ღამის სამიზნე [2]
რამდენიმე დღეში სრულიად გამოჯანმრთელდა ნინელი. ახლა უკვე მთელ თავისუფალ დროს შვილებს უთმობს. უტას გამუდმებით ტელეფონზე ურეკავს და ეხმიანება. ისიც უყურადრებობას მიჩვეული, ცოტა ღიზიანდება, მაგრამ დედას საშუალებას აძლევს გამოსწორდეს. სამსახურში ყველაფერი მოაგვარა, ერთადერთი საქმე რომელიც მოსაგვარებელი რჩება გერმანიაში ვიზიტია. ჯერ არც იგეგმება მაგრამ ბოლომდე ვერ გადაწყვიტა წავიდეს თუ არა. თან ახლა ვასილს ძალიან სჭირდება შვილის თანდგომა. სამსახურში მამამისის საქმეებსაც უტა აგვარებს. ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ტოვებს ცოლს მარტო სახლში და მასთან ერთად არის. ბიჭები მაქსიმალურად გვერდში უდგანან და ეხმარებიან, მაგრამ უფროსის სამსახურს მაინც ვერავინ გადაიბარებს, ამიტომ დღის ბოლოს ძალაგამოცლილი მიდის სახლში. რა კარგია მარტო რომ ცხოვრობს და ადამიანების ხმებით რომ არ იბურღავს ტვინს, სახლში დაბრუნებული. რა ჯობია მარტოობას, შენთვის მშვიდად წყნარას დაჯდები და რასაც გინდა გააკეთებ. შხაპი ჩქარა მიიღო და წელს ზემოთ შიშველი გამოვიდა ოთახში. გარდერობიდან სპორტულები ამოიღო და უცებ ჩაიცვა. მაცივარიც სულ ცარიელი აქვს, დამხმარე ქალი ვინც საჭმელს უკეთებს და სახლს ულაგებს სოფელშია დედასთან ცოტახნით წასული. მაცივარსაც შეეტყო მის არ ყოფნა და სახლსაც. ყველაფერი მოუწესრიგებელია. ეს კიდევ ვერ იტანს მირეულ სახლს, მაგრამ თვითონაც ვერ ალაგებს და უწევს ნათელას ჩამოსვლამდე ასე ჯდომა. გამზადებული პიცა გამოიღო მაცივრიდან და გაზქურაში შედო. ნინელის კი თხოვს მოვიდეს და სახლი დაულაგოს, მაგრამ მისი წუწუნის თავიც არ აქვს. იცის რომ დედამისი იმ წამსვე თავისთან დაპატიჟებს საცხოვრებლად გადასვლას, მერე ვინმე ლამაზ გოგოზეც დაუწყებს ბჭობას და არ აქვს ამის თავი. ბელას კიდევ თავისი ოჯახისთვის ვერ მიუხედია ნორმალურად და უტას სახლს მიხედავს. ვერაფრით ვერ ასწავლა ამ გოგოს რომ ოჯახი მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ყავა და კაფე. არ უყვარს ზედმეტად სხივს ცხოვრებაში ჩარევა, თავის დროზე თქვა სათქმელი და ახლა უკვე ბელას გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა. გვიანობამდე იმუშავა და მერე დაწვა. ხვალ ბიჭებთან ერთად სადმე რომ არ გავიდეს და გონება არ გაანიავოს ალბათ გაგიჟდება. ამ ქალზე ფიქრებიც რა მისდა ჭირად აეკვიტა. გეგონება დიდი ვინმე მყავდესო! არადა ერთი ჩვეულებრივი ფულზე გაცვლილი სხეულის პატრონია. «ნუ გავიწყდება შენი დაჟინებით!» შეახსენა ურცხვად გონებამ. რომ ახსენდება როგორ ჩააცივდა დოდოს ნატას გამო საკუთარ თავზე ბრაზდება. თითქოს და მის გარდა ლამაზი ქალი არ იყო. მაგრამ ამან თავისი ხომ უნდა გაიტანოს. თანაც ახალ და დასაგემოვნებელ ხილზე გიჟდება. პირველობა ყველგან უყვარს, გამორიცხულია რამე ისე გააკეთოს ბოლოს უკმაყოფილო რომ დარჩეს. ან საქმეს კიდებს ხელს ან არადა შორს დგება. ნატას შემთხვევა ძალიან სხვანაირია, პირველივე დანახვისას, იგრძნო რომ ის ქალი საოცრად სურს და აუცილებლად უნდა მოიპოვოს. ერთი კვირა უჩიჩინებდა დოდოს ნატას თაობაზე. ბოლოს ბლომად კუპიურები რომ აუფრიალა მოლბა ქალი და დათანხმდა. ისე დათანხმდა მემგონი იმ გოგოსთვის არც უკითხავს. თუმცა ეს გავაშელს დიდად არც ანაღვლებს. რა მაგის საქმეა როგორ დაითანხმა დოდომ, მთავარია რომ საწადელი ასირულა. ახლა რაღა უნდა, ხომ მოილხინა იმ ქალთან ხოდა ადგეს და შეეშვას. უნამუსოდ ხომ არ გაპარულა, ფულის დაბრუნების მცდელობა ქონდა დოდოს, ე.ი. ფული თან არ წაუღია. მაგრამ ეგ რაში აინტერესებს, მთავარია რომ უტას გაექცა. ე.ი. რაღაც არ მოსწონდა და იმიტომ წავიდა, ხოდა ეს კაცი არ დაუშვებს ვინმე რაიმეთი უკმაყოფილო დატოვოს. თუნდაც გაყიდული სხეულის პატრონი. მეორე დილით სამსახურში ადრიანად წავიდა. საქმეები სწრაფად მოაგვარა და მერე მშობლების სახლში წავიდა ნინელის მოსანახულებლად. ქალმა შვილი თავისთან რომ დაიგულა, დატრიალდა და დიდი სუფრა გაუშალა. რამდენი ხანია ასე გემრიელად არ უსადილია. მოენატრა ნორმალური კერძების ჭამა. პიცაზე და ნახეევარ ფაბრიკატებზე გადატარებული დღეები მობეზრდა. მამამისთან საქმეზეც ისაუბრა და გერმანიაში ვიზიტი შეახსენა. -ხომ იცი მე ვერანაირად ვერ წავალ. _ ჩაილაპარაკა კაცმა და ნინელის გახედა. -ნუ მექცევი მომაკვდავი ავადმყოფივით. შენს საქმეს მიხედე და მე შემეშვი. _ გაუწყრა ცოლი და ცხვირი აიბზუა. -არა შენი წასვლა არც არის საჭირო, მე და ლადო წავალთ და მოაგავრებთ, უბრალოდ შენი ხელმოწერები გვჭირდება დანადგარები რომ გადმოვიფორმოთ ყიდვის შემთხვევაში. _ დინჯად ჩაილააპრაკა უტამ და მხარზე ხელი დაკრა. -ხვალ მოვალ სამსახურში და ყველაფერზე მოვაწერ ხელს. -და საბოლოოდ როდის გადიხარ სამსახურში?_ მაინც ვერ მისვენა ნინელიმ. -ჯერ ჩემს ცოლს ვჭირდები და როცა მე გადავწყვეტ მერე! _ თბილად დაუკრა თავი და ხელზე მოეფერა. იმანაც შეიფერა ქმრის ყურადღება და შვილს ვითომ უკმაყოფილო სახით გადახედა. -ბელა სად არის?_ მოიკითხა და. -ნიკო იყო მოსული და წაიყვანა. _ ჩაილაპარაკა ნინელიმ. -შერიგდნენ?_ შეიცხადა უტამ და კოპები შეკრა. -არ იცნობდე მაინც შენს დას. რაღაცა უაზრობაზე აუშარდა იმ კაცს და წამოვიდა. _ გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა ვასილმა. -იმდენს იზამს სანამ საბოლოოდ არ დაენგრევა ოჯახი!_ დაისისინა უტამ და ფეხზე წამოდგა. _ წავედი მე და წასვლამდე კიდევ გინახულებთ. _ გასასვლელისკენ სანამ წავიდოდა ნინელისკენ მიტრიალდა და თვალი ღიმილით ჩაუკრა. ქალმა შვილის ყურადღებიანი და თბილი მზერა რომ დაიჭირა ადგილზე აცქმუტდა და ქმარს მოეხვია. ვასილმა სიამაყით დაუკრა შვილს თავი და თვალებით რაღაცა გადაულაპარაკა. იქიდან გამოსულმა პირდაპირ ბიჭებს დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა. მანამდე რატომღაც ნაცნობ კორპუსთან ჩაიარა და ფანჯრები შეათვალიერა. სიჩუმე იყო, ე.ი. სახლში არავინ არ არის. წამოსვლას აპირებდა მოულოდნელად მოპირდაპირე მხარეს მოცინარი გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი რომ დაინახა. ნაცნობი სილუეტის ამოცნობისას სიბრაზე ყელში მოაწვა. გაგულისებულმა გამოგლიჯა მანქანის კარები და მანქაიდან გადავიდა. გოგონა და მამაკაცი კაფეში შევიდნენ. სიბრაზემ თვალებამდე რომ აასხა მერე მოვიდა გონს და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. « აი თურემ რატომ წამოსულხარ!» დაიგრგვინა ხმამ და კაფისკენ წავიდა. ^^^ მთელი დღე თავის გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა. სწორად მოიცა ნეტავ ჩაიზე რომ დათანხმდა ალექსანდრეს, იქნებ ძალიან იჩქარა. საერთოდ არ იცნობს იმ კაცს, რამე ცუდი რომ გაუკეთოს მერე სად მიდის. მაგრამ ისე თბილად უღიმოდა, ეგ კაცი გულში ცუდს ვერ ჩაიდებდა. აუცილებლად უნდა უთხრას რომ ორსულად არის. თუნდაც მეგობრები იყვნენ, ნატა ვალდებულია თავისი შვილის შესახებ ყველას უთხრას ვინც მის გარშემო იტრიალებს. თუმცა იმასაც კარგად ხვდება რომ როგორც მეგობრები ისე არ დალევენ დღეს ჩაის. ქალის გული ყოველთვის გრძნობს მამაკაცისგან ყურადღებას, და მითუმეტეს თუ ის ფლირტის სახისაა. უტა რომ ახსენდება შიშით და სიძულვილით ელექტროდენებული უვლის სხეულში. ერთადერთი რაც იმ კაცისგან სასიახრული და ბედნიერების მომტანია, ეს პატარაა მუცელში რომ უზის და თავის ჯერს ელოდება. სხვა ყველაფერი კოშმარი იყო მასთან ყოფნის დროს. ნეტავ შეეძლოს იმ წარსულის გონებიდან ამორეცხვა და ახალი ცხოვრების დაწყება, სუფთა ფურცლით თავის შვილთან ერთად. სულ პირველად უტა რომ დაიანხა ბავშვთან სახლის მომმარაგებელი ეგონა. ისე გავდა იმ კაცს, თითქოს ის იყო, უბრალოდ სხვაობა ასაკი იყო. ალბათ ახლა ის კაცი 50 წელს გადაცილებულია, უტა კიდევ ჯერ ძალიან ახალგაზრდა. ბავშვთა სახლს, წვრილმანებით ეხმარებოდა ბატონი ვასილი და მისი პარტნიორები. რაღაც მსხივილი ბიზნესის პატრონები იყვნენ და ფული ქონდათ. ისინი კიდევ ამას კეთილის სქმისთვის იყენებდნენ. რამოდენიმეჯერს მასთან დიალოგიც კი ქონდა, საკმაოდ საინტერესო თემაზე. ვასილი შეპირდა რომ აუცილებლად გააცნობდა თავის გოგოს და ბიჭს, რომლებიც თითქმის ნატას ტოლები არიან. ვაჟი ცოტა უფროსია, მაგრამ აუცილებლად გაუგებთო პირდებოდა. ერთხელ ყავდა კიდევაც მეგობრებთან ერთად, მაგრამ ძმა არაფრით არ გაეკარა გოგონებს და ბიჭებს. თავისთვის იდგა კუთხეში და იბღვირებოდა. იმ კაცთან სულ სითბო და სიყვარული აგონდება. ძალიან კარგი დამოკიდებულება ქონდა თითოეულ ბავშვთან. ყველას სათითაოდ ეთამაშებოდა და მომავლის რწმენას უნერგავდა. წიგნებითაც ამარაგებდა ხოლმე სახლს, მაგრამ ბავშვების უმეტესობა მის მოტანილ სათამაშოებს ამჯობინებდა. რაც არ უნდა იყოს, ის დრო ძალიან ენატრება. მისი ბავშვობა იქ არის! ყველაფერი რამაც დღემდე მოიყვანა იმ სახლს, იმ ხალხს და იმ კედლებს უკავშირდება. უფროსის მოსვლამდე დღევანდელი დღის ნავაჭრი შეაჯამა და მოსულს გადასცა. თვითონ ალექსანდრეს მოსვლას დაელოდა. მამაკაცმაც არ დააგვიანა და ზუსტად ხუთზე მოვიდა. ღიმილით გავიდნენ გარეთ და მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფისაკენ წავიდნენ. გზაში ბარბარეზე უყვებოდა სასაცილო ისტორიებს და ამხიარულებდა. რამდენი ხანია ასე გულიანად არ უცინია ნატას. როგორ მალე მოიყვანა ამ კაცმა ხასიათზე. კაფის კარები შეაღო, ჯერ ნატა შეატარა თავის დაკვრით და მერე თვითონ შევიდა. ფანჯარასთან ცარიელ მაგიდასთან მოთავსდნენ და მიმტანს ორი თურქული ჩაი შეუკვეთეს. -ბარბარე სულ შენ გახსენებს, ხოდა მეც ძალიან დამაინტერესა ვინ იყო, საოცრად ლამაზი ქალბატონი და მოგაკითხეთ. _ ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და აფორაჯებულ ქალს მიაჩერდა. -ძალიან საყვარელი და თბილი ბავშვია. _ პატარას გახსენებისას გაიბადრა. -რამდენი წლის ხარ?_ სიცილით იკითხა ალექსანდრემ და თვალებში ჩააჩერდა. -ოცდაორის. შენ?_ მის თვალებს მზერა აარიდა და ფინჯანს დახედა. -ოცდაცხრის. _ ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და მოზუზუნე ტელეფონს დახედა. _ ბოდიში. _ ჩაახველა და ფეხზე წამოდგა. ღიმილით გააყოლა მიმავალ მამაკაცს თვალი და მერე უცებ გარეთ მოსიარულე ხალხზე გადაიტანა მზერა. დასერიოზულებული დაბრუნდა ალექსანდრე მაგიდასთან და კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში. მამაკაცმა ბერვ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ნატა ჯერ ვერ გაიხსნა ბოლომდე და საუბრის დროს ენა ებმოდა, ამიტომ ცდილობს იშვიათად დაილაპარაკოს. ასეთი ენაწყლიანი არ ეგონა ალექსანდრე, მართალია ძალიან თბილი და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რატომღაც ეგონა რომ საუბრის დროს თავს შეიკავებდა. მამაკაცი კი პირიქით, ცდილობს საუბარში აიყოლიოს და აცინოს. ეს უკანასკენლი მართლაც გამოსდის მისი ისტორიების თხრობისას. ძალიან ხალისობს ალექსანდრეზე და მისი მეგობრების ისტორიებზე. რა კარგია ასეთი სამეგობრო რომ ყავს. ბევრი ერთად წარმოუდგენია რამხელა ძალაა. ჯერ მარტო ელენესთან ყოფნის დროს რა კარგად გრძნობს თავს და ელენესნაირი ბევრი რომ არსებობდეს ალბათ იფრენდა. -ალექსანდრე რაღაცა მინდა გითხრა. _ ჩაილაპარაკა მოგუდული ხმით და მომღიმარ კაცს მიაჩერდა. -მთელი საღამოა მე ვსაუბრობს, გისმენ აბა. _ ხელები მაგიდაზე აათამაშა და ინტერესით მიაჩერდა. -არ მინდა დღევანდელი დღე ტყუილით დავიწყოთ. მირჩევნია სიმართლე თავიდანვე იცოდე და რაღაცების დამალავა არ მიწევდეს. _ დაბნეული ლუღლუღებდა და მუცელთან ახლოს თითებს იმტვრებდა. _ მე ორსულად ვარ. _ ჩაილაპარაკა ბოლოს და სიტყვებს ყველაფერი ამოაყოლა. დაინახა როგორი გაოცება გამოისახა ალექსანდრეს სახეზე. იმ წამსვე შეეცვალა მიმიკა, საოცრად გაუვკრიდა და დაიბნა. ყველა ნაკვთი დაუსერიოზულდა და ქალს მიაჩერდა, მერე მზერა მუცელზე გადაიტანა და თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა. ჯერ ალბათ იაზრებს ნათქვამს. მის ასეთ რეაქციას ელოდა იმნაძე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნა მამაკაცის მიმართ გაჩენილი სიმპათია... რატომღაც წამებში დაიმსხვრა! -სიურპრიზიც ასეთი უნდა. თვით «ჩემი» ნატა! _ გაღიზიანებული და დამცინავი ტონით ჩაილაპარაკა უკან ხმამ. ალექსანდრესკენ მიპყრობილი მზერა სიცივემ მოუყინა. მთელი სხეული აუკანკალდა და დაცხა. იგრძნო როგორ მოაწვა გულზე საოცრად დიდი ლოდი და ლამის გახეთქა. აკანკალებული ხელები მუცელზე მაგრად მიიდო და თვალი ოდნავ მიატრიალა უკან, ისე რომ მამაკაცის ნახევარი სხეული დაენახა. ნელა აწია თავი ზემოთ და უტას ზიზღით გაჟღენთილ თვალებს წააწყდა... მერე, მერე იგრძნო როგორ გამოძრავდა პირვლად პატარა! ნაცნობ სილუეტს უკან გაავებული მიყვებოდა და ყველა სიტყვას ზომავდა რასაც იმ ქალბატონს ეტყვის. როგორი ბედნიერი და მომცინარია. ნეტავ იმ კაცმა თუ იცის რა ჩიტიც იყო აქამდე და სადაც მუშაობდა. როგორც კი კაფეში შევიდნენ იქვე გაჩერდა უტაც და ცოტახნით დაიცადა. ახლა ასეთი სიტუაციაში რომ დაადგეს თავს, თვითონ უფრო დასაცინი იქნება. ცოტა უნდა დამშვიდდეს და მერე შევა. გონებასაც გაანიავებს ამასობაში და უკეთ მოიფიქრებს რა შეიძლება უწოდოს იმ გარყვნილ ქალს. თითებით შუბლი მოისრისა და კაფის მინიდან დააკვირდა შიგნით მომცინარ წყვილს. არ ახსოვს რამდენხანს იდგა გარეთ, უბრალოდ იდგა დროის გასვლას ელოდებოდა. ბოლოს მამაკაცი რომ ისევ თავის ადგილზე დაიგულა კარებისკენ წავიდა. უკნიდან ამოუდგა ერთ დროს საოცრად სასურველ და მადისაღმძვრელ სხეულს და წარბები კუშტად შეკრა. -სურპრიზიც ასეთი უნდა. თვით «ჩემი» ნატა! დამცინავად ჩაისისინა და ქალის დაჭიმულ ძარღვებ მიაშტერდა კისერთან ახლოს. არცერთი წამით გატოკებულა უტა. მოთმინებით ელოდებოდა როდის შემოტრიალდებოდა, ერთ ადგილზე მიყინული ნატა და თვალებში ჩახედავდა. ახლა რასაც ნათლად გრძნობს ამ ქალის მიმართ ზიზღია. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ადგილზე რწევას მოჰყავა. ნელა და შეშინებულა ამოწია თავი მაღლა ნატამ და მამაკაცის თვალებს მიაშტერდა. გავაშელი ძალიან კარგად ხედავდა ჩიტივით დამფრთხალ ქალს და ეს საოცრად სიამოვნებდა. იმ მამაკაცს, უცნაური მზერით რომ უყურებდა დიდი სიამონებით მიუნაყავდა ცხვირ-პირს. -შენ?_ ამოილუღლუღა ხმაწართმეულმა. უტამ მოპირდაპირე მაგიდიდან სკამი გამოაჩოჩა და ნატას გვერდით მოთავსდა. -ნუთუ არ მოგენატრე?!_ დაიღმუვლა ხმამ და კაცს ამრეზიით გადახედა. _ შემცვლელიც რა მალე გიპოვია. დროს არ კარგავ არა!?_ სისინებდა და სისინებდა. -რაღაცა გეშლებათ ახალგაზრდავ!_ ჩაილაპარაკა კაცმა. -მე და შენ სხვა დროს, ახლა ქალთან საუბარი მაცადე!_ დაუღრინა და მუშტი შეკრა. -ეს ქალი ჩემთან არის!_ არც ალექსანდრე ჩამორჩა. -ალექსანდრე არ გინდა გთხოვ. _ შეევედრა ნატა და ცრემლიანი თვალები მიანათა. -რა ვქნათ ამ კაცის თანდასწრებით გავარჩიოთ, თუ სადმე დავსხდეთ და იქ გავიხსენოთ ძველი დრო?_ ამრეზიით აყოლა ქალს თვალი და მზერა მკერდზე დაასო. -ძალიან დიდი ბოდიში ალექსანდრე, მოგვიანებით შეგეხმიანები. _ ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. არც კი დალოდებია ისე წავიდა გასასვლელისკენ. მუშტებ შეკრულმა გადახედა გაოცებულ მამაკაცს. -დაიმახსოვრე, მე და შენ არ დაგვიმთავრებია!_ დაიღმუვლა და გასასვლელისკენ წავიდა. კარებში იდგა მობუზული ნატა და ცრემლებს სათითაოდ იწმენდდა. მომტირალი ქალის დანახვისას ამრეზიით გადააქნია თავი და მაჯაში ხელი მაგრად მოუჭირა. უსიტყვოდ წაიყვანა მეორე მხარეს დაყენებული მანქანისაკენ. ისიც დამფრთხალი და შეშინებული მისდევდა და ხმას არ იღებდა. როგორც კი მანქანას მიუახლოვდნენ, ხელი გაუშვა და თვალებით ანიშნა ჩაჯექიო. -რატომ არ მანენებ თავს?_ ამოიტირა როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ. -დაიმახსოვრე, დღეიდან ჩემს გარეშე ფეხს ვერსად ვერ გაადგამ! ჩათვალე ყველაფერი თავიდან დატრიალდა!_ ზიზღით გადახედა ქალს და მერე ისევ გზას. -რატომ არ მაცდი მშვიდად ცხოვრებას, რას გადამეკიდე?_ თავისთვის სლუკუნებდა ნატა და მუცელზე ხელებს გამეტებით იჭერდა. -თავის დროზე არ აფართხალებულიყავი და დღეს შეიძლება ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო. -სად მიგყავარ?_ ამოიტირა და შეშინებულმა გადახედა. -ჩვენთან სახლში. _ ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი. -უტა, ძალიან გთხოვ თავი დამანებე. ფული რატომ არ აიღე? -ეგ ფული... _ რაც არ უნდა იყოს, იცის რომ ქალი უზის გვერდით და მსგავს არასდროს არაფერს აკადრებს ჯერ საკუთარ თავს და მერე მოსაუბრეს. _ დღეიდან სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი, შენ იცხოვრებ ჩემთან და ფეხს ვერ გაადგამ ვერსად. -გიჩივლებ! ამ ყველაფრისთვის გიჩივლებ და პასუხს მოგთხოვ!_ დაიყვირა ნატამ და კარების გაღება ცადა. -დაეტიე სადაც ხარ და ნუ წიკვინებ! _ დაუღრიალა და მაჯაში ხელი ჩაავლო. მთელი გზა დამღელილი ხმით ზლუქუნებდა და გაშვებას თხოვდა. გავაშელს კი საერთოდ არაფერი არ ესმოდა იმის გარდა რომ ახლა ეს ქალი მის გვერდით ზის და თავის სახლში მიყავს, კაცმა არ იცის რამდენი ხნით. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და ხელით უბიძგა გადადიო. თავიდან ყოყმანობა ნატა, მაგრამ მერე მის მზერას რომ გადააწყდა სწრაფად გადახტა მანქანიდან და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა. გავაშელს რეაქცია არ ქონია. ქალს ხელი ჩაავლო და სახლისკენ წავიყვანა. დივანზე ჩამოჯდა და შემოსასვლელში გახევებულ ქალს გახედა. ნატა ერთიანად ცახცახებდა და შეშინებული თვალებით იყურებოდა. თვალები რომ მიელულა და მისმა მუხლებმა მოკეცვა დაიწყო, გიჟივით წამოფრინდა გავაშელი ფეხზე და ქალს მიეჭერა. ცოტაც და ალბათ თავი რომ არ შეემაგრებინა იატაკზე გაადენდა ზღართანს. «ეფექტური გამოჩენა იყო!» შეაქო თავისი თავი და ფერწასული ქალი დივნამდე მიიყვანა. ნელა წამოიაწვინა და ლოყაზე ხელი ოდნავ მიარტყა. ბოლომდე გათიშული არ იყო, მაგრამ აღარაფერი აკლდა. სამზარეულოდან სველი ტილო გამოიტანა და ოფლით დაცვარულ ყელზე რამოდენიმეჯერ დაადო. მერე ლოყები დაუზილა სველი ტილოთი და მოსულიერებულს თვალებში ჩააშტერდა. -როგორ ხარ?_ კითხა დაბოხებული ხმით და ტილო მაგიდაზე დააგდო. -გა-მიშვი-ი._ ჩაილაპარაკა ლუღლუღით და მავედრებელი თვალებით შეხედა. -იმ კაცს ჩემთან ყოფნის დროსაც ხვდებოდი არა!?_ ჩაილაპარაკა ზიზღით და სავარძელში ჩაჯდა. -ეგ შენ არ გეხება უტა და გამიშვი. _ ჩაილაპარაკა და შეეცადა ფეხზე წამომდგარიყო. -კიდევ ბევჯერ გაგიმეორო კითხვა თუ გამცემ პასუხს? _ ოდნავ მკაცრად ჩაილაპარაკა და დადუმებულ ქალს მიაშტერდა. _ ჩემთან ყოფნის დროსაც დადიოდი მეთქი?_ დაიღრიალა ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოხტა. მოულოდნელობისაგან შეხტა ნატა და დამფრთხალი მიაჩერდა მამაკაცს. -გიჟი ხარ! _ ჩაილაპარაკა ხმაგაპარულმა და ფეხზე წამოდგა. _ გიჟი! _ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ. იმ წამსვე წამოეწია უტა და შემოსასვლელ კარებზე მიახეთქა. -გიჟი ვარ არა?!_ იკითხა ირონიით და ქალის ყურს ოდნავ შეეხო ტუჩებით. _ მერე შენ არ იცი გიჟებს პასუხი რომ არ მოეთხოვებათ. _ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ცხვირით ქალის თმებში თამაში განაგრძო. რამდენი ხანია მისი სუნი, მისი კანი და მისი სხეული არ შეუგვრძნია. და როგორ მონატრებია თურმე მასთან გატარებული ღამეები. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს რომ ეს ქალი ეჯავრება, ღამე სულ სხვა რამეს გრძნობს. ვერცერთი ქალი აღვიძებს ასეთ ემოციებს როგორც ეს ავაზაკი. ნელა მოხვია ხელი წელზე და უფრო ახლოს მიიკრა სხეულზე შიშისგან დამფრთხალი და მოცახცახე სხეული. მისი კანკალი უფრო ახელებდა და უფრო ანდომებდა მის თავს... მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჯერ გეგმებს უნდა მიყვეს და ესეც იქნება! განა ამისთვი არ მოიყვანა თავისთან. ერთადერთი კადრი რაც თვალებიდან არ ამოსდის მოცინარი ნატა, უცხო კაცთან. უტასთან ყოფნის დროს არასდროს არ ყოფილა ასეთი ლაღი და ხალისიანი და ზუსტას ეს აგიჟებს. ვერ აიტანს მისი ქალი ვინმე კაცს რომ უღიმოდეს. -არ მომეკარო!_ დაიკნავლა და გაშლილი ხელისგულები გულ-მკერდზე მიაბჯინა მოსაშორებლად. მისი შიშებით წახალსებული გადგა განზე და ცალი ხელით კარებს მიეყრდნო. -აბა რას იზამ, დაფრქვავ ყველაფერს თუ სხვა ხერხებს მივმართო?_ მკაცრ ტონს არ თმობდა გავაშელი. -როგორც არ უნდა მეჯავრებოდე, ჩემს თავს არ ვაკადრებ და ტყუილს არ ვიტყვი. ის კაცი დღეს გავიცანი! დაკმაყოფილდი, ახლა გამიშვი. _ ჩაილაპარაკა მოღონიერებულმა და საკეტს დაეჯაჯგურა. -ერთი დღის გაცნობილი «ნაცნობის» კვალობაზე რაღაც ძალიან მოშინაურებულები ხართ. _ არ ეშვებოდა უტა. -ეგ უკვე შენ აღარ გეხება! მე შენთან ურთიერთობა არ მსურს და ეს საკმარისია! _ მკლავზე ორივე ხელით ჩააფრინდა და ცადა კარები გაენთავისუფლებინა. მამაკაცმა სიცილით მოხვია ცალი ხელი წელზე, ცალი კი გაავებულმა ჩაავლო თმებში, ისე რომ არ ტკენოდა. -დაიმახსოვრე, ძლიერ ქალებისკენ უფრო მივილტვი და მეჯავრებიან!_ თვალი ჩაუკრა და გასაღების აუფრიალა. გახევებული იდგა კარებთან და დივანზე არხენად მონავარდე მამაკაცს მიშტერებოდა. ნელი ნაბიჯებით წავიდა სავარძლისაკენ და უღონოდ ჩაეშვა. -არ გშია?_ იკითხა და ფეხზე წამოდგა. ნატას ხმა არ ამოუღია, არც უტა ჩააცივდა და სამზარეულოსკენ წავიდა. თუ პირის ამოკერვა გადაწყვიტა ძალიან შემცდარა. არავითარ შემთხვევაში მისცემს გავაშელი უფლებას, მისი კითხვები უპასუხოდ დატოვოს. ეგღა აკლია ამ გაიძვერა ქალმა ცხვირი აუბზუოს. ჩვეულებრივი ქუჩაში მოხეტიალე ქალია, რომელის კაცების გამოჭერაზეა. ასეთი წარმოდგენა აქვს ნატაზე, გავაშელს! ახლა ორმაგად განიცდის ყველაფერს. თავის თავზე იმდენად არა, როგორც ბავშვზე. ეშინია რომ ეს ველური რამეს დაუშავებს და ამით პატარას ავნებს. ხმასაც ვერ იღებს რომ ბავშვის შესახებ რამე თქვას, იქნება ამან ცოტა მოალბოს და გააუშვას სახლში... მაგრამ არამგონია დაიჯეროს, ისეთი თვალებით უყურებდა თითქოს ქუჩის ქალი იყოს. ამ არამზადამ კიდევ სხვასთან ღალატი რომ დააბრალოს ამას ვერ გადაიტანს. რაც არ უნდა იყოს ვერ აიტანს მამაკაცისგან უპატივცემლობას. მისი შეხება რომ ახსენდება ერთიანად იპყრობს, შიში. ატანა არ აქვს ამ კაცის! როგორ უნდა ახლა თვალები გაახილოს და სიზმარში აღმოჩნდეს. სიზმარში რომელიც აუცილებლად დასრულდება. თუ მაინც ამ კაცთან უნდა დაბრუნებულოყო, რა აზრი ქონდა გამოქცევას. უარეს შარში გაყო თავი და უარესად დაიმძიმა გული. ალექსანდრესთანაც როგორ შეარცხვინა, ჯერ ისედაც გაურკვევლობაში იყო ის კაცი და ახლა ამ ველურის გამოჩენის შემდეგ კაცმა არ იცის ნატაზე რას ფიქრობს. ალექსანდრეს ვინ ჩივის, მთავარია ცოცხალმა გააღწიოს აქედან. სამზარეულოსკენ თვალი გააპარა და ტელეფონზე მოსაუბრე მამაკაცს მიაჩერდა. მანძილის გამო ძლივს არჩევდა მის მიმიკებს, მაგრამ ძნელი ამოსაცნობი არ არის რომ ვიღაცამ ძალიან გააღიზიანა. ხელები მაგრად მოიხვია მუცელზე და ოდნავ მოიკუნტა. რა დიდი სიამოვნებით დაწვებოდა ახლა და დაისვენებდა, მაგრამ აქ რა დააწვენს. ღმერთმა უწყის რა გადაუტრიალდება იმ ბედოვლათს და როგორ დაასრულებს ნატას წამოწოლას. უტა ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა მისაღებისკენ და ნატას პირდაპირ შედგა. -მე ცოტახნით გავდივარ და მალე დავბრუნდები!_ ჩაილაპარა საოცრად დაბოხებული და არადამიანური ხმით. პასუხს არც დალოდებია ისე წავიდა გასასვლელისკენ. _ გასაღები მიმაქვს, ფანჯრიდან გადახტომას თუ დააპირებ, გაითვალისწინე დაბლა ფილები აგია! ჩაიცინა ცინიკურად და კარები გააღო. გაიგონა როგორ დაატრიალა გარედან გასაღები რამოდენიმეჯერ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. ახლა რომ მოკლა აქედან ფეხის გამდგმელი არ არის. ჯერ ისედაც როგორი გადაკიდებული ყავს და კიდევ ეს უნდა? დაჯდება და დაელოდება, ბოლოს და ბოლოს მასაც მობეზრდება ეს ბავშვური ახირება და სახლში გაუშვებს. ან იქნებ ცდის და აინტერესებს გაიპარება თუ არა, ხოდა თუ ეგრეა სახლში დარჩება და ცოტას წაუძინებს. სავარძელზე ფეხები მოხერხებულად აიკეცა და კომფორტულდ მოკალათდა. ურჩევნია ასეთ ვიწრო სივრცეში იძინოს ვიდრე იმ დივანზე და უტას მოსვლის შემთხვევაში შიში ჭამოს. «შენ არ ინერვიულო დე, შენი დედიკო აქ არის და დაგიცავს.» თბილი ხმით ჩასჩურჩულა შვილს და ხელის გული ნაზად გადაისვა მუცელზე. თვალები როგორც კი დახუჭა იმ წამსვე ჩაეძინა. როგორ დაღლილა თურმე დღევანდელი დღით. ჯერ სამსახური, მერე ალექსანდრესთან ერთად ასე თუ ისე დაძაბული საუბარი, და ბოლოს ცივსისხლიანი დემონი. სიზმარი ნახა, მეტად სერიოზული. ალექსანდრე და უტა ესიზმრა ერთად. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და საუბრობდნენ. უტას სიზმარშიც კი ემჩნეოდა ცივი და არაფრისმთქმელი თვალები. ალექსანდრესკენ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა ცადა, მაგრამ ვერ გადადგა. მოულოდნელად ხელის შეხება იგრძნო და დაფეთებულმა გაახილა თვალები. თავზე წამომდგარ უტას ახედა და ფეხები სწრაფად ჩამოწია სავარძლიდან. -მაღლა ადი და პირველივე ოთახში შედი._ ჩაილაპარაკა უემოციოდ კაცმა და კიბეებისკენ მიუთითა. -შენ რა მართლა აქ აპირე ჩემს გამოკეტვას?_ ხმაჩამწყდარმა ჩაიჩურჩულა და მუდარით მიაჩერდა. -ერთსა და იმავეს ორჯერ არ ვიმეორებ, მითუმეტეს თუ სურვილი არ მაქვს. ადი და მეც მალე ამოვალ!_ დაისისინა კაცმა და თვალები დაუბრიალა. ფეხების კანკალით წამოდგა და კიბეებისკენ წავიდა. ოღონდ ახლა ამ კაცის სახეს არ უყუროს და ოთახში კი არა სარდაფში დაიძინებს. ნელი ნაბიჯებით აირა კიბეები და განიერ დერეფანს დააკვირდა. პირველივე ოთახის კარები შეაღო და ოთახში შევიდა. მამაკაცის ნივთების დანახვისას სხეული მოეყინა. ცივად გაუშვა სახელურს ხელი და დაბლა ჩამოყარა. «ოღონდ ის არ იყოს რასაც მე ვფიქრობ! ოღონდ ერთად არა!» ლუღლუღებდა ცრემლების პირას მისული და ოთახს უაზროდ ათვალიერებდა. ბარბაცით მიუახლოვდა დიდ საწოლს და გადასაფარებელს დააკვირდა, ცდილობდა ამოეცნო მართლა უტას ოთახში იყო თუ არა. ნელა გადაწია გადასაფარებელი და თეთრებულს დააკვირდა. იმ წამსვე იგრძნო ნაცნობი და ყველაზე საზიზღარი სურნელი და პირზე ხელი აიფარა. სირბილით გაიქვა კარებისკენ და გაოგნებული გაჩერდა დერეფანში. შეეცადა ამ ოთხ კარს შორის სააბაზანოს კარები ამოეცნო. პირველივე კარებს მივარდა, მაგრამ იქაც საძინებელი აღმოჩნდა. დერეფნის ბოლოს განსხვავებული ფერის კარებს რომ მოკრა თვალები თავქუდმოგლეჯილი გაიქცა იქითკენ და დაფეთებული შევარდა სააბაზანოში. ცივი წყალი რამოდენიმეჯერ შეისხა სახეში და წელში გასწორდა. ნიკაპზე ჩამოკონწიალებულ წყლის წვეთს დააკვირდა, რომელიც უმალვე გაქრა თვალთახედვიდან. -ნატა ხომ კარგად ხარ?_ მოესმა დამცინავი ხმა. პასუხი არ გაუცია ისე შეიმშრალა სახე და კარები გამოაღო. გაფითრებული ქალის დანახვისას აშკარად შეწუხდა გავაშელი. ინტერესით დააკვირდა ქალს. -რა ფერი გადევს, ხომ კარგად ხარ?_ გაუმეორა კითხვა. -გადასარევად. უკეთეს მდგომარეობას ვერც ვინატრებდი. ამოისისინა ქალმა და ოთახისკენ წავიდა. შეღებულ კარებში გაღიზიანებული შევიდა და პირდაპირ საწოლისკენ წავიდა. თეთრეული ერთი ხელის მოსმით გადააძრო და იატაკზე მიმოფანტა. კარებში ხელებგადაჯვარედინებულ უტას ალმაცერად გახედა და მხრების სიგანეზე გაშალა. -რას იზამ, მომცემ ახლა თეთრეულს?_ იკითხა აგდებით და ძველებს ზიზღით დახედა. -თეთრეულის გადაგდებით ღამით ჩემს სურნელს ვერ მოიცილებ. მე აქ არ ვარ! ჩაიცინა კაცმა და სადღაც გაუჩინარდა. უკან კი თეთრეულით დარუნდა და ხელებგამოწვდილ ნატას მიაწოდა. გამწარებულმა გამოსტაცა არხეინად მომღიმარ კაცს და საწოლზე დაყარა. -ძალიან ცდები თუ გგონია რომ მე და შენ ერთად დავიძინებთ. _ თან ლაპარაკობდა თან ბალიშებს პირებს აკრავდა. -მემგონი ეს შენთვის ახალი ხილი არ უნდა იყოს. _ ირონიულად ჩაილაპარაკა უტამ და გარდერობთან მდგარ სავარძელში მოკალათდა. _ მითუმეტეს ჩემს გვერდით!_ აგრძელებდა უმოწყალოდ სისინს და ქალს უარესად უხეთქავდა გულს. -ადრე რა იყო არ მაინტერესებს, მე მინდა რომ სხვაგან დაწვე. _ ბოლოს ხმის ტემბრი დაარბილა და ბალიში საწოლზე ისროლა. -შენ რა გინდა, როცა გკითხავ მაშინ მიპასუხე! დროზე გადააკარი და დავწვეთ!_ წამოიძახა და ოთახიდან გავიდა. მუჭში მოქცეულ გადასაფარებელს გამეტებით უჭრდა ხელს და ცდილობდა ცრემლი არ გადმოვარდნოდა. აცახცახებულ ტუჩებთან ხელის ზურგი მიიტანა და უხმოდ ამოიტირა. ფეხზე გაიხადა და ტანსაცმლიანად შეწვა საწოლში. ცოტა ხანში კარები გაიღო და წელს ზევით, ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა. ნაცნობი, სხეულის დანახვისას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და საბანს უფრო მაგრად ჩააფრინდა. უტამ ცალ ხელში მოქცეული პიჟამოები აუფრიალა და ხელით ანიშნა გამოიცვალეო. -ჩემს დას დარჩა ადრე და შეგიძლია ჩაიცვა. ჩაილაპარა და პიჟამოები სავარძელზე გადაკიდა. საწოლს მეორე მხრიდან შემოუარა და საბანი გადაწია. ცივმა ჰაერმა ერთიანად დაუარა და გააჟრიალა. სწრაფად წამოხტა ფეხზე, პიჟამოებს ხელი დასტაცა და სააბაზანოსკენ წავიდა. ^^^ -უტა, რას იზამ მოხვალ თუ წავიდეს?_ ინტერესით იკითხა გიგიშამ. გავაშელმა მისაღებში მჯდომ ნატას გახედა და ოდნავ ჩაახველა. -არა სად უნდა წავიდეს, გამოვდივარ! ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და გასასვლელისკენ წავიდა. რამოდენიმე სიტყვით დაუბარა თავისი დღის განრიგი ქალს და კარებისკენ წავიდა. გასვლისას სახლს ახედა და მეორე სართულის სიმაღლე შეამოწმა. პირველი სართულიდან გამორიცხულია გადახტეს. სპეციალური რკინებით არის ჩაკეტილი ფანჯრები. ცუდ დროს იპოვა, ეს ქალი დაეყენებინა მეორე სართულზეც და მერე აცუნდრუკებულიყო. ლუდის ბარში ისხდნენ გიგიშა და მისთვის არასასიამოვნო პიროვნება. მისვლისთანავე ანიშნა გოგორელიანს დაგვტოვეო და ალექსანდრეს პირდაპირ მოთავსდა. -სად არის ნატა?_ ამ კითხვას ელოდა, მაგრამ არა ასეთი ფორმით. -სად არის ნატა, ეგ შენ აღარ გეხება! _ წარბაწეულმა გასცა პასუხი და მიმტანს ხელით შეკვეთა მისცა. _ შენ რაც გეხება იმაზე ვისაუბროთ. _ გამოჯავრებით ჩაუკრა თვალი და ხელები მაგიდაზე აათამაშა. _ რა ურთიერთობა გაქვს ნატასთან?_ იკითხა მშვიდი ტონით და კაცს მიაჩერდა. -მეეჭვება ეგ შენ გეხებოდეს. მე და ნატას რა ურთიერთობა გვაქვს მაგას თავად ჩვენ ორნი გავარკვევთ როგორმე. _ არც ალექსანდრე ჩამორჩა სიმშვიდით. -ხომ ხვდები რომ აქ საჩხუბრად და მუშტების უაზროდ საქნევად არ მოვსულვარ. ნორმალური პასუხი გამეცი და დავამთავროთ!_ბარიტონი გაიმკაცრა გავაშელმა. -მეც დაგისვი კითხვა, რაზეც პასუხი არ მიმიღია. სად არის ნატა?_ თავისას აგრძელებდა ალექსანდრე. -ვახ!_ ჩაილაპარაკა სიცილით და მარჯვენა ხელი თმებზე გადაიტარა. _ ნატა ჩემთან იყო, ჩემთან არის და ჩემთან იქნება, მანამ სამან ამას საჭიროდ ჩავთვლით! ახლა შენ გამეცი პასუხი რა საერთო გაქვს ნატასთან?_ იკითხა მობეზრებულმა. -ანუ შენ ხარ ის?_ ირონიულად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და დამცინავი სახით მიაჩერდა უტას. -ის ვინ?_ არანაკლებ ირონიულად გასცა პასუხ-კითხვა. -ვინ და ნატას... _ სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა ისე აზუზუნდა ალექსანდრეს ტელეფონი. მამაკაცმა წითელ ღილაკს თითი დააჭირა და უტას გადახედა. -მე ვინ ვარ, მაგას როგორმე მე თვითონ გავარკვევ. შენ გისმენ! -დღეს ვცდილობდით ურთიერთობის წამოწყებას, მაგრამ სამწუხაროდ არ დაგვცალდა. _ გაღიზიანებულმა ამოსთქვა. -დღეს... ძალიან კარგი! მიხარია რომ ხელის შეშლა მოვახერხე. წარმატებები და დაიმახსოვრე, არცერთს გვაწყობს აყალ მაყალი. ხოდა მოდი სხვის ქალებს ნუ გადავეკიდებით! _ თვალი ირონიულად ჩაუკრა და მაგიდაზე გაშლილი კუპიურა დადო. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, შუბლი აღელვებულმა მოისრისა და ალექსანდრეს სიტყვების გადახარშვა დაიწყო. «გამოდის რომ ამ კაცის გამო არ წამოსულა.» ჩაილაპარაკა საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა და მანქანა დაქოქა. სახლში მისულს სავარძელში საცოდავად მოკეცილი ქალი რომ დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა. რატომღაც მოუნდა ხელში აეყვანა და მისთვის კომფორტულ ადგილზე გადაეწვინა. ასეც მოიქცეოდა ქალს მის შეხებისას შეშინებულს რომ არ გაეხილა თვალები. სწრაფად წამოდგა ფეხზე და საძინებელში ასვლისკენ მოუწოდა. ამ ქალის სიჯიუტეს და უაზრო სიტყვების, რახა-რუხს იმ დონემდე მიყავს ცოტახანში გემრიელად მოსცხებს. როგორც კი მაღლა ასული დაიგულა სავარძელში ჩაჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. თვალებდახუჭული ცოტაც და ძილბურანში გადაეშვებოდა მაღლიდან ფართხაბურთხის ხმა რომ მოესმა. თვალები სწრაფად გაახილა და კიბეებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ერთი კიბის გამოტოვებით აიარა ყველა საფეხური და სააბაზანოში შევარდნილ ქალს გახედა. შეღებილ კარებში თავისი ოთახი მოათვალიერა, საეჭვო რომ ვერაფერი ნახა სააბაზანოსკენ წავიდა და კედელს მიეყრდნო. -ნატა ხომ კარგად ხარ? იკითხა ინტერესით და კარეზე ოდნავ მიადო ყური. ქალი საეჭვოდ ჩუმად არის, რაიმე სისულელე არ გააკეთოს და თავში სახლელი არ გაუხადოს ამ კაცს საქმე. ფიქრის დასრულებაც ვერ მოასწრო ბოლომდე, კარები ფერწასულმა და სულ სხვა ნატამ რომ გააღო. რამოდენიმე წუთის წინ, მდგარი ქალისგან თითქოს არაფერი აღარ დარჩენიყო. ავადმყოფის ფერი ედო სახეზე, თვალებიც შესამჩნევად ჩაუშავდა. კითხვა ისევ გაუმეორა და ქალისგან ზედმეტად სასრველი პასუხიც მოისმინა. ღიმილით გააყოლა მიმავალს თვალი და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ოთახში შესულს თეთრეული იატაკზე მიმოფანტული დახვდა. როგორც ჩანს უკვე დაიწყო ქალმა, საკუთარი ზეგავლენის მოხდენა სახლზე. ნერვიც კი არ შეტოკებია. უყურებდა ხელებ გაშლილს და იღიმოდა. თეთრეულის მოსატანად, სააბაზანოსთვის და ოთახებისთვის საჭირო ნივთების, ოთახში შევიდა და კედელში ჩაშენებული თაროდან თეთრეული გადმოიღო. ოთახში ფეხაკრებით შემოვიდა ნატა და პიჟამოებში გამოწყობილი მიუწვა გვერდით. ცდილობდა მანძილი შესამჩნევად დაეცილებინა. კუთხეში მიწოლილი მთელი ღამე კრუსუნებდა და იტანჯებოდა. უტას არცერთი წამით მოუხუჭია თვალი, დამპლურად იღიმოდა და არხეინად გაშლილიყო მთლიან საწოლზე. ბოლოს როცა ლამის მართლა გადავარდა ნატა, ნელა შეუცურა ხელი და თავისკენ მიაჩოჩა. ლოყები სიცხისგან სულ აწითლებული ქონდა ქალს. ცხვირზე ჩამოვარდნილი თმის ღერი ნეკა თითით გადაუწია და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. მძინარე ნატას რომ უყურებს ძველი დრო ახსენდება. მაშინც ასე ირთობდა თავს და ქალის ძილს უაზროდ დარაჯობდა. ^^^ დილით თვალები რომ გაახილა და უტას ასდგილი ცარიელი დაინახა სიხარულისგან ლამის იკივლა. მერე გაახსენდა რომ თვითონ ამხელა საწოლი არ აქვს და რეალობას დაუბრუნდა. ნელა წამოწია თავი და ოთახი მოათვალიერა. ოთახის მეორე მხარეს, კედელივით იყო მინის კარები მთლიანად ჩასმული, ზემოდან კი უალამაზესი ბნელი შინდისფერი ფარდები ჩამოეშვათ. ნელა წამოდგა ფეხზე და ფანჯარამდე მანძილი ფეხის წვერებით გაიაირა. ფარდები რომ გადაწია საოცარი სილამაზის მომსწრე გახდა. ულამაზესი ვერანდა სადაც მრგვალი დივანი იდო, წინ კი მართკუთხედი ფორმის შუშის მაგიდა. ნელა გამოაღო კარები და ვერანდაზე გადაიხედა. ეზოს ბოლოში, ალბათ სეზონის გამო, ცარიელ აუზს მოკრა თვალი. დანარჩენი ვერაფერი ვერ დაინახა, ვერანდის სიდიდის გამო. ფრთხილად შეტრიალდა სახლში და კარებში დაყუდებული უტას დანახვისას შეშინებულმა შეკივლა. -რამდენჯერაც დამინახავს ასე უნდა დაისტერიკდე?_ იკითხა გაღიზიანებულმა და გარდერობთან მივიდა. შავი მოკლემკლავებიანი მაისური გამოიღო და სწრაფად გადაიცვა._ დღეს გაგიყვან სახლში, შენი ნივთების წამოსაღებად._ ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. საწოლთან აკანკალებული მივიდა და ისევ შეწვა. მუხლები ნელა მიიტანა მუცელთან და ხელები შემოხვია. როგორ უნდა ახლა ბოლო ხმაზე იბღავლოს და ყველაფერი ერთიანად ამოუშვას, მაგრამ ვერ ზლუქუნებს. სად აქვს მაგის თავი, ისეთი შეიშინებული და დაცარიელებულია, ცრემლსაც ვეღარ აგდებს. საბანი ნელა აწია და მუცელს ღიმილით დააჩერდა. «დილამშვიდობისა დე» ჩაილაპარაკა ჩურჩულით და თითები გადაუსვა. «რომ იცოდე როგორ აძლიერებ შენს დედიკოს.»ღიმილით დაიჩურჩულა და საბანი ცხვირამდე აიტანა. -რას შვები არ მოდიხარ?_ თავი შემოყო ოთახში უტამ და ინტერესით იკითხა. -ახლავე?_ თავი წამოწია ნატამ და საბნიდან გამოძვრა. -რაც მალე მით უკეეთესი, მერე საქმეები მაქვს. მიდი გაემზადე!_ დასძინა მკაცრად და კარები გაიჯახუნა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და სავარძლის საზურგეზე გადაკიდებულ ტანსაცმელს დაწვდა. პიჟამოები ლამაზად დაკეცა და ბალიშის ქვეშ დადო. საწოლი სწრაფად გადაასწორა და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა გარეთ. რა კარგია ლილის ნახავს და ცოტა გულს გადააყოლებს. იქნებ ქალმა დახმარების ხელიც კი გამოუწოდოს და ამ მანიაკისგან იხსნას, თორემ დიდხანს ვერ გაძლებს და ნერვიულობით დაავადდება. კარებთან დაყუდებულ მამაკაცს მიუახლოდა და მისგან მოშორებით დადგა. უტამ თავი გაღიზიანებულმა გადააქნია და გარეთ გავიდა. ნატაც დასჯილი ბავშვივით აედევნა უკან. მამაკაცმა სახლის კარები ჩაკეტა და ეზოში დაყენებული მანქანისკენ წავიდა. -იმ ქალს ეტყვი რომ ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად, ზედმეტი ახსხნა განმარტებების გარეშე!_ გააფრთხილა კატეგორიულად და მანქანა დაქოქა. -ლილი დეიდამ იცის რომ დასანახად ვერ გიტან და არ დაიჯერებს. _დაიგესლა ნატა. -შენ არ გაგიგია სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო?! შენც ეტყვი რომ ჩემი დანახვისას უხილავმა ემოციებმა დაგიარეს და ეგ არის. მოხუცები მალე იჯერებენ ზღაპრებს!_ ღიმილით ჩაუკრა თვალი და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა. -სასაცილოდ გვაქვს საქმე. _გამოაჯავრა მამაკაცი და მინას თავი მიადო. _რა უხილავმა ემოციამ უნდა დამიაროს შენზე რომ მსგავსი რამ ვთქვა! გამორიცხულია! -ახლა იმდეს ილაპარაკებ, უტანსაცმლოდ დარჩები!_ დაუღრინა და თვალები დაუქაჩა. -არ გეშინია რომ გიჩივლებ?_ იკითხა და მის ცხვირს მიაჩერდა. -შენში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ჩემს პიროვნებას ყველა ძალიან კარგად იცნობს და მეეჭვება, ბარიდან გამოქცეულ გოგოს რამე დაუჯერონ. შენ რას იტყვი?_ გაღიზიანებულმა გადახედა კიდევ ერთხელ და მანქანა ნაცნობ კორპუსთან გააჩერა. _ ახლა მე და შენ გადავალთ და ყველაფერ ცუდს ამ მანქანის სალონში დავტოვებთ. ჩვენ ვცადოთ, ცდას ხომ არაფერი უდგას წინ არა?! ჩაილაპარაკა ირონიულად და მანქანის კარები გამოაღო. სანამ ნატამ კარების გაღება მოასწრო, უტა მასთან გაჩნდა და ჯელტმენურად გადმოაცილა მანქანიდან. მამაკაცს ჩაჭიდებული ხელი დაღრენილმა გამოგლიჯა და ზედაზე რამოდენიმეჯერ გაუსვ-გამოუსვა. გავაშელმა მის ბავშვურ საქციელს ღიმილით უპასუხა და სადარბაზოს კარები ცალი ხელით გაუღო. ჩანთიდან სახლის გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო. კარები გაღებული არ ქონდა ფერწასული ლილი რომ ეცა და სამჯერ დაატრიალა, მერე კი მაგრად ჩაიკრა გულში. ნატას უკან აყუდებულ სილუეტს რომ მოკრა თვალი ქალი განზე გაწია და მამაკაცს დაჟიმებით მიაჩერდა. -გამარჯობა._ ღიმილით ჩაილაპარაკა უტამ და გაუღიმა. -შენ გყავდა ხომ ჩემი გოგო, შე ურჯულო შენ!_ დაიქოქოლა ქალმა და დოინჯი შემოიდო. -ნატა... _ ქალს გახედა მამაკაცმა და «მიშველეს» მზერა მიაპყრო. ახლა რომ ამ ქალს რაიმე უთხრას, არ ივარგებს. თანაც მოხუცია და უტასთვის მიუღებელია მასზე ხმის აწევა. -ლილი დეიდა, მე კარგად ვარ. _ მხარზე ხელი მოკიდა ნატამ და თავისკენ მიატრიალა გაბრაზებული მოხუცი. -დავურეკო მილიციას თუ თვითონ წავა?_ ისევ აგრძელებდა თავისას. -არა-ა, არ არის საჭირო. ჩვენ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ და მე უტასთან გადავდივარ. _ გაპარული ხმით ამოილაპარაკა ნატამ და ცინიკურად მომღიმარ კაცს გახედა. არხეინად რომ მიყრდნობოდა კარებს. -ამან დაგარიგა ეგრე უთხარიო ხომ?_ დოინჯშემოყრილმა გახედა კაცს. -ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და ჩვენ წავალთ. მე მართლა კარგად ვარ და არაფერი მიჭირს. _ თბილი ხმით დაილაპარაკა იმნაძემ და მოხუცს ცალი ხელით მოეხვია. ქალმა ხელები დაბლა ჩამოყარა და მოწყენილმა გადახედა ჯერ ნატას მერე მის მუცელს. მხრებჩამოყრილი გავიდა მისაღებში და დივანზე დაჯდა. ნატამ ცრემლიანი თვალებით გადახედა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -მეც გამოგყვები! სწრაფად მიაყარა უტამ და ნატას აედევნა, თან გზაში თვალებრიალა ლილის უყურებდა. თავისი ოთახის დანახვისას ძალიან მოუნდა ამ ფიცარივით და მაინც რბილ საწოლში დაძინება. გარდერობის კარები ნელა გამოაღო, თითქოს დროს წელავსო. თან ცალი თვალით ოთახის შუაგულში მდგარ უტას უყურებდა და აკვირდებოდა. -რა იყო ოთახი გეთაკილა?_დამცინავად ჩაილაპარაკა და თავისი პატარა ჩანთა გადმოიღო. -გულმა გიგრძნო ეგ თუ საიდან მოიტანე?_ იკითხა ღრენით გავაშელმა. -რავიცი. _ მხრები აიჩეჩა და ნივთების ჩანთაში ჩაწყობა დაიწყო. ბევრი არც არაფერი აქვს, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი რაც ბარში ყოფნის დროს შეიძინა. -სოფელში თითქმის ასეთი ოთახი აქვს მამაჩემს. _ მოულოდნელად დაილაპარაკა უტამ და საწოლზე ჩამოჯდა. -ასეთი?!_ გაიკვირვა და ოთახს თვალი მოავლო. -განსხვავება ის არის რომ, ის საკუთარი სახლია... -გავაშელებს სოფელში ასეთი სახლი, შენს თავს დაცინი თუ მე?_ გაუცინა და სკამზე გადაკიდებული სვიტერი დაკეცა. -რა ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე ძვირფასო._ მუხლებზე ხელის გულები დაიტყაპუნა და თვალებში ჩააჩერდა. -რომ იცოდე რა დიდი სიამოვნებით დაგთხრიდი მაგ ბოროტულად მოციმციმე თვალებს. _ დაიგესლა ქალი და ფეხზე წამოდგა. -თუ დამჯერი ქალი იქნები, შეიძლება ერთი თვალით დაგასაჩუქრო კიდევაც._ მის უადგილო რეპლიკებს ხუმრობით პასუხობდა უტა. გასასვლელთან ხელი წელზე მაგრად მოუჭირა და ტუჩები განზე გაწია, ნატას მომაკვდინებელი მზერა რომ დაიჭირა. _ ლილისთან უხერხულია. _ ყურთან ახლოს დაიჩურჩულა და ლოყაზე ოდნავ მიადო ტუჩები. ჩანთა სწრაფად გამოსტაცა და მარცხენა ხელში დაიკავა. მისაღებში შესულმა სანამ ქალი თან დაიგულა, ხელის გული მაგრად ჩამოისვლა ნაკოცნ ადგილას და მამაკაცს ბგერებით დაუღრინა. -ლილი დეიდა. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქალისკენ წავიდა. _ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თქვენ ჩემი მხსენი ხართ! _ გადაულაპარაკა ქალს და მაგრად მოეხვია. -როგორ მომენატრები ჩემო გოგოვ. _ ტირილით ამოსთქვა ქალმა და თმებზე მოეფერა. -გესტუმრებათ ხოლმე, ლილი დეიდა. _ მამაკაცის თბილი და მეგობრული ხმა პირვლად მოისმინა იმნაძემ და გაუცებულმა წამოყო თავი ლილის მხარიდან. -შენი ხმა ნუ მესმის!_ თითი დაუქნია ქალმა და წამებში მოაკეტინა. ნატამ ჩუმად ჩაიფხუკუნა და ქალს გამოეცალა. _ მოდი ხოლმე და მალინის ჩაი დავლიოთ, როგორც ადრე. _ კარებთან მისულს სიტყვა დააწია და მუდარით გადახედა. ნატამ იმ წამსვე უტას დაასო მზერა, მამაკაცმა თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა, რაც იმას ნიშნავდა რომ უტა წეღანდელ დანაპირებს აუცილებლად აასრულებს. ნატას ჩემოდანი საბარგულში ჩადო და ლილისთან მოსაუბრეს ალმაცერად გახედა. ქალი არაფრის დიდებით არ უშვებდა იდგა და, ერთსა და იმავეს უმეორებდა. დროდადრო მანქანაზე მიყუდებულ უტასაც გამოხედავდა ხოლმე და თითს უქნევდა. მამაკაცი მოხუცის დაცვის ინსტიქტზე ძალიან ხალისობს და ამავდროულად ძალიან სიამოვნებს, ამ ასაკშიც რომ არ კარგავს სიკეთის ფასს. ნატა მაგრად მოეხვია ლილის და მანქანისკენ წამოვიდა. სანამ მანქანასთან მოვიდა, უცებ დაფაცურდა უტა და მანქანის კარები გამოუღო, თან კოპებს კრავდა. ღრენით ჩაჯდა მანქანაში იმნაძე და ღვედი შეიკრა. -მე ვმუშაობ. _ როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -მუშაობდი!_ დაუკონკრეტა და მანქანა დაქოქა. -არ გაქვს უფლება ასე მართო ჩემი ცხოვრება. _ წამოიწია ნატა. -სად მუშაობდი?_ მის გამოსვლას გვერდი აუარა. -საკანცელარიო მაღაზიაში. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. -არაუშავს, შენ უფროს ვნახავთ და ვეტყვით რომ ოჯახის შექმნის მიზნით, ვეღარ იმუშავებ. დროებით მაინც. _ დაარიგა წეღანდელივით და თვალი ჩაუკრა. -უტა, მე მართლა მჭირდება სამსახური. _ მავედრებელი ხმით დაიჩურჩულა და მუცელზე ხელი შეუმჩნევლად მიიდო. -იმუშავებ, ოღონდ საკანცელარიოში არა. -მე სხვა განათლება არ მაქვს. _ შეახსენა თავისი წარმომავლობა და წყენით შეკრა შუბლი. -არაუშავს, დროთა განმავლობაში ცოდნას დააგროვებ... _ დაამშვიდასავით და გადახედა. -ოთახში ჯდომით ხო?!_ აგდებით იკითხა და ჩაიცინა. -თუ კიდევ ბევრს ილაპარაკებ, საწოლზე წოლით!_ თვალები დაუბრიალა და საჭეს თითები უფრო მოუჭირა. მართალია ქალს არ უყურებდა, მაგრამ მისი მიმიკის და სახის ფერის ცვლა არ გამოპარვია. როგორ რეაგირებს საწოლზე, თურმე. ეს ძალიან კარგია, ამის მერე ეცოდინება როგორ გააჩუმოს. ცინიკური ღიმილით გადახედა გადაფითრებულ ქალს. -კარგი დამშვიდდი, ამჯერად ვიხუმრე. ჩემთან კომპანიაში დაგაწყებინებ მუშაობას. ჩემი მდივნის თანამდებობაზე. -არ მინდა!_ მთელი გული ამოაყოლა ნათქვამს. -შენ როცა გკითხავ მერე გამეცი პასუხიმეთქი!_ დაიგრგვინა ხმამ. სახლამდე ხმა აღარცერთს არ ამოუღია. დროდადრო უტა ნასიამოვნები ღიმილით გადახედავდა მინაზე აკრულ ქალს და გულში ხარობდა, მისი მორჯულების გაკვეთილები რომ დაიწყო. მანქანა ეზოში შეიყვანა და საბარგულიდან ქალის ბარგი გადმოიღო. მამაკაცს არ დალოდებია ისე დაუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და წინა ეზოს ათვალიერებდა. უტამ კარები გააღო და ბარგი შესასვლელშივე დადო. -ახლა მე უნდა გავიდე და გვიან მოვალ. საჭმელი მაცივარშა და იმედია შიმშილობას არ გამოაცხადებ, თუმცა არც ეგ არის ჩემთვის პრობლემა. ვერანდაზე გასვლა და ფიქრი თუ მოგინდება, რაც შენს მდგომარეობაში აცულებელიც კია შეგიძლია გახვიდე. _ დაცინვით არიგებდა უტა და ქალის დაბერილ ძარღვებზე ძალიან ხალისობდა. ნატას კიდევ რამოდენიმე საჭირო რჩევა მისცა თავისი ჭკუით და სამსახურში წავიდა. კაბინეტში დახვდნენ გიგიშა და ლადო, ორი დღის ამბები ისე გამოკითხეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. ესეც იჯდა და ცდილობდა ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე, მოკლედ მოეყოლა დღევანდელი ყოფა. თავიდან ძალიან აღშფოთდნენ ქალთან ეგეთი მოპყრობა როგორ შეიძლებაო, მაგრამ მერე ძმაკაცის დაბერილი ძარღვები რომ დაინახეს გაჩუმდნენ და საქმის კეთება განაგრძეს. სპეციალურად აგვიანებდა დღეს სახლში წასვლას. საქმეებიც არაფერი ქონდა და უაზროდ იჯდა, გიგიშა მთელი დღე აშაყირებდა, ისე ხტუნაობ მაგ სკამზე შენს ამბებს კარგი დღე არ უწერიაო. ამ ბიჭის მონაბოდს არასდროს არ აქცევს ყურადღებას და რაღა დღეს გადაირეოდა. საკიდზე ჩამოკიდებულ მანტოს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ ხელის აწევით წავიდა. ლადომ გზად მიაყარა ხვალ ადრე მოდი, ბევრი საქმე გვაქვსო და ტელეფონში თამაში განაგრძო. სახლში უცნაური სიმშვიდე სუფევდა. ნივთებით ადგილზეა და არც დანით მიყენებული ჭრილობების კვალია იატაჯზე დატოვებული. კიბეებს ალმაცერად ახედა და თავისი ოთახის კარებს დაასო მზერა. ოდნავ შეღებული იყო, შიგნით კი სიმშვიდე. როგორც ყოველთვის რამოდენიმე კიბის გამოტოვებით აირბინა საფეხურები და ოთახის კარები ფართოდ გააღო. ოდნავ გადაწეული ფარდის იქით, დივანზე ფეხებმოკეცილი ქალი დალანდა და უნებურად გაეღიმა. კარგი შეგრნება უვნებელი ტყვე რომ გხვდება სახლში, ესაა და ეს. ჩუმი ნაბიჯებით წავიდა და ეზოს მოთვალიერეს უკნიან მიეპარა. მამაკაცის მოულონდელობით, გამოწვეული კივილი, ვერაფრით დააკვა ქალმა და მთელ ღმაზე იწივლა. მისი კივილის დროს საშინლად დაუგუბდა ყურები გავაშელს და ორივე ხელი მაგრად მიირტყა ყურებზე. უტა რომ დაინახა ცოტა დამშვიდდა და გულზე ხელი ნელა მიიდო. -რაობა გაქვს?_ იკითხა ინტერესით და მინის მაგიდაზე განთავსებულ სალათას და ნატურალურ წვენს დაწვდა. -არაფერი, უბრალოდ კარგი ამინდია და გარეთ სადილობა ვარჩიე. _ მხრები აიჩეჩა და დივანზე დაჯდა. -კინო გიყვარს?_ ჩაეკითხა მოულოდნელად. -ახლა არ მითხრა კინოშიც დავდივარო. _ დაცივნით ამოილაპარაკა იმნაძემ და თვალები დააწვრილა. -იშვიათად, მაგრამ დავდივარ. შენ გიყვარს კინო?_ გაუმეორა კითხვა. -ფილმები მიყვარს, მაგრამ კინოში არ ვარ ნამყოფი. _ კონკრეტულად განუმარტა და მოწყენილმა გადახედა ეზოს. -ამ დღეებში შეიძლება ჩემი და წავიდეს და გაყევი. _ შესთავაზა და წვენი მოსვა. -დამცინი არა? გულამოვარდნილმა იკითხა და ლამის ფსლუკუნი დაიწყო. ცოტა არ იყოს ქალის ემოციური მდგომარეობა აშინებს და აბნევს. ძალიან განიცდის ყველაფერს და სულ ტირის, ეს სულაც არ აწყობს გავაშელს. მის მიმართ არსებული უარყოფითი ემოციბის, მიუხედავად არანაირად სურს ქალს ფსიქიკა დაუზიანოს, ამიტომაც იქცევა ამ ბოლო დროს რბილად. -არა, რატომ?! მე მართლა გეუბნები, თუ სურვილი გაქვს შეიგიძლია წახვიდე. _ მშვიდად გასცა პასუხი და მის მოშიშვნებულ კოჭებს დახედა. მისი მზერა როგორც კი დაიჭირა პლედი უფრო დაბლა ჩაქაჩა და ფეხები სულ დაიფარა. მის გულუბრყვილო და ბავშვურ ქცევას ღიმილით უპასუხა უტამ და ოთახში შეტრიალდა. ^^^ ფარდის ჭრილიდან ძალიან კარგად ხედავდა საცვლების ამარა მდგარ მამაკაცს რომელიც სპორტულად იმოსებოდა და თან გამუდმებით თმებს იწვალებდა. უტამ მისკენ მოტრიალება რომ დააპირა თავი გვერდით გაატრიალა და სივრცეს გახედა. ვერანდაზე ნაცრისფერ სპორტულებში გამოწყობილი გავაშელი დაბრუნდა. მისი სტილი ცოტა არ იყოს, ნატასთვის უცხოა და ძალიან მოეწონა თავისუფალ ფორმაში მყოფი მამაკაცი. ზედმეტი პიჯაზების და პერანგების გარეშე. უტამ შარვალი მუხლებზე აიქაჩა და დივანზე ჩამოჯდა. -ხვალ ჩემი მეგობრის სანახავად მინდა გასვლა. _ დაიწყო შეპარვით. ხვალ ექიმთან კონსულტაცია აქვს და რომ არ მივედეს არაფრით არ იქნება. ჯერ ისედაც ძლივს ჩასვა დღის განრიგში, თანაც გასინჯვა უწევს, იქნებ ბავშვს რამე პრობლემა აქვს. ვიტამინებიც გაუთავდა და ხომ უნდა გაიგოს ღირს თუ არა მათი გაგრძელება. უტამ ეჭვის თვალით გადმოხედა და კოპები მრისხანედ შეკრა. კითხვა რომ გაუბედა, როგორი სხვანაირი იყო გავაშელი. მშვიდი და თითქოს გაწონასწორებული. ახლა, კითხა თუ არა ძველი ცივი მანიაკი დაბრუნა, თავისი საფირმო გამომეტყველებით. -ჩემთან ერთად მოინახულებ. _ დასძინა მან. -ექიმთან უნდა გავყვე._ მოიფიქრა წამებში ტყუილი. რა მართლები არიან, როცა იძახიან რომ დედა შვილის გამო ყველაფერს გააკეთებს. რა კარგია ელენეც ორსულად რომ არის, მივლენ და ვითომ ელენე უნდა გაესინჯოს. ძალიან არ მიხვდეს ახლა უტა, კაბინეტში რა მოხდება. -ერთად წავიყვანოთ, თან შენს მეგობარსაც გავიცნობ. _ არ ნებდებოდა გავაშელი. -კარგი როგორც გინდა, მაშინ ტელეფონზე მაინც დამარეკინე რომ სიტუაცია ავუხსნა და ხვალ არ დავაფეთო. მუდარიდ გადახედა. მამაკაცმა უსიტყვოდ ამოიღო ჯიბიდან მობილური და ქალს გაუწოდა. პლედშემოუხვეული წამოხტა ფეხზე და ოთახში შევარდა. კარები მიკეტა და უტას, დაბრიალებულ თვალებს სიმწრის ღიმილით უპასუხა. -გისმენთ. _ გაისმა ელენეს წკრიალა ხმა. -ელე, ნატა ვარ. _ ჩაილაპარაკა მეგობრის ხმის გაგონებით გახარებულმა. -ვაიმე ნატა, სად ხარ აქამდე? მოვკვდი ნერვიულობით. ხომ კარგად ხართ შენ და ბავშვი?_ იკითხა აღელვებულმა. -კი კარგად ვართ. რომ იცოდე რა შარში ვარ ელენ. _ ჩაიცინა ისტერიულად და საწოლზე ჩამოჯდა. _ უტასთან ვარ. -რაა?_ იკივლა დაქალმა. -ხო, ოღონდ ძალიან გთხოვ არ ინერვიულო, ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად არის. -შენ ხომ არ გადარეულხარ, რას ნიშნავს ჯერ-ჯერობით?_ აწიოკდა იქიდან. -ცუდად მართლა არ მექცევა. დღეს ლილისთან ვიყავით და ტანსაცმელი წამოვიღეთ. _ ცდილობდა მეგობრისთვის მომხდარი ძალიან მარტივად და მშვიდად აეხსნა. ნატას მშვიდი ხმის მოსმენისას, ელენეც დამშვიდდ და ყველაფერი გამოკითხა. _ ხვალ ექიმთან ესეც მოდის, მარტო არ მიშვებს და ვითომ შენ მიდიხარ კონსულტაციაზე კარგი?_ შეევედრა და მოაჯირზე გადაკიდებულ მამაკაცს გადახედა. -ოხ ნატა ნატა... კარგი იყოს ეგრე. _ ჩაილაპარაკა სევდიანმა. -ძალიან მიყვარხარ!_ თბილი ხმით დასძინა იმნაძემ. როგორც კი საუბარი დაასრულა კარებისკენ წავიდა და მისკენ მოტრიალებულ უტას ტელეფონი გაუწოდა. _ ხვალ ორ საათზე უნდა ვიყოთ, ვაჟაზე. _ ხვალინდელი დღის განრიგი მოახსენა და ოთახში შებრუნდა. პლედი ლამაზად დაკეცა და სავარძელზე გადაფინა, თვითონ კი გადაშლილ საწოლში შეწვა და საბანში გაეხვია. იგრძნო როგორ შემოწვა ცოტახანში, მეორე მხარეს უტა და უსიამოვნოდ გააჟრიალა. კიდევ უფრო მიწია სხეული საწოლის კიდისკენ და თვალი მაგრად დახუჭა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, სულ ეოგნა რომ ახლა შეეხება უტა და შინაგანად მაინც ღელავდა. მაგრამ მამაკაცი არცერთხელ არ განძრეულა და მშვიდად ეძინა. გამთენისას ცას დილის სხივი რომ მოეკიდა თვალები მინაბა და გაითიშა. ხმაურმა და ფართხა ფურთხმა გამოაღვიძა, ცალი თვალი გაახილა და გარდერობთან ჩაფიქრებულ უტას გახედა. მამაკაცი შავ მაისურსა და შინდისფერ მაისურს შორის აკეთებდა არჩევანს. სიცილი ძლივს შეიკავა ქალივით მოწუწუნე უტას რომ წააწყდა. თურმე როგორ დიდ ყურადღებას ანიჭნებს ჩაცმას და თავის მოვლას. თუმცა ეს სულაც არ არის ცუდი, უყვარს როდესაც მამაკაცებიც უვლიან თავს და ჰაერზე არ იმოსებიან. ვერ იტანს აჯაჯულ და მოუწესრიგებელ კაცებს. მუქი შინდისფერი მაისური გადაიცვა და ბოლოები შეისწორა, მერე კი ნატასკენ შემოტრიალდა. ირონიული ღიმილით შეეგება ქალის მზერას და სპეციალურ საკიდზე გადაკიდებული პიჯაკი მოიცვა. -ორი საათისთვის მზად იყავი, გამოგივლი და წავიდეთ!_გასვლისას დაიბარა და ოთახის კარები გაიკეტა. ~~~~~~~~~ წლების წინ ამ ისტორიას რომ ვწერდი მართლა ვერ ვიფიქრებდი დღეს ვინმეს მისი წაკითხვა ასე თუ ესიამოვნებოდა... იმ პერიოდში საერთოდ არ მიფიქრია ამ ისტორიის მომავალზე, მაგრამ სასწაულია როცა მკითხველის უმრავლესობას მე♥ ამ ისტორიით ახსოვს და ამ ისტორიით იცნობს. მართლა ძალიან მიხარია თქვენი თითოეული სიტყვა და ემოცია, უსაზღვროდ მაბედნიერებს კიდევ დადებითის და თბილი სიტყვების მოსმენა/წაკითხვა. უტა ჩემთვის ძალიან უარყოფითი პერსონაჟია, ძალიან ბევრი ავნო ნატას და ნატას ადგილას რომ ვყოფილიყავი არცერთი წამით გავჩერდებოდი მასთან, მაგრამ მოხდა ასე... ნატას არ უყვარს იდიალური ადამიანები და ამის ნათელი მაგალითი ყველანაირად თუ არა ნაწილობრივ უარყოფითი უტაა, რომელიც ჩემთვის მაინც რაღაცნაირად კარგთან და ფავორიტ პერსონაჟთან ასოცირდება. ახლოს რომ მყავდეს ძალიან მაგრად შემოვულაწუნებდი ნატას თითოეული ცრემლისთვის, მაგრამ არ მყავს ახლოს... :/ პ.ს თვალებს ძლივს ვახელ და გაპარული შეცდომებისთვის ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით... ამ თავს ცალი თვალით ვამოწმებდი და რეალურად მე მგონი არც არაფერი გამისწორებია. ბოდიში. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.