შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მომავლისთვის 2 თავი


12-10-2017, 17:21
ავტორი NA NO
ნანახია 2 807

დილით უსიამოვნო შეგრძნებამ გააღვიძა. კისერში უსიამოვნოდ ეფრქვეოდა ვიღაცის სუნთქვა. თავის ტკივილმა ლამის ბოლო მოუღო და სწრაფად აიფარა შუბლზე ხელი, ამას ისიც დაემატა, რომ ვერ ინძრევა. როგორც კი იგრძნო წელზე მთელი ძალით შემოხვეული ხელები და მის ფეხებში ახლართული კიდევ ორი ფეხი კივილი დაიწყო თან გვერდით მწოლ მაიკოს ეჯაჯგურებოდა
-შენ გოგო ნორმალური ხარ, რანაირად წევხარ გამისკდა გული, ხომ გითხარი ნუ მეტმასნები შენს ტერიტორიაზე დარჩითქო
-აბა მე მკითხე შენი კივილი რომ გავიგე რა დამემართა, თავი ბალიშიდან წამოყო და წინ ჩამოყრილ თმებს სული შეუბერა, მერე კი სიცილისგან სახედამანჭულ დაქალს მიუბრუნდა, -ახლა რაღა გაცინებს ნიტა
-რა და... მეგონა იმდენი დავლიეთ ვიღაც გავიცანი, ჩემს სახლში ამოვიტყუე და მოსახდენი მოხდათქო.
-ვერ იპოვი შენ მოსაწონ კაცს ვერა. ჩემ გვერდით წოლაზე რა ისტერიკებში ვარდები და ვიღაც კაცის შეხებას აიტან?
-სხვა გზა არ მექნება, მიდი ადექი სამსახურში გვაგვიანდება
-არ გეშინია რომ შეგიყვარდება?
-სისულეელეებს მორჩი და ადექი.

ამაზეც ფიქრისას მაშინვე ცვლის თემას. არ უნდა ერთი პროცენტით მაინც დაუშვას, რომ შეიძლება ის კაცი შეუყვარდეს, რომელთანაც რამდენიმე ღამეს გაატარებს.
სამსახუში როგორც კი ფეხი შედგა სახეზე ღიმილი აიკრა და კაბინეტისკენ დაიძრა. ერთ-ერთი ტრენინგცენტრში მუშაობს. დღეს კრება აქვთ და საშინლად ნერვიულობს, რამდენიმე ახალი იდეაც გაუჩნდა და ძალიან ბედნიერი იქნება ყველაფერი თუ კარგად ჩაივლის.
ცოტახანში ოთახში რეზიმ შემოიხედა და გაბადრული სახით წამოვიდა კოლეგისკენ
-ლელას მიმალავდი ამდენი ხანი?
-ოჰ, იმდეი მაქვს ჩემი მეგობრის მდგომარეობით არ გისარგებლია გუშინ
-მე არა, მაგრამ ლელამ აშკარად ისარგებლა. მანქანაში ჯერ ენა ხომ არ გააჩერა იმდენ რამეზე მელაპარაკა ლამის გადამრია, მერე დაღლილს ზუსტად მაშინ ჩაეძინა მკვდარივით მის კორპუსს რომ მივუახლოვდით. გასაღვიძებლად შემეცოდა, კიდევ კარგი სანამ გაითიშებოდა ვკითხე რომელ სართულზე ცხოვრობთქო და სადარბაზოსკენ წავიყვანე, თუმცა რა ვიცოდე ლიფტი ჩემს ბედზე გაფუჭებული თუ დამხვდებოდა და მეექვსე სართულამდე ხელში აყვანილი ვატარე.
-გაგიმართლა მისი მშობლები შინ რომ არ იყვნენ, თორემ მამამის ვერ გადაუჩებოდი, ლადოს მუდამ შეჭმუხნული შუბლი გამახსენდა და სიმწრისგან გამეცინა, არადა კაცს ოქროს გული აქვს... არ ეტყობა უბრალოდ
- კი მაგრამ რატომ?
-მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ლადო ვერ იტანს ლელას გვერდით ვინმეს, განსაკუთრებით ჭკუა ეკეტება ხოლმე ვინმემ რომ ეხება მის შვილს, ხელის გადახვევაზეც ცუდადა
-აბუქებ ხო?
-არაა რეზი, არა... წამოდი კრებაზე დავაგვიანებთ
რამდენიმე თანამშრომელი დიდად არ იყო მოხიბლული ნიტას იდეებით, რეგიონებში ჩასვლა და იქ ტრენინგების ჩატარება აუტისტი ბავშვების მშობლებისთვის ცოტა ხარჯს და ენერგიას არ ითხოვსო. ნიტა კი მაინც თავის აზრზე იდგა. ამბობდა, რომ სრულიად არ მოიცავდა ტრენინგები ამდენ ხარჯს. თბილისსში თუ ძალიან ბევრი ცენტრი იყო აუტისტი ბავშვებისათვის და მათი მშობლების გადამზადებისათვის, რეგიონებმა რა დააშავაო. რამდენს არ შეუძლია უსახსრობის გამო თბილიში ჩამოსვლა და შვილისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. თვითონ მშობლებმაც უნდა იცონენ რა და როგორ გააკეთონ ასეთ დროს.

რამდენიმე დღის შემდეგ მარტომ გადაწყვიტა კლუბში წასვლა და თავისი იდეების განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯების აღნიშვნა.
შავ, ტანზე მომდგარ კაბაში გამოეწყო და ქერა თმები ზურგზე გადაიყარა. კლუბში შესვლისთანავე, უნებლიედ იქეთკენ გაიხედა, სადაც გუშინ ის მამაკაცი იჯდა, რომლის გასაცნობადაც მიდიოდა. თუმცა იმედები გაუცრუვდა.. ბარისკენ წავიდა და სასმელი შეუკვეა.თვითონ არ იცის რას ელოდება, მაგრამ იცის, რომ ახლა აქ უნდა იჯდეს და დალიოს... ცოტახანში შემოსასვლელისკენ გაიხედა და ისიც დაინახა. მეწყვილე შეეცვალა, თუმცა ქალს ზედაც არ უყურებდა. სწრაფად მოარიდა ნიტამ თვალი კაცს და ბარმენს მიუბრუნდა. ისე უნდა დაელია რომ საკუთარი სახელიც არ გახსენებოდა.
უკვე მეხუთ ჭიქას ცლიდა, მხარზე ცივი ხელის შეხება რომ იგრძნო. დენდარტყმულივით შეხტა და მამაკაცს ახედა, მგონი ყბა ფეხებთან დაუვარდა ამ კაცსში ის უცნობი რომ ამოიცნო. საოცრად სმპათიური და ელეგანტური მამაკაცი ახლა მის პირდაპირ იდგა და გაურკვეველი მზერით უყურებდა
-ქალბატონს მეტი აღარ დაუსხათ
-უკაცრავად, მაგრამ თქვენ რა უფლებით წყვეტთ რამდენი დავლიო?
-ამ ტემპით თუ გააგრძელებთ, აქედან ცოცხალი ვერ გააღწევთ
-ეგ თქვენი საქმე არ არის... კიდევ დამისხით, პირისაკენ წაღებული ჭიქა მარტივი მოძრაობით გამოსტაცა კაცმა ხელიდან და თვითონ გადაკრა. ნიტას გაოცებული სახისთვის კი ყურადღება სულაც არ მიუქცევია
-თქვენ...
-იმ დღეს მგონი ხელი შეგვიშალეს და ერთმანეთი ვერ გავიცანით. სიტყვა გააწყვეინა ნიტას და თვალებში ჩააშტერდა
რატომღაც ეგონა,რომ კაცს დავიწყებულიც კი ექნებოდა. თუმცა შეცდა. ცოტახანი დააკვირდება და ნახავს, როგორი მოსაუბრეა, იქნებ სულაც არ დაჭირდეს სხვისი ძებნა გეგმების განსახორციელებლად. მთავარია საჭიროზე მეტად გაისულელოს თავი
-ხომ ისაა.. ენა დაება თუმცა მაინც გაუსწორა მზერა
-გუშინ უფრო გაბედული ჩანდით, მგონი სჯობს ჩემს მაგიდასთან გადავინაცვლოთ და იქ ვისაუბროთ, ნაკლებად შეგვაწუხებს მუსიკის ხმა
ნიტა თავის დაქნევით დაეთანხმა და ცხვარივით მიყვა წინ წასულ მამაკაცს.
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და არც ერთი არ აპირებდა ერთმანეთის თვალებს იქით გახედვას
-მგონი პირველ რიგში ერთმანეთის სახელები უნდა ვიცოდეთ არა?
-ნიტა...
-სასიამოვნოა შენნაირი ლამაზი ქალის გაცნობა ნიტა. მე ერეკლე არღვლიანი ვარ. უცებ გადავიდა მიმართვის მეგობრულ ფორმაზე და ჭიქაზე თითები აათამაშა
-სასიამოვნოა.
-აქამდე არ მინახიხარ ამ კლუბში
- ერთი კვირაა, რაც გერმანიიდან დავბრუნდი... ანუ მამაკაცი ხშირად დადიოდა აქ და მომავალშიც არ გაუჭირდებოდა მისი ნახვა
-ხოო? ძალიან საინტერესოა გაკვირვების ნიშნად წარბები ასწია და საზურგეს მიეყრდნო, ერთი წუთითაც არ აცილებდა გამომცდელ მზერას ნიტას. -გერმანიაში რას აკეთებდა მშვენიერი ლედი?
-ვსწავლობდი
- ძალიან კარგი. რა პროფესიის ხარ, მუშაობ სადმე?
-ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ჯერ არსად არ ვმუშაობ ახლახანს ჩამოვედი თბილისში და რთულია უცებ სამსახურის პოვნა
-ოო ძალიან საინტერესოა, ალბათ ადამიანების ამოცნობა კარგად გეხერხება არა ნიტა?
-დიახ საკმაოდ, შენ რას საქმიანობ ერეკლე? შეუპოვრად ებრძოდა შორს გადაგდებულ სიმორცხვეს და ჯიქურად მისჩერებოდა კაცის ცისფერ თვალებს, რომელშიც დაუფარავი ვნება გამოსჭვიოდა
-ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში ვმუშაობ, არქიტექტორი ვარ და თან შენნაირ ლამაზ ქალებზე ვნადირობ
ნიტას უცებ სასმელი გადასცდა და ხველა აუტყდა. ლამის ხმამაღლა უთხრა ,, რომ იცოდე ჩემნაირი ქალები იქეთ ნადირობენ შენზეო“
-მშვიდად ნიტა, მშვიდად. თან სიცილს იკავებდა ერეკლე, ქალის აწითლებულ სახეზე, არადა არც არაფერი უთქვამს ისეთი რაც ნიტას დაახრჩობდა. -სავარაუდოდ მეორე ნახევარი არ გყავს არა?
-სავარაუდოდ არც შენ არა?, ახლა მეტი სითამამე ჭირდება, აშკარაა, რომ ერეკლეს მოეწონა და ინტერესს იჩენს. ალბათ სულაც არ აპირებს ნიტას ხელიდან გაშვებას, ყოველ შემთხვევაში ამ ღამით...ნიტასაც ხომ სწორედ ეს უნდა?
როცა გგონია, რომ მიზანთან ახლოს ხარ ყველაფერი ისე გეჩვენება როგორც გაწყობს.
-ჰმ... თუმცა არამგონია შენნაირი ქალი თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიდეს
-ნამდვილად... თუმცა ახლახანს დავშორდი შეყვარებულს და ახალი, სერიოზული ურთიერთობების სურვილი ნამდვილად არ მაქვს
-თუმცა ცუდი იდეა სულაც არ იქნება ერთმანეთს უკეთ თუ გავიცნობთ და დავახლოვდებით ნიტა
-ყველაფერი შიძლება მოხდეს, უყურებდა ერეკლეს კმაყოფილებით სავსე გამომეტყველებას, უყურებდა მის თვალებს ნიტას კისერზე რომ გაშტერებულიყვნენ და ზუსტად იცოდა ტიპიურ მექალთანესთან ჰქონდა საქმე და ძალიან დიდ შარში ჰყოფდა თავს. თუმცა მეორე წუთს წარმოიდგენდა პატარა ბავშვს და სულ ფეხებზე ეკიდა რა მოხდებოდა, ან რას ფიქრობდა ახლა ერეკლე, თვლიდა თუ არა ქარაფშუტა და ჩერჩეტ გოგოდ.
-ანუ შენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს
-აჯობებს ცოტა დავლიოთ არა? პასუხის გაცემას თავი აარიდა, თითქოს ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, ახლა უნდა დაელია და ყველაფერი მოგვარდებოდა
-როგორც ქალბატონი ბრძანებს...
არც კი ახსოვს ამდენი ოდესმე თუ დალია საერთოდ. მთელი სხეული გაჟღენთვოდა სასმლით და თითქოს ვერაფერს გრძნობდა. ერეკლეს როგორც კი გახედავდა ისტერიული სიცილი უვარდეობოდა, ისიც ხალისობდა ნიტას სიმთვრალეზე და მშვიდად აკვირდებოდა მის ყოველ გალეშილ მიმიკას. ცოტახანში იგრნო როგორ მოაფარა ერეკლემ პიჯაკი და მკავები მოხვია
-მგონი ჯობს ჩემთან წავიდეთ
-ხო წავიდეთ...
ცივმა ჰაერმა უფრო გააბრუა და მეტად მიეკრა კაცს. ჟრუანტელი უვლიდა ღამის სუსხისგან, ან მამაკაცისგან წამოსული სითბო ურევდა თავგზას. ასე კომფორტულად მგონი თავი ცხოვრებაში არ უგრძვნია. კარგია როცა ვიღაცის მხარზე უდარდელად ხარ დაყრდნობილი და სულ არ გეშინია ძირს დაცემის, იმიტომ რომ იცი ამ წამს ის შენზე ხელის გამშვები არ არის.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ეჰ ნიტა ნიტა, რა შარში ყოფ თავს ნეტა იცოდე:დ ძალიან მომწონს ეს ისტორია და მაინტერესებს როგორ წარიმართება ამათი ურთიერთობა. გული მიგრძნობს ერთჯერადს არ დაჯერდებიან:დ

 


№2 სტუმარი Ia

Damainteresa istoriam zalian,kargia.
Ar daagviano.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent