შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ცხრამეტი )


7-10-2017, 17:12
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 216

შემოდგომისთვის დამახასიათებელი ღრუბლიანი ამინდი იყო. ცას მუქი ლურჯი საფარველი გადაჰკროდა. თითქოს წვიმისთვის ამზადებდა დედამიწას.
უკანა სავარძელზე მოთავსებული თანანო გაჰყურებდა არემარეს. სახლებს, ხეებს, შენობებს რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ფიქრობდა განვლილ დღეებზე. ხვდებოდა რომ ძალიან გადაუხვია გზას. დაავიწყდა ან უბრალოდ არ უნდოდა თავის მიზნებზე ეფიქრა. რისთვის იმყოფებოდა ახლა ამ წუთას ამ მანქანაში, მამაკაცის გვერდით.
ფანჯარას ჩაუწია და სახე შემომავალ გრილ ნიავს შეუშვირა, რომელიც საამოდ ელამუნებოდა სხეულზე.
ნეტავ შესძლებოდა ყველაზე ცუდი მონაკვეთების ამოეჭრა, როგორც ეს ფირზე ხდება.
ფიქრობდა გუშინდელ დღეზე. მამაკაცის მისდამი გამოჩენილ ყურადღებაზე. შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც ამ სიტუაციაში მისთვის სასარგებლოც კი იყო. მოიგებდა მის გულს უფრო კარგად დაუახლოვდებოდა და შესძლებდა იმის მიღებას რაც სურდა.
უხსენებლი ბეგლარიც აჩქარებდა და ხშირად ურეკავდა.
თანხის შეგროვება რომ შეეძლოს და მოიშოროს ეს კაცი გზიდან, ხომ შესძლებდა მის გვერდით ყოფნას. მაგრამ ეს რონც გააკეთოს, ნერსე ტყუილს არ აპატიებს.
თავი სტკიოდა უკვე ამდენი ფიქრისგან. სახლში უნდოდა მისვლა, სადაც სითბო და დიდი სიყვარული ელოდა.
რამდენიმე საათიანი, დამღლელი მგზავრობის შემდგომ, მამაკაცმა სახლთან დატოვა თვითონ კი გაუჩინადა.
კარებზე რამოდენიმეჯერ დააზარუნა. ჩიტივით მოიბუზა შემცივნებული.
- თანოო, ჩემო გიჟო გოგო, ჩამოხვედი ?! - თვალები გაუბრწყინდა მოხუცს შვილიშვილის დანახვისას.
- ჩამოვედი ბეე.. - გულში ჩაიკრა ძლიერ, თვალებზე მომდგარი ცრემლები უკუაგდო.
- ჩემო თვალისჩინო, როგორ მომნატრებია შენი ცანცარიც კი.
- მეც მომენატრა ბებიკუნა შენი გაბრაზება და დამერწმუნე დროს ავინაზღაურებ. - სიცილით ეუბნება და მისაღებისკენ მიდის. - გვანცა სად არის ?
- თავის კურსელთან დარჩა.
- ძალიან მშია, რამე მოამზადე რა.. - ყელთან ორი თითი მიიტანა და თვალები ააფახულა. - სანამ მე წყალს გადავივლებ და ჩამოვალ.
- კარგი, ოღონდაც შენ ჭამე და.. - სიცილით უთხრა და სამზარეულოში შევიდა.
ოთახში შესულმა ღრმად შეისუნთქა მისეული სურნელი. როგორ მონატრებია ყველაფერი.
სააბაზანოში შევიდა, წყლის წვეთებმა დაღლილობა მოუხსნეს. ხალათი მოიცვა და ოთახში დაბრუნდა.
- თანანოოოოო.. თანოო .. - ქარბორბალასავით შევარდა სესილი და ზედ აეკრო. - დამპალო ბავშვო, რატომ არ მითხარი რომ ბრუნდებოდი ?! - შუბლი შეკრა.
- სიუპრიზის მოწყობა მინდოდა და აბა ვინ დამაცადა. - თვალები აატრიალა. - მეც ძალიან მომენატრეთ ჩემო გიჟმაჟუნებო, ატმის ჯემებო და კოკროჭინებო.
- ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომიყვე. - ეშმაკურად აათამაშა თვალები.
- ახლა ისე მშია, შეიძლება შენც შემომეჭამო. - გადაიკისკისა.
- წამოდი, მეც ძალიან მშია.
მოემზადა და ქვემოთ ჩავიდნენ. მაყვალა ბებომ, სუფრა გაშლილი დაახვედრათ. სადილობა როდესაც დაასრულეს სუფრა აალაგეს. ყავა მოიმზადეს და გარეთ გავიდნენ.
როგორ მონატრებია ყველაფერი, ეს მაგიდაც კი რომელთანაც ბევრი დაუვიწყარი მოგონება აკავშირებდა. მეგობრებთან საუბარში გათენებული ღამეები.
აი, ახლაც იჯდა, ხელები ცხელი ფინჯნისთვის შემოეხვია, წვიმის სურნელს ღრმად ისუნთქავდა. უსმენდა წვიმის წვეთების ჰარმონიულ მელოდიას და სესილის ტიკტიკს. სრული ბედნიერებისთვის ირაკლი აკლდათ.
- მომიყევი ჰაა, ამდენი ხანი ვლაქალებ და მგონი ვერაფერი ვერ გაიგე. ჰეიი.. - თვალწინ ხელი აუფრიალა. - ჩამოფრინდი დედამიწაზე.
- ოო, კარგი რაა, მოსაყოლი არაფერი არ არის. - თვალები მობეზრებულად აატრიალა.
- გისმენ ! - თვალები დაუბრიალა.
თავიდან დაიწყო ყველაფრის მოყოლა. სესილი ხან გაკვირვებისგან პირს გააღებდა და თვალებს დააკვესებდა. ზოგჯერ კი ხმამაღლა კისკისებდა.
- აი, ეს მესმის.. - გაოცებულმა ამოთქვა. - ამაზე იძახდი რომ არაფერია მოსაყოლიო ?!
- შენ ჩემს ადგილზე ყოფნას არ ისურვებდი.
- ნამდვილად, მე მხოლოდ ირაკლის კოცნაზე ვოცნებობ. - თვალები მილულა და ოცნებებში გაფრინდა.
- ჰა, ჰა, ჰა, წასულია შენი საქმე. - გადაიკისკისა და ხელი ჩაიქნია.
- ეჰ.. - ღრმად ამოისუნთქა.
- რა ხდება ? - სახე დაუსერიოზულდა.
- გოგოებს ნასკებივით იცვლის, მე მისთვის მხოლოდ მეგობარი ვარ და ალბათ სულ ასე იქნება. - თვალები წყლით აევსო.
- მაგას სულ მალე გავიგებთ და მე მომანდე ყველაფერი. - გაუღიმა და გვერდიდან მიიხუტა.
- არამგონია ღირდეს..
- კუბიდონის ისარს ვესვრი და მოგვარებული იქნება ყველაფერი. - სესილისაც გაეცინა.
- ძალიან მენატრებოდი. - ხელები მოხვია.
- მეც ჩემო გიჟო გოგო.
- ირაკლი, რატომ არ მოვიდა ჰაა? - ელოდებოდა, მაგრამ არ ჩანდა.
- გოგო, ჯვრისწერის შემდეგ სწრაფად დავბრუნდით უკან. ირაკლის კომპანიამ ტრენდერში გაიმარჯვა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ მოუხდა წასვლა. ამ დღეებში დაბრუნდება ალბათ.
- აუ, ძალიან მომენატრაა, მეგონა ვნახავდი.
- მეც.. მაგრამ მე უფრო სხვა რაღაც მაინტერესებს, თან ძალიან. - გამჭოლი მზერა მიაპყრო მეგობარს.
- რაა ? - იცოდა საითაც უმიზნებდა მეგობარი.
- რას აპირებ ?
- რასთან დაკავშირებით ? - გაეღიმა.
- ახლა უკვე ნერვებს მიშლი.. - შეუბღვირა.
- რაც არ ვიცი რა გითხრა ?!
- მე და ირაკლი ყველაფერს ვიზავთ ფული რომ შეგიგროვოთ, იმ წურბელა კაცის მოსაშორებლად.
- შენ გგონოა ასე ადვილი იქნება მისი გადაგდება ?!
- სიმართლეს მოუყვები ნერსეს ყველაფერს და დარწმუნებული ვარ გაგიგებს. სჯობს შენგან გაიგოს ვიდრე სხვისგან და შელამაზებულად.
- არ ვიცი, ადვილია ასე საუბარი, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება.
- გაგიგებს, რადგან დარწმუნებული ვარ მასაც აქვს შენს მიმართ გრძნობები. - ეშმაკურად გაუღიმა.
- და საიდან დაასკვენი რომ მე.. - ლოყები ვაშლივით აუღაჟღაჟდა.
- ჩშ, მე, შენ რამეს მომატყუებ ?! - წარბები აუთამაშა.
- კარგი, ჰო.. - ხელები დანებების ნიშნად ასწია ზევით. - მაგრამ ყველაფერი ძალიან რთულადაა.
- აუ, წამოდი კლუბში წავიდეთ რა.. ცოტას გავერთობით და გულს გადავაყოლებთ.
- ჰო, კარგი იქნება წავიდეთ.
მოემზადნენ და სესილის მანქანით წავიდნენ.
სესილიმ მისი მეგობრები შენიშნა შორიდან და იქით წავიდნენ. თანო თითქმის ყველას იცნობდა, მხოლოდ ერთი ყმაწვილი იყო უცხო.
- როგორ ხართ ბავშვებო ? - გოგონამ ყველა მოიკითხა.
- შენგან დავიწყებულები..
- ჰო, რაღაც საქმეები მქონდა და ვეღარ ვახერხებდი შემოვლას. - გაეკრიჭა ყველას.
- თანო, ეს ალექსანდრეა ჩემი ახალი კურსელი.
- სასიამოვნოა.. - ერთად წარმოსთქვეს და გაეღიმათ.
შესამჩნევი იყო ალექსანდრეს გადაჭარბებული ყურადღება თანოს მიმართ. ეფლირტავებოდა რითაც ღიზიანდებოდა. რამოდენიმეჯერ ეცეკვა კიდეც, არ უნდოდა უხეშად მოეცილებინა.
ცოტა დალიეს კიდეც ხასიათზე მოსასვლელად.
სახლში გვიან დაბრუდნენ, სესილი მასთან დარჩა. ბალიშზე თავი დადეს და მალევე დაეძინათ.
დილით უჩუმრად წამოდგა ფეხზე. სააბაზანოში შევიდა და წყალი გადაივლო. ცდილობდა ჩუმად მომზადებულიყო რომ არ გაეღვიძებინა.
მანქანის გასაღები და კლადჩი აიღო და ქვემოთ ჩავიდა.
სამსახურში მისვლისას ნერსემ უბრძანა მასთან შესულიყო.
- თელავში მივდივართ, საჭირო საბუთები მოაწესრიგე, 15 წუთში გავალთ.
- კარგით..
როგორ არ უყვარდა მგზავრობა, თან ამდენი ხანი მის გვერდით მოუწევდა ყოფნა. მანქანაში ჩაჯდა და უფროს დაუწყო ლოდინი.
გზაში თათბირთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ამ დროს თანოს ტელეფონი აწკრიალდა.
- გისმენთ.
- თანანო, როგორ ხარ ?
- კარგად მაგრამ რომელი ხართ ?
- ალექსანდრე ვარ.
- რომელი ალექსანდრე ?
- გუშინ კლუბში რომ გავიცანით ერთმანეთი.
- აჰ, შენ როგორ ხარ ? რამე მოხდა ? - სახე მოეჭმუხნა.
- გმადლობ, კარგად ვარ. კი, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მინდა ყავაზე დაგპატიჟო.
- იცი ვმუშაობ და არ მაქვს დრო.
- იქნებ როგორმე გამონახო დრო ჩემს სანახავად.. - გრძნობდა ნერსეს მზერას და გულში ზეიმობდა კიდეც.
- კარგი, როცა მოვახერხებ დიდი სიამოვნებით. ახლა კი დაგემშვიდობები.
- კარგი, ძალიან გამახარებ. დროებით..
ტელეფონი გაუთიშა და თვალი გაბრაზებული ნერსესკენ გააპარა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა არ შეემჩნია.
- არ უნდა მჭირდებოდეს შენი საუბრის მოსმენა თაყვანისცემლებთან !
- უბრალოდ არ მოგვისმინოთ.. - უდარდელად აიჩეჩა მხრები.
- არც მაქვს სურვილი ! მაგრამ როდესაც ჩემს გვერდით ხარ არ უნდა ისაუბრო უაზროდ ! - გაბრაზებულმა გადახედა.
- რასაც მინდა იმას ვიზავ ! - როგორ უშლიდა ნერვებს ეს ამპარტავანი პინგვინი. რა მისი საქმე იყო ვის დაელაპარაკებოდა და ვის არა.
- მანქანა გააჩერე ! - მძღოლს შეუღრინა. მანქანა გაჩერდა. - გადადი ! - ირონიულად შეხედა თანანოს.
- რაა ?! - გაკვირვებულმა შეხედა.
- დაყრუვდი კიდეც ?! კარები გახსენი და გადადი მანქანიდან ! 7 საათისთვის შეხვედრა გვაქვს, არ მაინტერესებს როგორც გინდა ისე იყავი სატუმრო ,,თეთრ სახლში’’. თუ არ მოხვალ და დააგვიანებ ხვალიდან სამსახურში აღარ მობრძანდე ! - ირონიულად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
- კარგი ! - კბილებში გამოსცრა და მანქანიდან დაგავიდა.
- პაკა ! წავედით..
მანქანა დაიძრა და წავიდა. ეგონა მწარედ გაეხუმრა და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ არამც და არამც. გავიდა ხუთი წუთი, ათი წუთი, ნახევარი საათი მაგრამ მამაკაცი არსად ჩანდა. როგორ ეშლებოდა ნერვები, როგორ უნდოდა საკუთარი ხელებით მიეხრჩო. სიცივისგან კანკალებდა, ჩანთაც მანქანაში დარჩა სადაც ტელეფონი და ფული ედო. ცოტაღა და ატირდებოდა.
მოულოდნელად მასთანა ახლოს შავი, ემელის ჯიპი გაჩერდა. კარები გაიღო და შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სიმპატიური მამაკაცი გადმოვიდა. წელში გასწორებული, ამაყი ნაბიჯებით მიდიოდა გოგონასკენ.
- გამარჯობა გოგონა, საით მიდიხართ ? - სათნოდ გაუღიმა.
- იცით მე.. - ყოყმანობდა ეთქვა თუ არა, ეშინოდა კიდეც.
- ნუ გეშინია, არც ნარკომანი ვარ და არც გარყვნილი, ქალებზე მოძალადე.. - სიცილით უთხრა. - მე გაგა ამაღლობელი ვარ. - ხელი გაუწოდა.
- თანანო ბექაური. - მანაც შეაგება.
- ძალიან ცივა თან თქვენც თხლად გაცვიათ. გამიკვირდა აქ ასე მარტო რომ იდექით და იმიტომ გავჩერდი. თელავში მივდივარ, საქმიან შეხვედრაზე და საერთო გზა ხომ არ გვაქვს?
- კი.. - მანაც გაუღიმა, არ ჩანდა ცუდი ადამიანი.
- ძალიან კარგი, არ მიყვარს მარტო მგზავრობა. - სიცილით უთხრა. - წამოდი თორემ გავიყინე უკვე.
- კარგი.. - სხვა რა გზა ჰქონდა, მანქანებიც არ დადიოდნენ. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ვის ჩაუჯდებოდა, არც ეს ჩანდა ცუდი პიროვნება. მამაკაცმა ჯელტმენურად გაუღო კარები მერე კი თვითონ შემოუარა მანქანას და საჭეს მიუჯდა.
ესიამოვნა სითბო, სალონიც სასიამოვნო სუნამოს სუნით იყო გაჯერებული.
- აბა, თანანო, აქ რას აკეთებდი ? - ღიმილით ჰკითხა.
- დესპოტი უფროსების შესახებ გაგიგიათ ?! - გაბრაზებულმა ამოილაპაკა.
- მსმენია.. - სიცილით უთხრა.
- ხოდა მასეთმა დესპოტმა უფროსმა, მანქანიდან ჩამომსვა ! - თვალებში ცეცხლი უთამაშებდა.
- რატომ ?
- არ ვიცი.. - მხრები აიჩეჩა.
- აპირებ კვლავ მასთან მუშაობას ?
- კი, რადგან სხვა გზა არ მაქვს. - თვალები აატრიალა.
- რა ჰქვია შენს უფროს ?
- ნერსე, სხვათაშორის თქვენი მოგვარეა.
თანანოს მამაკაცისსკენ რომ გაეხედა ნათლად დაინახავდა სახეზე აღბეჭდილ ზიზღს. თვალებზე აგიზგიზებულ მრისხანების ცეცხლს. გზაში აღარ უსაუბრიათ. ერთ საათში სასტუმრის წინ იმყოფებოდნენ. მამაკაცი გადავიდა და კარები გაუღო.
- ყავა ხომ არ დაგველია ? - ღიმილით შესთავაზა.
- უარს როგორ გეტყვით.. - მანაც გაუღიმა.
- მოდი უბრალოდ შენობით ვისაუბროთ, კარგი ?! - გრძნობდა მამაკაცი რომ ეფლირტავებოდა.
- კარგი. - სასტუმროში მდებარე კაფეში გადაინაცვლეს.
ყავის სურნელი საამოდ მოელამუნა ცხვირში კაფეში შესვლისას. მყუდრო გარემო იყო, ხალხიც არ იყო ბევრი. კუთხეში მდგარ მაგიდას მიუჯდნენ და მიმტანს შეკვეთა მისცეს.
- რას დალევ ? - ღიმილით ჰკითხა უცნობმა.
- ცხელ შოკოლადს.
- ორი ცხელი შოკოლადი და შოკოლადის ტორტი. - მიმტანს მისცა შეკვეთა და შემდეგ თანოს მიუბრუნდა. - რას საქმიანობ აბა ტირანი უფროსთან მუშაობის გარდა ? –
- დრო როცა მაქვს, ვხატავ ყველაფერს რაც გულამდე მოდის.
- ვაუ, რამდენი საერთო გვქონია. - ეშმაკურად გაუღიმა.
- ხატავ ? - თვალებში ვარსკვლები აუთამაშდნენ.
- კი.. დიდი სიამოვნებით დავხატავდი შენს აკაშკაშებულ, თაფლისფერ თვალებს.
- მადლობა. - მორიდებულად ჩაილაპარაკა.
*****
თვითონაც არ იცის რატომ მოიქცა ასე, თუმცა ვის ატყუებს ეს მაიმუნი კარგად იცის რატომაც. ეჭვიანობის გრძნობამ მოიცვა მისი გონება. თან თანანომაც შეუპოვრად რომ უტლიკინა ენა, გადაწყვიტა ასე ესწავლებინა მისთვის ჭკუა. იმ წუთას საკუთარი საქციელით კმაყოფილი იყო, მაგრამ რომ გაიაზრა რაც გააკეთე მხოლოდ რამოდენიმე წამი ფიქრობდა უკან მიბრუნებაზე, მაგრამ სიამაყემ სძლია. სულელ გოგოს ჩანთაც მანქანაში დარჩა, როგორ დაურეკავდა და გაიგებდა სად იყო. სასტუმრო ოთახში წინ და უკან დადიოდა და თან ცოფებს ყრიდა. ორი საათი იყო გასული და არსად ჩანდა.
ოთახში ვეღარ ისვენებდა გადაწყვიტა კაფეში ჩასულიყო. იქ შესულს მის ყურთასმენას თანანოს კისკისის ხმა მისწვდა. მოპირდაპირე მხარეს გაიხედა და დაინახა მამაკაცთან მოსაუბრე გოგონა. სისხლმა სწრაფი მოძრაობით დაიწყო მოძრაობა. კისერზე არსებული ძარღვები დაეჭიმა, თვალები სიბრაზისგან ჩაუსისხლიანდა. როგორ არ უნდოდა მასთან ენახა, არადა აპირებდა ყველაფერი მოეგვარებინა.
მათკენ სწრაფი, მაგრამ მოზომილი ნაბიჯებით წავიდა. მაგიდასთან მისულმა კი ჩაახველა,მათი ყურადღება რომ მიექცა.
უცნობმა ამოხედა და სახე ირონიულმა ღიმილმა გაუბადრა.
- ნერსე, რა საოცარი დამთხვევაა.
- ბატონო ნერსე, ახლა ვაპირებდი თქვენთან ამოსვლას. - კნუტივით ამოიკნავლა. მამაკაცის განსრიხებული სახის დანახვისას გაშრა და შიშისგან ჩაიფერფლა. არასდროს ენახა ასეთი გაბრაზებული.
- როგორ ხარ ბიძაშვილო ?! - სარკასტულად გაიჟღერა უცნობის ხმამ.
- არაჩვეულებრივად! - კბილებში გამოსცრა. - თანანო ახლავე ადი შენს ოთახში ! - თვალებში ნათლად დაინახავდით აგიზგიზებულ ცეცხლს, რომელიც ვინმეს დაწვას და დაფერფლვას უქადდა.
- კარგით.. - ფეხზე წამოდგა.
- არა, რატომ უნდა წავიდეს ? - ღიმილით ამოილაპარაკა. - ყავა დაგველია ერთად და ძველი დრო გაგვეხსენებინა.
- თანანო !
უჩუმრად აუარა განრისხებულ უფროს გვერდი და წავიდა.
- აღარ დაგინახო მის გვერდით გასაგებია ?! - გაბრაზებულმა შეუღრინა.
- ეგ შენი საქმე არ არის ! - თვალი ჩაუკრა და სკამზე ჩამოჯდა.
- არაკაცი ვიყო, ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცლეს თუ მასთან სიახლოვეს დაგინახავ ! - ხელი პერანგის სახელოში ჩაჰკიდა და ფეხზე წამოაყენა.
- ოჰ, რა ბრაზიანი ხარ ბიძაშვილო ! - გადაიხარხარა.
ყურადღება აღარ მიუქცევია, ზურგი აქცია და ლიფტისკენ წავიდა. სიბრაზისგან მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. მასთან შეხვედრისას ყოველთვის მტკივნეული წარსული ახსენდებოდა. ნანობდა მაშინ იმ წუთებში საკუთარი ხელებით რომ არ გამოასალმა სიცოცხლეს.
რამოდენიმეჯერ დააკაკუნა კარებზე. გოგონამ კარები გაუხსნა და გვერდის ავლით შიგნით შევიდა.
- რა საყვარლად ეჭუკჭუკებოდი უცნობ მამაკაცს ! - ზიზღით ამოთქვა და სავარძელში ჩაჯდა.
- თქვენი საქმე არ არის ! - გაბრაზებულმა შეხედა და ლოგინზე ჩამოჯდა.
- ჰო, არა ?! ყველა ახლად გაცნობილ მამაკაცს ასე ეკურკურები ?!
- ვეკურკურები ?! - გაცოფებული წამოდგა. - მაგ უცნობა მამაკაცმა სიკეთე გამოიჩინა და სასტუმრომდე მომიყვანა ! - არ აპირებდა რამე დაეთმო მისთვის, როდესაც ის არ იყო არაფერში დამნაშავე.
- ოჰ, მერე მადლობის გადახდას ბევრი ხერხია და ვერაფერი მოიფიქრე ?! - ირონიულად მოიქცია კბილებს შორის ტუჩი და თვალი ჩაუკრა.
- რა ?! - როდესაც გაიაზრა რასაც გულისხმობდა, თვალები გაუფართოვდა. - რამდენს ბედავთ ?! თქვენ მე ვინ გგონივართ ?!
- ოჰ, რა იყო რა ვთქვი ისეთი. - ფეხზე წამოდგა, ხელები ჯიბეებში ჩააწყო და უდარდელად მხრები აიჩეჩა. იცოდა ზედმეტი მოსდიოდა მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა.
- კარგად ბრძანდებოდეთ ! - ნაწყენმა შეხედა, თვალებში ცრემლები ჩაუგუბდა მაგრამ ახლა თავს არ აპატიებდა ატირებულიყო. ზურგი აქცია და კარებისკენ წავიდა.
სწრაფი მოძრაობით, ხელი დაუჭირა და სხეულზე აიკრა. თვალებში ჩახედა, მისმა ცრემლიანმა თვალებმა გონს მოიყვანა.
- მაპატიე. - ხელი შეუშვა.
- არ ვიმსახურებ თქვენგან ასეთ მოპყრობას. - მხრები უკანკალებდა, თითებს დაჰყურებდა რომელთაც ერთმანეთში ხლართავდა.
- იმ.. იმ.. არაკაცის დანახვისას, ძალიან გავბრაზდი და საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე.
- კარგი. - აინტერესებდა რას გულისხმობდა, მაგრამ აჯობებდა თვითონ მოეყოლა.
- წამოხვალ ჩემთან ერთად ?! - თვალებში ჩახედა გამომცდელად.
- სად ? - გაკვირვებულმა ახედა.
- არ აქვს მნიშვნელობა, წამოხვალ ? - ღიმილმა გაუპო ბაგეები.
- წამოვალ..

ვიცი რომ ცოტა, მაგრამ ახლა რომ არ დამედო უფრო დამაგვიანდებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

წავიკითხოო

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Anuki96
წავიკითხოო

kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest ლელა

ვაიმეე, ძალიან კარგია დავიძაბე მეც. ეთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ. დავინტრიგდი!

 


№4 სტუმარი Shorena kiladze

Vaimeee ra Patara iko tamakooo kai ra ...use kai IMO Mara es antilopa mozvinuli kaci nametani xea ...kargia chemo gemrieli magram didi tavu mindaa

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest ლელა
ვაიმეე, ძალიან კარგია დავიძაბე მეც. ეთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ. დავინტრიგდი!

მალე იქნება, ეს პატარა თავი რომ არ დამედო დიდი ხანი მოგიწევდათ ლოდინი kissing_heart მიხარია რომ ელოდები smile

Shorena kiladze
Vaimeee ra Patara iko tamakooo kai ra ...use kai IMO Mara es antilopa mozvinuli kaci nametani xea ...kargia chemo gemrieli magram didi tavu mindaa

მომდევნო დიდი იქნება :დდ

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

თამაკო
Anuki96
წავიკითხოო

kissing_heart

ნერსეს დავაპუტავ იმ თმებს თუ აქვს. ენას ამოვაძრობ ან არ ამოვაძრობ და ჭინჭრით დავუსუსხავ მაგ ეჭვიან მაკაკას მაგას.

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

Anuki96
თამაკო
Anuki96
წავიკითხოო

kissing_heart

ნერსეს დავაპუტავ იმ თმებს თუ აქვს. ენას ამოვაძრობ ან არ ამოვაძრობ და ჭინჭრით დავუსუსხავ მაგ ეჭვიან მაკაკას მაგას.

მიყვარს მაგრამ არ ვარ წინააღმდეგი ;დდდდდდ

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო უფრო საინტერესო გახდა ისტორია.როდის გავიგებთ რა დააშავა ბატონმა გაგამ? დაგვიტოვა აქ ინტრიგა და დაგვტოვა ისე.კარგი იყო საყვარელო ❤❤❤
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ოო უფრო საინტერესო გახდა ისტორია.როდის გავიგებთ რა დააშავა ბატონმა გაგამ? დაგვიტოვა აქ ინტრიგა და დაგვტოვა ისე.კარგი იყო საყვარელო ❤❤❤

გავიგებთ მალეე:დ kissing_heart

 


№10 სტუმარი Guest Lika

აუ რა ძაან მაგარი არის

 


№11  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest Lika
აუ რა ძაან მაგარი არის

kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent