შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული შეხვედრა (ნაწილი 1 სრულად)


6-10-2017, 16:01
ავტორი warmth
ნანახია 3 292

დაგვიანებული შეხვედრა.

დილით ჩვეულდროზე ადრე გაეღძვიძა.თავს საწოლში ნებივრობის უფლება ვერ მისცა და ზანტად წამოდგა ფეხზე.ამრეზიით გადახედა მისაღები ოთახის ტახტზე გაწოლილ ქმარს და უსიტყვოდ დატოვა ოთახი.რაღა უნდა ეთქვა ისეთი,რაც უკვე არ ჰქონდა ქმრის ყურებს გაგონილი?დილის პროცედურების ჩატარების შემდეგ,ფრთხილად შეაღო შვილის ოთახის კარი და უკვე გაღვიძებულს ლოყაზე აკოცა.
-სანდრო,დე ადექი მალე არ დაგაგვიანდეს.
-მამა სახლშია?-იმედიანად ამოხედა და დასტურის შემდეგ ოთახიდან გავარდა.თითქოს იცოდა ყველაზე მეტად რა სტკენდა გულს და ისიც სპეციალურად აკეთებდა ყოველდღე ერთსა და იმავეს.
ყველაზე მძიმე მაინც უარის თქმა იყო.ხედავდა როგორ პატარავდებოდა შვილის თვალები და დამეფიცება,მუცელში წიხლის ჩარტყმას გრძნობდა.
შვილის თვალებში დანახული იმედგაცრუება აუტანელი ტკივილია.
ფიქრებიდან ერთდროს საყვარელმა ხმამ გამოიყვანა.ესმოდა მისაღები ოთახიდან სიცილი და თავს საერთოდ არ გრძნობდა ბედნიერად.
ურეაქციოდ შეხვდა ქმრის ღიმილს და სამზარეულოში სწრაფი ტემპით შევიდა.
ნახევარსაათში კი სანდრო და ნინია უკვე მანქანაში ისხდნენ და ერთი სკოლაში მიდიოდა,მეორე კი სამსახურში.
ლევანი კი სახლში დარჩა,დიასახლისივით.
11 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე არიყო დღე,როცა ლევანი სამუშაოდ წასულა.
ნინია იყო ოჯახში ქალიც და კაციც.
მასპინძელიც და სტუმარიც.

*
იმდღეს სამსახურში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა.ისედაც გაღიზიანებულს ნერვებს უშლიდა ქაოსი და თავის კაბინეტში ჩაიკეტა.შესვენებამდე კი ცხვირი არ გამოუყია.უამრავი საქმე ჰქონდა,უამრავი ინტერვიუ ჰქონდა დასამთავრებელი და თავიდანვე მონდომებით შეუდგა საყვარელ საქმეს.შუადღისას კი უკვე უსაქმურად იყო.შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავიდა და თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა,სასურველი პირი რომ ეპოვნა.მანაც არ დააყოვნა და ხმაურით ჩამოჯდა ნინიას წინ.ფართოდ გაუღიმა მეგობარს და თვალი ჩაუკრა.ალექსანდრა ნინიას ბავშობის მეგობარია.ერთად იყვნენ ბაღშიც,შემდეგ სკოლაშიც,სამწუხაროდ უნივერსიტეტში დაშორდნენ და ახლა,სამსახურშიც ერთად არიან წლებია უკვე.
საერთო სანაცნობო ჰყავდათ.
ყველაზე სასურველი მეგობრები იყვნენ.არა მარტო ნინია და სანდრა.
ახლა კი,ძლივს ახერხებენ კვირაში ერთხელ ერთმანეთის ნახვას,მაშინ როდესაც დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ.
-რას შვრები აბა როგორხარ?-ჩვეული ტექსტით მოიკითხა გოგონა და ღიმილით დაელოდა მის პასუხს.
-რავიცი,ილიას ზარს ველოდები დილიდან და არმირეკავს-გაბრაზებულმა "სხლუპუნით" მოსვა ჩაი და უიმედოდ მიაჩერდა მეგობარს.ნინიამ თავი ვერ შეიკავა და დაქალის შეურაცყოფილ სახეზე ხმამაღლა გადაიკისკისა.
-ცოლ-ქმარნი რომ ხართ და რომ აღარ უნდა ელოდო სულ მის პირველ ნაბიჯს,ვერ ხვდები შენ?-მშვიდად აუხსნა და ახლა მან მოსვა ჩაი.
-გოგო მაგას რა ხიბლი აქვს,ის უფრო კარგია სულ შეყვარებულებივით რომ ხართ-მხოლოდ აბრჭყვიალებული თვალების შემდეგ მიხვდა,რომ მეგობარს ატკინა და საკუთარი თავის გალანძღვა მოუნდა.იცოდა ნინია არაფერს ეტყოდა,შეჩვეული იყო დაქალის ხასიათს.უბრალოდ ხელი ძლიერად ჩასჭიდა და აგრძნობინა,მე შენთან ვარ-ო.
სამუშაო საათების შემდეგ პირდაპირ სახლში წავიდა და ქმრის შეტყობინება "სასმელი წამომიღე" ყურადღების გარეშე დატოვა.
სახლში შესული პირველი შვილს მიესალმა და შემდეგ ოთახში შევიდა.
სკოლიდან სანდრო პირდაპირ სახლში მოდიოდა.
ლევანის მხოლოდ სანდროს მიმართებაში ენდობოდა.
იცოდა ბავშვს არცერთ შემთხვევაში არ მოუტანდა ზიანს.
მთვრალსაც კი ესმოდა,რომ სანდროს ასეთი არ უნდა დანახებოდა და ოთახში შედიოდა.
მხოლოდ სანდროს სხივჩამდგარი თვალები აძლებინებდა ამ სახლში.
სამზარეულოში გასულს წარბშეკრული დახვდა ლევანი და თავი იმის ფიქრში არ დაუტანჯია,თუ რა სჭირდა.ისედაც იცოდა.
-შენ რა,კითხვა დაგავიწყდა?-გაღიზიანებულმა,დამცინავი ტონით მიმართა და ცოლის ურეაქციობამ უფრო გაახელა.-ყურადღებასაც აღარ მაქცევ?
-ლევან ძალიან დაღლილი ვარ და დამანებე თავი.გვიან მოვიდა შეტყობინება-მოკლედ აუხსნა და სანდროს გასძახა.
ჩუმად და ძალიან მშვიდად ივახშმეს.თერთმეტი საათისთვის სანდრომაც დაიძინა და თვითონაც აპირებდა დაწოლას,ქმრის ხმამ რომ შეაჩერა
-ნინია,თორმეტზე ბარსა-რეალია და მოდი ვუყუროთ-ღიმილით მიაჩრდა ცოლს და მის პასუხს დაელოდა.
იგრძნო როგორი გაუფასურებული იყო ლევანის ღიმილი მისთვის,რომელსაც კვირაში ერთხელ თუ იმეტებდა და გულში უსამოვნო ჩხვლეტა იგრძნო.
-არმინდა უნდა დავიძინო,შენგან განსხვავებით ხვალ მე ვმუშაობ-მშვიდად აუხსნა და ქმრის თვალებში დანახულ იმედგაცრუებას ზურგი აქცია .

*
მეორე დღეს სამსახურში მისულს ახალი საქმე დაუდეს წინ და ისიც მორჩილად წავიდა ინტერვიუს ასაღებად,ღვინის ბიზნესში მყოფ მაქსიმე ონიანთან.
და მაშინ რას წარმოიდგენდა,ცხოვრება ასეთ სიურპრიზს თუ უმზადებდა,უკვე იმედდაკარგულ ქალს.
დინჯად,მოზომილი ნაბიჯით შევიდა ერთსართულიან შენობაში და მოწონების ნიშნად ოდნავ გაიღიმა.მდივნის უნახავობის შემდეგ,მაქსიმეს კაბინეტზე დინჯად დააკაკუნა და შესვლის ნებართვის შემდეგ თავმომწონე ნაბიჯებით გაიკვლია გზა მაქსიმეს მაგიდამდე.კაცს აშკარად გაუკვირდა.ფეხზე სწრაფად წამოდგა და ხელის აწევით შეაჩერა ნინია.ისიც უნებართვოდ შეჩერდა.
-შენ ვინ ხარ?
-ბატონო მაქსიმე,თქვენს იდეალურ თვისებებთან ერთად კულტურა ნამდვილად არ იწონებს თავს-ღიმილით მიმართა გახევებულ მამაკაცს და მის წინ,სავარძელზე ჩამოჯდა.
-დაბრძანდით ქალბატონო,ფეხზე ნუ დგახართ-მანაც ღიმილით მიმართა მის წინ მოკალათებულს და ნინიაზე დაკვირვება დაიწყო.
-ნინია ბერიძე-ამაყად გაუწოდა ხელი და საკუთრი თავი გააცნო.მაქსიმემ ჯერ ხელს დახედა შემდეგ თვალებში შეხედა და მხრები აიჩეჩა-მერე-ო?
ნინიამ ძლივს მოთოკა თავი რომ არაფეთქებულიყო და მშვიდად აუხსნა მისი ვინაობა,პარალელურად კი ჩანთიდან დიქტოფონს იღებდა.
-ბატონო მაქსიმე,როგორც იცით..
-რამდენი წლის ხარ,ნინია?-მოულოდნელად შეაწყვეტინა საუბარი მაქსიმემ და ნინიას დაბნეულ სახეზე თვითკმაყოფილს ჩაეღიმა.პასუხი არ გაუცია,რვეული ამოიღო და თარიღის წერას შეუდგა,მყუდრო სიჩუმე მამაკაცის ბარიტონმა რომ დაურღვია-იცი,ძალიან ლამაზი ხარ-მოულოდნელობისგან გააცია,შემდეგ გააცხელა და ტუჩები ძლივს დაიმორჩილა,რომ არ გაღიმებოდა.მამაკაცებს არაერთხელ აუღნიშნავთ მისი სილამაზე,მაგრამ გულწრფელობა მათში ნაკლებად იგრძნობოდა.ლევანი ქორწინების პირველ წელს არცერთი წამით ტოვებდა მარტო ნინიას.კომპლიმენტებიც ყოველთვის ესმოდა საყვარელი მამაკაცისგან,მაგრამ შემდეგ ისიც ისე გაუფასურდა,როგორც მისი არსებობა ლევანის ცხოვრებაში.გაუაზრებლად მოკიდა ქორწინების ბეჭედს ხელი და თავი დახარა.ფიქრებიდან ისევ მაქსიმეს ხმამ გამოიყვანა.
-კარგი მოდი საქმეს შევუდგეთ.
ინტერვიუმ ძალიან კარგად ჩაიარა.ყველანაირი საჭირო მასალა მიიღო მამაკაცისგან და კმაყოფილი ბრუნდებოდა სამსახურში.უცებ რაღაცა გაახსენდა და სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ-ბატონო მაქსიმე,მარანს მანახებთ?-პატარა გოგოსავით აუკიაფდა თვალები.მამაკაცს ოდნავ გაეღიმა და ხელით ანიშნა წამომყევიო.
მოწონების ნიშნად წარბები ზევით აქაჩა და დაბალ ხმაზე გადაიკისკისა.ფერები მუქი ტონალობით იყო შერჩეული და გარემოს,მეტ მისტიურობას ანიჭებდა.სწრაფად ამოიღო ტელეფონი და რამოდენიმე ფოტო გადაუღო.მაქსიმეს ღიმილით მოუხადა მადლობა და წასვლას აპირებდა,ბიჭის ძლიერმა მტევანმა რომ შეაჩერა.
-ღვინოს არ შემიფასებ?-
-ბატონო მაქსიმე დიდი მადლობა,მაგრამ სამსახურში უნდა წავიდე,არ შემიძლია-ღიმილით შეხედა და ხელის განთავისულფებას შეეცადა.
-ახლა გაგიშვებ,მაგრამ საღამოს სამსახურთან შეგხვდები
-არმინდა ზედმეტი პრობლემები,გთხოვთ-ქალმა ოდნავი მუდარა გაურია ხმაში და სწრაფად გაშორდა ტერიტორიას.
-ჩემს გამო პრობლემები არ შეგექმნება ნინია,საღამოს გამოგივლი.

***
შვიდი საათისკენ დაასრულა მუშაობა და დაღლილი მიიკვლევდა გზას მანქანისკენ.ჩაჯდომას აპირებდა უკვე ნაცნობი ხმა რომ მოესმა.გაღიზიანებული მიტრიალდა მაქსიმესკენ და ხელები გადაიჯვარედინა.
-საკმარისად კარგად ვერ აგიხსენი?-სიტყვის თქმა არაცადა,ისე გადავიდა პირდაპირ შეტევაზე.
-მშვიდად,მშვიდად-ბიჭმა ხელები დანებების ნიშნად აუწია და გაუცინა.ამ უკანასკნელმა კი უფრო გააღიზიანა ნინია.
-რადგან ვერ გაიგე,უფრო გასაგებად აგიხსნი მაშინ.გათხოვილი ვარ!გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა?ქმარ-შვილი მყავს.საერთოდ არ მხიბლავს ახლა ეს სიტუაცია,და გთხოვ,მეორედ ნუღარ შემაწუხებ.
-შენი და შენი ქმრის კავშირი წმინდაა?-მოულოდნელმა შეკითხვამ ნინია დაადუმა.ხმა ვეღარ ამოიღო და ერთწამს თვალებში მიაშტერდა მამაკაცს.
-შენთავს რამდენის უფლებას აძლევ?-შოკირებულმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და მანქანის კარი ცხვირ წინ მიუჯახუნა.
მთელიგზა მაქსიმეს სიტყვებზე ფიქრობდა.შეურაწყოფილი იყო სიმართლის გამო.სიმართლის გამო,რომელსაც ვერსად გაექცეოდა.ძალიან დიდხანს იაზრებდა ლევანის ცვლილებას და საბოლოო შედეგამდე მივიდა.ტკიოდა,საშინლად ტკიოდა გული.მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვებაც კი საზარლად აუტანელი იყო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.სანდროს თვალებში ამოკითხულ იმედგაცრუებას ვერ გაუძლებდა.სანდროს მონატრებისგან ცრემლჩამდგარ თვალებს ვერ გაუძლებდა.სახლამდე მანძილი ისე დაფარა,ტრასისთვის არ შეუხედავს.სახლში მისულმა ლევანი უყურადღებოდ დატოვა,შვილს ჩააცვა და სანდრასთან წავიდა.ნათლულის სტუმრობას სანდრა წამოყვირებით შეხვდა და ილიას გასძახა-კონკურენტი მოგივიდა-ო.ილიაც მაშინვე მიხვდა სტუმრის ვინაობას და დინჯი ნაბიჯებით გამოვიდა მისაღებიდან.გოგოებმა ძალიან ბევრი ილაპარაკეს,წარსულის ამბები გახსენეს და ბევრი იცინეს.ილია და სანდრო ფეხბურთის ყურებით იყვნენ დაკავებულები და საერთოდ არ აქცევდნენ გოგოებს ყურადღებას.სანდრამ და ნინიამ გერმანიაში მყოფ ბარბარესაც გადაურეკეს ინტერნეტით,სრულყოფისთვის.ამჯერადაც ვერ შეიკავეს გოგონებმა მონატრებული დაქალის დანახვისას თვალზე მომდგარი ცრემლები.
წყვილთან დიდხანს გაჩერდა.სანდროს ძილის დრო რომ მოვიდა,ღიმილით დაემშვიდობა მეგობრებს და სახლში წავიდა.

*
შაბათ-კვირა მხოლოდ და მხოლოდ შვილის გამო უხაროდა.შაბათს მთელი დილა ჯერ ერთად იწვნენ ლოგინში,შუადღისას სახლში ომობანას თამაშს მოჰყვებოდნენ და საღამოს,სასეირნოდ მიდიოდნენ.კვირას კი მშობლების სახლს სტუმრობდა.ყველანაირად ცდილობდა ლევანისთვის თავის არიდებას.
23 ივლისის დილა კი სხვანაირად დაიწყო.
სახლში დაბრუნებულ ნინიას ქმარი სახლში არ დახვდა.ზედმეტად არ გაუმახვილებია ყურადღება,იცოდა რომელიღაც ბარში იქნებოდა თავის ძმაკაცებთან ერთად.ჩვეულ ფორმას მაინც ვერ უღალატა და ბოლო წამამდე ელოდა ქმარს.სავარძელში ჩაძინებული დილით,ხმაურმა გააღვიძა.არეული მზერით შეხედა მისაღებში შემოსულ მომღიმარ ქმარს და გაკვრივების ნიშნად ოდნავ აწია წარბები.
-სად იყავი?-გაბრაზებულმა შეხედა ერთდროს სასურველს და ხელები გადაიჯვარედინა.
-სასტუმროში.-მშვიდად ამოიოხრა და სიგარეტს მოუკიდა.ხმაზეც ეტყობოდა წინა დღის კვალი.
-სასტუმროში რა გინდოდა?-ცდილობდა ტონი გაეკონტროლებინა და სანდრო არ გაეღვიძებინა.
-ძველი ნაცნობი ვნახე.-გახევებულ ნინიას ოდნავ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-ლევან,ადამიანურად ამიხსენი რას აკეთებდი სასტუმროში.-გაბრაზებულს თვალის უპეები ჩაუწითლდა და ფრჩხილები ხელის გულს ძლიერად ჩაარჭო.
-იმის მისაღებად ვიყავი წასული,რასაც შენგან ვერ ვიღებ-სრული სიმშვიდით აუხსნა ვითომდა ჩვეულებრივი მოვლენა და ბოლო ნაპასი დაარტყა.ნინიას ეგონა სახეში ძლიერად გაარტყეს.ოდნავ შებარბაცდა და ხელი ფანჯრის რაფას მოკიდა.საშინელ სისუსტეს გრძნობდა და ფეხები უნებურად მოეკვეთა.შეშინებულმა შეხედა ლევანმა ნინიას და დასახმარებლად გაიწია.ქალმა კი,მისკენ წამოსული ქმარი რომ დაინახა ხმამაღლა შეჰყვირა-არ მომეკარო-ო და მისგან უფრო შორს გაჩოჩდა.თერთმეტი წლის მანძილზე,არ ყოფილა შემთხვევა,როცა ნინიას ტირილი დაეწყო ქმრის წინაშე,ამ თემასთან დაკავშირებით.ახლა კი მოჭუტული თვალებით უყურებდა მის წინ ოთხად მოკეცილ,თვალებ ჩაწითლებულ ცოლს და მხოლოდ სიბრალურს გრძნობდა.არა საკუთარი თავის მიმართ,არამედ ნინიას მიმართ.მხოლოდ ახლა გაიაზრა,თუ რამდენად ძლიერი იყო ნინია და როგორ კარგად შეეძლო ემოციების მართვა.მხოლოდ ახლა გაიაზრა რომ ტკენდა,რომ მთელი ამდენი ხნის მანძილზე მისი საქციელით სულ უფრო და უფრო აპატარავებდა მისი შვილის დედას.გარეგნულად კი ნინიას არაფერი ეტყობოდა.ცდილობდა მისი ოჯახის ამბები კარს იქით არ გაეტანა.მისი ასეთი მდგომარეობა მხოლოდ სანდრამ და ბარბარემ იცოდნენ.დანარჩენებს კი ეჭვები არ ასვენებდნენ.მშობლებთანაც არაფერი უთქვამს.მათი რეაქციის ეშინოდა.მაგრამ მშობლები მაინც ყველაფერს ხვდებოდნენ.ნინიამ საკუთარი თავი გაამხნევა და ფეხზე წამოდგა.საერთოდ ვერ იფიქრებდით,რომ წამის წინ მოკუნტული იჯდა ქმრის წინ და უხმოდ ტიროდა.ცრემლები უმალ შეიმშრალა,ზურგი აქცია დაბნეულ ქმარს და შვილის ოთახისკენ წავიდა.მძინარეს ჩაულაგა რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი,თვითონაც ჩაილაგა და სანდროს გაღვიძებისთანავე დაადგა მშობლების სახლის გზას.
სახლში დედა და ნუცა დახვდნენ.ჯერ დედას ჩაეხუტა,შემდეგ მონატრებულ რძალს და გაბერილ მუცელზე ხელი მოუსვა.ყველანაირად ცდილობდა არაფერი შეემჩნია მაგრამ დედის ეჭვნარევ მზერად ვერსად გაურბოდა.დღე მხიარულად გაატარა,სანდროს მთელი დღის განმავლობაში არ გახსნებია არც დედა და არც მამა,ბიძაშვილთან თამაშობდა.სამსახურიდან დაბრუნებულ ძმას და მამას ღიმილით შეხვდა და ორივეს ძლიერად ჩაეხუტა.ლევანის ზარის ყურადღების გარეშე დატოვებას აპირებდა,გურამის მზერა რომ დააფიქსირა და სენსორს ხელი გადაუსვა.
*გისმენ-მხოლოდ აივანზე გასვლის შემდეგ ამოიღო ხმა.
*ნინია სად ხარ-აქედანვე იგრძნო როგორი დაჭიმული ჰქონდა სხეული ლევანის და უნებურად გააცია.
*გურამთან და ეკასთან.
*ნინია,სახლში მოდი რა-იგრძნო როგორი გატეხილი ჰქონდა ხმა და თვალზე მომდგარი ცრემლები უხეშად მოიწმინდა.
*რამოდენიმე დღეში დავბრუნდები,ახლა არ შემიძლია-როგორც შეეძლო მკაცრად უთხრა და პასუხს არ დალოდებია,ისე გათიშა.
ღამით როგორ არ ეცადა მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა.მძინარე სანდროს ლოყაზე აკოცა და ოთახი დატოვა.ოდნავ წამოიყვირებით შეხვდა მისაღებ ოთახში მყოფ მამას.გურამმა ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო და როგორც პატარა ბავშვი,ისე ჩაისვა კალთაში.თმაზე ხელი გადაუსვა და რამოდენიმეჯერ ფრთხილად აკოცა.ემოციებით დატვირთულმა ვეღარ შეძლო ცრემლების შეკავება და მამის მხარზე ხმადაბლა ატირდა.გურამი ჯერ დაიბნა,არელოდა შვილის ასეთ საქციელს,შემდეგ კი ძლიერად მოხვია ხელები.გრძნობდა შვილის ტკივილს და მასაც ტკიოდა.ტკიოდა ყველაზე მეტად.შვილის თვალებში დანახული უიმედობა ცხოვრებისადმი მშობლისთვის ყველაზე მწარეა.
-მა,რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო?-სვენებ სვენებით ამოილაპარაკა და გურამის ჩაწითლებულ თვალებში დაიკარგა.კაცს არაფერი უთქვამს,უფრო ძლიერად მოხვია ხელები და შვილის ტკვივილი გაიზიარა.-ხომ შეიძლებოდა მეც ბედნიერი ვყოფილიყავი?არშეიძლება ცოლ-ქმრის სიყვარული გამოვცადო რა არის?არვიცი მა,გესმის რას გეუბნები?თერთმეტი წელია გათხოვილი ვარ და მხოლოდ ერთი წელი შევძელი ბედნიერად ყოფნა.იცი ახლა რანაირად ვარ?მგონია ჩემს სხეულს ნაწილებად გლეჯენ.ამდენ ტკივილს ვეღარ ავიტან მა,აღარ შემიძლია.იცი,რამდენიმე დღის წინ სანდრომ რა მითხრა?დე ჩვენ ოჯახი გვაქვს-ო?თავიდანვ ვერ მივხვდი,შემდეგ კი ამიხსნა.ჩემი მეგობრები სულ იმას ყვებიან,როგორ დადიან დედ-მამასთან ერთად არდადეგებზე.როგორ თამაშობენ სახლში ერთად.როგორ უყვართ მის მშობლებს ერთამნეთი.გესმის მა,ექვსი წლის ბავშვმა რა მკითხა?გადამიარა,სულიერადაც და ფიზიკურადაც გამანადგურა.და მე რავუპასუხე იცი?*დედიკოს და მამიკოს ძალიან უყვარხარ_თქო.განა ის ვუთხარი რომ ჩვენ,ოჯახი ვიყავით.ხვდები მა,რამდენ ტკვივილს იტევს ბავშვის გული?ჯერ პატარაა ვერ ხვდება იდმენად მაგრამ,რომ გაიზრდება რა პასუხი გავცე?ვერ შევეგუები სანდროს თვალებში დანახულ იმედგაცრუებას.იცი ლევანი როგორ უყვარს?ყველას იმას ეუბნება საუკეთესო მამა მყავსო.მითხარი მა,როგორ გავუნადგურო ეს ყველაფერი ბავშვს?თავზე როგორ გადავუარო?მამის ყოლის უფლება როგორ წავართვა?როგორ გავანულო მისთვის იდეალური?გააიდეალა მა,გააღმერთა.სანდროსთან ძალიან კარგია მაგრამ ბავშვს სხვა რამე სჭირდება.ოჯახი სჭირდება.მე ეს მარტო როგორ შევძლო?
მარტომ როგორ გავაკეთო?
გვერდით ვინ დამიდგება?
ამხელა ტვირთი მარტომ როგორ ვზიდო მა?-გურამი გაკვირვებული უყურებდა შვილს და თვალის გარსი სულ უფრო და უფრო უწითლდებოდა.აქამდე როგორ მივიდნენ?როგორ მისცა ვიღაცას მისი შვილის განადგურების უფლება?საკუთარ თავს გულში რამოდენიმეჯერ შეაკურთხა და ფეხზე წამოდგა.იცოდა ნინია მანამ არეტყოდა რამეს,სანამ ძალიან არ ამოუვიდოდა ყელში და სწორედ ეს ტკიოდა.შვილის უთქმელობა ტკიოდა.
-როგორ ფიქრობ რამდენხანს გაძლებ ასე?სანდრო რომ წამოიზრდება,მოეწონება შენი ასეთი მდგომარეობა?გიცნობ და ვიცი შენი ხასიათი,მაგრამ როგორ გგონია,სულ ასეთი ძლიერი იქნები?ერთდღეს ცხოვრებას თავს დაუხრი და იმაზე მეტად დაპატარავდები,ვიდრე ახლა ხარ.არგინდა ნინია,თავს ნუ იტანჯავ შვილო.მტკივა მა შენი ასეთი მდგომარეობდა.სანდრო გაგიგებს ხოიცი არა?პატარაა მაგრამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება.არართმევ შენ ლევანის მამობის უფლებას,ქმრის უფლებას ართმევ.მოსიყვარულე ქმრის უფლებას.რომელიც არასდროს შეუფერებია.შენნაირ ანგელოზზე უნდა იოცნებოს მა.თერთმეტი წელია ამ მდგომარეობას უძლებ და მხოლოდ და მხოლოდ ახლა ალაპარაკდი ამაზე ღიად.უნდა იამაყოს შენით შენმა ნაბიჭვარმა ქმარმა და მასზე არ უნდა ღელავდე.
-მასზე არა მამა,საკუთარ თავზე და სანდროზე ვღელავ.ლევანი როგორი გაუფასურებულია,როგორი უფუნქიოა ჩემს თვალში მაგას ვერ აგიხსნი,მაგრამ მინდა დაინახო.მა ცოლ-ქმრული სიყვარულის მხოლოდ შენი და დედას გამო მჯერა.
-მეზიზღება ჩემი თავი,ეგეთ უღირს ადამიანს რომ გავატანე შენი თავი.მშობლის გული უნდა ხვდებოდეს,მშობელს უნდა ესმოდეს შვილის ტკვილის.
-შენ არაფერ შუაში ხარ მა,არგახსოვს მაინც როგორ მაფრთხილებდი და მიბრაზდებოდი,პატარახარო?და მე დაგიჯერე?რო დამეჯერებინა ვინიცის მა,ახლა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.მაგრამ იცი,არ ვნანობ.სანდროს გამო არ ვნანობ ამ თერთმეტ წელს და ვიცი არც არასდროს ვინანებ
-ძალიან ძლიერი ხარ,შვილო.
-მა ძლიერი რომ არვიყო,აქამდე რა გამაძლებინებდა?-ცრემლებისგან დასველებული ტუჩები შეახო მამის ლოყას,ძილინებისა უსურვა და ოთახი დატოვა.
მამის ნათქვამი -შენს სიყვარულს იპოვი,ნინია-მის ყურთასმენას კი მაინც მიწვდა.
მისდა უნებურად კი მაქსიმე გაახსენდა.
საწოლში დიდხანს იტრიალა,შემდეგ კი ღრმად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.

*
დილით იმდენად გამოძინებულს გაეღვიძა გაუკვრიდა.შემდეგ საათს დახედა და ბედნიერს გაეღიმა.თვეებია შუადღემდე არ სძინებია და ახლა,ყველანაირად ნასიამოვნები იყო.წინა დღის კვალი საერთოდ არ ეტყობოდა და საყვარელი სიმღერის თანხმლებით თავს იწესრიგებდა.მშობლების სახლში თავს ისე გრძნობდა,თითქოს ისევ 18 წლის ყოფილიყო და ყველანაირად ბავშვურად იქცეოდა.ახლაც ზემდეტად თავი არ მოუწესრიგებია,მხოლოდ პირი დაიბანა და თხელი პიჟამოებით ჩავიდა პირველ სართულზე.იცოდა სახლში მხოლოდ ქალები იქნებოდნენ და თავს ზედმეტი თავისუფლების უფლება მისცა.დაბლა ჩასული სასიამოვნოდ გაოცდა მაქსიმე ონიანის დანახვისას.ერთწამს გაშტერებული უყურებდა გურამისთან მოლაპარაკეს.გურამმა მალევე შეამჩნია ნინია და ჩაცმულობის გამო თვალები დაუბრიალა.დინჯი ნაბიჯებით მივიდა მაქსიმესთან და ხელი ჩამოართვა.
-მამი გაიცანი ეს მაქსიმეა,ჩემი ახალი კლიენტი-ღიმილით გააცნო მამაკაცი ნინიას.
-ვიცნობთ ბატონო გურამ ჩვენ ერთმანეთს-ღიმილით აათვალიერა მის წინ ნახევრად შიშველი ქალი და გურამისგან მალულად,თვალი ჩაუკრა.
-მართლა?საიდან-აშკარად ძალიან გაუხარდა კაცს.
-ინტერვიუს ჩასაწერად ვიყავი ბატონ მაქსიმესთან-ოდნავ მკაცრი სახით აუხსნა გურამს სიტუაცია.-რამე სერიოზული პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ ბატონო მაქსიმე?
-კანონთან მაქვს რაღაც პრობლემები.ღვინოს მიწუნებენ-ღიმილით მოახსენა ნინიას და ვითომ დამწუხრებულმა ამოიოხრა.ნინიამ კი უკვე კარგად იცოდა რაშიც იყო საქმე.
-უი,რასამბობთ.არადა მე ძალიან მომეწონა-გამარჯვებული მზერით შეხედა მამაკაცს და შინაგანად საკუთარ თავს ტაშს უკრავდა.
-მიხაირა-ერთი სიტყვით შემოიფარგლა მხოლოდ და გურამს გახედა.ნინიაც ოთახში ავიდა და თავი მოიწესრიგა.დაბლა ჩამოსულს კი მამაკაცები უკვე წასულები დახვდნენ.დღე მხიარულად გაატარეს.ნინიას საერთოდ არ გახსენებია ქმარი.მხოლოდ სანდრო ელაპარაკა რამოდენიმეჯერ.ნინიას მოსწონდა ოჯახური გარემო და რომ შესძლებოდა,მთელ ცხოვრებას ამ სახლში გაატარებდა.საღამოს სახლში დაბრუნებულ ძმას ხელის აწევით შეხვდა და ლოყაზე კოცნაც დაიმსახურა.ღიმილით გადახედა ჩახუტებულ წყვილს და რძალს თვალი ჩაუკრა.
*
მშობლებთან ყოფნის ერთი კვირა უსრულდებოდა,ლევანმა რომ დაურეკა.შეყვარებულობის პერიოდში ნინიას სახლთან ახლოს მდებარე პარკი ჰქონდათ ამოჩემებული და ახლაც იქ იბარებდა ქმარი.უსიამოვნოდ გააჟრჟოლა პარკთან მიახლოებისას და თვალების ცეცება დაიწყო.წლებია ამ პარკში არ შემოსულა,არ მიუცია მოგონებებისთვის პირველ პლანზე წამოჭრის უფლება.ახლა კი,მისდაუნებურად გადაეშვა მოგონებების ზღვაში.

-ლეო,ეს პარკი ჩვენი სიმბოლო იყოს,რა-ჭინკებ ათამაშებულმა ახედა მასზე მიხუტებულს და ნიკაპ კვეშ ოდნავ შეახო ტუჩები.ბიჭმა დასტურის ნიშნად ოდნავ გაუღიმა და ყელში ხმაურიანად აკოცა.რასაც ნინიას გადაკისკისება მოყვა.
-ნინია იცი რამინდა?წლების შემდეგ,ჩვენს ოთხ შვილთან ერთად რომ მოვიდეთ აქ და მოვუყვეთ ჩვენი სიყვარულის შესახებ
-ოთხი რა ამბავია ლევან?-გაკვირვებულმა აწია წარბები და ოდნავ გაუცინა.
-ორი ბიჭი და ორი გოგო.ოთხი შვილი ყველაზე კარგია-იმდენად სუფთად იღიმოდა ნინიას აღარაფერი უთქვამს.მხოლოდ გაუღიმა.
-ლევან,სულ ასე ვიქნებით?-სასიამოვნო სიჩუმე ნინიას ნაზმა ბარიტონმა დაარღვია.
-ამაზე უკეთესად-დარწმუნებით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ხელები უფრო ძლიერად მოხვია შეყვარებულს.

*
ფიქრები ლევანის სილუეტმა გაუფანტა.თავაწეული,ამაყი ნაბიჯებით მივიდა ლევანთან და თვალებჩაცვენილი მამაკაცი ამრეზიით აათვალიერა.ლევანი შეცბა,არელოდა ცოლის ასეთ საქციელს.იცოდა არაფრის თქმის უფლება არ ჰქონდა და ჩუმად აკვირდებოდა ნინიას.
-აქ რისთვის მომიყვანე?-ბოლოს ისვე ნინიამ ვეღარ მოითმინდა და გაბრაზებულმა ამოიოხრა.
-უნდა ვილაპარაკოთ-ლევანის ზედმეტად ბოხმა ხმამ შეაკრთო,მაგრამ არ შეუმჩნევია.
-აბა გისმენ-ფეხი ფეხზე გადაიდო და ოდნავ ღიმილით მიაჩერდა მამაკაცს.
-სახლში დაბრუნებას არაპირებ?
-სახლში ვარ.
-ჩვენს სახლში,ნინია.
-ეგ სახლი ჩემი და შენი ერთად არასდროს ყოფილა.
-ნინია დაბრუნდი,რა.იცი სახლი როგორი ცარიელია თქვენს გარეშე?აღარ შემიძლია.აუტანელია მანდ გაჩერება.გპირდები გამოვსწორდები,ისევ ის ლევანი ვიქნები,ოღონდ თქვენ დამიბრუნდით.სანდრო დამიბრუნე.-იმდენად გატეხილი ჰქონდა ხმა,ნინიამ წამით სისუსტე იგრძნო და ხელი ფეხზე ძლიერად მოიჭირა.
-თავმოყვარეობა არ გაქვს?-გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა და ცრემლების დამალვას შეეცადა.ლევანი წამით შეცბა,მაგრამ არ დაბნეულა.
-არ მაქვს.ვიცი რო არ მაქვს.ვიდგე ახლა აქ,და გთხოვდე პატიებას ყველაზე არაკაცული საქციელია.განა იმიტომ,რომ არ მეკადრება.უბრალოდ,იმდენი რამე გადაიტანე,იმდენჯერ გატკინე,იმდენჯერ გაგანადგურე რომ ახლა რამდენიც არ უნდა გთხოვო,ვიცი არ მაპატიებ.
-იცი რაზე მტკივა გული?სხვა რომ იყავი და სხვა გახდი იმაზე.რამდენჯერ მითხოვია მითხარი ჩემში თუ არის პრობლემა-მეთქი შენკიდე დუმდი და არაფერს ამბობდი.შემდეგ მივხვდი რომ ჩემი ბრალი არაფერი არ არის.მე ვცდილობდი ამდენი ხანი ოჯახის შენარჩუნებას,მე ვცდილობდი შემექმნა სანდროსთვის სრულყოფილი ოჯახი,მე ვცდილობდი არაფერზე მეთქვა უარი.და რა მივიღე?ისევ მე ვარ გულნატკენი.ახლა ძალიან დავიღალე,აღარანაირი ურთიერთობა აღარ მინდა შენთან მაგრამ იძულებული რომ ვარ,მაგას რა ვუშველო?სანდროს ასე ვერ მოვექცევი,თორემ შენი მდგომარეობა ჩემი საქმე აღარ არის-ზიზღით ამოილაპარაკა და ამრეზიით გადახედა მის წინ მდგომს.
-გპირდები,იმაზე უკეთესი გავხდები ვიდრე ვიყავი.შენს სიყვარულს დავიმსახურებ-ღიმილით ჩაილაპარაკა.
-შენ რა,გჯერა მაგის?მაგაზე არც კი უნდა იფიქრო,მაგ თემაზე საკუთარ თავს ფიქრიც კი უნდა აუკრძალო.შენი ღალატით საბოლოოდ გადამიარე.საბოლოო დარტყმა მომაყენე,აწი შენ შენთვის იქნები მე ჩემთვის,ერთად ვიცხოვრებთ მაგრამ ნურაფრის იმედი ნუ გექნება-ხელის აწევით დაემშვიდობა გახევებულ ქმარს და ტერიტორიას გაეცალა.
შაბათი საღამო იყო და სიო სასიამოვნოდ ელამურებოდა სახეზე.სახლში წასვლა არ უნოდა.ტაქსიში ჩაჯდა და საყვარელი კაფესკენ წავიდა.როგორც ყოველთვის,არც ახლა იყო ბევრი ხალხი და მშვიდად ყოფნა შეიძლებოდა.ფიქრობდა ყველაფერზე,იხსენებდა ყველაფერს და უფრო მეტად ტკიოდა გული.ტირილი უნდოდა.
არანორმალური ხმით უნდოდა ტირილი.
ეგონა,ასე მაინც განთავისუფლდებოდა.
სახლში დაბრუნებულს სანდრო დაძინებული დახვდა.ოჯახის წევრებს შემდეგი დღის გეგმა გაანდრო და ძმის გაბრაზებულ სახეს თვალი აარიდა.ნიკას მავედრებელი მზერით შეხედა და ისიც უსიტყვოდ მიხვდა,ახლა ლაპარაკის დრო რომ არიყო.

*
მეორე დღეს სახლში დაბრუნდა.სანდროს ბედნიერი სახე არ უხაროდა,პირიქით ტკიოდა.არ სიამოვნებდა ასე ძალიან რომ უყვარდა ლევანი და ეგოისტურად ბრაზდებოდა.სახლში შესულს უკმარისობის შეგრძნება დაემართა.ჰაერი არ ყოფნიდა და იგუდებოდა.უკვე გაქცევაზე ფიქრობდა და იმის გააზრებისას,რომ ეს შეუძლებელი იყო უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
ბედნიერ მამა-შვილს ზურგი აქცია და ოთახში ნივთები შეიატანა.
-ნინია,გამოდი ვჭამოთ-თხუთმეტი წუთის შემდეგ გაახსენდა ქმარს მისი არსებობა და ოთახში შევიდა.
-არ მშია.-მოკლედ მოუჭრა და გვერდი იცვალა.
დილით თავი საშინლად სტკიოდა.ძლივს წამოწია დამძიმებული სხეული საწოლიდან და თავი მოიწესრიგა.მძინარე შვილს შუბლზე აკოცა და სამსახურში წავიდა.ლიფტში შესულს უფროსი წამოეწია.მანაც მოწიწებით დაუკრა თავი და მიესალმა.
-ნინია,ხვალ ჩემი დაბადებისდღე რომ არის,ხომ არ დაგავიწყდა?-ღიმილით მიმართა კაცმა და გამომცდელად დააკვირდა.
-არა რას ამბობთ ბატონო გიორგი-გაეღიმა ნინიასაც.
-კარგია თუ გახსოვს,ხვალ რვა საათისთვის გელოდებით-თვალი ჩაუკრა და ლიფტიდან ჯერ ნინია გაატარა,შემდეგ თვითონ გავიდა.
მიპატიჟება არ გაკვირვებია.ყოველ დაბადებისდღეზე გიორგი არცერთ თანამშრომელს არ ტოვებდა და ყველას ეპატიჟებოდა.კაბინეტში შესულმა სანდრას დაურეკა და სამსახურიდან ცოტა ადრე წასვლაზე შეთანხმდნენ.
როგორც ყოველთვის,ახლაც ძალიან ბევრი იარეს და საბოლოოდ აარჩიეს სასურველი კაბები.მთელი დღე იტანდა სანდრას საყვედურ ნარევ მზერას და ნინიაც მორჩილად არაფერს ამბობდა.
-სანდრა,მითხარი რა პრობლემა გაქვს?-ოდნავ გაღიზიანებულმა მიმართა მეგობარს და უკვე კარგად ნაცნობი ფრაზის გაგონებისთვის მოემზადა.
-არაფერი,რა პრობლემა უნდა მქონდეს-ნერვიულად იმხელა ხმაზე გაიცინა,წამით ყველა კაფეში მყოფმა მათ შეხედა.ნინიამ გაბრაზებულმა შეჭმუხნა წარბები და აგრძნობინა ვერ მომატყუებ-ო.
-ნი იცი რა არ მესმის?შენ რო უმიზეზოდ არ წახვიდოდი სახლიდნა ვიცი,არგინდა თქმა და ნუ იტყვი,ხოიცი არ დაგაძალებ არასდროს.მაგრამ რისთვის დაბრუნდი?რა დაგრჩენია მაგ სახლში?-იმდენად გატეხილი ხმით ამოილაპარაკა,ნინიამ წამით იფიქრა ჩემზე მეტად სანდრას სტკივა-ო.საკუთარ ფიქრებზე კი გულში გაეცინა.
-იცი რის გამოც დავბრუნდი-შერცხვენილმა დახარა თავი და ხელებზე თამაში დაიწყო.
-ყველაზე მეტად იცი რა მინდა?სანდრო დიდი რო გაიზრდება,აქეთ მოგცეს შენიშვნა ამდენი ხანი ამ კაცთან როგორ გაჩერდი-ო?ღირსი იქნები.როგორ გგონია სანდროს ასეთი მოეწონები?ჩაცვენილი თვალებით,გამხდარი,გაუბედურებული.წლები ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შენზე და ღირსი იქნები.ღირსი იქნები რადგან სუსტი ხარ.სუსტი იცი რატომ ხარ?რომ ვერ ტოვებ ამ ყველაფერს წარსულში და არარსებულს რომ ეჭიდები მაგიტომ.ლევანი როგორ მიყვარდა შენც კარგად იცი.მაგრამ შენ უფრო მეტად მიყვარხარ.მერე რა,რომ ლევანი მანამდე იყო ჩემი ძმაკაცი სანამ შენ იქნებოდი ჩემი დაქალი?მე შენზე ვღელავ,მე შენ მადარდებ და არა ლევანი.ისწავლე საკუთარი თავის ფასი,საბოლოოდ ნუ დაიშლები.-ნინიამ თავი ვერ შეიკავა და ცრემლებს გასაქანი მისცა.ალექსანდრამ ძლიერადმოხვია ხელები და უფლება მისცა,მის მხარზე ეტირა.
ხალხით სავსე კაფეში,ორი დაქალი ერთმანეთზე იყო გადახვეული და ორივე უხმოდ ტიროდა.
შემდეგ დაწყნარდნენ,ერთმანეთს შეხედეს და გაუღიმეს.
-შენ რო არ მყავდე,რა მეშველებოდა?-გამტყდარი ხმით ამოიჩურჩულა ნინიამ და უფრო ძლიერად მოხვია ხელები.

*
შვიდი საათისთვის სანდრამ დაუკაკუნებლად შეაღო დაქალის სახლის კარი და კომპიუტერთან მჯდომ ყოფილ მეგობარს თავი დაუკრა.ლევანს ესიამოვნა მეგობრის დანახვა და ფეხზე წამოდგა.როგორც ჩვეოდა,ხელი აუწია დასარტყმელად და საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო,გაბრაზებულმა მოიკიდა თავზე ხელები.
-სან,მოეშვი რა ბავშვობას-ძველი სახელის გაგონებისას სანდრას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და ცრემლები წამოუვიდა.
-ჩემთან ასეთი რატომ ხარ და ნინიასთან სხვა რატომ ხდები?-ტირილით ამოსლუკუნა და მკერდში მუშტი დაარტყა.
-არაკაცი ძმაკაცი რომ გყავს მაგიტომ-მოკლედ მოუჭრა და არეული თვალები რომ არ შეემჩნია მზერა აარიდა.
-იცი ნინიას ყოველდღე რას ვუმეორებ?წადი მაგ სახლიდან ლევანს დაშორდი-მეთქი.მაგრამ არცერთი წამით არ მაწუხებს ნამუსი.ღირსი ხარ,ღირსი ხარ ჩალპე ამ სახლში.ყველაფრის გარეშე.ცოლის გარეშე,შვილის გარეშე.
-სან ეგრე ნუ მომექცევი-გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა და მაცივარი გამოაღო.ლუდი ჯერ სანდრას შესთავაზა შემდეგ კი თვოთონ დალია.სანდრას ხმამაღლა გაცინება მოუნდა,მაგრამ თავი შეიკავა.
-გახსოვს სულ მეუბნებოდი,ყველაზე მეტად იმიტომ გაფასებ ცუდი სიტყვა როარასდროს გიხმარია ჩემთანაც კი-ო.ხოდა ახლა გეუბნები რომ არაკაცი ხარ.რაზე გელაპარაკები და რას აკეთებ.-მისაღები ოთახი გაბრაზებულმა გადაკვეთა და ნინიას ოთახში შევიდა.გოგონა უკვე გამოსული იყო აბაზანიდან და გატეხილი მზერით უყურებდა ნამტირალევ დაქალს.სანდრამ წამსვე შეიმშრალა ცრემლები და ჩანთიდან სამკაულების დიდი ყუთი ამოიღო.გოგოები მალევე მოემზადნენ და ერთად დაადგნენ გზას გიორგის სახლისკენ.სახლში უამრავი ხალხი ირეოდა.ნაცნობებს თუ უცნობებს თავს უკრავდნენ და ესალმებოდნენ.ღიმილით გადაკვეთეს ჰოლი და იუბილართანაც მიაღწიეს.სტატუსის მიუხედავად,მაინც ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგის თანამშრომლებთან.
-ნინია,შენი ქმარი სად არის?-ნინიამ ოდნავი ღიმილით გადახედა სანდრას და ილიას და მზერა ისევ გიორგიზე გადაიტანა.
-ვერ მოახერხა წამოსვლა-იმდენად გულწრფელად გაუღიმა,გიორგის აღარაფერი უკითხავს.
ნინია რამდენიმე თანამშრომელთან ერთად საუბრობდა,შემოსასვლელში მდგარ მაქსიმეს რომ მოკრა თვალი და გაეღიმა.თავი უცნაურად იგრძნო,თითქის გაუხარდა მაქსიმეს დანახვა.მამაკაცმა ნინიას დანახვისას ფართოდ გაიღიმა და ჭიქის აწევით მიესალმა,შემდეგ კი საუბარი განაგრძო.ნინიას არ ესიამოვნა ბიჭის საქციელი,უნდოდა მისულიყო და დალაპარაკებოდა.იმედგაცრუებულმა ჩამოადო ილიას მხარს თავი და დაბალხმაზე ამოიკრუსუნა.ყურადღება მათკენ მიმავალ სანდრაზე გადაიტანა და მეგობარს გაუღიმა.
-აუ ნი,მგონი კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს ბიუჯეტთან-დამწუხრებულმა დაბალხმაზე გადაჩურჩულა მეგობარს.-გიორგის ლაპარაკს მოვუსმინე შემთვევით.მარჯვნივ გაიხედე და დაინახავ,ონიანთნ რომ იყავი ინტერვიუზე,მგონი ჩვენი ინვესტორი გახდება-ღიმილით დაასრულა ლაპარაკი და მაქსიმესთან მოლაპარაკე გიორგის გახედა.ილიამ სიცილით მოხვია ხელი ცოლს და ლოყაზე აკოცა.
-როგორი მეტიჩარა ხარ-სიცილით ამოილაპარაკა და საყვარელი ქალისგან ჩქმეტაც დაიმსახურა.ნინია წყვილის შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა და დაბალ ხმაზე კისკისებდა.
ცოტახანში შვილის ზარის საპასუხოდ აივანზე გავიდა.მოიაჯირზე დაყრდნობილი მაქსიმე ყურადღების გარეშე დატოვა და სენსორს ხელი გადაუსვა.
*ხო დე-ღიმილით უპასუხა სანდროს და იგრძნო,როგორი დაჟინებული მზერით უყურებდა მაქსიმე.
*დე მალე მოხვალ?-მანძილის მიუხედავად მაინც დაინახა სანდროს დასევდიანებული თვალები და უნებურად გააჟრჟოლა.
*სანდრო დე,ხო ყველაფერი კარგადაა?-დამფრთხალმა ამოილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა.
*დე მამა წავიდა სადღაც და არ დაბრუნებულა დიდი ხანია უკვე
*კარგი სანდრო,ნუ ნერვიულობ.ხუთ წუთში სახლში ვიქნები-ღიმილით დაუყვავა შვილს და ტაქსის გასდაჩერებლად წავიდა.
-ნინია ყველაფერი კარგადაა?-მხოლოდ ახლა მიხვდა,მაქსიმე მთელი ამ დროის განმავლობაში უკან რომ მოყვებოდა და უსიამოვნო შეგრძნება დაემართა.
-მაქსიმე შეგიძლია სახლში წამიყვანო?-მავედრებელი მზერით შეხედა მამაკაცს და ანერვიულებულმა ხელების წვალება დაიწყო.მაქსიმემაც უსიტყვოდ წაიყვანა მანქანისკენ.რაღა მაინცდამაინც დღეს მოუნდა მანქანის სახლში დატოვება?!ლევანზე გაბრაზებული ჯავრს მაქსიმეზე იყრიდა და გაბრაზებული სახით უყურებდა.ბიჭმა გაკვირვებულმა შეხედა უმიზეზოდ განაწყენებულს და დაბნეულმა,ოდნავ გაუღიმა.ნინია თითქოს დამშვიდდა.საკუთარ რეაქციაზე შეშინებულმა სწრაფად გადაიტანა მზერა ფანჯარაზე.კორპუსთან მისულმა შორიდანაც შენიშნა ლევანი და დუდა.ლევანი რათქმაუნდა მთვრალი იყო და დუდას ეკიდებოდა.თავზე ხელები ძლიერად მიიჭირა და მაქსიმეს მანქანა მოშორებით გააჩერებინა.მამაკაცს მადლობა გადაუხადა და სწრაფად გადავიდა მაქანიდან.ლევანმა ცოლის დანახვისას ხელები გაშალა და ჩასახუტებლად გაიწია.ნინიას ხმა არ ამოუღია,უფლება მისცა ჩახუტებოდა.მოვალეობის მოხდის მიზნით მიადო მარჯვენა ხელის მტევანი ზურგზე.დუდას ოდნავ გაუღიმა და აგრძნობინა ყველაფერი კარგად არის-ო.დუდასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.ძალიან თავისუფალი და უშუალო ბიჭია.ყველაფრსდა მიუხედავად,ლევანის ერთი წამით არ მოშორებია გვერდიდან.ძმებივით იყვნენ ყოველთვის.ლევანს ყოველთვის კარგი ხასიათები ჰქონდა.მხოლოდ ქმრის სტატუსი ვერ შეიფერა და ყველაზე მეტად მაგაზე ტკიოდა გული ნინიას.სასმელმა დაიმორჩილა,სასმელმა დაიმონა.ნინიამ ვერ აიტანა და ხშირად ჩხუბობდნენ.სახლიდანაც წავიდა.შემდეგ კი,ლევანმაც შეცვალა დამოკიდებულება.ფიქრებიდან ლევანის დაჟინებულმა მზერად გამოიყვანა.დუდას დაემშვიდობა და სახლში ავიდნენ.სანდროს დედის დანახვა ძალიან გაუხარდა და ოთახში შესულს ძლიერად ჩაეხუტა.
-შეგეშინდა დე?-სიცილით გადაუსვა თავზე ხელი პატარა ვაჟკაცს და რამდენიმეჯერ ძიერად აკოცა.
-არა დე,რისი უნდა შემშინებოდა.დიდი ბიჭი ვარ უკვე-დამაჯარებლად ამოილაპარაკა და მულტფილმის ყურება განაგრძო.ნინიას ხმამაღლა გაეცინა და ოთახში შევიდა გამოსაცვლელად.ლევანის ლოგინზე იყო წამოწოლილი და ძილბურანში მყოფი ტელეფონზე მესიჯობდა.კაბა ფრთხილად გაიხადა და ნახევრად შიშველმა აუარა ლევანის გვერდი.ქმრის ურეაქციობამ კი უკვე მეათასედ მოუკლა გული.სწრაფად გადაიცვა ღამის პერანგი,ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა.მოაჯირზე დაყრდნობილმა,ცრემლები ვერ შეიკავა და ლოყაზე დაბინავების უფლება მისცა.მოულოდნელმა ზარმა შეაკრთო და დაბნეულმა უპასუხა უცხო ზარს.
*გისმენთ-როგორც შეეძლო,მყარი ხმით უპასუხა.
*იცი ტირილი როგორ არ გიხდება?-ვის არ ელოდა და მაქსიმეს ნამდვილად არა.მამაკაცს იმაზე ბოხი გახდომოდა ხმა,ვიდრე ოდესმე ჰქონია.პასუხის გაცემას აპირებდა,მაქსიმემ რომ დაასწრო-არ იმსახურებ ნინია ასეთ ცხოვრებას.რა ვიცი მე,მაგრამ ვგრძნობ რომ უბედური ხარ.შენი ცრემლების ღირსი არავინ არის.საკუთარ თავს მოუფრთხილდი.-სიტყვის თქმა არაცადა ისე გაუთიშა დაბნეულ გოგონას და შავი რეინჯ როვერიც გაცდა ნინიას კორპუსს.უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დაბრუნდა ოთახში.მძინარე ქმარს ზურგი აქცია და მორფეოსის სამყაროში უჩვეულოდ ბედნიერი გადაეშვა.

*
დილით საშინელმა თავის ტკვივილმა გააღვიძა.თვალები ზანტად გაახილა და მუცელზე შემოხვეულ მამაკაცის მკლავს ამრეზიით გადახედა.უხეში მოძრაობით მოიშორა ლევანის ხელი და წამოდგომას შეეცადა.
წამიერად თავბრუ დაეხვა.
მუხლები მოკვეთა და იგრძნო როგორ ჩამოარტყა თავი რაღაცა ძლიერს.
ბოლოს ლევანის ყვირილი მიწვდა ყურთასმენას და საბოლოოდ გაითიშა.


გრძნობდა როგორი დაჟინებით უყურებდა ვიღაც,მაგრამ არ ქონდა ძალა თვალების გახელის.
გაიგონა სანდროს გატეხილი ხმა,მაგრამ არ ქონდა ძალა პასუხის დაბრუნებისთვის.
უნდოდა ეთქვა რომ კარგად იყო.
რომ აღარ ეტირა.
არ შეეძლო,ვერ შეძლო.
ისევ ბურუსმა მოიცვა მისი აზროვნება და შავ-ბნელ სამყაროში გადაინაცვლა.


-ნინია გამოფხიზლდი რა,გთხოვ.ვერ გიყურებ ასეთს.ჩემს გამო არა,სანდროს გამო გამოფხიზლდი-გრძნნობდა როგორ ძლიერად უჭერდა ხელს ქმარი და ტკვილის გარდა ვერაფერს გრძნობდა.უმნიშვნელოდ გაახილა თვალები და ლევანის ბედნიერ სახეზე ოდნავ ჩაეღიმა.
-რაიყო ლევან,ხო არ შეგაშინე?-სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა და ყელის ჩასაწმენდად ოდნავ ჩაახველა.
-ნინია,ბოდიში რა.-ტკვილით ამოილაპარაკა ქმარმა და ხელზე აკოცა.
-ლევან,შენი ბოდიშები ჩემთვის გაუფასურებულია-მშვიდად ჩაილაპარაკა და ქმრის დაბნეულ სახეზე ოდნავ გაიღიმა.ფრთხილად წამოიწია მაგრამ მამაკაცის ხელმა შეაჩერა.
-ნინია რასაკეთებ?სერიოზული ტვინის შერყევა გაქვს,არ შეიძლება შენთვის მოძრაობა-დაფეთებულმა წამოიყვირა და ფრთხილად გადააწვინა საწოლზე.რამოდენიმე წამში პალატაში ასაკოვანი მამაკაცი შემოვიდა.გულწრფელი ღიმილით გაუღიმა მისუსტებულ გოგონას და პულსი გაუსინჯა.
-ექიმო,რამე სერიოზული ხომ არ არის?-შეპარვით იკითხა და ექიმის ღიმილიან სახეზე ოდნავ დამშვიდდა.
-ზედმეტმა ნერვიულობამ,სტრესმა და ჰემოგლობინის საჭიროზე დაბალმა დოზამ განაპირობა დღევანდელი მოვლენა.ხვალამდე აქ უნდა იყო,ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ.-ექიმის პირველ სიტყვებზე ქმარს შეხედა.ეტყობოდა რამდენად ძლიერ გრძნობდა დანაშაულს და კმაყოფილს გაეღიმა.
ექიმის გასვლისთანავე პალატაში ნამტირალები სანდრო შემოვიდა.მომღიმარი დედის ნანახვისას,უმალ შეიმშრალა ცრემლები და ძლიერად ჩაეხუტა ნინიას.
-დე რა გატირებს,არ გრცხვენია?-ღიმილით დაუყვავა ერთადერთს და თავზე რამოდენიმეჯერ ფრთხილად აკოცა.ბავშვმა უფრო ძლიერად მოხვია ხელი დედას და ცოტახანში დაწყნარდა.
სანდროს და ლევანის გასვლის შემდეგ რიგ-რიგობით შემოლაგდნენ მერგობრები და მისუსტებული,წამსვე გამოფხიზლდა.იხსენებდნენ ყველაფერს,იცინოდნენ ყველაზე და ყველაფერზე.
*
ჩაძინებული მსხვრევის ხმამ გამოაფხიზლა.შეშინებულმა წამოწია თავი და მამაკაცის სილუეტს უხმოდ დააკვირდა.იმის გააზრებისას,რომ მის პალატაში უცხო მამაკაცი იყო ყვირილი მოუნდა.მაგრამ ანთებულმა შუქმა და მაქსიმეს დანახვამ გეგმები ჩაუშალა.
-მაქსიმე?!-იმდენად გაუკვირდა ღამის ორ საათზე მისი დანახვა,რომ ხელზე შეუმჩნევლად იჩქმიტა.მამაკაცს ხმა არამოუღია,სწრაფად მიიჭრა ნინიასთან და გახურებული ტუჩებით შეეხო გოგონას შუბლს.ნინია დაიბნა,ნორმალურ ტემპერატურაზე მყოფი წამსვე წამოხურდა.
-მაქსიმე რას აკეთებ?-დაბნეულმა ძლივს ამოილაპარაკა.
-სიცხე გაგიზომე-ღიმილით მოახსენდა და მხრები აიჩეჩა.
-აქ რას აკეთებ?-კიდევ უფრო დაიბნა და მაქსიმეს ღიმილიან სახეზე მასაც გაეღიმა.
-ნინია რამდენ კითხვას სვამ?გავიგე რომ ცუდად იყავი,მოვედი და გნახე.
-ღამის ორ საათზე?
-ღამის ორ საათზე..
ნინიას ხმა აღარ ამოუღია.მომენტით ისიამოვნა და დაბალ ხმაზე გადაიკისკისა.მიუხედავად იმისა,რომ უამრავი კითხვა ჰქონდა,პასუხებს არ ეძებდა.მამაკაცმა პარკიდან რამდენიმე ცალი ალუბალი ამოიღო და ნინიას გაუწოდა.უსიამოვნოდ დაიჯღანა არასასურერვლი ხილის დანახვისას და ცხვირი აიბზუა.
-ნინია ეგეთები არ იყოს.გჭირდება და უნდა ჭამო-მკაცრად ჩაილაპარაკა და გამჭოლი მზერით დააკვირდა გოგონას.
-არა მაქსიმე არ შემიძლია,ვერ შევჭამ-ხელები უარფის ნიშნად გააქნია და თავის სიჯიუტეზე გაიცინა.
-მოდი ვითამაშოთ გინდა?-ჭინკებ ათამაშებულმა დახედა გოგონას და თვალი ჩაუკრა.
-რა ვითამაშოთ?-მასაც პატარა გოგოსავით გაუხარდა და საწოლიდან წამოწევა სცადა.მაქსიმემ თვალები დაუბრიალა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-მე კითხვებს დაგისვამ,შენ კონკრეტულად,ზუსტად უნდ ამიპასუხო.რაზეც არ მოგინდება პასუხის გაცემა,ერთცალ ალუბალს შეჭამ.შევთანმხმდით?გამარჯვებული,ანცი ღიმილით ჩაილაპარაკა და ნინიას გაბრაზებულ სახეზე,ხმამაღლა გაეცინა.
-მაქსიმე რა ცუდი ბიჭი ყოფილხარ-მასაც ხმამაღლა გაეცინა და ანიშნა დავიწყოთო.
-კარგი,მოდი პირველი იმას გკითხავ რაზეც პასუხი არ გამეცი.რამდენი წლის ხარ?-ზედმეტად სერიოზულად ჩაილაპარაკა და გამომცდელად მიაჩერდა მის წინ მწოლს.იმდენად არ უყვარდა ასაკზე ყურადღების გამახვილება,თავიდან იფიქრა ალუბლის ჭამა მირჩევნია-ო.შემდეგ გადაიფიქრა და მობეზრებულმა გასცა პასუხი,ოცდარვა-ო.
-ისევ უპასუხო კითხვას დაგისვამ,შენი და ლევანის კავშირი წმინდაა?-თავიდნა არესიამოვნა,შემდეგ მიხვდა რა თამაშსაც თამაშობდა და ზედმეტად გახსნილად უპასუხა.
-ვფიქრობ,უკვე იცი ამაზე პასუხი-ღიმილით გასცა პასუხი და მაქსიმეს მოტანილი ნატურალური წეენი მოსვა.
-ნინია რაღა ახლა მოგინდა ყველა კითვაზე პასუხის გაცემა?-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და საწოლზე,მის გვერდით ჩამოჯდა.
-არ შევჭამ ალუბალს-მეთქი-სიცილით ჩაილაპარაკა და გამარჯვებულმა გადახედა გაბრაზებულ მამაკაცს.
-კარგი როგორც გინდა,მაგრამ იცოდე მეწყინა.
-რა გეწყინა,მაქსი?-კიდევ უფრო ხმამაღლა გაეცინა მამაკაცის ბავშვურ საქციელზე და მის დაბნეულ სახეს გაკვირვებული დააკვირდა.შემდეგ გაიაზრა,როგორ უცებ შეამოკლა მაქსიმეს სახელი.
შემდეგ გაიაზრა,როგორ იქცა მაქსიმე-მაქსით.
დამფრთხალმა,შერცხვენილმა იცვალა გვერდი და მაქსიმესგან ზურგშეკცევით დაწვა.მის წინ ჩამუხლულ მაქსიმეს შეკავებული ღიმილით გადახედა და თვალები დახუჭა.მამაკაცმა ნინიას გახურებული ხელი დაიჭირა და რამოდენიმეჯერ ძლიერად აკოცა.ნინიას ეგონა ელექტროდენმა დაუარა მთელ სხეულში.ხელები შესამჩნევად აუკანკალდა და თვალები უფრო ძლიერ დააჭირა ერთმანეთს.
-ერთადერთი ხარ,ვისაც ამ სახელს ვაპატიებ-ბოხი,ხრიწიანი ხმით ჩაიჩურჩულა მამაკაცმა და ცერა თითი ფრთხილად ჩამოუსვა ყელზე.
იცოდა რომ სულელი იყო.
რომ არ უნდა გასცინებოდა.
მაგრამ გაეცინა.
მიხვდა მამაკაცი რის გამოც იცინოდა და კიდევ ერთხელ ჩამოუსვა ყელზე თითები.ზედმეტად ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა პირზე ხელი აიფარა და ჩუმად ფხუკუნებდა.
თვალები თანდათან ელულებოდა და მაქსიმეც ნასიამოვნები უყურებდა ძილბურანში მყოფს.
მამაკაცს ძლიერად უჭერდა ხელს და უკვე მეორედ,მაქსიმეს გამო უჩვეულოდ ბედნიერს ჩაეძინა.

გამარჯობა:)
მეორე მოთხრობაა რომელიც დავწერე და პირველი,რომელსაც სერიოზულად მივუდექი.მაგრამ,მაინც ვერ გამომივიდა ისეთი როგორსაც ვფიქრობდი.
ველოდები თქვენს შეფასებებს
გაგრძელება რათქმაუნდა იქნება,იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი Guest lia

Kარგია მომეწონა. Gაგრზელება არ დააგვიანო.
ველოდები მოუტმენლად.კარგი ხარ.❤❤❤

 


№2  offline წევრი mani156

ძალიან მომეწონა. როარ გააგრძელო არ შეიძლებაა :დდ

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

საინტერესოა და რა თქმა უნდა გააგრძელე ოღონდ ძალიან არ დააგვიანო რაა გთხოვ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი მერო

რატო აღარ აგრძელებ

 


№5  offline წევრი mariam m.k

Zalian momewona da imedi maqvs gagrzelef rogorc sheni nashrom ar unda miatovo ese xom gesmis chvenc adamianebi vart.motminebis sakitxi ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent