შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინანებ რომ გამიცანი


3-10-2017, 02:45
ნანახია 1 532

დათა არაბული - ბუნდოვნად მახსოვს ის დღე როცა მან დამიმატა და მომწერა, მაგრამ იმისდამიუხედავად, რომ სულ რამდენიმე დღის "გაცნობილი" მყავდა შევხვდი და აი ზუსტად იქ დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა. იმდროს სხვას "ვხვდებოდი მაგრამ მას არუნდოდა ჩვენი ურთიერთობისთვის სახელის დარქმევა, მეც არ ვგიჟდებოდი მასზე, ასე რომ "დავიკიდე" და დათა ვნახე. იმდღეს სახლიდან არმიშვებდნენ თან უკვე გვიანი იყო და მაღაზიაც ვერ დამეხმარებოდა ამიტომ გავიპარე ისე რომ ჩემებმა ვერაფერი გაიგეს. იმ ადგილისკენ გავემარტე სადაც დავიბარე, არვიცოდი რამდენად სწორად ვიქცეოდი თუმცა გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ მე მხოლოდ მეგობრობა მსურდა. გზაში დაქალმა დამირეკა, როგორც კი დამინახა წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა მეც სასწრაფოდ გავუთიშე ანანოს ტელეფონი და გადავკოცნე. ნორმალურად არც შემიხედავს, მითხრა გავისეირნოთო და მეც თავი დავუქნიე. სულ რაღაც 10 წუთით უნდა მენახა, მაგრამ ეს დრო მხოლოდ მასთან მისასვლელად დამჭირდა და ჩვენი გასეირნებაც გაიწელა. მთელი გზა მხოლოდ ის ლაპარაკობდა მე ძალიან მოკლედ ვპასუხობდი, საერთოდ არმიყვარს ლაპარაკი, ამიტომაც არ მიზიდავს ახალი ადამიანების გაცნობა, ხოდა მგონი ოდნავ დაღალა ჩემმა სიმუნჯემ, მაგრამ არ შეიმჩნია. ცოტა კიდევ ვიარეთ, მერე კი ჩემს კორპუსთან ახლოს ფანჩატურში დავსხედით. თავიდან მისგან ცოტა შორს ვიჯექი - რა იყო კი არ ვიკბინები? - გამეღიმა და მისკენ მივიწიე. შემდეგ თავის წარსულზე მიამბო, რამაც ცოტა შემაშინა. მეც გავიხსენი და რაღაცეები მოვუყევი, მაგრამ სიმართლე გითხრათ კარგად არმახსოვს ეს დიალოგი ერთადერთი რაც მახსოვს მისი სიტყვებიდან ესაა "ინანებ რომ გამიცანი" მე კი არც გავიაზრე მისი ნათქვამი და გულიანად ვიცინე. უკვე 11 საათი ხდებოდა და რამდენჯერმე ვცადე წასვლა, მაგრამ იმდენად ჯიუტი იყო მაინც არ მიშვებდა, ბოლოს მიხვდა რომ გვიანი იყო და რომ არ წავსულიყავი სახლში პრობლემები შემექმნებოდა. ფეხზე ავდექით, რამდენიმე წამი მიყურა, ისეთი თვალებით მიყურებდა ჩემდაუნებურად მეღიმებოდა ისიც იღიმოდა მერე კი მომიახლოვდა და ყელზე მაკოცა, გამაჟრიალა, ამას ნამდვილად არ ველოდი, კიდევ ერთხელ შემომხედა და თავი ისე წამოსწია მეგონა ტუჩებში მაკოცებდა და ეს ნამდვილად არმინდოდა, მაგრამ არვიცი მიხვდა თუ რა იყო ტუჩთან ახლოს ლოყაზე მაკოცა მეც ამოვისუნთქე თითქოს მძიმე ტვირთისგან განვთავისუფლდი. ჩამეხუტა და სადარბაზოსთან მიმაცილა. როგორც კი სახლში მივიდა მომწერა, მერე დამირეკა, მთხოვა კამერა ჩამერთო და მთელი ღამე გავათენეთ. თითქმის არ ვლაპარაკობდით უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით და რაღაცნაირად მომწონდა ეს. შევპირდი რომ დილით ვნახავდი. როგორც იქნა გათენდა 6 საათიც არ იყო მის სანახავად რომ გავედი, ისევ იმ ადგილას მელოდებოდა სადაც წინა ღამეს ვისხედით. რომ დამინახა წამოდგა გადამკოცნა და დაჯდა, დავჯექი მაგრამ ისევ მოშორებით. გაეცინა და თავისკენ მიმწია, ჩამეხუტა და მეც რაღაცნაირად დავმშვიდდი, მერე კი უეცრად მაკოცა, გავიწიე, რაღაც ჩავიბურტყუნე რომ ეს სწორი არიყო და... და ისევ მაკოცა მოკლედ კოცნით მაჩუმებდა. ცოტახანს ვისხედით ასე, მერე გასეირნება მომინდა და სკამიდან წამოვაგდე. ხელი გადამხვია და ისეთი ბედნიერი სახით მიყურებდა, მე კი.. არვიცი რა დამემართა უცბად მის მიმართ ზიზღი ვიგრძენი ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ძალიან თბილად მექცეოდა და პატარა ბავშვივით საყვარლად მელაპარაკებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს გაღიმებას, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ ცივ, უჟმურ გამომეტყველებას იღებდა. იმ დღეს მასთან 5 საათი გავატარე და ყოველ წუთს იცვლებოდა ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ის ზიზღი შიშში გადაიზარდა, მომენტებში კი თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი და ჩემდაუნებურად მეღიმებოდა. მოკლედ იმ ადგილს ვერ ვშორდებოდით და ბევრი სიარულის შემდეგ ისევ იქვე ახლოს დავსხედით. სახლში მარტო იყო და უკვე მერამდენედ მთხოვდა რომ მასთან წავსულიყავით მე კი ცივ უარზე ვიყავი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა ორი დღის გაცნობილ ბიჭთან სახლში ასვლა, თუმცა კოცნაზეც იგივეს ვფიქრობდი ასე რომ.. არა არ იფიქროთ რომ მაინც წავედი რა სისულელეა, ეს თემა დავხურეთ და სახლში წავედი. უნდოდა მივეცილებინე მაგრამ სახლისგან მოშორებით დავემშვიდობე, "შიშები" რომ ვინმე დაგვინახავდა არმასვენებდა. იმ პერიოდში თითქმის ყოველდღე ვათენებდი ზოგჯერ რამდენიმე დღე გადაბმულად ასე რომ მიჩვეული ვიყავი მაგრამ მაინც მომერია ძილი და ცოტახნით წავუძინე. რომ გავიღვიძე უკვე მოსაღამებულიყო მაშინვე ტელეფონის ძებნა დავიწყე, პირველი რათქმაუნდა დათას მესიჯი იყო მერე კი გამოტოვებული ზარები ანანოსგან, ღმერთო როგორმოხდა რომ ამდროს ღვიძავს როგორც წესი ხუთამდე არიღვიძებს ხოლმე. გადავურეკე ცოტა გამომლანძღა და სასწრაფოდ თავისთან დამიბარა. მეც ავდექი როგორღაც წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ანანოსთან ავედი. და ჩემი ყოველდღიური კოშმარიც დაიწყო.. ზუსტად შვიდჯერ გამოიცვალა, რათქმაუნდა არცერთი ტოპი არმოუხდა ელასტიკს და ბოლოს მიხვდა რომ შარვალი უნდა ჩაეცვა.. "ბოჟე მოი" სადისტია ეს ბავშვი მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. როგორც იქნა გავაღწიეთ გარეთ. მაღაზიასთან ვიდექით დათამ რომ მომწერა, მომდევნო დღეს სკოლაში წიგნები უნდა ჩამეტანა და მითხრა რომ დამეხმარებოდა მეც მივწერე კაითქო ამავდროულად ანანოსთან ვწუწუნებდი მის ხასიათებზე და ისიც ვუთხარი რომ მაწუხებდა და მისი დაბლოკვა მინდოდა ხოდა ამ ჩემმა იდიოტმა დაქალმა ტელეფონი გამომართვა და დათა ფეისბუქზე დაბლოკა.
რას ფიქრობთ გავაგრძელო?



№1 სტუმარი Guest TAYLOR

ისტორია გააგრძელე გთხოვ heart_eyes

შენი აზრით ძველი ურთიერთობის გაწყვეტა ღირდა?

 


№2  offline წევრი naniko mindia

გაგზელე კარგი იქნება ♥♥♥
--------------------
lomidze

 


ელპინი
რა იყო ეს?! არ ვიცი, მაგრამ არა უშავს, შემდეგში უკეთესი გამოგივა.
მეგონა "ლაივში" მიყვებოდი რაღაც ამბავს, შენი და შენი შეყვარებულის ისტორიას.
ვერ ვიტყვი მომეწონათქო.
ზღაპარივით ყვები, მოვლენებს მალე ანვითარებ.
უემოციოდ და მშრალად გიწერია.
წერის სტილი შეცვალე.
პუნქტუაციას ცოტა გამოსწორება სჭირდება.
კარგი შინაარსი იყო, მაგრამ არ იყო კარგად დაწერილი.
მეტი ემოცია ჩართე.
მეტი გრძნობა ჩართე.
არ ვიცი.
ვნახოთ, რა იქნება მომდევნო თავში.
რავი, წარმატებები.

მადლობ, გავითვალისწინებ

naniko mindia
გაგზელე კარგი იქნება ♥♥♥

მადლობა <3

Guest TAYLOR
ისტორია გააგრძელე გთხოვ heart_eyes

შენი აზრით ძველი ურთიერთობის გაწყვეტა ღირდა?

იმ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა ასე რომ კი ღირდა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent