შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნეს გარიგება [1]


9-10-2017, 05:28
ავტორი მე♥
ნანახია 11 644

"ყოფილის კაბინეტი"

-ალბათ აცნობიერებ რამხელა შარში გაყავი თავი. _შარვლის ჯიბეებში ხელჩაწყობილი წავიდა წვერებიანი კაცისკენ და მის წინ გაჩერდა. _შენ... არაკაცურად სცადე ჩემი გასულელება. _ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და ცალი წარბი მაღლა ასწია. _თავი შემაყვარე, მეც გული გადაგიშალე, ჩემს საქმეებში ჩაგახედე, სამომავლო გეგმები გაგაცანი... შენ კიდევ ადექი და ჩემი ქონების ხელში ჩაგდება გადაწყვიტე. _სიმწრის სიცილით ჩაიქირქილა და ზურგი აქცია. _კაცმა რომელსაც ყველაფერი მივეცი ჩემი მოტყუება გადაწყვიტა.

-თუ დამაცდი აგიხსნი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მისკენ დაიძრა.

-არ მომიახლოვდე!_კატეგორიული, ცივი ტონით ჩაისისინა და ზიზღნარევი მზერით შეათვალიერა. _არ გაბედო და არ მომიახლოვდე!_კიდევ ერთხელ, ამჯერად შედარებით დამშვიდებულმა გააფრთხილა. _შენ იცი რომ ამას ასე არ დავტოვებ და ძალიან მწარედ გაზღვევინებ, ისიც იცი რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დილას შენმა საყვარელმა ცივი გიპოვოს, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს როგორი ხერხებით ვაპირებ შენზე შურისძიებას. მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, ყველაფრისთვის თითოეული სიტყვისთვის ძალიან მწარედ გაზღვევინებ. არცერთ თბილ, სიყვარულით სავსე და ტკბილ სიტყვას არ შეგარჩენ... არ გაპატიებ იმას რომ თავი შემაყვარე, არ გაპატიებ!_თავის ქნევით “გააფრთხილა” და თავისი სავარძლისკენ წავიდა. _ახლა აქედან გადი და შეეცადე საკუთარი თავი გადაარჩინო, რამდენიმე დღით მაინც. _ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და სავარძელზე მოკალათდა.

-ინა, ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, შენი მოტყუება და გასულელება რომ მდომოდა ამას ძალიან მარტივად გავაკეთებდი...თუნდაც გუშინ დილით გაგუდულს რომ გეძინა ჩემს საძინებელში, ან კიდევ მაშინ როცა მთვარის შუქზე...

-მთვარის შუქზე ისეთი დაშტერებული იყავი მეეჭვება აზრონების თავი გქონოდა. _ირონიულად შეათამაშა წარბები და ფეხი ფეხზე გადადებული სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. _მოხიკე შენი გუდა ნაბადი, განცხადება დაწერე და აქედან აორთქლდი!


>>>
-სახლში!

ხმადაბლა გადაულაპარაკა მძღოლს, მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათდა და თვალები დახუჭა. როგორი ძლიერი ქალიც არ უნდა იყო საყვარელი ადამიანის ღალატი მაინც გტკენს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ყველაფერი შენს მატერიალურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. როცა იგებ რომ კაცი რომელთან ერთადაც ალერსში ღამეებს ათენებდი ჩვეულებრივი თაღლითი და ვიგინდარაა შენდაუნებურად საკუთარი თავის მიმართ აგრესია გიჩნდება, ეს ყველაფერი აქამდე რომ ვერ შენიშნა და თვალდახუჭულმა გამოუცხადე ნდობა. შეიძლება ასეთ დროს სხვას გოდება დაეწყო, ოთახში ჩაკეტილიყო და დეპრესია დამართნოდა, მაგრამ ინამ კატეოგორიულად აუკრძალა საკუთარ თავს მსგავსი სისულელეები! ახლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხიოს უკან, მითუმეტეს როცა სამსახურში ამდენი საქმე აქვს, ათასი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, წლის ბოლოს 4 ქვეყანას უნდა ესტუმრობს სხვადასხვა თემებით და ნამდვილად არ აქვს სურვილი კაცზე რომელამც ვერ დააფასა დრო და ენერგია დახარჯოს. თავაწეული გადავიდა მანქანიდან და სახლისკენ წელში გამართული გაემართა. ღიმილით მოიკითხა ეზოში მოთამაშე ორი გაბურძგნული პატარა და კარებში მდგარ დას გადახედა.

-დაიღალე?_ღიმილით კითხა ნინომ და ცალი თვალი შვილებს შეავლო.

-ძალიან.

-ელზამ ისეთი ტოლმა გააკეთა თითებს ჩაიკვნეტ.

-ჩემს საქმეს თითების ჩაკვნეტა არ აწყობს._ცალყბად ჩაიცინა და სახლში შევიდა. ნინომ წარბების თამაშით გააყოლა თვალი დას და უკან მიჰყვა.

ეზოდან ხმაურიანად შემოცვენილი დიშვილების დანახვისას კოპებშეკრულმა გადახედა ბავშვებს და დივანზე ჩამოჯდა. ცუდი ხასიათი აქვს, ვერ ეგუება ხმაურს, არ უყვარს როცა სამსახურიდან დაბრუნებულს ყველაფერი ფეხებში ედება, მათ შორის ბავშვებიც. გიჟდება დიშვილებზე, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ინასთვის, მაგრამ მე მგონი ყველა ნომალური ადამიანისთვის სასიამოვნოა სამსახურიდან დაღლილი როცა ბრუნდები სიმშვიდეში ყოფნა, ესეც ხომ ერთგვარი განტვირთვაა.. თუმცა არის იშვიათი შემთხვევა როცა პირიქით ხმაური უფრო ეხმარება განტვირთვაში და ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშით გაყავს დრო.
ბიჭებს ღიმილით გადახედა ბალიში კომოფრტულად ამოიდო ზურგს უკან და ფეხი ფეხზე გადადებულმა გადახედა დას.

-დღეს დათოს ველაპარაკე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ინამ და ლოყებაწითლებულ დას დააკვირდა.

-ინა, მასზე საუბარი არ მინდა მითუმეტეს ბავშვების თანდასწრებით. _მუდარით ჩაილაპარაკა და მისაღებიდან გავიდა.

ქალმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა დისკენ.

-შენ ოჯახი დანგრევას რას ეძახი?_სამზარეულოს კარი საგულოდაგულოდ დაკეტა და მაცივართან მდგარ დას აღრენილი მიუტრიალდა.

-იმას რომ ორი შვილით დასთან ერთად ვცხოვრობ...

-ნინო, ვიცი რომ ძალიან გულნატკენი ხარ, მაგრამ მე მგონი რომ აზვიადებ... ერთხელაც არ გიკითხავს დათოსთვის რატომ გადაწყვიტა მსგასვი ნაბიჯის გადადგმა, არც ის გიკითხავს რა არ მოსწონდა ურთიერთობაში...მოკლედ რომ გითხრა ქმარი ფეხებზე გეკიდა და ურთიერთობის გაწყვეტა რომ შემოგთავაზა პანიკა აუტეხე.

-ზოგჯერ მგონია რომ დათოს და ხარ და არა ჩემი.

-ვარ კიდევაც, იმიტომ რომ დათოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ურთიერთობის დანგრევა შენი ბრალია და ის კაცი არაფერ შუაში არ არის... როგორ ცუდი მოსასმენია არა როცა საკუთარი და ამას გეუბნება?! _სიმწრის სიცილით გააქნია თავი და სკამზე დაჯდა. _რატომ იმაზე არ დაფიქრებულხარ რომ ასევე ცუდი მოსასმენია დათოსთვისაც იმისი თქმა რომ საერთოდ არ გაინტერესებს რას აკეთებს და როგორ აკეთებს. ის შენი შვილების მამაა და თუ არ გიყვარს ჯობია რომ პირდაპირ უთხრა. გაურკვევლობაში ყოფნას არ იმსახურებს! მოვა დრო და შენს სულელურ ნაბიჯს ძალიან ინანებ, ერთ მშვენიერ დღეს დათოსთვისაც გამოანათებს მზე და მიხვდება რომ ბედნიერებისთვის სხვა ქალიც ეყოფა. _გაღიზიანებულმა მიაყარა ფეხზე წამოდგა და სამზარეულო უკანმოუხედავად დატოვა. ნინომ აცრემლებული თვალებით გააყოლა დას თვალი, წყლის ჭიქა მაგიდაზე დადო და სკამზე მხრებჩამოყრილი ჩამოჯდა.

სააბაზანოდან გამოსულმა ხალათი გაიხადა, სკამზე გადაკიდა და საწოლზე გადაფენილი პიჟამა ჩაიცვა. მიუხედავად იმისა რომ საშინელი სიცხეებია და ზაფხულშიც ღია კარებში ძინავს, საწოლში შიშველს დაწოლა მაინც არ შეუძლია. რაღაცა თუ არ ედება გამორიცხულია თავი კომფორტულად იგრძნოს.

>>>
-ქ-ნო ინა, დღევანდელ შეხვედრას რა ვუქნათ?_ლიფტის კართან დაეწია მდივანი და ფურცლებს ჩააშტერდა.

-გადადეთ.

-როდისთვის, ბატონ დუდას ამ თვეში აღარ სცალია. _ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა და უფროს ისე ახედა.

-საღამოს რვა საათისთვისაც არ სცალია? ახლა ძალიან სერიოზული საქმე მაქვს.

-არ ვიცი, დავრეკავ და მდივანს ვკითხავ... და თუ მითხრა რომ არ სცალია?_ლიფტში შესულს დააწია.

-დამირეკე და პირდაპირ იქიდან წავალ.

-კარგი. _დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და სამდივნოსკენ წავიდა.

ზოგადად შეხვედრების მიმართ ასეთი გულგრილი არ არის, მითუმეტეს თუ ეს შეხვედრა მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ დუდასთან შეხვედრასაც თვეებია ცდილობს და როგორც იქნა მოახერხა, ახლა კიდევ დიშვილების გამო უწევს შეხვედრის გადაწევა და კაცმა არ იცის რა მოხდება.

სკოლის შესასვლელთან გააჩერა მანქანა და აჩქარებული ნაბიჯებით დაიძრა თეთრი შენობისკენ. ბავშვები დირექტორის კაბინეტში იყვნენ, რა თქმა უნდა ნინოც იქ იყო თავის ორ მეკობრესთან ერთად.

-სკოლიდან რიცხავენ. _ნინომ შეწუხებულმა გადახედა დას და ბავშვებს თვალების ბრიალით მოავლო მზერა.

-კარგი, დაგვტოვეთ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და დირექტორის მაგიდისკენ წავიდა.
...
-თუ კიდევ ერთხელ განმეორდება მსგავსი შემთხვევა ორივეს მკაცრად დაგსჯით! _როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მკაცრად ჩაიალპარაკა ბავშვების მისამართით და მანქანა დაქოქა. _გისმენ მარიამ.

-არ სცალია, ისევ დათქმულ დროს ითხოვს შეხვედრას წინააღმდეგ შემთხვევაში სულ გააუქმებს. _შეწუხებული ხმით ჩაიჩურჩულა და უფროსის პასუხს დაელოდა.

-კარგი, მისამართი გამომიგზავნე და მივალ. _ყურსასმენი მოიძრო და საჭეზე ფრჩხილები აათამაშა. _თქვენ აქ დაგტოვებთ, მე შეხვედრა მაქვს და ვერ მოვასწრებ. ტაქსით წადით.

>>>
-გამარჯობა. _შეპარული ღიმილით გაუწოდა ხელი მამაკაცს და თავისი ადგილი დაიკავა. _მე მეგონა რომ ბატონ დუდას შევხვდებოდი. _გაღიზიანებულმა მოავლო თვალი რესტორანს.

-ბატონი დუდას ცოტა დააგვიანდება, მაგრამ ვიმედოვნებ რომ მალე შემოგვიერთდება.

-მეგონა რომ სერიოზულ შეხვედრაზე მოვდიოდი პუნქტუალურ ადამიანებთან..._ცინიკურად ჩაიქირქილა და მიმტანს ახედა.

-ასეც არის!_ზურგს უკან მისთვის ნაცნობი ხმა გაისმა. ეს ხმა ერთადერთხელ აქვს გაგონილი ისიც სატელეფონო საუბრის დროს. კმაყოფილი ღიმილით მიატრიალა თავი უკან და შავგვრემან მამაკაცს წარბწეულმა ახედა.

-ძალიან კარგი, მაშინ დროა დავიწყოთ. _ჩანთიდან საბუთები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა. შავგვრემანი მამაკაცი მის პირდაპირ მოკალათდა და შუბლშეკრული დააკვირდა ქალს.

-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მითხარით რატომ უნდა ვითანამშრომლოთ თქვენთან?_ყოველგვარი შესავლების გარეშე იკითხა მამაკაცმა. ინამ სწრაფად ასწია თავი და ჩაფიქრებულმა შეათამაშა წარბები.

-იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაზე მომგებიანი და ხარისხიანი კომპანია ვართ!_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და საბუთები გაუწოდა. _აქ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხია აღნიშნული, თუ კითხვები გაგიჩნდებათ შეგიძლიათ პირადად მე მომმართოთ.

-3 წელია კომოპანია ბაზარზე ყველაზე დიდი რეიტინჯით სარგებლობს, ჩვენს შემდეგ..._ცინიკური ღიმილით დააყოლა შავგვრემანის გვერდით მჯდომმა. _მაგრამ მგონია რომ საქმე ამაში არ უნდა იყოს, სამწუხაროდ ჩვენ თქვენი შიდა სამზარეულო არ ვიცით და ლოგიკურია ასე ხელაღებით ხელს ვერაფერს მოაწერს ბატონი დუდა.

-1 თვის განმავლობაში თქვენს კომპანიაში კაბინეტი უნდა გამომიყოთ!_ინასთვის მოულოდნელად მეხის გავარდნასავით გაისმა ეს ხმა. გაოგნებულმა ასწია წარბები და დაქაჩული თვალებით მიაჩერდა კაცს. არც დუდას გვერდით მჯდომს ჰქონია ისეთი რეაქცია თითქოს ყველაფერი სცოდნოდა, არანაკლებ გაკვირვებულმა გადახედა მამაკაცს.

-რაა?_მოულოდნელობისაგაც შოკირებულმა ხმამაღლა წამოიძახა.

-ლადო, დაგვტოვე. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა კაცმა და მის გვერდით მჯდომს გადახედა, ისიც უსიტყვოდ წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.

-თქვენ რა ჩემი გასულელება გადაწყვიტეთ?_სარკასტულად იკითხა ინამ და მამაკაცისკენ გადაიხარა. _თუ გგონიათ რომ ამ თამაშში აგყვებით?! კომპანიის შედა სამზარეულო ეს ჩვენი პირადია და არანაირი სურვილი არ მაქვს სხვა კომპანიის “ბოსი” ამ ყველაფერში გავარკვიო. თანაც... _სიცილით დააყოლა. _კონტრაქტი რომ არ გაფორმდეს გამოდის რომ მთელი ერთი თვე სისულელეში დამიხარჯავს დრო.

-თუ სწორად გავიგე თქვენი კომპანიის ბიუჯეტში რამდენიმე თვის წინ სერიოზული გარღვევა იყო, რის შედეგადაც კომპანიის მოგებამ დაიწია. მეეჭვება ამის ხმამაღლა თქმა გინდოდეს და ჟურნალისტებისთვის იმისი ახსნა თუ რატომ აღარ იკავებს დადიანების კომპანია ბაზრზე მეორე ადგილს. ასე რომ ჩემზე მეტად შენ გაწყობს ჩემი შენს კომპანიაში ყოფნა და თუ საშუალებას მომცემ დაგეხმარები, თუ არა და მოგიწევს ბაზრზე ადგილი დათმო და უკან გადაინაცვლო!_ცინიკურად ჩაილაპარაკა, თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

ინამ გაღიზიანებულმა აიფარა ხელები სახეზე, სიბრაზისგან ტუჩები მაგრამ მოკუმა და ფეხზე წამოდგა.

-კარგი, მაგრამ იცოდე ზედმეტად არცერთ ოთახში არ შეიხედები!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და მისკენ მიტრიალდა.

დუდამ შუბლშეჭმუხნულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი და უსიტყვოდ წავიდა კარებისკენ.

-უხ!_დევდარიანების ქალმა აღრენილმა დაავლო საბუთებს ხელი და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა კაფე.

>>>
-ორშაბათს გადმოვა.

-რომელი კაბინეტი მოვუმზადოთ?

-სადრაფის._გაღიზიანებულმ გადახედა მარიამს და ჩანთა მაგიდაზე დააგდო.

-მართლა?_სერიოზული გამომეტყველებით იკითხა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

-მარიამ!_წარბწეულმა გადახედა და თავი გააქნია. _რომელიმე კაბინეტი გამოუყე და ეგ არის, ოღონდ პატარა, თავი არაკომფორტულად რომ იგრძნოს.

-გასაგებია. _თავი დაუქნია და კაბინეტიდან გავიდა.

მაინც ვერ ხვდება რა საჭიროა დუდას აქ გადმოსვლა და 1 თვით კაბინეტის გამოყოფა. მითუმეტეს მაშინ როდესაც თავისი კომპანიაც აქვს და იმას მიხვედვა სჭირდება, არც აქედან არ გაუჭირდება, მაგრამ მამაკაცის წინადადება მაინც ცუდად ხვდება და არ სიამოვნებს.

წინასწარ ყველაფერი გადაამოწმა, ყველა დეტალი თავიდან განიხილა და როცა დარწმუნდა რომ კომპანიაში ყველაფერი წესრიგში იყო მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა დუდასთან გადმოსვლის თარიღი.

-ბატონი დუდაა მოსული.

-გამოვალ. _ფეხზე წამოდგა ტანზე მომდგარი მოკლე კაბა შეისწორა და ნელი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ.

დადვანი მიმღებში იჯდა და კომპანიის უფროსის გამოჩენას ელოდებოდა. ინას დანახვისას წარბიც კი არ შეუხრია, არა თუ წამომდგარა.

-სანამ გამოყოფილ კაბინეტს მანახებ მინდა გითხრა რომ ჩემი კაბინეტში შენს სართულზე და შენს გვერდით უნდა იყოს!_კატეგორიული ტონით მოითხოვა და ფეხზე წამოდგა.
~~~~~
ეს ჩემი ბოლო ისოტორიაა რომელიც დავწერე, სამწუხაროდ ახლის დაწერას ჯერ ვერ ვახერხებ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მალე იქნება.
იმედია ისიამოვნებთ. <3



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

არ გააგრძელებ?

 


№2  offline წევრი ))♡

Nuuxom vambobbrom geniosi xar ra ♥♥♥♥ chemi tkbili :*
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

შაოცარი ხარ.დამაინტრიგებელი დასაწკისია.მოუტმენლად ველოდები ახალ ტავს.
დიდ განტვირტვას ვგებულობ ,სენი ისტორიების წაკიტხვისას.
მადლობა დიდი❤❤❤

 


№4  offline მოდერი bibo

ჩემი ტაჩუნია ტაჩუნები :* სუ ხო ლიწინით მიდის შენი ისტორიები :* ჰაერში ვკითხულობ :* აბა ქირიებს როდის დაწერ გატყიპვა გინდა :( ჩემი გემრიელი გოგო :* ნახევრად ღია თვალებით ვკითხულობ ასჯერ წაკითხულს:* სუ გელი სუ ბევრობას:* ჩემო მარწყვის ჯემო :* სასტაული ხარ პატარა მზეო

 


№5  offline წევრი miyvarxar1992

ტკბილოოო საუკეტესო ხარ შენheart_eyes heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა საინტერესოააააააა

 


№7  offline მოდერი მე♥

ქ-ნო მანანა, თქვენ არ იცით მე როგორ მიყვარხართ და როგორ მიხარია ჩემი ისოტრიების მკითხველი რომ ხართ. უღრმესი მადლობა <3
სტუმარი მარიამი
არ გააგრძელებ?

რა თქმა უნდა, ისტორია ბოლომდე დაიდება. <3
))♡
Nuuxom vambobbrom geniosi xar ra ♥♥♥♥ chemi tkbili :*

კააი ახლა თორემ გავგიჟდები. :დდდ
დიდი, დიდი მადლობა საყვარელო და თბილო. <3
სტუმარი lia
შაოცარი ხარ.დამაინტრიგებელი დასაწკისია.მოუტმენლად ველოდები ახალ ტავს.
დიდ განტვირტვას ვგებულობ ,სენი ისტორიების წაკიტხვისას.
მადლობა დიდი❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა! <3
იმედია ბოლომდე კმაყოფილი იქებით და იმედებს არ გაგიცრუებთ ისტორია. <3
bibo
ჩემი ტაჩუნია ტაჩუნები :* სუ ხო ლიწინით მიდის შენი ისტორიები :* ჰაერში ვკითხულობ :* აბა ქირიებს როდის დაწერ გატყიპვა გინდა :( ჩემი გემრიელი გოგო :* ნახევრად ღია თვალებით ვკითხულობ ასჯერ წაკითხულს:* სუ გელი სუ ბევრობას:* ჩემო მარწყვის ჯემო :* სასტაული ხარ პატარა მზეო

ჩემი ლამაზი გოგო, სიყვარული ხარ!
მადლობები მადლობები! <3
ოოო, ქირიას როდის დავწერ და მეც არ ვიცი ეგ, იმედია მალე. <3
miyvarxar1992
ტკბილოოო საუკეტესო ხარ შენheart_eyes heart_eyes

თავად ტკბილო და თბილო. <3მადლობა დიდი დიდი <3
Anuki96
რა საინტერესოააააააა

მიხარია თუ მოგეწონა. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent