შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 11]


4-10-2017, 03:28
ავტორი მე♥
ნანახია 12 306

მაქსიმეზე მიწებებულმა დროის შეგრძნება სულ დაკარგა. დაავიწყდა ისიც რაც მის გარშემო ხდებოდა, ჩალაგებული ბარგი, საავადმყოფოში დარჩენილი ლილუ, მუცელში გამოკეტილი პატარა და კონტრაქტი რომელიც ამ ურთიერთობის დასაწყისი და დასასრულია. აცრემლებულმა გაახილა თვალები, თითები ნაზად მოკიდა მაქსიმეს სახეს და საკუთარი ინიციატივით მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.

-ვიცი რომ ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე ამ დასასრულისთვის იყო განწირული, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ... ამ სახლიდან ყველაზე ძვირფასი რამ მიმყავს.

ცრემლები მოიწმინდა და თითები მუცელზე დაისვა. მაქსიმემ ლოყაზე გაჩერებული ობოლი ცრემლი ცერა თითით მოწმინდა და ცხვირის წვერზე აკოცა.

-მაინც არ მითხარი რისთვის დაიწყე ეს თამაში. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და კედელს მოშორდა. _მარტო მეგიზე შურისძიება არაფერ შუაშია. თავიდან მეგონა რომ მასზე ამ ხერხით გინდოდა სამაგიეროს გადახდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ შენ მსგასვ რაღაცას აზრადაც არ გაივლებდი. _დაღლილმა ჩაილაპარაკა და მისკენ მიტრიალდა. _უბრალოდ მითხარი რისთვის გააკეთე ეს ყველაფერი. ახლა როცა დასრულდა, იქნებ დამდო პატივი და მითხრა.

-რომ გითხრა იმისთვის რაც ახლა ხდება-თქო დამიჯერებ?_კედელს მიეყუდა და დაჟინებით დააკვირდა გაკვირვებულს.

-და ახლა რა ხდება?! მე მივდივარ._მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა და გასასვლელთან მდგარ დაბალ კომოდზე ჩამოჯდა. _ეგ ხომ ლოგიკური იყო, მე აუცილებლად წავიდოდი.

-წასვლის გარდა არაფერი ხდება ახლა?_ძარღვებდაჭიმულმა იკითხა და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.

-არა. _თავი გააქნია.

-საავადმყოფოში ვაგვიანებთ!

>>>
-კიდევ დიდი ხანი უნდა იჯდე ცხვირჩამოშვებული?_ხმამაღლა ჩაჰყვირა მემემ.

-რა გაღრიალებს ბავშვს სძინავს!_გაბრაზებულმა მისცხო ხელი და საძინებლის კარს გახედა.

-მე მგონი გიჟდები. როგორ შეიძლება იმ კაცზე ასე გადაირიო რომელმაც შენს შესაჩერებლად არაფერი არ გააკეთა და სახლამდეც საკუთარი ფეხით მოგაცილა.

-მემე, ძალიან გთხოვ ახლა არა!_მუდარით ჩაიჩურჩულა და დივანზე დაწვა. _მინდა რომ დავისვენო, ვიფიქრო და სახლით დავტკბე შემეშვი!

-კი ბატონო მე შეგეშვები, მაგრამ მთელი ცხოვრება რომ მაგ კაცის ყურება მოგიწევს მაგ აზრს ჯობია თავიდანვე შეეგუო.
რამდენიმე საათია არ უნახავს და თითქოს რაღაცა ძალიან ძვირფასი დააკლდა, საკუთარ სახლში, სახლში სადაც გაიზარდა და სახლი რომელიც ამ დროის განმავლობაში უსაშველოდ ენატრებოდა თავს არაკომფროტულად გრძნობს. სადაც არ უნდა გაიხედოს ყველგან გერლიანის “აპარტამენტი” ელანდება, თავისი სილამაზით და სისადავით. საძინებელში შესვლსას ჰგონია რომ გარდერობის გამოღებისას მაქსიმეს მასიურები, პიჯაკები და პერანგები დახვდება, მაგრამ იქ მხოლოდ მისი ნივთებია.
თავს აიმედებს რომ ეს ყველაფერი დროებითია, ახლა უბრალოდ ემოციების ქვეშ არის და გამუდმებით ამ საკითხზე ფიქრობს. ცოტა დრო რომ გავა ეს ყველაფერი ასე თუ ისე მიავიწყდება და შეეცდება ყურადღება სხვა რაღაცებზე გადაიტანოს.

დილით კარზე ზარმა გამოაფხიზლა, საწოლიდან ნელა წამოდგა იქვე გადაკიდებული ხალათი მოიცვა და მისაღებში გაფრატუნდა. კართან მისულმა აღმოაჩინა რომ ჩუსტები ეცვა და ხმამაღლა სიწმრის სიცილი აუტყდა.

-მეზიზღები გერლიანი, ვერ გიტან!_აკანაკლებული ხმით ჩამოიძახა და ჩუსტები ფეხების ქნევით აქა-იქ მიყარა. მამაკაცმა მიაჩვია ამ “მავნე” ჩვევას, ახლა კი აცნობიერებს რომ ჩუსტებს ინსტიქტურად იცვამს და ეს ძალიან არ მოეწონა.

-კარის გაღების ახალი რიტუალი გაქვს თუ ჩემდამი სიყვარულს ასე გამოხატავ?_ღია კარში მდგარი მაქსიმეს დანახვისას თვალები გაუდიდა.

-შენ აქ რას აკეთებ?_პირდაღებულმა კითხა და სახლში შესულს თვალი გააყოლა.

-მომენატრე და მოვედი, მოხდა რამე?_შუბლშეკრულმა ჰკითხა და დივანზე ჩამოჯდა.

-არა, არაფერი უბრალოდ არ გელოდები. _მხრები აიჩეჩა, კარი დაკეტა და მისკენ წავიდა.

-ვხუმრობ. _სწრაფად შეცვალა ხმის ტემბრი. _ეს დაგრჩა და სამსახურში წასვლამდე გამოვიარე. _ჯიბიდან ნინიას კულონი ამოიღო და გაუწოდა. იმედგაცრუებულმა ტუჩები მოკუმა და გაუგებარი ბგერები ამოსთქვა.

-კარგია, მადლობა. _თავი დაუქნია, კულონი გამოართვა და სამზარეულოსკენ წავიდა. _ყავას დალევ?

-არა, მეჩქარება. _პირდაპირ გასასვლელი კარისკენ წავიდა. _ლილუ როგორ არის?

-უკეთ, ახლა ძინავს.

-კარგი, თავს მიხედეთ!_თვალი ჩაუკრა და სახლიდან გავიდა.

-”შენ რომ არ მითხრა ისე არ ვიცოდი.”_ღრენით მიაძახა და იქვე მიგდებულ ჩუსტს მიკრა ფეხი. _”რას მიყურებ?”_გაბრაზებულმა ახლა ჩუსტზე იყარა ჯავრი.
>>>
სამსახურის ძებნა უნდა დაიწყოს, ან ძველ უფროს დაურეკოს და უთხრას რომ თანახმაა და სულ არ უნდა მომატებული ხელფასი, არც 3 კვირიანი შვებულება. იმ პირობებზეც თანახმაა რა პირობებითაც მანამდე მუშაობდა, მაგრამ არც იმას გამორიცხავს რომ უკეთეს ადგილზე შეუძლია სამსახურის პოვნა, მაგრამ ახლა ისეთი გაზარმაცებულია სახლიდან გასვლაც კი ესიკვდილება.

-”არა ნინია, უნდა გამოძრავდე, სამსახური აუცილებელია!”_საკუთარ თავს კი ამხნევებს, მაგრამ რად გინდა.

მაქსიმეს ვიზიტმა თითქოს ხასიათი გამოუკეთა, მაგრამ მიზეზი რომ უთხრა ყველაფერი წამებში გაქრა. ამ კაცის აუტანელი ხასიათის ატანა არ აქვს, არასოდეს ნორმალურად ალაპარაკებული არ უნახავს, არც გაღიმებული და რაც მთავარია არც ცხოვრებით კმაყოფილი. ეს ცინიზმი კი სისხლში აქვს და ყოველ სიტყვაზე უსასყიდლოდ ანთხევს.

-დღეს სადმე გავიდეთ.

-გავიდეთ, მაგრამ სად?_ბრინჯის მარცხვლები ქვაბში ჩაყარა და კარებში მდგარ მემეს ახედა.

-არ ვიცი, სადმე გავისეირნოთ. _მხრები აიჩეჩა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. _აი, ზუსტად ის რეკავს ვინც გაგვასეირნებს, ნუ თუ სცალია.

-ლევანია?_ეშმაკური ღიმილით კითხა და წარბები შეათამაშა. მემემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ტელეფონს უპასუხა.

-გისმენ._შეცვლილი ხმის ტემბრით უპასუხა და გაინაბა._არა, სახლში ვარ...აი, ზუსტად ახლა ვსაუბრობდით მაგაზე, ჩვენც სადმე გვინდა გავლა. _ეშმაკურად ჩაუკრა თვალი დეიდაშვილს. _ერთ საათში? კარგი გელოდებით.

გულის სიღრმეში ელოდებოდა რომ ერთ სიტყვას მაქსიმეზეც იტყოდა მემე, მაგრამ ხმა არ ამოუღია. “ერთ საათში ლევანი გამოგვივლის და სადმე გავიდეთო.” წესით გერლიანი ახლა სამსახურში უნდა იყოს. მაქსიმესთან როცა ცხოვრობდა არც მაშინ იცოდა ზუსტად გერლიანის ადგილმდებარეობა, მაგრამ ახლა როცა აანალიზებს რომ სამსახურის შემდეგ სახლში არ მივა გულში უსიამოვნოდ წიწკნის.
თხელი ჯინსის შორტი, შიფონის მაისური და კედები ჩაიცვა. ფანჯრიდან საგულდაგულოდ შეათვალიერა ლევანის მანქანა, მაგრამ ნაცნობი სილუეტი რომ ვერ დაინახა ცხვირჩამოშვებული გავიდა სადარბაზოში.
ლევანი ნინიას დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა, მისთვისაც უცნობია დაშორების და ცალკე ცხოვრების მიზეზი, მითუმეტეს ახლა როცა ყველაფერში ბავშვია გარეული. ღიმილით გადაკოცნა და თბილად მოიკითხა. მაქსიმეზე არაფერი არ უთქვამს, პირდაპირ ადგილზე შეთანხმდენ და მანქანაში ჩასხდნენ. ლილუ დეიდამისთან ერთად თავის ბაღელთან არის წასული სათამაშოთ და ასე თუ ისე ლევანთან შეხვედრისას დისკომფროტს არ განიცდის, არ უნდა ლილუმ მაქსიმეზე კითხვები დასვას, ჯერ ისედაც გაურგებარია ბავშვისთვის რა ხდება მისი დის თავს.

კაფეში წავიდნენ, ცხელა და ცივი ყავით გავიგრილოთ გულიო. ლევანმა შეკვეთა მისცა და მეორე სართულზე თავისუფალ მაგიდასთან მიიყვანა გოგონები, თვითონ ისევ უკან დაბრუნდა შეკვეთის ასაღებად. გერლიანზე არცერთი სიტყვა არ დასცდენია, სულ მომავალზე და ბავშვზე საუბრობდნენ, ისე რომ მამა არცერთხელ არ გაურევიათ საუბარში. ნინიამ აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და შეტყობინების დანახვისას ეკრანი ჩააქრო, მაგრამ ტელეფონმა მეორეთაც შეახსენა თავი. შეტყობინება ბანკიდან იყო, თავიდან უბრალო ყოველდღიური მესიჯი ეგონა, შემდეგ ტექსტი ბოლომდე რომ წაიკითხა გაოგნებულმა ტელეფონი ჩააქრო და თვიდან აანთო.

-რა ხდება?_ტელეფონის ეკრანზე თვალებგაშტერებულმა იკითხა.

-რა ხდება?_ჩანგალი ჰაერში გაუშეშდა მემეს.

-კლინიკამ 100 000 უკან დამიბრუნა. _შეშფოთებულმა გადაქექა მთელი ეკრანი.

-ალბათ რამე აერიათ.

-4 თვის მერე?_დაეჭვებულმა გადახედა მემეს და ფეხზე წამოდგა. _დავრეკავ და გავარკვევ. _სწრაფად იპოვა გამოსავალი და ტერასისკენ წავიდა.

რამდენიმე ზარის შემდეგ ინგლისურად მოსაუბრე გოგონას ხმა გაისმა.

-გამარჯობა, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. 3 თვე ნახევრის წინ ჩემმა დამ თქვენს კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია, ხარჯები მთავარ ექიმთან შეთანხმებით დავფარე. ყველა საჭირო პროცედურისთვის თანხა ჩემი ანგარიშიდან მოიხსნა და ახლა რატომღაც მთლიანი თანხა ისევ ანგარიშზე დამიჯდა. არ ვიცი რა ხდება, რამე შეცდომაა?

-გამარჯობა, თქვენი და თქვენი დის სახელი და გვარი მითხარით.

-ნინია ყენია და ლილუ ყენია. _ენა მოტეხილმა ჩაილაპარაკა საკუთარი გვარი ინგლისური აქცენტით.

-თქვენი დის დაბადების თარიღი და დაცვის კოდიც მითხარით თუ შეიძლება.

-2008/13/08 კოდიც იგივეა.

-გასაგებია, ახლავე გადავხედავ თქვენ ინფორმაციას.

-დიახ, გმადლობთ.

ანერვიულებული ელოდებოდა გოგონას პასუხს, წარმოდგენა არ აქვს რა შეიძლება მომხდარიყო. იმისაც არ სჯერა რომ უბრალოდ საავადმყოფოს 4 თვის შემდეგ ამხელა შეცდომა გაეპარა და პაციენტს ოპერაციის სრული თანხა უკან დაუბრუნა.

-ქალბატონო ნინია, თქვენი ოპერაციის თანხა დაფარულია. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ.

-კი მაგრამ როგორ?! თანხა უკან დამიბრუნდა. _ამან უარესად დააბნია.

-არ ვიცი როგორ, მაგრამ თქვენი დის ოპერაციის ღირებულება მთლიანად დაფარულია. ბაზაში ასე მიჩვენებს. თანხა იპერაციამდე დიდი ხნით ადრეა გადახდილი.

-შეუძლებელია, თანხა ზუსტად ოპერაციის დღეს გადავიხადე. _იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და გონებაში მაშინდელი პერიოდი გაიხსენა. მართალია ძალიან დაღლილი, გამოფიტული და ნანერვიულები იყო, მაგრამ ზუსტად ახსოვს რომ თანხა ოპრაციის დღეს გადარიცხა.

-გეშლებათ, ოპერაციის საფასური 1 მარტს არის გადახდილი, საღამოს 7 საათზე.

-როდის?_აცახცახებულ მუხლზე თითები მოუჭირა და გაშტერებული თვალებით ჰორიზონტს გახედა, მაგრამ დამეფიცება რომ რეალურად ვერაფერს ვერ აღიქვამდა და ხედავდა.

-ამა წლის 1 მარტს. _კიდევ ერთხელ გაუმეორა გოგონა.

-გასაგებია, გმადლობთ. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.

მომხდარი რომ გაანალიზა და გოგონას სიტყვები გაიხსენა სიმწრით ჩაიცინა და მოაჯირს დაეყრდნო. 1 მარტს საღამოს 8 საათზე გერლიანს შეხვდა და ზუსტად იმ დღეს შესთავაზა მამაკაცმა საყვარლობა, ზუსტად იმ დღეს შესთავაზა 300 000 და ზუსტად იმ დღეს უკვე ოპერაციის საფასური გადახდილი ჰქონდა. აცრემლებულ თვალებზე თითები მიიფარა და ხმამაღლა ამოკვნესა. გამოდის რომ ნინიას უარის შემთხვევაშიც გაუკეთებდნენ ლილუს ოპერაციას, თუმცა მაქსიმემ ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს, პირიქით გოგონას მდგომაროებით ისარგებლა და გამოუვალ მდგომარებაში მყოფს იმ მომენტში ყველაზე იოლი გზა შესთავაზა.
საჩვენებელ თითზე სიმწრით იკბინა და ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთულას თითით მიაწვა.
ამან უარესად დააბნია ადრე თუ მარტო იმით ინტერესდებოდა რატომ გააკეთა ეს ყველაფერი გერლიანმა და რაში აწყობდა ნინიას საყვარლობა, ახლა უამრავი კითხვა დაემატა. ლილუს ოპერაციის ხარჯების გადახდა და მერე იმ თანხის უკან დაბრუნება რას ნიშნავდა ვერ მიხვდა, ან საერთოდ ვინ უთხრა რომ 100 000 უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა?!
აცახაცხებული თითებით მოძებნა გერლიანის ნომერი ტელეფონში და დაურეკა, მაგრამ მამაკაცმა არ უპასუხა სავარაუდოდ ან თათბირზეა, ან სადმეა გასული და ტელეფონი სხვა ოთახში აქვს დატოვებული. კარგიც არის ასე რომ მოხდა და მათი დიალოგი არ შედგა თორემ ისეთი გაცეცხლებულია შეიძლება ძალიან ბევრი დაუმსახურებელი რამ უთხრას.

კაფეში აღარ გაჩერებულა, მემეს უთხრა რომ რაღაცა საქმე გამოუჩნდა და წყვილი მარტო დატოვა, თვითონ კი სახლში დაბრუნდა და ოპერაციის გადახდილი ქვითრები ამოყარა. ყველაფერი ლეგალურადაა გაკეთებული, საბუთებზე გარკვევით წერია რომ ოპერაციის ღირებულება დაფარულია, მაგრამ... ამდენი ხნის განმავლობაში ამას არ დაკვირვებია. გადახდის თარიღი არ არის მითითებული, არც ნინიას ხელმოწერაა არსად.
კარგად მოფიქრებული და განხორციელებული გეგმა ჰქონია გერლიანს, რომელშიც ხელს ძალიან ბევრი ადამიანი უწყობდა.

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა გამუდმებით იმაზე ფიქრობდა რაში უნდა დასჭირვებოდა მაქსიმეს ეს თამაში, ან რატომ გადაწყვიტა რომ მაინც და მაინც ნინია ყოფილიყო მისი “მსხვერპლი” თუ ლილუს გადასარჩენად სიკეთის გაკეთებას მაინც აპირებდა. ვერაფერი ვერ გაიგო, უარესად ანერვიულდა და დაიძაბა, პასუხის მოსმენა ძალიან უნდა, მაგრამ ნაწილობრივ თითქოს დაშინებულია, არ იცის რა შეიძლება მოისმინოს. რატომ დაუბრუნა თანხა ახლა, ზუსტად იმ დღეს როცა კონტრაქტს ვადა ამოეწურა?!

-”რა თამაშს გვეთამაშება მამიკო, დე?”_ჩურჩულით კითხა პატარად და მუცელზე თითები დაისვა.

გერლიანს არ დაურეკია, არადა ზუსტად იცის რომ გამოტოვებულ ზარს ნახავდა.

დილით მემეს თხოვნით პროდუქტების საყიდლად წავიდა მაღაზიაში, სახლში მარტო მემე და ბავშვი იყვნენ და ყველაფერი გამოცარილებულია, მემეს კიდევ დილით ადგომა და წაყოლა დაეზარა.
ეტლს დააგორებდა და ყველაფერს დაკვირვებით არჩევდა, ფასებსად საგულდაგულოდ ამოწმებდა, მართალია 100 000 პატრონია, თუმცა ამ თანხაზე ხელის ხლებას არ აპირებს, ისევ ისე დაუბრუნებს გერლიანს როგორ გამოართვა, ახლა მთავარია რაღაც-რაღაცები გაარკვიოს და საკუთარ თავს ყველა არსებულ კითხვაზე გასცეს პასუხი.

-გული მიგრძნობდა რომ დიდხასნ ვერ “გაქაჩავდით”_ზურგს უკან ნაცნობი და იმ მომენტში ყველაზე არასასრუველი ხმა გაიგონა. წარბწეულმა აათვალიერა -ჩაათვალეირა მეგი და ღრმად ამოისუნთქა.

-შემეშვი!_ამრეზიით ჩაილაპარაკა და გზის გაგრძელება სცადა.

-მაგ კაცს ჩემს გარდა ვერავინ გაუგებს, ვერავინ შეიყვარებს ისე როგორც მე მიყვარს.

-მეეჭვება მაქსიმეს აინტერესებდეს შენ როგორ გიყვარს, მთვარია მას არ უყვარხარ. _ცინიკურად ჩაისისინა და გაჩერდა.

-არ გეშინია რომ მე დამიბ...

-მეგი....მეგი... როგორც სჩანს მავნე ჩვევები ვერ მოიშალე._მის გვერდით მდგარ გერლიანს ახედა და გაკვირვებულმა ღიმილი ვერ შეიკავა. იქ როგორ გაჩნდა ვერც კი გაიგო. _აღარასოდეს მოხდეს ისე რომ მე შენ ნინიასთან ახლოს მდგარი დაგინახო, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაწყენინებ. _მშვიდი ხმით დაემუქრა და ყენიას მკლავებზე მოკიდა თითები. _წავედით!_ქალის მისამართით ჩაილაპარაკა და მასთან ერთად გააგრძელა გზა.

ნინიამ წარბწეულმა ახედა მამაკაცს და როცა მეგი თვალს მიეფარა გაჩერდა.

-ძალიან კარგია რომ მოხვედი, შენთან სალაპარაკო მაქვს. _ღრმად ამოისუნთქა და შესატევად მოემზადა.

-აქ არა!_გარემო მოათვალიერა და ნინიას ეტლი სალაროსკენ გააგორიალა.

-მე გადავიხდი. _გაჯგიმული ეცა ჩანთას და საფულე ამოიღო. გერლიანმა უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა ქალის ეტლს.

>>>
-მაშ ასე, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!_მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო და მამაკაცისკენ მიტრიალდა.

-ლილუს ოპერაცია მე დავაფინანსე, მაგრამ ამას ჩვენს ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს! უბრალოდ ასე დაემთხვა და მე ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი, ისე როგორც ცუდმა ძიამ. _აშკარად ბრაზობდა საკუთარ თავზე, ზუსტად ისეთი ცივი გამოხედვა ჰქონდა როგორც მაშინ გიორგისთან ერთად რომ დაინახა.

-და მაშინ ჩვენს ურთიერთობას რასთან აქვს საერთო?

-ჩვენს მომავალთან! _მოკლედ უპასუხა და მისკენ გადაიხარა.

-დაგავიწყდა რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ?_საკოცნელად მომზადებულ ბაგეებზე თითები მიადო და წარბწეულმა ჩაილაპარაკა. მაქსიმემ ცინიკურად ჩაიცინა, ქალის თითები მოიშორა და გახელებული დაეძგერა მონატრებულ ბაგეებზე.

-ეგ კოცნაში ხელს ვერ შემიშლის. _ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა და ტუჩებს დაუბრუნდა.

-ნუ მეთამაშები და დაწყებული გააგრძელე!_წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს მოშორდა. გერლიანი სავარძლის საზურგეს მიეყუდა.

-დაფიქრდი რა კითხვებზე გინდა პასუხი გაგცე და გისმენ.

-ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ამ წამს ყველაზე მნიშვნელოვანით დავიწყებ. _თითები ერთმანეთში ახლართა და მოემზადა. _საიდან გაიგე რომ ორსულად ვიყავი?

ალბათ იმ წამს ყველაზე ნაკლებად ამ კითხვას ელოდა გერლიანი და ეს სახეზეც დაეტყო, მაგრამ ნინიას ყველაზე მეტად იმ მომენტში მართლა ეს აინტერესებდა, მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო დამაფიქრებელი და დამეჭვებელი კითხვები უტრიალებდა გონებაში.

-მეგისგან. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა.

-ჩვენი მეგისგან?! არაფერი იცოდა. _გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი. მაქსიმემ შუბლშეკრულმა გადახედა ქალს. _შენი ყოფილისგან?_პირდაღებულმა იკითხა და წინ წამოიწია. ქალის რეაქციით გახალისებულ გერლიანს ცინიკურად ჩაეცინა. _მაგ დედაკაცმა საიდან იცოდა?_გაბრაზების დამალვა არც უცდია.

-არ ვიცი, მოვიდა და მომილოცა.

-კარგი, მაგ თემას დავუბრუნდებით!

თითის ქნევით ჩაილაპარაკა და შემდეგ კითხვისთვის მოემზადა. ისეთი შეგრძნება აქვს რომ გულახდილ საუბრებზეა მაქსიმესთან ერთად და დროშია შეზგუდული, ცდილობს ყველაფერი გაიხსენოს რაც აინტერესებს და რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მაინც არ მოასვენა გერლიანის პასუხმა, მეგის ხსენებისას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა და თანაც მაქსიმესთვის ბავშვის არსებობა თურმე პირველს მიულოცია, უსიამოვნოდ გაკრა გულში ყოველივე ამან.

-რატომ გადაიხადა ლილუს ოპერაციის გადასახადი და რაში დაგჭირდა ამდენი ადამიანის ჩარევა ამ საქმეში?

-ლილუს ოპერაციის თანხა ჩემი სურვილით დავფარა, რაც შეეხება ამდენი ადამიანის ამ საქმეში ჩარევას მაგ კითხვაზე პასუხს არ გაგცემ. _თვალი ჩაუკრა და წინ მდგარ შენობას გახედა.

-შენ მითხარი რომ ყველა კითხვაზე მიპასუხებდი.

-მე გითხარი რომ კითხვებზე გიპასუხებდი, მაგრამ არა ყველაზე!

-თანხის უკან დაბრუნება მინდა.

-გამორიცხულია!_ხმა გაიმკაცრა და ყბებდაჭიმულმა გადახედა.

-მაქსიმე, მე არ მინდა რომ ეს ფული მქონდეს.

-ეგ ფული ხომ ლილუსთვის გამომართვი, ხოდა ანგარიში გაუხსენი და როცა გაიზრდება გამოიყენებს. _”დაარიგა” და ცალყბად გაუცინა.

-როცა გაიზრზება მე ვიზრუნებ მასზე!

-შენც იზრუნებ, ხელს არავინ შეგიშლის, მაგრამ თანხის უკან დაბრუნებაზე მეორედ აღარ ვისაუბროთ, არც ბანკში მისვლა და შენი ძალებით გადმორიცხვა არ სცადო, შენთვის ასე უკეთესი იქნება!_გაყინული მზერით გააფრთხილა და მანქანა დაქოქა. _ახლა სახლში მიგიყვან, მე საქმეები მაქვს და საღამოს ლილუს სანახავად გამოვივლი.

ხმა არ ამუღია, ბოლომდე ცნობისმოყვარეობა და ინტერესი მაინც ვერ დაიკმაყოფილა, მაგრამ ერთს მიხვდა გელრიანს არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონია როცა ნინიას საყვარლობა შესთავაზა, უბრალოდ ქალისთვის ცოტა რთული ასაღქმელია ეს სიტუაცია, მითუმეტეს მის მდგომარეობაში. ძნელია ამდენ გაურკვეველ კითხვაზე გაუცემელი პასუხების ატანა, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე საყვარელ მამაკაცს ეხება. მისთვის ასე ყოფნაც ძალიან რთულია, საკუთარ თავს იძულებულს ხდის არ შეიმჩნიოს ის რაც ცხადია, ყველანაირად ცდილობს გერლიანის მიმართ გაღვივებული გრძნობები პროფესიულად შენიღბოს და მე მგონი გამოსდის კიდევაც, მაქსიმეს სიყვარულზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია, თუ არ ჩავთვლით კოცნას რომელიც ისევ ისეთი განსხვავებული და ნინიასთვის სასიამოვნო იყო.

-მუცელი ისევ ხომ არ გაწუხებს?_ხმადაბლა კითხა გერლიანმა და ცალი თვალით გადახედა ქალს.

-არა, იმის მერე არ ამტკიებია. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ფეხი აათამაშა. _შენ, ისევ ისე ცოტას ჭამ?_მზრუნველი ცოლივით კითხა და მოთმინებით დაელოდა გერლიას პასუხს.

-ვჭამ. _მოკლედ უპასუხა და ღიმილით გადახედა.

-თუ გინდა რომ გამოივლი რამეს დაგახვედრებ. _წარბების თამაშით ჩაილაპარაკა და ნახევარი ტანით მისკენ მიტრიალდა.

>>>
მართალია გერლიანმა გასაგებად უთხრა რომ არაფერი არ უნდოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მეგის დედის რეცეპტით მომზადებული წვნიანი გაეკეთებინა, იცის რომ მაქსიმეს ძალიან უყვარს. ზაფხულში ცხელი წვნიანის ჭამას კი არაფერი არ შეედრება, მითუმეტეც ქუჩიდან შემოსული დასიცხული კაცისთვის. სიცილით გამორთო გაზი და დივანზე წამოგორებული ლილუსკენ წავიდა.

-შენთვის კარგი ამბავი მაქვს. _შეფარვით დაიწყო და გვერდით მიუწვა. _დღეს მაქსიმე მოვა. _სიცილით ჩაიჩურჩულა და წამებში განათებულ თვალებზე დააკვირდა.

-რა მაგარია, დარჩება?

აღტაცებულმა იკითხა და დივანზე წამოჯდა. ნინიას მოულოდნელი კითხვისგან ნერწყვი გადასცდა, ძლივს შეიკავა თავი ხველებისგან არ გაგუდულიყო. დაბნეული წამოდგა ფეხზე და ოფლით დაცვარული ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა.

-არა ლილუ, არ დარჩება უბრალოდ მოვა და გვინახულობს.

ბავშვისთვის ყველაფრის ახსნა ძალიან რთულია მითუმეტეს მაშინ როდესაც მაქსიმეზე ასე უგონოდ არის შეყვარებული. კიდევ ერთხელ აურკძალავდა გერლიანს ლილუსთან ურთიერთობას, მაგრამ ყოველ ნახვაზე სულ უფრო და უფრო რწმუნდება რომ მაქსიმესთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს ლილუ. გავაშელების ნახვის დროსაც დააფიქსირა რომ მარტო მათი ნახვისას უნათდება თვალები ისე როგორც ლილუსთან ყოფნისას. მაქსიმესთვის ბავშვები სულ სხვა განზომილებაა და როგორ შეიძლება ასეთ კაცს საკუთარი შვილის სიკვდილი ნდომებოდა.

-მე და მაქსიმე ერთად აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს იმიტომ რომ მალე შვილი გვეყოლება. ის ხშირად მოვა აქ, გვინახულებს, მაგრამ არ დარჩება. _ღიმილით მოუსვა ხელები ლოყაზე.

-მე ძალიან მინდა რომ ერთად იყოთ, მაქსიმეს ძალიან უყვარხარ.

მოღუშულმა ჩაილაპარაკა და თითებზე ჩამოეკინწიალა. ბოლო სიტყვების მოსმენისას დაბნეულს უცნაურად აუჩქარდა გული, მართალია ხვდება რომ ლილუ უბრალოდ თავის სურვილს და მოსაზრებას გამოთქვამს, მაგრამ გერლიანის სიყვარულზე გაჟერებული ერთი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის.
კარების ხმაზე სწრაფად შეისწორა აჩეჩილი ტანსაცმელი და კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. გერლიანს ცალ ხელში პარკი ეჭირა ცალში კი პატარა სათამაშო სპილო.

-გაათამამებ და პასუხს შენ მოგთხოვ!

წარბების ქაჩვით ჩაილაპარაკა და მათკენ წასულ ლილუს გახედა. გერლიანმა უსიტყვოდ მიაწოდა ნინიას პარკი, ჩაიკუზა და მასთან მისული ლილუ გულზე მიიკრა.

-”თინას კერძი” გაგიკეთე._სიცილით ჩაილაპარაკა და პარკი სამზარეულოში გაიტანა.

-ამ სიცხეში რა დროს თინას კერძია?!_შუბლშეჭმუხნულმა გადახედა ქალს და ბავშვთან ერთად მისაღებისკენ წავიდა.

-წვნიანი აუცილებელია, ხელები დაიბანეთ და მოდით!_ბრაზიანი ცოლივით გამოუვიდა.

საღამო ოჯახურ სიატუაციაში გაატარეს, გერლიანიც ისე იქცეოდა თითქოს ეს მისთვისაც ჩვეულებრივი ყოფა ყოფილიყო. არცერთი იმჩნევდა იმას რომ მაქსიმე მალე უნდა წასულიყო და გოგონები მარტო დაეტოვებინა. ძალიან არ უნდოდა სასიამოვნო საღამო უსიამოვნო ფიქრებით ჩაეშხამებინა და ყველანაირად ცდილობდა უარყოფითის განდევნას.

-შაბათ-კვირს რა გეგმები გაქვთ?

-გეგმები არ გვაქვს. _თავი გაუქნია და ნახევრად მიძინებულ დას გადახედა, რომელიც წვალებით ცდილობდა ფხიზლად დარჩენას.

-კარგი. _ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ლილუს გადახედა. _მე მგონი შენი ძილის დრო მოვიდა. _თვალი ჩაუკრა, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა.

უკან არ გაყოლია, ბავშვი მოწესრიგებულია და საწოლში გერლიანიც კი ჩააწვენს. ჩაფიქრებული ჩამოჯდა დივანზე და ფეხები მაღლა აიკეცა. ღიმილით დახედა შეუმჩნევლად “გამობერილ” მუცელს და თითები ნაზად დაუსვა. ბავშვთან ხშირად არ კონტაქტობს, ცდილობს უსიამოვნო და უარყოფითი ემოციები ნაკლებად გაუზიაროს, ახლა კი მის ცხოვრებაში განსაკუთრებული და დადებითი არაფერი არ ხდება, გამუდმებით მაქსიმესთან არშემდგარ ურთიერთობაზე ფიქრობს, რომელიც თვითონაც არ იცის რა სახელის მატარებელია. არ უნდა ბავშვს ზღაპრები მოუყვეს და აქედანვე ტყუილში აცხოვროს, არ უნდა უამბოს თუ როგორი შეყვარებულია მის მამაზე, საპასუხოდ კი ვერანაირ სიყვარულს ვერ გრძნობს, ამ ყველაფრის მოყოლას ურჩევნია ღამე უბრალოდ ძილინებისა უსურვოს და დაიძინოს. მთავარია რომ ეფერება, ლამაზი სიტყვებით ელარესება და მისი არსებობით გამოწვეულ ბედნიერებას უზიარებს.

ნაბიჯების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და მაქსიმეს გახედა, მამაკაცს პერანგის მკლავები იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი.

-ლურჯი გიხდება.

სხვათაშორის ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა. მაქსიმე ნინიას გვერდით დაჯდა, ცალი ხელი დივნის საზურგეზე გადადო, ცალი კი ნინიას მუხლზე დადო. ყენიამ წამით ჩააყოლა თვალი მამაკაცის ძლიერ მკლავს და მის მუხლზე კომფორტულად მოკალათებულ ხელს დააჩერდა.

-ბავშვის სქესზე არ ფიქრობ?

ხმადაბლა კითხა მაქსიმემ და ტუჩები ლოყაზე მიაწება. ძალიან უნდოდა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მამაკაცის მოულოდნელმა ქმედებამ ხმის ამოღების საშულუალება არ მისცა. გაბრუნებულმა დააშორა ბაგეები ერთმანეთს და ჩავარდნილი ხმით გაურკვეველი ბგერები ამოსთქვა.

-ვერ გავიგე..._ცინიკურად მომღიმარმა მაქსიმემ ტუჩები ყელისკენ ჩააცოცა.

-არა!_ხმამაღლა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _ასე არ გამოვა, როცა გინდა მოხვიდე მაკოცო გული გაიხარო, მერე წახვიდე და იცხოვრო ბედნიერად... მე შენი სათამაშო არ ვარ!_გაბრაზებულმა დააბრიალა თვალები და ხელები გადაიჯვარედინა.

-სათამაშოები არასოდეს არ მიყვარდა. _ირონიულად ჩაილაპარაკა და შუბლი შეკრა. _რაც შეეხება კოცნას ჰო, მოვალ და როცა მინდა მაშინ გაკოცებ, იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და ქალი ერთი ხელის გაწვდენით გულზე აიკრა.

-შენი აღარ ვარ! კონტრაქტს ვადა გაუვიდა მორჩა, დამთავრდა!_მამაკაცის სხეულზე მიხუტებულმა თავის დახწევა სცადა თუმცა უშედეგოდ.

-კიდევ 2 წუთი მსგავსი ტემპით თუ იმოძრავებ, ძალა გამოგეცლება და შენთან ურთიერთობა ძალიან გამიადვილდება. _ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე მსუბუქად უკნინა. ნინია წამებში გაჩერდა, ხელ-ფეხი გააშეშა და ძეგლის პოზა მიიღო. მაქსიმემ კმაყოფილმა ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და ქალს ხელი გაუშვა.

>>>
მაქსიმემ კუს ტბაზე გაასეირნა, ექიმის რჩევნით სუფთა ჰაერზე სიარული კარგი იქნება, მაგრამ ზომიერად ძალიან არ უნდა დაიტვირთოს. ხეებში ჩაფლულ ბილიკს მიუყვებოდა და იქ მყოფ წყვილებს დაკვირვებით ათვალიერებდა. ყველა რაღაცაზე საუბრობდა, ზოგი გულიანად იცინოდა, ზოგს ცხვირი ჰქონდა ჩამოშვებული, ზოგი უგონოდ იყო შეყვარებული, ზოგმა კი საერთოდ არ იცოდა უყვარდა თუ არა მეწყვილე. აი, ნინიას და მაქსიმეს მდგომარეობაში მე მგონი არცერთი არ ყოფილა. კონტრაქტით შეყვარებული კაცი, ორსული ქალი და გაურკვეველი, უსახელო ურთიერთობა, რომლის გაგრძელბაც თავადაც არ იციან.

სერინობით რომ იჯერა გული იქვე კაფეში ჩავიდნენ და ტბასთან დასხდნენ, მაქსიმემ ნინიასთვის ნატურალური ალუბლის წვენი შეუკვეთა, თავისთვის კი ერთი ჭიქა წყალი. მოპირდაპირე მხარეს გადამწვანებულ ხეებს უყურებდა და თავისთვის იღიმოდა.

-რა გიხარია?_ხმადაბლა კითხა მაქსიმემ და ჭიქაში საწრუპი ჩაუდო.

-არ ვიცი._მხრები აიჩეჩა და მზერა მამაკაცზე გადაიტანა. _ალუბლის წვენი არ მინდა, ფორთოხლის მინდა.

უკმაყოფილო სახით დახედა წვენის ჭიქას და თავი უკან მიატრიალა მიმტანისთვის რომ დაეძახა. ნაცნობი სილუეტის დანახვისას თვალები გაუდიდა. რატომღაც ალექსანდრეს აქ ნახვა არ გაკვირვებია, მიუხედავად იმისა რომ 1 წელზე მეტი იქნება რაც არ უნახავს. მის ყოფილს ყოველთვის უყვარდა კუს ტბაზე ამოსვლა და ერთი ჭიქა ამერიკანოს დალევა, წელიწადის ნებისმიერ დროს. არც ალექსანდრესთვის დარჩენილა ნინია შეუმჩნეველი, როგორც კი დაინახა ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა. ნინიამ ჯერ მაქსიმეს გადახედა და შემდეგ ისევ ალექსანდრეს. გერლიანმა მშვიდი გამომეტყველებით “დაზვერა” სიტუაცია, ორივე დაკვირვებით შეათვალიერა და წელში გასწორდა, მამაკაცის მზერა იმაზე ადრე ამჩნევს მოახლოვებულ საფრთხეს ვიდრე ეს ჩვენ, ქალებს წარმოგვიდგენია. ალბათ იგრძნო რომ რაღაცა ისე ვერ იყო, ან უბრალოდ მიხვდა რომ ალექსანდრე ყენიას ყოფილი სიყვარულია.

-ნინია. _მამაკაცს ხმა გახარებული და ბედნიერი ჰქონდა. ყენია ღიმილით წამოდგა ფეხზე და ძველი, უბრალოდ ნაცნობივით გადაკოცნა ალექსანდრე. _როგორ ხარ?

-მე კარგად, შენ როგორ ხარ? შენები როგორ არიან?_ ღიმილით მოიკითხა ალექსანდრეს ოჯახი და ცალი თვალით მაქსიმეს გადახედა. მამაკაცს არცერთი მიმიკა არ შეცვლია, როგორც ყოველთვის ცივი გამომეტყველებით იჯდა და ელოდებოდა როდის გაცნობა ყენია მის თავს ალექსანდრეს.

-ჩემები კარგად არიან, მე და მაკა დავშორდით. _თავი რამდენჯერმე ზედიზედ გადააქნია და ახლა მან გახედა მაქსიმეს.

-უი, ცუდია._მოღუშულმა დაუსვა მხარზე ხელი. _ხო..._მზერა ისევ მაქსიმეზე გადაიტანა, მხრები აიწურა და ყურებამდე გაბადრულმა ჩაილაპარაკა. _ეს მაქსიმეა, ჩემი საქმრო!_ახლა უკვე თავად გააცნო მამაკაცი ისე როგორც მას სურდა, მაგრამ მე მგონი გერლიანს ეს არც გაკვირვებია.

-საქმრო?! შენ რა აქამდე კიდევ არ გათხოვილხარ?_გაკვირვებულმა იკითხა და ხმამაღლა გაიცინა. _სასიამოვნოა, ალექსანდრე. _სიცილით გაუწოდა ხელი შუბლშეკრულ მაქსიმეს. მამაკაცმა უსიტყვოდ ჩამოართვა ხელი და ოდნავ მოზრდილ წვერზე თითები მოისვა.

-მე მგონი მე და შენ სადღაც შევხვედრივართ. _დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს დააკვირდა, მერე კი ცინიკური ღიმილით დააქნია თავი მსუბუქად.

-მე მგონი._ ოდნავ “შეფერთხილი” ხმით ჩაილაპრაკა ალექსნადრემ.

-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?

-ვიცნობთ, მაგრამ სასიამოვნო შეხვედრა არ გვქონია. _კბილების ღჭიალით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

-წარსული წარსულია._თავის დაძვრენის მიზნით დაბნეული გამომეტყველებით სწრაფად მიაყარა ალექსანდრემ და ოდნავ მოშორდა წყვილს. _ძალიან გამიხარდა შენი ნახვა და იმედია კიდევ შევხვდებით. _ღიმილით ჩაუკრა თვალი ნინიას და იქაურობას გაშორდა.

-შენთვისვე აჯობებს თუ ვერ შეხვდები. _მაქსიმემ მუშტშეკრულმა ჩაილაპარაკა და გაკვირვებულ ნინიას გადახედა. _ეს რატომ გიყვარდა?

-რა ვიცი, მიყვარდა. _დაბნეული ბავშვივით აიჩეჩა მხრები და მაქსიმეს უცნაურ გამოხედვაზე სიცილი ვერ შეიკავა. _შენ რა ეჭვიანობ?_გახარებულმა კითხა და ცალი თვალი მოჭუტა.

-მაქვს მიზეზი?_ცივი ხმა ამოუშვა და კოპები შეკრა.

-მიყვარდა-თქო, კი არ მიყვარს!_გაბუსხულმა შეუღრინა და სკამზე დაჯდა.

-მართალია, ახლა მე გიყვარვარ! _ირონიულად გამოაჯავრა და ისიც დაჯდა.

-ზუსტად ისე როგორც შენ. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და მიმტანს დაუძახა.

>>>
-ნინია, ნატა ვარ როგორ ხარ?_ნაცნობი ხმის გაგონებისას გახარებულმა გაიცინა.

-ნატა, როგორ გამახარე. კარგად შენ როგორ ხარ?

-გმადლობ მეც კარგად. მაქსიმეს გამოვართვი შენი ნომერი, მინდა რომ კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.

-ძალიან კარგს ვიზამთ, ჩემთან მოდი დღეს მარტო ვარ. _სწრაფად ჩაილაპრაკა და ფეხზე წამოდგა.

-მოვალ, მისამართი მომწერე.

-ახლავე გამოგიგზავნი.

ნატა პირველი დანახვისთანავე ძალიან მოეწონა, ფიქრობს რომ მასთან მართლაც ძალიან ბევრი აქვს საერთო და ერთმანეთს ადვილად გაუგებენ. თანაც ისეთი თბილი და მეგობრული ქალია, თვითონაც ძალიან უნდოდა მასთან დაკავშირება, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედა, ალბათ ისევ მაქსიმესი და მისი ურთიერთობიდან გამომდინარე.
ტკბილი სუფრა გაშალა გამოიპრანჭა და კარების გასაღებად წავიდა. ნატას ხელში დიდი ნამცხვრის ყუთი ეჭირა, მეორე ხელში ლამაზი ვარდების თაიგული.

-მართალია შენ და მაქსიმე რატომღაც ერთად აღარ ხართ, მაგრამ არ მინდა რომ ჩვენც დავიკარგოთ. ძალიან ძვირი სიამოვნებაა მაქსიმეს საყარელი ქალის გაცნობა. _სიცილით ჩაილაპარაკა და მომღიმარს მუცელზე დააკვირდა.

-ბავშვები როგორ არიან, უტა?

-ოთხივე კარგად არის, მე ვიკითხო თორემ..._მოჩვენებით წაიწუწუნა და თვალები აატრიალა. _ნინია. _უცებ შეიცვალა ხმის ტემბრი და ხმადაბლა დაიწყო. _ როგორც ქალი ქალს ამას ისე გეუბნები, დაივიწყე რომ მაქსიმეს საშუალებით ვიცნობთ ერთმანეთს! ზუსტად ვიცი რომ ჩემი ქმრის ძმაკაცს უყვარხარ, უბრალოდ ეს ორი კაცი იმდენად განსხვავებული და უცნაურია ვერაფრით ვერ წარმომიდგენია საერთოდ როგორ არსებობენ დედამიწაზე. ზუსტად ერთნაიერები არიან, ზოგჯერ მგონია რომ ტყუპები არიან, მაგრამ არ იციან. _სიცილით ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. _მე ვიცი რას ნიშნავს როცა ორსულს საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა გიწევს, მიუხედავად იმისა რომ მე უტას გვერდით ვიყავი მთელი ცხრა თვე. _სევდიანი ღიმილით გაიხსენა წარსული. _გუშინ მაქსიმე ჩვენთან იყო და რაღაცაზე გახსენა, წამებში შეიცვალა და ვიცი რომ ამის მიზეზი მარტო ეგ პატარა არსება არ არის, უბრალოდ უცნაური კაცია და თავისი სიცივით საშუალებას არ გაძლევს ახლოს მიხვიდე, შენც გამოუცდელი ხარ და გგონია რომ შენს მიმართ არაფერს გრძნობს და ყველაფერმა 3 დღეში გადაუარა... ახლა არაფერი არ მითხრა, ამაზე მერე მოგვიანებით შენთვის იფიქრე. ახლა უბრალოდ კიდევ ერთი ჭიქა ყავა გამიკეთე თორემ ორი ღამე ნორმალურად არ მძინებია ანაბელს სიცხეები ჰქონდა და.

-ახლა როგორ არის?_შეშფოთებულმა კითხა და ფეხზე წამოდგა.

-ახლა ნერვებს მიშლის და არის.

>>>
ნატას სიტყვებმა რა თქმა უნდა მასზე ძალიან იმოქმედა, ესიამოვნა სიახლეების გაგება და იმისი გააზრება რომ მაქსიმეს მისი ხსენებისას გამომეტყველება ეცვლება, თუნდაც მცირედით, მაგრამ ეცვლება. მაგრამ როცა წარმოიდგენს რომ ნატამ მათი ურთიერთობის შესახებ ბოლომდე არაფერი არ იცის ხვდება რომ ოცნების კოშკები არ უნდა ააგოს და წყლის დინებას უნდა მიყვეს.

ორი დღეა არ უნახავს და საშინლად ენატრება, ყოველ წამს ტელეფონის ეკრანს და კარს უყურებს იქნებ დაურეკოს, ან დაუპატიჟებლად მიაკითხოს, მაგრამ გერლიანი ჯიუტად არ ჩანს, ნინიას კი მოთმინება უფრო და უფრო ეწურება.
აწკრიალებულ ტელეფონს ღიმილით დახედა და ლევანის ნომრის დანახვისას იმედგაცრუებულმა შეჭმუხნა შუბლი.

-გისმენ ლევან.

-როგორ ხარ?_როგორც ყოველთვის ახლაც მხიარულ ნოტაზეა ბიჭი.

-მე კარგად, მემეს ვურეკავ და არ მპასუხობს ხომ კარგადაა?

-მემეს ტელეფონი უჯდებოდა და ალბათ მაგიტომ არ გპასუხობს, თუ გინდა გეტყვი სადაცაა და შენ თვითონ დარწმუნდი მის კარგად ყოფნაში. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა ნინიამ.

-მინდა და მერე როგორ.

-ჯინოშია აუზზე.

-მაგრად დაგკოცნე, მადლობა. _სიცილით მიაძახა და ტელეფონი გაუთიშა.

ზარის ხმაზე უკვე იცოდა რომ კარს უკან მისთვის ყველაზე სასურველი ადამიანი იდგა. ღიმილით წავიდა გასასვლელისკენ და კარი გააღო, მაგრამ გერიანმა საკუთარი სახის დანახვაც კი არ აცადა ისეთი სისწრაფით შევიდა სახლში, კედელზე ააყუდა და მონატრებული ბაგეებზე დაეძგერა.

-დღესვე, დღესვე ჩაალაგებ ბარგს და ჩემთან გადმოხვალ!_წამით მოშორდა ქალს და კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, მერე კი ისევ მისი კოცნა განაგრძო.


იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის მაქსიმეს იმ დროს იქ მისვლა და ის რაც შემდეგ მოხდა რომ დაბნეულმს ცოტახანი თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ მამაკაცის სიტყვები რომ ამოუტივტივდა ყველაფერს ფერი მიეცა და კოცნა საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა. ბაგეებზე ხელის ზურგი მიიდო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თან ინსტიქტურად აქნევდა თავს და თავისთვის რაღაცას ლუღლუღებდა.

-არ შემიძლია.

ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კედელთან მდგარ გერლიანს ჩაწითლებული თვალებით დააკვირდა. ქალის პასუხის მოსმენისას ყველა ძარღვი ერთიანად დაეჭიმა, თითქოს ელოდებოდა, მაგრამ მასზე მაინც ძალიან უარყოფითად იმოქმედა ნინიას სიტყვებმა.

ამაზე მეტად არაფერი არ უნდა, ძალიან ჩვეულებრივად აიღებდა ბარგს ჩაალაგებდა და გადავიდოდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მისთვის სავსებით გასაგებია რომ ურთიერთობაში მთავარია ის რასაც გრძნობ და არა ის თუ რა ხდება შენს გარშემო, მაგრამ საკუთარი გრძნობების გარდა არსებობს მაქსიმეს გრძნობებიც რომლის შესახებაც არაფერი არ იცის და მხოლოდ მისი მომენტალური ქმედებებით ვერ მიიღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ მასზე არ არის, ეს უკვე ბავშვსაც ეხება, ლილუსაც და საერთოდ ყველას ვინც მის გარშემოა და ვინც მისთვის მნიშვნელოვანია. არც ის უნდა რომ მაქსიმესთვის ცივი უარის თქმასავით გამოუვიდეს. არ უნდა გერლიანმა იფიქროს რომ ნინიასთვის არაფერს ნიშნავს, ეს უფრო მეტად ატკენს, უბრალოდ ვერ ხვდება მამაკაცისგან რას უნდა ელოდებოდეს.
გრძნობს რომ მაქსიმე მართლა არ არის მის მიმართ გულრგილი, ხვდება რომ მამაკაცისთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია და მაქსიმე ყოველდღე და ყველა ქალთან ასე არ იქცევა, თუმცა არსებობს ბევრი სხვა რაღაცა რის გამოც თავის შეკავება და საკუთარ სურვილებზე უარის თქმა უწევს.

-არ ვიცი ეს რატომ უნდა გავაკეთოთ, მიზეზს ვერ ვხვდები რატომ გინდა რომ შენთან გადმოვიდე?_სრუტუნით ჩაილაპარაკა და კედელს მიეყრდნო.

-იმიტომ რომ ღამე გაღვიძებული გამუდმებით მე არ მეძებდე, ისევე როგორც მე.

ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ქალისკენ წავიდა. გაახსენდა როგორ ბორგავს მთელი ღამე და როგორ ეძებს გერლიანს სხეულს, როგორც უნდა რომ უსიამოვნო სიზმრიდან გამოფხიზლებული მაქსიმემ დაამშვიდოს. აცრემლებულ თვალებზე თითები აიფარა და ღრმად ამოისუნთქა. მაქსიმესგან იმისი მოსმენა რასაც თავადაც განიცდის ძალიან უჩვეულო და ბედნიერების მომტანი იყო.

-მე მეძებ ხოლმე?_დაბნეულმა და გახარებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ტუჩები მოკუმა. მაქსიმემ ორივე ხელი მკლავებზე მოკიდა და თავისკენ მიიზიდა.

-გეძებ და სურვილი მაქვს რომ შემდეგში გიპოვო კიდევაც!_კატეგორიულობას არ კარგავდა გერლიანი.

-მეშინია. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და შუბლი მკერდზე მიადო. _მეშინია რომ გულს მატკენ. _სლუკუნით განაგრძობდა საუბარს.

-მაგის მე უნდა მეშინოდეს!_თავი ააწევინა და ხელები ლოყებზე მოკიდა. _საკუთარ თავთან მე უნდა მქონდეს მსგავსი შიშები და არა შენ!_შუბლშეკრულმა დაუღრინა და ცხვირის წვერზე აკოცა.

-რა ურთიერთობა გვაქვს, რა გვინდა ერთმანეთისგან?_დაფიქრებულმა კითხა და პასუხის მოლოდინით აძგარებული გულის საპირისპიროდ აბობოქრებული გონება დაადუმა.

-ერთმანეთისგან ერთმანეთი გვინდა და გვჭირდება!_გარკვევით აუხსნა და მთელი ძალით მიიკრა აკანაკლებული სხეული.

-დღეს არ შემიძლია. _ჩურჩულით ამოილუღლუღა და ქვემოდან ახედა. მაქსიმემ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და თვალები აატრიალა.

-კარგი. ხვალ იყოს! _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და კოპებშეკრულმა დახედა ქალს.

-მაქსიმე!_ბუზღუნით წამოიძახა მამაკაცის სახელი.

-ზედმეტი გაჭიანურებების გარეშე! ორივემ ვიცით ერთად ცხოვრება გვინდა, ხოდა მოდი ნუ გააპრობლემებ! დღეს ჩაალაგე, ფიქრის საშუალებასაც გაძლევ და ხვალ გადმოდით!

მშვიდი ტონით დაუწყო გეგმები და მისაღებში შეიყვანა. მრავლობითი ფორმა არ გაკვირვებია, ზოგჯერ ნინიაც ასე მოიხსენიებს მუცელში მოკალათებულ პატარას, მაგრამ რატომღაც მაქსიმესგან ეს ეუცნაურა.

-თ?

-ლილუს ვის უტოვებ?

აღრენილმა კითხა და შუბლი უარესად შეჭმუხნა. ყენიამ პირდაღებულმა დაიხია უკან და მამაკაცი დაეჭვებულმა აათვლიერ-ჩაათვალიერა. მაქსიმეს რომ ლილუსთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ეს ყველამ იცის, მაგრამ გერლიანის გადაწყვეტილებამ მაინც ძალიან გააკვირვა.

-მე და ლილუ?

-ამჯერად ყოველგვარი კონტრაქტების გარეშე გეპატიჟებით ჩემს სახლში და მინდა რომ ისე ვიცხოვროთ როგორც ნამდვილ ოჯახს შეეფერება, ლილუს გარეშე კი ეს წარმოუდგენელია!

>>>
აფორიქებულმა მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, გამუდმებით ნატას სიტყვებზე ეფიქრება, მერე ახსენდება ლილუს გულწრფელი ღიმილი და მისი ნათქვამი “მაქსიმეს მართლა უყვარხარ”, ამასთანავე გონებიდან არ ამოსდის გერლიანის მგრძნობიარე ჩახუტება, სიტყვები და ემოციებით დატვირთული, შეცვლილი კოცნა რომელიც ამჯერად უფრო მეტს ამბობს ვიდრე რამდენიმე კვირის და თვის წინ. ყველაფერი სხვანაირია მაქსიმეც, მისი დამოკიდებულებაც, მიუხედავად იმისა რომ სიცივეს არაფრის დიდებით არ თმობს. არც გრძნობებს გამოხატავს ისე რომ ერთი შეხედვით ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი. ბარგის ჩალაგებაზე რომ მიდგა საუბარი ძალიან ბევრი ეკამათა, მაგრამ ვერაფრით დაარწმუნა რომ ამ ეტაპზე ცალკე ყოფნა უფრო კარგი იქნებოდა. მაქსიმე ჯიუტად არ თმობდა თავის პოზიციას, ისევე როგორც ნინია. საბოლოოდ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი ღამე მისცა, დილით პასუხი უნდა უთხრას და ნინიასთვის აჯობებს თუ პასუხი დადებითი იქნება.
ლილუსთვის ამ ყველაფრის ახსნა ცალკე პრობლემაა, მართალია პატარა ქალბატონისთვის მთავარია მაქსიმე და ნინია იყვნენ ერთად და მითუმეტეს თუ თავადაც მიიღებს მონაწილეობას ამაში, მაგრამ მაინც აშინებს ბავშვთან ასეთ სერიოზულ თემაზე საუბარი. “ბარგი შევკრათ და მაქისმესთან გადავიდეთო.” მართლა ასე ხომ არ ეტყვის და მოსთხოვს მისი ბუნაგის დატოვებას?!

გამთენიისას ჩაძინებული ლილუს შეხებამ გამოაფხიზლა, ნინიამ ღიმილით გაახილა ჯერ ცალი შემდეგ კი მეორე თვალი და საწოლზე წამომჯდარ დას გადახედა. საერთოდ ვერ გრძნობდა დაღლას და ძილის სურვილის, არადა მთელი ღამე თეთრად აქვს გათენებული. ისეთი შეგრძნება აქვს რომ ახალი ძალებით არის აღვსილი.

-დილა მშვიდობისა. _ლილუმ გაბადრულმა ჩაილაპარაკა და ლოყაზე აკოცა. ნინიამ ორივე ხელი მაგრად მოხვია და თავისკენ მიიზინა, მერე კი საწოლის მეორე მხარეს გადააწვინა.

-შენთან სერიოზული საქმე მაქვს. _ხმადაბლა დაიწყო და ცხვირზე თითი დაკრა.

-მიყვარს როცა ისე მესაუბრები როგორც დიდს. _ამაყად ჩაილაპარაკა ლილუმ და ყურები დაცქვიტა.

-მაქსიმესთან რომ გადავიდეთ საცხოვრებლად რა აზრის ხარ?_ყოველგვარი შესავლების და მოვლითი გზების გარეშე კითხა და პასუხს დაელოდა.

-მაგას მართლა მეკითხები თუ ისე, უბრალოდ გაინტერესებს?

-მართლა გეკითხები. _სიცილით დაუქნია თავი.

-გამიხარდება და იმ წამსვე ჩავალაგებ ჩემს ნივთებს. _უყოყმანოდ, დაუფიქრებლად უპასუხა და საწოლზე წამოჯდა. _უნდა გადავიდეთ?_სწრაფად მოფხზილდა და გახარებულმა ჩაილაპარაკა.

-არ ვიც...

სიტყვა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა. გაკვირვებულმა გადახედა ტუმბოზე მოთავსებულ საათს და ფეხზე წამოდგა, გამორიცხულია შაბათ დღე მემე ამ დროს იღვიძებდეს და მათთან მიდიოდეს. ერთადერთი ვარიანტი ისევ მაქსიმე რჩება, ან დეიდამისი. ჩუსტები ჩაიცვა და ფეხების ფრატუნით გავიდა მისაღებში. კარების გაღებისთანავე ღიმილი გადაეფინა სახეზე. მაქსიმემ თვალი ჯერ ჩუსტებს დაასო და შემდეგ ნელა ააყოლა ქვემოდან ზემოთ.

-ცუდ ჩვევებს გადაჩვეულხარ. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა, სახლში შევიდა და თითების ზურგი მუცელზე მიადო.

-გადამაჩვიეს. _სიცილით გამოაჯავრა და მამაკაცის თითებს დახედა.

-აბა რა გადაწყვიტეთ?

-მე უკვე ჩავალაგე!_ოთახიდან პატარა, ბარბის საგორიალო ჩემოდნით ხელდამშვენებული ლილუ გამოვარდა. მაქსიმემ ნიშნის მოგებით გადახედა საპასუხოდ პირდაღებულ ნინიას და ბავშვისკენ წავიდა.

-ვიცოდი რომ ოდესმე ამ ბავშვის მიმართ გაჩენილი გრძნობებით ვიამაყებდი. _ირონიულად ჩაილაპარაკა და ლილუ ხელში აიყვანა. _როგორ ხარ?_ლოყაზე აკოცა და თვალი ჩაუკრა. ბავშვმა გაკრეჭილმა დაუქნია თავი და ნინიას გადახედა.

-შენ არ ალაგებ?_მოღუშულმა კითხა და თავი მაქსიმეს მხარზე დადო. ნინიამ წარბწეულმა გადახედა ჯერ მამაკაცს, შემდეგ დას და მერე ისევ გერლიანს რომელსაც სახიდან ცინიკური ღიმილი არ მოშორებია.

-სამზარეულოში შედით და ისაუზმეთ, მე ჩავალაგებ!_ხელის აქნევით ჩაილაპარაკა, გერლიანისკენ წავიდა ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა და ოთახისკენ გააგრძელა გზა.

>>>
საკუთარი გადაწყვეტილების ცოტა ეშინია, დამფრთხალი ჩიტივით არის, მაგრამ არ ნანობს. ღამის ფიქრებმა თავისი შედეგი გამოიღო და მიახვედრა რომ ჯობია გარისკო და მიიღო სიამოვნება, ვიდრე სახლში იჯდე და ფიქრობდე იმაზე რომ ეს კაცი შენი ცხოვრების სავალი გზაა, რომელთანაც უბრალოდ შანსები არ გაქვს. რაც იქნება იქნება, შეეგუება იმ აზრს რომ ასე უნდა ყოფილიყო და ცხოვრებას გააგრძელებს, მანამდე კი შეეცდება რომ ამ ოჯახისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და იცოხვროს ისე როგორც თავად მას და გერლიანს სურს.
ნივთები იმ დღესვე ამოალაგა და მაქსიმეს დიდ გარდერობში შეკიდა, ნაწილი თავის ძველ საძინებელში გაიატანა, სეზონი როცა მოვა მერე გადმოიტანს. ლილუსთვის გერლიანს მათი მოპირდაპირე ოთახი შეურჩევია. ოთახში მხოლოდ საწოლი, გარდერობი, ტუმბოები და საწერი მაგიდა იდგა დანარჩენი ნივთების არჩევის უფლება მხოლოდ ლილუს აქვსო ასე განაცხადა მამაკაცმა.

-ზოგჯერ მგონია რომ ზედმეტად ბედნიერები ვართ და ეს ბედნიერებაც რაღაცა ავის მომასწავლებელია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა მაქსიმეს მუცელზე თავდადებულმა და ჭერს ახედა. გერლიანი ოდნავ დაიხარა ქალისკენ და ტუჩებზე აკოცა.

-კატეგორიულად უნდა აგიკრძალო ფიქრი, თორემ ზოგჯერ ძალიან ბევრ სისულელეზე ფიქრობ. _ქალის შიშებით დაღლილმა ჩაილაპარაკა და შუბლი შეკრა.

-დღეს უტა, ნატა, ბავშვები, ლევანი და მემე მოდიან. _სწრაფად შეცვალა თემა და დივანზე წამოჯდა.


-მერე?

-მერე ის რომ არაფერი გვაქვს გაკეთებული. _ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. _მეგის ფასიან შვეულებაში გაშვება მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი იდეა იყო, ხოდა ახლა ადგები და საჭმელების გაკეთებაში დამეხმარები!_კსაკიდიდან წინსაფარი ჩამოხსნა, მაქსიმესთან მივიდა და ფეხისწვერებზე აწუელმა თავზე გადააცვა. _გიხდება. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.

>>>
სტუმრების მოსვლამდე ორი საათით ადრე მემე გავიდა რაღაცებს გაგაკეთებინებ მარტომ რომ არ იწვალოო, ნატამაც უთხრა თუ მოვახერხე მეც გამოვალო, მაგრამ მერე დაურეკა და ბოდიში მოუხდა უტა საქმეზეა და ბავშვებს ვერსად დავტოვებ, ამიტომ დათქმულ დროს შევხვდებითო.
მაქსიმეც სამსახურში დაბრუნდა რაღაცა საბუთებზე ხელი ჰქონდა მოსაწერი და იძულებული გახდა მემეს საყვედურებისთვის ესმინა, თან ლევანზეც აქვთ საჭორაო.

-არ მოგწონს?_ეჭვით კითხა და წაწარბები შეათამაშა. მემეს ნამცხვარი გადასცდა და თვალებდაქაჩულმა მიაყილა ყავა.

-ცოტა, ოღონდ სულ ცოტა. _თითებით აჩვენა რამდენს ნიშნავდა ცოტა და სიცილით განაგრძო ნამცხვრის ჭამა.

-სულ ცოტა, სულ ცოტა. _იქვე მდჯარმა ლილუმ სიცილით გამოაჯავრა დეიდაშვილი და ფეხზე წამოდგა. _მე ოთახში შევალ და ცოტახანი დავიძინებ.

-კარგი მიდი, იცოდე აიპადს ხელი არ ახლო. _თითის ქნევით გააფრთხილა.

-ამ ბავშვს რამხელა ენა აქვს. _წარბაწეულმა გადახედა ოთახისკენ წაკუნკულებულ ლილუს.

-ენის სიგრძეში შენ დაგემსგავდა და ტვინი აშკარად შენზე დიდი აქვს.

ზარის ხმაზე ორივემ მინის დიდ კარს გახედა და ნაცნობი სილუეტის დანახვისას აფორიქებული წამოდგა ფეხზე. მემემ გაკვირვებულმა გადახედა დეიდაშვილს.

-მაქსიმეს დედაა.

-აუჰ, სადედამთილო. _ხმამაღლა შემოსძახა და შუბლზე თითები მიირტყდა.

-გეყოფა. მეგრელია და თან ძალიან საშიში.

-ხოდა მე წავედი!

მოკლედ ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა. ღიმილით გაუღო სტუმარს კარი და თვითონაც იქვე დადგა. მაქისმეს დედა ცივი გამომეტყველებით შევიდა სახლში ჯერ მემე შეათვალიერა და მერე ნინიაზე გადაიტანა მზერა.
-მე დაგტოვებთ._ხმადაბლა ჩაილაპარაკა მემე და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

-დაბრძანდით._ნინიამ სავარძლისკენ მიუთითა და ფინჯანი მაგიდაზე დადო. _მაქსიმე...

-ჩემს შვილზე სასაუბროდ არ მოვსულვარ!_სწრაფად შეაწყვეტინა და ლილუს საძინებელში შესულ მემეს გახედა.

-აბა რისთვის მოხვედით?

მაქსიმეს დედაა და ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ თუ საჭირო გახდა არც ნინიას დაუშაქრდება ენა. იმდენად ცუდად ახსოვს ამ ქალის გაცნობის სცენა.

-შენს შვილზე უნდა ვისაუბროთ!

-რა გაინტერესებთ?_ღიმილით წავიდა ქალისკენ და მის პირდაპირ დაჯდა.

-დიდად გულზე არ მეხატები, მაგრამ ჩემი შვილის შვილს ატარებ მუცლით და ვალდებული ვარ შენი მდგომარეობა ვიცოდე.

-ვალდებული არ ხართ!_ცივი გამომეტყველებით შეაწყვეტინა.

-არც შენ გეხატები დიდად გულზე..._ტუჩის კუთხეში ჩაცინა და განაგრძო. _მე და ჩემს შვილს გადასარევი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მინდა რომ ჩემს შვილიშვილთან კონტაქტი მქონდეს.

-ეს თქვენ სურვილზეა დამოკიდებული, არ ვაპირებ ჩემს შვილს ვინმეს ნახვა და გაცნობა ავუკრძალო.

-ძალიან კარგი, გამოდის რომ შევთანხმდით.

-აქ ამისთვის მოხვედით?

-უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ყველაფერი რიგზეა და ბავშვის ნახვის უფლებას მომცემდი.

-მე მაინც მგონია რომ ამაზე მე კი არა მაქსიმეს უნდა დაელაპარაკოთ.

-მაქსიმესთან საუბარს რომ ამ თემაზე არანაირი აზრი ჰქონდა იმიტომაც მოვედი შენთან. _გაღიზიანებულმა დაუბრუნა პასუხი.

-მე კიდევ მგონია რომ მაქსიმესთან ამ თემაზე საუბარი არც კი გიცდიათ. და საერთოდ მე მგონი მაქსიმეს არ იცნობთ. მართალია მე არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა და რა უთანხმოებას აქვს ადგილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შვილიშვილის ნახვას არ აგიკრძალავთ თუ მისთვის კარგი გინდათ.

-რას ნიშნავთ თუ კარგი მინდა?_წამებში შეეცვალა ხასიათი და აფეთქებული წამოიწია წინ. ნინიამ წარბები კუშტად შეკრა და ქალს დააკვირდა.

-იმას რომ მე თქვენ არ გიცნობთ და წარმოდგენა არ მაქვს რა გინდათ... ასე რომ უმჯობესია ამ თემაზე მაქსიმეს დაელაპარაკოთ.

ზრილობიანად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა. დაპატიებდა დღევანდელ საღამოზე, მაგრამ არ იცის ეს მაქსიმეს რამდენად ესიამოვნება. დედა-შვილის ურთიერთობა არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას გერლიანის გარეშე ვერ და არც მიიღებს, არ უნდა მათ ურთიერთობაში ჩარევით თავიანთი ურთიერთობა გააფუჭოს. მზია უსიტყვიდ წამოდგა ფეხზე, ამრეზიით აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი და უკანმოუხედავად დატოვა სახლში.

-ამ ქალის აურა არ მომწონს. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა მემემ და ბავშვის ოთახიდან ნახევარი ტანი გამოყო.

-მე საერთოდ ეს ქალი არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ. ისეთი თვალებით მიყურებს გეგონება ჭლექი მჭირს. _უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი და ეზოში შემოსულ მაქსიმეს მანქანას გახედა.

>>>
მაგიდა ეზოში გაშალა სუფთა ჰაერზე, ბავშვებისთვის მაქსიმემ აუზში სპეციალურად გამოცვალა წყალი და მათთვის იქვე ახლოს გაშალა ნინიამ მაგიდა. ანაბელს და ლილუს თითქოს გაუჭირდათ ურთიერთობა, მაგრამ რამდენიმე საერთო შეხედულება რაღაცა საკითხებზე და ეშმაკური სიცილით დაახლოვდნენ.

-ლილუ რა კარგად ცურავს. _აღფრთოვანებული სახით ჩაილაპარაკა ნატამ და ბავშვს გადახედა.

-ხო, მე ვასწავლე. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ამაყი მზერით გადახედა დას.

-პრინციპში მოცურავის დამ რომ ცურვა არ იცოდეს..._სიცილით ჩაილაპარაკა ლევანმ და უტას მიუჯდა გვერდით.

-მიდი უთხარი და გასწავლის. _ცინიკური სახით ჩაილაპარაკა უტამ და თვალი ჩაუკრა.

-ცურვა არ იცი?_გაკვირვებული სახით იკითხა მემემ. _აა, ახლა გასაგებია რატომაც არ ჩამოხვედი მაშინ წყალში. _ღიმილით შეათამაშა წარბები.

ნინია მაქსიმეს გვერდით იჯდა და ხმას არ იღებდა, დრო და დრო გერლიანს გადახედავდა და ღიმილით აკვირდებოდა. ყველაფერი ძალიან კარგად არის, თავსაც შესანიშნავად გრძნობს. ახლობლების გარემოცვაშია და რაც მთავარია გვერდით მაქსიმე ჰყავს, საერთოდ არ ფიქრობს იმაზე რაზეც რამდენიმე დღის წინ, არ უნდა რომ თავი დაიტვირთოს. ახლა ყველანაირად უნდა ეცადოს რომ ოჯახი რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა ძალიან დიდი ხანი შეინარჩუნონ და იცის რომ გერლიანი ამაში აცულიებლად დაეხმარება.

-არა ჩემზე რომ ხუმრობთ ის თუ გახსოვთ გიგიშასთან ერთად მაქსიმე რომ მოყვა ავარიაში.

-რა ავარიაში?_ხმამაღლა იკითხა ნინიამ და ცინიკურად მომღიმარი გერლიანის დანახვისას შეეცადა წამიერი სისუსტე და ნერვიულობა დაემალა. მაქსიმემ ცალი ხელი გადახვია და თავისკენ მიიზიდა.

-ხო, დასასვენებლად ვიყავით და უკან რომ ვბრუნდებოდით ავარიაში მოყვნენ...ყველაზე სასაცილო ის იყო რომ ყველა ძვალი დალეწილი ჰქონდა შენს საქმროს და თან ექიმებს ეჩხუბებოდა რას ქვია საავადმყოფოში მაწვენთო.

-არ მიკვირს. _თავის ქნევით ჩაიჩურჩულა ყენიამ და სიცილით ახედა კოპებშეყრილ მამაკაცს.

-და მანდ რა იყო სასაცილო?_მოჩვენებითი ინტერესით იკითხა უტამ და აუზში მოცურავე ბავშვებს გახედა.

-მანდ ის იყო სასაცილო რომ შენს ძმაკაცს ხელის გატოკებაც კი არ შეეძლო. _წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და მაქსიმეს თვალი ჩაუკრა.

-და გიგიშა როგორ არის?

-გიგიშა გადარჩა და ახლა მეორე ბავშვს ელოდება ცოლთან ერთად... თქვენსავითაა რა.

მხიარულ ნოტაზე მყოფმა ლევანმა სიცილით ჩაილაპარაკა და წყვილს ნინიას მუცელზე მიუთითა. როგორც კი ყველამ ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაიტანა მაქსიმემ მუცელზე ოდნავ მიადო ხელი და საფეთქელზე აკოცა.

ყველა აუზთან მივიდა მარტო ნინია და მაქსიმე დარჩნენ მაგიდასთან. ყენიამ უხერხულად ჩაახველა და მამაკაცს ახედა..

-დღეს დედაშენი იყო მოსული.

-კიდევ რამე გითხრა?_თვალებჩაწითლებულმა კითხა და გულზე მიხუტებული უკან დასწია. ნინიამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია.

-არა, უბრალოდ მკითხა ბავშვის ნახვის უფლებას მივცემდით თუ არა.

-დარწმუნებული ხარ?_გაკვირვებულმა კითხა და შუბლი შეჭმუხნა. _ბავშვის დაბადებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა.

-არა, მართლა მაგის საკითხავად მოვიდა.

-თუ უბრალოდ აინტერესებდა მართლა დაბრუნდი თუ არა ჩემთან?!_ირონიულად ჩაილაპარაკა და დაბნეულმს ცხვირზე დაკრა თითი. _რანაირი მეგრელი ხარ ყველაფერს როგორ გულუბრყვილოდ იჯერებ.

-რას ვიფიქრებდი მაგის შესამოწმებლად სახლში თუ მოვიდოდა._დაბნეულმა აიჩეჩა მხრები.

მაქსიმე ოდნავ გადაიხარა ქალისკენ და ტუჩთან ახლოს აკოცა.

-სავარაუდოდ მზიას ისიც დააინტერესებს ქორწილი როდის გვექნება და მგონი დროა დაგვეგმოთ. _ხრიწიანი ხმით ჩასჩურჩულა ყურში და ლოყაზე აკოცა.
~~~~~~
უზომოდ დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის, ძალიან მახარებთ. <3



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგია მომწონს.ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი Guest ლიკა

შეუდარებელიაა ველოდები შემდეგ თავს ❤❤

 


№3 სტუმარი Guest maiko

ძალიან კარგიააა..

 


№4 სტუმარი Guest lia

Saocari istoriaa.momwons zalian .didi madloba am didi siamovnebistvis❤❤❤

 


№5  offline წევრი ))♡

Au chemi usayvarlesii ai dzan dzan dzaaam smagariaaaa kidebevri minda ro iyos :( ♡♡
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დაწერილი თუ გაქვს სრულად რატო არ დებ?!

 


№7 სტუმარი mariami

Imedia muceli AR moeshleba an megi rames AR daushavebs amistvis nu gaggwirav

 


№8  offline მოდერი მე♥

mia15
ძალიან კარგია მომწონს.ველი შემდეგ თავს.

მადლობები.❤️❤️❤️უზომოდ მახარებთ.
Guest ლიკა
შეუდარებელიაა ველოდები შემდეგ თავს ❤❤

ძალიან მიხარია, დიდი მადლობა.❤️❤️❤️
Guest maiko
ძალიან კარგიააა..

მადლობა დიდი დიდი❤️❤️❤️
Guest lia
Saocari istoriaa.momwons zalian .didi madloba am didi siamovnebistvis❤❤❤

რას ამბობთ, მადლობა თქვენ.❤️❤️ უზომოდ მახარებთ და მაბედნიერებთ.❤️❤️❤️
))♡
Au chemi usayvarlesii ai dzan dzan dzaaam smagariaaaa kidebevri minda ro iyos :( ♡♡

ვაიჰ, როგორ მესიამოვნება ხოლმე.❤️ საყვარელი ხარ შენ❤️❤️
ანი ანი
დაწერილი თუ გაქვს სრულად რატო არ დებ?!

ბევრი მიზეზის და გამო...:დდ ❤️
გრაფინია
როგორ მომწონს მაქსიმეს ტიპაჟი:)
ერთდროულად ძალიან თბილი და უხეში.. ნინიას გამწარება და მოფერება ერთნაირად რომ სიამოვნებს.
ძალიან კარგია რაა:*

ზუსტად, მთავარია იმ სიუხეშეში დაინახოს ნინიამ სიყვარული და ნუ გაეგება ფეხქვეშ.❤️ მადლობა ძალიან დიდი❤️❤️❤️
mariami
Imedia muceli AR moeshleba an megi rames AR daushavebs amistvis nu gaggwirav

რა თქმა უნდა არა, მსგავსი დრამები არ მხიბლავს.❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№9  offline წევრი miyvarxar1992

აქაც მოვედი შოკოლადოოოო.ვამბობ რომ მაგარი ხარ მაგრამ კიდევ ბევრჯერ ვიტყვიი.მომწონს მე მაქსიმე უფფფ უტას მაგონებსსს .თუმცა მათ ასეთი სიყვრული იციანნნ და ვერ შეიცვლებიანნნნნ heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№10 სტუმარი ტატუკა

აუუ რა კარგი იყოოო ვგიჟდები ამ წყვილზე და ველოდები როდის მოუყვება მაქსიმე ნინიას რეალურად რატომ მოხდა მათი აბავი.დღეს დადე რა ბოლომდე დამელია სულიიიი

 


№11 სტუმარი Guest Mariamo

ყოველი დილა ამ ისტორიის გამო მიხარია

 


№12 სტუმარი ანუკა^^

ბევრჯერ დავაპირე კომანტარის დაწერა მაგრამ სიტყვები არასდროს მყოფნის

სასწაულიხარ

 


№13 სტუმარი Guest ანი

აუუ არ მინდა რომ დამთავრდეს ჯერ :(

დილით რომ ვიღვიძებ მაშინვე ტელეფონით აქ შემოვდივარ,ვიცი უუუკარგესი ისტორია რომ დამხვდება heart_eyes

 


№14  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
აქაც მოვედი შოკოლადოოოო.ვამბობ რომ მაგარი ხარ მაგრამ კიდევ ბევრჯერ ვიტყვიი.მომწონს მე მაქსიმე უფფფ უტას მაგონებსსს .თუმცა მათ ასეთი სიყვრული იციანნნ და ვერ შეიცვლებიანნნნნ heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart

საოცარო!
ძალიან დიდი მადლობა ყველგან რომ ხარ და ასე რომ მახარებ! <3
იმიტომაც ესმით ერთმანეთის ასე კარგად უტას და მაქსიმეს. :დდდ <3
ტატუკა
აუუ რა კარგი იყოოო ვგიჟდები ამ წყვილზე და ველოდები როდის მოუყვება მაქსიმე ნინიას რეალურად რატომ მოხდა მათი აბავი.დღეს დადე რა ბოლომდე დამელია სულიიიი

საყვარელო, როგორ გამახარე!
ძალიან მიხარია ისტორია რომ მოგწონს. <3 სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ბოლომდე გადახედვა თორემ მეც მინდოდა მთლიანად დადება, იმდენი ისტორია მაქვს კიდევ ასატვირთი. :(
Guest Mariamo
ყოველი დილა ამ ისტორიის გამო მიხარია

ვააიმე, მარიამო შე საყავრელო და ტკბილო!
როგორ გამახარე შენი კომენტარით. <3 მე კიდევ თქვენს გამო მიხარია დილით აქ შემოსვლა და ამ სითბოს ნახვა. <3
ანუკა^^
ბევრჯერ დავაპირე კომანტარის დაწერა მაგრამ სიტყვები არასდროს მყოფნის

სასწაულიხარ

ნტ, სასწაული ეს თქვენ ხართ ასე რომ შეგიძლიათ ჩემი გაბედნიერება და გახარება! <3
Guest ანი
აუუ არ მინდა რომ დამთავრდეს ჯერ :(

დილით რომ ვიღვიძებ მაშინვე ტელეფონით აქ შემოვდივარ,ვიცი უუუკარგესი ისტორია რომ დამხვდება heart_eyes

ანი, ანი ჩემო ანი!
რა კარგი და რა სასიამოვნო ხარ შენ!
უსაზღვროდ მიხარია ჩემი ისტორიით შენს დილას ოდნავ მაინც თუ ვახალისებ, უღრმესი მადლობა. <3
--------------------
ა.ა

 


№15 სტუმარი სტუმარი გვანცა

მართლაც საოცრად წერ. ნატას და უტას ისტორიას რა ქვიაა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent