შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 5


2-04-2016, 00:10
ავტორი D-roni
ნანახია 5 101

წამით მის სიცილზე თვალი გაუშტერდა და ცინიკურად ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში.
და მაინც რა არის ეს სიყვარული ასეთი ? ...
გრძნობ , რომ რაღაც უმიზეზოდ გაბედნიერებს და გახარებს.
ხო ეს რაღაც აშკარად არაფერი , მაგრამ რეალურად ყველაფერზე მეტია!
" მე მაგალითად მთელი დღე მეცინება ...
მთელი დღე მეფირება , უყურადღებო ვხდები გარშემო მყოფეფთან , თავს არ ვხრი იმიტომ , რომ მინდა ყველამ დაინახოს როგორი ბედნიერი ვარ!
ხო ბედნიერი ვარ ! ძალიან ბედნიერი , მთელი გულით მიხარია ის , რომ ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს ადამიანი , რომლის ერთი ღიმილიც ჩემი მთელი დღის "დაპოზიტივების" მიზეზი გახდება!
***
მეცეკვება , ახლაც მეცეკვება !
მემღერება , ახლაც მემღერებ !
ყურებში ახლაც ძალიან მაგარი მელოდი ჩამესმის და ვცდილობ შეზლონგზე დავეტიო !
___
ფიქრებიდან ისევ ბათუს ხელების ქნევამ გამოიყვანა , პლეაჟი მოათვალიერა და პატარა ფაცხიდან გამოსულ სიმღერის ხმებს ყური დაუგდო.
ღიმილით წამოდგა ფეხზე და ხელი მიიბჯინა თვალებთან.
- წამოდი ! - სწრაფად დაავლო სარაფანს ხელი და ზედ გადაიცვა.
ნივთები ახიკა და სწრაფად გამზადებულ ბათუს ხელი ჩაავლო მაჯაში.
მთელი სისწრაფით მიდიოდა სახლისკენ და თან მიჰყავდა ფარჯიანიც.
იქ შესულმა ბათუც , რომ შიგნით დაიგულა კარი დაკეტა და
სწრაფად შევარდა ოთახში და ფლეშკა გამოიტანა.
კედელზე ჩამოკიდებულ დიდ ტელევიზორს მოუარა და როგორც კი შესაერთებელი დალანდა სწრაფად შეუერთა.
თვალები მოჭუტა და გადამრველით N:9 სიმღერა ჩართო.
სწრაფად გაჟღერდა ბოლო ხმაზე სიმღერა და მანაც ეშმაკური ღიმილით გახედა ადგილზე სიცილით აწურულ ფარჯიანს.
- ახლა მე და შენ უნდა ვიცეკვოთ ! - მისკენ წავიდა და თმა ხელით გაისწორა.
- სულ გაგიჟდი ? - თვალები გააცეცა ფარჯიანმა და სხეულზე აკრულს ღიმილით მოავლო მზერა.
- ჩავთვალოთ , რომ არ გამიგია ! - კისკისთ აიქნია თავისუფალი ხელი და მუსიკის ჩქარ ტემპს სხეული ნაზად ააყოლა. - მეცეკვე ! - ტუჩები დამანჭა კატეგორიულად მოთხოვა. - კარგი! თუ არ მეცეკვები მარტო ვიცეკვებ ! - ხელი უშვა მოხარხარეს და პუფზე ამხტარმა ნაზად ააყოლა ჩქარ ტემპს სხეული.
- ჩამოდი ! - ხმა უცნაურად დაბოხებული გაუხდა ფაჯიანს.
- შენ არ მეცეკვები და ... - სამართავი ხელში აიღო და ტექსტს ხმაც ააყოლა. - შენ გიძღვნი სიყვარულო!
თან სხეულს არხევდა , თან მღეროდა.
ფარჯიანი ღიმილით მიეყრდნო სავარძელს და ხელები შიშველ ზედა ტანზე გადაიჯვარედინა.
ბოლოს მისი ყურების სურვილი , მასთან ახლოს ყოფნამ , რომ ჩაანაცვლა მისკენ დაიძრა და წინ ჩამოუდგა.
დაბნეულმა მაშომ ნელნელა გაჩერება დაიწყო , ბოლოს კი ფარჯიანის თითები თმის სარჭზე , რომ იგრძნო საბოლოოდ მოდუნდა და კისერი ოდნავ გადააგდო გვერდით .
მამაკაცმა ნელი მოძრაობით გაუხსნა თმა და რუჯისგან აყავისფრებულ ტანზე თვალები ააყოლ-ჩააყოლა.
- აღარ შემიძლია ... - სიმერა არა და არ მთავრდებოდა ... მაშოს კი მისი სიტყვებიდან გამომდინარე მოთმინების უნარი ელეოდა.
ოდნა მიადო მამაკაცის შუბს თავისი და თვალები მილულა.
ბათუმ მის მკლავებში გატრუნულს ხელები წელზე მოხვია და ხელში აიტაცა.
თავი მოდუნებულმა ჩარგო მის კისერში და ტუჩები ოდნავ აათამაშა ადგილზე.
მის კანზე დაყრილი ბუსუსები, რომ შეიგრძნო კმაყოფილმა ჩაიღიმა და უფრო გათამამებულმა აამოძრავა ტუჩები მის ყელზე.
- გაჩერდი ! - მის უკანალზე დაჭიმული ხელი , რომ იგრძნო გველნაკბენივით გადაყო თავი უკან და წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა. თავით კედელს აეყუდა, ერთი გამოძრავება და მის ტუჩებთან ასე ახლოს მყოფი საწადელს აისრულებდა.
"გააკეთე , გთხოვ დააყენე საშველი !" - ფიქრობდა და ბაგეებგაპობილი , ოხვრით უყურებდა მის წინ ჩამომდგარ სხეულს , რომლის წელზეც ასე მაგრად ჰქონდა შემოხვეული ფეხები , კისერს კი ჩაბღაუჭებულ ხელების არ უშვებდა.
- არა ! - მის შუბლს თვალებდახუჭულმა მიადო შუბლი და თეძოებზე ხელები მაგრად მოუჭირა . - მერე უფრო გაგვიჭირდება ! - მოესმა ნაცნობი სიტყვები , სიტყვები რომლებმაც მისი ყურთასმენა გაცნობის დღესვე დაიპყრო.
- გამიშვი ! - მის მაჯებს ჩაებღაუჭა და აცრემლიანებული თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
- გაჩერდი ! - ხელები გაუკავა და მისი მუცელიდან ჩამოფოფხებულს მაჯაში წვდა . - მაშკა ... -ტონი ცვალებადი გაუხდა ფარჯიანს.
- რა მაშკა , რა მაშკა ! , რა გინდა საერთოდ ხვდები ? , იცი მაინც რას მოითხოვ ჩემგან ?! , არც ხელს მიშვებ , რომ წავიდე ... არც იმის უფლებას მაძლევ , რომ მოვიდე , შენს გულამდე , უფრო ახლოს მოვიდე ! - ცრემლები გადმოსცვივდა მარილიანი სითხის შეგრძნებისთანავე ტუჩები გაისველა.
- და შენ იცი რა გინდა ? - კედელს მიანაცრხა და თეძოებში ხელები ჩაავლო . - იცი რა გინდა ?! - გაუმეორა კითხვა თვალებმობრიალემ . - მიპასუხე !
- კი ! ვიცი ... - მიახლა პირდაპირ და მისი სახე ხელებში მოიმწყვდია. - ვიცი და შენგან განსხვავებით ისიც ვიცი , როგორ უნდა ავისრულო ცხოვრებაში პირველად გაჩენილი მსგავსი სურვილი ! - თავისკენ დაქაჩა და გულაჩქარებული დააცხრა ბაგეებზე.
გამოუცდელივით ამოძრაობდა ტუჩებს და როგორც კი იგრძნო რაღაც ფაფუკი და მომთხოვნი , თავისივე ინიციატივით ხელები მოუდუნდა და თითები მის კისერზე გადაასრიალა.
- ეგრე კი არა ... აი ასე უნდა ! - ოდნავ მოშორდა და ვნებიანად დააცხრა ბაგეებზე.
ოდნავ მოშორებულმა ცრემლიან თვალებზე ცერა თითები ფრთხილად დაუსვა და ცხვირზე აკოცა.

- გაგიჭირდა ? - ღიმილი გაეპარა ბაგეებში ფარჯიანს.
- სულელო ! - მხარზე თითი ჰკრა და დახრილი თავი მის მკვრივ გულმკერდს მიადო.
აი რა სჭირდება ბედნიერებისთვის !
მხოლოდ მისი ძლიერი მკლავები და მეტი არაფერი!
მისი უბრალო შეხებაც კი ისე აბედნიერებს , მთელი დღე ეყოფა კარგი ხასიათის შენარჩუნებისთვის.
თუნდაც გაუღიმოდ , სულ ნუ შეეხება!
- აწიე თავი ! - ნიკაპ ქვეშ შეცურებული თითით თავი ააწევინა.
- არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა ... - თავისთვის ჩაიფრუტუნა და ტუჩები აამაცმაცუნა.
ბათუმ ჯერ წარბები შეკრა , შემდეგ გახსნა და ცალი წარბი ჰაერში აწია.
სულ ბოლოს მოეშვა და სახე ღიმილი გადაეფინა.
მაგრად მოჰხვია ხელები და გულმკერდზე აიკრა.
- ჩემი გოჭი ხარ ! ,წითელცხვირა გოჭი ! - ცხვირის წვერზე აკოცა და თმა ისევ ყურსუკან გადაუწია.
- შენ ღრუტუნა გამოდიხარ ! - კისკისით ახედა და ნიკაპზე ოდნავ შეახო ტუჩები.
- რა გამოვდივარ ? - სიცილით იკითხა და განზე გაიწია , ხელები კი ისევ მის წელზე დატოვა.
- ღრუტუნა ... - ბავშვურად გაიმეორა და თვალებისფახულით გავარდა ოთახისკენ. - უნდა ვიბანაო ! , არ შემოხვიდე ! - გააფრთხილა და აბაზანაში შევარდა პირდაპირ.
წყლის გადავლების პროცესში , სულელურად გაბადრული და ბედნიერი იდგა წყლის ჭავლის ქვეშ.
თითებს ოდნავ შეფარკლულ სხეულზე დაატარებდა და კისერს სიამოვნებისგან უკან აგდებდა.
მისი ტუჩების გემო , მიუხედავად წყლისა მაინც ჰქონდა ჯერ შერჩენილი ბაგეებზე.
კმაყოფილი ილოკავდა ტუჩებს და მომენტებში ბედნიერებისგან გაგიჟებული აქეთ-იქით ხტუნავდა.
წყალი გადაკეტა და ფრთხილად გადმოვიდა აბაზანიდან.
გარშემო მიიხედმოიხედა და თეთრი პირსახოცის გარდა ვერაფერი ვერ დაინახა.
თავში ხელი წაირტყა და სააბაზანოს კიდეზე ჩამოჯდა.
- ახლა რა ვქნა? - გაიფიქრა და ტუჩზე თითი მიიდო.
პირსახოცი მოიხვია სხუელზე და სველი საცურაო კოსტუმი გადაკეცილი იქვე დატოვა გარეცხილ სარაფანთან ერთად.
თმაზე სარჭი ეკეთა და ხელით პირსახოცს იჭერდა.
საკეტი გადაატრიალა და ოდნავ ჩაახველა.
- 1 , 2 და 3 ! - ჩაილაპარაკა და უცებ შეგლიჯა კარი , კარადის კარი გამოაღო და იქვე ჩამოდგა.
გაოგენბულმა ფარჯიანმა , წელსზემოთ შიშველმა გამოხედა და სიცილი ატეხა.
ღრმად ამოისუნთქა და განაჩენს დაელოდა.
ლოყებაწითლებული , შერცხვენილი , გაბრაზებული !
ყველა ემოციით თავ მოყრილი იდგა , ერთ ადგილზე გაშეშებული და მოხარხარე მამაკაცს უყურებდა , რომელიც დრო და დრო წელში იხრებოდა და ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა.
- ვახ ჩემი ! - ამოიხრიალა დაღლილმა და იქვე საწოლზე ჩამოჯდა. - საღოლ , მაგარი იყო! - ცერა თითი აუწია და სიცილი შეწყვიტა. ოდნავ აატარა მზერა და მისკენ წავიდა. ერთ ადგილზე აწურული წამწამებს აფახუნებდა და ნერვები დაგლეჯას ჰქონდა. - აი ეს ჩაიცვი ! - მისი ოდნავ გრძელი . თხელი , ოდნავ გაშლილი , ბრეტელიანი , შავი მაიკა მიაწოდა . - მოგიხდება ! - ყურში ჩასჩურჩულა და ტუჩები ნაზად ჩამოატარა კისერზე.
გათიშლმა ხელი მოადუნა , რომელიც პირსახოცზე ჰქონდა მოკიდებული.
ფარჯიანი მაინც არ წყვეტდა მასზე მორალურ ძალადობას.
ძალა გამოაცალა და ენერგია მოზღვავებულს ოდნავ მოშორდა.
ტუჩები ყელიდან ღაწვებზე , ღაწვებიდან ტუჩის კუთხესთან , იქიდან კი ბაგეებზე გადააცოცა და ძალიან ნაზად წაეტანა მასზე.
მუცელში და გულში რაღაც მოძრავი იგრძნო და ყელში ისევ "რაღაც" მოებჯინა.
გულმუცელი ამოუტრიალდა და სახეზე სისხლი მოაწვა.
ისე ხურდა , ისე რომ ეგონა თერმომეტრი , რომ დებოდა აუცილებლად გასკდებოდა მის ხელებშივე.
ყველაზე მეტად ის აგიჟებდა , რომ საერთოდ არ ჩქარობდა ბათუ.
ისე კოცნიდა , ისე ნაზად , რომ ნეტარებსგან ეგონა შეიშლებოდა.
"გაუსაძლისი სიამოვნება" ...
გაიფიქრა გონებამ და ახლა მიხვდა რა ერქვა ამ ყველაფერს.
დიახ ! გაუსაძლისი სიამოვნება !
- ახლა კი ჩემი ბანაობის დროა და გირჩევნია ნელა ირბინო ხოლმე , მაინც მოკლე პირსახოცია და ყველაფერი გიჩანს ... - თვალი ჩაუკრა და სიცილით შევიდა აბაზანაში.
- დეგენერატო ! - მიაძახა და გაბადრულმა გადაისვა ქვედა ტუჩზე , საჩვენებელი თითი.
- გავიგე ! - გამოსძახა და წყალი მოუშვა.
- ვიცი ! - შესძახა და ხელები კარზე ააბაკუნა.
- მიყვარხარ ! - მოესმა ხმა და გაოგნებული მიაჩერდა თეთრ კარს.
- ვერ გავიგე ? - ბაგეებიდან ესღა ამოუვიდა და თითები ნაზად ჩამოასრიალა კარზე.
- მიყვარხარ ... - მოესმა ჩურჩულით ნათქვამი სანატრელი სიტყვა და გაბადრულმა მიადო კარს თავი.
- მეც ... მეც მიყვარხარ ! - მანაც თავისთვის ჩაიჩურჩულა და სახეზე ღიმილი მოეფინა.
- ეგეც გავიგე !

- დაიყვირა ხარხარით და აშკარად რაღაც დაუვარდა ძირს.
- ვიცი ... და სახსალამათმა გამოაღწიე შენი ჭირიმე მანდედან რა ... - კისკისით გამოსცდილდა კარს და გაბადრული გადაეშვა საწოლზე.
"ძალიან ბედნიერია ..." !



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 5



№1  offline წევრი natia-natia

აქრეებიი ხდებაა თურმეე....ძაან მაგარია და საყვარელიხარ შენ რო ესეთ კარგ რაღაცეებს გვიწერ ველი შემდეგს...

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra ambebia<3 sayvarlebiii,tkbilebii,gemrielebi da tbilebiii saocrebaaa xar raaaa gavgijdi iseti kargi iyooo

 


№3  offline მოდერი Nude

დამცხაა. feel ასე მალე არ მოველოდი მოვლენების მსგავსი გზით განვითარებას, მაგრამ ხომ იცი, არ მიყვარს ზედმეტად გაწელილი ისტორიები. ჰომმმ... ახლა, ველოდები ყველაზე მაგარ დღეებს ბრაზილიაში! love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent