შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სამიზნე [3]


4-10-2017, 03:33
ავტორი მე♥
ნანახია 15 223

როგორც კი უტა სახლიდან წასული დაიგულა და მანქანის საბურავების ხმა მისწვდა მის ყურთა სმენას ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა. ვანაში წყალი დააგუბა და სპეციალური ხსნარებისთვის და საჭირო ნივთებისთვის განკუთვნილი თაროდან. მაგნოლიის სითხე გადმოიგო. სავსე აბაზანაში რამოდენიმე წვეთი გაურია და წყალს ხარბად დასუნა. რა კარგია კარგი ცხოვრება თურმე. წყალში ჩაწვები და ერთგვარი რელაქსია. თან ნატაზე სურნელოვანი წყელბი როგორ მოქმედებს. ერთი საათი გაატარა აბაზანაში, მერე ამოვიდა წყალი გადაივლო და პირსახოცის ხალათში გახვეული გავიდა ოთახში. ჩანთიდან საჭირო ტანსაცმელი ამოალაგა და შემშრალებულ ტანზე უცბად ამოიცვა. პირსახოცი თავზე დაიხვია და სამზარეულოში გავიდა. საშინლად მოუნდა ტორტი, მაგრამ იცის რომ გამორიცხულია მისი დაგემოვნება შეძლოს. მაცივარი გამოაღო და ტორტისთვის საჭირო ინგრედიენტების ძებნა დაიწყო, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის რომ გავაშელის მაცივარში და კარადებში მსგავს ვერაფერს იპოვიდა. იმედგაცრუებულმა დაკეტა მაცივარი და ოთახის დასალაგებლად აბრუნდა. ოთახის დალაგებას რომ მორჩა ვერანდაზე დატოვებულ ჭიქას და თეფშს დაწვდა და სამზარეულოში ჩაიტანა გასარეხად. როგორც კი ონკანი მოუჭვა ტოქსიკოზმა იმატა, დაფეთებული გაიქცა მეორე სართულისაკენ. არ ახსოვს კიბეები რა სისწარფით არბინა, მაგრამ სააბაზანომდე რომ მიასწრო ფაქტია. პირი ცივი წყლით დაიბანა და პირსახოცი ისევ შეისწორა. დაბლა სართულიდან ხმაურით ხმა რომ მოესმა მიხვდა რომ უტა დაბრუნდა და დერეფანში ჩამოკიდებულ საათს გახედა. ჯერ პირველიც არ არის და ასე ადრე რა უნდა აქ. კიბეების თავში დადგა და მისაღებში მობორიალე მამაკაცს გადახედა.

-კიდევ ცუდად ხარ?_ ქალის სახის ფერს რომ წააწყდა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და პირველ საფეხურზე ამოდგა მარჯვენა ფეხი.

-გუშინდელმა სალათამ მომწამლა ალბათ. _ ჩაიფრუტუნა და საფეხურებს დაუყვა.

-ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა, საპირფარეშო დაბლაც არის. აი იქ. _ თითი ეზოში გასასვლელი, კარების გვერდით მდებარე, კარებისკენ გაიშვირა და კიბის მოაჯირს დაეყრდნო. _ დღეს თუ გინდა შენც გაესინჯე ექიმს. _ თვალი ჩაუკრა და აათვალიერ-ჩაათვალიერა ვნებიანი ქალი.

-როგორი ყურადღებიანი ხართ ბატონო უტა.

გამოეჯიბრა და სამზარეულოსკენ წავიდა, კუთვნილი საუზმის მისაღებად. ორის ნახევარზე გარდერობთან იდგა და ისეთ ტანსაცმელს არჩევდა რომელშიც უფრო კომფორტულად იქნება. ახლა რომ გაიბერება და გაიბერება უტა ხომ შეამჩნევს რომ ორსულად არის. განა როდემდე დამალება ეს ამბავი. მაგრამ იქნებ მანამდე ქალთან ყოფნა მობეზრდეს და ნატა თავის გზაზე გაუშვას. თუმცა ეეჭვება ეს მოხდეს. სამსხურიდანაც წამოვიდა, ხელფასი აღარ აქვს. დანაზოგი რაც ქონდა თითქმის ბოლომდე დახარჯა. კიდევ კარგი დღევანდელი კონსულტაციის გადასახადი წინა ვიზიტზე დაფარა, თორემ რა შარში გაყოფდა თავს. ახლა უკვე ბავშვის ჩასაცმელთან ერთად თავის ტანსაცმელზეც უნდა იზრუნოს, თორემ დაუპატარავდა ყველაფერი. ჯერ ორი თვისაც არ არის, მაგრამ ორსულობა მაინც იგრძნობა და ჯინსის შარვლებს ვეღარ გუობს. ასე გონია მუცელზე საშინლად უჭერს და ბავშვს აწუხებს. ამიტომ ბარიდან წამოღებული რამოდენიმე სპორტული შარვალი აცვია. ათაში ერთხელ კაბებსაც იცვამს, როცა გარეთ გადის. დღეს მოუწევს კაბა ჩაიცვას, კომფორტულად რომ იყოს. ათი წუთი აკლდა ორს კარებზე რომ მოუკაკუნა უტამ და გააფრთხილა ორზე დაბლა იყავიო. სწრაფად დაიხვია თითზე თმა და კოსა შეიკრა. საჩვენებელი თითის ფრჩხილით ნელა აიღო ყურთან რამოდენიმე ღერი თმა და დაბლა ჩამოუშვა. გადაწეული როცა აქვს თმა, ყურებთან ყოველთვის ლამაზად უშვებს, უფრო ეფეტქტური რომ იყოს. სახის მკვებავი თითების ნელი და აუჩქარებელი მოქმედებით წაისვა და სკამიდან წამოდგა. კარები გამოაღო თუ არა დერეფანი დაზვერა, როგორც ჩანს უტა დაბლაა. კიბეები ფრთხილად ჩაიიარა და ბოლო საფეხურიდან დიდ მისაღებს გადახედა.

-მე ხომ არ მეძებ?_ მოესმა ზურგს უკან უტას ხმა და სამზარეულოსკენ მიტრიალდა.

-მე მზად ვარ გავიდეთ. _ კითხვას თავი აარიდა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.

მამაკაცმა ყავის ფინჯანი მაგიდაზე დატოვა და გასასვლელისკენ წასულ ქალს წამოეწია. მისამართი უკარნახა და დადუმდა. ან კი რა ქონდა უტასთან სასაუბრო. ხმას რომ იღებს ისე აჟრიალებს ცოტაც და ალბათ ემოციებს ვეღარ მოთოკავს და თვლაებს დათხრის. რა ქნას პანიკებს ვერ ატეხს და სახეს ვერ დაიხოკავს. ასე მოხდა, ე.ი. ასე უნდა მომხდარიყო და ამას ნატა ვერ შეცვლის. ერთადერთი რაც გულს უხეთაქვს დღევანდელი ვიზიტია ექიმთან. უტა რამეს რომ მიხვდეს და ბავშვს რამე დამართოს ალბათ გაგიჟდება... მაგრამ სულაც არ ჩანს ეგეთი ცივსისხლიანი, რომ სკუთარი შვილი გაწიროს. «მე რომ არ ვეხატებული გულზე, ეგ იმას არ ნიშნავს რომ შვილსაც შეიძულებს...» ჩაილაპარაკა გულთან. « მაგრამ უნდა კი ქალისგან, რომელიც გულზე არ ეხატება შვილი?» გამოეპასუხა გულიც. « არ უნდა მაგრამ...» დაცინა ნატამ და ღიმილით მიადო თავი მინას. მანქანა ელენეს კორპუსთან გააჩერა და სადარბაზოდან გამოსულ ქალს გახედა. ელენე მანქანისკენ წამოვიდა და უკანა კარები გამოაღო. უტამ სარკიდან გამობურცულ მუცელზე ეჭვით შეხედა და როცა დარწმუნდა რომ ქალი ნადმვილად ორსულად არის წინ გაიხედა.

-გამარჯობა. _ დარცხვენილმა და ცოტა გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ელენემ.

-გამარჯობა. _ ღიმილით გამოხედა სარკეში ქალს.

-ელე, ეს არის უტა. უტა ამ გოგოს მივყევით კონსულტაციაზე. _ ჩაილაპარაკა ცხივრა ბზუებულმა და მეგობრის გამოწვდილ ხელს თითები მოუჭირა.

-სასიამოვნოა ელენე.

-ჩემთვისაც. _ გამოეპასუხა კილასონია და კარგად დააკვირდა. _საიდანღაც მეცნობით. _ ალმაცერად შეეათვალიერა მამაკაცი და თვალები დააწვრილა.

-ოცდაოთხი საათი ტელევიზორშია და გეცოდინება. _ ამრეზიით ჩაიქირქილა ნატამ და ნიშნის მოგებით გადახედა უტას.

-გამახსენდა. წინა კვირას რაღაცა შეკრება გქონდათ, ბავშვთა სახლების დაფინანსეების თემაზე.

გაილექსა ელენე. ბავშვთა სახლის ხსენებისას ასი თვალი და ასი ყური გამოიბა ნატამ. თავიდან მეგობრის სიტყვები თავისი ფანტაზიის ნაწილად ჩათვალა, მაგრამ რომ დაფიქრდა სულაც არა. არაფერი არ მოესმა. მამაკაცს გაკვირვებულმა გადახედა და წარბები მაღლა აზიდა. უტამ მისი ასეთი მზერა რომ დაიანხა გაღიზიანებულმა შეკრა შუბლი და კუშტად მიაჩერდა ქალს.

-იმედი მაქვს ეგ პროეტქი გამოვა და მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება. _ შეეცადა გაბრაზება დაეხშო და მშვიდად ესაუბრა.

-რას ამბობ, ისე უჭირს ხალხს ზედმეტ გროშს აღარავინ აღარ გადადებს. ათასიდან ერთი ღვთისნიერი თუ გამოჩნდება, ვინც ნამდვილად იცის გაჭირვების ფასი. _ დანანებით საუბრიბდა კილასონია.

-მაგ ათაისდან ერთის იმედზე ვართ ჩვენც. მარტო ჩვენი ხარჯებით ამდენს ბავშვთა სახლს ვერ გავწვდებით, თანაც სხვა პროექტებიც დასაფინანსებელია. საქართველოში კიდებ ამდენი გულისხმიერი ბიზნესმენი არ მოიძებნება. _ გამარჯვებული ღიმილით გადახედა პირდაღებულ ნატას და თვალი ჩაუკრა.

-მე და ნატას ბავშვთა სახლიდან ვართ. _ ბედნიერმა ჩაილაპარაკა და მეგობარს მხარზე ხელი დაადო.

-მართლა? რომელი ბავშვთა სახლიდან?_ გაკვირვებულს აღმოხდა და ნატას გადახედა.

-წყნეთის. _ დახშული ხმით ჩაილაპარაკა იმნაძემ და თავი დახარა.

-ვარ ნამყოფი, ოღონდ პატარაობაში მამაჩემს ვყავდი.

-წესით უნდა გვახსოვ..._ დასრულებელი სიტყვა პირზე შეაშრა ნატას გადაფითრებულ სახეს რომ წააწდა ელენე. მთელი ტანის მეგობრისკენ მიტრიალებულიყო და ფერდაკარგული უყურებდა თვალებში.

-შენ... _ ამოილუღლუღა ნატამ და უტას გადახედა. მამაკაცმა ინტერესით გადმოხედა და მერე ისევ გას გახედა. _ შენ... ვასილის შვილი ხარ?_ დაიჩურჩულა უკანასკნელი ძალებით და მუხლზე ხელი მაგრად მოიჭირა.

უტამ მანქანა დაავადმყოფოს ეზოსთან გააჩერა და გაკვირვებულ ქალს, არანაკლებ გაოცებულმა გადახედა.

-ვასილის შვილი ვარ. _ ჩაილაპარაკა მშვიდად და მანქანის კარები გამოაღო.

ნატა მიხვდა რომ მამაკაცს საუბრის გაგრძელება აღარ სურდა და კითხვებით არ დაუსვამს ისე გადავიდა მანქანიდან. ელენეს ხელი მაგრად ჩაკიდა და საავადმყოფოსკენ წავიდა. უტა ნელი ნაბიჯებით მიყვებოდა უკან და თან ტელეფონში იყურებოდა. მისი არყონით ისარგებლა ელეენემ და სწრაფად დაიწყო.

-ნატა, ხომ კარგად ხარ?_ კითხა და ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა.

-არ ვიცი... ახლა კარგად ვარ თუ არა არ ვიცი. გაიგონე რა თქვა?_ ჩაილაპარაკა წვრილი ხმით და მინის კარებში გამოსულ თეთრხალათიან ქალს გაუღიმა.

-გავიგონე და ძალიან დავიბენი. რაღაცა ბედის ამბავია მემგონი. _ სიცილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს ჩუმად გადახედა.

-ბედის ამბავი კი არა განგება დამცინის მემგონი. როგორ შეიძლება ეს ცივსიხლიანი არსება, ვასილის შვილი იყოს? ან აქამდე რატომ ვერ გავიხსენეთ და მივხვდით?_ ლუღლუღებდა და გამშრალ ტუჩებს ენის წვერით ისველებდა.

-საიდან უნდა გვცოდნოდა რომ ეს გავაშელი, იმ გავაშელის ვაჟია. კარგი რა, ნუ იცი ხოლმე ერთ რაღაცაზე ჩაციკლება. დიდი ამბავი ახლა ვასილის ბიჭი რომ არის.

მხრები აიჩეჩა და შესასვლელში მდგარ ნაცნობ მედდას ვიზიტის ფურცელი გაუწოდა. იმანაც კალმით რაღაცა შემოხაზა და ცოტახანი დამელოდეთო ჩაილაპარაკა. ამასობაში უტაც წამოესია და სკამზე მოთავსებულ გოგონებს ზემოდან დააჩერდა. ნერვიულობამ უფრო და უფრო უმატა იმნაძეს. თითები ერთმანეთში გადახლართა და ლამის დაიმტვრიაა. ექთანი რომ გამოვიდა და სახელის და გვარის თქმა დააპირა დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე და დაადუმა. უტა მის ადგილზე დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.

-ორსულობა ძალიან კარგად მიდის. მთავარია ზუსტად ისე გააგრძელო ყველაფერი როგორც აქამდე. ვიტამინები ჯერ-ჯერობით საჭირო აღარ არის. ორგანიზმიც მოძლიერებულია და ყვლაფერი ნორმაშია. ახლა უკვე სიარულზე უნდა გადახვიდე და ძალიან ბევრი ისეირნო, ჯანმრთელი და ძლიერი რომ ჩამოყალიბდეს. გახეხილ ხილს კიდევ ჭამ?_ იკითხა ინტერესით და მონიტორს დააშტერდა.

-კი ყოველ დღე, დილით და საღამოს. _ თავი რამოდენიმეჯერ დააქნია და ექიმს მიაჩერდა.

-ნუ ღელავ, ნატა. ხომ გითხარი რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის. ასეთი დაძაბული თუ იქნები რაღაცები გართულდება, და წყალში ჩაყრი ამდენ შრომას. _ დატუქსა და სალფეთქი გაუწოდა. _ შენ როგორ ხარ ელენე?_ მოიკითხა პაციენტი და მუცელზე ხელი ნელა გადაუსვა.

-ამ ბოლო დროს ცოტა გაცელქდა და ღამე აღარ მაძინებს. _ ჩაიცინა და მუცელს მოეფერა.

-მეხუთე თვეში ხარ და აბა როგორ გინდა. თან ნუ გავიწყდება ბიჭი გიზის მუცელში და ნორმალურია ცელქობს. _ გაუცინა და ფეხზე წამოდგა. _ ერთ თვეში ისევ უნდა მოხვიდე, ანალიზების ასაღებად. _ გააფრთხილა და ფურცელი გაუწოდა. ფურცელთან ერთად რამოდენიმე ორსული ქალებისთვის საჭირო რეკლამებიც გამოატანა.

კაბინეტიდან შვილის ნახვით გახარებული გამოვიდა. იქ, იმ ოთახში საერთოდ არ ახსოვდა დღევანდელი პრობლემები. სულ ასეა, როცა ექიმთან მოდის და შვილის გულის ცემას უსმენს, ყველა და ყველაფერი აზრს კარგავს, მის გარდა. ფურცელი და რეკლამები ჩანთაჩი ჩაიდო და სკამზე ჩამომჯდარ უტას გახედა. ელენემ ღიმილით ჩაუკრა თვალი და გაუცინა. ნაბიჯების ხმა გაიგონა თუ არა გავაშელმა თავი წამოყო და ნატას გახედა.

-ხომ ყველაფერი კარგად არის?_ ნატადან მზერა ელენეზე გადაიტანა და ღიმილით მოიკითხა.

-კი, ძალიან ჯანმრთელი ბიჭიაო ექიმმა. _ სიცილით დასძინა მან და მეგობარს გადახედა.

-წავედით მაშინ, თუ საქმე გაქვთ?_ იკითხა და მანქანის გასაღები ამოიღო.

-მე ჩემი ქმართან უნდა გადავიდე აქვე სამსახურში, თქვენ წადით. ძალიან დიდი მადლობა ორივეს. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა დაქალს და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

ნატამ მხრები აიჩეჩა და ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო. უტას გვერდით ამოუდგა და გასასვლელისკენ დასჯილი ბავშვიით წავიდა. ცოტა არ იყოს და ტყუილი გულს უწვრილებს. როგორი მოსათმენია შვილის მამა გვერდით გედგას და ხმას არ იღებდე. უტაც ეცოდება რაღაცა მომენტში, ძნელია მამაკაცისთვის ალბათ როცა იგებ რომ შვილი უნდა გეყოლოს და ამას გიმალავენ. ბევჯერ უფიქრია რომ არასწორად იქცევა, მაგრამ არ იცის როგორ და რა ფორმით შეიძლება უთხრას გავაშელს ეს ამბავი. მამაკაცის რეაქციისაც ეშინია თავისთავად და თავს იკავევს... მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს სიმართლის თქმა...სიმართლის რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაიმალება.
ბოლოს და ბოლოს შვილს მამის სითბო ჭირდება.

ელენეს სიტყვების მერე სულ წყნეთის ბავშვთა სახლზე ფიქრობს. როგორც ჩანს ამ ორ გოგოს იცნობს, მაგრამ რომ არ ახსენდება. თანაც მამამისის სახელი და გვარიც ახსოვთ, ე.ი. ვასილს იმ ბავშვთა სახლთან ძალიან ბევრი მოგონება აქვს. არა კი იცოდა რომ მამამისი ბევრ საქველმოქმედო აქციაში იყო ჩართული, მაგრამ რაღაცამ მაინც დააბნია. ნატასაც როგორი სევდიანი გაუხდა წამებში თვალები. თითქოს ვასილი მისი ბავშვობის ძალიან დელიკატურო მოგონება იყოსო. ცოტა არ იყოს და ამ ქალის ქმედებები აბნევს. ძალიან უცნაურად და დაბნეული იქცეოდა მთელი დღე. სკამზე ჯდომის დროსაც ისეთი ანერვიულებული და დაძაბული იყო, მერე ექთანი რომ გამოვიდა როგორი წამოფრინდა ფეხზე, თითქოს ის იყო კონსულტქციაზე და არა ელენე. კაბინეტიდანაც ძალიან სხვანაირი გამოვიდა. სახე დამშვიდებული და ბედნიერი. ნუთუ დაქალებს ასე უხარიათ ხოლმე ერთმანეთის ორსულობა? კაცია და ბევრი რამ არ ესმის, მაგრამ ეს ქალი ძალიან აეჭვებს და საფიქრალს უჩენს. როგორც კი მანქანიდან გადავიდა ნატა, უკან მიყვა და მისი სხეულის ფორმებს დააკვირდა. ერთი შეხევით არაფერი არ შეცვლილა, ზუსტად ისეთია როგორიც ბარში. მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ნელა დადის. არადა ბარში ქარიშხალივით დარბოდა, ქონდა თუ არა საქმე. « რაღაცა გვერდები მოპუტკუნებული აქვს.» მახვილი თვალი დაასო ქალის გვერდებს და წარბები დაეჭვებით შეკრა. ნატა სახლის კარებთამ რომ გაჩერდა და მოთვალთვალე მამაკაცს გადმოხედა, მერე მოვიდა გონს და კარები გააღო. «საპირფარეშოშიც რა სიჩქარით გარბის ხოლმე.» თავისთვის ფიქრობდა და მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებებდა. უსიტყვოდ აუყვა იმნაძე კიბეებს და ოთახში შევიდა. უტა დივანზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. რა დიდი სიამოვნებით დაჯდებოდა ახლა ვასილთან ერთად და ისაუბრებდა, მაგრამ ახლა მამამისთან ვერ წავა. ამ ქალზე რომ ერთი სიტყვა მაინც დასცდეს, ვასილი ძალიან გაუბრაზდება და გული აუცრუვდება. გავაშელს კიდევ მამის წყნენინება ყველაზე ნაკლებად უნდა. ჯერ ისედაც რამდენი სადარდებელი აქვს ნინელის სახით. დედამისის გახსენებისას ტელეფონს გადაწვდა და დაურეკა. ქალს ისე გაუხარდა შვილის ზარი, კივილამდე ცოტა აკლდა. მოიკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო კითხა და დაემშვიდობა. რა ქნას ვერ ივიწყებს ამდენი წლის წყენას და მოკალი. არადა ნინელი ძალიან უყვარს, როგორ არ ეყვარება დედა ბოლოს და ბოლოს.

თვალები რომ გაახილა მოსაღამოვებული დაუხვდა. ნელა მოისრისა სახე და ფეხზე წამოიწია. დივანზე დაძინებია დაღლილს. კიბეებს გახედა და თავისი ოთახის კარები დაზვერა. სამზარეულოდან ხმაური რომ მოესმა უნებურად შეხტა. არ არმის მიჩვეული იმ ოთახში ნათელას, გარდა სხვა ვინმეს ტრიალს. რაც ის ქალი წავიდა სამსახურიდან იქაურობას არავინ გაკარებია. მოღუშული სახით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა. კარების ჩარჩოს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო და მოფუსფუსე ქალს გახედა. ნატა რაღაცას ხეხავდა და თან ღიღინებდა. დროდადრო რაღაცა სიტყვებსაც ლუღლურებდა. «ეს ქალი ნამდვილად რაღაცას მალავს.» გაიფიქრა უტამ და მისკენ მოტრიალებულ ნატას დააკვირდა. ქალს სახეზე ფერები გადაუვიდა და შეშინებულმა გადახედა კაცს. უტამ მისი თვალებიდან მზერა გახეხილ სტაფილოზე გადაიტანა და წარბები კუშტად შეკრა.

-დიეტობ?_ იკითხა და სამი თითით სტაფილო ააცალა.

-ხო, ვდიეტობ.

ამოილუღლუღა დაბნეულმა და სამზარეულოდნა გასვლა ცადა, მაგრამ გავაშელმა არ დააბნება. მკლავზე ძლიერად ჩასჭიდა ქალს ხელი და თავისკენ მიიზიდა. ნეკა თითით ყურზე ჩამოყრილი თმის ღერები გადაუწია და მისკენ დაიხარა. ქალის ტუჩების პირდაპირ გააშეშა სახე და ნატას მოკანკალე ბაგეებს ვნებიანად დააშტერდა. როგორ ნდომებია თურმე ამ ქალის ალერსი და სხეული. რა დიდი სიამონებაა ამ ყველაფრის შეგრძნება და თანაც მერე მონატრებულის. ცოტა არ იყოს, ნატას კანკალი უფრო ახელებს და უფრო სურს ეს ლამაზი ქალი. ფრთხილად გაიწია ნატას ტუჩებისკენ და ძალიან ნელა შეეხო ბაგეებს. ქალმა თვალები მაგრად დახუჭა და შეშინებულმა ამოიკნავლა. უტამ მკლავზე ჩაჭიდებული ხელი წელზე მოხვია, მეორე ხელილით კი თეფში მაგიდაზე დაადებინა და ქალის სხეული, ზედ აიკრა.

-არ გინდა გეხვეწები... _ ამოიჩურჩულა და თავი უკან გადაწია.

-მერედა როგორ მინდა!_ ჩაიცინა და ქალის თავი დაიჭირა.

-უტა... _ უკანასკნელი ძალებით გაიბრძოლა და მამაკაცის გულ-მკერდს გაშლილი ხელისგულები მიადო. მაგრამ ვერ შეაჩერა...

მონატრებული და დამგელებული დაეძგერა ქალის სისხლისფრად შეფერილ ბაგეებს. ქალის სიცივე და წინააღმდეგობა საერთოდ არ მოქმდებდა გავაშელის ვნებაზე და ცეცხლზე. რომელიც წამებში მოეკიდა ქალის შეხებისას. წელზე მოხვეული ხელით ნელა და აუღელვებლად დაიწყო ფერება. თმებზეც არანაკლებ დაათარეშებდა თითებს და სიამოვნებას იხანგრძლივებდა. რამდენი ქალისთვის უკოცნია, მაგრამ ამ ქალის კოცნა და მოფერება მაინც სულ სხვაა. არამქვეყნიურ სიამონებას ანიჭებს. ფრთხილად მიიყვანა მაგიდამდე და ოდნავ შემოაჯინა. ნატას მხრიდან დაყრილი ფარმხალი გამარჯვებას უქადდა და ალერსი უფრო ღრმავდებოდა. ქალის ტუჩებიდან ყელზე რომ გადაინაცვლა მხოლოდ მაშინ მოესმა ნატას მუდარით გაჟღენთილი ხმა.

-არ გინდა... უტა..._ გაპარული ხმით ლუღლუღებდა და ცდილობდა მამაკაცი მოეცილებინა.

ყელიდან მკერდისკენ ჩააცოცა ტუჩები. თავისი ხელით მოღეღილ გულ-მკერდზე ძალიან ნაზად შეახო ტუჩები და სიამოვნებისგან გამოწვეული ემოიციები ძლივს დაახშო. მამაკაცი ყოველთვის გრძნობს ქალისგან წამოსულ ვნებასაც და წინაარმდეგობასაც. ამ ქალისგან კი ორივე ერთ დროულად მოდის. ქარიშხალივით ტრიალებს ახლა ნატას თავს უამრავი ფიქრი. ზოგჯერ მამაკაცს ძალიან დიდი წინააღმდეგობას უწევს, ზოგჯერ კი ისეთი მოდუნებული და მშვიდია რომ უდაოდ სიამოვნებს ეს პროცესი. ან რომელ ქალს არ ესიამოვნება მამაკაცი ასეთი სინაზით და სიფრთხილით რომ მოგექცევა.. თანაც შენი პირველი მამაკაცი. მერე რა დიდად რომ არ ეხატება გულზე, პირიველი მამაკაცი ყველას ძალიან კარგად ამახსოვრდება. თანაც როცა მასთან უამრავი ღამე აქვს გაყოფილი. ფეხზე ნელა მოუჭირა ხელი. ქალის მკერდიდან ამოძახილმა ხმებმა უარესად გადარიეს. ფრთხილად შეცურა ხელი ზედის ქვეშ და შიშველ წელზე მოეფერა. «მომატებულია!» დაასვკვნა წამებში და ქალის წელის შესწავლა უკეთ დაიწყო. ყველა კაცი, კარგად აკვირდება ქალის ფორმებს, ღამით. როცა მისი სხეული სულ მთლიანად შენ გეკუთვნის და ყველა წერტილს სწავლობ. გავაშელს კი ნატას სხეული ხუთი თითივით აქვს შესწავლილი და ძალიან კარგად იცის რომ ამ ქალს, ასეთი მსხვილი წელი არასდროს არ ქონია. მითუმეტეს გამობერილი მუცელი. თანაც თუ დიეტობს, ფორმა არ უნდა დაეკარგა. ნელა მოცილდა ვნების ბურუსში გახვეულ ქალს და მაგიდაზე შემომჯდარს თვალებში ჩააშტერდა. ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს რომ მოკრა თვალი თავისი თავი შეზიზღდა იმის გამო რაც გააკეთა.

^^^

სამზარეულოში შემოსული რომ დაიგულა უტა, იმ წამსვე მიხვდა რაც მოხდებოდა. არც შემცდარა ისე მოულოდნელად მოვარდა ქალთან მამაკაცი რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. ტუჩებისკენ რომ წაიწია გული ლამის გადაუქნადა შიშით. იგივე რომ განემეორდეს და კიდევ ერთი ღამე ექცეს ტანჯვად ალბათ გადაირევა. უტას ხელი წელზე რომ იგრძნო, გული გაასმაგებული ძალით აუძგერდა. ნელა შეახო მამაკაცმა აცახცახებულ ბაგეებს ტუჩები. რატომღაც ეგონა რომ შიში და ზიზღი ერთდრულად მოიყრიდა მასში თავს, მაგრამ ასე არ მოხდა. უტას შეხებისას აღარცერთი ძველი ემოცია არ გამოჩენილა. პირიქით მამაკაცის შეხება მემგონი ესიამოვნა კიდევაც. თანაც როგორი სიფრთხილით ეხება და კოცნის. გავაშელის კოცნა მომთხოვნი რომ გახდა, მაშინ ცადა გაბრძოლება, მაგრამ ვერას გახდა. თავიდანვე იცოდა რომ წინააღმდეგობით უტასთან ვერაფერს გახდება. ადრეც უწევდა წინაარმდეგობას, მაგრამ მაინც მის მკლავებში ქშინავდა ბოლოს. ახლა იმ ალერსთან და კოცნასთან საერთო აღარაფერი აქვს ამ ამბორს. ეს ძალიან ფაქიზი და სასიამოვნო მოეჩვენა ნატას. ერთხანს ისიც იფიქრა, ორსულად რომ ვარ ალბათ იმიტომაც ვარ ასეთი ემოციებით განსჭვალულიო, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. უტას სხეულიდან წამოსული ცხელი იმპულსები არ აძლევს საშუალებას რამეთი უკმაყოფილო იყოს. მამაკაცმა მაგიდაზე ნელა შემოსვლა და ხელები უფრო მაგრად მოუჭირა წელზე, თან ეფერებოდა. საშინელი სურვილი მოეძალა თვითონაც აყოლოდა კოცნაში, მაგრამ ვერ გაბედა. რატომღაც ეს საკუთარი თავის ღალატად ჩათვალა და მხოლოდ სიამოვმებისგან ამოძახილ ხმებს დასჯერდა. შიშველ სხეულზე შიშველი და გავარვარებული ხელი რომ იგრძნო მან სულ გაითიშა. მამაკაცი ისეთი პროფესიუნალიზმით აკეთებდა ამ ყველაფერს სხვა გზას არ უტოვებდა. ბაგეებს ვერ აჩერდებდა და ხმებს გამოსცემდა. მკერდზე რომ შეეხო მანდ გონება ლამის დაკარგა სიამოვნებისგან. მუცელზე უტახ ხელი რომ იგრძნო თვალები გაახილა და მოწოწილი ცრელები ძლივს შეიკავა. დაიფიცებს რომ იგრძნო! იგრძნო როგორ გამოძრავდა კიდევ ერთხელ მამიკოს შეხებისას პატარა. ამდენი ხნის განმავლობაში, არასდროს უგრძვნია რომ მუცელში პატარა ყავს. ახლა უკვე ამას რეალურად გრძნობს უტას წყალობით. ისეთი მოუსვენარი და ცეტი გახდა სულ რაღაც წამბეში ჯერ არ ჩამოყალიბებული პატარა რომ ვერ იჯერებს. სიხარულის და ბედიერების ერთი ცალი ცრემლი ვერაფრით ვერ შეიკავა და ლოყაზე დაედინა. მამაკაცი ნელა მოცილდა ქალის სხეულს და განზე გადგა. უტას თვალებში კიდევ ერთხელ დაინაზა ზიზღი და უარესდ მოუნდა ეტირა. ახლა უკვე დანამდვილებით იცის რომ ამ კაცმა შვილის შესახებ არ უნდა გაიგოს. არადა როგორ მოქმდებს ბავშვი მამის შეხებისას. ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და მაგიდიდან ჩამოხტა. უკან მოუხედავად დატოვა სამზარეულო და კიბეებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

საწილზე გულაღმა დაწვა და თავზე ბალიში დაიფარა ტირილის ხმები რომ დაეხშო. ცხოვრებაში პირვლად განიცადა მსგავსი სიამვონება. პირვლად დაიფქრდა რომ სულაც არ არის, უტას მოფერება უსიამოვნო და შიშის მომგვრელი და ყველაფერი რა ცუდად დამთავრდა. მამაკაცის თვალებში დანახულმა ზიზღმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ უფლება არ აქვს მსგავსი ემოციებით შეისვოს. გავაშელი მას როგორც საწოლის სათამაშოს ისე უყურებს და მორჩა. არ აქვს უფლება, სიამოვნება იგრძნოს მაშინ როდესაც უტასთვის ეს მხოლოდ, მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილებაა. შიშველ მუცელზე ორივე ხელი დაიდო და ნელა მოეფერა შვილს. «გაგიხარდა დე მამიკო რომ მოგეფერა?» იკითხა გაპარული ხმით და ბალიშიდან თავი გამოყო. «შენს დედიკოსაც ძალიან გაუხარდა, მამიკოს არსებობა ასე რომ გიხარია.» უნებურად ამოიჩურჩულა და ცრემლები გადოყარა.

^^^

სამზარეულოდან ისევ მისაღებში გავიდა. დივანზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. დივნის კიდეში ჩავარდნილ პულტს დაუწყო ძებნა და ნაპოვნი ნივთი მაღლა ააფრიალა. ტელევიზორშიც არაფერი არ გადის, გული რომ გადააყოლოს. თვალები ეკრანისკენ ქონდა, მაგრამ გონება სულ სხვაგან დაფრინავს. ჯერ კიდევ სამზარეულოში მომხდარზე ფიქრობს. საჩვენებელი თითი ინსტიქტურად წაიღო ტუჩებისკენ და ალმაცერად გაუღიმა სივრცეს. ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს მის ტუჩებს ნატას სუნი. როგორი დამფრთხალი გავარდა სამზარეულოდან. ისე სულაც არ არის ცუდი, უტასთან ყოფნის დროს ასე რომ ღელავს. მისი ეს ემოციები უფრო ახელებს და უფრო ანდომებს გავაშელს მის თავს. თან ქალისგან წამოსულ ვნებასაც გრძნობს და ეს საკმარისია ჭკუაზე რომ მოიყვანოს. სწრაფად წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ წავიდა. მაგიდაზე დადებულ სტაფილოს თეფშს ხელი დაავლო და კიბეებისკენ წავიდა. ოთახის კარები ფრთხილად შეაღო და საწოლზე გაშოტილ ქალს მიაჩერდა. ნატამ წამებში მოკეცა ფეხები და ერთმანეთზე მჭიდროდ მიაბჯინა.

-რა იყო?_ კითხა აგდებით და ბალიში შეისწორა.

-სტაფილო დაგრჩა. _ ხელი მაღლა აწია და თეფში დაანახა.

-დამეკარგა მადა. _ სათმქლეს მთელი გული ამოაყოლა და ვერანდის კარებს გახედა.

-თუ კოცნამ ასე დაგანაყრა, შემიძლია კიდევ რამოდენიმეჯერ გავიმეორო. _ ჩაიცინა ცინიკურად და საწოლზე ჩამოჯდა. ნატა კიდევ უფრო უკან გაჩოჩდა და საწოლის საზურგეს აეწება.

-მეორედ გაიმეორებ და ჩემი ხელით დაგიკაწრავ სახეს! _ დაემუქრა და შეუღრინა.

-გინდა ვცადოთ?_ თეფში კომოდზე დადო და მისკენ ღიმილით წაიწია. ნატამ წარბშეკრულმა მოიმარჯვა ორივე ხელი და თითები კატასავით აათამაშა.

-მოძალადე ხარ!_ დაუყვირა გაგულისებულმა.

ღიმილი სახეზე შეაშრა უტას. ნელა დაიწია უკან და ქალს გაშტერებული მზერით მიაჩერდა. გავაშელისთვის ეს სიტყვები იმაზე მეტია ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს ამ კაცისთვის დამცირების და მიწასთან გასწორების ტოლფასია. და მერე როგორი სიამაყით გამოუცხადა. ახლა თავის კონტროლი რომ არ შეეძლოს და არ იცოდეს რომ ეს ქალი ჯერ კიდევ ჭირდება, დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა ისე თვალსაც არ დაახამხამებდა.

-შენ მემგონი ტკბილმა საუბარმა გაწყინა!_ დაიგრგვინა ხმამ. _ ნორმალურად მოიქეცი თორემ ადრინდელები სანატრელი გაგიხდება!_ გამწარებული წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა.

გასვლისას გიგიშას და ლადოს დაურეკა და დაუბარა სამსახურში დამხვდითო. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ახედა ვერანდას. სიცარიელეს რომ მოკრა თვალი მანქანა სწრაფად დაქოქა და ეზოდან გაიყვანა. ოფისში როგორც ყოველთვის ყველაფერი თავდაყირა იყო. გიგიშა უტას სავარძელში იჯდა და წრეზე ტრიალებდა. ლადო დივანზე იწვა და კომპიუტერში იქექებოდა. თავბრუნდახვეული გიგიშა თვალების ფახუნით წამოდგა ფეხზე და წინ და უკან სიარული დაიწყო.

-რა ქენით გაარკვიეთ?_ მოიკითხა დღევანდელი თათბირის მთავარი თემა და ლადოს პირდაპირ ჩამოჯდა.

-აი ახლა ვეძებ და ვაფშე არაფერი არ დევს მაგ კაცის შესახე._ თავი უკმაყოფილოდ გააქნია ლადომ და წამოჯდა.

-როდის იყო, კონკურენტების შესახებ ინფორმაციებს გუგლში ვეძებდით?_ შუბლშეკრულმა გადახედა ორივეს. _ კანცელარიაში ჩადით და მაგდას კითხეთ, მაგას აუცილებლად ეცოდინება._ დააკვალიანა უცებ და თავისი მაგიდისკენ წავიდა.

-ნატასთან რახდება?_ სიცილით მოიკითხა გიგიშამ ქალი და ლადოს თავში წამორტყმულ ხელს მუჯლუგუნით უპასუხა. _ დამაცა რა!_ თვალები გადმოუტირალა და ისევ უტას გადახედა.

-გახსოვთ ვასილმა რომ ბავშვთა სახლში წაგვიყვანა ერთხელ?

-მაგას რა დამავიწყდებს. _ ჩაიცინა ლადომ და თმები აიჩეჩა.

-მაგ ბავშვთა სახლიდან არის. _ წამოიძახა უემოციოდ და წარბებზე თითები გადაიტარა.

-კაი?!_ ტუჩის მარჯვება კუთხე გაკვირვებული ღიმილით ჩატეხა გიგიშამ.

-დღეს ხომ საავადმყოფოში ვიყავით და დაქალმა მოაყოლა საუბარს. _ აუხსნა სიტუაცია და ფურცლებს ჩააჩერდა.

-არამგონია ვახსოდვდეთ, ჩვენზე ბევრად პატარაა.

-ლადო, ეკა რომ ორსულად იყო, რამდენ თვეში მოიმატა?_ იკითხა ინტერესით და ჩაფიქრებულ მეგობარს მიაშტერდა.

-სადღაც მეორე თვიდან უკვე ემჩნეოდა. რაა რო?_ ჩაეკითხა და სულ სხვანაირად მომღიმარ უტას კალამი გაუქანა.

-არა-ა არაფერი._ ჩაილაპარაკა გაბადრულმა და ფეხზე წამოდგა.

უტას წასვლის შემდეგ ცოტა დამშვიდდა. საკუთარ თავზე ძალიან ბრაზობს, რა ატლიკინებდა. რომელი უტას ძმაკაცი ეს მყავს ენა რომ წაიგდო. აშკარად არ სიამოვნებს მამაკაცს, მასზე მსგავსი სიტყვების მოსმენა. არა აქამდეც ბევრჯერ შეუმკია, არასასიამოვნო ტერმინებით, მაგრამ მოძალადემ საშინლად იმოქმედა გავაშელზე. « ძალიანაც კარგი. როცა წყობიდან გამოყვანა მომინდება ეგრე დავუძახებ ხოლმე.» კისკისით კოტრიალობდა საწოლზე და თან მუცლეს ეფერებოდა. ჩანთიდან ორსულთათვის განკუთვნილი ბუკლეტები ამოიღო და კითხვა დაიწყო. ახალი და საინტერესო არაფერი არ წერია. კვების რეჟიმზე და ტოქსიკოზეა სულ. ეს ყველაფერი ექიმთან უკვე გარკვეული აქვს. ბუკლეტები ღია ჩანთაში ჩაყარა და საწოლზე დააგდო, თვითონ კი სტაფილოს თეფშით ხელში დაბალა სართულისკენ წავიდა. მაცივრიდან პროდუქტები გამოიღო და ლილის რეცეპტით აჯაფსანდალი გააკეთა. დიდად არ გიჟდება ამ კერძზე, მაგრამ ახლა ძალიან მოუნდა. შემოსასვლელიდან კარების დაკეტვის ხმა რომ გაიგო თავი ოდნავ უკან გადაწია და მისკენ მომავალ უტას წარბაწეულმა გახედა. სწრაფად გასწორდა სკამზე და ჭამა განაგრძო. მამაკაცი მისი თეფშისაკენ დაიხარა და ხარბად შეისუნთქა კერძის სუნი.
შეიძლება ნატას იმდენად უნდა, ბავშვის შესახებ მამამ იცოდეს რომ რაღაცეები ელანდება, მაგრამ ახლა ნამდვილად დაინახა როგორ გააპარა თვალები მისი მუცლისაკენ. დაძაბული შეიშმუშნა სკამზე და სასულეში გაჩხერილი კერძლი ძლივს გადაყლაპა. მამაკაცი უსიტყვო ღიმილით გაეცალა და მაღლა სართულისკენ წავიდა. « უფ' ძლივს არ ამოვისუნთქე.» ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ჩანგალი კარტოფილს დაუმიზნა. პირთან მიტანილი ლუკმა გაუშეშდა. სწრაფად წამოხტა ფეხზე და კიბეებისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ოთახის კარებს უნდა მიწოლოდა, უტამ რომ გააღო მეორე მხირდან და ესეც მამაკაცის გამოწვდილ მკლავებში ჩაესვენა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ტანსაცმელი შეისწორა. გავაშელმა თითებში მოქცეული ბუკლეტები ძარღვებდაბერილმა აუფრიალა და კითხვის ნიშნებით სავსე თვალები მიანათა.
სასულეში გაჩხერილი ნერწყვი ძლივს გადააგორა და რამოდენიმეჯერ მძიმედ ჩაახველა, სუნთქვის საშუალება რომ ქონოდა. შეშინებული და აკანკალებული სხეული ვერაფრით რომ ვერ დაიმორჩილა ღია კარებს მიაყრდნო და ბუკლეტებს მიაჩერდა.

-ელენეს ბუკლეტებია არა?!_ გაღიზიანებულმა დაცინვით იკითხა და ფურცლები ოთახში მიმოფანტა. მათ შორის იყო, ექიმის დანიშნულებაც, სადაც ნატას სახელი და გვარია წაწერილი. _ როდის აპირებდი თქმას?_ ორივე ხელზე მაგრად ჩააფრინდა და შეაჯანჯღარა.

-არ ვაპირებდი!_ წამოიყვირა მოულოდნელად გაძლიერებულმა და მკლავები გამოგლიჯა. _ საერთოდ არ მინდოდა რომ გაგეგო!_ აკანკალებული ხმით დაასრულა და ისევ კარებს მიეყრდნო. უტა ნელა მიუხალვოდა ქალს და ნიკაპს ქვეშ საჩვენებელი თითი ამოსდო. აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა, მამაკაცის თვალბეს სადაც უმისამართოდ დაეხეტებოდნენ პატარა ჭინკები. რატომღაც ეს მაიმუნი არსებები თავის შვილად წარმოდიგინა და ლოყაზე ცრემლი ჩამოვარდა. გავაშელმა ცერა თითით მოწმინდა გამშრალი ცრემლი და ღიმილით დახედა ქალის მუცელს._ მაინც არ მოვიშორებ! რამდენიც არ უნდა იჩხუბო ბავშვს არ მოვიშორებ!_ თავისთვის გაიძახოდა და მამაკაცის დახრილ თავს უყურებდა.

-ცოტახანი გაჩუმდი!_ უბრძანა უტამ და მარჯვენა ხელით მის მუცელს შეეხო.

კიდევ ერთხელ იგრძნო შიგნით, სიხარულისგან აფართხალებული პატარას სხეული. ერთ ცრემლს მეორე მოყვა და მერე ჩუმად აზლუქუნდა. როგორი სიტუაცია და მაინც ბედნიერია. რა ქნას, საშინლად უხარია თავისი შვილის ბედნიერება. უხარია რომ მის მუცელს ისევ ეხება უტა და ამჯერად შვილს ეფერება. მამაკაცის ჩაწითლებულ თვალებს რომ წააწყდა, პირვლად დაფიქრდა რომ ეს კაციც ადამიანია, რომელსაც გრძნობები გააჩნია. გავაშელი ნელა დაიხარა ატირებული ქალისაკენ და ლოყაზე ძალიან მაგრად აკოცა. მერე კი გახარებულმა ორივე ხელი შემოხვია და გულზე მიიკრა.
არ ელოდა! არ ელოდა კი არა ვერასდროს იოცნებებდა ასეთ სიტუაციაზე. რას წარმოიდგენდა უტა ასე ადვილად და სიხარულით თუ მიიღება ამ ამბავს. არადა როგორ ეგონა რომ ბავშვის მოკვლას მოთხოვდა. რა ცუდი წარმოდგენა ქონია თურმე ამ კაცზე, ამდენი ხნის განმავლობაში. თითქოს ერთიანად ჩაკლა ყველა უარყოფითი გრძნობა გულში ნატამ, რასაც უტას მიმართ გრძნობდა. ახლა როცა იცის რომ მასაც აქვს გული, აღარ ფიქრობს რომ შეიძლება ზიზღი იგრძნოს გავაშელის მიმართ.
ნელა მოცილდა ქალის სხეულს გავაშელი და ღიმილით გადაუსვა ხელის გულები ლოყებზე. მამაკაცს აშკარად ემჩნეოდა დაბნეულობა და ძალიან დიდი დოზით სიხარული. ხელებს უმისამართოდ უსვამდა მუცელზე და იღიმოდა. ასეთი უტა, იმნაძეს არასდროს არ ახსოვს... ახლა თითქოს სულ სხვა მამაკაცი დგას მის წინ.

-რამდენი თვის ხარ?_ კითხა სულ სხვანაირი ხმით და მუცელზე დახედა.

-ორის. _ ამოიჩურჩულა ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა და თავი ძირს დახარა.

-ნუ ნერვიულობ! ყველაფერი ძალიან კარგად არის!_სიცილით დაამშვიდა უტამ და მკლავზე ხელი მოუჭირა.

-რატომ არ ჩხუბობ?_ იკითხა ატირებულმა და მაღალ მამაკაცს ახედა.

-განა ასეთ დროს ჩხუბობენ ხოლმე?_ ღიმილით იკითხა და ცხვირზე თითი გაკრა.

-ჩვენ სულ სხვა სიტუაციაში ვართ. _ ამოიკნავლა და ცრემლი მოიწმინდა.

-რა მნიშვნელობა აქვს როგორ სიტუაციაში ვართ და რა ვითარებაში ჩაისახა ბავშვი? მთავარია რომ ჩემს შვილს ელოდები და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია! _ ცდილობდა ქალი დაემშვიდებინა და ზედმეტი ნერვიულობა მოეხსნა.

-მაგას მართლა ამბობ?_ ამოიკნავლა და ტუჩები დაბრიცა.

-რას შვილის არსებობა რომ მიხარია?_ იკითხა ღიმილით და გულზე მიიხუტა.

-ეგეც და მე რომ ვაჩენ, შენს შვილს. _ ჩაილაპარაკა გაპარული ხმით.

საშინლად ეშინია პასუხის. იცის რომ უტასთვის ნატა არასდროს იქნება სასურველი დედა. ის არასდროს ინატრებდა ამ ქალს საკუთარი შვილების დედად. უბრალოდ ახლა ფაქტის წინაშე დადგა და შვილის არსებობით გახარებულს ბინდი აქვს თვალებზე გადაკრული. იმნაძემ იცის რომ გავაშელი არასდროს შეხედავს ისე როგორც სერიოზულ ქალს, რომელიც მის შვილს ატარებს მუცლით. ნატა ჩვეულებრივი ღამის პარტნიორია, რომლითაც უტა ღამეებს იხალისებდა და ერთ მშვენიერ ღამესაც, არმოჩნდა რომ გართობა გართობაში, პატარა ჩაისახა. არამგონია ეს რომელიმე მამაკაცისთვის სასიამოვნო იყოს.

-შენ იცი რომ არ მიყვარხარ, არც შენ გიყვარვარ, მაგრამ ჩემს შვილს ელოდები და ეს საკმარისია!_ ჩაილაპარაკა მკაცრად და განზე გაწია.

-და იქნებ შენი არ არის?_ გამომცდელად მიაჩერდა ქალს.

-გამორიცხულია! მაშინ ჩემი შეხებისას არ გამოძრავდებოდა! და საერთოდ ნუ ცდილობ, მაფიქრებინო ის რაც ძლივს გადავხარშე!_ გაუჯავრდა უტა.

ალბათ ყველა ქალს მოხვდება სიტყვები « არ მიყვარხარ» გულზე. რაც არ უნდა გვძულდეს, ვერ ვიტანდეთ და დასანახად არ გივინოდეს მამაკაცი მისგან მსგავსი წინადადების მოსმენა მაინც გულსატკენია. და მითუმეტეს მაშინ როდესაც მის სისხლსა და ხორცს ატარებ მუცლით. მკერდიდან წამოსული ტკივილი იოგებით ამოუშვა და ტკივილისგან დაიკვნესა. გავაშელი მაინც არ უშვებდა ხელს და ატირებულ ქალს გულზე იკრავდა.

^^^


ვერ ხვდება რატომ დაუსვა ლადოს ეს კითხვა, საერთოდ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ნატასთან, მაგრამ გული რაღაცა ისეთს უგრძნობს რომ ვერ ისვენებს. პასუხის მოსმენისას გაუხარდა, რაღაცა გაუხარდა მაგრამ თვითონაც არ იცის რა. ცხოვრებაში პირვლად ეჩქარება სახლში, მისვლა და რაღაცის გარკვევა. სამზარეულოში მოკიკნიავე ქალი რომ დაინახა, იქითკენ წავიდა. ერთადერთი რაც აინტერესებდა მისი მუცლის ზომაა, მაგრამ ამხელა ზედაში ვერაფერს ვერ ხედავს. ქალიც ცოტა უხერხულად გრძნობს თავს, მის დაჟინებულ მზერას რომ გრძნობს. უსიტყვოდ წავიდა ოთახისკენ თავისუფალი ტანსაცმლის ჩასაცმელად. გარდერობთან მივიდა და შიშველ სხეულზე სპორტული ზედა გადაიცვა. საწოლზე მიგდებულ შარვლას დაწვდა ასაღებად მოულოდნელად შავი ჩანთიდან ოდნავ გადმოგდებულ, მრგვალ ფუცელს რომ მოკრა თვალი. არასდროს გასჩენია სურვილი სხვის ჩანთაში ფოთიალის, მაგრამ ახლა სხვა გზა არ აქვს. ერთ ბუკლეტს მეორე მოყვა და მერე ფურცელი. თავიდან ეგონა რომ საავადმყოფოში მისცეს ელენესთან ერთად რომ იყო. მერე გადაკეცილ ფურცელზე «პაციენტი, ნატა იმნაძე.» რომ ამოიკითხა სულ გაითიშა. ცხოვრებაში პირვლად გაეთიშა გონება, ასე ძალიან. რეალობის შეგრძნება სულ დაკარგდა. საწოლზე გაშტერებული ჩამოჯდა და ფურცელს გაგიჟებული თვალებით დააშეტერდა. უამრავი რაღაცის გაფიქრება მოასწრო. წამით ისიც კი დაუშვა რომ ეს ბავშვი სხვისია, მაგრამ გამორიცხულია. ნატასთვის გავაშელი ერთადერთი მამაკაცია და ასე უნამუსოდ ვერ მოიტყუებს თავს და ვერც იმ ქალს დასწამებს ღალატს. გიჟივით წამოფრინდა ფეხზე და კარებს მივარდა. გამოღებული კარებიდან ქალის სხეული რომ გადმოვარდა, ინსტიქტურად გაშალა ხელები და დაიჭირა.
მერე მისი შეშინებული თვალები რომ დაინახა, მიხვდა რომ ნატას მისი ეშინია. ძალიან მოუნდა ეყვირა და ეჩხუბა, მაგრამ მიხვდა რომ ამის უფლება არ აქვს. საერთოდ არ აქვს უფლება ამ ქალს რამე მოთხოვოს. ნატას ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. შვილის დაცვის ინსტიქტით გაჯერებული ქალის სხვაგვარად ვერც იფიქრებდა და დაუმალა. ამაზე არც წუხს, კიდევ კარგი თავის დროზე გაიგო და ძალიან არ დაგვიანდა. ახლა უკვე ხვდება რატომაც ეძებდა ასეთი გაგიჟებული ამ ერთი შეხედვით არაფერ ქალს... ახლა უკვე იცის რომ გულის ბრალია ყოველივე ეს. შვილმა არ მისცა უფლება სხვა გზით წასულიყო.
«მაინც არ მოვიშორებ. რამდენიც არ უნდა იჩხუბო ბავშვს არ მოვიშორებ!» პირდაპირ გულზე ხვდებოდა ქალის თითოეული ტკივილით ამოძახილი სიტყვა და კიდევ უფრო რწმუნდება რომ ნატა მართალია. ახლა უკვე ამ ქალის მიმართ ვნების და ცეცხლის გარდა სხვა ემოციებსაც გრძნობს. წამებში აღიქვა იმნაძე ისე როგორც მისი შვილის დედა. წარმოიდგინა როგორი გაიბერება რამოდენიმე თვეში და როგორ გაუჭირდება გადაადგილება. როგორ შეივსება მათი ცივი საწოლი კიდევ ერთი ადამიანით. როგორ ირბენს ღამ-ღამობით ქალის და შვილის ახირებებზე. და როგორ ესიამოვნება ყოველივე ეს!
რატომღაც უარყოფითი ემოციები ვერ დაიჭირა. საერთოდ არ ღელავს იმაზე რომ ქალი რომელიც მისგან შვილს ელოდება, ბარში გაიცნო და იყიდა. არც იმაზე ღელავს მისი პირველი და უკანასკენლი სიყვარული რომ არ ქვია ქალს, არც იმაზე ცოლი რომ არ არის და მთელი სამეგობრო არ იცნობს. ამ ყველაფერს გავაშელი მოაგვარებს. არ დაუშვებს, რომ ამ ქალს და მის შვილს ვინმე ზემოდან უყურებდეს. არავის არ მისცემს უფლებას ნატა წამით მაინც აანერივულოს და შვილის ფსიქიკა აქედანვე დაუნგიოს. ახლა უკვე უნდა იზრუნოს ცოლ-შვილის კეთილდღეობისთვის, მათთვის უნდა იმუშაოს და შეეცადოს შვილს კარგი მომავალი დაახვედროს.

-ცოლად უნდა მოგიყვანო!_ სიცილით ჩაილაპარკაა გავაშელმა და საწოლზე ჩამომჯდარ ქალს შიშველ მკლავებზე მოეფერა.

-მემგონი შენ გაგიჟდი. _ უკან გახტა გაოცებული იმნაძე და ეჭვით შეათვალიერა.

-არა, მართლა უნდა მოგიყვანო!_ გადაჭრით ჩაილაპარაკა და მუცელზე თითი მიკრა. _ ბიჭია თუ გოგო?_ იკითხა აჟიტირებულმა.

-რა სხვანაირი ხარ. _ ჩუმად ჩაილაპარაკა ნატამ და ღიმილით გადახედა მამაკაცს.

-როგორი?_ იკითხა უტამ და წელში გასწორდა.

-არ ვიცი, ძალიან სხვანაირი. თითქოს ნახევარ საათში შეგცვალეს. _ მხრები აიჩეჩა და გაიცინა.

-ასეც არის, შემცვალეს! _ ჩაილაპარაკა დაბეჯითებით და მუცელზე მიანიშნა.

-მე მეგონა რომ ბავშვის მოშორებას მომთხოვიდი და იმიტომ არ გეუბნებოდი. გეფიცები რომ მცოდნოდა ასე გაგიხარდებოდა გეტყოდი, მართლა... _ ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და ისევ ატირდა.

-შშშ! ხომ იცი როცა ტირიხარ საშინლად ვღიზიანდები!_ წამებში ისევ ის უტა გახდა რაც აქამდე იყო. ნატა დაფეთებული გახტა განზე და ცრემლები სწრაფად შეიმშრალა. _ ასე არ ჯობია? რა საჭიროა ყოველ ორ წუთში პირის მოღება და ზლუქუნი?_ ჩაილაპარაკა მობეზრებულმა და საწოლზე გადაწვა. _ ჭირვეული ორსული ხარ?_ თავი მისკენ მიატრიალა და ხელები მუცელზე დაიწყო.

-ჯერ არა, უბრალოდ ახლა ტოქსიკოზი მაქვს. _ დაამშვიდა და მამაკაცის მსგავსად მანაც მუცელზე დაიწყო ხელები. _ მაგრამ ამ ბოლო დროს ხილი მინდება ხოლმე. _ ეშმაკურად ააციმციმა თვალები და ტუჩი ენის წვერით ნელა დაისველა. _ ბალი, ან ალუბალი.

-ნუ მაბოლებ. _ თითი დაუქნია და სიცილით წამოდგა ფეხზე.

-ღამე რომ გაგაღვიძოთ გაგვეგზავნები ხოლმე?_ კარებში გასულს დააწია სიტყვა და თბილი ღიმილით მიაჩერდა. უტამ ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალის ჩაკრივთ დაუქნია თავი.

რომ კითხოთ ასე უცებ როგორ გაუშინაურდიო ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. თვითონაც არ იცის რატომ ეკითხება მსგავს რაღაცებს. მაგრამ ერთადერთი რასაც ახლა გრძნობს შვილისგან წამოსული სითბოა, რომელიც მთელ სხეულში უმისამართოდ დაეხეტება. ღიმილით გადაწვა საწოლზე და ხელები მუცელზე მოიჭირა. «ხედავ დე, სულ ტყუილად ეშინოდა შენს სულელ დედიკოს.» თავის თავს დასცინა და გარდერობზე მიმაგრებულ სარკეში, თავის თავს თვალი ჩაუკრა. რეალურად ბედნიერება ბავშვის არსებობის შესახებ რომ გაიგო მაშინ იგრძნო, იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ ქონდა გაანალიზებული რა ხდებოდა მის თავს... მაგრამ მიუხედავად ამისა პირველი დღიდანვე ჩაიბეჭდა გონებაში და გულში რომ მის მუცელში პატარა არსებაა ჩასახლებული, რომელსაც სახელად მისი შვილი ქვია. მისი და უტას სხეულის ნაწილი. შიშით ახლაც ეშინია რომ ასე მალე მოსული სიხარული უკვალოდ გაქრება და გავაშელი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს რომ ეს ქალი არაფერში არ ჭირდება. «აბა რა, აუცილებლად შეუყვარდება ვიღაც ვისთან ერთადაც ცხოვრებას გადაწყვეტს და მე მომიწევს ადრე თუ გვიან აქედან ავბარგდე. ცოლობა რომ შემომთავაზა სულაც არ ნიშნავს იმას რომ ცხოვრების ბოლომდე მისი მეუღლე მერქმევა. ასეთი რაღაცები ძალიან მალე სრულდება.» ჩურჩულებდა ხმადაბლა და ცრემლებს ნელა იწმენდდა.
ძალიან არ უნდა უტას ცოლად გაყვეს და ამით მას რამე ვალდებულებები დააკისროს. შვილის არსებობა გაუხარდა,მაგრამ არ არის ვალდებული ეს ქალი შეირთოს და ცოლიანი მამაკაცის სტატუსით განაგრძოს ცხოვრება. უტა გავაშელის ცოლობა, ეს უკვე ნიშნავს რომ უამრავ ადგილას მოუწევს გამოჩენა. ამისთვის ნატა არ დაბადებულა. მას არ უყვარს ასეთი ქაოსური ცხოვრება, ყოველ მეორე დღეს შარში რომ უნდა ამოყოს თავი. იცის რომ გავაშელი ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს და იმიტომ არის ასე განწყობილი. ეგეც რომ არ იყოს, როგორ შეხვდება ამ ამბავს უტას ოჯახი. განა უნდათ ბარიდან გამოქცეული გოგოს რძლობა და მითუმეთეს მისგან შვილიშვილი. ძალიან ბევრი წვრილმანი უშლის ხელს, რაც ბევრი ფიქრის შემდეგ სერიოზულ სახეს იღებს. შემოღებულ კარებში ღიმილით აესვეტა უტა და თავი აუქნია.

-არ გშია?_ კითხა ინტერესით და კარებს მიეყრდნო.

-არაფერი არ გამიკეთებია. ჩამოვალ და გავაკეთებ. _ სწრაფად წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა.

-კვერცხი შევწვი უკვე. _ წარბაწეულმა დააწია სიტყვა გზაში.

-ვერ ვიტან კვერცხს!_ ამოიქოქოლა და ხელები მოსასხამის ჯიბეებში ჩაიწყო.

-ხოდა მაშინ გააკეთე რამე. _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სააბაზანოსკენ წავიდა.

-ხახვი გიყვარს?_ დაუყვირა და კიბეებისკენ წავიდა.

-ხახვის გარეშე საჭმელს რა გემო აქვს აბა!?_ გაკვირვებული მოტრიალდა ქალისკენ და წარბები შეკრა.

-რავიცი ზოგს ხახვიანი კერძები არ უყვარს. _ მხრები აიჩეჩა და კიბეებს დაუყვა.

დღეს დილით რომ გააკეთა ის საჭმელი ერთი კაცისთვის იყო გათვლილი. იმ დროისთვის უტა არ მოსდიოდა თვალში და საჭმელს გაუმზადებდა? სამზარეულოში სიცილით შევიდა და გაზქურაზე დადგულ კვერციან ტაფას დააჩერდა. პირზე ხელი მაგრად აიფარა და კვერცხი ნაგვის ურნაში ჩააგდო. ტაფა კი ზიზღით ათი წუთი რეცხა. ჯერ ისედაც ვერ იტანს კვერცს, ბავშვობაში მოწამლა და იმის მერე სულ გულის რევის შეგრძნება აქვს, ახლა მითუმეტეს ტოქსიკოზი რომ შემოაწვება ხოლმე. უტა სამზარეულოში ტაშის კვრით შემოვიდა და ცარიელ გაზქურას გაკვირვებული მიაჩერდა.

-სადაა კვერცხი?_ იკითხა და მაგიდას გახედა, იქნებ სუფრა გამიშალაო.

ნატან ნაგვის ურნისკენ გაიშვირა თითი და პირზე ხელები აიფარა.

-ძალიან გთხოვ, კვერცს რომ შეწვავ შეეცადე სუნმა არ იტრიალოს თორემ ცუდად ვხდები!_ გააფრთხილა და გაზზე წყალი დადგა.

-მოიცადე ახლა ასე უნდა მიყაროთ ხოლმე საჭმელი?_ კოპებშეკრულმა გამოწია სკამი და ხელები მუხლებზე დაიწყო.

-საჭმელს გააჩნია._ მხრები ბავშვივით აიჩეჩა და მაკარონის შეკვრა გახსნა.

-სულ ასე ხარ ხოლმე?_ ქალის ამბით შეწუხებულმა იკითხა და მუცელზე მიაშტერდა.

-არა... ერთი საათის წინ დამეწყო ასეთები. _ უდარდელად გააქნია თავი და ადუღებულ წყალში მაკარონი ჩაყარა. _ უტა, შენებს რა უნდა უთხრა?_ დასევდიანებული ხმით იკითხა და მის პირდაპირ ჩამოჯდა.

-სიმართლე!

-ანუ?!_ შეშინებულს ნიკაპი აუკანკალდა და ტუჩები სატირლად დაბრიცა.

-ანუ ის რომ ჩემგან ბავშვს ელოდები და ცოლად მომყავხარ. ოღონდ თანმიმდევრობა უნდა შევცვალოთ!_ კატოგორიული ტონით ჩაილაპარაკა.

-ხელის მოწერა მართლა არ არის საჭირო. შენ ამ ბავშვის მამა ჩემი ქმრობის გარეშეც იქნები. არ მინდა რომ ვალდებულებები დაგაკისრო და შენს ცხოვრებას მოგწყვიტო._ ლუღლუღებდა და თითებს იმტვრევდა.

-ჩემი ცხოვრება ახლა უკვე თქვენ ორნი ხართ და მე ვალდებული ვარ პასუხისმგებლობები ავიღო საკუთარ თავზე! ნუ გავიწყდება რა ვითარებაშიც ჩაისახა ბავშვი!_ ბოლოს მაინც დაიღრინა გავაშელმა.

-მაგას რა დამავიწყდებს._ ჩაისისინა ნატამ და ფეხზე წამოდგა.

-მალე იქნება?_ იკითხა ტუჩების წკლაპნით და საჭმელს გადახედა.

-ჯერ ახლახანს დავდგი. _ გაუწყრა ქალი და მაკარონს მოურია.


^^^

საერთოდ არ არის ასეთ ყოფას მიჩვეული. ჯერ კიდევ უჭირს მომხდარის აღქმა. ვერ იჯერებს რომ სულ რაღაც შვიდ თვეში რეალურად გახდება მამა. დაინახავს შვილს რომელზეც უკვე ჭკუა ეკეტება. მიახლოვებით იცის როგორი მამაც იქნება. ძალიან თბილი და ყურადრებიანი, ზოგჯერ მკაცრიც. მაგრამ ერთადერთი რასაც მისი ხასიათის ცვლილება ვერ შეცვლის, შვილის მიმართ არსებული უსაზღვრო სიყვარულია. ახლა როცა ამხელა გრძნობით არის დამძიმებული ხვდება რომ აქამდე ასე არავინ არ ყვარებია. ყველას სხვადასხვანაირი სიყვარულით ეპყრობა და პატივს სცემს, მაგრამ ეს პატარა არსება მასში მთლიანად შემოიჭრა და სულ სხვა უტა გამოაფხიზლა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე, გავაშელმა იცის რომ ასეთი მარტო შვილთან იქნება. სხვას არავის ექნება უფლება მისი ეს თვისებები დაინახოს. მარტო შვილს და ნატას! ქალს რომელიც მის შვილს ატარებს მუცლით და იძულებულია შვილთან გამოსახატი ყველა ემოცია მასაც დაანახოს.

და მაინც საშინლად სიამოვნებს ქალის ფუსფუსი სამზარეულოში. ნათელა ხომ ტრიალებდა და ბზრიალებდა, მაგრამ ნატა სულ სხვა შემთხვევაა. ასე არასდროს დამჯდარა და არ დალოდებია საჭმელს. არასდროს დაკვირვებულა როგორ ამზადებს ქალი, როგორ ამოძრავებს ხელებს ხახვის და მწვანილის დაჭრის დროს. და მერე როგორ ყრის ამ ყველაფერს პომიდვრის საწებელში. ახლად ამოსულ წვერს თითებით წაეთამაშა და მაკარონით სავსე თეფშს დახედა, ზევიდან დეკორაციასავით რომ ქონა მოსხმული საწელები.

-შენ არ გშია?_ ქალის მხარე ცარიელი რომ დაინახა გაკვირვებულმა იკითხა.

-წეღან ვჭამე და ამდენიც არ შეიძლება. _ ჩაიცინა და ნიკაპი ხელებზე ჩამოდო.

-ნატურალურ წვენებს და ხილს ჩვეულებრივად იღებ ხომ?_ ჩაეკითხა ინტერესით. დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და ტუჩები მაგრად მოკუმა. _ ხვალ სამსახურიდან გამოგივლი და მაღაზიებში გავიდეთ. პროდუქტებიც გათავდა და შეავსებ მაცივარს. _ ხვალინდელი დღის განრიგი ამცნო უცებ.

-ჩემს სამსახურზე რა უნდა ვქნა? იმ კაცს არ გავაგებინო საბოლოო პასუხი?_ ჩაილაპარაკა მუდარით.

-ხვალ იქაც გავიაროთ და უთხარი რომ თავს ანებებ. ამხელა გზაზე ვერ ივლი, თან ხომ გითხარი ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას!_ ხმა ისევ ისე გაიმკაცრა გავაშელმა.

სუფრა აალაგა ნატამ და ნიჟარაში ჩაწყობილ ჭურჭელს გუბკა მოუსვა.

-შეეშვი მაგათ, ჭურჭლის სარეცხი მანქანაში შეალაგე და ნუ წვალობ!_ უბრძანა და ონკანი გადაუკეტა.

-მე ასე უფრო მსიამოვნებს._ გაჯიუტებულმა მოუშვა ცხელი წყალი და ღრენით შეხედა.

-ნატა!_ დაიგრგვინა გავაშელმა და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.

-კარგი ხო! მასწავლე მაინც როგორ ჩავრთო. _ ხელები გადიაბანა და უკან დაიხია.

მამაკაცმა დაწვრილებით აუხსნა ცნობისმოყვარე თველბით შემყურე ქალს ყველაფერი და ჭურჭელი შიგნით შეალაგა.

-ორი თეფშის გამო რომ არ ჩაგერთო... _ ბოლოს მაინც ვერ მოისვენა და წაკბინა.

გავაშელს ხმა არ ამოუღია ისე გავიდა სამზარეულოდან და მისაღებში ტელევიზორის საყურებლად დაჯდა. ისე გაერთო კომედიური ჟანრის ყურებით რომ ვერც კი გაიგო როგორ აიპარა ნატა ოთახში. ღამის თორმეტი საათი ხდებოდა თვალები რომ მოებლიტა და დასაძინებლად წავიდა. ხვალ უამრავი საქმე აქვს სამსახურშიც, იქნებ როგორმე გერმანიაში ვიზიტი კიდევ ერთი კვირით გადაწიოს. ჯერ ნატას ამბებიც არ მოუგვარებია. ასე მარტოს ვერ დატოვებს, ვიღაცა მაინც უნდა დარჩეს მასთან. ნინელის დაელაპარაკება და იქნება მოიცალოს. თანაც ძალიან უყვარს ორსული ქალები, მეტიც მათზე გიჟდება და იცის რომ დედამის ამაზე გართულება არ აქვს. ბელასაც თხოვდა, მაგრამ ოჯახში პრობლემები აქვს და გამუდმებით აქ ჯდომა არ ივარგებს. წაიყვანს მშობლებთან და გააცნობს როგორც მომავალ სარძლოს. იცის რომ მამამისი მის გადაწყვეტილბას პატივს სცემს, ნინელი კიდევ ქმრის საწინაარმდეგოდ არასდროს წავა. თანაც ახლა შვილის გულის მოგებას ცდილობს და ნატას დააკნინებს? შეღებილ კარებში გარდერობთან მდგარი ნახევრად შიშველი ქალი დალანდა. მონატრებული და ნაცნობი სხეულის დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადაუშვა საასულეში და შუბლი ანერვიულებულმა მოისრისა. «რას გიშვება ეს ქალი უტა?» იკითხა და მის მუცელს დააკვირდა, რომელისაც შესამჩნევად ეტყობა დედობისთვის რომ ემზადება. ჩხველებით შეაღო კარები და კედელზე აკრულ ნატას ალმაცერად გადახედა. ქალს პიჟამოს შარვალი და ზედა, არეულად მიეფარებინა სხეულზე და დარცხვენილი ვერ ხვდებოდა სად წასულიყო. გავაშელი ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და წინ აესვეტა. მოკანკალე და ანერვიულებული ქალის ყურებისას ძალიან ხალისობს, რა ქნას ვერაფრით ვერ თმობს ამ ქალის გაბრაზების მცდელობებს. ამ დროს საშინლად ვნებიანი და სექსუალურია. გავაშელს კი ასეთი მადისაღმძვრელი ქალები მოსწონს. ნელა შეუცურა შიშველ წელზე ხელი და სხეულზე აიკრა. ნატამ პიჟამოები უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე და მუდარით აახამხამა თვალები. გავაშელი არაფერს არ აპირებს, მაგრამ ზედაპირულად მაინც რომ არ მოეფეროს და იგრძნოს რომ ეს ქალი მისია გაგიჟდება. იგრძნო როგორ გახურდა უცებ ნატას წელი და ცინიკურად ჩაიცინა. ნელა დიახარა ქალის ტუჩებისაკენ და ორივე ტუჩი ნეტარედ დაუკოცნა. თვალის დახუჭვაც ვერ მოასწრო იმნაძემ ისე მოსცილდა მამაკაცი და ზედა გადაიძრო. გავაშელის გარდერობში ქექიალით ისარგებლა და სწრაფად ჩაიცვა პიჟამოები.
წარბაწეული მიტრიალდა უტა უკან და კედელზე აკრულ ქალს ირონიული ღიმილით მიაჩერდა. მერე წელში გასწორდა და კიდევ ერთხელ გაიწია მისკენ, მაგრამ აღარ დასცალდა. გამწარებული შეხტა ნატა საწოლში და საბანში გაეხვია. ცოტა აკლდა რომ არ ახარხარებულიყო. სიცილით დაიხარა ქალისკენ და მუცელზე ხელი მიადო.

-ძილინებისა მა! _ ჩაილაპარაკა თბილი ხმით და ნატას თვალი ჩაუკრა. _ ღამე ნუშფოთავ ხოლმე, თორემ გაადენ ზღართანს ერთხელაც!_ დაარიგა და საწოლის მეორე მხარეს გადაძვრა.

მეორე დილით გაღვიძებულს უტა საწოლში არ დახვდა. არხეინად გაშალა ხელები და შვილს ლამაზი დღე უსურვა. საბნიდან ჯერ ცალი ფეხი გამოაძვრინა, ტემპერატურა შეამოწმა და მერე მთლიანად გამოძვრა. ფრატუნით და მთქნარებით გავიდა სააბაზანოდმე და გამოფხზილდა. ჯერ უტას გარდერობში ეძება, პირსახოცები მერე ვერსად რომ ვერ მიაგნო, სხვა ოთახებს დაუყვა. « როგორი მოწესრიგებულია» ჩაიცინა და თაროდან პირსახოცი გადმოიღო. «ამდენი თეთრეული რაში უნდა.» კუშტად შეკრა წარბები და მთლიან კედელზე ჩასმულ გარდერობს გახედა. სააბაზანოში ტრადიცულად დიდხანს ინებივრა. პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან და ოთახში შეიძურწა. ტანის მკვებავი წაისვა. ჩანთიდან სქელი ლამაზად ნაქსოვი სვიტერი, ელასტიკები და თბილი წინდები ამოიღო. უცბად ჩაიცვა ტანზე და არეული საწოლი გადაასწორა. ოთახის მილაგებას რომ მორჩა მერე სხვა ოთახებს დაუყვა და ყველა დაალაგა. დიდად არც იყო არეული სახლი, მაგრამ მტვერი მაინც მოსდებოდა ნივთებს. გუშინდელი მაკარონი კი აქვთ, მაგრამ რამე წვნიანს გააკეთებს. ბოლოს და ბოლოს ზამთარი მიიწურება და წვნიანი არ უჭამია. თან როგორ გაათბობს ძვლებს. «გავაკეთებ მაგრამ პროდუქტები არ არის.» აიჩეჩა მხრები და მაცივარი გადაქექა. «მოვა უტა და წავალთ.» ჩაიფრუტუნა და მისაღებში გავიდა. დივანზე აიკეცა ფეხები და ტელევიზორის გადამრთველს გადაწვდა. შუადღემდე რამოდენიმე გადაცემის ყურება მოასწრო. რამოდენიმე ახალი ცნობილი სახეც გაიცნო და რაღა უნდა. შემოსასვლელი კარების ხმა რომ გაიგო ყურები და თვალები იქით ცქვიტა. ერთი უტას მაგივრად სამი აყლაყი შემოვიდა მისაღებში და პირდაღებულს ხელის აწევით მიესალმა. დარცხვენილმა ჩამოწია ფეხები დაბლა და მორიდებით გაუღიმა სტუმრებს.

-მე გიგიშა ვარ ეს მეკობრე ლადოა. _ ჩაიცინა მამაკაცმა და ხელი ჩამოართვა.

-გავალთ აქედან. _ დაუღრინა სავარძელში წამოკოტრიალებულ ძმაკაცს ლადომ და ნატას მიესალმა._ ჩვენ უტას ძმაკაცები ვართ. შენ თუ გინდა შენიც ვიქნებით! _ ჩაიცინა და დაღრენილ ძმაკაცს ახედა. _ დაჯე უტა ნუ გერიდება სულ ჩვენიანები ვართ. _ სარკასტულად მოუწოდა დაჯდომისკენ და გიგიშას მუჯლუგუნს ხელის აქნევით უპასუხა.

-ყავას ან ჩაის ხომ არ დალევთ?_ სწრაფად წამოხტა ფეხზე და დაძაბულობის მოსახსნელად სამზარეულოსკენ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი.

-რა კარგია სახლში ქალი რომ არის.აბა ამას, რამდენჯერაც ვესტუმრეთ, იმდენჯერ წყალზე გადაგვატარა. _ ჩაიცინა გიგიშამ და თვალი ჩაუკრა. _ მე დავლევ ყავს, ოღონდ ახლა კარგად მისმინე თორემ ერთხელ თუ გამიცრუე იმედი მერე შანსი აღარ გაქვს.

-გისმენ. _ ჩაილაპარაკა ენთუზიაზმით და მიაშტერდა.

-შავ კოპლებიან ჭიქაში, გამიკეთე. სამი კოვზი ყავა ჩაყარე, მერე რძე დაასხი ისე ყავა რომ დაფაროს და ხუთი წუთი ურიე, მერე დაასხი ადუღებული წყალი ნახევრამდე, ცოტა კიდევ მოურიე და მერე გამივსე, მერე კიდევ ერთი კოვზი ყავა ჩაყარე და სამჯერ მოურიე. _ სერიოზული სახით ელაპარაკებოდა გაკვირვებულ და თვალებდაჭყეტილ ნატას და თითებით უხსნიდა.

-ოთხი კოვზი?_ ამოიულუღლუღა და უტას გახედა, მართლაო? მამაკაცმა ღიმილით დაუფახუნა თვალები და თავი დაუქნია. _ შენც ასე მოგიმზადო?_ ხმაჩავარდნილმა კითხა ლადოს.

-რას ამბობ გაგიჟდი, სახლში ოქროსავით ცოლ-შვილი მელოდება. ჩვეულებრივი ყავა და ორი კოვზი შაქარი.

^^^

დილით ადრე ადგა და პირდაპირ სამსახურში წავიდა. ისეთი დამძიმებულია ემოციებით ბიჭებს ახალი ამბავი რომ არ ახაროს ალბათ გასკდება. სამსახურში ისევ ისეთი მკაცრი და ცივი უტა როგორც აქამდე. მარტო ბიჭებმა შეამჩნიეს ძმაკაცის ცვალებადობა.

-ორსულად არის. _ ჩაილაპარაკა ყურებამდე გაღიმებულმა და მაგიდაზე ფეხები შემოაწყო.

-კაიფობ ტო?_ ჩაილაპარაკა გაოცებულმა გიგიშამ. უტამ უარის ნიშნად შუბლი შეკრა. _ თვითონ გითხრა?_ ღიმილით დანებდა გიგიშა.

-არა ექიმის დანიშნულება ვიპოვე ჩანთაში. _ თავი გააქნია და სკამზე გასწორდა.

-მერე რას აპირებთ?_ საუბარში ჩაერთო ლადო და წინ წამოიწია.

-რას უნდა ვაპირებდეთ, რასაც ნორმალური ადამიანები აკეთებენ! ცოლად მოვიყვან და ბავშვს ერთად გავზრდით!

-უტა, შენ ეგ ადვილი ხომ არ გგონია? _ ეჭვით გადახედა ძმაკაცს ლადომ.

-ადვილი მე არაფერი არ მგონია, მაგრამ არც იმას ვაპირებ ნატა გვერდიდან მოვიცილო!_ კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა გავაშელმა.

-მაშინ გაგვაცანი სარძლო. _ წამოიძახა გიგიშამ და ტაში შემოკრა.

-დღეს ქალაქში უნდა გავიყვანო და წამოდით.

თითქმის მთელი დღე კაბინეტში იჯდა და საბუთებს აგვარებდა. გერმანიაში ვიზიტი ვერაფრით ვერ გადაადებინა გიგიშას და ლადოს. თვითონაც დარეკა, მაგრამ აუქციონზე აუცილებლად უნდა ჩავიდეს, ისედაც დიდი ხნით მოუწიათ გადადება. სხვა გზა არ აქვს კვირის ბოლოს გერმანიაში უნდა გადაფრინდეს ოთხი დღის. კარგია ნატას ბიჭებთან დატოვებს და ყველანაირად ეცდებიან გვერდიდან არ მოცილდნენ. ჯერ ბოლომდე მაინც არ ენდობა, კაცმა არ იცის რა დროს რა გადაუტრიალდება თავში და გაიპარება. ამიტომ ზედმეტი ყურადღება არ აწყენს. თანაც ორსულებს ყოველ წამს რაღაცა უნდათ და გვერდით ვიღაცა ხომ უნდა ყავდეს. შუადღის შეხვედრები ხვალისთვის გადაადებინა მდივანს და ბიჭებთან ერთად სახლში წავიდა. მისაღებიდან დალანდა დივანზე მოკუნტული ნატა, რომელიც გაფაციცებით ადევნებდა ტელევიზორს თვალს. კარების ხმაზე თავი მოატრიალა და სამეულს გაოცებულმა შეხედა. აშკარად არ ელოდა ახლა ვინმეს ნახვას და დაფრთხა. მშვიდი გამომეტყველებით წავიდა ქალისკენ ბიჭების გასაცნობად, მაგრამ იქ მისულს გიგიშას და ლადოს უკვე მოესწროთ თავების წარდგენა. გიგიშას ყავის რეცეპტზე სულ ხალისობენ ხოლმე, ახლა ნატას რომ უყურებს კიდევ ერთხელ უჩნდება სურვილი გაიცინოს, მაგრამ არამც და არამც. ქალი როგორც კი სამზარეულოში გავიდა ბიჭებისკენ გაიხედა.

-რა ლამაზია ტო!_ ამოილუღლუღა ენაჩავარდნილმა გიგიშამ და თავი უკან გადაწია სამზარეულოში რომ შეეხედა.

-სურათი რომ ვნახეთ იქ ვაფშე სხვანაირია. _ ვერც ლადო ფარავდა ქალით აღფრთოვანებას. _ უკრაინელია?_ იკითხა ბოლოს სიცილით.

-ქართული სახელი და გვარი აქვს. შეიძლება გენში მოსდგამს, რავიცი აბა. _ მხრები აიჩეჩა გავაშელმა და დივანზე ჩამოჯდა. ნატა სინით ხელში გამოვიდა სამზარეულოდან. სინი მინის მაგიდაზე დადგა და ბიჭებს ჭიქები გაუნაწილა. _ დალიეთ და გავიდეთ. _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გვერდით მჯდომ ქალს ვნებიანი თვალებით გადახედა.

-რაო რა მინდა მაღაზიებშიო?_ იკითხა ლადომ და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.

-ჩემი ყავა ასე არავის არ გაუმზადებია. მომე ხელი უნდა გეამბორო. _ სიცილით გადახარა ნატასკენ და ხელის ზურგზე ტუჩები მიაწება. ქალმა უხერხულად დამალა ხელი მუხლებში და ჩაიცინა.

-პროდუქტები გვინდა და ნატას ყოფილ უფროსთან საქმე აქვს.

-მაშინ გავიდეთ. _ ცარიელი ჭიქა სინზე დააბრუნა გიგიშამ და კიდევ ერთხელ გაკვირვებულ ნატას გახედა. ქალმა თავი ოდნავ წინ გადაწია და ფინჯანს ღიმილით ჩახედა.

-ცხელი დალიე?_ ამოიჩურჩულა დაბნეულმა.

-ეგ შენთვის არის ცხელი თორემ რძე აციებს. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოხტა.

-მე არ ვარ ჯერ მზად. _ მორცხვად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ ათ წუთში მზად ვიქნები.

-ვიცი მე თქვენი ათი წუთი. მიდი უტა გამიკეთე ერთი ჭიქა კიდევ. _ ხელი აიქნია გიგიშამ და სავარძელში ჩაჯდა.

სწრაფად აირბინა კიბეები და ოთახში შევიდა. საშინაო ტანსაცმელი სავარძელზე გადაკიდა და სწრაფად გადაიცვა საგარეოები. თმები ლამაზად აიწია მაღლა და კიბეებისკენ წავიდა.

-მე მზად ვარ!_ ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი და ხმამაღლა შესძახა.

ერთდროულად გამოხედა სამივემ.. ქალის ადგილზე დანახვისას ჯერ ერთმანეთს გადახედეს და მერე ისევ ნატას, ამჯერად ნიკაპჩამოვარდნილებმა. უტა მალევე მოეგო გონს და ფეხზე წამოდგა. მერე მას უკან ჯერ კიდევ გაკვირვებული ლადო და გიგიშა მიყვა. კარებში დაეწია მამაკაცებს და მანტო მოისხა. მანქანაში არაფრით დიდებით დასვეს უკანა სავარძელზე, ჩვენ კომფორულად ჯდომა გვიყვარსო გამოაცხადა გოგორელიანმა და გაიჯგიმა. უტას გვერდით მოკალათდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო.

-ღვედი შეიკარი!_ მანქანას სანამ დაქოქავდა ქალს თვალები დაუბრიალა და ღვედისკენ მიუთითა. ნატამაც ბუზღუნით გადაიჭირა ღვედი და გაიბუსხა.

როგორი თბილი გამოხედვაც არ უნდა ქონდეს ამ კაცს, მაინც საშინლად ცივი და დამპალია. როგორ უბრიალებს ხოლმე თვალებს. მერე ნატასაც ახსენდება რომ ვერ იტანს და საერთლოს არ ფიქრობს იმაზე, რომ მისგან ბავშვს ელოდება. ერთმა კოცნამ და შიშველ წელზე შეხებამ რომ გონი დააკრაგვინოს სად არის ეგრე. დიდი სასურსათე მაღაზიის სადგომზე გააჩერა მანქანა გავაშელმა და გადავიდა. ბიჭები სიცილ ხარხარით მიყვნენ უკან. ჯერ კიდევ ლადოს მოყოლილ ანეგდოტზე იცინოდნენ რომელის მოყოლაც, სახლიდან გამოსვლისთანავე დაიწყო და ახლახანს დაასრულა. გავაშელმა ღრენით გადახედა ბიჭებს და ერთმანეთზე გადაბმული საგორიალო ეტლებიდან ერთ-ერთი გამოაძვრინა და მაღაზიაში შევიდა. ნატა დასჯილი ბავშვივით მიყვებოდა უკან და პროდუქტებს ათვალიერებდა.

-მაგდენი რაში გინდა?_ კითხა წარბაწეულმა მამაკაცს და ორ ცალ შეკვრა ნატურალურ წვენზე მიუთითა.

-ხომ თქვი ვსვამო?_ გაიკვირვა გავაშელმა და შეკვრა ეტლში ჩადო. იმნაძემ მხრები აიჩეჩა და უკან მოსიარულე წყვილს გახედა.

-ნატაშ შემწვარი კარტოფილი გიყვარს?_სიცილით წამოეწია გოგორელიანი ქალს და გვერდით ამოუდგა. საშინლად ესიამოვნა გაშინაურებული და მეგობრული «ნატაშ»

-კი. _ გაუცინა და ტომატის პასტა ეტლში ჩააგდო.

-შეგვიწვამ?_ მეორე გვერდიდან ამოუდგა ლადო და ხელმკლავი გამოსდო. ქალმა სიცილით დაუქნია ბიჭებს თავი და წინ წასულ უტას გახედა. _ გავაშელი, კარტოფილის განყოფილება საით არის?_ წამოიძახა ბორძიკულმა და ძმაკაცს წამოეწეია. _ ჩემმა ცოლმა იცის ხოლმე, წითელი კარტოფილი ყველაზე გემრიელიაო და შენ რას იტყვი?_ თან უტას მისდევდა თან ნატას ეკითხებოდა.

-გააჩნია როგორი მოსავლისაა. _ ჩაიცინა იმნაძემ და გიგიშას გახედა.

-ყურადღებას ნუ მიქაცევ, ბავშვობიდან ასეთი ჯმუხი როჟაა. _ სიცილით დაკრა მხარზე ხელი გიგიშამ და უტაზე მიუთითა.

სალაროსთან მისულმა სავსე ეტლს გაკვირვებულმა დახედა და მერე ბიჭებთან მოსაუბრე უტას მიაჩერდა. ამდენი უნმიშვნელო ნივთის და პროდუქტის ყიდვა რა საჭირო იყო ვერ ხვდება. თანაც რამდენი ხილი და ნატურალური წვენები აუღია, თითქოს და ამ ქალის მოკვლა სხვა ხერხით აქვს გადაწყვეტილიო. პარკები საბარგულში ჩააწყო გავაშელმა და საჭეს მიუჯდა. ნატა ჩანთის ელვის შესაკრავს აწვალებდა და გიგიშას მოყოლილ ისტორიებზე იღიმოდა. როგორი დადებითები და პოზიტიურები არიან ბიჭები. რა მოხდება გავაშელიც ასეთი მხიარული და მეგობრული რომ იყოს. «მერე ხომ აღარ 'შეგძულდებოდა'.» ჩაილაპარაკა გონებამ და შუბლი მინას მიადო.

-ნატა რაო რა თქვი რამდენი წლის ვარო?_ წინა სავარძლებს შორის გამოყო თავი და ქალს მიაშტერდა.

-ოცდაორის. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და გიგიშას გახედა. _ თქვენ?_ უცებ გადაიტანა მზერა ლადოზეც და ინტერესით იკითხა.

-მე ოცდარვის და ეს ორი ვაჟკაცი ოცდაცხრის. _ ჩაიცინა გოგორელიანმა და უკან გადაძვრა.

საკანცელარიო მაღაზიის წინ გააჩერა გავაშელმა მანქანა და გადავიდა. ნატაც აპირება გადასვლას, მაგრამ თვალები დაუბრიალა და ადგილზე დატია. გაწბილებული მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და თვალები დახუჭა. სადღაც თხუთმეტ წუთში გამოვიდა უკან გავაშელი და მანქანაში მოკალათდა. სიცივეშეპარული ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და მანქანა დაქოქა.

-რაო?_ იკითხა მოუთმენლად და საკანცელარიოს გახედა.

-ბედნიერება გვისურვა!_ ჩაილაპარაკა ხმამაღლა და უკან მოხითხითე ორეულს სარკეში გახედა.

-ნუ მეროჟები თუ ძმა ხარ!_ წამოიყვირა ლადომ და სიცილი განაგრძო. _ ახლა რას აპირებთ, უსამსახუროდ უნდა დატოვო ეს გოგო?_ იკითხა ცოტა გაბრაზებულმა და წარბშეუხრელად გახედა ძმაკაცს სარკეში.

-მარი ხომ მაინც აპირებდა წასვლას, და იმის მაგივრად იმუშავებს ცოტახნით.

-მერე ფიზიკურადაც ვერ იმუშავებს. _ ჩაიცინა გიგიშამ და ლოყებაფარკლულ ქალს გახედა.

«ღმერთო ჩემო, ნუთუ მათაც იციან ჩემი ამბავი?» გაიფიქრა სასოწარკვეთილმა და თვალები მაგრად დახუჭა. «ნეტავ ჩემზე რა აზრის არიან.» ნერვიულად იმტვრევდა თვალებდახუჭული თითებს. «ცუდი წარმოდგენა რომ ქონდეთ, ასე მეგობრულად არ მიმიღებდნენ.» აიმედებდა საკუთარ თავს.

-ჩვენ კიდევ გვყავს ერთი ძმიშვილი. _ ფიქრებიდან გიგიშას ხმამ გამოაფხიზლა. თვალები სწრაფად დაჭყიტა და გონს მოეგო.

-ხო?! ლადოს შვილი ალბათ. _ ღიმილით გადახედა გაბადრულ ლადოს.

-დიახ, ლადოსი. ოთხი წლის ლუკა. იცი რა კაცია?!_ თბილად ჩაიცინა გოგორელიანმა და ძმაკაცს ხელი დასცხო._ ამ დღეებში გამოგიყვანთ და გაგართობს. _ თვალი ჩაუკრა და მანქანიდან გადახტა.

საბარგულიდან პროდუქტები ამოალაგეს და სახლში შეიტანეს. ნატა ეზოს თვალიერებით იყო გართული მოულოდნელად მკლავში მოჭერილი თითები რომ იგრძნო. დაფეთებულმა დახედა ჯერ ხელს და მერე უტას ახედა განრისხებულმა.

-შენ ხომ არ გაგიჟდი, გამისკდა გული. _ გაპარული ხმით დატუქსა და ხელი გამოგლიჯა.

-ნორმალურად მელაპარაკე და შედი სახლში!_ დაუღრინა გავაშელმა და სახლისკენ უბიძგა.

-ვერ ხედავ რომ ეზოს ვათვალიერებ?_ ვირივით შედგა ერთ ადგილზე იმნაძე და თვალები დაუბრიალა.

-ფანჯრიდანაც ჩანს ეზო! შედი და ბევრს ნუ მალაპარაკებ!_ კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა გავაშელმა.

უტას ძაგებით შევიდა სახლში და სამზარეულოში მოტრიალე ბიჭებს გახედა. გიგიშა და ლადო ყველაფერს მაცივარში აწყობდნენ და თან ისევ იცინოდნენ.

-მაგას რა უნდა მაცივარში?_ სიცილით გადახედა გიგიშას და ფორთოხლის შეკვრა გამოართვა. _ ხილის კალათა გაქვს?_ კარების ჩარჩოზე მიყრდნობილ უტას გადახედა. მამაკაცი უსიტყვოდ მივიდა ერთ-ერთ კარადასთან და ლამაზად დაწნული ხის კალათა გადმოიღო.

-აი აქ უნდა ჩაალაგოთ ხილი. _ გაუცინა ბიჭებს და ფორთოხლით სავსე კალათა მიაწოდა. _ ან თქვენ რატომ ალაგებთ?_ იკითხა გაკვირვებულმა და მაგიდაზე გაშლილ პარკებს გადახედა. _ შეეშვით, მე მივხედავ. _ მეგობულად გაუცინა ერთმანეთზე აკრულ ბიჭებს, რომლებიც მაცივარში შეღწევას პირველები ცდილობდნენ._ უტა შეგიძლია მითხრა სად რა დევს? _ ღრენით გადახედა მამაკაცს და დოინჯი შემოიდო.

-მოძებნე და მიაგნებ. მე რა ვიცი სად რა დევს. _ გაიოცა კაცმა და სკამზე ჩამოჯდა.

-ჯმუხო!_ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და მოხითხითე ბიჭებს გახედა, რომლებმაც უდაოდ გაუგეს ჩალაპარაკებული. ლადომ თვალი ჩაუკრა და უტას პირისპირ მოკალათდა. კალათიდან ერთი ვაში ამოიღ, ჰაერში ააგდო და დაიჭირა.

-ბავშვობაში ჩვენი ვახტანგოვიჩი, ილუზიონისტობას აწვებოდა. _ მოახსენა წამებში გიგიშამ და ზეთი მიაწოდა. _ მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, ერთ-ერთი ნორმის დროს ხელ-ფეხი გვარიანად დაიტეხა.

-ვინმემ ეს მსუნთქავი არსება გამაცალეთ თორემ ოცდარვა წლის ჯავრს ერთიანად ამოვიყრი და ისე ვცემ მარგომაც რომ ვერ იცნოს! _ დაიმუქრა ლადო და ფეხზე წამოხტა. გოგორელიანი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მისაღებისკენ.

-გამოუშვი გამოუშვი... _ საჩვენებელი თითებით იწვევდა ლადოს და ხარხარებდა.

ნატამ პროდუქტების დაბინავება განაგრძო. უტა და ლადო რაღაცაზე საუბრობდნენ და ბოლო ხმაზე მოწიკვინე გიგიშას ყურადღებას არ აქცევდნენ დაბრახუნების და გიგიშას კვესის ხმა რომ მოესმა სამეულს მხოლოდ მაშინ ინებეს და თავები გაოცებულებმა მიატრიალეს. იატაკზე, ვარსკვლავის ფორმით განთხეულ გოგორელიანის დანახვისას ლადომ სიცილი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე ახარხარდა. ნატას საშინლად შეეცოდა სახედამანჭული ბიჭი და მის დასახმარებლად ცადა რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დაუძლურებული ძმაკაცის არშესაძლებლობებით ისარგებლა ბორძიკულმა და ხტუნვა ხტუნვით მივიდა ძმაკაცთან.

-ცოდვებმა იცის. _ ჩაყვირა ყურში და თავში გაშლილი ხელი უთხავაზა.

მერე გამარჯვებული მზერით გამობრუნდა უკან და ნატას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
~~~~~~~~~~~
არც კი ვიცი მადლობა უკვე როგორ გადაგიხადოთ...საოცრად მახარებთ და მაბედნიერებთ, ჩემო კარგებო! <3



№1  offline წევრი ))♡

მე♥ მე შენ მიყვარხარ შენი ისტორიებით ❤❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2  offline მოდერი მე♥

))♡
მე♥ მე შენ მიყვარხარ შენი ისტორიებით ❤❤❤

უხ მე!
რა კარგია! ❤️❤️
საოცრად მახარებ!
მადლობა ❤️❤️❤️❤️
გრაფინია
რა თქმა უნდა უტას საქციელს ვერ გავამართლებ,თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,რომ ყველანაირად ცდილობდა ნატასთან კარგად ყოფილიყო.
ეს დამოკიდებულება ახლა უფრო გაუმძაფრდა:)
მომწონს,რომ ნატას სერიოზულად უყურებს და ხვდება რამხელა სიმდიდრეს ატარებს ეს პატარა გოგო ❤️
მიხარია ამ წყვილის თბობა!!

უტას საქციელზე დიდი საშინებელება ძნელია ქალს დამართო... -.-
რომ ვწერდი მისი მოკვლის სურვილი მკლავდა, მაგრამ შინაარსი მაინც ვერ შევცვალე და ვერც პერსონაჟი გამოვასწორე. :///
მერე ცოტა მოვიდა ჭკუაზე... მაინც მგონია რომ ის აკლდა რაც ნატასთან იპოვა და ამის არასწორად გამოხატვა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა... ვერ გაიგო რა ხდებოდა და ჩათვალა რომ ცუდი ქცევებით უკეთეს აკეთებდა. -.- მაგრამ მოუგრიხეს კისერი.❤️
მიხარია რომ მოგწონს, უზომოდ დიდი მადლობა.
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

ჩემი შოკოლადი ხარ შენ.უტა კი საოცრებააა და გამოსწორებას არ საჭიროებს.უტა მესაკუთრეა და ვერ აიტანს მის სხვა რომ შეეხოს.მე ვიცი როგორი სიყვარული შეუძლია უტას და ამას ნატას მალე დაანახებსსსს.მიყვარხარ შენი საოცრებებით სავსეე ისტორიებით რომლებიც ჩემთვის გაზაფხულების სიტბოს მაგვარიაა

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ნეტა იცოდე როგორ მიხარია

 


№5 სტუმარი Mariam

აიჰ, როგორ მიყვარნან ეს ორი heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი Niin))

შენებიდან პირველი ეს იყო
და
სხვანაირად მიყვარს innocent
ტკბილ-თბილ-ვნებიანი ისტორიაა <333

 


№7  offline წევრი Mariamch

ტასს მერამდენედ ვკითხულობ ალბათ მეათეჯერ♥ მიყვარსს ძალიიანნ

 


№8  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
ჩემი შოკოლადი ხარ შენ.უტა კი საოცრებააა და გამოსწორებას არ საჭიროებს.უტა მესაკუთრეა და ვერ აიტანს მის სხვა რომ შეეხოს.მე ვიცი როგორი სიყვარული შეუძლია უტას და ამას ნატას მალე დაანახებსსსს.მიყვარხარ შენი საოცრებებით სავსეე ისტორიებით რომლებიც ჩემთვის გაზაფხულების სიტბოს მაგვარიაა

ჩემი სასწაული გოგო!
უტა არის ყველაზე საზიზღარი, საძაგელი, ვირი და აუტანელი კაცი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ამასთანავე ყველაზე ყველაზე თბილი და მოსიყვარულეა! რა გინდა რომ უქნა. :დდდდ
ჩემს ისტორიებზე მსგავსი რაღაცების კითხვა გონს მაკარგინებს ისე მაბედნირებს. <3
Guest მარიამი
ნეტა იცოდე როგორ მიხარია

ნეტა შენ იცოდე მე როგორ მიხარია თქვენი ოდნავ გახარებაც კი. <3
Mariam
აიჰ, როგორ მიყვარნან ეს ორი heart_eyes heart_eyes

მარიამ, რა კარგობა გოგო ხარ! მადლობა დიდი დიდი! <3
Niin))
შენებიდან პირველი ეს იყო
და
სხვანაირად მიყვარს innocent
ტკბილ-თბილ-ვნებიანი ისტორიაა <333

ალბათ მეც მაგიტომ ვარ ამ ისტორიაზე სხვანაირად ჩაციკლული, ძველია და ჩემთვის რაღაცნაირი ემოციების მატარებელი. უსაზღვროდ დიდი მადლობა შენ ჩემო კარგო. <3
Mariamch
ტასს მერამდენედ ვკითხულობ ალბათ მეათეჯერ♥ მიყვარსს ძალიიანნ

და როგორ მიხარია რომ არ გბეზრდება, ე.ი. ძააალიან კარგი თუ არა კარგი ისტორია მაინც არის. მადლობა დიდი, ძალიან დიდი! <3
--------------------
ა.ა

 


№9 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან კარგად წერ საყვარელო აღფრთოვაანებულივარ

 


№10 სტუმარი ტატუკა

აუ როგორ მომწოონს.ეს რო მცოდნოდა რომ "იყავი ჩემი საყვარელის"დასაწყისი იყო ჯერ ამას წავიკითხავდი რა მაგარი გოგო ხაარ

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ ისტორიას რომ დაწერ, ამდენი მომაბეზრებელი,,, თვალის ჩაკვრა,, აღარ დაწერო. ძალიან გამაღიზიანებელია.

 


№12 სტუმარი lina

mokled rogorc koveltvis ra sainterso sakitxia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent