შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს თავი 7


7-10-2017, 18:48
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 585

კლაუდიო იყო ჩემს საწოლზე წამოგორებული და ტელეფონს ათამაშებდა ხელში. პერანგის ღილები შეხსნილი ჰქონდა და ნავარჯიშები გულ-მკერდი მოუჩანდა.გაბრაზებული ჩანდა. მაგრამ მე რა შუაში ვიყავი.
-აქ როგორ შემოხვედი?
-მარტივად.კაცმა გაიცინა.
-მაშინ აქ რა გინდა?ხვალ ან ზეგ ისედაც შენთან უნდა მოვსულიყავი, ასე საჩქაროდ რა მოხდა. კაცი ჩუმად იჯდა და ტელეფონს ჩააჩერდა. მე კედელზე ვიყავი აკრული და მზერას არ ვაშორებდი, უცებ ტვინში იმ ქერას სახემ გამიელვა.-თუ შენმა ქერამ გამოგაგდო. მან მკაცრი მზერა მსტყორცნა. მე გამეღიმა., მაგრამ მალევე დავსერიოზულდი.- გადი ჩემი ოთახიდან და საერთოდ ჩემი ნომრიდანაც უნდა გამოვიცვალო და დავიძინო.
-არა დარჩენა მირჩევნია, შიშველსაც სიამოვნებით გნახავდი.
-მნახავდი აბა რა, იმ გასაბერი ქალის მერე ნატურალის დანახვა მოგენატრებოდა, მაგრამ საერთოდ არ მაქვს სურვილი მაინცდამაინც ჩემზე დაიკმაყოფილო შენი სურვილები. კაცი ზანტად წამოიწია საწოლიდან. გასწორდა ცოტა ხანს შეისვენა. ეტყობა რაღაც სტკიოდა, მხრებში გასწორდა და ჩემსკენ წამოვიდა, ცოტას კოჭლობდა კიდეც. მე ადგილიდან ფეხიც კი არ მომიცვლია. ჩემს წინ აესვეტა და ხელის ერთი მოძრაობით ამიკრა ტანზე. ხელს მთელი ძალით მიჭერდა წელზე.
-იეჭვიანე? თვალი თვალში გამიყარა.
-არა უბრალოდ გამიკვირდა რა გაგიჭირდა ისეთი რო გასაბერი ქალით დადიხარ აქეთ -იქით.
-ძალიან საზიზღარი ხარ. როგორ დამცინე? ჩემ მოშიშვლებულ მხარს დააშტერდა და მზერა ნახევრად შიშველ მკერდზე გადაიტანა. -არაუშავს ამის გამოსყიდვა მარტივად შეიძლება.თვალები ამღვრეული ქონდა.
-ჯერ ისე რა იქნები და ეხლა დალეწილზე საერთოდ რისი თავი გექნება.კაცმა ტუჩები გაილოკა. ერთი ზედმეტი მოძრაობა და მისი მსხვერპლი გავხდებოდი. მე კი ეს არ მაწყობდა.ხელიდან დავუსხლტი და მისაღებში გავირბინე.
-მე შენ გასწავლი ჭკუას ისე უნდა გაკვნესო მთელმა კუნძულმა რომ გაიგოს. ხმადაბლა თქვა, იმ იმედით რომ ვერაფერს გავიგებდი, მაგრამ საკმაოდ მახვილი სმენა მაქვს.ვერ გადავწყვიტე ამაზე რა რეაქცია მქონოდა ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია.
მოშვებული ხალათი სასწრაფოდ შევისწორე. დივანზე ჩამოვჯექი, ტელევიზორი ჩავრთე. ანიმაციების არხზე გადავრთე და ინტერესით მივაშტერდი ნახატ გმირებს. მაგრამ გულისყური მისკენ მქონდა. კაცი კოჭლობით და ხვნეშით გამოვიდა ოთახიდან , ისე ნელა დადიოდა მეგონა აქამდე ვერც მოაღწევდა. მოვიდა დივანზე დაწვა და თავი პირდაპირ კალთაში ჩამიდო.საკმაოდ დიდხანს ვიყავით ჩუმად. მერე ისევ მან წამოიწყო ლაპარაკი.
-გაინტერესებს აქ რატომ ვარ?
-უკვე აღარ. ის უფრო მადარდებს შენმა გოგომ არ გამჩეჩოს ხვალ.
-შეეშვი ამ ირონიას. არ გიხდება. ამოიხვნეშა და უფრო კარგად მოკალათდა.-მეგონა შეგებრალებოდი, ცოტას მაინც მომეფერებოდი, შენ კიდე მესწერვები. სევდიანი მზერა მომაპყრო.
-მერე ამისთვის მაინცდამაინც ჩემზე რატომ შეაჩერე არჩევანი, თუ ქერამ... სიტყვა არ დამასრულებინა.
-გთხოვ არ გინდა. გულს მტკენ. ჯერ ჰოლში ისე მიყურებდი მინდოდა მიწა გამსკდომოდა, ვერაფრით ვიგებ როგორ ჩნდები ყოველთვის იქ სადაც არ უნდა იყო.
-ბოდიში. მან მომნუსხველად გაიცინა ოდნავ წამოიწია და ნიკაპზე ნაზად მაკოცა.პასუხად ვერაფერი მოვიფიქრე ამიტომ გაქცევა ვამჯობინე. თავი ავაწევინე ჩემი კალთიდან, წამოვხტი და ოთახისკენ წავედი.
-მე აქ მტოვებ? გამომძახა კაცმა.
-გაქვს სახლი და კიდევ სასტუმრო, შეგიძლია იქ დარჩე.თუ იქ ვერ წაბრძანდები შეგიძლია მანდვე დაიძინო.მესმოდა როგორ ხვნეშა-ხვნეშით დგებოდა. აშკარად აბუქებდა, ისე ცუდად არ გამოიყურებდა, როგორც ხვნეშოდა. ხმაურიანი ნაბიჯებით მოდიოდა ოთახისკე.შუქი ჩააქრო და საწოლში შემოწვა.
-მაპატიე პატარავ, მაგრამ ერთი ღამით უნდა ამიტანო როგორმე.მე პროტესტის ნიშნად პირი დავაღე, მაგრამ მან ხმა არ ამომაღებინა.
-პატარავ იქ ვერ დავწვები ძალიან მაგარია, მე კიდევ ძვლები ისედაც მტკივა.შუბლზე მაკოცა და საბანში გაეხვა.
-და მე რა დავიფარო? არ გვყოფნის ხო ხედავ?
-მომეხუტე და აღარ შეგცივდება.
-მეტი საქმე არ მაქვს რაა. საბანი ჩემსკენ მოვიზიდე, შუაში ერთი ბალიში ჩავდე მეორე კი ჩავიხუტე. კაცი ღიმილნარევი მზერით მიყურებდა.-შენ პლედი დაიფარე, სკამზე დევს.
-რა უგულო ქალი ხარ, ამ სიცივეში იმან როგორ უნდა გამათბოს, ბუზღუნებდა. წამოდგომა დააპირა..
-კარგი იყავი მოვგვარდებით როგორმე.საბნის ნაწილი დავაფარე, ტყუილად ვიჭირვეულე ორივეს გვეყო, კარგად მოვთავსდით. მე მალე ჩამეძინა, მას არ ეძინა ძილშიც კი ვგძნობდი როგორ მხვრეტდა მზერით,ვგრძნობდი რომ ვერ ისვენებდა, რამე სტკიოდა ან ალბათ ჩემი ცუდი ძილის მანერა არ ასვენებდა, რამდენჯერმე ბალიში გამისწორა, საბანიც და ბოლოს მეც გადმომწია საწოლის კიდედან..
დილით ადრე გამეღვიძა,ტელეფონს დავწვდი და საათს დავხედე.ჯერ მხოლოდ რვა საათი იყო. გარეთ საშინლად ბნელოდა. ზანტად გავიზმორე,გვერდი ვიცვალე და საწოლის მეორე მხარეს მძინარე კლაუდიოს გადავხედე, როგორც ყოველთვის ბალიში ჰქონდა მიხუტებული და ბავშვივით ეძინა. საწოლიდან ფრთხილად გამოვძვერი და აბაზანაში ფეხაკრეფით შევიპარე. მუქი ლურჯი ამერიკული ჯინსი და შავი დიდი ზომის სვიტერი ჩავიცვი.ცოტა ხანს მისაღებში ვიჯექი და ვკითხულობდი.გამახსენდა რომ სასტუმროში საუზმე შვიდზე იწყებოდა. დიდა არ მინდოდა ჰოლში კლუდიოსთან ერთად გამოჩენა, არ მხიბლავდა ყურადღების ცენტრში ყოპნა ამიტომ თავად გადავწყვიტე ჩასვლა. ყველაფერს არ ამოვიტანდი.
კიბეზე ჩავირბინე და სასადილო დარბაზისკენ წავედი ლანგარი ავიღე და ზედ ბლინები, ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი და ქათმის სალათი დავალაგე.ყავა და კრუასანიც დავალაგე. მაგიდასთან მდგომები გაოცებულები მიყურებდნენ. ვცადე მათი მზერები დამეიგნორებინა, მაგრამ მაინც წამოვწითლდი. ნელა მოვდიოდი ლანგარი სულ ხელის კანკალით მომქონდა, ჩემს თავზე გამეცინა.კარი ძლივს გავაღე. მისაღებში მდგომ მაგიდაზე დავალაგე ყველაფერი და ოთახში ისევ ფეხაკრეფით შევიპარე. თავი ბალიშებში ჰქონდა ჩარგული. აშკარად ჯერ არ აპირებდა გაღვიძებას. ახლოს.მივედი და მის ტორსზე არსებულ სილურჯეებს დავაკვირდი. მარჯვენა მხარეს დოლბანდი შეხსნოდა და ჭრილობის პატარა ნაწილი უჩანდა. ეტყობა ძილში შეეხსნა. კარგად არ ჩანდა, საბანი ფარავდა. ოდნავ ჩამოვწიე და შიშველ ტორსზე ჭრილობის ადგილას ხელი დავუსვი. გაკერილს გავდა. ვაიმე ალბათ დაჭრეს. სახეზე ფერი გადამივიდა. მზერა დაბლა ჩავაყოლე და თეძოზე დავუსვი თითები, დაბეჟილი ჰქონდა.კაცი შეხტა და მაჯაში წამავლო ხელი.ტკივილისგან დავიკვნესე.
-გაგიჟდი?ლამის ხელი მოგამტვრიე. ასე თუ გინდოდა შიშველი გენახე გეთქვა და უარს არ გეტყიდი. გაიზმორა და თან ტკივილისგან სახე დამანჭა.
-ეს ვინ გიქნა?
-მოდი იმაში არ ჩაერიო რაც არ გეხება. ამოიხვნეშა და საწოლში გასწორდა.
-სანუგეშოდ ხო მოდიხარ და იმის თქმა არ გინდა რა დაგემართა. 20 წლის ხარ ასე რომ იჩხუბე.მას სიცილი აუტყდა.
-ეჭვიანი ცოლი იქნები. წამო, წამო ვისაუზმოთ, თორემ
-საუზმე აქ ამოვიტანე.სიტყვის დასრულება არ ვაცადე, ზურგი ვაქციე და მისაღებში დავაპირე გასვლა.
-წამოდგომაში დამეხმარე რა. კაცმა ხელი გამიმიწოდა და ფრთხილად წამოიწია. -ჭრილობას დავიმუშავებ და მოვალ.
-მე დაგიმუშავებ. აბაზანიდან აფთიაქის ყუთი მოვიტანე, საჭირო ნივთები ამოვალაგე და საქმეს შევუდექი. ის გატრუნული იჯდა ერთხელაც კი არ დაუწუწუნია.
საუზმობისას არცერთს არ ამოგვიღია ხმა. მე ფანჯარაში ვიყურებოდი. ის კი მზერით მხვრეტდა.
- დღეს რას ვაპირებთ?წამოიწყო კაცმა.
-საერთო გეგმები თუ გვქონდა არ მეგონა.ცხვირი ავუბზუე მე.
-ანა ნუ მებუტები. ვერაფერს გეტყვი არ შემიძლია. გენდობი მაგრამ არ მინდა რომ ეს იცოდე.
-როგორი მზრუნველი ხარ. ენა გამოვუყავი.
-გეყო! სადმე წავიდეთ გინდა? მშენებლობა მოიცდის.
-არაა! მე მარტო მივდივარ. სასხლის სანახავად და არამგონია დაგაინტერესოს.
-იქ ტრანსპორტი არ მიდის და საერთოდაც რესტავრაცია უკეთდება.საპასუხოდ ვერაფერი მოვიფიქრე და ენა გამოვუყავი.
-სხვაგან წავალ.
-მე ვიცი რამოდენიმე კარგი ადგილი, ერთად წავიდეთ. დამიჯერე აქაურობას შენზე კარგად ვიცნობ, თან შენი ამბავი რომ ვიცი შეიძლება სადმე დაიკარგო და ისევ მე მომიწევს შენი მოძებნა.
-კარგი ჰო როგორმე აგიტან.მას გაეცინა. სიცილი საოცრად უხდებოდა.
-გაბრაზებულიც საყვარელი ხარ..
-უი შენი ქერაც წავიყვანოთ, თუ სასიყვარულო სამკუთხედები არ მოგწონს. კაცმა თვალები აატრიალა.
კლაუდიომ ვიღაცას დაურეკა და განკარგულებები გასცა ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა მისი ტანსაცმელი და მანქანის გასაღები მომაწოდა.ყველაფერი მზადაოო დამტვრეული ინგლისურით მითხრა და კარი გაიკეტა.
თვალებზე ხელი ავიფარე და ისე შევედი ოთახში. არ მინდოდა გახდილი მენახა და ამით კიდევ ერთი უხერხულობა შემექმნა ჩემი თავისთვის.
-რას აკეთებ? გაიკვირვა კაცმა.
-არ მინდა შიშველი გნახო. თვალებიდან ხელი არ მომიშორებია ისე ვუთხარი. მან გადაიხარხარა.
- მაგარი ტიპი ხარ. მიდი მიდი მალე ჩაიცვი არ მიყვარს ლოდინი.
სწრაფად მოვემზადე.მოკლე ტყავის კაბა, სვიტერი და ბოტასები ჩავიცვი. ტყავის ქურთუკიც შემოვიცვი. დატალღული თმა წესრიგში მოვიყვანე და მისაღებში გავედი.
-სად ხარ ამდენ ხანს? დავბერდი.შავი ჯინსის შარვალი თხელი ლურჯი ზედა და ტყავის ქურთუკი ეცვა. თმა წინ ჰქონდა ჩამოყრილი, ისეთი სიმპატიური იყო.
კიბეზე ჩავირბინეთ ჰოლი სწრაფად გადავჭერით. მანქანის კარი გამიღო. თვითონაც სწრაფად დაიკავა ადგილი. ძრავა ამოქოქა და მანქანა მოწყვეტით გააქროლა ადგილიდან.
-სადმე გვეჩქარება? მაინც და მაინც შენთან ერთად სიკვდილი არ მინდა.
-დამშვიდდი. კლაუდიომ მთავარი გზიდან გადაუხვია და სოფლის გზაზე გადაუხვია.
-სად მივდივართ?
-ღმერთო უკვე ვნანობ. ერისეის სასახლეში მივდივართ. სოფელია ასეთი. მოგეწონება.ზღვის პირასაა.
-ამინდი ფუჭდება არამგონი იქ წასვლა კარგი იდეა იყოს თან ამ გზაზე და თან ამ მანქანით.
-რაღაც ცუს ხასიათზე ჩამოხვედი მილანიდან.ამი მერე არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. თითქმის ორი საათი ვიმგზავრეთ. მე ფანჯრიდან ვათვალიერებდი, ლამაზ ყვავილებით გაფორმებულ სახლებს და სასტუმროებს, მალე სასახლეც გამოჩნდა. უზარმაზარ კლდეზე იყო აღმართული. ღმერთო ახლა აქ ასვლი თავი ნამდვილად არ მქონდა.მაგრამ რას ვიზამდი? ზანტად გადავედი მანქანიდან და კლდეში ნაკვეთ კიბეს ავუყევით. ბევრჯერ დავისვენეთ, მე კიდეზე რამდენკერმე წამოვკარი ფეხი.
-არ დაიმტვრე რა. თითქმის მუდარით მთხოვა კაცმა. ფორმაში არ ვარ და ხელით ვერ გატარებ.მე ცხვირი ავუბზუე და გზა გავაგრძელე. სასახლეში შევედი. მხატვრობა და ქანდაკება თითქმის არ იყო შემორჩენილი. ოთახები სწრაფად მოვიარე და უზარმაზარ ტერასაზე გავედი. ის უკვე იქ იჯდა, ნეტავ საიდან მოვიდა.
-ლამაზია ჰოო. გერდით მივუჯექი ხელები მოაჯირზე დავალაგე და ულამაზეს ხედს მივაშტერდი,.
-ჰო. თითქმის ჩურჩულით ვთქვი მე. ზღვა ღელავდა, ტალღები კლედეს ეხეთქებოდა, ისე რომ თითქმის ტერასამდეც აღწევდა. მე ბავშვივით გაოცებული ვუყურებდი.-წვეთი დამეცა. იწვიმებს.აუუ კარგი რაა. დავიბუზღუნე მე. ჯერ არც კი მოვსულვართ.
-გეყოს. არ იწვიმებს. ამის თქმა იყო და საშინლად დაუშვა. სასახლეში შევედით. წვიმის გადაღებას ველოდებოდით, მაგრამ არადა არ ჩერდებოდა. -წამო წავიდეთ, მანქანამდე მალე ჩავალთ. მე თავი დავუქნიე და კიბისკენ წავედი. ორივე მთელი სისწრაფით ჩავრბოდით კიბეებზე, მანქანამდე ძლივს მივედით და მაგრადაც დავსველდით. კაცმა მანქანა დაძრა. სწრაფად მივდიოდით. მანქანა რამოდენიმე დიდ ორმოზე გადაატარა. წვიმამ უფრო უმატა.ხილვადობა კიდევ უფრო გაუარესდა. ის კი სიმშვიდეს არ კარგავდა. ისე იჯდა თითქოს არაფერი ხდებოდა.
-არა ასეთი სახე ნუ გაქვს. უბრალოდ წვიმს.საშინლად დაიგრუხუნდა. მე ისე შევხტი მანქანის ცას მივარტყი თავი.კაცმა გადაიხარხარა.
-იდიოტი. ჩავისისინე მე.
-კარგი რა, შეახედე აბა. გეტკინა? კაცმა შუბლზე ხელი გადამისვა.
-წინ იყურე.
-ნუ დარდობ ნამდვილი პროფესიონალი ვარ. ასეც კი შემიძლია ტარება. მომნუსხველად გამიღიმა კაცმა და თან ორმოში ჩაარტყა.
-ყოჩაღ! ვამაყობ შენით ჩემო ფორმულა ერთის პილოტო.
მთელი ძალით აწვებოდა გაზს, მაგრამ მანქანა ვერაფრით ამიყვანა ორმოდან. კარი გააღო და წვიმაში გადახტა.
-ვერ ამოვალთ აქედან.
-რა უნდა ვქნათ? ისევ მანქანაში დაბრუნდა.
-არ ვიცი. დასახლებამდე იქნებ მივიდეთ და მერე სადმე დავრჩებით რა.
-სანამ იქამდე მივალთ სულ დავსველდებით.
-აქ ვეერ ვიჯდებით. კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი.კლაუდიომ ხელჩანთა გადმოიღო. მანქანა ჩაკეტა და უკან ამედევნა. საშინელი ტყლაპო იყო სულ დავისვარეთ და გავიწუწეთ.დასახლებამდე ძლივს მივედით. მე მთელი გზა ვილანძღებოდი. მას კი ხმა არ ამოუღია.

პირველივე შემხვედრ სასტუმროში შევედით. მორიგე ქალმა ჩვენი დანახვისას აღშფოთება ვერ დამალა.
-ეს რა მოგსვლიათ ბავშვებო.გაიკვირვა ხანში შესულმა ქალმა.
-იმედია თავისუფალი ოთახი გაქვთ.
-დიახ, დიახ ახლავე მოგიმზადებთ.მაგრამ მხოლოდ ერთ საწილიანი. ამის გაგონებაზე თვალები დავქაჩე.-დივანიც კი არაა. შეწუხდა ქალი.ამის გაგონებაზე თვალები ვჭყიტე.
ქალი დერეფანში გავიდაჩვენც უკან მივყევით. მე ისე მციოდა კანკალს ვერ ვწყვეტდი.
-ვახშამსაც მოგიმზადებთ, მშივრები იქნებით. გაგვღიმა ქალმა.კარს გასაღები მოარგო და საწოლს თეთრეული სწრაფად მოარგო და ოთახი დატოვა.
-ჯერ მე ვბანაობ.მომეცი ტანსაცმელი. კაცმა სვიტერი და წინდები მომაწოდა და თვითონაც გახდა დაიწყო.
-რას აკეთებ?
-შენთან ერთად უნდა ვიბანაო. შენ თვალებზე ხელი აიფარე.გადაიხარხარა კაცმა
-იდიოტო. კარი მოვიკეტე და შხაპის ქვეშ დავდექი ცხელმა წყალმა აზრზე მომიყვანა. თმა გავიშრე, მერე საცვლებიც. სვიტერი გადავიცვი და ფეხშიშველი გავტანტალდი ოთახში. კლაუდიო უკვე კართან იდგა, სწრაფად შევიდა აბაზაბაში და მალევე დაბრუნდა უკან, წელს ზემოთ შიშველი.
-იმ ქალმა ვახშამი მოიტან მაგიდაზე დევს. აქ მოვიტან გინდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ტელეფონს ჩავაჩერდი. ჩუმად ვვახშმობდით, ორივე ძალიან დაღლილები და მშივრები ვიყავით.
ორივე საწოლის საზურგეს ვიყავით მიყრდნობილები და ტელევიზორს მივშტერებოდით.
-ლამაზი ფეხები გაქვს. მითხრა მან. აშკარად არ უყურებდა ტელევიზორს.
-ქერას უკეთესი ექნება, ეტყობა სათანადოდ ვერ მოგაწოდა. კაცს გაეცინა.
-ეგ ქერა შენ უფრო დიდი სიამოვნებით გაგ**მავდა ვიდრე მე.
-რა იდიოტი ხარ. მაისურს დავავლე ხელი და ოთახი დავტოვე.
-შეგიძლია აქვე გაიხადო.შუა თითი ვაჩვენე და კარი მივიხურე.საძინებელში რომ დავბრუნდი კლაუდიო იქ არ დამხვდა. არც დავლოდებივარ ისე შევძვერი საწოლში და სინათლე ჩავაქრე. უკვე ჩაძინებული ვიყავი. კლაუდიო ფრთხილად შემომიწვა და ზურგზე მომეხუტა. მხარზე და კისერზე ნაზად მაკოცა. თავი ჩემს თმაში ჩარგო და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.

მოკლედ შემდეგ თავში მეტი ინტრიგა და დაძაბულობა გელით. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი და როგორ განავითარებდით ამბავს. მადლობა



№1 სტუმარი Grey

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zaan magaria. Ogond nuagvianeb gtxovv. Sheicode chveni nervebii

 


№3 სტუმარი Guest nako

ვკიტხულობთ მაგრამ ბევრმა შეიძლება კომენტარი არ დაწეროს მიუხედავად მოწონებისა კარგია

 


№4  offline წევრი Brocken But Strong

დავიწყებ იმით, რომ კარგია და მომწონს შენი წერის სტილი, მაგრამ რასაც გვპირდები რომ იქნება ინტრიგა უკეთესია იყოს დიდი თავები იმიტომ რომ ძალიან გვიან დებ ხოლმე.მადლობა heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ნუ აგვიანებ დაგაზარდე თავები ძალიან პატარებია ასე მკითხველს დაკარგავ.

 


№6  offline წევრი ucnobi_18

აგვიანებ თორე მოთხრობა უდავოდ კარგია

 


№7  offline წევრი თუთა პირველი

ისტორია ყველას მოგვწონს, რასაც აღვნიშნავთ კიდეც, უბრალოდ ძალიან პატარა თავებს დებ ამიტომ ბუნებრივია, რომ უკმაყოფილების შეგრძნება ჩნდება. უდაოდ კარგად წერ ასეგააგრძელ და ეცადე ან ასეტი პატარ-პატარა თავები დადო ყოველ დღე, ან დიდი თავები სამ დღეში ერთხელ, ნუ შენი გადასაწყვეტია რას იზამ, ყველა შემთხვევაში წარმატებები...)))))

 


№8 სტუმარი Guest მაკა

საინტერესოდ წერ მაეთლა კარგია გთხოვ ნუ აგვიანებ რააა

 


№9 სტუმარი Kate1onee

Vauu

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent