შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სამიზნე [5]


6-10-2017, 04:44
ავტორი მე♥
ნანახია 17 213

მთელი ერთი კვირა, ერთმანეთით ვერ გაძღნენ. სულ ერთად იყვნენ და ერთმანეთს ეალერსებოდნენ. გავაშელს უკვე არც სამსახური აინტერესებდა და არც იქ მომუშავე ხალხი. კაბინეტში შეყუჟული მარტო თავისი ქალის სითბოს და სურნელს გრძნობდა. ნატა საქმეს უკვე გავაშელის კაბინეტში აკეთებდა. გრძელფეხებიან გოგონებზე მაინც ეჭვიანობდა, მიუხედავად იმისა რომ უტასთან შეხება არ აქვთ. შესვენებაზე ბიჭებთან ერთად ჭამდნენ და ბევრსაც იცინოდნენ, ნუ რათქმაუნდა უტას გარეშე. მამაკაცს მაინც ვერ მოაშლევინა პირქუში და ცივი მზერა. რა ქნას, ასეთიც მოსწონს და სულაც არ აქვს ამაზე გართულება. მითუმეტეს როცა გავაშელი ცუდად არ ექცევა, პირიქით რაც გერმანიიდან დაბრუნდა უფრო თბილი და ყურადღებიანი გახდა. სულ ცდილობს ნატასთან ახლოს იყოს და მოეფეროს, დაუყვავოს. მართალია ათასი საალერსო სიტყვით არ ათრობს, მაგრამ რასაც უკეთებს ესეც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად რომ მიხვდეს, როგორ უყვარს ეს ღრჯუ მამაკაცი. პირვლად საკუთარ თავს უტას სიყვარულში ორი კვირის წინ გამოუტყდა. უტა რამოდენიმე დღის წასული იყო გერმანიაში და როცა მიხვდა რომ საშინლად დააკლდა და მის გარეშე ღამე შფოთავს გრძნობებმაც მაშინ იჩინა თავი.
ღამე მისი არ ყოფნა ყოველ წამს ახსნებედა თავს და ძილს უფრთხობდა, ახლა როცა ჩამოვიდა და იცის რომ საწოლს ის უთბობს აღარაფერზე ღელავს და მშვიდად ძინავს. თან პატარაც აღარ აწვალებს ღამ-ღამობით და წყნარადაა. ერთადერთი რასაც ვერ შეეგუა გავაშელის «არ მიყვარხარ» არის. იცის რომ მამაკაცი ისე არ უყურებს, მათ ურთიერთობას როგორც ნატა. იმნაძეს უფრო სერიოზული გეგმები აქვს, რომლებსაც მარტო ვერ აასრულებს. გავაშელი კიდევ გვერდით არ დაუდგება და ტყუილ უბრალოდ არ ეტყვის რომ უყვარს. ალბათ უფრო ამის გამოა დღეს, რომ გიჯდება და ირევა ამ კაცზე. მისმა პირდაპირობამ და იმის შეგრძნებამ რომ არ უყვარს უფრო გაუღრმავა გრძნობები. იმ ხილისკენ ხომ უფრო მივილტვით რომელიც არ შეიძლება, ხოდა ზუსტად ეგ დაემართა ნატასაც. «არ ვუყვარვარ მაგრამ ისე მექცევა რომ ამაზე ხშირად არ ვფიქრობ.» ერთხელ წამოროშა ელენესთან დიალოგის დროს და მაშინ მიხვდა რომ მართლაც ასეა. რა საჭიროა იმაზე დარდი რაც არ გამოსწორდება. «ან იქნებ გამოვასწორო.» ჩაიცინებს ხოლმე ეშმაკურად.

დღეს სამსახურში არ წასულა, გუშინ თავს შეუძლოს გრძნობდა დაღლილობის გამო და უტამ შინ დატოვა. ნატამაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა და ცივ საწოლში შეიყუჟა, მთელო დღით. გავაშელი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ურეკავდა და კითხულობდა.

-კიდევ გტკივა წელი?_ იკითხა შეწუხებულმა.

-ცოტა გამიარა, მაგრამ მაინც ვწევარ. შენ რას შვები აღარ მოდიხარ?_ იკითხა მობუზულმა და საათს ახედა.

-ცოტახნით კიდევ დამაგვიანდება. თბილად დაიფარე საბანი და არ ადგე!_ უბრძანა გავაშელმა და გათიშა.

უაზროდ წრიალებდა საწოლში და სულდალეული ელოდებდა საყვარელ მამაკაცს. ბავშვიც დაღალა ამდენი საუბრით და შეეშვა. როგორც კი მარტო დარჩებიან იმ წამსვე მასთან ჭორაობას იწყებს და ყველაფერს უყვება, ისიც გატრუნული უსმენს. ერთ კვირაში ექიმთან არის კონსულტაციაზე წასასვლელი და როგორ ღელავს. წესით სქესი უკვე უნდა ჩანდეს, მეოთხე თვეშია. თან როგორ უნდა ბიჭი რომ იყოს და ბავშვობის ნატვრა აისრულოს. ეგეც რომ არ იყოს, პატარასთან საუბრის დროს რამოდენიმეჯერ «ჩემო ბიჭოო» დაუძახა. თან დედის გულიც გრძნობს რომ იქ, მუცელში კიდევ ერთი გავაშელი იზრდება. კარების ხმაზე თავი დაფეთებულმა ამოყო საბნიდან და მომღიმარ მამაკაცს გახედა. ბედნიერი ყურებამდე გაიბადრა და ხელები მაღლა ამოწია.

-აბა დამაგვიანდებაო?_ იკითხა სიცილით და ხელები კისერზე მოხვია.

-ძალიან მომინდა სახლში მოსვლა და შენი ტუჩების დაგემოვნება, ხოდა ვეღარ გავძელი. _ თვალი ჩაუკრა და სურვილი აისრულა.

მამაკაცის ყოველი კოცნა აბნევს და ნაბავს. რა ქნას ვერ მიეჩვია ჯერ კიდევ მისი კოცნის დროს ემოციების გაკონტროლებას. უტა კიდევ ხვდება ამას და უფრო და უფრო აბნევს ხოლმე.

-მამას კაცი როგორ არის?_ იკითხა სიყვარულით სავსე ხმით და მუცელზე მარჯვენა ლოყა მიადო. _ მე კარგად ვარო, პროსტა მამას შია ძალიანო და იქნებ დედიკომ რამე აჭამოსო. _ ღიმილით ლაპარაკობდა გავაშელი და ცალ თვალს წარბწეული ნატასკენ აპარებდა. _ თუმცა არაო, მამიკომ დედიკო იწვეს და მე თვითონ მოვამზდებ რამეს ორივესთვისო._ უცებ დაიხია უკან უტამ.

-დარწმუნებულია მამიკო?_ სიცილით იკითხა ნატამ და მუცელს დახედა.

-ხვდები რომ გაიბერე?_ ბედნიერი ბარიტონით იკითხა კაცმა.

-ოთხი კილო მაქვს მომატებული. _ ჩაიცინა და გვერდებზე ოდნავ მოიჭირა თითები.

-და მერე როგორ გიხდება, სულ მომატებულმა უნდა იარო._ ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და ფეხზე წამოდგა. _ რას შეჭამ?_ იკითხა და კარებისკენ წავიდა.

-კვერცხს. _ ჩაილაპარაკა სერიოზულმა და ერთ ადგილხე გახევებულ გავაშელს გახედა. მამაკაცმა წარბწეულმა და შუბლშეკრულმა მოატრიალა თვალი და ქალს თვალებში ჩააშტერდა. _ რა იყო?_ იკითხა გულუბრყვოლოდ და წარბები სასაცილოდ მოკრა.

-რას შეჭამ?_ გაუმეორა კითხვა. აშკარად ვერ იჯერებდა ნათქვამს.

-კვერცს და რამე ხორცეულს. _ მხრები აიჩეჩა ნატამ.

-კვერცხს..._ გამოაჯავრა და კარებში ჩადგა._ მერე კვერცხი გულს არ გირევს?_ ირონიულად იკითხა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

-აღარ მირევს! _ ჩაილაპარაკა გაგულისებულმა და ცხვირი აიბზუა.

-კარგი. _ მხრები აიჩეჩა გავაშელმა და ოთახი დატოვა.



^^^

ბოლო პერიოდში საშინლად გაუფუჭდა ხასიათი ნატას. დილით სულ ბუზღუნებს და საშინლად წვრილმან თემებზე ეკამათება გავაშელს. თავიდან უტას გაუჭირდა იმის აღქმა რომ ეს ყველაფერი ორსულობის ბრალია. მერე და მერე, როცა მიხვდა რომ ისეთი წვრილმანები აწუხებს რასაც აქამდე არც კი ახსენებდა, ცდილობს რომ არ გამოეკიდოს და ყველაფერს მარტივად უდგება. ექიმთან ისევ გაყვა კონსულტაციაზე. გზაში სამჯერ ეჩხუბა ნატა «შუქნიშანთან სანამ ხაზს გადაცდები მანამდე გააჩერე! «ეს ღვედი ცოტა მოაშვებინე თორემ მიჭრს.» «დღეს სამსახურში საბუთები რომ ამერია შენი ბრალიაო» სამივეჯერ მოითმინა და ხმა არ ამოუღია. მთავარია ექიმთან მიიაღწიოს მშვიდად და მერე იქ დამშვიდდება. არადა სინამდვილეში ორივე საშინლად ღელავს, დღეს სქესი უნდა გაიგონ და სიხარულით არ არიან. ნატა ცდილობს გააბრაზოს და ხასიათი მოუშხამოს მამაკაცს, მაგრამ არ გამოდის და ბოლოს ისევ თვითონ რჩება მოშხამული.

ათ წუთზე მეტია წევს და ექიმს ელოდება. გავაშელი ღიმილთ უყურებს მოშიშვლებულ მუცელს, რომელსაც ახლა უკვე ძალიან მკვეთრად ემჩნევა რომ შიგნით მათი შვილი სახლობს. აქამდე ხომ ამ ქალის სილამაზით ირეოდა, ახლა სულ სხვანაირია. თითქოს ბავშვული და ამავდროულად საოცრად ქალური. ძალიან სხვანაირია იმნაძე, ბევრად ლამაზი და სექსუალური. გავაშელი იცინის ხოლმე « ამის მერე სულ ორსულად უნდა იყოო» ისიც ყურებაწითლებული იღიმის და ცდილობს ღაწვები დამალოს.

როგორც კი ექიმი შემოვიდა ასი თვალი და ასი ყური გამოიბა გავაშელმა და ეკრანს მიაჩერდა.

-ბიჭია!_ ჩაილაპარაკა ხმამაღლა გახარებულმა ექიმმა და ატირებულ ნატას დახედა რომელსაც სულელივით უსვამდა ხელს უტა შუბლზე. მზერა მამაკაცზე გადაიტანა ნატამ და მის თვალებში მოთამაშე ჭინკების დანახვისას უფრო ატირდა. უტა ფრთხილად დაიხარა ქალისკენ და ლოყაზე ზუსტად ისე აკოცა, როგორც მაშინ ბავშვის შესახებ რომ გაიგო.

-მადლობა პატარა ქალო!_ ჩასჩურჩულა ბედნიერი ხმით გავაშელმა და გაუცინა.

იქიდან სულ სხვანაირი გამოვიდა ნატა. დამშვიდებული და ლაღი. ახლა უკვე აღარ ღელავდა არც ღვედზე, არც შუქნიშანზე და არც საბუთებზე. ერთადერთი საფიქრალი და სალაპარაკო, ახლა უკვე მათი პატარა ბიჭია რომლის ფოტოსაც მთელი გზაა ხელს არ უშვებს და თითებით ეფერება. სახლში მისვლისთანავე მონახა გავაშელმა პატარა ლამაზი ჩარჩო და ბიჭის პირველი სურათი შიგნით ჩადო. იმაზეც ბევრი იკამათეს რომლის ტუმბოზე დაიდებოდა, მაგრამ საბოლოდ უტამ გაიმარჯვა და თავისთან დაიდო. ძილის წინ ღიმილით გადახედავს ხოლმე და წკლიპუტრით ემშვიდობება.


^^^

გადაწყვიტა ნატას საჩუქარი გაუკეთოს და ძაღლი უყიდოს. ძალიან ბევრი იარა და ბოლოს მეგობრების რჩევით, ტერიერის ჯიშის პატარა ძაღლი უყიდა. ერთი საათი აფუთინა გამყიდველს, მერე ძაღლი მოიგუდებაო და თავიდან შეფუთეს. მთელი გზა წკმუტუნებდა და მოსვენებას უკარგავდა. წამით ისიც იფიქრა რომ შეცოდმა დაუშვა, მაგრამ რომ ახსენდება როგორი სახით უყურებს ხოლმე ძაღლებზე გადაცემებს ნატა სულ ავიწყდება გაბრაზება და თავისი სურვილი. მთავარია როგორმე ხასიათზე მოიყვანოს ქალი და ცოტა გაამხიარულოს. ნატა სახლში არ ეგულებოდა და ამიტომ მშვიდად შევიდა. ყუთი იატაკზე დადო და სამზარეულოსკენ წავიდა საჭმელად. ძალიანაც რომ უნდოდეს ძაღლს მაინც ვერაფერს აჭმევს. იმ ყუთის გახსნა ახლა საოცოდაობა იქნება, მოვა ნატა და თვითონ მიხედავს. კარები ხმაურით შემოაღო ქალმა და ბელას ნათქვამზე ხმამაღლა გადაიკისკისა. ოდნავ გაყო თავი გავაშელმა სამზარეულოდან და ნატას დაუშტვინა.

-სახლში ხარ?!_ იკითხა ღიმილით და მაგრად მოეხვია. _ რა ქენით შეხვედრაზე?_ კითხა ინტერესით და მამაკაცის მოხვეულ ხელებს დაეყრდნო.

-ყველაფერი კარგად არის, ამ წელს პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს!_ ჩაილაპარაკა სიამაყით და ბელას თვალების ბრიალით გადახედა.

-ეს რა არის?_ ნატამ თავი უკან მიატრიალა და იატაკზე დადგულ ყუთს მიაჩერდა._ მოიცადე, ახლა არ მითხრა უტა საჩუქრებს მიკეთებსო. _ გაოცებულმა წამოიძახა და ძმას მიაჩერდა.

ნატამ გაკვირვებულმა გაუქნია თავი და უტას ახედა.

-ჩემია?_ ღიმილით იკითხა როცა გავაშელმა თავით ანიშნა მიდიო. უტამ თავი დაუქნია და დივანზე ჩამოჯდა. სწრაფად მიირბინა ყუთთან და ლამაზად შემოაცალა გარედან მორთული ბანტები. ფრთხილად გახია პრიალა ქაღალდი და გამოძრავებულ ყუთზე გვარიანად შეკივლა. მერე ძაღლის წკმუტუნი გაიგონა და ცრემლმორეულმა სწრაფად გახსნა ყუთი. პატარა კარამლისფერი, ყავისფერი ზოლებით ლეკვი კუთხეში მიწებებულიყო და წკმუტუნებდა. ფეხზე გახარებული წამოხტა და უტას მაგრად მოხვია ხელები.

-მადლობა. მადლობა და მადლობა! _ იმეორებდა დაუსრულებლად და კისკისებდა. _ როგორ მინდოდა ტერიერი. _ ამოილაპარაკა გულიანად და ლეკვი ხელში აიყავანა._ შეხედეთ როგორი პატარაა. რა ლამაზი ფერია._ აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გულზე იხუტებდა. _ ზუსტად ისეთია გუშინ გადაცემაში რომ ყავდათ არა?!_ მიუბრუნდა უტას. გავაშელმა სიცილით დაუქნია თავი და კალთაში ჩაისვა ლეკვიანად. _ ესეც კარამლის ფერია და ყავისფერი ქოჩორი აქვს. _ სიცილით გადაუსვა ბეწვზე ხელი და უტას ლოყაზე ხმაურით აკოცა. _ ამას დავარქმევ ბიბის! ჩემს პირველ ლეკვს ერქვა... ყველაზე კარგი მამიკო ხარ!_ მოულოდნელად შეაქო და ძაღლს მიუტრიალდა.

გავაშელს ღიმილი სახეზე შეახმა ისე გაუკვირდა და გაუხარდა ნატას კომპლიმენტი. ორივე ხელი მაგრად მოუჭირა მკლავებზე და მკერდზე მიიკრა. დრო და დრო ღრენით დახედავდა ხოლმე ძაღლს და მერე ისევ ნატას მიუტრიალდებოდა. მერე გაახსენდათ იმ ოთახში ბელაც რომ იყო და მოეშვნენ. ბელასაც ძალიან გაუხარდა ახალი ოჯახის წევრის შეძენა და მთელი საღამო, ნიკას მოსვლამდე მას ეთამაშებოდა.


^^^

ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა რომ ძველი «ნაცნობი» რამოდენიმეჯერ დაინახა მათი სახლის მოპირდაპირე კუთხეში. თავიდან დაჯერება უჭირდა რომ ნამდვილად ალექსანდრე იყო, მერე კარგად დააკვირდა ვერანდაზე გამოსული და ხელი რომ დაუქნია სულ გადაფითრდა. ამდენი ხნის განმავლობაში პირვლად გაახსენდა ეს მამაკაცი და მაშინც თვითონ შეახსენა თავი. ახლა ერთადერთი რაზე ფიქრსაც ასწრებს ის არის, რომ გავაშელი არ გამოვიდეს და არ დაინახოს, თორემ ალბათ გადაირევა. ჯერ ისედაც რა ამბები ატეხა ალქსანდრეზე და ახლა მათი სახლის წინ რომ დაინახოს საბაბიც ექნება. ამ უბრანში სულ ორი საკუთარი სახლი დგას, ერთი უტასი და მეორე ლადოსი ცოტა მოშორებით. რათქმაუნდა ახლა ალექსანდრე ლადოს არ მიაკითხავდა, თან ნატას უღიმის და ხელს უქნევს. სწრაფად დაკეტა ვერანდის კარები და მძინარე უტას გადახედა. მისი დანახვისას სულ გადაავიწყდა, იქ სადღაც ალექსანდრე რომ დგას. ბედნიერი შეუწვა საწოლში და ხელები ძალიან მაგრად მოხვია წელზე. მამაკაცმა როგორც კი ქალის სითბო იგრძნო, თვალები ოდნავ გაახილა და ღიმილით გადახედა.

-დილამშვიდობისა._ ჩაილაპარაკა ნატამ და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.

-რომელი საათია?_ იკითხა და ხელები გაშალა.

-თერთმეტი ხდება. _ლოყაზე თითები ნაზად ჩამოუსვა. უცებ დაიჭირა გავაშელმა ქალის თითები და ტუჩებთან ახლოს მიიტანა. ყველა სათითაოდ ტკბილად დაუკოცნა და მერე ქალი გულში ჩაიკრა.

-რატომ გადაიხადე ჩემში ფული?_ იკითხა მოულოდნელად ნატამ.

-მე შენთან წოლაში არ გადამიხდია ფული! არც შენში, მე ფული მარტო იმიტომ გადავიხადე რომ ბარში აღარ გემუშავა!

-ნუ მატყუებ!_ ჩაილაპარაკა ნაწყენმა.

-არ გატყუებ! მე და შენს შორის ღამე, ფული არასდროს არ ყოფილა. ეგ სხვა რაღაცისთვის იყო საჭირო. ფული რომ არ გადამეხადა შეიძლება ჩემი თავისთვის ვერასდროს მეპატიებინა ეგ შეცდომა. მე რომ იმ დღეს შენზე არ გადავრეულიყავი და დოდოსთვის არაკაცურად არ შემომეთავაზებინა ფული, დღეს შენ არც აქ იქნებოდი და არც ჩემს შვილს ატარებდი მუცლით... არც მაშინ ვნანობდი ამას და არც ახლა ვნანობ! _ ჩაილაპარაკა მტკიცედ და ქალს თვალებში მიაჩერდა.

-იცი როგორ მეჯავრებოდი?_ იკითხა სიცილით. ახლა რომ ახსენდება ეცინება, არადა მაშინ როგორ ეშინოდა მისი.

-ვიცი და ძალიან მიხარია, რომ გეჯავრებოდი! _ სიცილით გამოკვეთა წარსული დრო და ლოყაზე ხმაურით აკოცა. _ დღეს გინდა სადმე გავიდეთ?_ იკითხა და ფეხები გაფართხალა. _ ფუ შენი..._ წამოიძახა და სწრაფად მოკეცა მუხლები. _ ამას აქ რა უნდა?_ საბანი მაღლა აწია და საწოლის ბოლოს მოკუნტულ ძაღლს გახედა.

-სანამ თავის სახლს უყიდი აქ დაიძინებს ხოლმე. _ ჩაიცინა და მუცელზე შეუღიტინა.

-კარგი რა ნატა, ჯერ ისედაც ვერ ვშლი ფეხს ნორმალურად და ახლა უფრო დამამოკლეთ. _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და ძაღლს ქალის შეუმჩნევლად მიკრა ოდნავ ფეხი.

-რა ჩემი ბრალია გავაშელები, ორმეტრიანები რომ ხართ?_ იკითხა სიცილით და გამობერილ მუცელზე მოთამაშე უტას თითებს თავისი შეახო.

-შენი ბრალი ის იქნება, ეგ რომ გამოძვრება და სიმაღლეში არ გაიზრდება! _ დაცინა და ფეხზე წამოდგა.

-მოიცადე, მაგით რისი თქმა გინდა რომ მე დაბალი ვარ?_ შესძახა გაოცებულმა და საბნის ქვეშ ფეხებს დააკვირდა.

არადა ნამდივლად არ არის დაბალი ქალი, პირიქით სულ იძახდა მაღლებს ვერ ვიცმევ ჩემი სიმაღლის გამოო. უტამ სიცილით აკრა ცხივრზე ხელი და ვერანდისკენ წავიდა. უცებ გააცია ფეხებში ნატას და საწოლზე წამოჯდა. გავაშელმა ხელები მაღლა აწია და ვერანდის მოაჯირს დაეყრდნო. შორიდანვე დალანდა როგორ დაეჭიმა მხრები და კისერი მამაკაცს. შეკრული მუშტი რამოდენიმეჯერ რიტმულად დასცხო მოაჯირს და ოთახში შემობრუნდა. ნატას თვალეჩაწითლებულმა გადახედა და სავარძელში გადაფენილი ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა... თან ტუჩებდაბრეცილ ქალს თვალს არ აცილებდა.

-რა იცის აქ რომ ცხობრობ?_ კითხა საშინლად ცივი ხმით და ქამარი შეიკრა.

-გეფიცები, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა აქ..._ ამოილუღლუღა და ცრემლიანი თვალები მიანათა.

-ანუ შენ მასთან არ კონტაქტობ და ისე უბრალოდ მოგაკითხა?_ იკითხა გაღიზიანებულმა და ვერანდას გახედა.

-მაგითი რისი თქმა გინდა?_ იკითხა აკანკალებული ხმით.

-მე არაფრის პატარა ქალო! როგორ ჩანს ძალიან ცუდად ვსაუბრობ და ვხსნი რაღაცებს!_ კბილების ღჭიალით ჩაილაპარაკა და ნატასკენ დაიხარა. შუბლზე ცხელი ტუჩები მიადო და ოთახიდან გავიდა.

-უტა... _ამოიკნავლა ნატამ და ფეხზე წამოდგა.

ვერანდაზე რომ გავიდა და კუთხეში ყველაზე საზიზღარ სილუეტს მოკრა თვალი, უკვე წარმოდგენილი ქონდა როგორ ახრჩობდა შიშველი ხელებით, სახეგალამაზებულს. არასდროს ყოფილა ჩხუბის და მსგავსი რაღაცების მოყვარული, მაგრამ დღეს პირვლად გაუჩნდა სურვილი ალექსანდრე იმ დონემდე ეცემა სანამ თვითონ ვერ იცნობდა. სწრაფად შეტრიალდა ოთახში და საწოლზე მოკანკალე ქალს მიაჩერდა. არცერთი წამით შეუტანია ქალში ეჭვი. ნატა ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავზე მეტად გაიცნო და იცის რომ არასდროს გადააბიჯენს, ჯერ საკუთარ თავს და მერე უტას. მითუმეტეს როცა გრძნობს რომ ქალისთვის სხვა მამაკაცი არ არსებობს. აქამდე არასდროს არ შეუმჩნევია ის არაკაცი ქალის შორიახლოს და დღეს ასე გამოეცხადა. სახლიდან პირდაპირ იქით წავიდა საითაც ის ეგულებოდა. ისევ იმ ბოძზე იყო მიყუდებული და ადგილზე ირწეოდა. მივარდნა და სახის გალამაზება ურიგო არ იქნება, მაგრამ ჯერ ახსნა უნდა დააცადოს. გაიგოს რატომ არის აქ და რატომ დარაჯობს ნატას. ალექსანდრეს გამოწვდილ ხელს ამრეზიით დახედა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ახლა მსგავსი პაცანური გამოხტომების დრო არ არის. ამიტომ სწრაფად ჩამოართვა ხელი.

-ვფიქრობ კარგად ვერ აგიხსენი იმ დღეს რაღაცები! _ ჩაისისინა უტამ და მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.

-მე უბრალოდ ნატას მდგომარეობის გასაგებად მოვედი. მაინტერესებდა როგორ არის. _ ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ვერანდას ახედა. მის მზერას თვალი გააყოლა უკან, მაგრამ იქ ნატა ვერ დალანდა და დამშვიდდა.

-დიდი სიამოვნებით გაგილამაზებდი ცხვირ-პირს ისე რომ არცერთი წამით დავფიქრდებოდი, მაგრამ ეს ჩემი ოჯახისთვისაც საზიანოა! მე მინდა მშვიდად ცივილიზებულად აგიხსნა რომ ის ქალი, ჩემი ცოლია და შენ უნდა შეეშვა! დღესაც თუ ვერ გაიგებ ჩემს სიტყვებს ისე როგორც საჭიროა, ხვალ უკვე ტრავმატოლოგიური იქნება შენი მასპინძელი! დაიმახსოვრე, ამ ტერიტორიაზე და საერთოდ სადაც ნატა გაივლის, ორასი მეტრის რადიუსში, შემთხვევითაც რომ მოგკრა თვალი ჩათვალე რომ ვერ გადამირჩები და დაპირებულს აუცილებლად აგისრულებ! სადაც ჩემს სახლს მოაგენი ისიც გეცოდინება რომ ცარიელი სიტყვები არ ვარ,ხოდა მოდი ერთი ადგილს მზრუნველად ნუ ათამაშებ და დააყენე! ნატას შენი ყურაღება არ ჭირდება. ახლა სანამ თვალს დავახამხამებ, შენ აქედან აორთქლდი..._ გაავებულმა მისცხო მუშტი მკერდზე და დასისხლიანებული თვლაებით ანიშნა აქედან დამეკარგეო.

-შენი აზრით ასე ადვილად გავქრები?_ აგდებით იკითხა მამაკაცმა.

გავაშელმა ბოლომდე შენარჩუნებული სიმშვიდით მოიღერა მუშტი და კუშტად შეკრულ ყბებში არხეინად მოსდო. მამაკაცმა მოულოდნელობისაგან წონასწორობა ვერ შეიკავა და ბოძს მიეჯახა, მერე კი მიწაზე გაადინა ტყაპანი. დასისხლიანებულ ცხვირზე თითები მოისვა და სისხლს გულისამრევი მზერით დახედა. წამოდგომას და მუშტის მოქნევას აპირებდა, ერთს მეორე რომ მოყვა და ისევ იგივე პოზაში გაწვა. უტამ თმებში ჩაავლო ხელი და უკან გადააწევინა თავი.

-არც ეგ არის პრობლემა! მე გაგაქრობ!_ დაუღრიალა და მუცელში გერმიელად უთავაზა გაშლილი ტერფი. სისხლიანი მუშტი ანძას გაუსუვა რამდოენიმეჯერ და სახლისკენ წავიდა. ჭიშკართან შედგა და მიწაზე წამომჯდარ სახედამანჭულ ალექსანდრეს მიაჩერდა.

იმ მომენტში, რომ არ ცოდნოდა, ვერანდის იქით ოთახში ნატაა და შეიძლება ამ ყველაფერს ხედავდეს, უფრო მაგრად დაალურჯებდა და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მისცემდა კაცს... მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა და წამოვიდა! არავის მისცემს უფლებას ნატამ ვინმეს ძალადობას უყუროს და მითუმეტეს უტასას. ჭიშკარი ხმაურით მიკეტა და კარებში ატირებულ ქალს გახედა. საღსალამათი რომ დაიგულა მამაკაცი მისკენ გამოიქცა და მაგრად მოეხვია სხეულზე. ფეხებთან პატარა ბიბი ათამაშდა და წინ და უკან დაიწყო ხტუნაობა. უტამ ოდნავ გააქნია ფეხი და ძაღლი განზე გასვა, მაგრამ მაინც მობრუნდა და იგივე განაგრძო. ქალის სხეული ოდნავ მოიცილა და ლოყებზე ხელი მაგრად მოუჭირა.

-ტირილზე რა გაგაფრთხილე?_ კითხა ღიმილით და ცრემლები მოწმინდა.

-აღარასდროს დაისვარო მუშტი სისხლით... თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, სულ სულ ოდნავ. _ ამოიტირა მთელი გულით და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები.

-ვინც ვერ გაიგებს რომ შენ მარტო ჩემი ქალი ხარ და კუდში დევნას დაგიწყებს, მარტო მუშტს კი არა მუხლსაც გავისვრი. _ სერიოზული სახით იხუმრა გავაშელმა და ტუჩებდაბრეცილ ნატას მაგრად დაუკოცნა ბაგეები. _ სულ სულ ოდნავადაც რომ არ მიყვარხარ ზუსტად მაგიტომ ვცემ._ ჩაიცინა და გულზე მიიკრა.

-ვერ გიტან! მეჯავრები!

ამოიტირა ხმამაღლა და სახლისკენ გაავებული გავარდა. ერთ ადგილზე გახევებული, გაურკვევობაში ჩავარდნილი და ჯერ კიდევ, სიბრაზისგან ძარღვებ დაბერილი იდგა და ვერ გაიეგო რამ გადარია ეს ქალი ასე. ძაღლს შტვენით დახედა და სახლისკენ წავიდა. ბიბიც კუნტრუშით აედევნა უკან და ოდნავ შეღებულ კარში სწრაფად შეხტა. ნატა დივანზე იჯდა ხელებგადაჯვარედინებული და მძიმედ სუნთქავდა. გავაშელი ნელა მიუხალოვდა ქალს და გევრდით მიუჯდა. ნატამ ამრეზიით აიქნია მხარი და მარცხენა მხარეს გაიხედა. უტამ ფრთხიალდ მოკიდა ნიკაპზე ხელი და თავი მოატრიალებინა. იმნაძე ცდილობდა თვალებში არ ჩაეხედა, მაგრამ ვერას გახდა და დანებდა. ქალის საოცრად სევდიან და ცრემლიან თვალებს რომ წააწყდა კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ მომენტებში მართლაც არაკაცივით იქცევა. გულზე საშინლად მოხვდა ნატას თბილი ცრემლები და ჩაწითლებული თვალები.

-რატომ გაბრაზდი?_ ცადა მშვიდად ეკითხა და ლოყაზე მოეფერა.

-არ გავბრაზებულვარ. _ ჩაილაპარაკა ჩამწყრდარი ხმით და ისევ სხვა მხარეს გაიხედა.

-მაშინ რა გეწყინა?_ დაუსვა ისევ კითხვა.

-არაფერი._ ამოიჩურჩულა და ცრემლები მუშტებით მოიგერია.

-რომ არ მიყვარხარ მაგაზე ჯავრობ?_ სიცილით კითხა და ყელში აკოცა._ მთავარია რომ შენ გიყვარვარ და ჩვენს პატარას. შენ ხომ ამბობ რომ მე გული არ მაქვს. ხოდა აბა, წარმოიდგინე როგორ უნდა უყვარდე უგულო ადამიანს? შენ და ჩვენს ბიჭს იმხელა გული გქვს სამივეს გვეყოფა. _ ჩაილაპარაკა ძალიან თბილი ხმით და უკნიდან აეწება ქალს.

-სულ ცოტაზე მაინც უნდა გიყვარდეთ!_ გაუჯავრდა და მხარი აუქნია.

-რა ვქნა ნატა, არ მიყვარხართ სულ ცოტაზე. _ ჩაილაპარაკა ფრუტუნით და ყელში აკოცა ბევრჯერ.

-არ გიყვარვართ და ნუ გიყვარვართ. რაც მთავარია ჩვენ გვიყვარხარ და გვეყოფა!_ მისკენ მოტრიალდა და შემრიგებლური ტონით ჩაილაპარაკა. გავაშელმა წარბწეულმა გადახედა ქალს და ცხვირზე ორი თითი მოუჭირა.

-მოვკლავ ამას!

მუხლებზე მოთამაშე ლეკვს დახედა და ღრენით მოუწოდა მომშორდიო. ნატამ თვალები დაუბრიალა და გაწვალებული ბიბი კალთაში ჩაისვა.

-რაო ბი? არც ჩვენ ვუყვარვართ დამპალ უტასო?_ კითხა რიმილით და ქოჩორი აუბურდა. _ არაუშავს, მოვა დრო და ინანებს. _ ჩასჩურჩულა ისე გავაშელსაც რომ გაიეგო და ტუჩები გააწკლაპუნა _წამოდი ვჭამოთ ჩვენ. _ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.

ღიმილით გააყოლა გავაშელმა ქალს თვალი. ვერც კი წარმოუდგენია რომ ნატას გვერდით სხვა მამაკაცი შეიძლება არსებობდეს. ამ ქალის გვერდით მარტო თავის თავს თუ დააყენებს. სხვას არავის! ნატას გულუბრყვილო ბავშვურობაზე ძალიან ეცინება. სულ იმის მტკიცებაშია რომ არ უყვარს... არადა მართლა არ უყვარს გავაშელს ეს ქალი! ის რასაც ნატას მიმართ გრძნობს დღევანდელ სიყვარულზე ბევრად მაღლა დგას და არ შეუძლია უთხრას რომ უყვარს! გავაშელისთვის ეს შეურაწყოფის ტოლფასია. რატომღაც გონია რომ ნატასთან თავის გრძნობებს ვერ ახსნის, ეს უნდა აგრძნობინოს და დაანახოს. სიტყვებით იმას რასაც ახლა ამ წუთას და საერთოდ მასთან ყოფნის დროს გრძნობს ხოლმე უტა, ვერ აღწერს.

შაბათი დრე მაქსიმალურად შეირგო წყვილმა. საღამომდე უტას კალთაში იჯდა და ათას თემაზე საუბრობდნენ. იმდენად ერთმანეთში არიან, აღარცერთს ახსოვდა დილანდელი ინციდენტი. მაგრამ გავაშელს აშკარად ეტყობოდა ხასიათზე დილის საათების გავლენა. მერე ბავშვს ელაპარაკებოდნენ და იცინოდნენ. გვიან სტუმრები მოვიდნენ და მოილხინეს.

-რა ქენით გადაწყვიტეთ სახელი?_ იკითხა გოგორელიანმა და ბარკალი ყბაში გაიქანა.

-ჯერ არა.._ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ნატამ.

-ისე რა გინდათ რომ დაარქვათ?_ სიცილით იკითხა ლადომ.

-ვასილი დაარქვით. _ აკისკისდა ეკა.

-შანსი არ არის! ვასოს არ უყვარს ეგეთი წვრილმანები. მე დემეტრე მინდა რომ დავარქვა. თან ეს ვასო დიდად არ მომწონს. _ კუშტად შეკრა წარბები უტამ.

-რა უჟმური კაცი ხარ რა. _ წაიჯუჯღუნა გიგიშამ.

-დემეტრე ვის ერქვა?_ ინტერესით იკითხა ნატამ და მხარზე მიეყრდნო.

-მამაჩემის მამას. ძალიან კარგი კაცი იყო, თან ვასოს ეგ უფრო გაუხარდება. შენ რა სახელი გინდა?_ მიუტრიალდა და წელზე ხელი მოხვია.

-დემეტრე..._ ჩაფიქრებულმა გაიმეორა სახელი. _ დემნა, დემე..._ გალამაზებული ფორმებიც მოსინჯა და კმაყოფილმა გაიღიმა. _ მე მომწონს დემეტრე. თან ნახე, დემეტრე გავაშელი. ძალიან კარგად ჟღერს. _ თავი დააქნია და უტას გამოწეულ ტუჩებს შუბლი მიადო.


^^^


მერვე თვეში იმაზე საშინელი ორსულობა დაეწყო ვიდრე აქამდე. ყველაფერზე ღიზიანდება და ყველაფერზე ჩხუბობს. ამ ბოლო დროს უტაც ვერ უძლებს მის უაზრო ისტერიკებს და ზოგჯერ ეკამათება. მერე ამაზე დაბრიცავს ხოლმე ტუჩებს და კაცი შვილი ვერ აჩერებს. ბოლოს ისევ გავაშელი შემოირიგებს ხოლმე კოცნით და მოეფერებით. მაგრამ მეორე დღეს იგივე მეორდება და ასე.
ყველაზე ბედნიერი ღამე გავაშელის ცხოვრებაში, 28 ივნისის ღამეა. რომ კითხოთ როდის იყავი ყველაზე ბედნიერო, ალბათ პასუხად ამ თარიღს გაგცემს. ღამის ორ საათზე ხმაურმა და კრუსუნმა გამოაღვიძა. ფრთხილად გადახედა მეორე მხარეს მოხვანცალე ცოლს და გაკვირვებული მიაჩერდა. რაც ორსული ნატა ახსოვს, ღამით არასდროს არ გაუღვიძია და ახლა მერვე თვეში რატომღაც ღვიძავს და კრუსუნებს. შიშით რომ შეიძლება ქალს რამე ტკივა გული ლამის გაუჩერდა.

-ნატა კარგად ხარ?_ იკითხა დაფეთებულმა და საწოლზე წამოჯდა.

-ნაყინი მინდა. _ ამოილაპარაკა მოულოდნელად და ჩაბნელებულ ოთახში, გაცისკროვნებულ თვალებს ახედა._ ნაყინი და მარწყვი... არა ფუ, მარწყვი... კრუასანები მინდა. ძალიან მინდა!_ ტუჩები ამოატრიალა და მუდარით გახედა გარდერობთან მივარდნილ უტას.

-არ დაიძინო! ახლავე მოგიტან რაც ჩამოთვალე ყველაფერს!_ ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა და იცვამდა.

-აღარ მინდა!_ ჩაილაპარაკა მოულოდნელად და გევრდი იცვალა.

-რა აღარ გინდა?_ იკითხა იმედგაცრუებულმა.

-დამაცადე, ვფიქრობ ახლა რა მინდა!_უბრძანა უკმაყოფილომ და ხელი აიქნია. _ გახსოვს წინა კვირას ჩვენებთან რომ ვიყავით სტუმრად? მაშინ დედაშენს რაღაცა საჭმელი ქონდა გაკეთებული, სახელი აღარ მახსოვს... ხოდა ეგ მინდა!_ ჩაილაპარაკა გახარებულმა და ტაში შემოკრა. _ ხომ მომიტან?_ კითხა გარდერობთან გახევებულ უტას.

-აბა რას ვიზამ. ახლავე დავურეკავ ნინელის და ვეტყვი სანამ მივალ გაამზადოს. _ მიაყრა სწრაფად და შუბლზე კოცნის გვალი დაუტოვა... მერე კი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა გარეთ.

-ღმერთო ჩემო,რა ჩქარი კაცია... ახლა რა დააწევს იმას რომ აღარ მინდა! _ ჩაიფრუტუნა ეშმაკური ღიმილით და თვალები დახუჭა.

^^^^

დედამისთან მისაღებში იჯდა და გახარებული ფეხებს აბაკუნებდა. ნინელი სამზარეულოში ფუსფუსებდა და შუა ღამით რძალის სურვილს უყოყმანოდ ასრულებდა. ან რას იტყოდა ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა შვილს. საჭმელი კონტეინერში ჩაუდო და უტას გაუტანა. მადლობის ნიშნად შუბლზე აკოცა ქალს და სახლში წავიდა. სადაც მშიერი ცოლ-შვილი ელოდება.

-მარტო ამისთვის უნდა გადავუხადო იმ გოგოს მადლობა!_ შუბლზე ბედნიერმა მიიდო ხელი და დასაძინებლად წავიდა.

ოთახის კარები ღიმილით შეაღო და ჩაძინებულ ცოლს მხრებჩამოყრილი მიაჩერდა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ნატას დახედა. ღიმილით დაუდო საჭმელი ტუმბოზე და ტანსაცმელი გაიხადა.
^^^

დილით გამოფხიზლებულს, ტუმბოზე საჭმლით სავსე თეფში მოხვდა თვალში და სიცილი ძლივს შეიკავა. მერე ძალიან შერცხვა საკუთარი საქციელის. ღამის სამ საათზე გააღვიძა ნინელი და საჭმელი აკეთებინა. «კარგი რა დედი, ასე გამოფხიზლებაც არ შეიძლება!» უსაყვედურა შვილს და უტასკენ გადატრიალდა. მამაკაცი მშვიდად ფშვინავდა და გაღვიძებას არც აპირებდა. ნელა მიჩოჩდა გავაშელისკენ და თითებით ჯერ ცხვირზე მერე კი ტუჩებზე წაეთამაშა. სახის ნაკვთები გაღიზიანებულმა შეარხია და ცადა ძილი შეებრუნებინა, მაგრამ ნატა არ მოეშვა. ფრთხილად წამოიწია მაღლა და თმები უტას სახეს დაუმიზნა. ნელა დიაწია მამაკაცისკენ და სახეზე ლამაზად მოაფინა თმები. სულის შებერვით ცადა ქალის თმების მოცილება, მაგრამ ვერას გახდა. ბოლოს თითებით მიმოფანტა და ნატას სხეულს მაგრად ჩაებღაუჯა. ისე რომ ქალისთვის განძრევის საშუალება აღარ მიეცა.

-ავდგეთ თორემ დაგვაგვიანდება. _ ამოიბუზღუნა ქალმა და ყელში აკოცა. _ საჩუქარზეც გასასვლელები ვართ._ თავისთვის ებუტბუტებოდა და ტუჩებით ეფერებოდა. გიჟდება მის კოცნაზე გავაშელს რეაქცია რომ არ აქვს დილაობით.

დღეს ლილის დაბადების დღეა და ორივე განსაკუთრებით ემზადება. სამი თვის წინ შეახსენა, ლილიმ რომ აუცილებლად უნდა მოვიდნენ სტუმრად თორემ ეწყინება და ხმას აღარ გასცემს წყვილს. უტასაც ძალიან მიეჩვია ბოლო ოთხი თვეა, ამიტომ ხშირად სტუმრობენ ხოლმე და მალინიან ჩაის აგემოვნებენ. ზოგჯერ ნატას დატოვებაც უწევს გავაშელს ლილისთან და აღარ ეშინია რომ ამხელა მუცლით რამეს მოიწევს.
ფრთხილად გაახილა ჯერ ერთი თვალი მერე მეორე და ნატას მოჭუტულმა ახედა. ქალმა კოპები შეკრა და ტუჩები უკმაყოფილოდ გადაატრიალა.

-იცოდე ზეგ შენი დაბადებისდღეა და უსაჩუქროდ დაგტოვებ. _ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და საწოლიდან წამოდგა.

-ნატა, ჯერ ათი საათიც არ არის და ლილისთან უნდა ვიყოთ ოთხზე. _ მუდარით დაიწუწუნა და თავზე ბალიში დაიმახო.

-ხოდა იძინე, არავინ გიშლის. მე წავალ და ავარჩევ რამეს. _ უცებ დაანამუსა და გარდერობი გამოაღო.

-სად წახვალ და რას აარჩევ?_ სწრაფად წამოფრინდა ფეხზე გავაშელი.

-ერთხელ წავსულვარ თუ ორჯერ?!_ მხრები აიჩეჩა ქალმა და მუცელზე ხელი დაიდო.

-გააჩნია სად მიდიხარ და რამხელა. _ დაცინა და მუცელზე თითი აკრა.


ლილის ძალიან გაუხარდა სტუმრების მისვლა. ბიბიც თან ყავდათ და მთელი სახლი აიკლო ყეფვით. მერე ლილიმ კალთაში ჩაისვა და გაიტრუნა. პატარა სუფრა ქონდა გაშლილი და ისე გაუმასპინძლდა სტუმრებს. ძალიან ბევრი ესაუბრა ნატას და ბავშვზე ყველა დეტალი გამოკითხა. რამოდენიმე საჭმლის რეცეპტიც ჩააწერინა. დიდხანს არ დარჩენილან, ლილის დაქალები უნდა მოსულიყვნენ და უტა საშინლად ვერ იტანს ქალების წრეში ტრიალს, ამიტომ ნატამ აიჩემა წავიდეთო. გზად მაღაზიაში შეიარა გავაშელმა და პროდუქტები იყიდა. ახლა უკვე თავისუფლად ეწუწუნება როცა ზედმეტ პროდუქტს მოკრავს ხოლმე თვალს.

ორი დღე უტას დაბადების დღისთვის ემზადებოდა. მართალია მამაკაცმა ძალიან ვიწრო წრეში გადაწყვიტა აღნიშვნა, მაგრამ მაინც ბევრი საქმე დაუგროვდა. კიდევ კარგი ნინელი და ელენე ეხმარება თორემ ვერაფერს გააკეთებდა. ელენესაც აღარ ცალია ხშირად უკვე, რაც პატარა გაჩნდა სულ მასთან არის და უვლის. ძალიან ჭირვეული გოგო ყავთ და მარტო ვერასდროს ტოვებს. ამიტომ დიდად ვერც ეხმარება ნატას, მაგრამ საუბრით ართობს რძალ-დედამთილს. გვიან ბელა და ეკაც შემოუერთდა საერთო სამზადისს. ბელაც გვარიანად არის გაბერილი და აგვისტოს თვეში, ელოდება ბავშვს. ნატა ივლისის ბოლოსთვის ელოდება და ჯერ არ ღელავს. თითქმის ვერაფერს აკეთებს, ძაღლი ხან წინიდან მოედება ფეხებში ხანაც უკნიდან, ესეც ხელში აიყვანს ხოლმე ცოტახანი წაეთამაშება და მერე აგრძელებს საქმეს. ხუთის წუთის მერე გათამებული ბიბი იგივეს იმეორებს და მაიმუნობს.
გვიან ვასილიც მოვიდა საჩუქრებით ხელდამშვენებული. ყველა სათითაოდ მოიკითხა და დიდი ხნის უნახავებს საჩუქრები გადასცა. ნატას ლამაზი შინდისფერი შარფი აჩუქა. პატარა ბიჭისთვისაც უყიდია კაცური ფაჩუჩები. უტას საჩუქარი არავის არ გაახსნევინა, თვითონ მოვა და ნახავსო.


დღეს დილით ადრიანად წამოფრინდა ფეხზე დაბადების დღე პირველმა უნდა მივულოცო. ღამით ვერ მოახერხა, გავაშელს გათიშულს ეძინა. დილით კიდევ თვალები რომ გაახილა უტა საწოლში არ დახვდა. ერთი საათი დადიოდა ოთახიდან ოთახში, ბოლოს როცა დარწმუნდა რომ გავაშელი სახლში არ არის ზლუქუნით წამოწვა საწოლზე და ერთი საათი ბღაოდა. ბოლოს ისევ ნინელის მოსვლამ დააწყნარა. «რა მოხდა მერე, საღამოს რომ მოვა მერე მიულოცე.» ამშვიდებდა სადედამთილო და თმებზე ეფერებოდა. როგორც იქნა გული დაიმშვიდა და ქალს გაყვა უკან.


ოთხი საათისთვის მოვიდნენ ბიჭები სახლში. ნატა სამზარეულოში სალათებს ანაწილებდა გავაშელი რომ ამოუდგა უკნიდან და ყელი მადიანად დაუკოცნა. გახარებული მიტრიალდა უკან და ტუჩებზე მოწყვეტით და ვნებიანად აკოცა.

-გილოცავთ!_ წამოიყვიტა და თხელი ჟაკეტი გადაიწია. მუცელზე სასაჩუქრე ბარათის მაისური ეცვა, ზედ კიდევ რაც უტასთვის უნდა ეთქვა ის სიტყვები ეწერა. _ «გილოცავთ მამიკო! შენ დიდი ბიჭი გაიზარდე და ხასიათს ასაკი მოაკელი!»_ სიცილით ჩაილაპარაკა წარწერა ნატამ და ლოყაზე ხმაურით აკოცა. _ ვიცი რომ ბანალური მოლოცვაა, მაგრამ უკეთესი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. თან ჩვენი ბიჭი პირვლად გილოცავდა და ბავშვური ჭკუით არის წაწერილი. _ თავი იმართლა და ლოყები მაგრად დაუკოცნა. _ ბიბიმაც მოგილოცა, ოღონდ ახლა ძინავს ოთახში. მთელი დღეა სიქა გამაძრო._ჩაიცინა და ძალაგამოცლილის სახე მიიღო.

-შენს უჭკუობას ჩემს შვილს ნუ აბრალებ!_ სიცილით გაუჯავრდა უტა და ხელები მაგრად მოხვია წელზე. _ მართალია მადლობას ლოყაზე კოცნით და გაცისკროვნებული სახით იხდიან ხოლმე, მაგრამ მე დღეს ღამე უკეთესი სამადლობელი მაქვს მომზადებული.

-უტა რვა თვის ვარ. _ ჩაიცინა ნატამ და მკერდზე ხელი კრა.

-მერე კიდევ კაცებზე იძახით, დაღამება კოტრიალისთვის გიხარიათო!_ გამოაჯავრა და ტუჩზე ოდნავ მოსდო კბილები. _ წამო დავხსდეთ. _ წელზე ხელი მოხვია და გასასვლელისკენ უბიძგა.

-მოიცა სალათებს გავანაწილებ და წავიდეთ. _ სავსე თეფში უტას გაუწოდა და მეორეს შევსება დაიწყო.

ცოტა მოგვიანებით ლილიც შემოუერთდა ოჯახურ იდელიას. მთელ სახლს მათი ბედნიერი ბგერებით დაღვრილი ხმები აყრუებდა. ქალები წინ და უკან დარბოდნენ და სუფრას ავსებდნენ. ნატა როგორც დააჯინეს ისევ ისე ზის და უტას მხარს ეყუდება. ადგომის თავიც არ აქვს, მუცელი ტკვია ცოტა და ვერ ინძრევა. თან არც უნდა ასეთი პატარა მიზეზის გამო გავაშელი აანერვიულოს და მოჭმუხნული სახით ზის. ადრეც ბევრჯერ ატკებია, მაგრამ ექიმმა ისეთი არაფერია გადაღლილობის ბრალია და დაისვენეო. ახლა რა დააწვენს, ძლივს უტას მოცინარ სახეს ხედავს.

-ვაიმე!_ წამოიკივლა მოულოდნელად და მოცელზე ორივე ხელი გამეტებით მოიჭირა. სასმლის ჭიქა რომელიც ლადოსთვიწ უნდა მიეჭახუნებინა გავაშელს ხელიდან გაუვარდა და ტკივილისგან მოკუნტულ ქალს გახედა.

-ნატა რა გჭირს?_ ორივე ხელით მაგრად ჩააფრინდა ქალს და მაღლა აიტაცა.

-მტკივა. ცუდად ვარ უტა. _ ბოლო ხმაზე კიოდა და ხელებს რიტმულად ატარებდა მუცლის გარშემო.

-ნუ გეშინია პატარა ქალო. ცოტაც მოითმინე და გამოძვრება. სულ ცოტა. _ ანერვიულებული ლუღლუღებდა და შუბლს უკოცნიდა. _ გიგიშა საჭესთან დაჯექი მიდი. _ გასძახა გაურკვევლობაში მჯდომ მეგობარს და გასაღებზე მიუთითა.

უკანა სავარძელზე დააწვინა ნატა და თვითონ თავთით დაუჯდა. მთელი გზა აკანკალებული ხელებით ეფერებოდა, ხან ოფლით დაცვარულ სახეზე ხანაც მუცელზე და «ცოტაც მოითმინე მა, ნუ აწვალებ დედიკოს ასე.» ემუდარებოდა შვილს და გიგიშას მხარზე ხელს ურტყავდა დაუჩქარეო. საავადმყოფოში თავისი ხელით შეიყვანა და საკაცეზე დააწინა. ანერვიულებულმა მოისრისა ნამიანი შუბლი და მიხურულ კარებს შუბლი მიადო.

-ჯერ ძალიან ადრეა. _ ამოილაპარაკა თავისთვის და გიგიშას ხელს გახედა._ რამე რომ მოიუვიდეთ რა უნდა ვქნა?_ იკითხა ხმაწართმეულმა და დერეფანში შემოცვენილ ახლობლებს გახედა. ყველას სათითაოდ აუხსნა გოგორელიანმა სიტუაცია. გავაშელი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და წინ და უკან გაგიჟებული დადიოდა.

-ნაადრევი მშობიარობა ეწყება._ კარებიდან საუბრით გამოვიდა ექიმი და მამაკაცის წინ აღიმართა.

-რომ დავესწრო ხომ შეიძლება?_ იკითხა იმედიანი ხმით და კარებს იქით მოკუნტულ ქალს გახედა,ძლივს რომ იმართებოდა წელში.

-რათქმაუნდა, თუ თქვენი სურვილია. მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ მშობიარობა ძალიან სახიფათოა და ყველანაირი შედეგი მოსალოდნელია. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა.

-გამორიცხულია რომელიმეს რამე მოუვიდეს!

თითქოს ექიმის სიტყვებს დაცინაო იმედიანმა გავაშელმა და ექთნის მოწოდებული ხალათი და პირბადე აიღო. სწრაფად მოიწესრიგა თავი და სამშობიარო ბლოკში შევიდა. ნატამ ტკვილით სავსე მზერა მიაბყრო და მარცხენა ხელი გაუწოდა ჩამკიეო. ნელა მოუჭირა ნატამ თითები და ტკივილის ბგერები ამოუშვა.

-შშშ! ნუ ტირი, ხომ იცი რომ ყველაფერი მაგრად გვექნება?_ ჩასჩურჩულა და ლოყაზე მაგრად აკოცა. ნატასაც თითქოს ამ ცხოვრების მთელი სტიმული მისცესო და ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა, იმის ნიშნად რომ აუცილებლად გაუძლებს.

არადა ტკივილი ერთიანად ჭამდა და ღრღნიდა. მთელი სხეული ისეთი სიმძლავრით ტკიოდა, თითქოს ყველა ძვალს ერთიანად ტეხდნენ ნაწილებად. ტკივილს მთელი სხეულით გრძნობდა, მაგრამ პატარას სუსტი ტირილის ხმა რომ გაიგონა, საერთოდ არ გახსენებია რამოდენიმე საათიანი ტანჯვა და ერთიანად დაგროვილი ემოციები ამოხეთქა. აზლუქუნებულმა მიიდო გავაშელის ხელი ტუჩებზე და ოდნავ შეახო. უტა ერთ ადგილზე გახევებული იდგა და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა ფეხებგაპარჭყულ პატარა კაცს. ცხოვრებაში ასეთი საყვარელი და საოცარი არსება არ უნახავს. აქამდე თუ ნატა იყო მისთვის სილამაზის იდეალი, ახლა ეს პატარა გაწრიპული ბიჭია რომელიც მთელ შენობას თავისი სუსტი ტირილით არბევს. მერე თვალი დაახამხამა და პატარაც გაქრა თვლათახედვიდან. ექთანმა გვერძე გაიყვანა შესაფუთად. ნატასკენ აღელვებული დაიხარა და ჩაწითლებულ ტუჩებზე ნელა შეეხო.

-მადლობა!_ ტუჩებთან უჩურჩულა და შუბლზე თითები გადაუსვა._ ასეთ საჩუქარს ვერასდროს ვინატრებდი!_

ჩაილაპარაკა სიცილით და მერე გაიაზრა რომ მისი პატარა დემეტრე გავაშელიც პირველ ივლისს დაიბადა. მამიკოს დღეს! ბედნიერების სიცილით დამანჭა სახე ნატამ და გულზე დაწვენილ პატარას ძალიან ფრთხილად დაუკოცნა ყველა ნაკვთი რაც უჩანდა. გავაშელი აკანკალებული და შეშინებული ეფერებოდა ზეწრის ზემოდან და ცდილობდა ზედმეტად არ შეხებოდა ბავშვს. ცოტახანში უტად გამოუშვეს და პატარაც გაიყვანეს. დერეფანში ექიმს ესაუბრა და სიტუაციაში უკეთ გაერკვა. რამოდენიმე დღე ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან ბავშვიც და დედაც, მერე გაწერენ. ჯერ-ჯერობით ცოტა სუნთქვა უჭირს პატარას და ინკუპატორში მოათავსებენ. დერეფანში ვასილის სახეს რომ მოკრა თვალი სიცილით წავიდა მამისკენ და მხარზე ხელი მაგრად დასცხო.

-პატარა დემეტრე დაიბადა! ორი კილო და სამასი გრამია. _ ჩაიცინა და ბედნიერი მამის თვალებში საკუთარ თავს დააკვირდა... ასეთი უტა გავაშელს არ ახსოვს, სიხარულისგან დაფრინავს.

^^^

ასეთი რიტმით არასდროს აძგერებულა იმნაძის გული. პატარას ტირილი რომ გაიგონა თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერი ქალი და დედა ეგონა. მერე გულზე რომ დააწვინეს და მისი სუნი იგრძნო გონება ლამის დაკარგა ბედნიერებისგან. ცოტა აკლდა და ალბათ მართლა გაითიშებოდა იმდენად უჭირდა ამ არსების დაჯერება და იმის გაცნობიერება რომ ახლა უკვე დედაა. და ეს პატარა ტუჩებს რომ მანჭავს მისი სისხლი და ხორცი. მისი და უტას შედევრია. მამაკაცის ბედნიერ თვალებში რომ იკარგება ხომ საერთოდ ეკეტება.
საავადმყოფოში ერთი კვირა მოუწია გაჩერება, ამ ერთი კვირის განმავლობაში პატარას ძალიან იშვიათად ნახულობდა და ისიც რამოდენიმე წუთით. თითქმის სულ უტა უყვებოდა ბავშვის შესახებ ყველაფერს. ექიმი ბევრი საუბრით და მნახველებით არ ტვირთავდა და გავაშელსაც იშვიათად უშვებდა პალატაში. ჯერ კიდევ ძალიან სუსტად არის ქალის სხეული და ამიტომ წოლითი რეჟიმი დაუნიშნა ექიმა გაწერისას. გავაშელმა არაფრით მისცა უფლება ფეხით წამოსულიყო და ბავშვიანად ეტლით მიიყვანა მანქანამდე. მანქანიდან უკვე ხელში აყვანილი გადმოიყვანა დედა-შვილი და გულზე მიიხუტა. ჯერ კიდევ ძალიან მოცუცნულია დემეტრე, მაგრამ გავაშელს ყველაზე დიდი ბიჭი გონია სამყაროში. სახლის კარები ლადომ შეაღო და წყვილი შეატარა. მისაღებში ბუშტებით, ქუდებით და საშტვენებით დახვდნენ ბავშვები. გიგიშას მიკი მაუსის ფორმა ეცვა და ყველაზე წინ იდგა. სიცილით გადახედა მთელ სახლს და ბოლოს გიგიშას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. ელენე, ეკა და ბელა უკან დიდი ბუშტების შეკვრით იდგნენ და იცინოდნენ. მისაღებში უმისამართოდ დახტოდა წვეტიანი ქუდით ბიბი და ნატას ნახვით გახარებული, სიხარულს ასეთი ფორმით გამოხატავდა. ძაღლისთვის ვერ მოიცალა, ბავშვი ყავდა ხელში და ვერ დაიხარა მოსაფერებლად, თან უტას მკლავებიდან ხომ არ გადახტებოდა. ისიც მოწყენილი გაძუნძულდა სამზარეულოში და მაცივართან გაწვა.

-ჰა ახლა თქვით ხომ ვარ მიკი?_ ამაყად წამოწია თავი მამაკაცმა და წინ წამოვიდა. _ რას გავხარ პატარა კაცი. _ სიცილით დაკრა თითი ცხვირზე ბავშვს და ენა გამოუყო. გავაშელმა ნატას მუხლით მოიგერია ძმაკაცი და ქალი დივანზე დასვა. ყველას სათითაოდ ჩამოუარა ნატამ და კოცნით გადაუხადა ასეთი დახვედრისთვის მადლობა.

-ჯერ სად ხარ მაღლა ადი. _ სიცილით აიშვირა ხელი მაღლა ბელამ და ძმას თვალი ჩაუკრა.

ინტერესით აიარა ოცდარვა საფეხური და უტას მიყვა უკან. ნაცნობი ოთახის კარები შეაღო გავაშელმა და ცოლ-შვილი წინ შეატარა. სრულიად სხვა სამყაროში ეგონა იმნაძეს თავი. საერთოდ არ გავდა ეს ოთახი იმ ოთახს, რამოდენიმე დღის წინ რომ დატოვა. ერთ კვირაში რადიკალურად შეცვლილი დახვდა ბავშვისთვის განკუთვნილი ოთახი. ბევრი დეტალი იყო ისეთი რაზეც ნატა სულ საუბრობდა და როგორც ჩანს გავაშელმა გაითვალისწინა. ციფერი ფერი რატომღაც უფრო ჭარბობდა, ესეც ნატას სურვილი იყო და უტა პატივისცემით მოექცა ამას. ბავშვის კარადა მარჯვენა კუთხეში იდგა. მეორე კუთხეში ფანჯარასთან ლამაზად გაფორმებული და საჩუქრებით სავსე საწოლი. ოთახის შუაგულში ლამაზი დიდი ფუმფულა ხალიჩა, სადაც დიდი სათამაშოების კალათა იდგა.

-რა ლამაზია უტა. _ აღფრთოვანებულმა შესძახა და დემეტრე გულზე მიიხუტა. _ მაგრამ ჯერ რომ ჩვენთან უნდა დავაწვინოთ ხოლმე ეგ დაგავიწყდა?_ სიცილით მიუტრიალდა ბედნიერ მამაკაცს და ლოყაზე ხმაურით აკოცა.

-საწოლი გავიტანოთ და ჩვენთან დავდგათ. _ მხრები აიჩეჩა და დემეტრეს ქუდზე მოეფერა. _ მამას კაცი!_ ჩაილაპარაკა სიამაყით და თვალი ჩაუკრა. _ ცოტა ფერზე მოვიდა არა?_ ღიმილით კითხა ნატას და უკბილოდ მოცინარ შვილს ლოყაზე თითი დაკრა.

-ერთი კვირის არის უკვე უტა. _ სიცილით გაკრა მხარი და ბავშვი ნინელის მიაწოდა. _აბა ახლა საჩუქრები გავხსნათ. _ ტაში შემოკრა ნატამ და დემეტრეს გადახედა._ ეს ვინ გვაჩუქა?_ დიდი ყუთი აიტაცა და მაღლა აწია. ლადომ თავი დაუკრა და კედელს მიეყრდნო. _ დედიკო, ეს გავჩუქა ლადო ბიძიამ. _ სიცილით აუხსნა შვილს და პარკის ლამაზად შემოხსნა დაიწყო. ასე იდგა და ყველა საჩუქრის პატრონის სახელს უთარგმინდა დემეტრეს, რომელამც ბოლოს ვეღარ გაუძლო და აჯიჯღინდა. _ დავაწვინოთ თორემ არ გაჩერდება. _ ანერვიულებულ ნინელის ბავშვი გამოართვა და განთავისუფლებულ საწოლში ჩააწვინა.

როგორც კი დემეტრე ჩაძინებული დაიგულა სწრაფი ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე და სამზარეულოში ისევ იმ პოზაში გაწვენილ ძაღლს მონატრებული დაეძგერა. ისიც გაბუტული და გახარებული აყეფდა და თათები ყელზე შემოხვია.

გვიან ღამით დაიშალნენ სტუმრები, ნატა ოთახში იწვა და დემეტრეს აძინებდა. რამოდენიმე საათი ეძინა და ისიც ჭიჭყინით, ახლა კიდევ ამ ხმაურში თვალი ვერ მოხუჭა და სულ ცეტობს. კარები ფრთხილად შემოაღო უტამ და პატარა სახემოჭმუხნულ არსებას ზემოდან დააჩერდა. ნატამ დაღლილი სახით ახედა და გაუღიმა.

-ყველა წავიდა?_ იკითხა ჩურჩულით და გაყურსული პატარას თავზე თითების თამაში განაგრძო. უტამ დასტურის ნიშნად თავი დაუკრა და მეორე მხრიდან დაუწვა დედა-შვილს.

-ჩემი მკლავის სიგრძეც კი არ არის.

ჩაიცინა გავაშელმა და ბავშვის სიგრძე მკლავს დაატოლა. ნატამ ხმამაღლა გადაიკისკისა. დემეტრესაც საბაბი მიეცა და პირი სასაცილოდ მოლაფშა. აქეთ იქიდან უსვამდნენ ხელებს ყველგან და ამშვიდებდნენ, ისიც თითქოს ხვდება რომ მშობლები, მის ყველა მოძრაობაზე რეაგირებენ და საშინლად აწვალებდა მთელი ღამე წყვილს. როგორც კი ნატასკენ გადაიხრებოდა გავაშელი საკოცნელად იმ წამსვე დაჭყიტავდა თვალებს და აჯუჯღუნდებოდა. ბოლოს გავაშელმა საწოლში ჩააწვინა და თვითონ დაუწყო დარწევა.

-დაიძინე რა მა._ შეევედრა შვილს და გადასაფარებელი გვერდებში თბილად ჩაუფინა. _ დანაყრებული ხომ არის?_ ნატასკენ მოტრიალდა სახეშეჭმუხნული. ქალმა მიბლეტილი თვალებით დაუქნია ოდნავ თავი და ისევ ბალიშზე მოათავსა. _ ხედავ მა დედიკო როგორ დავღალეთ, მიდი დაიძინე და ხვალ ბევრ რძეს გაჭმევს. _ სიცილით დაკრა მოცუცქნულ ცხვირზე საჩვენებელი თითი და თვალებ მილულულ შვილს გამოეცალა.

ნელა შეუწვა სასურველ ქალს და ხელები მონატრებულს მაგრად მოხვია. იმანაც ვნებიანი კრუსუნი ამოუშვა და ორივე ხელი მამაკაცს მოახვია.

-ძილინებისა დედიკო!_ ყურებთან უჩურჩულა გავაშელმა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.

-ძილინებისა მამიკო!_ გამოაჯავრა ნატამაც და კოცნით უპასუხა.


დილის ხუთ საათზე ტირილის ხმამ გამოაფხიზლა. არცერთი არ იყო მიჩვეული მსგავს ხმებს და თავიდან ყურადღება არ მიუქცევიათ. მერე როცა ძილში გააცნობიერეს, რომ ეს ხმა მათ შვილს ეკუთვნის ერთდროულად წამოფრინდნენ ფეხზე. ნატამ იქვე მიგდებული ხალათი მოიცვა და დემეტრე საწოლიდან ამოიყვანა. რწევა რწევით მივიდა საწოლამდე და საჭმლით გააჩუმა. გავაშელი ძილმოკლებული და მაინც ბედნიერი თვალებით უყურებდა გატრუნულ პატარას რომელიც ტუჩებს სიამვონების აცმაცუნებდა და სულელივით იღიმოდა. უტამ თავზე ხელი ნელა გადაუსვა, მისი პრიალა კანის და თმის მსგავსი ღინღლების შეგრძნებისას გააკანკალა. მანამდე არ მოუშორებია დემეტრესთვის თვალი, სანამ დედის მკერდს არ მოწყდა და ხელები არ გაშალა. ცოტა კიდევ წამოიტირა და მერე ისევ დაიძინა. თავის საწოლში დააბრუნა ნატამ პატარა და გავაშელს მიუწვა.

-რამოდენიმე კვირა მოგვიწევს, ამ განრიგით ცხოვრება, მერე წამოიზრდება და ძილის და ჭამის გრაფიკიც შეეცვლება._ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და უტას ღაწვებზე თითები ჩამოუსვა.

საწოლის ბოლოს ისევ იგრძნობა ფუმფულა და საოცრად თბილი ბეწვი. ოდნავ მოუღიტინა ბიბის მუცელზე და მისი ღრენის ხმა რომ გაიგონა ხმადაბა ჩაიცინა. გავაშელმა თვალების ბრიალით გადახედა მოკისკისე ცოლს და ფეხზე ფეხი კრა, ძაღლს შეეშვიო.

-ოჰო, როდის აქეთ შეგიყვარდა?_ კითხა სიცილით და ბიბი ფეხებით მაღლა ამოაცოცა. _ მოდი ჩემთან. _ ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა. გავაშელმა ღიმილით გადაუსვა აბურძგნულ ბეწვზე ხელი და გამოწეულ დრუნჩზე ცხვირი დაკრა.

-შენი და დემეტრეს არ ყოფნა ფაქტიურად ბიბიმ გადამატანინა. _ ლოყაზე მოეფერა გავაშელი და თვალები დახუჭა.

-ხანდახან შენც გიჭედავს ხოლმე ხო?_ სიცილით ჩასჩურჩულა მიძინებულ ძაღლს ნატამ და სახე დაჭიმული, ქმრის დანახვისას წამებში დასერიოზულდა. _ შვილმაც ვერ გაგაბიჭუკელა. _ უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა და ძილი განაგრძო.

დილის რვა საათზე ისევ გაიღვიძა დემეტრემ და მშობლები მოითხოვა. გავაშელი გარდერობთან იდგა და ისევ მაისურებს არჩევდა, იმ წამსვე მიატოვა საქმე და ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა. სულ უკვირდა იმნაძეს გავაშელის გამბედაობის და პროფესიონალიზმის. ბავშვის დაჭერის არასდროს არ შეშინებია და მეტიც, ნატაზე უკეთ უკავია და უკეთ უვლის მემგონი. ღიმილით ჩააწვინა ცოლის მხარეს ბავშვი და იატაკზე მოხტუნავე ბიბი, რომელიც საწოლზე ასვლას ცდილობდა უკან გააგდო.

-ბავშვს ჯერ არ მიაკარო, მაინც საშიშია. _ დაარიგა ქალი და ორივეს ლოყაზე აკოცა. _ ჭკუით მამას კაცი. _ დაემშვიდობა შვილს და სავარძელზე მიგდებულ მაისურს დაავლო ხელი.


მთელი დღე მარტო მოუწია ყოფნა ბავშვთან ერთად. ცალკე ძაღლი არ ასვენებდა ცალკე, დემეტრე იკლებდა ტირილით ყველაფერს. ძალიან ცუდი პერიოდი აქვს ახლა პატარას და ვერაფრით ვერ აწყნარებს. თან ისიც არ უნდა სულ ხელში ყავდეს და გააფუჭოს. ცდილობს უმეტესწილად საწოლზე იწვნენ და ისე ეფერებოდეს. ჯერ რა ხასიათის მქონეა, მაგრამ რაც აქვს იმით სულ მამას გავს. როგორც კი მოსაფერებლად გაიშვერს ხელს ნატა იმ წამსვე ისუსება და ელოდება როდის შეეხება დედიკოს გლუვი და რბილი კანი.

-მოგშივდა დე?_ სიცილით კითხა პირდაღებულ ბავშვს და მუცელზე ოდნავ შეუღიტინა. _ რა სულელივით იცინიხარ დე, ხვდები რამეს?_ ნატა სიცილით პასუხობდა შვილის ყველა აჭყლოპინებას და ართობდა.

საღამოს დემეტრესთან ერთად მისაღებში სეირონობდა და თან ბიბის ეთამაშებოდა ფეხებით. ისიც გახარებული ხან მუხლამდე აწევდა თათებს ხანაც უფრო ზემოთ. კარების ხმაზე ორივემ იქითკენ გაიხედეს და სამსახურიდან დაბრუნებულ გავაშელს მიეგებნენ. ბიბი ხტუნვა ხტუნვით წავიდა პატრონისკენ და ჩაცუცქულს კალთაზე აახტა. გავაშელმა თმები უარესად აუბურდა და ცოლ-შვილისკენ წამოვიდა. ჩაძინებულ დემეტრეს ღიმილით დახედა და ნატას ყელში აკოცა.

-სადილი გაგიმზადე და მაგიდაზეა.

მიაძახა სააბაზანოსკენ წასულს და კიბეებისკენ წავიდა. დემე თავის საწოლში ჩააწვინა, კიდევ ერთხელ დახედა იმაში დასარწმუნებლად რომ ბავშვი უსაფრთხოდ არის და ოთახიდა გამოვიდა. კარები შეღებული დატოვა, ტირილის შემთხვევაში ხმა რომ გაეგო. კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მისაღებში ძაღლთან მოთამაშე უტას უკნიდან მიეკრო. გავაშელმა ხელის მარტივი მოძრაობით წინ მოქიცია და ტუჩები მონატრებულს დამგელებულმა დაუკოცნა.

-შვილი! ხედავ რა შეუძლია ერთ პატარა, გაწრიპულ არსებას. თვეებია ვერ მოგკარებივარ. _ჩაილაპარაკა მოჩვენებითი სიბრაზით და ბოლოს გაიცინა. ნატა ფეხის წვერებზე აიწია და გავაშელის ტუჩებს მოწყვეტით შეეხო. მერე კი ცხვირზე ოდნავ მოუჭირა კბილები და ისევ იატაკზე დაეშვა. _წამო ვჭამოთ. _ წელზე ხელი მსუბუქად მოხვია ქალს და სამზარეულოსკენ წააცუნცულა.



^^^

გამოწერიდან ორი კვირის შემდეგ გამოუსწორდა გრაფიკი პატარას. ღამით აღარ იღვიძებს და დილამდე მშვიდად არის. მშობლებიც აღარ არიან ძალიან გადაღლილები და ერთმანეთისთვისაც იცლიან. გავაშელი გამუდმებით სახლისკენ მოიწევს და ცდილობს უმეტესი დრო მათთან ერთად გაატაროს. რამდოენიმეჯერ პარკშიც ყავდა დემეტრე გაყვანილი სასეირნოდ. ხშირად ვერ გაყავთ, სეზონის გამო. ზაფხულის მიწურულია და ძალიან ცივა. უმეტეს წილად სულ მათთან არიან სტუმრები და სულ ჟივილ ხივილია. ბელა საავადმყოფოში დააწვინეს მუცლის ტკივლების გამო და მშობიარობამდე იქ დარჩება. ნატა ვერ ახერხებს მისვლას და მონახულებას, მაგრამ გამუდმებით ტელეფონზე ჭორაობენ და ერთობიან. ელენემ თავისი პატარა გოგოც გააცნო დემეტრეს და ახლა უკვე ერთად კოტრიალობენ საწოლზე და თამაშობენ. გოგოს დანახვისას ისე ინაბება და იპრანჭება ხოლმე გავაშელების მოცუცუნული რომ მეტი არ შეიძლება.


გავაშელი ახლა სულ სხვა ადამიანად გრძნობს თავს. ახლა უკვე იცის რა მიზანი აქვს ცხოვრებაში და რისთვის დაიბადა. ახლა უკვე უფრო მეტად არ ესმის დედამისი, როგორ შეიძლება შენი სისხლი და ხორცი წამით მაინც მოიწყვიტო გულიდან და შორს დადგე. ნატას და დემეტრეს რომ უყურებს ცუდად ხდება. ისეთი გამოუცდელი და ბავშვია ნატა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ დემეტრესთან ერთად როცაა სულ სხვა ხდება. ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის რა დროს რა ჭირდება მის შვილს. ამ ყველაფრის მერე როგორ შეიძლება, არ ეჩქარებოდეს სახლში, არ ცდილობდეს სულ მათთან ყოფნას და არ ერქვას ბედნიერი კაცი?! ეს ხომ შეუძლებელია! გავაშელს ამაყად და გაჯგიმულს შეუძლია თქვას რომ მსგავს ბედნიერებას ვერასდროს ვერ ინატრებდა... ინატრებდა კი არა ვერც კი წარმოიდგენდა. მისთვის ჯერ მარტო ნატა უცნაური მისი შვილის დედის ამპულაში და მერე ის პატარა გამუდმებით «ღღღ»_ს რომ იძახის და მთელ ოჯახს მოსვენებას უკარგავს. დემეტრეს აქტიურობა ძალიან მოსწონს. უხარია თავისი შვილი აქედანვე რომ ცდილობს რაღაც-რაღაცების წამოძახებას და მისთვის გასაგებ ენაზე საუბარს. ორ კვირაში ბავშვის ნათლობას გეგმავენ და თითქმის სულ იმ ამბებს აგვარებს. ხელის მოწერასაც გეგმავდა ამ დღეებში, მაგრამ იმდენი საქმე გამოუჩნდა რომ ქაღალდებიდან არ ჩანს. არც ნატა აჩქარებს და თვითონაც არ ჩქარობს. ქორწილს და ხელის მოწერას ყოველთვის მოასწრებენ. მთავარია ნათლობაზე ჯვარი დაიწერონ და ეგ არის. ნატას რომ უთხრა, ჩვენც დაივწეროთ ბარემ ჯავრი და ერთად აღნიშნოთ ამხელა დღესასწაულიო ქალმა სიხარულსიგან ლამის ფრენა დაიწყო. ჯერ მარტო ამად ღირდა ამ ყველაფრის თქმა!

გვიან ღამით ვერანდაზე იჯდა ნატა პლედშემოხვეული და ღამის თბილისს უყურებდა. ჩუმად მიეპარა უკან გავაშელი და წელზე მოეხვია. იმნაძემ მოხვეულ ხელებზე თავისი თითები დაუსვა და გაუღიმა.

-რა სიმშვიდეა არა?_ იკითხა ხმადაბლა და თავი მაღლა აწია.

-ხუთი საათი მოიცადე და სიმშვიდე მერე ნახე. _ ჩაიცინა უტამ და ბავშვის საწოლს გახედა.

-ვერ ვხვდები ასეთ პატარას ამხელა ენერგია საიდან აქვს. დღის განმავლობაში ხომ არაფერი, მაგრამ რომ ვწვები ჩემი თავის მიკვრის ფეხზე როგორ ვიდექი. _ სიცილით ჩურჩულებდა ნატა და უტას მკერდს ეხუტებოდა.

-გახსოვს დემეტრეს არსებობის შესახებ რომ გავიგე რა მკითხე?_ მოულოდნელად იკითხა გავაშელმა და ღამის სიჩუმე დაარღვია.

-იმ დღეს უამრავი რამ გკითხე._ ჩაიცინა ნატამ და გონება დაძაბა._ არ მახსენდება კონკრეტულად არაფერი. _ მხრები მოიწურა და უტას ახედა.

-გიხარია ბავშვს რომ ველოდები და მე რომ ვიქნები დედაო. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნატას სიტყვები.

-მერე?_ დაბნეულმა იკითხა და მისკენ მთელი ტანით შეტრიალდა.

-ჩემთვის წარმოუდგენელიც კია სხვა ქალი დადიოდეს ოთახებში, სხვა ქალი მიმზადებდეს საჭმელს, სხვა ქალი ალაგებდეს გარდერობს და სახლს. სხვა ქალი იწვეს ჩემს გვერდით და რაც მთავარია, სხვა ქალი უვლისდეს ჩემს შვილს! ჩვენს შვილს რომლის დედადაც ჩემთვის სხვა ქალი უბრალოდ წამოუდგენელია!_ ღიმილით დაასრულა მონოლოგი გავაშელმა და ასლუკუნებული ნატა გულზე მიიკრა. _ მადლობა ამ ყველაფრისთვის!_ ხმადაბლა უჩურჩულა ყურთან და მერე ნაზად აკოცა.


იმნაძეს არაფრის თქმა არ უნდოდა, ახლა რამემ რომ გავაშელის სიტყვები გადაფაროს გადაირევა. ამიტომ ჩუმად ყოფნა ურჩევნია ასე ტკბილად და მასზე მიხუტებულს. ტირილის ხმამ ორივე გამოარკვია ფიქრებიდან, ჩქარა წამოდგა ფეხზე და უკან გამოკიდებულ საქმროს გახედა. დემეტრე ხელებს და ფეხებს მაღლა წევდა და ჭყლოპინებდა. ფრთხილად ამოიყვანა პატარა და გულზე მიიკრა.

-ჩუ დე, აქ ვართ... _ ლოყაზე ცხვირი ოდნავ გაუხახუნა და დამშვიდებული პატარა უფრო მაგრად მიიკრა გულზე. გავაშელი უკნიდან ამოუდგა ნატას და კისერში ხმაურით აკოცა, მერე პატარა კაცისკენ დაიხარა და შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები.


^^^

ბელას და პატარა გიორის გამოწერის დღეს ყველა მათთან იყო სახლი. ახლა უკვე ნატამ და გიგიშამ ითავეს, სახლის მორთვა და გაფორმება. ბუშტებით ერთობლივი ძალებით დაბერეს და გრძელ ძაფზე ააცვეს, მერე ძაფები ოთახებში გააბეს ლამაზად. ბიბის ისევ წვეტიანი სახალისო ქუდი დააფარეს. პატარა დემეტრეს ახლა უკვე დიდი კაცივით აცმევს დედიკო და პრანჭავს. სახლის გაფორმებას რომ მორჩნენ, საჩუქრების შეფუთვა დაიწყეს. გიგიშა მთელი დღე, ეწუწუნებოდა «გვერდებს ნუ უკეცავ, ხელით გადაასწორე და ქვემოდან ამოაკრი»_ო არიგებდა, ნატა კიდევ მის ჯინაზე პირიქით აკეთებდა და სალაპარაკოს უხდიდა. დემეტრე მამის მკლავებს არ მოცილებია მთელი დღე. როცა უტასთან არის, გამორიცხულია ვინე გაიკაროს. ქვეყანას დააქეცევს და მანამდე არ გაჩერდება სანამ ასი მეტრის რადიოსში არ გნახავს მამისისგან. ჯერ როგორი პატარა და მამამისივით ეჭვიანია. ნატა მოსაფერებლად რომ ჩაუჯდება ხოლმე კალთაში გავაშელს ზუსტად მაგ დროს იწყებს პატარა მამიმუნი ჭყლოპინს.

პატარა გიორგი ძალიან საყვარელი და წყნარი ბიჭია. მთელი საღამოს ჩუმად იწვა დედის მკლავებში და ეძინა. არც ხმაური მოქმედებდა მასზე და არც გაუთავებელი ჭიქების, ჭახა-ჭუხი.

-რა კარგია ასეთი წყნარი რომ არის. _ სიცილით ჩაილაპარაკა ნატამ და მოცუცქნულ თითებზე ნელა მოეფერა.

-დემე, კიდევ ტირის ხოლმე?_ ინტერესით იკითხა ბელამ და მოკისკისე ძმიშვილს თვალებით წაეთამა.

-ახლა იმდენად აღარ, მაგრამ როცა ღვიძავს ძალიან ჭირვეულია. ჭამაზეც გართულება აქვს უკვე. _ ჩაილაპარაკა სევდიანი ხმით ნატამ და შვილს თავზე აკოცა.


^^^

ნათლობის დღეს საგანგებოდ გამოპრანჭა ჯერ პატარა და მერე თვითონ ჩაიცვა, უტას ნაყიდი, მუხლს ოდნავ აცილებული თეთრი კაბა. სულ უნდოდა ქორწილში თეთრი ლამაზი კაბით ყოფილიყო და ეს ნატვრაც აუსრულა გავაშელმა. მართალია ზუსტად ისეთი კაბა არ არის როგორიც გონებაში ქონდა შეკერილი, მაგრამ ეს ბევრად უკეთესია და მოსწონს. ძალიან სადა და ნატასეულია. რა მალე გაიცნო თურმე გავაშელმა ქალის გემოვნება და ხასიათები. ყველა დეტალი ნატას შესაფერისია. პატარა გავაშელს მამიკოს ნაჩუქარი თეთრი ჩოხა ჩააცვა.

ჯერ ნათლობა გადაიხადეს და მერე ჯვირს წერა. ნათლობის დროსაც არ გაჩუმებულა დემეტრე და ტირილით აიკლო იქაურობა. გიგიშა ნერვიულად არწევდა ბავშვს და ცდილობდა ხელიდან არ გავარდნოდა მოფართხალი. ბოლოს როგორც იქნა დამშვიდდა და პირსახოცში გაახვიეს. მერე ნატამ და უტამ დაიწერეს ჯვარი. ახლა სულ სხვანაირი ემოციებით არიან სავსე. დემეტრეს დაბადების დროს, ხო ბედნიერების უმაღლეს მწვერვალზე იყვნენ. ახლა უკვე იციან რომ ყველანაირად სავსეები არიან და აღარაფერი აკლია სრულფასოვან ოჯახს.

დღითიდღე სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება დემეტრე. ჯერ ექვსი თვისაც არ არის და უკვე ყირაზე დგას. მართალია ძალიან უჭირს მარტოს ბავშვის და სახლის მოვლა, მაგრამ უტას მაინც არ აძლევს უფლებას დამხმარე ქალი აიყვანოს. სამსახურში გასვლაც არ უნდა ჯერ-ჯერობით. დემეტრე ძალიან პატარაა და სულ მასთან ყოფნა უნდა. თან ახლა ითვისებს ბავშვი ყველაფერს და მშობლების არ ყოფნა მასზე ძალიან იმოქმედებს. როცა წამოიზრდება და უკვე მისი დატოვება შესაძლებელი გახდება შეიძლება მერე იფიქროს. ნინელიმაც შესთავაზა მე მივხედავ ხოლმეო, მაგრამ არც ეგ უნდა. ბელასაც ძალიან უჭირს მარტო სახლის მოვლა და მას ეხმარება ხშირად დედამისი. ამიტომ ორივეგან ვერ გაიწეწება, ურჩევნია ცოტახანი თვითონ გაიჭირვოს და მერე სანდო დამხმარე აიყვანოს.
მიუხედავად იმისა რომ გავაშელი ახლა უკვე გაორმაგებული ძალებით მუშაობს, ცოლ-შვილთან ყოფნას სულ ახერხებს. ერთად იყვნენ იმ საღამოსაც პატარას კბილი რომ ამოსდიოდა და ტირილით აქცევდა ცა და დედამიწას. ერთად ტკიოდათ დემეტრეს ყველა წამოტირება... ყველა პრობლემის დროს ნატასთან ერთად არის და ხელს უწყობს. სულ ცდილობს რომ სამსახურიდან მოსულმა ნატას მაგივრად გააკეთოს ყველაფერი. მართალია სახლს ვერ დაალგებს და ჭურჭელს ვერ დარეცხვას, მაგრამ რაც დემეტრეს ეხება ყველაფერში ეხმარება. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ საფენებსაც უცვლის. ცდილობს ყველანაირად შეუწყოს ხელი და დაეხმაროს. თანაც ამ ბოლო დროს ინგლისურის შესწავლა დაიწყო ნატამ და უტას სახლში ყოფნის დროს ერთი საათი წიგნებს უთმობს დროს. მერე უკვე როცა ყველაფერი მოშორებული აქვს და სახლიც წესრიგშია ქმარ-შვილთან ერთად ეზოში, ნატასთვის გაბმულ ჰამაკში სხდებიან და საუბრობენ. დემეტრე საუბრისას თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ნატას ყოველ ჩაღიმებაზე სულელივით ბჟირდება.

უკანა ეზოში გავაშელმა გადაწყვიტა ბავშვებისთვის პატარა პარკი გაეკეთებინა და რამდონიმე მათთვის გამოსადეგი სათამაშოები დადგა. სასრიალო თავისი ხელით შეღება და გაალამაზა. პატარა ნაწილი ლამაზი, დაწნული ხით შემოუღობა და შიგნით ქვიშა ჩაყარა სათამაშოთ. ეზოს კუთხეში კი საქანელა დაკიდა. ბიჭებიც ძალიან უწყობდნენ ხელს, თორემ მარტო ამდენ რაღაცას ასეთ მოკლე დროში ვერ გააკეთებდა. მართალია ჯერ დემეტრე საამისოდ ძალიან პატარაა, მაგრამ ისე სწრაფად გადის დრო და ისე სწრაფად ემატება პატარას ასაკი, რომ მერე გვიანი იქნება ეზოს გაფორმებაზე ფიქრი.

ახლა უკვე ერთი სული აქვს როდის დაასრულებს სამუშაო საათებს რომ ცოლ-შვილთან წავიდეს და ორივე ძალიან მაგრად ჩაიკრას გულში. რაც ნატაზე ჯვარი დაიწერა ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უტაში. ახლა უკვე უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, არა მარტო ცოლ-შვილის წინაშე არამედ უფლის წინაშეც. ქალი რომელსაც სარეცელს უყოფს, ფიზიკურადაც და სულიერადაც უკვე მისია. ძილის წინ გამორიცხულია რამოდენიმეჯერ ძალიან მაგრად არ აკოცოს ყელში და ისე არ დაიძინოს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მოუსვენრად არის და მთელი ღამე კოშმარია მისთვის. რამდოენიმეჯერ მოუწია საკუთარი თავის გამოცდა. ნატას წაეჩხუბა ამასწინებზე და მთელი დღე ხმას არ ცემდნენ ერთმანეთ. ძილის დრო რომ მოვიდა და მისი კოცნის გარეშე დაიძინა ქალმა, მანდ მიხვდა რომ ძალიან ჩაეიკეტა. ჩაიკეტა კი არა იმნაძემ თავის კლანჭებში გამოამწყვდია ყინულივით კაცი.

დემეტრე, გავაშელისთვის სულ სხვა სამყაროა. შვილი რომელთან ერთადაც ოცდაოთხი საათი თამაში შეუძლია ამქვეყნად ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ერთადერთი სადაც თბილი, მზრუნველი და გულღია ხდება დემეტრეს გვერდითაა. არ შეუძლია ემოციების მოთოკვა და მისი სითბოს არ განაწილება შვილსითვის. სულ ცდილობს, რაც შეიძლება მეტად აგრძნობინოს რომ მასზე ძალიან არის დამოკიდებული. პატარა გავაშელიც ხვდება რომ მამას ძალიან უყვარს და სულ ცდილობს რომ მისი სიყვარულის ყველა წამი მოიპაროს.

მიუხედავად იმისა რომ ნატასთანაც ძალიან კარგი გახდა და ძალიან ტკბილია. მაინც არ ანებივრებს თბილი სიტყვებით. მასთან ყოფნის დროს სულ არის რაღაცა სიცივე რომელიც ორივეს ძალიან სიამოვნებს და არცერთი აპირებს მის გათბობას. ნატას ასეთ გავაშელთან აქვს ცხოვრება გადაწყვეტილი და ეს ჯვირსწერამდე კარგა ხნით ადრე იცოდა. რაც მთავარია, ოჯახზეა შეყვარებული უტა და ეს გადამწყვეტია. ზაფხულში დასასვენებლად აპირებს ცოლ-შვილის წაყვანას, სადმე წყნარ კურორტზე. დემეტრე მაგ დროისთვის უკვე მეცხრე თვეში იქნება და თავისუფლად შეძლებენ ნებისმიერ ადგილას დასვენებას. ნატას შეპირდა, სანამ დასასვენებლად წავალთ, აუზს ამოგივსებ და ცოტახანი აქ იჭყუმპალავეიო. გოგონებისთვის ეს ძალიან კარგი გამოსავალია, ყველა ერთად შეიკრიბება და სანამ ქმრები ინებებენ და ყურადღებას მოაქცევენ, დღის უმეტეს ნაწილს აუზზთან გაატარებენ.

-დღეს მთელი დღეა პირი არაფერზე არ დაუკარებია. _ შესჩივლა სამსახურიდან მოსულ ქმარს და პიჯაკი გამოართვა.

-რატომ? რამე ტკივა?_ არანაკლებ შეწუხებული მიტრიალდა შვილისკენ და ხელში აიყვანა. _რატომ არ ჭამ მამას კაცი?_ კითხა ისე თითქოს მისგან პასუხს მიიღებსო. მამის ხმის გაგონებისას გახარებულმა ააფართხალა ხელ-ფეხი და აკივლდა.

-მოვიტან ფაფას და იქნებ შენ აჭამო. _ სიცილით წავიდა სამზარეულოსკენ და გამზადებული საჭმელი გამოიტანა.


-რომ გეუბნები მიდგომა არ იციმეთქი არ გჯერა. _ სიამაყით გაჯგიმულმა გაუწოდა ცარიელი ჯამი და დემეტრე მუცელზე დაიწვინა. _ ცოტახანში კიდევ გაიზრდები და მერე კაცური საჭმელები ვჭამოთ. _ თვალი ჩაუკრა და მოკისკისეს ცხვირზე აკოცა. ნატამ ზემოდან დახედა ქმარ-შვილს და უტას ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. გავაშელმა ვნებიანად გაილოგა ტუჩები და ცეცხლოვანი თვალებით ახედა ცოლს.

-სულ ტყუილად მიპაჭუნებ თვალებს, სანამ დემეტრე არ დაიძინებს ფიზიკურად არ შემიძლია. _ მხრები აიჩეჩა და სახემოღუშულ ქმარს მიაჩერდა.

-წამო მამი დავიძინოთ. _ ხელში აიტაცა ბავშვი და კიბეებისკენ გააქანა.

-ჯერ რვა საათიც არ არის. _ სიცილით აიქნია ნატამ ხელი და დივნის საზურგეზე ჩამოჯდა.

-შენ მიდი გაემზადე, და მეც მალე მოვალ... _ წაიღიღინა გავაშელმა და ბოლო საფეხურზე ავიდა.

სიცილით გადაძვრა დივნის წინა მხარეს და პლედი მიიფარა, მოშიშვლებულ ფეხებზე. ხელების ცეცებით პულტი იპოვა და არხიდან არხზე წვალება დაიწყო. ბოლოს როცა სასურველ გადაცემას მიაგნო, გადამრთველი ნიკაპზე მიიდო და ინტერესით მიაჩერდა მორბენალ ძაღლებს. დივნის ქვეშ მშვიდად ჩაძინებულმა ბიბიმ, როგორც კი ნაცნობი ხმები გაიგო, დაფეთებული წამოხტა ფეხზე და წინ და უკან სულელივით სირბილი დაიწყო. სიცილით მიაჩერდა ძაღლს და შეეცადა აბურძგნულ თმებზე ხელი გადაესვა, მაგრამ ისეთი სიჩქარით დარბოდა ვერ მიწვდა. კიბეებზე ნაბიჯების ხმა როგორც კი გაიგო თავი უკან გადაწია და მისკენ მომავალ წარბაწეულ ქმარს გადახედა.

-მე შენ საწოლში მგონიხარ სექსუალურად გამოწყობილი, ჩემს შეძენილ პენუარში!_ ჩაიქირქილა გაბრაზებულმა და ზემოდან დახედა თავგადაწეულ ცოლს.

-დამეზარა მაღლა ასვლა. _ ჩაიცინა და მაისურის საყელოთი თავისკენ მოქაჩა. _ ეს დივანიც ძალიან კომფორტულია. _ თვალები ეშმაკურად ააციმციმა და ხელი დივანზე დაატყაპუნა.

-ხომ იცი ჩვენი საწოლის გარდა ვერსად ვერ გეფერები, ჩემს გემოზე. _ ჩაილაპარაკა დახშული ხმით და ყელში აკოცა.

-მაშინ ამიყვანე და პატივისცემა ჩემზეა!_ გამოაჯავრა სიცილით და ხელები ჰაერში გაშალა.

გავაშელმა სწრაფად აიტაცა ცოლი ხელში და ზურგზე გუდასავით გადიაკიდა. კიბეებისკენ წასული პატრონები რომ დაინახა ბიბიმ მათკენ გაიქცა და სულ მიივწყა ტელევიზორი.

-აბა აბა! შენ აქ დარჩი და ეკრანით გაერთე!_ ოდნავ მიკრა ფეხი მუცელზე გავაშელმა და დაუღრინა.

თითქოს მიხვდა პატრონს რაც ქონდა ჩაფიქრებულიო, მაგრამ მაინც ნაწყენი მიტრიალდა და ისევ დივნის ქვეშ დაწვა. სიცილით გადახედა ჯერ ძაღლს და მერე ქმარს ნატამ და თვალებით ანიშნა წავედითო. როგორც კი ოთახში შეიყვანა დაბლა ჩამოსვა და მონატრებულმა დაუკოცნა მოშიშვლებული კისერი. კისრის და სახის ნაკვთების კოცნით რომ იჯერა გული მერე ქვემოთ ჩააცოცა ტუჩები და მოღეღილი მკერდი დააგემოვნა. მისი ყველა შეხება საოცარ ბედნიერებას ანიჭებდა იმნაძეს. რამდენი დროს არ უნდა გავიდეს, ყოველთვის აუწითლდება ლოყები გავაშელის კოცნისას, და საწოლში კოტრიალისას ყოველთვის იქნება გამოუცდელი ქალი! საშინლად უყვარს ყველანაირ უპირატესობას უტა რომ ფლობს. რა ქნას უხამს ფიქრებს ვერაფრით ვერ იშორებს თავიდან! ბოლოს და ბოლოს ცოლ-ქმარი არიან და დიდი ამბავი, იფიქროს იმაზე რაც ყოველ ღამე გარდაუვალია.

^^^

მეორე დილით ტრადიციულად ადრიანად წამოდგა ფეხზე და მძინარე ცოლს შუბლზე ფრთხილად შეახო გავარვარებული ტუჩები. ფრთხილად მოიცვა იქვე მიფენილი სქელი ხალათი და ბავშვის ოთახისკენ წავიდა. კარები ნელა შეაღო და თვალებდაჭყეტილ და ხელებაშვერილ შვილს სიცილით გადახედა. დემეტრე მამიკოსავით ძალიან ადრე იღვიძებს და დილის მზის სხივების ყურებით ერთობა. არ ტირის ხოლმე, იცის რომ ცოტახანში მამამისი მიაკითხვას, ჩააცმევს და ეზოში სასეირნოდა გაიყვანს. ეს ტრადიცია ორ თვეზე მეტია რაც მამა-შვილმა დანერგა. თან ცდილობს დემეტრესთან მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს. სამსახურში მისი მოფერების გარეშე რომ წავიდეს მთელი დღე საშინელ ხასიათზე იქნება და ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ ყოველ დილით ეზოში ასეირნებს, მერე ნატას გამზადებულ ფაფას უთბობს და აჭმევს. ბოლოს მამიკოსთან ერთად ფიტნეს ოთახში ვარჯიშობს. ვარჯიშობს ეს ხმამაღალი ნათქვამია, თავის კალიასკაში წევს და მორბენალ მამას კისკისით უყურებს. რვა საათისთვის ნატაც იღვიძებს და პირდაპირ მათი სავარჯიშო ოთახისკენ იღებს გეზს. ჯერ ქმარს კოცნის მერე შვილს ეთამაშება.
დღევანდელი დილად ზუსტად ასე დაიწყო და ასე გაგრძელდა. უბრალოდ დღეს ნატას არ შეუღია მათი ოთახის კარები და ცოტა ანერვიულდა. სწრაფად დაასტაცა ბავშვს ხელი და მეორე სართულისკენ წავიდა. ნატა მოჭმუხნული სახით იწვა საწოლში და კრუსნებდა.

-რამე გტკივა?_ დემეტრე თავის მხარეს დააწვინა და ნატას შიშველ მკლავებზე ხელი დაუსვა.

-თავი მისკდება. _ ამოიტირა ხმადაბლა და დემეტრს ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა. _ სულ შეჭამა ფაფა?_ იკითხა ინტერესით ისე რომ შვილისთვის ბედნიერი თვალები არ მოუშორებია. თითქოს ისიც ხვდება დედიკო ტრადიცულად კარგ ხასიათზე რომ არი არის და მოწყენილი უყურებს მშობლებს.

-სულ ბოლომდე ჩაამთავრა და ცოტა დავიმატეთ კიდევაც. _ ჩაიცინა უტამ და ცოლს ყელში ხმაურით აკოცა. _ შენს სუნზე ვგიჟდები!_ ჩაილაპარაკა მოურიდებლად და კიდევ რამოდენიმეჯერ გაიმეორა იგივე პროცედურა.

-მე კიდევ შენ რომ გიჟდები ეგ მაგიჟებს. _ ჩაიცინა და ტკივილისგან სახე მოჭმუხნა. _ გარდერობში შენ რომ შარფი მიყიდე ის დევს და მომაწოდე რა. _ შეევედრა და გარდერობისკენ თითი გაიშვირა. უსიტყვოდ წამოდგა უტა და გარდერობთან მივიდა. ბევრი ძებნის და « მანდ არა მაღლა, გვერდზე_ს» ძახილის შემდეგ მიაგნო და ცოლს გაუწოდა. ლამაზად მოიხვია თავზე და საწოლის საზურგეს მიეყრდნო. _ შარფი ყოველთვის მიყუჩებდა ტკივილს. _ გაურკვევლობაში მყოფს ახუსნა რისთვისაც გაიკრა და შვილი გულზე დაიწვინა. _ დღეს ჩვენთან გიგიშა ნათლია მოვა და სასეირნოდ გავიყვანსო. _ჩაუცინა შვილს და აცმაცუნებულ ტუჩებზე თითი დაკრა.

-ორი კვირის წინ გაენთავისუფლა სამსახურიდან დღევანდელი დღის გამო. _ ჩაიცინა უტამ და გარდერობთან მივიდა ჩასაცმელად.

-მე რომ პერანგი მომწონს ის ჩაიცვი. _ დაარიგა და ეშმაკურად ააფახუნა თვალები. _ მართალია თეთრია, მაგრამ საოცრად გიხდება. _ თვალი ჩაუკრა და ენის წვერით ზედა ტუჩი დაისველა. გავაშელმა სიცილით გადაქნია თავი და პერანგი გარდერობიდან გამოიღო.

-დედიკოს უთხარი, ბევრს ნუ ცელქობ თორემ თავი უფრო აგტკივდებაო. _ ღიმილით დაიხარა ცოლ-შვილისკენ და დემეტრეს ყურთან უჩურჩულა.

-სამსახურში რომ არ გაგვიანდებოდეს და თათბირი არ გქონდეს, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი._ კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე ეშმაკობა და შვილი უფრო მაგრად მიიკრა გულზე._ ახალი მდივანიც გრძეფეხებაა?_ კითხა ოთახიდან გასვლისას და ინტერსით მიაჩერდა.

-გრძელფეხება და დიდ მკერდა!_ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი და ახლა უკვე მან დაისველა ენის წვერით ზედა ტუჩი.

-მაინც არ შეგერგება!_ მიაძახა და როგორც კი ოთახს მოშორებული დაიგულა თავის მკერდს დახედა. _ ამას რას უწუნებს?_ ჩაილაპარაკა თავისთვის და გაკვირვებულ შვილს შუბლზე აკოცა. _ დეგენერატი მამა გყავს!_ გაუჯავრდა უტას და შვილთან გალანძღა. _ მაგრამ დედიკოს მაინც ძალიან უყვარს. _ ბედნიერმა ჩაიცინა ბოლოს და აკისკისებულს ყელში აკოცა. _ შენც ძალიან უყვარხარ, დედიკოს და მამიკოს!_ საწოლზე გააკოტრიალა და შიშველ მუცელზე მოუღიტინა. _ სულ ასეთი თბილი და კარგი ბიჭი იყავი რა დე. _ შეევედრა და გვერდით მიუწვა. _ მამიკოსავით ბრაზიანი, მაგრამ კარგი!_ ჩაიცინა და ცხვირზე აკოცა.
~~~~~
სიყვარულებო!
დიდი, დიდი მადლობა ყველას, მახარებთ და მაბედნიერებთ! <3



№1 სტუმარი natia

umagresia,yovelgame velodebi sanam ar daideba ar vidzineb.yvelaferi imdenad magrad da zustad gaqvs Gwerili rom ar vici mgonia vigacis cxovrebas viyureb

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

უბრალოდ მაბედნიერებს ამის წაკითხვა.

 


№3  offline წევრი Mariamch

ტასსსს♥♥♥♥♥

 


№4  offline მოდერი მე♥

ნათია,
natia
umagresia,yovelgame velodebi sanam ar daideba ar vidzineb.yvelaferi imdenad magrad da zustad gaqvs Gwerili rom ar vici mgonia vigacis cxovrebas viyureb

ნათია, უფრო ადრე ვერ ვახერხებ თორემ ეგრე არ გალოდინებდო.... უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე❤️❤️❤️
Guest მარიამი
უბრალოდ მაბედნიერებს ამის წაკითხვა.

მეც მაბედნიერებ!❤️❤️❤️
Mariamch
ტასსსს♥♥♥♥♥

ჰოოოუ❤️❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline მოდერი bibo

ემი ტაჩუნა ბედნიერების სხივი ტაჩუნა ხარ შენო :* ვგიჟდები ამ ისტორიაზე ვგიჟდები სასწაულია საოცრება :* ერთი ალექსანდრე მეცოდება სუ ყველგან დაიბეგვა ნახმარი პლაშივით ითრია ორივე ძმაკაცმა :დ :დ არადა მაგფერი შტერი არ ჩანდა :დ ამ წყვილზე ვიჟდები ვაფრენ ისე ვარ სადაც ამათ ვნახულობ მე ის თამუნა აღარ ვარ ხოლმე სხვა ვხდები ჩემო ფანცქალა გოგოვ :* უდიდესი უდიდესი მადლობა შენ რო არსებობ გვანებივრებ ამ ისტორიებით :* ისე მიყვარს შენი ცქრიალა ისტორიები ვგიჟდები შენსავით ბედნიერებას ასხივებენ და უბრალოდ სასწაულ განწყობას მიქმნიან მე ჩემო გემრიელო ტაჩუნა :* ჩემო ლამაზ თმიანო გოგოვ ჩემი ამომავალი მზე ხარ შენ მარწყვის ტაჩუნები :* გყვარობ უთვალავს უთვალავზე უთვალავს დაგაყარე ლავები და ქისები გემრიელო ტაჩუნები :*

 


№6  offline წევრი Veronika

Am istoriaze ukve vgijdebi.
Dzalian becri sitbo da bedniereba modioda am tavidan

 


№7  offline მოდერი მე♥

bibo
ემი ტაჩუნა ბედნიერების სხივი ტაჩუნა ხარ შენო :* ვგიჟდები ამ ისტორიაზე ვგიჟდები სასწაულია საოცრება :* ერთი ალექსანდრე მეცოდება სუ ყველგან დაიბეგვა ნახმარი პლაშივით ითრია ორივე ძმაკაცმა :დ :დ არადა მაგფერი შტერი არ ჩანდა :დ ამ წყვილზე ვიჟდები ვაფრენ ისე ვარ სადაც ამათ ვნახულობ მე ის თამუნა აღარ ვარ ხოლმე სხვა ვხდები ჩემო ფანცქალა გოგოვ :* უდიდესი უდიდესი მადლობა შენ რო არსებობ გვანებივრებ ამ ისტორიებით :* ისე მიყვარს შენი ცქრიალა ისტორიები ვგიჟდები შენსავით ბედნიერებას ასხივებენ და უბრალოდ სასწაულ განწყობას მიქმნიან მე ჩემო გემრიელო ტაჩუნა :* ჩემო ლამაზ თმიანო გოგოვ ჩემი ამომავალი მზე ხარ შენ მარწყვის ტაჩუნები :* გყვარობ უთვალავს უთვალავზე უთვალავს დაგაყარე ლავები და ქისები გემრიელო ტაჩუნები :*

ალექსანდრემ ვერ მომიშორა, სადაც შემხვდა ყველგან სისხლი გავუშრე.:დდდ რა ვქნა ტიპაჟია ისეთი სულ უნდა უტყა. :დდდ
ჩემი ტკბილობა გოგო❤️ მიყვარხარ ძალიან, ძალიან❤️❤️❤️
Veronika
Am istoriaze ukve vgijdebi.
Dzalian becri sitbo da bedniereba modioda am tavidan

ვერონიკა, რა კარგია... მიხარია❤️❤️❤️ მადლობების ზღვაა❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№8  offline წევრი ))♡

Siyvaruli.. sitboo. Sevda.. debdniereba... yveal abstaqtuloba aqqq aris agweri me shen miyvarxar sheni moyxrobebit miyvarxar imitom rom aseti kargi xar imitom rom aset saocrebas qmni da imitom da imitomm.... ubrakod arasdris ar shewyvito wera es sheni saqme es shen gekutvnis ❤❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№9  offline მოდერი მე♥

))♡
Siyvaruli.. sitboo. Sevda.. debdniereba... yveal abstaqtuloba aqqq aris agweri me shen miyvarxar sheni moyxrobebit miyvarxar imitom rom aseti kargi xar imitom rom aset saocrebas qmni da imitom da imitomm.... ubrakod arasdris ar shewyvito wera es sheni saqme es shen gekutvnis ❤❤❤

ვაიმე. :ო გავიბადრე და გავბედნიერდი❤️❤️❤️ არ ვიცი რა ვთქვა, როგორ ახერხებთ ამ მოტლიკონე გოგოს ასე რომ მადუმებთ ხოლმე... მიყვარხართ მე თქვენ!
უკარგესი ხარ შენ!, მახარებ, მაბედნიერებ და ჩემს განწყობას ქმნი.❤️❤️ მადლობა❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№10 სტუმარი Guest მარიამი

არ დადებ დღეს კიდე?

 


№11  offline მოდერი მე♥

Guest მარიამი
არ დადებ დღეს კიდე?

ვდებ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent