შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ არ სურს ქორწინება მამაკაცს, 5 ყველაზე გავრცელებული მიზეზი


28-11-2015, 11:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 760

თანამედროვე მამაკაცი ინფანტილური და ჭირვეული გახდა. ზოგიერთი უპასუხისმგებლოა, ზოგი მუდმივად მიუწვდომელი ან დაკავებული.

თანამედროვე მამაკაცს სურს, გვერდით სექსუალური, წარმატებული, ძლიერი და ლამაზი ქალი ჰყავდეს, მაგრამ გვერდით ასეთი რომც ჰყავს, არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ შეინარჩუნოს იგი. მამაკაცებს აქვთ მიზეზები, რის გამოც ქორწინებას თავს არიდებენ და აი, ყველაზე გავრცელებული:

უპასუხისმგებლობა

ტიპური მიზეზია. მამაკაცს არ სურს საყვარელი ქალი დააიმედოს, არ სურს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახი ორი ადამიანის მონდომებითა და სიყვარულით უნდა შეიქმნას. ერთად უნდა გაატარონ უქმეები, შვებულება. თანაცხოვრება ერთამანეთზე ზრუნვასა და სითბოს გულისხმობს. არ რისკავენ და როგორც ცნობილია, ვინც არ რისკავს, შამპანურსაც ვერ მიირთმევს.

ფინანსური საკითხი


დაქორწინდება, როცა მატერიალურად მოძლიერდება, რადგან მისი აზრით, ქალებს მხოლოდ მამაკაცების ფული უნდათ. ცოლი დამატებითი ხარჯია, რომელიც უნდა არჩინო და სურვილები აუსრულო. გვერდით ქალი სიყვარული კი არა, დამატებითი ხარჯია.

კარიერა

ბრიყვ მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ სამსახურში წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუ დაქორწინდებიან. არადა, როგორც ცნობილია, ბევრი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას, რომელიც თანადგომითა და დახმარებით მამაკაცს წარმატებს მიღწევაში უწყობს ხელს.

გართობით გული ვერ იჯერა

თუ მამაკაცის გვერდით ღირსეული ქალი არაა, ის არ იქნება სტაბილური, მას არ ენდომება შვილები. ქალი მამაკაცისთვის მუზაა, რომელიც სწორად მართავს მის სურვილებს, შესაძლებლობებს. მხოლოდ ღირსეული ქალის გვერდით იქნება მამაკაცი წარმატებული, გარშემო მყოფებისა და შვილებისგან დაფასებული.

იდეალური დიასახლისის ძიებაში

მამაკაცისთვის ცოლი არის უფასო მზარეული, დამლაგებელი, მრეცხავი, მომვლელი. ამასთანავე, უნდა იყოს ლამაზი, წარმატებული, სექსუალური. თუ ქალი ყველა მოთხოვნას ამაყოფილებს, მაშინ მამაკაცს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება. არ ცდილობს, თავადაც იდეალური იყოს, ცდილობს რაღაც მიზეზი, ნაკლი მოუძებნოს ქალს, რათა მის ფონზე უფრო სრულყოფილად გამოჩნდეს. ხოლო როცა ქალი მიატოვებს, "ე.ი. მისი ღირსი არ იყო" და იწყება ახალი მსხვერპლის ძიება და შეფასება.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

eremar
ჩემი ბიჭი ასეტი არააა:)) ის სულ სხვანაირიაა და ამიტომაც არის ჩემიიი:* სხვაგვარად არც შემიყვარდებოდა! ჩემი უსაყვარლესიი love

ძალიან კარგი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

მმმ... სულ არ ვთვლი, რომ ფულია მთავარი და ჯერ ფული უნდა მოაგროვო, რომ ქალი ბედნიერად აქციო. მატერიალურად რა თქმა უნდა არ უნდა გიჭირდეს ცოლი რომ მოგყავს, თუმცა საყვარელ ქალს ფულის გამო არ შეუყვარდები! ეს გამორიცხულია! მაშინ ის არ ყოფილა ნამდვილი სიყვარული და შენ კი არა ფული და უზრუნველი ცხოვრება შეყვარებიათ.
აი, მუზაზე ვთანხმდები.. მე ჩემი მუზა უკვე ვიპოვე და სხვას აღარავის ვეძებ love fellow ხოოდა ყოველთვის ეს მუზა მაწერინებს, ყოველთვის ეს მუზა მაძლევს საკუთარი თავის რწმენას და მაძლიერებს.
ჩემთვის ის ყველაფერია... ^_^
ჰოდა, ბოლო პუნქტის წინააღმდეგი ვარ :( ცოლს არ უნდა უყურო, როგორც უფასო მზარეულს და დიასახლისს... ძალიან საშინლად ჟღერს ეს ფაქტი, თუმცა კი სიმართლეა, ოღონდ არა ჩემ შემთხვევაში.
ქალმა სიყვარული უნდა მაჩუქოს და არა სახლი დაალაგოს.
მაგრამ.... მე სხვა პრობლემა მქონდა, ჯერ კი ადრეა ჩემთვის დაქორწინება :D მაგრამ რის გამოც არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას, ის იყო, რომ ვფიქრობდი არავინ იყო ჩემი შემმყვარებელი და ვერავინ შეძლებდა ჩემ შეყვარებას. ბევრი გულის ტკენისა და ადამიანებისგან ფარულად თუ დაუფარავად იმის მინიშნებისგან, რომ არარაობა ვიყავი და არაფერიც არ შემეძლო, გამოიწვია ის, რომ სწორედ ასე მეფიქრებოდა. ვფიქრობდი, მარტოსული ცხოვრებისთვის ვიყავი განწირული, ეს ზუსტად არ ვიცი <3 მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ მე love love love და არ ვფიქრობ იმ მარტოსულობაზე ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაზე მეტად ერკეს კომენტარი მომეწონა... ქალი ნივთი არა... მას გაფრთხილება ესაჩიროება... გინდა ბედნიერი იყო? ხო და ქაოი აქციე დედოფლად, ყოველშემთხვევაში აგრძნობინე რომ შენთვის დეოფალია. მატერიალურობა ყველაფერი არ არის.

 


№4 სტუმარი qmari

ერკე
მმმ... სულ არ ვთვლი, რომ ფულია მთავარი და ჯერ ფული უნდა მოაგროვო, რომ ქალი ბედნიერად აქციო. მატერიალურად რა თქმა უნდა არ უნდა გიჭირდეს ცოლი რომ მოგყავს, თუმცა საყვარელ ქალს ფულის გამო არ შეუყვარდები! ეს გამორიცხულია! მაშინ ის არ ყოფილა ნამდვილი სიყვარული და შენ კი არა ფული და უზრუნველი ცხოვრება შეყვარებიათ.
აი, მუზაზე ვთანხმდები.. მე ჩემი მუზა უკვე ვიპოვე და სხვას აღარავის ვეძებ love fellow ხოოდა ყოველთვის ეს მუზა მაწერინებს, ყოველთვის ეს მუზა მაძლევს საკუთარი თავის რწმენას და მაძლიერებს.
ჩემთვის ის ყველაფერია... ^_^
ჰოდა, ბოლო პუნქტის წინააღმდეგი ვარ :( ცოლს არ უნდა უყურო, როგორც უფასო მზარეულს და დიასახლისს... ძალიან საშინლად ჟღერს ეს ფაქტი, თუმცა კი სიმართლეა, ოღონდ არა ჩემ შემთხვევაში.
ქალმა სიყვარული უნდა მაჩუქოს და არა სახლი დაალაგოს.
მაგრამ.... მე სხვა პრობლემა მქონდა, ჯერ კი ადრეა ჩემთვის დაქორწინება :D მაგრამ რის გამოც არ ვაპირებდი ცოლის მოყვანას, ის იყო, რომ ვფიქრობდი არავინ იყო ჩემი შემმყვარებელი და ვერავინ შეძლებდა ჩემ შეყვარებას. ბევრი გულის ტკენისა და ადამიანებისგან ფარულად თუ დაუფარავად იმის მინიშნებისგან, რომ არარაობა ვიყავი და არაფერიც არ შემეძლო, გამოიწვია ის, რომ სწორედ ასე მეფიქრებოდა. ვფიქრობდი, მარტოსული ცხოვრებისთვის ვიყავი განწირული, ეს ზუსტად არ ვიცი <3 მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ მე love love love და არ ვფიქრობ იმ მარტოსულობაზე ^_^

შენ თუ ფიქრობ,რომ მზარეული და დამლაგებელი უფასო იქნება ვაი,ვაი როგორ ცდები:))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent