შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილის ღამე [ ნაწილი I] [სრულად]


12-10-2017, 05:33
ავტორი მე♥
ნანახია 18 570

-ძალიან იღლები?_მოწყენილმა ვკითხე და სარკის წინ დავტრიალდი.

-ვიღლები, მაგრამ შენ რომ მახსენდები ყველანაირი დაღლილობა ქრება.

-ნიკა. _გაბადრულმა ჩავილაპარაკე საქმროს სახელი და და კაბა ტანზე მივიდე.

-შენ რას შვები, ემზადება სამსახურში წასასვლელად?

-ვემზადები და ცოტას ვნერვიულობ. _მობუზული წავიდი აბურდული საწოლისკენ, ფეხმორთხული დავჯექი და კაბა ლამაზად გადავფინე.

-ნუ ნერვიულობ, შენნაირი გამოცდილი, ჭკვიანი და ლამაზი თანამშრომელი ძალიან იშვიათია, ასე რომ საკუთარ თავს შემოუძახე და ისე წადი! იცოდე მე ყველაფერს ვგრძნობ. _სიცილით დაამატა ჩემმა საქმრომ.

-კარგი, შემოვუძახებ.

-მიყვარხარ!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ხმით გამიღიმა.

-მეც მიყვარხარ!

აშკარად მიშველა ნიკასთან ხანმოკლე დიალოგმა. ძალიან იშვიათად ახერხებს ჩემთან საუბარს, მითუმეტეს ახლა როცა გადარბენები აქვს, წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებს... იმდენად იღლება და იტივრთება თავისი ამბების მოყოლას ნორმალურად ვერც ახერხებს, ზოგჯერ შეხვედრიდან მირეკავს შენი ხმა მომენატრა და რომ არ გავიგონო შეიძლება ცუდად გავხდეო. მეც ბედნიერი და მეცხრე ცაზე მყოფი ვეტიტინები და ვცდილობ ცუდად არ გავხადო. ნიკას სამსახურის გადამკიდე ერთად იშვიათად ვართ წელიწადში 4_ჯერ მაინც უწევს მივლინებაში წასვლა და რამდენიმე კვირის ევროპაში და აზიაში გატარება. როგორც კი ცოლად გავყვები მეც მასთან ერთად ავიკრავ გუდა ნაბადს და წავალ, აბა ცოლი რომ გავხდები მერეც ხომ არ დაველოდები როდის ჩამოვა ჩემი ქმარი 3 თვიანი მივლინებიდან, მერე როდის დარჩება ერთი კვირით და ისევ უკან წავა... არა, ბატონო, ასე არ მაწყობს.
ფიქრით დაღლილი წამოვდექი ფეხზე და კაბა ჰაერში ავაფრიალე.
^?^?^
-გოგო, გაიგე?_შოკირებული მარიამი მომვარდა და დივანზე რასაც ქვია დამახეთქა.

-რა?_გაოცებულმა ვკითხე და ტუჩსაცხის წასმა განვაგრძე.

-რა და... შენი ყოფლი დაქალოჩკა რომ არის ელენე._შეპარვით და გაღიზიანებული ტონით დაიწყო მარიამმა.

-მერე?_სიცილით ვკითხე, ვიცოდი რომ ელენეზე ყოველთვის ალერგია ქონდა.

-თხოვდება. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.

-მერე რა, კარგია.

-რა არის კარგი, მაგაზე პირველი მე უნდა გავთხოვილიყავი! არ გახსვოს ჩვენი ნაძლევი?_ტუჩებდაბრეცილმა მკითხა და წარბი ამიწია.

-კარგი რა, მარიამ, რა დროს ელენე, ქორწილი და ნაძლევებია... შენ ის მითხარი ეს პომადა უხდება ჩემს კაბას?

-უხდება... უხდება! რას ნიშნავს რა დროს ელენე და მაგისი ქორწილია, დაპატიჟებულები ვართ. მეილზე მომწერა ქალბატონმა, ისეთი ოფიციალური წერილი-მეთქი აიღე და გადატეხე წელში. _აგრესიას აშკარად ვერ მალავდა ჩემი დაქალი.

-მე რა მინდა მაგის ქორწილში, ბოლოს რომ ვნახე ოთხ ფეხზე დადიოდა. _სიცილით ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი.

-ეგრეც არ არის, მაგრამ დიდი დრო ნამდვილად გავიდა... თუმცა ვალდებულები ვართ წავიდეთ, დაგვპატიჟა და უხერხულია, რა... იფიქრებს რომ ისევ ის უაზრო წყენა გვაქვს გულში ჩადებული.

-მართალი ხარ, ჯობია წავიდეთ და მალევე დავბრუნდეთ უკან. _თავი დავუქნიე და ჩანთა ავიღე. _ახლა კი ჯობია მე წავიდე მალე, თორემ სამსახურში დამაგვიანდება და პირველი დღეა. _თვალები დავაბრიალე და კარებისკენ წავედი.

-გაკოცე და წარმატებები!_ხმამაღლა მომაძახა მარიამმა და ტელევიზორს ბოლო ხმაზე აუწია.

წარმატებები ნამდვიალდ მჭირდება, როგორც მამინაცვლისგან გავიგე ჩემი უფროსი დიდი კერკეტი კაკალია. 66 წლის არის და ჯერაც არ აპირებს სავარძლის დათმბობას. თანაც ისეთ ჯანზეა, დაუდგეს 22 წლის ბიჭი.
25 წლის ვარ და ჩემი პირველი სამუშაო დღეა, მართალია აქამდე იყო რაღაცა პატარა მაიმუნობები “სამსახურის” სახით, მაგრამ ოფიცლაური არაფერი. უკვე დიდი გოგო ვარ და მინდა ჩემი თავი მე ვარჩინო და არა მამინაცვალმა. თუმცა რას ვერჩი ავთოს, რაც დედასთან ერთადაა ყოველთვის გვერდში მიდგას. ერთ ოთახიანი ბინა საბურთალოზე ავთომ მიყიდა, ასევე რემონტის ფულიც თვითონ მომცა და საერთოდ ყოველთვის ჩემს გვერდით არის როცა მჭირდება. მამაჩემი თვალით არასოდეს არ მინახავს, დედამ გამაჩინა და გამზარდა, 10 წლის რომ გავხდი ავთო გაიცნო და მასთან დაიწყო ურთიერთობა, თავიდან არ მომწონდა ეს ყვეალფერი, მეგონა რომ მამას ღალატობდა.. მერე რომ გავიაზრე რა არის ნამდვილი ღალატი და ვინ არის მამაჩემი, ავთო ძალიან შემიყვარდა. მამასავითაა!

უფროსის კაბინეტიდან რასაც ქვია გასაწური გამოვედი, ისეთი ოფიცალური ტონით მესაუბრებოდა ერთი საათი განმავლობაში ცოტა მაკლდა და ალბათ გული წამივიდოდა. სამაგიროდ ყველაფერი ამიხსნა, მერე შენობა დამათვალიერებინა და სადღაც მუყაოს ყუთში შემჩურთა... “ეს იქნება შენი კაბინეტიო.” იცოცხლე ვლანძღე და ვთათხე, მაგრამ გულში, აბა ხმამაღლა ენას როგორ მოვაბრუნებდი.

>>>
-ნიკა, 2 დღეა საერთოდ არ გაგხსენებივარ. ხომ კარგად ხარ, რამე ხომ არ გჭირდება?

მეილზე ვაფრინე შეტყობინინება. ვინაიდან და რადგანაც დაფარულ ნომერზე ჩემი საქმრო აღარ მპასუხობდა. რამდენიმე თვე ქართული ნომერით დადიოდა მივლინებებში კორპორატიული ქონდა, მაგრამ მერე რატომღაც ნომერი გამოცვალა და დაფარა, თუმცა სამსახურში ისეთებს აკეთებინებენ, რა გასაკვირია ესეც მათი სურვლი ყოფილიყო.

-კარგად ვარ, უბრალოდ ძალიან გადატვირთული ვარ და ვერცერთი წამით ვახერხებ მოცლას... ძალიან დიდი ბოდიში ყველაფერისთვის, ნაინა!

ბოლო ერთი საათია გაშტერებული ვუყურებ შეტყობინებას. როდის იყო ნიკა გადატვირტული გრაფიკის გამო ბოდიშს მიხდიდა, ცოტა მეუცნაურა მისი სიტყვები, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ შეწუხებულია და ნერვიულობს ყურადღებას რომ ვეღარ მაქცევს. ამიტომაც მიხდის ბოდიშს.

-ზეგ რას იცვამ?_ინტერესით მეძგერა მარიამი. ნიკას შეტყობინება ჩავკეცე და მარიამს გადავხედე.

-ზეგ რა ხდება?_გაკვირვებულმა ვკითხე და კომოპიუტერის სკამი დავტოვე.

-როგორ თუ რა ხდება?! ზედ ელენეს ქორწილია._გაბრაზებულმა ჩაიქირქილა. _მოიცადე, შენ რა არ გახსოვდა?

-მარიამ, ელენეს ქორწილი კი არა ჩემიც აღარ მახსოვს.

-ისე შენ და ნიკა როდის აპირებთ მაგ ამბავს, უკვე ორი წელი გავიდა, ნუ...

-ხო, მაგრამ როდის? სულ მივლინებაშია.

-ეგ და მაგის მივლინებები..._წარბები აწკიპა. _ისე ცოტა საეჭვოა, რომელი კომპანია უშვებს ერთ თანამშრომელს წელიწადში ამდენჯერ მივლინებაში.

-ხო, მაგრამ ხომ იცი ნიკას კომპანია კერძოა და იქ ყველაფერი სხვანაირად ხდება.

-უი, ხო. _სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი აიქნია. _წავიდეთ საყიდლებზე თუ გარდრობიდან ავარჩიოთ?

-ელენეს ქორწილისთვის ჩასაცმელ კაბაში გადავყრი ახლა ფულს... მეტი საქმე არ მაქვს, ჩემი გარდერობი კაბებეს მიაქვს და ავარჩევთ რამეს.
>>>
-კარგი რა, დამშვიდდი... უბრალოდ ბევრი საქმე აქვს და ვერ იცლის, ხომ მოგწერა არა მეილზე არ მცალიაო.

უკვე მეასედ მიმეორებს მარიამი ამ სიტყვებს, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდები. იმ დღის შემდეგ არცერთხელ არ მოუწერია ნიკას, ზარიც კი არ გამოუშვია... საერთოდ ცოცხალია თუ მკვდარი ისიც არ ვიცი. იმდენად ვარ უკვე დაპანიკებული ცუდის გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ადრეც იკარგებოდა ხოლმე, მაგრამ ამდენი ხნით არა. ახლა უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაცა ძალიან ცუდი ხდება.
მარიამმა აიჩემა ჯვრისწერაზეც მივიდეთ და დავესწროთო, ეკლესიაში შესვლის შანსს ხელიდან არ უშვებს. განსაკუთრებით თუ საქმე ნათლობას, ან ჯვირსწერას ეხება. მარიამის მკლავზე ჩამოკონწიალებული ავდიოდი კიბეებზე და თან გულიანად ვიცინოდი.

-ხოდა, ეს გოგო თურმე ამ ბიჭის გარე ბიძაშვილი ყოფილა და ქორწილის დღეს გაუგიათ. _ხმამაღლა ხითხითებდა ჩემი დაქალი.

-კარგი რა, მაგაზე როგორ გეცინება. ცოდოები არიან. _უცებ მოვიწყინე და “ბოროტ” დაქალს მხარი გავკარი.

-კარგი რა, რანაირად არიან ცოდოები, ერთი ახლობელი მაინც როგორ ვერ აღმოაჩინეს 5 წლის განმავლობაში? ნუ გადამრევ. _სიცილით განაგრძო, მერე მეც გამეცინა და თანაც ძალიან ხმამაღლა.

-ცოტა ხმადაბლა უხერხულია. _უკნიდან მომესმა ხანში შესული ქალბატონის ხმა.

-უკაცრავად.

ხამდაბლა ჩაიჩურჩულა მარიამმა და ტუჩებგადატრალებულმა ჩაიცინა, მის ბავშვურ
ქცევაზე მეც გამეცინა. ტაძრის შესასვლელთან უამრავი ადამიანი იდგა, ზოგი სურათებს იღებდა, ზოგი წყვილის ბედნიერებაზე საუბრობდა, ზოგიც სიძის ბიუჯეტს განიხილავდა და ასე... ერთი სიტყვით ნამდვლად ვერ მოიწყენდით. რამდენიმე ჩემი ძველი მეგობარიც აღმოვაჩინე და მათთან ერთად ძველი მოგონებების საუბრით გავირთე თავი.
ღიმილით გავხედე ეკლესიისკენ წასულ მარიამს, რომელმაც ჩქარი ნაბიჯები ჯერ შეანელა, მერე კი საერთოდ გაჩერდა. მისი ქცევით გაკვირვებულმა გავაყოლე მეგობრის გაშტერებულ მზერას თვალი და ეკლესიის შესასვლელთან დაყუდებულ ნიკას გაოგნებულმა გადავხედე.

-იცნობ?_საიდანღაც მომესმა გუგუნით ხმა.

-ვის?_ლუღლუღით ვკითხე ვიღაცას, ისე რომ ნიკასთვის თვალი არ მომიშორებია.

-ნიკას, ელენეს საქმროს. _ნიკადან მზერა სწრაფად გადავიტანე მოსაუბრეზე და გაოგნებული ჩავაჩერდი თვალებში, თითქოს იქ დავინახავდი რაღაცას რაც იძულებულს გამხდიდა ეს ბინძური სიმართლე ჩემამდე არ მომეშვა.

-ვის?_კიდევ ერთხელ ვკითხე გოგონას რომლის სახესაც უკვე ვეღარ ვარჩევდი და მზერა ისევ ნიკაზე გადავიტანე. ამასობაში ვიგრძენი როგორ მეძგერა ვიღაცა მაჯაზე. სუნამოთი ვიცანი მარიამი იყო.

-ნაინა, ძალიან გთხოვ უბრალოდ ისუნთქე!_ცრემლიანი ხმა ქონდა ჩემს დაქალს.

-მარიამ... მარიამ..._გაშტერებული ვლუღლუღებდი და ცრემლებს ვყრიდი. ცრემლებით არეულ ლანდებში მაინც გავარჩიე ნიკას სილუეტი რომელმაც შემამჩნია და იმ წამსვე შეეცვალა სახე. ღიმილი რომელიც ბედნიერებისგან კიოდა საოცარმა გაკვირვებამ და შიშმა შეცვალა.

-ჰო, ნაინა, ჰო... _ხმადაბლა ჩურჩულებდა ჩემი დაქალი.

-წავიდეთ! ძალიან გთხოვ წავიდეთ!

არ ვიცი იმ წამს საიდან ვიპოვე საკუთარ თავში ამდენი არარსებული ძალა, მაგრამ შევძელი და მოვტრიალდი. ვიგრძენი როგორ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი ნიკამ ჩემკენ, მაგრამ უკან აღარ მივტრიალებულვარ. ვცდილობდი ღრმად მესუნთქა და სცენები არ გამემართა, ვცდილობდი საკუთარი თავისთვის იმ წამს დადებული პორობა სისრულეში მომეყვანა და აქედან საღ გონებაზე მყოფი გავსულიყავი. როგორც კი ტაძრის ეზოს მოვშორდით და კიბეებს მივუახლოვდით შევბარბაცდი, დაგუბებულ სმენას მარიამის ერთი ამოკივლება მისწვდა და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. ერთადერთი რაც ვიცი არის ის რომ სულისგან განსხვავებით სხეულით მიწაზე არ დავნარცხებულავარ!

გონება დაბინდული, ბინდ გადაკრული საერთოდ ვერ ვაზროვნებდი. თვალებდახუჭულმა ვიცოდი რომ რაღაცა ისე ვერ იყო, ისიც ვიცოდი რომ გული წამივიდა, მაგრამ იმ წამს ამას ვერ აღვიქვამდი. ერთადერთი რასაც რეალურად ვგრძნობდი რომ იქ სადაც ვიყავი საშინლად სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ალბათ სურნელის დამსახურებაა აზრზე რომ მოვედი, თვალები ნელა გავახილე და “ჭერს” ავხედე, მაგრამ მოიცადე... ეს ჭერი არ არის, თუ ოთახში ვარ მაშინ რატომ ვმოძრაობ, ან საწოლი რატომ არის ასეთი არაკომფორტული? თავი ოდნავ მივატრიალე და სავარძელბით მივხვდი რომ ოთახში კი არა მანქანაში ვარ. თვალები ისევ დავხუჭე და სურნელი ღრმად შევისუნთქე.

-რა სასიამოვნო სურნელია. _გაშტერებულს აღმომხდა.

-ნაინა, ნაინა... გონს მოხვედი?_ამჯერად მარიამის დაპანიკებულმა ხმამ მომიყვანა გონს. თვალები სწრაფად გავახილე და ცრემლიან დაქალს გადავხედე.

-მითხარი რომ რაც იქ დავინახე... რაც იქ დავინახე უბრალოდ ჩემი უაზრო ფიქრები და ფანტაზია. _ზმუილით ჩავიჩურჩულე და წამოჯდომა ვცადე, მაგრამ იმდენად დასუსტებული და გამოფიტული იყო ჩემი ორგანიზმი ვერ მოვახერხე და ისევ საწყის პოზიციას დავუბრუნდი. ვიგრძენი როგორ გაჩერდა მანქანა და თვალები საჭესთან მჯდომიისკენ გავაცოცე.

-მოვედით. _ჩაილაპარაკა ხმამ.

-სად მოვედით?_დაფეთებილმა წამოვიძახე და კიდევ ერთხელ ვცადე წამოჯდომა, ამჯერად შევძელი და ოდნავ წამოვჯექი.

-საავადმყოფიში. _უკანა კარები გააღო მამაკაცმა, სწრაფად დამავლო ხელი და მკლავებზე გადამიწვინა.

-საავადმყოფოში რა მინდა?_დაფეთებულმა ვიკითხე და მამაკაცის პიჯაკს მთელი ძალით ჩავაფრინდი, თითქოს ის გადამარჩენდა.

-ნაინა, უბრალოდ გაესინჯები და წამოვალთ. _ჩურჩულით ამიხსნა მეგობარმა.

-დამსვი!_მოულოდნელად წამოვიყვირე და მამაკაცის ხელებში ავფართხალდი.

-როგორც კი საავადმყოფოში შევალთ დაგსვამ!

მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და საავადმყოფოს კიბეებისკენ წავიდა. წინააღმდეგობის გაწევა აღარ მიცდია, ძალაც აღარ მქონდა ამისთვის. ჯერ კიდევ ეკლესიის ეზოში ვიდექი გაოგნებული და შეშფოთებულ ნიკას ვუყურებდი. როგორ მომატყუა, ასეთი ტყუილისთვის რატომ გამიმეტა. თუ სხვა უყვარდა ხომ შეეძლო უბრალოდ ეთქვა და თავი დაენებებინა. რატომ მპირდებოდა ამდენ სიცრუეს თუ ბოლოს მაინც ასე უნდა მომხდარიყო? ახლა უკვე ერთიანად მაწყდება ნიკას თითოეული სიტყვა რომელიც თურმე სულ ტყუილი ყოფილა. მახსენდება მისი გადტვირთული გრაფიკი, სულ მივლინებები და მივლინებები. მახსენდება როგორ ერიდებოდა სკაიპში საუბარს, როგორ ცდილობდა ეს ყველაფერი დაემალა. რომ წარმოვიდგენ ჩემთან ტელეფონზე საუბრის მერე ელენეს როგორ ეფერებოდა. საერთოდ იმდენ რაღაცაზე მეფიქრება ცოტაც და ალბათ გადავიწვები. ერთადერთი რისი საღად აღქმაც შემიძლია არის ის რომ გული საშინლად მტკივა, თითქოს ვიღაცამ ხელისგულში მოიქცია და მთელი ძალით უჭერსო.
ძლიერი მკლავებიდან უცებ ოდნავ უხეშ, მაგრამ კომფორტულ ადგილას გადავედი. თვალები რომ გავახილე პალატაში ვიწექი და ექიმი ათვალიერებდა ჩემს გადიდებულ გუგეებს.

-სტრესი. _დიაგნოზი დასვა და წელში გასწორდა.

-ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?

ხმა უკანკალებდა მარიამს. მე გაფითრებული სახით ვუყურებდი პალატის თეთრ კედლებს და ჭერს. მზერა კედლებიდან კარებთან მდგარ უცნობზე გადავიტანე რომელიც ინტერესით უსმენდა ექიმს და მე მაკვირდებოდა.

-კარგით, წავალ და ყველა წამს ვიყიდი. _უცებ წამოიძახა მარიამმა. ექიმმა რეცეპტი მიაწოდა, თავი დაუქნია და პალატიდან გავიდა. _ნაინა, აქვე აფთიაქში გავიქცევი წამლებს ვიყიდი და ახალვე მოვალ. შენ არაფერზე ინერვიულო!_შუბლზე მაკოცა, ხელები მხრებზე მომითათუნა და კარებისკენ წავიდა. _ვაიმე, იმდენი რაღაცა მოხდა. ძალიან დიდი ბოდიში ყურადღება ვერ მოგაქციეთ, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. _კარებთან გაჩერდა და მამაკაცს დამნაშავესავით მიაჩერდა. მე უსულოდ გადავაგდე თავი და ფანჯრიდან შემოპარულ მზის სხივებს გავუსწორე თვალი.

-არაფერია, ყველაფერი კარგადაა. _ხმადაბლა ჩაილაპრაკა მამაკაცმა. _დარჩი წამლებს მე მოვუტან. _უცებ ააცალა რეცეპტი და პალატიდან გავიდა.

-ფული?!_ხელის ქნევით გახედა მამაკაცს, მაგრამ უცნობი არ მოტრიალებულა. მარიამი მხრების ჩეჩვით მოტრიალდა ჩემკენ და საწოლისკენ წამოვიდა. _ნაინა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჩემი სახელი და საწოლზე ჩამოჯდა.

-ასე როგორ მომატყუა, ასე როგორ გამიმეტა?_სასოწარკვეთილი ვსვამდი კითხვებს და ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი.

-გალანძღე, მიწასთან გაასწორე, ოღონდ შენ არ ინერვიულო!

ლოყაზე მომეფერა და შუბლზე მაკოცა. არაფრის თქმის სურვილი არ მქონდა მითუმეტეს ნიკას ლანძღვის. ზუსტად ვიცოდი ეს შვებას არ მომიტანდა, პირიქით გამუდმებით მასზე საუბარს შეიძლება ჭკუიდან გადავეყვანე. ყველაზე მეტად მე ის უფრო მიანტერესებდა რამდენი ხანი გრძელდებოდა ჩემი გაბითურება და მიწასთან გასწორება, ან იცოდა თუ არა ამის შესახებ ელენემ. ძალიან ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა ტრიალდება ჩემში, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცოდი რომ ამ კითხვებს გარკვეული პერიოდი ვერ დავსვამდი.
ერთი წამით ისიც ვიფიქრე მივალ და ქორწილს ჩავშლი, მერე რა ეკლესიაში ჯვარი რომ დაიწერეს-მეთქი, მაგრამ გულმა არ გამიშვა. მიუხედავად ნიკას არაკაცური საქციელისა საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემდი ელენეც გამეუბედურებინა, თუმცა შეიძლება მან ყველაფერი იცის და ასე ურჩევნია. ხოდა ორი მიზეზის გამო არ წავედი და დავრჩი საავადმყოფოში.
კარების ხმაზე ორივემ ერთად მივიხედეთ, პალატაში ნაცნობი გოგონა შემოვიდა. ღიმილით გაუწოდა მარიამს წამლების პარკი, მერე მე გადმომხედა და ყუთი გამომიწოდა.

-ეს აქ რომ მამაკაცი იყო იმან გადმოგცდათ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ყუთი საწოლზე დამიდო. დაბნეულმა დავხედე მართკუთხედი ფორმის ყუთს რომელიც პარკში იყო გახვეული. სწრაფად წავიღე ხელი ყუთისკენ, მაგრამ მარიამმა არ დამაცადა.

-შენთვის მოძრაობა არ შეიძლება, გადასხმა გიდგას. _თვალები დამიბრიალა და პარკისკენ წაიღო ხელი. _გავხსნა?_უხერხული ღიმილით დამეკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დაველოდე როდის გავიგებდით რა იდო ყუთში. სწრაფად შემოაცალა შავი პარკი და სუნამოს ყუთს გაოცებულმა დახედა. _სუნამოა.

მე ხმამაღლა ჩამეცინა. გამახსენდა ჩემი პირველი სიტყვები გონს მოსვლის დროს. აშკარად გულიანად მისმენდა მამაკაცი.

-ხო, სუნამო..._ჩავიჩურჩულე და ბოსის პარფიუმს შევავლე თვალი. _ეს ის სუნამოა მანქანის სალონში რომ ტრიალებდა. _ავუხსენი მეგობარს და სუნამო გამოვართვი.

-შენ რომ მოგეწონა?_გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები. თანხმობის ნიშნად თავი დავუქენია._უყურე შენ. _ეშმაკურად ჩაიცინა. მე წამებში დამისერიოზულდა სახე და სუნამო საწოლზე ვისროლე.

-არ მინდა! კაცებისგან აღარაფერი არ მინდა!_კატეგორიული ტონით ჩავილაპარაკე და ფანჯარას გავხედე.

-ხო, მაგრამ, ნაინა, იმ კაცმა სუნამო დატოვა და წავიდა..._მხრები აიჩეჩა ჩემმა დაქალმა. _მოიცადე, მართლა სად წავიდა?_სწრაფად მოვიდა გონს და კარებს გახედა. _თან წამლებიც ექთანს გამოატანა. _კალთაში ჩადებულ პარკს დახედა. _კარგი ადამიანია. _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და პარკიდან რეცეპტი და წამლები ამოიღო.

-ეგრე ადვილად ნუ ენდობი კაცებს!_ჩემი გამოცდილებიდან მივეცი რჩევა და სიმწრით გავუცინე.

სახლში დღის ბოლოს დავბრუნდი, ქორწილისთვის შერჩეული კაბა სწრაფად გავიხადე და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავედი. წყლის ჭავლის ქვეშ ვიდექი და ვცდილობდი ქაფიანი ღრუბელის საშუალებით ჩამომერეცხა ის განცდები და შეცდომები რაც ქორწილის დღემდე დავუშვი. კიდევ კარგი ნიკასთან ფეხი არ წამიცდა და მის საწოლში არ ამოვყავი თავი, თორემ ეს ორმაგად დამაზარალებდა. არ მივეკუთვნებოდი იმ კატეგორიას ქორწილის ღამეს რომ იციან ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად ვფიქრობ. როცა გღალატობენ მერე ცდილობ გაიხსენო რა როგორ გააკეთე და ხვები რომ ყველაფრის შეცვლა მოგიწევს! სააბაზანოში ზუსტად ვიცოდი რომ თუ ოდესმე მამაკაცების ნდომა დამიბრუნდება, ქორწილის ღამემდე არაფერი არ მოხდება, ისეთი რამაც შეიძლება მერე მე მავნოს. თუმცა ძნელია ამ ყველაფრის მერე ვინმეს ენდო, ძნელია გაიაზრო რომ ყველა ერთნაირი ვიგინდარა არ არის. მითუმეტეს მაშინ როდესაც მამაკაცი სამყაროს გირჩევნია და ხვდები რომ მის გამო ყველაფისთვის მზად ხარ და უცებ... ბრახ! მიწას ენარცხები მთელი ძალით და ხვდები რომ ყველაფერი შეიცვალა, ხვდები რომ ის რაც აქამდე იყო სიცრუეა.

მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, მეძინებოდა თანაც საშინლად. საავადმყოფოში მიღებულმა წამლის დოზებმაც იმოქმედა ამაზე, მაგრამ როგორც კი თვალს ვხუჭავ სულ ნიკა და ელენე მელანდება და ძილი შეუძლებელი ხდება. მგონია რომ თუ სხეულს მოვადუნებ და თვალებს საშუალებას მივცემ წამით მაინც ჩამოვაბნელებ ჩემში ნიკა მოვა და კიდევ ერთხელ მატკენს... შეშინებულს კი ნამდივლად არ მინდა ეს ისევ განმეორდეს!
დილის ექვს საათზე წამოვდექი, თხელი ხალათი მოვიცვი და შიშველი ფეხებით გავფრატუნდი მისაღებში. მარიამი დივანზე იწვა, ტელევიზორი თავისთვის ყიყინებდა, ჩემი დაქალი კი სიცივისგან იბუზებოდა. ღიმილით მივაფარე პლედი და სამზარეულოში შევედი ჩაის დასალევად.

-როგორ ხარ?_ზურგს უკან მარიამის მშვიდი ხმა მომესმა. ღიმილით მივტრიალდი მეგობრისკენ.

-კარგად ვარ და შენთვის რაღაცა მაქვს სათქმელი. _ხმადაბლა შევაპარე და სამზარეულოს კარებთან ავეყიდე.

-რა მოხდა?_შეშინებული წამოჯდა დივანზე და თვალები მოისრისა.

-კანადაში უნდა წავიდე!_ტონით უკვე იგრძნობოდა რომ ყველაფერი გააზრებული და გადაწყვეტილი მაქვს.

-ნაინა, შენ რა გაგიჟდი?_უცებ მოფხიზლდა ჩემი დაქალი და განრისხებული წამოხტა ფეხზე.

-არა, არ გავგიჟებულვარ და ზუსტად მაგიტომ მინდა კანადაში წასვლა რომ საკუთარ თავს დროულად ვუშველო და არ გავაფრინო!_ოდნავ მეც ავუწიე ხმას.

-ნაინა, ასე პრობლემებს ვერ გაექცევი. _წამებში დაუსევდიანდა ხმა.

-მე პრობლემებს არ გავურბივარ, მე საკუთარი თავის შესანარჩუნებლად მივიდვარ! არ მინდა ვიყო იმ ქალაქში სადაც საფრთხე მემუქრება. ქალაქში როცა სახლიდან გასვლის წინ სულ იმაზე უნდა ვფიქრობდე სადმე ნიკა არ გადამეყაროს. არ მინდა!

მარიამმა ღრმად ამოისუნთქა და ისევ დივანზე დაბრუნდა, სახე ხელისგულებში ჩარგო და თავი რამდენჯერმე გააქნია.

-არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ... მაგრამ მგონია რომ წასვლა გამოსავალი არ არის. ეგ დროებითი თავშესაფარია, უკან დაბრუნებულს კი ყველაფერი განგიალხდება.

-ხოდა არ დავბრუნდები. _სიცილით ჩავილაპარაკე და გვერდით მივუჯექი. _მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ამ ქალაქში ვერ გავჩერდები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიკასთან ბრძოლა მომიწევს, მე კიდევ არ მინდა მაგ ადამიანთან რაიმე საერთო მქონდეს.

-არ მინდა რომ წახვიდე, მერე მე რა გავაკეთო აქ?_ცრემლმორეულმა მკითხა და თავი ჩემს კალთაში ჩადო.

-შენც წამოდი. _სრული სერიოზულობით დავაბრეხვე და თვალებ დაქაჩულს დავაჩერდი.

-სად, კანადაში?_სიცილით მიპასუხა.

-ხო, კანადაში, თან იქ იცი რა კარგი ხელფასებია... თავიდან გაგვიჭირდება, მაგრამ მერე მივეჩვევით და ჩვენც ავუწყობთ ცხოვრებას ფეხს. _უცებ შევედი აზარტში. საშინლად მომინდა მარიამიც ჩემთან ერთად ყოფილიყო.

-არ ვიცი, ნაინა, მე და კანადაბა. _სიცილით დაბრიცა ტუჩები.

-ეგრე კანადაზე არც მე ვირევი, მაგრამ დროებით მაწყობს.

-სულელი გოგო ხარ!_თავი წამოყო და შუბლზე მომარტყა გაშლილი ხელისგული.

-არ წამოხვალ?_მობუზულმა ვკითხე და მუდარით შევხედე.

-არ ვიცი, ჯერ ვიზა უნდა ავიღო და სხვათაშორის შენც ქალბატონო.

-ხო, ვიზა უნდა ავიღოთ, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა საბუთები წესრიგში გვაქვს. 6 თვიან ვიზას დავწერთ და ვიტყვით რომ იქ სტუმრად მივდივართ. მერე რამეს მოვიფიქრებთ. _უცებ დავაწყე გეგმები, თითქოს და არ ვიცოდე რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული კანადის ვიზა. მარიამმა ხვნეშით გააქნია თავი და თვალები აატრიალა.

-ჯანდაბას, წავიდეთ!

-ნერვიულობ?_სიცილით მკითხა ჩემმა ლურჯთავიანმა დაქალმა და მხარზე ჩამომეკონწიალა.

-ძალიან. _მეც სიცილითვე ვუპასუხე, მაგრამ ხმაში აშკარად მეტყობოდა მღელვარება.

-3 წელი გავიდა. _საკუთარი სიტყვების არ სჯეროდა მარიამს.

-მთელი სამი წელი. _ხმადაბლა გავიმეორე და აერიპორტის შესასვლელს დავაკვირდი. _გვიღირს კი უკან დაბრუნება?_ეჭვით ვიკითხე და სულ სხვანაირ დაქალს გადახედე.

-გვიღირს!_წელში გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა და ჩემოდანი წააგორიალა.

როგორ მახსოვს სამი წლის წინაც ზუსტად ასე ვიდექი თბილისის აეროპორტის შესასვლელში და ვიქრობდი რა მელოდა კანადაში. როგორ წარიმართებოდა ჩემი უფსკრულისკენ წასული ცხოვრება, ზუსტად ვიცოდი რომ უამრავი პრობლემა და განსაცდელი მელოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მე და მარიამი ყველაფერს გავუძლებდით. კანადაში რომ ჩამოვედით ჯერ მარტო ქუჩებთან და ადამიანებთან შეჩვევა გაგვიჭირდა, ყველაფერი ისეთი სხვანაირი იყო. ადამიანები ძალიან ფერადები და თავისუფლები, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და შენი საერთოდ არ აინტერესებს. ამ ყველაფერს შევეგუეთ, მაგრამ სამსახური და სახლი ძალიან დიდი პრობლემა იყო, აქაც ავთო და მისი რამდენიმე მეგობარი დაგვეხამრა. კანადაში ახლობლები ყავს, მართალია სხვა ქალაქში, მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენს დახამრებას. სახლი და სამსახური ადვილად გვიშოვეს, ვინაიდან და რადგანაც ინგლისური ორივემ ძალიან კარგად ვიცით. მარიამმა ძალიან მალე აითვისა ყველაფერი, კოლეჯში სიარული დაიწყო დამატებითი კურსის სწავლა არაფერს მავნებსო და სალონის კურსების გავლა გადაწყვიტა. მე სულ ვმუშაობდი, ვცდილობდი ნიკას მოგონებები საერთოდ წამეშალა და მათზე აღარ მეფიქრა, მაგრამ შეუძლებელი იყო. ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი მასზე ვფიქორბდი, მიუხედავად ყველაფრისა ვგრძნობდი რომ უნამუსო სიყვარული შემომრჩა, რომლის სამუდამოდ გაქრობაც საშინალდ მინდოდა! დროთა განმავლობაში მივეჩივე მასზე ფიქრს და უკვე იმდენად იყო ჩემში გამჯდარი რომ ნიკაზე ფიქრის დროს მეგონა სხვა რაღაცას ვაკეთებდი. ცხოვრების წესი შევცვალე, აღარ ვიყავი ის ნაინა რომელიც საქართველოში საკუთარმა საქმრომ მიწასთან გაასწორა. ყველაზე მეტად კი გული იმაზე მწყდებოდა რომ ამ ყველაფრის მერე ნიკას არცერთხელ არ მოვუკითხივარ. მეილზეც კი არაფერი მოუწერია.
ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა!
კანადაში ცხოვრებიდან 2 წელში კარებს ვაღებ და ვხედავ ლურჯთავიან გოგონას რომელიც ძალიან გავს მარიამს, მაგრამ ვხვდები რომ მარიამი ასეთ სიგიჟეს არ ჩაიდენდა.

-როგორ მოგწონს?_სიცილით შემოდის სახლში და ჩემს წინ ტრიალდება.

-მარიამ._პირდაღებული ვლუღლუღებ დაქალის სახეს. _ძალიან გიხდება. _გულწრფელად ვეუბები და სწორ თმებზე თითებს ვუსვამ. _მაგრამ რამ მოგაფიქრა?_მაინც ვერ ვიჯერებ რომ საქმიანმა მარიამმა ეს გაბედა.

-რა ვიცი, უცებ საშინლად მომინდა რაღაცა შემეცვალა, თან მერე ფეისბუქზე ისეთი სურათები ვნახე... ავდექი და შევიღებე! ხომაა გიჟობა?_სიცილით კიდევ ერთხელ დატრიალდა და თმები აიჩეჩა.

-ძალიან მაგარია.

-არ გინდა შენც შეიღებო? წითლად!_მეც შემომთავაზა.

-არა, მადლობა მირჩევნია ჩემი ჩალისფერი და ოდნავ ქერა თმა მქონდეს. _თვალი ჩავუკარი და მისაღებისკენ წავედი.
>>>
ახლა უკვე კანადის აეროპორტში ვდგავარ და ველოდები ჩემს რიგს, როდის მივაწოდებ ლამაზად გამოწყობილ გოგონას ბილეთს და პასტორს, მერე როდის დავიკავებ ჩემს ადგილს თვითმფრინავში და როდის გავიხედები ილუმინატორიდან. ეს ყველაფერი ცოტა ძნელად გასააზრებელია, მაგრამ ვიცი რომ ამასაც გავუძებ. ისიც ვიცი რომ ადრე თუ გვიან ნიკასთან შეხვედრა და წარსულის ცოდვების გახსენაბ მომიწევს. მაგრამ არ ვიცი როგორი რეაქცია მექნება მისი დანახვისას, მეშინია რომ ყველაფერი რაც ამ სამი წლის განმავლობაში ჩავაცხრე ერთიანად წამომეშლება და ისევ სიყვარულს ვიგრძნობ, სიყვარულს იმ ზიზღის მაგივრად.

-ნაინა, გამოფხიზლდი. _ფრთხილად შემანჯღრია ლურჯთავიანმა არსებამ. თვალები ნელა გავახილე და თითქმის დაცარიელებულ თვითმფრინავს გადავხედე.

-ჩამოვედით. _ხვნეშით ჩავილაპარაკე და ღვედი შევიხსენი.

-ხო, ჩამოვედით და კიდევ ერთხელ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. _თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოფრინდა.

როგორც კი სუფთა ჰაერზე გავედი, თითქოს კიდევ ერთხელ შეიცვალა ჩემში რაღაცა. იმდენად მესიამოვნა ჩემი ქვეყნის ჰაერის თავისუფლად, ზედმეტი ფიქრების და განცდების გარეშე ჩასუნთქვა... მეც ვერ დავიჯერე, რო ასე ადვილად მივიღე თბილისი! ღიმილით დავავლე ჩემს ბარგს ხელი და გასასვლელისკენ რასაც ქვია გავიქეცი. კარებთან ვიღაცას შევეჯახე, ჩემოდანიც ამომიყირავდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, სწრაფად დავავლე ჩემოდანს ხელი და გარეთ გავარდი. ისე მინდოდა უფრო ახლოდან მენახა ჩემი ქალაქი. გარეთ რომ გავედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე მერე გავიაზრე რომ სურნელი მეცნო. ეს არ იყოს მშობლიური სურნელი. სუნი წარსულიდან მოდიოდა, მაგრამ ისეთი რეაქციები მაქვს წარსულზე სწრაფად უკუვაგდე ჩემი არასასიამოვნო ფიქრები და აქოჩინებულ მარიამს გადავხედე.

-აუჰ, ამომვარდა გული, ცოტა ნელა რა!_თვალებდაქაჩულმა მიბრძანა და ტაქსისკენ წავიდა. _ჰა ახლა, ჯერ საერთოდ ვერ დაგეწიე და ახლა აღარ მოდიხარ?_კიბეებთან მისულმა დამიღრინა და თვალები დამიბრიალა.

-მოვიდვარ, ჰო. _სიცილით ჩავილაპარაკე და უკან ავედევნე.

თითქმის ტაქსთან ვიყავი მისული უკნიდან ვიღაცა რომ მეძგერა.

-მოიცადე! ჯერ იყო და მხარი ლამის გამაცალე, მერე ჩემს ჩანთას დაავლე ხელი და გარბიხარ... პოლიციას დავურეკო თუ შენით?_ირონიული ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა. წარბწეულმა გადავხედე მომღიმარს, მერე “ჩემს” ჩანთას.

-როგორ თუ შენი ჩანთაა, ეს ჩემია... აი, სახელიც აწერია. _სწრაფად დავუწყე სტიკერს ძებნა სადაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა. _დანეიელ ალავიძე _სწრადად წავიკითხე მამაკაცის სახელი და გვარი. _თქვენი ყოფილა. _ურექაციოთ გავუშვი ჩემოდანს ხელი. _ახლა ჩემი დამიბრუნეთ.

-ინებეთ! _ისევ იგივე ტონი და იგივე ღიმილი.

-ბოდიში და მადლობა._ზრდილობიანად დავასრულე დაილოგი და ჩემოდნის საბარგულში ჩატენვა ვცადე, მაგრამ იმ სიმძიმე იყო ვერ ავწია. მამაკაცმა ღიმილით გააქნია თავი, ჩემს ჩემოდანს სწრაფად დაავო ხელი და საბარგულში მოათავსა. _კიდევ ერთხელ მადლობა.

-საიდანღაც მეცნობი. _დაკვირვებით შემათვალიერა მამაკაცმა.

-გეშლებით. _სწრაფად ჩავილაპარაკე და მანქანაში ჩავხტი.

-ვინ იყო?_ტელეფონში ჩამძვრალმა მარიამმა ხამდაბლა იკითხა.

-ჩემოდნები აგვერია.

-როგორი რომანტი”კ”ულია. _ფხუკუნით ჩაიჩურჩულა ლურჯთავიანმა და მძღოლს გადახედა. _საბურთალოზე.

-ნუ ბოდავ!
>>>
ჩანთიდან ჩემი ეროთახიანი სახლის გასაღები ამოვაძვრინე და აკანკალებული ხელით ძლივს მოვარგე საკეტს. ერთი დაიჩხაკუნა და კარები გაიღო, მაგრამ როგორც ყოველთვის პირველობა არც ამჯერად დამითმო მარიამმა და ჩემს სახლში ცუნამივით შევარდა. ბარგი იქვე მიაგდო და ოთახში დატრიალდა.

-არ მჯერა. _აღფრთოვანებულმა შესძახა და დივნისკენ წავიდა, მაგრამ უცებ დასტოპდა. _ასეთი სუფთა რატომა აქაურობა?_ეჭვით იკითხა და სახლი მოათვალიერა.

-გუშინ დედაჩემი ყოფილა და დაალაგა. _სიცილით ჩავილაპარაკე და ჩანთა იატაჯზე დავაგდე.

-კარგია დედა. _გაკრეჭილმა ჩაილაპარაკა და დივანზე გაწვა. _ბოლოს ამ მდივანზე რომ ვიწექი კანადაში წავიდეთო მითხარი. _ღიმილით გაიხსენა მოგონებები.

-რატომ მერეც ხომ იწექი?

-არა, მერე კი არ ვიწექი ვიჯექი. _ამიხსნა და ფეხზე წამოდგა.


-კარგი, მოდი ახლა მე სახლში ავალ დავბინავდები და მერე ისევ ჩამოვალ. _სწრაფად წამოხტა ფეხზე, მიკვირს ასეთი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ამდენი ძალა საიდან აქვს.

-იყავი რა და მერე ადი.

-არა, მირჩევნია ავიდე მოვწესრიგდე და მერე საღამოს გვიანობამდე ვიყოთ.

-კარგი, მეც გადავივლებ და ცოტას წავუძინებ, თორემ მეყვინთება. _საჯდომზე მოივკარი ხელი.
>>>
საკუთარი სახლი, სუნი, საწოლი ეს ყველაფერი არის ის რაც ჩემთვის შეუცვლელია. მიუხედავად იმისა რომ კანადაში ყველაფერი უფრო კარგად იყო, ცხოვერებაც ბევრად უკეთესი და ადვილი, მაინც სხვაზ როცა შენს საწოლში იძინებ და იღვიძებ. თანაც იქიდან უფრო განვითარებული და ნასწავლი გოგო ჩამოვედი, ამიტომ ახლა თავისუფლად შემიძლია მუშაობა დავიწყო. ძველ სამსახურს დავუბრუნდებოდი, მაგრამ არ მინდა. ყველაფერი ძველი უნდა დავტოვო იქ სადაც არის, ახლა უკვე ახალი ცხოვრება უნდა დავწიყო, ახალი ადამიანებით, იგივე სახლით და ახალი სამსახურით.
შხაპი მივიღე, პირსახოცი თავზე დავიმაგრე და ღიღინით გავედი ოთახში. გარდრობიდან ჩემი ძველი ხალათი გამოვიღე და შიშველ სხეულზე მოვიცვი. თაროებზე დალაგებული ჩემი ძველი და მოგონებებით გაჟღენთილი ნივთების დათვალიერების დროს ორ არასასურველ ნივთსაც მოვკარი თვალი. ნიშნობის ბეჭედი რომელიც ნიკამ მაჩუქა და ყელსაბამი რომელიც განცობის დღიდან ერთ თვეში ჩემს დაბადების დღეზე მისახსოვრა. ეს ის ორი ნივთია რომელიც ჩემში ყველა იმ მოგონებას აღვიძებს რაც ნიკასთან მაკავშირებს, ძალიან მიკვირს აქამდე რატომ არ მოვიშორე. როცა ნიკას შესახებ ყველაფერი გავიგე რატომ არ ავდექი და მოვისორლე, რისთვის შევინახე.
სწრაფად დავაბრუნე ბეჭდი და ყელსაბამი თაროზე და საწოლისკენ წავედი.

კარებზე ბრახუნმა გამომაღვიძა, ზანტად გავახილე ჯერ ერთი, მერე მეორე თვალი და ოთახი მოვათვალიერე. კანადის სახლის კრემისფერი კელდების მერე საკუთარ შინდისფერ კელდებს რომ დაიანხავ ცოტა არ იყოს და იბნევი. მეც ეგრე დამემართა, მთელი ხუთი წუთი ვიაზრებდი სად ვიყავი და რა მინდოდა, მერე კარებზე ბრახუნს ზარიც რომ მიემატა სწრაფად წამოვხტი ფეხზე და სირბილით წავედი შემოსასვლელისკენ. კარებთან სახლის ფორმაში გამოწყობილი მარიამი იდგა, ხელში ყუთი ეჭირა და იკრიჭებოდა.

-ნამცხვრები მოვიტანე, ჩვენთან დაბლა რომ მაღაზიია იქ ვიყიდე.

-რამდენიხანია დოდოშკას ნამცხვრები არ მიჭამია. _ღიმილით ჩავილაპარაკე და ყუთს თავი ავხადე. _როგორი კარგი სუნებია.
~~~
-ხვალიდან გავალ და სამსახურის ძებნას დავიწყებ.

-მე გიორგის მივწერ იქნებ ისევ თავისუფალია ჩემი ვაკანსია. _სიცილით ჩაილაპარაკა მარიამმა.
>>>
მეორე დღეს ოფიცლაურად გამოწყობილი დავატარებდი სივებს და პრესტიჟულ სააგენტოებში ვტოვებდი. ვინაიდან და რადგანაც ჩემი პროფესიით დასაქმება მინდა იძულებული ვარ ყელი გამოვიფატრო და ისე ვეხვეწო უფროსს სამსახურში ამიყვანოს. დღის ბოლოს ძალაგამოცლილი დავჯექი სკვერში და ჩანთა სკამზე დავდე.

-ლამაზი ჩანთა არა?!

უკნიდან გამაღიზიანებელი ხმა მომესმა. სწრაფად მივატრიალე თავი, ცალი ხელი კი ჩანთისკენ წავიღე, მაგრამ ქურდმა დამასწრო და ჩემს ჩანთასთან ერთად გაიქცა. მაღლებზე ამხტარმა ვცადე გავკდიებოდი, მაგრამ როგორც კი სწრაფად სიარული ვცადე ფეხი გადამიტრიალდა და გვერდი სკამს ჩამოვარტყი. ტკვილისგან აკრუსუნებულმა გავაყოლე ქურდს თვალი, რომელმაც ნაბიჯი შეანელა და ახლა უკვე ისე განაგრძო ჩემი ჩანთის მოპარვა. ტკივილით დაბინდული თვალები ოდნავ მივლულე, მაგრამ როგორც კი ქურდთან ახლოს მაღალი მამაკაცი დავინახე მთელი ძალა მოვიკრიბე და ბოლო ხმაზე დავიღრიალე.

-ჩანთა მომპარა!

ჩემი ხმა ჯერ მამაკაცის ყურთასმენას მისწვდა და მერე ცისფერ კაპიშონიან სპორტულში გამოწყობილ ბანდიტს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მამაკაცს საყელოთი ყავდა დაჭერილი. სწრაფად გამოგლიჯა ჩანთა, მე მგონი ერთი ორი გვერდებშიც მოადო და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ.

-კარგად ხართ?_ჩემთან ახლოს ჩაიმუხლა, ჩანთა სკამზე დადო და ცალი ხელი წელზე მომხვია.

-გვერდი მტკივა._ამოვიტირე და მარჯვენა მხარეს ძვალთან ხელისული მივიდე. მამაკაცმა ჩემს ხელს თავისი შეახო და თითები ოდნავ გამაწევინა. თეთრი პერანგი ოდნავ ასწია და შარვლის ყელიც ოდნავ დაბლა ჩასწია._ რას აკეთებთ?_გაოცებულმა დავაღე პირი და მისი ხელის მოცილება ვცადე.

-დამშვიდდით, უბრალოდ ვამოწმებ ძვალი გატეხილი ხომ არ არის. _ღიმილით ასწია თავი. ჩვეულებრივი ღიმილი რაღაცნაირად, იდუმლამა ჩაცინებამ შეცვალა.

-ისევ თქვენ._უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და ძვალს დავხედე. _რა გაარკივეთ გატეხილია?_ჩემი ტკივილი გავახსენე. მამაკაცმა კიდევ ერთხელ ჩაიღმა, მერე დასერიოზულდა და ძვალს დახედა.

-გატეხილი არ არის, მაგრამ ექიმთან მისვლა და გადაღება მაინც აუცილებელია!

-მთავარია გატეხილი არ არის, დანარჩენს მეც მივხედავ. ჩანთისთვის დიდი მადლობა. _გამახსენდა რატომაც აღმოჩნდა ნაცნობი მამაკაცი ჩემს გვერდით. სწრაფად დავავლე ჩანთას ხელი და წელში გასწორება ვცადე. გვერდი მართლაც რომ ძალიან მტკიოდა, მაგრამ არა იმდენად რომ სიარულისთვის ხელი შეეშალა.

-მე წაგიყვან. _სწრაფად გადავიდა შენობით ფორმაზე.

-დიდი მადლობა, მაგრამ არ არის საჭირო.

ცივი უარი ვტკიცე და სკვერის გასასვლელისკენ მივტრიალდი. მამაკაცი აღარ გამომკიდებია, ხმადაბლა რაღაცა ჩაილაპარაკა და თავისი გზა განაგრძო. თითქმის გასასვლელთან ვიყავი ნაცნობი სახე წინ რომ გადამიხტა და დაკვირვებით შემათვალიერა.

-არა, ნამდვილად საიდანღაც მეცნობი!_კიდევ ერთხელ გაიმეორა ნაცნობი ფრაზა.

-გითხარით ვიღაცაში გეშლებით-მეთქი! _გაღიზიანებულმა ვცადე გვერდის ავლა.

-ქორწილში გნახე!_ჩემზე “გამარჯვებულმა” ჩაილაპარაკა და წარბწეულმა გამიღიმა.

-შეუძლებელია. _დაცინვით გავაქნიე თავი.

-როგორ არა, 3 წლის წინ ქორწილში გნახე! _აფორიქებული მივაჩერდი მამაკაცს.

-რო...რომ... რომელ ქორწილში?_ზუსტად ვიცოდი რა პასუხსაც გამცემდა, მაგრამ ბოლო და არარსებულ იმედს ვებღაუჭებოდი, რომ ამ მამაკაცს ჩემს მტკივნეულ წარსულთან საერთოდ არაფერი აქვს.

-შენი საქმროს ქორწილში!_ცინიკური ღიმილით დააყოლა და ტუჩები ღიმილით გასწია განზე. _ისევ!_დავინახე როგორ გააქნია თავი ღიმილით და მერე ისევ... როგორც სამი წლის წინ მამაკაცის მკლავებში ამოვყავი თავი.

გონს ისევ ნაცნობმა სუნმა მომიყვანა, გაბადრულმა ღრმად შევისუნთქე სურნელი და ოდნავ გავიღიმე, მაგრამ ვაი იმ ღიმილს. რომ გამახსენდა სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს თავს სწრაფად ვჭყიტე თვალები და გიჟივით წამოვჯექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაფერი თავიდან ხდებოდა. საშინლად არ მინდოდა ეს მამაკაცი ჩემი წარსულიდან ყოფილიყო გადმოსული, მითუმეტეს იმ დღიდან რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

-გააჩერე მანქანა!_ხმამაღლა წამოვიყვირე და მის პასუხს დაველოდე. მამაკაცმა როგორც მაშინ ახლაც სწრაფად გააჩერა მანქანა და ჩემკენ მოტრიალდა. მე სწრაფად დავეძგერე კარებს, მაგრამ არ გაიღო.

-მშვიდად, ახლა შენი მანქანიდან გადასვლა იგივეა რაც ერთით მეტი გასვენება!_ღიმილით “ამიხსნა” და თვალი ჩამიკრა.

-შენ რა დამცინი?_მისი ცინიკური ღიმილის შემხედვარეს სხვა კითხვა უბრალოდ არ მიჩნდება.

-არა, ვცდილობ მიგახვედრო რომ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. მე რომ სკვერში არ ვყოფილიყავი შენ ახლა ჩემს მანქანაში კი არა, ისევ იქ იქნებოდი ჩაკრუნჩხული, ან უარესი და პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. _მშვიდად ამიხსნა, თან იმ საზიზღად მომხიბვლელ და ირონიულ ღიმილს არ იშორებდა. _და კიდევ გული რომ წაგივიდა ისევ ჩემმა მკლავებმა გიხსნა. _ღიმილით შეათამაშა წარბები და მერე მკლავები ააყოლა, თითქოს თავის სიძლიერეს მიმტკიცებსო.

-ჰმ. _მის ქცევებზე მეც კი გამეცინა. _შენ რომ არა გული საერთოდ არ წამივიდოდა!_დავუღრინე და ჩემს ჩანთას დავეძგერე.

-ხო, ეგ მეც მაინტერესებს... ჩემს სექსუალურობას ვერ გაუძელი და იმიტომ წაგივიდა გული თუ კიდევ არის ჩემში რაიმე იდუმალი?!._საკუთარ თავში დარწმუნებული და ყეყეჩი თავხედია, რომელმაც ქალთან საუბარი არ იცის.

-ღმერთო ჩემო. _თვალებდაქაჩულმა ამოვიგმინე. _ძალიან გთხოვთ მანქანის კარები გამიღოთ და საშუალება მომცეთ გადავიდე, თორემ განყოფილებაში ორივეს ერთად მოგვიწევს ჯდომა!_დავემუქრე და ცალი წარბი ნიშნის მოგებით ავწიე.

-თქვენთან ერთად განყოფილებაში? დიდი სიამოვნებით!_მე მგონი ეს კაცი ჩემი ნერვების დასაწიწკნად და შესაჭმელად არის მოვლენილი.

-უბრალოდ კარები გამიღე და გამიშვი!

როცა მივხვდი რომ მასზე ძველებური მუქარები არ ჭრის მშვიდი ტონით განვაგრძე საუბარი, მამაკაცმაც იმ წამსვე დააჭირა ღილაკს თითი და მანქანის სამივე კარი გააღო, იმ კარის გარდა საითაც მე ვიჯექი. გაბრაზებული ღრენით გადავჯექი მეორე მხარეს და კარები გავაღე.

-დროებით!_ხმამაღლა მომაძახა და როგორც კი კარები დავკეტე ადგილს მოწყდა.

-ყეყეჩი, თავხედი, ვიგინდარა! _გაბრაზებული ვდუდღუნებდი და ტროტუარს მივუყვებოდი. თან ცალი ხელით ნატკენ გვერდს ვიზელდი. _რაღა მაინც და მაინც ეს შემხვდა. _ამოვიჩურჩულე ხმადაბლა და თვალები დავხუჭე. _არ მინდა იმ დღის გახსენება!_საკუთარ თავს შევევედრე და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
>>>
სახლში მისვლისთანავე სააბაზანოში შევარდი. დაბეჟილი და გალურჯებული გვერდი კარგად შევათვალიერე და პირველადი დახმარება ჩავუტარე საკუთარ თავს. თავის ტკივილიც ვერაფრით ვერ გავიჩერე და იძულებული გავხდი წამალი დამელია, არადა როგორ ვერ ვიტან წამალს და საავადმყოფოს. სულ ის დაწყევლილი დღე მახსენდება.

-სუნამო.

წყლის ჭავლის ქვეშ იმ დღის საჩუქარი გამახსენდა და თვალებგაფართოვებულმა გავხედე სააბაზანოს კარებს. სწრაფად გადმოვხტი ვანიდან, კარებზე ჩამოკიდებული ხალათი მოვიცვი და ჩემი ოთახისკენ თავქუდმოგლეჯილი გავარდი. თაროზე ბეჭედთან და ყელსაბამთან ახლოს მამაკაცის სუნამო იდო. სუნამო რომლის სუნსაც ჭკუიდან გადავყავარ. სწრაფად დავავლე სუნამოს ხელი და ყურებამდე გაკრეჭილი დავაკვირდი მინის ბოთლს.

-სუნამო არ შეუცვლია. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ბოთლი ისევ თაროზე დავაბრუნე. _უკვე მეორედ გადამარჩინა მიწასთან ჩახუტებას. _საკუთარ თავთან ბაასი გამიტკბა. _მაგრამ მაინც თავხედია!_ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და ამოვხეთქე.

მიუხედავად იმისა რომ სუნამო სამი წელი იდო თაროზე მაინც ისე გამოიყურება და სუნიც შენარჩუნებული აქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა დანიელს მანქანაში ამოვყავი თავი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ “ბედნიერება სურნელოვან წვრილმანებშია”. ხომ არაფერი, საერთოდ არ მაქვს მასთან ურთიერთობა, ეგ კი არა დასანახად ვერ ვიტან, მაგრამ მაინც მსიამოვნებს მისი სურნელის შეგრძნება, მისივე მანქანის სალონში.
გაკრეჭილმა კიდევ ერთხელ ავიღე სუნამო და საწოლისკენ წავედი.

-ვის ეკრიჭები?_ფიქრებიდან მარიამის ხმამ გამომიყვანა.

-დღეს იცი ვინ შემხვდა?

-შენ წარმოიდგინე და არა!_სრული სერიოზულობით გამცა პასუხი და ენა გამომიყო.

-გახსოვს სამი წლის წინ ნიკას და ელეენს ქორწილის დღეს გულწასული ვიღაცა ბიჭმა რომ დამიჭირა და მერე წამლებთან ერთად სუნამო რომ მაჩუქა...

-მმ, მაგას რა დამავიწყებს, რა თქმა უნდა მახსოვს!_სიცილით ჩაილპარაკა ჩემმა ლურჯთავა დაქალმა და გვერდით მომისკუპდა. _ეგ არ არის ის სუნამო?

-ხო ესაა. _თავი დავუქნიე და განვაგრძე. _ხოდა აეროპორტშიც მისი ჩემოდანი წამომყვა და დღეს სკვერშიც ეგ შემხვდა.

-მოიცადე რა გინდა თქვა რომ ბედია?_ტუჩებგაწელილმა მკითხა.

-მარიამ, ნუ ბოდავ-მეთქი!_გაღიზიანებულმა წამოვიყვირე, ფეხზე წამოვდექი, სუნამო თავის ადგილას დავაბრუნე და საძინებლიდან გავედი.

-რატომ ვბოდავ, უბრალოდ ამდენი დამთხვევა... თანაც ქორწილის ამბები, რა მოხდა ჩემი აზრი თუ გაგიზიარე?_სწრაფად დამეწია და წინ გადამიხტა.

-არაფერი, უბრალოდ არ მინდა წარსულთან რაიმე საერთო ქონდეს ჩემს მომავალს!_კატეგორიული ტონით ჩავილაპარაკე და წყლის მადუღარა ჩავრთე.

-და ეგ ბიჭი რა შუაშია შენს წარსულთან?_ვერაფერს ხვდებოდა.

-შენი აზრით ქორწილის დღეს ეკლესიაში რას აკეთებდა, მითუმეტეს შარვალ-კოსტიმში გამოწყობილი?!_ღრენით ვკითხე და მის პასუხს დაველოდე. მარიამმა ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და თავი მაღლა ასწია.

-ხოო, გასაგებია. _ხმადაბლა ჩაილაპრაკა და მაგიდაზე შემოსკუპდა.

-ხვდები ახლა რატომ ბოდავ?

-ვხვდები, მაგრამ თუ არ გინდა რომ შენს მომავალს წარსულთან რამე კავშირი ქონდეს სუნამოს რატომ ინახავ?_მხრები აიჩეჩა და გამომცდელად დამავკირდა.

-იმიტომ, რომ სუნამო... სუნ... უბრალოდ სუნამო მომწონს!_დაბნეული ავლუღლუღდი რამაც ჩემი მეგობრის ირონიული ჩაცინება გამოიწვია. _რა გაცინებს?

-არა, ისე, ჩემთვის... _თავი გააქნია და ტელეფონში ჩაძვრა.

მეც არ ვიცი რატომ ვინახავდი დანიელის ნაჩუქარ სუნამოს რომელიც ზუსტად იმ წარსულთან და იმ დღესთან ასოცირდება რომლის დავიწყებაც ასე ძალიან მინდა. არ ვიცი რა ძალა მაკავებს რომ არ გადავაგდო. თუმცა რა დროს დანიელის სუნამოზე საუბარია როცა ნიკას ნაჩუქარ ყელსაბამს და ბეჭედსაც ვერ ვიშორებ თავიდან. არც ამ ნივთების არსებობაზე ვიცი რა უნდა ვთქვა, უბრალოდ თაროზე დია და მორჩა, არ ვეხები, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემთან ახლოს არის და მოსვეებას არ მაძლევს.
ერთი კვირის განმავლობაში ველოდებოდი სამსახურიდან ზარს, მაგრამ არცერთი რედაქცია და ოფისი არ მირეკავდა. იმდენად მოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე რომ ჭურჭლის მტვრევაც კი დავიწყე. ერთ მშვენიერ დღეს სულ შემთხვევით გამიტყდა ჭიქა და ხმაურზე მივხვდი რომ ლეწვის ხმა მსიამოვნებდა... ხოდა ავდექი და საწურზე რაც კი ჭურჭელი იყო ყველაფერი დავამტვრიე, ცოტა არ იყოს და მიშველა.

-ხვალაც და მერე ავთოს ვთხოვ რამე მიშოვოს. _სადარბაზოს გასასვლელთან მდგარ მუშას გვერდი ავუარე და მარიამთან ერთად გარეთ გავედი.

-ახალი მეზობელი გვყავს?_ცნობიმოსყვარედ დაჭყიტა თვალები და მუშებს დააკვირდა.

-მეორე სადარბაზოში მეექვსე სართულზე. _საიდანღაც ნაცნობი ხმა მომესმა. სწრაფად მივატრიალე თავი უკან და ნაცნობ მამაკაცს მივაჩერდი.

-ამას აქ რა უნდა?_პირდაღებულმა ვიკითხე და მარიამს მხარზე ვუბრწკინე.

-ნელა შე ნადირო მეტკინა. _სიმწრით დაიზილა მხარი და ჩემს მზერას გააყოლა თვალი. _უი, ეს ის ბიჭი არ არის?_გაკრეჭილმა და ბედნიერმა მკითხა. მისი განაზული ხმის გაგონებისას ახლა უკვე მზერა დაქალზე გადავიტანე.

-ხო ეგ არის!

-მეორე სადარბაზოში, მეექვსე სართულზეო. _ფხუკუნით გაიმეორა. _შენი კედლის მეზობელია. _ფხუკუნი ახლა უკვე ხმამაღალ სიცილში გადაეზარდა.

-დროზე გამოადგი ფეხი არ შეგვამჩნიოს. _სწრაფად ჩავავლე ჯინსის ქურთუკის საყელოში ხელი და გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიყვანე.
>>>
-ახლა გავრეკავ. _თავზე ხელები შემოვიწყდე და ბოლო ხმაზე დავიღრიალე.

-რა გაკივლებს, ადამიანი დღეს გადმოვიდა ახალ სახლში და ბუნებრივია ხმაურობს. _მხრები აიჩეჩა მარიამმა და ნაყინის კოვზი გამომიწოდა. _შეჭამე იქნებ მოგეშვას. _სიცილით ჩაილაპარაკა და ნაყინი ცხვირზე მომაცხო.

-3 საათია ასე ხამურობს, რა ვერ დაამონტაჟა? თანაც ზუსტად ჩემს კედელზე რომ ხვრიტავს და ხვრიტავს, სხვაგან დასახვრეტები ვერ ნახა? _სიტუაციით უკმაყოფილო ვერ ვწყნარდებოდი.

-იმიტომ რომ ეს კედელია თავისუფალი. _თვალი ჩამიკრა და გვერდით მომიჯდა. _ხომ არ გავიწყდება ერთი პროექტი რომ აქვს მთლიან კორპუსს, ხოდა გაიხსენე როგორ არის ოთახების განლაგება... გაიხსენე? ხოდა ახლა მიდი ჭამე!_ნაყინიანი კოვზი რასაც ქვია ძალით ჩამტენა პირში.

-ანუ რა გამოდის რომ აივნებიც..._პირგამოტენილმა ჩავილაპარაკე.

-ჰო, აივნებიც ერთად გექნებათ. _გაკრეჭილმა შემოკრა ტაში და მეორე კოვზი ჩამტენა პირში. იმდენად ცივი იყო ნაყინი კბილები ხომ მომეყინა და ვერც ვყლაპავდი, იძულებული გავხდი ცოტახანი ხმა არ ამომეღო. არადა როგორ მინდოდა მარიამის ბოლო ხმაზე გალანძღვა.

მთელი საღამო არ გაჩერებულა, ხარ რა მოაჯახა კედელს, ხან რა. ზოგჯერ დრელი ჩართო, მერე ბურღი და რასაც ქვია სისხლი გამიშრო. ზოგადად ხმაურს ვერ ვიტან, თავს მატკიებს და ძალიან მღლის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბაზარში ვდგავარ და ყველა ჩემს გარშემო გაკივის. დედაჩემის თქმის არ იყოს მე სიმშვიდისთვის ვარ შექმნილი და ყოველივე ეს ჩემზე და ჩემს ნერვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. როგორც იქნა ყურებმა დაისვენა, ალბათ თვითონაც დაიღალა ბურღაობით. გონებადასვენებული შევწექი საწოლში და თვალები დავხუჭე.
შუა ღამით ხმაურმა წამომახტუნა ფეხზე. იმენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ღამის სამ საათზე დრელის ხმა რომ ნორმალურად გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე წამოვჯექი ნახევრად მძინარე საწოლზე. გაოგნებულმა გადავხედე კედელს და ღრმად ამოვიხვნეშე. უკვე ყოველივე ეს საზღვრებს სცდებოდა. სწრაფად ავდექი ფეხზე და კედელთან შეკრული მუშტებით დავდექი. ‘არა, ხელები მეცოდება, რამე მაგარი მჭირდება.” სწრაფად დავიხიე უკან. სამზარეულოდან ქვაბი გამოვიტანე და კედელს მთელი ძალით დავუმიზნე. ისეთი საშინელი ხმა ქონდა მეზობელს კი არა მე გადამიცივდა გული. რამდენჯერმე გავამეორე ჩემი “შეშინების” პროცედურა და მერე კმაყოფილი დაველოდე პასუხს. როცა მივხვდი რომ ჩემმა მეზობელმა ჩემი გაფრთხილება მიიღო, ქვაბი მაგიდაზე დავდე და საწოლისკენ წავედი კედელზე გაბმული მუშტების ბრაგუნი რომ ატყდა.

-იცოდე გაჩერდი, თორემ პოლიციას გამოვუძახებ!_მთელი ხმით ვიღრიალე და ახლა უკვე კედელს ჩემი საცოდავი მუშტი ვდრუზე. იქიდან ორჯერ განმეორდა ბრაგუნი და მერე სიჩუმე ჩამოწვა. _მადლობა!_საკუთარი თავით კმაყოფილმა ჩავიალპარაკე “შეშინებული” მეზობლის გასაგონად და საწოლში შევწექი.

ჩემმა მუქარამ არც ამჯერად გაჭრა და ზუსტად ხუთ წუთში, ისევ გააყრუა ოთახი დრელის ხმამ.

დილით თმები ყალყზე მქონდა, თავზე გეგონება დიდი ქვევრი მაქვს ჩამოცმულიო. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, თავს იმით ვიმშვიდებდი რომ წასასვლელი არსად ვარ და შემიძლია სახლში “გამოვშუშე”. რაც შეეხება ჩემი კედლის მეზობელს, რაც მე ის გუშინ ღამე ვლანძღე და ვთათხე დიდი იმედი მაქვს არცერთი არ ასცდება. გაბრუებული მივედი წყლის მადუღარასთან და ჩავრთე. კარების ბრაგუნზე რეაქცია აღარ მაქვს, ისე მიმაჩვია ჩემმა ძვირფასმა მეზობელმა ხმაურს და ბურღვას. დაპროგრამებულივით წავედი კარებისკენ და ყურებამდე გაკრეჭილ მარიამს წარბწეულმა გადავხედე.

-ისეთი სახე გაქვს, გეგონება მთელი ღამე რაღაცით იყავი დაკავებულიო. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა და სახლში უბატონოდ შემოვიდა.

-მთელი ღამე დრელი არ გაუჩერებია. _ამოვიკრუსუნე საცოდავად, იმედი მქონდა რომ ერთხელ მაინც შემიცოდებდა.

-ე.ი. სერიოზული სამუშაოები ქონია ჩასატარებელი... მაგრამ ღამის 3 საათზე მიკვირს პატრულს რომ არავინ დაურეკა. _ვაშლი ხმაურით მოკბიჩა და საერთოდ კედელს მიეყრდნო.

-გადავწყვიტე დღეს გადავიდე და სერიოზულად ვეჩხუბო. _თვალი ჩავუკარი და ჩემი გეგმა მოვახსენე.

-ჰაა?_სასაცილოდ აწკიპა წარბები. როცა დარწმუნდა რომ არ ვხმურობდი სახე დაილაგა და ხმამაღლა ამოისუნთქა. _კიბეებზე ჩასვლას და მერე მეექვსე სართულზე ასვლას, იქ ლიფტი არ მუშაობს. არ ჯობია უბრალოდ აივანზე გახვიდე და იქიდან გაურჩიო საქმე?_მხრები აიჩეჩა ჩემმა გენიოსმა დაქალმა და ავინისკენ წავიდა. სწრაფად ავედევნე უკან და მინის კარები გავაღე.

-მართალი ხარ, მიდი შენ ყავა გამიკეთე მანამდე!

სწრაფად მოვიშორე თავიდან და აივანზე გავედი. იქვე დაგდებულ სარეცხის ჯოხს დავწვდი და მეზობლის აივნის ფანჯარაზე მივაკაკუნე. რეაქცია არ ქონია! რამდენჯერმე კიდევ გავიმეორე, თან მეშინოდა ფანჯარა არ ჩავლეწო-მეთქი. კარების ხმაზე სწრაფად დავაბრუნე ჯოხი უკან და დოინჯშემოდებული დაველოდე მის აივანზე გამოსვლას. წელს ზევით შიშველი, ნაცრისფერ სპორტულ შარვალში გამოწყობილი გამომეცხადა. თან აბურდულ თმებს უარესად იჩეჩავდა და ძილისგან გაბრუებული აზრზე მოსვლას ცდილობდა.

-მიწისძვრაა და აივნიდან მოკლე გზა იცი?_თვალმოჭუტულმა მკითხა.

-მთელი ღამე არ მეძინა და იცი რატომ?_მისი ხუმრობა არაფრად არ ჩავაგდე.

-ანუ გაინტერესებს რატომ არ გეძინა მთელი ღამე?_ჩემს ნერვებზე თამაშს განაგრძობდა ვიგინდარა. _თუ გაინტერესებს ამასთან დაკავშირებით მე რას ვფიქრობ? _ღიმილით ამიწია წარბი._მე ბევრი რამე შემიძლია ვიფიქრო, მაგალითად ის რომ ცეცხლოვანი ღამე გქონდა, მაგრამ არა, ეგ ვარიანტი მე არ მაწყობს! _სწრაფად დააყოლა და დაამთქნარა.

-იმიტომ რომ მთელი ღამე რაღაცას ბურღავდი.

-კედელს... კედელს ვბურღავდი. _სერიოზული გამომეტყველებით “განმანათლა” და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.

-დღესაც აპირებ რაიმეს გაბურღვას? იცოდე კიდევ რომ შემაწუხო იმ წუთასვე პოლიციაში დავრეკავ და გიჩივლებ!_ოდნავ ავუწიე ხმას და განრისხებული დავემუქრე. საშინლად მაღიზიანებდა მისი არაფრისმთქმელი და ცინიკური გამომეტყველება.

-მე ხომ უკვე გითხარი, რომ შენთან ერთად განყოფილებაში ყოფნა, ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა, ასე რომ მე დღესაც უნდა ვიხმაურო!_თვალი ჩამიკრა, ხელები მაღლა ასწია და შიშვეული სხეული შემახარბა. ქშინვით დავაბრიალე თვალები და აივნის კარები გაბრაზებულმა მივუჯახუნე. ფარდის ჭუჭრუტანებიდან ჩანდა როგორ იღიმოდა და როგორ აქნევდა თავს.

-უხდება ღიმილი!_ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.

-და მაისურები არა ხომ?_უკნიდან მარიამის ეშმაკური ხმა მომესმა.

-ჩუმად!_ვუბრძანე და გაგულისებულმა გამოვგლიჯე ჩემი ყავა.

-კარგი რა, ნაინა, აღიარე რომ გიზიდავს. _ვნებიანი მზერით გადმომხედა და თვალები ააფახუნა.

-შეიძლება ღიმილი უხდება, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიზიდავს და მასზე ვფიქრობ!

-მე არ მითქვამს რომ მასზე ფიქრობ. _ნიშნის მოგებით გადმომხედა.

-მაგრამ იტყოდი.

-ანუ არ მოგწონს?_ეჭვით დამაკვირდა.

-რა თქმა უნდა არა!

-ძალიანაც კარგი, დღეს საღამოს შემთხვევით ჩამივარდება მის აივანზე მაისური, ანდაც ბიუსჰალტერი. _თვალი ჩამიკრა და საჯდომის ქმევით წავიდა აივნისკენ.

-რას აპირებ?_სწრაფად დავდე ფინჯანი დაბალ მაგიდაზე და თვალები დავუქაჩე.

-ისეთს არაფერს, ინიციატივას გამოვიჩენ და იქნებ რამე გამოგვივიდეს.

-წარმატებები.

-აჰ, ნაინა, ნაინა. _სიცილით გააქნია თავი და აივანზე გავიდა.
>>>
საღამოსკენ მარიამის თხოვნით ეზოში ჩავედით გასასეირნებლად, სახლში გაჩერებაც აღარ მინდოდა. დედაჩემმაც დამირეკა იქნებ ჩემთან გამოხვიდეო, თუმცა იქ ჩემი ნებით გასვლას ისევ ეზოში ბოდიალი მირჩევნია. კორპუსის წინ მდგარ გრძელ სკამზე ჩამოვჯექით და ჩვენი მეზობლის ახალული მზესუმზირით გართობა გადავწყვიტეთ. კორპუსთან ახლოს სათამაშო მოედანია და ბავშვებით არის სავსე, ზოგი ბურთს თამაშობს, ზოგი დაჭერობანას, ზოგიც რას და ზოგიც რას.

-გახსოვს ჩემთან რომ მოდიოდი სტუმრად რამდენს ვთამაშობდით ხოლმე?_ღიმილით გაიხსენა ბავშვობის მოგონებები მარიამმა და სტადიონს გახედა.

-მახსოვს.

თავი დავუქნიე და სადარბაზოდან გამოსულ ჩემს კედლის მეზობელს გავხედე. ტანზე ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი მაისური და სპორტული მოსასხამი ეცვა. ხელში ნაგვის პარკი ეჭირა და ბუნკერისკენ მიდიოდა. დამინახა თუ არა ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. გაშლილი ხელი ოდნავ ამიწია და თვალი ჩამიკრა.

-ჰმ. _ცხვირაბზუებულმა მივატრიალე თავი მარიამისკენ.

-კედლის მეზობელს შენი დახმარება სჭირდება. _უკნიდან მომადგა დანიელი. ჯერ მომღიმარ მარიამს გადავხედე და მერე მივტრიალდი მამაკაცისკენ.

-გისმენთ.

-აქვე ახლოს მაღაზია არის?

-ქუჩის ბოლოს დიდი სუპერმარკეტია.

-დიდი მადლობა. _თავი დამიკრა და მარიამს გადახედა. _დანიელი._ღიმილით გაუწოდა ხელი.

-მარიამი, თითქმის თქვენი მეზობელი. _ჩემმა დაქალმაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.

-მოდი შენობით ვისაუბროთ, ასე უფრო ადვილია.

-კი ბატონო.

-დროებით. _მე წამით გადმომხედა, მერე ისევ ჩემს დაქალს გადახედა თავი დაუკრა და გაგვეცალა.

-ღმერთო ჩემო, მართლა რა ღიმილი აქვს. _პირდაღებულმა გააყოლა თვალი. ნიკაპ ქვეშ თითები მივადე და მაგრად ავარტყი. _აააუ._ხმამაღლა დაიკივლა და ენა გამოყო. _შენ ხომ არ გადაირიე, ენა მომეწეწკვა. _მისაყვედურა და დაელამებული თვალებით “დახედა” აწითლებულ ენას.

-ჭკუას ისწავლი.
>>>
-როდემდე უნდა აარიდო თავი?_შუბლშეკრულმა დედაჩემა შემოაღო ჩემი ოთახის კარები და თვალები დამიბრიალა.

-დედა, ახლა ნიკას ნახვა არ მინდა!_თავი გავაქნიე და საწოლზე დაყრილი ტანსაცმელების დაკეცვა განვაგრძე.

-ხო, მაგრამ... ნაინა, იქ მე და ავთო ვცხოვრობთ და ერთხელ ხომ მაინც უნდა გვინახულო?_დასევდიანებულმა მკითხა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.

-ვიცი დედა, მაგრამ ახლა არა! _კატეგორიული ტონით ჩავილაპარაკე და მივახვედრე რომ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდოდა.

-კარგი, როგორც შენ გინდა. მაგრამ ის მაინც მითხარი საჭმელს თუ ჭამ._სიცილით მკითხა და ჩემი შავი კაბა აიღო. _ეს რა ლამაზია. _შემიქო და კოხტად დაკეცა.

-ხო, ეგ კანადაში ვიყიდე. რაც შეეხება ჭამს ვჭამ, მაგრამ ზოგჯერ მეზარება. _გულწრფელად ვუთხარი და გავეკრიჭე. დედაჩემმა წარბები მაღლა ასწია და გაბრაზებული დამაკვირდა.

-ახლა მე გავალ და წვნიანს გაგიკეთებთ. _კაბა გარდერობის მესამე თაროზე შედო და ოთახიდან გავიდა.

-გამარჯობა, ელო. _ხმამაღალი კივილით მიესალმა დედაჩემს მარიამი და ოთახში შემომივარდა.

-ამოისუნთქე.

-შენი კედლის მეზობელი შემხვდა სადარბაზოში პროდუქტები მომქონდა და დამეხმარა.

-ეგ მეორე სადარბაზოში არ ცხოვრობს?_წარბწეულმა ვკითხე დაქალს.

-ხო, მაგრამ სადარბაზოსთან ჩვენი კორპუსის თავმჯდომარეს წავეწუწუნე ლიფტზე და გაიგონა... _თვალი ჩამიკრა და საწოლზე გაწვა.

-დაიკუჭა ტანსაცმელი!_ფეხებში მოვკიდე ხელი და საწოლიდან ვაფრინე.

-ჰა. ახლა მკითხე._თვალები გადმოატრიალა ლურჯთავამ და იატაკზე გართხმულმა გაშალა ხელ-ფეხი, თანც დილობდა საჯდომის ტკივილი არ შეემჩნია.

-რა გკითხო?_გაკივრვებულმა ავიჩეჩე მხრები.

-რა და გიკითხა თუ არა.

-არ მაინტერესებს. _მოჩვენებითი უინტერესობა გამოვამჟღავნე. არადა ძალიან დაიმაინტერესა, ისეთი ტონით მკითხა მარიამმა, საკუთარი თავიც ვერ მოვატყუე. ჩემი დაქალი გამომცდელად მომაჩერდა, აშკარაა რომ ძალიან კარგად მიცნობს. _ხო, კარგი, მაინტერესებს. მიკითხა?_დავნებდი და საწოლზე ჩამოვჯექი.

-ნტ, არც კი უხსენებიხარ. _ხმამაღლა გადაიკისკისა და ოთახიდან შურდულივით გავარდა.

ტუჩებდაბრეცილმა გადავხედე თაროზე შემოდებულ სუნამოს და ქვედა ტუჩს კბილები დავაჭირე მთელი ძალით. რატომ მაინტერესებს ასე ჩუმ-ჩუმად რას იტყვის დანიელი, ან საერთოდ რატომ ვერ ვაიძულებ თავს რომ მასზე არ ვიფიქრო. ეს ხომ ასეთი ადვილია, უბრალოდ უნდა ადგე და აღარ ვიფქირო... შემიძლია დამჯდარმაც აღარ ვიფიქრო, სურვილს გააჩნია. დაკეცილი კაბა აგრესიულად მივაგდე საწოლზე და ფანჯრისკენ წავედი ნელი ნაბიჯებით. ძალიან ძნელია იმ ყველაფრის მერე მამაკაცებზე ფიქრი, მითუმეტეს როცა აცნობიერებ რომ ამ მამაკაცის მიმართ სიმპათიები გაქვს. ძალიანც რომ მინდოდეს შეუძლეელია დანიელზე არ ვიფიქრო, აივნის ინციდენტის მერე განსაკუთრებით, წელს ზემოთ შიშველი რომ გამომეცხადა. ორი დღე მასზე ფიქრებს და სიზმრებს ვუმკლავდებოდი, მართალია სიზმარში წამებით გამოჩნდებოდა, მერე ისევ ქრებოდა, მაგრამ რაც მთავარია მესიზმრებოდა.

“ნეტავ შვილი თუ ყავთ?”

დანიელზე ფიქრებმა უცებ ნიკასთან და ელენესთან გადაინაცვლა. 3 წლის განმავლობაში მათზე არაფერი არ გამიგია, მართალია დედაჩემმა ყველაფერი იცის, მაგრამ კატეგორიულად მაქვს აკრძალული ნიკაზე საუბარი. თუმცა ზოგჯერ იყო შემთხვევები როცა ენა წამიცდა და ვკითხე, მაგრამ დედაჩემმა არ გამცა პასუხი, იმ წამსვე სხვა თემაზე დაიწყო საუბარი. კარგია როცა წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, როგორ არის ელენესთან, როგორი ურთიერთობა აქვთ, ყავთ თუ არა შვილი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც... ამ ყველაფერთან ერთდროულად შეჯახება და სიმართლის გაგება... მერე როგორ შევძლებ თითოეული დეტალის საღად გააზრებას და გადახარშვას. მეშინია რომ უარესი დამემართება და ტალახში ჩავეფლობი მთელი ტანით.
~~~
-ეს შენი კედლის მეზობელი რაღაცა ძალიან ჩუმადაა და ხომ ცოცხალია?_სიცილით მკითხა მარიამმა.

-ახალი მეზობელი გყავს?

-ჩემი მეზობელი არ არის, უბრალოდ საერთო კედელი გვაქვს. _თავი გავაქნიე და ტელევიზორის ყურება განვაგრძე.

-მეზობელი ყოფილა. ბიჭია თუ გოგო?_ეშმაკური ხმით კითხა მარიამს.

-ბიჭი კი არა რომ იცოდე როგორი მამაკაცია... უფ!_ქვედა ტუჩზე ვნებიანი ღიმილით გაისვა ენა ლურჯთავიანმა არსებამ. მე კოპებშეყრილმა გადავხედე ჩემს დაქალს. _და ეს ეჭვიანობს. _სიცილით გამოიშვირა თითი ჩემკენ. სწრაფად შემეცვალა სახის გამომეტყველება, იმენად მოულოდნელი იყო ჩემთვის მარიამის სიტყვები, ცოტა არ იყოს და დამაპანიკა.
>>>
დილით ხმარუმა გამომაღვიძა, ჯერ ერთი თვალი გავახილე მერე მეორე და ჩემი საძინებლის კედელს ავხედე. თავი ქნევით წამოვდექი ფეხზე და მოკლე შორტი შევისწორე. ჩემი კედლის მეზობელი დილის 7 საათზე “გამამხნევებელი” მუსიკებით ცდილობდა ჩემი დილის გახალისებას.

-ამ კაცს სხვა საქმე არ აქვს?

სიცილით ვკითხე საკუთარ თავს და ფანჯარაში გავიხედე. ჩემი ეზოს “ვიდეოკამერები” პოსტზე იყვნენ. მოულოდნელად კედელზე ბრაგუნის ხმა გაისმა, სწრაფად მივტრიალდი ოთახისკენ და კედელს გავხედე. სიცილით გავაქნიე თავი და საწოლზე შემოვხტი. საპასუხოთ მეც ორჯერ მივარტყი მუშტი და გავჩერდი. პასუხი აღარ ყოფილა. იმედგაცურებული ჩამოვხტი საწოლიდან და სააბაზანოსკენ წავედი.
იქიდან გამოსული პირადპირ აივნისკენ ავიღე გეზი გარეცხილი ტანსაცმელის დასაფენად. ვერ ვიტან სარეცხის აივანზე გატანას, მაგრამ სახლში გაშრობაც არ მიყავრს. თანაც ახლა აივანზე გასვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ რომ სუფთა ჰაერი სასარგებლოა და თან შეიძლება კედლის მეზობელი ვნახო. ორი დღეა თვალით არ მინახავს და ცოტა არ იყოს მოვიწყინე.
როგორც კი აივნის კარები გავაღე წელს ზემოთ შიშველს მოვკარი თვალი. ტუჩის კუთხეში ხმადაბლა ჩამეღიმა და ჩემი სარეცხითურთ გავედი აივანზე. ხმაურზე ნელა მოტრიალდა ჩემკენ, ხელში ჰანტელები ეჭირა და კუნთებს ავარჯიშებდა. ღიმილით დამიკრა თავი და ვარჯიში განაგრძო.

-რომ არ გიპასუხე გეწყინა?

-სად არ მიპასუხე?_გაკვირვებულმა ვკითხე და სარეცხის ტაშტი დაბლა დავდგი.

-კედელზე რომ არ გიპასუხე გეწყინა..._გამიმეორა, მაგრამ ამჯერად მისი სიტყვები კითხვას აღარ გავდა.

-ისე რომ იცოდე ჯერ ესალმებიან ხოლმე და მერე იწყებენ სხვა თემაზე საუბარს. _სწრაფად შევცვალე თემა და შენიშვნა მივეცი.

-ზუსტად მისალმებაზე გესაუბრები, დილით უკვე ორჯერ მოგესალმე. _თვალი ჩამიკრა და მოაჯირს დაეყრდნო. უნებურად გამექცა თვალები მისი ნავარჯიშები სხეულისაკენ. ჩემი ქმედება აშაკრად არ გამოპარვია და ცინიკურად ჩამიცინა. მივხვდი რომელ მისალმებასაც გულისხმობდა და თავი დავუქნიე. _მიხდება?_ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და ჰანტელები მაღლა ასწია. მის ქცევაზე მეც ხმამაღლა გამეცინა. ისე ვიყავი მისი ყურებით გართული გარეცხილი ტანსაცმელის დაფენაც კი დამავიწყდა. _სარეცხი დაფინე. _თვალი ჩამიკრა და სახლში შევიდა.

-იდიოტი!_გაგულისებულმა ჩავიდუდღუნე.

-სექსუალური დაგავიწყდა!_სიცილით მომაძახა.

-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ, რა. _სიცილით ჩამომძახა მარიამმა და აივნის მოაჯირს გადმოეკიდა.

-გადაიწიე უკან, არ გადმოვარდე!_დაპანიკებულმა დავუღრიალე, ჩემმა დაქალს დაქალს ყურებში გავარდა და ადგილიდან არ დაძრულა.

-ნუ გეშინია, უსაფრთხოების ზომები დაცულია. რა ქენით იბაასეთ?_ფხუკუნით მკითხა და თვალებით მეზობელ აივანზე მიმანიშნა. ღიმილით დავუქნიე თავი, თან არ მინდოდა ზედმეტად შესამჩნები ყოფილიყო ჩემი მოქმედება. _ოპაა!_სერიოზული გამომეტყველებით შეცვალა ცქერის ობიექტი. მოღრეცილი თავი გავასწორე და დაქალის მზერას გავაყოლე თვალი. _ეს გიორგი არ არის?_თითით მოპირდაპირე კორპუსის აივანზე გადმოყუდებულ ბიჭზე მიმანიშნა. თვალებმოჭუტული დავაკვირდი აშკარად ნაცნობ სილუეტს.

-ეგაა. _100% დარწმუნებულმა ჩავილაპარაკე და ლურჯთავიანს ავხედე.

-მერე ნატოს ბინაში რას აკეთებს, თან შორტის ამარა. _გაკვირვებულმა მკითხა, თითქოს და მე ვიცოდე რას აკეთებს ნახევრად შიშვლეი გიორგი ჩემი მოპირდაპირე მეზობლის ბინაში.

-მე რა ვიცი. _მხრები ავიჩეჩე.

-სამაგიეროდ მე ვიცი. _ბოროტულად ჩაიქრიქილა და კიდევ უფრო გადმოიწია.

-მარიამ, ძალიან გთხოვნ ნუ ფართხალებ, თორემ აქედან თუ დაეშვი დამიჯერე ვერ გადარჩები!_ყოველი შემთვხვევისთვის ”გავაფრთხილე”.

-კარგი ხო. _სწრაფად გადაიწია უკან, მაგრამ გიორგისთვის თვალი მაინც არ მოუშორებია. _რას აკეთებს და ვგონებ ნატოსთან გულაობს.

-შენით დაასკვენი?_სიცილით ვკითხე თმააწეწილს.

-გიორგის შორტების დახამრებით. _თვალი ჩამიკრა და ჩემი მეზობლის აივანს გახედა. _ დილა მშვიდობისა. _ღიმილით “გაინაზა” და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა.

-დილა მშვიდობისა. _ღიმილით უპასიხა დანიელმა და მზეს თვალები მოუჭუტა.

-უკაცრავად კარებზე არიან. _ურცხვად იცრუა ჩემმა დაქალმა და აივნიდან გაუჩინარდა.

-მეც უნდა დაგტოვო. _სწრაფად გამოვაცხადე და სანამ რამეს იტყოდა სახლში შევარდი.
>>>
-ძალიან მაგარი იდეა მაქვს. _როგორც კი კარები გავაღე ხელებგაშლილი შემოვარდა მარიამი.

-კი, შეგატყე შუბლზე გაწერია. _სიცილით გავეხუმრე და კარები დავკეტე.

-მოკლედ ჩემმა დეიდაშვილმა მომცა თავისი სახლის გასაღები და შეგვიძლია რამდენიმე დღით წავიდეთ, ან კვირით. _გასაღები ცხვირწინ ამიფრიალა და გამეკრიჭა.

-სახლი მეც მაქვს. _მხრები ავიჩეჩე.

-ნაინა, რაჭის სახლის გასაღებია._ბუზღუნით ჩაილაპარაკა და კისერზე ჩამომეკონწიალა. _წავიდეთ, რა... ხომ ხედავ სამსახურიდანაც არავინ არ გირეკავს, თანაც ცოტახანი დავისვენებთ... მთა, სიმწვანე, მდინარე, ჩიტების ჭიკჭიკი._აღფრთოვანებული ცდილობდა ჩემს “შეცდენას”.

დასვენება და სუფთა ჰაერი ნამდვიალდ მჭირდება, თანაც რამდენი ხანია სიმწვანეში არ ვყოფილვარ. კანადაში იძულებული ვიყავი სულ ქალაქში ვყოიფილიყავი, მანამდეც თბილისიდან ნიკას გამდამკიდე ფეხს ვერ ვადგამდი. ახლა კიდევ ამ ემოციებით დატვირთულს რაჭა წამალივით მჭირდება. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გასაღები გამოვართვი.

-როდის მივდივართ?

-როდის და ხვალ დილით!

-მაშინ წავალ ჩავბარგდები.

-თბილებიც ჩადე, საღამოობით ცივა იქო. _გამაფრთხილა და კარებისკენ წავიდა._უი, ეს კიდევ არ გამოჩენილა?_თითი კედლისკენ გაიშვირა.

-ნტ. _უკმაყოფილო სახით გავაქნიე თავი და კედელს გავხედე.

უკვე 4 დღეა ჩემს კედელზე ჩემი მეზობლის მუშტები არ აბრახუნებულა, აივანზეც არ შემხვედრია და რაც მთავარია ღამე მთელი სახლი ჩაბნელებულია. დავასკვენი რომ სახლში არ არის. ცოტა არ იყოს და მოვიწყინე, რაღაცნაირად მივეჩვიე დილაობით კედელთან დგომას და მუშტების ბრაგუნს, მერე აივანზე მასთან კინკლაობას და სიცილს. სასიამოვნო ადამიანია, ხუმარა, რაღაცნაირად დადებითი და საოცრად მშვიდი. ძალიან ბევრჯერ ვცადე მისი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ არ გამომივიდა, ყოველთვის ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად მიბრუნებდა პასუხს.
>>>
-აქედან ფეხით მოგვიწევს ასვლა._მარშუტკიდან ჩემოდანი გადმოათრია მარიამმა და შლიაპა შუბლზე ჩამოიფხატა.

-შორია?_დაღლილმა ვკითხე და ჩემს ჩემოდანს დავაჯექი.

-არც ისე, 30 წუთი სავალია მე როგორც ვიცი...ხო, ოცდაათის. _ჩაფიქრდა და ბოლოს დაზუსტებით მიპასუხა. _მიდი ახტი, რაც უფრო მალე მივალთ მით უკეთესი. _მხარზე ხელი მკრა და წინ გაიჭრა.

კიდევ კარგი კედები ჩავიცვი, თორემ ამ აღმართზე როგორ უნდა ამეთრია სხეული და მერე ეს ჩემოდანი არ ვიცი. დაღლილ დაქანცული გავჩერდი ერთი სახლის წინ და ჭიშკართან დარჭობილ სკამზე ჩამოვჯექი.

-ცოტაანი დავისვენოთ, თორემ აღარაფრად ვარგივარ. _ამოვიზმუილე გადაღლილმა და ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოვიღე.

-რაღა დარჩა, ნაინა. _უკმაყოფილო სახით მომიჯდა გვერდით მარიამი და წყალი გამომტაცა. _რამდენი ბავშვები არიან არა?_აღმართზე მორბენალ ბავშვებს გახედა ჩემმა დაქალმა.

-აქაურები არიან თუ ისვენებენ?_დავინტერესდი.

-ზოგი აქაურია, ზოგიც ისვენებს.
~~~
მიუხედავად დაღლილობისა როგორც კი სახლის ეზოში შევედი მივხვდი რომ მიღირდა. იმდენად სხვანაირი იყო ყველაფერი, სიმშვიდე, სიმწვანე და რაც მთავარია ჩიტების “ხმაური”, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. გაბადრულმა მივაგდე ჩემოდანი და ზურგით გავწექი ბალახზე. სიცილით მომიწვა მარიამი გვერდით და ფეხები მუცელზე დამალაგა.

-მხეცო, ადგილი არ გყოფნის?_ტუჩებდაბრეცილმა წამოვყე თავი და ალმაცერად დავხედე მეგობარს.

-მუცელი... ეს არის ადგილი!_სიცილით ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა. აღარც მე მიმიქცევია ყურადღება, გაბადრული სახით დავდე თავი უკან და თვალები დავხუჭე. რამდენი ხანი ვიწექით ასე არ მახსოვს, ძილბურანში წასულა ნაცნობი ხმა და სიცილი რომ მომესმა სულ გადამავიწყდა ყველაფერი ისე წამოვყე თავი.

-ახლა არ მითხრა რომ სულ შემთხვევით აღმოჩნდი ჩემი სახლის გვერდით მდგარ სახლში და მე არ დამსდევ. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა დანიელმა და ცალი წარბი ღიმილით ასწია.

-ახლა არ მითხრა რომ აქაც ჩემი მეზობელი ხარ. _მოჩვენებითი უკმაყოფილება გამოვხატე და ფეხზე წამოვდექი. მარიამს საერთოდ არაფერი არ გაუგია, აშკარად გათიშულს ეძინა.

-ვიცი გაგიხარდება და გეტყვი, რომ კი._თავი დამიქნია და ღიმილით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. _ლამაზი მაისურია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა. სწრაფად დავხედე მაისურს რომელიც თითქმის ლიფთან იყო აჩაჩული და უხერხულად ჩამოვიწიე.

-მძინარე მზეთუნახავო!_ფეხი მივკარი გათიშულ მეგობარს და ჩემი ჩემოდნისკენ წავედი. მარიამმა სახეზე ჩამოფხატებული შლიაპა ასწია და თვალმოჭუტულმა გამომხედა.

-რატომ ყვირი?_სუსტი ხმით მკითხა და მიწაზე წამოჯდა. _უი, ეს დანიელი არ არის?_სიცილით გახედა ჩემს მეზობელს. იმანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თვალი ჩაუკრა. _შენც აქეთ ხარ?_სწრაფად მოფხიზლდა და ფეხზე წამოხტა.

-კი და მე მგონი მოგვიწევს უფრო დავახლოვდეთ, არა, ნაინა?_ღიმილით ჩაილაპარაკა დანიელმა. პირველად წარმოსთვა ჩემი სახელი და უნდა ვაღიარო ძალიან სასიამოვნოდ მოხვდა ჩემს სმენას. ტუჩებით გამეღიმა, თქმით კი არაფერი მითქვამს ისე წავედი სახლისკენ.
>>>
იმაზე ბევრად უკეთესი დასვენება მელოდება წინ ვიდრე მე წარმომიდგენია. დანიელის აქ ნახვას რა თქმა უნდა არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. გამოდის რომ დღეში თუ 4_ჯერ უნდა გამეღიმა ახლა უკვე 8_ჯერ მომიწევს გაკრეჭვა.
“შენ კაცებს არ ენდობი, ნაინა.” დაბლიდან ამომძახა ხმამ. “მე არც დანიელს ვენდობი!” ხმამაღლა ჩავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი. “უბრალოდ მასთან კინკლაობით არაფერი დაშავდება!” კინკლაობა შეიძლება უფრო დიდ მოწონებაში გადაიზარდოს, მითუმეტეს როცა უკვე დანიელის მიმართ ასე თუ ისე სიმპათიები მაქვს, მერე რა რომ არ ვენდობი, მთავარია რომ მასთან საუბრის დროს თავს კარგად ვგრძნობ და ეს ყველაფერი შოოს რომ წავიდეს მერე რა უნდა ვქნა? “უნდა გაჩერდე!” ბრძნული რჩევა მომცა ხმამ.
ქალისთვის ძალიან რთულია ენდო იმ სქესის წარმომადგენელს რომელმაც ერთ დროს ყველაფერზე გათქმევინა უარი და საკუთარი ნებით დაგატოვებინა აწყობილი ცოხვრება. იმ მომენტში ჩემთვის საქართველოს დატოვება ნიკას ტკივილის მერე ყველაზე საშინელი დარტყმა იყო. ახალი სამსახური, ახალი ადამიანები, სახლი, არაჩვეულებრვი მშობლები და უცებ, ბრახ... ხვდები რომ შენი ადგილი შენს ქვეყანაში არ არის, ქალაქში სადაც დაიბადე და გაიზარდე. არ მინდა ეს ტკივილი კიდევ ერთხელ ვიგრძნო, მითუმეტეს ვიცი რომ მეორედ ამას ვეღარ გადავიტან. იმდენად სუსტია ჩემი შინაგანი სამყარო, რომ ზუსტად ვიცი პატარა ნაკაწრიც კი ბოლომდე ჩამომშლის.
~~~
-მანდ რას აკეთებ?_გაოგნებულმა მკითხა და ამომხედა. ხის ტოტზე შემოხვეულმა ჩავიხედე დაბლა და ჩემს მეზობელს გავუცინე.

-ბავშვებს ბურთი ამოუვარდათ და მთხოვეს დაგვეხამრეო. _ხმამაღლა ჩავძახე და ტოტზე გარჭობილი ბურთისკენ ფეხი გავწიე.

-ფრთხილად იყავი ბურთს არ ჩამოყვე. _სიცილით ჩაილაპარაკა დანიელმა.

-შენნაირი მოუხერხებელი კი არ ვარ!_გავიჯგიმე და ერთი ტოტით წინ გადავიწიე. რა საინტერესოა როდის ვნახე დანიელი მოუხერხებლობა. _ააა._ხიდან ფეხი დამიცურდა და ცალი ხელით ჩამოვეკონწიალე ტოტს.

-გაგაფრთხილე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ხელები გაშალა. _მოდი!_დამიყვირა და ხელები აათამაშა.

-სად მოვიდე?_გაკვირვებულმა ვკითხე და თვალები დავქაჩე.

-ჩამოხტი._ისეთი მშვიდი ტონით იძახდა ამ ყველაფერს.

-აქედან? შანსი არაა!_სწრაფად გავაქნიე თავი და ტოტს მეორე ხელითაც ჩამოვეკიდე.

-მაშინ იქანავე. _მხრები აიჩეჩა და სახლისკენ წავიდა.

-კარგი, ხო!_შეშინებილმა დავიკივლე. _იცოდე რამე რომ ვიტკინო შენი ბრალი იქნება!_დავანამუსე.

-არავითარ შემთხვევაში, ხეზე ადიო მე არ მითხოვია!_სწრაფად გააქნია თავი და გზა განაგრძო.

-დანიელ.!_მუდარით დავიძახე მამაკაცის სახელი. _მოდი რა.

-მთხოვე და მოვალ. _ჯიბრით გაშეშდა ერთ ადგილას, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და რწევა დაიწყო. ზმუილით ამოვიღმუილე და თვალები დავხუჭე.

-დანელი, ძალიან გთხოვ დამეხამრე!_ისეთი ტონი მქონდა თითქოს ტყემლიანი ტორტის ჭამას მაძალებენო.

-ეგრე არა, გულიანად უნდა მთხოვო!_ჩემს ჯინაზე არ ჩერდებოდა.

-ჩამოვარდები!_დავუბღვირე და ნატყენ ხელებს ავეხედე._მართლა ძალიან გთხოვ რომ დამეხმარო.

-აი, ეგ უკვე სხვაა. ახლა ერთი ტოტით დაბლა ჩამოდი და მერე ჩემკენ გამოფრინდი. _ღიმილით დამარიგა და ხელები გაშალა.

-რომ ვერ დამიჭირო?_ეჭვით ვკითხე.

-თუ გინდა რომ მიწა კვლავ იგრძნო დაეშვი!_ლოდინით დაღლილმა ჩაილაპარაკა.

-ერთი ორი სამ..._თვალები დავხუჭე, მაგრამ ვერ გავბედე. _არა, მეშინია!_თავი გავაქნიე და ტოტს უფრო მაგრად ჩავებღაუჭე.

-ან მოფრინავ, ან მე მივდვიარ!_გამაფრთხილა და თვალი ჩამიკრა.

-ერთი, ორი და სააამი.

სწრაფად დავიკივლე და ტოტს ორივე ხელი ერთდროულქდ გავუშვი, იმ წამსვე ვინანე მაგრამ რაღა დროს, მთელი სისწრაფით მივქროდი ან მიწისკენ, ან დანიელის ძლიერი მკლავებისკენ. ძლიერი მკლავებში კი ჩავეშვი, მაგრამ დანიელმა ვეღარ შეიმაგრა თავი და მთელი ძალით მიწას დაასკდა, მე მეორე მხარეს გადავარდი და ბალახებში გავგორდი. საბენიდეროდ ტკივილი არ მიგრძვნია, უბრალოდ ხელის გულები მტკიოდა საშინლად და გული მიფრიალებდა. თვალები სწრაფად გავახილე და მიწაზე გართხმულ მამაკაცს გავხედე.

-ცოცხალი ხარ?_ხმადაბლა მკითხა და შუბლი დაიზილა.

-მე კი და შენ?_სიცილით ვკითხე და ხელები განზე გავშალე.

-მგონი მეც._სიცილითვე მიპასუხა, მაგრამ მერე დაიზმუილა და ოდნავ შეიშმუშნა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ზემოდან დავაჩერდი დანიელს.

-შუბლი გაქვს გვარიანად შელამაზებული. _სიცილით ჩავილაპარაკე და ხელი გავუწოდე.

-”სანტავიკი” გაქვს?_თვალებმოჭუტულმა მკითხა, ხელზე მაგრად ჩამეჭიდა და ფეხზე წამოდგა.

-არ ვიცი. _მხრები ავიჩეჩე და შუბლზე დავაკვირდი. _კეფა დაარტყი და შუბლი რანაირად გაიტეხე?_გაკვირვებულმა ვკითხე და სიცილი ავტეხე.

-ზედმეტად ბასრი ნიკაპი გაქვს. _”ახმისნა” და ნიკაპზე თითები მომიჭირა.

სიცილით შევიყვანე დანიელი სახლში და ძველებურ ტახტზე დავსვი. მარიამი სამზარეულოში იყო რაღაცას აკეთებდა და თან ბოლო ხმაზე ღნაოდა. მისი ხმით აღფრთოვანებული დანიელი ღიმილს ვერ იაკავებდა, თან ცდილობდა სახის ნაკვთები მკვეთრად არ გაემოძრავებინა. პატარა ნაკაწრი ქონდა შუბლზე, მაგრამ სისხლი მაინც მოსდიოდა, ამიტომაც იძულებული გავხდი ჯერ დამემუშავებინა და მერე გადამეკრა ლეიკო. როგორც კი ჭრილობის დამუშავებას მოვრჩი ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი.

-რამხელა ხმაზე ღრიალებ?_სიცილით ვკითხე დაქალს და ფქვილიან ლოყაზე მოვუსვი ხელი. _და საერთოდ რას გავს აქაურობა?_შეწუხებულმა მოვავლე თვალი ომის ველს დამსგავსებულ სამზარეულოს.

-ნაპოლეონს ვაცხობ. _გამეკრიჭა და შუაზე გატეხილ ფირფიტას აჭრილი კრემი წაუსვა.

-ეგ კრემი უნდა ამოგეყვანა. _სიცილით ჩავუკარი თვალი და დასვრილი ბამბები ნაგავში ჩავყარე.

-რამე იტკინე?

-მე არა. _თავი გავქნიე და მისაღებისკენ ვანიშნე. მარიამმა სწრაფად ჩააგდო კოვზი კრემიან ჯამში და მისაღებისკენ გაქანდა.

-დანიელ. _ღიმილით შესძახა მამაკაცის სახელი. _ნამცხვარს ვაცხობ, ხომ შეჭამ?_გაბადრულმა კითხა. მე სწრაფად ავაქნიე ხელები და თვალებით ვანიშნე არა-მეთქი._ფანჯარაში ჩანხარ და დაგამტვრევ მაგ ხელებს!_სწრაფად დაისერიოზულა ხმა მარიამმა. დასჯილი ბავშვივით ჩამოვყარე ხელები დაბლა და დანიელს მზერით ვუთანაგრძნე.

მარიამის ნაცხვრისთვის პირიც არ დამიკარებია, ჯერ სურვილიც არ მქონდა და მერე რა პირობებში აკეთებდა რომ ვიხსენებ... გამორიცხულია! დანიელმა დაკვირვებით შეათვალიერა ნამცხვარი, საეჭვო და სიცოცხლისთვის საზიანო რომ ვერაფერი დაინახა ჩანგალი ჩაარჭო და მადიანად მოკბიჩა.

-როგორია?_აცეტებულმა კითხა.

-ტკბილი. _ტუჩები განზე გასწია და ოდნავ დაიჭყანა. მისი სახის გამომეტყველებაზე ჩამეხრიწინა.

-ნამცხვარი ტკბილი უნდა იყოს. _ვითომ ვერ მიხვდა როგორი სიტკბო იგულისხმა დანიელმა და მხრები აიჩეჩა.

-ნამცხვრისთვის დიდი მადლობა. _ღიმილით გადახედა მარიამს და ფეხზე წამოდგა.

-და შუბლი რომ შეგიხვიე?_წარბწეულმა ვკითხე, როგორ თუ მე მადლობას არ მიხდი-მეთქი.

-და ვინ გამიტეხა?_ნიშნის მოგებით ჩამიკრა თვალი და კარებისკენ წავიდა. უსიტყვოდ ავედევნე უკან და ხის კარები გავუღე. _დროებით და გაითვალისწინე, რომ შენს ასაკში ხეებზე ძრომიალი საშიშია. _დამცინა და სახლიდან გავიდა.
>>>
-რას აკეთებ?_ინტერესით მკითხა მარიამმა და კომპიუტერის ეკრანს შეხედა.

-ვწერ. _მოკლედ გავეცი პასუხი და ლეპტოპი მოვარიდე.

-რას შვები?_პირდაღებულმა მკითხა და ტახტზე ამოძვრა.

-ვწერ-მეთქი!_გაბრაზებულმა დავუღრინე.

-ნაინა, ხომ კარგად ხარ? 3 წელზე მეტია არაფერი არ დაგიწერია და დღეს რა გეტაკა?_სიცილით მკითხა მეგობარმა და ეკრანს კიდევ ერთხელ შეხედა. _იმას აგრძელებ?_ცნობისმოყვარედ აათამაშა თვალები.

-არა, ის წავშალე და ახალი დავიწყე. _თავი გავაქნიე და ეკრანი მისკენ მივატრიალე. _შეგიძლია წაიკითხო. _ლეპტოპი კალთაში ჩავუდე და ფეხზე წამოვდექი.

-ამას კი წავიკითხავ, მაგრამ წერა რამ გადაგაწყვეტინა მაინც ვერ ვხვდები... შენ არ იძახდი წერას უნდა შევეშვაო?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.

-ხო, ვიძახდი იმიტომ, რომ წერაც ნიკას მახსენებდა, მაგრამ მივხვდი რომ ნიკა ჩემს ნოველებთან არაფერ შუაში არ არის!_მშვიდად ავუხსენი და თვალი ჩავუკარი.

-გასაგებია.

სასიყვარულო ისტორიების წერა ბავშვობიდან მიყვარდა, ყოველთვის მყავდა ჩემი გამორჩეული პერსონაჟები, რომელბსაც განსაკუთრებულ ადამიანებად ვაქცევდი ხოლმე. მაგალითად ჩემი მეზობელი რომელიც ყოველთვის ეჩხუბებოდა ცოლს, ჩემი ისტორიაში კი იდიალური ქმარი იყო. ბავშვობაში უამრავი რვეული და საწერი კალამი დაიხარჯა ჩემი ისტორიების წერისას, დედას ყველაფერი შენახული აქვს ჩემს სკივრში, რომელიც სპეციალურად ჩემი ნოველებისთვის იყიდა! რომ წამოვიზარდე უფრო სერიოზული სახე მივეცი და დედას მეგობარის რედაქციაში ვაგზავნიდი ჩემს ნაწერებს, მართალია ხშირად შენიშვნებს ვიღებდი, მაგრამ საბენდიეროდ რამდენიმე ნოველა ინკოგნიტოდ დაიბეჭდა. ნიკა რომ გავიცანი მაშინ უკვე სერიოზულად ვყავდი წერას გატაცებული, მაგრამ მასთან დროის გატარების სურვილი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და წერას იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი, იძულებული ვიყავი მარტო მაშინ მეწერა როცა საშინლად მინდოდა ემოციებისგან დაცლა. დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ჩემი ნაწერები ერთმანეთს გავდა, ნიკასთან ყოფნის პერიოდში სულ უაზრო სიყვარულზე და ბანალურ სცენებზე ვწერდი, მაგრამ ეს მაშინ ჩემთვის ნამდვლი “შედევრები” იყო, ახლა რომ ვუფიქრდები სად მქონდა ჭკუა. ჩემმა ყოფილმა საქმრომ ამაშიც შემიშალა ხელი და ამდენი ხნის შემდეგ წერის სურვილი კვლავ გამიჩნდა, თუმცა ცოტა არ იყოს და გადაჩვეული ვარ. ადრე რომ ვჯდებოდი 3 საათი ვერ ვდგებოდი ფეხზე, ახლა კიდევ ნახევარი საათიც ვერ გავჩერდი ვორდის ფაილთან.
დღის მეორე ნახევარში ლეპტოპთან ერთად გარეთ გავედი და ხის ქვეშ გაფენილ პლედზე დავჯექი. კომპიუტერი მუხლებზე დავიდე და წერა განვაგრძე.

-არ მითხრა რომ მწერალი ხარ. _სიცილით ჩაილაპარაკა ჩემს ზურგს უკან ხმამ. წარბწეულმა გადავხედე დანიელს და ლეპტოპი ოდნავ დავხურე.

-კარგი, არ გეტყვი. _ცხვირაბზუებულმა ჩავიდუდღუნე.

-სერიოზულად წერ თუ უბრალოდ დრო გაგყავს?_სერიოზული ტონით მკითხა და გვერდით მომიჯდა. ჩავთვალე რომ მართლა აინტერესებდა და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა.

-ნოველებს ვწერ და ვბეჭდავ... ნუ მართალია უკვე 4 წელია არაფერი არ დამიბეჭდავს, მაგრამ..._ღიმილით ჩავილაპარაკე და ლეპტოპი მიწაზე დავდე.

-საინტერესოა რა ჟანრში წერ. _აშკარად დაინტერესდა, თან ცალ თვალს ეკრანისკენ აპარებდა.

-უფრო სასიყვარულო დრამებს, მაგრამ აქა-იქ დეტექტივებზეც, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.

-ხელები როგორ გაქვს?_სწრაფად შეცვალა თემა. პასუხის გაცემაც არ დამაცადა ისე დაავლო ჩემს ხელებს თავისი ხელები და ხელისგულებზე დამაკვრიდა. _მალამო წაისვი და მოგიშუშდება. _ოდნავ გადატყავებულ კანზე ფრთხილად გადამისვა თითები.

-ეს აღარც კი მახსოვდა. _სიცილით ჩავილაპარაკე და შუბლზე დავაკვირდი. _ისევ ის ლეიკო გაკრია?

-აბა ვინ გამომიცვლიდა?_მხრები აიჩეჩა და “თავი შემაცოდა.”

-კარგი, გამოვიტან ნივთებს და მოვალ. _სწრაფად წამოხტი ფეხზე და სახლისკენ წავედი. _არაფერი წაიკითხო!_ლეპტოპისკენ ოდნავ გადახრილს დავუბარე და კარები შევაღე.

სამზარეულოში მაცივრის თავზე შემოდებული ყუთი ჩამოვიღე და კარებისკენ წავედი, მაგრამ ნაბიჯი ჰაერში გამიშეშდა როცა გავიაზრე რომ დანიელთან კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. დაბნეული გავშეშდი ერთ ადგილას და თვალები მაგრად დავხუჭე. “არ მინდა ისევ მეტკინოს.” ამოვიკრუსუნე გულში და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. “ნაინა, ახლოს არ უნდა მოუშვა.” ისევ ბრძნული რჩევებით მტენიდა ქვემოდან ხმა.

-გული ხშირად მიგდის?_დანიელის შუბლის დამუშავებით ვიყავი გართული მამაკაცის უცნაურმა კითხვამ რომ გაიჟღერა. სწრაფად გავწიე თავი და ხელები უკან და ისე დავაკვირდი.

-რას გულისხმობ?_ვკითხე და ჩემი საქმე განვაგრძე.

-მაინტერესებს გული ხშირად მიგდის თუ მარტო მაშინ როცა მე მხედავ?

-არ გინდა, რა. _სიცილით ჩავილაპარაკე, როცა მივხვდი საითაც უმიზნებდა.

-ნაინა, სერიოზულად გეკითხები!_ხმა დაისერიოზულა მამაკაცმა.

-მაშინ გეტყვი რომ შენ არაფერ შუაში არ ხარ... ეგ ყველაფერი ჩემი წარსულის ბრალია. _მოკლედ ავუხსენი და ლეიკო დავაკარი.

-მოდი წარსულზე საუბარი არ გვინდა, იმაზე ვისაუბროთ პარკში რომ ჩამეკეცე. _სიცილით დამკრა ცხვირზე თითი.

-ეგეც წარსულის ბრალია... და კიდევ, შენ არ ჩაგკეცვივარ._ხაზგასმით შევუსწორე და ყუთი გვერძე გადავდე.

-რაზე ჭორაობთ?_უკნიდან მარიამი მოგვეპარა. ჩემი დაქალი დანიელის გვერდით დასკუპდა და ორივეს ინტერესით დაგვაკვირდა. _რას გაისუსეთ, ჩემი მოსლვა გეწყინათ?_გაბუსხულმა გვკითხა და წამოდგომა სცადა.

-არა, უბრალოდ ვფიქრობ თუ როგორი მატყუარა დაქალი გყავს. _ხმადაბლა გადასჩურჩულა მარიამს, თან ისე მე რომ გამეგო.

-უკაცრავად?!_გაკვირვებულმა დავქაჩე თვალები.

-არ უნდა აღიაროს რომ ჩემი დანახვისას დაბნეულმა აღარ იცის რა ქნას და გული მისდის. _ღიმილით დააყოლა და მე გადმომხედა. მის მაიმუნობაზე ხმამაღლა გამეცინა.

-ანუ გინდა თქვა რომ 3 წლის წინ ეკლესიაში ჯერ შენ დაგინახა და გული მერე წაუვიდა?

სერიოზულად დაფიქრდა მარიამი. დაქალის კითხვამ დანიელიც დააბნია და მეც. მამაკაცი დაიბნა იმიტომ, რომ არ ელოდა მარიამის ასეთ სერიოზულ კითხვას... მე დავიბენი იმიტომ, რომ დანიელთან იმ ამბების გახსენაბა ზრ მინდოდა. მითუმეტეს როცა ვიცი რომ ეს ყველაფერი კარგს არაფერს მომიტანს. მინდა მასთან ისეთი ურთიერთობა ჩამოვაყალიბო წარსულში ქექვა რომ აღარასოდეს დამჭირდეს!

-მე და ნაინა შევთანხმდით რომ წარსულს არ გავიხსენებთ.

ჩემს დაკვირვებას რომ მორჩა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და გამამხნევებლად ჩამიკრა თვალი. მივხვდი რომ ეს ადამიანი სულ სხვანაირია, ძალიან თავისებური და ალბათ ისეთი მეც რომ ძალიან შევეჩვევი. მართალია მისი თითოეული სიტყვა ნერვებს მიშლის და ხშირად მაბრაზებს, მაგრამ დედაჩემის თქმის არ იყოს ნებისმიერი ურთიერთობა კამათის გარეშე ფუჭი დროის კარგვააო. ალბათ ზუსტად ამიტომ დაგვენგრა მე და ნიკასაც ყველაფერი, ჩვენ არასოდეს არ ვკამათობდით. ნიკასი უსიტყვოდ მესმოდა, თვალდახუჭული ვენდობოდი და მჯეროდა რომ მასთან კამათი იყო დროის კარგვა და ვთმობდი. რომ ვიხსენებ რამდენი “წვრილმანი” დავთმე იმის გამო რომ დრო არ დაემკარგა და მასთან ერთად მშვიდად ვყოფილიყავი. ასეთი ბრმა და გაუგონარი რანაირად გამხადა, არადა ყველა წვრილმანს როგორ ვაკვირდებოდი, თურმე არა!

-აქ ხარ?_ხუთი თითი ამიფრიალა მარიამმა. სწრაფად დავახამხამე თვალები და ჩემს წინ ცარიელ სივრცეს გავხედე.

-დანიელი სად არის?_სწრაფად ვკითხე და ეზო მოვათვალიერე.

-წავიდა. _მხრები აიჩეჩა ჩემმა დაქალმა და ფეხზე წამოდგა.

-კი, მაგრამ როგორ არ დამემშვიდობა?_მეწყინა, თანაც ძალიან.

-აა, ანუ არაფერი გაგიგონია... დანიელმა მდინარეზე წავიდეთო და სახლში გადავიდა ნივთების ასაღებად, მიდი შენც გაემზადე და წავიდეთ!_ამიხსნა და სახლისკენ წავიდა.
>>>
-ცურვა იცი?

მაისურის ბოელოებს ჩააფრინდა და ერთი ხელის მოსმით გადაიძრო. კიდევ ერთხელ ამჯერად უფრო დიდი ნერწყვი გადავაგორე სასულეში და რომ არ გავგუდულიყავი ხმამაღლა ჩავახველე. დაბნეულმა გადავიჯვარედინე ხელბი და მდინარის სანაპირო მოვათვალიერე.

-ისე რა.

-ანუ უნდა გასწავლო. _ტუჩის კუთხეში ჩამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.

-რას აპირებ?_დაფეთებულმა ვკითხე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

-ცურვა უნდა გასწავლო. _ცალი მხარი აიჩეჩა და ნაბიჯს აუჩქარა. მეც სწრაფად მივტრიალდი და გავიქეცი.

-არა, ახლა არ მინდა!_თან ხმამაღლა გავკიოდი. დანიელმა ცალი ხელი მკლავში ჩამავლო და თავისკენ მიმატრიალა.

-როგორ არა, გინდა!

მარჯვენა ხელი წელზე მომხვია და მხარზე გუდასავით გადამიკიდა. მოკლე სარაფანი მაღლა ამექაჩა და უხერხული ადგილები გამომიჩნდა, კიდევ კარგი საცურაო კოსწიუმის ჩაცმაზე დამითანხმა მარიამმა. საერთოდ მდინარე არ მიყვარს, მითუმეტეს მდიანრეში ბანაობა. მაგას მირჩევნია დავწვე და მთის რუჯი მივიღო!

-დანიელ, მდინარის წყალი ცივია._უკანასკნელად გავირძოლე და წყალს შეწუხდებულმა დავხედე.

-მერე რა. მე აქ ვარ და გაგათბობ! _ფლირტით გაჯერებული ხმით ჩაიჩურჩულა და წყალში ჩამაგდო. ცივმა წყალმა ერთიანად მშთანთქა და მთელი სხეული ყინულად მიქცია. იმდენად მიუჩვეველი ვიყავი ასეთ ცივ წყალს შეშინებული კანკალმა ამიტანა. სწრაფად ავაფართხალე ხელ ფეხი და ამოვყვინთე. დანიელი ჩემს წინ იდგა, დოინჯშემოდებული და ღიმილით მიყურებდა.

-მთხოვე რომ გაგათბო. _ნაცნობი ტონით ჩაილაპარაკა და მომაჯადოვებელი ღიმილით დამსაჩუქრა. მიუხედავად სიცივისა და შიშისა, მაინც მოვასწარი მისი ღიმილის აღქმა.

-არ მინდა გათბობა, უბრალოდ ამიყვანე.

აკანკალებულმა ჩავიჩურჩულე და მხარზე ჩამოვეკონწიალე. ყინულივით ცივ წყალშიც კი ვიგრძენი მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე. საშინლად მესიამოვნა და ტკიპასავით ავეკარი მთელი სხეულით. ჩემი ქმედებით კმაყოფილმა მომხვია ორივე ხელი და სხეულზე უფრო მაგრად მიმიკრა. დამეფიცება რომ სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი, წამებში შემოახწია ჩემში დანიელის ცხელმა სხეულმა და ყინულად ქცეული გამალღვო.

-კარგია არა?_ცინიკური ხმით მკითხა და ჩემი სახელ ხელისგულებში მოიქცია. თანხმობის ნიშნად თვალები დავაფახუნე და თავი მხარზე დავადე.

ზურგზე მოკიდებულმა ამომიყვანა ნაპირზე და მიწაზე გაფენილ პლედზე დამაჯინა. ზემოდან თავისი სპორტული მოსასხამი მომაცვა და ღიმილით მომიჯდა გვერდით.

-ჯობია სარაფანა გაიხადო, თორემ სველია და უფრო შეგცივდება. _დამარიგა და სველ სარაფანას მოკიდა ხელი. გაბრაზებულმა გამოვგლიჯე ჩემი კაბის ნაჭერი და თვალი ავარიდე_რატომ მიბრაზდები, მე ხომ გაგათბე?

ღიმილით გამოიხარა ჩემკენ და ტუჩები ლოყებთან ახლოს გააშეშა. მისი სუნამოს სუნით გაბრუებულმა სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და ერთმანეთს დაშორებული ბაგეები სწრაფად დავკუმე. ჩემი ქცევით ნასიამოვნები და კმაყოფილი გასწორდა წელში, ხელები მაღლა ასწია და ერთმანეთზე მიატყუპა. რამე ჩაიცვას თორემ გავაფრენ.” საკუთარ თავს გამოვუტყდი და ცალი თვალი მისი შიშველი სხეულისკენ გავაპარე. მომენტებში ძალიან ბავშვური, ალალი და საოცრად მიმზიდველია, მომენტებში კი სულ სხვანაირი... ცეცხლოვანი, მართლაც რომ სექსუალური და რაც მთავარია ძალიან მამაკაცური. ამ ადამიანში ორი არსება ზის და უნდა ვაღიარო ორივე ძალიან მხიბლავს.

-კიდევ დიდხანს აპირებ ეგრე ჯდომას?

ისევ გადმოიხარა ჩემკენ, მიწას მარჯვენა ხელის გულით დაეყრდნო, მარცხენა კი ჩემს მხარზე აასრიალა, რომელსაც მისი სპორტული მიფარავდა. მის თითებს გავაყოლე თვალი და წარბწეულმა გადავხედე გვერდულად მომღიმარს.

-რას აკეთებ?_ვითომ ვერ ვხვდები რას აკეთებს.

-ვცდილობ უფრო დაგაბნიო.

სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და საჩვენებელი თითი ლოყაზე დამისვა. გაბრუებულმა ავიქნიე ხელი და სწრაფად წამოვდექი ფეხზე. სპორტული იქვე მივუგდე და ჩქარი ნაბიჯებით წავედი მთავარი გზისკენ. ვიგრძენი როგორ წამოფრინდა დანიელი და ამედევნა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე გადამიხტა წინ, თან ტანზე შავ მოკლესახლება მაისურს იცვამდა.

-რატომ გამირბიხარ?_ისევ ჩემს ნერვებზე თამაშს აგრძელებდა. ღიმილით ამომდიგა გვერდით და ჩემს პასუხს დაელოდა.

-იმიტომ, რომ სახლში მინდა წასვლა და კიდევ, შენ არ გაგირბივარ!_ყოველი შემთხვევისთვის გადავუსწორე, რა იცი ურთიერთობის გაწყვეტა არ მოისურვოს-მეთქი. დანიელმა თავი დამიქნია და უკან მიტრიალდა.

-მარიამს არ დაველოდოთ?_გაკვირვებულმა მკითხა და ჩემს დაქალს გახედა, რომელიც ვიღაცასთან ერთად იდგა და გულიანად იცინოდა.

-არა მგონია ახლა წამოსვლა უნდოდეს. _სიცილით ჩავილაპარაკე და ვანიშნე ჩვენ წავიდეთ-თქო._შუბლზე ლეიკო აგძვრა. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და გზას გავხედე. დანიელმა ფრთხილად მიიდო თითები ჭრილობაზე და ღიმილით გადმომხედა.

-საჭმელებს კეთება იცი?_იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა, იმის თქმაც ვერ მოვახერხე რომ ერთი წელი სპეციალურ კურსებზე დავდიოდი. დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები და თვალები მოვჭუტე. _უბრალოდ ძალიან მშია და ვიფიქრე გამომკვებავს-მეთქი, მაგრამ რადგან არ იცი..._ცინიკური ღიმილით აიჩეჩა მხრები და გზა განაგრძო, მე ერთ ადგილზე გავშეშდი და შუბლშეკრული მივაჩერდი მიმავალს.

-და ვინ გითხრა რომ არ ვიცი?_სწრაფად დავეწიე და წინ გადავუდექი. დანიელს პასუხი არ გაუცია, ჩემს აღრენილ სახეს უყურებდა და გვარიანად ხალისობდა. _ვიცი, მაგრამ შენ არ გაგიკეთებ!

ჯიბრით ჩავილაპარაკე, მივტრიალდი და ჩემი სახლის ეზოში შევედი. დანიელს ისევ არაფერი არ უთქვამს, უსიტყვოდ გააღო თავისი ეზოს ჭიშკარი და ნელი ნაბიჯებით შევიდა. მისი სიჩუმე ძალიან არ მესიამოვნა, მითუმეტეს როცა ასე არასოდეს არ ჩუმდებდა. ყოყმანით დავისვი ხელისგულებზე ფრთჩხილები და თვალები მაგრად დავხუჭე.

-კარგი, გავაკეთებ რამეს!

თვალებდახუჭულმა დავიყვირე და ცალი თვალი გავახილე იმის გასაკრვევად რა მოიმოქმედა დანიელმა. მამაკაცის სახლის კიბეებთან შედგა, გამაჯრვებული ღიმილით გადმომხედა და საერთო ღობეზე სწრაფად იფრინა.

-უჯრაში დანაა და მომაწოდე. _ძველებურ გაზქურასთან ასვეტილმა გადავულაპარაკე და ასანთი ავანთე. დანიელმა დანა მომაწოდა და გაურკვევლობაში მყოფს გვერდით დამიდგა. _იცი ეს როგორ უნდა ავანთო?_მობუზულმა ვკითხე და თითებთან ჩასულ ცეცხლს სული შევუბერე. სწრაფად გამომართვა ასანთის კოლოფი და გაზქურასთან ჩაიცუცქა, აბა ისე იმსიმაღლეა.

მამაკაცის სურნელზე საშინლად რეაგირებს ჩემი სხეული, გონება და სასუნთქი ორგანოები. ყველაფერი ერთმანეთში მერევა და სულ მინდა რომ მაძებარი ძაღლივით ვყნოსო. თანაც როცა ახლოს დგას, ისე ვბრუვდები, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ და კბილების კაწკაწით ვცდილობ არ მივარდე და ცხვირ-პირი მის ყელში არ ჩავრგო. სწრაფად ააბრიალა ცეცხლი და ასანთის კოლოფი კუთხისკენ ისროლა.

-მწვანილსაც ხომ დამიჭრი?_შეპარვით ვკითხე და მომხიბლავად გავუღიმე.

-ნტ, არ მიყავრს საჭმელების კეთება!_თავი გააქნია და თვალი ჩამიკრა.

-უბრალოდ მწვანილი დამიჭერი, საჭმელს მე გავაკეთებ. _გაბუსხულმა ჩავილაპარაკე.

-არა, მეზარება!_თავი გააქნია და სკამზე ჩამოჯდა.

-ზარმაცი და წელმოწყვეტილი!_ჩემთვის ჩავიჩურჩულე და ზურგი ვაქციე.

-მართალი ხარ, ძალიან ზარმაცი ვარ. _დამიდასტურა და თითები მაგიდაზე აათამაშა.
>>>
-ნუ ჩერდები!_სიცილით ჩამავლო მკლავში ხელი და სირბილი გამაგრძელებინა.

-დანიელ, მართლა ძალიან დავიღალე. _ერთიანად გასაწურმა ჩავილაპარაკე და შუბლზე თითები მივიდე. ჩემი წუწუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო სირბილი.

-აბა რისთვის დარბიხარ? უნდა დაიღალო!_ღიმილით დამიდგა უკან და ხელებით მომაწვა. მის საქციელზე სიცილი ვერ შევიკავე და მეც ავყევი. ცოტახანი ჩემ უკან იდგა და ცდილობდა დამხმარებოდა, მერე უკვე ჩემითაც შევძელი მოძლიერება და ოდნავ ჩქარა დავიწყე სირბილი. _აი, ასე, კარგია._შემაქო და ოდნავ გამისწრო.

დაღლილ დაქანცული ერთ-ერთი სახლის წინ მდგარ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და დანეილს დავაკვირდი.
ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ასეთ ნაინას, სამი წლის წინაც ძალიან ლაღი, ხალისიანი და სასაცილო გოგო ვიყავი, მაგრამ ახლა თითქოს ნაინას ვიბრუნებ, ადამიანს რომელიც წლებია არ მინახავს და ძალიან მომენატრა. თუმცა უნდა ვაღიარო ასეთი მაინც არასოდეს არ ყოფილა, ნიკასთან ერთად არასოდეს წავსულვარ სავარჯიშოთ. ან კი ვარჯიშისთვის ვის ეცალა, სულ მივლინებაში იყო და როცა არ იყო მაშინ სახლში ვისხედით და ისე ვიკლავდით მონატრებას. დანიელთან სხვა ურთიერთობა მაქვს, ერთად არ ვართ, თუმცა ორივემ ვიცით რომ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გაქვს და ამის ხმამაღლა თქმას არანაირი აზრი არ აქვს, როცა შეგვიძლია საქციელებითაც ვიმოქმედოთ. თუმცა მგონია რომ დანიელს თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა აბრკოლებს, ალბათ ჩემი ცვალებადი ხასიათი. დილის საათებში სულ ვიღრენ და ვებღვირები, საღამოობით ჩემი ნებით დავეყუდები საერთო ღობესთან და ველოდები როდის ინებებს გარეთ გამოსვლას. ისიც სპეციალურად აჭიანურებს და ერთი საათის მერე გამოდის, არადა ზუსტად ვიცი რომ ფანჯრიდან მხედავს ხოლმე.
ღიმილით მომიჯდა გვერდით და წყლის ბოთლი გამომიწოდა.

-მადლობა. _გახარებულმა ჩავილაპარაკე და წყალი დახარბებულმა მოვიყუდე. გვერდულად ჩაიცინა, თქმით კი არაფერი უთქვამს. პირსახოცი კისერზე მოუგდო და სპორტულის მოსასხამი ბოლომდე ჩაიხსნა.

-თბილისში რომ დავბრუნდებით საჭმელს ვინ გამიკეთებს ხოლმე?_როგორც ყოველთვის ახლაც სულ სხვა თემაზე დაიწყო საუბარი, რა დროს თბილისია ჯერ რაჭიდან წასვლაზე არ მიფიქრია.

-არ ვიცი. _მხრები ავიჩეჩე და გავუცინე.

-რომ გამიკეთო და აივანზე გამომაწოდო ხოლმე?_იდეა შემომთავაზა და წარბები აათამაშა.

-ჰმ. _ბგერებით შევძახე და წარბები მაღლა ავქაჩე. _რა მოხდება ერთხელ შენც გამიკეთო რაღაცა, რაც აქ ხარ სულ მე გკვებავ.

-ხომ გითხარი, მე ზარმაცი ვარ და საჭმელების კეთება მეზარება. _ისევ გამიმეორა და ფეხზე წამოდგა.

-რა ვიცი, მთელი ღამე ბურღვა არ დაგზარებია. _მაღალ სილუეტს ავხედე და მზეს თვალი მოვუჭუტე. როგორც კი წინადადება დავასრულე ისევ გაეცინა, სწრაფად ჩამავლო ხელები და ფეხზე წამომაგდო, თვითონ კი ადგილზე “სირბილი” დაიწყო.

-ახლა უნდა დავეშვათ და ფრთხილად იყავი, საშიშია. _გამაფრთხილა და ნელი სირბილით წავიდა.
>>>
-დარწმუნებილი ხარ რომ იჭმევა?_ეჭვით გადავხედე მამაკაცს და ოდნავ შეწითლებულ პამიდროზე მივანიშნე. დანიელმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და თვალები ამარიდა.

-არ ვიცი, მიდი გასინჯე თუ არაფერი მოგივა ე.ი. იჭმევა. _როგორც ყოველთვის ახლაც ხუმრობაში ნახა გამოსავალი და პატარა პომიდორი გამომიწოდ.ა

-შეწამლული რომ იყოს? გავრეცხოთ მაინც. _სწრაფად მოვავლე მიმდებარე ტერიტორიას თვალი და მოპარული პომიდორი წავართვი. სიცილით წამოვხტი ფეხზე და ჩვენი ეზოსკენ თავქუდმოგლეჯილი გავარდი. დანიელი თავიდან არ ამყვა, ტუჩები განზე გასწია და დამცინავად გააქნია თავი, მერე კი ჩქარა წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯში უკვე ჩემთან იყო. უკმაყოფილოდ ავხედე მაღალ მამაკაცს და პომიდორი ჟაკეტის ბოლოებით გავწმინდე, მერე კი ტუჩებთან მივიტანე და კბილები მთელი ძალით ჩავარჭე.
>>>
-ფრთხილად!

სწრაფად მომვარდა და წელზე ხელები მაგრად მომხვია. შეშინებულმა ვეღარ მოვზომე და მთელი ძალით შემოვეტმასნე სხეულზე. ჩემი ქცევით აშკარად კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა, იმიტომ რომ ზუსტად ხუთი წუთი ვყავდი სხეულზე მიხუტებული და მე მგონი ჩემს გაშვებას არც აპირებდა. სიმართლე გითხრათ არც მე მქონდა სურვილი სადმე წავსულიყავი. წელიდან ხელები თმებისკენ წაიღო და ნაზად მომეფერა, მერე კი თითები ლოყაზე მომიჭირა და გამიღიმა.

-კარგად ხარ?

მზრუნველად მკითხა და თმებში გარჭობილი ბალახები ამომაცალა. გაკრეჭილმა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელები მოვაშორე. თვითონაც ფრთხიალდ მომაშორა ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა ხელი.

-ნუ ჩქარობ, ნელა ადი, არავინ არ მოგვსდევს. _თვალი ჩამიკრა, ზურგზე ხელი ოდნავ მომადო და მანიშნა გზა გააგრძელეო. მაღლა გორაზე წვალებით ავბობღდი და დაღლილი პირდაპირ ბალახზე გავწექი.

დილით დაგვადგა თავზე და რაჭის დათვალეირება შემოგვთავაზა, თან ყველაზე მაღალი წერტილებიდან უნდა განახო რაჭაო “დამემუქრა.” მარიამმა როგორც ყოველთვის ახლაც უარი განაცხადა ჩვენთან ერთად წამოსვლაზე, თავიდან მეგონა რომ იმ ახალ ბიჭთან ერთად უნდოდა განმარტოვება, მერე მივხვდი რომ ჩემი და დანიელის განმარტოვება ქონდა გეგმაში. ცოტა ვეჩხუბე, მაგრამ მივხვდი რომ ამას მარტო ჩემს გამო აკეთებს, იმიტომ რომ იცის ნიკას ტკივილი ჯერ კიდევ ვერ გადავხარშე. დანიელთან ყოფნის დროს კი ყველაფერი მავიწყდება, ისიც მავიწყდება ნაწილობრივ ჩემი წარსულიდან რომ არის გადმოსული. იმდენად სხვანაირი, შეგნებული და ადამიანურია რომ მასთან ყოფნის დროს საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე რომ მამაკაცების უნდა მეშინოდეს. სიფრთხილეს რა თქმა უნდა ვიჩენ, ყოველთვის ვცდილობ ზედმეტი არცერთს არ მოგვივიდეს, მაგრამ გასაკვირი ის არის რომ ამას დანიელიც ცდილობს. და ზუსტად ვიცი რომ ამ ყველაფერს ისიც ჩემს გამო აკეთებს!
ჩემს წარსულზე არასოდეს არაფერს არ მეკითხება, რამდენჯერმე ვცადე ყველაფრის მისთვის მოყოლა, მაგრამ ვერ გავბედე. მერე მივხვდი რომ თუ მას არ აინტერესებს რა ხდებოდა ჩემს წარსულში მე რატომ უნდა გავიხსენო ძველი და უსიამოვნო მოგონებები, მაგას ჯობია დანიელთან ერთად რაჭის ტურით დავტკბე!

-ულამაზესია!_რაჭით აღფროთვაებულმა ჩავილაპარაკე და ბალახებზე გაწოლილ დანიელს დავაჩერდი. _დანიელ. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და მისკენ ოდნავ დავიხარე. _დაგეძინა?_გაკვირვებულმა ვკითხე, თითქოს პასუხს გამცემსო. _დანიელ.

კიდევ უფრო ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და მამაკაცთან ახლოს მივიწიე. ნორმალურად აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ისე დამავლო ხელი, მარცხნივ გადამაგორა და ჩემს ზემოდან მოექცა. თვალებდაქაჩულმა და გაკვირვებულმა ავხედე მამაკაცს, მაგრამ მისთვის ნორმლაურად სახის გასწორებაც ვერ მოვასწარი ისე დავეშვით ერთმანეთში ახლართულები დაღმართზე. დარყეული მივენარცხე დანიელის სხეულს და კრუსუნით მივიდე შუბლზე გაშლილი ხელისგული. როგორც ყოველთვის ამჯერადაც დანიელი დაზარალდა, იმიტომ რომ ჯერ ის მიეჯახა ხეს და მერე მე მივეჯახე დანიელს. იმდენი ხანი ვიტრიალეთ თავბრუ დამეხვა და ასე მეგონა მთელი სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავდა. თვალებარეულმა გადავხედე დანიელს და ცალი ხელი მხარზე დავადე.

-ისევ შუბლი გაიტეხე?_სიცილით ვკითხე და ტუჩებზე ხელისგული მივიდე, ბოლომდე კარგად ვერ ვიყავი და ცუდი შეგრძნებები მაწუხებდა. აბა როგორია ამხელა დაღმართიდან დაეშვა, თანაც დაწოლილი და ვიღაცის სხეულში ახლართული. დანიელმა თვალებმოჭუტულმა გადმომხედა და კარგად დამაკვრიდა.

-რამე ხომ არ გატკინე?

-ნტ, მე არაფერი. _სიცილით ვუპასუხე და წამოვჯექი. _უი, ხელი გაქვს დაბეჟილი.

შეწუხებულმა დავუსვი თითები მკლავზე. დანიელს მე მგონი საერთოდ არ აინტერესებდა რა ქონდა დაბეჟილი, გაშტერებული მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა, თან დროდადრო ტუჩის კუთხეში იღიმებოდა და ცალ წარბს როგორც იცის ხოლმე ისე ათამაშებდა. ეს მზერა ჩემთვის ძალიან ნაცნობია, მაგრამ ასეთი დაჟინებით არასოდეს არ შემოუხედავს. დაბნეულმა გადავაგორე ნერწყვი და ხელები ზურგს უკან წავიღე.

-შენთვის მითქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ?_ხმადაბლა მკითხა და მარცხენა ხელით ჩემს სახეს მოეფერა. დაბნეულმა გავაქნიე თავი და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. _დიდი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ახლა გამოვასწორებ და გეტყვი რომ ძალიან ლამაზი ხარ!_ახლა უკვე მთელი სახით მიღიმოდა.

-დიდი მადლობა. _დამორცხვილმა ჩავილუღლუღე და თავი დავხარე.

-შენ?

-რა მე?_სწრაფად გავუსწორე თვალი.

-შენ არ უნდა მითხრა რომ სიმპათიური ვარ?_წარბწეულმა მკითხა და ხელი დაბლა ჩასწია.

-არ ხარ და რატომ უნდა გითხრა?_მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი.

-ანუ გინდა თქვა რომ სიმპათიური არ ვარ?_მოჩვენებით იწყინა და წვალებით წამოაყენა დაბეჟილი სხეული ფეხზე.

-ხო, სიმპატიური არ ხარ!_კატეოგირული ტონით ჩავილაპარაკე და გზისკენ მივტრიალდი.

-კარგი, სიმპათიური არ ვარ, მაგრამ სექსუალური უდაოდ ვარ!

-ასეთი ნაინა წლებია არ მინახავს._ღიმილით ჩაილაპარაკა ჩემმა ლურჯთავამ და ყავა მოსვა.

-ხო, თითქოს რაღაცა შეიცვალა. _გაბადრულმა დავადე თავი მხარზე.

-ბევრი რამე შეიცვალა და დანიელიც გამოჩნდა. _ხმადაბლა ამიხსნა და თმები მომწიწკნა.

-იცი დანიელთან რა კარგად ვარ?_სევდიანი ხმით ჩავილაპარაკე, ვგრძნობდი რომ რაღაცა ისე ვერ იქნებოდა და მეშინოდა.

-ვიცი, ნაინა, მე ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვხედავ! არ მინდა იფიქრო რომ იმ მოვლენების გამო გეუბნები ამას, მაგრამ ასეთი ლაღი ნიკასთანაც არ მახსოვხარ. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამაჩერდა. _ვხვდები რომ მასთან ყოფნისას შენ ბედნიერი არ ყოფილხარ. _ლოყაზე მიჩქმიტა და სევდიანმა გამიღიმა.

-მე კი მგონია რომ რაღაცნაირად ბედნიერი მაინც ვიყავი.

-ხო, რაღაცნაირად, მაგრამ ეგ ბედნიერება გულწრფელი არასოდეს არ ყოფილა! უბრალოდ მაშინ გეგონა რომ ყველაზე იღბლიანი ადამიანი იყავი.

-მეშინია.

-რისი?_სიცილით მკითხა და ფინჯანი ტახტზე დადო.

-რომ აქაც ყველაფერი ცუდად დასრულდება... მარიამ, ძალიან მიჭირს დანიელთან ურთიერთობა, სულ მგონია რომ რაღაცა მოხდება.

-არ ვიცი შენ რა გგონია, მაგრამ გირჩევ რომ თითოეული წამით დატკბე და შეირგო! დამიჯერ ამ დროს ვეღარ გაამეორებ!_რჩევა მომცა და საძინებლისკენ წავიდა.

მეც ძალიან მინდა ზედმეტი ფიქრის და შიშების გარეშე ვიყო დანიელთან, მაგრამ არ გამომდის. ნამდვილად არ არის ადვილი ყველაფერი განზე გასწიო და იცხოვრო ისე თითქოს არაფერი მომხდარა, მითუმეტეს როცა გინდა რომ ყველა საკითხში ფრთხილი იყო.
მინაზე კაკუნის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან, სწრაფად მივტრიალდი ფანჯრისკენ და ჩვენს ეზოში გადმოსულ დანიელს გაკვირვებულმა გადავხედე.

-ამ შუა ღამისას აქ რა გინდა?_სწრაფად გავაღე ფანჯარა და გაკვირვებულმა ვკითხე.

-ვერ დავიძინე და გადავწყვიტე ჰაერზე გამოვსულიყავი. როგორც კი გარეთ გამოვედი თვალები თავისით გამომექცა თქვენი ფანჯრებისკენ და შუქები დავინახე. შენც ჩემზე ფიქრი არ გაძინებს? _უცებ ამიხსნა და თვალი ეშმაკურად მომღიმარმა ჩამიკრა.

-მე ჯერ ძილს მაინც არ ვაპირებ, უბრალოდ არ მეძინება და შემოდი, ჩაის ან ცხელ შოკოლადს დაგალევინებ. _ღიმილით შევთავაზე და ფარდა უკან გადავწიე.

დანიელი ცოტახანი ჩაფიქრდა, ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ალბათ იფიქრა ჩემთვის ხაფანგი აქვს დაგებულია. სუკუათარი ნებით ვეპატიჟები ჩაიზე და ცხელ შოკოლადზე. ბოლოს ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და თავი ოდნავ დამიქნია.

-რამდენი წელი ცხოვრობდით კანადაში?_ინტერესით მკითხა და ჩაი მოსვა.

-სამი წელი. მაგრამ ზოგჯერ მეგონა მთელი ცხოვრება იქ გავატარე. _სიცილით ვუპასუხე და ყავის ფინჯანი ამოვატრიალე.

-მკითხაობაც იცი?_ცინიკური ღიმილით მკითხა და ჩემს ფინჯანს დახედა.

-ვიცი და გინდა გიმკითახაო?_აზარტში შესულმა შევთავაზე.

-მე რომ ყავას არ ვსვამ? როგორ უნდა მიმკითხაო?_გაიკვირვა და მხრები აიჩეჩა.

-კარტზეც ვიცი მკითხაობა. _სწრაფად მოვნახე გამოსავალი.

-არა, დღეს მკითხაობა არ მინდა.

ღიმილით ჩაილაპარაკა, ფინჯანი მაგიდაზე დადო და ნახევარი ტანით ჩემკენ მოტრიალდა. გაყურსული ვიჯექი და მის მომედევნო მოქმედებას ვაკვირდებოდი. თვალებმილულუმა ავხედე მამაკაცს და მისი თითებისკენ გავაპარე მზერა, საოცრად ლამაზი თითები აქვს, მე რომ მომწონს ზუსტად ისეთი. თითები უცებ გამოძრავდა და ფიქრებიდან მეც გამომაბურძულა. ისევ დანიელს გავუსწორე მზერა და თვალებში ჩავაჩერდი. მამაკაცმა ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და თითებით ნაზად მომეფერა.

-როგორი სრიალა და ნაზი კანი გაქვს. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა. ინსტიქტურად წავიწიე უკან, არადა ეს საერთოდ არ მინდოდა. ჩემს ქცევაზე ხმით ჩაეცინა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. _მინდა რომ გაკოცო და მინდა რომ ეს შენც გინდოდეს!

ტონი შეუვალი ქონდა. დაბნეულმა ავაფახუნე თვალები და მის მაჯებს გადავხედე. ძალიანაც რომ მიდნოდეს მისი მკლავებიდან და ხელებიდან თავს ვერ დავაღწევ, თანაც რა მოხდება ერთხელ სხვა მამაკაცმაც რომ მაკოცოს. მითუმეტეს როცა გულის სიღრმეში ეს ყველაფერი მეც მინდა. რამდენიც არ უნდა ვუარყო ფაქტია რომ დანიელის შეხება ძალიან მსიამოვნებს და კოცნა ხომ საერთოდ, ალბათ ჭკუიდან ამწევს. ნებართვის ნიშნად თავი დავუკარი და აკანკალებული ხელები მის მუხლებზე დავდე. დანიელი კიდევ უფრო მომიახლოვდა, მარცხენა ხელი ჩემი კისრისკენ გააცოცა მარჯვენა კი ისევ ლოყაზე დატოვა და ჩემი ფერება განაგრძო. თვალებდახუჭული დაველოდე როდის მაკოცებდა და მანაც არ დააყოვნა, ვიგრძენი როგორ ჩემეხო რაღაცა რბილი, ოდნავ უხეში, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო. ძალიან ფრთხიალდ და ნაზად მკოცნიდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მიფრთხილდებოდა, ეშინოდა მის უხეშ მოქმედებას არ დავეშალე. ამან უფრო დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, მივხვდი რომ ჩვენი კოცნა გულწრფელი იყო! ვნებით, გრძობით, სინაზით და გახელებით მიკოცნიდა ორივე ბაგეს, თანც მარცენა ხელს რიტმულად ათამაშებდა ჩემს თმებში და უარესად მაბნევდა. საერთოდ ასე ვარ, თმებზე როცა მეფერებიან ვითიშები და ყველაფერი მავიწყდება და წარმოიდგინეთ თმებზე მოფერებას სასიამოვნო და გონის დამკარგავი კოცნაც რომ მიემატება. დანიალმა ძალიან ნელა შეწყივტა კოცნა, ტუჩები ოდნავ მომაშორა და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა.

-ახლა წავალ, გვიანია. _ღიმილით დამკრა თითი ცხვირზე, ტუჩები შუბლზე მომაწება და ფეხზე წამოდგა. უსიტყვოდ დავყევი მის სურვილს და გასაცილებად ავედევნე. გასვლისას კიდევ ერთხელ მოტრიალდა, ღიმილით შემათვალიერა და ღობისკენ წავიდა.

-მშვიდი ძილი!_ხმამაღლა მივაძახე და კარები დავხურე.
>>>
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა?_ეჭვით მკითხა და ბავშვებს გადახედა.

-ოო, დანიელ, რამდენ კითხვას მისვამ._გაბუსხულმა გამოვგლიჯე ბურთი ხელიდან და ბავშვებისკენ წავედი. _ხო მინდა, დიდი ამბავი 28 წლის გოგომ წრეში ბურთი ვითამაშო. _წარბებაქაჩულმა ჩავილაპარაკე და ბურთი მიწაზე დავაგდე. _ბავშვებო ხომ მათამაშებთ?_ღიმილით გადავხედე გაკვირვებულ და მოცინარ ბავშვებს.

-კი!_ყველამ ერთხმად წამოიძახა, წარბწულმა ნიშნის მოგებით გადავხედე იქვე ღობესთან ჩამომჯდარ დანიელს და ბურთი ბიჭს გადავუგდე.

-მეც მინდა!_მოულოდნელად წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. მისგან ნამდვილად არ გამკვირვებია, იმდენად სხვანაირია რომ ყოველ წამს შეიძლება რაღაცა საოცრებას ელოდო. გაკრეჭილმა დავუქნიე თავი და გუნდები დავყავი. “გოგონები ბიჭებზე”

-იცოდე მწარე ბურთები არ ისროლო!

როგორც კი წრეში ჩავდექი თითის ქნევით გავაფრთხილე. მწარე ბურთები კი არა დანიელი ბურთს მე საერთოდ არ მსვრილდ, ჯერ პატარა მაიმუნები მოიშორა და მერე მე მომდგა. თვალებმოჭუტულმა ვცადე მისი ფიქრების ამოკითხვა და სანამ მე ეს შევძელი ბურთი პირდაპირ მუცელში გამარტყა. ტკივილისგან ხამამღლა შევძახე, ოდნავ ჩავიკეცე სწრაფად მივიდე მუცელზე ხელი. დანიელი სწრაფი ნაბიჯებით მოვიდა ჩემთან და ქვემოდან ამომხედა.

-ძალიან გატკინე?_შეშფოთებულმა მკითხა.

-არაა, მეამა. _ირონიულად ჩავილაპარაკე და მხარზე დავეყრდენი. _წამიყვანე სახლში!

ვუბრძანე და შევეცადე მუცლის ტკივილი ოდნავ მაინც დამეიგნორებინა. დანიელმა ღრმად ამოისუნთქა და ხელში ამიტაცა, ამაზეც ავკივლდი, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაყუჩებული ტკივილი ვიგრძენი დავდუმდი და თავი მხარზე დავადე.

-რა მოუვიდა?_შეშინებულმა მარიამმა ხმამაღლა წამოიკივლა და სახლში შეგვატარა.

-ბურთი მოხვდა. _მოკლედ აუხსნა დანიელმა და ტახტზე დამაწვინა. მარიამისთვის მაინც ვერ გახდა გასაგები რა მომივიდა, ან რა ბურთი მომხვდა.

-ბავშვებმა მოარტყეს არა?!_გაბრაზებულმა გადააქნია თავი და თავთით დამიდგა.

-არა, თამაშობდა და მოხვდა... უფრო სწორად მე მოვარტყი. _შეწუხებულმა აუხსნა და ტახტზე ჩამოჯდა.

-რას თამაშობდით?_პირდაღებულმა კითხა, ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია.

-წრეში ბურთს._მე გავეცი პასუხი და ხმადაბლა ჩავიფუხუკუნე.

-აი, თურმე რატომ ამოდიან ყოველ დღე აქ ბავშვები._გონება განათებულმა ჩაიქირქილა და მუცელზე დამხედა._მანახე, ჩაქცევები არ გქონდეს. _მაისური ოდნავ ამიწია და თვალებმოჭუტული დამაკვირდა. _სიმართლე გითხრათ მე ამის არაფერი გამეგება და შენ რომ ნახო?_ეშმკაური ღიმილით გადახედა დანიელს. იმ წამსვე მივხვდით რაც ქონდა ჩემს დაქალს ჩაფიქრებული და ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა. დანიელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,ჩემკენ ოდნავ მოჩოჩდა და მუცელზე დამაკვირდა.

-გაწითლებული გაქვს, მემგონი ექიმთან წასვლა კარგი იქნება. _მუცელზე ფრთხილად დამისვა თითები. ეკლებმა ხომ დამჩხვლიტეს და მერე ჭიანჭველების გუნდი შემომესია. დაბნეულმა ავარიდე თვალი მამაკაცს და ტახტთან კედელზე ჩამოკიდებულ ნოხს ავხედე._რამე საინტერესო დაინახე?_ირონიული სიცილით მკითხა და ჩემს მზერას გააყოლა თვალი.

-ექიმთან არ მინდა!_კატეგორული ტონით ჩავილაპარაკე, ექიმებს ნიკას ქორწილის დღის მერე ვერ ვიტან, რომ მახსენდება რატომ აღმოვჩნდი საავადმყოფოში, მერე ის საშინელი წამლების სუნი...

-ნაინა, შეიძლება ცუდ ადგილას მოგხვდა და აუცილებელია გადაღება!_ისეთი ტონით ჩაილაპარაკა შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე. დასჯილი ბავშვივით დავაქნიე თავი და ფეხზე წამომდგარს შეშინებულმა გავხედე.

-სად მიდიხარ?

-მანქანას გამოვიყვან და წავიდეთ. _ღიმილით მომისვა თითები ლოყაზე, შუბლზე მაკოცა და კარებისკენ წავიდა.

-საბედნიეროდ სერიოზული არაფერი არ არის, თუმცა ერთი დღე თუ იწვები კარგს იზამ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის._ღიმილით დამარიგა ექიმმა და დანიელს გადახედა. _შეიძლება ღამე ტკივილებმა შეაწუხოს ამიტომ, რამდენიმე წამას გამოვუწერ და იყიდეთ.

-აუცილებლად. _თავი დაუქნია და მე გადმომხედა.

-სულ ტყუილად ვიარეთ ამხელა გზაზე. _გაბუსხულმა ჩავილაპარაკე და თვალები დავუბრიალე.

-ნუ მედავები!_თვალები დამიბრიალა და ექიმს რეცეპტი გამოართვა. _ჩვენ შეგვიძლია რომ წავიდეთ?

-კი, კი ახლავე შეგიძლიათ წახვიდეთ.

-გადავალ წამლებს ვიყიდი და ახლავე მოვალ.

საავადმყოფოსთან ახლომდებარე აფთიაქთან გააჩერა მანქანა და სირბილით გადავიდა. ღიმილით გავაყოლე ჩემით აფორიაქებულ დანიელს თვალი. რა ვქნა ეგოისტურად მსიამოვნებს ჩემზე ასე რომ ზრუნავს, ან კი რომელ ქალს არ ესიამოვნება. რა ცუდია ნიკასთან ასეთი შემთხვევები რომ არ ყოფილა, ხომ გავიგებდი როგორ იზრუნებდა ჩემზე.

-დანიელ. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და საჭესთან მჯდარ მამაკაცს გადავხედე. წამით გამომხედა, მიმახვედრა რომ მისმენდა და მერე ისევ გზას გახედა. _რა იცი რომ ჩემი საქრმოს ქორწილი იყო?_ხმადაბლა ვკითხე და ინტერესით დავაკვირდი.

-მარიამმა მითხრა. _მოკლედ ამიხსნა, თანაც ისეთი ტონით, თითქოს ამაში გასაკვირი არაფერი არ ყოფილიყოს.

-ააა._ყველაფერი ერთიანად მომეშვა და თავისუფლად სუნთქვა შევძელი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მისმა პასუხმა რაღაცნაირად გამახარა. მესიამოვნა იმის გაგება რომ საბენდიეროდ ნიკასთან საერთო არ აქვს და ეს ყველაფერი მისგან კი არა მარიამისგან იცის.

-როგორ ხარ, მუცელი ხომ არ გტკივა?

ჩემდა გასაკვირად იმ თემაზე საუბარი არ გაუგრძელებია, ღიმილით გავუქნიე თავი და ფიქრებში წასულმა შუბლი ფანჯრის მინას მივადე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის ადგილას რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიკითხავდი ნიკაზე. მართალია დანიელის სიჩუმით და წარსულში არ ფოთიალით ძალიან კმაყოფლი ვარ, მაგრამ მეშინია სიმართლის გაგების მერე რამე არ მოხდეს. თანაც რომ მახსენდება რომ ნიკას და ელენეს ქორწილში იყო, ფაქტია რომელიღაცას იცნობს. ამიტომაც ვიკავებ თავს პირი დავაღო და ყველაფერი ვუთხრა, თუმცა ვიცი რომ ამის აუცილებლობა აუცილებლად იქნება!

-ხვალ თბილისში ვბრუნდები. _როგორც კი საწოლში ჩამაწვინა ხმადაბლა ჩამჩურჩულა და სახეზე მომეფერა.

-ჩვენც. _სიცილით ჩავილაპარაკე.

-ხოდა ძალიან კარგი, ერთად წავიდეთ, თან შენთვისაც კარგი იქნება. _მუცელს დახედა და თვალი ჩამიკრა.

-დანიელ.

-რაო?_ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა და თვალებში ჩამაჩერდა.

-მეშინია. _ხმაგაბზარულმა ჩავიჩურჩულე.

-რისი?_სიცილით მკითხა და ჩემკენ გადმოიხარა. ხმა ვერ ამოვიღე, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, მაგრამ ფაქტია ძალიან მეშინოდა. _გასაგებია. _ისევ მან განაგრძო საუბარი. _გეშინია რომ მეც შენი ყოფილი საქმროსავით მოვიქცევი და ვიღაცის ქორწილში ამომიცნობ სიძედ არა?!_სერიოზული გამომეტყველებით მკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა.

-ზუსტად ეგრე არა, მაგრამ...

-მაგრამ გეშინია რომ მოგატყუებ._საუბრის დასრულება არ დამაცადა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავისუსე. _დაიმახსოვრე, მე არ მაქვს მიზეზი რომ მოგატყუოა! ახლა კი დაიძინე! _თვალი ჩამიკრა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

-მარიამ, ჩემი ნივეას კრემი სად არის?_პირსახოცი თავზე შემოვიხვიე და ხმამაღლა გავსძახე სამზარეულოში მოფუსფუსე დაქალს.

-შენს ოთახშია, მე მგონი მესამე თაროზე.

-ყავა გამიკეთე, რა.

ხალათის ქამარი მაგრად შემოვიჭირე და ოთახისკენ წავედი. ამ გოგოს ნივთების უკან დაბრუნება ვერ ვასწავლე, ყოველთვის უადგილო ადგილას დებს. ვერ ვხვდები რა უნდა ნივეას მაზს სუვენირების თაროზე. დუდღინით შევედი ოთახში და პირდაპირ თაროსკენ წავედი. ნივეას მაზი ზუsტად იმ თაროზე იდო სადაც ნიკას ნაჩუქარი ბეჭედი და ყელსაბამი. გულაჩქარებულმა წავიღე ხელი სამკაულებისკენ და თვალები მაგრად დავხუჭე.

-არ მესმის რატომ ინახავ. _მარიამის ხმამ გამომაფხზილდა, მივხვდი რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი ქონდა. გაბრაზებულმა გადავხედე და ყბები გავაღჭიალე. _ხო, სპეციალურად დავდე კრემი მანდ, იმიტომ რომ მაინტერესებს რატომ ინახავ... რას ელოდები, რატომ არ ყრი?_გაბრაზებულმა აუწია ხმას.

-არ ვიცი. _ჩურჩულით ჩავილაპარაკე და საწოლზე ჩამოვჯექი.

-სამაგიეროდ მე ვიცი!_ჩემს წინ გაჩერდა და ბეჭედი ხელისგულზე მოქცია. _შენ ნიკა ისევ გიყვარს!

-არა!_სწრაფად და გააზრებულად წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი. _ნიკას სიყვარული იმ დღეს მოკვდა ჩემში როცა ეკლესიის ეზოში დავინახე!

ზუსტად ვიცოდი რომ რასაც ვამბობდი სიმართლე იყო. შეიძლება შიშები რომ გრძნობები განმიახლდება მქონდა, მაგრამ დანიელთან ურთიერთობის დროს მივხვდი რომ ნიკა აბაშიძე ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა როგორც მამაკაცი. რომ არა დანიელი და მასთან გატარებული დღეები შეიძლება დღემდე მეფიქრა რომ ნიკას მიმართ ისევ ვიგრძნობდი რაღაცას, თუნდაც პატარა სიყვარულის ნაპერწკალს. ბოლოს და ბოლოს ადვილი არ არის შენი პირველი სიყვარული დაივიწყო, რაც არ უნდა მოხდეს ის ყოველთვის გემახსოვრება... გემახსოვრება მისი გამოხედვა, სურნელი, ხმის ტემბრი, სიცილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ის კიდევ შეგიყვარდეს როგორ მეორე ნახევარი. არა! მითუმეტეს ჩემს შემთხვევაში ეს გამორიცხულია, ზოგჯერ საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო, რომ ცოლიან კაცზე უნებურად ვფიქორბდი. ვერ ვიტანდი ნაინას რომელიც გამუდმებით ნიკასთან იყო და მასზე ფიქრებს ვერაფერს უხერხებდა... ახლა კი ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარე და მინდა დანიელთან ერთად ახალი და ნორმლაური ცხოვრება დავიწყო, ყოველგვარი შიშების და დარდების გარეშე, მითუმეტეს როცა ამ კაცთან ეს გამომდის. მასთან ყოფნის დროს არ ვფიქრობ იმაზე რომ რაღაცა მეტკინება, არ ვფიქორბ რომ ეს ნაბიჯი შეიძლება არასწორი იყოს... უფრო სწორად ვერ ვფიქრობ, იმდენად კარგი და ჩემიანია დანიელი რომ ამაზე ფიქრის დროს არ მაძლევს, სულ რაღაცას ვაკეთებთ. თუ ერთად ვართ გამორიცხულია ორი წამით მაინც მოვდუნდეთ. რაც თბილისში დავბრუნდით უფრო დავახლოვდით, არადა მეგონა რომ რაღაცნაირად ჩამოვშორდებოდით, თუმცა არა.
კაფეშიც დავდივართ, აუზზეც, ზოგჯერ მთაწმინდაზეც ავყავარ ჩემი დაჟინებული თხოვნით. ამ ყველაფერს კი სამსახურის მერე მიკეთებს. ვხედავ როგორი დაღლილი მოდის სამსახურიდან როგორ უნდა დაძინება, მაგრამ როგორც კი ჩემს ხმას იგებს იცვლება და ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა... და მე რა ნამუსით ვუთხრა ჩემთან ყოფნაზე უარი, როგორ გავბედო და ვუთხრა რომ მასთან ურთიერთობის მეშინია, როცა ეს ასე არ არის.

-დანიელის სუნამოც აქვეა. _ცინიკური ღიმილით გადახედა დანიელის ნაჩუქარ სუნამოს და ხელში აიღო. _მაშინ ეს გადააგდე!

-შენ რა გადაირიე?_სიმწრის სიცილით გამოვტაცე ბოთლი ხელიდან და გულზე მივიხუტე._ყველაფრის გადაყრა რომ დამჭირდეს ამას არ გადავაგდებ!_გავიბრძოლე, თითქოს და ვინმე ძალით მაკეთებინებდეს რამეს.

-არ გეშინია რომ შეგიყვარდება?_ვხვდებოდი რატომაც მესაუბრებოდა ასე, რატომ სვამდა ამდენ კითხვას და ასეთი ფორმით. მარიამს ზუსტად იმის მიღწევა უნდოდა რისიც მე. ჩემი დაქალი ძალიან კარგად მიცნობს და იცის რა დროს რომელ წერტილში უნდა დამარტყას.

-არა, არ მეშინია!_საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩავილაპარაკე და სუნამოს ბოთლს გავუღიმე. _დანიელი სულ სხვანაირია, საერთოდ არ გავს ნიკას. _ხმამაღლა ჩავილაპარაკე და მარიამს გადავხედე.

-შენ წარმოიდგინე და მაგას მეც ვამჩნევ. _სიცილით ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. _მოუყევი შენზე?

-არა, დანიელი თვლის რომ ჩემი წარსული ჩვენი ურთიერთობისთვის საინტერესო არ იქნება... მას კიდევ უნდა რომ თითოეული წამი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს!_გავეკრიჭე და გვერდით მივუსკუპდი.
>>>
-დღეს რა გეგმები გვაქვს?_აივანზე გასულმა ვკითხე და მისი აივნისკენ ოდნავ გადავიხარე.

-გასწორდი და ნუ ქანაობ!_მხარზე ხელი მომადო და უკან დამწია. როგორც კი მისთვის სასურველ ადგილას დავდექი თავი კმაყოფილმა დამიქნია და ჩემკენ ახლა უკვე ის გადმოიხარა. _დღეს კუს ტბაზე გავისერინოთ, ზაფხულში ღამით განსაკუთრებულად სასიამოვნოა იქაურობა.

-კუს ტბაზე ბოლოს როდის ვიყავი აღარც კი მახსოვს. ალბათ 4 წლის წინ. _სიცილით ჩავილაპარაკე და სავარძელში ჩავჯექი. დანიელი სწრაფად გადმოახტა მოაჯირს და ჩემთან გაჩნდა, ღიმილით ჩაიცუცქა და ხელები მუხლებზე მომიჭირა.

-კარგია, ე.ი. მე მაქვს შანსი ყველაფერი სასიამოვოდ გაგახსენო. _თვალი ჩამიკრა, ბაგეებზე ოდნავ მაკოცა და ტუჩები ლოყებისკენ გააცოცა.

-რატომ ხარ ასეთი კარგი?_გაბრუებულმა ვკითხე და სახეზე ფრთხიალდ დავუსვი თითები.

-წარმოუდგენელია. _ხმამაღლა წამოიძახა და თითები დამიჭირა.

-რა არის წარმოუდგენელი?_გაკვირვებულმა ვკითხე და აივნიდან გადავიხედე, რამე ხომ არ მოხდა-თქო.

-შენი ნება სურვილით თქვი რომ კარგი ვარ. _ხმადაბლა ჩამჩურჩულა და თითებზე თითები მაგრად მომიჭირა, მერე კი ხელისგულებს ტუჩები მიადო და მსუბუქად მაკოცა.

-წამომცდა. _ხუმრობაში ავყევი და თვალები სასაცილოდ დავატრიალე.

-აბა, აბა ეგეთებს არ ვართ!_თითის ქნევით გამაფრთხილა და ფეხზე წამოდგა. _მიდი, გაემზადე და გავიდეთ. _მოკლე გზით დაბრუნდა საკუთარ აივანზე და სახლში შესვლამდე ისევ გამიღიმა.

-მართლა რატომ ხარ ასეთი კარგი?_ხმადაბლა ვკითხე და ცარიელ სივრცეს გავხედე.
>>>
-ბავშვობაში მე და ჩემი ბიძაშვილები მოვყავდით ხოლმე დედას აქ. _ხამდაბლა ჩავილაპარაკე და შეცვლილ გარემოს გადავხედე. _აქ გავიცანი მარიამიც. _ჩვენი გაცნობის სცენა რომ წარმოვიდგინე ბედნიერს გამეღიმა. _ველოსიპედზე კატაობდა და ჩემს წინ წაიქცა, პირველი მე მივარდი საშველად და მანდედან დაიწყო ყველაფერი. _ღიმილით ჩავილაპარაკე და მკლავზე ჩამოვეკონწიალე. _შენ... შენ რას მეტყვი შენს ბავშვობაზე?_ინტერესით ავაფახუნე თვალები და მის პასუხს დაველოდე.

-ნაინა, რაღაცა უნდა გითხრა. _ხმაშეცვლილმა ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამაჩერდა. მივხვდი რომ რაღაცა ისე ვერ იყო და ავფოქრიადი, სწრაფად გავუშვი ხელი, წელში გავსწორდი და შეშინებულმა ავათამაშე თითები.

-რა მოხდა?

-გეტყვი, მაგრამ აქ არა! სადმე სხვაგან წავიდეთ. _თითებზე სწრაფად ჩამაფრინდა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მანქანის სადგომისკენ. როგორც კი მანქანაში მოვკალათდით ღრმად ამოისუნთქა და ადგილს მოწყდა.

-დანიელ, მეტყვი რა მოხდა, ასე უცებ რამ შეგცვალა?_დაპანიკებული ვეკითხებოდი. მანქანა სადღაც გააჩერა, ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა მარტო ის მაინტერესებდა რას მეტყოდა ალავიძე.

-ვიცი რომ ეს აქამდეც უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცი რატომ არ გითხარი... ალბათ იმიტომ, რომ არ მინდოდა გამქცეოდი. _ხმადაბლა დაიწყო და საჭეს თითები მაგრად მოუჭირა.

-რამე მომატყუე?_შეშინებულმა და ცრემლმორეულმა ვკითხე.

-არა, არა! არაფერი მომიტყუებია!_სწრაფად გადმოიხარა ჩემკენ და სახეზე მაგრად მომიჭირა ხელები. ვიგრძენი თვითონაც როგორ შეაშინა ჩემმა კითხვამ. _უბრალოდ არ გითხარი, მაგრამ მინდა რომ იცოდე! მინდა ისიც იცოდე რომ შენს წარსულს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს!_მე რომ მიყვარს იმ ღიმილით გამიღიმა და გამამხნევა.

-მითხარი თორემ დამელია სული._აფორიაქებულმა ვუჩქმიტე ხელზე.

-ნიკა ჩემი დეიდაშვილია. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.

დანიელის სიტყვების მოსმენისთანავე შემომეფეთქა რაღაცა რამაც საშინლად მატკინა. კიდევ ერთხელ ვიგრძენი გაუსაძლისი ტკივილი გულის არეში, ოღონდ ამჯერად ბევრად უფრო მწარე და შეუხორცებელი. წამის მეასედში წამომცვივდა ცრემლები და ბაგეები ერშმანეთს დავაშორე, სუნთქვის საშუალება რომ მქონოდა. მტკიოდა არა იმიტომ რომ დანიელმა სიმართლე თავის დროზე დამიმალა, არამედ იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი მასთან ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებდი. ვიცოდი რომ ჩვენი ურთიერთობა მანქანაშივე დასრულდებოდა. უბრალოდ მე არ ვიყავი იმდენად ძლიერი რომ მამაკაცთან რომელიც ჩემი წარსულის ტკივილთან ასე ახლოს არის ბედნიერი ვიყო. ყოველთვის როცა დანიელს შევხედავ გამახსენდება რომ ნიკას და მას ერთი სისხლი აქვთ, წარმოვიდგენ რომ დეიდაშვილები არიან და ჩემთვის ბედნიერება შეუძლებელი იქნება.
ვეღარაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა რომ ერთ თვეში შეკოწიწებული უაზროდ ბედნიერი დღეები ისევ ნიკას გამო უნდა დავთმო, მამაკაცის გამო რომელმაც მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია და ახლა ისევ... ისევ მის გამო უნდა ვაგო პასუხი და დანიელზე უარი ვთქვა.

-არა, არ შეიძლება ეგ სიმართლე იყოს. _ცრემლებისგან დაბინდული თვალებით წავიღე ხელი დანიელისკენ და სახეზე დავუსვი. ალავიძემ სწრაფად დამიჭირა ხელები და ორივე ხელისგული ბევჯერ დამიკოცნა.

-სიმართლეა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს!_ხმამაღლა ჩაილაპარაკა და გამიღიმა.

-არა, შენ არ გესმის. _ვლუღლუღებდი და ვცდილობდი როგორმე თვალთახედვა გამეწმინდა. სწრაფად გამოვაცალე ხელები და ცრემლები მოვიწმინე. _მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით!

-რას ნიშნავს ერთად ვერ ვიქნებით?_სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა. სულელივით ვაქნევდი თავს და ვცდილობდი გულის ტკივილი როგორმე დროებით მაინც ჩაემცხრო. _გიყვარს?_ხმადაბლა ჩამქვრალი ხმით მკითხა და შემომხედა. სწრაფად ავწიე თავი მაღლა და თვალებში ჩავაჩერდი.

-რა სისულელა.

-აბა რა გვიშლის ხელს ვიყოთ ერთად?_მხრები აიჩეჩა. _თუნდაც გიყვარდეს, რა პრობლემაა დაგავიწყებ!_საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ჩემკენ ოდნავ გადოიხარა.

-დანიელ, შენ არ გესმის... ვერ ხვდები რომ იმ კაცის დეიდაშვილთან რომელმაც გული მომიკლა ვერ ვიქნები. ყოველთვის როცა შემოგხედავ ნიკა უნდა გამახსენდეს.

-ჩემი დანახვისას ნიკა რატომ უნდა გაგახსენდეს?_გაბრაზებულმა მკითხა და წარბი ამიწია.

-იმიტომ რომ შენი დეიდაშვილია!_ყვირილით ჩავილაპარაკე და ხელები თავზე შემოვიწყე. ალავიძე მაინც არ კარგავდა სიმშვიდეს და ცდილობდა ბოლომდე შეენარჩუნებინა ის. _იმიტომ რომ ერთხელ უკვე მატკინა გული!_კიდევ ერთხელ წამსკდა ცრემლების ნიაღვარი.

-და იმ კაცის გამო თმობ ბედნიერებას რომელამაც ერთხელ უკვე გატკინა გული. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა, ჩაწითლებული თვალებით შემომხედა და თავი გააქნია. _არა, ნაინა, ასე ადვილად ვერ მომიშორებ!

უსიტყვოდ მიმიყვანა კორპუსთან, მანქანა გააჩერა და დაელოდა როდის გადავიდოდი. აკანკალებული ნაბიჯებით გადავედი და უკამოუხედავად წავედი სადარბაზოსკენ. თვითონ არ გადმოსულა, როგორც კი სადარბაზოში შევედი მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა.
სახლის კარები სწრაფად შევაღე და პირზე ხელაფერებული დავჯექი შესასვლელში. ბოლო ხმაზე აღმუილებული ვცდილობდი ემოციების და ტკივილის გაქრობას. ვცდილობდი საკუთარ თავში მეპოვა ძალა და კიდევ ერთხელ გადამერჩინა გული. ნელა-ნელა ყველაფერს ვაანალიზებდი და დანიელის სიტყვებიც გადავხარშე. დამიმალა რომ ნიკას დეიდაშვილი იყო, დამიმალა იმიტომ რომ არ გავქცეოდი, მაგრამ როგორ მატკინა. სიმართლე რომ მცოდნოდა ახლოსაც არ გავიკარებდი, არ გავატარებდი მასთან ამდენ დაუვიწყარ დღეს და არც ახლა ვიჯდებოდი მისაღებში აზლუქუნებული.
თუმცა რამდენ სასიამოვნო მოგენებას დავაკრგავი, კარგია რომ არ მითხრა, მიუხედავად იმისა რომ გაუსაძლისად მტკივა გული და მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი სასიამოვნო დღეები აღარ განეორდება, მიხარია რომ არ მითხრა და დამიმალა. ახლა უბრალოდ მეცოდინება რომ დანიელი უკანაკსკენლი მამაკაცია ვინც ჩემს ცხოვრებაში იარსებებს და სასიამოვნოდ გაღიმებული, ტკივილისგან ატირებული გავხისენებს მასთან გაატარებულ ყველა დღეს.
უნამუსოდ დავგეგმე ჩემი მწარე მომავალი და იატაკზე გაწოლილმა შეკრული მუშტები მივიდე გულზე.

-გეხვეწები ჩამოდი, რა. _ატირებულმა ჩავძახე ტელეფონში.

ზუსტად 1 წუთში ჩემი რკინის კარები გაგიჟებულმა მარიამმა შემოაღო. იატაკზე გაწოლილი რომ დამინახა, დაფეთებული მეცა და გულზე მიმიკრა.

-რატომ არ მანებებს თავს, რა უნდა?_აზმუილებული ვეხუტებოდი დაქალს და ცხარე ცრემლებით მოვთქვამდი.

-ვინ არ განებებს, რა ხდება, ნაი?_ჩურჩულით მკითხა და თმებზე მომეფერა.

-დანიელი... დანიელი ნიკას დეიდაშვილია. _ლუღლუღით ჩავილაპარაკე და მაისურზე მთელი ძალით ჩავებღაუჭე. ვიგრძენი როგორ გაუშეშდა ჩემს თმებში ათამაშებული თითები, ვიგრძენი როგორ დამეცა მისი ცხარე ცრემლი მხარზე და უფრო მაგრად ავტირდი.

-ჩშშშ, ამასაც გადავიტანეთ!_დამაიმედა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები. _ხომ იცი, არ არსებობს პრობლემა რომელიც ჩვენ ორს მოგვერევა!

-დანიელი... როგორ ვთქვა მასზე უარი?_გაბრუებულმა ვკითხე. მარიამმა უკან დამწია და თვალებდაქაჩული მომაჩერდა.

-არა, დანიელზე უარი არ უნდა თქვა, უნდა შეძლო და შეინარჩუნო!_ხმამაღლა ჩამძხა და ჩემთან ერთად დაჯდა იატაკზე.

-არ შემიძლია, დანიელთან ვერ ვიქნები. _გიჟივით დავიწყე თავის ქნევა.

-ჩშშ, ახლა უნდა დაისვენო... წამოდი დავწვეთ. _მკლავებზე მომკიდა ხელები და ფეხზე წამომაყენა.

დავწექი თუ არა გათიშულს დამეძინა, არ ვიცი შეიძლება ნერვბიულობა და სტრესი მომქედებს. როგორც კი რაღაცაზე ნერივულობას ვიწყებ იმ წამსვე მებინდება გონება და ვითიშები, ეს ყველაფერი ნიკას ამბების მერე დამდწყო, გონება დიდი ხანი ვეღარ ქაჩავს და მალევე ითიშება.
დილით თვალები გავახილე თუ არა თავის და გულის ტკივილი ერთდორულად ვიგრძენი, კედელზე ბრახუნსაც არ გავუღვიძებივარ და მივხვდი რომ სულ სხვანაირი დილა და ცხოვრეობა დაიწყო. გაბრუებული წამოვდექი ფეხზე, ოდბავ შევქანავდი და იძულებული გავხდი ისევ დავწოლილიყავი. თვალები მაგრად დავხუჭე და ხელები მუცელზე დავწიყე. გაახსენდა როგორ აკვირდებოდა ჩემს აწითლებულ მუცელს, როგორ მიყურებდა ბალახებიდან დაგორებულს, აფსოლიტურად ყველაფერი გამახსენდა და ცრემლები წამსკდა.
ფიქრებიდან კედელზე ორჯერ დაბრახუნების ხმამ გამომიყვანა, სწრაფად წამოვყე თავი და კედელს ავხედე. საშინლად მინდოდა თავის შეკავება და მისი “დილა მშვიდობისთვის” გვერდის ავლა, მაგრამ ვერ შევძელი და მეც სუსტად დავაბრახუნე ორჯერ. როგორც ყოველთვის პასუხი არ ყოფილა.
ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე, ფრატუნა ჩუსტებში ფეხები გავუყარე და სააბაზანოსკენ წავედი. გრილმა წყალმა ცოტა მომაფხიზლა, მაგრამ იმდენად ვიყავი არეულ-დარეული რომ დროებიც კი მერეოდა. ყველაფერმა რასაც შევეხე წარსული გამახსენა და ნერვები მომეშალა.
დარდი არ ვიცი რამდენად შემიმსუბუქდა, უბრალოდ ვცდილობდი თვალები ნორმალურად გამეხილა და სხეულისთვის გათიშვის საშუალება არ მიმეცა. თანაც დანიელთან უნდა ვილაპარაკო და ყველაფერს წერტი დავუსვა. უნდა ვაგრძნობინო რომ ჩემთან ბედნიერი ვერ იქნება და სხვა გზა მოძებნოს, უნდა ვაგრძნობინო რომ თუ მასთან ვიქნები უბედურების გარდა ვერაფერს ვიგრძნობ... ეს ყველაფერი რეალურად უნდა ვაგრძნობინო და ჩაშავებული თვალები არაფერში არ გამომადგება. მარიამი სამზარეულოში იჯდა და რაღაცას კითხულობდა, ნაბიჯების ხმაზე თავი ასწია და წიგნი დახურა.

-შეფობას აპირებ?_ღიმილით ვკითხე და კულინარიის წიგნზე მივუთითე.

-როგორ ხარ?_ჩემი კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მხრები ავიჩეჩე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი. _მაგარ ყავას გაგიკეთებ, თორემ სახეზე მკვდარივით ხარ. _ფეხზე წამოდგა და წყლის მადუღარა ჩართო. _წეღან დანიელი ვნახე. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.

-როგორაა?_ვიცოდი რომ არც ის იყო კარგ დღეში, უფრო სწორად ვგრძნობდი.

-ვითომ არაფერიო, მაგრამ რაღაცნაირად სხვანაირი იყო. _ტუჩები განზე გასწია ლურჯთავიანმა და მოწყენილმა გამიღიმა.

-არ ვიცი როგორ დაველაპარაკო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უნდა ვისაუბროთ!

-ნაინა, იქნებ ცოტახანი დაისვენო?_სწრაფად შემომაშველა “იდეა”, აშკარად არ უნდოდა რომ დანიელზე უარი მეთქვა. თან ცდილობდა ეს ხმამაღლა არ ეთქვა.

-რა უნდა დავისვენო, მარიამ, შენი აზრით დასვენება შველის?_სიმწრის სიცილით გადავხედე მეგობარს და თავი მაგიდაზე დავდე.

-რა ვიცი, ნიკას დროს ხომ დაისვენე?

-ნიკას დროს კი არ დავისვენე, საკუთარ თავს გავექეცი!_ხმამაღლა შევუსწორე და ფეხზე წამოვდექი. _აღარ მინდა ისევ გავრბოდე, მშვიდი, წყნარი და ადამიანური ცხოვრება მომენატრა!

-მგონია რომ დანიელთან დაშორება გამოსავალი არ არის... კარგი დაშორდი მერე? უნდა იდარდო, ინერვიულო და...

-და ესეც გაივლის!_წინადადების დასრულება არ დავაცადე.
>>>
-ტორტი მოგიტანე. _ღია კარებში გაბადრული დანიელი დამხვდა. გაკვირვებულმა გადავხედე მამაკაცს და ხალათი შევისწორე. _შენ ჯერ კიდევ ხალათით ხარ? _გაოცებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და სახლში შემოვიდა. ისეთ შთაბეჭდილებს ტოვებდა, თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა.

-სამსახურში რატომ არ ხარ?

-იმიტომ, რომ დღეს არ ვმუშაობ. _ტორტი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და ხელებგაშლილმა ჩაილაპარაკა.

-დანიელ, ხომ იცი...

-ნაინა, ძალიან გთხოვ არ დაიწყო! _სიტყვა გამაწყვეტინა, ხელი მომკიდა და დივნისკენ წამიყვანა. _ვიცი რომ ნიკა შენი უსიამოვნო მოგენებაა, მაგრამ მე რა შუაში ვარ მაგ უსიამოვნო მოგონებასთან? ჩემთან ცუდად ხარ, თავს ცუდად გრძნობ? თუ ასეა მაშინ რამეს შევცვლით!_ისეთი ტონით საუბრობდა, მე მგონი მართლა ვერ ხედავს პრობლემას. თუმცა დანიელისთვის მართლაც ძნელად გასააზრებელია ის რასაც მე ვამბობ. მას უბრალოდ უნდა რომ ჩემთან კარგად იყოს, ეს მეც მინდა, მაგრამ...

-შენ ნიკას დეიდაშვილი ხარ, მე და შენ თუ ერთად ვიქნებით ნიკას ნახვა ხშირად მომიწევს, მე კიდევ ეგ არ მინდა!_მშვიდად ავუხსენი და მომღიმარ თვალებში ჩავაჩერდი.

-რატომ მოგიწევს ნიკას ნახვა ხშირად, ბოლოს მე როდის ვნახე ისიც კი არ მახსოვს... და საერთოდ რატომ გგონია რომ აუცილებელია ჩემი ყველა ნათესავი მოინახულო?

სახეზე ხელები ავიფარე და თავი დივნის საზურგეზე დავდე. დანიელმა ფრთხილად დაუსვა თითები ჩემს თითებს და სახე გამომაჩენინა.

-ნაინა, შენში თუ არ ჩაკალი შენი წარსული, ნიკა ყოველთვის იარსებებს! _თვალი ჩამიკრა და გულზე მიმიხუტა.

-რას გულისხმობ?_დაბნეულმა ვკითხე და ტუჩები კისერზე მივაწებე.

-ჯერ საკუთარ თავში უნდა გაააქრო ნიკა და მერე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!

-როგორ გავაქრო?_სრუტუნით ვკითხე და თვალები დავხუჭე.

-მე დაგეხამრები!
>>>
-სად მიდვიართ? _გაკვირვებულმა ვკითხე და მანქანაში ჩავჯექი.

-ვცდილობ პირობა შევასრულო და ნიკას გაქრობაში დაგეხამრო. _მე რომ მაგიჟებს იმ ღიმილით ჩაილაპარაკა, თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. _ვიცი აფორიაქდები, მაგრამ ნიკასთან შესახვედრად მივდვიართ!

-რაა?_დაფეთებულმა წამოვიყვირე და პირდაპირ მანქანის კარებს ვეცი, რომელიც რა თქმა უნდა ამჯერადაც ჩაკეტილი იყო.

-აი, მესმის რეაქცია._სიცილით ჩაილაპარაკა დანიელმა, მერე კი სწრაფად დასერიოზულდა და ისე გადმომხედა. _შენ თუ გინდა რომ ნიკა დაივიწყო და ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემთან ერთად, ჯერ მასთან უნდა გაარკიო ყველაფერი... გითხრა რატომ ვერ ისვენებ და რატომ გეშინია ყველაფრის?

ასეთი დანიელი არასოდეს არ მინახავს. ჩემთვის ის ყოველთვის მომღიმარი, ლაღი და ცხოვრებაზე შეყვარებული ახალგაზრდაა, როემლიც ყველა პრობლემაში ხედავს გამოსავალს. მაგრამ ახლა ისეთი სხვანაირი იყო, ძალიან სერიოზული და ოფიციალური. ცოტა არ იყოს და ასეთ დანიელთან ერთად ყოფნა მეუხერხულა, იმდენად მიუჩვეველი ვარ. ტონიც სულ სხვანაირი ქონდა, მაგრამ მე ვგრძნობდი რომ უბრალოდ ამ სიტუაციაში სხვანაირი ვერ იქნება, თორემ ისევ ისეთია.

-რატომ?_ხმადაბლა ვკითხე და ღვედის წვალება დავიწყე.

-იმიტომ რომ არ იცი ნიკას ეს რატომ გააკეთა, წარმოდგენა არ გაქვს რა არის ამის მიზეზი... ზუსტად მაგიტომ გგონია რომ თითოეული სიტყვა რასაც გეუბნებიან ტყუილია. _მანქანა ერთ-ერთი კაფის წინ გააჩერა და გადმომხედა. _შენ გჭირდება ახსნა-განმარტება და მერე ნახე როგორი ადვილი იყოს ყველაფერი. _სწრაფად დამიჭირა ათამაშებული თითები და ნაზად მაკოცა. _ახლა ჩვენ მანქანიდან გადავალთ და ნიკას გაეცნობი როგორც ჩემი მომავალი ცოლი, არ ვაპირებ იმის გამო რომ ჩემმა დეიდაშვილმა გული გატკინა ბედნიერებაზე უარი ვთქვა და არც შენ მოგცემ უფლებას უბედურებისთვის გამიმეტო!_ისევ შეეცვალა ტონი და მანქანიდან გადავიდა.

აფორიაქებულმა და გულამოვარდნილმა წავიღე ღვედისკენ ხელი და კანკალით გავხესენი. დანიელი კაფის კარებთან იდგა და მოთმინებით ელოდებოდა როდის მივიღებდი გადაყწვეტილებას. ძალიან მიჭირდა მანქანიდან გადასვლა, როგორია იცოდე რომ იქ კაფეში შენი უბედურების მიზეზი გელოდება და მშვიდად იყო. ყველაფერი ერთიანად წამომეშალა, მასთან გატარებული დღეები, მივლინებები, დასვენებები და რაც მთავარია ქორწილი. თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, მერე ღრმად ამოვისუნთქე და მანქანის კარები გაბედულად გავაღე. როგორც კი პირველი ნაბიჯი გადავდგი ჩავიკეცე და რომ არა დანიელი მიწაზე გავადენდი ზღართანს. ჩემმა სურნელოვანმა მამაკაცმა ღიმილით დამიჭირა და საფეთქელზე მაკოცა.

-მე შენთან ვარ!_ყურში ჩამჩურჩულა, ფეხზე წამომაყენა და წელზე ხელი მაგრად მომხვია. ახლა უვკე მისი დახმარებით შევძელი გადაადგილება და კაფეში შესვლა.

ნიკა ფანჯრასთან იჯდა თავისუფალ მაგიდასთან. ძალიან შეცვლილი დაკაცებული, ოდავ გაჭაღარავებული და ჩემთვის არა სასურველი გამხდარიყო. კარების ხამზე სწრაფად მოსტრიალა თავი და ჩემი დანახვისას ღიმილი რომელიც დანიელმა გამოიწვია სახეზე შეეყინა. დაბნეულმა გამისწორა მზერა და მერე დანიელს გადახედა. ალბათ ფიქრობდა რას ვაკეთებდით ერთად, თუმცა ზუსტად ვიცი ამაზე პასუხი თავადაც ქონდა. დანიელმა ოდნავ მომიჭირა თითები წელზე და ნელი ნაბიჯებით წამიყვანა ნიკასკენ. ჩემი ყოფილი საქმრო არცერთი წამით მაცილებდა თვალს და ნერწყვებს აფორიაქებული ყლაპავდა.

-ნიკა, გაიცანი ჩემი საცოლე ნაინა. _ღიმილით წარუდგინა ჩემი თავი და დაკვირვებით მიაჩერდა. არ ვიცი რამ იქონია მასზე ასეთი რეაქცია, მაგრამ სწრაფად მაიტრიალა დანიელისკენ თავი და განრისხებული მიაჩერდა.

-საცოლე?_ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა.

-ხო, ჩემი საცოლე!_ირონიული ღიმილით გაუმეორა და მანიშნა დაჯექიო. _ნაინა, ეს ნიკაა ჩემი დეიდაშვილი. _”სპექტაკლი” რომელიც ჩემს დასახმარებლად შეადგინა ზედმეტად კარგად მუშაობდა. ნიკა აშკარად უკმაყოფილო იყო ამ შეხვედრით, მე ცოტა არ იყოს და კმაყოფილი. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ჭრილობა და მოგონება განმიახლდა, რაც მთავარია მისი დანახვისას ის არ მიგრძვნია რისიც ასე ძალიან მეშინოდა. უბრალოდ მის თვალებში ამოკითხულმა “ეჭვიანობამ” კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ როგორი არაკაცი მიყვარდა ერთ დროს.

-მე და ნიკა ვიცნობთ ერთმანეთს. _გაბედულად და ხმამაღლა ჩავილაპარაკე. ჩემგან ამას არ ელოდა და გაშრა, ალბათ იფიქრა ამან რომ ყველაფერი თქვას დანიელი ცოცხალს არ დამტოვებსო.

-ხოო? საიდან?_თამაშს არ წყვეტდა ჩემი სურნელოვანი ბედნიერება თან ცდილობდა ბრაზი შეეკავებინა.

-ნიკა ჩემი საქმრო იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების და გამო ჩვენი ქორწილი ვერ შედგა. _გაღიაზიანებულმა ხაზ გასმით ჩავილაპარაკე და წარბწეულმა გადავხედე. _ნიკა, როგორ არის ელენე?

მიუხედავად სიმშვიდისა ნერვიულობა მაინც მეტყობოდა. დანიელი არაფრის დიდებით მიშვებდა ხელს და თითებს სულ უფრო და უფრო მაგრად მიჭირედა, ვხვდებოდი რომ არც მისთვის იყო ადვილი ასე მშვიდად მდჯარიყო ნიკას პირისპირ და ხმა არ ამოეღო. მაგრამ ვიცოდი რომ ამასაც ჩემთვის აკეთებდა, მას რომ რამე ეთქვა მე ნიკასთვის პასუხის მოთხოვნასაც ვეღარ გავბედავდი.

-ელენე კარგად არის.._ლუღლუღით ჩაილაპარაკა და კარგად დამაკვირდა.

-მოდი მოვრჩეთ ამ ცირკს და ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანებივით ვისაუბროთ!_მოულოდნელად ჩაილაპარაკა დანიელმა და ნიკას ყბებდაჭიმული მიაჩერდა. _მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ნაინასთან ურთიერთობის გაწყევტას რა თქმა უნდა არ ვაპირებ! არც შენს გაცნობას ვაპირებდი, მაგრამ იმედია ხვდები რომ ეს შეხვედრა აუცილებელი იყო! ახლა მე ავდგები და გავალ, თქვენ კი ყველაფერს გაარკვევთ!_ძალიან ფრთხილად წამოდგა ფეხზე და ჩემს ზურგს უკან გაჩერდა. დაბნეულმა დავავლე ხელი და მაგრად ჩავებღაუჭე. _დაიმახსოვრე მე გარეთ ვდგავარ და ნაინას ერთი შეცვლილი მიმიკა და იცოდე მის ტკივილს არ გაპატიებ!_კბილების ღჭიალით დაემუქრა დეიდაშვილს, ჩემკენ ოდნავ დაიხარა შუბლზე მაგრად მაკოცა და კარებისკენ წავიდა.

-დანიელი იშვიათად ბრაზდება. _ხმადაბლა ჩაილპარაკა ნიკამ და ნაძალადევათ ჩაიცინა.

-აქ ამაზე სასაუბროთ არ მოვსულვართ! მინდა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს დიალოგი და წავიდე!_მისკენ მივტრიალდი და თითები მაგიდაზე ავათამაშე.

-ხომ იცი რომ მასთან ყოფნის დროს სულ მე გაგახსენდები?_ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა ჩემმა ყოფილმა საქმრომ. ქვედა ტუჩი ოდნავ გადავატრიალე და მხრები ავიჩეჩე.

-საბედნიეროდ არა! შენ და დანიელი როგორც ატამი და ჩირი ისე ხართ!_სიცილით გავიხსენე დანიელის ხუმრობა ჩემი და მის ყოფილი შეყვარებულის შედარებაზე. _შენი დეიდაშვილი ჩემს ცხოვრებაში ზუსტად იმ დროს გამოჩნდა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ზუსტად მაშინ როცა მივხვდი რომ შენ ჩემი ღირსი არ ხარ!

-მასთან ბედნიერი ვერ იქნები, ის სხვანაირია, შენ სხვანაირი. _თავისას არ იშლიდა და ცდილობდა წყობიდან გამოვეყვანე.

-მადლობა ღმერთს ჩემნაირი არ არის, თორემ მართლა ვერ ვიქნებოდით ერთად. _ღიმილით ჩავილაპარაკე და ტელეფონი ავათამაშე. _მოკლედ არ ვაპირებ ჩემი და დანიელის ურთიერთობა შენთან განვიხილო, ეგ შენ არ გეხება! უბრალოდ აქ იმისთვის ვარ რომ გავიგო რატომ მატყუებდი.

-კარგი, თუ გინდა რომ ყველაფერი მოისმინო გეტყვი. _მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა, ალბათ ბევრი აქვს მოსაყოლი და პირის გაშრობა არ უნდა. _ელენე შენს დაბადების დღეზე გავიცანი 5 წლის წინ, მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა. ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და ეშხიანი გოგო იყო. ერთმანეთი მოგვეწონა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც შენი მეგობარი იყო თავი შევიკავე, მაშინ ვფიქრობდი რომ ეს უბრალო სიმპათია იყო. 3 თვის მერე შემთხვევით შემხვდა ქუჩაში და მიცნო, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და ტელეფონის ნომრები გავცვალეთ... შეხვედრებმა იმატა, ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერაც დათქმული პაემნებით მივხვდით რომ ერთმანეთთან ყოფნა გვინოდა. შენ არ დაგშორდი იმიტომ, რომ მიყვარდი, ელენე კი მინდოდა! შენ ყოველთვის უარს ამბობდი იმაზე რაზეც ელენე არა. ყოველთვის ცდილობდი ჩემს თავიდან მოშორებას და მიმეორებდი რომ “ნიკა, ჯერ ძალიან ადრეა.” ხოდა მეც დავიღალე და გავიჩინე ელენე, მასთან ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. შემდეგ გავიგე რომ უთანხმოება მოგივიდათ, ვიფიქრე ჩვენი ამბები გაიგო-მეთქი, მაგრამ საბენდიეროდ არა! ცოტახანში ელენე ამერიკაში წავიდა და ურთიერთობა გავწყვიტეთ. ერთ-ერთი მივლინების დროს როცა ამერიკაში ჩავედი გადავწყვიტე მომეძებნა, მოვძებნე და მთელი ის პერიოდი მასთან ვიყავი. მერე ხელიც მოვაწერეთ და როგორც ქმარი ისე ვსტუმრობდი... ბევრჯერ ვცადე შენთან დაშორება, მაგრამ არ ვიცი რატომ გამომდიოდა, ვგრძნობდი რომ შენი გაშვება არ მინდოდა. მინდოდა შენთან ერთად ბედნიერი ოჯახი შემექმნა და ამიტომ ვერ გტოვებდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ ჩვენი ურთიერთობა ფარსი იყო და მეტი არაფერი. თუმცა ახლა დანიელთან ერთად რომ დაგინახე მივხვდი რომ ისევ მიყვარხარ, ჩემებურად, არაადამიანურად, მაგრამ მაინც მიყვარხარ!

-იცი მოღალატება რა მინუსი გაქვთ?_ამაზრზენ არსებას დავუსვი კითხვა, ნიკამ თავი გააქნია. _ყოველთვის იმ წუმპეში იქნებიან რასაც ღალატი ქვია, ისინი არ იცვლებიან, პირიქით უარესი არსებები ხდებიან! შენც ზუსტად მათ კატეგორიას განეკუთვნები, მოღალატე და ამაზრზენი არაკაცი ხარ რომელთანაც 2 წელი დავკარგე!_სწრაფად წამოვდექი ფეხზე და გასასვლელისკენ წავედი. _გუშინ ვფიქრობდი რომ ჩემი და დანიელის ურთიერთობა არ გამოვიდოდა, მაგრამ ახლა... ახლა ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს კაცი შევინარჩუნო!

სწრაფად გამოვედი კაფიდან და იქვე მდაგრ დანიელს გადავხედე. ერთი შეხედვითად ხედავ უამრავ სხვაობას, საბედნიეროდ დანიელს არცერთი თვისება არ აქვს რამაც შეიძლება არაკაცი ნიკა გამახსენოს. ვუსმენდი და მეცოდებოდა, ვერ წარმომიდგენია როგორ ვერ ვამჩნევდი ასეთი არაადამიანის გვერდით, მის დაფარულ საზიზღრობებს. როგორ მიბრმავებდა ერთი სულით გაღლეტილი ადამიანი თვალებს. დანიელი მართალი იყო, ეს შეხვედრა წამალივით მჭირდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ უბრალოდ საკუთარი თავისთვის ზედმეტი კითხვების დასმას მოვრჩენილიყავი. თუნდაც იმიტომ რომ მომენტებში დადანაშაულებული თავი არ შემზიზღებოდა. და იმიტომ რომ დანიელთან ბედნიერების უფლება მქონოდა!
ალავიძე სწრაფად წამოვიდა ჩემკენ და მთელი ძალით მომხვია მკლავები.

-დიდი მადლობა. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. დანიელმა ხმით ჩაიღიმა, ოდნავ უკან დამწია და ბაგეებზე ნაზად შემეხო. გაბრუებული ავყევი კოცნაში და რამდენიმე წუთის წინ განცდილი უსიამოვნო შეგრძნებები ნიკასთან ერთად ჯანდაბაში მოვისროლე.

-ხომ კარგად ხარ?_ლოყაზე ცერა თითი დამისვა.

-ძალიან კარგად!_თავი დავუქნიე და ლოყაზე ვაკოცე. _წავიდეთ.

-წავდეთ!

მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის ყველაფრის სწრაფად გადახარშვა და გაანალიზება. ჯერ მარტო იმის დაჯერება მიჭირდა, რომ ნიკა ვნახე და ასე უემოციოდ შევხვდი. ვერაფერი ვიგრძენი გარდა ზიზღის და სიბრალულისა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 3 წლის მერე ნიკასთან პირისპირ ჯდომა და ხმაურის გარეშე საუბარი, რომ ცოტა არ იყოს მეეჭვება ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაწილი ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ როგორ კი დანიელს გადავხედავ და მის ღიმილშეპარულ სახეს დავინახავ ყველაფერი ნათელი ხდება და ვრწმუნდები რომ ეს მამაკაცი ჩემს გადასარჩენად არის გამოგზავნილი.

-მეცოდება. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და გზას გავხედე.

-კარგია, ე.ი. ადამიანური გრძნობები ჯერ კიდევ შემოგრჩა. _როგორც ყოველთვის ახალც სათავისოდ შეატრიალა სიტუაცია. მის ხუმრობაზე ხმამაღლა გამეცინა.

-კი, გრძნობები ჯერ კიდევ შემომრჩა, მაგრამ შენ ნუ გიხარია... საშენოდ არაფერი!_კისკსით ჩავუკარი თვალი და მხარზე ვუჩქმიტე.

-ეგ გამოსწორებადია, ყველაფერი მალე შეიცვლება!_”დამემუქრა” და მანქანა შუქნიშანზე გააჩერა. _ნაყინი არ გინდა?_უცებ ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გადმომხედა.

-ძალიან. _თეთები ერთმანეთში ავხლართე და ემოციურად წამოვიძახე.

-აქვე ძალიან კარგი სანაყინე ვიცი და იქ მივიდეთ. _მანქანა გზიდან გადააყენა და გასაღები გამოაძრო.

-ფეხით წავიდეთ?_დაბღვერილმა ვკითხე და ფანჯრიდან გავიხედე.

-5 წუთის გზა, ნაინა. _სიცილით ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადავიდა.
>>>
-რა უნამუსოა._აღშფოთებული და წყობიდან გამოსული მარიამი ვერაფრით ვერ დავაწყნარე. რასაც ქვია კედლებზე გავიდა და გამოვიდა. _მოიცადე, ასე პირდაპირ გითხრა ელენესთან ვგროაბდიო?_ცოტაც და ალბათ სწორი თმები ყალტზე დაუდგებოდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ტელევიზორი გამოვრთე. _ფუფ, როგორ რომ წარმოვიდგენ გულის რევის შეგრძნება მეუფლება.

-ზუსტად იგივე შეგძნება გამიჩნდა მეც, მაგრამ კაფეში თავის შეკავება მომიწია. _სიცილით ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი.

-არა, ნიკაზე კარგი ვაღიარებთ რომ ამაზრზენი არსებაა, მაგრამ აი, ელენეზე რა ვთქვა უბრალოდ ვერ ვხვდები. _გაოგნებული დაჯდა დივანზე და თითებით საფეთქლები დაიზილა.

-ელენეზე საერთოდ ხმას ვერ ვიღებ იმდენად შოკირებული ვარ. თან რა დონის უნამუსოა ქორწილშიც კი დაგვპატიჟა. _სიცილით ჩავილაპარაკე და ელენე წარმოვიდგინე, უნდა ვაღიარო დიდად ნასიამოვნები ვერ დავრჩი.

-ჯუჯა!_გამწარებულმა წამოიყვირა. _და დანიელმა რაო?_სწრაფად გამოუკეთდა ხასიათი, ხელი დამავლო და ისევ დივანზე დამაგდო.

-რა ვიცი, დანიელს რა უნდა ეთქვა.._მხრები ავიჩეჩე.

-რამე...

-დანიელის ინიციატივით შევხვდი და ლოგიკურია მისთვის ნიკა პრობლემას არ წარმოადგენს.

-ეგ ისედაც ვიცოდით. _სიცილით ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.

-სად მიდიხარ?_გაკვირვებულმა ვკითხე.

-გიორგიმ დამირეკა შენი ნახვა მინდაო და უნდა ვნახო. მე მგონი სამსახური მიშოვა. _გაბადრულმა ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა.

-მარტო სამსახურზე უნდა ვისაუბროთო?_ეჭვით შევათვალიერე ლოყებაწითლებული დაქალი.

-ნუ ბოდავ!_ჩემი სიტყვები გაიმეორა და რკინის კარები ხმაურით გაიკეტა.
~~~
მიუხედავად ბევრი უარყოფითი ემოციისა მაინც საშინლად ბედნიერი ვიყავი. დანიელი მართალი აღმოჩნდა ნიკასთან შეხვედრამ ძალიან ბევრი დეტალი გადამახარშინა და თავისუფლად სუნთქვის საშუალებაც შევძელი. თურმე ამდენი წელი რა მტანჯავდა და რა არ მაძლევდა ნორმალურად აზროვნების საშუალებას. ნიკასთვის ეს ყველაფერი თავის დროზე რომ მეკითხა, სამ წელს მასზე ფიქრში ხომ არ დავკარგავდი? მაგრამ რაც იყო იყო, ახლა მთავარია რომ ყველაფერის დავიწყება შევძლო და დანიელთან ერთად ადამიანური, ჩვეულებრივი ცხოვრება განვაგრძო. თანაც ახლა, როცა უკვე სხვაზე არაფერზე აღარ მიწევს ფიქრი, მართალია ნიკა ისევ მისი დეიდაშვილია და ამას მე ვერ შეცვლი, მაგრამ ეს უკვე ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. როგორც წესი ელენემ და ნიკამ უნდა აგვარიდოს თავი და არა მე!
დანიელი თავის აივანზე იჯდა, ხელში კოკა-კოლის ქილა ეჭირა, ფეხები მოაჯირზე ქონდა შემოდებული და რაღაცას გაჰყურებდა. ღიმილით გავიპარე აივანზე და მოაჯირს თითები მაგრად მოვუჭირე.

-ჩემზე ფიქრობ?_ხმამადაბლა ვკითხე და მის პასუხს დაველოდე. დანიელმა ოდნავ მოატრიალა თავი ჩემკენ და ღიმილით ჩამოწია ფეხები დაბლა.

-არა. _ღიმილი სახეზე შემახმა.

-აბა?_გაბრაზებულმა ვკითხე და ჩემს სავარძელზე დავეშვი.

-ჩვენზე ვფიქრობ._გვერდულად ჩაიღიმა და თვალი ჩამიკრა. მისი პასუხი ძალიან მესიამოვნა, მართალია ცოტა ეგოისტურად გამომივიდა, მაგრამ არაუშავს.

-და ჩვენზე რას ფიქრობ?_კეკლუცურად ვკითხე და ახლა უკვე მე შემოვაწყე ფეხები მოაჯირზე. ჩემი საქციელით გაოცებულმა ასწია ცალი წარბი და ქვედა ტუჩი ვნებიანად მოიკვნიტა.

-ლამაზი ფეხები გაქვს. _სიცილით ჩაილაპარაკა და მზერა ისევ ჩემს სახესგაუსწორა.

-მიკვირს აქამდე როგორ ვერ შეამჩნიე. _თამაშში ავყევი და თითები რეკლამებში რომა რის ხოლმე ზუსტად ისე ავისვი კრიალა კანზე. დანიელმა ამჯერად ხმით ჩაიცინა, მაგრამ ღრისეულად ინარჩუნებდა სიმშვიდეს და მოაჯირზე გადმოხტომას არ ლამობდა.

-ხომ იცი ჩემი შეცდენა ძალიან ძნელია. _თითი დამიქნია და კოკა-კოლა მოსვა.

-მეც მინდა კოკა-კოლა. _მობუზულმა ჩავილაპარაკე და აივნიდან ჩემს მაცივარს გავხედე, თითქოს ასე გავაჩენდი კოკა-კოლას.

-გამოგიტან. _სწრაფად წამოდგა ფეხზე და სახლში შევიდა. კმაყოფილმა ავხლართე თითები ერთმანეთში, მუცელზე დავიწყე და თვალები დავხუჭე. ნაბიჯების ხმა გავიგონე, მაგრამ პოზიცია არ შემიცვლია. _ინებეთ!_ხმით მივხვდი რომ ქილა მოაჯირზე დადო. სწრაფად დავჭყიტე თვალები და ჩემი კუთვნილი კოკა-კოლა ავიღე.

-ხო, რაო რას ამბობდი ჩვენზე?_ინტერესით ჩავეძიე.

-ვამბობდი იმას რომ ამ დღეებში მივლინებაში მიწევს წასვლა. პირისკენ წაღებული კოკა-კოლის ქილა ჰაერში გამიშეშდა. დე ჟავუს გრძნობა მქონდა, ნიკამაც ზუსტად ასე “მახარა” 4 წლის წინ პირველი მივლინების შესახებ. დაფეთებულმა დავდე კოკა-კოლის ქილა დაბლა და დანიელს მივაჩერდი. _რა მოხდა?_გაკვირვებულმა მკითხა და აკანკალებულს დამაკვირდა. _ნაინა, კარგად ხარ?_ჩემმა უთქმელობამ ააღელვა და სწრაფად გადმოაფრინდა მოაჯირს. ჩემთან ახლოს ჩაიცუცქა და ხელები მუხლებზე მომკიდა.

-სად... სად მიდიხარ?_ლუღლუღით ვკითხე და თვალები დავხუჭე.

რა თქმა უნდა ნიკას და დანიელს არ ვაიგივებ, უბრალოდ ჩემი სუნრელოვანი ბედნიერების პირველმა მივლინებამ ძალიან შემაშინა. არ ვარ ჯერ მსგასვი რაღაცებისთვის მზად, ასეთი რაღაცები მეორედ რომ მეორედება ცოტა ძნელია შეეჩვიო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი დანიელი ცუდს არაფერს არ გააკეთებს და ისიც ზუსტად ვიცი რომ მართლა მივლინებაში მიდის და არა რომელიმე ჩემს ძველ მეგობართან, მაინც ძალიან შემეშინდა.

-ნიკას პირველი მივლინება გამახსენდა და ცოტა არ იყოს შემეშინდა.

ხმადაბლა ჩავიჩურჩულე, მისთვის სიმართლის დამალვა არც მიცდია. დავინახე როგორ დაეჭიმა ყბები, საშინლად არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები, სწრაფად გამეცალა და ჩემი აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო.

-რისი შეგეშინდა?_დაჭიმული ყბებით მკითხა და მუშტები შეკრა.

-იმის არა რომ შენც მასავით მიღალატებ!_სწრაფად წამოვიძახე, ფეხზე წამოვდექი და ხელები მაგრად შემოვხვიე. დანიელმა სწრაფად მომიშორა და უკან დამწია.

-აბა რისი შეგეშინდა?_კიდევ ერთხელ გამიმეორა კითხვა და ჩაწითლებული თვალებით ჩამაჩერდა.

-არ ვიცი, უბრალოდ მივლინება რომ ახსენე რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. _დაბნეული ავლუღლუღდი და მიაჯირს მოვუჭეირე თითები. _დანიელ, ჩემთვის ადვილი არ არის იმ მომენტების ერთი ხელის მოსმით დავიწყება... ნიკა დავივიწყე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მისი თითოეული სიტყვა და შეცდომაც დამავიწყდა. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მე დრო მჭირდება. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და გვერდულად მდგარს გავხედე. ყბები ისევ ისე ქონდა დაჭიმული, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ჩემზე არ ბრაზობდა.

-მესმის და მე არ გთხოვ რომ ყველაფერი დაივიწყო და მარტო ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ არ მინდა შენს წარსულთან ჩვენს ურთიერთობას რამე საერთოდ ქონდეს! ნებისმიერი სიტყვა რასაც გეტყვი იქნება მარტო ჩვენი და ძალიან გთხოვ წარსულიდან ნუ ამოქექავ რაღაცებს!

სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება, ღიმილით დაიხარა ჩემკენ და ლოყაზე თითები დამისვა, მერე კი ბაგეებზე ოდნავ შემეხო და კიდევ ერთი დაუვიწყარი და სურნელოვანი კოცნა მაჩუქა. გაბადრულმა მოვხვიე ხელები კისერზე, დანიელმა ცალი ხელი თმებში შემიცურა ცალი კი წელზე მომხვია და თავის სხულზე მჭიროდ ამაკრა.

-გვრიტებოოო. _მაღლიდან მარიამის ღიღინი მოგვესმა. ღიმილით მომშორდა დანიელი და თავი მაღლა ასწია. _სალამი. _ხელის აწევით მიესალმა მამაკაცს და თვალი ჩაუკრა. დანიელიც თვალის ჩაკვრით მიესალმა და ხელი მხარზე გადამხვია. _იდექით, სურათი უნდა გადაგიღოთ!_სწრაფად წამოიძახა და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა. დანიელიმა სწრაფად მიმწია თავისკენ და სხეულზე მთელი ძალით მიმიწება. მისი მოულოდენლი ქცევით გაკვირვებული სახე აღიბეჭდა მარიამის ტელეფონში. _ბუნებრივები ხართ. _შეგვაქო და ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა. _ხელი ხომ არ შეგიშალეთ?_ყველაფერს რომ მორჩა მერე დაგვისვა კითხვა, რომელიც წესით დიალოგის დასაწყისში უნდა დაესვა.

-არა. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა დანიელმა. _შენს კოკა-კოლას გაუვიდა გაზი. _მხარზე თითები მომიჭირა და ქილაზე მიმანიშნა.

-უი, კოკა-კოლა. _სიცილით დავიხარე და ჯერ კიდევ ცივი ავიღე.
>>>
-ცოტახანი რაჭაში წასვლა მინდა. _მოულოდნელად დავასკვენი რომ ყველაფრისგან დასვენება მინდოდა და მარიამს ჩემი იდეის შესახებ გავუმხილე.

-შენ და დანიელი?

-არა, მარტო მინდა რომ წავიდე!_თავი გავაქნიე და ცივი ყავა მოვწრუპე. ჩემმა დაქალმა გაკვირვებულმა და თვალებგადატრიელბულმა შემომხედა.

-მარტო რაჭაში რა ჯანდაბა გინდა, გადაირიე?

-მარიამ, ცოტახანი დასვენება მინდა. მინდა რომ ამ ხმაურიან ქალაქს გავეცალო, თანაც დანიელი მივლინებაში მიდის ერთი კვირით და მეც რაჭაში წავალ. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და თავი მხარზე დავადე.

-უთხარი უკვე?

-არა, დღეს საღამოს სამსახურიდან რომ მოვა ვეტყვი.

მართალია ყველაფერი ძალიან კარგად არის, დანიელთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ცოტახანი ქალაქიდან შორს ყოფნა მინდა. დანიელიც მივლინებაში მიდის და მეც ავალ რაჭაში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ალავიძეს გავურბივარ, ან მასთან ურთიერთობა აღარ მინდა, უბრალოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მომენატრა. თანაც ვინ იცის ჩემი ბოლო გასეირნებაა ამ წელს, ავთო შემპირდა რამეს აუცილებლად გიშოვიო და მის ზარს ველოდები სამსახურთან დაკავშირებით. თან არ მინდა ყველაფერი ნაცნობობით და ჩაწყობით გამოვიდეს, ამიტომ ცოტა თავს ვიკავებ და ფეხს ვითრევ.

-რამდენი ხნით გინდა წასვლა?_ჩემს გადაწყვტილებას ძალიან მშვიდად შეხვდა დანიელი.

-შენ რომ წახვალ მეც წავალ და შენ რომ ჩამოხვალ მეც ჩამოვალ. _გაკრჭილმა ჩავილაპარაკე და ლოყაზე, ტუჩთან ახლოს ხმაურით ვაკოცე. დანიელმა ცალი ხელი წელზე მომხვია და იატაკს დამაშორა.

-მაშინ კარგი, მაგრამ იცოდე ერთი დღე მაინც რომ გადააცილო აუცილებლად ჩამოგაკითხავ!_გამაფრთხილად და საფეთქელზე მაკოცა. ღიმილით დავუქნიე თავი და თვალები დავხუჭე.

რაჭის ჰაერი ძალიან მომიხდა, მარტო წასვლის აგდაწყვეტილებაც სწორი და მართლებული აღმოჩნდა. ჩავედი თუ არა ყველაფრისგან დავაცარიელდი, არასასიამოვნო წარმოდგენები ქალქში დავტოვე და გადავწვიტე დამოუკიდებლად დამეთვალიერებინა ისე ადგილები რომელიც დანიელის დახმარებით დავიმახსოვრე. მინდა კდიევ ერთხელ განვიცადო იგივე სიამოვნება, მართალია სასურველი მამაკაცი გვერდით არ მაყავს და ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ არაუშავს, მთავარია თვალს და გულს გავახარებ. ჩემოდანი დავტოვე და პირდაპირ იმ ადგილისკენ წავედი მე და დანიელმა ბალახები რომ დავტკეპნეთ შემთხევითი გორაობით.
დაღლილ დაქანცული დავჯექი მიწაზე და წყლის ბოთლი დახარბებულმა მოვიყუდე. ამ გაგანია ზაფხულში, თანაც ასეთ ამინდში, ასეთ დროს როგორ გავბედე სახლიდან გამოსვლა. ყველაფერი იწვის და ვატყობ რომ მეც ნელა-ნელა ვწითლდები, გამოდის რომ მეც ვიწვი.
მარიამის შლიაპა ცხივრზე ჩამოვიფხაზე და ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე. არ ვიცი რამდენი დრო დამჭირდა დანიშნულების ადგილას მისასვლელად, მაგრამ რომ ავედი მზე თითქმის გადასული იყო. გახარებულმა მოვავლე მზერა ნაცნობ და საყვარელ ადგილს და ისევ ბალახებზე გავწექი ხელ-ფეხ გაშლილი.

-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად ვარ. რას შვები, არ მოიწყინე?

-არა, რა მოვიწყინე ახლახანს მოვედი სახლში და ისეთი დაღლილი ვარ ძილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. _სიცილით ჩავილაპარაკე და საწოლში შევწექი.

-მე კიდევ უშენოდ მოვიწყინე. გიორგიმ იქითა კვირიდან გახვალ სამსახურშიო და ახლა რა ვაკეთო?_სასაცილო ხმით მებუზღუნებოდა.

-მმმ, რა აკეთო და გიორგისთან ერთად სადმე რომ გაისეირნო?_ფხუკუნით შევთავაზე.

-გიორგის ნატო ყავს და არ სცალია. _გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და დარწმუნებული ვარ ნატოს მისამართით სახეც დამანჭა.

-შენ რა ეჭვიანობ?_გაოცებულმა დავაღე პირი.

-არა, საიდან მოიტანე?_გულწრფელად გაიკვირვა, მე მგონი თვითონაც ვერ ხვდება რომ ეჭვიანობს, თანაც საშინლად.

-კარგი, კარგი შევეშვათ გიორგის და ნატოს.

-დანიელს არ დაურეკია?_ინტერესით მკითხა და ხმით “აცეკვდა.”

-მე და დანიელი შევთანხმდით რომ ერთი კვირის განმავლობაში არცერთხელ დავურეკავთ ერთმანეთს. _გაბადრულმა ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.

ეს იდეა მე მომივიდა, მართალია დანიელი ძალიან შემეწყინააღმდეგა, მაგრამ ბოლოს ძლივს დავითანხმე. მინდა რომ ბოლომდე გავარკვიო საკუთარი გრძნობები და დავრწმუნდე, რომ მისი მივლინების დროს არ გამოსული ზარით ეჭვიანობის ბუკეტად არ ვიქცევი და არ გავსკდები. მგონია რომ ნდობა ასე უფრო ჩამომიყალიბდება და რაც მთავარია შიშებს დავძლევ.

-ვერ ხართ თქვენ!
>>>>
სამი დღის განმავლობაში თითქმის ყოველ წამს მირეკავდა მარიამი და მთხოვდა რომ ქალაქში დავრბრუნდე, მაგრამ არა! გადაწყვეტილი მაქვს რომ ერთი კვირა დავრჩე და ასეც იქნება, თანაც დანიელის ჩასვლამდე მეც არ მინდა ქალაქის მტვერში გახვევა.
რა ჯობია სუფთა ჰაერს, სიმშვიდეს, სიწყანრეს, ჩიტების ჭიკჭიკს და ბავშვებთან ერთად ბურთის თამაშს. მართალია დანიელის გარეშე ამ ყველაფერს ისეთი “სუნი” არ აქვს როგორიც უნდა ქონდეს, მაგრამ სულ სახლში ჯდომას ჯობია.
ერთი კვირის მერე ჩემს ჩემოდანს მოვკიდე ხელი და სოფელი დავტოვე. სადგურზე მისულმა აღმოვაჩინე რომ ტელეფონი და საფულე სამზარეულოს მაგიდაზე დამრჩა. არადა რამდენჯერ გავახსენე საკუთარ თავს არ დაგრჩეს ჩანთაში ჩადება მოასწარი-მეთქი, სამზაურელოშიც ზუსტად მაგიტომ დავდე. ფულიც არ მქონდა ტაქსით რომ ავსულიყავი მარშუტკები კიდევ ყოველ 2 საათში ერთხელ დადიან. საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილმა დავავლე ჩემს ჩემოდანს ხელი და ფეხით გავუყევი გზას.
3 საათი ვიარე, თან მერე როგორია ასეთ დახუთულ ამინდში, ამხელა ჩემოდანი ათრიო თან აღმართზე. სახლს რომ მივუახლოვდი ზუსტად მაშინ დაიწყო ზაფხულის წვიმამ. თავიდან მზესთან ერთად მოდიოდა, მერე რომ დასცხო მტრისას. გარეთ გასვლა გამორიცხული იყო, არა და ჩემი ქალაქში არ ჩასვლაც გამორიცხულია. დანიელის თვითმფრინავი წესით უკვე თბილისსი აეროპორტში უნდა იყოს მე კიდევ თბილისში თუ არა გორში მაინც უნდა შევდიოდე.
ჩემოდანი კარებთან ავაყუდე და ფანჯარასთან მდგარ ტახტზე შემოვდექი. ზაფხულის წვიმა ძალიან მიყავრს, მიწის სურნელი რომ გიღიტინებს ცხვირში. ზოგადა წვიმას ვერ ვიტან, საშინლად მაღიზიანებს მისი ხმა, მაგრამ ზაფხულში სულ სხვანაირ შეგრძნებებს მიტოვებს.
იძულებული გავხდი მეორე დღისთვის გადამედო ჩემი გამგზავრება და დასაძინებლად გავემზადე.
ღამის ოთხ საათზე კარებზე ბრახუნმა გამომაღვიძა, დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და ფანჯრიდან გავიხედე, წვიმას გადაეღო, მაგრამ საშინელი ქარი ქროდა. სწრაფად მოვიხურე პლედი და სირბილით წავედი კარებისკენ. შეშინებული და აკანკალებული ავეყუდე კედელს და სახელურისკენ წავიღე ხელი.

-ნაინა, არ შეგეშინდეს მე ვარ.

ხმამაღლა დაიყვირა ნაცნობმა ხმამ. სწრაფად გადავატრიალე გასაღები და გახარებული შემოვეხვიე ნაცნობ და მონატრებულ სხეულს. დანიელმა ორივე ხელი მაგრად მომხვია და გულზე მიმიკრა. სახე და ხელები ხმაურით დამიკოცნა, მერე ტუჩებზე ფადავიდა და ბოლოს ისევ სხეულზე ამიკრა მთელი ძალით.

-რატომ არ ჩამოხვედი?_დაღლილი ხმით მკითხა და კარები დაკეტა.

-სადგურზე რომ მივედი, მერე აღმოვაჩინე რომ საფულე და ტელეფონი სახლში დამრჩა და მოვტრიალდი, მერე საშინელი თავსხმა იყო და ვეღარ გამოვედი. შენ რას აკეთებ აქ?_ღიმილით დავუსვი თითები კიკპზე და ტახტისკენ წავიყვანე.

-სახლში რომ მივედი და არ დამხვდი ცოტა გამიკვირდა, მერე მე და მარიამი გელოდებოდით და რომ არ ჩამოხვედი იძულებული გავხდი წამოვსულიყავი!

-ნამგზავნი და კიდევ საჭესთან დაჯექი?!_შეწუხებულმა ჩავიჩურჩულე და ტახტზე ავხტი. დანიელი სწრაფად მომიჯდა გვერდით და ცალი ხელით გულზე მიმიხუტა. ხმა არ ამოუღია, დადუმებული იჯდა და ტუჩებს ნაზად მახებდა თმებზე.

-შენი სურნელი მაბრუებს!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ჩემი თმები მუჭში მოიქცია.

-მე კიდევ შენი. _ღიმილით გადავიხარე მისკენ და ცხვირზე მივაწებე ოდნავ გახსნილი ბაგეები. _არ გშია? ან ჩაი და ყავა?_ოდნავ მოვაშორე სახე და თვალებში ჩავაჩერდი.

-არ მშია, ყავას ხომ იცი არ ვსვამ და ჩაის დავლევ... მაგრამ ჯერ გაჩერდი!_როგორც კი ტახტიდან წამოდგომა ვცადე ორივე ხელით დამიჭირა და უკან დამაბრუნა. _ჯერ მოანტრება უნდა ჩავაცხრო. _ჩემკენ ოდნავ დაიხარა და ზედ ბაგეებზე დამჩურჩულა მერე კი მონატრებული წაეტანა ჯერ ქვედას და შემდეგ ზედა ტუჩს.

საშინლად მომნატრებია მისი ნაზი და ვნებიანი შეხება, თვალებმილულულმა მოვხვიე ხელები მხრებზე და კოცნაში ავყევი. ცალი ხელი წელისკენ ნელა ჩააცოცა, ცალი კი როგორც იცის ხოლმე თმებში ახლართა და თავი ოდნავ უკან გადამაწევინა. ბაგეებიდან ტუჩები ნიკაპისკენ ჩააცოცა და ცოტახანი გაჩერდა, მერე ისევ ჩემს აწითლებულ ტუჩებს დაუბრუნდა და ამჯერად უფრო გახელებულმა დამიკოცნა ორივე ტუჩი.
>>>
-მე მგონი ზედმეტად გამომწვევია. _თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა ჩემი საცურაო ბიკინი.

-როდის აქეთ გაქვს მსგავს წვრილმანებზე გართულება?_გაკვირვებულმა ვკითხე და შარფი მოვიხვიე.

-გართულება არ მაქვს, უბრალოდ ავღნიშნე რომ გამომწვევია._მხრები აიჩეჩა და გვერდით ამომიდგა.

-მარიამი სად წავიდა?_საცურაო დარბაზი მოვათვალიერე და მეგობარს დაუვწყე ძებნა.

-ვიღაცას უნდა დავხვდეო.

-წვენი მინდა. _სიცხისგან შეწუხებულმა ჩავილაპარაკე და ბარს გავხედე.

-რომელი წამოგიღო?

-კოკა-კოლა... ანდაც იყოს მე მივალ, შენ მანამდე თავისუფალი შეზლონგები ნახე. _სწრაფად მივაწოდე ჩემი ჩანთა და ბარისკენ წავედი. _ორი ცივი კოკა-კოლა.

ღიმილით გადავულაპარაკე ბარმენს და გვერდით გავიხედე. ორი ნაცნობი სახის დანახვისას ღიმილი ტუჩებზე მიმეყინა. მოცინარი ელენეს დანახვისას სუნთქვა შემეკრა და ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა. ნიკას დანახვისას არ მქონდა ასეთი რეაქცია, არ ვიცი რა დამემართა, საშინელი სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი და ორივე მიწასთან გამესწორებინა. ან უბრალოდ მათმა ერთად დანახვამ გამაღიზიანა ასე ძალიან. უცებ ვიგრძენი როგორ მომიდუდნდა და დამიმშვიდდა სხეული და აჩქარებული გული. დანიელის ცხელი თითები რიტმულად ათამაშდნენ ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე. დაბნეულმა ავხედე მამაკაცს და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე, დანიელმა ღიმილით ჩამიკრა თვალი და წყვილს გადახედა. ელენემ ღიმილით გამოიხედა ჩვენკენ, მერე თავი მიატრიალა და როცა გაიაზრა ვინ დაიანხა სწრაფად მოტრიალდა ისევ. დაბნეულმა აათამაშა თითები და მხარზე ოდნავ მიკრა ხელი ნიკას. ჩემი ყოფილი საქმრო გაბადრული სახით შემოტრიალდა ჩვენკნე. მეც უნებურად გამეცინა, იმდენად უსუსური და გამოფიტული არსებები იყვნენ. თავი სწრაფად გავაქნიე და ბარმენს ჩემი კოკა-კოლა გამოავართვი.

-წავიდეთ თორემ ჰაერი გაფუჭდა. _სწრაფად მოვხვიე მკლავზე ხელი დანიელს.

-ნაინა, იქნებ დეიდაშვილთან საუბრის უფლება მომცე. _ირონიული სიცილით ჩაილაპარაკა ნიკამ და ფეხზე წამოდგა. მის სიცილზე ყბები დაეჭიმა დანიელს, ონდავ გაიწია ნიკასკენ, მაგრამ ჩემმა მოჭერილმა თითებმა შეაჩერა. სწრაფად აიმშვიდა სახე, მაგრამ დაჭიმული ყბები ვერაფრით ვერ მოადუნა.

-როგორ ფიქრობ შეიძლება მე და შენ რამე ადამიანურზე ვისაუბროთ?_ცინიკური ხმით კითხა და ცალი ხელი წელზე მჭიდროდ მომხვია. ჩემი ყოფილი საქმრო დაიბნა, სახე აეშალა და ალბათ ხმამაღლა ყვირილიც მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა, ან უბრალოდ საკმარიის მიზეზები ვერ მოიძია საკუთარ თავში. დანიელმა ხმით ჩაიღიმა, თავი გააქნია და აუზისკენ წამიყვანა.

-დანიელ, არ მინდა ჩემ...

-არ დაიწყო!_სწრაფად გამაწყვეტინა სიტყვა და ჩემს წინ გაჩერდა. _შენი და ნიკას ურთიერთობა არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ მე არ შემიძლია იმ ადამიანთან საუბარი რომელიც საყვარელ ქალს ღალატობს! _მშვიდად ამიხსნა და ღიმილით დამკრა ცხვირზე თითი. _გასაგებია?_ხმადაბლა მკითხა და ჩემკენ ოდნავ გამოიხარა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელებაქენული მარიამისკენ გავიხედე.

-გიორგი?_ყბადავარდნილმა ჩავილაპარაკე და თვალები გაკვირვებულმა დავქაჩე.

გიორგის მარიამის მხარზე ქონდა ხელი მოკალათებული და მშვიდი გამომეტყველებით მოდიოდა ჩვენკენ. მე გაოცწბას ვერ ვმალავდი, არა კი ვიცოდი რომ მარიამს მის მიმართ სიმპათიები ქონდა, მაგრამ ასე ერთად მათი დანახვა ძალიან გამიკვირდა. თანაც გიორგი ბოლოს რომ ვნახე ნატოს აივანზე იყო გადმოყუდებული. გაკვირვებული გადავეხვიე დიდი ხნის უნახავ მეგობარს და მარიამს მხარზე ვუბრწკინე.

-ძალიან დამეკარგე._თითი დამიქნია გიორგიმ და დანიელს მიუტრიალდა. _გიორგი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ხელი გაუწოდა. დანიელმა ღიმილით გადახედა ლოყებაწითლებულ მარიამს და სწრაფად ჩამოართვა ხელი.

-დანიელი.

-ვიცი, მარიამმა უკვე ყველაფერი დეტალურად მომიყვა. _სიცილით ჩაილაპარაკა და ლურჯთავას თმებე წაეთამაშა. _რა ფერია. _თავი გააქნია და თვალები გადაატრიალა.

-აი, რა არ მოსწონს?!_გაბრაზებულმა იკითხა და თმები აიჩეჩა.

მიუხედავად იმისა რომ ელენე და ნიკა ვნახე და მაინც შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი. გიორგიმ იმდენი სასაცილო ამბავი გაიხსენა, თან ყველა ისეთი ნიკასთან რომ არ ასოცრიდება, არადა გიორგი ნიკას ძალიან კარგად იცნობდა... ნუ გიორგისაც ეგონა რომ იცნობდა, თურმე მასაც ატყუებდა. დანიელმაც ადვილად გაუგო, ორივეს შესანიშნავი ხასიათი აქვს და რაც მთავარია ცხვირჩამოშვებულები არ გვიყურებენ. მარიამი გაკრეჭილი უყვებოდა რაჭის ამბებს და თან ორი თითი დაგვცინოდა ერთმანეთზე მიხუტებულებს.
საღამომდ აუზზე დავრჩით, ცოტა ვიცურეთ, მერე ბარში გადავედით და დროც მალე გავიდა. მარიამმა მე გიოს უნდა გავყვე რაღაცა საქმეზე და თქვენ წადითო.

-ყველაფერი წამოიღე?_დანიელმა ჩანთა საბარგულში ჩადო და წარბწეულმა მკითხა.

-კი, ყველაფერი ჩავდე. _თავი დავუქნიე და წინა კარები გავაღე.

-იცოდე არაფერი დაგრჩეს!_გამაფრთხილა და საჭესთან დაჯდა.

რაღაცა არ მასვენებდა, მთელი საღამო გაბრუებული დავდიდი წინ და უკან. დანიელიც სადღაც წავიდა, მე სახლში მომიყვანა, თვითონ საქმეები მაქვსო და წავიდა. აფორიაქებული დავწექი საწოლზე და თითები მაგრად მივიჭირე საფეთქელზე. ზუსტად ვიცი რომ აბაშიძის მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაშნია გარდა სიბრალულისა, მაგრამ ელენესთან ერთად მისი დანახვა არ მესიამოვნა! უბრალოდ გამაღიზიანა იმის გააზრებამ რომ ორ მატყუარა და არამზადა ადამიანს შეუძლია ასე კარგად გრძნობდეს თავს. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და თაროზე შემოდებულ ნიკას საჩუქრებს დავავლე ხელი. თითქმის ერთი საათი ვათამაშებდი ბეჭეს და ყელსაბამს, არ ვიცოდი გადამედგა ეს ნაბიჯი თუ არა. ვერ ვხვდებოდი რომელი გზა იქნებოდა სწორი, მაგრამ იმ მომენტში ამის გაკეთება მინდოდა. სწრაფად დავწვდი ტელეფონს და ძველ ნომერზე დავრეკე.

-შენი ნახვა მინდა!

მთელი ძალით ვუჭერდი ჩანთის სახელურს თითებს და კაფის კარებთან გაშეშებული პირველი ნაბიჯის გადადგმას ვცდილობდი. კარები შევაღე და პირდაპირ მჯდარი ნიკასკენ წავედი. ჩემი დანახვისას გაბადრული წამოდგა ფეხზე და გადასაკოცნად გამოწია, გაოცებულმა გავწიე მთელი ტანი უკან და წარბაწეულმა შევისწორე ჩანთა.

-შენ ჩემმა ზარმა გაწყინა. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ნაცნობი გარემო მოვათვალიერე.

-აქ რომ დამიბარე ყველაფერს მივხვდი. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ჩემს წინ დადგა.

-რას მიხვდი?_გაკვირვებულმა ვკითხე.

-ზუსტად აქ გქონდა დაბადების დღე და მეც აქ გთხოვე ხელი. _გაკრეჭილმა გაიხსენა ძველი დრო. _შერიგება გინდა. _საკუთარ სიტყვებში ეჭვიც კი არ ეპარებოდა. რა ვქნა ასეთ სიტუაციებში თავს ვერ ვიკავებ, ვერც ამეჯერად მოვახერხე ემოციების დაკავება და ბოლო ხმაზე გადამეხითხითა.

-რაა?_სიცილით ვკითხე და სკმაზე დავეხეთქე. _შენ მართლა გგონია, რომ მე აქ, იმიტომ ვარ რომ... _ვერ ვმშვიდდებოდი. ნიკამ გაღიიზანებულმა დაიკავა თავისი ადგილი და წყლის ჭიქას თითები მოუჭირა. _აქ იმიტომ ვარ რომ ეს ნაგავი ბუნკერში ჩავყარო!_მუჭში მოქცეული საჩუქრები დავანახე და მაგიდაზე დავყარე!

-ანუ... ანუ გამოდის რომ ინახავდი. _დაბნეული ალუღლუღდა.

-ხო, ვინახავდი და მეც მიკივრდა რატომ, მაგრამ დღეს მივხვდი რატომაც! მინდოდა რომ პირადად მომეცა შენთვის და საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი რომ ჩემს ცხვორებაში ყველაზე ცუდი კვალი დატოვე, რომლის გაქრობაც დიდი ხნის წინ დავიწყე და დღეს ბოლო დღეა! ბოლო დღეა როცა შენს პირისპირ ვზივარ და იმ წარსულზე გელეპარაკები როცა შენ ჩემთვის რაღაცას ნიშნავდი. ხო, შენ დანიელის დეიდაშვილი ხარ და ერთმანეთის ნახვა ხშირად მოგვიწევს, შეიძლება ეს არც დანიელს და არც შენ გსიამოვნებდეს, მაგრამ ამ ფაქტს ვერ გამოვრიცხავთ. უბრალოდ მინდა იცოდე რომ შენ ჩემთვის დანიელის ერთ-ერთი ახლობელი ხარ რომელთანაც ვერასოდეს მოვახერხებ საერთო ენის გამონახვას და რომლის არსებობაც ჩემთვის სულ ერთია!_სწრაფად წამოვდექი ფეხზე და გასასვლელისკენ მშვიდი, თავისუფალი და ლაღი ნაბიჯებით წავედი.

-სად ხარ?

-სახლში მივდივარ, შენ სად ხარ?

-მე შენთან მოვედი, მაგრამ არ დამხვდი.

-რომ მოვალ ყველაფერს აგიხსნი. _სწრაფად მივაყარე და ტელეფონი გავუთიშე.

ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე და იქვე მდგარი ცარიელი ტაქსისკენ წავედი.
მეექვსე სართულზე სირბილით ავედი. სახლის კარები სწრაფად შევაღე და პირდაპირ აივნისკენ ავიღე გეზი. დანიელი ჩემს აივანზე იყო გადმოსული, ჩემს სავარძელში იჯდა და კოკა-კოლას სვამდა მშვიდი გამომეტყველებით.

-რაო ნიკამ?_ირონიული ღიმილით მკითხა და ჩაწითლებული თვალებით ამომხედა.

-შენ..._დაბნეულმა ამოვილუღლუღე. _ასე მალე საიდან გაიგე?_მისმა მზერამ დამაბნია, თორემ სიმართლის თქმას მეც ვაპირებდი.

-ნიკამ დამირეკა და მახარა რომ ჩემი საცოლე მის სანახავად იყო. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ფეხები აივნის მოაჯირზე შემოაწყო.

-იდიოტი. _ხმამაღლა წამოვიძახე და ჩანთა კარებიდან ვისროლე. _ვნახე იმიტომ, რომ ბეჭედი და ყელსაბამი დამებრუნებინა. _ტუჩდაბრეცილმა ჩავილაპარაკე, კალთაში ჩავუჯექი და საკოცნელად გავიწიე. დანიელმა სახე ამარიდა და საპირისპირო მხარეს გაიხედა. გაკვირვებულმა ავქაჩე წარბები მაღლა და ისე მივაჩერდი. _შენ რა გგონია, რომ...

-მაგ თემაზე ხმას ნუ იღებ!_სწრაფად ამაფარა პირზე ხელი და თვალები დამიქაჩა. _მე მგონია რომ სწორად მოიქეცი, მაგრამ ჩემთვის სანამ წახვიდოდი უნდა გეთქვა!_თითები ფრთხილად მოაშორა ჩემს აწითლებულ ტუჩებს და საწყისი პოზიცია მიიღო.

-მეც არ ვიცოდი, უცებ გადავწყვიტე... თან შენ ისე გავარდი საქმე მაქვსო. _მხრები ავიჩეჩე და მოაჯირზე დავაწყე ხელები.

-აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში კარგს იზამ მსგავს საკითხებს ჩემთან ერთად თუ გადაწყვიტავ! ხომ იცი რომ შენი ცხოვრება ახლა უკვე მეც მეხება და შენი თითოეული სერიოზული ნაბიჯი მინდა ვიცოდე. კარგი?_ლოყებზე თითები მომიჭირა და ტუჩებ სასაცილოდ მომიპრუჭნა. ღიმილით დავუქნიე თავი და შუბლი ტუჩებზე მივადე.
>>>
კვირა დღე დანიელის დაჟინებული თხოვნით ერთად გავატარეთ, მე მინდოდა რომ დაესვენა და აზრზე მოსულიყო, იმდენი საქმეები აქვს, თანაც ეს მივლინებაც ისე დაემთხვა უკან დაბრუნებულს ყველა პროექტი თავიდან გაუხსდა დასახაზი.
ცოტა მანქანით ვისეირნეთ, მერე დანიელის საყვარელ ძველებურ კაფეში დავსხედით, რომელიც წლების წინ ჩემი და მარიამის თავშესაფარი იყო.უნივერსიტეტთან იყო ხოლმე ახლოს და სულ იქ დავდიოდით, ზაფხულში რომ დაგვითხოვეს და სექტემბერში დავრბუნდით კაფე აღარ დაგვხვდა, მთელი წელი ვეძებდით, მაგრამ ვერ მივაგენით და აი, დანიელმა მაპოვნინა.

-შენი აზრით რა არის სიყვარული?_ხმადაბლა ვკითხე და თვალებში მივაჩერდი. დანიელმა თვალებით გამიღიმა, ტუჩის კუთხე ოდნავ შეტეხა და ფანჯრიდან გაიხედა.

-ყველაფერი რაც სისუფთავესთან ასოცრიდება!

-ეგ როგორ?_სიცილით ვკითხე, მინდოდა მისი პასუხი უფრო კონკრეტული ყოფილიყო.

-მაგალითად წყალი- მის გარეშე დიდი ხანი ვერ გაძლებ...თანაც ყველაფერზე სუფთაა!

-გეგონოს კანადაში 1 თვე გადიოდა და წყალს არ ვეკარებოდი. ასევე გუბის წყალი. _წინადადება შუა გზაში გავაწყვეტინე.

-მაგრამ სვამდი ყავას, ჩაის და ასე თუ ისე შენი ორგანიზი წყალს იღებდა. გუბის წყალზე არ მაქვს საუვბარი. _სიცილით დააყოლა.

-მაინც ვერ ვხვდები.

-რას ვერ ხვდები... შეიძლება წყალი არ დალიო, მაგრამ წყალი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში მცირე დოზით მაინც არის. თუნდაც სააბაზანოში... დასაბანად რომ შედიხარ რას ივლებ?

-წყალს. _სიცილით ავიჩეჩე მხრები, თითქოს სხვა პასუხი შეიძლება მქონოდა.

-ზუსტად! ჩაიშიც და ყავაშიც წყალია. სიყვარულიც ეგრეა, შეიძლება დიდი დოზით შენში არ იყოს, მაგრამ სუნთქვის დროს გრძნობ რომ სადღაც შენშია და შენთანაა!

-ძალიან ძნელად ხსნი. _ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი, თუმცა უნდა ვაღიაროპ სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩვენი არეული და გაუმართავი დიალოგი. _თავიდან ბოლომდე რომ ამიხსნა?!

-ნაინა!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა ჩემი სახელი და თვალები დამიბრიალა.

-კარგი, ვჩუმდები, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ გავიგე... არა ის კი გავიგე რომ წყალი სუფთაა და სიყვარულიც სუფთა უნდა იყოს, მაგრამ..._ლუღლუღით ვლაპარაკობდი და თან მის მიმიკებზე მეცინებოდა. _კარგი, შევეშვათ სხვა რამეზე ვისაუბროთ.

-რატომ, მე შენი შეხედულებებიც მაინტერესებს სიყვარულზე!

-ჩემთვის სიყვარული ერთგულებაა!_ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და თითები ერთმანეთში ავხლართე.

-მარტო ერგულება?_დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.

-ერთგულება და სასიამოვნო სურნელი. _ღიმილით დავაყოლე და ცხვირ-პირი მის ყელში ჩავრგე. დანიელმა ხმით ჩაიღიმა და მხარზე მაგრად მომხვია ხელი.
~~~~
არ არსებობს! შანსი არაა!_თვალებდაკარკლული მარიამი ოთახიდან ოთახში ქარიშხალივით დააბოტებდა. მე და დანიელი გაკვირვებული ვადევნებდით ჩემი დაქალის აფორიქებულ ქცევებს თვალს და ვცდილობდით როგორმე მაინც დაგვემშვიდებინა.

-ჰა, ახლა იტყვი რა ხდება?_როგორც კი ჩემს წინ გაიარა დრო ვიხელთე, მაჯაში ვწვდი და დივანზე დავანარცხე.

-ნიკა ელენეს გაშორდა! _ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ორივეს ერთდროულად მოგვავლო თვალი. მე რეაქცია არ მქონია, მე მგონი არც დანიელს.

-მერე რა?_მხრები ავიჩეჩე და დანიელს გადავხედე. ისიც ვერ ხვდებოდა რატომ უნდა ვიცოდეთ ეს ამბავი ჩვენ.

-მერე ის რომ ეგ თქვენი ნიკა დიდი გაიძვერა ვინმეა!_ღრმად ამოისუნთქა და მშვიდად ჩაიქირქილა. _რას ვერ ხვდებით დაშორდა იმიტომ, რომ რაღაცას გეგმავს... გამორიცხულია სამი წლის მერე ასე ადგე და ეგეთ გათახსირებულ ქალს დაშორდე!_თავისი აზრებით გვაბრუებდა. დანიელს სახე შეეცვალა, თითქოს მარიამის სიტყვემა მასზე ზეგავლენა იქონია, თან ცდილობდა არ შეემჩნია. _აი, შენც ეგრე ფიქრობ ხომ?_სწრაფად დაიჭირა ალავიძის შეცვლილი სახე და ხმამაღლა წამოიძახა.

-კარგით რა, თქვენი აზრით ნიკა იმ ყველაფრის მერე რამის გამკეთებელია? ან როგორ უნდა იკადროს?_გაოცება ვერ დავმალე და ფეხზე წამოვდექი.

-აუჰ, გაგიკვირდეს, რა... ნიკამ ისეთი რაღაცები იკადრა. _სისინით დამაწია მარიამმა. დანიელი ისევ ჩუმად იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა.

-მე ცოტახნით უნდა გავიდე და მალე დავბრნდები. _სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარებისკენ წავიდა. ისეთი სიჩქარით გავარდა სახლიდან გააზრება და გაკიდებაც ვერ მოვასწარი. გაბრაზებული ვეცი მარიამს და მხრებში ჩავაფრინდი.

-გადაირიე? კბილები რისთვის გაქვს?

-რომ ენას გზა ჩავუკეტო... ვიცი, მაგრამ მე ასეთი რაღაცების გულში დამალვა არ შემიძლია, მერე ვიბოღმები და ვსივდები!_სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ჩემი ხელების მოსაშორებლად მხრები აიქნია. _და საერთოდ დიდი სიამოვნებით ვნახავდი მაგ ვიგინდარა კაცს თავყბა გაერთიანებულს. _მუჭი შეკრა, ქვედა ტუჩზე კბილები დაიჭირა და ომახიანად შესძახა.
>>>
-რამდენიმე დღით ბათუმში წამოხვალ?_ზურგიდან მომეპარა დანიელი და ტუჩებით მომეფერა.

-ბათუმში რა გვინდა?_ხმადაბლა ვკითხე და მუცელზე მოხვეულ თითებზე თითები დავუსვი.

-სამსახურიდან მიშვებენ და მარტო წასვლა არ მინდა. _ყურჩი ჩამჩურჩულა და ბიბილოზე ოდნავ მომსდო კბილები.

-ბათუმი, ზღვა თოლიები... დიდი სიამოვნებით, მაგრამ ავთომ ორშაბათს სამსახურის ამბებზე რომ უნდა დარეკოს?_მობუზულმა ვკითხე და მისკენ მივტრიალდი. დანიელმა სწრაფად გადაიტანა მუცელზე მოხვეული ხელები წელზე და სხეულზე მიმიწება.

-ავთოს ვეტყვით რომ ზარი ერთი კვირით გადაავადოს.

-მმმ._ჩაფიქრებულმა ავხედე ცას. _კარგი, წავიდეთ!
>>>

ბარგის ჩალაგების დროს აღმოვაჩინე რომ რაღაც-რაღაცები არ მქონია და მაღაზიაში გადავწყვიტე გავლა ყველაფრის შესაძენად. ბათუმში სულ დანიელთან ერთად ვიქნები და მსგავს საკითხებზე დამოუკიდებლად ვერ გავალ, ამიტომაც მირჩევნია თბილისში შევიძინო ყველაფერი.
სახლის კარები საიმედოდ ჩავრაზე და კიბეებზე გაბადრული სახით დავეშვი. საფულე და ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და სადარბაზოსთან მდგარ მეზობელბს ღიმილით მივესალმე.
მაღაზია უბნის ბოლოშია, ჩემი კორპუსი კი უბნის თავშია, შესაბამისად დიდი გზის გავლა მომიწია იქამდე მისასვლელად. თან მარიამს ვემესიჯებოდი და ბათუმის ამბებზე ვუყვებოდი, მოულოდნელად საიდანღაც ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა მანქანამ. გაკვირვებულმა ავწიე თავი და საჭესთან მჯდარ მომღიმარ ნიკას გადავხედე. ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე დამავლო ზურგიდან ვიღაცამ ხელი და უკანა სავარძელზე მთელი ძალით მისროლა. გაშტერებული ვეცი კარებს, მაგრამ უკვე ჩაკეტილი დამხვდა.

-ეს რა ხუმრობაა?_აფორიაქებულმა ვკითხე ჩემს ყოფილ საქმროს და სავარძლის ქვეშ შევარდნილ ტელეფონს დავუწყე ძებნა, მაგრამ ისე სწრაფად დაქოქა მანქანა თავი ვეღარ შევიკავე და წინ გადავარდი, მერე კი მთელი ძალით მივეჯახე სავარძლის საზურგეს.

-ეს ხუმრობა არ არის, იძულებული გამხადე ჩემს ცხვორებაში დაბრუნებისთვის პასუხი მომეთხოვა!_აშკარად გაღიზიანებული იყო.

-აჰ, შენ უნდა მომთხოვო მე პასუხი?_სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე გადავიკისკისე. _როგორი ვერაგია ეს ცხოვრება. _ირონიას არ ვიშურებდი, თან გულიანად ვკისკისებდი.

-ხო, იცინე სიცილი გიხდება._ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-ნიკა, თუ ოდნავ მაინც დარჩა შენში რაღაცა ადამიანური, შეგიძლია ამიხსნა რას ვაკეთებ შენს მანქანაში?_მშვიდი ხმით ვკითხე და ჩანთა მოვიხსენი.

-ხომ გითხარი ყველაფრისთვის პასუხი უნდა გაგებინო!_ოდნავ აუწია ხმას.

-მე მგონი შენ რაღაცები გერევა, პასუხი შენ კი არა მე უნდა გაგებინო ბევრ რაღაცაზე, მაგრამ ხომ ხედავ რომ საერთოდ არ მაინტერესებ... არც შენ და არც შენი დამპალი ცხოვრება!_მეც ავუწიე ხმას, თან ვცდილობდი დანიელის თვისებებიდან გადმოდებული სიმშვიდე არ დამეკარგა.

-ცოლად მომყავხარ! შენც ხომ ეს გინდოდა?_ცინიკური ღიმილით გამომხედა სარკიდან და თვალი ჩამიკრა. მე ისევ ვერ შევიკავე სიცილი, ოღონდ ამჯერად სიმწრის.

-მიდოდა, მაგრამ ახლა რომ გიყურებ ზიზღის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ. _მხრები ავიჩეჩე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. რომ წარმოვიდგენ რა რეაქცია შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერზე დანიელს, ან კი როგორ გაიგებს ის ამ ამბავს.

-არა უშავს ყველაფერს თავიდან დავიწყებთ და შენ ისევ უგონოდ შემიყვარებ!_საკუთარ სიტყვებში ეჭვიც კი არ ეპარებოდა.

-შეიძლება შენ გადაწყვიტე რომ მე შენი ცოლი მერქვას და გგონია რომ მე შენ ოდესმე ისე შემიყვარდები, მაგრამ არა! მთელი ცხოვრება შენს გვერდით და შენს საწოლში რომ მომიწიოს სიცოცხლის გატარება ზუსტად ვიცი რომ შენნაირ ამაზრზენ და ავადმყოფ არაკაცს არასოდეს არ შევიყვარებ! იმიტომ, რომ მე უკვე მიყვარს დანიელი და შენ როგორ და რანაიარადაც არ უნდა ეცადო მის თავს ვერ დამავიწყებ... რამდენი დროც არ უნდა გავიდეს თუ შანსი მომეცემა დაუფიქრებლად მიგაგდებ და წავალ, ახლა კი სადაც გინდა იქ წამიყვანე! _ხმადაბლა, მშვიდად ჩავილაპარაკე და ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე.

პირველი ნაწილის დასასრული.
~~~~~~~~~
იმედია ისიამოვნეთ. <3



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Italiashi vcxovrib.Gateneba mixaria imitom , rom vici,kidev ert xel ,im siamovnebas mivigeb rasac shenimotxrobis wakitxva qvia.
Didiii ,udidesi madloba ,rom xar da arsebob.❤❤❤

 


№2  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Italiashi vcxovrib.Gateneba mixaria imitom , rom vici,kidev ert xel ,im siamovnebas mivigeb rasac shenimotxrobis wakitxva qvia.
Didiii ,udidesi madloba ,rom xar da arsebob.❤❤❤

როგორ მაბედნიერებს ის აზრი რომ ჩემი ისტორიებით ვიღაცას დილას და დღეს ვულამაზებ... უბედნიერესი ვარ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№3 სტუმარი An

Meore nawili xval daideba???

 


№4 სტუმარი სტუმარი milena

ძალიან მომეწონა ახლა თავს როდის დადებ? იმედია კარგად დაასრულებ.ველოდები მალე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

ძააან მაგარია????????მეორე თავს როდის დადებ??

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

მეორეს ნაწილს როდის დადებ?მალე დადე რა

 


№7  offline წევრი Mariam Shengelia_3

მერამდენე მოთხრობას ვკითხულობ შენსას ჯერიყო და იმ საძმაკაცოს მოთხრობებმა გამაგიჟა და გადამრიაა. ესეც არის ჩვეულებრივი საოცრება!! გავგიჟდები მალე როარდადო სემდეგი მარა წყნარად ვარ ვიცი რო არაგვიანებ და მოუთმენლად ველი❤❤❤❤სასწაულიხარ

 


№8  offline წევრი ))♡

Nu rogor sheidzleba adamianma sheni motxoba waikitxos da gulgrili darches ❤❤ nasiamovnebi kiara agfrovanebuli var sheni nichierebit chemo tkbiloo ♥♥♥
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№9  offline მოდერი მე♥

An
Meore nawili xval daideba???
ასე პირველი ორისკენ დავდებ გვიან.❤️❤️❤️
სტუმარი milena
ძალიან მომეწონა ახლა თავს როდის დადებ? იმედია კარგად დაასრულებ.ველოდები მალე

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია!❤️❤️❤️ გვიან დავდევ ახალს❤️❤️❤️❤️
სტუმარი ნინი
ძააან მაგარია????????მეორე თავს როდის დადებ??

გვიან დავდებ.... მადლობები, საყვარელო❤️
სტუმარი მარიამი
მეორეს ნაწილს როდის დადებ?მალე დადე რა

დღეს გვიან დავდებ...❤️❤️❤️
Mariam Shengelia_3
მერამდენე მოთხრობას ვკითხულობ შენსას ჯერიყო და იმ საძმაკაცოს მოთხრობებმა გამაგიჟა და გადამრიაა. ესეც არის ჩვეულებრივი საოცრება!! გავგიჟდები მალე როარდადო სემდეგი მარა წყნარად ვარ ვიცი რო არაგვიანებ და მოუთმენლად ველი❤❤❤❤სასწაულიხარ

მარიამ, რა ტკბილი ხარ❤️❤️❤️ უზომოდ დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგწონს... აუცილებლად დავდებ ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

სუპერ გოგო ხარ

 


№11  offline მოდერი მე♥

terooo
სუპერ გოგო ხარ

საყვარელო, მადლობა❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent