შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს დაკარგვის შემდეგ ეძლევა ფასი(1)


5-10-2017, 17:47
ავტორი BarBare))
ნანახია 1 328

შესავალი

იანვრის სუსხიანი საღამოა, ულამაზესი მთვარეა და ცა ვარსკვლავებით მოჭედილა, ტანში ჟრუანტელი მივლის, ეს სუსხი წარსულს მახსენებს და რეალობას უკეთ აღქმაში მეხმარება, რაც ძალიან მტკენს. ეს სუსხი ძველ იარებს მიღვიძებს, იარებს რომელიც ცხრა თვის წინ მომაყენა იმ ადამიანმა რომელისგანაც ამას ყეველაზე ნაკლებად ველოდი, რომლის გამოც ცხოვრება მიხაროდა და ჩემგან წასვლით მან ჩემში ყველაფერი კარგი თან წაიღო. ერთ დროს მომღიმარი გოგონა სევდიან და დეპრესიულ გოგონად აქცია, რომელიც დღეს მხოლოდ იმიტომ იღიმის, რომ მისი ტკივილი სხვამ არ დაინახოს.
ეს სუსხი ჩემს გულში ღრმად იჭრება და თითოეულ იმ წამს მახსენებს როდესაც უბედნიერესი ვიყავი, ამის გახსენებისას გული ისე ძლიერ მტკივა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ცრემლები დიდი ხანია დამიშრა, უკვე ცრემლებიც ვეღარ შველის ჩემს ნამსხვრევებად ქცეულ გულს. მინდა ეს გული ისევ გამთლედეს, თუმცა ეს მხოლოდ მას შეუძლია ვინ ასე დაანაწევრა, მაგრამ მას ჩემი გულიც და რძნობებიც ფეხებზე ჰკიდია.
გიკივირთ არა?! ცხრა თვე გავიდა მას შემდეგ და მე ისე როგორ ვერ დავივიწყე, ვერაფრით შევძელი თავს მოვრეოდი, მე ის ახლა უფრო მეტად მიყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მიუხედავად ჩემი რძოლისა მას ფეხებზე ვკიდივარ, მე კი ვერაფრით დავივიწყე ან როგორ უნდა დაივიწყო ის ადამიანი რომელმაც სიყვარული გასწავალა?!


თავი 1

მე ემილი ვარ 17 წლის, სხვის დასანახად ძალიან მხიარული, სინამდვილეში კი სევდიანი გოგო.
როგორც უკვე ვთქვი ცხრა თვის წინ ერთმა ბიჭმა მიმატოვა და მას შემდეგ ცხოვრების ერთ ადგილს ვტკეპნი. მხოლოდ წარსულით და მოგონებებით ვცხოვრობ, რაც ის წავიდა მე ბევრი ვიბრძოლე მისთვის, თუმცა ადამიანს თავს ზალით ვერშეაყვარებ, ამიტომ დავნებდი და ახლა თავიდან ვსწავლობ ცხოვრებას, ახლა სუნთქვასაც კი თვიდან ვსწავლობ მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ბიჭი გამოჩნდა,
მაგრამ ერთზე თავდავიწყებით შეყვარებულმა არავინ შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ დავივიწყო. ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შეიძლება, ის კი ისეთი ბენდნიერია უჩემოდ მე არც კი ვახსოვარ.
ჩემს ოთახში ფანჯარასტან ვიდექი როდესაც კარზე ჩემმა დამ დააკაკუნა
- ემ რასშვები? არ მოდიხარ? ვახშამი უკვე მზადაა
-ჰო სპენსერ მოვდივარ, ჩაფიქრებული ვიყავი და ყურადღება ვეღარ მოგაქციე-სამზარეულოში გავედით და დედამ როგორც ყოველთვის თბილი და მომღიმარი სახით გვითხრა
-საღამომშვიდობისა ბავშვებო, დასხედით
-ემილი რატომ არაფერს ჭამ? -ეს მამას მორიგი დარიგება იყო ჩემი მისამართით „იმისათვის, რომ ჯამრთელი იყო კარგად უნდა ივებო“
-უბრალოდ არ მშია მამა
-დღეს არაფერი გიჭამია როგორ არ გშია?
-ახლა კი უნდა დაგტოვოთ, უბრალოდ არ მშია და მორჩა!
-სად მიდიხარ ემილი? -დედასთვის პასუხი არ გამიცია ქურთუკი მოვიცვი, გიჟივით გარეთ გავვარდი და იანვრის სუსხიან ღამეს შევერიე.იარების მოსაშუშებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად ჩემს საყვარელ ადგილს, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე პარკს მივაშურე. პარკში ერთი ცალკე მდგომი სკამია, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვზივარ ამ სკამზე. ახლაც რა თქმა უნდა ამ სკამს მივაშურე, სახე ხელებში მოვიქციე და მწარედ ავტირდი. მტკიოდა მარტოობა, მისგან დატოვებულ გრძნობას მხოლოდ ტკივილი ჰქვია და სწორედ ეს ტკივილი მატირებდა. მინდოდა ეს ტკივილი ამ ცრემლებისთვის გამეტანებინა, თუმცა ამაოდ სულში ტკივილი იყო გამეფებული. უეცრად ვირაცის ბოხი ხმის ტემბრი გავიგონე
-ძალიან გთხოვ ნუ ტირი, გაიღიმე არავინ არ არის შენი ცრემლების ღირსი-ეს მითხრა, მომიახლოვდა, გვერდით მომიჯდა და თვალებში შემომხედა, ვუყურებდი და ვფიქრობდი ღმერთო „ღმერთო როგორი ღრმა და მეტყველი თვალები აქვს“. მის თვალებში მთელი გალაქტიკა იყო პატარ-პატარა სამყაროებით, თუმცა მე არ ვიცნობდი ამ თვალებს და არც ამ ადამიანს. მაგრამ ახლა ყველაფერზე მეტად მისი გაცნობა მინდოდა -მე დევდიდი ვარ -სიჩუმე ისევ მან დაარღვია
-მე ემილი ვარ
-რატომ ზის ასეთი ლამაზი გოგო ღამით პარკში და რატომ ტირის?
-მიზეზი ნამდვილად მაქვს?
-ვიცი, რომ მიზეზი აუცილებლად იქნება, მაგრამ თუ გინდა ამ სამყაროში წონასწორობა არ დაკარგო და ჭკუიდან არ გადახვიდე, ყველაფერზე უნდა იცინო რაც გაწუხებს- მე მის სიტყვებზე უნებლიედ გამეღიმა-ღმერთო როგორ გიხდება ღიმილი, საოცრად ლამაზი ხარ და ამ სილამაზეს ეს ღიმილი კიდევ უფრო ამშვენებს, შენს ადგილას მუდამ გაღიმებული ვივლიდი. მომიყევი რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი
-მე უბრალოდ სიყვარული მასწავლეს და არ შემიყვარეს -ეს ვთქვი და სკამიდან წამოვდექი,არ მინდოდა კიდევ რაიმე მეთქვა ცემს არარაობად ქცეულ ცხოვრებაზე. წამოვდექი და სწრაფად გამოვეცალე იქაურობას.
-ემილი მოიცადე -მისი ხმა მესმოდა თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი, ერთი წამით უკან მიხედე და დავიანხე როგორ წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. მე კი იმდენად დაბნეული და შეშინებული ვიყავი, რომ გამოვიქეცი და ერთ ბნელ კუთხეში მივიმალე, ის მეძებდა, თუმცა რომ ვერ მიპოვა წავიდა მე კი სახლისკენ წამოვედი და რამდენიმე წუთში სახლში ვიყავი.
-ემილი სად ხარ აქამდე? შენთან არია მოვიდა, შენს ოთახში გელოდება
-კარგი სპენსერ ვნახავ. არია ჩემო საყვარელო-ის წამოდგა და მომეხვია, მისმა ჩახუტებამ წამით ტკივილი დამავიწყა. არია ჩემი საუკეტესო მეგობარია მას ჩემი უსიტყვოდ ესმის.
-ემ სად იყავი?
-ჩემს საყვარელ ადგილას იქ ისეთი უჩვეულო რამ მოხდა, ღმერთო ეს ილუზიას ჰგავდა, თუმცა ვიცი, რომ ეს ნამდვილად მოხდა-არიას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, როდესაც ამბის მოყოლა დავასრულე წყლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა
-ნუთუ ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდა
-ვინ გამოჩნდა?
-ის ვინც მართლა შეგიყვარებს. რატომ გამოიქეცი?
-შემეშინდა არია, ძალიან შემეშინდა , რომ რაიმე წამომცდებოდა
-რატომ არ გინდა გაუზიარო ჩემს გარდა ვინმეს შენი ტკივილი?
-არ მინდა აღარ მინდა მასზე საერთოდ რამე ვთქვა არ იმსახურებს, რომ მტკიოდეს მის გამო. აღარ მიდნა, რომ მისგამო ერთი ცრემლი მაინც გადმომივარდეს, მაგრამ რა ვქნა ვერვერევი თავს სიგიჟემდე მიყვარს. აღარ შემიძლია ამ ტკივილის გაძლება სული მეწვის გესმის?!სული მეწვის -ვერარ გავუძელი, იატაკზე დავჯექი თავი მუხლებში ჩავირგე და ისევ ავტირდი, სული იმდენად მტკიოდა, რომ ვუძლებდი და ხმამაღლა ვტიროდი, არია გვერდით მომიჯდა მკერდზე მიმიკრა, ჩამეხუტა და ისიც ატირდა.
-ვეღარ ვუძლებ ემ შენს ასეთნყურებას,აღარ შემიძლია შენი ტანჯვის ყურება. რაღაც უნდა შეიცვალოს აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, მიეცი დევიდს უფლება დაგეხმაროს, შემოუშვი შენს ცხოვრებაში.
-მე მხოლოდ ნიკი მინდა
- ეს ძლივსღა ამოვისლუკუნე და ცოტა ხნის შემდეგ არიას მკერდზე ჩამეძინა, სიზმარიც კი მასზე ვნახე საბედნიეროდ სიზმარში ბედნიერი ვიყავი მასთან. გვიანი იყო როდესაც გამეღვიძა, არიას შევხედე და ისევ ჩემს გვერდით იჯდა
-რატომ არ გამაღვიძე? უკვე ღამის ორი საათი დაიწყო
-შენთან ვრჩებიემ, ამიტომ ადექი და დავიძინოთ ნორმალურად
-პიჟამას მოგცემ. არვიცი უშენოდ რა მეშველებოდა
-ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,რაც არუნდა მოხდეს
-ხვალ სკოლაში უნდა წავიდეთ და ეს არ მინდა. იქ მას ვნახავ
-ვიცი,რომ რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო . მის გამო სკოლაშიც ვეღარ უნდა იარო ?ოღონდ უნდა დააიგნორო, ყურადღება არ მიაქციო თითქოს საერთოდ არ არსებობ. შენმისთვის ბევრი იბრძოლე, მაგრამ ეს ბრძოლა არაფრის მომტანი გამოდგა, ახლა კი ფეხებზე უნდა დაიკიდო
-ვცდილობ არია, მაგრამ არცისე მარტივია
-ვიცი, მაგრამ შეძლებ. შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ
-აღარ მაქვს ძალა, აღარფრის ძალა მაქვს
-აღარ იფიქრო ამაზე დაიძინე
-ძილინებისა
-ძილინებისა ემილი.



№1  offline წევრი MmariiamM))

მომეწონა, მალე დადე შემდეგი თავი
--------------------
Mm))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent