შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს მხოლოდ ქაჯი თუ მოარჯულებს (1)


2-10-2017, 19:04
ავტორი gochunia
ნანახია 2 977

თვალებს ვახელ, პირველად ყურში წვიმის წვეთების ხმა ჩამესმის, შემდეგ კი გამაყრუებელი კივილის. ოთახში სალი შემორბის, ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, თუმცა ამ მომენტში მზად ვარ გავპუტო. ბალიშებს მესვრის და მიძახის -კიდევ არ ამდგარხარ? ვერ ხედავ როგორ წვიმს? კიდევ დააგვიანებ.
-ვერა ვერ ვხედავ, შენი უკანალი მეფარება, რამდენჯერ გითხარი ასე ნუ მახტები თავზეთქო, თხა. ისე რომ მაღვიძებ ყავა თუ გაქვს მზად? ეჭვის თვალით გავხედე და ჩავიცინე.
-ღმერთო ჩემო, ოღონდ ადექი და კარგი ჯანდაბას დღესაც მე მოგიმზადებ, ოგონდ არ დაგავიწყდეს, დღეს საყიდლებზე უნდა წავიდეთ, ხვალინდელი დღისთვის კაბები უნდა ავარჩიოთ, ხო იცი ხვალ ჩვენი იკას დაბ დღეა, თან მისი ძმაკაცი ჩამოვიდა სასწავლებლად რომ იყო წასული, ალექსანდრე. ძაან მაგარი ტიპიაო. მე რამოდენიმეჯერ მყავს სურათში ნანახი, ძაან შოკია. ისე ჩამოარაკრაკა ყველაფერი თავი გაკვეთილზე მეგონა.
-კაი კაი მორჩი ლაკლაკს და ყავა დროულად. სალიმ რაღაც მომაძახა დარწმუნებული ვარ კარგი არაფერი და სამზარეულოში შევიდა.
ეხა ცოტა რაღაცას ჩემზეც გეტყვით. მე ქეთი ვარ, 20 წლის, მენეჯმენტზე ვსწავლობ. მაღალი ქერა თმით და მწვანე თვალებით. პატარა სწორი ცხვირი მაქვს და სავსე ტუჩები, საკმაოდ კარგი ფორმებიც. მშობლები გურიაში ცხოვრობენ, მეც იქ გავიზარდე, თუმცა რაც სკოლა დავამთავრე სასწავლებლად თბილისში გადმოვედი.
სალი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ვგიჟდებით ერთმანეთზე. მას შავი თმები, მუქი ყავისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და დიდი ვარდისფერი ტუჩები აქვს. ისიც მაღალია და კარგი ფორები აქვს. იკა მისი ძმაა, თუმცა ხანდახან ჩემი უფრო მგონია. ისიც ჩემსავით გიჟია და ძალიან სიმპატიური. სამწუხაროდ დედა ადრე გარდაეცვალათ, მამამისმა სხვა ცოლი შეირთო, საზღვარგარეთ გაემგზავრნენ, იკას და საკის კი ბინა დაუტოვეს, ფულსაც სულ უგზავნის და ყველაფერს რაც სჭირდება, საჩუქრები ჩემტვისაც არ ავიწყდება. ერთი სიტყვით კარგი კაცია.
მე ბინაში მარტო დარჩენა არ მინდოდა, ამიტომაც სალიც ჩემთან გადმოვიდა, იკას წუწუნის მიუხედავად, გოგოები ბინაში მარტო საშიშიაო, თუმცა ჩემთან რას გახდებოდა.
საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი, სააბაზანოში შევედი და მოვწესრიგდი. ჯინსის შარვალი და ღია ფერის საროჩკა ჩავიცვი, ფეხზე ბოტები მოვირგე. სამზარეულოში გავედი. ჩემთვის მომზადებული ყავა ორ წუთში მოვსვი, სალის ვაკოცე, ჭკვიანადთქო გავეკრიჭე, საწვიმარი მოვიცვი და უნისკენ წავედი.
აპრილი მტავრდებოდა თუმცა მაინც გრილი ამინდები იყო. წვიმა საერთოდ არ მიყვარს, განსაკუთრებით თუ მაგვიანდება, ლექტორმა უკვე მერამდენედ გამაბრთხილა ნუღა აგვიანებო.
ტროტურზე მივდიოდი, მანქანამ ჩემ გვერდით დიდზე დაამუხრუჭა და მთელი ტალახიანი წყალი ჩემს სამოსზე აღმოჩნდა. გავცოფდი. მძღოლმა მანქანა გადააყენა და ფანჯარა ჩამოსწია, არც შემიხედავს ისე დავუწყე ჩხუბი.
_ იდიოტო ეს რა გააკეთე? სულ გამწუწე, თვალებში არ იყურები? სულელო, კრეტინო.
უცებ თავი ავწიე და რას ვხედავ, ჩემ წინ რაღაც საოცრებაა და იღიმის. არ ვიცი რა დამემართა, გული ამიჩქარდა, ასეთი რამ არასოდეს მომსვლია, ძლიან სიმპატიური იყო, ბიჭმა ასე ძალიან პირველად მიიქციაბჩემი ყურადღება. უცებვე მოვეგე გონს და გავაგრძელე მისი ლანძღვა.
-ოუ არა კიდევ რომ იღიმის, თავი ვინ გგონია? შევუბღვირე მე.
ის კი ხმას არ იღებდა და თანდათან სიცილს უმატებდა. მე კი ვიდექი წვიმაში სულ მთლად გალუმპული და წყობიდან გამოვდიოდი. ბოლოს იკადრა ხმის ამოგება, თუმცა სჯობდა არც დაეწყო.
-ღმერთო ჩემო, პირველივე დღეს ასეთ ქაჯს რატომ გადამყარე!?
რაო ეს რა მესმის?
-ვაიმე კიდევ მე ვარ ქაჯი კრეტინო? სულ დამასველე ახლა დამდგარხარ და იცინი.
-გაბრაზებაც როგორ გიხდება.
ახლა ნამდვილად გავგიჟდები, ეს რა მეფლირტავება?
-სულ სველი ხარ ასე როგორ ჩაგსვა მანქანაში, თვალები მოჭუტა და გააგრძელა -კაი ხო წამო გაგიყვან ლამაზო, სად მიდიხარ?
-შენი წაყვანა არ მჭირდება, აქედან მოშორდი იდიოტო და ტარება ისწავლე.
-ნამდვილი ქაჯი ხარ.
-იდიოტი. მივაძახე და სახლისკენ მივბრუნდი, ასე სველი ნამდვილად ვერ წავიდოდი უნიში. მანქანა ცოტახანს კიდევ იდგა,მერე დაქოქვის ხმა გავიგე და გიჟივით მოსწყდა ადგილს.

მე არ ვიცი რა მჭირდა, დაპროგრამებულივით მივდიოდი წვიმაში, თვალწინ კი იდიოტი უცნობის შავი ღრმა თვალები მედგა, სხვა აღარაფერი მახსოვდა მისი გარეგნობიდან, მხოლოდ შავი ღრმა თვალები.
კიბეებზე გიჟივით ავირბინე და ზარს დავუწყე რეკვა. მერე გამახსენდა , რომ სალიკო უკვე წასული იქნებოდა. ჩანთაში დიდი ზებნის შემდეგ მივაგენი გასაღებს, კარი შევაღე, უფროსწორად შევგლიჯე და ისე შევედი. ყველაფერი გავიხადე და სარეცხ მანქანაში შევყარე. მე კი დიდი ხანი ვიდექი ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ. როცა აბაზანიდან გამოვედი გასქურაზე ჩაიდანი შემოვდგი, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა ჩემი ლექციის გაცდენა. ტელეფონს ვეტაკე და სწრაფად მოვძებნე ლექტორის ნომერი, კარგი ქალია, ძალიან მიყვარს. იმედია გამიგებს. ყველაფერი მოვუყევი, რათქმაუნდა რაღაცეების შემოკლებით და ბოდიში მოვუხადა.
ხვალ შაბათია და შემიძლია დილით ტკბილად ვიძინო, რათქმაუნდა სალი თუ მაცდის. ჩაიდანში წყალიც ადუღდა. ჩაი გავიკეთე, ოთახში გავედი და ლეპტოპთან მოვკალათდი. ფეისბუქზე შევედი, იქნებ სადმე გადავაწყდე ჩემი უცნობი იდიოტის ფოტოს მაინც.
-ო არა, შენი როდიდან გახდა. გამომეპასუხა ჩემი მეორე მე.
-მოკეტე. მოკლედ ვუპასუხე ჩემივე თავს და სიახლეების ნახვას შევუდექი.

არ ვიცი რით დავიწყო, საკმაოდ ვღელავ, ეს ჩემი პირველი ისტორიაა. იმედი მაქვს მოგეწონებათ და შემიფასებთ, გაითვალისწინეთ რომ ახალბედა ვარ. გაგრძელება აუცილებლად ექნება. ველოდები თქვენს შეფასებას.



№1 სტუმარი ele

ძაან მაგარია შემდეგს როდის დადებ?

 


№2 სტუმარი Guest ლიკა

კარგია. გააგრძელე ❤

 


№3 სტუმარი Guest Waka

Dzalian magaria ...

 


№4 სტუმარი Nia

Umagresia gaagrdzele veli shendeg tavs ubralod tu shegidzlia tavebi gazarde

 


№5  offline წევრი modemodka

Kargia , male dade shemdegi!

 


№6  offline მოდერი ენემი

Axali tavi minda saswrafod da tan didi

 


№7  offline წევრი brunchi

კარგია,უბრალოდ არ შეამოკლო სიტყვები ცუდად მხვდება თვალში,ეცადე მეტი ემოციებით დატვირთო ისტორია და თავები გაზარდო

 


№8  offline წევრი tatiko.1995

kargi iyo momwona

 


№9 სტუმარი Guest Lika

ძალიან მომეწონა

 


№10 სტუმარი სტუმარი lia

Kარგია მომეწონა,ველოდები სჰემდეგ ტავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent