შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და როგორც მანამდე, ახლაც მსურს კივილი.


21-03-2017, 19:57
ავტორი bla.ell
ნანახია 2 200

მიზიხარ გვერდით და
შენს თავთან კამათობ,
უეცრად საყვარლად...
საყვარლად მიღიმი,

მე ვხვდები ღიმილმა
რომ,უკვე დამათრო
ვერ გკოცნი ამიტომ,
მინდება კივილი...

მე ისევ ვდუმვარ და
არაფერს არ ვამბობ,
სიყვარულს ჩვევია,
მიყვარხარ "ძილივით",

დილით რომ,ჩემს ტერფებს
ტერფებით გაათბობ,
"ბავშვი ხარ" რომ მეტყვი,
მექცევი ჩვილივით...

ფიქრები მიტაცებს,
შენ ისევ კამათობ,
მიმიკაც შეცვალე,
აღარ გაქვს ღიმილი,

მე ისევ ჩუმად ვარ
არაფერს არ ვამბობ...
და როგორც მანამდე,
ახლაც მსურს კივილი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მიზიხარ გვერდით და
შენს თავთან კამათობ,
უეცრად საყვარლად...
საყვარლად მიღიმი,

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა კარგია, როგორ მომეწონა.
ნიჭირო გოგო შენა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent