შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მომავლისთვის 1 თავი


11-10-2017, 17:53
ავტორი NA NO
ნანახია 3 871

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სულაც არ აეწყო მისი ცხოვრება, ისე როგორადაც ელოდა. მერე რა, რომ წარმატებული ქალი გახდა და ფიზიკურადაც არაუშავდა. კარიერაში წარმატებამ პირადი ურთიერთობების აწყობა სულაც არ გამოიწვია. უკვე ოცდაცხრა წლის გახდა და გრძნობებმაც შემოუტიეს. შედარებით სენტიმენტალურიც გახდა, აღარ უნდა სამსახურიდან მოსული სახლში მარტო იჯდეს. მართალია მისი გოგოები ერთი წუთითაც არ ტოვებენ, მაგრამ ოჯახი სულ სხვაა. სკვერში პატარა ბაშვებს, როცა ხედავს გული უკვე ცუდად უხდება, ისე უნდა მოეფეროს და ყველა სათითაოდ გულში ჩაიკრას. გიჟდება პატარებზე, რაც თავი ახსოვს სულ ოთხ შვილზე ოცნებობდა, ახლა კი ერთზეც თანახმაა, თუმცა ერთსაც ვერ გააჩენს კაცის გარეშე. ბევრი ფიქრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მისი წლების წინ ჩაბეჭდილი აზრი არც თუ ისე დასაწუნი იყო. განა პირველი და უკანასკნელი იქნებოდა ვინც მარტო გაზრდიდა ბავშვს? როდემდე ელოდოს იმ ერთადერთს, რომელიც შეიყვარებს და მოუფრთხილდება? ხო, მართალია ოცდაცხრა წლის არის, მაგრამ არც არავინ გამოჩენილა ვინც მის გულს მთლიანად დაეპატრონებოდა. არსებობდნენ ისეთები, რომლებიც სიგიჟემდე იყვნენ შეყვარებული მასზე, თუმცა მას არც არავინ მისდიოდა გულამდე. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო როცა ურთიერთობამ სერიოზულ სახე ლამის მიიღო, საბედნიეროდ დროულად გაიგო ნიტამ თუ რა ნაძირალასთან ჰქონდა საქმე და საბოლოო წერტილი დაუსვა ამ ფარს. ალბათ წარსულში განცდილმა იმედგაცრუებამ განაპირობა მისი ამდენწლიანი მარტოობა, თანაც რაც უფრო ემატება ქალს ასაკი მით უფრო უჭირს ხომე პირად ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღება. მომავალზე ფიქრი კარზე ბრახუნმა გააწყვეტინა და ზანტად წავიდა კარების გასაღებად
-ამდენი ხანი სად დაიკარგეთ ლელა?
-კარგი რა ნიტა, მაიკოს გავუარე, წამოვიყვანთქო და ამისი ამბავი ხომ იცი, ორი საათი მომზადებას მოუნდა
-ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, თავი ამაყად აწია და მეგობრების წინ დატრიალდა, შემდეგ კი როგორც ყოველთვის სამზარეულოსკენ აიღო გეზი
-ც არ ვარგა მაიკო სარკის წინ
-გოგოებო შვილი მინდა... მაიკოს პირისაკენ წაღებული ვაშლი ლამის გაუვარდა, ლელას ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა
-შენ გოგო გადაირიე?
-რა ვთქვი აქ გადასარევი? შვილი მინდა თქო
-აბა რა შვილი გინდა, ჯერ შენი მოსაწონი კაცი არ მინახვს მე
-ლელა გახსოვს ერთხელ ვისაუბრეთ, რომ ოცდაათ წლამდე თუ ვერ გავთხოვდებოდი ისე გავაჩენდი შვილს
- მე ეგ ერთი ქარაფშუტა სტუდენტის ნაბოდვარი მეგონა და თანაც ერთი წელი წინ გაქვს რა გინდა?
- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და საბოლოოდ გადავწყვიტე
-მოიცადეთ ერთი წუთი, შვილს ვისგან აჩენ ?
-ჯერ არ ვიცი
-მგონია, რომ სისულელეს აკეთებ, დარწმუნებული ხარ ბავშვის აღზრდას მარტო რომ შეძლებ? ბავშვის გაჩენა ხომ არ არის მხოლოდ, ძალიან დიდი ენერგია, ფინანსები და ზრუნვა ჭირდება, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ორივე მშობელია საჭირო ბავშვის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის
-მესმის მაიკო, მაგრამ რას ველოდო? არც პირველი მარტოხელა დედა ვიქნები და არც უკანასკნელი, ძალიან ბევრი ქალი მინახავს სრულიად მარტო რომ ზრდის შვილს და სამაგალითოდაც კი, რამდენს ყავს ისეთი მშობლები, რომელთა ყოლასაც საერთოდ არ გყავდეს ჯობია... მე საკმარისად ძლერად ვთვლი თავს... ეს ამ დილით კი არ მომიფიქრებია, ამაზე წლებია ვფიქრობ, განა მე არ მინდა გვერდით საყვარელი ადამიანი და დიდი ოჯახი, მაგრამ სანამ შემიძლია შვილის გაჩენა რატომ არ უნდა გავაჩინო?
-ვთქვათ გააჩინე ბავშვი, ბავშვის მამას რას უშვრები?
-არაფერს... მისგან არაფერი მინდა. რა თქმა უნდა არ ვეტყვი ბავშვზე
-უსამართლოდ იქცევი. ასეთი რამის დამალვა არ შეიძლება
-ვიცი ლელა, ოდესმე ალბათ ვეტყვი ჩემს შვილს მამის შესახებ და იმასაც შევატყობინებ, ოღონდ იმ ეტაპზე სანამ ბავშვის წართმევის შიში არ მექნება
-მე ასეთ ნაბიჯს ვერ გადავდგავდი,... ვთქვათ ხარ მარტოხელა დედა და რამდენიმე წელში გამოჩნდა ისეთი ადამიანი ვინც შეგიყვარდა და მასაც შეუყვარდი. ურთიერთობა კი იმის გამო არ აგეწყოთ რომ შვილი გყავს მერე?
-ესეიგი სათანადოდ არ ვეყვარები მაიკო. ტყუილად ცდილობთ ჩემს გადარწმუნებას.
- მაინც მგონია რომ ეს ყველაფერი კარგას არაფერს მოგიტანს
-ნუ ითარსები რა ლელა. მაგას ჯობია კაბა ამარჩევინოთ კლუბში წასასვლელად
-არ არსებობს.... შენ სულ გამოჩერჩეტდი? ვაიმე ლელა ამან კლუბი ახსენა თუ მომესმა. რაც თავი მახსოვს წასვლაზე ვერ დაგიყოლიე იმის მიუხედავად რომ ლამისაა მუხლებზე დავვარდე და დაგიჩოქო, ახლა რამ მოგიარა?
-ბავშვის მამას ეძებს კლუბში
-თქვენ იხუმრეთ და ნახავთ თუ არ ვიპოვი
-ღმერთო უშველე ამ სულელ გოგოს. დაახლოებით როგორი უნდა იყოს შენი პოტენციური შვილის მამა? ან დარწმუნებული ხარ კლუბი რომ გაჭრის?
-კი თანაც ყველაფერი უფრო მარტივად იქნება, რაც შეეხება ჩემი შვილის მამას სიმპათიური უნდა იყოს და ჭკვიანიც, გენეტიკაზეც ხომ უნდა ვიფიქრო?
-მაგიჟებ ნიტა. მაგრამ ჩვენი იმედი გქონდეს...
***
სამივენი დიდი ხანი ემზადებოდნენ კლუბში წასასვლელად, გოგოებმა არავითარ შემთხვევაში მარტო არ გაგიშვებთ კაცს, მაინც აგარჩევინებთ დღეს რაღაც ძალიან არეული ხარ და ჩვენ მაინც ვიზრუნებთ ბავშვზეო.
კლუბში ფეხი როგორც კი შედგა მაშინვე უკან გამობრუნება მოუნდა, თუმცა გადაწყვეტილებას ვეღარ შეცვლიდა. იმისდა მიუხედავად მთელი ძალით, რომ ასკდებოდა ყურის ბარაბნებს ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა, მაინც მიიწევდა სიღრმისკენ. ნელ-ნელა შეეჩვია სიგარეტის კვამლს და ალკოჰოლის მძაფრ სუნს. მაკომ და ლელამ მაშინვე სასმელი შეუკვეთეს
-შენს მომავალს გაუმაჯოს ნიტ
-გაუმარჯოს ხო... თუ არ დავლიე ვერაფერს ვიზავ
უკვე კარგად გრძნობდა თავს, რომელიღაც კუთხეში შავებში ჩაცმულ კაცს რომ მოკრა თვალი. აშკარად ნიტას უყურებდა ისიც და თან სიგარეტს ეწეოდა. მაგიდიდან ჭიქა აიღო და ანიშნა გაგიმარჯოსო. ალბათ ალკოჰოლმა იმოქმედა ნიტაზე. გოგონებს რაღაც გადაჩურჩულა და მამაკაცისკენ დაიძრა, რომ არა მისი აკვიატებული აზრი და რომ არა სასმლისაგან გათავისუფლებული მისი არაცნობიერი, არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა უცხო მამაკაცის მაგიდისკენ. თუმცა მოულოდნელად წინ ვიღაც გადაეღობა. წინ გადამდგარი გოგონა მამაკაცისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა. ლამის იქვე ჩაიკეცა მოალერსე წყვილს რომ ჰკიდა თვალი. როგორი ჩერჩეტია. სად მიდიოდა რომ დაადო თავი. კიდევ კარგი დროზე გამოჩდა ის გოგო, თორემ როგორ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ღმერთმა უწყის.
-რაო აგახიეს კაცი ნიტა?
-მომშორდი ლელა. ლამისაა ყურებიდან ბოლი გამოვუშვა
-კარგი, კარგი... სიცილს ძლივს იკავებდა მეგობრის სახეზე
-ოოო, თქვენს უკან ისეთი სიმპათიური ტიპი დგას გაგიჟდებით
ნელა შეატრიალა თავი და თავის თანამშრომელს გადააწყდა, ყველაზე მეტად რეზის დანახვა უნდოდა ახლა. რაღა მაინდამაინც დღეს მოუნდა გართობა, ისედაც სამსახურში ტვინს უჭამს წადი სადმე და გაერთე, სულ სახლში როგორ ზიხარო...
-ვაა ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? როგორ გაბედე კლუბში შემოსვლა ქალბატონო
-კარგი რა რეზი ახლა ნუ დამიწყებ, შენი ნერვები არ მაქვს. ხო, გოგოებო ეს რეზია ერთად ვმუშაობთ, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან მაიკო და ლელა
ლელა და რეზის ერთმანეთისთვის საერთო ენის გამონახვა არ გაჭირვებიათ. რაც ერთმანეთი დაინახეს ენა არ გაუჩერებიათ. რამდენჯერმე ლელას ლამის წამოცდა ნიტა კაცის საძებნელად არის გამოსული და ჩვენც მას ვეხმარებოდით იდეაშიო, მაიკო კი ქუსლის წვერს გამეტებით აჭერდა ფეხზე და ნათქვამის დასრულებას არ აცლიდა.
-აშკარად ბევრი მოგივიდათ გოგოებო
-სულაც არა რეზი...
-ნიტა აჯოbებს სახლამდე მიგაცილოთ, შენი მეგობარიც მგონი რაღაცეებს ბოდავს
-ხო ლელას აშკარად ზედმეტი მოუვიდა, თავის ქნევით დაუდასტურა მაიკომ კაცს ნათქვამი და ლელა შეანჯღრია
-რეზი შენ ვერ შეგაწუხებთ, ტაქს გამოვიძახებთ
-საერთოდაც არ ვწუხდები, უბრალოდ ორი წუთი დამელოდეთ, მეგობარს ვნახავ და ერთად გავიდეთ.
ხუთ წუთში რეზი მეგობრის გარეშე დაბრუნდა, რაღაც საქმე გამოუჩნდა და ადრე წასულაო. მაიკოს დღეს ნიტა იტოვებდა. ტვინი შეუჭამა ლელას გინდა თუ არა ჩემთან წამოდიო, მაგრამ ლელამ თუ დაიჟინა სახლში უნდა წავიდეო მერე ვეღარაფერს გააწყობ. გოგონები ნიტას სადარბაზოსთან დატოვა რეზიმ, თვითონ კი ლელას სახლისკენ დაიძრა.
-რატომ მიგრძნობს გული, რომ ამ ორს ერთმანეთი მოეწონა?
-კი არ გიგრძნობს მაკო ეგრეა. ხვალ დილით დაგვირეკავს ლელა ,,ვაიმე გოგოებო, რეზი ისეთი საყვარელია, ისეთი სიმპათიური მგონი უკვე მიყვარსო“
-მალე მობეზრდება ეგეც...
-ვნახოთ, ისე არ არის ცუდი ბიჭი რეზი.

.......
შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი, ეს ისტორია თითქმის ერთი წლის წინ დავწერე, თუმცა რედაქტირების გარეშე ვდებ....



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საინტერესო ჩანს, კარგი ნაწერია. ასე,რომ ველი გაგრძელებას

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

თავები გაადიდე ან სრულად დადე.საინტერესოდ წერ.

 


№3  offline წევრი NA NO

მადლობა <3 გავითვალისწინებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent