მთაში დაგიდგავ პატარა ხის სახლს
_მთაში დაგიდგავ პატარა ხის სახლს _ბუხარს დაგინთებ სიცივის მნუსხავს _მე ხელებს მოგხვევ გულში ჩაგიკრავ _შენ სიტყვებს მეტყვი, მჯერა წამიყვან! _ტკბილად მოგადებ ტუჩებს ყელზე და _მეტყვი, ოცნებას მიხდენ ყოველწამს _შენს ზღვისფერ თვალებს ყველაფრის წამალს _მზერით მივუძღვნი სულ ფერად ზღაპარს _სახეზე ნაქვთებს სითბოთი სავსეს _ვგრძნობ ,რომ ნელნელა მე ვეღარ ვარჩევ! _მაინც იღიმი, მაგრამ ეს რას ცვლის _შენს სიახლოვეს ბურუსი არღვევს _მოიცა დარჩი, არ გაქრე არა! _მე ხომ გითხარი, წაგიყვან სადღაც! _ნუღარ გაქრები შორს ნუღარ წახვალ _ზამთრის მიწურულს ჩვენ ერთად წავალთ. _შენ რა არ გესმის? მაინც მიდიხარ? _ჩემი გრძნობები სულ არ გიზიდავს? _დუმილს არ არღვევ მაგრამ იღიმი _ალბათ არც მოხვალ რომ დაგინახო! _თუმცა ჩვეული ლოთივით მკვდარი _შენს საფლავთან ვარ უმალ უაზროდ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.