შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილის ღამე [ ნაწილი II] [სრულად]


13-10-2017, 05:18
ავტორი მე♥
ნანახია 11 311

აფორიაქებული ვწრიალებდი ოთახში და უკვე მეათასეჯერ ვცდილობდი კარების გაღებას. ნიკამ სადღაც მიუვალ ადგილას ამომიყვანა, ზუსტად 7 საათი ვმგზავრობდით, ბოლოს სადღაც მიგდებულ სოფელში მოძებნა სამალავი. სულ 4 სახლი დავინახე, აქედან ორი თითქმის დანგრეულია, ერთში ჩვენ ვცხოვრობთ და მეოთხეში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს.
უკვე მეორე დღეა აქ ვყავარ გამოკეტილი, საჭმელი ყოველ ერთ საათში ერთხელ შემოქავს, ვინ ვგონივარ არ ვიცი. თავიდან პირს ვერაფერს ვერ ვაკარებდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ძალები მჭირდებოდა და წავიკიკნე. ჩემი ყოფილი საქმრო და მისი სურვილით ახლანდელი ქმარი გამუდმებით მიმეორებს რომ აქ ვერავინ ვერ მოგვაგნებს და შევძლეთ ბედნიერად ვიცხოვროთ. ამაზე ისტერიული სიცილი მიტყება, თან ამას ემატება ნერვიულობა და სტრესი. ზოგჯერ მგონია რომ მართლა ვეღარავინ მიპოვის და ამ გაიძვერასთან მომიწევს გარკვეული პერიოდის გატარება. რა დროც არ უნდა გავიდეს როგორც კი შანსი მექნება ხელს ვკრავ და ჩემს გზაზე წავალ. შეიძლება დანიელთან ერთად ვეღარ, მაგრამ ამ კაცთან სიკვდილს ნამდივლად არ ვაპირებ!
დანიელი...
დაბნეული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეფიქრა, წესით იმ დღესვე უნდა გაეგო რომ სახლში არ ვარ. მეორე დღეს ბათუმში ვაპირებდით წასვლას, იქნებ იფიქრა რომ გადავიფიქრე და წავიდა... მაგრამ გამორიცხულია, იცის რომ ასე უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევი, თანაც დანიელი ვერ იტანს როცა ჩემი გეგმების შესახებ არ ვეუბნები, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერს ძირფესვიანად გამოიკვლევს და ბოლოს აუცილებლად გაიგებს რომ ნიკასთან ერთად ვარ... მერე უკვე წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოხდეს.
აფორიქებულმა გავხედე აჩხიკინებულ კარებს და საწოლზე წამოვჯექი.

-დილა მშვიდობისა. _გაბადრული ღიმილით შემოვიდა ნიკა, ხელში სინი ეჭირა და ჩემკენ მოდიოდა.

-შენ მართლა გგონია რომ შემიყვარდები?_ხმადაბლა ვკითხე და ტუმოზე დადებულ სინს წამით გადავხედე.

-რა თქმა უნდა!_100% დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და მივხვდი რომ ეს კაცი ფსიქიკურადაა შეშლილი.

-ნიკა, შენ დახმარება გჭირდება. _ვცდილობდი ტონი შემენარჩუნებინა და ნერვებს არ ავყოლოდი, არ მინდოდა ჩემი ხმამაღალი საუბრით გამეღიზიანებინა.

-დახმარება? დახმარება რაში მჭირდება?_ცინიკურად ჩაიცინა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.

-მე ყველაფერი გაპატიე, ჩათვალე რომ ყველაფერი წარსულში დარჩა... ძალიან გთხოვ გამიშვი, მე და შენ ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით! მე სულ ცუდად ვიგრძნობ თავს და დავიწყებული ზიზღი განმიახლდება... ხომ იცი ზიზღით ცხოვრება რა რთულია, ძალიან გთხოვ უბრალოდ გამიშვი!

-და დანიელთან წახვალ არა?_კბილების ღჭიალით ჩაილაპარაკა და თვალები დააწვრილა. _გამორიცხულია, დანიელთან ბედნიერების უფლებას არ მოგცემ!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.

-დანიელს რომ დავშორდე გამიშვებ?_ჩახლეჩილი ხმით ვკითხე და მოწოლილი ცრემლების შეკავება ვცადე. ნიკა გაშეშდა, ნელა შემოტრიალდა ჩემკენ და გამარჯვებული ღიმილით შემომხედა.

-გაგიშვებ, მაგრამ უნდა დავრწმუნდე რომ ახლოსაც არ გაიკარებ!_თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. გამწარებულმა მოვუქნიე კარებს ბალიში და ასრუტუნებულმა ავიფარე სახეზე ხელები.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ნიკასთვის ჩემს ბედნიერებას არანაირი აზრი არ აქვს, ამ არაკაცისთვის მთავარია თვითონ გრძნობდეს თავს კარგად. ამ წლების განმავლობაში კი არ შეიცვალა უარესი გახდა, უარესი ჩამპალი სუნის პატრონი.
დანიელთან დაშორება აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ ვცადე ჩემი ყოფილი საქმროსთვის ტყუილი შემეპარებინა, მაგრამ რომ დავფიქრდი ნიკა ბენდიერების უფელბას არ მოგვცემს. თუმცა ამისთვის ბრძოლა ნამდივლად ღირს.
არ ვიცი, რა მირჩდევნია, დანიელმა იცოდეს რომ ნიკა მიყვარს და მასთან ერთად ცხოვრება მინდა, თუ ვუთხრა რომ სხვაგზა არ მაქვს... თუ უბრალოდ ავდგე და დავშორდე უაზრო მიზეზების გამო.
მთელი დღე გაბრუებული ვიჯექი ფანჯარასთან და ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. საშინლად ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის იმის გააზრება რომ დანიელზე უგონოდ ვარ შეყვარებული, იმის გააზრება რომ ეს კაცი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია როცა მე თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი. როცა შემეძლო თავისუფლად მეთქვა რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს არ ვყოფილვარ და ახლა ამ ყველაფერს იმ ადამიანის გამო ვკარგავ, ვინც თავის დროზე მასწავლა რა არის საყვარელი ადამიანისგან მოყნებული უსაშველო ტკივილი. მიჭირდა იმის გააზრება რომ კიდევ ერთხელ ვკარგავდი, ამჯერად უკვე გულწრფელ და სუფთა ურთიერთობას. კარების ხმაზე სწრაფად შევიმშრალე ცრემლები და თავი დავხარე.

-აბა, მიიღე გადაწყვეტილება?_ცინიკური ხმით მკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. ნიკასთვის ზედაც არ შემიხედავს, ისედაც გულის რევის შეგრძნება მაწუხებდა მისი ყურებისას.

-როგორი საცოდავი ხარ რომ იცოდე. _სისინით ჩავილაპარაკე და ფანჯარას გავხედე.

-არა უშავს მე და შენ თუ არ ვიქნებით ერთად ბედნიერები ვერც შენ იქნები ბედნიერი! _სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _დანიელს როგორ და რანაირად დაშორდები ეგ მე არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია შედეგი! შედეგი უნდა იყოს ისეთი რომ ჩემს დეიდაშვილს შენკენ გამოხედვაც აღარ მოუნდეს და მერე უბრალოდ უნდა აორთქლდე!
>>>
მთელი ღამე თეთრად გავათენე, გონებარეულს სიცხემ ამიწია და ვერაფრით ვერ დავიძინე. საბანი მჭიდროდ შემოვიჭირე სხეულზე და შევეცადე ოდნავ მაინც გამეთბო გაყინული სხეული. “ახლა რომ აქ დანიელი იყოს, რა უცებ გამათბობდა.” ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ცრემლებით ამვოსებული თვალები სწრაფად დავხუჭე. ვიგრძენი როგორ დაეცა ბალიშს რამდენიმე ცრემლი, მერე კი გამწარებული ვბღაოდი.
ნიკასთვის ჩემი ავადმყოფოსი შესახებ არ მინდოდა მეთქვა, ან იქნებ მეთქვა და საავადმყოფოში წავეყვანე, ან აფთაიქში წასულიყო და გავქცეულიყავი, მაგრამ ისეთი დასუსტებული იყო ჩემი სხეული ამდენი ემოციებით, ცოტა შიმშილობით და ბოლოს ეს საშინელი ვირუსი, რომელმაც ერთიანად მომიღო ბოლო.
დილის საათებში ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამომაღვიძა კარებზე კაკუნის ხმამ. ფრთხიალდ გავახილე თვალები და ოთახში შემოსულ ნიკას ავხედე.

-ცუდად ხარ? _შეშფოთებულმა მკითხა და ჩემკენ წამოვიდა. ინსტიქტურად გავჩოჩდი ოდნავ უკან და თვალებით ვანიშნე რომ არ მოსულიყო. მამაკაცი დაღონებული სახით გაჩერდა ერთ ადგილას და იქიდან დამაკვირა. _ნაინა, სახეზე ფერი არ გადევს, თვალები სულ ჩაწითლებული გაქვს. _სწრაფ-სწრაფად მომაყარა და ხელი ჯიბეზე იტაცა. _ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.

არაფრის თქმის სურვილი არ მქონდა, არც თავი. თვალები ისევ დავხუჭე და ღრმად ამოვიხვნეშე.
ზუსტად 10 წუთში საბანში გახვეული მივყავდი მანქანისკენ, უაკანა სავარძელზე დამაჯინა და თვითონ საჭეს მიუჯდა.

-სიცხე გაქვს.

-ვიცი. _ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპარაკე და თავი მინას მივადე.

-ეს ყველაფერი დანიელზე ნერვიულობის ბრალია?

ოდნავ შემაკრთო მისმა ცივმა ხმამ. პასუხი არ გამიცია, მასთან კამათის თავი არ მქონდა, ნიკასაც აღარაფერი არ უთქვამს მანქანა დაქოქა და ეზოდან გაიყვანა. არ ვიცი რამდენი ხანი ვმგზავორბდით, მე როგორც კი მანქანა დაქოქა იმ წამსვე გავითიშე. თვალები რომ გავახილე პალატაში ვიწექი, თავზე თეთრხალათიანი მომღიმარი ექთანი მედგა და წვეთოვანში ნემსით რაღაცს უშვებდა. კუთხეში თავჩაქინდრული ნიკა იდგა და იატაკს დასჩერებოდა. როგორც კი მედდამ მოფხიზლებული დამინახა უამრავი კითხვა დამაყარა, მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი, როცა მისი პროფესიული ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილე პალატიდან გავიდა და კარები დაკეტა.

-შენს გამო უკვე მეორედ ვახლე თვალებს პალატაში. _სიმწრით ჩავილაპარაკე და თვალები მაგრად დავხუჭე.

-ბოდიში, ნაინა, მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავი ასწია.

-არ გინდოდა..._სიმწრის სიცილით გამოვაჯავრე და ფანჯარას გავხედე. _ არ გინდოდა, მაგრამ გამოვიდა!_ვხვდებდი რომ წამალი მოქმედებას იწყებდა და მეც ჯანზე მოვდიოდი. _როდემდე უნდა მტკიოდეს შენს გამო გული და გონება, როდემდე უნდა ვიტანო შენი უაზრო გამოხტომები?_ოდნავ ავუწიე ხმას, მაგრამ თავი საშინალდ ამტკივდა და იძულებული გახვდი ისევ ხმადაბლა გამეგრძელებინა მასთან კამათი.

-დანიელს დაშორდი და პირობას გაძლევ აღარასოდეს არ გაგეკარები!_მუდარით გადმომხედა და ჩაწითლებული თვალებით მომაჩერდა. სიცილით გავაქნიე თავი და ზედა ტუჩზე კბილები მივიდე.

-დავშორდე არა?!_ხმადაბლა ტირილნარევი ხმით გავიმეორე. _დავშორდე და რის გამო, რომ შენ თავი კარგად იგრძნო... ნუთუ საერთოდ არ გაქვს ნამუსი, ცხოვრება დამინგრიე მთელი სამი წელი იმ ქალთან ერთად იყავი ვის გამოც მე გამამწარე. ახლა მოდიხარ და მეუბნები რომ კაცს, რომელიც უგონოდ მიყვარს დავშორდე? შენ მე მგონი ჩამოყალიბებული გიჟი ხარ!

-ვიცი, ვიცი რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ დანიელის გვერდით ვერ აგიტან! არ შემიძლია გიყუროთ ერთად და ბედნიერებს და მორჩა!_ხმამაღლა ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა.

-ძალიან გთხოვ შეგვეშვი!_მუდარით ამოვიკნავლე და ღია კარებში მდგარ გადავხედე.

-შეგეშვები თუ მისი ცხოვრებიდან გაქრები! _მკაცრად ჩაიალპარაკა და კარები ხმაურით დაკეტა.
>>>
საავადმყოფოში ერთი დღე გავატარე, ნიკა არცერთი წამით მტოვებდა მარტოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ პალატასთან იდგა, ან პალატაში იჯდა და მყარაულობდა. გვიან ღამით ადგა და სადღაც წავიდა, წარმოდგენა არ მაქვს სად... ისე უცებ წამოხტა ხის სკამიდან შეშინებულმა გავახილე თვალები.

-ნაინა.

ძილბურანში წასულს ნაცნობი და სასიამოვნო ხმა მომესმა. ვიგრძენი როგორ შემეპარა ღიმილი, მერე კი ნაცნობი სურნელი და ნაცნობი ხელები ვიგრძენი ჩემს თითებზე. სწრაფად გავახილე ორივე თვალი და ჩემს წინ მდგარ დასევდიანებულ და სულ სხვანაირ დანიელს მივაჩერდი. მოულოდნელმა ბედნიერებამ დამიარა და ხმამაღლა ავბღალვდი. თავისუფალი ხელი მისი სახისკენ წავიღე და ატირებული მოვეფერე. სწრაფად დამიჭირა თითები და რამდენჯერმე ხმაურით დამიკოცნა, მერე კი მთელ სახეზე ტუჩების კვალი დამიტოვა.

-ჩშშშ, მე შენთან ვარ!_აქვითინებული ჩამიხუტა და თმებზე მომეფერა. _ყველაფერი კარგადა, ნუ ტირი!_ხმამადაბლა დამამშვიდა, არადა ვგრძნობდი რომ თავს ძლივს იკავებდა არ ეყვირა. ვგრძნობდი როგორ ქონდა დაჭიმული თითოეული ძარღვი. სულ სხვანაირი დანიელი იჯდა ჩემს საწოლზე და მეხუტებოდა.

-ნიკა._ხმამაღლა წამოვიძახე და თავი ავწიე.

-ნიკა მესამე სართულზეა._აგრესიული ხმით ჩაილაპარაკა და ორივე ხელი სახეზე მომისვა.

-მესამე... მესამე სართულზე რა უნდა?_დაბნეული ავლუღლუღდი.

-ტრავმატოლოგიურშია. _ღიმილი შეეპარა ხმაში.

-დანიელ. _ხმადაბლა ჩავილაპარაკე ჩემი საყვარელი მამაკაცი სახელი და თითებზე თითები მოვუჭირე.

უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე, კიდევ ერთხელ! ამჯერად დანიელთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ საშინლად მტკიოდა ნიკას სიტყვები, მაინც უგონოდ ბედნიერი ვიყავი, რომ დანიელთან ჩახუტება შევძელი... შეიძლება საბოლოოდ, მაგრამ რაც მთავარია მისი გამაბრუებელი და სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი! და მივხვდი რომ ეს კაცი ჩემი გამაძლიერებელი ძალაა, რომლის დათმობაც აუცილებლად მომიწევს!







































2თავი.

მეორე დღეს დავუბრუნდი ჩემს სახლს. მარიამი მისაღებში იჯდა და გაფაციცებით გველოდებოდა. დანიელს ათასჯერ მაინც დაურეკა და ჩემი ამბები დაწვრილებით გამოკითხა, ესეც მშვიდი გამომეტყველებით უყვებოდა ყველაფერს, თან ცდილობდა მსუბუქ ფორმებში, რომ არ ენერვიულა.
სახლში მისულს პირველი მარიამის მძიმე სხეული ვიგრძენი და მერე მონატრებული სურნელი. ორივე ხელი მაგრად მოვხვიე დაქალს და სიცილით დავუკოცნე ლოყები.

-როგორ გვანერვიულე... ნაგავი, არამზადა, გათახსირებული კაცი!_გაბრაზებული ქირქილებდა და არ ჩუმდებოდა. დანიელმა მხარზე ხელი მოუთათუნა და თვალებით ანიშნა დამშვიდდიო._ რა დამამშვიდებს, ჩემი ხელით უნდა გავუთხარო საფლავი და ჩემი ხელით უნდა ჩავდო ცოცხალი მიცვალებული!_უარესად აღელვდა და აკივლდა. ორივემ ღრმად ამოვისუნთქეთ და გასუსულები მივაჩერდით ლურჯთავიანის წყობიდან გამოსულ ქცევებს. როგორც კი ხელებგადაჯვარედინებულები დაგვინახა პირი დაკუმა და მორცხვად აიჩეჩა მხრები. _ხო კარგი, ცოცხლად არჩავმარხავ, მაგრამ საფლავს მაინც გავუთხრი!_მშვიდი ხმით დაგვნებდა და გაიცინა. _ძალიან მოგვენატრე. _ისევ მე მომიტრიალდა და გულზე მიმიხუტა.

-მარიამ, აჭამე და ცხელი ჩაი დაალევინე, მე სამსახურსი უნდა მივიდე, რაღაცა საბუთებს დავტოვებ და მაქსიმუმ 2 საათში აქ ვარ._ცალი ხელით მიმიხუტა სხეულზე, ბაგეებზე მოწყვეტით მაკოცა და კარებისკენ წავიდა.

-დანიელ. _მოულოდნელად გამახსენდა. _შენი მივლინება?

-გადავდე!_თვალი ჩამიკრა და სახლიდან გავიდა.
^^^
-იცი როგორ ნერვიულობდა?_დაძაბულმა ჩაიჩურჩულა და ჩაის ფინჯანი მომაწოდა. სევდიანი ღიმილით გადავხედე დაქალს და ფინჯანი გამოვართვი. _შენთან ვიყავი ამოსული, რომ მითხარი მაღაზიაბეში გავივლიო-მეთქი მალე მოვა და მანამდე საჭმელს გავუკეთებ... ერთი საათის მერე დანიელი ამოვიდა, გიკითხა და საყიდლებზეა-თქო. ცოტახანი გელოდებოდა, მერე დაგირეკა, მაგრამ არ უპასუხე. ბოლოს იძულებული გახდა შენს საძებნელად წამოსულიყო. მეც ავფორიაქდი, ასე არასოდეს არ თიშავს ტელეფონს-მეთქი დანიელს რომ ვუთხარი უარესად გადაირია. იმ წუთასვე ნიკას ნომერი აკრიფა და დაურეკა, მაგრამ იმასაც გამორთული ქონდა. მერე თავის ძმაკაცს გადაურეკა პოლიციაში და იმან ოფიციალური უფლება არ გვაქვს ძებნა გამოვაცხადოთ, მაგრამ პოსტზე მდაგრ პატრულებს გადავცემ ინფორმაციასო.
ნუ მოკლედ ორი დღე თვალი არ მოუხუჭია, ან განყოფილებაში იყო, ან ნიკას ახლობლების სოფლებში. ყველგან მოგძებნა სადაც კი ადამიანის წაყვანა და დამალვა შეიძლება. არ ვიცი ნიკამ როგორ გადაგმალა, მაგრამ ფატია ვერ მოგაგონო. მერე ერთ-ერთი საავადმყოფოდან დაფიქსირდა ზარი და ასე გაიგო სადაც იყავი. _ხმადაბლა მომიყვა ყველაფერი და ყავა მოსვა.

უარესად ამიჩქარდა გული, ამ ყველაფრის მერე როგორია ადგე და დატოვო... უთხრა რომ მასთან ურთიერთობა არ გინდა, რა ნამუსით უნდა გავაკეთო ეს.

-ნიკამ თუ დანიელს არ დაშორდები ცხოვრებას გაგიმწარებო. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და გაშტერებული თვალები ტელევიზორის ეკრანს მოვაშორე.

-ჰმ, რაო?_აღშფოთებულმა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _ეგ ცოტა ვერაა ხო?!

-ცოტა?!_ სიმწრის სიცილით ჩავილაპარაკე. _ცოტა კი არა გიჟია, აფრენს!

-ხოდა მითუმეტეს მაგას როგორ უნდა დაუჯერო, დღესვე უთხარი დანიელს ყველაფერი!_რჩევა მომცა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.

-არ შემიძლია.

-რა არ შეგიძლია?_გაკვრვებული მომიტრიალდა.

-უნდა დავშორდეთ, ასე ცხოვრება არ შემიძლია. _თავი გავაქნიე და შუბლი მოვისრისე.

-შენ რა გინდა ეს ყველაფერი ნიკას ერთი სიტყვით დაანგრიო, შენ საერთოდ ხვდები დანიელს ამით რამხელა ტკივლს მიაყენებ? შენ ხვდები რომ ნიკასავით იქცევი, ხვდები რომ არაადამიანურად მოქმედებ?_ხმამაღლა აღრიალდა მარიამი. ასე წყობიდან იშვიათად გამოდის, მარტო მაშინ თუ რეალურად აცნობიერებს რამხელა დარტყმა შეიძლება მიაყენოს იმ საქციელმა ადამიანს.

-ვიცი, მაგრამ...

-რა მაგრამ, ნაინა, რა მაგრამ? _ორივე მკლავში ჩამაფრინდა და მაგრად შემაჯანჯღარა._ერთხელ უკვე დაგითმე და კანადაში წამოგყევი, უარი ვთქვით ყველაფერზე, მაგრამ ახლა არ მოგცემ უფლებას საკუთარი ბედნიერება შენი უაზრო ახირებების და ნიკას სიტყვების გამო დათმო! იცოდე ან შენ ეტყვი დანიელს ყველაფერს, ან მე და ჩემი შეჩერება არც კი გაბედო!_ხმამაღლა დამიღრიალა, ხელი გამიშვა და გასასვლელისკენ წავიდა. _ნუ მაფიქრებინებ რომ ნიკასნაირი არაადამიანი გახდი!_იმედგაცრუებულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კარები გაიჯახუნა.

-არ გავხდი... არ ვარ ნიკასნაირი, მაგრამ არ შემიძლია..._ჩურჩულით დავაწიე სიტყვები და ხმადაბლა ავტრიდი.
>>>
-უნდა ვისაუბროთ!_როგორც კი სამსახურიდან დაბრუნებული დანიელი დავინახე ხმადაბლა ჩავილაპარაკე და დივანზე დავჯექი. ავალაძე სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა და სერიოზული გამომეტყველებით დამაკვირდა. არ ვიცი ჩემ სახეზე რა ამოიკითხა, მაგრამ დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა.

-თუ იმაზე უნდა მელაპარაკო რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ გამოვა და ათასი მსგავსი სისულელე, უმჯობესია ახლავე გაჩუმდე! ყველაფერს ნუ გააფუჭებ!_კატეგორიული ტონით მიბრძანა და შუბლი შეკრა.

-დანიელ, მე მინდა რომ დავშორდეთ. _ხამდაბლა დავიწყე საუბარი და ყელში გაჩხერილი ბურთულა წვალებით გადავაგორე.

-სისულელეა, ეგ შენ არ გინდა და ეს ორივემ ძალიან კარგად ვიცით! შენ უბრალოდ ნიკას სიტყვების გავლენის ქვეშ ხარ მოქცეული და გგონია, რომ მის სიტყვას რაიმე ფასი აქვს... მე არ მაინტერესებს რაზე ისაუბრეთ შენ და ნიკამ, როგორ მოილაპარაკეთ და რა დასკვნამდე მიხვედით! შენ ჩემთან დაშორება არ გინდა და ეს შენს თვალებშიც ჩანს, ჩემთვის კი ეს სრულიად საკმარისია რომ ვიბრძოლო და შენც გასწავლო თუ როგორ უნდა დაიცვა შენი წილი სიყვარული!_ჩემთან ახლოს მოიწია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დამუნჯებულს შუბლზე მაკოცა. _ვიცი, რომ შენთვის მძიმეა ეს ყვეალფერი, მესმის რომ არ გინდა ნიკასთან რაიმე კავშირი გქონდეს, მაგრამ თუ შენ მის გამო დათმობ ჩვენს ურთიერთობას არასოდეს არ გაპატიებ!

-ის არ მოგვც...

-ნიკა რას იზამს და რას არა ეგ ჩვენ არ გვეხება, იფართხალებს, ცოტაც გაიჭიმება და კიდევ ერთხელ ამოყოფს ტრავმატოლოგიურში თავს. აი, მერე კი მივხვდება რომ უნდა გაჩერდეს და თუ ეს ასე არ მოხდა, იმდენჯერ დავბეგვავ რამდენჯერაც თვითონ მოისურვებს. _მშვიდი ხმით “დაგეგმა” ნიკას მომავალი და ქვედა ტუჩზე თითი გადამისვა.

-დამპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნება. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და ორივე ხელი მაგრად მოხვიე მხრებზე.

-მთავარია შენ ჩემს გვერდით იყო და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!_ღიმილშეპარული ხმით ჩაილაპარაკა და თითები ჩემს თმებში ახლართა.
>>>
-ალბათ ხვდები აქ რისთვისაც ხარ.

-ნაინა, მე წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გითხრა. ვიცი რომ უკანასკნელი ქალი ვარ, ვიცი რომ ასე არ იქცევიან, მაგრამ მე ნიკა მართლა ძალიან მიყვარს. _ტირილით ჩაილაპარაკა ელენემ და თავი ხელებში ჩარგო.

-თუ ღმერთი გწამს, მორჩი ამ ფარსს! შენი და ნიკას გრძნობები ფეხებზე , აქ იმისთვის ვარ, რომ რჩევა მოგცე!_გაღიზიანებულმა ავიქნიე ხელი და ზიზღით გადავხედე ქალს. _თუ ნიკა გიყვარს ხელი მოკიდე და ისევ ერთად იცხოვრეთ!

-არ უნდა... უარს ამბობს. _სრუტუნით ჩაილაპარაკა და ცრემლები სალფეთქით მოიწმინდა.

-მერე რა, იბრძოლე, როგორც სამი წლის წინ... ადრე თუ ქალს წაართვი ახლა შეგიძლია მარტოობას გამოგლიჯო ხელიდან, თანაც ძალიან ადვილად. წესით ეგ შენ არ უნდა გაგიჭირდეს, შესთავაზე ისეთი რამ რასაც სხვა ვერ შესთავაზებს. _აგდებით ვესაუბრებოდი ჩემს “მტერს” და დაპატარავებულს, გამარჯვებული ღიმილით ვუყურებდი. _იცი არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ თქვენმა ქცევამ ჩემში სიბოროტის პატარა ნაწილი გააღვივა, ან უბრალოდ შურისძიების ამბავია, მაგრამ საშინლად მიხარია ასეთ დაბეჩავებულს და განადგურებულს რომ გხედავ!_ხმადაბლა ჩავილაპარაკე და მისკენ ოდნავ გადავიხარე._თუმცა როგორც ადამიანი მეცოდები... უბრალოდ საცოდაობაა შენი ყურება!_თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი. _შენს ქმარს ხელი მოკიდე და ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ აორთქლდით, თუ გინდა რომ შენმა ოჯახმა სამუდამოდ არ გკრას ხელი!_მუქარით ჩავილაპარაკე, ცალი წარბი მაღლა ავზიდე და გასასვლელისკენ წავედი.
>>>
5თვის შემდეგ.
>>>
-რამდენი წლის იყავი პირველად რომ დადექი?_სიცილით მკითხა დანიელმა და თხილამურებზე აყალყული წელში გამასწორა.

-პირველად ვდგავარ!_გაბრაზებულმა დავუღრინე და ერთმანეთზე მიხუტებულ გიორგის და მარიამს გადავხედე.

-კოჭებში გეტყობა რომ პირველად დგახარ. _სიცილით ჩაიალპარაკა ალავიძემ და ჩაფუთნულს ლოყაზე მიჩქმიტა.

-თქვენ რა გაცინებთ?_ჩუმად მოფხუკუნე წყვილს დავუღრინე და თვალები გადავატრიალე. მარიამი სწრაფად გაისუსა და გიორგის მკლავს ჩამოეკონწიალა შეშინებული.

-კარგი რა, ნაინა, ვერ ხედავ, არც მე ვიცი. _სიცილით გაშალა ხელები მარიამმა, დაავიწყდა თხილამურებზე რომ იდგა და რომ არა გიორგი და მისი სწრაფი მოქმედება დაღმართზე კისრით დაეშვებოდა.

-ცოდვებმა იცის._სისინით ჩავილაპარაკე და დანიელს უფრო მაგრად ჩამოვეკონწიალე. _ხელი არ გამიშვა!_კატეგორიულად მოვთხოვე და თითები მაგრად მოვუჭირე.

-აბა ისე როგორ გასწავლო?_სიცილით მკითხა და ქუდი გამისწორა.

-არ ვიცი, როგორც გინდა!
^^^
გაყინული მივჩოჩდი ბუხართან და ხელისგულები ერთმანეთს მაგრად გავუხახუნე. პლედშემოხვეული მარიამი კრუსუნით მომიჯდა გვერდით და დაბეჟილი საჯდომი ოდნავ ასწია.

-გტკივა?_შეწუხებულმა ვკითხე და წარბები დავგრიხე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ხელები ბუხარს მიუშვირა. _კი, მაგრამ ეგრე როგორ დაეცი?_სიცილით ვკითხე და ოთახში შემოსულ გიორგის გადავხედე. _ეს გოგო შენ არ გყავდა ჩაბარებული, რა უხეიროები ხართ!

-შენი დაქალი შუმახერობას “აწვება” რა ჩემი ბრალია?_მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა და მარიამს თმები აუჩეჩა.

-ნუ შეაღონე!_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და აბურდულ თმებზე თითები ნაზად დაისვა. _მოკლედ რა, თმა ვეღარ დამივარცხნია ამის შიშით, მოვა ამიწეწავს._დუდღუნებდა და თან თმებს ეწვალებოდა. კარების ხმაზე სწრაფად მივატრიალე თავი უკან და შეშით ხელდამშველებულ დანიელს გავუცინე.

-ყინავს არა?!_სწრაფად წამოვხტი ფეხზე და მისკენ წავედი. კარებში მდგარს მხრებდან თოვლი ჩამოვფერთხე და შეშის ერთი ნაპორი ავიღე, თითქოს და ამით ტვირთის წონას შევუმსუბუქებდი. ჩემს საქციელზე ხმადაბლა ჩაეცინა, სწრაფად გააქნია თავი და ქუდიდან თოვლი დაყარა.

-როგორ ხარ?_ინტერესით კითხა სახემოჭმუხნულ მარიამს და შეშები ბუხართან ახლოს დაყარა.

-დაბეჟილი. _შეწუხებულმა ჩაიჩურჩულა და გიორგის თვალები დაუბრიალა.

-უთხარით ასე ნუ მიყურებს, თორემ ცხონებული ბებიაჩემი მახსენდება. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა გიომ და წარბწეული მარიამის გამომეტყველების დანახვისას ბოლო ხმაზე გადაიროხროხა ჩემთან ერთად.

-აა, ანუ უკვე ბებიაშენსაც ვგავარ, თან ცხონებულს... ოქეი!_გაბრაზებული და ნაწყენი წამოფრინდა ფეხზე, თან ცალ ხელს ატკიებულ საჯდომზე იდებდა.

-მარიამ. _სწრაფად დასერიოზულდა გიორგი და ფეხზე წამოდგა. ჩემმა დაქალმა მხარი აიქნია და კიბეებისკენ წავიდა. _უბრალოდ ცირაც ეგრე მიყურებდა როცა არ ვჭამდი. _თან უხსნიდა და თან გამწარებული მისდევდა.

-ჩვენ რა ვქნათ?_ხმადაბლა მკითხა დანიელმა და გვერდით მომიჯდა. ცალი ხელი მხარზე გადამხვია ცალი კი ჩემს თითებში ახლართა და გულთან მიიდო.

-დანიელ, მე და ნიკას შორის არ...

-ჩშშ, მე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი!_ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიმადო და დამადუმა. რატომღაც მეგონა რომ ნიკა რაიმე საძაგლობას ეტყოდა და საჭიროდ ჩავთვალე რომ მისთვის ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ არ დამაცადა. დანიელი ის ადამიანია რომელსაც ჩემი უსიტყვოდ ესმის, თუმცა ხშირად არის მომენტები როცა სიტყვებითაც ვერაფერს ვერ ვაგებინებ იმდენად ჯიუტია!













3თავი.
-ქორწილი სად გინდა რომ გქონდეს?_ნამცხვრით პირგამოტენილმა მარიამმა მკითხა და მაგიდაზე შემოჯდა.

-რაჭაში. _გაკრეჭილმა ჩავილაპარაკე და ცხელი ჩაი მოვსვი.

-რაჭაში რა ქორწილი უნდა გადაიხადო, ნუ გადამრიე.

სიცილით აღშფოთდა ჩემი დაქალი. მარიამი ქალაქური ტიპია, არ ვიძახი რომ სოფელში გავყვები ჩემს სატრფოს და მასთან ერთად გავრეკავ ცხვრებს, მაგრამ სოფლის ჰაერი მაინც ძალიან მიყვარს და გარკვეული პერიოდი დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მაგრამ მთელი ცხოვრება ვერა! აი, მარიამს კი ყველაფერი ქალაქური უყვარს, სოფელიც უყვარს, მაგრამ დიდი ხანი ვერ ჩერდება, თანაც გამუდმებით სუნის პრობლემა აქვს. ამას ემატება სოფლის ნატურალური პროდუქტი რომელსაც დამგელებული შეექცევა ხოლმე, ამის მერე მოდი და დაიჯერე რომ ამ გოგოს სოფელში ცხოვრებაზე გართულება აქვს.

-ხო, რაჭაში. _ღიმილით ჩავილაპარაკე და ნიკაპი ხელისგულზე ჩამოვდე.

-ხოდა სეფა გაშალეთ. _აგდებით ჩაიცინა და დაბლა ჩამოხტა. მის ხუმრობაზე მეც გაემცინა, თან ისეთი სასაცილო მიმიკები აქვს.

-იცი?! არ არის ცუდი იდეა, მართალი ხარ! სეფა და მერე იქ ვინმე სოფლელ ბიჭზე მიგათხოვებთ, გიორგიც დაისვენებს. _ფხუკუნით გადავუხადე სამაგიერო და ენა გამოვუყავი. მარიამმა თვალები დააწვრილა ტუჩები ოდნავ წინ გამოსწია და “მტრულად” მომაჩერდა.

-ოუქეი, მე ყველაფერს ვხედავ და ყველაფერს ვიმახსოვრებ. შენ გირჩევნია კარგად შეიფუთო დანიელს ხელი არ წაუცდეს და არ დაიღუპო!_ნიშნის მოგებით გამომაჯავრა და სამზარეულოდან გავიდა.

-მე სად არ უნდა წამიცდეს ხელი?_ღიმილნარევი ხმით იკითხა დანიელმა და უკნიდან მომეპარა. ლოყებ აწითლებულმა ავწიე თავი და ნერწყვი ხმაურით გადავაგორე სასულეში. _მე მგონი მარიამი ცუდ რჩევებს გაძლევს. _ხმადაბლა სიცილით განაგრძო. _რა საჭიროა შეფუთქვა, როცა შესაძლებელია გახდა.

სერიოზული გამომეტყველებით გადმოიხარა ჩემკენ და სვიტერის საყელოზე წამეტანა. მოულოდნელობისგან შეცბუნებულმა თავი ვერ შევიკავე და სკამის საზურგის მაგივრად პირდაპირ იატაკს ავეწებე. დანიელი ზემოდან მიყურებდა და ხმადაბლა ფხუკუნებდა, ხედავდა რომ სერიოზული არაფერი მომსვლია და გულს ახარებდა. ბოლოს როგორც იქნა იკადრა ჩემკენ დაიხარა და ორივე ხელის დამხარებით წამომაყენა ფეხზე. გაბრაზებული სწრაფად მიმიკრა გულზე და ორივე ხელი ძალიან მჭიდროდ შემომხვია.

-შენს გამო უკვე მერამდენედ უნდა მოვადინო ზღართანი?_გამწარებულმა ვკითხე და ზურგში შეკრული მუშტი ჩავცხე.

-იმდენჯერ რამდენჯერაც ჩემგან გაქცევას დააპირებ!_ხმადაბლა ჩამჩურჩულა ყურში, ოდნავ უკან დამწია და ბაგეებზე დამაკვდა.
>>>
-ძალიან ლამაზი ხარ._საქორწილო კაბაში გამოწყობილი მარიამი ღიმილით შევათვალიერე და ფატა გავუწორე.

-არ ვიცი რა ვქნა, უკვე იმენი მომეწონა. _შეწუხებული და გონება არეული ლუღლუღებდა და თან კონსულტანტ გოგონას უყურებდა, რომელიც კაბაზე თვლებს ამოწმებდა.

-მე თუ მკითხავ ეს ყველაზე მეტად გიხდება, თან უცხოა.

-ვითომ?_წარბი მაღლა აქაჩა და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა. თანხმობის ნიშნად ღიმილით დავუქნიე თავი და მაღაზიაში შემოსულ დანიელს გავხედე. _მოიტანე?_აფორიაქებულმა კითხა და თვალებით საფულეს დაუწყო ძებნა. დანიელმა პიჯაკის შიგნიდან ამოიღო შავი პატარა საფულე და ღიმილით გაუწოდა. _უღრმესი მადლობა, შენ რომ არ გვყავდე. _გახარებული გადაიხარა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. დანიელს და მე ხმამაღლა ჩაგვეცინა.

-ამჩნევ როგორი მოსიყვარულე გახდა?_ხმადაბლა გადავულაპარაკე დანიელს.

-თუ ეს ქორწილის ბრალია ვიმედოვნებ რომ შენზეც იმოქმედებს!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა ისე რომ მარიამისთვის თვალი არ მოუშორებია. დაბნეულმა ავხედე და ტუჩის კუთხეში ოდნავ ჩავიღიმე. _ჰო, მინდა რომ ცოლად გამომყვე!_სრულიად მოულოდნელად გააგრძელა და ჩემკენ მოტრიალდა. მოულოდნელად დავაღე პირი და წარბები გაკვირვებულმა ავქაჩე მაღლა.

-დან..._ლუღლუღით ვცადე მამაკაცის სახელის წარმოთქმა.

-რაღას უნდა ველოდოთ? _მხრები აიჩეჩა და თვალი ჩამიკრა.

-არ ვიცი. _მეც ავიჩეჩე მხრებუ=ი და ეშმკაურად მომღიმარ ლურჯთავიან საპატარძლოს გადავხედე.

-რა არ იცი, ჩემი ცოლობა გინდა თუ არა?_წარბწეულმა მკითხა და ბგერებით ჩაიცინა. მის ჩაცინებაზე უნებურად მეც გამეღიმა, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო დანიელის შემოთავაზება საქორწილო კაბების მაღაზიაში, რომ ხმა ვერ ამოვიღე. გაშტერებული ვუყურებდი და სულელივით ვყლაპავდი ბურთებს.

-ჯერ... ჯერ ადრეა. _ამოვილუღლუღე და თვალებდაქაჩულ მარიამს გადავხედე, რომელიც გამწარებული მიპარჭაყავდა ხელებს და ტუჩებით მეჩხუბებოდა.

-ადრეა!?_ირონიული ღიმილით გაიმეორა და თავი ოდნავ გააქნია. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გავიტრუნე. _კარგი. _ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა, მარიამისკენ მიტრიალდა ღიმილით ჩაუკრა თვალი და გასასვლელისკენ წავიდა. _დაგელოდოთ თუ წავიდე?_კარებთან მისული შეყოვნდა და ორივეს ერთდროულად გადმოგვხედა. მე შეშფოთებული ხმას ვერ ვიღებდი, არ მინდოდა ჩემი სიტყევი ძალიან წყენოდა. მარიამი გაბრაზებული ქშინავდა და კაბას აწვალებდა.

-არა, წადი კიდევ უნდა გავიაროთ ჩვენ, თან მე გიორგის მანქანით ვარ._სპეციალურად გაუშვა მარიამმა, როგორც კი მაღაზიიდან გასული დანიელი დანიახა ამაღლებული ადგილიდან ჩამოვიდა და გაბრაზებული აესვეტა ჩემ წინ. _შენ სულ გამოჩერჩეტდი ხო?

-ძალიან გთხოვ არ დაიწყო!_ხელის აწევით ჩავილაპარაკე და ზურგით შევატრიალე. _ეს კაბა ცოდა დიდი გაქვს, ზომები ხომ არის?

-როგორ გადააქვს თემა. _თავი სასაცილოდ გააკანტურა და კაბას დახედა._სანამ თქვენ ქორწილზე ბაასობდით კონსულტანტი გოგონა ზომის მოსატანად გავიდა. _თვალი ჩამიკრა და ისევ მაღალ ადგილას შეხტა. _მოკლედ, ამას ავიღებ. _ნაზად დაისვა ხელისგულები კაბაზე და საკუთარ თავს სარკეში გაუღიმა.

-ახლა საით?_მაღაზიიდან გამოვედით თუ არა სიცივით შეწუხებულმა ავიქაჩე ქურთუკის საყელო.

-ახლა ფეხსაცმელების მაღაზიაში წავიდეთ, აქ არაფერი არ მომეწონა. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა და თვალები გადაატრიალა.

-მარიამ, ჯერ ვჭამოთ რა. _წუწუნით შევევედრე და გვერდით მივუჯექი.

-ვჭამოთ?!_ცალი წარბი ჩაფიქრებულმა ასწია მაღლა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. _იცოდე ამჯერად მე წაგიყვან, თორემ ამასწინებზე რომ მიმიყვანე ცუდად ლამის გავხდი. სოკო-მოკო კეცზე._ზუზუნით ჩაიალპარაკა და თვალები გადაატრიალა.

-სოკოს გარდა იქ უამრავი საჭმელი იყო.

-ხო, მაგალითად ქაბაბი. იფ, რა ჯობია!_ირონიული სიცილით მოიკვნიტა ტუჩები და მანქანა დაქოქა.
>>>
დაღლილ დაქანცული მივესვენე დივანზე და ფეხები სახელურზე შემოვაწყე. ისეთი დაღლილი და გასავათებული ვიყავი ქურთუკის გახდის თავიც არ მქონდა. ზამთარში საყიდლებზე სიარული არის კოშმარი, მითუმეტეს მარიამთან ერთანდ. ყველა მაღაზია შემომატარა, ყველაში მინიმუმ ნახევარი საათი იბოდიალა და ბოლოს უკმაყოფილო სახით გამომატრიალა უკან. თუმცა პატარძლისთვის საჭირო “აჟჭურვულობა” შევიძინეთ და ახლა მარტო დარბაზის დიზაინზე გვაქვს საფიქრალ-საზრუნავი, ამასაც იმდენი დრო და ენერგია სჭირდება. დანიელმა რესტორანი უკვე დაჯავშნა, მძიმე საქმეებიც მოაგვარა და დანარჩენი ჩვენ მოგვანდო.
დანიელი აღარ შემხმიანებია, არა, როცა საქმეები აქვს არც ისე მირეკავს, ხოლმე, მაგრამ დილის მერე საერთოდ არ გამოჩენილა და ცოტა არ იყოს ავღელვდი. იქნებ ჩემმა სიტყვებმა იმდენად იმოქმედა მასზე რომ... რა სისულელა დანიელზე ნიკას ამბებს არ უმოქმედია და ჩემი ეს დაბნეულობა იმოქმედება? უბრალოდ ეწყინა და მართალიც არის, ზედმეტად ფრთხილი ვარ და ჩემი უაზრო საქციელებით ხშირად გაღიზიანებას ვიწვე, მაგრამ ასე უცებ ქორწილი არ მინდა. თან ჯერ 6 თვეა ერთად ვართ და რა გვეჩქარება?
ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ნაცნობ ნომერზე დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხა. დავფეთდი? და რა დავფეთდი. ათასჯერ გადავურეკე, მე მგონი, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს წყობიდან გამოსული აივნისკენ წავედი და ჩემს მოაჯირთან შევჩერდი. გულმოსულმა და ცოტა შეშინებილმა ჩავიხედე დაბლა, მერე თავი მაღლა ავსწიე და ცალი ფეხით მოაჯირზე შევდექი ცალი კი ფრთხილად დავაშორე აივნის იატაკს და დანიელის მოაჯირისკენ გადავიხარე. ოდნავ წავკოტავდი, მაგრამ სწრაფად მოვასწარი მოაჯირზე ხელის ჩავლება და ერთი ამოსუნთქვით ვიხტუნე. ზუსტად იმ დროს გაიღო დანიელის კარებიც და წელს ზევით შიშველი გამოვარდა გარეთ. აივანზე გართხმული რომ დამინახა შეშინებული დაიხარა ჩემკენ და ოდნავ წამომაჯინა.

-იტკინე რამე?

ხმადაბლა მკითხა და სახეზე ჩამოფხატებული თმები უკან გადამიტია. ტუჩებდაბრეცილმა დავხედე ჩემს გადატყავებულ ხელებს, მერე კი დანიელს ავახედე საცოდავი სახით. ჩემმა სურნელოვანმა ბედნიერებამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, მკლავებში მომიქცია და გულზე მიმიხუტა.

-მოსიარულე ხიფათი ხარ!_მისაყვედურა და შუბლზე მაკოცა.































4თავი.

-ლამაზი ხარ, მარიამ. _გაბადრულმა ჩავილაპარაკე და თაიგული მივაწოდე.

-კიდევ კარგი გიორგი დავითანხმე, თორემ დამატყდებოდა ფეხები. _სიცილით დახედა კედებს და კაბა ლამაზად შეათამაშა.

-არ ვიცი რამდენად სწორია პატარძალი საკუთარ ქორწილში კედებით რომ მიდის, მაგრამ შენ გიხდება. _მაინც “ჩემია და რა ვქნა” მომენტი მქონდა.

ძალიან უცნაური იყო პირადად შემთვის მარიამის საქორწილო კაბაში ხილვა და იმის გააზრება რომ სულ მალე ქმარი ეყოლება. მიუხედავად იმისა რომ გიორგი დაითანხმა და მასთან გადმოდის საცხოვრებლად მაინც მგონია რომ იმდენ დროს ვეღარ დამითბობს და საშინლად ვბრაზდები გიორგიზე. არ ვიცი, ბავშვურად ვფიქრობ თუ ეს ჩვენი ზედმეტად შეერთებული მეგობრობის ბრალია, მაგრამ საშინლად ვეჭვიანობ და მგონია რომ ჩემმა ერთმა მეგობარმა მეორე წამართვა. თუმცა როგორც კი მარიამის გაცისკროვნებულ თვალებს ვაწყდები ჩემი უაზრო ეჭვიანობა მავიწყდება და მთლიანად მის “დღეზე” ვარ კონცენტრირებული. მთელი ორი თვე ვემზადებოდით ამ დღისთვის, ცალკე მე და მარიამი დავრბოდით წინ და უკან ცალკე დანიელი, გიორგი და მისი ძმაკაცები.

-იცოდე მაკიაჟი გაგიფუჭდება!_მუქარით დამიქნია თითი და ცალი ხელი მომხვია.

-რომ გათხოვდები, მერე ვინღა ჩამომიღებს დილის შვიდ საათზე კარებს?!_სლუკუნით ვკითხე და თვალის ბალიშებზე თითის გულები ოდნავ მივიდე.

-რა თქმა უნდა მე, ხომ ხედავ გიორგის სპეციალურად არ გავყევი თავისთან... შენთან ისევ ახლოს ყოფნა მინდა!_გულიანად გამეკრიჭა და ლოყაზე ცხვირი გამიხახუნა. _ვერ გკოცნი, თორემ. _სწრაფად ახსნა თავისი ქმედება და წელში გასწორდა.
>>>
-მთელი დღეა სლუკუნებ. _ხმადაბლა ჩამჩურჩულა დანიელმა და ხელი წელზე მომხვია.

-აბა შენ გაგითხოვდეს დაქა..._სწრაფად მივაყარე და როცა გავიაზრე რას ვამბობდი ენას კბილები მთელი ძალით დავაჭირე. ღიმილშეპარულმა ავხედე წარბწეულ და ბაგეებით მოცინარ დანიელს.

-ხო, აი, მე რომ დაქალს გავათხოვებ, მერე მივხვდები რას გრძნობ შენ. _ირონიულად გამომაჯავრა და მხარზე თითები მომიჭირა.

-დანიელ._ხმადაბლა ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე. ალავიძემ თითები ოდნავ გაამოძრავა და მიმახვედრა რომ მისმენდა. დაბნეულმა გადავხედე კამერების წინ მომღიმარ მარიამს და მერე დანიელს. _თანახმა ვარ!_ჩურჩულით ჩავილაპარაკე და მის რეაქციას გულაჩქარებული დაველოდე. დანიელმა ოდნავ ჩაიცინა, ისე რომ წყვილისთვის თვალი არ მოუშორებია.

-თანახმა ხარ?_ცინიკური ხმით მკითხა და წარბწეულმა დამხედა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ქვედა ტუჩზე კბილები დავისვი. _რაზე?

-რა... რა რაზე?_ლუღლუღით ვკითხე და პირი დავაღე.

-თანახმა ვარო ხომ მითხარი და რაზე ხარ თანახმა?_ცინიკურ ღიმილს არაფრის დიდებით იშორებდა სახიდან.

-რაზე და... ცოლობაზე... თუ ქორწილზე! _მისმა არაფრისმთქმელმა და ირონიულმა ღიმილმა სულ დამაბნია, ნუთუ ასე მალე გადაავიწყდა შემოთავაზება. იმ დღის შემდეგ ორი თვე გავიდა. _ნუ მაწვალებ!_როგორც კი მისი შეპარული ღიმილი შევნიშნე გაბრაზებულმა მიკვარი მხარზე ხელი და გავიბუსხე. მოულოდნელად მომხვია წელზე ხელი, ჰაერში ამაფრიალა და მოცინარმა დამატრიალა. შეშინებულს უნებურად აღმომხვდა კივილი.

-თანახმაა! თანახმა!_ხმამაღლა დაიყვირა, კიდევ ერთხელ დამატრიალა დაბლა დამსვა და გულზე მიმიხუტა.

-ღმერთო ჩემო... რა სირცხვილია. _ხმადაბლა ვლუღლუღებდი და სახეს ჩემი საქმროს პიჯაკშვი ვმალავდი.
>>>
-დიდი ხანია ერთად ხართ?_ჩემს გვერდით მჯდარმა ახალგაზრდა გოგონამ დაბალი ხმით მკითხა და დანიელს ვნებიანად გადახედა. გაოგნებულმა ავწკიპე წარბები მაღლა, თავი ოდნავ გადავხარე და მისი ცქერის ობიექტი ახლა უკვე მე გავხდი. როგორც კი დანიელის ყურებაში ხელი შევუშალე, სწრაფად გასწორდა წელში და ღიმილით ახლა უკვე მე მომაჩერდა.

-საკმაოდ!_გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე და ტუჩის კუთხეში მომღიმარს გავხედე, რომელსაც ზუსტად ვიცი ყველაფერი ესმოდა.

-ხო, წეღან გავიგე ცოლობაზე დათანხმდი. _აშკარად უკმაყოფილო იყო.

-ხო და ჩვენს ქორწილში დაგპატიჟებ. _ცინიზმით გამოვაჯავრე და მივახვედრე რომ სულელი არ ვარ. სწრაფად დაკუმა მოღებული პირი და აგრესიულად გადმომხედა, მერე ფეხზე წამოხტა და სადღაც წავიდა.

-შენ თუ ასე აპირებ ქალების დაფრთხობას, ვივარაუდებ რომ სადმე ჩაკეცილს გიპოვი. _ხმადაბლა დამცინა ჩემმა ახლადშეძენილმა საქმრომ და თითებზე მომეფერა.

-მაგ სექსუალურ ღიმილს თუ არ მოიშორებ შენ გიპოვის ვინმე, სადმე ჩაკეცილს!_დავემუქრე, ხელზე თითები დავარტყი და ნეფე დედოფლის გვერდით განკუთვნილი ადგილისკენ წავედი.
>>>
-დაინახე როგორ ეჟუჟუნებოდა?_გაღიზიანებულმა გადავულაპარაკე მარიამს და კაბის ბოლოები შევისწორე.

-დავინახე და იცი ეგ ვინ არის?_ხმადაბლა გადმომჩურჩულა.

-ვინ?

-გიორგის მამიდაშვილის მამის საყვარელი. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა და წელში გასწორა.

-არაა?!_პირდაღებულმა ამოვსთქვი და ქალს გადავხედე. _არადა, რა ახალგაზრდაა, იმ მოხუცთან რა უნდა?

-ფულები, ნაინა, ფულები. _განმანათლა და წვენის ჭიქა მომაწოდა. _მოითქვი სული.
>>>
-საშინელებაა!_უკმაყოფილოს სახით ჩავილაპარაკე და მარიამის გამოწვდილ საქორწილო კაბას გვერდი ავუარე. _აი, აი, რა მინდა მე!_აღფრთოვანებულმა შევძახე ხმამაღლა და მანეკენის ტანზე მორგებულ ულამაზეს თეთრს კაბას თითები დავუსვი. _რა ღირს?

-3 000 ლარი.

-ბატონო!?_პირდაღებულმა ცივად მოვაშორე ხელი კაბას და გასასვლელისკენ წავედი.

-ნაინა, დამელოდე!_სწრაფად ამეკიდა მარიამი, თან ბოლო ხმაზე იცინოდა. _ფასმა შეგაშინა?

-არა, ეგეთი მნიშვნელოვანი დღეც არ არის კაბაში 3 000 გადავიხადო. _სიცილით გავაქნიე თავი და მანეკენს გულდაწყვეტილმა გადავხედე.

-არადა როგორ მოგიხდება. _უარესად დამამძიმა ჩემმა გათხოვილმა დაქალმა.

-უკეთესს ვნახავთ!_საკუთარი თავი გავამხნევე და მაღაზიიდან გავედი.
>>>
-ე.ი. დაგვრჩა კაბა და ფეხსაცმელები. _სიას თვალი გადავავლე და ქვედა ტუჩი ანერვიულებულმა მოვიკვნიტე. _ქორწილი ზეგაა მე კიდევ კაბა არ მაქვს. _ტირილის პირას მისულმა ამოვიკრუსუნე და რვეული მაგიდაზე ვისროლე.

-გავივლით და ავარჩევთ რამეს, ვერ ნახე რამდენი ლამაზი კაბა იყო?_გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი გამამხნეველბლად დამისვა. _მე გავაღებ!_როგორც კი კარებზე ზარის ხმა გაისმა ფეხზე წამოხტა და შემოსასლვლელისკენ გავარდა. უკან უზარმაზარი ყუთით დაბრუნდა. გაკვირვებულმა გადავხედე წელში გაწვეყილ დაქალს და ფეხზე წამოვდექი.

-რა არის?

-არ ვიცი, შენს სახელზეა მოსული და მოდი ნახე. _ყუთი იატაკზე დადო და ფეხმორთხმული დაჯდა. სწრაფად დავიხარე ყუთისკენ და თვალებგადმოცვენილმა დავხედე მაღაზიის სახელს.

-ეს... ეს მაღაზია. _დუდღუნით ჩავილაპარაკე და სასწრაფო წესით ავხადე კრემისფერ ყუთს თავი. _არ მჯერა!_ბედნიერების სიცილით ჩავილაპარაკე და ყუთის თავსახური უკან გადავდე. _ეს კაბა._ნაზად დავუსვი თვლებით მოჭედილ წინა ნაწილს თითები და გადმოვარდნილი ცრემლი საჩვენებელი თითით სწრაფად მოვიწმინდე. _კი მაგრამ.

-მაპატიე რა, დანიელმა მკითხა ამდენი ხანი კაბა როგორ ვერ აარჩიეთო და წამომცდა._ტუჩებზე გადაჯვარედინებული თითები მიიდო და შეწუხებულმა შეჭმუხნა შუბლი.

-გადაირია? ამხელა თანხა რამ მიაცემინა._მე მაინც ჩემი პრობლემა მქონდა თანხასთან დაკავშირებით. ზოგადად ძვირიან ნივთებზე მაქვს გართულება და არც ბრენდებზე ვირევი, თუმცა ლამაზად ჩაცმა დახურვა მეც მიყვარს... მაგრამ მე ეს იაფადაც შემიძლია მოვაგვარო.

-ნაინა, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს შენი პირველი და უკანასკნელი ქორწინებაა, ამიტომაც ენას კბილი დააჭირე და შეირგე!_თვალები დამიბრიალა და ფეხზე წამოდგა.

სწრაფად მოვედი აზრზე და გაბადრულმა ძალიან ფრთხილად და ნაზად ამოვიღე კაბა ყუთიდან. წარმოუდგენლად ლამაზი და მიმზიდველი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ერთადერთი საწორწილო კაბა იყო რომელმაც ასე აღმაფრთოვანა, თუმცა ისეთი ფასი ქონდა, რატომაც არა... გაბადრულმა მივიდე ტანზე და კედელზე გაკრულ სარკეში ჩავიხედე.

-საოცრებაა!_ცერა თითი ამიწია მარიამმა.

-მოიცადე._უცებ წამოვიყვირე და კაბა ყუთში ჩავაბრუნე. _საქორწილო კაბა სიძემ წინასწარ არ უნდა ნახოს, ცუდის ნიშანია. _აფორიაქებულმა მივაყარე და შუბლი მოვისრისე.

-დამშვიდდი, ეგ ცრურწმენები ჩემზე კარგად არავინ არ იცის. მე მივედი და მე შევუკვეთე კაბა!_სიცილით დამაშვიდა და თვალი ჩამიკრა. _ისე რაო, როგორ ამბობდი რაჭაში მინდა ქორწილიო?_ფხუკუნით ჩაიალპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-ხო, რა მოხდა, რაჭაში არ გამოვიდა, მაგრამ რაც მთავარია ბედნიერი ვარ!_გაბუსხულმა ჩავილაპარაკე, ყუთი საიმედოდ შევკარი და ოთახისკენ წავაჩანჩალე.

-რა დროს რაჭა და მთებია, ბიჭებმა ისეთი მაგარი ადგილი იპოვეს, პროსტა შოკი!_ხრაშუნა ვაშლი ჩაკბიჩა და ოთახის კარებს მიეყრდნო.

-იცი ვიფიქრე რაჭაში ჯვარი ხომ არ დაგვეწერა.

-მოიცა და აბა მართლა სეფის გაშლას აპირებდი?_პირი დააღო მარიამმა.

-არა, არა, უბრალოდ ახლა ხელი რომ მოვაწეროთ და ჯვარი...

-ნაინა, ყველაფერი შეთანხმებულია უკვე, შენს გარდა იცი რამდენს უნდოდა სამებაში ჯვარის დაწერა?_გაბრაზებულმა დამიქაჩა თვალები და მისაღებში გავიდა.
>>>
-კაბისთვის დიდი მადლობა. _მისი სუნამოს სუნით გაბრუებულმა ჩავილაპარაკე და თავი მხარზე დავადე. _მაგრამ მომავალში ასე ნუ გაიწეწები. _ცალი თვალით ავხედე და ნიკაპზე მოვუჭირე თითები.

-დაიმახსოვრე, არასოდეს მისცე ფინანსური რჩევები კაცს!_წარბწეულმა მიბრძანა და ცხვირზე თითი დამკრა._გასაგებია?_ დასჯილი ბავშვივით დავუქნიე თავი და გავიტრუნე. _გავიგე ჯვრის დაწერა რაჭაში გდომებია. _ხმადაბლა განაგრძო.

-მოვკლავ მარიამს, ენაზე ხომ არაფერი არ ადგება, რა. _გაბრაზებულმა ჩავიდუდღუნე და წელში გავსწორდი. _ხო, მაგრამ ახლა მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ... რაჭის გარდა უამრავი საფიქრალი მაქვს. _სრული სერიოზულობით ჩავილაპარაკე, ზოგადად არ მახასიათებს იმაზე ფიქრი რაც არ გამოდის, ან ვერ გამოდის და თავსაც არ ვიკლავ.

-უფრო ადრე რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა. _შევატყე რომ ცოტას ბრაზობდა.

-დანიელ, მართლა არ მწყდება გული, მთავარია რომ ჯვარს დავიწერთ._ღიმილით ჩავილაპარაკე და ხელები მაგრად შემოვხვიე.
>>>
-ნაყინი მინდა._ბუზღუნით ჩავილაპარაკე და სკამზე მოვკალათდი.

-არ ვიცი თუ აქვთ მენიუში. _სიცილით მომაწოდა მენიუ და მიმტანს გახედა. _ერთი კაპუჩინო და ერთი...

-შოკოლადის ნაყინი. _სწრაფად მივაშველე და მენიუ გვერძე გადავდე.

-ნაყინი?_აშკარად გაუკვირდა გოგონას, არადა მე მგონი ისეთი არაფერი მითქვამს.

-დიახ, შოკოლადის ნაყინი. _გავუმეორე და მის მზერას თვალი გავაყოლე. გარეთ საშინელი თავსხმა იყო. _ვიცი, მაგრამ საშინლად მინდა. _ღიმილით ავუხსენი და მის ჩაცინებაზე მეც გამეცინა.

-ახლავე მოგართმევთ.

-დღეს თავისფულების ბოლო დღეა. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკ დანიელმა და წარბები აათამაშა.

-მე ძალიან კარგად ვიცი ასეთ ბოლო დღეს კაცები სადაც მიძვრებიან ხოლმე..._წარბეულმა დავუღრინე და თითები მაგიდაზე ავათამაშე. ჩემს ბრაზს სიცილით შეხვდა ალავიძე, ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა, ხელებზე თითები მაგრად მომიჭირა და თვალები წამით დახუჭა.

-არ ვიცი ეს რამდენად უსვამს კაცურ ღირსებებს ხაზს, მაგრამ მე არსად გაძრომას არ ვაპირებ!_თვალი ჩამიკრა, თითებზე მაკოცა და ისევ უკან გადაიწია.

-კარგი ბიჭიხარ... უი, ისე გოგონებიც მიძვრებიან ხოლმე და...

-და შენ მთელი საღამო მარიამთან ერთად იჯდები სახლში და შეეცდები მომავალი ქორწილით აღელვებული როგორმე დამშვიდდე! _ღიმილით “დამაოკა” და მიმტანს ახედა.

-თქვენი კაპუჩინო და თქვენი შოკოლადის ნაყინი.
>>>
-ერთი... ორი...სამ... არა, არა ჯერ არ გაახილო. _აფორიაქებულმა წამოიყვირა და ჩემს კაბას რაღაცა “დამართა”.

-მარიამ, უკვე ნახევარი საათია ითვლი, მალე თორემ დავაგვინებთ._წუწუნით ჩავილაპარაკე და ხელები ავათამაშე.

-კარგი, შეგიძლია გაახილო.

ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა. თვალები ნელა გავახილე და სრკეში გამოსახულ საკუთარი თავს შევეჯახე. გაოცებულმა დავაღე პირი და სულ სხვანაირ ნაინას დავაკვირდი. ოდნავ ახლოს მივედი გარდერობის სარკესთან და თვალები დავქაჩე.

-ეს მართლა მე ვარ?_ხმადაბლა ვიკითხე და სარკის წინ ღიმილით დავტრიალდი. _ცხოვრებაში პირველად მომწონს საკუთარი თავი. _ჩურჩულით განვაგრძე და ქვედა ტუჩზე კბილები დავისვი.

-აი, თმების აწევის საშუალება რომ მოგეცა ჩემთვის, უფრო ვერ იცნობდი. _გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ჩემს უკან დადგა.

-ხომ იცი არ მიყვარს ეს “პრიჩოსკები”. ასე სადად და ლამაზად მირჩევნია. _მხრებამდე გაშლილ თმებს დავუსვი თითები.

-მე მგონი მოვიდნენ. _ხმამაღლა წამოიყვირა და მისაღებისკენ გავარდა.

-ღმერთო შენ მიშველე. _ჩურჩულით ჩავილაპარაკე და ოთახში შემოსულ დედ-მამას გადავხედე.

-ძალიან ლამაზი ხარ!_ღიმილით ჩაილაპარაკა ავთომ და შუბლზე ფრთხილად მაკოცა.

-ძალიან მიყვარხართ და მიხარია ჩემს გვერდით რომ ხართ. _ცრემლმორეულმა ჩავილაპარაკე და ორივეს მაგრად მოვეხვიე.

-ახლა ტირილის დრო არ არის!_ხმადაბლა დამტუქსა მამინაცვალმა.
>>>
აკანკალებული ნაბიჯებით გავედი ოთახიდან და მისაღებში შესასვლელი კარების წინ გავჩერდი. ღრმად ამოვისუნთქე, ნერვიულობა ჯანდაბაში მოვისროლე და მარიამთან ერთად შევედი ოთახში. დანიელი აივნის კარებთან იდგა და ავთოს ესაუბრებოდა რაღაცაზე. კარების ხმაზე ყველა ჩვენკენ მოტრიალდა, ალავიძემ ნელა შემოატრიალა თავი და გაბდრულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა. გაბრწყინებული თვალებით გავუღიმე ჩემს მომავალ მეუღლეს. დანიელმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, ოდნავ მომიახლოვდა და გაჩერდა. მზერით მიმახვედრა რომ საშინლად კმაყოფილი და მოხიბლული იყო. ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი და ტუჩის კუთხეში მე რომ მიყვარს ისე ჩამიღიმა. როგორც კი მივუახლოვდი მეძებარი ძაღლივით დაიწყო ცხვირის თამაში.

-რა გასხია?_გაკვირვებულმა მკითხა და წარბები მაღლა აქაჩა. ტუჩები ერთმანეთს მაგრად მივაწებე და თვალები დაბლა დავხარე.

-შენი ნაჩუქარი სუნამო. _ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და წელზე შემოხვეულ ხელზე დავუსვი თითები. დანიელს ხმადაბლა ჩაეცინა, ტუჩები საფეთქელზე მომადო და თავი გააქნია.

-ანუ რა გამოდის, რომ მე შენი სუნამო უნდა დამესხა?_ღიმილით მკითხა და სტუმრებს გადახედა.

-მე შენთვის არაფერი მიჩუქებია. _წარბები შევკარი და ისე ჩავილაპარაკე.

-ბრიყვო. _შემოხვეული თითები ოდნავ მომიჭირა და მარტო ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა.
>>>
-დავიღალე. _წუწუნით დავადე მხარზე თავი და მაგიდებს გადავხედე.

-შენ დაღლა ცოტახანში ნახე. _”გამამხნევა” და ხელი მომხვია.

-როგორ გიყვარს ჩემი დამშვიდება. _სარკასტულად ჩავილაპარაკე და ჩვენკენ წამოსულ წვერებიან კაცს გავხედე. _აუჰ, დაიწყო. _შევიშმუშნე და წელში გასვწორდი.

ყველა ნასვამი თუ ფხიზელი სტურმის დალოცვა და გაძლეირება მოვისმინეთ, მართალია ქართული ტრადიციული ქორწილი არ იყო, მაგრამ ქართველი ყველგან ქართველია და რომ დალიეს მერე გადაეკეტათ. რამდენჯერმე ცემა-ტყეპის ინიციატივაც იყო, მაგრამ ახლაგაზრდა და ჯანღონით სავსე დანიელის ბიჭებმა ყველაფერი მალევე მოაგვარეს და ჩაამშვიდეს.

-ჩემი ცოლი ხარ!

მოულოდნელად ჩაილაპარაკა დანიელმა და წელზე ხელი მაგრდ მომხვია. საცეკვაოდ გასული წყვილის კვალობაზე ზედმეტად ნელა და ნაზად ვმოძრაობდით, მიუხედავად იმისა რომ სიმღერა სულაც არ იყო ნელი. დანიელის გულ-მკერდს მივადე თავი და ღრმად ამოვისუნთქე, ამ სუნთქვას ამოვაყოლე მთელი ჩემი დატეული ტანჯვა-წამება და ჩასუნთვისას ყველაფერი სასიამოვნო, ბედნიერი და დასამახსოვრებელი ჩავისუნთქე. ალავიძემ ხმით ჩაიღიმა და თითები მსუბუქად მომიჭირა გვერდებზე.

-შენ ჩემი ქმარი! _მშვიდი ხმით ჩავიჩურჩულე და ქმარს ავხედე. _ჰ-ჰ, არ მჯერა, ჩემი ქმარი. _გულიანად გამეცინა და თავი ისევ დანიელის მკერდს მივადე.

-შეიძლება?_უკნიდან ავთოს ხმა გაისმა, დანიელმა გამოწვდილ ხელზე ჩემი ხელი დაადო და მასთან “გადამაბარა.”_ძალიან მიხარია ასეთ ბედნიერს რომ გხედავ.

ყურთან დაიჩურჩულა და მამა-შვილურად გადამეხვია. მისი სითბო ვიგრძენი და საშინლად მესიამოვნა, არ ვიცი ამდენი ხნის მანძილზე რატომ ვერ ვგრძნობდი ამას, შეიძლება იმიტომ რომ მე და ავთო ხშირად არ ვკონტაქტობდით, თუმცა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის. მისმა მამა-შვილურმა დამოკიდებულებამ ბედნიერებით ამავსო და აცრემლებულმა მოვხვიე ხელები კისერზე.

-ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა დედასთვის ასეთი კარგი რომ ხარ!_ლოყაზე მაგრად ვაკოცე და ოდნავ მობერებულ სახეზე თითები მოვუსვი. მამობილმა სიცილით ჩამიკრა თვალი და შუბლზე მაკოცა.

ბოლო სტუმარიც გავაცილეთ და ჩვენც წამოვედით. დანიელის თავზე მხარდადებულს ჩამეძინა მანქანაში, მაგრამ როგორც კი ჩვენს კორპუსს მივუახლოვდით წამებში გამოვფხიზლდი. მანქანიდან გადასულმა ინსტიქტურად გავიწიე ჩემი სადარბაზოსკენ, მაგრამ დანიელმა წარბწეულმა გააქნია თავი, ხელი მაგრად მომხვია და თავისი სადარბაზოსკენ წამიყვანა. სიცილით ვუჩქმიტე მკლავზე და ლიფტში შევედი.

-მარტო ამის გამო ღირდა შენს ცოლობაზე დათანხმება. _სიცილით ჩავილაპარაკე და ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე. დანიელმა წარბწეულმა გადმომხედა და ლიფტის კუთხეში მიმიმწყვდია.

-მარტო ამის გამო?_ხმადაბლა ჩამჩურჩულა და მუშტები შკერა._ამ კუნთების გამო არა?!_სიცილით გადახედა დაჭიმულ კუნთებს და წარბები ამითამაშა. მის ხუმრობაზე გულიანად გამეცინა და ბოლო ხმაზე ავკისკისდი. ჩემმა გულიანმა სიცილმა საშინლად გაახარა, მთელი სახით გამიღიმა და მოულოდნელდ გულზე ძალიან მაგრად მიმიკრა. _რომ იცოდე რამდენს ნიშნავ ჩემთვის!_ცალი ხელი თავზე მომადო ცალი კი წელზე. გაბადრულმა მოვხვიე ხელები და ჩემი სიყვარული გავუნაწილე. _უკვე ცოლი ხარ და შეგიძლია თამამად აღიარო... _ოდნავ უკან დამწია.

-რა უნდა ვაღიარო?_გაკვირვებულმა ვკითხე და ლიფტის პატარა ეკრანს ავხედე.

-ის რომ სექსუალური ქმარი გყავს. _თვალი ჩამიკრა და ლიფტის ღია კარებს გახედა. _მზად ხარ?_კარების წინ დამაყენა და ღიმილით მკითხა. ანერვიულებულმა დავუქნიე თავი და ღია კარებში ცალი ფეხი შევდგი. ასე თუ ისე წარმოდგენა მქონდა დანიელის სახლზე, მაგრამ შიგნით არასოდეს არ შევსულვარ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს.
ლამაზად შერჩეული დიზიანით კმაყოფილმა გადავხედე ჯიბეებში ხელჩაწყობილ ქმარს და თვალები ავაფახუნე.

-უყურე შენ როგორი კარგი გემოვნება გქონია. _სიცილით გამოვაჯავრე და საქორწილო კაბა ავიკეცე. _ეს რა არის?_საერთო კედელთან დრელის “ლურსმებით” დახვრეტილი კარის ფრომაზე მივანიშნე..._მოიცადე, ამას ხვრიტავდი მთელი ღამე?_პირდაღებულმა ვკითხე და გაცინებულს გადავხედე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თვალი ჩამიკრა.

-რამდენიმე მიწოლა და ეგ კარი გადავარდება, მერე გვექნება საერთო სახლი... მაგრამ ჯერ შენი თანხმობაა საჭირო. _ჩემს ზურგს უკან დადგა და ტუჩები კისერზე მიმაწება.

-არ ვიცი, ჯერ შენთან ერთად უნდა ვიცხოვრო ამ პატარა ბინაში, აი როცა გაფართოვება გახდება საჭირო, მერე კი ბატონო. _ეშმაკურად ჩავილაპარაკე, მისკენ მივტრიალდი და ხელები კისერზე დავაწყე.

-როგორ იყო... ყველაფერი ქორწილის ღამესო?_სიცილით გაიხსენა ჩემი სიტყვები და ტუჩებისკენ დაიხარა.

-ხო, ყველაფერი ქორწილის ღამეს!_სანამ მაკოცებდა ჩაჩურჩულება მოვასწარი და მერე სიამოვნების მორევში გადავეშვი, მთელი ჩემი არსებით.
>>>
3 წლის შემდეგ.
-მა-მა. _ტიტინით გამობობღდა ოთახიდან პატარა მარიამი.

-რაო მა?_დანიელი ოდნავ დაიხარა იატაკზე წამომჯდარი შვილისკენ და ხელში აიყვანა. ბავშვმა კისკისი ატეხა და მამის კისრისკენ წაიწია. დანიელმა სიცილით შემოისვა ერთი წლის შვილი კისერზე და საძინებელისკენ წავიდა. _კიდევ არ ხარ მზად?_გარდერდობთან ატუზულს წარბწეულმა მკითხა.

-ოო, დანიელ, შენ არაფერი არ გესმის. _წუწუნით ჩავილაპარაკე და შავი, მოკლე კაბა სხეულზე მივიდე. _მე მგონი ეს ყველაზე კარგია. _შუბლი ჩაფიქრებულმა შევჭმუხნე და ქმარს გავხედე. _შენ როგორ ფიქრობ?

-მე ვფიქრობ რომ ყველაზე მეტად პირველი კაბა გიხდებოდა. _თვალი ჩამიკრა და მარიამთან ერთად საწოლზე გაწვა.

-დაეკუჭება კაბა!

-არა, უშავს სანამ დედიკო გაემზადება მარიამი და მამიკო კიდევ ერთხელ მოასწრებენ მოწესრიგებას. _ირონიულად გადმომხედა დანიელმა და კოცნა გამომიგზავნა. ღიმილით გავაქნიე თავი და ოთახში შემოვარდნილ ბიჭს გავხედე.

-ნათლი, დედაჩემმა მე მზად ვარო. _აქოშნებულმა კაკიმ ჩაილაპარაკა და მამა-შვილს გადახედა.

-შენ ასე მოდიხარ?_მოკლე სახელოებიან მაისურში გამოწყობილ ბიჭს გადავხედე და წარბი ავწიე. ბავშვმა გაკვირვებულმა დაიხედა ტანზე და მერე ძია დანიელს გადახედა.

-ნაინა, ჯერ შენ თავში გაერკვიე რას იცვამ და მერე იზრუნე ჩვენს ჩაცმა-დახურვაზე._სიცილით მირჩია ქმარმა და კაკის თავისთან უხმო. _აბა როგორ მიდის ბაღში საქმეები?_საწოლზე დასვა და ლოყაზე თითები მოუჭირა.

-ჩემმა შეყვარებულმა არაო. _ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა ბიჭმა და პატარა მარიამს დააკვირდა. _რატომ არ ტირის?_გაკვირვებულმა გვკითხა გოგონას მშობლებს.

-დღეს კარგ ხასიათზეა. _სიცილით ვუპასუხე. _ადექით ახლა და გადით, უნდა ჩავიცვა. _საწოლზე წამოწოლილ სამეულს ხელის კვრით ვუბიძგე კარებისკენ.

-იცოდე, საღამოს ადვილად რომ გავხსნა ისეთი კაბა ჩაიცვი!_კარებიდან მოტრიალდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. სიცილით გავაქნიე თავი და მაისური გადავიძრე.
>>>
-გახსოვს პირველად როდის ვნახეთ ერთმანეთი?_ცეკვის დროს ტანზე მჭიდროდ მიკრულს ჩამჩურჩულა. წარბწეულმა ავხედე ქმარს და ხმადაბლა ჩავიფხუკუნე.

-მაგ დღეს რა დამავიწყებს.

წარსულში დატოვებული და საშინელი მოგონებები გავიხსენე, თუმცა ურეაქციოდ. ჩემთვის ნიკასთან დაკავშირებული წარსული უკვე ერთი ჩვეულებრივი მოგონებაა, რომელსაც ჩეში არანაირი ემოციის გაღვივება არ შეუძლია. ნიკა მას მერე რამდენჯერმე ვნახეთ ოჯახურ შეკრებაზე, თუმცა განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას რომ დანიელმა რამდენჯერმე სერიოზულად გაიწია მისკენ, მაგრამ როგორც ყოველთვის მაშინაც შეძლო თავის მოთოკვა და ჩემს გვერდით მშვიდად დგომა. ელენე ისევ ამერიკაში დაბრუნდა ხოლო ნიკა მარტო დადის და ბედის გამზიარებელს ეძებს, მეეჭვება მაგ ტიპის კაცმა კიდევ ვინმე შეაცდინოს.

-2008 წლის 12 ივლისს უკვე ვიცოდი რომ ჩემი გახდებოდი!_ყურში ჩამჩურჩულა და ბიბილოზე ოდნავ მომადო ტუჩები. _აეროპორტშიც ვიცოდი რომ შენი რეისი იყო, ვიცოდი როგორი ჩემოდნით ჩამოხვიდოდი, ვიცოდი რომ სამსახურს ეძებდი და სკვერში ისვენებდი... ვიცოდი ვინ იყო ის გაიძვერა ქურდი, ვიცოდი სად ცხოვრობდი! ყველაფერი ვიცოდი შენზე, მაგრამ მინდოდა შენგან გამეგო, ისე როგორც ყურებამდე შეყვარებულ ბიჭს. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თითები უფრო მძლავდად მომიჭირა. თვალებდაქაჩულმა ავხედე დანიელს და პირი დავაღე.

-შენ რა..._ლუღლუღით ვცადე სიტყვებისთვის თავის მოყრა.

-ხო, მე ჩვენს ერთად ყოფნამდე მქონდა ჩვენი ქორწილის ღამე დაგეგმილი. _ოდნავ დაიხარა ჩემკენ და დაბნეულს ბაგეებზე მაკოცა.

-გაიძვერავ!_თვალები დავუქაჩე ჩემს ქმარს და მხარზე ვუჩქმიტე.

-ბრიყვო!

დასასრულის დასასრული!

პ.ს 2008 წლის 12 ივლის გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ მიხვდებით რომ საქართველოსთვის მძიმე პერიოდი ისტორიაში წაშლილია. თანაც მაგ დროს ნაინა კანადაში იყო. <3
თითოეული სიტყვისთვის დიდ მადლობას გიხდით, ძალიან მახარებთ. <3



№1 სტუმარი სტუმარი lia

Kარგად დაამტავრე ტკბილო❤
მიკვარხარ ზალიან. Xსჰირად დადე კარგი მოტხრობები,საქარტველოდან მოსორებულებმა ბედნიერად ვიგრზნოტ ტავი❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი milena

სუპერ გოგო ხარ

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

Vaime ra kargi xar shaqaryinulo shen xo ar ici.gamaxare ase tkbilad rom daamtavree.gemrielooo

 


№4  offline მოდერი zia-maria

ყოველთვის, ღიმილითან ერთად დიდი ემოციებით ვკითხულობ ტასო შენს ისტორიებს. kissing_heart მიხარიხარ და მიყვარხარ ძალიან.

 


№5  offline მოდერი ენემი

იი ჩემი ტასუნააა heart_eyes
რა საოცრება ხარ heart_eyes
გელი ტკბილოოო <3

 


№6 სტუმარი მანანა

ადრე წაკითხული მქონდა და ძალიან გამიხარდა და ვისიამოვნე კარგი იყო ნამდვილად ❤️

 


№7  offline მოდერი მე♥

სტუმარი lia
Kარგად დაამტავრე ტკბილო❤
მიკვარხარ ზალიან. Xსჰირად დადე კარგი მოტხრობები,საქარტველოდან მოსორებულებმა ბედნიერად ვიგრზნოტ ტავი❤❤❤
ვაი, მსგავს სითბოს რომ მიზიარებთ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ... საოცრად დიდი მადლობა ამხელა ბედნიერებისთვის❤️❤️
სტუმარი milena
სუპერ გოგო ხარ

ძალოან დიდი მადლობა❤️
miyvarxar1992
Vaime ra kargi xar shaqaryinulo shen xo ar ici.gamaxare ase tkbilad rom daamtavree.gemrielooo

უხ!❤️❤️❤️
მეც როგორ მიყვარხარ!❤️❤️❤️
zia-maria
ყოველთვის, ღიმილითან ერთად დიდი ემოციებით ვკითხულობ ტასო შენს ისტორიებს. kissing_heart მიხარიხარ და მიყვარხარ ძალიან.

ქ-ნო მზია, როგორ მათბობთ❤️დიდი მადლობა❤️
ენემი
იი ჩემი ტასუნააა heart_eyes
რა საოცრება ხარ heart_eyes
გელი ტკბილოოო <3

ჰეჰ, ტკბილო❤️
უსაზღვრო მადლობა❤️
მანანა
ადრე წაკითხული მქონდა და ძალიან გამიხარდა და ვისიამოვნე კარგი იყო ნამდვილად ❤️

მიხარია ძალიან❤️❤️❤️ დიდი მადლობა❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№8  offline წევრი modemodka

Magariaaa , magari ki ara umagresi ♡♡♡

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან სასიამოვნო წასაკითიხი იყო. ბოლოს უფრო მრავალფერს ველოდი

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

_ძალიან ტბილი თბილი ისტორია იყოო

 


№11  offline წევრი blondeangel631

ძალიან მმეწონა heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგია და სამწუხაროა რომ აღარ წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent