ტყუილი მომავლისთვის 3 თავი
სასტუმროს ლიფტში რომ შევიდნენ ცოტათი გამოფხიზლებული იყო, თუმცა მაინც არ შორდებოდა ერეკლეს, საშინლად სიამოვნებდა და თავბრუს ახვევდა მისი სუნამოს სუნი, რაც უფრო მეტად უღვივებდა ამ კაცის სურვილს. თითქოს მამაკაციც ელოდა, როდის დაიხურებოდა ლიფტის კარი. სასმლისა და ვნებისაგან გონდაკარგული ქალი ლიფტის კედელზე ააკრა და ტუჩებზე დაეკონა. არც სინაზე ახსოვდა ამ წამს და არც არაფერი, ერთი სული ჰქონდა როდის ავიდოდნენ ნომერში. თავგზას ურევდა მისი ხელოვნური სითამამე და სევდიანი თვალები. ლიფტის კარების ხმაზე ძლივს მოშორდა ნიტას და თვალებში ჩახედა,რომელთა სიღრმეში უდიდეს სურვილს და კმაყოფილებას ხედავდა. გამოსვლისას ვიღაცას დაეჯახნენ და ორივეს სიცილი აუვარდათ, ნიტას ფეხი გადაუბრუნდა და კაცის მკლავს დაეყრდნო -მგონი ზედმეტი მომივიდა -არაუშავს საყვარელო… ეგონა, რომ ერეკლეს შეხებისას ზიზღს იგრძნობდა და თავქუდმოგლეჯილი გამოვარდებოდა ნომრიდან. თუმცა შეცდა. სასიამოვნოდ ახსენდებოდა მამაკაცის კოცნა და ჟრუანტელი უვლიდა იმის წარმოდგენაზე რამდენიმე წუთში რაც მოხდებოდა. შეიძლება ძალიან სულელია მაგრამ რა ქნას, როგორც კი თვალი მოკრა მაშინვე მოიხიბლა მამაკაცით. უფრო მარტივად და სიამოვნებით აყვება იმ მაკაცს ალერსში, რომელიც მოსწონს. დიდი ამბავი ერთხელ მაინც თუ მოქცევა ისე როგორც სინამდვილეში სურს. ერეკლეს ნამდვილად არ ეგონა ასე ადვილად თუ მოახერხებდა ნიტას დაყოლიებას, ნამდვილად არ გავდა ისეთ ქალს, რომელიც პირელივე შემხვედრს საწოლში უწვება, თუმცა იმ სიამოვნებას რასაც ნიტასთან გატარებული ღამე მოუტანდა ნამდვილად ვერ მოაკლებდა ვერც მას და ვერც საკუთარ თავს. საოცარი გარეგნობა ჰქონდა ნიტას, ჩამოსხმული ტანი, მსხვილი, წითელი ტუჩები და სევდიანი ცისფერი თვალები, რომლებიც შიგადაშიგ ვნებისაგან ინთებოდა. მხრებამდე ქერა თმა გაეშალა და საოცარ სურნელს აფრქვევდა. ჭკუიდან გადაყავდა ქალის ნაზ კანს და კიდევ უფრო ახელებდა ნიტას დამყოლი ხასიათი. კოცნიდა თავდავიწყევით და ათასნაირ საალერსო სიტყვებს ჩურჩულებდა, უცებ იგრძნო რომ ნიტა მოეშვა, მისი მხრიდან ხელები ჩამოუვარდა, ცოტახანი გაკვირვებული დასჩერებოდა ქალს, მერე კი საკუთარ თავზე გაეცინა... ნატას ჩასძინებოდა... დილით მზის სხივებმა გააღვიძა,რომელთა ციალი საშინლად უშლიდა ნერვებს. თავი ბალიშიდან წამოსწია თუარა მაშინვე თავბრუ დაეხვა. ერეკლეც მთელი ძალით იკრავდა გულში, თავი კი მის მკერდზე მოეთავსებინა. საერთოდ არ ახსოვს რა მოხდა. ალბათ მაშინ გაუხარდებოდა ერეკლეს შეხება რომ არ სიამოვნებდეს, ახლა კი რატომღაც გულიც კი დაწყდა მამაკაცთან გატარებულ ღამეს, რომ ვერ იხსენებდა. ერთ პოზაში წოლისგან შეწუხებული აფართხალდა, არც ის უნდოდა ერეკლე გაეღვიძებინა და თვალებში ჩაეხედა და არც წელის გაშეშება სურდა. -ნიტა იქნებ მოისვენო. მკაცრად ამოსძახა კაცმა და წვერიანი ლოყა მკერდზე გაუსვა, ქალის რეაქციით ნასიამოვნებმა აკოცა დახორკლილ კანს და უფრო მეტად მოუჭირა წელზე ხელები -აჯობებს თუ წავალ ერეკლე -ვერსადაც ვერ წახვალ, ჯერ უნდა დაისაჯო -რატო უნდა დავისაჯო? ხმა ლამის ჩაუწყდა ნიტას -შენ რა არაფერი გახსოვს? -არა... ალბათ ახლა სცენებს გაუმართავს, რომ არ უთხრა ქალიშვილი ვარო -ხო და კიდევ უფრო დიდ სასჯელს იმსახურებ, სიმართლე გითხრა საერთოდ არ ველოდი თუ... -მოიცა, შენ ამაზე ნამდვილად დარდობ? ალბათ ერეკლეს ჰგონია ცოლად შერთვას თხოვს -რას ქვია არ ვდარდობ ნიტა -წესით ეგ ამბავი არ უნდა გაწუხებდეს შენ სულერთი არ არის? -მოიცა დამცინი? რა არ უნდა მაწუხებდეს შეუა სექსის დროს რომ ჩაგეძინა? -რააა? კი მაგრამ როგორ? - ალკოჰოლმა გაგთიშა -მე კიდევ რა არ ვიფიქრე, უკვე თავისთვის ბუტბუტებდა ნიტა და სულ არ აქცევდა ყურადღებას ერეკლეს ხელებს, სიამოვნებისგან და წარმოქმნილი სიტუაციისგან ეღიმებოდა, ძალიან სასაცილო იყო ვერასოდეს იფიქრებდა თუ შეიძლებოდა ასეთ მომენტში ქალს ჩასძინებოდა. -ყველაფერს მგონი დაწყებული საქმის დამთავრება აჯობებსო ჩაჩურჩულა კაცმა და ნიტას ყელს კოცნით დაუყვა. ,,ყველაზე მშვენიერი მდუმარება სწორედ მაშინ ჩამოწვება ხოლმე, როდესაც ტუჩები ერთმანეთს ხვდება“. უმისამართოდ ხლართავდა ხელებს მამაკაცის თმებში და მთელი ძალით ექაჩებოდა მისკენ. კარგად იცოდა, სხვას ასე შეხების უფლებას რომ არ მისცემდა, რადგან ვერასოდეს ვერ შეძლებდა მისი პირველი მამაკაცის დავიწყებას. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მათ ურთიერთობას იქამდე გაეძლო სანამ ორსულად არ დარჩებოდა. მერე კი... მერე გაქრებოდა ერეკლეს ცხოვრებიდან, დარწმუნებული იყო, რომ ერეკლესთვის ერთი რიგირთი გასართობი იყო და მეტი არაფერი. -რატომ არ მითხარი? -რატომ უნდა მეთქვა? -შენ გოგო ხომ არ გამოშტერდი? რატომ მოიქეცი ასე? -არამგონია ეგ შენი სადარდებელი იყოს, ვერ გავიგე რა გინდა? გთხოვე რამე თუ ვალდებულებები აგკიდე? მე ჩემი გზით წავალ შენ შენით. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ -შენი საერთოდ არ მესმის. თითქოს თვითონ გამომიწვიე, იცოდი რაც მოხდებოდა და მაინც არ შემეწინააღმდეგე. -ჰო ვიცოდი ერეკლე და არ შეგეწინააღმდეგე იმიტომ რომ მეც ისევე მინდოდა შენთან როგორც შენ ჩემთან... უკვე შეტევა ეწყებოდა ნიტას, ვერცერთ კუნთს ვერ იმორჩილებდა და მთელი სხეულით ცახცახებდა. -შენ თვითონ გჯერა, რომ მაგ ზღაპრებს დაგიჯერებ -არ მაინტერესებს დამიჯერებ თუ არა, თავი დამანებე ახლა უნდა წავიდე -დარწმუნებული ვარ თვითონ მომაკითხავ მალე. სახლში როგორც კი შევიდა წყალი გადაივლო და გოგოებს დაურეკა, სასწრაფოდ ჩემთან მოდითო. კიდევ კარგი დედამისი გააფრთხილა მაიკოსთან ვრჩები და სახლის ტელეფონზე არ დამირეკოო, თორემ გული გაუსკდებოდა ელენეს სახლში რომ ვერ დაიგულებდა შვილს. ზუსტად იცის დედამისი რომ არ გაკიცხავს. ისიც კარგად იცის ბედნიერი რომ არ იქნება მისი გადაწყვეტილებით, მაგრამ შეეგუება და ხელს შეუწყობს. ახლა ყველაზე მეტად მისი გვერდით ყოფნა და მზრუნველობა დაჭირდება ნიტას. -რაა ? მე გუშინ სახლში მეგონე გოგო და თურმე სად დაგულაობდი... მოსმენილი ამბით გაოცებული მაიკო ერთ ადგილას ვერ ისვენებდა -ნუ დამკივიხარ ძალიან გთხოვ თავი მისკდება ისედაც -თავი უსკდება გოგოს... თავის კატუნით გამოაჯავრა მეგობარი და მის წინ ჩამოჯდა. ასე ძალიან მოგეწონა? საერთოდ არ გეტყობა რომ რამეს ნანობ -რატომ უნდა ვნანობდე მაიკო? ხომ იცი რომ გამიზნულად გადავდგი ეს ნაბიჯი -შენი აზრით მოგძებნის ნიტა? ხომ იცი ძალიან იშვიათად ორსულდებიან პირველჯერზევე, ასე უაზროდ რომ გამოვარდი რა გარანტია გაქვს, ისევ რომ მოუნდება შენთან დაწოლა? -არ ვიცი მაგრამ მგონია რომ ისევ შევხვდებით ლელა, ან მე თვითონ მივალ ისევ იმ კლუბში -შენი ქცევა უკვე აღარ მომწონს ნიტა, თუ მაგ ერეკლეს მოეწონე უსამართლოდ მოექცევი -ძალიან გთხოვთ თავიდან ნუ დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს. გამიხარდება თუ მხარს დამიჭერთ, თუ არადა არც ეგ იქნება პრობლემა.. შენ და რეზი რას შვებით ლელა - თითქმის ყოველდღე ვხვდებით, ძალიან მომწონს ნიტა... ისე თუ გახსოვს რამდენიმე დღეში დაბადების დღე აქვს და სამივენი დაგვპატიჟა -ხო ეგ სულ დამავიწყდა, შარშან ვერ წავედი. წელსაც რომ არ მივიდე უხერხული იქნება. -სხვათაშორის უნდა რომ მისი მეგობარი გაგაცნოს -ამ ყველაფრის შემდეგ არც არავის გაცნობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ წამოვალ ***** ყველაფერი რაც მოულოდნელად ჩნდება შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. ყველაზე დიდხანს გვყვება და საუკუნოდ იდებს ჩვენს გულში ბინას. არ აქვს მნიშვნელობა ბედნიერება რამდენი ხანს გასტანს, მთავარია შევიგრძნოთ ის. სიხარულით და სიყვარულით გაჟღენთილი წუთები კი საუკუნოდ გაგვყვება. არასოდეს ვიცით რა როდის მოხდება და სწორედ ამაშია ცხოვრების ,,მუღამი“ მუდამ რაღაცას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. იმდენად შეიცვლება, რომ კანში ვერ დავეტევით, სურვილის მიუხედავად სხვებსაც გავაბედნიერებთ, სხვებსაც მოვუწოდებთ წვრილმანებში ეძებონ დადებითი მუხტი და არა უარყოფითი. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრ პრობლემასთან უწევდა შეჯახება, მაინც ხალისიანი და ბედნიერი იყო. მართალია უზიარებდა თავის გულისტკივილს მეგობრებს, მაგრამ არა იმ დონემდე მათთვის თავი რომ მოებეზრებინა. ბევრ რამეს მარტომ გაუძლო, ერთი პერიოდი ეგონა კიდეც შეიშლებოდა, მაგრამ შეშლის ეტაპიც გადალახა. გადალახა და საკუთარი თავის, ემოციების მართვა ისწავლა. თუმცა ეშინია წლების მანძილზე ნაშენები ძლიერება წამში ნაცრად არ ექცეს. ისევ მშიშარა გოგოდ გადაიქცა, რომელიც მარტივად გასაშიფრია და ეს შეგრძნება ეს დღეებია არ ასვენებს. ეშინია ერეკლეს, თვითონაც არ იცის რატომ. ვერაფრით ვერ გაუგია რატომ ქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია კაცს, წესით ყურადღება არ უნდა მიექცია ნიტასთვის და რიგითი საყვარელივით თავისი ხელით უნდა გამოესვა ნომრიდან. დილით სამსახურში გავიდა, რამდენიმე ბავშვი მიიღო და შემდეგ რეზის საჩუქრის ასარჩევად მაღაზიებში სიარული დაიწყო, ვერ იტანს ვინმესთან ერთად სიარულს, ამიტომაც არ დაურეკა გოგოებს, მართალია ლელა წუწუნს და მოთქმას დაიწყებს რატომ არ დამირეკეო, მაგრამ არაუშავს. ურჩევნია მშვიდად და წყნარად იყიდოს ის რისი ყიდვაც უნდა. *** "ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ სამყაროს და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ“. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლისო სრულიად შემთხვევით ჩაიბუტბუტა ნიტამ და მეგობრებს მიყვა. სულაც არ აპირებს დიდი ხნით დარჩენას, ნამდვილად არ აქვს ამდენი ხალხის თავი. ისედაც ვერ იტანს ყურადღების ცენტრში, რომ არის და ახლა ხომ საერთოდ, გონია რომ რაღაც დააშავა. აჯობებს ეს სულელური აზრები თავიდან მოიშოროს და რეზის საჩუქარი გადასცეს, როგორ უხარია ლელას და მისი ურთიერთობა, რომ აეწყო ძალიან უხდებიან ერთმანეთს, აშკარაა ლელას სერიოზულად მოეწონა რეზი თორემ ახლა აქ არ იქნებოდა -ეს ჩემგან რეზი, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს - დიდი მადლობა ნიტა. ძალიან გამახარე რომ მოხვედი, წამოდი სუფრასთან დავსხდეთ, მაგრამ მანამდე ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნოთ გოგონებო რეზი მათ ტერასისკენ გაუძღვა და რამდენიმე მამაკაცს მიუახლოვდა. -მეგობრებო, გაიცანით ლელა, ნიტა და მაიკო. ესენი კი ერეკლე, სანდრო და დიმა არიან ნიტას გული თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა, მის წინ მდგარ ერეკლეში არღვლიანი რომ ამოიცნო, მამაკაცსაც არანაკლებ გაოცებული სახე ჰქონდა. აშკარად არ ელოდა ნიტას აქ ნახვას, მით უფრო რეზისთან ერთად. -სასიამოვნოა გოგნებო, ეს დღეებია სულ ლელას ახსენებს რეზი და თურმე რა მშვენიერი გოგო ყოფილა. სამეგობროს სანდრო გამოეყო და თბილად გაუღიმა სამეულს - ნიტა და შენ თანამშრომლები ხართ ხო რეზი? ცოტახანში ისე იკითხა თითქოს რაღაც გაახსენდაოო, -კი სამი წელია ერთად ვმუშაობთ საოცარი ადამიანია მეგობრებო, სხვათაშორის ნიტას შესახებ ამასწინათ გიყვებოდი ერეკლე -ხო... მახსოვს... მახსოვს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.