საწოლში მტერთან (დასასრული)
ბავშვობაში წარმოვიდგენდი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ქორწილი. ვფიქრობდი დიდ გრანდიოზულ ქორწილზე, ბევრი სტუმრებითა და ფოტოგრაფებით. მე კი ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ყველაზე ლამაზი პატარძალი ვიქნებოდი.. ყველაფერი შეიცვალა, არაფერი არ არის ისე როგორც უნდა იყოს. ქორწილში სულ რამდენიმე ადამიანი დავპატიჟეთ და ქორწილიც შესაბამისად ვიწრო წრეში გვექანება, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დღეს მადარდებს დედაჩემის არყოფნაა. ასეთ მნიშვნელოვან დღეს დედაჩემი ჩემს გვერდით არ არის, თავს დაუცველად და მარტოდ ვგრძნობ. -ლილე, მზად ხარ?-ოთახში მეგი შემოვიდა. -კი, მოვდივარ.-გაღიმება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. კაბა უხალისოდ შევისწორე და მეგის გავყევი. -რა ლამაზი ხარ-მიჩურჩულა ალექსმა. ოდნავ გავუღიმე და ეკლესიაში წავედით. ყველაფერი ისეთი ნაცრისფერი და "უმუღამო"იყო. ,,ღმერთო, იმედია სწორად ვიქცევი'' გავიფიქრე როცა უკვე საკურთხეველთან ვიდექით. თვალი ალექსანდრესკენ გავაპარე, ალბათ ჩემი მზერა იგრძნო და გამომხედა. სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, გავთბი. ვიგრძენი რომ ვუყვარვარ და არ მომატყუებს. ვუყვარვარ! გავიმეორე და გავიღიმე. ჯვარი დავიწერეთ და რესტორანში წავედით. -ასეთ ქორწილზე არ ოცნებობდი ხო?-მიჩურჩულა მანქანაში ალექსმა. -არაუშავს, მთავარია შენ მყავხარ გვერდით.-ვუთხარი თბილად და ტუჩებში ვაკოცე. -ეი თქვენ, გვრიტებო. გამოგვძახა იგორმა.-წინ კიდევ 40წელი გაქვთ და გინდათ ახლავე დაიწყოთ? -მოკეტე თორემ მოგხვდება.--შეუღრინა ალექსმა.-ეს ძმები ხო არაფერს გაცდიან რა.-ჩაიბურტყუნა და მკლავებში კიდევ უფრო მოხერხებულად მომიქცია. -ალექს-წამოვიკივლე აღფრთოვანებულმა როდესაც რესტორანში შევედით.-მე მეგონა..უფრო სწორად შენ მითხარი რომ..-ვლუღლუღებდი ჩემთვის. -ვიცოდი რომ ოცნებობდი დიდ ქორწილზე და მეც ყველა შენი მეგობარი და ნათესავი დავპატიჟე ვისაც ვიცნობდი. თან..დღეს შენი დღეა, ფისო, ბედნიერი უნდა იყო და იღიმოდე.-მთელი სახით გავუღიმე. სტუმრებს თვალი მოვავლე, ბევრ უცნობს მოვკარი თვალი. ყურადღებით ვათვალიერებდი ყველას. -ვინმეს ეძებ? -არაა..ისე უბრალოდ. ბევრი სტუმარია. -დედაშენს ეძებ არა? -კი.-ისევ მოვიღუშე როცა დავრწმუნდი რომ იქ არ იყო. -ქორწილის მერე მივიდეთ და შერიგება ვთხოვოთ. -ახლა არ გვინდა რა ამ თემაზე გთხოვ. აქ შენი ნათესავებიც არიან? -კი. ჩემი ბიძაშვილები არიან მხოლოდ, სხვები მეგობრები.-მითხრა მშვიდად. უცებ სახე გაუნათდა და ფეხზე წამოიჭრა.წამოდი გაგაცნობ.-ხელი ჩამჭიდა და გამიყვანა. რამდენიმე კლუბში მყავდა ნანახი, მაგრამ სახელები ვერ დავიმახსოვრე. სხვები ახლა გამაცნო. -ეს დაჩია, ჩემი კურსელი. ესეც ნიკუშა და ესეც ჩვენი ლევანი იგივე შალიკა.-მაცნობდა ღიმილით.-ბიჭებო, ჩემი ცოლი ლილე დადეშქელიანი. -მეტრეველი-შევუსწორეაშინვე. -მეტრეველი დადეშქელიანისა. -სასიამოვნოა,-გამიღიმეს ბიჭებმა.ახლა კიდევ სხვა მაგიდასთან გადამათრია ქმარმა და სხვებიც გამაცნო. თავაზიანად ვუღიმოდი ყველას და ველაპარაკებოდი, არცერთის სახელი აღარ მახსოვდა, მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ მომეკლო მათთვის. -წამოდი ვიცეკვოთ.-მიჩურჩულა ლექსომ. -არაა, არმინდა. -რატო? დღეს შენი ქორწილია და უნდა იმხიარულო ყოველდღე კიარ თხოვდები.-ღიმილით მისაყვედურა ქმარმა. პირველად ვიცეკვე ასე მთელი გრძნობით, თითქოს იქ მარტო მე და ლექსო ვიყავით. ერთ ცეკვას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ბოლოს აღარ გავჩერებულვართ. თანდათან სასმელიც მომეკიდა და უფრო თამამად გავაგრძელე ცეკვა. -წავიდეთ რა-ვუთხარი სიცილით და მხარზე ჩამოვეკიდე. -მგონი ბევრი დალიე შენ. -ხო და აღარ მინდა აქ.-ხელი მომხვია და გამოვიპარეთ. სიცილს ვერ ვიკავებდი როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობდი. დალევა არასდროს მყვარებია და რაღა დღეს მომინდა დალევა ჩემს ქორწილში. -აბა, საით? -სადაც გინდა.-ვუთხარი და დასაძინებლად მოვემზადე. -თაფლობის თვე უნდა მოვიწყოთ.-თქვა კმაყოფილი სახით. -სად?-თვალები ვჭყიტე მაშინვე. -ანტალიაში. ჩემი ძველი მეგობრები არიან იქ, კარგად გავერთობით. -მირჩევნია მარტო ვიყოთ და სადმე სხვაგან წავიდეთ.-ვთქვი უკმაყოფილოდ. -მოგეწონება, აი ნახავ. -ძმების გარდა შენი მეგობრებიდან არავინ მომწონებია, გართობას გადაყოლილი და ქარაფშუტები არიან. ჩემთვის ეს ყველაფერი უცხოა. -ვიცი, მაგრამ მიეჩვევი. გართობა მარტო დაქალთან დარჩენას და ფილმის ყურებას არ ნიშნავს, ლილე, დროა ჭეშმარიტ გართობას გაზიარო.-თქვა სიცილით. -ანუ იმის თქმა გინდა, რომ გართობა არ ვიცი?-ვკითხე წარბაწეულმა. -სწორად მიხვდი. -წავიდეთ სადაც გინდა და ნახავ როგორი გართობაც ვიცი.-ვთქვი ამაყად და ისევ ჩავწექი გული რომ არ ამრეოდა. ისე გავითიშე ბუნდოვნად მახსოვს როგორ ამიყვანა ხელში და დამაწვინა საწოლზე და კიდევ მისი ჩურჩულით ნათქვამი ,,ძილინებისა''. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ლექსო უკნიდან მომხუტებოდა და მშვიდად სუნთქავდა. -აი მესმის პირველი ღამე-ვთქვი ჩემთვის- ალბათ ერთადერთი წყვილი ვართ სადაც პატარძალი დათვრა და გაითიშა.-შევწუხდი ამ საკითხით. დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება ამას გამახსენებს და დამცინებს. -გაიღვიძე, ლოთო?-ღიმილით შემომხედა ქმარმა. -მოგეცა მიზეზი.-ვთქვი თვალებდაწვრილებულმა. -ნუ იბუტები, ფისო, მოდი აქ.-მკლავებში მომიმწყვდია დადიშქელიანმა.-რომელი საათია? -7-ვუპასუხე გაკვირვებულმა რა დროს საათია თქო. -ფუ შენი, დავაგვიანებთ.-მაშინვე წამოვარდა და შარვალი მოძებნა. -სადმე მივდივართ? -რა, არ გახსოვს?-მკითხა სიცილით.-მართლა ასეთი მთვრალი იყავი? -აა ხო..გამახსენდა. დავიბენი უცებ-თავის გავიმართლე მაშინვე და აბაზანაში შევარდი. აზრზე არ ვარ სად მივდივარ, მაგრამ მთავარია სწრაფად გავემზადო. დაახლოებით ერთ საათში უკვე თვითმფრინავში ვისხედით. -თავი მისკდება და მეძინება საშინლად.-ავწუწუნდი მაშინვე. -გირჩევნია ახლავე დაიძინო, გუშინდელი ღამე უნდა აანაზღაურო იცოდე.-მითხრა ეშმაკურად. საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება მისთვის, რამდენიმე აბი ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და შევეცადე ეს საშინელი თავის ტკივილი დამეიგნორებინა. ასე მეგონა უსასრულოდ გაიწელა ფრენა. სასტუმროში დავბინავდით. -მოდი ჩემთან-ხელები ძლიერად მომხვია და საწოლზე დავარდით-გუშინდელი უნდა ავანაზღაუროთ იცოდე. -ლექსო, დავიღალე და მეძინება ძალიან.-გავფართხალდი მაშინვე. -კარგი რა, სულ როგორ უნდა გეძინებოდეს-თქვა უკმაყოფილოდ და წამოდგა. -შენ ჩადი და ნახე ის შენი მეგობრები, მეც მალე მოვალ. -ქვემოთ ვიქნები ბარში.-მოკლედ მომიჭრა და გავიდა. საწოლში გემრიელად მოვკალათდი, მაგრამ აღარ დამიძინია. მობილური მოვძებნე და მეგის მივწერე. "გოგო, შენ ჩემთვის გცალია კიდევ? წადი გამცილდი ქმარს მიხედე.'' მომწერა მაშინვე. "მეგობრებთან ერთადაა ქმარი დამშვიდდი, მაქ რა ხდება'' "ასე მალე მარტოს ტოვებ? რაღაც არ მომწონს.. მაკასგან არაფერი ისმის ისევ'' მაშინვე მიმიხვდა რაც მაინტერესებდა. ალბათ ქმართან ერთად ბედნიერია და შვილი აღარ ვახსოვარ. ,,ააბა რა გეგონა, ლილე'' გავიფიქრე ისევ. ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე და მოვემზადე. ბარში ჩასულს ალექსი დიდხანს არ მიძებნია ბართან იდგა ვიღაც გოგოებთან ერთად. სტოპ! ესენი ვინ არიან? ერთერთი ლამისაა კალთაში ჩაუხტეს ისე ცანცარებს, ეს იდიოტიც უცინის და გაცხარებული ელაპარაკება. -ალექსანდრე.-სწრაფად შემოტრიალდა და წამოდგა. -კარგია რომ ჩამოხვედი. -ხო, აღარ მელოდი ალბათ.-ვუთხარი უხეშად და სხვებს გავუღიმე. -გაიცანი, ჩემი მეგობრები თამუნა და ეკა. შალიკას უკვე იცნობ.-მანიშნა პუტკუნა მომღიმარ ბიჭზე. ,,სასიამოვნოა''ჩავიბურტყუნე და თამუნას ადგილი დავიკავე. -ლილე, დალევ რამეს? -არა, არ მინდა. არ ვსვამ. -ქორწილში კარგად სვამდი.-გამიღიმა შალიკამ. -დავიფიცე რომ აღარ დავლევ.-ვუთხარი სიცილით. ახლა გამახსენდა შალიკა. მასთან ერთად ვსვამდი სანამ ლექსომ არ გამიტანა გარეთ და შემრცხვა ცოტათი. -მართალია, ჯობია აღარ დალიოს თორემ საშინელი ,,პახმელია'' იცის.-ორაზროვნად თქვა თითქოს რაღაცაზე მანიშნებდა. -არ გინდათ ვიცეკვოთ? მოვიწყინე.-თამუნას ირონიულად გავხედე. რატომღაც ნერვები მეშლება მის ლაპარაკზე, მოძრაობებზე და სუნთქვაზეც კი. ერთი სული მაქვს თმით ვათრიო აქვე. -ლილე, ვიცეკვოთ წამოდი. -არ ვარ ცეკვის ხასიათზე. შენ წადი. -ლექსო, თუ შენს ცოლს არ უნდა ჩვენ ვიცეკვოთ.-ტყუილად კიარ გამჩენია ამ გოგოს ცემის სურვილი. ბართან მარტო დამტოვეს. ვუყურებდი როგორ ეტორღიალებოდა ჩემს ლექსოს ეს მახინჯი და კიდევ უფრო მეშლებოდა ნერვები. ყველაზე მეტად ჩემი თავი მაღიზიანებდა, მე ხომ საკუთარი ხელით გადავაბარე ქმარი და ახლა ვუყურებ როგორ ეფლირტავება და არაფერს ვაკეთებ. კიდევ უფრო მეშლება ნერვები ასეთი უჟმური რომ გამოვჩნდი მის მეგობრებთან. ნერვები მომეშალა და ოთახში ავედი. რა მემართება დღეს, ასეთი ცვალებადი ხასიათი არასდროს მქონია. -აქ რა გინდა?-ოთახში ალექსი შემოვიდა გაბრაზებული სახით. -მომწყინდა ქვემოთ და ამოვედი, რა მოხდა?-გავიკვირვე. -კიდევ მეკითხები? უჟმურივით იქცეოდი, მეგობრებთან შემარცხვინე. -თავიდან არ იცოდი ვინ მოგყავდა ცოლად? ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები. -თავიდან არ იყავი ასეთი. გაუხეშდი, მე ასეთი არ შემყვარებიხარ. -ალბათ აქამდე ვერ ამჩნევდი.-არც შემიხედავს ისე მოვუჭერი.-თანაც შენთვის ხელის შეშლა არ მინდოდა, ისე კარგად ერთობოდი.-ნიშნისმოგებით ვუთხარი და წარბები ავწკიპე. -ახლა გასაგებია-გაიცინა ლექსომ-თამუნაზე იეჭვიანე არა? -არა, რა სისულელეა. რატომ უნდა მეეჭვიანა? ზედმეტი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.-გამოვიცვალე და დასაწოლად მოვემზადე. -უკვე წვები?-წარბაწეულმა გამომხედა აბაზანიდან.-ისე მართალი ხარ. ერთმანეთისთვის დრო არ დაგვრჩენია.-სწრაფად მომიახლოვდა და ხელები წელზე შემომხვია. -მეძინება მე. -მთელი დღე ისედაც არაფერი გაგიკეთებია. -დავიღალე.-მკლავებიდან დავუსხლტი და დავწექი. -როგორც გინდა.-ოთახიდან გავიდა. -რა გემართება ლილე?-ამოვთქვი ხმამაღლა და ცრემლები გადმომცვივდა. ყველაფერი ისე უცებ მოხდა გაანალიზება ვერ მოვასწარი. მაკას ქორწილი, ალექსის გაცნობა, დედაჩემთან ჩხუბი და ახლა კიდევ გათხოვება. ახლაც არ მჯერა, სულ სხვა რამეს ვგეგმავდი. უნივერსიტეტში უნდა მესწავლა მერე დამოუკიდებლად ცხოვრება მესწავლა.. ამ ფიქრებში ჩამეძინა, მაგრამ ღამით ბევრჯერ გამეღვიძა ლექსოს ვეძებდი მაგრამ არ იყო და ალბათ დილამდე არც მოსულა. -როდის მოხვედი?-დილით საწოლში დამხვდა. -გვიანი იყო. -და სად იყავი? -დაკითხვას მიწყობ?-ახლაღა გამომხედა. -უბრალოდ მაინტერესებს. -კლუბში. აქ სიცოცხლე არ წყდება. ყველა კლუბშია და ერთობა, 10საათზე არავინ იძინებს.-ყურადღება აღარ მიმიქცევია. აბაზანაში შევედი მოსაწესრიგებლად. კარების ხმა გავიგე, როცა გამოვედი ოთახში აღარ დამხვდა. ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. მიმღებში ვიკითხე და არავის დაუნახავს. საუზმეს აღარ დავლოდებივარ გარეთ გავედი, ვიფიქრე ქალაქს მაინც დავათვალიერებ მეთქი. რუკაზე მაღაზიები მოვნიშნე და მეც იქით გავემართე. რამდენიმე კაბა მოვისინჯე და ყიდვა გადავწყვიტე. საფულეში მხოლოდ ლექსოს მოცემული ბარათი აღმომაჩნდა. აი ნაადრევად გათხოვების კიდევ ერთი უკუჩვენება, განათლებისა და სამუშაოს არ ქონის გამო მთლიანად დამოკიდებული ხდები ქმარზე. ,,ნახავთ როგორ უნდა სასტუმროში მარტო დატოვება, ბატონო ალექსანდრე." ვთქვი კმაყოფილი სახით და მთელი მაღაზია ,,გავიტანე'' უამრავი სუვენირი და ტანსაცმელი ვიყიდე. ჩანთებით დატვირთულმა ახლა კაფეს ვეწვიე. მშვიდად ვიჯექი და ზღვას გავცქეროდი თან თურქულ ჩაის და ტკბილეულს ვაგემოვნებდი. ალექსს არცერთხელ არ დაურეკავს, ალბათ თამუნასთან ერთად ერთობა და მე არც ვახსოვარ. მოვიღუშე, თანხა გადავიხადე და სასტუმროში წავედი. ისევ ფეხით ვარჩიე წასვლა, თან გზადაგზა ყველაფერს ვათვალიერებდი. სასტუმროსაც ძლივს მივაგენი და ისე გამოვიდა ოთახში რომ ავედი თითქმის ბნელდებოდა უკვე. -ლილე, სად ხარ აქამდე?-დამიყვირა ალექსმა. -რა გაყვირებს, ცოტა გავისეირნე. -ცოტა? დილიდან სადღაც წახვედი არც მითხარი სად მიდიოდი და მობილურსაც არ პასუხობდი, სულ გაგიჟდი ხო? -ოთახში დამრჩა მობილური.-სიმშვიდეს ვინარჩუნებდი ისევ. -რატომ არ მითხარი რომ მიდიოდი? -ჩემთვის მაინც არ გეცალა, ალბათ ისევ თამუნასთან ერთად იყავი და ძველ დროს იხსენებდი.-მთელი დღის მოგროვებული ბოტმა მომაწვა სახეში და თვალები ამეწვა. -აი თურმე რა-გაიცინა ირონიულად.-შენი მოკლე ჭკუით შური იძიე? -რა ლაპარაკია ახლა ეს? დილით ვერსად გიპოვე და მარტო წავედი სასეირნოდ შენ კი ერთი ამბავი ატეხე.-ხმას ავუწიე უკვე მეც. -და ერთ დღეში ჩემი ანგარიშიდან მთლიანი თანხა გააქრე არა? -ეგ ბარათი ხომ მე მომეცი, როგორც მინდოდა ისე დავხარჯე. -ალბათ მიჩვეული ხარ შენს ნებაზე ფულის ხარჯვას, მაგრამ მე შენსავით მდიდარი დედიკო არ მყავს რომ ასე გამანებივროს, ფულს ჩემით ვშოულობ და ცოტა ეკონომიურად უნდა დავხარჯოთ. -მე მანებივრებს მდიდარი დედიკო ხომ?-ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც.-ხო ალბათ ახლაც გამანებივრებდა შენი გულისთვის რომ არ მიმეტოვებინა.-აცრემლებული ტუალეტში შევარდი და კარები ჩავიკეტე. ისტერიკული სიცილი ამივარდა გიჟივით ვიცინოდი. საკუთარ თავს დავცინოდი! სიცილი ტირილში გადამივიდა და ჩავიკეცე. ,,საწოლში მტერთან'' სადღაც მოვისმინე ეს ფრაზა, მგონი ფილმს ქვია ან წიგნს არ მახსოვს. მთელი დღე ამ სიტყვებზე ვფიქრობდი და ვცდილობდი გამეგო რისი თქმა უნდოდა ამ სიტყვების ავტორს. ახლა მივხვდი. ჩემს მდგომარეობას საუკეთესოდ აღწერს, ჯერ მხოლოდ ქორწინების პირველი კვირაა წარმომიდგენია შემდეგი კვირები როგორი იქნება. კარების ხმა გავიგონე და გარეთ გავედი, ქორწინების პირველი კვირა და მე ისევ მარტო ვწვები. დილით, გაღვიძებისთანავე ბილეთი დავჯავშნე, და ბარგს ვალაგებდი რომ როგორც იქნა გავახსენდი ქმარს და დამიბრუნდა. -რას აკეთებ?-მშვიდი, რბილი ხმა ქონდა. -ბარგს ვალაგებ. -რატომ? -მივდივარ. -ხოო? და მე არაფერს მეკითხები, თფლობის თვე არ გვაქვს? -რომელი თაფლობის თვე? ჩხუბის მეტს არაფერს ვაკეთებთ, შენ შენთვის ერთობი ვიღაც მეგობრებთან ერთად და მე რას ვაკეთებ? -ვიცი, რომ მძიმე კვირა გვქონდა მაგრამ არ შეიძლება პატარა პრობლენის გამო გარბოდე სადღაც. წინ კიდევ ბევრი უსიამოვნება შეგვხვდება და ყველაფერზე ესე უნდა გაიქცე? -უბრალოდ აღარ მინდა აქ ყოფნა გესმის? ვეღარ ვიტან.-ვიყვირე. თავბრუ დამეხვა და საწოლს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი. -კარგი, მოდი ჩემთან. ყველაფერი დავივიწყოთ.-ხელები შემომხვია, მაგრამ მაშინვე გავაშვებინე მის შეხებასაც ვეღარ ვიტან უკვე. -მე მივდივარ, მარტოც რომ მომიწიოს წასვლა მაინც. -მოვდივარ მეც.-როგორც კი მოვახერხეთ მაშინვე დავბრუნდით თბილისში. უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება და გამოცდებისთვის მომზადება დავიწყე. ძირითად დროს ბიბლიოთეკაში ვატარებდი ან თუ სახლში ვიყავი ისევ წიგნებს ჩავჩიჩინებდი. ლექსოს იშვიათად ვხედავდი, ან თუ ვხედავდი თითქმის აღარც ვსაუბრობდით. თითქოს ერთმანეთისთვის უცხოები ვიყავით. -მშია. საჭმელი გვაქვს რამე?-ერთ საღამოს დუმილი თვითონ დასრღვია. -არა. პიცას შევუკვეთავ თუ გინდა.-ისე ვუპასუხე წიგნისთვის თვალი არ მომიშორებია. -ლილე, უნდა ვილაპარაკოთ მოიშორე ცოტა ხნით ეგ წიგნი. -გისმენ. -ვერ ვხვდები რა გჭირს, რაც დავქორწინდით სულ უცნაურად იქცევი ვეღარ ვხვდები რა გინდა, აღარ გიყვარვარ? -ნეტა ვიცოდე.-აღმომხდა მაშინვე.-ნერვები სულ გამიფუჭდა, ყველაფერი მაღიზიანებს და ყველაფერზე ტირილს ვიწყებ-ცრემლები წამომივიდა ჩემს უსუსურობაზე. ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი ისეთ გოგოებს ყველაფერზე რო ტირიან და მოთქვამენ და მეც მათ დავემსგავსე უკვე. -ხვალ მაკასთან მივიდეთ და შერიგება ვთხოვოთ. -აზრი არ აქვს, ვიცნობ მე დედაჩემს. არაფრით არ მაპპატიებს ვიცი მე. -მაინც მივიდეთ, დამიჯერე რა.-უცებ გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა და ტუალეტში გავიქეცი. უკვე მერამდენედ ყელში ამოვიდა უკვე, მოვიწამლე ვითომ? სარკეში ანარეკლს შევხედე, გაფითრებული ვარ და საშინლად გავხდი. ეხლა შევამჩნიე. -ლილეე-ლექსო მიკაკუნებს. -კარგად ვარ, გამოვალ მალე. მოვწესრიგდი და გარეთ გავედი. -რა გჭირს ტო, სულ გაფითრდი. -მოვიწამლე ალბათ არაუშავს, გამივლის. -ექიმთან წაგიყვანო? -არა, არმინდა. დავიღალე თან, წავალ დავწვები. -როგორც გინდა. მეც შევჭამ რამეს და მოვალ. -კარგი.-ოთახში შევლასლასდი და ტანსაცმლის გაუხდელად ჩავწექი. -უკეთესად ხარ? -ეხლა კი. -დაიძინე. ხვალ მძიმე დღე გაქვს, გამოცდისთვის მოემზადე? -კი, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. -მე კი ვიცი რომ ჩააბარებ. ზუსტად ვიცი. -იმედია-გავუღიმე. მაკოცა და დასაძინებლად მოემზადა. ხელი ტუჩებზე გადავისვი ,,მომენატრა''გამეფიქრა მაშინვე. -შედეგები როდის იქნება ცნობილი?-მკითხა როდესაც ბოლო გამოცდიდან გამოვედი. -2კვირაში. მოვკვდები ალბათ ამ ორ კვირაში. -დამშვიდდი რა, მალე სტუდენტი იქნები. -ყოველთვის მინდოდა სასურველ პროფესია შემესწავლა და ჟურნალისტი გავმხდარიყავი. იმედია ავიხდენ ოცნებას.-ვთქვი უფრო ჩემთვის. -ეხლა სად წავიდეთ? -ჯერ ვჭამოთ მერე კი იმ კლუბში წავიდეთ შენ რო მეუბნებოდი.- -სერიოზულად? მართლა წამოხვალ? -ხო. გამოცდების ჩაბარება წინასწარ უნდა ავღნიშნოთ და გავერთოთ ძალიან მაგრად.-გავუცინე და ვაკოცე. მანქანა დაქოქა და სწრაფად მოვწყდით ადგილს. როგორც იქნა ურთიერთობა დავალაგეთ, მაკასაც ვეხმიანები უკვე გამოცდის წინ დამირეკა და წარმატება მისურვა. გაოცებისგან ხმა ვეღარ ამოვიღე და გავუთიშე. მერე ისევ გადავურეკე და ტირილი ამივარდა. ამის შემდეგ თითქოს უკვე აღარაფერი უნდა მადარდებდეს, მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებს, ეჭვი მღრღნის. დღეს გავიგე, რომ უნივერსიტეტში ჩაბირიცხე იქ სადაც მინდოდა, რეაქცია არ მქონია. სკამზე მოწყვეტით დავჯექი და მეასედ დავხედე ორსულობის ტესტს. სულ დავიბენი, რა დროს ორსულობაა მალე სწავლა დამეწყება..შვილის გაჩენას არ ვაპირებდით ჯერ სანამ სწავლას არ დავამთავრებდი ახლა კი ყველაფერი აირია. რა ვქნა, აბორტი გავიკეთო? თითქოს ეშმაკი შემისახლდა და ეს აზრი თავში მიტრიალებდა განუწყვეტლივ. ალექსისთვის არაფერი მითქვამს, მეგიც რაღა ეხლა წავიდა ხევსურეთში. ბოლოს გადავწყვიტე და ექიმთან ჩავეწერე. შვილების გაჩენას მერეც მოვასწრებ, თავი დავიმშვიდე და წავედი. მაღაზიის ვიტრინაში ბავშვის ტანსაცმელს მოვკარი თვალი და ინსტიქტურად შევედი. ვათვალიერებდი და უნებურად ხელი მუცელზე მოვისვი, გული გამითბა. არაფერი მიყიდია, სწრაფად წამოვედი უფრო გამოვარდი მაღაზიიდან და საავადმყოფომდეც თითქმის სულ გავრბოდი. და აი უკვე ექიმთან ვარ, მალე მოკლავენ ჩემს შვილს, ხო შვილს. გული შემიქანდა. უცებ ყველაფერი წარმოვიდგინე მე და ლექსო როგორ ვათამაშებთ ჩვენს პატარას, როგორ ვაჭმევთ ან ვაძინებთ. -არა, უნდა წავიდე.-ვიკივლე ხმამაღლა და ყურადღება არც მიმიქცევია გაკვირვებული ექიმებისთვის ისე წამოვედი. ამოვისუნთქე და ხელი მშვიდად მივიდე მუცელზე. -ლილე, სახლში როდის მოხვალ? -უკვე მოვდივარ. -რა ხმა გაქვს, კარგად ხარ? -ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.-ვუთხარი ღიმილით. -რა მოხდა? -ალექსანდრე, ფეხმძიმედ ვარ! 3წლის შემდეგ. როგორც იქნა მეღირსა! ჩემი საუკეთესო დაქალიც თხოვდება, უკვე იმედი მქონდა გადაწურული რომ გათხოვდებოდა საერთოდ. და აი უკვე ეკლესიაში ვდგავარ ქმართან და პატარა ლაზარესთან ერთად. ბედნიერი სახით ვუყურებ საკურთხეველთან მდგარ მეგის და მიშკას, მეც ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ლექსოს თავზე მხარი დავადე და ღიმილით ავხედე. -რაზე ფიქრობ? -იმაზე თუ როგორ გამიმართლა თქვენ რომ მყავხართ. -სულ ეს არის? -და კიდევ მინდოდა მეთქვა რაღაც,-ინტერესით შემომხედა.-ფეხმძიმედ ვარ, დადეშქელიანო. დასასრული. პ.ს დავასრულე როგორც იქნა))) ვიცი ძალიან გავწელე და მომიტევეთ:) ველოდები კომენტარებს და კრიტიკას რაც მთავარია:დ თქვენი სალი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.