ნუთუ ტერორისტს შეუყვარდა (7)
მაკიაჟი შევისწორე და მაგიდას დავუბრუნდი. მანდილოსნების სადღერგრძელომდეც მიუღწევიათ. გუჯა ფეხზე წამოდგა და ჩემს პირდაპირ დადგა. - ახლა, მინდა, რომ "ჩემი" ქალის სადღეგრძელო ვთქვა. - ჩემი ქალიო, უკვე მისიც გავმხდარვარ. რამე მოხდა და მე გამომრჩა? თუ... იმ კოცნის გამო უკვე მისი ვარ?!- განსაკუთრებული ხარ. უფრო სათნო, "რაღაცნაირად" ლაღი, ბავშვური, მომთხოვნი, ხან ისეთი ქალი ჭკუდან, რომ გადაიყვანს კაცს. ვიცი, ბევრ რამეზე გამიბრაზდი, ვიჩხუბეთ, ვიყვირეთ, იტირე, ინანე, მაგრამ რაც მთავარია ახლა ჩემს გვერდით ხარ. ჩემთან ხარ და "ჩემი" ქალი გქვია. მე არ დავნებდები და შენი გულის , მოგერიებას არ შევწყვეტ. სათქმელს პირდაპირ გეტყვი შენ ხარ ადამიანი, რომელმაც თავი ნამდვილად მაგრძნობინა, არვიცი როგორ, მაგრამ ასეა. მოკლედ შენ გაგიმარჯოს, ჩემო ფერია.- როგორ მესიამოვნა. ამდენ ხალხში ადგა და პირდაპირ თქვა, რომ მე მისი ვარ. მიმისაკუთრა? ალბათ. რა ლამაზი ღიმილი ჰქონია. არა, აქამდეც გაუღიმია, მაგრამ ახლა უფრო განსხვავებულია. ჩვენი ურთიერთო მოულოდნელობაა. ვერც კი გავიგე როგორ ვართ მე და გუჯა "ჩვენ". ჩვენს შორის ისეთი ბალანსია, შეუძლებელია მისი დარღვევა. ბედნიერი ვარ, არა იმიტომ, რომ ვიღაც ბიჭი მყავს გვერდით. ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ გუჯა მყავს გვერდით. იგი თავს იდეალურად მაგრძნობინებს. არ ვაქცევ ყურადღებას, ვნებას, არც იმ კოცნას. მე მხოლოდ მის "ბუნებას" ვაკვირდები. როგორი ცვლადია იგი. როგორ ცდილობს ჩემს ზოგჯერ გაბედნიერებას, ზოგჯერ კი უბრალოდ გაღიზიანებას. არასდროს უტკენია მას ჩემთვის გული სწორედ ეს მაძლევ საშუალებას ვიყო მისი ერთგული. მიყვარს?!- არა! არ მიყვარს, ასე მოკლე ხანში, სიყვარული უბრალოდ არ შეიძლება. არ ვიცი , ჩვენი "ტკბილი" ურთიერთობა რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ მინდა, რომ დავტკბე ამ ბედნიერი თუნდაც მოკლე ხნიანი ურთიერთობით. დღემ მშვიდად ჩაირა. სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორც ყოველთვის შხაპი მივიღე და საწოლს მივეშურე. "მიყვარს ეს გრძნობა. მიყვარს მისი შეხება. ის ფაქტიც მახარებს, რომ მე "მისი" მქვია. მახარებს, რომ მის მეგობრებში არ "უტყდება" ჩემი ვინაობის გამხელა. მიკვირს როგორ ვენდობი და როგორ მჯერა მისი. როცა მას სისხლში ტერორისტის სისხლი უჩქეფს... ვშიშობ არ შევიშალო, ამ აუარებელი ეჭვების, უაზრო ფიქრის საფუძველზე. დედა მენატრება. მისი სურნელი ახლაც, რომ გულზე მალამოდ მედება. მენატრება მასთან ერთად საყიდლებზე სიარულული. სამზარეულოში ერთად ფუსფუსი. და.... მამა, ყველაზე დიდი ტკივილი. მან მე იმედები გამიცრუა. დედამაც მომატყუა. მასაც მიუძღვის წვლილი, ჩემს მთელი ცხოვრების ტყუილში ცხოვრებაში, მაგრამ ის არა არის დამნაშავე. ისიც მოატყუა "მამიკომ", გააცურა და გული ძალიან ატკინა. სალომე, სალი, სალიუს... იგი, ერთადერთი მეგობარია. ნამდვილი და ჭეშმარიტი მეგობარი. ყველა გაუგებრობიდან მან მიხსნა, გვერდით დამიდგა და ნუგეში მომცა , იმის, რომ მყარად უნდა ვიდგე და რეალობას თვალი გავუსწორო. დილით სალომეს თმებმა გამაღვიძეს სახეზე მაფენია, მას კი "გადათხლაშულს" სძინავს ჩემს საწოლზე. გამიკვირდა... გუშინ ღამით მარტო ვიყავი, ახლა კიი... -სალიუსს.... სალო, სალი.... ადეე...- ვიშორებ მის თმას სახიდან და თან ვცდილობ გამოვაღვიძო. -მაცადე!- ძვლივსღა ამოღერღა მან -აქ რა გინდა- ვდგები და თან ვიცინი, ამ სიტუაციის შემხედვარე. -აზრზე არ ვარ აქ რამინდა, მაგრამ ის ვიცი, რომ გუშინ ვიძახდი ანასტასიას უნდა ჩავეხუტოთქო. -"ვაი შე სულელო"- სიცხისგან უკვე აჭარხალებულ ლოყაზე ვაკოცე და აბაზანაში შევედი. ისევ დილის პროცედურები და სამზარეულო. ვიფიქრე დღეს გუჯა სახლში იქნებათქო, მაგრამ შევცდი. მის ოთახში შევედი. ჯობდა არ შევსულიყავი. ისეთი ანგრეულია ყველაფერი, ამ ოთახში გაჩერება შეუძლებელია. საწოლი "აჯიჯგნილი" რასაც ქვია. ტანსაცმელი მიყრილ-მოყრილი. ჯოჯოხეთია. - რა ჯანდაბა?! როგორ შეიძლება ამ ოთახში გაჩერება.-ვთქვი და ნივთების აკრეფა დავიწყე.- ოჰჰ, შვიდასორმოცდაათი სუნამო უდევს, "მილიონტრისტა" სკმოკინგი და ამავე რაოდენობის ფეხსაცმელი. "ქუჩის" სტილიც ჰყვარებია. -ჩემთვის ხმამაღლა ვფიქრობდი თავზე გუჯა, რომ დამადგა. -ასე უცებ მომიშინაურდი? უკვე ოთახსაც კი მილაგებ- ჩაიცინა და საწოლზე ადგილი დაიკავა. -უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. შემოვედი და რას ვხედავ... აქ როგორ გეძინა? - კარგი რა! რომელი დამლაგებელი მე მნახე. - ერთი კარგად შემომხედე, მე ვგავარ დამლაგებელს? -არა. არ ხარ ვალდებული ჩემს ოთახს ალაგებდე. -შენ ხარ იდიოტი! მადლობა მითხარი, რომ ვალაგებ. -ტენკიუ ვერი მაჩ მის ტასო! -მოვრჩი და იმედია იგივეს აღარ გაიმეორებ! -ვეცდები სიხარულო. ჩაიცვი გავდივართ! -სად? -მე რა გითხარი! -გუჯა! -ანასტასია აღარ გავიმეორებ! -როგორც იტყვით! ოთახიდან გამოვედი და ახლა ჩემს ოთახში შევედი. თეთრი ერთიანი კაბა ჩავიცვი, სანდლებთან ერთად და ქვემოთ ჩავედი. გუჯა დამხვდა. -კიდევ კარგი, რომ გიხილე. -ნუ ცინიკურობ გუჯა. -კაი წავედით.- ერთხელაც ჩაიცინა და კარისკენ გასწია. -სალი?! ის არ მოდის? -არა, თავი ტკივა. ის შემდეგ მოვა. მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუდექით. ნახევარი საათი გავიდა უკვე რაც, მანქანაში ვართ და ამ დაუსრულებელ გზას მივუყვებით. არც კი მეუბნება სად მივდივართ. -წყალი მინდა გუჯა. სადმე გააჩერე და მიყიდე. -აჰაა... თან მე გიყიდო ხოო?- ჩაიცინა. -დიდი ამბავი! აბა, მე რითი ვიყიდო?! ვმუშაობ, რომ საკუთარი თანხა მქონდეს? -გიყიდი, გიყიდი.- თქვა და ხელი ხელზე დამადო. უაზროდ გამცრა ტანში. ხო, ბევრჯერ შემხებია, მაგრამ ახლა სულ სხვა გრძნობაა. თითქოს ვიწვი. ტვინი თავში ვერ ისვენებს, გული კი... ფეთქავს წამში ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ და უთვალავჯერ. ვერ ვისვენებ მისი შეხებისას. ტანი თრთოლვას იწყებს, მოუსვენრობის გრძნობა შიგნიდან მღრღნის, და........ ერთი სიტყვით.... მე, მე არ ვარ. მანქანა გააჩერა ერთერთ მარკეტთან . თვითონ გადავიდა და მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. 2 წუთში უკვე ადგილზე იყო. კოლა მომართვა და ისევ გზას გავუდექით. მგზავრობით დაღლილი, მოვდუნდი და ჩამეძინა კიდეც. მზის სხივები, თითქოს სახეზე მეფერებიან. თვალს ვახელ და ულამაზეს ოთახს ვხედავ. წინ ვხედავ მხოლოდ მინას, უკან, ჩვეულებრივ თეთრ შპალერს. ორივე მხრიდან ტუმბო. სარკიანი კომოდი და მასთან ერთად ფუმფულა სკამი. იქვე დგას კარადაც , სულ სარკით, ფერი თეთრი. და მარცხენა მხარეს შავი კარი. ოთახი დავტოვე და მოპირდაპირე მხარეს არსებულ კიბეებისკენ გავსწიე. თანდათან მესმის ხმების. გუჯას ხმა ამოვიცანი და სიმშვიდემაც დაისადგურა. -გაიღვიძე?- დამინახა თუ არა, ღიმილიანი სახით წამოიწია ჩემსკენ. მასთან ერთად სამი გოგო და 6 ბიჭი იყო. მხოლოდ ორი ვიცანი, ბექა და თორნიკე. -გამორჯობა , ყველას. სად ვართ, გუჯა? -აჭარაში. მოდი დაჯე. ყავას მოგიტან . -კარგი. -ანასტასია, ჩვენ გუჯას მეგობრები ვართ.-დაიწყო საუბარი წითურმა, დაახლოებით 25 წლამდე გოგონამ. -ხო, ძნელად მისახვედრი არ არის.- ნაძალადევი ღიმილი ვაჩუქე და ახლა უკვე გუჯას მოტანილ ყავას შევექციე. ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა და მეგობრების ჩემთვის გაცნობა დაიწყო. -დათო და სესილი კანდელაკები ბაღიდან ერთად ვართ. ლელა, სოსო, ნათია და დემეტრე უნივერსიტეტის ხალხი. ბექა და თორნიკე კი იცი. -ხო, აქ რატომ ვართ ვერ მეტყვი? - დასასვენებლად. უფრო კომუნიკაბელურობისთვის. ჩემი მეგობრები, შენი მეგობრებიც არიან. ყველას დიდი სურვილი ჰქონდა შენი გაცნობის. -კარგია, მომწონს. სალი არ მოვა აქ? -კი. სალი და ლუკა ერთად ამოვლენ. -კაი და თამთა და ლიკა? - ერთ კვირაში ამოვლენ. ბიჭებთან ერთად. -რაამბავი- ჩავიცინე. -ხო ბევრნი ვიქნებით. -კარგია. -კაი ბავშვებო. ჩვენ ზემოთ ვიქნებით მანამდე ილხინეთ.-ერთხელაც ჩაიცინა, ხელი გამომიწოდა და ჩვენც კიბეებისკენ წავედით. -უხერხულში ხომ არ ხარ?- ოთახში შესვლისთანავე მითხრა მან. -არა, რა სისულელეა. პირიქით გამიხარდა ამდენი, რომ ვიქნებით ერთად. -მოგეწონება დამიჯერე. ეს , ახლა უცხოები ხართ. -ხო, ვიცი. -მოდი აქ.- ხელით მომქაჩა და მიმიხუტა. კარზე კაკუნი. -შემოდი- შემოიპატიჟა გუჯამ -გვრიტებო სუფრა და რამე. ჩამოდით- თორნიკე იყო. -მოვდივართ ქვემოთ ჩავედით და ნახევრად განზადებულ სუფრას მივუჯექით. -სასმელი აკლია დააა სრულყოფილი იქნება ჩვენი ტკბილი სუფრა.-ჩაიხითხითა ლელამ. აქედანვე შევამჩნიე მას სიცანცარე. -სასმელი გვაქ?-იკითხრა გუჯამ -სალი და ლუკა ამოიტანს. -ვახსენეთ და.... კარი გაიღო და სალი და ლუკა შემოვიდნენ. სალის ისევ ისეთი სახე ჰქონდა როგორც დილით. თითქოს დაღლილი და ნაწვალევი. -ჩემო ბავშვო, მჭირდები.-ჩემსკენ წამოვიდა, მეც შევეგებე და ერთმანეთს ხელები მოვხვიეთ. -დილით ერთმანეთი არ გინახიათ? - თქვა ოთომ და სიცილი დაიწყეს -ნუ ნაგლობთ. ქალი ცუდადაა- ავყევი მეც -წამო რა ოთახი მაჩვენეთ, რომ დავწვე. -არ შეჭამ? - რა შეჭამ ქალო გაგიჟდი? - კაი წამო დაგაწვენ. -ცნობისთვის, ოთახი ზემოთ სამია ქვემოთ ორი. ვიღაც ვიღაცეებს ერთად დაწოლა მოუწევთ.-ეშმაკური ღიმილი შეჰპარვოდა სახეზე. -ლელა და ნათია ერთად. დათო და სესილი ერთად. დემეტრე და სოსო ერთად. თორნიკე და ბექა ერთად. მე და ანასტასია ერთად. ლუკა და სალი ერთად. საკითხი მოგვარებულია.- თქვა გუჯამ -ერთი წუთით, მე და ანასტასია ერთად ვიქნებით.- გააპროტესტა სალიმ -არა მე და ანასტასია ვართ ერთად.- კმაყოფილმა წარმოთქვა გუჯამ -მორჩა ბაზარი მე და სალი და ვსო.- ჩავერთე მეც. სალის ხელი მოვკიდე და ზემოთ ავედით. -შენმა "ბოიფრენდმა" გარეკა?- საწოლზე გულაღმა დამხობილა სალიმ, დანანებით წარმოთქვა. -ოოჰ, "ბოიფრენდი" არ არის. გარეკა? მემგონი ჰო. -აბა, რა არის ქალო?! -მაგას მაინც ვერ დაარქმევ. -კაი, მაშინ.......... ნაშა ბიჭი. -იდიოტი ხარ.- ავკისკისდით, რასაც გუჯას სტუმრობა მოჰყვა. -არ შეიძლება თქვენი ერთად ყიფნა. -გუჯის სალიამი. დიაგნოზი დასვი უკვე?- თმები ავუჩეჩე -ქვემოთ ჩამოდით ახლა, დღეს ვთვრებით ყველა.- თმები უკან გადამიწია და ახლა სალის მიუბრუნდა. - შენ ქალბატონო! რო "უყლუწუნე" 10 ჭიქა ერთად, რა გეგონა. ადე ახლა ლუდი მიკარი მაგას და მე მჟავე კიტრი გაგივლის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.