შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (თავი 2)


10-10-2017, 17:29
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 986

ყვეფაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. ინას ნატვრა აუხდა და იმ ზაფხულს პირველად ჩავიდა ბათუმში, თავის ბიძაშვილთან ერთად.
-ნენე.. ყვირილით შეუარდა ოთახში მძინარე გოგოს.
-რა ხდება? დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და თვალების წმენდა დაიწყო.
-სამსახური ვიშოვე ნენე.. ყვირილით ამბობს და ერთ ადგილზე იწყებს ხტუნავს.
-შეგახსენებ, რომ აქ დასასვენებლად ჩამოვედით. ფეხზე დგება უკმაყოფილო სახით და ფარდას წევს.
-ხო იცი ასე უსაქმურად პლიაჟზე წოლას მუშაობა მირჩევნია, ამიტომ ამ სამ თვეში ჩემს თავს მე მივხედავ. იღიმის ბედნიერი და გარდირობში იწყებს ქექვას. -ჩემი შავი მაისური იაპონური წარწერით ხომ არ იცი სად დევს?
-სკამზე გაქვს გადაკიდული. მთქნარებით პასუხობს. -სად დაიწყე მუშაობა?
-კაფეში. დღეს დილით, რომ გავედი სასეირნოდ კაფეში შევედი ყავის დასალევად და კედელზე გაკრულ განცხადებას მოვკარი თვალი. ხო და დაველაპარაკე მენეჯერს და ამიყვანა. გახარებული იქნევს ხელებს და იცინის.
-სულ გადაირიე. თვალებს ატრიალებს ნენე. -ანუ თბილისში არ ბრუნდები სწავლის დაწყებამდე?
-მასე გამოდის. მხრებს იჩეჩავს და შავ მაისურს იცმევს.-ნენე გავიქეცი მე კაფეში ახლა საქმიანი გოგო ვარ. ნენეს ხელს უქნევს და ოთახიდან კისკისით გადის.
კაფეში მისულს ნერვიულობისგან ხელები უკანკალებს.
-გამარჯობა. შენ ახალი ხარ ხო? უღიმის ბართან მდგომი წაბლისფერ თვალება ბიჭი.
-კი. თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
-მე დიტო ვარ. უცნობი ბიჭი ხელს უწვდის ჩამოსართმევად.
-ინა. ხელს ართმევს ღიმილით.
-წამო გაგაცნობ თანამშრომლებს. წინ უძღვება დიტო და თანამშრომლების ოთახში შედის. -ნინა გაიცანი ახალი თანამშრომელი ინა.
-გამარჯობა უღიმის შავთმიანი გოგო.
-ხო ეს თიკაა რომელიც ახლა უნდა შეცვალო. ქერათმიან გოგოს ხელს ხვევს და თავზე კოცნის. -ჩემი შეყვარებულია. იცინის დიტო
-საცოლე.. ბრაზით ამბობს და მკლავში ჩქმეტს ბიჭს.
-აღარ მომყავხარ ცოლად. ნატკენ ადგილს იზელს და უკმაყოფილოდ უმზერს მაინც საყვარელ გოგოს.
-შენ არავინ გეკითხება. ხელს კრავს და გაღიმებულ ინას ესალმება. -არ მოგვაქციო ყურადღება ჩვენ სულ ასე ვართ. უცინის მორცხვად მდგომ ინას.
-წამო. ნინა ხელს მკლავში კიდებს და ოთახიდან გაყავს. -დიტო შენც მალე გამოდი დარჩა ხალხი უსასმელოდ. მიაძახა უკან მიუხედავად. -მოკლედ ეს სინი და ესეც მაგიდები. მალე შეეჩვევი.
-დიდი ხანია აქ მუშაობ?
-ორი წელი იქნება. ჩაფიქრებული ამბობს და იმწამს შემოსულ ცისფერთვალება ბიჭს აშტერდება . ნინას გარდასახვა შეუმჩნეველი არ რჩება ინას.
-ვინაა ის ბიჭი?
-ჩვენი ხშირი კლიენტი და ამ კაფის მფლობელი. ამბობს უემოციო სახით.
-გიყვარს?
-კი. სწრაფად ამბობს მაგრამ როცა უფიქრდება თავის სიტყვას მერე ასწორებს. -არა რასამბობ. ნერვიულად იქნევს ხელებს უარის ნიშნად. - არ მიყვარს. დამნაშავესავით ხრის თავს.
-რა არ გიყვარს? ესმის ის საოცარი ხმა და სწრაფად ბრუნდება მისკენ.
-ბატონო ირაკლი მე. იბნევა ცისფერი თვალების გადაყრისთანავე.
-ცისფერი თვალები. ეშმაკურად იღიმის ინა. -იცოდით, რომ ცისფერი თვალები არ უყვარს ნინას?. ვითომ აქ არაფერიო ისე ამბობს.
-მართლა? თვალებში სხივ გამკრთალი, მოღუშული ბრუნდება გოგოსკენ. -ცისფერი თვალები არ გიყვარს? თავის ცისფერ თვალებს აშტერებს ჩვეულებრივ თაფლისფერ თვალებს.
-ხო. ჩუმად ამბობს გოგო და ინას დაბნეული აშტერდება.
-ხოოო?. თავს ხრის ირაკლი. -მეც არ მომწონს თაფლისფერი თვალები. ცალ წარბს ზევით წევს და პირდაღებულ ორ გოგოს კმაყოფილი უვლის გვერდს.
-საზიზღარი. თვალს აყოლებს ნინა მიმავალ მამაკაცს. ინას ეცინება მის შემხედვარე, მგვალ პატარა სინს ხელში იღებს და შეკვეთის მისაღებად ერთ ერთ მაგიდასთან მიდის.
ღამის ათზე ამთავრებს მუშაობას თავის თანამშრომლებს ღიმილით ემშვიდობება, ჩანთას ხელში იჭერს, კაფის კარს აღებს და კაფეში შემომავალ უცნობ ბიჭს გვერდის ავლის მაგივრად პირდაპირ ეჯახება.
-ბოდიში. ამბობს და უცნობს გვერდს უვლის.
-არაუშავს. უცნაურად დაჰყურებს თავისზე დაბალ გოგოს, რომელიც ისე გადის კარიდან მას არც კი უყურებს. მამაკაცი როცა ძირს დავარდნილ ტელეფონს ამჩნევს მაშინვე ხელში იღებს და უცნობ გოგოს უკან ედევნება. ჩუმად მიყვება უცნობს ..გოგონას კეტები ხელში უკავია და ზღვის ნაპირს მიუყვება, ყოველი ცივი წლის შეხებაზე კისკისებს და სრულიად სხვა სამყაროში გადასულს პირველად სურს რაიმე სიგიჟის ჩადენა. ჩანთას ტალღებისგან მოშორებით დებს, კეტებსაც იქვე აწყობს და ზღვისკენ მთელი სისწრაფით სიცილით მიექანება. მამაკაცს ამ გიჟი გოგოს დანახვისას სახეზე ღიმილი ედება, ღიმილი კი სიცილში გადასდის ზღვიდან ამოვარდნილ სიცივისგან აკანკალებულ არსებას, რომ უყურებს. სიცილის გაგებისას ინა თავს აბრუნებს და უცნობს გაკვირვებული შეჰყურებს.
-შენ ?
-ტელეფონი დაგივარდა წეღან. დაბნეული იშვერს ხელს კაფის მხარეს და ტელეფონს მარცხენა ხელით აწვდის.
-უი მადლობა. მობილურს ართმევს და ჩანთაში დებს. ბიჭი მაიკას იხდის რაც გოგოს აბნევს -რას აკეთებ? თვალებ გაფართოებული ათვალიერებს ბიჭის სხეულს.
-ჩაიცვი. თავის თეთრ მაიკას გოგოს უწვდის. -გაცივდები მასე. თავით ანიშნებს სველ ტანსაცმელზე. რობოტივით დაპროგრამებული ართმევს სასიამოვნო სუნით გაჟღენთილ მაისურს და სველ ტანისამოსზე იცმევს.
ბიჭი იღიმის.
გოგო წითლდება.
-მე გეგა ვარ.. თავს ხრის და ქერას აჩერდება.
-მე ინა. თვალს უსწორებს უკუნით შავ თვალებს და მასში იძირება.
-პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცი გოგოს რაზე ან საერთოდ რა ველაპარაკო. ნერვიულად ისვამს თავზე ხელს და უხერხულად იღიმის..-კაფეში რომ დაგპატიჟო ძაან ბანალური იქნება? წარბს ქვემოდან აპარებს მზერას.
ინას ეცინება.
-მოდი იყოს ყველაფერი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად და ნუ გავბანალურდებით.
-ანუ? თვალები ენთება ბიჭს.
-წამო. ჩანთას და კეტებს იღებს და სანაპიროს მიუყვება.
-რა უცნაური ხარ. წარბ შეკრული ამბობს და გონებაში სასაუბრო თემას ეძებს.
-თბილისელი ხარ ხო?
-კი
-პირველად ხარ ბათუმში?
-აჰამ
-მოგწონს?
-ლამაზია
-ხო ჩვენ ზღვა გვაქვა. ამაყად ამბობს და გამარჯვებული მზერით უყურებს გოგოს.
-ჩვენც გვაქვს.
-ხელოვნურია. ტუჩის კუთხეს ტეხს.
-მერე რა. ხო გვააქვს და.
-კაი ხო. ეღიმება გოგოს ჩაჯინებაზე.
-შენ ნამყოფი ხარ თბილისში?
-კი. დედაჩემი 10 წელია უკვე იქ ცხოვრობს მე კი ვერ დავტოვე ბათუმი.
-რატომ?
-არ შემიძლია. თავს ხრის უღონოდ. -შენ დატოვებდი თბილისს?
-არ ვიცი. მხრებს იჩეჩავს. - არ გცივა ? შორტით მყოფს გახედა
-არა . უღიმის -შენ გცივა როგორც ჩანს.. კანკალებ.
-ხო.. აი აქ არის ჩემი სასტუმრო. თეთრი შენობის წინ ჩერდება.
-ადი თორე გაცივდები.
-კი მაგრამ მაიკა?
-გეცვას..შენ ჩემზე მეტად გიხდება. უცინის აკანკალებულ გოგოს.

***
ფიქრებიდან გამოსულს შინაგანი სიცარიელე თრგუნავს. ცრემლს იწმენდს, თვალებს ხუჭავს და მალევე ეთიშება სამყაროს.
მეორე დღეს იმისდა მიუხედავად, რომ არ მუშაობს კაფეში მაინც მიდის ამჯერად კლიენტის სტატუსით.
-დიტო რაიმე ისეთი დამისხი რაც გამთიშავს.
-ინა ხო კარგად ხარ?
-გადასარევად. უღიმის თავის ნათქვამში, რომ დაარწმუნოს.
-კონიაკი?
-იყოს. ნინა არ არის ააქ?
-თავისმა საქმრომ წააბრძანა სადღაც. ამბობს უემოციოდ, ორ ჭიქა ვისკს დებს ინას წინ და ერთს თავად იყუდებს.
-შენ რაღა გჭირს? წარბებს კრავს და მწარე სითხეს სვავს.
-თიკამ გამომაგდო გუშინ სახლიდან.
-რატო?
-ამ ორსულობის დროს სუ აურია. შოკოლადის მიტანა დამავიწყდა გუშინ და სახლშიც არ შემიშვა გავათენე ღამე აქ.
-შენც კარგად ხარ რა. ხელი აიქნია და ლიკას დანახვისთანავე გაეღიმა.
-ინა არ ისვენებ გოგო დღეეს?
-კი და დღეს უნდა დავლიო. ეცინება გოგოს თვალების ატრიალებაზე. -დიტო დაასხი მიდი დავლიოთ.
-მე მეტს ვეღარ დავლევ ინა. აგე ამთავრებს ცვლას ლევანა და დაგიჯდება ეგ მსმელად. თვალს უკრავს ლევანს და ხელით ანიშნებს მოდიო.
-რამე ხდება? ღიმილით ავლებს თვალს კაფეში მსხდომ ხალხს.
-მშვიდობაა და სოლიდარობა. ამშვიდებს ინა . -ლევან მიდი რა გამოიცვალე და გამო დავლიოთ.
-რა ჭირს ამას ე? ინა შენ მეუბნები დავლიოთო? რამე ხდება და არ ვიცი? რას მიმალავთ? შოკში მყოფი ლევანი დიტოს უყურებს.
-ხდება ხოლმე საოცრებები. იცინის ბიჭი. -აი მოვიდა გიგი.
-რავახართ სასტავი. გაკრეჭილი შემოდის ახალგაზრდა ყმაწვილი.
-არაგვიშავს რა . ინა თავს აქნევს აქეთ-იქით.
-წავალ გამოვიცვლი და შევუბეროთ ინაჩკა. ღიმილით გადის ლევანი, უკან კი გიგი მიყვება.
-უკან მაგიდასთან მსხდომი ერთ-ერთი ბიჭი გიჟია. პირს აღებს გაოცების ნიშნად. დევილ სპრინგს ვოდკას ითხოვს.
ინას ჟრუანტელი უვლის, სხეული ეძაბება და გონება ეთიშება. დიტოს მიერ იმ წამს დასხმულ ვისკს იყუდებს და ლიკას უბრუნდება. -მე მივუტან.
-ამ სასმელს ვინმე თუ მოითხოვდა არც მეგონა. დიტო სინზე დებს სითხით გავსებულ მინის ჭიქას და იმ ბიჭისკენ იხედება ვინც ეს შეუკვეთა. -ინა ის.. ყვირის მაშინვე როგორც კი ბიჭს ხედავს.
-ვიცი დიტო. სევდიანად უღიმის გაოცებულ ბიჭს -დაბრუნდა. სინს იღებს და გეგასკენ თავ აწეული მიემართება. მაგიდასთან მსხდომ ორ ბიჭსაც ავლებს თვალს, რომლებიც ორი წლის წინ უზომოდ შეიყვარა.
-აი ინებეთ. ღიმილით დებს ჭიქას მაგიდაზე.
-ინაჩკა. გოგოს დანახვისთანავე ფეხზე ხტება შავგვრემანი ბიჭი და მაშინვე ეხვევა. გეგას ეღიმება და თვალებში გამოსახული ჭინკები მაშინვე უხტის. -როგორ მომენატრე ინა.
-გადი ლუკა იქით მეც მანახე ეს გოგო. ხელს კრავს ქერათმიანი და ახლა ის ეხვევა მონატრებულ მეგობარს . -მოიცა სასმლის სუნი გაქვს . დალიე გოგო? ეცინება ბექას და შერცხვენილ გოგოს თითს ცხვირზე კრავს.
-ხო ცოტა. უღიმის მათი ნახვით ბედნიერი .
-დაჯე რა ცოტახნით. ლუკა ხელს ხვევს და თითქმის ძალით სვავს სკამზე. ლევანიც სწორედ ამ დროს ჩნდება ინას გვერდით და თითქოს განაწყენებული დაცქერის.
-იპოვე ხო მსმელი პადრუგები და გადამაგდე.
გეგა ალმაცერად ათვალიერებს მისთვის სრულიად უცნობ ბიჭს და ის აუტანელი გრძნობა ეუფლება რასაც ეჭვიანობა ქვია.
-გადაგაგდო. მკაცრად ამბობს და თვალს ინას უსწორებს.
-არა რა გადაგაგდო.. ლუკა სიცილით ცდილობს გეგას სიტყვის გამოსწორებას და დაძაბულობის განმუხტვას. -შემოგვიერთდი შენც.
-ლიკა ოთხი ჭიქა ვისკი მოგვიტანე. მათთან მისულ გოგის ინა აძლევს შეკვეთას.
-ხუთი. უსწორებს გეგა
-ხო ხუთი . ტუჩის კუთხეს ტეხავს და ბიჭებს უბრუნდება. -ორი თვია აქ ვარ მარა ვერც ერთი ვერ გნახეთ.
-თბილისში გადმოვსახლდით. უღიმის ბექა და გეგას გააფთრებულ გამოხედვაზე შიში იპყრობს. ლიკას შეკვეთილი სასმელი მიაქვს და მაგიდაზე დებს. -ინა ბევრი არ მოგივიდეს. სიცილით აფრთხილებს.
-თუ რამე აქ ვარ. იღიმის ლევანი და ინას ხელს ხვევს.
გეგას სახე ეცვლება, ფეხზე დგება ინას ხელს კიდებს და კაფიდან გაყავს.
-რას აკეთებ? გაცოფებული უყურებს მშვიდად მდგომ, ხელებ გადაჯვარედინებულ გოგოს.
-ახლა? ინა თავისი უემოციობით საერთოდ აგიჟებს ბიჭს.
-ხო აი ახლა ? რა ჯანდაბა ხდება იმ ბიჭთან? ან საერთოდ ვინაა? ხელებს ჰაერში იქნევს.
-მოიცა ახლა შენ რაიმის ახსნას მთხოვ? წარბებს ზევით წევს და მზერას შეშლილივით აქეთ-იქით მოსიარულე მამაკაცს ავლებს.
-მოვითხოვ. ცალ წარბს წევს და ინასთან ახლოს მიდის.
-მოთხოვნის არავითარი უფლება არ გაქვს. ისე ამბობს ბიჭს ზედაც არ უყურებს.
-წყობილებიდან ნუ გამოგყავარ. ტონს უმატებს. -წესიერად მოიქეცი გიჯობს. გამაფრთხილებლად უქნევს საჩვენებელ თითს.
-არაწესიერს არასოდეს არაფერს არ გავაკეთებ. თვალს უკრავს და კაფეში ამაყად შედის.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაუ მიმწონს ძაან, მაგარია????

 


№2  offline წევრი blondeangel631

მაგარია ოღონდ მალე დადე ხოლმე რაა <3

 


№3 სტუმარი Nini

Magaria dade maleee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent