თავმოყვარე მატყუარა [ნაწილი II] [სრულად]
თბილისის ჰაერზე შეჩვევა ძალიან გამიჭირდა. რამოდენიმე დღე, შეჩვევის მომენტი ვერ ავიტანე... მერე ამას დაემატა ჩემი გაუთავებელი ფლირტი ტელეფონთან, რომელიც დედაჩემსაც ყელში ამოუვიდა. მთელი ორი კვირა ვფიქრობდი რომ გოგორელიანი ასე უბრალოდ და უსიტყვოდ არ წავიდოდა. მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი ხუთი თითივით, რატომღაც ვფიქრობდი რომ ასეთი უნამუსოც არ იქნებოდა. ორი კვირის მერე როცა მივხვდი რომ ასეთი რომანები, ძალიან ხანმოკლეა გიგიშასნაირი მამაკაცებისთვის, ტელეფონიც გვერდით გადავდე და დავიწყე ისევ ისე ცხოვრება როგორც აქამდე. არ ჩავარდნილვარ სასოწარკვეთაში, მარტო იმიტომ რომ რაჭის რომანი ასეთი კრახით დასრულდა. არც იმაზე მიწუწუნუა და მიგლოვია რომ კოცნა ასე უნამუსო გეგმებით «მომპარა». ჩემთვის რაჭის მოგონებები ძალიან კარგთან ასოცირდება და ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიყო იმ დღეებზე გაბრაზებული და დაბოღმილი. გაბრაზებული და ნაწყენი მე ვარ გოგორელიანზე, რომელმაც არამც თუ მე, არამედ არცერთი წუთი დააფასა ერთად ყოფნის. თავიდან გოგონებს არ ვეუბნებოდი, იმედი მქონდა რომ დამირეკავდა და არ მინდოდა წინასწარი დასკვნები გამომეტანა. ორი კვირის შემდეგ როცა დამალვაც, კი შეუძლებელი გახდა დავჯექი და მოვუყევი. არ მიჯერებდნენ, შენ ახლა დაშორება გინდა და იმას აბრალებ ყველაფერსო. არ ვიცი რა გაუკეთა რამოდენიმე დღეში, მაგრამ ამ კაცზე ცუდი ვერ დავაჯერე. ბოლოს როგორც იქნა მიხვდნენ რომ მე გიგიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ის თვითონ არ იჩენს ინიციატივას. ნაძლევის კოცნებზე სულ ვფიქრობ, ყოველ ღამე მესიზმრება როგორ ვიბარებ მოგებულს, და გამოღვიძებულს ზლუქუნი მინდება. ასე თუ ისე ეს ამბავი გადავაგორე და ზაფხულის დანარჩენი დღეების ნორმალურად გატარება გადავწყვიტე. სამი დღით ბიცოლაჩემთან ვიყავი, ქუთაისში ჩასული. ჩემს ბიძაშვილებს მოვეფერე, მოვესიყვარულე და უკან დავბრუნდი. მერე ორი დღით ეკატერინეს დეიდასთან წავედით, საბურთალოზე სამივე. ორი პატარა ყავს და ძიძა ცოტახნით დასასვენებლად გაუშვა, ამიტომ მოსახმარებლად ჩვენ გვიხმო. ბავშვებთან ყოფნის დროს საერთოდ არ მახოსვდა რაჭა და გიგიშა. სანამ მე დავწანწალებდი და საქართველოს წრეებს ვურტყავდი დედაჩემმა, ახალი სამსახური იშოვა უკეთესი ანაზღაურებით და იქ გადავიდა. პარარელურ რეჟიმში მეც ვარიგებდი ბიულეტენებს ხან, კორპუსებში ხანაც თვითონ მაღაზიის ქსელში. -მია, შენი წითელი კაბა უნდა მათხოვო დღეს. _ მუდარით გამოიწელა ყელი ნანკამ და ჩემი ტრილიაჟის კიდეზე ჩამოდო საჯდომი. -პაემანი დაგინიშნა?_ სიცილით ვკითხე და გვერდებში მოვუღიტინე. ეკატერინე როგორც ყოველთვის გასუსული იჯდა და სოციალურ ქსელში იქექებოდა. -დაადგა მემგონი საშველი და მეც ავმოქმედდე ცოტა, თორემ ბომბი თუ განეიტრალდა. _ ეშმაკურად დამიქნია თითი და გადაიკისკისა. -მია, ერთი წამით მოდი რა. _ სიცილით ჩაილაპრაკა ეკატერინემ და ლეპტოპი ჩემსკენ მაოტრიალა. _ ესენი ნახე რა დღეში არიან. _ ფხუკუნით მიმანიშნა თინაზე და მაკაზე, რომლებიც ისეთი ნასვამები იყვნენ ფეხსაცმელები ცალ-ცალი ეცვათ. -მომაქცევთ ყურადღებას? _ ხმამაღლა შესძახა გაავებულმა ნანკამ და გარდერობიდან ჩემი წითელი კაბა გამოიღო. ღიმილით ჩამოვჯექი საწოლზე და კაბით გაწვალებულ ნანკას გადავხედე. ეკატერინე ჩემსკენ გადმოჩოჩდა და ხელი მაგრად მომხვია მხარზე. ცრემლმორეული ღიმილით გადავხედე დაქალს და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. ჩვენი სიამტკბილობის შემყურე ნანკას, რომელსაც კაბა თეძოებამდე ქონდა ამოცმული, ჩვენსკენ წამოვიდა და მაგრად მოგვეხვია ორივეს. -კიდევ გიგიშაზე ნერვიულობ?_ ჩამწყდარი ხმით მკითხა და გვერდით მოგვიჯდა. -არადა წესით საერთოდ არ უნდა ვფიქრობდე. _ ამოვილუღლუღე და მაისურის სახელოთი ჩამოგორებლი ცრემლი მოვიგერიე. _ არ უნდა ვფიქრობდე, მაგრამ ჩემს საწინააღმდეგოდ არის ეს დამპალი გონება მოწყობილი. _ გაბრაზებულმა წამოვიძახე და შეკრული მუშტი ფეხზე დავირტყი. _ აუ. _ ტკივილისგან შევძახე და სახე დავმანჭე. -იქნებ რამე მოხდა და საზღვარგარეთ არის წასული?_ მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა ეკატერინემ და ნანკას გადახედა, დამიდასტურეო. -კარგი რა, მერე იქიდან დარეკვა არ შეიძლება თუ ანგარიშზე არ აქვს?_ ირონიულად ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი. _ მეტს ეგეთი მატყუარასგან არც უნდა ველოდო. _ ამოვისრუტუნე და კომპიუტერის ეკრანზე გამოჭიმულ, გოგორელიანს გავხედე. _ ან ეს სურათი რამ გადამაღებინა. _ ხელები გაღიზიანებულმა გავშალე და თავზე შემოვიწყე. _ რომ არ გადამეღო ხომ არ მექნებოდა, ახლა მაქვს და ვერ ვშლი. _ ვლუღლუღებდი ჩემთვის. -შენც გადააყენე და ისე შეინახე. _ უცებ იპოვა გამოსავალი ნანკამ. -და მერე ვის პროფილს ვუყურო ხოლმე?_ ვიკითხე წარბწეულმა და ლეპტოპი ხელში ავიღე. _ რა სათნო სახე აქვს ამ ვიგინდარას ნახეთ რა. _ გოგონებისკენ მივატრიალე კომპიუტერი და სატირლად დავბრიცე სახე. -ნუ იქცევი დეპრესიაში ჩავარდნილი ქალივით!_ გაბრაზებულმა დახურა ლეპტოპი და საწოლზე მოისროლა. _ გიგიშათი არც დაწყილა და მითუმეტეს არც დამთავრებულა!_ საფეთქელზე თითი მომიკაკუნა და მიმანიშნა აზრზე მოდიო. -ხვალ დეიდაჩემთან უნდა გავიდეთ ისევ. _ ჩაილაპარაკა ეკატერინემ და საწოლზე წამოწვა. _ ბავშვები უნდა დავიტოვოთ, სოფელში მიდის ორი დღით. -გაძლებენ მერე?_ კაბა ძლივს აიქაჩა ნანკამ მაღლა და მძიმედ ამოისუნთქა გახარებულმა. -ჩვენ სამნი რომ შევესევით რობაქიძეების სახლს, შანსი არ არის ვინმემ ვერ გაძლოს. _ თვალი ჩავუკარი ნანკას და კაბის ელვა გავუსწორე. ^^^ მეორე დღეს წვრილმანი ნივთები ჩავალაგე და პირდაპირ ეკატერინეს დეიდასთან წავედი. გოგონები წესით იქ უნდა იყვნენ და მელოდებოდნენ. ქალბატონი ნატო, დილით ადრიანად აპირებდა წასვლას და ეკატერინეს დილის შვიდზე მოუწია დეიდასთან ასვლა. დედაჩემს ორი დღით დავემშვიდობე და ჩემი სპორტული ზურგჩანთა მხარზე მოვიგდე. გზაში ყურსასმენებით ვირთობდი თავს. ავტობუსში, სიცხისგან მოგუდულმა, ერთი-ორჯერ დაწუწუნებაც მოვასწარი და მერე გაჩერებაზე ჩამოვხტი. ნანკა სადარბაზოსთან იდგა გაბადრული სახით და ხელები შარვლის ჯიბეებში ქონდა ნახევრად ჩაწყობილი. როგორც ჩანს გუშინდელმა პაემანმა ხუთიანი პლიუსით ჩაიარა. სიცილით წამოვიდა ჩემსკენ და გადამკოცნა. -აბა რაო?_ ვიკითხე ინტერესით და ტელეფონს ინსტიქტურად დავხედე. ამ ბოლო დროს ჩვევაში გადამეზარდა ყოველ მეორე წუთას ტელეფონის ეკრანის შემოწმება. -ისეთი არაფერი რაც არ ვიცოდი. _ ჩაიცინა და კარებზე დააკაკუნა. საბედნიეროდ ეკატერინეს დეიდა ნატო, პირველ სართულზე ცხოვრობს და ლიპტის შვებულება ჩვენ არ გვაწუხებს. ბავშვები სანამ შევიჩვიე და მერე მოვისიყვარულე, ამასობაში ნახევარი დღეც გავიდა. მერე ვდაობდით ვახშმის მომზადებაზე. ნატოს დატოვებული ბავშვებს არაფერი არ მოეწონათ, დიდად არც მე ავღფრთოვანებულვარ ქათმის ფრთის სალათით. ამიტომ დღეს სამზარეულოში ფუსფუსი დაეკისრა ნანკას. ჯეირანში წააგო, პატიოსნად. -ფრი ფრი ვითამაშოთ რა._ წამოიძახა სამი წლის კობამ რომელმაც ვერაფრით ვერ ისწავლა გამართულად საუბარი. -ფრი ფრი კი არა მაგას წეროები ქვია! შეუსწორა უფროსმა დამ და ენა გამოუყო. ამ ბავშვების ყურებისას, ასე უბრალოდ მახსენდებიან მარიამი და დემეტრე. შეიძლება ძალიან მიკერძოებული და ცუდი ვარ, მაგრამ იმ ორმა პატარამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა და სულ ყველგან მახსენებენ თავს. თავიანთი მებრძოლი სულით და რაც მთავარია ერთგულების ფიცით, რომელიც როგორც ჩანს დიდი ხნის წინ დაუდიათ. -მია, შენი ტელეფონი რეკავს. _ სამზარეულოდან გამომძახა ნანკამ. ნელა წამოვდექი ფეხზე და აუჩქარებლად მივედი ჩემს ტელეფონთან. უცხო ნომერს გაოცებულმა და გაღიმებულმა დავხედე. ისე გამინათდა სახე, ქუჩების განათებები მონაგონია. სწრაფად გადავრეკე უცხო ნომერზე და პასუხის მოლოდინში გავიკმინდე. -ალო. _ გაისმა მეორე მხრიდან ძალიან ნაცნობი ხმა, მაგრამ ვერ ვიცანი. შეიძლება ტელეფონის ბრალიც არის. -თქვენი ზარი იყო შემოსული. _ გავინაზე მეც და ქალის ხმის გახსენება ვცადე. _ ნატა?!_ გაოცებულს აღმომხდა ხმამაღლა და ტელეფონის ეკრანს დავხედე. -რა კარგია რომ მიცანი. _ ამოისუნთქა ქალმა და გამიცინა. _ ხო მე ვარ. როგორ ხარ?_ მომიკითხა მეგობრულად. -ძალიან დავიბენი. _ ამოვილუღლუღე და მაგიდას მივეყრდენი. ნანკამ იმ წამსვე შეწყვიტა მწვანე ხახვის დაჭრა და მე მომიბრუნდა. სწრაფად შემაშველა ხელი და სკამზე დამსვა. -მივხვდი, მაგრამ დასაბნევად არ გირეკავ. შენი ნახვა მინდა და დალაპარაკება. _ სულ უფრო და უფრო მებინდებოდა გონება გაურკვევლობისგან. ტელეფონს ქორივით ვიყავი ჩაფრენილი და ვცდილობდი კიდევ უფრო მაგრად მომეჭირა თითები. არ ვიცი შეიძლება ამ დროს ფსიქოლოგიურია ეს ქმედება. -შევხვდეთ, როცა გინდა. _ სწრაფად გავეცი პასუხი და საყელო უკან გავწიე რომ არ გავგუდულიყავი. -ახლა სად ხარ? -მეგობართან. -მისამართს გეტყვი და იქ მოდი კარგი? -კარგი, მომწერე. _ გავეცი პასუხი და ტელეფონი გავთიშე. _ გიგიშას მეგობარი ნატა იყო... _ ამოვილუღლუღე და ბუზების მსგავსად დახვეულ გოგონებს ავხედე. _ შეხვედრა მთხოვა. _ ხმა უფრო და უფრო მეკარგებოდა მე უბედურს. -გიგიშაზე არაფერი უთქვამს?_ მოუთმენლობისგან შეპყრობილმა მკითხა ნანკამ და ცხვირზე თითის ზურგი გადაიტარა. მე უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გავქნიე და ღრმად ამოვისუნთქე. -არა, მაგრამ უდაოდ მას ეხება!_ დაბეჯითებით ამოვსთქვი და თვალები ძალიან მაგრად დავხუჭე, ახლახანს წამოვლილი თავის ტკვილი რომ გამენეიტრალებინა. _ ტკივილგამაყუჩებელი მომაწოდეთ რა. ოდნავ შეკრული ხელი გავუწოდე გოგონებს და დაველოდე როდის დამიგდებნენ აბს. ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე წყლით სავსე ჭიქა და გახსნილი პირით ჰაერი ხმამაღლა გამოვუშვი. ზუსტად ამ დროის დაიწრიპინა ჩემმა ტელეფონმა, სწრაფად დავხედე მისამართს და უსიტყვოდ წამოდექი ფეხზე. გოგონების სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. « დაგირეკავთ» დავიბარე და სახლი დავტოვე. ტაქსი ისე გავაჩერე ჩემს ბიუჯეტზე პირვლად არ დავფიქრებულვარ. « არა! ასე ეს ბიჭი გამაკოტრებს!» ჩავილაპარაკე ჩურჩულით და ტელეფონიდან მისამართი ვუკარნახე მძღოლს. ორ სართულიან საკუთარ სახლთან გააჩერა მანქანა, გარშემო არც სახლები იდგა და საერთოდ არაფერი არ ემჩნეოდა აქაურობას უბნის, სადაც ხალხი ცხოვრობს. უბნის შემოსასვლელში შევამჩნიე ერთი, თითქმის ასეთი სტილის სახლი და ეგ იყო. ტაქსისტს თანხა გადავუხადე და მაღალ ჭიშკართან სარივით დავერჭე. კარებმა რომ დაიჭრიალა და მეორე მხრიდან ღიმილით გამოვიდა ნატა ადგილზე შევხტი. მეც მოჩვენებითი, დაბნეული და სულელური ღიმილი ავიკარი სახეზე და ისე ჩამოვართვი ხელი. -მიხარია რომ მოხვედი. _ ეზოსკენ გამიძღვა და ხელი წელზე მომხვია. როგორც კი ეზოში შევედი ფეხებზე რაღაცა პატარა არსება ამომახტა და ყეფა ატეხა. დაფეთებულმა დავიხედე კედებზე და გაწრიპულ, ფეხის ტოლა ძაღლს ალმაცერად დავუბრიალე თვალები. _ უტამ მაჩუქა. _ ბედნიერი ხმით ჩაილაპარაკა ნატამ და ძაღლი ხელში აიყვანა. ხის დიდი ყავისფერი კარები შეაღო და შინ შემიძღვა. ერთი შეხედვით საერთოდ არ ტოვებდა ეს სახლი, ფულიანი პატრონის შთაბეჭდილებას, მაგრამ მოვლილი ნივთები, ეზო ეს უკვე მიგვანიშნევს რომ ასე თუ ისე გაღვლეპილები არ არიან. «ჯობია ასეთ სისულელებზე იფიქრო ვიდრე ტვინი გაიუხურო იმაზე ფიქრით რატომ დაგიბარა ნატამ აქ.» ნატამ დივნისკენ მიმითითა და თვითონ მეორე მხარეს წავიდა. -ყავას გავაკეთებ და მოვალ. ხომ დალევ თუ ჩაი გირჩევნია?_ მკითხა ღიმილით. ყავის გახსენებაზე ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. იმ დილის მერე, გიგიშასთან ერთად რომ დავლიე, ყავას არ გავკარებივარ. სულელურად მეგონა რომ ამით რამეს ვაშავებდი და ყავა სულ შევიძულე... მაგრამ ახლა საშინლად მომინდა კიდევ ერთხელ გამესინჯა ისეთი ყავა როგორსაც ნატა გოგორელიანს უმზადებს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხმადაბლა ჩავიჩურჩულე «ყავა იყოსმეთქი.» ცოტახანში სინით ხელში დაბრუნდა, ტკბილეული და ყავა მაგიდაზე დამიდო და დივანზე მოკალათდა. ცხელი ყავა როგორც კი მოვსვი ზუსტად ის მომენტი წარმომიდგა თვალწინ, პირვლად გოგორელიანის რეცეპტით რომ დავაგემოვნე ყავა. თავიდან ძალიან გამიჭირდა ასეთი მწარე ყავის დალევა, მაგრამ მერე შევეჩვიე და შევიყვარე კიდევაც მემგონი. ახლა როცა ამ ყავას ვსვამ, შავი კოპლებიანი ჭიქით, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გიგიშა აქვეა სადღაც. ნატამ შოკოლადი გამომიწოდა და ძაღლი კალთაში ჩეისვა. -ალბათ ძალიან გიკვირს მე რომ დაგირეკე და არა გოგორელიანმა. _ ისე თავისუფლად ახსენა მისი გვარი, გეგონება მე მოვძუძგე რაჭიდან. _ვიცი რასაც ფიქრობ, მაგრამ ეგრე მართლა არ არის. _ როგორც კი ჩემს ეჭვიან თვალებს გადააწყდა დააყოლა და ძაღლი ისევ დაბლა დასვა. _ არ ვიძახი რომ გიგიშა ძალიან ერთგულია ასეთ ურთიერთიობებში, მაგრამ შენ პირველი გოგო ხარ რომელიც გაგვაცნო... ნუ იმ დროს ვალდებულიც იყო შენი თავი რომ გაეცნო, მაგრამ მერეც საუბრობდა შენზე. რაჭიდან რომ წამოვედით, ბიჭები სხვა მხარეს მიდიოდნენ. უტა და გიგიშა მესტიაში აპირებდნენ გიგიშას ნათესავებთან ასვლას, რაღაცა ამანთი უნდა გადაეცათ. ჩვენ თბილისში წამოვედით პირდაპირ. გზაში ჩემს მეუღლეს სულ ვესაუბრები ხოლმე, თან საჭესთან გიგიშა იჯდა და ამის შესაძლებლობა გვქონდა. რამდენიმე საათის მერეც ვცადე დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. გიგიშასთანაც, ის საერთოდ არ მპასუხობდა. მაგას არ მივაქციე ყურადღება ტელეფონს არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას, უტაზე კი ვიფიქრე რომ დაუჯდა, ან უბრალოდ არ იჭერს და შეიძლება მე მიჩვენებს ცრუ ზარს-მეთქი. საღამოს როცა უკვე წესით უნდა დაბრუნებულიყვნენ, არ ჩამოვიდნენ. მერე პოლიციიდან დაურეკეს ლადოს. გიგიშას ტელეფონში ნახეს ნომერი, ბოლოს მასთან უსაუბრია. გვითხრეს რომ ავარია მოხდა და ორივე ძალიან მძიმედ არის დაშავებული. იმას აღარ მოგიყვები რა როგორ მოხდა და რა სისწრაფით გავრბოდით საავადმყოფოში. უტა მესამე დღეს მოვიდა გონს, მაგრამ ვერ საუბრობდა. ტვინის შერყევა ქონდა და მომენტებში მახსოვრობა უქვეითდებოდა ამიტომ დამაძინებლებით ცდილობდნენ მის დასვენებას დროებით. გიგიშა გუშინ მოვიდა გონს და პირველი გაგიკვირდება და შენ გიკითხა. მანამდე სამწუხაროთ არცერთს არ გაგვხსენებიხარ, ამიტომ არ შეგეხმიანა გიგიშა ამდენი ხანი. ვიცი ცოტა სერიალივით ჟღერს ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროთ გიგიშა მესტიის გზის მსხვერპლი აღმოჩნდა. მე ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი, ამდენი ხანი გაურკვევლობაში რომ იყავი. გიგიშასთან შესვლა ჯერ არ შეიძლება, არ გვრთავენ ნებას, მაგრამ როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა აუცილებლად შეგეხმიანები. ისეთი სისწრაფით აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს, აზრის გამოტანა გამიჭირდა. საუბარი რომ დაასრულა მერე გავიაზრე როგორი გრძნობით საუბრობდა და რას. თავიდან სიცილი მომინდა ყოველივე ამის მოსმენისას, მაგრამ მერე... როცა წარმოვიდგინე რომ გოგორელიანი იმ დღეს, ავარიაში მოყვა და თანაც ისე მძიმედ რომ გუშინ მოვიდა გონს ძალიან შევწუხდი. შევწუხდი, მაგრამ სიხარული ეგოისტურად მაინც ვიგრძენი. სიხარული რომ ჩემი თავდაპირველი ვარაუდები გამართლდა და სულაც არ არის ეს ბიჭი, ასეთი გარეწარი და უნამუსო როგორიც მე მეგონა, და როგორიც თურმე აქამდე იყო. შეიძლება ავარია რომ არ მომხდარიყო არც დაერეკა, მაგრამ ავარია მოხდა და ეს ფაქტი იმედს მაძლევს რომ გოგორელიანი თავმოყვარე მატყუარა არ არის და ყოველივე ეს ჩემი ფანტაზიის ნაწილია. დახარბებულმა მოვსვი ყავა და ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში. ნატაც მიმიხვდა ქმედება რითაც იყო გამოწვეული და გასამხნევებლად მუხლზე რამოდენიმეჯერ გადამისვა ხელი. მსგავს ვითარებებში ძალიან ვინბევი და ვერაფერს ვაბამ თავს, ერთადერთი რაც შემიძლია არის სიჩუმე და ფიქრი, მაგრამ ახლა ფიქრსაც ვერ ვახერხებ. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვიფიქრო, უნდა მოვინდომო თუ არა გიგიშას ნახვა, მასთა დალაპარაკება და რაჭის ამბების გახსენება. « ნატამ თქვა რომ პირველი მე მახსენა.!» მოულოდენლად გამახსენა გონებამ, ნატას სიტყვები და ამაზე უარესად ავირიე. ავირიე იმიტომ რომ მე და გიგიშას ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა, მე ვინმეზე წინ დავეყენებინე. მითუმეტეს როდესაც გვერდით ასეთი სამეგობრო ყავს. მერე უტას ამბები ამომიტივტივდა და ამაზე ცალკე შევწუხდი. წარმოვიდგინე რას განიცდიდნენ ცოლ-შვილი და მეგობრები. დემეტრეს მოწყენილი სახის წარმოდგენა კი გამიჭირდა, მაგრამ გონებაში მისი მამაზე შეყვარბეული სახე დავხატე და ძალიან მომინდა ეს პატარა ბიჭუნა კიდე ერთხელ მენახა. ეს პატარა ბიჭუნა და მისი უტაქტო და მატყუარა ნათლია, რომელიც სინამდვილეში სულაც არ ყოფილა თავმოყვარე მატყუარა. -ახლა როგორ არის?_ ვიკითხე გაპარული ხმით და ჩემი ხმა რომ დამებრუნებინა რამოდენიმეჯერ ჩავახველე. -ჯერ-ისევ სუსტად არის და სულ სძინავს. უამრავი მოტეხილობა და დაბეჟილობა აქვს, ამიტომ ექიმები ძალიან იშვიათად, ისიც ხვეწნით გვიშვენებ მის სანახავად სამი წუთით. გუშინ რაღაცა უნდოდა რომ ეთქვა და იმიტომ შეგვიშვა, იმის მერე არ მინახავს._ დადარდიანებული ხმით ჩაილაპარაკა და ყელზე თითები ძალიან ქალური და ლამაზი მანერით მოისვა. -მე ვერ შევძლებ მის ნახვას?_ დაბნეულმა ამოვილუღლუღე და ხელები მუხლებზე მოვიჭირე. -არა მგონია ექიმმა უფლება მოგცეს, მაგრამ დღეს უტასთან რომ მივალ ვიკითხავ. _ დამაიმედებელი ხმით ჩაილაპარაკა და ყავაზე მიმანიშნა დალიეო. მეც დაუფიქრებლად დავწვდი და მოვსვი. -ძალიან დიდი მადლობა. _ მადლიერი ხმით და მზერით გადავულაპარაკე ჩემს მშველელს. -კი მაგრამ რისთვის?_ გაკვირვებულმა გადმომხედა და მხრები აიჩეჩა. -რომ დამირეკე და ეს ამბავი შემატყობინე. მე მართლა მეგონა რომ გიგიშამ მომატყუა. _ ჩემი გულის ნადები დაუფიქრებლად გავუმხილე ნატას. ვიცოდი რომ ძალიან სანდო ადამიანია და მასთან მსგავსი რამის დამალვა ცოტა უცნაურიც იქნებოდა ჩემი მხირდან. -პირიქით ბოდიში მინდა მოგიხადო აქამდე რომ ვერ დაგიკავშირდი და ასე გეგონა. _ მხარზე ხელი ოდნავ მომიჭირა და თვალები რამოდეიმეჯერ დაახამხამა. -მე წავალ. _ ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დავდე და ფეხზე წამოვდექი. _ შენს ზარს დაველოდები. _ გასვლისას კიდევ ერთხელ შევახსენე და ლოყაზე დასამშვიდობებლად ვაკოცე. როგორც კი ნატას სახლს მოვშორდი, იქვე ქვის ლოდზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ცოტა მაკლდა რომ არ ავზლუქუნებულიყავი. მეც არ ვიცი რატომ განვიცადე ასე ძალიან გიგიშას გამოჩენის ამბავი. იქნებ მინდოდა რომ ყველაფერი ასე დამთავრებულიყო და მგონებოდა რომ საზიზღარი და დამპალი მატყუარაა. « ნუ სულელობ! შემც ხომ იცი რომ ძალიან განიცდიდი!» ხმამაღლა ჩავილაპარაკე და თმებზე თითები ნერვიულად გადავისვი. რამოდენიმე წუთი, იმის გაანალიზებას მოვანდომე წავსულიყავი თუ არა მის სანახავად როცა საშუალება მექნებოდა... ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ გოგორელიანი არაფერ შუაშია და ჩემი იქ არ მისვლა, ფაქტიურად მის «არარსებულად ჩადენილი ქვცევის» ანალოგი იქნებოდა. ფეხზე წამოვდექი და მთავარი გზისკენ დავუყევი გზას. სახლის კარები თვალებგაფართოვებულმა და გულამოვარდნილმა ეკატერინემ გამიღო, რომელსაც თვალებმიბლეტილი კობა ყავდა შემოჯენილი. ბავშვმა დამინახა თუ არა ხელები გაშალა და ჩემთან მოითხოვა. ისეთი ძალაგამოცლილი და ჯერ კიდე აგონიაში მყოფი ვიყავი, კობა როგორ ავწიე აღარ მახსოვს. გოგონებთან ერთად მისაღებში დავჯექი და ბავშვი თავის სათამაშო კალათაში ჩავსვი. ნანკამ რამოდენიმეჯერ ნერვიულად დამიბრიალა თვალები და შემახსენა მოსაყოლი გაქვს ბევრი რაღაცო. მე წარმოდგენაც არ მაქვს საიდან უნდა დავიწყო თხრობა და როგორ. ძლივს მოვაბი თავი სიტყვებს და გიგიშას «ზღაპარი» მოვუყევი. ორივე პირდაღებული იყურებოდა ჩემსკენ და «ხომ ვიძახდი_ს» იმეორებდნენ. ეკატერინემ კომპიუტერი აიღო და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომხდარი საინფორმაციო გამოშვებების ვებ-გვერდი შეამოწმა. -ტელევიზიას არ გაუშუქებია, მაგრამ ინტერნეტ ჟურნალებს დაუდიათ სტატია. _ ჩაილაპარაკა თავის თავზე გაბრაზებულმა. _ როგორ ვერსად ვერ გადავაწყდი, ოცდაოთხი საათი აქ ვზივარ. _ საფეთქელზე თითი მიიდო და თვალებმოჭუტულმა დახედა ეკრანს. _ ღმერთო ჩემო!_ შეშფოთებულმა წამოიძახა და პირზე ხელი აიფარა. სასწარაფოდ მივეჭერი მეგობარს და კომპიუტერის ეკრანს გავუშტერე მზერა. გიგიშას მანქანა, რომელიც რაჭაში ჩვენს საერთო ეზოში იდგა, დაჭეყილიც კი ვიცანი. მანქანა განათების ბოძზე იყოს "ასული". შეწუხებულმა გულზე ხელი მივიდე და სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი. -არ როგორ გადარჩნენ?_ აღშფოთებულმა იკითხა ნანკამ და ეკრანისკენ თითი გაიშვირა. _ თან ნახე, მძღოლის მხარეს არის შეჭეჭყილი. _ წარბები საცოდაობისგან შეკრა და ცხვირზე თითები მოიჭირა. _ მაგან უნდა თქვას ეშმაკთან ვძმაკაცობო!_ სიცილი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. -მძღოლის მხარე რომ არის შეჭეჭყილი იმიტომ იწვა ორი კვირა უგონოდ. _ გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ჩემს კუთვნილ სავარძელს დავუბრუნდი. _ რომ მივიდე და კარებიდან შევიხედო?_ მოუთმენლობისგან შეპყრობილმა ვიკითხე და კბილებს შორის მოყოლილ ქვედა ტუჩზე საჩვენებელი თითი ნერვიულად მივიდე. -ნატამ ხომ გითხრა შეგეხმიანებითო და დააცადე რა. არსად გაიქცევა ის კაცი, მითუმეტეს საწოლიზე მიჯაჭვული. _ დამცინა მეგობარმა და ბავშვი კალათიდან ამოიყვანა. _ ჭამა უწევს და არ დაგვასვენებს. _ წარბები კუშტად შეკრა და კესარიას გასძახა მეორე ოთახში. _ რაღაც საეჭვოდ დუმს ის. _ ეჭვნარევი მზერით გახედა ნატოს ოთახის კარებს და ნელი ნაბიჯებით წავიდა იქითკენ. ოთახის კარები რომ გააღო, სარკესთან მაღლებზე შემხტარი კესარია დავინახე და გამეღიმა. ბავშვი შეშინებული მოტრიალდა ნანკასკენ და დედამის გრძელი კაბა მაღლა აიქაჩა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, დედას გარდერობს რომ მივადგებოდი ხოლმე და თავდაყირა ვაყენებდი იქაურობას. მომღერლობა მინდოდა და სულ კარგ ფორმაში უნდა ვიყომეთქი გავიძახოდი. როგორ მახსოვს, დეზედორანტის ბოთლს დავიჭერდი და მთელ ხმაზე გავკიოდი. რამოდენიმეჯერ მეზობლებიც კი შევაწუხე და გავაბრაზე. ბოლოს დედამ, კატეგორიულად ამიკრძალა ასეთი ნივთებით თამაში, «როცა გაიზრდები მაღლები მერეც გეყოფა, ახლა ფეხებს გაიფუჭებო» რომ მითხრა იმის მერე მაღლებისკენ აღარც კი გამიხედავს. ახლა იშვიათად ვიცვამ, როდესაც კომფერენციებს ვმართავთ უნივერსიტეტში, ან სამსახურში სარეკლამო კამოპანიის წარმატებით დასრულებას ავღნიშნავთ. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. სულ გიგიშაზე და დაჭეჭყილ მანქანაზე ვფიქრობდი. მერე მომენტალურად რაჭის ამბებიც მახსენდებოდა და სუნთქვა მეკვროდა, ამდენი ხნის უცოდნიარობის გამო. თურმე ბიჭი სიკვდილს ებრძვის და მე რამდენი საძაგლობა ვიძახე, იმ დროს როცა წესით მასზე უნდა ლოცულობდეს ნორმალური ადამიანი. მამაჩემის ნაჩუქარ ჯვარს მთელი ძალით ჩავაფრინდი და თვალები მაგრად დავხუჭე... მართალს ამბობენ როდესაც იძახიან, გაჭირვების დროს ლოცვა ყველაზე წრფელი და გულიდან წამოსულიაო. ტაძარში სიარულით თავს არ ვიკლავ, მაგრამ მორწმუნე ვარ. ლოცვებსაც ვკითხულობ, თუმცა ასეთი რწმენით უფლისთვის არასდროს არაფერი მითხოვია . დედას ჯანმრთელობისთვის ყოველ საღამოს ვლოცულობ და ეს სულ სხვა შეგრძნებაა. მაგრამ ახლა რეალურად, გულთან ძალიან ახლოს ვიგრძენი რომ გოგორელიანისთვის ლოცვამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. რვა საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. დაძინებას არანაირი აზრი არ ქონდა, ცოტახანში კობა გაიღვიძებს და ისედაც ააწიოკებს აქაურობას. მანამდე საუზმეს მოვამზადებ და გოგონებსაც დავასვენებ ცოტახნით. ნანკას სქელი ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავფრატუნდი. იმ საღამოს ნატას ნომერი რომ დაფიქსრიდა გულამოვარდნილმა ვუპასუხე. შემატყობინა რომ ხვალ გიგიშას ნახვას შევძლებ რამოდენიმე წუთით. ერთი საათი ვუხადე მადლობა საბრალო გოგოს და მერე დავემშვიდობე. ტელეფონი რომ გავთიშე და მაგიდაზე დავდე მერე ამიტანა შიშმა და ნერვიულობამ. მთაში მომხდარი ამბების მერე, თბილისში, ამდენი ხნის მერე თანაც საავადმყოფოში რომ მივადგები და ვნახავ რა უნდა ვუთხრა.? « გამოჯამრთლებას გისურვებ_მეთქი ?» არა ასეთი გაუცოხება არ ივარგებს. ბოლოს და ბოლოს იმ ბიჭმა პატიოსნად მიკითხა და ჩემით დაინტერესდა. ახლა ჩემი მხრიდან თავის დაფასება ყველაზე დიდი სისულელე იქნება რაც კი ოდესმე ჩამიდენია. თანაც ჯერ კიდევ არ დამვიწყებია მოგებული ნაძლევი. -გადაწყვიტე როგორ მოიქცევი ხვალ?_ დაწოლისას მკითხა ნანკამ და საბანი გადაწია. -არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. _ მხრები ავიჩეჩე და ეკატერინეს მივეხუტე. _ ურთიერთიბის გაწყვეტა რომ მომთხოვოს?_ შეშფოთებულმა ვიკითხე და თავი მაღლა ავწიე. -მეეჭვება ასეთ მდგომარეობაში, გოგოს დაკარგვის თავი ქონდეს. _ ჩაიცინა ნანკამ და ლოყაზე მიჩქმიტა. _ მთავარია არ დაიბნა და სისულელები არ ელაპარაკო. სულ არ გადარიო ის კაცი და ხელი არ ააღებინო შენზე!_ გაჯავრებული ტონით დამარიგა და თითი მასწავლებელმა რომ იცოდა ხოლმე ზუსტად ისე დამიქნია. _ ნაირასავით გამომივიდა. _ გაიცინა მანაც და ეკატერინეს საფეთქელზე ტუჩები მიადო. _ შენ რას აპირებ? არ უნდა შეხვდე შენი ინტერნეტის მწვანე წერტილს? «მწვანე წერტილი» მე და ნანკამ შევარქვით, თორემ ისე გუკა ქვია და ეკატერინეს იდუმალი ონლაინ თაყვანისმცემელია. იდუმალიც არ ითქმის, ერთმანეთს სკაიპის მეშვეობითაც ეკონტაქტებიან, მაგრამ უფრო ხშირად ფეისბუქის მწვანე წერტილია ხოლმე გუკა და ამიტომაც შევარქვით ზედმეტ სახელი. ჯერ-ჯერობით ჩვენი ძვირფასი და ანტიკვარი დაქალი პაემნებისგან თავს იკავებს. ის ბიჭი ბათუმში ცხოვორობს და ხშირად ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას, სამსახურის გამო. რაღაცა ამერიკულ ფირმაში მუშაბს, უმცროსი მენეჯერეს თანამდებობაზე და ვერ იცლის. ეკატერინე კიდევ გაჯგიმული დადის, დასაქმებულია და იმიტომ ვერ იცლის თორემ ისე როგორ არ ჩამოვიდოდაო. ამას მიზეზად იდებს თორემ, ისე შეხვედრის ეშნია. სულ იმას გაიძახის რომ არ მოვეწონო და ეს ორთვიანი ფლირტი შემრჩეს რა ვქნაო. ეს გოგო ყველაფერს ძალიან რთულად უდგება და იმიტომაც არის გამუდმებით დეპრესიაში. -თვის ბოლოს აპირებს და ვნახოთ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. -მშვიდი ძილი!_ ორივეს სათითაოდ დავუკოცნე ლოყა და ჩემს მხარეს გადავტრიალდი. იმ ღამეს ძალით დავიძინე მალე რომ გათენებულიყო. დილით ათ საათზე წამოვხტი ფეხზე და მოვემზადე. თორმეტი საათისთვის ნატოც ჩამოვიდა და ჩვენ ჩვენს გზაზე წამოვედით. გოგონებმა არაფრით გამიშვეს საავადმყოფოში მარტო. არც მე მინდოდა გულაჩქარებული მარტოს წასვლა და წავიყვანე. საავადმყოფომდე ათასჯერ მოვასწარი წყლის დალევა და მოსულეირება. ბოლო რომ მოვიყუდე ბითლი წყალი აღარ დამხვდა და იმედგაცრუებულმა ოფლით დაცვარული შეუბლი სალფეთქით შევიმშრალე. ყელზე ნელა მოვისვი თითები და მიმღებში გიგიშა ვიკითხე. მეოთხე სართულზე გაგვიშვა ექთანმა. -კიბეებით ავიდეთ რა. შევევედრე და ყელი გამოვიწელე. უხმოდ დამიქნიეს თავები და წამომყვნენ. ვცდილობდი რაც შეიძლება უფრო გამეწელა დრო და მომეფიქრებინა სიტყვები რასაც გოგორელიანს ვეტყოდი. დერეფანში ლადო და ნატა დაგვხვდნენ. ღიმილით წამოვიდა მამაკაცი ჩვენსკენ და მეგობრულად მოგივკითხა. ნატამ პალატისკენ მიმითითა და თვალებით მანიშნა გელოდებაო. მძიმედ ამოვისუნთქე და პალატის კარები ოდნავ შევაღე. ფეხები ოდნავ ავაბაკუნე იატაკზე და შევედი. გოგორელიანი ფანჯრის მხარეს იწვა და გარეთ იყურებოდა. კარების ხმაზე საერთოდ არ გატოკებულა, ყელის კორსეტი ეკეთა და თავს ვერ ატრიალებდა. მარცხენა ფეხი მაღლა ქონდა აშვერილი და დაკავებული, სავარაუდოდ მოტეხილია. მარჯვენა თაბაშირიანი ხელი გულთან ქონდა მიხუტებული. მისი დანახვისას ერთიანად შემიპყრო თანაგრძნობამ. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მისი საწოლის ბოლოში დავდექი კარგად რომ დავენახე. ჩემი დანახვისას ტუჩის კუთხე ჩატეხა და დალურჯებული თვალი ჩამიკრა. -სიმაღლეში გაიზრდე თუ მე მეჩვენება?_ მკითხა და ჩემი გაუცებული სახის დანახვისას ხველებით ჩაიცინა. აშკარად უჭირდა მოძრაობა და სუნთქვა. -შენც შეგცვლია სხეულის და სახის ფორმები. _ ოდნავ მომეშვა გულზე მისი სითამამე და მეც გავუშინაურდი. -მაკიაჟი დავიმატე რაჭიდან წამოსვლისას. _ ხუმრობის ხასიათზე სულ არის ეს კაცი, გინდ თაბაშირი ედოს და გინდ კორსეტი ეკეთოს. -კარგია თავს კარგად რომ გრძნობს. _ გავუცინე და საწოლის ბოლოს დავეყრდენი. -გულწრფელად მითხარი რა სიტყვებით მამკობდი ეს ორი კვირა? მწყევლიდი კიდევაც არა, იმიტომ ვერ გამოვდიოდი ორი კვირა კომიდან. _ სახედამანჭულმა ჩაიცინა და ფეხი ოდნავ გააქანავა. -არა, არ დამიწყვებლიხარ მაგრამ გვარიანად გლანძღე!_ ვაღიარე სიმართლე და გადავიკისკისე. -კომაში რომ ვიყავი, სიზმრად გნახე... სიზმარს ეძახიან მგონი მაგასაც. _ ჩაილაპარაკა ღიმილით და საღი ხელი ლოყაზე მოისვა. -რა გესიზმრა?_ დავინტერესდი და საწოლის გევრდით მდგარ სავარძელში მოვკალათდი. -რა მესიზმრა და ღამ-ღამობით ჩემს სურათს უყურებდი ხოლმე. _ ჩაილაპარაკა სერიოზული სახით. სარკეში ჩახედვის გარეშეც მივხვდი რომ სახეზე ლურჯი ფერი დამედო. თვალებგაფართოვებულმა მიმოვიხედე ოთახში და აჩქარებული სუნთქვა რომ დამერეგულირებინა, უხერხულად ჩავიღიმე. გიგიშამ სიზმარში რა ნახა არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ვუყურებდი, ღამ_ღამობით მის სურათებს და ვტიროდი. -საიდან მოიტანე?_ ჩავილაპარაკე ისე თითქოს რაღაცა აფსურდი მომემსინოს და ტუჩები გვერძე დამცინავად გავწიე. -თუ გინდა გეტყვი რა სურათებს. _ სერიოზული სახით გადმომხედა, თვალები დამიბრიალა. -გისმენ. _ სავარძლიდან ოდნავ გადმოვიწიე და თითები ერთმანეთში გადავხლართე. -მზის ამოსვლისას რომ გადამიღე იმ სურათებს!_ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და თვალი ჩამიკრა. -შენ ეგ დაინახა და სიზმართან დააკავშირე! ხედავ ახლაც იტყუები._ დაბნეულმა ჩავილაპარაკე და თავის გამართლება ვცადე. -ახლა მე კი არა შენ ხარ თავმოყვარე მატყუარა! აღიარე რომ მართლა ასეა და სხვა თემაზე გადავიდეთ!_ მიბრძანა მან და სახე დამანჭა. -კარგი, ვაღიარებ რომ შენი სურათები მაქვს, მაგრამ ღამ-ღამობით მე მძინავს ხოლმე და სურათების ყურებით არ ვიტეხავ ძილს! მითუმეტეს შენი სურათების!_ მაინც ვერ გამტეხა ბოლომდე. თავი მობეზრებულმა ღიმილით გადააქნია და ხელი აიქნია. -ჯანდაბას, წამოვდგები ფეხზე და მაგაზე მერე ვისაუბროთ. ახლა მომიყევი როგორ იყავი ეს ორი კვირა?_ ინტერესით მკითხა. -ისე მემგონი შენს სულაც არ გემჩნევა გუშინწილ რომ გაახილე თვალები. ჯანზე ხარ და საუბარიც შეგიძლია. _ ჩავილაპარაკე კისკისით, არადა კარგად ვხედავდი რამხელა ენერგიას და ძალას ატანდა თითოეულ ასოს და სიცილს. _ მაგრამ მე გიფასებ, სტიმულს და მიხარია ჩემთან რომ საუბრობ ამდენს. _ მესაკუთრე ქალივით ჩავილაპარაკე და გავიჯგიმე. სიტყვა ნორმალურად არ მქონდა დამთავრებული, ფაშფაშა ექთანმა რომ შემოაღო კარები და მიბრძანა ოთახი დატოვეთ სასწრაფოდო. ფეხზე წამოვდექი და გოგორელიანისკენ წავედი. ფრთხიალ დავიხარე და მის ტუჩებს მოწყვეტით შევეხე. _ მოგებული ნაძლევი. _ ღიმილით ჩავილაპარაკე და ლოყაზე მოვეფერე. გიგიშამ ფრთხიალდ დამიჭირა სახე და ახლა უკვე მან მაკოცა ვნებიანად ბაგეებზე და მერე სიცილით გაისვა ენა ქვედა ტუჩზე. უჩვეულოდ გახარებულმა დავტოვე პალატა. კარებთან რამოდენიმე წამით შევჩერდი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, უმოძრაოდ მწოლიარე მომღიმარ გოგორელიანს. დალურჯებული თვალი ჩამიკრა და ჩამიცინა. პალატის კარებთან დაყუდებულ ნატას ღიმილით გადახედე და მისკენ წავედი. ჩემი გამომეტყველებიდან აშკარად არ გაჭირვებია იმის ამოცნობა, შიგნით ყოფნისას ჩვენი საუბარი როგორ წარიმართა. უტას ამბებიც მოვიკითხე, ცოტა ბავშვებზეც ვისაუბრეთ. ვთხოვე ერთხელ როცა მოვალ, იქნებ დამახვედრო და მანახო მეთქი. -საავადმყოფოში არ მოგვყავს, მამამისი მსგავს სიტუაციებში დემეტრეს არ რევს, მაგრამ შეგიძლია დღეს საღამოს შენს გოგონებთან ერთად მოხვიდე. ძალიან გაუხარდება ზაფხულის ნაცნობის ნახვა. _ კარებში გასვლისას ჩაილაპარაკა და გოგონებს გადახედა. _ მანქანით ვარ და მე გაგიყვანთ. _ შემომთავაზა და გასაღები ოდნავ მაღლა აწია._ ან უკეთესი, ჩვენ ახლა პირდაპირ მაღაზიაში ავიდეთ, ტკბილეულს ვიყიდი და ჩემს გოგონებსაც დავურეკავ მოვიდნენ. საღამომდე რატომ ვიცადოთ?_ სიცილით გამოაღო კარები და საჭესთან მოკალათდა. სახლის კარები ბელამ გაგვიღო, პატარა ანაბელი კენგურუში ყავდა ჩასმული და ეთამაეშობდა. ბავშვმა როგორც კი დედის სითბო იგრძნო, თვალები სწრაფად გაახილა და პატარა ხელები მისკენ გამოიშვირა. ბელას ჩვენი ნახვა ძალიან გაუხარდა. გაუხარდა ისიც გიგიშასთან საერთო ენა რომ გამოვნახე დღეს. ბავშვები მეორე სართულზე თამაშობდნენ და თან მთელ ხმაზე კიოდნენ. ბოლოს გაბრაზებული და ტუჩებდაბრეცილი მარიამი გამოჩნდა. ხელები ერთმანეთზე ქონდა გადაჯვარედინებული და ნატასკენ სრუტუნით მოდიდოა. -ნატა დეიდა დემემ მითხრა, შენ არ გიყვარვარო. პირვლად! ცხოვრებაში პირვლად მოვისმინე ასეთი ემოციური და გულისტკივილით გაჯერებული სიტყვები. ვუყურებდი ბოლო მხაზე ატირებულ მარიამს და სულ უფრო და უფრო მეპარებოდა ეჭვი ადამიანებში. ჩემთვის დაუჯერებელი იყო, ასეთ პატარას ასეთი ემოციებით მიეღო დემეტრეს სათქმელი. მთელი ძალით ჩაფრენოდა ნატას კისერს და ცალი ხელით ცრემლებს იწმენდდა. -ხომ იცი რომ შენს გასაბრაზებლად ამბობს მარუს?_ უკან დაწია ბავშვი და ცრემლები ცერა თითებით მოწმინდა. -მაგრამ მე ძალიან მაწყენინა. _ ამოისლუკუნა და კიბეებს გახედა, სადაც თავჩაღუნული იდგა დემეტრე და დადარდიანებული თვალებით უყურებდა ატირებულს. მისკენ შემოტრიალებული რომ დაიგულა გოგო, იმედის ნაბიჯებით წამოვიდა და მის პირდაპირ დახტა. -ეგრე მამიკოს დედიკოსთვისაც არ უთქვამს მიყვარხარო, მაგამ ხომ უყვარს? _ ჩაილაპარაკა ბავშვური გულუბრყვილობით და დედამის ახედა, დამეთანხმეო. მარიამმა იმ წამსვე ნატასკენ გადაიტანა მზერა და ტირილი შეწყვიტა. -მერე რა, ჩვენ ნათქვამი გვაქვს უკვე!_ გაუჯავრდა და ხელები გადაიჯვარედინა. დემეტრემ სასაცილოდ გააკანტურა თავი და კუთხეში ატუზულ მე და ჩემს გოგოებს რომ მოგვკბრა თვალი, გაოცებულმა გადახედა დედამის. მის სასაცილო მიმიკებზე, გამეცინა და მათკენ წამოვიდი. როგორც იქნა პატარა ბუტიამაც შემამჩნია. სწრაფად ჩამოხტა ნატას მუხლებიდან და ჩემსკენ გამოიქცა. სადამდეც მომწვდა იქ მომხივა ხელები და თავი მაღლა ამოწია. -მია._ წამოიძახა წკრიალა ხმით. -შენ როდის მოხვედი?_ წარბშეკრულმა მკითხა დემემ და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო. -დემეტრე, რანაირად ელაპარაკები სტუმარს?_ გაუჯავრდა მამიდა და თითი დაუქნია. -აბა ნათლიამ რომ თქვა ოჯახის წევრივით მოექეციო? შუბლი შეკრა და ისე გადახედა ოჯახის ნამდვილ წევრებს. მე კვლავ გადამიქანდა ბავშვის სიტყვებზე გული, და კვლავ ვიგრძენი რომ ის ორ ნაწილად დამტვრეული არსება, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე. ბავშვმა სასრუველი პასუხი რომ ვერ მიიღო, გამაჯრვებული მზერით გადახედა მამიდამის და ჩემსკენ წამოვიდა. ხელი პატარა კაცივით გამომიწოდა და სულ ოდნავ გაწია ტუჩები. ღიმილსაც ვერ დაარქმევს კაცი ამას. -მე დემეტრეს ასეთი დახვდრები უფრო მომწონს!_ შევაქე ბავშვი იმედით, იქნებ ახლა მაინც გაჭრას მეთქი, მაგრამ ხელი სწრაფად ჩამოიღო და ისევ ჯიბეში დააბრუნა. ცოტახანში ნატას გოგონებიც მოვიდნენ. ნანკა და ბელა, ზუსტად ერთნაირი ხასიათების აღმოჩნდნენ და შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. ეკატერინე თავიდან მორცხვობდა, მაგრამ მერე მეორე ეკატერინეს ხასიათში მსგავსებები რომ აღმოაჩინა «გაგვიშინაურდა.» საღამომდე დავრჩით მათთა. ბავშვები იმ ამბის მერე ზემოთ თამაშობდნენ და ჩვენსკენ არც კი გამოუხედავთ. კიდევ ერთი დიდი პლიუსი ამ ოჯახს, ბავშვებს ყოველთვის აქვთ თავიანთი ადგილი და უფროსებთან არ კონტაქტობენ ასეთ დროს. ერთადერთი პატარა რომელიც ვერ მოვიშორეთ, ანაბელია. ჯერ სულ რაღაც რვა თვის არის და დედის გარეშე ვერ ძლებს, ამიტომ სულ თან დაყავს ნატას. ხშირად უწევს სუფრიდან ადგომა და გევრძე გასვლა, უტა ურეკავს და ოჯახს კითხულობს. ამასობაში მე მოვასწარი მათი სამეგობროს უკეთ გაცნობა და ბევრად მოხიბლული დავრჩი მათი შემადგენლობით. -ხვალ, ჩემი დაბდების დღეა და ხომ მოხვალთ?_ შესავლის გარეშე დავპატიჟე ყველა და წვენი მოვსვი. -რამდენის ხდები?_ ღიმილით მკითხა ბელამ. -21_ის. -21_ის ვიყავი უტას რომ შევხვდი. _ ბედნიერი ხმით ჩაილაპარაკა და თვალებ აბრიალებულმა გაიღიმა. _ მოვალთ, აუცილებლად მოვალთ და ავღნიშნავთ. _ როცა მიხვდა რომ ყველა გავისუსეთ ისევ მან დაარღვია სიჩუმე და ელენეს მხარზე თავი ჩამოდო. -ერთი პირობით!_ თითი მაღლა ავწიე და ოთხივე დედას მოვავლე. _ ქმრები გვირეკავენ და მალე უნდა წავიდეთ არ იყოს!_ სიცილით ჩავილაპარაკე მე. -ჩემი ქმარი შვებულებაშია. _ კისკისით ჩაილაპარაკა ელენემ და ანაბელი გულზე მიიწვინა. -ჩემი ქმარი ისეთ დღეშია, მარტო დარეკვას თუ მოახერხებს. _ დამცინავი ტონი არ დაიშურა ნატამ. -ჩემი ქმარი კიდევ, ამის ქმარს და შვილის ნათლიას ყარაულობს. _ კუშტად და მოჩვენებითი ირონიით შეკრა წარბები ეკატერინემ. -ჩემი ქმარი სახლია, მაგრამ შვილთან ერთად როცაა, ცოლი სულ არ ახსოვს. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ბელამ. -ჩვენი ქმრები ჯერ არ ვიცით სად არიან!_ ერთხმად წამოიძახეს ეკატერინემ და ნანკამ. ^^^ ჩემი დაბადების დღის სახლში აღნიშვნა არ მიყვარს. პირველ რიგში იმიტომ რომ სულ ირევა და მერე ლაგება მეზარება. მეორე, დედაჩემი ამ დღეს არასდროს არის ჩემთან. დილით ჩამკოცნის და სამსახურში მიდის, არც ახალ სამსახურს შეუცვლია ეს ტრადიცია. თან მეზობლების გადამკიდე სახლში ვერ ვილხენ, ამიტომ სამივეს ამოჩემებული გაქვს ჩვენი ბავშვობის მეგობრის ბარი, რომელიც ჩემი სახლიდან სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს. გართობა და დროს ტარება სულ მიყვარდა, მაგრამ იშვიათად ვიცლი ამისთვის. მითუმეტეს ახლა, სამსახური, სწავლა და პარალელურად დამატებითი თავის ტკივლები. მე ეკატერინე და ნანკა, შედარებით ადრე მივედით, ხალხის რაოდენობა რომ დაგვეთვალა. მართალი აღმოვჩნდი, სამშაბათს კაციშვილი არ ჭაჭანებს აქ, ამიტომ მთელი ღამე ჩვენია. რვა საათისთვის მოვიდნენ დედები. ნატამ ლამაზად შეფუთული წითელი პატარა ყუთი გამომიწოდა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა. -ეს ყუთი გიგიშამ გამომატანა. ზუსტად თორმეტზე გახსნასო!_ თავის საჩუქართან ერთად მოაყოლა ეკატერინემ და თვალი ჩამიკრა. საჩუქრები ნანკას გადავულოცე, მარტო გოგორელიანის დავიტოვე და გულზე მივიხუტე. სადაც დავჯექი იქ დავდე ისიც. მთელი საღამო გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი. ზუსტად თორმეტზე რატომ უნდა გავხსნა ვერ ვხვდები, ჩემი დაბადებისდღე ახლაა, მაგრამ გოგორელიანის ხათაბალა ხასიათს რას გაუგებ. თორმეტს აკლდა ხუთი წუთი, საჩუქრის ყუთი კალთაში რომ ჩავიდე. ყველა გასუსული იჯდა და მიყურებდა. -თორმეტია!_ საათზე დაჩერებულმა ნანკამ წამოიძახა და ტაში შემოკრა. ფრთხილად შემოვაცალე, პრიალა ქაღალდი და ვერცხლისფერ მოზრდილ ყუთს თავი ავხადე. თავიდან ვერ მივხვდი რა დავინახე, ან უბრალოდ ძალიან დავინები და ვერ გავიგე რა იდო შიგნით... მაგრამ მერე გონებაში რომ აღმოვაჩინე ნაცნობი სურათის არსებობა, გამჟრიალა. ზუსტად ის სურათი იყო ალბომის გარეკანზე გაკრული, როდესაც მე და გიგიშა მზის ამოვლას ველოდებიდით და გოგორელიანმა კადრი დააფიქსირა. დაბნეული სიცილით ამოვიღე ალბომი, რომელიც თურმე სინამდვილეში ჩვეულებრივი რვეულია. ნელა გადავშალე პრიველი გვერდი და გაკვირვბულმა დავხედე: «კოცნოთან მჯდომ ჩემს მეგობრებს, მეორე სურათიც ზუსტად ამ ფაქტას ასახავდა, ოღონდ მეორე დღისას.» «მერე სიცილით გადავუსვი ხელი ხის ძირში ჩაოსკუპებულ წყვილს და ცრელმორეულმა ნერწყვი ზლივს გადავყლაპე.» « თმააბურდული მე, რომელიც ხელს სიცილით უქნევს დემეტრეს.» «მინდორზე წამოწლილი გოგორელიანი მე და ბავშვები.» თითლოეული ფურცელი საოცრად ნათელ და ჩემთვის ძალიან უცნობ რეალობას მიხატავდა. ზოგ სურათზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. არა, მე არცერთ მათგანზე მქონდა წარმოდგენა, მაგრამ ზოგგან გოგორელიანი ისე მიმშვენებდა გევრდს მე ამას ვერც კი ვხვდებოდი. ძალიან ბევრ სურათზე, შორი-შორს ვდგავართ, მაგრამ აშკარად ეშმაკურად არის დაფიქსირებული მისკენ გაპარებული თვალი. გოგონებთან ერთად სუფრაზე რომ ვიჯექი და ჩვენი ექსკურსიის დასასრულის შესახებ რომ შევიტყვე, ზუსტად ეგ კადრია აღბეჭდილი. გოგორელიანის ცარიელ ადგილს რომ გავხედე ეგეც, რაზეც ძალიან მემრცხვა და ახურებულ ლოყაზე ხელი მივიდე. აკანკალებული ვფურცლავდი გვერდებს და ვრწმუნდებოდი რომ ეს კაცი, ძალიან განსხვავებული არსებაა! განსხვავებული და რაც მთავარია იდუმალი! სხვა შემთხვევაში მსგავს ვერაფერს მოახერხებდა. ბოლო ფურცელზე, გაკრული, ბატი ფეხურით მილოცავდა დაბადების დღეს. -მარცხენა ხელით გაუჭირდა წერა. _ ამიხსნა ნატამ და ზურგს უკან დახვეულ ქაღალს დაწვდა._ ეკუ მომეხმარე რა!_ თხოვა ეკატერინეს და დიდი თაბახის ფურცლის გაშლა დაიწყო. პირდაღებულმა გავხედე სურათს სადაც, მე და გოგორელიანი ვართ გამოჭიმებულები ფინჯნებით ხელში. ნელა გადავუსვი სურათის კუთხეებს ხელი და საჩვენებელი თითი რიტმულად დავაკაკუნე გიგიშას ზურგზე! ადრეც მაქვს აღნიშნული რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ მიჭირს ემოციების გამოხატვა. მართლა ვერ ავღწერ რამხელა ბედნიერება და სიხარული ვიგრძენი იმ წუთას. თითოეული დეტალის გახსენებისას განსაკუთრებით გახარებული ვგრძნობდი თავს. რაჭის და მთის ამბები, ახლა უკვე უკვდავი მოგონება გახდა, როგორც გონებაში ასევე ფურცლებზე ლამაზად გადატანილი. ოფლით დაცვარულ ყელზე ნელა ჩამოვისვი თითები და ლავიწებთან ოდნავ მოვიჭირე ნერვიულობა რომ დამეფარა. მაგიდაზე მოცეკვავე ტელეფონს დავხედე და უცხო ნომრის დანახვისას უარესად ავნერვიულდი. -სურათს, ჭერზე ვაკრავთ!_ არაფრის თქმა არ დამაცადა ისე ჩამყვირა ტელეფონში გიგიშამ. -ძალიან დიდი მადლობა!_ ამოვისრუტუნე და აწითლებულ ცხვირზე თითები მოვიჭირე. -მადობას მეც გადაგიხდი, ახლა ჩემთან თუ მოხვალ და მაგ ალბომს თან წამოიღებ! -ამ შუაღამისას?_ ვიკითხე, მაგრამ საერთოდ სხვა რამ გავაკეთე. ალბომს და ფურცელს დავწვდი და კარებისკენ წავედი. -ფრთხილად იარე!_ სიცილით ჩამძახა და ტელეფონი გათიშა. გოგონებს ბოდიში მოვუხადე და ბარის წინ, მდგარ ტაქსში უკითხავად ჩავჯექი. საავადმყოფომდე ათასჯერ მაინც გადავშალე და დავხურე ალბომი. სურათი ლამაზად დავახვიე და ჩემი თმისამაგრი გადავუჭირე. მიმღებში, სწრაფად შევედი და იქვე მდგომ დაცვას ღიმილით გავხედე. დაბღვერილმა მანიშნა თავით ადიო და თავის ადგილს დაუბრუნდა. ორი კიბის გამოტოვებით მივრბოდი და თან მეშინოდა, გიგიშას გვერდით არ მივწოლოდი ჩემი დაუდევრობის გამო. პალატის კარებთან გავჩერდი და შევეცადე სუნთქვა დამერეგულიებინა, გოგორელიანს სალაპარაკო თემა რომ არ ქონოდა. კარები შევაღე და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილს სიცილით გადავხედე. საწოლის კიდეს დაეყრდნო და ოდნავ აიწია მაღლა. -დაბადების დღეს მოგილოცავდი, მაგრამ გავიდა უკვე. _ მხრები სულ ოდნავ აიჩეჩა და თითით მანიშნა მომიახლოვდიო. ალბომი სავარძელში ჩავდე და გოგორელიანისკენ დავიხარე. შეძლებისდაგვარად მოვხვიე ორივე ხელი და ყელთან ოდნავ მივადე ტუჩები. -არაუშავს! მე მაინც გიხდი მადლობას მოლოცვისთვის. _ თვალი ჩავუკარი, ალბომი გულზე დავადე და გასასვლელისკენ წავედი. -სად მიდიხარ?_ გაკვირვებულმა შესძახა და ხელი აიქნია. -ერთი ჭიქით არ დამლოცავ? შამპანიურს მოვიტან და მოვალ. _ ჩავიცინე და კარები გამოვაღე. -ბარტყო, ვიზრუნე მე უკვე მაგაზე!_ ღიმილით დამიქნია თავი და საწოლის დაბლა, შოკოლადის ლამაზი შეკვრა და შამპანიური დამანახა. -მერე ექიმი არ გვეჩხუბება?_შამპანიურს პროფესიონალურად მოვაძრე თავი და წამლების მაგიდაზე დავდე. უარის ნისნად თავი გამიქნია და ფუჟერი გამომართვა. -ჩემს ტყუილს და შენს სიმართლეს გაუმარჯოს!_ გაურკვეველი მინიშნებით ჩაილაპარაკა და სასმელი მოსვა. -ვერ გავიგე?!_ პირთან მიტანილი ჭიქა უკან დავაბრუნე და თვალებში ჩავხედე, თან სიცილს ვერ ვიკავებდი დალურჯებულს რომ ვუყურებდი. -ჩემს ტყუილს და შენს სიმართლეს გაუმარჯოს, "სურათს რომ არ უყურებ ხოლმე." _ თვალი ჩამიკრა და კუთხეში საცოდავად მიგდებულ ჩემს ლეპტოპზე მიმითითა. -ეს... ეს... შე..ნ ვინ მოგიტანა?_ დაბნეული ავბოდიალდი და შამპანიური ბოლომდე ჩავცალე. -როგორი იყო?! თავმოყვარე მატყუარაოა, არა?!_ სიცილით ჩაილაპარაკა და შოკოლადი მადიანად ჩაკბიჩა. _ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ რომელი ვართ, ბარტყო!_ თვალი ჩამიკრა და მარცხენა ხელი ესმაკურად ააცურა ჩემს მკლავზე. ~~~ -მია, რამდენჯერ გაგაფრთხილე დილით ყავას შენ ნუ მიკეთებ-მეთქი!_სიცილით მიეხუტა გაზქურასთან მდგარ ცოლს. -და ვინ გითხრა რომ ყავას გიდუღებ?_სიცილითვე უპასუხა მიამ და მისკენ მიტრიალდა. _ჩემთვის ვიკეთებ გერკულესს. -როგორი ჯანმრთელი ცოლი მყავს, ზოგჯერ საკუთარი თავის მშურს. _როგორც ყოველთვის ახლაც შესანიშნავ ხასიათზეა. მიამ სიცილით გააქნია თავი და ბავშვისკენ წასულ გიგიშას ზურგი აქცია. -დღეს ბავშვის გასერინება მინდა და ხომ წამოხვალ? მიუხედავად იმისა რომ გიგიშას პასუხის ზუსტად იცის მაინც ეკითხება. ბავშვის აღზრდაში ყველანაირ მონაწილეობას იღებს გიგიშა. გამორიცხულია რომელიმე დეტალზე დამანჭოს სახე, ყველაფერის კეთება შეუძლია მითუმეტეს მაშინ თუ ბავშვს მას უტოვებენ. -სად წავიდეთ?_ხალიჩაზე გაფენილ რბილ დასაფენზე გაგორდა და ბავშვი მუცელზე დაისვა. -ეგ შენ მოიფიქრე. _გერკულესი ღრმა შეფშზე გადაიტანა და ქმარ-შვილისკენ წავიდა. -მაშინ ტყეში..._დაუფიქრებლად ჩაილაპარაკა გიგიშამ. -ტყეში? ტყეში რა გვინდა? -ფეხი უნდა მოგტეხო. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და აკისკისებულ შვილს გადახედა. _დავიჯერო გაიგო რამე? -შენ ეგ ბავშვი ყრუ ნუ გგონია! -ყრუ არ მგონია, მაგრამ ამხელა აზრის მატარებელი წინადადება მეეჭვება გაეგო. დასასრულის დასასრული! *** უღრმესი მადლობა ყველას, უზომოდ და უსაზროდ მახარებთ... ძალიან გამიხარდა პირველი ნაწილით რომ ისიამოვნეთ, იმედია არც ამ ნაწილმა გაგიცრუათ იმედები. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.