შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამეფიცება


15-09-2015, 18:19
ავტორი MyLove
ნანახია 2 129

რაში მჭირდება შენი
მიყვარხარ,
როდესაც ვიცი, რომ
ტკივილამდე მგრძნობ.

ცრემლებს დამიშრობს შენი ტუჩები
გამიადვილებს შენთვის შეხედვას,
მე თუ სიყვარულს ვერ გეფიცები,
შენი თავი ხომ დამეფიცება.

არ მიყვარს
როცა
გახურავს ქუდი
და
ვეღარ ვხედავ
შენს წაბლისფერ თმას,

მწვანე თვალები დამეფიცება,
შემოდგომისას რომ არ ყვითლდება!

გულს ამიჩქარებს შენი გრძნობები,
ჩემი შეხება რომ ებრალება,
ტირილის ჟამს რომ მომეფერები,
ბედნიერებით ამეტირება!
.........
ბანალურია
ეს ყველაფერი.
......
უ-შენოდ მე რომ არ შემიძლია.
ჩემი კი არა, შენი ბრალია.

.........

სიყვარულს თუ ვერ დაგეფიცები,
შენი თავი ხომ დამეფიცება,
მაგ გულში სისხლად მე ჩაგიდგები
და შენ სხეულში დავიწყებ რბენას.

.........
დამეფიცება შენი გრძნობების
ხილვა
და არც არასდროს დამავიწყდება,
სიყვარულს, რწმენას, რომ დავიფიცებ
შენი თვალები გამახსენდება.

....
და
მაინც
დამეფიცება, რომ მე მიყვარხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent