შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი თვრამეტი)


4-10-2017, 01:42
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 375

ღამე წყლის წყურვილმა გამოაღვიძა. საწოლის გვერდით, ტუმბოზე მდგარი ღამის სანათი აანთო. ხალათი მოიცვა და თვალების ფშვნეტით ქვემოთ ჩავიდა.
სამზარეულოში შუქები აანთო. მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოიღო და ჭიქაში ჩამოისხა.
ფაჩუნის და ბუტბუტის ხმები შემოესმა. დანამდვილებით იცოდა რომ ყველას ეძინა, თან როდესაც ჩამოვიდა არავინ შეუმჩნევია. არც კარების გაღების და დაკეტვის ხმა გაუგია.
გაიყუსა, ჭიქა იქვე ჩამოდგა და ტაფა უხმაუროდ ჩამოიღო თაროდან. ჩუმად მივიდა კედელთან და ზედ აეკრო. საკუთარი გულის ცემა ჩაესმოდა ყურებში.
ნაბიჯების ხმით მიხვდა რომ სამზარეულოსკენ მოდიოდნენ. ჩრდილიც დაეცა იატაკზე.
მთელი ძალით ნუ რაც გაჩხიკულ თანანოს ჰქონდა, შემოიქნია და მამაკაცს გულ მკერდში მოარტყა. სახეში ჰქონდა გამიზნული, მაგრამ იმდენამდ მაღალი იყო ვერ მოახერხა.
- ვინ ხართ ?! - ნინძასავით გადახტა წინ. ერთ ადგილს მიეყინა როდესაც ჯერ გაოგნებული ალექსანდრეს სახის მიმიკას გადააწყდა, შემდეგ მის გვერდით მდგარ სახეზე აწითლებულ ნერსესკენ გააპარა მზერა.
- რა ჯანდაბას აკეთებ ?! - ტკივილისგან შეღონებულმა მამაკაცმა ძლივს ამოიბლუყუნა.
- ვაიმე, ღმერთო ეს რა საშინელი სიზმარია, კოშმარს უფრო გავს. აქაც რომ არ მასვენებს, რა დავაშავე ასეთი. ეს რეალური არ არის, მე ჩემი ორაგუნტაგი უფროსისთვის არ ჩამიხუტებია საბრალო ტაფა. ალბათ როგორ ეტკინებოდა როდესაც მის კედელივით გულ-მკერდს შეასკდებოდა. არა, ნამდვილად არ მიყურებს ჩემი უფროსი დამწყვდეული, გაბრაზებული ლომის გამომეტყველებით.
- არა, თანანო დამერწმუნე სიზმარში არ ხარ. - გოგონას სახეზე, ალექსანდრემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- ახლა მოვკვდები, იცით.. მეე.. მე.. მძარცველები მეგონეთ და შემეშინდა. - პატარა ბავშვივით ატიტინდა.
- და მერე გადაწყვიტე, ალქაჯი ნინძა ყოფილიყავი ?! - კბილებში გამოსცრა.
- არა, უბრალოდ მართლა შემეშინდა. - თვალები მლაშე სითხით აევსო. - ნამდვილად არ მეგონა თქვენ თუ იქნებოდით ამ დროს, შემთხვევით მომივიდა. როდესაც ჩამოვედი არავინ იყო ქვემოთ სართულში. - როგორ უნოდა დიდი მეტეორი დასცემოდა თავზე.
- შენ ძალით არაფერს აკეთებ ! ჩამოყალიბებული ერთ უჯრედიანი ამება ხარ!
- ბოდიში .. - ღაწვებზე ჩამოგორებული, მოღალატე ცრემლები უცბად მოიშორა.
- გაქრი აქედან ! - ხელით ანიშნა გასასვლელისკენ.
- თანო არ ინერვიულო კარგი ?! ეს ხომ იცი გორილაა და ვერც იგრძნობდა დარტყმას. - თბილად გაუღიმა.
- ღამე მშვიდობისა. - ამოიჩურჩულა და კიბეები აირბინა.
გული ყელში ებჯინებოდა. თავს დამცირებულად და შეურაცყოფილად გრძნობდა. არადა რა მისი ბრალი იყო, რას ჩურჩულებდნენ ჭორიკანა დედაბრებივით. ძლივს დამშვიდდა და ჩაეძინა.
****
- რატომ ექცევი ასე ცუდათ ?! - მეგობარს შეუტია.
- აბა, მადლობა გადამეხადა, გულ-მკერდის ჩანგრევისთვის ?! - სახე მოღრეცილმა შეხედა.
- ნუ აზვიადებ, რა ძალა აქვს მაგ ციცქნა გოგოს რომ შენთვის გულ-მკერდი ჩაენგრია. ვერ ხედავ ცოტაღა აკლდა და ატირდებოდა.
- მაგაზეც მე ვიდარდო ?!
- ბავშვივით იქცევი, ამხელა მუტრუკი კაცი, ტოო.. გიყვარს და ცდილობ საწინააღმდეგო დაამტკიცო.
- ნუ ატრაკებ რა.. - ხელი აუქნა და გასასვლელისკენ წავიდა.
- გაები ჩიტოო, გაებიი .. - სიცილით მიაძახა.
- იდი, ნა, მორე .. - გამოსძახა და კიბეები აირბინა.
ტანსაცმელი გაიძრო და ლოგინზე დაეხეთქა.
ქორწილშია, მეჯვარის პოზიცია უკავია სიძის გვერდით. სიძე მისი ბავშვობის ძმაკაცია ლაშა. ყველანი პატარძლის მოლოდინში არიან.
აი, ისიც გამოჩნდა მაგრამ ფატა აქვს სახეზე ჩამოფარებული და ვერ ხედავს, არადა ძალიან აინტერესებს. უკვირს რატომ არ გააცნო აქამდე სარძლო.
- თანახმა ხართ ცოლად გაჰყვეთ ლაშა ამირეჯიბს? - თავი ესპანურ სერიალში ჰგონია.
- დიახ,თანახმა ვარ. - ნაცნობი ხმა მისწვდა მის ყურთა სმენას.
- თქვენ თანახმა ხართ მოიყვანოთ ცოლად თანანო ბექაური ?
- დიახ, თანახმა ვარ.
- შეგიძლიათ აკოცოთ ერთურთს.
ჰგონია უბრალოდ ცუდი დამთხვევაა. ფეხები ეკეცება ნერვიულობისგან. ერთი სული აქვს როდის იხილავს პატარძლის სახეს.
ლაშა, ნელი მოძრაობით სწევს ზევით ფატას.
გარკვევით ხედავს გოგონას ჟოლოსფერ ტუჩებს, რომლიც ასე გაგიჟებით უყვარს. მის პატარა ცხვირს, გაბრაზების დროს რომ ეჭმუხნება. სახეზე პატარა წერტილებად ჭორფლებს, რომელთაც ასე ძალიან ახდენს. ფოსოს რომელიც ღიმილის დროს უჩდება ლოყაზე. სული ეხუთება როდესაც მის გაბრწყინებილ თაფლისფერ თვალებს აწყდება, რომლების სხვას შესცქერიან აღტაცებით. შეყვარებული წყვილის სახეები ერთმანეთს უახლოვდება, ხალხი ბედნიერი შეძახილებით ამხნევებს მათ.
- არააააააააა.. - ნანახისგან შოკირებული, სწრაფად ჯდება საწოლზე. აქეთ-იქით იყურება, გულ-მკერდი აუდ-ჩაუდის. ღმად სუნთქავს. რეალობაში დაბრუნებულს დაჭიმული სხეული ნელ-ნელა უდუნდება. - ეს მხოლოდ სიზმარია. - თითებს თავზე ისვამს.
ტუმბოსკენ იხრება და საათს აკვირდება, რომელიც დილის რვა საათს უჩვენებს. ძილის შებრუნებას ვეღარ მოახერხებს. სპორტულებს იცვამს, ყურსასმენებს და აიპოდს იღებს. ჩუმი მოძრაობით ტოვებს სახლს.
****
მთელი ღამე თითქმის არ ეძინა, სულ მამაკაცის განრისხებული სახე ედგა თვალწინ. სულ არ უნდოდა ქვემოთ ჩასვლა და მასთან შეხვედრა. მაგრამ იცოდა სხვა ზგა არ ჰქონდა, პატარა ბავშვივით სახლში ვერ დაიმალებოდა.
მოწესრიგდა და სასადილო ოთახში ჩავიდა. ყველანი იქ დაუხვდნენ. უჩუმრად დაიკავა საკუთარი ადგილი.
საუზმის შემდეგ ბატონმა ნერსემ უბრძანა კაბინეტში შესულიყო. დავალება მისცა და იქიდან გაუჩინარდა.
- დესპოტი, ნემსიყლაპია კაცი ! ამას როდის მოვრჩები. - ამოიხვვნეშა. - თვითონ კი მოუსვლელში წავიდა. - ჩაიბუზღუნა.
შუადღემდე საუბრობდა ტელეფონზე და სააქმეებს აგვარებდა, ხან კი ფაილებში იქექებოდა. სძულდა თავისი უფროსიც და სამსახურიც.
- ძლიიივს.. - სიხარულისგან შემოჰკრა ტაში. - მოვრჩიი.. მოვრჩიი.. - გახარებულმა დატოვა კაბინეტი.
ქეთის სთხოვა, ბაღში ცხელი შოკოლადი და რაიმე ტკბილი მიეტანა.
სკამზე ჩამოჯდა და ბებოს დაურეკა.
- ბებიკოო, ჩემოო საყვარელო ბებიკო, როგორ ხარ ? - მისი ხმის გაგონებისას ბედნიერმა ჩასძახა.
- კარგად ჩემო გიჟ-ქალავ, შენ როგორ ხარ ? - თბილად მიმართა შვილიშვილს.
- კარგად ვარ მეც ბებო, გვანცა რას შვება ?
- სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებს. სახლის გზა ხომ არ დაგავიწყდა ? - დაუცაცხანა.
- იიმეე, როგორ იცი ხოლმე ბებიკო, რაფერ დავივიწყებდი ჩვენს ბუდეს. - სიცილით ამოილაპარაკა.
- როდის აპირებ ჩამოსვლას?
- როცა უფროსი იტყვის ბეე..
- იმედია ხალხი არ გააგიჟე, შენი ქერქეტული საქციელებით.
- უუფ, უფფ, მომიშალე ნერვები.
- კარგი, წავედი მეზობლები შემოვიდნენ, მერე დამირეკე კიდევ.
- კარგი, გკოცნი და გეხვევი.
- მეც..
ცხელ შკოლადს შეექცეოდა, როდესაც ნაცნობი მამაკაცი დაინახა მისკენ მიმავალი.
- როგორ ხარ თანო ? - მომხიბლელად გაუღიმა.
- ლაშა?! - გაუკვირდა მისი აქ ხილვა. - კარგად, შენ როგორ ხარ?
- მადლობა კარგად, რას შვები აბა ? შენს სანახავად მოვედი.
- რავიცი აბა, საქმე და აუტანელი უფროსი. - სიცილით იძახის. - ყავას ხომ დალევ?
- რათქმაუნდა..
- ქეთ ერთი ფინჯანი ყავა თუ შეიძლება.. - ახლოს მოფუსფუსე ქეთის გასძახა.
- რა მოხდა ? - მამაკაცს შეტყობინება მოუვიდა და უმალ შეეცვალა სახის მიმიკები.
- ისეთი არაფერი.. - გაუღიმა
- მითხარი, გისმენ..
- ბავშვობიდან ერთ აქაურ გოგონაზე ვარ შეყვარებული. აქ ჩემი ბაბუა და ბებია ცხოვრობდნენ, ამიტომ ყოველ ზაფხულს აქ ჩამოვდიოდი დასასვენებლად. ისიც აქ გავიცანი, პირველი დანახვისას ჩამივარდა გულში. შემდეგ გავიდა წლები, მაგრამ სიყვარული არ განელებულა. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია. - გაბრაზებულს კისერზე ძარღვები გამოეკვეთა.
- მას არ უყვარხარ ?
- არა, საქმეც მაგაშია რომ ვუყვარვარ.. მაგრამ მის მშობლებს არ მოსწონს სასიძო. - მწარედ გაეცინა.
- რატომ, უდიპლომო სასიძო ხარ ?! - ეცადა მამაკაცის გამხიარულებას.
- არა, ასე ვთქვათ არ ვარ მისი ფენის წარმომადგენელი.
- ჰმ, ეგ არის მარტო პრობლემა ?! მთავრია გოგოს უყვარდე, დანარჩენი ადვილი მოსაგვარებელია. სად ცხოვრობს?
- აქვე ახლოს..
- რა ჰქვია ? მომეცი აბა ნომერი..
- თამთა.. რათ გინდა ? - გაკვირვებულმა შეხედა.
- მიდი გელოდები.. - ნომერი ჩააწერინა, მანაც ზარი განახორციელა.
- გამარჯობა, მე თანანო ვარ ლაშას მეგობარი. - რამოდენიმე წუთი დუმილი ჩამოვარდა.
- რა ხდება ? როგორ არის ლაშა? - შეშინებულმა დაუსვა კითხვები.
- კარგად არის, შენთან შეხვედრა და საუბარი მინდა თუ შესაძლებელია. - ყოველგვარი შესავალის გარეშე გადავიდა საქმეზე.
- კარგი, ლაშას უთხარი ჩვენს ადგილზე მოგიყვანოს.
- დროებით. - დაემშვიდობა და გაუთიშა. - ჩვენს ადგილას მოგიყვანოსო. - მამაკაცს მიმართა.
- კარგი, წავიდეთ ?
- ბატონ ნერსეს გავაფრთხილებ და წავიდეთ.
აივნისკენ რომ გაეხადა, დაინახავდა განრისხებულ ნერსეს. რომელიც ძლივს იკავებდა თავს რომ მათთან არ მოსულიყო. სახლისკენ მიმავალი თანანო რომ დაინახა ოთახში შევიდა.
კიბეები აირბინა და კარებთან შეჩერდა. დაკაკუნების შემდეგ შიგნით შევიდა.
- რაღაც საქმეზე მივდივარ და მალე დავბრუნდები. - უთხრა და პასუხს არ დაელოდა ისე დატოვა ოთახი.
ქურთუკი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
დათქმულ ადგილზე სწრაფად მივიდნენ. ლაშას სთხოვა მანქანაში დალოდებოდა.
შორიდანვე შეამჩნია სკამზე მჯდომი გოგონა, რომელსაც მოუთმენლობა ეტყობოდა. თანანო როდესაც შეამჩნია ფეხზე წამოდგა. შავი ჯინსის, მაღალ წელიანი შარვალი ეცვა რომელიც მის გამოყვანილ წელს ლამაზად წარმოაჩენდა. ზევიდან კი თეთრი ტოპი მაიკა. თმები კარედ შეეჭრა, მის გრძელ კისერს კარგად გამოჰკვეთდა. ღია ცისფერი თვალები, პატარა ცხვირი და მსუყე, ვარდისეფრი ტუჩები ჰქონდა.
- კიდევ ერთხელ გამარჯობა, მე თანანო ვარ. - ღიმილით გაუწოდა ხელი, მანაც შეგება თლილი თითები.
- მე თამთა..
- ჩამოვჯდეთ. - დაბნეულ გოგოს სკამზე მიუთითა. - რამოდენიმე კითხვა მაქვს თამთა შენთან თუ შეიძლება.- ეშმაკური გამომეტყველებით შეხედა.
- კი, რათქმაუნდა.. - ხალისობდა მის დაბნეულობაზე და სიმორცხვეზე.
- ლევანი, გიყვარს ?
- კი.. - ლოყები წითლად აუღაჟღაჟდა.
- ძალიან კარგი, მზად ხარ წახვიდე მშობლების წინააღმდეგ ? - გამომცდელად შეხედა.
- დიახ.. - თვალები ძირს დახარა.
- ჩაიდენ ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიგიჟეს და გაიპარები საყვარელ მამაკაცთან ერთად ? - გაკვირვებულმა შეხედა თანანოს.
- კი. - რამოდენიმე წუთის შემდეგ უპასუხა.
- ძალიან კარგი.. - ტაში შემოჰკრა და ლაშას ხელი დაუქნია.
- ლაშიკო, ეს გოგონა თანახმაა ჩაიდინოს შენთან ერთად სიგიჟე და გამოგყვეს ცოლად. - ღიმილით უთხრა გაოცებულ მამაკაცს, რომელსაც დიდი სიხარული და სიყვარული აღებეჭდა სახეზე.
- მართლა ? - გაოგნებულმა შეხედა საყვარელ ქალს.
- ხო მართლა.. - გაუღიმა და ჩაიმალა მამაკაცის დიდ მკლავებში.
- მიყვარხარ! - ყურთად ჩასჩურჩულა.
- კარგით თორემ ჩავიფერფლე. - ახლა წახვალთ თბილისში ჩემს მეგობრებთან, ისინი დაგხვდებიან და მათი მანქანით წახვალთ ყვარელში. რადგან შენი მანქანით შესაძლებელია მოგაგნონ. ტელეფონებს მე მომცემთ. ახლა დაურეკავ შენს მშობლებს და ეტყვი ვითომ ნელი ბებოსთან ხარ და რაღაცაში ეხმარები და ცოტა დაგაგვიანდება.
- ოჰ, რა კარგად ჩამოარაკრაკე, შენ ხომ არ იცნობ ჩემს სიდედრს და სიმამრს. - თვალები აატრიალა.
- არა, ისინი არ მიცნობენ მე.. - გაიჯგიმა. - ისეთ ადგილას წაგიყვანთ ვერ მოგაგნებენ. ჯვარსაც იქ დაიწერთ. ჩემი მეგობრები დაგიდგებიან მეჯვარეებად, თქვენების წაყვანა საშიში იქნება.
- კარგი, ჩემო კუბიდონო.. - სიცილით იძახის ლაშა.
- მთავარია ყველაფერი კარგად დამთარდეს, მე მხოლოდ ეს მინდა.
ლევანს და სესილის დაურეკა და ყველაფერი მოაგვარა. ყვარლის სახლში წავიდოდნენ ყველანი და იქვე დაიწერდნენ ჯვარს.
თავისი ტელეფონი მისცა რომ დარეკა ხშირად და გაეგო სიტუაცია.
სახლში მიიყვანეს და თვითონ დაადგნენ თბილისის გზას.
*******
ეზოში გაბრაზებული დადიოდა წინ და უკან. ეჭვიანობის შემოტევები სპაზმებივით უვლიდა მთელს სხეულში და ყელში ეჩხირებოდა.
- არა, რაში გაინტერესებს ის გაბღენძილი, გაჩხიკული ქათამი, სად წავა და ვისთან ერთად. - საკუთარ თავს დაუწყო ჩხუბი.
- ჰო, ჰო, სულ არ გაინტერესებს, არადა ეჭვიანობისგან შესაძლებელია გასკდე. - გამოეხმაურა შინაგანი მე.
- მოკეტე.. - მასაც შეუღრინა.
კარებისკენ შეტრიალებულმა დაინახა, მომღიმარი და მოღიღინე თანანო.
- საღამომშვიდობისა უფროსო. - გაუღიმა.
- სად ბრძანდებოდი ? - შეუღრინა.
- კარგ ადგილას.. - ღიმილით უპასუხა.
- აქეთ წამოდი.. - უეცრად ნერსეს ბოროტულმა აზრმა გაუელა.
- რატომ ? - უნდობლად შეხედა.
- არ გაინდა, ნუგზარის ყვავილები გაჩვენო? - ღიმილი აიკრა სახეზე.
- ოო, კი მინდა.
- ხოდა სახლის უკან არის..
გულში ხარხარებდა და საკუთარი იდეით კმაყოფილი წელში გასწორებული მიაბიჯებდა. აუზს გაუსწორდნენ, თანო აუზის მხარეს მიაბიჯებდა.
- აააააა ! ვაიმეე ! - წამოკივლება და თანანოს აუზში აღმოჩენა ერთი იყო. - რას აკეთებთ ?! - ჯერ კიდევ გაოცებულმა ამოილაპარაკა.
- ვაიმე, სულ შემთხვევით მომივიდა, გეფიცები.. - არარსებული ცრემლი მოიწმინდა და თვალი ჩაუკრა.
- ნორმალური ხართ ?! - უკვე წასულ ნერსეს მიაძახა.
სიცემ აიტანა, მთელი სხეული უკანკალებდა. ტუჩები მთლად გაულურჯდა.
- რა მოგივიდა ? - მასთან ალექსანდრემ მიირბინა.
- თქვენმა უგულო, მუტანტმა ძმაკაცმა, გვერდი მკრა და აუზში ავღმოჩნდი. - გაბრაზებულმა და შემცივნებულმა კბილების წაკწაკით ამოილაპარაკა.
- სულ გალურჯებული ხარ..
- აქ რა ხდება ? - შეშფოთებულმა იკითხა ნელიმ, როდესაც დაინახა მამაკაცი ეხმარებოდა ამოსვლაში.
- მეც არ ვიცი..
- თანანო შვილო კარგად ხარ ?
- არ ვიცი.. - ამოიკრუსუნა.
- აიყვანე ალექსანდრე, არამგონია თვითონ შესძლოს სიარული.
ფარატინა სხეული ხელში აიტაცა და სწრაფი მოძრაობით აიყვანა თავის ოთახში. ლოგინზე დასვა და გაუჩინარდა.
სააბაზანოში შევიდა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. სხეული მთლად გაყინული ჰქონდა.
საღამურები ჩაიცვა და ოთახში დაბრუნდა. ლოგინში შეწვა და საბანში გაეხვა. ჯერ კიდევ აკანკალებდა.
თვალები ეხუჭებოდა. კარებზე კაკუნის ხმაზე ძლივს გაახილა თვალები და გასძახა შემოსულიყო.
- როგორ ხარ თანო ? - მასთან ქეთი შევიდა. - ცხელი ჩაი მოგიტანე.
- ახლა არ ვიცი როგორ ვარ, ჯერ კიდევ გაყინული ვარ. მადლობა ქეთი, ვეცდები დავლიო. - ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს რომ გაეღიმა.
- კარგი მე დაგტოვებ და ეცადე დაიძინო.
ვინ აცადა ძილი, ამაშიც რომ არ აქვს ბედი. კვლავ კარებზე კაკუნი.
- მოდით..
- თანო, შენ გკითხულობენ.. - მაშინვე გაჰკრა გონებაში ვინებიც იქნებოდნენ. ხალათი მოიცვა და ქეთის გაჰყვა.
- გამარჯობათ.. - ყველას მიესალმა.
- სად არის ჩემი ქალიშვილი ?! - მკაცრად მიუგო ქალმა. დაკვირვების შემდეგ მიხვდა რომ თამთას დედა იყო.
- უკაცრავად ?! მე საიდან უნდა ვიცოდე, მზერით შეხედა.
- შენთან და იმ არარაობასთან ერთად დაინახეს ჩემი შვილი ბოლოს. - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
- იმ არარაობას სახელი აქვს. - მკაცრად ამოილაპარაკა.
- არ მაინტერესებს, რა ჰქვია ან ვინ არის.
- ამიტომ არ იცით სად არის თქვენი შვილო. ცოტა შვილის სიყვარული და პატივისცემა რომ გამოგეჩინათ გეცოდინებოდათ. მაგრამ არ დაგიმსახურებიათ მისი პატივისცემა. - ღიმილით შესცქეროდა გაბრაზებულ ქალს.
- იცოდეთ გიჩივლებთ..
- უკაცრავად ?! რისთვის მიჩივლებთ ?!
- იმისთვის რომ ჩემი შვილის გატაცებაში შეუწყე ხელი..
- ოჰ, როგორ ძლიერ მეცოდებით. თქვენს სიამაყეს, თქვენი შვილის სიყვარულზე მაღლა რომ აყენებთ. როგორ უსუსურ არსებად წარმოგაჩენთ. ნეტავ ჩემი თვალით უყურებდეთ თქვენს თავს, შეგრცხვებოდათ და აქედან წახვიდოდით.
- ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება ?! - წყობილებიდან გამოსულმა, წამოიყვირა ნერსემ.
- თქვენმა გაუზრდელმა სტუმარმა, ჩემი გოგონას გატაცებაში შეუწყო ხელი შენს ძმაკაცს !
- შეურაწყობას ნუ მაყებეთ ! თუ ჩივილს აპირებთ, მიზეზი კარგად მოიფიქრეთ. ახლა კი დაგტოვებთ თქვენი ნებართვით. - გაუღიმა და წელში გასწორებულმა დატოვა მისაღები.
ოთახში ასულმა ირაკლის დაურეკა. გაიგო რომ ყველაფერი კარგად იყო და კახეთისკენ მიმავალ გზას ადგნენ და დამშვიდებულმა დაიძინა.
დილით გაღვიძებულს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. მთელი სხეული უხურდა, ვერ სუნთქავდა, ყელიც საშინლად სტკიოდა, ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ახერხებდა. წელი ისე სტკიოდა, ემბრიონის ფორმა მიიღო ლოგინში და საბანი მჭიდროდ შემოიკრა ტანზე. დაძახების თავიც არ ჰქონდა დახმარება რომ ეთხოვა ვინმესთვის, მაგრამ რა აზრი ჰქონდა მაინც ვერავის გააგონებდა. ადგომის თავიც არ ჰქონდა, იცოდა ნაბიჯებსაც ვერ გადადგამდა. ერთი საათი იყო გასული რაც ასეთ პოზაში იწვა, შიმშილმაც შეაწუხა უკვე. არც არავინ ჰკითხულობდა, ჯერ მხოლოდ ცხრა საათი იყო. ალბათ მალე მოიკითხავდნენ საუზმის დრო რომ მოვიდოდა და იქ ვერ ჩავიდოდა. კარებზე კაკუნის ხმა მოესმა მაგრამ იმის თავი არ ჰქონდა რომ დაეძახა შემოსულიყო. ყელი გამომშრალი ჰქონდა და ხმაც ჩახლესჩვოდა.
კარები გაიღო და გაბრაზებული ნერსე გამოჩნდა.
- რომ ვაკაკუნებ არ გესმის ? - უხეშად ჰკითხა, მას კი ყურადღება არ მიუქცევია, არ სურდა მისი დანახვაც კი. - დაყრუვდი თუ ენა გადაყლაპე ?
- გადი ჩემი ოხიდან.. - ძლივს ამოიჩურჩულა, თვალების გახელა უჭირდა. სიცხისგან სულ ჩასწითლებოდა.
- რა გჭირს ? ცუდათ ხარ ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა და მასთან გაჩნდა. გაოცებისგან თვალები დააკვესა. - სიცხისგან იწვი.. სულელო გოგო, არ უნდა დაგეძახა ?
- გონება თუ გიჭრით შეამჩევდით ძლივს ვლაპარაკობ, ესეც თქვენი დამსახურებით. ან რაში გაინტერესებთ მე როგორ ვარ ?! - შეუღრინა.
- ძალიან კარგად ასისინებ ენას.. - ტუჩის კუთხე ჩატეხა. - ქეთი.. ქეთი.. - იმხელა ხმაზე დაუძახა. თავი ისეედაც სტკიოდა, ახლა კი თითქოს ჩაქუჩს ურტყავდნენ გამეტებით.
- რა გაყვირებს.. - მობეზრებულად ამოიფრუტუნა.
- მოკეტე ცოტახანი.. - თითები ტუჩებზე მიადო.
- რა ხდება ?
- ახლავე ექიმს დურეკე და უთხარი სწრაფად მოვიდეს. და მერე წყალში ძმარი გაურიე და ტილოც ამომიტანე.
- კარგით ახლავე..
- ნუ წუხდებით, არ არის საჭირო თქვენი გაფუჭებული საქმე გამოასწოროთ ბატონო ნერსე !
- გეყოსთქო.. - გაბრაზებულმა კბილებში გამოსცრა.
აღარ ჰქონდა მასთან ლაპარაკის სურვილი და თვალები დახუჭა. სიცხისგან იწვოდა, შიგნეულობაც კი უხურდა.
- რას აკეთებ ? - გაკვირებულმა გახედა, როდესა ცივი ხელების შეხება იგრძნო ფეხებზე და ჟრუანტელმა დაუარა.
- ძმრიანი ნასკები უნდა ჩაგაცვა, კარგია სიცხისთვის.
- არ მინდა, თავად ვიზავ. - წამოდგომა სცადა, მაგრამ ისევ ლოგინზე დაწვა.
- ჰო არა ?! - ირონიულად გახედა.
ექიმი მალე მივიდა და პაციენტი გასინჯა. რამოდენიმე გაციების და სიცხის წამალი გამოუწერა და წავიდა.
- შენ რატომ არ გადიხარ ?! - გაღიზიანებულმა ჰკითხა.
- იმიტომ რომ მინდა ჩემი ყურებით დატკბე. - თვალი ჩაუკრა და სავარძელში ჩაჯდა.
ფეხი-ფეხზე გადაიდო და ხელები სახელურებზე დააწყო და თითები აათამაა. ღიმილის დროს მთლიანი სახე უღიმოდა.
ვერ გაუგია საკუთარი თავის, თინეიჯერ ასაკში მყოფ ბიჭს დაემსაგვსა. როდესაც ამ ასაკშიც არ ყოფილა ასე აცანცარებული. რომ შესძლებოდა საკუთარ თავს კარგად სცემდა, ასეთი რამის გაკეთების შემდეგ. მისის საყვარელი ქალი ცუდათ იყო. ჰო, არ მოგესმათ საკუთარ თავსაც უტყდებოდა რომ მისთვის თანანო იმაზე მეტს ნიშნავდა ვიდრე წარმოიდგენდა.
თანანო მას აკვირდებოდა მის სახეს და აღნაგობას გონებაში იბეჭდავდა. უცნაური ფერი თვალები აქვს, როდესაც მას უყურებს ხშირად შეიმჩნევა მათში ჩაბუდებული სითბო, მაგრამ უფრო დიდი დოზით ირონია. რას აკეთებს ? რატომ უნდა მისი გარეგნობის შესწავლა და დამახსოვრება თითოეული ნაკვთის. პასუხი ძალიან კარგად იცის მაგრამ გულს სტკენს.
- როგორ ხარ ? - ფიქრებიდან მამაკაცის ხმას გამოჰყავს.
- კარგად მადლობა, შეგიძლია წახვიდე.
- რაზე ფიქრობდი ? - ყურადღებას არ აქცევს გოგონას ნათქვამს.
- არაფერზე.. - ლოყები უმალ უვარდისფრდება.
- როგორ არა, ჩაფიქრებული იყავი თან მე მიყურებდი. - ენის წვერი ტუჩებზე გადაიტარა და გაუღიმა.
- ალბათ უბრალოდ თვალი გამიშტერდა.
- ჰო, ჰო, აბა რა.. - ხალისობდა თანოს დაბნეულობაზე.
კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
- შემოდი.. - ნერსემ გასძახა.
- ბატონო ნერსე, ბატონი ნუგზარი გეძახით.
- კარგი, გადაეცი მალე მოვაო. - გაუღიმა. - წავედი და აბა არ მოიწყინო. ტელევიზორი ჩაგირთო ?! რომელიმე არხზე შეიძლება მაშა და დათვი გადიოდეს. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს მურტფილმი და იქნებ შენც გიყვარდეს. - ირინიული ხმით გაიჟღერა მისმა ნათქვამმა.
გაბრაზებულმა შეხედა მაგრამ არაფერი უთქვამს. მანაც ღიღინით დატოვა ოთახი და ქვემოთ ჩავიდა.
- სად არის ნუგზარი ? - ქალბატონ ნელის ჰკითხა.
- თავის კაბინეტში არის.
- ქეთის უთხარი ყავა შემომიტანოს. - უთხრა და კაბინეტში გაუჩინარდა. - რამ შეგაწუხა მოხუცო ? - ღიმილით ჩამოჯდა დივანზე.
- ოჰ, რა კარგ ხასიათზე ბრძანდება, ბატონი ნერსე ამაღლობელი. - სარკასტულად წარმოსთქვა. - ნეტავ რატომ ?!
- რატომაც არა რომ ?! ცხოვრება ხომ მშვენიერია.. - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
- შეიძლება? - კარები ოდნავ შემოხსნა ქეთიმ.
- მოდი, მოდი.. უჰ რა კარგი სუნი აქვს. - მადლობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ვეღარ გცნობ ამ ბოლო დროს და რა ხდება ნერსე ?!
- ოო, საინტერესოა, იქნებ პირდაპირ მითხრა შესავლების გარეშე. - ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა.
- ძალიან კარგი არ მიყვარს მიკიბ-მოკიბვულად საუბარი. რატო ექცევი შენს ასისტენტს - განსაკუთრებულად გამოჰკვეთა. - ასე შეუფერებელად ?!
- ჰმ, მოგახსენეს ?! რატომ მგონია რომ ეს ჩემი საქმეა !
- მე ასე არ გამიზრდიხარ. გასწავლე რომ ქალებს ნებისმიერ დროს პატივი უნდა ვცეთ.
- გამოუჩნდა დამცველი .- ჩაიფრუტუნა.
- პატარა, შეყვარებული ბავშვივით იქცევი, რომელსაც კამფეტი არც უნდა მაგრამ არც ეთმობა.
- და საიდან დაასკვენი მოხუცო ?! - ოჰ, არ კარგავს ეს ბიჭი თავის ირონიას, მაგრამ მოხუც მგელს რაში აჯობებს.
- როდიდან დასდევ სხვის ქალებს ?! - ჭრილობაზე მარილი მოუყარა.
- არავის დავსდევ ! - კბილებში გამოსცრა.
- ვითომ ?! - ცალი წარბი მაღლა აზიდა.
- დიახ !
- ნერსე, შეიძლება შენი საქციელით ბევრი რამ დაკარგო, უბრალოდ კარგად დაფიქრდი და ყველაფერი ისე გააკეთე. მონეტას ორი მხარე აქვს, როგორც დანახულ სინამდვილეს. - თბილად გაუღიმა შვილიშვილს. მხარზე ხელი დასცხო და მარტო დატოვა.
***
საღამოს კარგად გრძნობდა თავს და ქვემოთ ჩავიდა. ბევრი მტკიცების და წუწუნის შემდეგ ყველა დაამშიდა და დააწყნარა. გაგებინა რომ კარგად გრძნობდა თავს.
ვახშმის შემდეგ გარეთ გავიდა და საქანელაზე ჩამოჯდა. გაჰყურებდა ვარსკვლავებით განათებულ ცას. ბავშობიდან ყოველთვის სჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ვარსკვლავი მისი მამიკო იყო და ზევიდან უყურებდა. ამიტომ უყვარდა ამ დროს ცისთვის ყურება და მასთან საუბარი, ჩუმად, თავისთვის.
- შეგცივდება.. - მამაკაცის ხმამ შეაკრთო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მამაკაცმა მაინც მოახვია შემოსაცმელი.
- არ მცივა ! - უხეშად მიუგო და სცადა მოეშორებინა.
- ცივა ! მე აქ სამუშაოდ წამოგიყვანე და არა საწოლში წოლისთვის. - უკმეხად მიუგო, არადა ვის აინტერესებდა საქმე, ეშინოდა კვლავ არ შეჰბრუნებოდა სიცხე.
- კარგი ! - შეუბღვირა.
- აღარ მინდა ასე ვიყოთ. - მის გვერდით ჩამოჯდა.
- როგორ ასე ?
- არ იცი ? - გაეღიმა მის ჯიუტობაზე.
- არა.
- ნუთუ ? - წარბები ზემოთ აზიდა.
- დიახ.
- კარგი რა გაეწყობა მე გეტყვი. როგორც კატა და თაგვი, მინდა დავზავდეთ.
- კარგი, იყოს მასე.
- ახლა კი მომიყევი რა იმაიმუნეთ შენ და ლაშამ. - სიცილით ჰკითხა.
- არაფერი, უბრალოდ ორ ადამიანს დავეხმარე ერთად ყოფნაში. - ღიმილით ამოილაპარაკა.
- შენ? და როგორ?
- პატარა ბიძგი სჭირდებოდათ.
- ვაა, ყოჩაღ !
- მე წავალ ..
- ძილინებისა.
- ძილინებისა. - ფეხზე წამოდგა და მოხდენილი ტანის რხევით გაუყვა ბილიკს, მამაკაცის სურნელით გაჟღენთილ მოსაცმელთან ერთად. ღიმილით გააყოლა მზერა. ყველაფერს გააკეთებდა რომ მისი ყოფილიყო.
თავის ოთახში ავიდა. პიჟამოები ჩაიცვა და მოსაცმელთან ერთად დაიძინა. საკუთარ თავზე ეცინებოდა, მაგრამ მაინც არ აპირებდა გახდას.
*******
დილით მზის სხივებმა დაუფრთხო ძილი. ფეხზე წამოიზლაზნა და სააბაზანოში შევიდა. დილის პროცედურების შემდეგ მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა.
ყველანი იქ დაუხვდნენ და მას ელოდებოდნენ.
- დილამშვიდობისა. - მიესალმათ და ადგილი დაიკავა.
- როგორ ხარ შვილო ? - თბილად მოიკითხა ნელიმ.
- კარგად მადლობა. - გაუღიმა.
- დღეს მივდივართ ჩვენ და იცოდეთ. - შესავლის გარეშე ბრძანა.
- ცოტახანი კიდევ ყოფილიყავით. - ნაღვლიანად ამოილაპარაკა ნელიმ.
- ბევრი საქმეები მაქვს. - მოკლედ და კონკრეტულად მოუჭრა, საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
საუზმის შემდეგ, ბარგი ჩაალაგა. ოთახში მოსწყინდა ყოფნა, ნერსეს ტელეფონი ეთხოვა და ეზოში გავიდა.
- როგორ ხართ ლაშა ?
- კარგად ჩემო კუბიდონო, შენ როგორ ხარ ? - მხიარულად ჩასძახა.
- მეც კარგად. რას შვებით აბა გვრიტებო ? - უხაროდა ახლად შეძენილი მეგობრის ბედნიერება.
- ძალიან კარგად შენი წყალობით, არ ვიცი შენი ვალიდან როდის ამოვალ.
- უფ, უფ, მოგცლია რა.
- ჰო, მართლა ვიღაც ბეგლარმა დაგირეკა. - ამ სახელის გაგონებაზე მუცელში შიში აუბუყბუყდა.
- რა.. რა თქვა? - შეშინებულმა ჰკითხა.
- არაფერი ისეთი, ვუთხარი რომ დროებით მე მქონდა შენი ტელეფონი.
- გასაგებია. რა ქენით ჯვარი დაიწერეთ? - თემის შეცვლა სცადა.
- არა, დღეს ვაპირებთ და საღამოთი გამოვაცილებ შენს მეგობრებს. შენ გაბრაზებს დესპოტი უფროსი? - გადაიხარხარა.
- არა, დროებით დავზავდით. - მასაც გაეცინა. - კარგი, თამთა და ჩემი გიჟები მომიკითხე. ჰო, ტელეფონი გამოატანე რა.
- აბა რას ვიზავ, თან მაინც არ მჭირდება. ერთი კვირა გავჩერდებით აქ და მერე წამოვალთ.
- იმედია ქორწილს არ გამომაპარებ.
- გეკადრება ?! საჭმელს ჩამოგატარებინებ მაგიდებს შორის. - სიცილით ეუბნება.
- სულ არ მოვალ.. - ჩაიფრუტუნა და მასაც გაეცინა.
- კარგი, გკოცნით და გეხვევით.
გადაწყვიტა, ბატონი ნუგზარის ყვავილების სათბური მოენახულებინა.
კარების შეხსნა და შიგნით შევიდა. უმალ მოელამუნა იასამნის მათრობელა სურნელი ცხვირში. ღრმად შეისუნთქა, უნდოდა მისი სურნელით აევსო ფილტვები. გაოცებული უყურებდა იასამნის ხეებს და უკვირდა ამ დროს მათი არსებობა.
ხელებში მოიქცია იასამანი და სახე შიგნით ჩარგო.
- რა საოცარი სურნელი აქვთ ხომ ?! - მამაკაცის ხმის გაგონებაზე თავი ასწია და მისკენ შეტრიალდა.
- ნამდვილად, ყველასგან განსხვავებულია. - სიყვარულით ამოილაპარაკა.
- გეთანხმები. წამოდი დაგათვალიერებინებ . - თბილად გაუღიმა ნუგზარიმ. - გიყვარს ყვავილები ?
- დიახ, ძალიან მიყვარს მათი მოვლა. ადრე სადაც ვცხოვრობდი ბლომად მქონდა სხვადასხვანაირი ყვავილები. - სევდიანად გაიღიმა.
- ისინი ისეთი სუფთები და წრფელები არიან. მათ ადამიანივით სჭირდებათ მოვლა და სიყვარული. იციან გაბუტვა თუ ყურადღებას არ მიაქცევ.
- ადამიანები კი როგორი ,,ბინძურები’’ ვართ.
- არა, ადამაინიც თავიდან ანგელოზი იბადება, როგორც ყვავილი იფურჩქნება. მაგრამ შემდეგ ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების გზას, ეს ცუდი იქნება თუ კარგი ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
- ზოგჯერ ისეთი რამის გაკეთება გვიწევს, რაც არ გვინდა, არ ჯდება ჩვენში.
- მთავარია გამოსწორება ვცადოთ..
- ხშირად შეუძებელია დროის უკან დაბრუნება.
- არა, შეუძებელი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უკან დაბრუნებაა. მთავარია გულით მოინდომოს ადამიანმა და ყველაფერს მიაღწევს.
- ღირს კი ?! პატიობენ ადამიანები შეცდომებს ?! - სევდისფრად გაიღიმა.
- მთავარია ჩვენს თავთან ვიყოთ შვილო მართლები. - სიყვარულით გაუღიმა და მხარზე ხელი დაადო. - აირჩიე ქოთნის ყვავილებიდან რომელიმე და ჩემგან სამახსოვროდ გექნება.
- არა, რასამბობთ.. - მორიდებულად გაიღიმა.
- ახლა არ მაწყენინო იცოდე !
- ორქიდეა, ვარდისფერი ორქიდეა ყველაზე ლამაზი ყვავილია.
- აი, ვარდისფერი, თეთრი და ყვითელი, სამივე წაიღე და კარგად მოუარე. - აუხსნა წესები მოვლის.
ცოტახანი კიდევ ისაუბრეს ყვავილებზე და ოთახში დაბრუნდა.


სალამიი ჩემო მკითხველნოო:დ
გალოდინეთ მაპატიეთ, მაგრამ ამის შემდეგ მალ-მალე ვეღარ დავდებ ხოლმე. მინდა მოზრდილი თავები დავდო რომ ძალიან არ გამეწელოს.
ჰოო, საკონკურსო ჩანახატი დავდე საიტზე ,,ლულუ'' მაინტერესებს თქვენი აზრი, გამიხარდება თუ წაიკითხავთ და შემიფასებთ.
იმედია მოგეწონებათ, ველი მოუთმენლად თქვენს აზრს.
მიყვარხართ ^_________^



№1 სტუმარი :)))

Dzaan ar daagviano ra ❤

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

:)))
Dzaan ar daagviano ra ❤

ვეცდები kissing_heart

1 ანლაიქი, ამაზე არ ვდარდობ, მაგრამ უკეთესი იქნება მითხრა რა არ მოგეწონა რომ გამოვასწორო laughing kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest თაკო

ვაიმე ძალიან კაი თავი იყო. წავიკითხე კულუ და დაგიკომენტარე კიდეც რო რაც წავიკითხე ყველაზე ძან შენი მომეწონა

 


№4 სტუმარი Gvancx

ცუდათ, მურტფილმი, წყლის წყურვილი, ჩახლესჩვოდა, ნასკები, შეურაწყობა - გამოასწორე ესენი. საშინლად აღიქმება.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს არ მოგწონდა ქალბატონო? ძალიან კარგი თავი იყო.ყოჩაღ თანანოს,არ მოუგვარა უცებ ლაშას საქმე.ოო არ მომეწონა ის აზრი, რომ მალ-მალე ვერ დადებ,მაგრამ რას ვიზამთ.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

Gvancx
ცუდათ, მურტფილმი, წყლის წყურვილი, ჩახლესჩვოდა, ნასკები, შეურაწყობა - გამოასწორე ესენი. საშინლად აღიქმება.

რატომ არ მოვკვდები :დდდდდდ გუშინ ზერელად გადავავლე თვალი დაა გამომრჩენია ;დ გამოვასწორებ kissing_closed_eyes

La-Na
ეს არ მოგწონდა ქალბატონო? ძალიან კარგი თავი იყო.ყოჩაღ თანანოს,არ მოუგვარა უცებ ლაშას საქმე.ოო არ მომეწონა ის აზრი, რომ მალ-მალე ვერ დადებ,მაგრამ რას ვიზამთ.ველი ახალ თავს

მადლობა kissing_heart

 


№7  offline წევრი miyvarxar1992

აუ ნერსეე სადმე რომ მიპოვო არ გინდა? wink wink წარმატებებიიიიიი მთელი გულით

 


№8  offline მოდერი ენემი

პირველი იმით დავიწყებ რომ ვისაც არ მოსწონს შეუძლია არც წაიკითხოს, და მათი ვინც მაინც კითხულბთ თქვენთვის "უაზრო" და "ბანალურ" ისტორიებს არ მესმის, რატო? იმიტო რომ თავიდანვე ეტყობა ისტორიას როგორია და მაინც აგრძელებთ კითხვას. (ყველას არ ეხება, მხოლოდ იმათ ვინც უაზრო კომებს წერთ, იმედი მაქ მიხვდება ის ვინც საჭიროა ;))

ხოლო მეორე, თამ ეს ისტორია ჩემთვის პირადად საოცრებაა, მიხარია ახალი თავის დანახვა, მომწონს თანო და ნერსე, არამარტო ისინი არამედ ყველა პერსონაჟი და ბედნიერი ვარ რომ გიცნობ innocent საორება გოგო ხარ შენ innocent kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი Guest Lika

ძალიან მომწონს

 


№10  offline წევრი მეამბოხე ^^

ენემი
პირველი იმით დავიწყებ რომ ვისაც არ მოსწონს შეუძლია არც წაიკითხოს, და მათი ვინც მაინც კითხულბთ თქვენთვის "უაზრო" და "ბანალურ" ისტორიებს არ მესმის, რატო? იმიტო რომ თავიდანვე ეტყობა ისტორიას როგორია და მაინც აგრძელებთ კითხვას. (ყველას არ ეხება, მხოლოდ იმათ ვინც უაზრო კომებს წერთ, იმედი მაქ მიხვდება ის ვინც საჭიროა ;))

ხოლო მეორე, თამ ეს ისტორია ჩემთვის პირადად საოცრებაა, მიხარია ახალი თავის დანახვა, მომწონს თანო და ნერსე, არამარტო ისინი არამედ ყველა პერსონაჟი და ბედნიერი ვარ რომ გიცნობ innocent საორება გოგო ხარ შენ innocent kissing_heart kissing_heart

ჩემი ლამაზი გოგო მაბედნიერეეებ heart_eyes heart_eyes heart_eyes

Guest Lika
ძალიან მომწონს

მადლობაა

 


№11  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვუაიმეე ჩემი თანოოო ♡♡

 


№12 სტუმარი Guest ლელა

ძალიან მომწონს! კარგია. დაახლოებით რამდენი თავი იქნება?

 


№13  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest ლელა
ძალიან მომწონს! კარგია. დაახლოებით რამდენი თავი იქნება?

არ ვიცი ზუსტად, ასე ვერ ვიტყვი smirk თუ დიდი თავები დავდე ბევრი აღარ იქნება დარჩენილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent