრობდი და არ ვიცი. მე დამსდევს მოსაკლავად და წარმოიდგინე ბავშვზე რა რეაქცია ექნება. _ ჩაილაპარაკა შეშინებულმა. -არამგონია ეგეთი ცივი და ბოროტი იყოს რომ საკუთარი შვილი გაწიროს. -არ ვიცი. მირჩევნია რომ ვერ გაიგოს! ~~~~~~~ რადგან ნატას ადგილსამყოფელი იცის და სანერვიულოც აღარაფერია აქვს გარდა იმისა რომ შეიძლება დოდომ ნატა გააფრთხილოს, ბათუმში წავიდა სამსახურის საქმეებზე. დეტქეტივი რაც მთავარია ქალთან დატოვა, ყოველი შემთხვევისთვის. ჯერ მისი ნახვის არც სურვილი აქვს და არც თავი. მასზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი. თან ბათუმში ერთი კვირით გასეირნება სულაც არ არის ცუდი იდეა. ცოტას გაერთობა, გულს გადააყოლებს და ქალაქში ახალი შემართებით დაბრუნდება. თან ბოლომდე მოფიქრებული არ აქვს როგორ დასჯის იმ გაიძვერა ქალს. ერთი ორი ლამაზმანიც გაიცნო იქ ყოფნისას. ორივესთან მშვენირვად მოილხინა. დასაწუნი არცერთს არაფერი არ აქვს. იმ გამოცდელ გოგოზე მეტი კი იციან და მეტი რა საჭიროა. ქალქში დაბრუნებამდე რამოდენიმე დღით ადრე დაურეკა ლევანმა და შეატყობინა რომ ნატა ისევ იქ ცხოვრობს და საგანგაშო არაფერია. ესეც მშვიდად აგრძელებდა საქმეები მოგვარებას. გიგიშა სულ დოდოს ქება დიდებაში იყო, ჩასვლისას კიდევ ერთხელ ვესტუმრები და სასარგებლო ინფორმაციას დავტყებ, თან არაფერი იეჭვოსო. ქალაქში დაბრუნებისთანავე დაუკავშირდა ლევანს და უფრო დეტალურად განიხილა მისი არ ყოფნის დროს მომხდარი ფაქტები. რამოდენიმე ვიზიტი, აფთიაქში და საავადმყოფოში. დანარჩენი დღეები სულ საკანცელარიოში იყო და მუშაობდა. საავადმყოფოს და აფთიაქს დიდად არ აუნერვიულებია. ახალგაზრდა ქალია და შეიძლება რიამე პატარა პრობლემა აქვს, ეგ რა ამის გასარჩევია. მთავარია ახლა დინების მიმართულებით წავიდეს და არ აღელდეს, თორემ მთელი გეგმები საპირისპირო მიმართულებით დაუყვება დინებას. -ლუკა დაგვჭირდება. _ ჩაილაპარაკა მოულოდნლად და ლადოს გადახედა. -ბაღშია, დღეს გამოიყვანს დედამისი და მშვიდობაში მოიხმარე. _ ჩაიცინა და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა. _ რა გეგმები გაქვს?_ ჩაეძია ბოლოს და სავარძელში ჩაძინებულ გიგიშას ხელი აუქნია. -ჯერ-ჯერობით არაფერი, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებ. ერთი რაც გარდაუვალია ლუკა მჭირდება! ^^^ ექიმის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა. საკანცელარიოდან მოსული პირდაპირ წვებოდა და დაღლილ ორგანიზმს ასვენებდა. კვების რეჟიმიც გაქტიურა და ახლა უკვე მადიანად მიირთმევს ყველაფერს. ლილიმ რომ გაიგო მისი ორსულობის ამბავი, ძალიან გაუხარდა. არცერთი წამით უგრძვნია ნატას, რომ ამ ქალს რომელიმე მათგანი ეზედმეტება. სახლში ყოფნის დროს თან ყვება. ყველაფერს ის უკეთებს, ლამის საჭმელსაც კი ის აჭმევს. დოდოსთვის უნდოდ სიმართლე ეთქვა, მაგრამ შეეშინდა, ვაიდა მერე იმან რამე დააცდევინოსო. ჯერ მარტო იმაზე ღელავს აქ რომ ცხოვორბს. იქნებ უტამ რამე გაიგოს და ერთ მშვენიერ დღესაც თავზე დაადგეს. იმ წამსვე პოლიციაში დარეკავს და უჩივლებს. არავის მისცემს უფლებას ამ პატარას საფრთხე შეუქმნას. უფროსთან ჯერ არ ამხელს ორსულობას, სამსახურიდან არ გამანთავისუფლოსო ეშინია. ცოტახანი იმუშავებს და როცა მიხვდება რომ ზედმეტად იღელბა შეეშვება. თუმცა საკანცელარიოში ყოფნა სულაც არ ძაბავს და ღლის. სკამზე ზის და წიგნებს კითხულობს. იშვიათად ფეხზე დგომა მოუწიოს, ისიც მაშინ კლინეტს თუ ეხმარება. საავადმყოფოში კიდევ ერთხელ მოუწია მისვლა ანალიზების ასაღებად. ექიმმა ვიტამინები დაუნიშნა და ახლა იმის საყილად აგოვებს ფულს. ერთი ფირფიტა ძლივს იყიდა თავისი დანაზოგით. დანარჩენი საკვებისთვის აქვს გადანახული. რა კარგია მშობიარობის ხარჯებს მაინც რომ უფარავენ, თორემ სად აქვს მაგის საშუალება. ჯერ ისიც არ იცის ბავშვის ტანსცმელი როგორ უნდა იყიდოს. ელენემ შესთავაზა მე დაგეხმარებიო, მაგრამ თავი გაიგიჟა. ჯერ არაფერი მჭირდება და როცა ძალიან გამიჭირდება მერეო. -ბავშვის სახელზე ჯერ არ გიფიქრია?_ ერთ-ერთი ვიზიტის დროს კითხა ელენემ. -ჯერ სქესიც არ ვიცი. _ ჩაიცინა და მუცელზე ხელი დაისვა. -მერე რა, შენ ორივესი მოიფიქრე. _თვალი მხიარულად ჩაუკრა და სამზარეულოში ახლადშემოსულ ლილის გაუღიმა. _ როგორ ბრძანდებით ლილი დეიდა?_თბილად მოიკითხა ქალი. -ასეთ ანგელოზებს რომ დაგინახხავთ სამსახურიდან მოსული, როგორ ვიქნები. _ ჩაიცინა ქალმა და ორივეს ლოყაზე მოეფერა. _ თქვენ დღეს ჭამეთ რამე?_ მიუბრუნდა ნატას და ბავშვზე მიუთითა. -კი წეღან ვჭამეთ გახეხილი ვაშლი. _ ჩაილაპარაკა ბედნიერმა და მუცელზე ხელები მოიჭირა. -ახლა მე წვენს დაგიწურავთ და ორივემ დალიეთ. _ ელენეს გამობერილ მუცელზე დაუსვა თითები და მაცივრიდან ხილი გამოალაგა. _დოდომ დამირეკა დღეს. ვიღაცას უკითხიხარ ამასწინებზე. _ ეჭვით ჩაილაპარაკა ქალმა. -ვაიმე! რა ვუთხარიო?_ გაოგნებულმა შესძახა და ხელები ლოყებზე შემოიდო. -არ უთქვამს სადაც ხარ, თორემ აქამდე მოვიდოდნენ. შეიძლება რომელიმე თაყვანისმცემელიც იყო, უცნობი ბიჭი იყოო კი თქვა ისე. _ დანა ჰაერში აათამაშა და დაამშვიდა. _ შენ არ ინერვიულო, აქ მოვა და სულ კინწისკვირით გავუძახებ გარეთ. _ დააიმედა და წარბები შეკრა. -ახლა მაგის გამო არ ინერვიულო. ხომ იცი ბავშვისთვის საზიანოა. _ მტკიცედ ჩაილაპარაკა ელენემ და თვალები დაუბრიალა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა შიშით. ყოველ წამს ეგონა რომ კარებზე ბრახუნი ატყდებოდა. ოდნავი გაფაჩუნების ხმაც კი გულს უხეთქავდა. საბანი მაგრად ქონდა ჩაბღაუჯებული და თან შვილს ელუღლუღებოდა. ცას დღის სინათლე რომ გადაეკრა მაშინ მოერია ძილი და გაითიშა. დღეს კვირაა და სამსახურში არ არის წასასვლელი. კარგია მთელი დღე ლილიც სახლშია და უფრო დაცულად იგრძნობს თავს. ორშაბათს ჩვეულებრივად გავიდა სამსახურში. კლიენტებიც არ არიან ამ დღეს და ძალიან არ იტვირთება. დღის მეორე ნახევარში კარები ნაცნობმა და საყვარელმა პატარამ შემოაღო. სირბილით გაიქცა ნატასკენ და ფეხებზე შემოეხვია. უკან საკმაოდ კარგი შესახედაობის მაღალი მამაკაცი მოყვებოდა. ღიმილით დაუკრა ქალს თავი და მაღაზია მოათვალიერა. -როგორ ხარ?_ კითხა ღიმილით ბავშვს და თმები აუჩეჩა. -კარგად ვარ. ეს ჩემი ბიძიკოა დედიკომ რომ მითხრა გიყიდის სათამაშოსო. _ მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი და გაიცინა. -ალექსანდრე. _ ღიმილით გაუწოდა მამაკაცმა ხელი. -ნატა. -სასიამოვნოა. აბა რომელი სათამაშოა გვანახეთ. _ ხელები ერთმანეთს გაუხახუნა კაცმა და ქალს დაჟინებით მიაჩერდა. სათამაშოების განყოფილებისკენ გადაინაცვლა და დიდი დათუნია აიღო. -ხომ ლამაზია?_ აღტაცებულმა იკითხა ბავშვმა როგორც კი სათამაშო თავისთან დაიგულა. -შენსავით ლამაზი და საყვარელია. _თბილი ხმით ჩაილაპარაკა ნატამ. -სასიამოვნო იყო ნატა შენი გაცნობა. დროებით. _ გასვლისას დაემშვიდობა მამაკაცი და ძლივს მოსიარულე პატარას დათუნია გამოართვა. ^^^ -ნელა თუ არ ივლი სადმე ამოვტრიალდებით._ ჩაიქირქილა ბელამ და ძმას შეუღრინა. -თუ არ გაჩუმდები, შენ ამოყირავდები!_ შეუღრინა და კორპუსთან გააჩერა მანქანა. გაავებული გადახტა და პირდაპირ სადარბაზოსკენ წავიდა. მისაღებში დივანზე უგონოდ იწვა ნინელი და მძიმედ სუნთქავდა. ერთ დღეში დაუძლურებული დედის, დანახვისას სულ გადაფითრდა. სწრაფად მიჭრა ქალთან და გამოშვერილ ხელზე ხელი მაგრად ჩაშჭიდა. -ჩემი შვილები. _ ამოიტირა ქალმა და ორივეს სითბოთი მოავლო მზერა. -რა დაგემართა?_ შეეცადა ხმაში სიცივე არ შეპარვოდა. -მე დიდიხანია დამემართა. _ სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა და უტას ხელზე აკოცა. -რას ამბობ დედა?!_ ჩაილაპარაკა ბელამ და ფეხებთან ჩამოუჯდა, თან ცალი ხელით მუხლებზე ეფერებოდა. -ეგ არაფერი. მთავარია რომ ახლა ჩემთან ხართ და იმის თქმის საშუალება მაქვს რასაც ამდენხანს ვმალავდი. _ ძლივს ამოილაპარაკა ქალმა და ამოიოხრა. _ არცერთისთვის ვყოფილვარ სამაგალითო დედა, მეტიც საერთოდ არ ვყოფილვარ დედა. მაგრამ თქვენ ორნი ჩემთვის, ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე დიდი ძალა ხართ. ვიცი რომ ახლა ძალიან გვიანია ამის თქმა და აღიარება, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ორივეთი ძალიან ვამაყობ. მეამაყება ასეთი შვილების დედა რომ ვარ. მამათქვენი ოცდაცხრა წელია მეჩიჩინება მოიქეცი ისე როგორდ დედას შეეფერებაო, მე კიდევ ახალგაზრდობის წლები ვერ დავთმე ჩემი უაზრო ახირებების გამო და ახლა კი ხედავთ რა დღეშიც ვართ. შვილზე საყვარელი და ძვირფასი საჩუქარი არაფერი. ბელა დე, დაიმახსოვრე რასაც ვამბობ ბოლოს ჩემსავით რომ არ იდარდო. შენ კიდევ ჩემო ბიჭო, ვიცი რომ შეცდომას არ დაუშვებ და მამას არ დააღალატებ. ჩემი დაიმდებისთვის ესეც საკმარისია. _გაღიმებულმა დაუსვა ხელი უტას ლოყაზე. -რა მომაკვდავი ქალივით ლაპარაკობ ნინელ?_ გაბრაზებულმა შემოაღო კარები ვასილმა და ცოლს დაუღრინა. ქალს სიცილნარევი ტირილი აუვარდა. უტა ხმას ვერ იღებდა, ან რა ქონდა სათქმელი. ბელამ მამამის გახარებულმა შესცინა და გადაკოცნა. -მგონია ვკვდები ჩემო ვასილ. _ ჩაიცინა ქალმა და ქმრის გამოწვდილ ხელს თავისი მაგრად მოუჭირა. _ ერთადერთი ადამიანი ვინც თავის დროზე დავაფასე ამ სახლში ჩემი ქმარია. _ ჩაილაპარაკა ცოტა სიამაყით და ცოტაც საკუთარ თავზე გაბრაზებულმა. -ახლა გეძლევა შანსი შვილებიც დააფასო. _ შუბლზე გავარვარებული ტუჩები მიადო ცოლს და უტას თვალი ჩაუკრა. _ რას იზამ ადგები და წამოხვალ ექიმთან თუ მე წაგიყვანო?_ იკითხა თვალების ბრიალით. -მოიცა ექიმთან რა გინდათ?_ საბარში ჩაერთო უტაც და ფეხზე წამოდგა. -ანალიზებს აიღებს და მოვალთ. _ მხარზე ხელი მძიმედ დაკრა შვილს და ცოლს წამოდგომისკენ მოუწოდა, თან მხარი შეაშველა. მშობლების სახლიდან პირდაპირ სამსახურში წავიდა. ბიჭები მოთმინება დაკარგულები ელოდებოდნენ ნინელის ამბის გაგებას. მოკლედ უამბო რაც ხდება და თავისი კაბინეტისაკენ წავიდა. რაც არ უნდა იყოს, როგორი დედაც არ უნდა იყოს ნინელი. მაინც დედაა და ამას უტა ვერ შეცვლის. შეიძლება თვითონაც დაუშვა შეცდომა მშობელთან ურთიერთობის დროს. თუმცა მთავარი დამნაშავე მაინც ნინელია, ქალი რომელმაც თავის დროზე არ მოინდომა ორი შვილი, და თანაც ტყუპები. დედაზე ფიქრის დროს უნებურად გაახსენდა ნატა და მასთან გატარებული ყველა ღამე. რამდენი იწვალა ის ქალი ხელში რომ ჩაეგდო და როცა საწადელი ბოლომდე აისრულა, გაქრა. რაც მთავარია ახლა იცის სადაც არის და არ ფორიაქობს. მისი ნახვა რომ არ უნდება ეს ცოტა აღელვებს. როგორ ქალს ამდენი ხანი ეძებდა, დეტექტივიც კი დაიქირავა და მისი ნახვის სურვილი აღარ აქვს?! იქნებ ბიჭები მართლები აღმოჩდნენ და ნატა უბრალო ახირებაა, რომელიც მისი აზრის საწინააღმდეგოდ წავიდა. არაუშავს, ჯერ მაინც არსად ეჩქარება, ნატაზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. აგერ დედამისის ავადმყოფობა, მერე სამსახურის საქმეები, ბოლოს კიდევ გერმანიაში ნაწილების აუქციონზე წასვლა. სხვას ვერაფრით ვერ გაუშვებს, თვითონ უნდა მოაწეროს ხელი და დანადგარები შეისყიდოს. ამასობაში დროს გავა და იქნებ ნატას ნახვის სურვილმა შეიპყროს. ^^^ ორი დღეა თავბრუს ხვევებმა და ტოქსიკოზმა იმატა. სულ საპირფარეშოშია შეკეტილი და თავს ისულიერებს. ლილიც არ არის სახლში და მარტოს ძალიან უჭირს, ოთახიდან ოთახში გასვლა. ნეტავ მალე გადააგორებდეს ამ სამ თვეს და მერე ექიმის თქმით ყველაფერი გამოსწორდება. ფერწასული საწოლში შეწვა და მოყინული თითები ერთმანეთს გაუხახუნა. «რატომ ვაწვალებთ დედიკოს ასეიო დე?» ღიმილით კითხა შვილს და ხელი შუბლზე მიიდო. «თავიც როგორ ამტკივდა» ჩაილაპარაკა ხმამაღლა და წყლის ბოთლს გადაწვდა. უნებურად გუშინდელი კლიენტები გაახსენდა და გაეღიმა. როგორ უხაროდა პატარას ახალი ნივთის შეძენა. თავის შვილს რომ ეს ბედნიერება მოაკლოს ალბათ გააფრენს. სათამაშოს რომ მოსთხოვს და ფული არ ექნება, გულიც გასკდება. არა რამე ნორმალური უნდა იშოვოს თორემ ასე საკანცელარიოში ჯდომით დაიღუპება. ის ბიძაც როგორი კეთილი პიროვნება იყო. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ პატარა გოგონაზე გიჟდება. ნატასაც როგორ თბილად უღიმოდა, როგორც უცხო ადამიანს. სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდებოდა. ტოქსიკოზმაც გადაურა და ცოტა გამოვიდა. სამსახურში ისევ ხუთი სათის განმავლობაში მუშაობს. ის დღე არაფრით გამორჩეული არ იყო, მოულოდნელად პატარა ქალბატონი და ალექსანდრე ესტუმრა საკანცელარიოს. ძალიან გაუხარდა ნაცნობი სახეები დანახვა. მამაკაცმა ახლა უკვე გულით მოიკითხა ნატა და რამოდენიმე თემაზეც მოასწრეს საუბარი, სანამ ბარბარე სათამაშოებს არჩევდა. -ძალიან ლამაზი ქალი ხარ ნატა. ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და მომღიმარს მიაჩერდა. წამებში დაუსერიოზულდა სახე და მამაკაცს გაკვირვებული მიაჩერდა. ნუთუ ახლა მართლა ნატას უთხრა ასეთი კომპლიმენტი. მამაკაცებისგან არასდროს იყო კომპლიმენტებით გათამამებული. უტასთან ყოფნის დროსაც არ უგვრძვნია ის რასაც ახლა ამ კაცთან გრძნობს. მერე რა უტასთან მარტო ფიზიკური კონტაქტი რომ ქონდა, მაგ დროს ხომ მაინც უნდა იგრძნოს ქალმა რამე. ნატა ვერაფერს ვერ გრძნობდა, თითქოს ქვა იყო. ახლა კიდევ ერთიანად დაიბნა, მამაკაცისგან კომპლიმენტი რომ მოისმინა. თავი მსუბუქად დაუკრა და მადლობა გადაუხადა. -უნდა ვაღიარო რომ პირველივე შეხვედრისას ძალიან მომეწონე. მინდა სადმე ჩაიზე დაგპატიჟო ცოტას ვისაუბრებთ და ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ. -იცი მე... _ ამოილუღლუღა დაბნეულმა და ბავშვზე გადაიტანა მზერა. -მე არ ვამბობ რომ თავი ვალდებულად ჩათვალო, უბრალოდ მინდა ერთი ჭიქა ჩაი დავლიო შენთან ერთად და ვისაუბრო. _ გაუღიმა კაცმა და თვალებში ჩააჩერდა. ნეტავ ასეთ დროს ქალები რას აკეთებენ ხოლმე? კაცი პირვლად პატიჟებს პაემანზე და წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა მოიქცეს. მერე მისი ორსულობა და წარსული ერთდროულად ახსენებს თავს და იძულებული ხდება პაემანზე უარი უთხრას. არადა ძალიან უნდა ერთხელ თვითონაც წავიდეს ისეთ მამაკაცთან ერთად ვისთანაც თვითონ უნდა. მგონი სულაც არ უნდა ნიშნავდეს ეს შეხვედრა რამე მნიშვნელოვანს. უბრალოდ ჩაის დალევენ და ისაუბრებენ. ბავშვისთვიაც კარგია გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. -წამოვალ. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და თავი დახარა. -ნახე მე რა ვიპოვე. _ ხმამაღლა დაიძახა ბარბარემ და სათამაშო ააფრიალა მაღლა. -ძალიან ლამაზია, ვიყიდოთ ხო?_ დაეკითხა ბიძა. -ვიყიდოთ. _ ჩაილაპარაკა პატარა ქალბატონმა და მათკენ წამოვიდა. -რომელზე ამთავრებ დღეს?_ იკითხა ალექსანდრემ და თანხა გაუწოდა. -ხუთ საათზე. _ ჩაილაპარა ღიმილით და ბარაბრეს გახედა. -სამსახურის მერე გამოგვილი და აქვე დავსხდეთ. _ დაგეგმა მამაკაცმა და გასასვლელისკენ წავიდა. -კარგად. _ ხელის ქნევით დაემშვიდობა პატარა და კარებში გახტა. ~~~~~~ ესეც მორიგი ძველი ისტორია... საკმაოდ ბევრმა იცის ეს ისოტირა და ვინ არ იცის გეტყვით რომ უკვე დასრულებულია და ყველაფერი დალაგებულია... ყოველ დღე ავტვირთავ და ვეცდები ძალიან მალე დავასრულო. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.