შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საოცნებო პრიზები შეყვარებისთვის (სრულად)


7-10-2017, 21:07
ავტორი M-morieli
ნანახია 5 006

-სწრაფად გაკვეთილზე დაგვაგვიანდება- გამაფრთხილა მარიამმა და დერეფანში გაიქცა.
-მოვდივარ მეტი რა ვქნა-ამოვიბუზღუნე მე და კლასში შევაბიჯე.
-გადარჩით.- გაეცინა ნუცას. მერხებს მივუჯექით და თან შემოვიდა ოსტორიის მასწავლებელიც.
-ახალი ამბავი გაიგე?- გადმომხედა ნუცამ. ნუცა ხაჩიძე. ჩემი მეგობარია ხუთი წლიდან. მაღალი, ქერა თმით და თაფლისფერი თვალებით.
-რა ამბავი?- უინტერესოდ ვიკითხე მე.
-სანდრო ტვილდიანი გადმოდის ჩვენს სკოლაში- ჩვენსკენ მოტრიალდა წინა მერხთან მჯდომი მარიამი. მარიამ გამყრელიძე, მაღალი, გიშერივით შავი თმებით და თვალებით, ასევე ჩვენი მეგობარი, რომლის გარეშე სკოლაში ერთი ჭორიც არ გაჭაჭანდება. აი, როგორც ზღაპრებში გოლიათების შიშით ცაში ფრინველი და მიწაზე ჭიანჭველაც რომ ვერ გაივლის. ეგრეა ჩვენს სკოლაში მარიამი.
- ეგ ვინ არის? -ამოვიოხრე მე.
-ხუმრობ ხო?- შეიცხადა ნუცამ.
-უნდა ვხუმრობდე?- კითხვა შევუბრუნე იგივე ხმით.
-კარგი რა დავიჯერო სანდროს არ იცნობ?
-მარიამ საქართველოს პრეზიდენტის ვინაობას ვერ გეტყის ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი მგონი და ეგ სანდრო ტვილტლანი თუ ტვილბლანი, ნუ ვინცაა ვინ არის ასეთი? - გავოცდი მე.
- ტვილდიანი მაო ტვილდიანი და ეს ბიჭი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენების შვილია საქართველოში- ამიხსნა ნუცამ.
- თან რა სიმპატიურიი- გაუნაზდა ხმა მარიამს და თავი მერხზე ჩამოდო. ეტყობა ოცნებებში წავიდა. მის ამ საქციელზე თავი ვეღარ შევიკავე დ ასიცილი დავიწყე.
-ხო გეთანხმები, ძმაკაცებიც ძალიან სიმპათიურები ჰყავს.- ჩაეცინა ნიას.
-შენ რა იცი?-დავინტერესდი მე.
-გამიგია- დაბნეულმა მიპასუხა ნუცამ.
-მამიკოს ფულებით განებივრებული იქნება.- ამოვიბუზღუნე, მე.
- ძალიან მექალთანეა, ყოველ დღე სხვადასხვა გოგო ჰყავს, ვერც ერთმა გოგომ ვერ მოახერხა იმდენად დაინტერესებაც კი, რომ მისი შეყვარებულის სტატისი რამდენიმე დღით მაინც ეტარებინა.- განხილვას აგრძელებდა მარიამი.
-ასეთი ვინ არის. ან ამ გოგონებს თავში ტვინი არ აქვთ? რას ეტორღიალებიან- ჩავიფრუტუნე მე.
-მაო არაერთხელ მითქვამს და მაქვს პატივი კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ შემთხვეით გაჩნდი გოგოდ- შემომიბღვირა ნუცამ.- იცი მაინც რა ბიჭია? სასწაული.
-ხო როგორ არა- ირონია ავიკარი სახეზე.
-მარიამ ფოტო აჩვენე-კატეგორიული გაუხდა ხმა ნუცას. რამდენიმე წუთი მარიამო ტელეფონიში რაღაცას აკეთებდა შემდეგ კი ირონიული სახით მე გამომიწოდა. ისეთივე გამოხედვით გამოვართვი მობილური და დავაცქერდი.
ეკრანიდან მუქი შავი ფერის თმებით და გაუგებარი თვალის ფერის მქონე დაკუნთული ბიჭი მიმზერდა, სწორი ცხვირით, დიდი ტუჩებით და გამოყვანილი სახის ნაკვთებით.
-ჰმმ ცუდი არ არის- დავიჩურჩულე თვალიერებაში გართულმა.
-ცუდი არ არის? შემთხვევით არატრადიციული ორიენტაციის მქონე ხომ არ ხარ და ჩვენ გვიმალავ?- შეშფოთება აღებეჭდა მარიამს სახეზე.
-რა შუაშია?- შევიცხადე მე.
- რა რა შუაშია გოგო შეხედე რა ბიჭია ასეთებს ათი ჩვენნაირი ყავთ დღეში.- შეიცხადა ნუცამ.
-ჰჰ არადა ეტყობა რთული მოსარჯულებელი არ უნდა იყოს.- ვთქვი და მის თვალებს დავაკვირდი, რომლებშიც აკიაფებული ჭინკები საპირისპიროს მიმტკიცებდა.
-ეგრე გეგონოს- ხელი სიცილით ჩაიქნია მარიმ.
- ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?- შევიცხადე მე.
-მია. ბიჭს, რომელსაც ათასობით ისეთი გოგო დასტრიალებს თავს რომლებსაც ბოლო დონის ტანსაცმელი აცვიათ და ყოველ დღე სალონში დადიან. ბოდიში მაგრამ შენსავით ჩაცმულ გოგოს არასდროს შემოხედავს-განმარტა თავისი მოსაზრება მარიმ და ჩემს ტანსაცმელს თვალი ააყოლა.
-რას ერჩი ჩემს ტანსაცმელს?- გავიოცე მე და ჩემ გრძელ ფართხუნა ზედას, ასევე გაშლილ ჯინსს და ბოტასებს დავხედე.
-რას უნდა ვერჩოდეთ გეკადრება.- გაეცინა ნუცასც. ყოველ მეორ ედღეს ჩემი ტანსაცმლის განხილვა ტრადიციად ექცათ მგონი. რამდენჯერ მივუყვანივარ ორივეს სავაჭრო ცენტრიში და იქედან ან მე გამოვდიოდი უფრო მეტი ფართო ტანსაცმლით ან კოლსუტანტი გოგონები გარბოდნენ შეშინებულები.
- ანუ არ გჯერათ რომ ამ ბიჭმა შეიძლება ყურადღება მომაქციოს?- დავუბრუნდი მთავარ თემას ისევ.
-ოცნებას მოეშვი- გაეციმა მარის.
-ხო როგორ არა დღეს აღარც დამეძინება მასზე ფიქრში- შევუღრინე მარის და იგივე ვიკითხე-გჯერათ თუ არა?
-არა- ერთ ხმად მიპასუხა ორივემ.
- ანუ არა. კარგი მაშინ ასე ვიტვი. მოდი დავნიძლავდეთ რომ ოთხ თვეში, ანუ სკოლის დამთავრებამდე, ეს მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭი ჩემზე სიგიჟემდე იქნება შეყვარებული და სხვისკენ არც კი გაიხედავს.- თავმომწონედ წარმოვთქვი მე. გოგონებდა ჯერ გაკვირვებულებმა გადმომხედეს მერე გაეცინათ და თქვეს.
-თუ წააგე ერთი კვირა ჩვენს ნებისმიერ სურვილს შეასრულებ- გამეკრიჭა ნუცა.
-და მე თუ მოვი...- არ დამამთავრებინა მარიამმა.
-არ გვაქვს იმედი მაგრამ თუ ეს ბიჭი მოარჯულე დამსახურებულად აგიხდენთ შენს ყველაზე დიდი სურვილს-ტაში შემოკრა მარიმ.
- ანუ? - თვალები გამიბრწყინდა.
-ექიმთან მიგიყვანთ- გაიცინა ნუცას და როგორც კი ჩემი გაბრაზებული სახე შენიშნა მაშინვე გაჩუმება არჩია.- კარგი ხო ვიხუმრე რა იყო. yamaha R1-ს გიყიდით- გაიცინა ისევ.
-ხუმრობთ ხო?- დაპროგრამებულივით ვიკითხე მე.
-არა- გაეცინა მარიამს.
- რააა- წამოვიყვირე მე და ფეხზე წამოვფრინდი, მერეღა გამახსენდა რომ ჯერ ისევ კლასში ვიყავი. თანაც ჩემთვის ყველაზე საძულველი საგნია და ასეთივე მასწავლებლის გაკვეთილზე. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არც მასწავლებელს ვეხატები გულზე, ეს გრძნობა ორმხრივია და ერთმანეთთან სამუდამოს გვაკავშირებს.
- მია ნუ გავიწყდება რომ გაკვეთილზე ხარ- შეყვირა ჩემი საქციელისგან გაოცებულმა ასაკოვანმა ქალმა, რომელსაც წითელი პომადა ყურებამდე წაესვა.
-უკაცრავად უბრალოდ ამ წუთას იმაზე დიდი აღმოჩენა გავაკეთე ვიდრე ზეზვას და მზიას თავისქალების პოვნა იყო-გავუცონე ქალს და ადგილს დავუბრუნდი.
-თავხედო გოგო- ჩაიდუდღუნა თავისთვის მაკამ.
- ხუმრობით ვამბობდი, მაგრამ როგორც ჩანს სერიოზულად მომიწევს ამ საკითხს შევხედო- გამარჯვებულის სახით მივუბრუნდი გოგონებს.
-შენი მოტოსთვის შეუძლებელს შეძლებ- გაეცინა მარის.
-სიმართლე რომ ვთქვათ არც იქნება გასაკვირი თუ მართლა მოათვინიერა. მაღალი, ცოსფერთვალება, კარგი ტანის გოგო. რატომაც არა- ჩაიცინა ნუცამ.
-აბა რაღას ამატროვეთ-შევუბღვირე მე.
- იცი რას გეტყვი? შენ კიარ მოარჯულებ აქეთ მოგარჯულებს. კარგად გავერთობით, ორმაგად მოგებულები ვიქნებით : შენ სიყვარულის არსებობას დაიჯერებ, ის შენი წყალობით ჭკუას ისწავლის - ხელები გაუხახუნა ერთმანეთს ნუცამ.
- თქვენ რა გგონიათ ის განებივრებული ბიჭი შემიყვარედება? არ არსებობს. აი მორჯულებასთან დაკავშირებით კი ამ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან ამას კი მოტოციკლეტის გამო გავაკეთებ.
- ოთხ თვეში ვილაპარაკოთ მაგაზე.- თვალი ჩამიკრა მარიამმა.
-სანდრო სამ დღეში გადმოდის. აბა წარმატებები სიხარულო- გამიცინა ნუცამ და ზარიც დაირეკა.
სახლში ემოციებისგან დატვირთული მივედი. ახლა ვცოფდებოდი ჩემს თავზე ასეთ სისულელეში ჩემი ნებით რომ გავეხვიე. არ ვიცი რატომ მომინდა ეს ბიჭი ოთხ თვეში ჩემზე გაგიჯებით შეყვარებული ყოფილიყო, მაშინ როცა მთელი 17 წლის განმავლობაში ბიჭიც კი არ მომწონებია, შეყვარებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ვერ ვხვდები ამ ბიჭში რა დავინახე, მაგრამ მინდოდა გამომეწვია, მინდოდა ჭკუა მესწავლებინა, თანაც ბონუსად საოცნებო მოტოციკლეტს მივიღებ. იმას ნუ იფიქრებთ სოციალური მდგომარეობა არ მიწყობდეს ხელს მის ყიდვაში. პირიქით, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. მამა საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია დედა კი ადვოკატი. მეც დედის კვალს ვაპირებ გავყვე. მაგრამ მამა ვერა და ვერ დავითანხმე ეყიდა. ზედმეტად საშიში ტრანსპორტიაო ყოველთვის ურყევ არგუმენტად მოჰყავს. ასე რომ უკეთესი გზა ვიპოვე ოცნების ასახდენად.

სანდრო

- კარგი რა ძმაო რატომ გადადიხარ ამ ახალ სკოლაში- შემომიბღვირა დამიანემ.
-ხომ აგიხსენი, რომ მამაჩემი იმ სკოლას აფინანსებს და ამ დედა აფეთქებული სახელის რეკლამირებისთვის ასე არის საჭირო.- ამოვიბუზღუნე ერთიდაიგივეს გამეორებით მობეზრებულმა.
-ჩემი სიცოცხლე რომ აღარ დამხვდება სკოლაში როგორღა გაძლებს ჩემი გული- გოგოს ხმა მიიღო დუდამ და ხელი გულზე აიფარა.
-მორჩი პიდარასტობას- შევუბღბირე სიცილშეპარული ხმით.
-კარგი ხო.- დასერიოზულდა უცებ.- იცოდე პირველ დღეს მოგყვებით.- გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი.
- პირველ კლასში არ ვარ თანმხლები პირები რომ მჭირდებოდეს.
-რა შუაშია თანმხლები პირი. გოგოებს შევათვალიერებთ პროსტა- გაეცინა დამიანეს.
- ისე იცი ვინები იქნებიან შენი კლასელები?- დაინტერესდა დუდა.
-არა. იმ სკოლაში სიარულს არც ვაპირებ. კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ მივალ ხალხს თავი რომ არ დავავიწყო.- გამეცინა მე.
-ისე ახალ სკოლაში უმუღამოდ რომ არ იყო არ გინდა რამეზე ვითამაშოთ?- ყურადღება არ მიაქცია ჩემს სიტყვებს დამიანემ ისე იკითხა.
- რას გულისხმობ?- ჭინკები აუთამაშდა დადუს.
-ვინმე მაგარი გოგო ითრიე სკოლაში და გავახაროთ საზოგადოება შენი ახალი შეყვარებულით- გაეცინა დამიანეს.
- ოჰ კარგი რა ეგეთები აღარ არის სიახლე- ხელი ჩაიქნია დუდამ, ცოტა ხანს დაფიქრდა მერე კი წამოიყვირა.
- აუ გენიოსი ვარ ძმაო. მაღიარეთ რა- ტაში შემოკრა აღფრთოვანებულმა.
- გაგვიმხილო იქნებ.- დავინტერესდი მეც.
-ხალხი ხომ სულ მიჩვეულია შენს მაგარ ნაშებთან ნახვას. ხოდა ახლა თუ მართლა მაგათი გაოცება გინდა, მოდი ვიპოვოთ ახლა სკოლაში ყველაზე ბანძად ჩაცმული გოგო, იმას გაეშანსე, ნუ აშკარაა თავს ადვილად შეაყვარებ, ისეთი ბიჭი ხარ- გაეცინა დუდას და განაგრძო- ხო და მოკლედ მერე ნელ-ნელა შეაპარე და დახვეწე გოგო ტანსაცმელი, მაკიაჟი ნუ ამბები რა. და გამოსაშვებ საღამოს მასთან ერთად მიდი ოღონდ გოგო სრულიად შეცვლილი იქნება და მეორე დღეს გაზეთის პირველ გვერდზე გამოიჭიმები წარწერით,, ნახეთ როგორ იცვლებიან გოგონები სანდრო ტვილდიანთან ყოფნის დროს, კონკია პრინცესად გადაიქცა"- დაასრულა აღფრთოვანებულმა მონოლოგი.
-საღოლ ძმაო, სულ უჭკუოც არ ყოფილხარ - ტაში დაუკრა დამიანემ.
- თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ რაებს ბაზრობთ ტო კარგად ხართ? - შევიცხადე მე.
- მიდი რა ძმობას გაფიცებ- აზარტში შევიდა დუდა.
- შანსი არაა - ისევ უარზე გიყავი მე.
- რაიყო შეგეშინდა? - დამცინავი ტინით იკითხა დამიანემ.
-ჩემს აგდებას ნუ ცდილობთ არ გამოგივათ.
- ვნახოთ- გაიცინა დუდამ და ლეპტოპი მოიმარჯვა.- მოდი აბა შენი კლასის გოგონებს გადავავლოთ თვალი.
- გეყოთ რა- ამოვიოხრე მე.
-როდის მერე აღარ იღებ გამოწვევებს? - შეიცხადა დუდამ. ხმა არ ამომიღია. დუდუა კი ლეპტოპის წვალებას მოჰყვა.
-ესეც ასე. აი კლასის საერთო ფოტოც. მმ რა გოგონები არიან მგონი მეც მომინდა მაგ სკოლაში გადმოსვლა- თვალი ჩამიკდა დუდამ.
- დავაი რა- შევუბღვირე მე და ლეპტოპში ჩავიხედე.
-აი ჩვენი მსხვერპლიც- წამოიყვირა დუდამ.- შეხედე როგორ აცვია.
-მოიცა ბიჭია ეგ .- გამეცინა მე.
- რა ბიჭი შეხედე მია ყიფიანი აწერია და როგორაა ბიჭი.- თქვა დუდამ და მაუსი სახესთან მიუტანა და გამოჩენილი სახელი და გვარი ხმამაღლა წაიკითხა.
-საიდან უნდა მივმხვდარიყავი, შეხედე როგორ აცვია თმაც ბიჭივით აქვს მგონი შეჭრილი თუ კეპი უფარავს ვერ გაიგებ- ამოვიბუზღუნე დამნაშავესავით.
-მოიცა ვიცნობ ამ გოგოს- წამოიყვირა ფიქრებში წასულმა დამიანემ.
- მოიცა, საიდან ტო.- დაინტერესდა დუდა.
- ამისწინ რომ ვყვებოდი გახსოვთ ჩემს დას ერთი გამო..ბული ეჩალიჩებოდათქო?.
-ხო ვიღაც ირაკლი. მერე ეს რა შუაშია?- დავიბენი მე.
-ჩემი დის დაქალია ეგ გოგო.- მიპასუხა და მოყოლა განაგრძო.- წინა კვირას სკოლის გზაზე მოსახვევთან დახვედრია ნუცას და მისი ძალით წაყვანა ნდომებია. კიდევ კარგი მია იქ იყო და მაგრად მიუბეგვია ის ბიჭი ნუცას წაყვანაც არ დაუნებებია.
-მოიცა იმ ახვარს ნუცას წაყვანა უნდოდა?- გაცოფდა დუდა.
- ხო. მეც გვიან გავიგე. იმ სი*საც შევხვდი და ისეთი დალოლიავებული იყო შემეცოდა- გადაიხარხარა დამიანემ.
- ვინ არის ეს მია ასეთი- დავინტერესდი მეც.
-თემურ ყიფიანის შვილია მამაშენის ბიზნესპარტნიორია.
-აი თურმე რაც. მამამისის ფულის იმედი ქონდა და მაგიტომაც გალახა ის ირაკლი თორე ხელსაც ვერ ახლებდა- გამეცინა მეც.
-არ არის ეგრთი გოგო შეხედე როგორ აცვია სხვებივით კიარ ამზეურებს თავის ქონებას.- გაამართლა დამიანემ.
-ალბათ უნდა ასეთი შთაბეჭდილება დატოვოს- არ ვიშლიდი ჩემსას.- და საერთოდაც იცი რა თანახმა ვარ. ვიღებ გამოწვევას.
-შანსი არ გავქს ძმაო. ეს გოგო არც შენს ფულს დახარბდება და არც შენს სწორ ცხვირს.- გაეცინა დამიანეს.
- დავნიძლავდეთ?- ცალყბად ჩავიცინე მე.
-კარგი,მაგრამ ასეთი გოგო თუ არის როგორადაც დამიანემ აღწერა შანსი არ გაქვს.- მხარი აუბა დუდამაც.
-და თუ მოვიგე რას კისრულობთ?-ყურადღება არ მივაქციე გაფრთხილებას.
-brabus cabriolet -ი გაწყობს? ჩაიცინეს ბიჭებმა.
- მოიცა სერიოზულად- თვალები გადმოცვენაზე მქონდა გაოცებისგან.
- ხო ოღონდ დაბადებისდღის საჩუქარშიც ჩაითვლება- გაეცინა დუდას.
- კარგი თუ წავაგე?
- თმას ვარდისფრად შეიღებავ და მთელი თვე ასე ივლი.- გადაიხარხარა დუდამ.
-რაა შენ ხოარ გაგიჟდი ამკუწავს გაბრო (დუდას მამა).
-ხოდა ეცადე არ წააგო.- დამაიმედა დამიანემ.
-მარტო მანქანის გამო მოვიგებ- გამეცინა მეც.
- კარგი წავედით ჩვენც დაგვათენდა თავზე- წამოიზლაზნა დუდა.- ხო და კიდევ. დრო როგორც მიხვდი სკოლის დამთავრებამდე გაქვს.
ბიჭების წასვლის შემდეგ ლეპტოპი მოვიმარჯვე და მიას პროფილზე გადავედი. ვერ ვიჯერებდი რომ მართლა ასეთი გოგო იყო. ყველა ფოტოში ბიჭის ტანსაცმლით და ხშირად კეპით.
მიუხედავად ჩაცმულობის სტილისა სილამაზეს ნამდვილად ვერ დავუკარგავდი. გრძელი წაბლისფერი თმები, ზღვისფერი თვალები, სავსე ტუჩები და კურნოსა ცხვირით. ტანზე ნამდვილად ვერ შევაფასებდი არც ერთი ქალური ნაკვთი არ უჩანდა ამ ჩახუთულ ტანსაცმელში. რაც არ უნდა იყოს ეს ნიძლავი უნდა მოვიგო ეს კონკია გამოსაშვებ საღამოს პრინცესად გადაიქცევა.
-მია ხომ გახსოვს დღეს ტვილდიანი გადმოდის და მისიის შესრულებაც იწყება.- მხარი გამკრა მარიმ.
-ვიცი მარიამ- შევუბღვირე მე. რათქმაუნდა მემახსოვრებოდა დღეს პირველი მაბიჯი უნდა გადამედგა საიცნებო მოტოსკენ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ამას როგორ ვაპირებდი.
- ხო ეტყობა როგორაც იცი შენს ჩაცმულობას- შომომიბღვირა ისევ მარიამ და შუქნიშანთან გაჩერდა.
- რა შუაში იყო- გაურკვევლად გადავაქნიე თავი.
-რა რა შუაშია გოგო, აზრზე არ ხარ.- ამოიგმინა მარიმ და ხელები ჰაერში აათამაშა- ვერ ხვდები რომ ტვილდიანი ასეთ ჩაცმულს ზედაც არ შემოგხედავს?
-მარი ეგ ჩემი პრობლემა არის და მე მოვაგვარებ, თანაც შენ უნდა გიხაროდეს თუკი ყურადღებას არ მომაქცევს-თვალი ჩავუკარი მარის და ფართო დახეული ჯინსი და თავისუფამი მაიკა ტანზე შევისწორე, ხოლო ჩემი გრძელი თმა კეპში ჩავჩურთე.
-როგორც გინდა- ხელი აიქნია მარიმ დანებების ნიშნად.
-რაღა ამ სიცხეში მოგინდათ ფეხით სიარული ხალხო დავიწვი და ამოვიბუგე რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრეთ?- წამოგვეწია შეწუხებული ნუცა.
- არ ვიცი - წამოვიყვირე და ჩუმად მარიზე ვანიშნე. ნუცამ ჩაიფხუკუნა და გვერდით ამოგვიდგა.
-აბაა დღეს დიდი დღეა დიდიი-ხელები გაშალა ნუცამ.
-ოჰ გაჩერდი იმხელა დღეა ხელს ვერ ვაწვდენ.- შევუბღვირე მეც.
- ამას რა ჭირს რატო იბღვირება?- ნუცამ ჩუმად გადაულაპარაკა მარის.
-მაგ ქალბატონის ლექციები მოვისმინე და როგორ უნდა ვიყო?- არ დავაცადე მარის პასუხის გაცემა.
-ეს ქალბატონი იქნება რომ აგაკრავს გამვლელ მანქანას შპალერივით- გამეკრიჭა მარი.
-მივდიოდით ხო?- გამოერკვა უცებ ნუცა.
სკოლაში მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. არ მინდოდა ამ ყველაფერს გაგრძელება ჰქონოდა, მაგრამ რაღაც მექაჩებოდა, მაიძულებდა ახალი ნაბიჯის გადადგმას, მაგრძნობინებდა, რომ ამ თამაშს რაღაც დიდი მოჰყვებოდა და უბრალო ხუმრობად არ ჩაივლიდა, თუმცა ჯერ არ ვიცოდი ეს "რაღაც დიდი" კაირგი იქნებოდა თუ ცუდი.
-მია სად დაფრინავ დაგვაგვიანდება- მიჯიკა ნუცამ.
- ა ხო ხო ახლავეს.- ვუთხარი და სკოლის დერეფანს გავუყევი. კლასში შევედით და ზარიც დაირეკა. ოთახს თვალი მოვავლე და ახალი სახე რომ ვერ დავინახე ძალაუნებურად ამივისუნთქე, მგონი კიდევ ერთი დღით გადაიდო გეგმის შესრულება- ჩამეცინდა და ჩემის მერხს მივუახლივდი. ტრადიციულად ნიცა ჩემს გვერდით დაჯდა, მარი კი ჩვენს წინ მოკალათდა.
პირველი გაკვეთილი ქართული გვქონდა და წიგნებიც მოვიმარჯვეთ. თეამაც არ დააყოვნა და მალევე შემოაღო ოთახის კარიც.
- მოგესალმებით ბავშვებო.- დაიწყო თეამ და კართან გაჩერდა.- სანამ უშუალოდ გაკვეთილზე გადავიდოდეთ მინდა გაგაცნოთ თქვენი ახალი კლასელი სანდრო ტვილდიანი, დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ მასზე ასე რომ დაახლოება არ გაგიჭირდებათ.- თქვა და ოთახში მაღალი სილუეტი შემოატარა.
-ყველა იცნობს ერთის გარდა- ჩემს გასაგონად დაიჩურჩულა მარიმ.
- არ იდარდო გავიცნობ- ცალყბად გავუცინე. თვალები ახალ კლასელს მივანათე და შევცბი, როცა მის, ჩემსკენ მომართულ, უჩვეულო ფერის თვალებს გადავაწყდი.
-ვინ თქვა ზედაც არ შემოგხედავსო?- ნიშნისმოგებით გადავულაპარაკე მარის.
-უცნაურია- თავისთვის დაიჩურჩულა ნუცამ.
- წადი სანდრო დაჯექი- ხელი მოუთათუნა თეამ და ბიჭი გამოატარა.
- მადლობა თეა მას- მომნუსხველად გაუღიმა ახალმა, რასაც საპასუხოდ კლასში მყოფი გოგონებს გმინვა მოჰყვა.
- მეტიჩარა იდიოტი - დაისისინა მიამ.
-რაო შენც ხოარ მოიხიბლე-გაეცინა მარის.
-მამიკოს ბიჭები არ მიზიდავს- გამეცინა მეც და ჩვენსკენ მომავალ მსხვერპლს გადავხედე რომელმაც ადგილი მარის გვერდით დაიკავა.

სანდრო

- აბა შენ იცი ძმაო წარმატებები და გამძლეობა- დრამატიზმს არ იკლებდნენ ბიჭები სკოლის წინ.
- გეყოთ ახლა და მოშორდით აქედან- შევუბღვირე მე.
- კარგი ხო რაიყო აბა შენ იცი- თითქოს იწყინა დუდამ. მანქანა დაქოქეს და ადგილს დიდი სისწრაფით მოწყდნენ.
სკოლაში შესულმა მანდატურს სამასწავლებლოს ადგილსამყოფელი ვკითხე და ძლივს მივაგენი. ყველაფერი მოვაგვარე და ქართულის მასწავლებელმაც კლასისკენ გამოყოლა, რადგან როგორც გავიგე ახლა მისი გაკვეთილი მქონდა.
კლასში შესულმა მაშინვე დავიწყე ჩემი ფიქტიური მსხვერპლის ძებნა და მალევე გადავაწყდი მის ცისფერ თვალებს, რომლებშიც ირონია კიაფობდა. ჩამეცინა. მართლა ისეთი განსხვავებულია როგორიც ჩანს თუ თავს იკატუნებ? მოსვენებას არ მაძლევდა ეს კითხვა.
მასწავლებლის ნებართვის შემდეგ მას მადლობა გადავუხადე და მერხისკენ წავედი. ყურს, როგორც გოგონების გმინვა, ასევე არც ქალბიჭას ირონიული ჩაფრუტუნება არ გამოჰპარვია. ჰჰ უცნაურია. ჩამეცინა და მის წინა მერხს მივუჯექი.
გაკვეთილები უინტერესოდ გადიოდა თვალი მიასკენ გავაპარე, თუმცა შეეუმჩნევლად არ გამომოვიდა ისიც უტეხად მიყურებდა და აშკარა იყო სულარ უქმნიდა უხერხულობას მისი მზერის დაფიქსირება. ირონიული მზერა მომავლო და ისევ წერა გააგრძელა.
ზარის დარეკვის შემდეგ ფეხზე წამოდგომაც კი ძლივს მოვასწარი გოგონები ირგვლივ რომ შემომერტყნენ. გზა ძლივს გავიკვალე და მიას მერხთან მივედი.
-გამარჯობა ნუცა როგორ ხარ- გადავეხვიე ნუცას.
- კარგად სანდრო შენ როგორ ხარ?- უხერხულად შეიშმუშნა ნუცა.
-შენი ძმის შემხედვარე როგორ უნდა ვიყო- ჩამეცინა მიას გაკვირვებულ სახეზე.- ეგ და დუდა დღითი დღე მინადგურებენ ნერვებს.
- ხო ჩემი ძმა მაგ საქმის ექსპერტია- ჩაეცინა ნუცასაც.
-შენს კლასელებს არ გამაცნობ?
-აა ხო როგორ არა. ეს მარია- მიმითითა ჩემს გვერდით მდგომ შავგრემან გოგოზე.
-სასიამოვნოა-მხიარულად გამომიწოდა ხელი.
-ასევე.
-მე კატო ვარ, შეგიძლია კაწკა დამიძახო- ხელი გამომტაცა ვიღაც გრძელფეხებამ. უნდა ვაღიარო კარგი ნაშაა.
-სასიამოვნოა- გავუცინე მეც. კაწკას მსგავსი ქმედება გაიმეორა რამდენიმე გოგომ თუმცა, თითქოს განძრახ მიას არავინ მაცნობდა.
- კარგიი ახლა ბიჭებზე გადავიდეთ. ეს ბიჭი ვინ არის შენი შეყვარებულია? -სიცილით გადავხედე ნუცას და მიას რეაქციას დაველოდე.
-არა ახლაგაზრდავ, გოგო ვარ თუმცა არ მიკვირს რომ ვერ მიხვდი. შენ და შენისთანები გოგონებს ხომ მხოლოდ იმ ორგანოებით ცნობთ, რომლებიც თქვენი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად გჭირდებათ- ირონიით სავსე სახით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
-მართალია მაგრამ შენ ნამდვილად არცერთი ორგანო არ გეტყობა ამიტომმ- არც მე დავაკელი ირონია.
- ხო ეს მიაა, ჩემი მეგიბარი.- სიტუაცია განმუხტა ნუცან და ჩუმად მიას უჩქმიტა.
- კარგი გავალ მე გარეთ- გადავწყვიტე ცოტა ხანს ნიას გავრიდებოდი.
მთელი დღე გარეთ გავატარე კლასში აღარ შევსულვარ. გაკვეთილების შემდეგ დავინახე როგორ გამოვიდნენ ნუცა მია და მარი გარეთ და დავლოდე როდის ჩამივლიდნენ გვერდს. როცა გადამისწრეს უკან გავყევი გოგონები მალევე გაიფანტნენ და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. მე მიას ავედევნე. მოზომილი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ტროტუარზე და მიუხედავად მისი ჩაცმულობისა მაინც იკვეთებოდა მისი ქალურობა.
-კიდევ ერთხელ გამარჯობა- საუბრის წამოწყება ვცადე მე.
- გაგიმარჯოს- ეტყობოდა გაკვირვებული იყო ჩემი ამ ქმედებით.
- დღევანდელისთვის ბოდიში არ მინდოდა.-ნერვიულად მოვიქექე თავი.
-თვით სანდრო ტვილდიანი მიხდის ბოდიშს? რახდება წარღვნაა მოსალოდნელი?
-უბრალოდ არ მონდოდა ჩვენი ურთიერთობა კამათით დაწყებულიყო.
-რომელი ურთიერთობა?- ირონია აღებეჭდა სახეზე.
-მთელი დღეა ირონიული სახით მიყურებ რამე დაგიშავე და არ ვიცი?- ძლივს დავსვი კითხვა, რომელიც მთელი დღეა მაწუხებდა.
-რომ არსებობ უკვე დანაშაულია.- თვალი ჩამიკრა მიამ.
-ღმერთო შენ მიშველე- ამოვიბურტყუნე მე.
-ჩემთან ღმერთი ვერ დაგეხმარება- ჩაეცინა მიას.
-მივხვდი.
-კარგი. აბა მითხარი რა გინდა ჩემგან?- გაჩერდა და ჩემსკენ შემოტრიალდა.
- ვერ გავიგეე?- გავიკვირვე მე.
- თავს ნუ იკატუნებ რა. შანსი იმისა, რომ შენისთანა ბიჭებმა ჩემნაირად ჩაცმული გოგო შეამჩნიოს ასი პროცენტიდან ერთია, იმ ერთში კი შეუძლებელია მე და შენ აღმოვჩენილიყავით. ასე რომ ამოღერღე. -შემომიბღვირა მიამ.
-კარგი. შენზე ნიძლავი დავდე.- ვითომც არაფერიო ისე ვუპასუხე.
-რაა- გაოცებულმა შემომხედა მიამ, შემდეგ კი ისტერიკული სიცილი დაიწყო. გაოცებული ვუყურებდი. ვერ გამეგო რაზე იცინოდა.
- მეკაიფები ხო? გაიგე მე რომ დავდე ნიძლავი. პირდაპირ ვერ მეუბნები და გადაწყვიტე მიმახვედრო არა?- სცილს ამოაყოლა სიტყვები. ჯერ ისევ სიცილი ჩამესმოდა მისი სიტყვები რომ გადავხარშე.
- მოიცა რა ქენი?- გაოცება და აღშფოთება ერთდროულად აღმებეჭდა სახეზე.- ჩემზე ნიძლავი დადე?- შევუბღვირე მე.
-მოიცა არ იცოდი- დასერიოზულდა უცებ.- ანუ გამოდის რომ ჩემზე ნიძლავი დადეე?
-პირველი მე გკითხე- ვცადე კითხვის არიდება.
-კი. დავდე. ახლა შენ მიპასუხე.
-კი მეც დავდე.
-რასთან დაკავშირებით- არ ელეოდა კითხვები.
-მეც იგივე მაინტერესებს- არ ვაცადე მეც.
-მოდი მორიგეობით მოვყვეთ- ხელები გაასავსავა.
-დაიწყე.- წამოვიძახე მე.
-არა შენ დაიწყე.- არ დამითმო თვითონაც.
-ვითომ რატომ.
-სიჯიუტეში ვერ მაჯობებ და რომ გეუბნები დაიწყე.- შემომიბღვირა თვითონაც. მივხვდი შეკამათებას აზრი არ ჰქონდა და დანებების მიშნად ხელები ავწიე. იქვე პარკში ჩამოვჯექი და დავიწყე.
-ორი ძმაკაცი მყავს დუდა და დამიანე. როცა გაიგეს ახალ სკოლაში გადავდიოდი დუდამ აიკვიატა იქ გასართობი არაფერი გექნება და ვინმე ისეთი გოგო შეაბი ბანძივით რომ ეცვასო მერე დროთა განმავლობაში თავი მოაწონე და სტილი შეაცვლევინე, გამოსაშვებ საღამოზე კი ისე გამოაწყვე რომ ვერავინ იცნოსო. თანაც ჟურნალისტები სულ მაგარ ნაშებთან გხედავენ და ამჯერად გავახაროთო. სათაურიც კი მოიფიქრა ,, ნახეთ როგორ იცვლებიან გოგონები სანდრო ტვილდიანთან ყოფნის დროს, კონკია პრინცესად გადაიქცა". მერე ახალი კლასელების საერთო ფიტო ვნახეთ და დუდამ შენზე თქვა რომ კარგი ვარიანტი იყავი. თავიდან ბიჭი მეგონე მაგრამ მერე გადავამოწმეთ და გავიგეთ ვინც იყავი. როცა დამიანემ შენი სახელი გაიგო გვითხრა რომ გიცნობდა და შენი გმირობაც მოგვიყვა ირალკისთან დაკავშირებით. დუდამ ეს ამბავი რომ გაიგო გაეცინა და თქვა რომ მე შენ სტილს ვერ შევცვლიდი და დაახლოებაზეც ზედმეტი იყო საუბარი, ამაზე გავბრაზდი და დავენიძლავე- სიცილით დავამთავრე მოყოლა და მიას გაცოფებულ სახეს გადავხედე- კარი ახლა შენ მოყევი.
-სამი დღის წინ სკოლაში რომ მივედი მარიმ განაცხადა თვით სანდრო ტვილდიანი გადმოდის ჩვენს სკოლაშიო. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყავი ამიტომ გამიკვირდა ამხელა მნიშვნელობა რომ მოგანიჭა. ამაზე გოგონები გადაირივნენ როგორ არ იციო, შემთხვევით ხარ გოგოდ შექმნილიო და ასე შემდეგ. მოკლედ ბოლოს ისე მომეშალა ნერვები რომ გადავწყვიტე დავნიძლავებოდი, რომ გამოსაშვებ საღამომდე თავს ისე შეგაყვარებდი სხვა გოგოსკენ გახედვა აღარ მოგინდებოდა- ჩაეცინა მიას და მეც სიცილი ამიტყდა.
-შენ რა მართლა გგონია რომ ასეთი ჩაცმული თავს შემაყვარებ?- გაოცებისგან წარბი ზემოთ ავზიდე.
-ნამდვილად არ ვაპირებ შენისთანა იდიოტს თავი შევაყვარო და ნიძლავის მოგების შემდეგ როცა აღარ დამჭირდები ვეღარ მოგიცილო- თვალი ჩამიკრა მიამ.
- რატომ მითხარი. არადა ვაპირებდი კუდში დევანს- დანანებით ამოვიოხრე მე.
-შუტკა დააბი არ გაგექცეს.- დაიჭყანა მია.
-თუ მოიგე რას მიღებ?- დამაინტერესა უცებ.
-საოცნებო მოტოს.- ამოიოხრა მიამ და თვალები აუციმციმდა.- შენ?
-საოცნებო მანქანას.
- ოჰ საინტერესოა. და წაგების შემთხვევაში?
-ერთი თვე ვარდისფერი თმით უნდა ვიარო - ამოვიოხრე მე- შენ?
-ერთი კვირა გოგონების ყველა სურვილი უნდა შევასრულო.
-გვერხევა- ამოვიოხრე მე.
-არა თუ მივიგებთ- ჩაიცინა მიამ.
- მოიცა სტილს შეიცვლი?- გავოცდი მე.
-კი თუ ოთხი თვის განმავლობაში სხვისკენ არ გაიხედავ და ხალხში შეყვარებულებივით მოვიქცევით.- ეტყობოდა სულაც არ სიამოვნებდა ეს სიტუაცია.
- ორი თვე და შევთანხმდით.
-ფუ ბაბნიკი.
-მოვრჩეთ შეურაცყოფას სიხარულო- გამეცინა მე.
-რას არ აიტანს კაცი მოტოსთვის- ამოიოხრა მიამ.
-ისე მართლა რატო გაცვია ასე?- თვალი მის ტანსაცმელს მოვავლე.
-ვიღაც იდიოტს ჩემზე ნიძლავი რომ დაედო და კონკია პრინცესად გადავექციე- ცხვირი აიბზუა მიამ.
-კარგი ხო ჩუმად ვარ.- ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
- ჩემმა გოგონებმა და შენმა ძმაკაცებმა ამ შეთანხმებაზე არ უნდა გაიგონ- ხელი გამაფრთხილებლად დამიქნია.
-თავისთავად.- ვუთხარი და ფეხზე წამოვდექით. მიაც თავის გზას დაადგა.
-ხო და მარლთლა სულაც არ მაცვა ბანძურად- დამიყვირა შორიდან.
მთელი კვირა ჩვეულებრივ მიდიოდა არც მია და არც სანდრო ინიციატივას არ იჩენდნენ. ისე იქცეოდნენ როგორც ორი სრულიად განსხვავებულ სამყაროში მცხოვრები ადამიანი და რა გასაკვირია, ეს ხომ ასე იყო.
-აბა რას შვები. როგორ მიდის საქმე.- ალმაცერად გადახედა ერთ დღეს მარიმ მიას
-ჯერჯერობით ჩვეულებრივად. არ იდარდო წინ ოთხი თვე მაქვს.- თვალები გადაატრიალა მიამ.
-ოთხი თვეს დააკლდა უკვე ერთი კვირა თანაც, როგორც ვხედავ სანდრო არ კარგავს დროს და ახალ გასართობებს ეძებს- მხარი აუბა ნუცამ მარის და სანდროს და კაწიას დუეტისკენ მიმითითა.
-გაერთოს სანამ დრო აქვს.-უდარდელად აიქნია ხელი.
-მეეჭვება შენი მაშინდელი გამოხტომა დავიწყებოდა- გაახსენდა მარის.
-რას გულისხმობ?
- რა იყო ის ქალებს მხოლოდ ომ ორგანოე.....
-აა ხო გამახსენდა. რამე ტყუილი ვთქვი?- არ დაამთავრებინა და გაკვირვებული სახოთ ჩაეჩრა.
-არა როგორ გეკადრება- მობეზრებულმა ამოიბუზღუნა ნუცამ.
-ხოდა აბა რა გინდა- გაეკრიჭა მიაც.
-ღმერთო შენ უშველე-
ამოიოხრა მარიმ.
-ნუცა რატომ არ გვითხარი სანდრო შენი ძმის მეგობარი თუ იყო- ინტერესით აღსასვე თვალებით გადავხედე მე.
-უნდა მეთქვა?- გაიკვირვა მანაც.
-არა კაცო რაში გვაინტერესებდა ის ისმპაწიკა ბიჭი შენი ძმა თუ იყო- დაუბღვირა მარიმ.
- ხომ იცი რომ საზღვარგარეთ იყო წასული. ახლა ჩამოვიდა. და არ დაგავიწყდეს ჩემს ძმაზე ლაპარაკობ- თვალი ჩაუკრა სიცილით მარის.
-მე რა ვქნა საყვარელი თუა- გაიბუსხა მარი.
-ღმერთო რა მეკაცთანეა- ხელი შემოირტყა შუბლზე მობეზრებულმა მიამ.
-მოკლედ მოწონებაც აღარ შეიძლება რაა- ამიობუძღუნა ისევ.
-კარგი ხო რაიყოთ. გაგაცნობ ჩემს ძმას არ იდარდო შენ- გაამხნევა ნუცამაც.
- მართლაა- აღტაცებულმა წამოიძახა.- კარგი ხო რაიყო ვხუმრობ- გაეცინა ისევ და მერხებს მიუსხდნენ.
-ხო მართლა საღამოს კლუბში მივდივართ.- განაცხადა ნუცამ.
-აღარც გვეკითხები- ჩაეცინა მიას.
-ვიცი რომ ისედაც დამთანხმდებით- გაეკრიჭა ნუცა.
მიამ უეცრად სანდროს და კაწიას გახედა. ,,ამ ბიჭს თაფლი აცხია თუ რა უბრდურებაა ერთი წუთით არ რჩება მარტო სულ გოგონები ახვევიან."- ზედმეტად საინტერესო კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. ,,ხომ არ შეგშურდა" პასუხიც არ დააყოვნა ალტერეგომ. ,,ენა ჩაიგდე" შეუღრინა მიამ და სანდროს შეუბღვირა, რომელც მიასკენ აპარებდა მზერას. მან კი ვითომც არაფერიო ხელები ჩუმად აღმართა ზემოთ და თვალი ჩამიკრა. მიამ მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და წიგნების ამოლაგება დაიწყო.
დასვენებაზე შეყტობინება მიუვიდა, დახედა უცხო ნიმერი იყო, ესემესი გახსენა და გაოცდა ,,გაკვეთილების შემდეგ იმ პარკში დაგელოდები სადაც წინა კვირას ვიყავით დეტალები უნდა შევათანხმოთ" აშკარ აიყო ესემესის ავტორი ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო. ნერვები მოეშალა ,,ჩემი ნომერი საიდან გაიგო?" გამწარებულმა გაიხედა სანდროს მერხისკენ. თუმცა რა გასაკვირია ის ხომ ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის შვილია- ჩაიფრუტუნა თავისთვის.
ესემესზე არ უპასუხია მერხთან რომ ვერ დაინახა კარისკენ გაიხედა, რომილშიც იმ წუთას გამოჩნდა სანდროს ფიგურა. დაინახა და ისევ თვალი ჩაუკრა. ამას თვალები თუ ტკიოდა თავიდანვე ეთქვა რას გამიმართა თვალების პაჭუნი. ისევ საკუთარ თავს ეკამათებოდა მია.
გაკვეთილების შემდეგ პარკშე წავიდა რაც არ უნდა უსიამოვნო ყოფილიყო ეს შეხვედრა სანდრო მართალი იყო ყვრლაფერი უნდა შეეთანხმებინათ, რომ გაურკვევლობა და უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან აეცილებინათ.
შესვლის თავანე შამჩნია მაღალი სილუეტი და მისკენ გაემართა.
- აბაა რა ხდება? - დაიწყო მისვლისთანავე.
- მეც კარგად ვარ რა საჭიროა ასე ჩაძიება- გაეცინა სანდროს და ჩამოჯდა.
- ხუმრობაში ათიანი.- ცხვირი აიბზუა მიამ- მალე მოვრჩეთ საქმეები მაქვს.
- რა საქმეები? სახლში უნდა მიხვიდე იმეცადინო და საღამოს კლუბში წახვიდე?
-ზუსტ... მოიცა შენ საიდან იცი?-დაიბნა მია.
- მარიმ და ნუცამ დამპატიჟეს- გამარჯვებულის ღიმილი აიკრა სახეზე.
-რაა? არ მესმის რა უნდათ. იმას არ უნდა ცდილობდნენ რომ ერთმანეთს ვერ შევეწყოთ? დაახლოებაში რატომ გვეხმარებიან?- თავისთავს ელაპარაკებოდა მიამ და წინ და უკან დადიოდა.
- ალბათ ზედმეტად არიან დარწმუნებულებო რომ ყურადღებას არ მოგაქცევ. - თქვა სანდრომ, შემდეგ ეჭვის თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა მოძრავი სილუეტი და ირონიით დააყოლა- ისე ეს სიტუაცია რომ არა, არც შეცდებოდნენ.
-რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე- ამოიდუდღუნა მიამ.
-მოკლედ დღეს იწყება ჩვენი სპექტაკლი.- ყურადღება არ მიაქცია სანდრომ.
-ოჰ ასე მალე? მერე მოთოკავ თავს რომ ყველა გაშპაკლული საწოლში არ შეითრიო?- წაკბინა მიამ
- მაგაზე შენ არ იდარდო- თვალი ჩაუკრა გამხიარულებულმა სანდრომ და გეგმის გაცნობა დაიწყო- მოკლედ დღეს მე წამოგიყვან კლუბიდან.
ხვალიდან კი შედარებით დაგვითბება ურთიერთობა. გოგონები თუ რამეს გკითხავენ ეტყვი რომ გზაში ვისაუბრეთ ერთმანეთი ასე თუ ისე გავიცანით და არც ისეთი ურჩხული ვყოფილვარ როგორიც გეგონე.
-ეჰ რა ტყუილების თქმა მომიწევს მოტოსთვის- ამოიოხრა მიამ.
-შენ მხოლოდ ტყუილის და მე შენნაირი ქალბიჭას გამო რა გოგონების დათმობა მიწევს- დანანებით ჩაილაყარაკა სანდრომ.
- არავინ გეხვეწებოდა ნიძლავის დადებას- შეუბღვირა, ვითომ შეურაცყოფილმა მიამ.
-კარგი ხო მოვრჩეთ საღამოს შეგხვდები- თვალი ჩაუკრა და მანქანისკენ გაემართა სანდრო.
-რა შარში ვარ- ამოიბუზღუნა მობეზრებით მიამ და ისიც სახლის გზას დააგდა.
სახლში მისულმა იმეცადინა, დრო როგორ გავიდა ვერც კი გაიგო. ათი საათისთვის მარიმ დაურეკა ოც წუთში გამოგივლითო. მალევე მოემზადა ჯინსის დახეული შარვალი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ტრადიციულად თავისუფალი მაიკა და ტყავის მოსაცმელი მოიცვა. თმა გაიშალა, კეპი უკუღმა დაიფარა და სარკეში თავისი თავით კმაყოფილმა შეათვალიერა.
მარიც და ნუცაც მალე მოვიდნენ ორივე მოკლე ერთიან კაბაში იყო გამოწყობილი. ტაქსი ჩასხდნენ და კლუბში შევიდნენ. მაშინვე აუწვა მიას ცხვირი სასმელის მწვავე სუნმა. გოგონებმა ხალხში გზა გაიკვალეს და დაბალ მაგიდასთან ჩამოსხდენ, რომლის ირგვლივ ტყავის დაბალზურგიანი სავარძლები შემოეკრიბათ.
-წავალ სასმელს შევუკვეთავ- მაშინვე წამოხტა მარი და ბარმენის მიმართულებით გაემართა.
-ნუცაა? აქ რა გინდა?- დამიანემ შემოაბიჯა კლუბში მეგობრებთა მერთად.
-დამიანე? გოგონებთან ერთად გასართობად მოვედი- გაიოცა ნუცამ.
-აჰამ გასაგებია- გამოერკვა ისიც- შეიძლება- სავარძლისკენ მიუთითა ხელით.
-კი კი რათქმაუნდა - ხმა გაინაზა იმწამს მოსულმა მარიმ.
- მე დამიანე ვარ ნუცას ძმა- ახლაღა გაახსენდა თავის გაცნობა, ეს კი დუდაა. სანდროს კი მგონი იცნობთ, როგორც გავიგე თქვენი კლასელია- მარის გადახედა დამიანემ და ბიჭებთან ერთად ადგილი დაიკავა.
-მე მარიამი ვარ, ეს მიაა, შენ დას კი იცნობ- ნაზად გაიცინა მარიმ რაც დიდი მიღწევა იყო და შეიძლება ითქვას დიდ გარჯასაც მოითხოვს.
-ისე რთული აღარ არის შენი სქესის დადგენა, თუმცა ნამდვილ გოგოდ რომ აღგიქვა იქამდე ბევრი გიკლია- გადაუჩურჩულა სანდრომ გვერდით მჯდომ მიას.
-მგონი თმის გადაპარსვაც მომიხდებოდა, თან ხმები მომივიდა თურმე ვარდისფერი ძალიან გიხდება- მიამაც არ დააკლო გესლი.
-კარგი ხო ნუ გაკაპასდი.
-მეკადრებაა- შეიცხადა მიამ თითქოს მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.
ბიჭებმა გოგონები უკეთ გაიცნეს იცეკვეს კიდეც. თორმეტი საათისთვის მიამ წასვლის სურვილი გამოთქვა, სანდრომაც არ დააყოვნა და გაყვანა შესთავაზა მიაც აღარ გაჯიუტებულა გოგონებს თვალი ჩაუკრა და წავიდნენ. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. სანდრომ სახლის წინ გააჩერა მანქანა და დაელოდა მია როდის გადავიდოდა.
- ხვალიდან ყველაფერი იცვლება- ამოიოხრა მიამ.
-ხვალიდან იწყება ჩვენი როგორც წყვილის ურთიერთობა- განმარტა სანდრომაც და თავი საჭეს ჩამოადო. სიჩუმე ჩამოვარდა.
-ხვალიდან მართლა უნდა დავიწყოთ ერთმანეთის ასეთუისე გაცნობა.- დუმილი ისევ სანდრომ დაარღვია.
-მე მაინც ბაბნიკი და საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი მგონიხარ - დაეჭყანა მია და მანქანიდან გადმოვიდა. უკან აღარ მიუხედავს ისე შეალაჯა სახლში.
-მე კი ისევ ქალბიჭა-დაიჩურჩულა და მანქანა დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
-რა მოხდა გუშინ? - სკოლაში შესვლისთანავე დააყარეს კითხვები ნუცამ და მარიმ.
-რავი ცოტა ვისაუბრეთ არც ისე ცუდი ბიჭი ყოფილა- შეძლებისდაგვარად გაინაზა ხმა, და კლასს მიაშურა დაკითხვისგან თავის დაღწევის მიზნით.
-მოიცა მაგას შენ ამბობ?-შეიცხადა უკანადევნებულმა ნუცამ.
-ხო უბრალიდ არ ვიცნობდი, შორიდან ბაბნიკი და საკუთართავზე შეყვარებული იდიოტი ჩანს, სინამდვილეში კი არც ასეთი ნეარდეტანელია- გაიღიმა მიამაც.
-აქედანვე მოვაგვაროთ ჩვენ მოტოს საქმე, ამათ რომ ვუყურებ მარტო დაახლოებას არ დაჯერდებიან- გადაუჩურჩულა მარიმ გვერდით მდგომ ნუცას და ღიმილმა გაუპო სახე.
-ხომ ვამბობდი არაა- ნუცამაც ვერ შეიკავა სიცილი.
მაგრამ რა იცოდნენ რა გეგმები ჰქონდათ მარის და ტვილდიანს, მათგან მალულად. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არავინ იცის დრო რას გვიმზადებს.
მთელმა თვემ ასე განვლო მია ცალკე ესაუბრებოდა გოგონებს სანდროს გამოგონილ დადებით მხარეებზე, ხოლო ტვილდიანი ცალკე ატანდა საუბარს ფანტაზიას, რომ ბიჭებისთვის მია დაეხასიათებინა. სინამდვილეში კი არცერთს გამოუთქვამს სურვილინ უფრო მეტიც აზრადაც არ გაუვლიათ ერთმანეთი მართლა გაეცნოთ, სანამ დუდას უნიკალურ აზროვნებას გენიალური აზრი არ ამოუტივტივდა.-,, ახლა კი დროა ჟურნალ-გაზეთების ყდებზეც აღმოჩნდეთ" წამოიძახა ერთ მშვენიერ საღამოს, ბიჭების ჩვეულებრივ შეკრებაზე. სანდრო ასეთ წინადადებას არ ელოდა ელდა ეცა, არ იცოდა რა ექნა აქმდე ხომ უბრალოდ პარკში ხვდებოდნენ ერთმანეთს რამდენიმე წუთით, რომ მომდევნო დღის გეგმები განეხილათ, თუ რას იტყოდნენ ერთმანეთზე. ახლა კი მართლა უნდა გასულიყვნენ ერთად საზოგადოებაში და ნამდვილი წყვილივით მოქცეულიყვნენ. სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა დუდას წინადადებას. მეორე დღეს ისევ პარკში შეხვდნენ ერთმანეთს, მიას დუდას წინადადება გააცნო და გადაწყვიტეს მეორე დღეს სკოლის მერე გაესეირნღათ, ამ მდგომარეობიდან სარგებელი თვითონაც რომ მიეღოთ მიამ შესთავაზა მთაწმინდაზეც ასულიყვნენ. მიუხედავად მათი ასაკისა მიას კარუსელების ხსენებისას ისევ ბავშვივით უციმციმებს თვალები, ეს არც სანდროს გამოჰპარვია და დასთანხმდა მის წინადადებას.
მეორე დღეს მიამ ჯინსის შარვალი თავისუფალი გრძელკლავიანი მაისური და ქუდი ჩამოიფხატა თავზე. მოსაცმელიც მოიცვა და სანდროს ზარს დაელოდა. მანაც არ დააყოვნა და ამცნო რომ გარეთ ელოდებოდა. სახლიდან გასულ მიას სანდრო მანქანასთან ატუზული დახვდა. ჯინსის შარვალი, შავი ზედა და ტყავის მოსაცმელი მოხდენილად მოერგო ტანზე ტვილდიანსაც.
-გამარჯობა- ზედმეტი მსახიობობისგან თავი შეიკავა მიამ და უბრალოდ მიესალმა.
-გაგიმარჯოს- არც სანდროს უცდია ხელოვნურობა. მანქანაში ხმა არ ამოუღიათ, მალევე ავიდნენ მთაწმინდაზე და სეირმობა დაიწყეს.
-საიდან იცი რომ ჟურნალისტები ჩვენი გასეირნების შესახებ გაიებენ? - დუმილი დაარღვია მიამ.
-მე ხომ სანდრო ტვილდიანი ვარ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის შვილი- გაიჯგიმა სანდრო.
-ხო ეგ როგორ დამავიწყდებოდა- ცხვირი აიბზუა მიამაც.
- ხო, მაგრამ ამჯერად ამაზე ბიჭებიც იზრუნებენ.- გაეცინა სანდროს.
-აჰ გასაგებია.
-და აი ისინიც- მობეზრებულის ტონით წარმოთქვა სანდრომ და მიას გვერდიდან ამოუდგა, წელზე ხელი შემოჰხვია და გზა ისე განაგრძო თითქოს არაფერი მოემოქმედებინოს რამდენიმე წამის წინ. მია ცოტახნით შედგა გაკვირვებული ადევნებდა თვალს მის ქმედებას. რომ აღარ გადადგა ნაბიჯი სანდრომ უბიძგა წასასვლელად. მერეღა გამოერკვა, მისი ქმედების მიზეზსაც მიხვდა და გასაპროტესტებლად ენაზე მომდგარი სიტყვაც უკან დააბრუნა.
- აბა მომიყევი რამ შენზე- საუბარი წამოიწყო სანდრომ.
-რა გაინტერესებს?- გაკვირვება გამოესახა მიას.
- რავი რამე. არ მოგბეზრდა ასე შეთანხმებულად რაღაცების მოყოლა? ხომ შეიძლება მართლა დავმეგობრდეთ?- გაუაზრებლად წარმოთქვა ამდენი ხნის ნაფიქრი.
-დავმეგობრდეთ? მე და შენ? სასაცილოა- სულს ვეღარ ითქვამდა მია.
- ნუ ხარხარებ სირცხვილია- დაუბღვირა მისი რეაქციისგან გაბრაზებულმა.
-მომისმინე. მიუხდავად ამ ნიძლავისა და გამოგონილი ურთიერთობისა, ისევ ისეთი ბაბნიკად და საკუთარ თავზე შეყვარებულად რჩები ჩემთვის და კიდევ კიარ ვხარხარებ ვიცინი- ღიმილ აკრულმა მიახალა მიამ.
-სხვათაშორის ჯერ კიდევ ვერ აღგიქვამ ქალად- თვალი ჩაუკრა სანდრომ- ამიტომ მოდი კარგი მეგობრები თუარა ნაცნობები ვიყოთ.
-კარგი ჯანდაბას- დანებდა მია-ბარემ აქ ვართ და არ გინდა ცოტა გავერთით- ჭინკები აუთამაშდა თვალებში.
-მართლა ბავშვი ხარ- მის დანახვაზე გაეცინა სანდროსაც.
-ვიცი- ენა გამოუყო მიამ.- წამოდი ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ.
-ოო არა მოიცა სხვა რამეზე რა, ნახე რამდენი გასართობია.- თავი მოისაწყლა სანდრომ.
-მოიცა შენ რა სიმაღლის გეშინია?- გაოცებული შედგა ერთ ადგილას მია, ცოტა ხანს გაოცებული უყურა მერე კი შუაზე მოკეცილი ბოლო ხმაზე კისკისებდა. სანდრო კი დაპროგრამებულივით თვალს ვერ აცილებდა, ასეთი გამხიარებული მია ჯერ არ უნახავს და აღფრთოვანებული იყო მისი აციმციმებული თვალებით, ჩაჩხვეტილი ლოყებით და სასიამოვნო სიცილით.
- სანდრო ტვილდიანს სიმაღლის ეშინია?- ალმაცერად გადახედა მიამ.
-შენ წარმოიდგონე და სანდრო ტვილდიანიც ადამიანია, ასერომ მეც შეიძლება რამის მეშინოდეს- ჩაილაპარაკა ცოტა ნაწყენმა.
-ოჰ ახლა ხართ ადამიანი? ღმერთკაცი მეგონეთ- ყურადღება არ მიაქცია მის ტონს და ახლა არ გინდა სააკაშვილის ტონით ჩაილაპარაკა.
-ნუ ახლა რაღაცმხრივ არ შემიძლია არ დაგეთანხმო.- შეიფერა პომპლიმენტად ჩათვლილი მიას ხუმრობა.
-ნარცისო- ცხვირი აიბზუა მიამ.
-კარგი ხო მოვრჩეთ.
დიდი კინკლავის შემდეგ მიამ მაიც დაიყოლია სანდრო და ეშმაკის ბორბლითაც ისამოვნეს,ნუ საკითხავია რომელმა ისიამოვმა.
თითქოს უფრო გაეხსნენ ერთმანეთს ბევრი გართობის შემდეგ სანდრომ რაღა მარტო ჟურნალისტებმა უნდა გვიღონ ფოტოებიო და მათაც დაიწყეს გადაღება. ორივე ხან როგორ პოზაში იღებდნენ ფოტოს ხან როგორში,ხან ერთი უღებდა მეორეს ხან მეორე პირველს, ხანაც ვინმეს წამოეწეოდნენ და ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ. მხიარულად გაატარეს დღე ბამბის ნაყინისაც გაავლეს მუსრი და საღამოს დაიშალნენ. სახლში მისულები ემოციებით იყვნენ სავსე. სანდრომ მობილური მოიმარჯვა და ფოტოების დათვალიერება დაიწყო, მთელი ამ დროის მანძილზე ღიმილი არ მოშორებია მის სახეს, მიას ბავშვივით გაბრწყონებულ თვალებში იძირებოდა და სხვაგან გახედვაც აღარ უნდოდა თითქოს ერთი წამოც რომ მოეცილებინა თვალი იქ აღარ დახვდებოდა. განსაკუთრებით მოეწონა ერთი ფოტო გრძელი გაშლილი თმები გვერდებზე ჩამოეყარა, ქუდი შუბლზე ჩამოეფხატა, ტუჩები ბავშვურად მოეკუმა და მარჯვენა მხარეს მოეყარათ თავი აციმციმებული თვალები კი კამერისთვის გაესწორებინა.
თხუთმეტი წუთი გაშტერებით დაცქეროდა ფოტოს. გონს მხოლოდ კარებზე კაკუნმა მოიყვანა. ბიჭები იყვნენ. ამბები გამოკითხეს, დუდამ შეატყობინა რომ მის მიერ გაგზავნილმა ჟურნალისტმა ყველა კადრი დააფიქსირა და არაჩვეულებრივი ფოტოები გამოვიდა. ცოტა დალიეს და მალევე წავიდნენ. სანდრო ისევ გაიწია მობილურის ასაღებად, თუმცა იმის გააზრებაზე, რომ მიას ფოტოებს ასეთი ბედნიერი სახით ათვალიერებდა გააბრაზა და საკუთარ თავს გაუწყრა. ,,ეს უბრალო ნიძლავია და მეტი არაფერი" შემოუძახა საკუთარ თავს და დასაძინებლად გაემზადა.
მიაც დადებითად დამუხტული დაბრუნდა სახლში. ოთახში ასვლისთანავე ფოტოები დაათვალიერა რამდენიმე ფოტო გამოარჩა და ლეპტოპშიც გადაიტანა. უკვირდა სანდროსმიმართ ასეთი დამოკიდებულება, მისნაირ მდიდარ ბიჭებს სულ საკუთართავზე დიდი წარმოდგენისმქონე და ბაბნიკეად მიიჩნევდა თუმცა რაც დრო გადიოდა ხვდებოდა, რომ მის შეფასებაში ცდებოდა.
-მაგრამ ასე თუ არ არის რატომ დადო შენზე ნიძლავი?- გამოეღვიძა ალტერეგოს.
-ეგრე მეც დავდე ნიძლავი, შეიძლება ისიც იგივეს ფიქრობს ჩემზე რასაც მე მასზე ვფიქრობდი- ნაწყენმა ჩაილაპარაკა მიამ.
-ფიქრობდი? ნუთუ ასე მალე შეგეცვალა დამოკიდებულება?- ირონიული და პირდაპირი იყო ალტერეგო.
-მოკეტე- შეუბღვირა მიამ როცა მიხვდა, რომ მის კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და
მეორე მესთან ჩხუბის შემდეგ დასაძინრბლად გაემართა.
უჩვეულოდ თბილი დილა იყო, ღრუბლები ნაგლეჯებად დაცურავდნენ ლურჯ ცაზე. სითბო ცდილობდა დილისთვის დამახასიათებელი სიცივე გაეგდო და თავად დაესაკუთრებინა გარემო. მიუხედავად იმისა რომ თოვლი კარგახანია წავიდა სუსხი მაინც ეპარება საღამოობით ამინდს. მია მის სხეზე მოთამაშე მზის სხივებმა გააღვიძა. საწოლზე წამოჯდა ლეპტო მოიმარჯვა და სოციალურ ქსელში შეიხედა.
არა იცოდა რომ მასზე და სანდროზე ბევრი ახალი სტატია თუ პოსტი დაიწერებოდა მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ელოდა. ,, საქართველოში ყველაზე ცნობილი ბიზნესმენის შვილი შეყვარებულთან ერთად მთაწმინდაზე სეირნობს", ,,სანდრო ტვილდიანი მოდელებიდან კონკიებზე გადავიდა" ,, ცნობილი ბიზნესმენის შვილი გულს არც ლუზერებს სწყვეტს" ,, სანდრო ტვილდიანს პრინცესებმა უარი უთხრეს და ახლა იხვისჭუკების იმედზეღაა".
მია სანდროს გვერზე გდავიდა და მის და სანდროს ფოტოს გადააწყდა უამრავი კომენტარით. ,,ვინმე გამარკვევთ გოგოა თუ ბიჭი?", ,,კარგი წყვილია", ,, ამ გოგოს ტანსაცმელს ვინ ურჩევს?" ,,სანდროს გვერდით ჩემნაირი ქალი სჭირდება"_ წერდა ვიღაც ოცდაათ წელს გადაცილებული ,,მანდილოსანი" ყურებამდე პომადით და ამოშავებული თვალებით.
ვერ ვიტყვით მიას რეაქცია არ ჰქონიათქო თითქოს რაღაც ეტკინა მარცხენა მხარეს, მაგრამ არ შეიმჩნია, არ არის იმდენად სუსტი მისი ემოციები ვინმეს დაანახოს. ფიქრებიდან მობილურის ხმამ გამოიყვანა, არც დაუხედავს ისე უპასუხა.
-ბოდიში რა ბოდიში. არ მეგონა ასეთ რამეებს თუ დაწერდნენ მართლა არ მეგონა.-ერთ ამოსუნთქვაზე ჩამოარაკრაკა სანდრომ.
-ბატონი სანდრო ბოდიშშს იხდის- ყურადღება არ მიუქცევია მისი ბოიდშებისთვის.
-როცა საჭიროა კი. მართლა ბოდიში რა- არანაირი ირონია არ იკითხებოდა ხმაში.
-კარგი ხო არაუშავს ასე უფრო ეფექტური იქნება, ნელნელა ჩემი სტილის შეცვლა- ჩაეცინა მიას.
-ხო მაგრამმ..-ხმა გაუწყდა სანდროს.
-კარგი რა მართლა არაუშავს არ ვაქცევ ასეთ სისულელეებს ყურადღებას.
-შენმა მშობლებმა გაიგეს?
- არა ორი თვით საზღვარგარეთ არიან წასულები რაღაც საქმეზე.- ამაში ნამდვილად გაუმართლა მიას.
-კარგი გამოგივლი და წაგიყვან სკოლაში.
-არ არის საჭირო- გაპროტესტება სცადა მიამ.
-არის და მორჩა ოც წუთში მანდ ვარ.-მკაცრი იყო სანდროა ხმა.
-კარგი.- აღარ შეეწინააღმდეგა მიაც.
მთელი კვირა ჭორების მოგერიებაში გაატარეს. სანდრომ საზეიმოდ განაცხადა მათი ერთად ყოფნის შესახებ. დადიოდნენ კაფეებში, კლუბებში მეგობრებთან ერთად. სასეირნოდაც ხშირად გადიოდნენ.
ერთი კვირა- დამთბარი ურთიერთობა, ორი კვირა- აღიარება, რომ არც ერთია იდიოტი და მამიკოს ფულებით განებივრებული და არც მეორე ქალბიჭა, სამი კვირა- განსხვავებული დამოკიდებულება, ოთხი კვირა- ერთმანეთის განსხვავებულად აღქმა, ხუთი კვირა- ერთმანეთზე დამოკიდებულები ხდებიან.
ექვსი კვირა- შეცვლილი გრძნობები, შვიდი კვირა- გრძნობრბის საკუთარ თვაში გამოტყდომა.
რვა კვირა- ართქმული გრძნობები.
ცხრა კვირა- ტრადიციად ქცეული გასეირნება მთაწმინდაზე და დაგროვებული ფოტოები.
ათი კვირა- უძილობა ერთმანეთზე ფიქრით, ისევ დუმილი და გამოსაშვები საღამოსთვის დაწყებული მზადება.
მთელი ჯგუფი გეგმებს აწყობდა გამოსაშვები საღამოსთვის. სამი მეგობარიც არ იყო გამონაკლისი. მარის და ნუცას ყოველთვის ეგონათ რომ მია არც გამოსაშვებ საღამოს უღალატებდა თავის სტილს და ისევ ჯინსსა და თავისუფალ მაისურში გამოეწყობოდა. ახლა კი გაოცებულები და ცოტა დაეჭვებით უსმენდნენ მიას განცხადებას იმიჯის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც სანდროს და სიყვარულის დიად ძალას მიაწერეს.
მთელი კვირა სალონებისა და სავაჭრო ცენტრების დალაშქვრაში გალიეს. მორიგი მაღაზიიდან გამოსვლისას მიამ სანდროს მანქანა და მასზე მიყრდნობილო პატრონიც შეამჩნია. გულმა გაორმაგებით იწყო ძგერა, სხეული აუხურდა, თავი ძლივს შეიკავა მისკენ არ გაქცეულიყო და მთელი ძალით არ მოხვეოდა. გოგონებს დაემშვიდობა და სანდროსკენ დინჯი მოძრაობით წავიდა.
-აქ რა გინდა?- გაკვირვებულმა გადაკოცნა მიამ.
-გამოგიარე, რა გეწყინა?- თავი მოისაწყლა სანდრომ.
-მასხარა- გაეცინა მიას და მხარზე ხელი დაკრა.- საიდან გაიგე აქ რომ ვიყავი?
-დამიანემ ნუცას დაურეკა- ჩამოარაკრაკა სანდრომაც.- წამო გავისეირნოთ რაა.
-დღეს არა რა ფეხზე ძლივს ვდგევარ იმდენი მატარეს, სახლში წამიყვანე გთხოოვ.
- კარგი ხო.- წყენა არ შეიმჩნია სანდრომაც, არადა როგორ უნდოდა მასთან რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა.- რის საყიდლად იყავით?-მალევე შეცვალა თემა და მანქანა დაქოქა.
-გამოსაშვები საღამოსთვის კაბებს ვარჩევდით, მაგრამ ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვიპვე.- ამოიგმინა მიამ.
- ძალიან კარგი ახლა უნდა მეთქვა ზუსტად. კაბას და ფეხსაცმელს მე მოგიტან- გაუხარდა სანდროს.
-მოიცა რა. მე ვერ ავარჩიე და შენ რას მომიტან.- გააპროტესტა მიამ.
-აუ გთხოვ რაა. მე მოგიტან, გეფიცრბი არ დაგაღალატებ. მოგეწონება- მიდარით სავსე მზერა მიაპყრო სანდრომ.
-კარგი ხო- დანებდა მიაც.
მთელი კვირა გადატვირთული იყო. სანდრომ კაბა შეიძინა თუმცა ჯერ არ აჩვენებდა. გოგონებმაც ყველაფერი მოაგვარეს და დაგა გამოსაშვები საღამოს დღეც.
დილიდან ყველა გადარბენაზე იყო. გათენდა თუ არა მიაც მაშინვე წამოდგა გამოიცვალა და სახლში მაღალქუსლიანებით სიარული დაიწყო, მთელი კვირაა ვარჯოშობს და ასე თუ ისე გამოსდის კიდეც. მოგვიანებით სალონს ესტუმრა. გრძელი თმის ბოლოები გამოიღიავა, ჩამოიშალა და დაიხვია. სადა მაკიაჟიც გაიკეთა და სახლში წავიდა. მხოლოდ კაბაღა აკლდა, სანდროს დაურეკა ისიც ერთ საათში უკვე მიასთან იყო. მოსამსახურემ გამოართვა კაბა და დიდი ყუთი მიას ოთახში აუტანა. ინტერესით დააცქერდა მია წითელ ყუთს და სულმოუთქმელად გახსნა. ყუთიდან წითელი, გრძელი კაბა უმზერდა, ზურგზე და ფეხზე დიდი ჭრილით. გვერდს წითელი მაღალქუსლიანებიც უმშვენებდა. ოც წუთში უკვე სარკეში საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა და არ ჯეროდა რომ ის იყო. კარი ნელა გამოაღო და კიბეებს დაუყვა. არანაკლებ გაოცებული სახით შეჰყურებდა მომაჯადოებელი სილამაზის მქონე მიას სანდრო. წამით გულმა ფეთქვა შეწყვიტა, შემდეგ კი ისე ახმაურდა სანდროს ეგონა მთელს სახლში გამაყრუებლად ისმოდა მისი ხმა. მიას მიუახლოვდა ჯიბიდან ოქროს ძეწკვზე წამოცმული კეპის ფორმის კულონი ამოიღო და მიას გაუკეთა.
-რაღაც მაიც უნდა შეგრჩეს ძველი- ყურთან უჩურჩულა მიას და წელზე ხელი მოჰხვია.- ჩემი ქალბიჭა სადღაც გაქრა და ქალღმერთი შემომაპარეს- გაეცინა სანრდოს.
გაოცებული დაჰყურებდა მია კულონს და ასმაგად ბედნიერი იყო იმ ნიძლავის გამო რადგან ასეთი ადამიანი გაიცნო და პირველი სიყვარულის ავტორიც გახდა. სანდრომ მია მანქანისკენ წაიყვანა, კარი გაუღო და ჩაჯდომაშიც მოეხმარა.
თავმოყრილი საზოგადოების მზერა კარისკენ იყო მომარათული. პირველი შემთხვევა იყო როდესაც საზოგადოების თავშეყრის ადგილას, იქნებოდა ეს გამოსაშვები საღამო თუ უბრალო წვეულება, სანდრო ტვილდიანი შემოვიდა და ხალხის ინტერესნარევი მზერა მასზე კიარა მისი მეწყვილის სახეზე დათარეშობდა.
თორმეტი წელი ერთ საზოგადოებაში ტრიალებდა და ახლა ვერავინ ცნობდა, თვით მარი და ნუცაც გაოცებული სახით შეჰყურებდნენ კეტების, ჯინსის შარვლის, თავისუფალი მაისურის და განუყრელი კეპის ნაცვლად, ლამაზი ვარცხნილობით და მაკიაჟით, მაღალ ქუსლიანსა და საღამოს კაბაში გამოწყობილ მიას. რა უნდა თქვა მართლაც სასწაული იყო. ამდენი ყურადღება არასდროს გამოუწვევია მიას სტილს. ეს ხელოვნური საზოგადოება, როგორ შეიძლება შეცვალოს სტილმა ადამიანებს შორის დამოკიდებულება- გულში ირონია ნარევი ხმით გადახედა შეკრებილ საზოგადოებას და ბიჭების დახამებული მზერაც ადვილად დააფიქსირა.
-წავიდეთ- სანდროს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან და მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ სადაც მარის, ნუცას, დუდას და დამიანე ისხდნენ. ლამაზად იყო გაფორმებული დარბაზი. მრგვალი მაგიდები თეთრ და წითელ ფერებში იყო გაფორმებული, მაგიდებს წითელი ვარდები ამშვენებდა.
-ის კი თქვი სტილის შეცვლას ვაპირებო მაგრამ ამასაც არ ველოდი- გაოცებას ვერ მალავდა მარი.
-ულამაზესი ხარ მია- თბილად გაუღიმა დამიანემ.
-ამას გვიმალავდი გოგოო- სილაღეს არ კარგავდა დუდა.
-ამოიღე გოგო ხმა- იდაყვი გაკრა მარიმ ნუცას,რომელიც ჯერ ისევ მიას ათვალიერებდა.
-მაცადე გოგო ძლივს ადამიანის გარეგნობა მიიღო და ვუყურებ ცოტახანს- თვალმოუცილებლად წაიბურტყუნა და მარის ხელი აუქნია. ბავშვების რეაქციამაც არ დააყოვნა და მთელი მაგიდა ახმაურდა. მთელი საღამო მხიარულებაში გაატარეს ბევრიც იხალისეს.
-მია შეიძლება გეცეკვო?- მაგიდას მიუახლოვდა გიორგი, მიას ერთერთი კლასელი, რომლის დახამებული მზერა მიამ შემოსვლისთანავე შეამჩნია.
-რათქმაუნდა- უხასიათოდ უპასუხა და უკან გაჰყვა.
-ძალიან ლამაზი ხარ, ვერც კი გიცანი.- წელზე შემოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა. მია შეიჭმუხნა და უღიმღამოდ გაუღიმა.
- აქამდე არ შემიმჩნევია შენი სილამაზე- უფრო ახლოს მიიწევდა გიორგი.
-ახლაც არ უნდა შეგემჩნია, წადი შენ მეწყვილეს მიხედე და ჩემსას თავი დაანებე- მხარზე დაჰკრა დაძარღვული ხელი სანდრომ, გიორგი უსიამოვნოთ შეიშმუშნა და უხერხულად მოსცილდა წყვილს.
-რა სიუხეშე იყოო?- ხელოვნურად გაიოცა მიამ.
-როცა საჭიროა.- გაუცინა სანდრომაც და ახლა თვითონ მიიზიდა მია. მელოდიის დასრულებისთანავე მაგიდას დაუბრუნდნენ.
-სანდრო წამო რა ძმა ცოტახანს გარეთ- სანდროსთან მივიდნენ ბიჭები და გარეთ გაიყვანეს.
- მოკლედ ოთხი თვის წინანდელი ნიძლავი გემახსოვრება თუ არა მაგას აღარც გკითხავთ აშკარად გახსოვს. მილოდინსაც კი გადააჭარბა შედეგმა- გაეცინა დუდას- ხო და დამსახურებული ჯილდოც ჩაიბარე- გაკრეჭილმა უთხრა და ეზოში შემომავალ brabus cabriolet-ისკენ გაახედა რომელიც დამიანეს მოჰყავდა, მანქანა მის ფეხებთან გააჩერა, გადმოვიდა და გასაღები ესროლა.
-ჩაიბარე, დამსახურებულია-გაუციმა დამიანემაც.
სანდრომ დაპროგრამებულივით დაიჭირა გასაღები და მანქანისკენ დაიძრა. ზუსტად იმ წამს საოცნებო მანქანას ხელით ეხებოდა და უფრო მეტიც მის საკუთრებას წარმოადგენდა.
-მია წამოდი გარეთ ცოტა ხანს- ნუცა მივიდა მიასთან, ისიც მათ გაჰყვა.
-რა ხდება?- გარეთ გასვლისას დასვა კითხვა.
-დამსახურებული ჯილდო უნდა გადმოგცეთ- გაუცინა ნუცამაც და ეზოში yamaha R1_ზე თავმომწონედ შემომჯდარი მარი შემოვიდა და მოტო მიას ფეხებთან გაჩერა.
-ბოლოჯერ დავჯექი ამ რაღაცაზე- შეუღრინა მარიმ, მაგრამ მალევე გამხიარულდა მიას გაოცებულ სახეს და აციმციმებულ თვალებს რომ წააწყდა.
- რაიყო გადაიფიქრე პრიზის აღება?- გუცინა ნუცამაც.
-ეს, ეს ჩემია?- ემოციებში იყო მიამ.
-ე გოგო გამომართვი თუ იღებ თორე წავიღებ უკან.- შეუბღვირა მიას
-ხო ხო ახლავეს- საჩქაროდ გამოართვა გასაღები და გრძნობდა გაოცება ენით აღუწერელ ბედნერებაში როგორ გადადიოდა.
-არა ვაღიარებ ნამდვილად დაიმსახურე- გაეცინა მარისაც.
მიასკი სევდა შემოაწვა მან ხომ მეგობრები მოატყუა, მიუხრდავად იმისა რომ არანაირი წესები არ არსებობდა და ერთი მხრივ შეიძლება სულაც არ ჩათვლილიყი მოტყუებაში თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა. მოტოს მოცილდა გოგონებთან მივიდა და თავდახრილმა სცადა საუბრის წამოწყება.
-იცით.. მე და სანდრომ მოგატყუ....
-ოო მოიცა რაა. კარგად ვიცით ჩვენ თქვენი შეთანხმებები და სისულეები. მთავარია ეგ თქვენი ვითომ სიყვარული სინამდვილედ იქცა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია- გაუცინა ნუცამ.
-რას სულელობ ნამდვილად არა ის. მოიცა საიდან გაიგეთ შეთანხმებაზე?
-ბავშვობიდან გიცნობთ და გგონია ასე ადვილად დავიჯერებდით რომ შენთვის საძულველ ადამიანზე ორ დღეში შეიცვლიდი წარმოდგენას?- ფრუტუნით ჩაილაპარაკა მარიმ.
-მერე პატარა გამოძიებაც ჩავატარეთ და ეგაა- დაუმატა ნუცამაც.
- და არაფერს ამბობდით?- გაოცებული იყო მია.
-ვიცოდით ასეთი დასასრული რომ ექნებოდა- გაიცინა ნუცამ.
-ასეთი როგორი?- შეუბღვირა მიამაც.
-იცი შენც-თვალი ჩაუკრა მარიმ.- ჰე მიდი ახლა აღარ აპირებ გაატარო.
- კი კი ახლავეს. აბა ჰე წავედი მე- გაუცინა მიამაც და კაბაზე არც კი უფიქრია ისე მოაჯდა მოტოს და წამში გაუჩინარდა ეზოდან.
-გიჟია ეს გოგო- გაიცინა ნუცამ, მარის გვერდით ამოუდგა და მომავალი დუდასკენ და დამიანესკენ წავიდა.
- აბა რა ქენით?- იკითხა მარიმ.
-ჩავაბარეთ ვაჟბატონს პრიზი და წავიდა- გაიღიმა დამიანემ და მარის ხელკავი გამოსდო.
-ახსნები მაგანაც დაიწყო?- ნუცა ჩაერია საუბარში.
-კი და მოვაყუმარეთ ჩვენ- გადაიხარხარა დუდამ, დამიანეს თვალი ჩაუკრა და ნუცასთან ერთად შებრუნდა დარბაზში.
მია კი მიქროდა მთაწმინდისკენ, ამ სამი თვის განმავლობაში ამოჩემებულ ადგილს უნდა სტუმრებოდა.
და აი მივიდა. ფრხილად გადმოვიდა მოტოდან, ახლაღა მიხვდა თურმე რა აწუხებდა ამდენ ხანს. მაღალ ქუსლიანები გაიძრო და იქვე მიყარა. მოტოს მოუარა და მინდორზე ჩამოჯდა, ლამაზი სანახავი იყო ღამის თბილისი, ვარსკვლავებივით მოციმციმე პატარა განათებებით სავსე ქალაქი. გამეფებულმა სიმშვიდემ ფიქრებში გადაუშვა მია, რატომღაც მაშინვე სანდრო ამოუტივტივდა გინებაში, პრველად შეეჩეხა რელურად მომავალ სიმარტოვეს და გულში დიდი ტკივილი იგრძნო, პირველად გააანალიზა ასე ცხადად რომ დღეს მათი თამაში სრულდებოდა, ამ წუთას მთელი დიდებით წარმოუდგა სიმართლს და მასთან ისეთი დაუცველი იყო თავისი უსუსურობა შეზიზღდა. არ უნდოდა აღიარება მაგრამ მარი და ნუცა მართლები იყვნენ, ეს თამაში რეალობაში გადაიზარდა და დიდი ხანია ამას მიმხვდარიყო მაგრამ ოსტატურად უმალავდა საკუთარ თავს, ამ დროს კი ყველასთვის სააშკარაოზე გამოჰქონდა.
სიმყუდროვე გვერდიდან მომავალმა სითბომ დაურღვია.
-აქ რა გინდა?- ბოხმა ბარიტონმა დაარღვია დუმილი.
-ზედმეტად დავისაკუთრე ეს ადგილი- თვალი სივრცეს გააყოლა მიამ.
-გინდოდა გეთქვა დავისაკუთრეთ. აქამდე მარტო არასდროს მოსულხარ აქ, თანაც ეს ადგილი ერთად აღმოვაჩინეთ- უჩვეულოდ სითბო ჩამდგარი ხმით საუბრობდა სანდრო.
-იცი გოგინებმა მოტო მომიყვანეს- სევდიანი იყო ნუცა.
-შევამჩნიე, ლამაზია, მაგრამ ჩემს კაბრიოლეტს ვერ შეედრება- გაუცინა სანდრომ.
-შენც მოგიყვანეს მანქანა?- დასასრულისკენ მოახლოებამ თითქოს დაღი დაასვა მიას.
-კი.-მოკლედ მოუჭრა სანდრომ.
-გოგონებმა მითხრეს რომ ჩვენი შეთანხმების შესახებ იცოდნენ.
-ვიცი ბიჭებსაც გაუგიათ- ჩაეცინა სააანდროს.
-ესეიგი დასრულდა?- ხმაწართმეულა ჩაილაპარაკა მიამ.
-დასრულდა- პაუზით ჩაილაპარაკა სანდრომ- ეს ნიძლავი დასრულდა.-ღამის განათებაზე ეშმაკურად აუელვარდა თვალები
-რას გულისხმობ-დაინტერესებულმა გადახედა მიამ სანდროს გაცისკროვნებულ თვალებს.
-იცი რაღაც აზარტში შევედი და გადავწყვიტე ახალი ნიძლავი დამედო- გაეცინა სანდროს.
-ახლა რაღა ხდება- გაეღიმა მიასაც.
-მოკლედ ორი ძმაკაცი მყავს დუდა და დამიანე,ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, დუდამ შემომთავაზა ხალხს გაახსენე ცოტა თავი და ცოლი მოიყვანეო, თავიდან უარზე ვიყავი მაგრამ მერე დამიმ მითხრა ერთი გოგოა სულ ბიჭივით აცვიაო,ხოდა ის გოგო შენს გარეშე ვერ გაძლებსო, მეც დავინტერესდი ვინ იყო და ფოტო ვნახე და მომეწონა ასერომ გადავწყიტე ის ცოლად მოვიყვან.
-შენ სულ გააფრინეე- ფეხზე წამოხტა მია.
-რა გაყვირებს გოგო, შენც მოგეწონება კარგი გოგოა გაგაცნობ მერე გაუგებთ ერთმანეთს შენც ხო ქალბიჭა იყავი.- ეშმაკურად უცინოდა სანდრო.
-ანუ, მე მეგონა, მეგონა..-დაბნეულს აზრები სულ გაეფანტა.
-რა გეგონა შეზე ვამბობდი?-გადაიხარხარა სანდრომ.
- სულაც არა- გაეჯგიმა მია.
-არ გაინტერესებს რას ვიგებ ის გოგო ცოლობაზე თუ დავითანხმე?- სიცილი შეწყვიტა სანდრომაც.
-არაფერიც არ მაინტერესებს- შეუბღვირა მიამ.
- თაფლობის თვეს ბორა ბორაზე გავატარებ.- ყურადღება არ მიაქცია მიას დაბღვერილ სახეს.
-თუ წააგე?
-ერთი თვე ვარდისფრად უნდა შევიღებო თმა და ისე უნდა ვიარო- გაეცინა სანდროს.
-ისევ არ იხევენ უკან- გადაიკისკისა მიამ.
-ხო. და იმედია ამას არ დაუშვებ ხოო?- მიასკენ დაიძრა სანდრო.
-მე რა შუაში ვარ წადი და მოძებნე ის გოგო ეგებ მასაც ჰქონდეს დაქალებთან დადებული ნიძლავი- სიმწრით გაეცინა მიას.
-მოიცა კიდე დადე ნიძლავიი- შეჩერდა სანდრო.
-მე კიარა იმ გოგოს ეგებ ჰქონდესთქო, მეორედაც გაგიმართლებს.
-გამართლება შენს პასუხზეა დამოკიდებული- წარბები აუთამაშა სანდრომ.
-ვერ გავიგე? -თავი გაისულელა მიამ.
-დამეხმარები გადავურჩე მამაჩემის ჩაქოლვას და თმის ვარდისფრად შეღებვას- გაეკრეჭა სანდრო.
-მმმ. მოიცა დავფიქრდეე. მე რას მივიღებ სამაგიეროდ?- სიხარულს ძლივს მალავდა მია.
- რაღა გინდა მეტი ჩემზე უკეთესს რას მიიღებ.
-არაა არ მაწყობს.- ეშმაკობას არ წყვეტდა მია.
- თაფლობის თვეს ბორა ბორაზე გავატარებთ- გაუცინა სანდრომ და მიაკენ გადადგა ნაბიჯი.
-მოკლედ მე რომ არ გყავდე რაა. ბორა ბორას ხათრით დაგეხმარები- ენა გამოუყო მიამ.
- მხოლოდ მაგიტო?- ვითომ ეწყინა სანდროს.
-კიდევ იმიტომ რომ ის ქალბიჭა უშენოდ ვერ ძლებს - გაუცინა მიამ.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.

დასასრული.



№1  offline წევრი deep

კარგი იყო
მაგრამ
სკოლა დაამთავრეს თუარა რაის დაქორწინება იყო
და კიდე
მოვლენები ძალიან იყო დაჩქარებული
საერთო ჯამში ეცადე და უფრო დაიხვეწები

 


№2  offline წევრი M-morieli

deep
კარგი იყო
მაგრამ
სკოლა დაამთავრეს თუარა რაის დაქორწინება იყო
და კიდე
მოვლენები ძალიან იყო დაჩქარებული
საერთო ჯამში ეცადე და უფრო დაიხვეწები

მადლობა მადლბაა ♡ გავითვალისწინებ აუცილებლად♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი მარწყვი

ბანალურობის პიკი იყოო...
ისტორია,რომელიც დაიყო და დამთავრდა.
მშობლები გააქრე ისტორიიდან,ყოველდღიურობას გადაახტი და ოთხი თვე 7წინადადებაში ჩაატიე..
ნუ რა ვიცი..

 


№4  offline წევრი M-morieli

სტუმარი მარწყვი
ბანალურობის პიკი იყოო...
ისტორია,რომელიც დაიყო და დამთავრდა.
მშობლები გააქრე ისტორიიდან,ყოველდღიურობას გადაახტი და ოთხი თვე 7წინადადებაში ჩაატიე..
ნუ რა ვიცი..

ვიცი და მთავიდანვე ვთქვი რომ ვჩქარობდი და ბოლოში ,,მიფუჩეჩებული" იქნებოდა. ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით კიდევ კარგი გამოვიდა ;)
მადლობა მაიც შენი აზრის დაფიქსირებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent