შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სამიზნე [4]


5-10-2017, 04:09
ავტორი მე♥
ნანახია 17 510

ბიჭებთან ერთად მთელი დღე გაიხანგრძლივა. საერთოდ ვერ ამჩნევდა უტას, უცვლელ დაბღვერილ მზერას და მის სიცივეს. ერთადერთი რაზეც ხალისობდა, ბიჭები რომ აშაყირებდნენ მიმიკების გამო ის იყო. მერე ისიც თვალების ბრიალით გამოხედავდა და სიცილისგან გაწითლებულს წამებში მოაკეტინებდა ხოლმე. სამაგიეროდ ლადო და გიგიშა აცინებდნენ ბევრს და არ ინდობდნენ. საოცრად ბევრი ისტორიის მსმენელი გახდა სულ რაღაც ერთ საათში. დაპირებისამებრ ბიჭებს კარტოფილი კარგად შეუწვა და სუფრა გაუშალა. კიდევ რამოდენიმე კერძი გააკეთა, ასევე სუპი რომელიც დილით ინატრა. მაგრამ რატომღაც ახლა გული არ მიუვიდა და ბიჭების კარტოფილი გაინაწილა. უტა მადიანად მიირთმევდა საჭმელს და დრო და დრო ნატას უყურებდა ეჭვის თვალით.

-ბოლომდე შეჭამე ეგ!_ გააფრთხილა და ჩანგალი მისი თეფშისკენ გაიშვირა. ქალმა ტუჩები დაბრიცა და კარტოფილი პირისკენ გაიქანა.

-უტას დას, ბელას ჯერ არ ინცობ ხომ?_ მოულოდნელად იკითხა ლადომ.

-არა, საიდან!?_ ჩაიცინა და გავაშელს გახედა. მამაკაც უემოციოდ მიირთმებდა შემწვარ კარტოფილს და სალათას.

-რომ გაიცნობ მერე დარწმუნდები ტყუპების ას პროცენტიან მსგავსებაში. _ ჩაიცინა გიგიშამ და უტას გადახედა. _ ფიზიკურად გოგოა და დიდად არ გავს, მაგრამ ხასიათებით ზედმოჭრილი ძმაა. _ სიცილს არ წყვეტდა გოგორელიანი.

-ნუ დააფეთე ეს გოგო._ გაუწრა ლადო. _ მართლა უტას კი არ გავს, პროსტა ის ცოტა ქალურებს უშვებს ხოლმე. შენ მიხვდები რა.

ბიჭების წასვლის შემდეგ ოთახიდან არ გამოსულა. უტას წიგნების კარადაში სინტერესო წიგნი აღმოაჩინა და იმის კითხვას გადაყვა მთელი საღამო. მამაკაციც არ აწუხებდა ოთახში შევარდნებით და საუბრით. სახლმაც როგორ მოიწყინა ლადოს და გიგიშას წასვლისთანავე. აღარავის სიცილი არღვევს გაყინული სახლის კედლებს. კარების დაჭრიალებამ ამცნო, რომ გავშელი ოთახს ესტუმრა. წიგნიდან თავი არ აუწევია, მაგრამ გულს ვეღარ უდებდა და ერთსა და იმავე წინადადებას დასტრიალებდა მანამ სანა უტა საწოლზე არ ჩამოჯდა. მერე სულ გაითიშა და წიგნის ბოლო კუთხე გადაკეცა, სანიშნისმაგივრად.

-ხვალ სამსახურში წამოხვალ?_ კითხა ხმადაბლა და მუცელს მიაშტერდა.

-წამოვალ. _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და წიგნი გვერდით გადადო.

-მაშინ ადრე მოგიწევს ადგომა. _ დასძინა მან და გარდერობთან მივიდა.

-რომელზე?_ ფეხები დაბლა ჩამოწყო და ფლოსტებში გაუყარა.

-ცხრაზე უკვე მზად უნდა იყო!

როგორ უშლის ნერვებს ამ კაცის ასეთი ტონი და გამოხედვა. რა დიდი სიაოვნებით დათხრიდა ორივე თვალს, და დაუკაწრავდა სახეს, მაგრამ ვაი რომ ამაშიც არ აქვს ბედი. გრძელ ფრჩხილებს არ ატარებს და თავისი მოკე ფრჩხილებით, დიდი დიდი წითელი ზოლი დაამჩნიოს. გავაშელმა საწოლს მოუარა და თავის მხარეს შეწვა. მამაკაცის მოშიშვლებულ და ნავარჯიშებ მხრებს თვალებმოჭუტულმა გადახედა და ცხვირი აიბზუა. თვითონაც მალევე გაეხვია საბანში და თვალები დახუჭა. არასდროს დამართნია ასეთი რამ. ადრე თუ ვერ იძინებდა მიზეზი ქონდა, ახლა საერთოდ არაფერზე არ ფიქრობს, პატარას გარდა, მაგრამ მაინც ვერ იძინებს. მამაკაცის თანაბარი და სუსტი სუნთქვა კი აუწყებს რომ უტას გათიშულს სძინავს. ნელა ტუჩებმოკუმული გადატრიალდა გავაშელის მხარეს და მის ზურგს მიაშტერდა. «უკეთესი ხედი არ გენახოს ნატა იმნაძე.» დასცინა საკუთხარ თავს და ხმამაღლა რომ არ გადაეხარხარა პირზე ხელი აიფარა. «როდის ასწრებს ამ კუნთების დაყენებებას ნეტავ?» ვერ ეშვებოდა ნავარჯიშებ სხეულზე ფიქრს. « იქნებ ღამის ბრალია.» ჩაფხუკუნა და თვალები დახუჭა. ნელა წამოწია თავი და მამაკაცისკენ ოდნავ გადაიხარა, დასადასტურებლად რომ ნამდვილად ძინავს და რაღაცებს არ ხლართავს. «შეხედე დე, ღამე მამიკოსაც შენსავით გათიშულს ძინავს.» მუცელზე მოისვა ხელი და ხადაბლა ჩაილაპარაკა. «შენსავით გათიშულს იმიტომ რომ, ღამე საერთოდ არ აწუხებ ხოლმე დედიკოს.» აუხსნა რაც იგულისხმა და თავის მხარეს გადაწვა. « ერთი ცხვარი... ორი ცხვარი... სამი ცხვარი...» ჩურჩულით დაიწყო თვლა.
არ ახსოვს ზუსტად მერამდენე ცხვარზე იყო, მაგრამ მალევე გაითიშა.

დილით ჩახველების ხმამ გამოაღვიძა. ნელა მოისრისა თვალები და გაახილა. გავაშელი ჯალათივით თავზე დადგომოდა და გაკაპასებული დედამთილივით უყურებდა. მშრალი ტუჩები ენის წვერით შეუმჩნევლად დაისველა და საათის ისრებს მიაჩერდა. «ამ დილაუთენია რომ არ წამომაგდოს ისე ვერ მოვასწრებ ჩაცმას თუ რა?!» გაკვირვებულმა აზიდა წარბები და რვასთან მყოფ ორ ისარს უფრო კარგად დააკვირდა ხომ არაფერი მეშლებაო.

-მოხდა რამე?_ იკითხა გაკვირვებულმა და გავაშელს ახედა.

-სამსახურს იწყებ დღეს!_ ისე შეახსენა, თითქოს და არ ახსოვდესო.

-ვიცი! ცხრაზე მზად უნდა იყოო, შენ ასე არ თქვი?_ კიდევ უფრო გაკვირვებულმა კითხა და საბანში შეიყუჟა.

-ჩაცმას დრო უნდა, მერე სანამ შენ ყველა პროცედურას მორჩები, ამასობაში დავაგვიანებთ. თან მე დილით ვსაუზმობ!_ აუხსნა სიტუაცია და ჩაცმულ დახურული ოთახიდან გავიდა.

-ვერ არის ეს კაცი. ამ დილაადრიან რამ გააგიჟა.

კითხა საკუთარ თავს და თბილი საწოლიდან ტაო დაყრილი წამოფოფხდა. ლოყები ოდნავ გაიწელა, გამოსაფხილზებლად და საწოლის გადასასწორებლად მიბრუნდა. ოთახის საქმეებს მალე მორჩა. ჩაცმულ დახურული შევიდა სააბაზანოში და თბილი წყლით ცოტა გამოფხიზლდა. ბავშვობიდა ასეთი უცნაურობა ჭირს. ცივი წყალი უფრო თენთავს. თბილი წყლის შეხებისას კი წამებში ფხიზლდება და აქაურობას უბრუნდება. მკვებავი თითების ნაზი მოძრაობით გადაინაწილა სახეზე და მერე ფრთხილად შეიზილა. ხელებიც დაირბილა მაზით და სააბაზანო დატოვა.
დილით როგორც ჩანს გავაშელი მსუბუქად საუზმობს, ყავა და შოკოლადის ნამცხვარი. «ეს კაცი ტკბილსაც ჭამს?» შუბლზე გაკვირვების ხაზები დააჩნდა. მალინის ჩაი გაიკეთა და უტას პირდაპირ ჩამოჯდა. თითები მაგრად მოუჭირა ცხელ ფინჯანს და ძვლები გაითბო.

^^^

მთელი დღე გიგიშა და ლადო ვერ გააჩუმა. მაღაზიიდან მოყოლებული სულელებივით იცინიან და ნატასაც იყოლიებენ. მერე ამას როგორ არ სიამოვნებს მოცინარ ქალს რომ ხედავს. ნერვებს უშლის იმის აღიარება, რომ ბიჭებთან უფრო ადვილად გამონახა საერთო ენა. ისიც კარგად იცის ნაწილობრივ ამაში დამნაშავე თვითონ რომ არის, მაგრამ ვერანაირად იქნება ნატა გავაშელთან ისეთი როგორც მის მეგობრებთან. მათ უყურებს ისე როგორც უტას, მეგობრებს. აი ეს კაცი კი მისი მომავალი შვილის მამაა და ალბათ ძნელია აღიქვა ნორმალურად ამ ვითარებაში. თანაც სულაც არ უნდა იმ ქალთან ერთად, იცინოს და იხითხითოდ. ჯერ გერმანიის ვიზიტზეც ძალიან ღელავს, და ახლა ნატაც რომ დაემატოს ხომ საერთოდ.

გვიან ავიდა ოთახში დასაწოლად. წიგნში მოჩეჩიალე ქალს რომ გადაეყარა, ცადა ხელი არ შეეშალა... მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, თან მისი შესვლისთანავე შეეტყო იმნაძეს რომ გონება გაეფანტა. ხვალინდელი დღის განრიგი დაუთქვა და დასაწოლად გადავიდა. ძილით ყოველთვის გვიან იძინებს რა დროსაც არ უნდა დაწვეს, ორ საათამდე თვალს ვერ მოხუჭავს. წამალივით აქვს გამოწერილი ეს ჩვევა. იმასაც ძალიან კარგად გრძნობდა როგორ ფორიაქობდა ქალი მთელი ეს დრო საწოლში. ბოლოს უკვე როცა გადატრიალებას აპირებდა საბნის შერხევა იგრძნო და ადგილზე გაშეშდა. ნატა ფრთხილად გადმოტრიალდა მისკენ და თვალებით ზურგი ამოუწვა. რა ძნელი მისახვედრია რომ მას უყურებს. ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაეცინა და თვალები გაახილა. ქალის სხეულის კიდევ ერთი გამოძრავება რომ იგრძნო თვალები სწრაფად დახუჭა და ძილი გაითამაშა.

«შეხედე დე, ღამე მამიკოსაც შენსავით გათიშულს ძინავს.» ქალის ხმადაბალი წაჩურჩულებული სიტყვები რომ გაარჩია, მთელ ტანზე ეკლებმა დააყარა. ცხოვრებაში პირვლად დაემართა მსგავსი რამ. და საერთოდ ამ ქალთან ყოფნის დროს თითქოს ახალ-ახალ ემოციებს აჩენს. რაც აქამდე არასდროს შეუმჩნევია და რაც საშინლად სიამოვნებს. «მამიკომ» სულ გათიშა. რომ წარმოიდგენს ხოლმე როგორი შეიძლება იყოს მისი ბიჭი, ჭკუიდან გადადის სიხარულით. როგორი ადვილია სერიოზული მამაკაცების აცერცეტება თურმე. შვილი უხსენეთ და გონს დაკარგავენ. გავაშელს მის მეტი, აღარავინ და აღარაფერი ახსოვს. სულ მოლოდინით გასცქერის ხოლმე ნატას, იქნებ ახლა მოუნდეს რამე ჩემს ბიჭს იქნებ ახლაო, მაგრამ ქალი ხმას არ იღებს.
«შენსავით გათიშულს იმიტომ რომ, ღამე საერთოდ არ აწუხებ ხოლმე დედიკოს.» ქალის ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან და მალევე დაუბრუნდა ღამის რეალობას. ღიმილი ვერც ამჯერად შეიკავა და ბედნიერს ჩაეღიმა.
მერე იყო ნატას ბავშვური გამოსვლა და ცხვების დათვლა. «ორმოცდაესამე ცხვარზე» გაითიშა იმნაძე. სამაგიეროდ ახლა უკვე გავაშელმა ისარგებლა შემთხვევით და ქალისკენ აუღელვებლად გადატრიალდა. ნელა შეუცურა საბნის ქვეშ ხელი და ოდნავ აწეული პიჟამოდან გაოჭყიტებულ შიშველ მცელზე თითები აასრიალა. დაიფიცებს რომ იგრძნო როგორ გამოძრავდა მისი შეხებისას პატარა. ისიც კარგად იგრძნო რა სიჩქარიც დაიწყო სისხლმა მიმოქცევა. გულიც გაორმაგებულად აუთამაშდა. «მამას კაცი!» მოულოდნელად ალაპარაკდა ენა, ისე რომ უტას არც დაკითხვია. საბნის შიგნით მოთამაშე ხელიდან მზერა ნატას სახეზე გადაიტანა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ეს ქალი საოცარი სილამაზის პატრონია.

-ძილინებისა მა!

დილით როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა. გაკვირვებულმა დახედა, მის მუცელზე შემოხვეულ ნატას ხელებს და წარბები ეშმაკურად აათამაშა. ფრთხილად გადაუსვა ხელებზე თითები და ჩაიღიმა. მერე ნელა მოიცილა, გველივით დაკლაკნილი ქალი სხეულიდან და ფეხზე წამოდგა. პატარა ფიტნეს კლუბი აქვს პირველ სართულზე. რაოდენიმე საჭირო ტრენაჟორი აქვს შეტანილი და ყოველ დილით აქ ვარჯიშობს. აბა ნამდვილ ფიტნეს კლუბში სასიარულოდ დრო არ აქვს. თან აქ უფრო მოხერხებულად არის, და შედარებით მეტს ვარჯიშობს. საათ ნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ შხაპი მიიღო და ოთახში ავიდა. ნატას ახლა უკვე უტას ბალიში დაეტყვევებინა და მშვიდად ფშვინავდა. სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და ქალისკენ წავიდა. ბალიში ნელა გამოაცალა, იქნებ გაეღვიძოსო, მაგრამ იმნაძემ გვერდი იცვალა და მშვიდად განაგრძო ძილი. მერე ფრთხილად გაარხია ქალის სხეული, არც ამაზე ქონია რექცია. ბოლოს გაღიზიანებული ოდნავ დაიხარა მისკენ და ყურბთან ახლოს ჩაახველა.

რატომღაც სულ წარმოედგინა რომ დილაობით ქალები იმაზე ცუდი დასანახები არიან ვიდრე მაკიაჟით. მაგრამ როგორც ყოველთვის ამ ქალმა სულ სხვანაირი მხრიდან დაანახა ქალების დილა. დილითაც კი, მოუწესრიგებელი და დასაბანი საოცრად ლამაზი იყო. საშინლად მოუნდა დახრილიყო და ის გამობურცული ტუჩები ვნებიანად დაეკოცნა, მაგრამ ამჯერადაც მოთოკა ემოციები.

სამზარეულოში, წარბაწეული შემოვიდა და გამზადებული ჩაით ხელში უტას წინ დაჯდა. მამაკაცმა ერთიანად აათვალიერა ვნებიანი ქალი და ფეხზე წამოდგა. რა ქნას, რამდენჯერ უნდა მოითმინოს. ბოლოს და ბოლოს კაცია და არ შეუძლია. ქალის სკამისკენ ფრთხილად გაიწვდინა ხელი და თავისკენ მოაჩოჩა. მოულოდნელობისაგან ლამის სკამიდან გადაფრინდა იმნაძე. გავაშელს დაღრენილმა გადახედა და უკან დაბრუნება ცადა, მაგრამ უტამ არ გაუშვა. პირიქით მთელი ძალით ჩააფრინდა ქალის მკლავებს და თავისკენ მიწია. გახელებული დაეძგერა ტუჩებზე და მონატრებულმა დაუკოცნა სათითაოდ. ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ტუჩი. ტუჩებით რომ იჯერა გული, მერე ყელზე გადაინაცვლა.

-საშინლად სექსუალური ხარ!

აღმოხდა დაგუდული ხმით და ქალი თავის სხეულს ააკრა. არც იმნაძესგან იგრძნობოდა წინაარმდეგობა. პირიქით რამოდენიმეჯერ სიამოვნებისგან მონიჭებული ბგერებიც კი ამოუშვა რაც მამაკაცს უფრო ახელებდა. სვიტერის სისქის გამო უფრო დაბლა ვერ ჩავიდა და იმედგაცურებული დაუბრუნდა ტუჩებს. ვნებების პიკი, ქალის თითები რომ იგრძნო თმებში მაშინ იყო. მკლავებიდან ხელი წელზე ჩაასრიალა და სვიტერის შიგნით შეაცურა. თითები ფრთხილად მოუჭირა გვერდებზე და სუნთქვაშეკრულმა მის ყელში ნებივრობა განაგრძო.

-უტა, რას ვაკეთებთ?_ იკითხა ჩახლეჩილი ხმით იმნაძემ და თავი უკან გადაწია, გავაშელს უფრო მოხერხებულად რომ დაიეკოცნა ყელი.

-იმას რაც აქამდე უნდა გაგვეკეთებინა! საოცრება ხარ პატარა ქალო! _ დაიჩურჩულა გამწყდარი ხმით და ქალი ერთი ხელის მოძრაობით კალთაში ჩაისვა.

უტას კოცნა და მოეფერება არ ყოფილა პირველი, მაგრამ ასე სრულფასოვნად თავი ჯერ არასდროს არ უგვრძვნია. რაც ამ მამაკაცთან ურთიერთობა აქვს პირვლად, იგრძნო რომ მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილების გარდა სხვა რამეც შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია ამ კაცის გაგიჟება და გონის დაკარგვა შეუძლია ნატას. გავაშელთან ურთიერთობის მანძილზე, პირვლად დარწმუნდა რომ ახლა რასაც აკეთებს ორივეს სიამოვნებს და ორივეს უნდა. არცერთი წამით უფიქრია რომ წინააღმდეგობის გაწევა ღირს. «ჩემი შვილის მამა, რისი უნდა მერიდებოდეს.» სიცილით ეჩურჩულებოდა ალტერეგო და მამაკაცთან ალერსში ნებივრობისკენ მოუწეოდებდა. არც ნატას სურდა რომ გავშელი შეჩერებულიყო, იმდენად ფრთხიალდ და ვნებიანად აკეთებდა ამ ყველაფერს რომ ქალს საკუთარი სახელის კი დაავიწყა. რა მნიშვნელობა აქვს რა იყო წარსულში, მთავარია რომ ახლაა კარგად და თავს ცუდად არ გრძნობს მისი მოეფერებისას. მამაკაცის სიტყვებში კი დაიჭირა ის რასაც ელოდა... «ვუნდივარ! არა როგორც რიგითი ქალი!» ჩაიჩურჩულა გულმა და ბედნირმა ახლართა მის თმებში თითები. გავაშელმა ქალი ხელში ქაღალდივით აიტაცა და კიბეებისკენ წაიყვანა. მთელი გზა სახეს უკოცნიდა და უღიმოდა. ოთახის კარები ფეხის კვრით შეაღო და ქალი საწოლზე ნელა გადააწვინა.

-ნატა!_ ჩურჩულებდა გავაშელი და ტანსაცმლისგან ანთავისუფლებდა.

-მეშინია. _ ამოიჩურჩულა მოულოდნელად და ბედნიერებისგან დანისლული თვალებით მიაჩერდა, მასზე დამხობილ გავაშელს.

-არ უნდა გეშინოდეს... ჩემი არ უნდა გეშინოდეს პატარავ!_ ვნებიანად გაუჯავრდა გავაშელი და სვიტერი გადააძრო. ძლივს მოვიდა იმნაძე გონს და მამაკაცის პერანგის ღილებს დაეჯაჯგურა._ რა კარგ და რა სასურველი ხარ! ტკბილი და გემრიელი გოგო!_ ვნებიანი ხმით ჩურჩულს არ წყვეტდა გავაშელი, რაც უარესად აბნევდა და აბედნიერებდა ნატას. პერანგი მხრებიდან მოაცალა და შიშველ მხრებზე თითები ლამაზად აასრიალა. ერთადერთი რასაც გრძნობდა მამაკაცის თითოეული შეხება იყო. კოცნის კვალი ყველგან, სადაც ის მოისურვებდა. გონის დაკარგვამდე სასიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც არასდროს არ დაავწიყდება, და რომლებსაც არასდროს არ ინანებს. მუცელზე გაუჩერებლივ კოცნიდა გავაშელი და ცდილობდა ყველაფერი ძალიან ფრთხილად გაეკეთებინა. კიდევ ერთი ბედნირების მიზეზი რაც საწოლში ყოფნისას აღმოაჩინა. გავაშელის მხრიდან გადამეტებული ზრუნვა. ადრე თუ მარტო იმაზე ფიქრობდა როგორ ესიამოვნებინა თავისი თავისთვის, ახლა უკვე მარტო ნატაზე ფიქრობდა, ცდილობს ქალს არაფერი არ ატკინოს... ცდილობს ეს დღე იმაზე ბევრად ლამაზი გახადოს ვიდრე შეიძლება ყოფილოყო! ფრთხილად ჩაუყვა ტუჩებიდან ყელამდე მანძილს კოცნით და ცხვირით წაეთამაშა. სიცილნარევი ხმა ამოუშვა ნატამ და მამაკაცის დანამულ ზურგზე კვლავ დატოვა წითელი კვალი.

-ჩემი პატარა ქალი! სექსუალური და გემრიელი... მითხარი რამე! _ ვნების ბურუსში გახვეული გავაშელი მაინც არ წყვეტდა ჩურჩულს და სახეს უკოცნიდა.

-ვერ გიტხან გავაშელო!_ ამოიგუგუნა ხმამ და უფრო მაგრად ჩააფრინდა მამაკაცის სხეულს.

თვალები რომ გაახილა, ცაზე დღის სინათლის წერტილიც კი აღარ დარჩენილიყო. ეგოისტურად სიამოვნებდა მის მხრებზე ჩაჭიდებული უტას ხელები. სიამოვნებისგან გაიტრუნა და მამაკაცისკენ ცალი თვალი გააპარა. გავაშელმა გაღვიძებული რომ დაიგულა ქალი, ფრთხილად გამოაცალა ხელი ზურგიდან და თავქვეშ ამოიდო. შეშინებული და დაძაბული მიჩერებოდა მამაკაცის თითოეულ მოქმედებას. ცოტაც და ალბათ, დღევანდელი დილა, ყველაზე მტკივნეულ დარტყად გადაიქცეოდა რომ არა გავაშელის დროული მოქმედება. ცალი ხელით ქალის თმებს წაეთამაშა და მუჭში მოიქცია, მერე კი ხარბად დასუნა და ტუჩ ჩხვლეტილი ღიმილით აკოცა გავარვარებულ შუბლზე იმნაძეს.

-კიდევ გეშინია?_ ეშმაკური ღიმილით კითხა გავაშელმა და ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამოუსვა.

-სამსახურში რომ დავაგვიანეთ?!_ ტუჩმოკვნეტილმა ჩაიჩურჩულა და დარცხვენილმა დახარა თავი. წარმოდგენა არ აქვს ამ დროს რა შეიძლება თქვას ქალმა. ან როგორ შეიძლება რამე თქვას იმ ბედნიერების მერე რაც განიცადა.

-რა დროს სამსახურია ნატა?!_ კოპები შეკრა უტა და ქალს ზემოდან დააჩერდა.

-მართალი ხარ, რაღა დროს სამსახურია. _ დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში ეშმაკურად შეჰღიმა. გავაშელი მაიმუნობას მიუხვდა დ ამოშიშვლებულ ყელზე ტუჩები აათამაშა.

-ოდესმე მითქვამს, რომ მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ?_ კითხა დაკარგული ხმით და ქალი თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია.

-ოდესმე... _ გამოაჯავრა თავის კანტურით და მოჭუტულმა ახედა. _ სად უნდა გეთქვა, ბარში?_ იკითხა ცოტა ნაწყენმა და ტუჩები გადმოატრიალა.

-დღესაც არ მითქვამს?_ შეწუხებულმა გაიკვირვა და საწოლზე წამოჯდა. ნატამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და ტუჩები გააწკლაპუნა. _არაუშავს._ მხრები აიჩეჩა და მუცელზე წკლიპურტი უთავაზა.

-ჩემზე აღარ ბრაზობ?_ კითხა შეპარვით და ცალი თვალით გადახედა.

-ამ წუთას, ბოლომდე დაკმაყოფილებული ვარ..._ ჩაიცინა გავაშელმა და ფეხზე წამოდგა.

-მე არ უნდა მკითხო ვბრაზობ თუ არა?_ ჩაილაპარაკა ნაწყენმა და საბანი ცხვირამდე აიტანა.

-გაბრაზებული რატომ უნდა იყო? _ ალმაცერად გადახედა ქალს და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა შარვლის ჩასაცმელად.

-არა ისე... _ ჩაიჩურჩულა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.

«რა ვირიც იყო ის ვირი დარჩა!» გამოაჯავრა ალტერეგომ. «სამაგიეროდ, ბედნიერი ვარ!» გამარჯვებულმა ჩაილაპარაკა გულმა და გახარებულმა ხელები განზე გაშალა... ალბათ! გავაშელი სიცილით გადაიხარა ქალისკენ და მოშიშვლებულ ზურგზე სამჯერ აკოცა ზედიზედ. მერე თითის წვერები აათამაშა მოცეკვავე წყვილებივით მის ზურგზე და თან რაღაცას ეღიღინებოდა.

-გამებუტე?_ კითხა სიცილით და ყელში აკოცა.

-არა, მეძინება!_ გაჯავრებულმა ჩაისისინა და მხარი აუქნია, თითები მომაშორეო. მამაკაცმა კი პირიქით გაიგო და ახლა უკვე მეორე ხელითაც წაეთამაშა. _ უტა, მეძინებამეთქი!_ გაუჯავრდა და თავი ოდნავ მოატრიალა უკან.

-მე კიდევ მშია!_ კოპებშეყრილმა ჩაიდუდღუნა და ნატას მხირდან გადახტა დაბლა.

-საჭმელი მაცივარშია, შეგიძლია გადმოიღო და გააცხელო. _ თვალებდახუჭული ლუღლუღებდა და ცდილობდა როგორმე მოეცილებინა გავაშელი.

-რატომ გგონია რომ საჭელი ვიგულისხმე?_ ჩაიცინა და მის წინ ჩაიმუხლა.

-მშიაო შენ არ თქვი?_ თვალები გაოცებულმა დაჭყიტა, ვაიდა ხომ არ მეკაიფებაო.

-ვთქვი, მაგრამ მე ხომ არ მითქვამს საჭმელი მშია მეთქი?_ უარესად აბნევდა გავაშელის მაიმუნობა.

-უტა რა გინდა? რატომ ცდილობ მომშხამო?_ კითხა ტუჩებდაბრეცილმა და სატირლად მოემზადა.

-მე ხომ გაგაფრთხილე მტირალა ქალები არ მიყვარს მეთქი?_ გაუჯავრდა გავაშელი და ფეხზე წამოდგა.

-შენ ისეც არ გიყვარვარ!

წამოროშა მოულოდნელად და როცა მიხვდა რამხელა სისულელე დააბრეხვა ტუჩბზე სათითაოდ იკბინა. კარებისკენ გადასადგმელი ნაბიჯი, ჰაერში გაუშეშდა გავაშელს. მთლიანი ტანით მოტრიალდა ნატასკენ და წარბაწეულმა დახედა, სულ მთლიანად გაწითლებულ ქალს.

-მართალი ხარ! არ მიყვარხარ, მაგრამ მაგიჟებ!_ ჩაილაპარაკა მტკიცედ და ქალის მხარეს ჩამოჯდა.

ნატამ ოდნავ ამოყო თვალები საბნიდან და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა გავაშელს. «რას ჯავრობ, ხომ იცოდი რომ არ უყვარდი...» ამოისლუკუნა გულმა და განზე გაშლილი ხელები ბარძაყებზე დაიბრახუნა. « მერე რა რომ არ ვუყვარვარ, სამაგიეროდ ჩემზე გიჟდება და ბავშვი უყვარს!» აიმედებდა საკუთარ თავს. «ეგრე მეც არ მიყვარს, მაგრამ ხომ ვარ ბედნიერი?» კითხულობდა გონება. «ხარ... ხარ შე საცოდავო!» ახლა უკვე გულმა დასცინა და გაკოტრიალდა.

-ხო ვიცი..._ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მძიმედ ამოისუნთქა. გავაშელი ღიმილით დაიხარა ქალისკენ და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.

-ჩავალ საზარეულოში, რამე გავამზადებ და საწოლში ვისადილოთ. _ ლოყაზე ორი თითი მოუჭირა და ფეხზე წამოდგა.

^^^

გუშინდელი «ღამე» იმაზე მნიშვნელოვანია გავაშელისთვის ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ახლა უკვე აღარ აღიქვამს გავლილ მომენტებს ისე როგორც გართობის ერთ-ერთ საშუალებას. ახლა მისთვის ეს ყველაფერი იმაზე საინტერესოა, რომ ალბათ მომავალში ყველაფერი ძალიან გართულდება. გართულება გავაშელისთვის, იმიტომ რომ არ არის ასეთ ემოციებს მიჩვეული. საშინლად უჭირს მასთან ყოფნის დროს თავი გაკონტროლება და აი შედეგიც... არა! არ ნანობს, პირიქით ძალიან უხარია ასე რომ მოხდა... ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა. მაგრამ მაშინ იგრძნობდა კი იმას რასაც ახლა გრძნობს. მთელი «ღამე» ქალისთვის თვალი არ მოუწყვეტია და კვლავინდებურად აკვირდებოდა... ოღონდ ახლა უკვე ერთი განსხვავებით. აკვირდებოდა თითებით და არა მარტო თვალებით. უკვე აღარ ფიქრობდა იმაზე რომ ნაყიდ ქალს ეფერება... ახლა მის გვერდით, მისი შვილის დედა და მისი გრძნობების ამშლელი ქალი წევს. რა ქნას ემოციების გაკონტროლება უჭირს და ამას არც მალავს, მაგრამ არ უყვარს!
არ უყვარს ისე როგორც წესი და რიგია. თუმცა არც ეზიზღება, ისე როგორც აქამდე.

საუზმე ჩქარ-ჩქარა მოამზადა. ქალთან გაყოფილი სითბო მოენატრა. ყველაფერი აკურატულად დააწყო სინზე და კიბეებისკენ სამბას ილეთებით წავიდა. «გიჟდები მემგონი!» ჩაილაპარაკა ხმამაღლა და ბოლო კიბეზე შედგა. ოდნავ შეღებული კარებიდან საბანში გახვეულ თვალებდაჭყეტილ ნატას გახედა და ჩაიღიმა. ხელები მაღლა ქონდა ამოყოფილი და მუცელზე პატარ პატარა ფიგურებს ხატავდა. კარები ფეხით შეაღო გავაშელმა და ქალს თვალი ჩაუკრა.

-ჩემი მხარე გააცივე არა?!_ კითხა მოჩვენებითი სიბრაზით და სინი კომოდზე დადო. უცებ გაიძრო შარვალი და ქალთან შეხტა.

-რა ცივი ფეხები გაქვს. _ წამოიძახა ნატან როგორც კი უტას თითები მის ფეხებზე ასრიალდნენ და გველივით დაიკლაკნა.

-შენ კიდევ საოცრად თბილი და მადისაღმძვრელი ხარ!_ ჩასჩურჩულა ვნებიანი ხმით ყურში და სინი მუცელზე დაიდო.

-ეს რა არის?_ ჩაილაპარაკა ეჭვით და თეფშზე მოთავსებულ ფიგურებს დააკვირდა.

-ბლინები.

-მათემატიკაში მეცადინებდი? _ კითხა სიცილით და ლოყაზე ხმაურით აკოცა წარბწეულ კაცს. _ კარგი რა გჭირს... ვიხუმრე.

-მალე ჭამე და მერე უნდა მოგეფერო!_ დაარიგა უცებ და ბლინი მიაწოდა.

-ტკბილია?_ კითხა და ზომოდან მოყრილ შაქარს დახედა.

-ტკბილი რად გინდა, მალე შეჭამე და მე დაგატკბობ. _ ხუმრობას არ წყვეტდა გავაშელი.

-ხვალ ისევ უნდა მოიღრუბლო?_ შეშინებულმა კითხა და ბლინი მადიანად ჩაკბიჩა.

-რას ნიშნავს მოვიღრუბლო?_ იკითხა გაკვირვებულმა და მხრები აიჩეჩა.

-ისევ უნდა შეკრა ხოლმე კოპები და ისევ უნდა მიბრიალო თვალები?_ განუმარტა და პირველი ლუკმა სასულეში გადაუშვა.

-გააჩნია აქედან რომ წამოხტები როგორ მოიქცევი და როგორი გოგო იქნები!_ თვალი ჩაუკრა და დახვეული ბლინი ყბაში გაიქანა.

-არ დაიხრჩო. _ დასცინა ნატამ და ტუჩებზე შემორჩენილი შაქრები ენის წვერით მოიწმინდა.

-ჩემი პატარა მადიანი ქალი!_ სიცილით გადადო სინი კომოდზე და ნატას ზემოდან დააჩერდა.

მთელი დღე თითქმის საწოლში გაატარებინა გავაშელმა. ხან ლოყა ატკივდებოდა, ხანაც შუბლი და ხანაც ტუჩები. ესეც წამალივით ხან ერთ ადგილს განუკურნავდა ხანაც მეორეს... ასე თამაშ-თამაში გალიეს მთელი დღე, მერე ნატამ ამდენიხანი წოლა არ შეიძლება, ცოტა უნდა გავიაროო და საწოლიდან გამოექცა. გავაშელიც აღარ გაჩერებულა დიდხანს, სამზარეულოში ჩააკითხა და სუფრის გაშლა თხოვა. ისიც ცოლივით წინ და უკან დაბორიალობდა და ყოველი დავალების სეშრულებისას დამსახურებულ კოცნას იღებდა ყელში. ზედმეტად ადვილი ეგონა ყოველივე ეს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ან ვერ ხვდება რატომ უნდა გაიწვალოს თავი უაზო ფიქრებით. მაინც ერთად უნდა იცხოვრონ, მაინც ცოლ-ქმარივით იქნებიან და ბედნიერად. რა მნიშვნელობა აქვს გავაშელს გონის დაკარგვამდე ეყვარება თუ ნატაზე გაგიჟდება. მთავარია რომ მამაკაცთან ყოფნის დროს თავს ბედნიერად გრძნობს. თანაც ჯერ ყველაფერი წინ არის, იქნებ გავიდეს დრო და აღმოაჩინონ რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. პატარა რომ გაჩნდება კიდევ უფრო დაახლოვებს მშობლებს ერთმანეთთან და გადაჯაჭვამს. ნატასთვის ესეც საკმარისია, მთავარია შვილი ყავდეს ბედნიერი. რათქმაუნდა უტასთან ყოფნაზე უარს არ იტყვის.

-დღეს მოვლენ ბიჭები?_ იკითხა სიცილით და დივანზე წამოკოტრიალებული უტას მკერდს მიაყრდნო. გავშელი რაღაცის თქმას აპირებდა, კარებზე ზარი რომ დაირეკა. _ მოვიდნენ კიდევაც მგონი. _ ჩაიცინა და ფეხზე წამოხტა. გავაშელის ჩუსტებში გაუყარა ფეხები და ფეხების ფართხუნით წავიდა კარებისკენ. გასაღები რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და კარები გააღო.

ორი მამაკაცის მაგივრად, ორი ქალის დანახვისას, ლამის გული გადაუქანდა შეწუხებულს. ძალიან გავდნენ ერთმანეთს. ერთი აშკარად დიდი იყო, მეორე სადღაც ოცდაათ წლამდე. გაკვირვებულ ქალს და ირონიულად მოცინარ გოგოს გადახედა და მერე მისაღებში წამოწოლილ გავაშელს.

-ძამიკო. _ შესძახა ხმამაღლა ქალმა და ოთახში შეაბიჯა. ნატას ააყოლ-ჩაოაყოლა თვალი და ფეხზე წამომხტარ გავაშელს გახედა._ გამარჯობა, მე ბელა ვარ უტას ტყუპი.

ღიმილით გაუწოდა კარებში გაშეშებულ ქალს ხელი. იმანაც რობოტივით ჩამოართვა და შეეცადა სახის ნაკვთები შეერხია. კარებში მდგარი ქალი ადგილიდან არ ინძრეოდა და ნატას ხან თვალებმოჭუტული, ხანაც თვალებ დაჭყეტილი ათვალირებებდა. მისი ასეთი დამკვირვებელი მზერა უარესად ძაბავდა ქალს. უტა მიხვდა რაშიც იყო საქმე და ნატას გვერდით ამოუდგა. თბილად მოხვია წელზე ხელი და დაუპატიჟებელი სტუმრები მისაღებში შეიპატიჟა.

-მული და დედამთილი. _ ჩურჩულით დაიხარა ნატასკენ და ყელში აკოცა.

წინ წასულ ქალებს ინტერესით დააკვირდა იმნაძე და ტუჩები მოიკვნიტა. შეშინებული ჩააფრინდა გავაშელის მაისურის ბოლოებს და თითებზე დაიხვია.

-ამ გოგოს არ გაგვაცნობ?_ იკითხა ქალმა და შვილს გადახედა.

-ეს ნატაა, ჩემი საცოლე... თქვენი მომავალი რძალი!_ ჩაარიკრიკა უტამ და ქალთან ერთად დივანზე დაჯდა.

-საცოლეო?_ გაკვირვებულმა აწია წარბები ტყუპმა.

-მე ნინელი ვარ უტას დედა. _ თბილად გაუღიმა ქალმა და შვილს თვალების ბრიალით გადახედა._ ჩვენზე რამე ცუდი გაქვს ნათქვამი ხომ?_ ეჭვით კითხა ქალმა შვილს. გავაშელმა თავი გააქნია და ნატას წელზე თითები მოუჭირა._ აბა რატომ მიყურებს ასეთი შეშინებული?_ იკითხა გაკვირვებულმა და მანტო გაიძრო.

-რა გჭრის დედა, მეც ასე ვუყურებდი ლამროს თავიდან. _ ჩაიცინა ტყუპმა და დედას მიბაძა.

-დიდიხანია ერთად ხართ?_ დასვა მოსალოდნელი კითხვა ქალმა... აშკარად ნატას ეკითხება, თორემ უტას გახედავდა.

-საკმაოდ, მალე შვილიშვილსაც გაჩუქებთ. _ არხეინად ჩაილაპარაკა ვითომც და არაფერიო.

-შენ სულ გასულელდი ხომ?_ წამოიძახა ბელამ. _ ამდენიხანია ერთად ცხოვრობთ და ჩვენ ახლა უნდა ვიგებდეთ?_ არანაკლები წყენით გადახედა თავჩახრილ სარძლოს.

-როცა საჭირო იყო მაშინ გაიგეთ და არ გვინდა ამაზე ბევრი საუბარი!_ დაიღრინა კაცმა.

-ხუმრობს ეს კაცი თუ მართლა ორსულად ხარ შვილო?_ ჩაილაპარაკა ნინელიმ.

ნატა ერთიანად ცახცახებდა. საშინლად რცხვენია იმის რაც ახლა მის თავს ხდება. თითქოს რაღაცა საშინელებას ჩადიოდესო ისეთი შთაბეჭდილება აქვს. «ღმერთო ჩემო. რას იფიქრებენ ახლა ჩემზე.» ლუღლუღებდა სასოწარკვეთილი.

-დიახ. _ ამოიკნავლა და გავაშელს მიაშტერდა.

-მერე რისი გეშინია შვილო, ჩვენ კი არ ვიკბინებით. ერთად ყოფნა გინდათ და იყავით!_ ჩაიცინა ქალმა და გასამხნევებლად მუხლზე ხელი დაუსვა.

-რამდენი თვის ხარ?_ საუბარში ჩაერთო ბელაც.

-ორის არის და ნუ მოგუდეთ კითხვებით!_ დაიგესლა კიდევ ერთხელ და თვალები დააბრიალა.

-უტა..._ დატუქსვასავით გამოუვიდა ნატას.

-შენებმა იციან ამ ბედოვლათთან რომ ხარ?_ სიცილით იკითხა ბელამ და ძმას ენა გამოუყო.

-მშობლები არ მყავს. _ ჩაილაპარაკა გაპარული ხმით.

-ბოდიში რა არ მინდოდა. მე უბრალოდ გახუმრება მინდოდა._ წამებში მოიღუშა ბელაც და ძარღვებდაბერილ ძმას თვალებით ბოდიში მოუხადა.

-ყავას დალევთ?

-ექიმმა ამიკრძალა თორემ როგორ არ დავლევ... _ ჩაილაპარაკა ნინელიმ და თავი გააკანტურა.

-წამო მე და შენ მოვადუღოთ. _ სიცილით ჩაუკრა თვალი ბელამ და ფეხზე წამოხტა.

-უტა შენ დალევ?_ მიბრუნდა საქმროს. მამაკაცმა თვალები დაახამხამა და თავი დაუქნია.


-ისე როგორი ქმარია?

კითხა როგორც კი სამზარეულოში შევიდნენ და ღიმილით გადახედა. ნატა როცა მიხვდა რომ სულაც არ გავს იმ გოგოს, რომელიც ბიჭებმა დაუხასიათეს მოეშვა. პირიქით მისგან საოცრად დადებითი მუხტი მოდის. ბელამ წყლის მადუღარა ჩართო და სკამზე ჩამოჯდა. ნატამ მხრები აიჩეჩა. «ხომ არ მოვატყუებ და ვეტყვი გადასარევიმეთქი.» ჩაიცინა გონებამ. ბელამ ხელი აიქნია და სამზარეულოში შემოვარდნილ ბიჭებს გახედა.

-ახლა უკვე გასაგებია რატომაც შეეშინდა ჩვენი ასე._ ალმაცერად აათვალიერა ბიჭები და კოპები შეკრა.

-ვასილევნას ჩვენი მოწიწებული სალამი. რა ქნა მოასწრო დაგესვლა?_ სიცილით ამოუდგა გვერდით გიგიშა და ლოყაზე უჩქმიტა. ნატამ ლოყებ აფარკლულმა გააქნია თავი და ბელას ყავის ფინჯანი მიაწოდა.

უტას გვერდით დაიკავა ისევ ადგილი და ნინელისთან მოჭუკჭუკე ბიჭებს გადახედა. როგორი კარგი ქალია თურმე უტას დედა. მამაც და დაც ძალიან კარგები ყავს, ნეტავ ეს ვის დაესგავსა ასეთი უხეში და ჯმუში. მთელი საღამოა შეკრული კოპებით ზის და ყველას უბღვერს. არც ნატას ტოვებს ნაწყენს და მასაც დაუბრიალებს ხოლმე თვალებს ხანდახან. ბავშვის შესახებ ბევრი ისაუბრეს. ნინელიმ რამოდენიმეჯერ დედამთილურებიც ჩართო და სახელებზე გაიბრძოლა, მაგრამ შვილის ხმის გაგონების თანავე დაიხია უკან და თავის ადგილზე მოთავსდა. «მე და ნატა უთქვენოდაც გავართმევთ როგორმე თავს_ო!» ასეთი პასუხი გასცა ყველას. იმნაძემ ბევრჯერ დაუბრიალა თვალები, როგორ ელაპარაკები დედასო, მაგრამ ვერაფერს გახდა. მერე აქეთ უტევდა გავაშელი შენ ნუ ერევიო და აკეტინებდა. გვიან დაიშალნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. ნატამ გაშლილი სუფრა აალაგა და ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო. ონკანის მოშვებას აპირებდა, სამზარეულოში სარივით რომ დაეჭო გავაშელი და ჩაახველა. უსიტყვოდ გადააწყო ნიჟარიდან მანქანაში ჭურჭელი და მამაკაცს წინ აესვეტა. გავაშელმა ხელები წელზე მოხვია და ტუჩები შუბლზე მიადო საკოცნელად, მაგრამ არ უკოცნია. ასე უბრალოდ იდგა და შუბლზე ეფერებოდა. მერე და როგორ სიამოვნებს ასეთი უბრალოება იმნაძეს. ჭკუას აკარგინებს. უტამ წელზე ხელი მოხვია და კიბეებისკენ წაიყვანა.

-უნდა დავგავო მისაღები. _პირველ საფეხურზე შედგა ფეხი და გააპროტესტა.

-გვიანია, ხვალაც მოასწრებ დაგვას. _ ჩაილაპარაკა უტამ და ოდნავ უბიძგა ადიო.

-სამსახურში არ მივდივართ ხვალ?_იკითხა მოღუშულმა და ოთახის კარები შეაღო.

-გააჩნია, დილითაც თუ ასეთი მადისაღმძვრელი იყავი, კარგა ხანი მოგვიწევს შვებულების აღება. _ ჩაიჩურჩულა გავაშელმა და საწოლზე ჩამოჯდა.

ნატამ სიცილით დასტაცა პიჟამოებს ხელი და სააბაზანოში წავიდა. უცებ მოიწესრიგა თავი და ოთახისკენ წამოვიდა. გავაშელს უკვე მოესწრო გახდაც და საწოლში შეწოლაც. ფრთხილად შეწვა საწოლში და თავის მხარეს მოიკუნტა. ცივი ფეხები ერთმანეთს რამოდენიმეჯერ გაუხახუნა და მერე სულ ერთ ადგილზე გაშეშდა. მამაკაცი ნელა გადმოტრიალდა ქალისკენ და პირ-სახე, ნატას კისერში ჩარგო. თბილი ჰაერი, სასიამოვნოდ უღიტინებდა და გაყინულ სხეულს უთბობდა. გავაშელმა მარცხენა ხელი მისი მუცლისკენ გადაწია და მაგრად მოხვია გატრუნულ ქალს. ნატა თვალებდახუჭული თრთოდა და მამაკაცის თითოეულ კოცნას ყელში კრუსუნით პასუხობდა.

-ძილინებისა მა!_ ჩაილაპარაკა მისი უცვლელი ფრაზა გავაშელმა და ნატას კიდევ ერთხელ აკოცა ყელში, რაც ნატასთვის «ძილინებისას» ტოლფასია. ღიმილით დაადო თითები გავაშელის თითებს და გაიყურსა.

^^^

დილით ტრადიციულად ადრე ადგა, ივარჯიშა და მერე შხაპი მიიღო. ნატას ჯერ კიდევ გაგუდულს ეძინა. ჯერ სამსახურში წასვლამდე საათ ნახევარი აქვთ დრო, ამიტომ ცოტახანი შეუწვება საწოლში და მისი ფერებით იჯერებს გულს. ფრთხილად შეეხო ქალის შიშველ ფეხებს, მერე ნელა დაუყვა თითებით შუბლიდან- ყელამდე გზას. რამოდენიმეჯერ შეიშმუშნა, ნატა მაგრამ თვალები არ გაუხელია. გვერდით იცვალა, მაგრამ ყველგან გადაწვდა გავაშელი. ბოლოს ვეღარაფრით რომ ვერ მოისვენა თვალები დაჭყიტა და მობუზული მიაჩერდა გავაშელს.

-დილამშვიდობისა. _ ტუჩებთან უჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა.

-ჯერ ძალიან ადრეა უტა._ სახე დამანჭა იმნაძემ და საბანი უფრო მჭიდროდ შემოიხვია, თითქოს და ვინმე ართმევსო.

-ალერსში დრო სწრაფად გადის. _ ჩასჩურჩულა ისევ გავაშელმა და ლოყაზე აკოცა. _ როგორ გეძინა?_ კითხა ინტერესით და მხრებზე დაყრილი თმები ბალიშზე გადააგდო.

-საშინლად... ღამე როგორ გძინავს ხოლმე?_ იკითხა ტუჩებგადმობრუნებულმა და თვალები დააწვრილა.

-რითი ხართ უკმაყოფილო?_ იკითხა მრავლობითში და მუცელზე გადახედა.

-საშინელ ფორმებს იღებ ძილში. გაითვალისწინე რომ აქ მეც ვწევარ და მარტო აღარ ხარ!_ გაუჯავრა უცებ ნატა.

-მაშინ შემომეკლაკნე ხოლმე გველივით და დამაბი. _ ჩაიცინა უტამ და ცხვირზე თითი აკრა.

-არ ავდგეთ?_ იკითხა და საათს გადახედა.

-ცოტახანიც და ავდგეთ. _ ჩაილაპარაკა სიცივე შეპარული ხმით და ნატას ორივე ხელი მაგრად მოხვია.

-ისე რა საყვარელი დედა და და გყავს. _ დაიწყო მოულოდნელად და მათი გახსენებისას ღიმილით გაიბადრა.

-ცოტახანი და შენც მოგბეზრდება. _ ჩაილაპარაკა მოღუშულმა.

-ზოგჯერ მგონია რომ გული არ გაქვს. _ ჩაიქირქილა და მისი მოცილება ცადა, სახე უკეთ რომ დაენახა.

-მეც!_ ხმა დაიბოხა გავაშელმა და ფეხზე წამოდგა.

-რა შენც?_ იკითხა გაკვირვებულმა სიცილით. გავაშელმა უსიტყვოდ გადახედა ქალს და სავარძელზე გადაკიდებული ტანსაცმელი ჩაიცვა.

ნატაც წარბშეკრული წამოდგა საწოლიდან და უტას ღრენით გადახედა. თავისთვის ყავა და კრუასანები გაამზადა, ნატასთვის ცხელი ჩაი და ხილის ნამცხვარი. მთქნარებით შემოვიდა სამზარეულოში ნატა და თავისი ადგილი დაიკავა. როგორც ყოველთვის საუზმეზე ხმას არცერთი არ იღებს. სამსახურამდე რამოდენიმეჯერ გააფრთხილა რომ იქ ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან, აი როცა უტას კაბინეტის კარებს მიხურავენ მერე უკვე ცოლ-ქმარი. დაცვის უფროსს მანქანის გასაღები ჩააბარა და ნატას შესასვლელისკენ მიუთითა. გზაში უამრავ ადამიანს გამოელაპარაკა და უამრავ ადამიანს გააცნო ნატა. ყველას თბილი ღიმილით ესალმებოდა და თავს უკრავდა იმნაძე... რაც გავაშელს საშინლად აღიზიანებს. ვერ ხვდება რა საჭიროა ყველას ასე თბილად მოექცე. თუმცა ნატა და უტა ძალიან გასნხვავდებიან ერთმანეთისგან და ეს არც უკვირს. ქალისგან ყოველთვის მოდის, ძალიან დადებითი მუხტი და დიდი სიყვარული. ბიჭები უტას კაბინეტში ისხდნენ და ელოდებოდნენ. ნატას დანახვისას ორივემ ომახიანად შესძახა და ახალი სამსახურის დაწყება მიულოცეს.

-მე შეხვედრაზე ვარ წასასვლელი და ნატას თქვენ მიხედეთ. _ ჩაილაპარაკა აჩქარებულმა და საბუთების ჩანთას ხელი დაავლო. _ თუ რამდე დაგჭირდეს ბიჭებს უთხარი და შემატყობინებენ.

^^^

ნატამ ღიმილით დაუკრა თავი და თავისი ადგილი დაიკავა. არცერთი წამით ტოვებდნენ ლადო და გიგიშა. ყველა საჭირო საბუთი სამდივნოში გადმოიტანეს და აქ აკეთებდნენ თავის გასაკეთებელ საქმესაც. ნატამ მალევე აითვისა კომპიუტერი და ასევე სხვა საჭირო საქმეები. სამდივნოში რამოდენიმეჯერ გრძელფეხებიანი ლამაზმანებიც შემოვიდნენ ახალი მდივნის გასაცნობად. ზოგს დიდად არ მოუვიდა თვალში, ზოგმა ძალიან კარგად მიიღო. მათი უმეტესობა ხანში შესულ საზოგადოებას წარმოადგენდა.

-ის გოგონები ამ სართულზე მუშაობენ?_ იკითხა გრძელფეხებიანების გასვლის შემდეგ ეჭვით.

-კი, ოღონდ ეგენი დერეფნის ბოლოში არიან. _ ჩაიცინა ლადომ და გვერდით მიუჯდა.

-ხშირად შემოდიან ხოლმე აქ?_ ვერ ისვენებდა იმნაძე და კითხვებით ბურღავდა ტვინს.

-არა-ა უტასთან მაგათ შეხება არ აქვთ. შენთან მოაქვთ ყველა საბუთი და მერე შენ შეგაქვს უტასთან. _ ეშმაკური ღიმილით ჩაურაკრაკა გოგორელიანმა.

-ჩემი და უტას ამბავი არ იციან ხომ?_ იკითხა ქალური ხრიკით და ფეხი ფეხზე გადაიდო. ერთდროულად გაუქნიეს თავები ბიჭებმა. _ ძალიან კარგი... _ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და წელში გასწორდა.

-მოკლედ, ახლა ჩვენ უნდა გავიდეთ ცოტახნით და არ მოიწყინო... თუ რამე ჩვენი ნომრები მაგიდაზე გაქვს მიკრული და გადმოგვირეკე. _ დაარიგა გიგიშამ და სამსახურის ტელეფონზე თითები აათამაშა.

ბიჭების გასვლისთანავე წამოხტა ფეხზე და ოთახი უკეთ მოათვალიერა. როგორც ჩანს გავაშელის ხასიათის გავლენა აქაც იგრძნობა. როგორი დაბურული და ბნელი სამდივნო აქვს, და მერე კაბინეტი. გეგონება კუბოში წევსო. დივანზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო. ჯერ საქმეც არაფერი აქვს რომ აკეთოს. ყველაფერი ბიჭებმა მოაგვარებინეს წეღან. ახლა ერთადერთი რაც დარჩენია უტას დაელოდოს. სამდივნოს კარებს იქით მოკისკისე გოგონების ხმა ძალიან ეცნო და წარბწეულმა გახედა კარებს. «რა გჭრის შენ?» ხმამარლა კითხა საკუთარ თავს. « უტასთან რომ ხარ ეგ ყველაფრის უფლებას კი არ გაძლევს!» დატუქსა საკუთარი თავი როგორც კი ეჭვიანობა შენიშნა. არადა რა ქნას, საშინლად არ მოსდის არცერთი მათგანი თვალში. გრძნობს რომ არცერთია სანდო. კიდევ კარგი უტასთან ერთად არ ყავს რომელიმე ნანახი, თორემ მერე ალბათ სულ გადაირეოდა. არ არის მიჩვეული ეჭვიანობას, მაგრამ საშინლად ეჭვიანია. სულ გრძნობდა შინაგანად რომ არავის არ დაუთმობს საყვარელ ადამიანს. კაცი იქნება ეს თუ ქალი არ აქვს მნიშვნელობა... მერე რა უტას რომ არ უყვარს, მთავარია რომ ერთად არიან და ერთ საწოლს იყოფენ. ეს უკვე ნიშნავს იმას რომ მესამე პირის ჩარევა საჭიროებას არ წამოადგენს. კარები მალევე გაიღო და ისევ გამოჩდნენ საშინლად მომღიმარი გოგონები.

-უი ნატა, მარტო ხარ?_ იკითხა ერთ-ერთმა... ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა სახელები.

-ახლახანს გავიდნენ ბიჭები. _ ჩაილაპარაკა ღიმილით.

-უტასთან ქასთინგით მოხვდი?_ უცებ გაუშინაურდნენ და გვერდით მიუსხდნენ.

-არა-ა. _ დაბნეულმა ამოილუღლუღა და მისკენ მომართულ სამ წყვილ თვალს გადახედა.

-იცი შენ მერამდენე ხარ?!_ მემგონი ეს მარიანა უნდა იყოს... _ შენამდე ვინც ყავდა ყველა გაექცა._ დასერიოზულდა უცებ.

-რატომ?_ შეშფოთებულმა იკითხა.

-ვერცერთმა გაუძლო მაგის ხასიათს. იცი რა საშინელი ადამიანია? რომ ვუყურებ სიცივისგან მაჟრიალებს. _ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები ქალმა. _ მაგრამ რაც მართალია მართალია, საშინლად სექსუალური მამაკაცია!_ ტუჩი მოიკვნიტა და სახეგაშტერებულ ნატას ჩაუცინა.

«ორსულად არ ვიყო, გიჩვენებდი სექსუალურს.» ჩაიქირქილა გონებამ. სახეზე სულ ახურდა სიბრაზისგან. ცოტაც და ალბათ მათი სიტყვების რახა-რუხისგან გაგულისებული იფეთებდა, კარები გავაშელს რომ არ შემოეღო წარბწეულს.

-რახდება აქ?_ იკითხა ღრენით და ქალები მოათვალიერა. _ შეაფასეთ უკვე?_ იკითხა აგდებით და თითით ანიშნა ფეხზე წამოხტითო. _ თქვენს საქმეს მიხედეთ და ამ ოთახში თვალი აღარ მოგკრათ!_ სათითაოდ გაუძახა გარეთ და კუთხეში მიყუჟული ნატასკენ მოტრიალდა. _ გადაგრიეს არა!?_ წამებში შეეცვალა ხმა გავაშელს.

-ხშირად შემოდიან ხოლმე აქ?_ მის კითქვას გვერდი აუარა და ფეხზე წამოდგა.

-ახლა ჩუ! _ ტუჩებზე თითი მიადო და შუბლი შეკრა. _ ეჭვიაბოა, ცოლური ისტერიკები და მსგავსი უაზრობები ჩვენგან ძალიან შორს უნდა იყოს... დაიმახსოვრე მე ორ ქალზე ერთ დროულად არ ვნადირობ! ერთხელ მონადირებულს სანამ ბოლომდე არ გადავუშვებ სასულეში მეორეს არ ვეკარები! _ღიმილით ჩაუკრა თვალი.

-ანუ, კაცმა არ იცის როდის გადამიშვებ სასულეში არა?!_ იკითხა ტუჩებდაბრეცილმა და თავის სავარძელში ჩაჯდა.

-ხედავ? ქალები კაცის ნათქვამს, ძალიან რთულად და არასწორად იგებთ. მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე!_ გაუჯავრდა უტა და მის მუხლებთან ჩაიცუცქა. _ მე და შენ სავარაუდოდ ერთმანეთზე შებერება მოგვიწევს.ანუ სასულეში კი არ გადაგიშვი, გამეჭედე! _ ჩაუცინა და ცხვირზე თითი დაკრა.

-მე არ მინდა რომ მოგბეზრდე... _ ჩაილაპარაკა ტირილნარევი ხმით და ტუჩები კვლავ დაბრიცა.

-მაგის გეშინოდა გუშინ დილით?_ კითხა თვალების ფახუნით და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. ნატამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და გაიტრუნა. _ მე ხომ გითხარი რომ ჩემი არ უნდა გეშინოდეს. და თუ შენ ჩემი არ გეშინია, ეგ უკვე ნიშნავს რომ მე შენ არ მომბეზრდები!

-და მერე იძახი ქალებს რთულად გესმითო. _ ჩაილაპარაკა ხმამაღლა და მკერდზე ხელი კრა. _ ნორმალურად ამიხსენი ხოლმე. _ გაბუტულმა გადააქნია თავი და კომპიუტერს მიუტრიალდა. უტა ფეხზე წამოდგა და ნატასკენ დაიხარა. წამებში შემოაძაცვა სვიტერის საყელო და ყელი მადიანად დაუკოცნა.

-ახლა რომ არ ვიცოდე სად ვართ და რისთვის, შენს თავს ვერავინ გამომგლეჯდა!_ ჩაილაპარაკა მოგუდული ხმით და კიდევ უფრო ვნებიანად დაკოცნა ქალი.

-ვინმე შემოვა. _ მხარი აქინია იქნებ მომცილდესო ნატამ. არადა როგორ არ უნდა რომ მოსცილდეს და კოცნა შეწყვიტოს. პირიქით ესეც მამაკაცის აზრზე დგას. _ უტა, უხერხულია..._ ძლივს ამოილუღლუღა ჩამწყდარი ხმით და მოშორებით მდგარ მამაკაცს ახედა. რომელიც ვნებიანი მზერით ისავამდა ტუჩებზე თითს._ბატონო უტა, ძალიან გთხოვს ნუ მაცდენთ... მიხედეთ თქვენს საქმეს!_ ჩაილაპარაკა საქმიანი ქალის ტონით და ცხვირი აიბზუა.

-მედიდურობაც როგორ გიხდება ჩემო პატარა ქალო!_ ისევ მიეპარა უკნიდან და თმებზე აკოცა.

-იცი იმ გრძელფეხებას რომ მოსწონხარ... ასე თქვა სექსუალურიაო! _ მაინც ვერ მოისვენა მოხტუნავე ენამ.

-მოიცა შენ რა არ ეთანხმები?_ წარბაწეულმა იკითხა და ქალს ზემოდან დააჩერდა.

-როგორ გეკადრებათ, მე უბრალოდ სიტუაციაში გაგარკვიეთ, მერე რამე ისეთი რომ არ მოხდეს. _ თითი ჰაერში დაატრიალა და «ისეთი» მოხაზა.

-მე შენ რა გითხარი?_ კითხა დასერიოზულებული ტონით და ცალი მხარით კედელს მიეყრდნო.

-ხო ვიცი. არ უნდა ვიეჭვიანო! და არც ვეჭვიანობ! _ ჩაილაპარაკა ქალური სიამაყით და კარებში შემოცვენილ ბიჭებს გახედა.

-უტაც მოსულა. _ წაიღიღინა გიგიშამ._ საჭმელად არ გავიდეთ? მოშივდებოდათ ამათ! _ ჩალაპარაკა ღიმილით და მუცელს მიაშტერდა.

-სადღაც გადავრეკავ და გავიდეთ. _ კაბინეტში შევიდა უტა...

სანამ ნატამ ჩაიცვა და გაემზადა ამასობაში გავაშელიც გამოვიდა. ახლო მდებარე კაფეში წავიდნენ საჭმელად. უტა მთელი გზა უთანხმდებოდა რომ ბევრს შეჭამს და მთელი დღის შიმშილობას ამოინაზღაურებს.

-არ ვჭამ მე უტა ეგეთებს. _ ჩაილაპარა როგორც კი შეკვეთა მოისმინა.

-აბა რა რას ჭამ რძალო?_ იკითხა ლადომ და წყალი მოსვა.

-წვნიანი მინდა რამე. _მამაკაცების გაკვირვებული სახის დანახვისას სიცილი ძლივს შეიკავა. _ რა იყოთ, ბორში და სუფი კი არ მიგულისხმია. წვნიანი ლობიო მინდა. _ გამოაცხადა ომახიანად და პირდაღებულ მიმტანს ახედა.

-წვნიანი ლობიო არ გვაქვს. _ ჩაილაპარაკა გოგონამ.

-მაშინ ქათმის სალათა მომიტანეთ, ბევრი მაიონეზით. _ გაუღიმა და ბიჭებს მიუტრიალდა.

-წვნიანი ლობიო რომელია გაფიცებ?_ სიცილით კითხა გიგიშამ.

-ჩვეულებრივ ლობიოსაც აქვს წვენი, არ ჩაზილო და ეგ არის._ მხრები აიჩეჩა ლადომ.

-არა, წვნიანი ლობიო სხვანაირად მზადდება. ცოტა ტკბილია ოღონდ. _ დასცინა ბიჭებს.

-ოო, უტა ძმისგულ გამაგრდი!_ მხარზე ხელი მაგრად დასცხო ლადომ და დაბოხებული ხმით შემოუძახა.

-სულაც არა. ჩვენი ბიჭი ძალიან ჭკვიანია და ღამე სულელური მოთხოვნილებები არ აწუხებს! _ გადააქნია თავი ნატამ.

აშკარად ესიამოვნა გავაშელს «ჩვენი ბიჭის» მოსმენა და გაიბადრა. ნატას კიდევ ის ესიამოვნა მამაკაცს რომ ასიამოვნა და მშვიდად ამოისუნთქა.


^^^

თვის ბოლოს არაფრით არ გაუშვა ნატა კონსულტაციაზე მარტო. პირვლად უნდა მოვისმინო ჩვენი ბიჭის ხმაო და თვითონაც გაყვა. მთელი გზა მუცელზე უყურებდა და ეფერებოდა. დერეფანშიც კი კუდში დასდევდა რამე არ იტკინოო. საერთოდ ამ ბოლო დროს უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ქალის მიმართ, ისე თვითონაც რომ ვერ ხვდება. ღამე უამრავჯერ ეღვიძება და ამოწმებს ხომ კარგად არისო. საშინლად უნდა ერთხელ მაინც რომ შეაღვიძოს ნატას ხელმა და ამცნოს რომ მათ ბიჭს ღამის სურვილი გაუჩნდა. დილით ისევ ისე დგება და ისევ ისე ბრუნდება მერე საწოლში ქალის მოსაფერებლად. ესეც უტას ალერსში ჩაკარგული, ინაბება და კრუსუნებს. სამსახურშიც ძალიან კარგად მოერგო ყველაფერს ნატა. ცდილობს უტა არ გააღიზიანოს და მათ ურთიერთობაზე ბევრს კი არა საერთოდ არ საუბრობს. სამაგიეროდ გავაშელის ენით უკვე ყველამ იცის რომ ნატა მისი საცოლეა. სულაც არ აწუხებს ის ფაქტი, მათი ერთად დანახვის დროს ათასი ხმა რომ დაიგუგუნებს ხოლმე ზურგს უკან.
ექიმმა მამაკაცი რომ დაინახა თანაც ქალის ხელს ჩაბღაუჯებული გაუკვირდა. გავაშელი მიხვდა რაშიც იყო საქმე და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ნატას გასამტყუნებელი არაფერი აქვს. დრო და დრო იმნაძე უფრო და უფრო უჭერდა ხელს კაცის თითებს და სულელივით იღიმოდა.

-ხედავ როგორი გაზრდილია?_ სიცილით გადახედა ქალმა და მონიტორზე თითი დაადო. _ ჯერ კარგად არ ჩანს, სქესსაც ვერ გეტყვით, მაგრამ იქითა კონსულტაციაზე უკვე გვეცოდინება. _ დააიმედა ქალმა. _ ახლა გულს მოვუსმინოთ.

მერე საერთოდ აღარაფერი ესმოდა. ხედავდა მარტო მონიტორს და პაწაწუნა მოძრავ არსებას რომელსაც მისი შვილი ქვია. ღიმილით დახედა ცრემლებამდე მისულ ნატას და შუბლზე ბედნიერმა აკოცა. ბოლო ერთი თვის მანძილზე საშინლად ბედნიერია და ამას ნატას უნდა უმადლოდეს. რომ არა ეს ქალი ვერასდროს გაიგებდა ალბათ რა ბედნიერება იყო მამა... რამხელა სიხარულია როცა შენი შვილის გულისცემა გესმის და მის მოძრაობებს ხედავ. საავადმყოფოდან ქალზე მიხუტებული გამოვიდა. მანქანაშიც თვითონ ჩასვა და ღვედითც თვითონ შეუკრა. ნატა სიცილით ეთამაშებოდა ცხვირზე და «მგონი მოგარჯულეთო.» გაიძახოდა... მაგრამ უტას სახეს რომ წააწყდებოდა. «ჯერ ვერა!»_ო დაამატებდა.

ლადოს და გიგიშას წყალობით გერმანის ვიზიტი რომელიც კიდევ ერთი კვირით გადაწიეს თვის ბოლომდე, რადგან გავაშელი კონსულტაციაზე უნდა წასულიყო, ორ დღეში იგეგმება. მაგრამ მშვიდად მიდის როცა იცის რომ ნატას ამდენი ადამიანის იმედზე ტოვებს. ლადო აუცილებლად თან უნდა წაიყვანოს, სამაგიროდ ლადოს-ცოლ შვილი გადმოსახლდება ცოტახნით ნატასთან. ისინიც მარტო არიან და ეკას ეშინია სახლში დარჩენა. თან ეს ძალიან კარგი საშუალება გავაშელისთვის. ნინელი და ეკაც მიაქცევენ ყურადღებას. გიგიშა ხომ საერთოდ, «მეც გამინაწილეთ საწოლიო» ხუმრობდა.

რატომღაც გერმანიაში ვიზიტი, ძალიან კარგ გამოსავლად მიაჩნდა უტას. ეგონა რომ იქიდან ჩამოსული სულ სხვა თვალით შეხედავს მის ახლანდელ ცხოვრებას და ბევრ ახალ რაღაცას აღმოაჩენს. თან დაფიქრდება და გაანალიზებს რა როგორ გააკეთოს. ნატას მთელი დღის ლექციები ჩაუტარა იმასთან დაკავშირებით რომ კვება და დღის რეჟიმი აუცილებლად უნდა გამოასწოროს... ექიმის ყველა მითითება გაუმეორა და ფურცელზე ჩამოუწერა.

-უტა, დამღალე უკვე!_ დაიწუწუნა და სამზარეულოში გაფრატუნდა.

-ნატა! ხომ იცი არა, რასაც გეუბნები ყველაფერს მალე ივიწყებ. გუშინაც არ გიჭამია საჭმელი, შესვენებაზე!_ გაუბრაზდა და დაუბრღვირა.

-ახლა უკვე ჩევჭამ! _ ჩაილაპარაკა და ვაშლი ჩაკბიჩა. მამაკაცის ეჭვით დაწვრილებულ თვალებს რომ გადააწყდა ხელები სიცილით მაღლა აწია და ჩაილაპარაკა. _ ჩვენს ბიჭეს გეფიცები! _ გავაშელმა სიცილით აკოცა შუბლზე და დასაძინებლად ავიდა.

მეორე დღეს არავის მისცა უფლება აეროპორტში წაყოლოდა. მარტო ის და ლადო წავიდნენ და გაფრინდნენ. წასვლამდე მთელი დილა ეფერებოდა ნატას და კიდევ უმეორებდა ერთი და იგივეს. ბოლოს ტუჩები გემრიელად დაუკოცნა და წავიდა.
^^^

რატომღაც სულ ფიქრობდა რომ ასეთი ცივი მამაკაცის გვერდით ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ეგ კი არა რამდენიმე კვირის წინ გავაშელი ეზიზღებოდა... ეს ნატას ეგონა რომ ეზიზღებოდა, სინმადვილეში სულაც არ სძულდა ეს კაცი. უბრალოდ ვერ აიტანა, ფულზე რომ გაიყიდა და საკუთარ თავს დააჯერა რომ გავაშელი ეჯავრება. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ახლა იცის რომ ეს მამაკაცი ძალიან სასიამოვნო პიროვებაა და მასთან ერთად ცხოვრების დროს თავს ძალიან კარგად გრძნობს. მართალია ხასიათი ვერაფრით ვერ შეაცვლევინა და ისევ ისეთი ქვაა, მაგრამ ნატა მაინც ბედნიერია. ამასობაში ვასილიც გაიცნო. ისეთი გახარებული ეხვეოდა, ბავშვთა სახლიდან გადმოსულ გოგონას, უფროსი გავაშელი რომ ნატას აეტირა. ძალიან დიდი სიყვარულით მიიღო კაცმა. ზუსტად ისე, ან უფრო დიდი დოზით როგორც ადრე, ბავშვობაში. ბელა ეხუმრებოდა, მემგონი მამაჩემს ჩვენ აღარ ვუდნივართო. თავიდან ეუხერხულებოდა გოგონას ასეთი ხუმრობები, მაგრამ მერე რომ გაიცნო მიხვდა, რომ ბელასთვის ეს ჩვეულებრივია და საწყენად არაფერს ამბობს. შვილიშვილის შესახებ რომ გაიგო სიხარულით თვალები აუცრემლიანდა.

უტას გერმანიაში ვიზიტი საშინლად არ მოსწონს, მაგრამ ხმას რა ამოაღებინებს. თვითონ არის მომსწრე, ყოველ წამს ურეკავენ და ახსენებნ. ამიტომ თვითონ დაუჯავშნა ბილეთები და კაბინეტში შეუტანა.
გავაშელის თხოვნით და მოთხოვნით, მთელი სამეგობრო მასთან შეიყრება, მისი წასვლის შემდეგ. ეკასთანაც კარგ ურთიერთობა აქვს და თანაცხოვრების დროს უფრო დაუახლოვდება. თან ლუკასთან ყოფნაც ძალიან გაართობს და გაახალისებს.

დილაობით გავაშელის კოცნა რომ არ აღვიძებს, არასრულყოფილად გრძნობს თავს. ისეთი შეგრძნება აქვს რომ რაღაცა ძალიან მოაკლდა და მას მის გარდა ვერავინ ამოავსებს. შვილსაც აღარავინ ეუბნება ძილის წინ «ძილინებისა მა» და არც ნატას კოცნის ყელში გავაშელი თავისი ცხელი ტუჩებით. ახლა უკვე ღამე გამოღვიძება და მის ბალიშთან ნებივრობა ჩვევად ექცა. სულელივით ჩაეჭიდება ხოლმე უტას ბალიშს და დილამდე ხელს არ უშვებს. მერე ადრიანად დგება ვერანდაზე გადის და დილის სუფთა თბილისს უყურებს. ზოგჯერ ეშინია რომ ასეთი დანაკლისი ძალიან სერიოზულ რაღაცაში გადაიზრდება და გული ეტკინება... იცის რომ გავაშელი, არასდროს შეიყვარებს, მამაკაცმა ბევრჯერ უთხრა რომ არ უყვარს და ეს სრულიად საკმარისია რომ გული ეტკინოს... ამიტომაც ცდილობს გრძნობებს არ აყვეს და ბევრი არ იფიქროს, თორემ აუცილებლად დაიჭერს სადღაც სიყვარულს და ალბათ გაგიჟდება.
დილაობით გიგიშა გამოუვლით ხოლმე და ერთად საუზმობენ ყველა. მერე ლუკას ბაღში ტოვებენ, ეკას სამსახურში და თვითონაც მიდიან უტას საქმეები გასაკეთებლად. რაც ბიჭები წავიდნენ მათ საქმეებსაც ესენი აკეთებენ. ხელმოსაწერ საბუთებს ორივე ათასჯერ კითხულობს და მერე აწერს ნატა ხელს უტას მაგივრად. გავაშელმა სპეციალურად ამეცადინა ორი კვირა ხელის მოწერაზე. თან აფრთხილებდა «ეს რომ ვინმემ გაგვიგოს დავიხურებით_ო» ნატას სულ ცდილობს სახლში მოაწეროს საბუთებს ხელი. ზოგჯერ უტასაც უკითხავს ხოლმე და ერთად განიხილავენ.

-ნატაშ, როგორ ფიქრობ საქორწინო კაბაში ღიპი მექნება?_ იკითხა სიცილით ბელამ და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე თითები გადაისვა, თან ნიკას მხარი გაკრა სიცილით.

-მერე მაგას რა ჯობია. ორსული პატარძლები ძალიან ლამაზები არიან. _ ჩაილაპარაკა გულწრფელად და სევდიანი ღიმილით დახედა მუცელს. როგორ უნდა თვითონაც დადგეს ერთ დღეს, სიყვარულით სავსე ტაძარში და ერთგულება შეფიცოს საყვარელ მამაკაცს.

-ხედავ, შენ კიდევ ჩემი არ გჯეროდა. _ ჩაიცინა ნიკამ და შუბლზე აკოცა.

-როგორ არ მჯეროდა სულელო, უბრალოდ გადავამოწმე. _ ბელამ თვალები დაუფახუნა და ტუჩებზე მოწყევტით აკოცა.

-როდისთვის გეგმავთ ხელისმოწერას?_იკითხა ინტერესით.

-ვხუმრობ, რა ხელის მოსწრას. ჯვარი დაწერილი გვაქვს რაც მთავარია._ ჩაიცნა ბელამ.

-ჩვენც მოვედით. _ შემოსასვლელიდან გაისმა ეკას ხმა. ლუკას ფეხების პარტყუნი რომ გიაგონა სიცილით მიტრიალდა მისკენ და პატარას სხეული გულში ჩაიკრა.

-შენ რომ ლექსი მასწავლე დღეს მოვუყევი მასწავლებელს და ასე მითხრა « მთლად გადაშენებულიც არ ყოფილხარო.» _სიცილით მოახსენა ბავშვმა და კალთაში ჩაუხტა.

-დღესაც ვისწავლოთ რამე კარგი ლექსი და სულ გადავრიოთ შენი მასწავლებელი. _ ჩაიცინა ნატამ და გაბუშტული ლოყები დაუკოცნა.

-იცი რა მაგრად ირევა ხოლმე?_ სიცილით აიჩეჩა თმები და დედამის გადახედა._ დე, შენ ხომ ნახე როგორ გადაირია?_ თბილი ხმით იკითხა ლუკამ.

-კი დედი ვანხე. შენ რას შვები როგორ ხარ?_ მიუბრუნდა ნატას.

-კარგად ვარ, დღეს ცოტა დავიღალე სამსახურში. _ თვალები ააფახუნა და გაუღიმა.

-ძალიან იტვირთები და უტამ რომ გაიგოს ხომ იცი გადაირევა. _ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. _ თან ამ ბოლო დროს ჭამასაც მოუკელი. _ საყვედურობდა ეკა. _ შენ რას იცინიხარ? შენ ამაზე უარესი ხარ. _სიცილით გაჯავრდა მოკისკისე ბელას.

-მე ჩემი მეუღლე კვებასაც მიკონტროლებს და რეჟიმსაც. _ სიამაყით გაიჯგიმა და ნიკას უფრო აეკრო.

-გიგიშამ რაო როდის მოვალო?_ ყველამ ნიკას გადახედა.

-მე რომ ველაპარაკე გზაში ვარო, მოვა სადაცაა. _ ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი გოგონებს და ბელას თავზე აკოცა.

-მამიკო მომენატრა.. _მოულოდნელად ტირილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ბავშვმა.

-მერე მოდი ჩაეხუტე!_ სიცილით ჩაილაპარაკა უკან ლადოს ხმამ.

გაოცებულებმა მიატრიალეს თავები და კარებში აყუდებულ სამ აყლაყს მიაჩერდნენ. ცრემლიანი თვალებით გადახედა გავაშელს და კალთიდან წამომხტარ ლუკას ხელი ინსტიქტურად გააყოლა. ყველა ჩასახუტებლად წამოიშალა, მარტო ნატა იჯდა, ერთ ადგილზე გახევებული და ვერ გაეგო, რა უნდა გაეკეთებინა. გავაშელმა მეგობრების ბრბოდან გამოახწია და ღიმილით წამოვიდა ქალისკენ. გვერდით ჩამოუჯდა და ორივე ხელი ძალიან ძალიან მაგრად მოხვია მხრებზე. აკანკალებულმა შეახო ფრთხილად თითები და მიხვდა რომ საშინლად მონატრებია ეს მამაკაცი. მისი სხეულიდან წამოსული სითბო, თვითონ სხეული, სუნამოს სუნი, და რაც მთავარია მისი კუშტი მზერა რომელიც მაინც საშინლად მოსწონს. გავაშელმა ფრთხილად გაწია უკან და ხელებით სახე დაუჭირა.

-მომენატრეთ! _ ტუჩებთან უჩურჩულა და მონატრებული ბაგეები დააგემოვნა. ტირილნარევი სიცილით მოხვია ხელები ქალმა და გულზე მიიკრა.


^^^

ცხოვრებაში პირვლად გაუჭირა სახლისგან შორს ყოფნა. ყოველი შეხვედრის შემდეგ სურვილი ქონდა თვითფრინავში ჩაჯდარიყო და სახლში მისულიყო. საშინლად გუდავდა გერმანიის ჰაერი. უმეტეს წილად სასტუმროში იყვნენ და საქმეებს აგვარებდნენ... სულ ცდილობდა რომ ნატასგან შორს ყოფილიყო და იშვიათად ურეკავდა. საქმეებზე საუბრობდნენ თითქმის... მის ამბებს გიგიშასგან გებულობდა. ლამის ყველა ლუკმის დათვლა მოთხოვა ძმაკაცს. როცა მიხვდა რომ ეს ყველაფერი უკვე გადამეტებულად ჭირს, ცდილობდა რომ ნაკლები ეფიქრა ქალზე...მაგრამ არ გამოსდის. ძილის წინ საშინლად აღიზიანებს ცარიელი მხარე, რომელსაც ვერც კი ეკარება. ახლა უკვე ერთი სული აქვს სახლში მივიდეს და ადამიანების ხმებით გაყრუებულ კედლებში იმოძრაოს. იმ სახლში სადაც იმნაძე და მისი პატარა სუნთქავენ. ალბათ ამის ეშინოდა გავაშელსაც, მაგრამ დაემართა და გვერდს ვერ აუვლის. მეტის საშინლად სიამოვნებს მონატრების და ნერვიულობის შეგრძნებები.
არ არის მიჩვეული ასეთი ცხოვრების წყობას. ვერ იტანს როდესაც გამუდმებით ვიღაცაზე უწევს ფიქრი, მაგრამ ახლა ნატაზე და ბავშვზე რომ არ იფიქროს ალბათ გადაირევა. ნახვით რომ ვერ ნახულობს, მაგაზე ეკეტება და ფიქრიც რომ ვერ შეძლოს ალბათ გაიგუდება.

საქმეები იმაზე ადრე მოაგვარეს ვიდრე, გეგმებში ქონდათ. ამიტომ პირველივე რეისზე აიღებს ბილეთები და გამოფრინდნენ. ლადოს ყველა სიტყვაში გრძნობდა ცოლ-შვილის მონატრებას და რაღაც მომენტში საკუთარ თავზე გაბრაზდა, ამდენი ხნით რომ დააშორა მათ... მერე წარმოიდგინა თვითონაც ასე ხმამაღლა რომ გამოაცხადებს «ბავშვი მომენატრაო». აეროპორტში გიგიშა დახვდა. აიჩემა არავის გავაგებინოთ ისე დაადექით თავზეო. ღიმილით გადავიდნენ მანქანიდან და სახლში შევიდნენ. ისე იყვნენ გართულები საუბარში, ყურადღება არცერთს მიუქცევია. საშინლად გაბრაზდა ნატაზე, კვებაზე და დაღლაზე რომ გაუგო. «დაგიმარტოხელებ» ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და ლადოს მკერდზე აკრულ ლუკას თმები აუჩეჩა. ყველა სწრაფად მოიკითხა და დივანზე გახევებული, აცრემლიანებული ქალისკენ წავიდა. როცა უკვე თავისთან დაიგულა და იგრძნო რომ მისი სხეულის სუნი მასაც გადაედო, მაშინ იგრძნო ენით აღუწერელი მონატრება და ეს არც დაუმალავს. პირიქით, ცხოვრებაში პირვლად არის ასეთი გულახდილი ქალთან და აღიარებს იმას რასაც გრძნობს. და მერე როგორი კმაყოფილია ამით. ნატას ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალები რომ დაინახა მიხვდა რომ დასამალი არც არაფერია.

მთელი საღამო გვერდი-გვერდ ისხდნენ და ბიჭების წარმატებას და დაბრუნებას აღნიშნავდნენ. გიგიშა ნატას ვაჟკაცობებზე უყვებოდა და სიამაყით გაჯგიმულ გავაშელს მხრებში უბრახუნებდა ხელებს. ლადომ ცოლ-შვილი აღარ გააჩერა და სახლში წაიყვანა. აღარც დანარჩენები დარჩენილან დიდხანს, სუფრის ალაგებაში დაეხმარნენ და წავიდნენ.
საწოლში ერთმანეთზე მიწებებულები იწვნენ და ჭერს მიშტერებოდნენ.

-რატომ არ ჭამ საჭმელს?_ მოულოდნელად იკითხა უტამ და საფეთქელზე ტუჩები მიადო.

-როგორ არ ვჭამ. უბრალოდ ზოგჯერ არ მშია, სამაგიეროდ ღამე ვინაზღაურებ ხოლმე. _ ჩაიცინა და ხელები უფრო მაგრად მოუჭირა.

-ღამე გეღვიძება ხოლმე?_ იკითხა გახარებულმა და თავი ოდნავ წამოყო. _ ანუ დღესაც გაგეღვიძება?_ რატომღაც ძალიან გაუჭირდა ემოციების დაფარვა. როცა წარმოიდგინა როგორ ჩადის კიბეებზე ნატას სურვილის ასასრულებლად გააკანკალა.

-არ ვიცი, აქამდე მეღვიძებოდა ხოლმე და... _ მხრები აიჩეჩა ნატამ და თავის მისკენ მიატრიალა._ შენ რატომ გაგიხარდა? _ იკითხა ალმაცერად და ტუჩები მარჯვენა კუთხისკენ გაწია. უტამ ღიმილით მიადო შუბლზე შუბლი და ცხვირზე აკოცა.

-დავიძინოთ!_ უბრძანა მამაკაცმა და თვალები დახუჭა.

კრუსუნით მოთავსდა გააშელის მკლავებში და თვალები დახუჭა.

მთელი ღამე ბორგავდა და ელოდებოდა როდის გაახელდა ნატა თვალებს და როდის გააგზავნიდა დაბლა, მაგრამ ისე ამოვიდა ცაზე გააზაფხულის მზე, იმნაძე ადგილიდან არ გატოკებულა. უკმაყოფილოდ მოიცილა ქალის სხეული და სავარჯიშოდ ჩავიდა დაბლა ოთახში. ნატაზე და საერთოდ ღამეზე გაჯავრებულმა, ასმაგად დახარჯა ენერგია და ოთახიდან ძალაგამოცლილოი გამოვიდა. შხაპმაც ვერ გამოფხიზლა იმ დონემდე დაიღალა თავი. მერე სამზარეულოში შევიდა და მაგარი ყავა გაიკეთა. ოთახში ასულს იმნაძე უკვე გამზადებული დახვდა. გაკვირვებულმა აწია წარბები და ქალი შეათვალირა.

-ჩემმა არ ყოფნამ ცუდად იმოქმედა შენზე._ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და საწოლში შეწვა. _ ახლა წესით ისევ აქ უნდა იწვე და გეფერებოდე._ არ წყვეტდა ბუზღუნს გავაშელი.

-მერე მითხარი და მოვალ. _ ჩაიცინა და ტანსაცმლიანად შეუგორდა ლოგინში.

-ასე არ ივარგებს, ჩაცმულს და ჩაფუთნულს სად შეგიცურო ხელი?_ გაუხუმრა და ქალს ტუჩებზე აკოცა.

-რა გარყვნილი ხარ! ხომ შეიძლება ისე ჩამეხუტო და მომეფერო?_ იკითხა ნაწყენმა და წამოდგომა ცადა, მაგრამ გავაშელმა დააკავა და უკან დააბრუნა.

-აბა ამიხსენი როგორ მოგეფერო, ამხელა რაღაცაში გახვეულს?_ წარბწეულმა კითხა და მიაჩერდა.

-ეგ შენ უნდა იცოდე. _ ჩაიცინა და მუცელზე უჩქმიტა.

-მამი რა უნდა დედაშენს რას გვეშარება?_ მუცლისკენ დაიხარა და წაიჩურჩულა.

-დედას ნუ კბენ! _ თმები აუჩეჩა და ლოყაზე თბილად მოეფერა._ არ გშია?_ ფეხზე წამოდგა როცა მიხვდა რომ გავაშელი, ზედაში ხელის შემცურებელი არ არის.

-მშია, მაგრამ ვინ მაჭმევს._ ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და საწოლიდან წამოდგა.

-როდის ერთხელ არ დამიპურებიხარ?_ იკითხა გაბრაზებულმა და დოინჯი შემოიდო.

-სულ რამოდენიმე წამის წინ. _ ჩაილაპარაკა დაბეჯითებით და საწოლისკენ მიუთითა.

-რა ჩემი ბრალია შენ ზედა გაბრკოლებდეს. _ დაცინვით აიბზუა ცხივრი და დერეფანში გავიდა.

-სვიტერი მაბრკოლებს არა?!_ სწრაფად წამოეწია გავაშელი და უკნიდან მოეხვია. წამებში დააშორა ქალის ფეხები იატაკს და ჰაერში აწია.

-უტა, დამსვი ნუ მემაიმუნები. _ სიცილით წამოიკივლა და აფართხალდა.

გავაშელმა საწოლთან მიიყვანა და ფრთხილად წამოწვინა სასურველი ქალი. ნელა აუწია მაისურის მარცხენა მხარე და თითებით ცხელ სხეულს შეეხო. სიამოვნების და მონატრების ელექტროდენებმა დაუარა იმნაძეს და გავაშელს. სიცილით დაიხანა მამაკაცი ქალისკენ და მაისური მკერდამდე აუწია, მერე კი საერთოდ მოაცილა ლამაზ სხეულს. მოწყურებული დაეძგერა საყვარელ ქალს და წამებში გააშიშვლა. ნელა უსვამდა თითოეულ მონატრებულ ადგილას ხელს და ცდილობდა ამდენი ხნის შეკავებული ემოციები ერთიანად არ ამოეშვა.

-მეც მომნატრებიხარ!_ ჩაიჩურჩულა დავარდნილი ხმით იმნაძემ და მამაკაცის შიშველ მკერდს უფრო მაგრად აეკრო.
~~~~~~~
ძალიან დიდი მადლობა ყველას.
ყველანაირად ვეცდები ისტორია რაც შეიძლება მალე დავასრულო, ვცდილობ დიდი თავები დავდო. ძალიან ბევრი ძველი ისტორია მაქვს ასატვირთი, ნაწილს სრულად ავტვირთავ, ნაწილს თავებად, როგორც მოვახერხებ. <3



№1 სტუმარი Guest lia

Gამეხარდა,სხვა ისტოტიებიც გქონია ასატვირტი.კველა ტუ ასეტი კარგი წასაკიტხია
ზალიან ბედნიერი ვარ❤❤❤

 


№2  offline წევრი Veronika

Shen xar kvelaze magari gogo!!!

 


№3  offline წევრი ))♡

Ai saocreba, sixaruli siyvaruli yvemaferi xar imistvis rom ase kargad wer ase mBedniereb sheni yoveli istoriit am gverdze mxolod sheni istoriebistbis shemovdivar chemo sayvarelo ♡♡♡ dzalian shemayvare taviii
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან კარგიააა მომეწონა კრგი ისტორიააა.გააგრძელე გთხოვ.გელოდებით

 


№5  offline მოდერი მე♥

Guest lia
Gამეხარდა,სხვა ისტოტიებიც გქონია ასატვირტი.კველა ტუ ასეტი კარგი წასაკიტხია
ზალიან ბედნიერი ვარ❤❤❤

კი ბევრი ისტორია მაქვს ასატვირთი, მაგრამ რამდენად მოგეწონებათ ვერ გეტყვით... დიდი მადლობა! ❤️
Veronika
Shen xar kvelaze magari gogo!!!

ვერონიკა, ახლა გავწითლდები და გავიბღინძები! მადლობა, საყვარელო გოგოვ! ❤️
))♡
Ai saocreba, sixaruli siyvaruli yvemaferi xar imistvis rom ase kargad wer ase mBedniereb sheni yoveli istoriit am gverdze mxolod sheni istoriebistbis shemovdivar chemo sayvarelo ♡♡♡ dzalian shemayvare taviii

ღიმილაკო, რა ბედნიერება ხარ შენ რომ იცოდე! როგორ გამახარე შენი სიტყვებით! ❤️
საოცრად დიდი მადლობა! ❤️
Guest მარიამი
ძალიან კარგიააა მომეწონა კრგი ისტორიააა.გააგრძელე გთხოვ.გელოდებით

მარიამ, აუცილებლად დავდებ ისტორიას ბოლომდე... მიხარია რომ გველოდებით❤️
--------------------
ა.ა

 


№6 სტუმარი Ani

Ra saocari wyvili sheqmeni ori gansxvavebuli adamianisgan, nata da uchas wyvili sauketesoaaa.. momwons seni istoriebi...

 


№7  offline მოდერი მე♥

Ani
Ra saocari wyvili sheqmeni ori gansxvavebuli adamianisgan, nata da uchas wyvili sauketesoaaa.. momwons seni istoriebi...

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent