შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მესამე)


2-10-2017, 15:46
ავტორი sofikela
ნანახია 3 911

- რა ხდება? მკითხა ანამ ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა და თავი ჩემს ტელეფონში ჩაჰყო.
- აი, ნახე - გავუწოდე ღიმილით
- ეს ამბავი არ მომწონს - შეეცვალა სახე უცებ
- რა ხდება? ერთხმად იკითხეს ნინამ და მარიმ და ანამ ახლა მათ მიაწოდა ჩემი ტელეფონი მოსული შეტყობინების წასაკითხად.
- ვა, ვა, სოფიკო, იღბლიანი მგზავრი ყოფილხარ - სიცილით მითხრა მარიმ
- ჰო, რა არის ამ ამბავში ცუდი? მიუბრუნდა ნინა ანას
- რა ვიცი, საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი, თან ასეთი სიმპატიური ბიჭი და ასეთი მანქანით?
- რა მოხდა მერე, ანა? აუცილებლად 60 წლის და დამტვრეული მანქანით უნდა ყოფილიყო? თან ახლა კომფორტული მანქანები ჰყავთ სატრანსპორტო კომპანიებს - ვუთხარი და ავიჩეჩე მხრები.
- კარგი, კარგი, იმედი მაქვს, ვცდები, თუ არა და - გაგახსენებთ ჩემს ნათქვამს - ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ ანამ.
დაღლილი მივედი სახლში, პირველ, ასე თუ ისე წარმატებულ დღეზე ვფიქრობდი, კმაყოფილი ვიყავი ბედისწერის, საჭირო დროს საჭირო ადგილზე რომ აღმომაჩინა და ბედნიერებისგან ვუღუმოდი საკუთარ თავს სარკეში.
ცხელმა შხაპმა დაღლილობის შეგრძნება მომიხსნა და ძილის წინ კიდევ ერთხელ გადავხედე მომდევნო სალექციო მასალას. იმ საღამოს მიღებული უცნაური შეტყობინება აღარც გამხსენებია.
ჩვეული ღელვითა და სიამოვნებით იწყებოდა და სრულდებოდა ჩემი ცხოვრების ყოველი ახალი დღე. დღითიდღე ვრწმუნდებოდი, რომ ძალიან მომწონდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. ხუთშაბათ საღამოს, როცა ჩვეულ რეჟიმში ვამზადებდი სალექციო მასალას მომდევნო დღისთვის, მამამ დამირეკა :
- მამი, როგორ ხარ? გაისმა სასიამოვნო და მონატრებული ხმა
- კარგად, მა, თქვენ როგორ ხართ?
- რა გვიჭირს, კარგად ვართ, ძველებურად, შაბათს რთველი გვაქვს, მა, ხომ არ ჩამოხვალ?
- უი, მართლა?როგორ მინდა მანდ ყოფნა, იქნებ მოვახერხო - ვუთხარი აღტაცებული ხმით.
- კარგი იქნება, ხომ იცი, გვენატრები.
- გოგოებსაც ვეტყვი და თუ ეცლებათ წამოვიყვან, თუ არა და მე აუცილებლად ჩამოვალ - შევპირდი მამას.
- კარგი, მამა, აბა, შაბათამდე მაშინ, გამიხარდება თუ წამოვლენ გოგონებიც.
- ჰო, ჰო , იმედი მაქვს, დავითანხმებ - ვუთხარი და დავემშვიდობე მამას.
იმ წუთასვე გავხსენი ლეპტოპი, სოციალურ ქსელში შევედი და ჩვენი სამეგობროსთვის შექმნილი ჩათი გავხსენი.
- გოგოებო, აბა, ვის გინდათ შაბათ-კვირის იმერეთში გატარება? (ყველამ „და-seen-ა“ მინაწერი მაშინვე)
- მე, რა თქმა უნდა - მოიწერა მარიმ
- ერთი „კი“ ჩემგან - ამოვარდა სალომეს მონაწერიც
- სადაც თქვენ, იქაც მე - წერდა ანა
- აუ, იქნებ დავუტოვო ჩემებს ბავშვები, რამდენი ხანია ქალაქგარეთ გასვლა მინდა და თან თქვენთან ერთად რა კარგი იქნება - წარმოვიდგინე როგორი სახით წერდა ამ სიტყვებს ორი სასწაული ბიჭის დედა - ნათია და გამეღიმა
- დღეს მეც კი არ ვიწყებ წუწუნს, სანამ მესტიაში წავალ ერთი წლით, ეს შაბათ-კვირა თქვენთან ერთად უნდა გავატარო - გამაოცა ნინას პასუხმა, რომელსაც ყოველთვის დიდი დრო სჭირდებოდა გადაწყვეტილების მისაღებად.
- რა მაგარია, ყველა სათადარიგო გეგმა და თხოვნის ტექსტი წყალში ჩამიყარეთ, ისე უცებ დამთანხდით - ბედნიერი და აღფრთოვანებული ვაკაკუნებდი თითებს კლავიატურაზე.
- აბა, რომელზე გავდივართ და საიდან? -იკითხა ანამ
- შაბათს დილით შევხვდეთ დიდუბეში ოღონდ ადრე და ყოველ 10 წუთში გადიან მარშუტკები - მივწერე გოგოებს
- პარასკევს რომ წავიდეთ საღამოს? ერთი უფასო მგზავრობა გაჩუქეს საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით, დაგავიწყდა? - მწერდა მარი
- უიი, ხოო, ეგ ვის ახსოვდა ? დავრეკავ, იქნებ მართლა გამოვიდეს ეგ ამბავი .
- მიდი, მიდი და გაგვაგებინე - მოიწერა ნინამ.
- ამ დროს დავრეკო? გვიანია - შევიცხადე მე
- შეიძლება 24საათიანი მომსახურება აქვთ, დარეკე, თუ არა და არც გიპასუხებენ ამ დროს - დამარიგა ანამ.
- კარგი, დამელოდეთ, დავრეკავ ახლავე, იქნებ, კი გაგვიმართლოს - ვუთხარი გოგოებს და ტაქსის ნომერი მოვძებნე გამავალ ზარებში.
რამდენიმე ზუმერის შემდეგ ნაცნობი და სასიამოვნო ხმა გაისმა :
- გისმენთ
- გამარჯობათ, დიდი ბოდიში, ასეთ დროს რომ გაწუხებთ, მაგრამ შეტყობინება მივიღე თქვენი კომპანიისგან, საჩუქრად მიღებულ მგზავრობასთან დაკავშირებით...
- დიახ, დიახ - მითხრა და მივხვდი, როგორ ჩაიცინა
- ჰოდა, მაინტერესებს ნამდვილად არის თუ არა ძალაში შემოთავაზება, ან რაიმე შეზღუდვა ხო არ არსებობს მომსახურების დროისა და მანძილის გათვალისწინებით? მაქსიმალურად თავაზიანი ტონი მქონოდა
- აჰ, არა, თქვენი ნებისმიერი სურვილი ძალაშია - მითხრა კვლავ ნაცნობი და უსაზღვროდ სასიამოვნო ხმით.
- იცით, იმერეთში მაქვს დაგეგმილი წასვლა, მეგობრებთან ერთად და თუ შესაძლებელი იქნებოდა ...
- რა თქმა უნდა - არც დამასრულებინა სათქმელი - თქვენისთანა ახალგაზრდა და წარმატებულ ლექტორს ვინ ეტყვის უარს ? ( უეცრად გამახალისა მისმა შეფასებამ)
- ანუ, არანაირი პრობლემა არ იქნება?
- არა, რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ დრო და ადგილი მითხარით, თქვენს სამსახურში მიგულეთ - მითხრა და პულსი ამიჩქარდა უნებურად.
- კარგით მაშინ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბოდიში, ასე გვიან შეწუხებისთვის, მგზავრობის დეტალებს შეტყობინებით გამოგიგზავნით - ვუთხარი და მივხვდი, რომ ვეპრანჭებოდი.
- დროებით, გამიხარდა, რომ დამიკავშირდით - უცნაური ხმა ჰქონდა, თითქოს ეს მისი მოვალეობა სულაც არ იყო.
კარგა ხანს დავყურებდი ტელეფონს ღიმილით, ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა, რატომ მაბნევს ასე მისი ხმა? ვკითხე ჩემს თავს. Facebook-ზე შეტყობინებების მოსვლის ხმამ მომიყვანა აზრზე.
- მოვედი - დავწერე ჩათში
- აბა, რა ხდება? - მკითხა მარიმ
- ჩაალაგეთ ბარგი, მანქანით მივდივართ - მივწერე და სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა
- ვაა, ვაა, რა კარგია - გამოჩნდა სალომეც
- არ მომწონსთქო ეს ამბავი, მითქვამს - დამაბნია ანამ
- ძლივს ერთად გავდივართ ქალაქიდან, ცუდზე არ იფიქრო - შეუტია ნათიამ
- მოკლედ, ხვალ საღამოს, ცხრის ნახევარზე ჩემს კორპუსთან იყავით თქვენი ბარგით , ცხრის ნახევარზე-მეთქი, ნინა, ხომ დაიმახსოვრე? გავუმეორე ნათქვამი მეგობარს, რომელიც ყოველთვის ყველგან აგვიანებდა.
- კი, კი, გავიგე, მე როდის ვაგვიანებ, სულ ამათი ბრალია ხოლმე - მოიწერა ნინამ და წარმოვიდგინე, როგორი სახით წერდა ამ შეტყობინებას.
- კარგი, აბა, წავედი ახლა, ჩავლაგდები და ხვალ ისედაც ადრე ვარ ასადგომი, გკოცნით - დავუტოვე ბოლო შეყობინება გოგონებს და გავთიშე ლეპტოპი.
ყავის ცარიელი ჭიქა სამზარეულოში გავიტანე და ის იყო ონკანი უნდა ამეწია, შეტყობინება მოვიდა ჩემს ტელეფონზე. დავხედე, ისევ ნაცნობი ნომერი იყო : „მგზავრობის დეტალების მოწერა დაგავიწყდა, ლექტორო“ - მწერდა ტაქსის სიმპატიური მძღოლი. კარგა ხანს ვფიქრობდი, პირდაპირ დეტალები მიმეწერა თუ სხვა თემაზეც დამეწყო საუბარი. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი - „გამოფხიზლდი, სოფო, იქნებ ცოლი ჰყავს, ოჯახი, ვის ეპრანჭები ! „ ხვალ საღამოს, ცხრის ნახევარზე, ავერსის კლინიკის წინ - საბურთალოზე, ექვსნი ვიქნებით“ . „შეხვედრამდე“ - არ დააყოვნა პასუხმაც.



№1  offline წევრი Mariam Shengelia_3

კარგია❤ მაგრამ თავები გაზარდე და მალე დადე. ძალიან პატარებია

 


№2 სტუმარი Guest nako

პატარა ტავი იყო

 


№3 სტუმარი Guest lia

Kარგია ზალიან
პატარა ტავია.გაადიდე ცოტა❤❤❤

 


№4  offline წევრი tinatini

agar agrdzeleeb? magrad momwonda

 


№5 სტუმარი სტუმარი Lia

Salian momwons istoria.
Ratom gaherdi?
Gtxov.gaagrzele❤❤❤

 


№6  offline წევრი sofikela

tinatini
agar agrdzeleeb? magrad momwonda

დავდე ახალი თავები და შეგიძლიათ, ნახოთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent