შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი ქალში [სრულად]


14-10-2017, 06:57
ავტორი მე♥
ნანახია 11 153

ხელები ნელა გაშალა მხრების სიგანეზე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმით გაწვა. მეორე ცარიელი მხარე ცუდად მოხვდა, ხელშიც და გულზეც. თვალები სწრაფად დაჭყიტა და ცივ ბალიშს გადახედა.
არ არის მიჩვეული დილაობით მარტო ადგომას. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ ხოლმე და ახლა რა ბზიკმა უკბინა ნეტავ? ზანტად წამოიწია საწოლიდან და წამოჯდა. კისერი რამოდენიმეჯერ დაატკაცუნა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ბერდება!
არადა რა დროს ამის სიბერეა, სულ ახლახანს მიუკაკუნა ოცდაოთხ წელს. სამსახურიც ახლახანს დაიწყო ახალ ცხოვრებას მოუკიდა ფეხი და მგონი გამოსდის კიდევაც. ნეტავ ახლა დედა ყავდეს ახლოს, რამდენ დარიგებას და რჩევას მისცემდა.


ძალიან პატარა იყო მშობლები საბერძნეთში, რომ წავიდნენ სამუშაოდ. ეს პატარა გატლეკილი გოგო კი დეიდასთან და ბიძასთა დატოვეს. იმ ოჯახში მის გარდა კიდევ ოთხი საოცრად ხალისიანი ბავშვი ცხოვრობდა! თხუთმეტი წელი ერთ საწოლში აქვთ, თითქმის გატარებული. ბიჭები საკუთარი ძმებივით ყავდა, მათ გარეშე ზოგჯერ სუნთქვაც კი უჭირდა. არ იყო მიჩვეული სკოლაში მარტო სიარულს, არ იყო მიჩვეული აქეთ იქით შემოპარულ ცივ ჰაერს, იმიტომ რომ ოთხივე მაგრად უკავებდნენ სითბოს. ფაქტიურად მათ გაადაატანინეს დედ-მამის მონატრება!
ახლაც ასე იქნებოდა, ორი წლის წინ, დაჩი ავარიაში რომ არ მოყოლილიყო და უცხოეთში არ წასულიყო სამკურნალოდ. ერთ წელში გამოჯანმრთელდა, მაგრამ გერმანიაზე უარი ვერ თქვა და დარჩა. მერე მეგობარი გოგოც გაიჩინა და იქ ყოფნის დიდი მიზეზი მიეცა. ასე დარჩნენ ხუთიდან ოთხნი. მერე, თორნიკეც წავიდა სასწავლებლად ძმასთან და კიდევ შეცოტავდნენ. ღმერთის წყალობით ჯერ, აღარცერთ ძმას უწევს სკოლის დამთავრება და ერთმანეთსაც არ დაშორდებიან.
ოცი წლის ასაკში მათი სახლი დატოვა, დედ-მამის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. დეიდა და ბიძა კი დატოვა გულდაწყვეტილი, მაგრამ რა ქნას, დამოუკიდებლად ცხოვრება უყვარს.
ახლაც როცა გვერდით საყვარელი მამაკაცი ყავს, დამოუკიდებლობას მაინც ვერ თმობს. უამრავჯერ მოსვლიათ ბოლო ერთი თვის მანძილზე კამათი, ისეთ დონეზე ეჩხუბა ერთხელ კობა რომ ლამის დაშორდნენ. მერე მიხვდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე და კაცი ძლივს შემოირიგა.
მასთან უკვე ორი წელია ურთიერთობა აქვს. კობას მასზე, ექვსი წლით არის უფროსი და ცხოვრების ასე თუ ისე ესმის. ეს ჯერ კიდევ მოუმწიფებელი კვირტია.
ერთმანეთი სასწავლებელში გაიცნეს, კობას მეგობარი მისი ლექტორი იყო და შემთხვევით აღმოჩნდნენ ერთად, კურსის ბანკეტზე.
მათი სიყვარულის ისტორიის მოყოლა რომ დავიწყო, ალაბთ ძალიან წარსულში მომიწევს გადავარდნა, მე კიდევ იმდენი რამ მაქვს აწმყოდან და მომავლიდან მოსაყოლი, რომ დრო არ გვეყოფა!
ასე თუ ისე გაგარკვიეთ, რომ ამ კაცის გარეშე ვერ ცხოვრობს. მიეჩვია, გაითავისა უკვე გამჯდარი აქვს რომ ყოველი ღამე მისით უნდა მთვრდებოდეს და ყოველი დილა, მისი სურნელით და შეხებით იწყებოდეს.
მართალია, კვირაში რამოდენიმეჯერ აქვს ამ ბედნიერების განცდის საშუალება, მაგრამ ამასაც ჯერდება.
მამაკაცთან საცხოვრებლად ჯერ არ გადასულა, თვითონაც არ იციან რას ელოდებიან.
თუმცა შორენასთვის ალბათ ესეც ძნელი გადასაწყვეტი იქნება, თავისუფლებას ვერ დათმობს.

ფეხზე ნელა წამოდგა და პენუარი ტანზე შეისწორა. ფეხაკრეფით გავიდა სააბაზანოს კარებამდე და სახლი დაზვერა, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ე.ი. კობა სამსახურშია! სააბაზანოს კარები გაბრაზებულმა შეაღო. როგორ წავიდა ისე რომ არ დაემშვიდობა, ყოველ დილით ეს არ აცილებს ხოლმე?! ახლა რა ჯანდაბა დაემართა.
გაწბილებულმა გადაივლო ტანზე წყალი და პირსახოც შემოხვეული გავიდა სამზარეულოში, ყავა მოიმზადა და მისაღებ ოთახში დივანზე წამოწვა.
დღეს სამსახურში არ არის წასასვლელი, უფროსმა ერთ დღიანი შვებულება მისცა ყველას და გაახარებულია.
შორენაც ძალიან დაღალა ამ ახალმა სამსახურმა, ჯერ სულ რაღაც ორი თვეა რაც მუშაობა დაიწყო და უკვე ყველაფერი კისერზე აწევს. უფროსი როცა ამჩნევს რომ მონდომებულია, მისთვის საქმეს არ იშურებს.
კარების ჭრიალზე თავი ოდნავ გადაწია უკან და პირდაღებულმა გახედა შემოსასვლელში მდგარ მამაკაცს. შეტევაზე გადასვლას აპირებდა, მაგრამ რომ დაიფქრდა არ ღირდა. ის ხომ აქ არის და არსად წასულა, ე.ი. დამშვიდობებასაც მოასწრებენ. დივანზე წამოჯდა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო. კობა ნელა მიუახლოვდა ქალს და გამობურცულ ტუჩებზე ფრთხილად შეეხო.

-დიმაშვიდობისა ძილისგუდა. _ ლოყაზე ორი თითი მოუჭირა და მის გვრდით მოკალათდა.

-მე მეგონა სამსახურში წახვედი და არ დამემშვიდობე. _ ამოიბუზღუნა და თავი მხარზე ჩამოადო.

-დაგემშვიდობე, მაგრამ შენ ვერ გაიგე! _ საფეთქელზე ტუჩები მიადო და მისი სურნელი შეისუნთქა.

-მაკოცე დილით?_ წარბები ეშმაკურად აზიდა მაღლა და ტუჩებზე თითი გადაისვა.

-აბა რა ვქენი! შენი აზრით მაგ მარწყვების გარეშე წავიდოდი სამსახურში?_ სიცილით მოახსენა და კიდევ ერთხელ დააგემოვნა მარწყვები.

-ასე ადრე რატომ დაბრუნდი?

-გავიგე, ჩემი პატარა ქალი დღეს ისვენებსო და მეც მოვედი!_დივანზე დააწვინა და ზემოდან მოექცა, მოცინარ ქალს.

-მერე ზურაბმა გამოგიშვა?_ იკითხა მაცდური ღიმილით თან მისი პერანგის ღილების შეხსნას ცდილობდა.

-ზურაბი მე სულ მიგებს. _ ვნებამორეული ხმით ჩაილაპარაკა და ქალის მიმზიდველ სხეულს პირსახოცი წამებში მოაცილა.

^^^
თვალები ზანტად გაახილა და კობას მხარეს გადატრიალდა, მამაკაცს უშფოთველად ეძინა. მისკენ უფრო ახლოს მიჩოჩდა და სახეზე კონტურების შემოხაზვა დაიწყო, თან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცებს. როცა მიხვდა რომ კობას მკვდარივით ეძინა ფეხზე ფრთხილად წამოდგა და სააბაზანოსკენ გაიძურწა.

«ნეტავ სულ ასე გაგრძელდეს» ამოილაპარაკა ხმადაბლა და სახეზე თბილი წყალი შეისხა.
ფეხშიშველა გატანტალდა სამზარეულოში და კობასთვის სადილის მომზადება დაიწყო. თვითონ მასთან ერთად ჭამას ვერ მოასწრებს. დეიდას შეპირდა ექიმთან გამოგყვები ყოველწლიურ გამოკვლევებზეო. სუფრა ლამაზად გააწყო და ორად გაკეცილი წერილიც დადო.
საძინებელში ფრთხილად შევიდა, მამაკაცისკენ დაიხარა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო.

^^^
-შენც თუ ჩაიტარებ გამოკვლევებს ურიგო არ იქნება. _ გადაულაპარაკა პასუხების მოლოდინში მჯდარმა დეიდამ და მხარზე ხელი დაუსვა.

-მე რაში მინდა?_ შეიცხადა ქალმა.

-გამოკვლევები არავის აწყენს. თან ამ ბოლო დროს შენი ფერი არ მომწონს რაღაც. _ ეჭვით შეათვალიერა დიშვილი.

-კარგი რა, მანანა, როდემდე უნდა იძახო ახლა?_ ჩაილაპარაკა ბუზღუნით და ოდნავ შეღებილ კარებში შეიჭყიტა.

-მე შენთვის გეუბნები დედი, ხომ იცი არა ჩემს თვალებს არაფერი გამოეპარება!_ თითი დაუქნია და წინ გაიხედა. _ კობა როგორ არის?

-კარგად არის. _ მოკლედ ჩაილაპარაკა და დადუმებულ ტელეფონს დახედა.

-მასთან ხომ კარგად ხარ?_ თბილი ხმით კითხა დეიდამ და ლოყაზე თითები ჩამოუსვა.

-ძალიან კარგად. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ღიმილით მოავლო თვალი ცარიელ დერეფანს.

საავადმყოფოდან პირდაპირ თავის სახლში წავიდა, იქაურობა მოსაწესრიგებელი აქვს და დღეს დაალაგებს. სახლში იმხელა მტვერი იდო საკუთარ თავზე გაბრაზდა, მერე კობაზეც აქამდე რომ დაიტოვა თავისთან. საღამომდე ალაგებდა სახლს, როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი ბზინავდა დივანზე გაწვა და ტელეფონი მოიმარჯვა.

«როგორ ხარ?» _ მიწერა კაცს და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. შეტყობინების მაგივრად კობამ გადმოურეკა.

-რა ქენით?_ ინტერესით იკითხა მამაკაცმა.

-ვიყავით და ყველაფერი წესრიგშიაო ექიმმა. ახლა ჩემთან ვარ სახლში, აქაურობა მტვრის ბუდეს გავდა.

-დღეს არ მოხვალ ჩემთან?_ დაეჭვებით იკითხა კაცმა.

-გეხვეწები მე ნუ გამომიყვან, შენი მონატრების ჩასაცხრობად. დღეს შენ გამოდი!_ მუდარით ჩაილაპარაკა და ყელი ოდნავ გამოიწყელა თითქოს ხედავდესო.

-კარგი მოვალ, ოღონდ ცოტა შემაგვიანდება._ გააფრთხილა და ტელეფონი გათიშა.

კობას მოსვლამდე ცარიელი მაცივრის ასე თუ ისე შევსება მოასწრო. დაღლილი და ძალაგამოცლილი მიწვა დივანზე და ჩათვლიმა.
თვალები რომ გაახილა, გემრიელად დაბინდებული დახვდა. საათის ისრებს მოჭუტული თვალებით ახედა და გაოცებულმა წარბები გაშალა.
უკვე ცხრა საათი სრულდება და კობა ისევ არ ჩანს. ტელეფონი მოიმარჯვა დასარეკად, მისი რამოდენიმე გამოტოვებული ზარი რომ დააფიქსირა. თავში ხელი მძიმედ მიირტყა და არასასიამოვნო ხმები ამოუშვა. უცებ გადაურეკა საყვარელ მამაკაცს და მისი ბრაზიანი ხმის მოლოდინში ტუჩები მოიკვნიტა.

-იკადრე? სად ხარ რომ გირეკავ?_ იკითხა გაწბილებულმა და გაბრაზებულმა.

-ბოდიში რა, ჩამეძინა და ხმის ჩართვა დამავიწყდა ტელეფონზე. _ ამოიკრუსუნა საცოდავად. _ სად ხარ?

-სახლში! კარები არ გამიღე და როდემდე მეყურყუტა მანდ?_ იკითხა ირონიით.

-შე დეგენერატო, იქნება და ვკვდები სახლში? _ გაბრაზებული აფეთქდა შორე.

-კვამლი არ გამოდიოდა, არც ხმაური და ვიფიქრე რომ ელზასთან ხარ!_ არც მან დააკლო გაბრაზება და ხმის აწევა.

-ელზასთან რა ჯანდაბა მიდა როცა შენ გელოდებოდი?_ ხმა ჩაუწყა ნაწყენს.

-ახლა სანამ ცრემლებს გადმოყრი კარები გამიღე, თორემ ამ კიბეებზე არაკომფორტულად ვარ!_ სიცილით დააყოლა კაცმა.

არ ახსოვს რა სიჩქარით მივარდა კარებს და როგორ გამოგლიჯა. კიბეებზე ჩამომჯდარ კობას კალთაში ჩაუხტა და სახე მონატრებით დაუკოცნა. ძალიან გაუხარდა მამაკაცი იქ რომ იყო და მისი ნახვა კიდევ რამოდენიმე წუთით არ გადაიწევდა. ხელები მაგრად მოხვია კობამ ქალს, ხელში ფურცელივით ააფრიალა და სახლში შეაფრიალა. შემოსასვლელში მსუბუქად დასვა ძირს და შუბლზე აკოცა.

-შემდეგში როცა სახლში მიბარებ, კეთილი ინებე და გასაღები მეც ჩამაბარე ხოლმე!_თითი საფეთქელზე მიუკაკუნა და დივანზე წამოწვა.

-შენ გაქვს გასაღები სხვათაშორის! სამზარეულოში დევს ვაზაში!

-სახლში მიბრუნებას და უკან მობრუნებას დრო უნდა, ასევე ბენზინიც. _ თვალი ჩაუკრა და ტელევიზორი ჩართო. _ ცივა შენთან თუ მე მცივა?

-იმდენიხანი მჯდარხარ სადარბაზოში შეგცივდება აბა რა იქნება. ცხელ ჩაის მოგიტან. _ სიცილით გაიქცა სამზარეულოში ქალი.

გათენებისთანავე იგრძნო ცხელი ტუჩები და გაეღიმა. ხელები თვალდახუჭულმა, ვარაუდით აწია მაღლა და კაცის კისერზე მოაკალათა, თავისკენ მოიზდა და ზემოდან მოიქცია. კობამ სახის ყველა ნაკვთი თბილად დაუკოცნა და ფეხზე წამოდგა. პერანგი შეისწორა და სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა. ქალს ხელის ქნევით დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. სადღაც ათ წუთში თვითონაც ადგა ფეხზე და გამზადება დაიწყო. სოლიდურად გამოიპრანჭა და სამსახურში წავიდა. სამარშუტო ტაქსებში როგორც ყოველთვის ჭედვაა. კობასაც არ დაყვება სამსახურში, ერთი თბილისს ბოლოში მუშაობს მერე თავში. შორენა რომ ატაროს, მთელი დღე მოუნდება მერე თავის სამსახურში მისვლას და უფროსისგან საყვედურს მიიღებს, ამიტომ ქალის დაჟინებული თხოვნით ცალ-ცალკე დადიან სამსახურებში.

მაგიდასთან მოკალათდა, კომპიუტერი ჩართო და ყავა მოსვა. დღეს დიდად არ დაიტვირთება. რამოდენიმე კონტრაქტი აქვს ბაზაში შესაყვანი და ეგ არის. ამ ყველაფერს მაქსიმუმ ოთხი საათი დასჭირდეს, გადახედვასაც ერთი და საბოლოოდ ხუთ საათში თავისუფალია. იქნებ შესვენებაზე მოახერხოს და ელზა ნახოს, თორე მოენატრა უკვე ძალიან.

ხუთში არა მაგრამ ექვს საათში ყველაფერს მორჩა. პირველ საათზე შესვენებაზე არ გასულა და ახლა ისარგებლებს თან სამუშაოც დაასრულა. ელზას გასვლამდე დაურეკა და შეხვედრის ადგილი დაუთქვა.

ნახევარ საათში დაქალთან ერთად ცხელ ყავას მიირმთმევდა და ნამცხვარს აყოლებდა. ელზა, თავის ახალ თაყვანისმცემელზე უყვებოდა და გულიანაც აცინებდა. შორენამ კობაზე მოუყვა სიახლეები, ელზა როგორც ყოველთვის მამაკაცით აღფრთოვანებული დარჩა.

-შორე, მეჩვენა თუ ფერი არ გაქვს?_ დაეჭვებით კითხა მეგობარმა და თვალებში ჩააჩერდა.

-რა გჭირთ ხალხნო თქვენ? გუშინ დეიდაჩემმა ჩამიტარა ლექცია, ანალიზებზე ახლა შენ დაიწყე!_ ამოიბუზღუნა გაღიზიანებულმა და ჭიქა დაახეთქა.

-ხასიათიც ძალიან შეგეცვალა... წონაშიც მოიმატე._ საუბარს მაინც არ წყვეტდა ელზა და დაქალს ათვალიერებდა. _ შორე, ორსულად ხომ არ ხარ?_ იკითხა თვალების ფახუნით და გაოცებულ მეგობარს მიაჩერდა.

წამებში დაკარგა ფერი ქალმა. გულიც ძალიან აუჩქარდა და პულსაციაც შეუნელდა.
არა! ახლა ბავშვი არაფერში არ ჭირდება! თანაც კობასთან ამაზე არასდროს არ უსაბრია, მამაკაცს ამ დროის განმავლობაში ბავშვი არცერთხელ არ უხსენებია... ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ ზედმეტ ტვირთად მიაჩნია, შვილი, თან მარტო კობაც ხომ არ არის, ახლა შორენაც არ არის დედობისთვის მზად. ძალიან ახალგაზრდაა, შვილის ყოლას კი ძალიან დიდი პასუხგისმგებლობა უნდა... ეს ქარაფშუტა გოგო კი ჯერ კიდევ, გართობაზე და თავისუფლებაზე ფიქრობს. შვილი ძალიან შეზღუდავს!
მუცელზე ინსტიქტურად იტაცა ხელი და ფერგადასულმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.

-წარმოიდგინე რა მაგარი იქნება თქვენი შვილი, შორე. _ აღტაცებას ვერ მალავდა ელზა.

-არა! არა! რა ორსულად, ჩვენ თავს ვიცავდით. _ ამოიჩურჩულა ტირილის პირას მისულმა და სალფეთქს დაწვდა.

-მერე რა? კარგი რა, ასი პროცენტით სანდო არაფერი აღარაა. ექიმთან წავიდეთ და დავადასტუროთ ჩემი ეჭვები.

მეგობარს რომ არ ეთქვა ისედაც აპრიებდა უკვე ექიმთან მისვლას... გეგონება სკამზე კაქტუსები ეყარა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. აღელვებული ხან დერეფნის ბოლოში იყო, ხანაც თავში. მედდამ ექიმის კაბინეტში უხმო დაქალებს. ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ. ელზას ღიმილით ეჭირა მეგობრის ხელები. დაძაბული უსმენდა ექიმს და ცდილობდა არცერთი სიტყვა გამორჩენოდა, მაგრამ როგორც კი არასასურველი პასუხი მოისმინა აღარაფერი გაუგია. პირი სულ ამოუშრა, გულმაც საშინლად ნელა დაიწყო ცემა. აკანკალებული ხელი პირთან მიიტანა და ტირილი რომ არ დაეწყო მაგრად მოიჭირა. კაბინეტიდან ფეხების თრევით გამოვიდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ელზა წინ და უკან ანალიზებით დარბოდა და იცინოდა.

-ელზა, გეყოფა! ბავშვი არ გაჩნდება!_ წამოიძახა უცებ და ჰაერში ამხტარი მეგობარი ძირს დააგდო.

-რა თქვი?_ იმედგაცრუებულმა იკითხა და სკამზე ჩამოჯდა რომ არ დაცემულიყო.

-რაც გაიგე... მე და კობა არ ვართ ამისთვის მზად!_ ჩაილაპარაკა ხმაწართმეულმა და ფეხზე ადგა.

-შენ ხომ არ გადაირიე გოგო? რას ბოდიალობ ხვდები მაინც?_ დაიკივლა ელზამ და მკლავებში ჩააფრინდა. _ ან რა უფლებით ლაპარაკობ კობას მაგივრად, ვინ მოგცა შენ ამდების უფლება?_ ნერვებს ვერ აკონტროლებდა ელზა.

-ნუ ყვირიხარ! ხალხი გვიყურებს. _ დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და მეგობრის გაჩუმება სცადა.

არადა ახლა თვითონ როგორ ჭირდებოდა დამშვიდება და ამ ამბის საერთოდ დავიწყება. რაღა ახლა, რატომ მაინცდამაინც შორენა?

-არა! კობას მე თვითონ ვეტყვი ყველაფერს. _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა.

-თუ ერთ სიტყვას მაინც იტყვი ჩათვალე რომ მე შენთვის მკვდარი ვარ!_ შორენას ხმა დაეწია თუ არა ადგილზე გააშეშა. ნელა შემოატრიალა თავი და სრულიად უცხო დაქალს დანანებით მიაჩერდა.

-ეშმაკი ხარ! ეშმაკი ქალი!_ ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა, ანალიზები ფეხებთან დაუგდო და გასასვლელისკენ სირბილით წავიდა.

მეგობრის სიტყვებით გულნატკენი დაიხარა და ანალიზებს ხელი დაავლო. ფურცლები ჩანთაში ჩაიყარა და დერეფანს ისე დაუყვა თითქოს სირცხვილის კორიდორს გადიოდა. ასეც იყო! სხვანაირად არც შეიძლება. გულის სიღრმეში თვითონაც იცის რომ ის, რასაც ახლა აკეთებს ყველაზე დიდი დანაშაულია, მაგრამ არ შეუძლია ამ ბავშვის გაჩენა. საავადმყოფოს კარებთან იდგა უკვე უკან რომ შემოტრიალდა და თავისი ექიმის კარები დაუკითხავად შეაღო.

-შორენა, შვილო მოხდა რამე?_ ფეხზე წამოიჭრა ქალი.

-იცით.... მე... მე... _ ლუღლუღებდა დაბნეული.

-აბორტი გინდა არა?!_ გამომცდელად ჩაილაპარაკა და დანანებით გაიღიმა. _ ძალიან ცუდია, შვილს მომავალს რომ უსპობ, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხელს ვერ გკრავ. _ქალი თავის სავარძელში ჩაჯდა და შორენასაც იგივესკენ მიუთითა. _ როდისთვის გინდა?_ ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და შორენას გახედა.

-რაც შეიძლება მალე. _ ამოილაპარაკა ხმაწართმეულმა.

-ხვალ რომ იყოს?_ იკითხა ქალმა და კალენდარს ჩააჩერდა.

-დიახ... იყოს. _ ისევ ლუღლუღებდა.

გაოგნებულმა დატოვა საავადმყოფო. ტაქსში აფორიაქებული ჩაჯდა და თავისი სახლისკენ წავიდა. გზაში კობასთან მიწერა ცადა, მაგრამ ხელები ვერ დაიმორჩილა და ისევ მის გამოხმაურებას დაელოდა. აზლუქუნებული ავიდა სახლში და პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა. გაუხდელად შეწვა საწოლში და მოიკუნტა.
სწორად იქცევა! ახლა ბავშვის მოვლა პატრონობისთვის არ შეუძლია, ეგეც რომ არ იყოს ახლახანს დაიწყო მუშაობა და დეკრეტში გასვლა არ ივარგებს... თან კობასთანაც მოსაგვარებელი აქვს ეს საქმე, ამიტომ ჯობია ეს პატარა არ გააჩინოს... შვილი კიდევ ეყოლება, აი კობას დაკარგვას კი ვერ გადაიტანს.

სიცივე იგრძნო და თვალები ნაძალადევად გაახილა. თავი ნელა მიატრიალა უკან და საწოლზე გაშოტილ კობას ტკივილით დააჩერდა. მამაკაცის სახის ნანახვისას წარმოიდგინა როგორი იქნებოდა მათი პატარა შვილი და მუცელზე ხელი მოისვა. როცა მიხვდა, რომ მისი საქციელები არასწროია სწრაფად მოიცილა ხელი მუცლიდან და ფეხზე წამოდგა. კობას პლედი მიაფარა თვითონ კი მისაღებში გავიდა. რომ გაიღვიძებს და შეცვლილ შორენას ნახავს ნეტავ რას ეტყვის. იქნებ აჯობებს უთხრას, რომ ორსულად არის და პასუხი მისგანაც გაოგოს. მაგრამ მამაკაცმა რომ თხოვოს აბორტი გაიკეთეო ალბათ გააფრენს... მისგან სულ სხვანაირად ეტკინება, შვილის მოშორების თხოვნა...
«ნეტავ არ აზრი აქვს, რომელი მოვკლავთ შვილს!» ამოილუღლუღა ირონიით ფიქრებმა. კობა ნამძინარევი გამოვიდა ოთახიდან და შორენას უკნიდან მოეხვია. ქალი მოულოდნელობისაგან და დაძაბულობისგან შეიშმუშნა. მამაკაცმა ხელები უფრო მძლავრად მოხვია და მკერდზე მიიკრა, ათრთოლებული სხეული.

-შო, მოხდარამე?_კითხა ინტერესით და მუცელზე ხელები მოხვია.

შეიძლება მოეჩვენა, ან გაზვიადებული ნერვიულობის ბრალია, მაგრამ იგრძნო როგორ შეირხა შიგნით რაღაც... რაღაც კი არა შვილი! მათი შვილი, მამის შეხებისას გამოძრავდა. «ის ძალიან პატარაა ჯერ.» არწმუნებდა თავს, და ცდილობდა სასიამოვნო ემოციები როგორმე ჩაეხშო.

-შო, მოხდა რამე?_ გაიუმერა კითხვა და თავი ააწევინა.

-არა, არაფერი. უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალე. _ ურცხვად იცრუა და თავი მის მკერდს მიადო.

-ორი დღით ქალაქიდან გავდივარ, ზურაბს მივყვები შეხვედრებზე.

სხვა დროს სხვა ვითარებაში, რომ ეთქვა ეს კობას, ალბათ გააფრენდა, მაგრამ ახლა საშინლად გაუხარდა მისი სიტყვები. ეს ორი დღე რაც უფრო შორს იქნება მისგან, უფრო კარგად ჩაივლის ყველაფერი. კობასთვისაც არ მოუწევს ახსნა განმარტებების მიცემა. კაცს სევდიანი თვალებით ახედა და ნიკაპზე მოეფერა.

-როდის მიდიხარ?_ კითხა დაბალი ხმით.

-დღეს გვიან გავალთ. ხვალ დილაადრიან გვაქვს პირველი შეხვედრა. _ ლოყაზე აკოცა ქალს და თმებზე წაეთამაშა.

-ხომ მალე ჩამოხვალ?_ მაინც ვერ მოუთმინა გულმა და იკითხა.

-ზეგ დილით აქ ვარ!_ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და ქალს კიდევ ერთხელ აკოცა გაცრეცილ ტუჩებზე. _ წავედი ახლა და ჭკუით, შეგეხმიანები ხოლმე!

-იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ!_ მიაძახა გასვლისას და ხელები მაგრად მოხვია კისერზე. მამაკაცმა სასიამოვნოდ ჩაიცინა და ქალი უფრო მაგრად მიკრა სხეულზე.

როგორც კი კობა გააცილა ცრემლებმაც იხეთქეს. სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა ერთიანად მოაწვა მის სხეულს და იფეთქა. ატირებული შევიდა ოთახში და ხვალინდელი დღისთვის მოემზადა.
ნეტავს დედამისი რომ უყურებდეს ახლა რას ეტყოდა, რას ეტყოდა და გემრიელად მოწიწკნიდა თმებს... რომელი დედა იტყვის უარს შვილზე.. მისი და საყვარელი მამაკაცის ნაყოფზე. იმ პატარაზე მომავალში, სიცოხლე რომ უნდა გაგიხანგრძლივოს.

«რომელი და ეშმაკი! ეშმაკი ქალი და დედა!» აყვირდა შორენას მე.

გულზე ხელები მაგრად მიიჭირა და საწოლზე მოიკუნტა. ხვალინდელი დღის შიშით და მოლოდინით, თვალი ვერ მოხუჭა. არადა როგორ უნდა დაიძინოს და ცოტახნით მაინც დაივიწყოს ყველაფერი. გვიან ღამით კობამ მიწერა, "როგორ ხარო." პასუხის გაცემაც კი ვერ შეძლო მამაკაცისთვის. თვალები მაგრად დახუჭა და ჩამოცურებული ცრემლები თითებით შეიმშრალა.

დილით ექვს საათზე წამოდგა ფეხზე და უძინარ თვალებზე თითები დაისვა. სარკეში რომ ჩაიხედა იქიდან სულ სხვა, შორენა უყურებდა. გაუბედურებული, თვალებდასიებული და რაღანაირად ბოროტული. საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ემოციები, უკან გაგზავნა და ფეხზე წამოდგა. სახლში უმისამართოდ დაბოდიალობდა, მთელი სამი საათი. ცხრა საათისთვის, უფროსს დაურეკა და ერთ დღიანი შვებულება თხოვა. იმანაც უპრობლემოდ მისცა! ჩანთაში ერთი ხელი თეთრეული ყოველი შემთხვევისთვის ჩაილაგა და სახლი დატოვა. მთელი გზა იმაზე ფიქრობდა სწორად იქცევა თუ არა. საქარე მინას თავი მაგრად მიაჭირა და თვალები დახუჭა.
რომ არა სწრაფი რეაგირება, ალბათ გემრიელად ჩათვლიმავდა. მძღოლმა დანიშნულების ადგილას მიიყვანა და წავიდა.
სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საავადმყოფოსკენ. თავისი რიგის ნომერი ხელში ეჭირა და გამწარებული ათამაშებდა. რამოდენიმე ორსული ქალიც დალანდა დერეფანში, მაგრამ ისე ქონდა ბინდი გადაკრული თვალებზე ვერაფერს ხედავდა. მუცელს დახედა და მძიმედ ამოიხვნეშა. რამოდენიმე ისეთი ქალიც დაინახა, მუცელი საერთოდ რომ არ ეტყობოდათ.
«ესენი ალბათ ჩემს დღეში არიან.» ჩაუჩურჩულა გონებამ. ტუჩები ერთმანეთს მაგრად მიაწება, ფიქრებს ხმა რომ აღარ ამოეღოთ და თავის რიგს გულის ფანცქალით დალოდა.

-შორენა ამაშუკელი!

სიშორიდან გაისმა მისი სახელი და გვარი. დაგუბებულ სმენას ძლივს მიწვდა, ორი სიტყვა და ფეხზე ზანტად წამოდგა. კაბინეტის კარებთან გაჩერდა, ნაბიჯი ვეღარ გადადგა წინ...

«რას აკეთენ?» ამოსძახა ხმამ!
«ღმერთო ჩემო! რას ვაკეთებ... ჩემს შვილს! ჩვენს პატარას! ჩემი და კობას, სიყვარულის ნაყოფს რა ვუკეთებ?» დაიკივლა გულმა...
ცრემლმორეული უკან მობრუნებას და საავადმყოფოდან გაქცევას აპირებდა მკლავში ძლიერი ხელის ჩავლება რომ იგრძნო.
წამიც არ დაჭირვებია იმის გასააზრებლად რომ მის უკან განრისხებული, ფერებგადასული და სულ სხვა კობა იდგა. კაცს ცრემლიანი თვალებით ახედა და ცადა რაიმე ეთქვა, მაგრამ მისი ზიზღით სავსე მზერა ამის საშვალებას არ აძლევდა!

გაყინული თვალებით უყურებდა ერთ დროს საყვარელ ქალს და ახლა მხოლოდ მისდამი ზიზღს გრძნობდა. ახლა მასში მხოლოდ მკვლელს და ეშმაკს ხედავდა! ქალი რომელიც რამოდენიმე საათის წინ, ეფერებოდა სადღაც გაქრა... ახლა მის წინ, თავისი შვილის მკვლელი ედგა.

-კობა... _ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და მასთან მიახლოვება ცადა. მაგრამ მამაკაცის ამოძახილმა ბგერებმა ადგილზე გააქვავა.

-ეშმაკო! _ დაიღმუვლა კაცმა და მკლავში ჩააფრინდა. _ გამოადგი ფეხი!_ დაუყვირა სიძულვილით და გასასვლელისკენ წაიყვანა.

-კობა მეტკინა!_ ამოიკრუსუნა ცრემლმორეულმა და ხელის განთავისფლება ცადა.

-ხმა გაიწყვიტე შენი... _ გაღიზინებულმა დაუღრიალა და კარებში გააგდო. _ ბავშვზე არ ფიქრობდი! მას როგორ ეტკინებოდა იმაზე არ გიფიქრია შე მკვლელო და არაადამიანო?!_ ღრიალებდა გონება არეული და ქალს აქეთ-იქით ანჯღევდა.

-გეფიცები! შენ რომ მოხვედი წამოსვლას ვაპირებდი! _ ამოიტირა და კაცის მკლავებს ჩააფრინა.

-ხმა! შენი ხმა არ გავიგონო!_ დაიღრიალა და მანქანისკენ წააპორწიალა. _ ვინ მიყვარდა ამდენი ხანი თურმე... ქალი კი არა სატანა ხარ! შენ როგორ მიყვარდი. _ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა კობა. ქალი უკანა სავარძელზე დასვა თვითონ კი სუფთა ჰაერზე დადგა და ხელები თავზე შემოიწყო.

ატირებული უყურებდა საყვარელ მამაკაცს და თავისი თავი კიდევ უფრო ძულდა. ძულდა იმიტომ რომ კობას ამდენის თქმის საბაბი მისცა. სძულდა იმიტომ, რომ საყვარელ მამაკაცს აღარ უყვარდა. ყველაფერი სძულდა რასაც შორენას ეხებოდა. ერთადერთი რის მიმართაც სიძულვილი ვერ ჩაინერგა მუცელია! მუცელი რომელშიც თავისი პატარა ნაყოფიერდება. ატირებულმა ცადა კარების გაღება, მაგრამ დაკეტილი დახვდა. მინას გამეტებით დაარტყა გაშლილი ხელის გული და კობას დაუძახა. კაცმა თავი იმედგაცრუებულმა მოატრიალა და საჭეს მიუჯდა.

-გეხვეწები მომისმინე, რა!_ მუდარით თხოვა და მისი კისრისკენ გაიწია.

-ნუ მეხები! _ დაიღმუვლა და ხელები ჰაერში აიქნია.

სახლამდე ისე მივდნენ ხმა არცერთს ამოუღია. კობა გაცხოველებული ქშინავდა და ნერვების მოთოკვას ცდილობდა. შორენა ცდილობდა უხმოდ ეტირა, კაცი რომ არ გაეღიზიანებინა. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერდა და გადავიდა. გაგიჟებულმა გამოაღო მანქანის კარები და თვალებდასიებული შორენა მანქანიდან გადაიყვანა. მკლავზე მაგრად უჭერდა ხელს და ცდილობდა, მისთვის იმ ტკივილის ნახევარი მაინც მიეყენებინა რასაც ახლა კობა და თავისი შვილი გრძნობდნენ. სახლამდე სულ ძალით აათრია და სახლში შეაგდო. ტკვილით მიეკრა კედელს შორენა და მამაკაცისკენ გაიწია.

-აგიხსნი... მომისმინე და ყვეალფერს აგიხსნი. _ ემუდარებოდა და მკლავებზე ექაჩებოდა.

-მაგ არაადამიანობას ახსნაც აქვს?_იკითხა ცინიზმით და ცადა ხმა გაეკონტროლებინა.

-აქვს! გეხვეწები მომისმინე... მე მეგონა, რომ შენ შვილი არ გინდოდა... შენ არასოდეს გიხსენებია ბავშვი, მეტიც სულ ცდილობდი თავი ორივეს საიმედოდ დაგვეცვა... არასდროს გისაუბრია ოჯახზე, არასდროს გამოგითქვამს შვილის ყოლის სურვილი. ჩემს ადგილას შენ რას იფიქრებდი? მთელი ეს პერიოდი, არცერთხელ დაგცდენია სიტყვა, ნორმლაურ ოჯახზე. _ ძლივს აბავდა სიტყვებს თავს შორენა.

მამაკაცი ერთხან დუმდა, ალბათ ფიქრობდა რომ ქალი ნაწილობრივ მართალია. ეს მართლაც აძლევდა მიზეზს იქ წასულიყო... მაგრამ მისი ინსტიქტები, დედობრივი სიყვარული, ყველაფერი რაც შვილთან აკავშირებს როგორ დაივიწყდა. როგორ ცადა მისი შვილის მაგივრად პირველი კობას დაყენება. ამაზე ბრაზდებოდა.

-შეიძლება მართალი ხარ! მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ შენ... შენ როგორ გაბედე და როგორ იფიქრე რომ ჩემს შვილს მოვკლავდი? გეკითხები როგორ იფიქრე, რომ ჩემი და შენი შვილი არ მენდომებოდა? ან შენ მაინც როგორ არ შეგეცოდა?_ ლაპარაკობდა და გაურკვეველი მიმართულებით იქნევდა ხელებს.

-მაპატიე! ორივემ მაპატიეთ... _ ემუდარებოდა მუხელბზე დავარდნილი და კედელს ეყუდებოდა.

-ახლა რომ გიყურებ მინდა რომ დაგახრჩო... შედი ოთახში და შეეცადე თვალებში არ გამეჩხირო!_ დაუყვირა ქალს და ოთახისკენ მიუთითა.

უსიტყვოდ დამორჩილდა მის სიტყვებს და არეული ნაბიჯებით შევიდა საძინებლამდე. საწოლზე ტკივლით გაწვა და მუცელზე ორივე ხელი მაგრად მიიჭირა. «ეზიზღები! ძულხარ!» არ ასვენებდა გული და უარესად იკლავდა თავს. « შენ ხომ მაპატიებ დე? ხომ მაპატიებ ამ არაადამიანობას? შენ ხომ იცი რომ გულის სიღრმეში ამის გამკეთებელი არ ვიყავი. აპატიე შენს სატანა დედიკოს!» ხმამაღლა ემუდარებოდა შვილს და ეფერებოდა. თითქოს იქიდან პატარამაც უპასუხა... იგრძნო რომ შვილი მასზე გაბრაზებული არ არის, ის უბრალოდ დედაზე ნაწყენია! ნაწყენია იმიტომ რომ ეს სისაძაგლე გონებაში გაივლო...
კობას ბალიში ზემოდან ამოაძვრინა და გულზე მიიკრა. მთლიანად ჩარგო სახე მასში და ტირილისგან გამოცემული ხმების დახშობა ასე ცადა.

წინა ღამის უძინარს და დღევანდელი დღით დამძიმებულს მალევე ჩაეძინა. კი არ ჩაეძინა გაითიშა. თვალები რომ გაახილა ღამე იყო ოთახი კი ცარიელი. ნელა წამოწია თავი იმ იმედით რომ დღევანდელი დილა დაესიზმრა... მუცელზე ხელი დაისვა და ოთახი მოათვალიერა, ცარიელი საწოლის დანახვისას კობა გაახსენდა, კობას გახსენებისას კი მისი თითოეული სიტყვა და საქციელი. აკანკალებული ხელებით ძლივს გადაიძრო საბანი და ფეხზე წამოდგომა ცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ძირს გაიშოტა. იმდენად დაუძლურებული და გასავათებული იყო დღევანდელი დღით რომ არც ძილმა და დასვენებამ უშველა. თუ ერქვა საერთოდ ამას დასვენება.
შეშინებულმა ხმამაღლა შეკივლა და მუცელზე ხელი იტაცა. საწოლის კიდეს თავისუფალი ხელით დაეყრდნო და ადგომა ცადა, ადგებოდა კიდევაც კარები დაფეთებულ კობას რომ არ შემოღე. ძირს დავარდნილი შორენას დანახივსას სახეზე ფერები ერთი მეორეს მიყოლებით იცვლებოდა. სწრაფად მიეჭრა ქალს და ფეხზე წამოაყენა, საწოლზე დააჯინა და განრისხებული თვალებით მიაჩერდა.

-ახლა ასე ცდილიბ ხო ბავშვის მოშორებას?_ იღრიალა გაუაზრებლად და ქალის ყელს გააფთრებული ეცა.

თავიდან ვერ მიხვდა კობა რას აკეთებდა, დანამდვილებით იცოდა რომ მამაკაცი მოსაკლავად არ გაიმეტებდა. მარტო იმიტომ რომ მის შვილს ატარებს მუცლით და შვილის მკვლელი ვერ გახდება. ზიზღის გარდა მის თვალებში უდიდესი ტკივილი და სევდა დაინახა. რამაც კიდევ ერთხელ დაუფლითა გული. კობას ხელებს გააზრებულად შეახო თავისი აცახცახებული ხელები და თითები სიყვარულით დაუსვა. თითქოს მამაკაცს დენი დაარტყესო ისეთი რეაქცია ქონდა, ქალის შეხებაზე. სწრაფად მოაცილა ხელები და განზე გადგა.

-გეჯავრები ხო? გეზიზღები!_ სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს მზერა აარიდა. _ არც მიკვირს. ჩემნაირი ადამიანები სიყვარულის ღირსები არ არიან!_ არ წყვეტდა თავის თავის დაცინვას და გამწარებას შორენა.

-კარგია რომ ხვდები! შენნაირი დედები ერთად უნდა დაყარო და დაწვა!_ სისინს არც გაწბილებული და გულნატკენი მამაკაცი წყვეტდა.

შორენამ ღიმილით გახედა მამაკაცს და დაუძლურებული ფეხები აიძულა წამომდგარიყვნენ. ნელი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ.

-სად მიდიხარ?_ კითხა კაცმა და წინ გადაუდგა.

-სახლში!_ უემოციოდ გასცა პასუხი და გასვლა ცადა.

-დღეიდან ეს არის შენი სახლი!_ საკმაოდ უხეშად გასცა პასუხი.

-შენ ხომ იცი რომ მე აღარაფრის ჩამდენი ვარ? _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და თავი დახარა. _ ჩემს სახლში წავალ. ასე სამივესთვის უკეთესია. ბავშვზე შენი უარყოფითი ემოცები ძალიან იმოქმედებს. _ ლაპარაკობდა და თან ტიროდა.

-დღეიდან მე ვწყვეტ, თქვენთვის რა არის უკეთესი და რა არა!_ დაიგრუხუნა კაცმა. _ გასაგებია?_ კითხა მოთრთიალე ქალს და ნიკაპით სახე ააწევინა.

შორენამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ოთახში შეტრიალდა.

-გამოდი ვჭამოთ. _ მიაძახა მამაკაცმა.

-არ მშია._ისე ჩაილაპარაკა რომ არა დაძაბული სმენა ვერაფერსაც გაიგებდა.

-შენ გშია თუ არა ეგ არ მაინტერესებს, ჩემს შვილს შია!_ მკლავში ჩაავლო ხელი და სამზარეულოში გაიყვანა. ამჯერად ნაზად მიყავდა, ალბათ დაფიქრდა და მიხვდა რომ ბავშვს მისი უხეშობა ვნებს.

სკამზე დააჯინა და წინ საჭმლით სავსე თეფში დაუდო, იქვე ნატურალური წვენიც დადო და ქალს დაჟინებით მიაჩერდა. ნელა წაიღო ხელი ჩანგლისკენ და თითებში ძლივს მოიქცია. თეფშზე არსებულ საკვებს წვალება დაუწყო, თავსაც ირთობდა და ნერვებსაც ამშვიდებდა. კობა ჩუმად ადევნებდა ქალის გამაღიზიანებელ ქცევებს თვალს.

-კიდევ დიდხანს უნდა დააკვირდე საჭმელს?_ კითხა აგდებით.

უგემურად წაიღო პირველი ლუკმა პირისაკენ. საჭმელი ნორმლაურად გადაყლაპულიც არ ქონდა გულის რევის შეგრძნებამ რომ წამოუარა! დაფეთებული წამოვარდა ფეხზე და პირზე ხელაფარებული გაიქცა სააბაზანოსკენ. უკან იმ წამსვე დაედევნა კობა, მაგრამ ვერ მიასწრო. როგორც კი სააბაზანოში შევიდა შორენა კარები ცხვირწინ მიუხურა!

სააბაზანოს კარებთან ახლოს იატაკზე იჯდა კობა და ქალის გამოსვლას ფერგადასული ელოდებოდა. რამდენიმეჯერ შესძახა, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია. კარები ფერწასულმა გამოაღო და მამაკაცს ზემოდან დახედა. ფეხზე დაფეთებული წამოდგა კობა და ქალს მკლავებში ჩააფრინდა. სახე მაღლა აუწია და კარგად შეათვალიერა.

-როგორ ხარ?_ იკითხა ინტერესით და ქალი წინ გაატარა.

-ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ორსული ქალისათვის. ბავშვსაც არაფერი დამართნია.

გულნატკენმა გასცა პასუხი და საძინებლის კარები მიკეტა. კობამ კარებს თითები ოდნავ ჩამოუსვა და სამზარეულოსკენ წავიდა.

ჯერ კიდევ არ გამქრალა ბოლომდე შეგრძნება, ამიტომ დაწოლა ახლა სისულელე იქნება. ცოტა უნდა იმოძრაოს რომ სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება. « ნეტავ ტოქსიკოზი არ მქონდეს» ამოილაპარაკა ხმადაბლა და სარკეში მუცელი შეათვალიერა. ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც რამდენიმე კვირის წინ, თუ ძალიან დააკვირდები მხოლოდ იმ შემთხვევაშო შეამჩნევ რომ სულ ოდნავ აქვს წამოზრდილი მუცელი. ჯერ მხოლოდ სამი კვირის არის რა დროს მუცლის ზრდაა. ყველაფრის მიუხედავად ბედნიერმა დაუსვა მუცელს ხელი და გაიღიმა. ასე ეგონა რომ ახლა მისი პატარა დედის ღიმილს ხედავდა.

რომ უფიქრდება, აზრზეც ვერ მოდის რატომ აპირებდა იმ სიბოროტის ჩადენას. რა ეშმაკი შეუჩნდა ასეთი რომ ამისკენ უბიძგა... კიდევ კარგი დროულად მიხვდა და კობაც დროულად მოვიდა, თორემ ვინ იცის ახლა როგორ იქნებოდა. ალბათ სიკვდილსაც კი იანტრებდა.
ძალიან მოუნდა ელზასთან ლაპარაკი და იმის თქმა რომ პატარა ისევ მასთან არის. ჩანთიდა ტელეფონი ამოიღო და ხელის კანკალით მოძებნა მეგობრის ნომერი. რამოდენიმე ზარის შემდეგ გათიშვას აპირებდა მისი ნირწამხდარი ხმა რომ მოესმა.

-რა გინდა?_ კითხა უხეშად.

-როგორ ხარ?_ შეპარვით ამოილაპარაკა და ცრემლი მოიწმინდა.

-რა ქენი იყავი ექიმთან?_ კითხა ის რაც აინტერსებდა.

-ვიყავი ხო....

-ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ!_ სიტყვის დასრულება არ აცადა.

-ელზა, არ მომიშორებია ბავშვი. _ ჩაილაპარაკა ტირილით და საწოლზე დაჯდა.

-მართლა?_ წამებში გაუხდა ხმა ბედნიერი.

-ვერ შევძელი!

-ახლავე მოვიდვარ შენთან.

-კობასთან ვარ...

-მოიცადე კობასაც უთხარი?_ გაოცებას ვერ მალავდა ელზა.

-აქ მოდი და ყველაფერს აგიხსი. _ საუბრით დაღლილმა ჩაილაპარაკა და გათიშა.

ცოტახანში აზრზე რომ მოვიდა ელზა უკვე მის საწოლზე იჯდა და დაქალს დაჰყურებდა.

-გისმენ ახლა. მითხარი... _ სიცილით ჩაილაპარაკა და მუცელზე მოეფერა.

-კობა იყო საავადმყოფოში და წამომიყვანა.

-კობამ საიდან გაიგო?_ გაკვირვებულმა ხმადაბლა იკითხა.

-არ ვიცი, მე მეგონა შენ უთხარი. _ შორენაც დაიბნა.

-შენ თავს გეფიცები მე ხმა არ ამომიღია._ ხელები მაღლა აწია ელზამ.

-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გაიგო და უფელბა არ მომცა.

-აბა ვერ შევძელიო?_ იკითხა ნაწყენმა.

-გამობრუნებას ვაპირებდი რომ მოვიდა.... რომ გენახა როგორი თვალებით მიყურებდა, ვეღარ მიტანს ელზა... _ მეგობრის მუხლებში ჩადო თავი და აზლუქუნდა.

-ჩშშ. საიდან მოიტანე? უბრალოდ ახლა გაბრაზებულია.

-შენ არ იცი როგორ მიყურებდა. შენ როგორ შეგიყვარეო, ასე მითხრა... ნანობს._ ამოიტირა და დაქალს ახედა.

-კარგი დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება. ხომ იცნობ კობას არა?!_ აიმედებდა დაქალს და თან თმებზე ეფერებოდა

-რომ ვიცნობ ზუსტად მაგიტომ მეშინია.

-ახლა რას აპირებ?_ კითხა და ნაწნავი თითზე დაიხვია.

-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა უნდა ვქნა. _ ისევ უმატა ტირილს და დაქალის მაისურის ბოლოს ჩაებღაუჭა.

ელზა კიდევ დიდხანს აპირებდა დაქალთან დარჩენას, მაგრამ შორენამ არ დაანება. იქნებ გული მოუბრუნდეს და დალაპარაკება მოუნდესო. კარებამდეც ვერ მიაცილა მეგობარი, ოთახშივე დაემშვიდობა და ისევ საწოლში შეწვა.
გვიან ღამით იგრძნო როგორ შეწვა მეორე მხარეს კობა. სიამოვნებისგან და ტკივილისგან სხეულში ელექტროდენები აბობოქრდნენ. მუჭზე მაგრად იკბინა ხმები რომ დაეხშო და ტირილი არ ავარდნონდა. სუნთქვაც დაირეგულირა იქნებ ეგონოს რომ მძინავსო. კობა დაწვა თუ არა თავისი მხარე მონახა და თვალები დახუჭა... ქალისკენ არც კი გადაბრუნებულა, არადა ადრე სულ სხვანაირად იყო. ღამის მანძილზე არცერთი წამით ცილდებოდნენ ერთმანეთის სხეულს. «აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე!..» ტკივილით ჩაილაპარაკა გულმა.

-ვიცი რომ არ გძინავს! ძილის დროს სულ სხვანაირად სუნთქავ... ისიც ვიცი, ჩემნაირი ადამიანი შენი ღირსი რომ არ არის, მაგრამ მე მართლა არ ვაპირედი...მეც არ ვიცი იმ დღეს რა დამემართა, შენ ხომ მიცნობ და იცი რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი. _ უაპსუხოდ დარჩენილმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ მოუკლეს გული. _მშვიდი ძილი!

ტირილნარევი ხმით ამოილაპარაკა. მამაკაცისკენ ტკივილით წაღებული ხელი უკან დააბრუნა და გულზე მთელი ძალით მიიჭირა.

გამთენისას სიცივემ გამოაფხიზლა. დასიებული ქუთუთუები ერთმანეთს ვერ დააცილა. რამდენჯერმე მაგრად მოხუჭა თვალები და მერე ნელ-ნელა სინათლის ხილვაც დაიწყო. ფარდებიდან შემოპარული,ზამთრის სუსხიანი მზე პირდაპირ თვალებში უჭყიტინებდა შორენას. გაღიზიანებულმა აიქნია ხელი და კობას ბალიში თავზე დაიმხო.

წამების შემდეგ ძალიან ნელი მოძრაობით ასწია ბალიში მაღლა და თავის ადგილზე დააბრუნა. ხელი ნელა დაუსვა, ბოდიში მოიხადა ვიღაცის, ან რაღაცის წინაშე და თავის მხარეს გადატრიალდა.
თვალებით მთელ ოთახში ხეტიალი დაიწყო. ვერაფერი იპოვა ისეთი რაზეც შეძლებდა ფიქრები გაეხანგრძლივებინა. ფეხზე ნელა წამოდგა და ტანსაცმელი შეისწორა. გარდერობში რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ქონდა დატოვებული და გამოიცვალა. თბილი სვიტერი, ჯინსის მომდგარი შარვალი ჩაიცვა და მისაღებში გავიდა... კობა სახლში არ იყო, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულდა!
დილის ტრადიცია დაირღვა და აღარ განმეროდება. სლუკუნით მივიდა დივნამდე და სახელურზე ჩამოჯდა რომ არ წაქცეულიყო. გაცრეცილ და დამსკდარ ტუჩებზე თითები ნელა გადაიტარა და კობას ბოლო კოცნა გაიხსენა. ტკივილისგან სხეული დაეკუჭა. ძლივს გასწორდა წელში და შემოსასვლელისკენ წავიდა. ქურთუკი ჩამოხსნა და სახლიდან გავიდა.
თანამშრომლების გაოცებულ მზერას ვერსად გაექცა, ყველას უკვირდა მუდამ მომცინარი საოცრად მიმზიდველი ქალი სად გაქრა. ახლა მოუწესრიგებელი, თვალებდასიებული და გაუბედურებული შორენა მიაბიჯებდა დერეფანში და არავისზე ფიქრობდა გარდა შვილისა, რომელის მხარდაჭერასაც სულ გრძნობდა.

კობას არცერთხელ დაურეკავს, ეს უარესად მოქმედებდა მის ნერვებზე. იმდენად იყო მიჩვეული იმას რომ მამაკაცი დღეში ასჯერ მაინც კითხულობდა რომ ახლა გიჟდება... აგიჟებს ის აზრი, რომ კობას აღარ აინტრესებს როგორც ქალი. «შვილი მაინც მოიკითხოს» იშველიებდა პატარას და თან ეფერებოდა.

სამსახურიდან სათამაშოების მაღაზიაში გაიარა და ორი პატარა დათუნია იყიდა. ერთი ნაცრისფერი მეორე სულ თეთრი, წითელი ბაფთებით. ლამაზ პარკში გაუხვია გოგონამ და გამოატანა.
«შენმა სულელმა დედიკომ, კობა და შორენა იყიდა!» ღიმილით აუხსნა შვილს თუ რაში სჭირდებოდა ორი დათუნია. « მამიკო სახლში რომ არ იქნება ვითამაშოთ ხოლმე»
სახლში მისულს კობა შინ არ დახვდა, მოსასხამი გაიხადა და იქვე დაკიდა. პარკი პირდაპირ ოთახში გააქანა და დათუნიები საწოლზე დაალაგა, ერთმანეთზე მიხუტებულები. საკუთარი თავი შეაქო და სამზარეულოში გავიდა კობასთვის საჭმელი რომ დაეხვედრებინა, მაგრამ დახვდა! კობას მოუმზადებია უკვე და გაზზე დგას. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უკან სვლით წავიდა, მძიმე და უძრავ სხეულს რომ შეეჯახა.

-როგორ ხართ?_ მოიკითხა და გვერდი აუარა მამაკაცმა.

-კარგად... კობა... _ ცრემლიანი ნერწყვი გადაყლაპა და ურეაქციოდ მდგარ კაცს შეხედა.

-რა იყო?_ იკითხა ცივად და მუცელზე შეხედა.

-ახლა რა იქნება?_ იკითხა დამფრთხალმა და მაცივარს მიეყრდნო.

-არაფერი! ბავშვს გააჩენ და ჩვენი ცხოვრებიდან გაქრები!_ ამოისისინა კაცმა და გაზქურას მიუტრიალდა.

-რას ნიშნავს გავქრები? კობა... _ თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ატირდა, იმდენად ატკინეს გული მამაკაცვის უგრძნობმა და გაყინულმა სიტყვებმა. შუბლზე გაშლილი ხელისგული მიიდო და კაცს გახედა, ის საერთოდ არ აქცვევდა მას ყურადღებას.

-სწორად გაიგე! გაქრები! შენთვის მე და ჩემი შვილი ზედმეტი ტვირთი ვართ, ხოდა გააჩენ ბავშვს, მერე მოკიდებ შენს ბარგი ბარხანას ხელს და ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრები... შენნაირი ქალი დედობის ღირსი არ არის, ეგ კი არა შვილის ნახვის ღირსიც არ ხარ!

-გაჩუმდი!_ ყურებზე ხელი აიფარა და გამწარებულმა რაც შეიძლება ხმამაღლა იკივლა. _ გაჩუმდი! ნუ ამბობ მაგას!_ ისტერიულ კივილს არ წყვეტდა შორენა._ ნუ მეუბნები! ნუ ასმენინებ ბავშვს!_ იმეორებდა ერთსა და იმავეს.

-რას მართალია და რაც გარდაუვალი იმას ვამბობ. _ არ წყვეტდა გველივით სისინს კაცი და უარესად ტკენდა გულს.

-გეხვეწები გაჩუმდი! ნუ მეუბნები რომ თქვენ ჩემთვის ზედმეტები ხართ! შენ ხომ იცი რომ ასე არ არის! შენ იცი!_ ნელა ჩამოიღო ყურებიდან ხელი და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.

-სამწუხაროდ არაფერი ვიცი! თურმე ქალს რომელთან ერთადაც მეძინა, საერთოდ არ ვიცნობ!_ ღრენით ჩაილაპარაკა და გაზქურა აანთო. _ დღეს ჭამე რამე?

მისი შეკითხვა საერთოდ არ გაუგია... დაჰიპნოზებულივით უყურებდა კაცს და თვალებსაც არ ახამხამებდა.

-შენ გეკითხები დღეს ჭამე რამე?_ ხმამაღლა გაუმეორა კითხვა.

-ხო... არა... _ დაბნეული ალუღლუღდა და ფეხზე წამოდგა სუფრის გასაშლელად. ორი კაცზე დაიწყო სუფრის გაშლა, მაგრამ არ დასცალდა.

-მე მივდივარ! მარტო მოგიწევს ჭამა. _ ჩაილაპარაკა და საჭმელი თეფშზე დაასხა. _ დღეს არ მოვალ!_ მიუგდო ორი სიტყვა და კარებისკენ წავიდა.

გაოცებულმა გააყოლა კაცს თვალი. არ ახსოვს როგორ გაუქანა კარებს ბორშით სავსე თეფში. გიჟივით იღრიალა და ოთახისკენ გაიქცა.

დათუნიები გულზე მიიხუტა და გაიტრუნა!
დილით გაბრაზებული კობას ხმამ გამოაღვიძა. შეშინებული წამოხტა ფეხზე და შემოსასვლელისკენ წავიდა. მამაკაცი კარებში იდგა და იატაკზე მიმოფანტულ შუშის ნატეხებს დაჰყურებდა. შორენამ ხელი პირზე აიფარა სიცილი რომ შეეკავებინა. ოთახში ჩუმად შეტრიალება დააპირა კობამ მკლავში ხელი გამეტებით რომ სტაცა და ნამსხვრევებთან მიყვანა.

-რა ისტერიკებს მიწყობ შენ?_ დაიღრინა და შეანჯღრია.

-ნელა შე ნადირო, მეტკინა!_ მაჯა გაავებულმა გამოწიწკნა და განზე გადგა. _ ნუ გავიწყდება რომ შენი ველურული გამოხტომები ბავშვს ვნებს!_ შვილის დაცვის ინსტიქტით გაცხოველებულმა დაიუყვირა და დივანზე ჩამოჯდა.

კობაც მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა და მიმიკა შეცვალა,უფრო დაუმშვიდდა.

-მოხვეტე აქაურობა!_ უბრძანა და სააბაზანოსკენ წავიდა.

-სად იყავი მთელი ღამე?_ იკითხა ეჭვიანი ქალის ტონით და მისკენ შეტრიალდა.

-შენ რაც გითხარი ის გააკეთე! _ კითხვას თავი აარიდა კობამ.

-სხვა გყავს ხომ? მითხარი სხვა გყავს ხომ? ისე შეგზიზღდი რომ ერთი დღეც ვერ გაჩერდი ქალის გარეშე? ასე ძალიან შეგძულდი, რომ ქალი მოძებნე?_ ისტერიკები ემართებოდა უკვე გააფთრებულ ქალს. რომელიც საყვარელი მამაკაცის სიყვარულის შესანარჩუნებლად ვეღარაფერს აკეთებდა.

-ხმა ჩაიწყვიტე!_ დაუღრიალა კობამ და კედელს შეკრული მუშტი გაუქანა.

-სხვა გყავს!

სივრცეში ისრებივით გაიფანტა შორენას სიტყვები, რომლებიც არცერთი წამით ინდობდნენ ქალს და პირდაპირ გულზე ესობოდნენ!


2თავი..

კობა უსიტყვოდ შეტრიალდა უკან და სააბზანოს კარები ხმამაღლა მიიჯახუნა. ხელები თავზე შემოიწყო შორენამ და აქეთ-იქით ქანაობა დაიწყო. თან სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა და ნერვიულად ათამაშება ფეხებს.
«თუმცა შენ რას გერჩი! ჩემი ბრალია!» სააბაზანოს კარებს გახედა და კობას მისამართით წაიჩურჩულა. « ჩემი ბრალია რომ ვერ შეგინარჩუნე!» ლუღლუღებდა სასოწარკვეთილი.

ნელა წამოდგა ფეხზე და ძირს მიმოფანტული ნამსხვრევები მოასუფთავა. ოთახში შევიდა დათუნიებს ხელი დაავლო, შემოსასვლელში ჩამოკიდებული ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა. ახლა მარტო ყოფნა და ფიქრი ძალიან ჭირდება. თავისი სახლისკენ აიღო გეზი. სიამოვნებით წავიდოდა ახლა ფეხით, მაგრამ შვილს ამ სიცივეში სატარებლად ვერ გაიმეტებს. პირველივე შემხვედრ ტაქსს დაუქნია ხელი და შიგნით ჩაჯდა, მანამდე კი კობას სახლის ფანჯრებს გახედა... დაინახა როგორ გავიდა სილუეტი მათი საძინებლის ფანჯრისკენ. მინას თითები ატირებულმა დაუსვა და მძღოლს მისამართი სლუკუნით უკარნახა.

სახლის კარები შეაღო თუ არა სიმარტოვის სუნი ეცა. კარები მიხურა და გულზე მიკრული დათუნიები ცხვირთან მიიტანა. ორივეს ფრთხილად აკოცა დრუნჩებზე და გაიღიმა.
იმ ღამეს კობასგან არცერთი გამოტოვებული ზარი დაფიქსირებულა. ეს კიდევ არწმუნება იმაში რომ კაცს, საერთოდ აღარ აინტერესებს. იმდენად აღარ აინტერესებს რომ შვილის გამოც კი არ კითხულობს. საწოლზე გაიშოტა ორივე მხრიდან დათუნიები მიიწვინა, სიცივე რომ არ ეგრძნო და თვალები დახუჭა.

დილით კარებზე ბრახუნა შეაღვიძა. თავიდა ეგონა სიზმრიდან გამოყოლილი ხმებია, მაგრამ რომ არ გაჩერდა ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაფრატუნდა. იმედი რომ კობა იქნებოდა არც ქონია. ელზა გაცეცხლებული და გულამოვარდნილი შევარდა სახლში და წარბაწეული მიაჩერდა თმააბურძგნულ მეგობარს.

-შორენა, რა პატარა გოგოსავით იქვევი! რას გავხარ ჩაიხედე სარკეში. _ შეუღრინა და სარკისკენ შეატრიალა.

-კობას შენთან არ დაურეკავს?_ იკითხა იმედიანად და სარკეს თვალი აარიდა.

-არა? მოხდა რამე?_ შეშინებულმა დასტაცა მეგობარს ხელი და გულზე მიიკრა. _ გემუდარები შენ არ ინერვიულო! ბავშვზე იფიქრე, ახლა მას შენი სიძლიერე ჭირდება, შორე... _ ეჩურჩულებოდა და თმებს უკოცნიდა.

-მადლობა!_ ამოიოხრა ქალმა.

-რისთვის, შორე?_ იკითხა სიცილით და ცრემლი მოიწმინდა.

-რომ არსებობს! ჩემთვის რომ არსებობს!_ მანაც სიცილით უპასუხა და ლოყაზე აკოცა.
???
სამსახურში წასვლა საშინლად არ უნდოდა, ვერც შეძლებს ფიზიკურად მუშაობას, მაგრამ არ მისვლაც ძალიან დიდი ზიანს მოუტანს. ელზამ სამსახურში მიიყვანა და მერე თვითონ წავიდა. ლიფტში შევიდა თუ არა არასასიამოვნო სახემ მთლიანად ჰაერი გააფუჭა. იმის ხასიათზეც არ იყო, იმ დამპლური მზერისთვის რაიმე რეპლიკა გამოენახა. სარკეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. დახშულად ესმოდა ქალების სიცილი და სურივლი იპყრობდა რომელიმე მათგანი, იქვე გაეწეწა. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ლიფტიდან გავიდა. სანამ მაგიდასთან მივიდოდა ყავის აპარატისკენ წავიდა, მაგრამ როცა გაახსენდა ვინ ბუდობდა მასში გზა გააგრძელა და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა.
სამი საათისთვის უფროსმა თათბირი გამართა და იქ იყო შესული. მთელი ერთი საათი, გულის რევის შეგრძნება ვერაფრით ვერ მოიშორა. ბოდიში მოიხადა და აჩქარებული ნაიჯებით წავიდა საპირფარეშოსკენ.
ცივი წყალი სახეზე შეისხა და ცოტა მოფერიანდა. ამომშრალ თვალებზე თითები ნელა გადაიტარა და თავი უკმაყოფილოდ გადაქნია. «სად წავიდა მე რომ ვიცნოდბი ის შორენა?» იკითხა გულუბრყვილოდ და წამოსული ცრემლები თავის მაღლა აწევით შეაჩერა. საპირფარეშოში ქალების რიცხვმა რომ მოიმატა იმ წამსვე დატოვა იქაურობა, დარბაზში შებრუნება აღარც უფიქრია. ზედმეტ ხმაურს გამოიწვევდა, თან კომფერენცია უკვე დასრულებულა.

საღამოს ელზამ გამოუარა და მყუდრო კაფეში წაიყვანა. ნაცნობი გარემოს დანახვისას, წამით ყველაფერი გადაავიწყდა და ძველი შორენა დაინახა, სიბნელიდან ხელს რომ უქნევდა. ნოსტალიგური მზერით მოათვალიერა სავსე სივრცე და კუთვნილი ადგილი დაიკავა. წვენები და ნამცხვრები შეუკვეთეს.ელზამ, იცის როგორ უყვარს შორენას ყავა და ახლა მის წინ რომ დადგას ალბათ გააფრენს, ამიტომ მეგობარს ანგარიშს უწევს.

-გუშინ ღამე სახლში არ მოვიდა. _ დაიწყო უეცრად და ფანჯარაში გაიხედა. _ რომ ვკითხე ვიღაც გყავს მეთქი არ მიპასუხა!. _ აგრძელებდა საკუთარი თავის ტანჯვას.

-კარგი რა! ხომ იცი კობა ეგეთი არ არის. ახლა უბრალოდ ყველაფერი გადამეტებულად გეჩვენება. _ ცადა მეგობარი სხვა აზრზე დაეყენებინა.

-რა მეჩვენება, ელზა, რომ საყვარელ მამაკაცს ვძულვარ? რომ ვუყურებ თვალებში ჩემს სახეს ვეღარ ვხედავ... იმიტომ რომ აღარ ანათებს ის თვალები ჩემი დანახვისას, პირიქით ქვრებიან და სადღაც იმალებიან!_ გულამოვარდნილი ლაპარაკობდა და მუცელს ეფერებოდა. _ არცერთხელ დაურეკია, შვილიც კი არ მოიკითხა.

-შენ მაინც არ უნდა ინერვიულო. ახლა კობას დაფიქრება და გაანალიზება ჭირდება, არ არის მისთვის ადვილი გადასატანი გაუგე. _ თითებზე მოეფერა ელზა და თვალი ჩაუკრა.

-შვილს წაგართმევო! შენს ცხოვრებაში ზედმეტი ტვითვი ვართო, ეგ როგორ მითხრა? ეგ როგორ წამოცდა?_ გამწარებულმა წამოიძახა და მაგიდას ხელი მსუბუქად დასცხო.

-დამშვიდდი ახლა და ნუ პანიკიორობ! როდის იყო შენ ასე იქცეოდი?_ დატუქსა დაქალმა და ხელები გაუკავა.

-ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარია! მგონია რომ ჩემი შვილის მოკვლა არცერთი წამით გამიზრახავს.

-მორჩა! წარსულია ეგ შორე, შენ ხომ არ მოგიკლავს? მეტიც შენი საქციელი ინანე. _ ყველანაირად ცდილობდა ოდნავ მაინც მოეყვანა ხასიათზე.

უეცრად აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაშინა. უხასიათოდ ამოიღო ჩანთიდან აპარატი და კობას ნომრის დანახვისას სიმწრით გაიცინა.

-სად ხარ?_ კითხა მამაკაცმა.

-ელზასთან ერთად ვარ. _ მოკლედ მოუჭრა და ფანჯრიდან გაიხედა.

-მითხარი სად ხარ და მოვალ!

-არ მინდა! ჩემითაც მოვაგნებ სახლს. _ მისმა საქციელმა გააღიზიანა.

-ნერვებს ნუ მიშლი! მითხარი სად ხართ!_ კბილები გააღჭიალა კაცმა.

-სადაც ადრე მივიოდით ხოლმე. _ ნაწყენმა გასცა პასუხი «ეგ როგორ დაგავიწყდაო» ტონით.

აღარაფერი უპასუხია ტელეფონი გაუთიშა. მაგიდაზე ხმაურით ისროლა აპარატი და თავი ხელებში ჩარგო. ელზამ ღიმილით გადახედა მეგობარს და წვენი მოსვა. ცოტახანში კობაც მოვიდა, მათი მაგიდისკენ წავიდა და ელზას გვერდით ჩამოჯდა. სიმწრის სიცილით შეეგება მის საქციელს შორენა. ელზამ და კობამ გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეს და მერე ორივემ შორენას.

-ადრე სულ ჩემს გვერდით ჯდებოდი ხოლმე. _ ასევე სიცილით ჩაილაპარაკა და თავისუფალ სკამზე ხელი დაარტყა.

-ადრე მეც სხვა ადამიანი მეგონე!_ მწარედ წაკბინა და მიმტანს წვენი თხოვა.

-გეყოფათ ახლა! რა პატარა ბავშვებივით იქცევით?_ მათ საუბარში ჩაერია ელზა.

-ძალიან გთხოვ ახლა დარიგებებს ნუ დაიწყებ! შენ იცი რისი ღირსიც არის ეს!_ თითი შორენას მიმართულებით გაიშვირა.

-მაგას სახელი აქვს!_ წამოიძახა გამწარებულმა და ჩანთას ხელი დაავლო.

კობა უკან აედევნა და კარებთან გააჩერა. მკლავზე ნელა მოკიდა ხელი და მანქანისკენ წაიყვანა. წინ დაისვა თვითონ კი საჭესთან დაჯდა. მთელი გზა ფანჯარაზე ქონდა თავი მიდებული და ცდილობდა, კაცის ასეთი სიცივე არ შეემჩნია და გულამდე არ მიეშვა, თორემ სადაც არის გაუსკდება.

იმ ღამესაც მარტო ეძინა! კობა მისაღებში დივანზე იწვა. თავისი ორი დათუნია ისევ გვერდი-გვერდ დაიწვინა და თვალები დახუჭა.
მთელი ღამე უაზროდ წრიალებდა საწოლში. როცა მიხვდა რომ დაძინებით ვერ დაიძინებდა, გადატრიალდა და დათუნიები ერთად მოაკალათა.

-ეს არის კობა, ეს შორე! ეს კიდევ ჩემი პატარა, ბიჭია ან გოგო._ სიცილით გააცნო ერთმანეთი დათუნიებს და ხელების მარტივი მოძრაობით ჩაახუტა, მერე კი თავის მუცელთან მოიმწყვიდა ორივე. _ძველად, როცა სიყვარულის არსებობის ჯერ კიდევ სჯეროდა კობას. ერთ გოგოზე უგონოდ იყო შეყვარებული, ეს გოგონა ჩვენი შორენაა! ამ გოგოსაც ძალიან უყვარდა ჩვენი რაინდი... ხოდა იყვნენ ერთად მანამ სანამ, ამ გოგომ სისულელე არ ჩაიდინა და რაინდს გული არ ატკინა. ამ რაინმდა შეიძულა, ისე შეიძულა რომ მისი დანახვაც არ უნდა. ჩვენი პრინცესა კიდევ ტირის და ტირის. აბა რა ეგონა, ასეთ სიბოროტეს რომ ჩადიოდა. რაინდის დამცირებებს და უხეშ ტონს იტანს, მაგრამ ძალიან ტკივა. იცის რომ კობა ასეთად მან აქცია და იმიტომ ტკივა. მაგრამ სასწაულების მასაც ჯერა, როგორც ზღაპრებშია.

ისე შეიჭრა როლებში რომ ორივე ნათლად დახატა. არსებულ პერსონაჟებად, უკვე კობას და შორენას მეორენახევრებად. ზოგჯერ მოწყენილი ზოგჯერ სიცილით და ზოგჯერაც ღიმილით უხნიდა დათუნიებს რაღაცებს. როცა მიხვდა, რომ მისი საქციელები ნორმალური ადმიანისას არ გავდა ორივე ერთად დააწვინა და დაძინება ცადა.

შუადღის ორი საათი სრულდებოდა რომ გაიღვიძა. დათუნიებს კოცნით მიესალმა და ფეხზე წაოდგა. გარდერობთან მივიდა და ტანსაცმელი გადმოალაგა. ოთახიდან ღიღინით გავიდა. მისაღებში მჯდარი კობა არ შეიმჩნია ისე შევიდა სამზარეულოში და თეფშზე საჭმელი გადმოიღო. მადიანად მიირთვა ყველაფერი, მერე სამზარეულო მიალაგა და ისევ თავის ოთახში შებრუნდა. კობას არცერთხელ გაუხედავს ქალისთვის, თავისთვის იჯდა და კომპიუტერში რაღაცას აკეთებდა. ოთახიდან თავი ოდნავ გამოყო და შეეცადა დაენახა რას აკეთებდა კობა.... « მესიჯობს» იყვირა გონებამ და შეაშინა.

«ის მეც კი არასოდეს მწერდა. ვერ იტანს მიმოწერას» ამოილუღლუღა ხმამაღლა და კარებს მიეყრდნო.
« ღმერთო ჩემო! სხვა ყავს! სხვა რომელსაც წერს!» ჩურჩულებდა თავისთვის და თმების ბოლოებს იწვალებდა.
>>>
თითქმის სულ ასე გრძელდებოდა, კობა ხმას არ სცემდა, მარტო მაშინ თუ ჭამის დრო გადაუცდებოდა, შორენა ისევ ოთახში იყო გამოკეტილი.
ცოტახანში ელზაც მოვიდა. შორენა ისევ დათუნიებთან ერთად თამაშობდა და მორიგ ისტორიას უყვებოდა ერთმანეთზე. ოთახის კარები ფრთხილად შემოაღო ელზამ, ეგონა რომ შორენას ეძინა... ნანახით გაოცებული ერთ ადგილზე მიეყინა და მეგობარს დააკივრდა.

-შორე... _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მოცინარ მეგობარს მიაჩერდა.

-ჩშშ! ვერ ხედავ ვლაპარაკობთ!_ გაბრაზებულმა გადმოხედა მეგობარს და ისევ დათუნიებს მიუტრიალდა.

-კობა... _ ხმაწართმეულმა გასძახა მამაკაცს და კარების ჩარჩოს თავი მიადო.

როგორც კი ელზას ხმა გაიგო, ფეხზე წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ იყურებოდა ელზა ასეთი თვალებით. მერე დაფიქრდა და სუნთქვა გაუჭირდა. სწრაფი ნაბიჯებით მივიდა საწოლთან და მოთამაშე ქალს ზემოდან დააჩერდა. შორენას არც კი შეუმჩნევია ოთახში ამ სამის გარდა ვინმე კიდევ თუ იყო. წარმოსახვით, დათუნებს მართლა ესაუბრებოდა და ისინიც მართლა უბრუნებდნენ პასუხს. კობამ ოდნავ შეახო მხარზე ხელი, მაგრამ რეაქცია არ ქონია ქალს. შეშინებულმა ორივე ხელი მკლავებში ჩაავლო და თავისკენ მოატრიალა. შორენაც თითქოს თამაშიდან გამოაძევესო, გამოფხიზლდა და მამაკაცს თვალებში ჩააჩერდა.

-რას აკეთებ?_ კითხა ხმადაბლა და ქალს ჩამოყრილი თმები გადაუწია.

-რას ვაკეთებ?_ გაიმეორა კითხვა დაბნეულმა. კარებში მდგარ დაქალს რომ მოკრა თვალები გახარებულმა ტაში შემოკრა. _ შენ როდის მოხვედი?_ იკითხა და ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო.

ელზამ და კობამ ერთმანეთს დადარდიანებული თვალებით გადახედეს. მამაკაცმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ქალის მკლავებს ხელი შეუშვა და უკან მოუხედავად დატოვა ოთახი.

-რა დაემართა?_ იკითხა შორემ და დათუნიები კალთაში ჩაისვა.

-ესენი ვინეები არიან?_ დახშული ხმით იკითხა ელზამ და კითხვას თავი აარიდა.

-ეს კობა, ეს კიდევ მე ვარ. ცოტახანში პატარასაც ვიყიდი, ჯერ სქესი გავიგო და. _ გაიცინა და დათუნიებს დრუნჩებზე წაეთამაშა.

-ხო. კარგია!_ დაბნეული ღიმილით ჩაილაპარაკა და ერთი დათუნია გამოართვა. _ ეს კობაა ხომ?_ იკითხა ღიმილით.

-არა, ეგ მე ვარ! ვერ ხედავ გოგო რომ არის?_ სიცილით გაკრა ხელი მხარზე. ელზამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მოკისკისე დაქალს და ნაძალადევად გაუღიმა.

-შორე, წყალს დავლევ და ახლავე მოვალ ხო?_ ოთახიდან გასასვლელად მიზეზი მოიგონა. მეგობარმა თავი დაუქნია და საწოლზე გადაწვა.

მისაღებში არეულად მოსიარულე კობას გახედა და მისკენ წავიდა. მამაკაცი ერთ ადგილზე გაჩერდა და ელზას იმედინი თვალები მიანათა.

-არ მითხრა რომ ის ჭირს რაც მე მგონია._ მუდარა გაისმა კაცის ხმაში.

-არ ვიცი, ეს ყველაფერი ისე გავს... _ წინადადების დასრულება ვერ შეძლო ცრემლმორეულმა ელზამ.

-ჩემი ბრალია! მე მივიყვანე ამ დონემდე. _ დივნის საზურგეს მუშტი გაუქანა და შეაკოტავა.

-შენ არაფერ შუაში ხარ. შორენას ახლა სტერსული მდგომარეობა აქვს, გონია რომ შვილის მკვლელია! იმდენს ვერ იზარებს რომ ბავშვი ჯანმრთელია.

-ხოდა ზუსტად მაგაშია საქმე! მე რომ ის სიტყვები არ მეთქვა, არც იფიქრებდა. შორენას იმიტომ ვერჩი, შვილს მიკლავდიმეთქი და მე უარესს ვაკეთებ, აქედანვე ვუნგრევ ორივეს ფსიქიკას. საფეთქლებზე ხელები მიიჭირა კაცმა და მძიმედ ამოისუნთქა.

-მე მყავს ძალიან კარგი ფსიქოლოგი, სულ იმ ქალთან დავდივარ კონსულტაციაზე. მოვიყვან და იქნებ დაგვეხმაროს...

-და შორენას რას ვეტყვით ვინ არისო?

-ვინც არის... ვეტყვით რომ დაძაბულობას მოუხსნის და აღარ ინერვიულებს. _ ცალი თვალი ოთახისკენ ეჭირა ელზას.

-შორენასთვის როგორც უკეთესი იქნება ისე მოიქეცი. _ გასცა პასუხი კაცმა და ოთახისკენ წავიდა.

იქ შესულს, ქალი საწოლზე წამოწოლილი დახვდა. ხელები მუცელზე დაეკრიფა და ეძინა. თვალებდაბინდული მიუახლოვდა და გაუბედავად შეახო თითები მის პატარა მუცელს. ყელში, გაჩხერილი დიდი ბურთი საშვალებას არ აძლევდა ნორმალურად ესუნთქა. თითქოს იგრძნო როგორ მოაწყდა მუცელს თავისი პატარა და როგორ მიესალმა მამას პირველად. აკანკალებული ხელი გულზე მიიდო კაცმა და თვალები დახუჭა.

^^^
-შორე, ეს არის ჩემი ფსიქოლოგი რომ გიყვებოდი ხოლმე. _ ღიმილით გააცნო სანდომიანი ქალბატონი. _ ეს თქვენი მომავალი პაციენტია. ცოტა დაძაბულია, შეყვარებულთან იჩხუბა და ხომ გესმის. _ ელზა ცდილობდა ნერვიულობა როგორმე დაემალა. თამილამ თვალი ოდნავ ჩაუკრა და სავარძელში ჩაჯდა.

-აბა რა აწუხებს ჩვენს პაციენტს?_ თბილი ხმით იკითხა და წარბაწეულ შორენას გახედა.

-რა მაწუხებს კი არა, ამ გოგოს აკლია! რა ფსიქოლოგი შენ ხომ არ გადარეულხარ?_ მეგობარს განრისხებულმა გადახედა და შუბლთან თითი დაიტრიალა. _ არაფერიც არ მაწუხებს. ვინ არ დაშორებულა შეყვარებულს, ეგეც დიდი ვინმე არ მყავდეს!_ ცხარობდა და თან კარებისკენ იყურებოდა ხომ არ მისმენსო.

-დამშვიდდი ჩემო კარგო. ფსიქოლოგთან სიარული ცუდი არ არის, ეს გემხარება სიმშვიდის პოვნაში. დაჯექი, თავისუფლად თავისუფლად... ნუ ხარ შებოჭილი. პირველ რიგში მოეშვი. ჰაერი ცხვირით შეისუნთქე და პირით გამოუშვი. ასე, ძალიან კარგია.

დაჰიპნოზებულივით აკეთებდა ყველაფერს შორე და ვერც კი ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.

-ახლა თვალები დახუჭე და რაიმე სასიამოვნოზე იფიქრე. _ ფსიქოლოგის მითითება ზედმიწევნით შეასრულა და თვალები დახუჭა.

«წარმოიდგინა, როგორ იბერებოდა დღითიდღე, როგორ ზრუნავდა მასზე კობა. მერე როგორ იზრდებო მათი პატარა ბიჭი, ან გოგო მათ ეზოში. ის და კობა კი ჰამაკში ისხდნენ და ბედნიერების წუთებს ითვლიდნენ.»

-ახლა წარმოიდგინე, რომ ზიხარ მარტო წყლის პირას და გესმის ჩიტების ჭიკჭიკი, ჩანჩქერის ხმა. _ ქალის ხმა თანდათან იკარგებოდა. _ეს შენზე ძალიან კარგად მოქმედებს, აღარაფერი გაინტერესებს და სტრესიც მოგეხსნა.

გაავებულმა დაჭყიტა თვალები და ფეხზე წამოხტა.

-რა სტრესი! რის სტრესი, ვის აქვს სტრესი?_ წამოიყვირა და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.

-ნერვული აშლილობა და ფონური დეპრესია! _ დაასკვნა ქალმა და ელზას ანიშნა დამიჯექიო. _ ეს სიმფტომი შეიძლება ნებისმიერ ჩვენთაგანს აღმოაჩნდეს. ზოგს ნაკლები დოზით და სხვა მხრივ... მოკლედ ძალიან ბევრნაირი გამოსამჟღავნებელი გზა არსებობს. ზოგი ხსნას უსულო საგნებთან საუბარში პოულობს. ზოგიც ჩუმად ყოფნაში, ზოგი ჩხუბში. შორენას შემთხვევაში პირველი ვარიანტი ცოტა საშიშია, როცა ასეთი სურვილები გიპყრობს, ანუ უსულო საგნებთან სერიოზულად საუბრის. ფსიქოლოგიურად ყველაფერი ნორმაში არ არის. რამოდენიმე კურსი აუცილებლად ჭირდება, რეალობას რომ დაუბრუნდეს, თორემ შეიძლება შედეგი ფატალური აღმოჩნდეს.

ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა და კარებში მდგარ მამაკაცს გახედა.

-თქვენ ალბათ კობა?!_ მიუბრუნდა კაცს.

-კი. _ ქალისკენ წამოვიდა და მის პირდაპირ დაჯდა.

-კარგია რომ გნახეთ... ახლა შორენას და ბავშვს სიმშვიდე სჭირდება. არავითარ შემთხვევაში შეიძლება მასზე ზედმეტად ხმამაღალი სიტყვის თქმაც, ეგ კი არა ზოგჯერ მშვიდ საუბარზეც რეაგირებენ. შეეცადეთ ძალიან მშვიდი და მყუდრო გარემო შეუქმნათ. ატარეთ სასეირნოდ, ეს ბავშვზეც ძალიან იმოქმედებს და ჯანმრთელი დაიბადება. აი, შორენას გონებას კი სუფთა ჰაერი მართლა ჭირდება! ნუ დაუშლი წარმოსახვით ადამიანებთან კონტქატს, ცოტახანში ეს თავად მობეზრდება. ახლა მას უბრალოდ რაღაც ჭირდება რასაც ყველაფერს გაუზიარებს და არ დაღლის ლაპარაკით... დათვები კი ამ შემთხვევაში შესანიშნავი ვარიანტია._ მშვიდად დაასრულა ქალმა და ფეხზე წამოდგა. _ ელზა, ზეგ ორი საათისთვი ჩემთან იყავით!_ ღიმილით დაემშვიდობა მამაკაცს და მისაღებში გავიდა.

შორენა დივანზე იჯდა ფეხმორთხმული და ტელევიზორს ურეაქციოდ უყურებდა, ქალს ერთხელ გახედა აფერისტულად გაუღიმა და ისევ ეკრანს მიაშტერდა. კობა ნელი ნაბიჯებით გაყვა უკან სტუმარს და კარებამდე მიაცილა. კარები მიკეტა და შემოტრიალებულს დოინჯშემოდებული დახვდა შორენა.

-მოგეწონა ხომ?_ თვალები კარებისკენ გაიშვირა და ირონიულად ჩაიცინა. კობამ წარბები გაკვირვებულმა აზიდა მაღლა და შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

-შორენა, ძალიან გთხოვ ნერვებს ნუ მომიშლი!_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა.

-აღიარე რომ მოგეწონა. ოთახშიც რომ იჯექით მარტო, ისე მშვიდად საუბრობდით...

ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ქალი. კობამ უპასუხოდ დატოვა მისი გამოხტომა და სააბაზანოში შევიდა გონების დასამშვიდებლად. შორენა ისევ დივანზე ახტა და ფეხები მოკეცა. თავის კანტურით უყურებდა, ძველ კომედიუ ფილმს და მომენტებში გულიანადაც ხარხარებდა. რამდენიმეჯერ დაფეთებულმა გამოყო თავი კობამ, ხომ არაფერი ჭირსო... ცდილობდა ქალთან ახლოს არ ყოფილიყო, თორემ მასზე სიბრაზე ჯერ კიდევ ღრმად აქვს გამჯდარი და შეიძლევა ცუდად უთხრას რამე, ამიტომ თავს არიდებს და ოთახიდან ოთახში დარბის. მაგრამ მის ყველა მოქმედებაზე გული და თვალები ცუდად აქვს, სულ მის დაკვირვებაშია, მაგრამ მაინც არ იმჩნევს. შორენას მისი საქციელი უარესად აღიზიანებს. ფეხზე ნელა წამოდგა და სამზარეულოში შეძურწულ კაცს უკნიდან ამოუდგა.

-გიჟი გგონივართ არა?!_ იკითხა ღიმილით და მაცივრის კარები მიკეტა. _ ის დედაკაციც იმიტომ მომიყვანეთ, რომ გიჟი გგონივართ!

-გიჟი შენ სულ იყავი, დღეს არაფერი შეცვლილა._ცივი ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა. _ დღეს ბიჭები გაგასთან ვრჩებით და იცოდე!

«ჩემი გიჟი გოგო!» გაახსენდა კობას საფირმო მისალმება და ცრემლები ლამის წასკდა. ტანი უკან მოატრიალა და სამზარეულო ათრთოლებულმა დატოვა. მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა და სახლიდან გავიდა. არც ის ღამე გაუთევია კობას სახლში. სამაგიეროდ შორენას არ ეძინა მთელი ღამე და მთვარეულივით დააბოტებდა, წინ და უკან.... უკან და წინ! ეჭვიანობის ჭიამ სულ მთლად შეუჭამა, გულიც და გონებაც. ფიტულებიღა დარჩა... აკანკალებული ხელებით ეფერებოდა სურათებს და შვილს მათ ისტორიებს უყვებოდა.
«ვინ იცის ახლა ვისთან ერთად ძინავს, მაგრამ არა! კობას არასდროს უთქვამს ჩემთვის ტყუილი... არც ახლა მომატყუებდა!» ამოიჩურჩულებდა მომენტებში და ისტორიის თხრობას განაგრძნობდა. გამთენიისას, ექვს საათზე ისევ შვილი შეეცოდა და დივანზე მოიკუნტა. თუმცა ისეთი განიერი და გრძელი დივანია, ეს კი დაეტია. თვალები დახუჭა თუ არა იმ წამსვე გაითიშა.

კარები ნელა შემოაღო კობამ, ფეხაკრეფით შევიდა მისაღებში და ნანახით ადგილზე გაიყინა. სიცივისგან აბუზული შორენა ერთიანად კანკალებდა და მუხლებზე ხელებს გამწარებული იჭერდა. ფრთხილად მოხვია ორივე ხელი მცივანა ქალს და საძინელებში გაიყვანა.

ხელი ოდნავ გადაყო და ნაცნობი სხეულის შეხებისას ელექტროდენებმა დაუარა მთელ სხეულში. თვალები იმ წამსვე გაახილა და მძინარე მამაკაცს მიაჩერდა. ამ ელემენტარულად უბრალო რაღაცამაც კი საშინლად იმოქმედა მასზე. ამდენხანს მომაკვდავმა გულმა, ძლივს მიიღო ჰაერი და ამოისუნთქა. თან ისე ძლიერად რომ ყველაფერი ცუდი ამოაყოლა... ნელა შეახო მამაკაცის გასაპარს ლოყაზე ხელები და ააკანკალა... სიამოვნებისგან და მოანტრებისგან ააკანკალა. კობამ ხელის შეხება რომ იგრძნო შეიშმუშნა და ზურგი აქცია. ტკივილნარევი ღიმილით გადახედა კაცს და მხარზე ხელი დაუსვა. მის მხარეს ოდნავ გადაიხარა და კისერში ზუსტად ისე აკოცა როგორ კობა კოცნიდა ხოლმე.
ახლა შორენა დაიწყებს მისი გულის მონადირებას, ახლა ეს ეცდება ყველაფერი თავიდან დაიწყოს და ამისთვის არაჩვეულებრივი დამხმარე ყავს. შვილს ბედნიერი დილა უსურვა და ფეხზე მერცხალივით წამოფრინდა. საწოლს მოუარა და მამაკაცისკენ დაიხარა, მის ტუჩებს გააფთრებული მისწვდა და გემრიელადაც დააგემოვნა. კობამ ქალის სუნი როგორც კი იგრძნო თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა. თვალების ბრიალით შეხედა ქალს და შუბლი შეკრა.

-რას აკეთებ?_ კითხა გაღიზიანებულმა და საწოლიდან წამოდგა.

-რას და... როლებს ვცვლით... დღეიდან მე ვარ კობა, შენ შორენა!_ ჩაიცინა საყვარლად და საწოლზე დაჯდა.

-შენ მგონი მართლა გიჟდები. _ დაკვირვებით შეხედა კაცმა.

-გიჟები და გაფრენილები ხართ თქვენ! დათვს თუ დაველაპარაკე ე.ი. გიჟი ვარ და მკურნალობა მჭირდება... მე კიდევ მიზეზი მაქვს და შენ ვაფშე უმიზეზოდ ურიკინებ!_ ისევ აკისკისდა ქალი და საწოლზე გაიშოტა.

-რატომ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო და ცუდი მათმქვენი?_ მისკენ გაიწია კობამ.

-საუზმე რა მოგიმზადო, "შორე:?_ ფეხზე წამოხტა და კაცს კრუგი დაარტყა. _ მე და თქვენს შვილს გვეერბოკვერცხება და თქვენ?_ არტისტულად გაშალა ხელები და გაიღიმა. კაცმა თავი გააკანტურა და ოთახიდან გავიდა. _ ფუ რა მუდო ხარ!_ ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა.

«არა ფსიქოლოგი როგორ მომიყვანეს, ამ მართლა გიჟებმა.» სიცილს ვერ იკავებდა შორე. « ნუ ახლა, მართალია ჩემი სიმფტომები დაბადებიდან, ამ დაავადების მაუწყებელი იყო, მაგრამ დღემდე არ შემქმნია პრობლემა და დიდი ამბავი ახლა ცოტა გადავაჭარბე.» თან ლაპარაკობდა თან ერბოკვერცხს წვავდა.
კობა გამოპრანჭული გამოეცხადა სამზარეულოში.

-მე დღეს გვიან მოვალ!

-შენ ამ ბოლო დროს ძალიან აგვიანებ! _ მისკენ მიტრიალდა და წინსაფარი მოიძრო. _ რა იყო, დამა ქალი შეაბი? შენი ტოლები გიზიდავს უკვე?_ სისინებდა შორენა და თან კაცისკენ მიიწევდა.

-ჩემს შვილს არ ატარებდე მუცლით ჭკუას გასწავლიდი. _ ჩაილაპარაკა საკმაოდ უხეშად და სამზარეულოდან გავიდა.

-მიდი მიდი... ვნახოთ სადამდე გაქაჩავს ეგ შენი დამა!_ მიაძახა ხმამაღლა და ბურდღუნით დაეხეთქა სკამზე. _ შენ არ ინერვიულო დე, მამიკოს აუცილებლად მოვაბრუნებ!_ჩაილაპარაკა იმედიანად და ფეხზე წამოდგა.

მთელი კვირა დღე წიგნის კითხვაში გაატარა. იცოდა რომ კობა არ მოვიდოდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა. დღეს კვირა სამსახურშიც არ იყო წასასვლელი, მაგრამ მაინც დილით გავიდა. ახლა კი რვა საათია და ჯერაც არ დაბრუნებულა.
« ის ქალი რომ შეუყვარდეს?» ამოსძახა ფიქრებმა და გამოაფხიზლა. წიგნი გვერდით გადადო და ფანჯარასთან მივიდა, ზუსტად იმ დროს შემოაყენა მანქანა კობამ კოპუსთან. სწრაფად ჩამოაფარა ფარდები და საამზარეულოში გავიდა გეგმის განსახორციელებლად. შანდლებზე დამაგრებული სანთლები აანთო და სახლი ჩააბნელა. გასაღების ხმაზე გული პატარა გოგოსავით აუფართხალდა. გაზქურას მიეყრდნო და კობას შემოსვლას დაელოდა, მამაკაცმაც არ დააყოვნა. სამზარეულოში როგორც კი შემოდგა ფეხი ქალი უკნიდან აეწება და კისერში აკოცა. მამაკაცმა უხეშად მოიცილა სუსტი სხეული და გვერდით გასწია. მისი საქციელი საშინლად არ ესიამოვნა ქალს.

-ქალის სუნამოს სუნი არ აგდის, ე.ი. არ მღალატობ!_ ჩაიცინა გამარჯვებულმა და სკამი გამოწია. _ იმედია რომანტიულ ვახშამზე დამეწვევი! _ მომაჯადოვებელი ღიმილით მიუგო კაცს.

-არ მაქვს ღლაბუცის თავი, დავიღალე და უნდა დავიძინო.

-მე რომ... ესენი..._ ხელით მაგიდისკენ მიუთითა დაბნეულმა შორენამ.

-აალაგე სუფრა და მეც დამაძინე. სხვა დროს იყოს!_ ურცხვად თქვა კაცმა და სამზარეულო დატოვა.

-მე რომ ამდენი ვიწვალე... _ ამოიკრუსუნა და სამზარეულოში შუქები აანთო. _ დავიჯერო საერთოდ არ შია?_ ფრუტუნებდა თავისთვის და თან მაგიდას ალაგებდა. _ თუმცა რა, თუ დამასთან იყო დაანაყრებდა.

მაგიდა აალაგა და ოთახისკენ წავიდა. კობას უკვე მოესწრო, მისაღებში საწოლის გაშლა და დაწოლა.

-ხვალ დილით შესვენებაზე გამოგივლი და ექიმთან წამვიდეთ._ მიაძახა ოთახში შესვლამდე თბილი ხმით.

-ექიმთან რა მინდა?_ გაკვირვებული მოტრიალდა კაცისკენ.

-მინდა დავწმუნდე რომ ჩემი შვილი ჯანმრეთელია!_ გასცა პასუხი და ბალიში თავზე დაიმხო.

-ოთახში არ დაწვები?_ ბოლო იმედს ჩაებღაუჭა შორენა.

-ჩემი აქ წოლა ორივესთვის უკეთესია დამიჯერე... ახლა შედი და დაწექი, საბანი კარგად დაიფარე, ღამე ნუ იძრობ!

-ძილინებისა. _ დაბალ ხმაზე უსურვა მშვიდი ძილი და ოთახის კარები მიხურა.

სადღაც, გულის სიღრმეში იმედს მაინც არ კარგავდა და ეგონა, რომ კობას ჯერ კიდევ ქონდა მისდამი გრძნობები შემორჩენილი. შეუძლებელია ასე მალე ის სიყვარული დაივიწყო რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ. ორი წელი ინერგებოდა მათ გულებში, ყველაფერი ეს და ასე ერთ დღეში როგორ გაქრებოდა. «გადატრიალდი და დაიძინე, ხომ ხედვა მართლა გიჟდები!» უბრძანა თავის თავს და დათვებს ზურგი აქცია.

არადა მაინც როგორ ზრუნავს მასზე, მიხედავად იმისა რომ კობასთვის ადვილი არ არის ამხელა რაღაცის გადატანა, მაინც არ თმობს ბოლომდე.
ღიმილით შეისწროა საბანი და თვალები დახუჭა, თან გულში სიხარულით იცინოდა.

-დე, აპატიე შენს მამიკოს ასეთი სიცივე. ჯერ კიდევ ვერ მოინელა შენი სულელი დედიკოს საქციელი და შენ ყვები შუაში. არადა მამიკოს ხომ ხედავ როგორ ძალიან უყვარხარ, ჩვენზეც როგორ ზრუნავს. მთავარია ახლა გადავლახოთ და მერე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. _ ჩურჩულით ელაპარაკებოდა შვილს და მუცელზე ხელს ისვამდა.

გამთენიისას კიდევ უფრო გაძლიერებული ადგა ფეხზე. მისაღებში გავიდა, მაგრამ კობა იქ არ დახვდა. «ისევ დაუმშვიდობებლად წავიდა» ამოსძახა გულმა და დივანს ცხვირი გაუხახუნა, ჯერაც რომ შერჩენოდა კობას სუნი. თვალები მაგრად დახუჭა და წარმოიდგინა, რა მოხდება ეს სულელური აზრი რომ არ დაბადვოდა თავში. როგორ ეტყოდა, კობას ორსულობის შესახებ, როგორ გაუხარდებოდა მას, როგორ იკამათებდნენ სახელზე და როგორ დასახავდნენ მომავლის გეგმებს ერთად. რამდენი რამე გამოტოვა ამ ერთი დაუფიქრებელი და ეშმაკური ნაბიჯით. გულდაწყვეტილმა გაახილა თვალები და მუცელზე ხელი შიმშილით და სიყვარულით დაისვა.

-როგორი მოცუცქნული ხარ ,დე და უკვე რამდენს ჭამ. _ სიცილით გაწია ცარიელი თეფში და ტუჩები ააცმაცუნა. _ გავიბერეთ!_ აკისკისებულმა ჩაილაპარაკა და წყალი მოსვა. _ ახლა ავდგეთ, ჩავიცვათ და სამსახურში წავიდეთ, თორემ ბატონი მერაბი არ გვაცოცხლებს. _ ფეხზე ენერგიულად წამოდგა და ოთახში შევიდა.

მთელი დღე მარტო საქმეზე ფიქრობდა. საქმეზე და კობაზე, როგორ შემოირიგოს მამაკაცი და როგორ მოულბოს გული. გეგმა «ა» «დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები კობას გულში და სხეულში!» ჩაიფრუტუნა თავისთვის და კალამი საფეთქელთან მიიდო. «შორენა, დაძაბე გონება და მოიფიქრე როგორ შეიძლება კობას მეორედ შებმა.» « რომანტიული ვახშამი დამიწუნა, დამპალმა... დაანაყრა ალბათ იმან და აღარ უნდოდა.»ბუზღუნებდა თავისთვის და მარჯვენა ფეხს ჰაერში აქანავებდა.
ღიმილით მოიმარჯვა დღის ბოლოს ტელეფონი და ნაცნობ ნომერზე დარეკა.

-მოხდა რამე?_ ოფიციალურად და ცივად იკითხა კაცმა.

-დიახ! შენს შვილს, გასეირნება უნდა!_ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა შორენამ.

-ახლა არ მცალია, თათბირზე შევდივარ.

-შენ ხომ არ დაგავიწდა იმ დედაკაცმა რა თქვა? ასეირნეო!_ შეახსენა ჩუმად მოსმენილი საუბარი.

-ახლა მე მანდ მოვალ და მაგ ყურებს დაგაჭრი!_ მისი სიცილნარევი ხმის გაგონებისას ერთიანად დაუარა სითბომ მთელ ტანში.

«ოღონდ შენ აქ მოდი და.» _გაიფიქრა, თქმით კი სულ სხვა რამ თქვა.

-მოხვალ თუ სხვას ვთხოვო?_ წარბები ეშმაკურად აწკიპა მაღლა.

-მიდი ხო ელზას დაურეკე.

-ელზა არ მიგულისხმია!

როგორ ვერ იტანს ასეთ ქალებს, ყველაფერს რომ აკეთებენ საყვარელი მამაკაცის ეჭვიანობისთვის, მაგრამ ახლა სხვა გზა არ აქვს. ხომ უნდა გაიგოს რას გრძნობს ის კაცი.

-ვისაც გინდა იმას უთხარი, მთავარია ენდობოდე. ბევრი არ იბოდიალო!_ კობას პასუხმა ნიკაპი მუხლებამდე ჩაიტანა.

-ხოდა ძალიანაც კარგი!_ გამწარებულმა დააკლილა წითელ ღილაკს თითი და ტელეფონი მაგიდაზე ისროლა _ ვინ ჯანდაბას ვთხოვო ახლა გამასეირნე-მეთქი?

გონება დაძაბა, მაგრამ ასეთი არავინ ახსენდება. ერთი ბიჭი მუშაობს, აქ ძალიან კარგი ახალგაზრდა, მაგრამ ახლა არ არის სამსახურში. გორში გაუშვა ორი დღის წინ მერაბმა და ჯერაც არ ჩამოსულა. მობუზულმა მოათვალიერა დიდი ოთახი. « მარტო წავალ, ძალიან არ გაიგოს იმან.» მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. ქურთუკი კარგად შეიკოჭა და ჩანთა მოიკიდა. ხელის აწევით დაემშვიდობა თანამშრომლებს და დერეფანს ხმადაბალი ღიღინით დაუყვა.

სახლში შევიდა თუ არა მამაკაცის სუნი იგრძნო და ეშმაკური ღიმილით წავიდა მისკენ. ზუსტად ისეთი სახე ქონდა, ქალები გამარჯვებული ღიმილით რომ უყურებენ მამაკაცს. რაღაცის კმაყოფილი!
კობამ ალმაცერად აათვალიერა თითქოსდა ბედნიერი ქალი და შუბლი შეკრა. თითით თვალი ოდნავ დაიზილა და ისევ წიგნს მიუბრუნდა. კაცის ასეთი არდაინტერესება გულს უღონებს უკვე. მივა ახლა და იმ დამპალი აზრებით გატენილ თავში ამ ჩანთას ჩასცხებს... ან იმ წიგნს. კაცს გვერდით მიუჯდა და ხელები გახლილ მუხლებზე დაიწყო.

-რა ბედნიერი სახე გაქვს?!_ ცალი თვალით გამოხედა კაცმა, გაიღიმა და ისევ წიგნს ჩააჩერდა.

-უბედური რატომ უნდა მქონდეს?_ ღიმილი პირზე შეაშრა შორენას.

-დღეს ელზა მოვა და ფსიქოლოგთან გაგყვება!_ შეახსენა ვიზიტი და წიგნი ხმაურით დახურა.

-მე გარკვევით გითხარი, არანაირი ჩანჩქერი და ჩიტები არ მჭირდება!_ გაღიზინაებული წამოხტა ფეხზე და ოთახისკენ გავარდა.

-რომ ვამბობ გამოგივლის და წახვალმეთქი, ე.ი. გჭირდება და წახვალ!_ მშვიდი ხმით გასცა პასუხი კაცმა და წიგნი დახურა.

-შენ მე მართლა გიჟი ხომ არ გგონივარ? _ კედელს ცალი მხარით მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა.

-მე რა მგონიხარ, ეგ შენი საქმე არ არის! შედი მოემზადე და გამოგივლის!_ კითხვას თავი აარიდა კაცმა.

-არ გაინტერესებს სად ვიყავით მე და შენი შვილი?_ იკითხა ნაწყენმა და გასწორდა.

-სასეირნოდ, ვიღაცასთან ერთად. _ მხრები აიჩეჩა და თავი მისკენ მიატრიალა.

-ზუსტად მაგიტომ ვართ ახლა ამ დღეში, რომ არა ეგ შენი «ამჩემფეხება» ხასიათი, ნორმალურ კობას გავიცნობდი და იმ დასკვნამდე არ მივიდოდი!_ დაუღრიალა გამწარებულმა და ოთახის კარები მიაჯახუნა. წამიც არ იყო გასული გაცეცხლებული რომ შეყვა შენგელია.

-ანუ ჩემი ბრალია შენმა სულელურმა ფანტაზიებმა ამ დონემდე რომ მიგვიყვანა?_ ისევ მშვიდი ხმით განაგრძობდა კაცი საუბარს.

-ხო, შენი ბრალია!_ ქალი არ ცხრებოდა და უფრო და უფრო უწევდა ხმას.

-ათასჯერ მაინც გაგაფრთხილე, ხმას ნუ უწევ ჩემთან-მეთქი. შენ მგონი დაგავიწყდა ვის ატარებ მუცლით, შენი ყვირილი და ხმის აწევა არამარტო ჩემზე არამედ ჩვენს შვილზეც მოქმედებს და ცოტა თავი გააკონტროლე. _ მკლავებში ორივე ხელი მოკიდა და სულ ოდნავ გააქანავა სხეული._ დიდი სიამოვნებით გცემდა კაცი!_ ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ხელები გაუშვა.

-აბა გაგებედა._ წააქეზა და საწოლზე დაჯდა._ ექიმთან რომ შემპირდი წაგიყავნო დღეს გადაიფიქრე?

-ვიყავი და ზეგ დაგვიბარა.

-არ წავალ მე იმ ქალთან. _ მოულოდნელად გაახსენდა ფსიქოლოგთან შეხვედრა.

-რატომ?_ მის გვერდით ჩამოჯდა კობაც და ხელები მუხლებზე დაიწყო.

-გიჟი ვგონივარ და იმიტომ. მე კიდევ არ ვარ გიჟი. _ამოისლუკუნა და კაცს გახედა.

-გიჟი არავის არ გონიხარ, უბალოდ ახლა ცოტა გიჭირს და ფსიქოლოგი აუცილებელია.

-შენც ხომ გიჭირს? რატომ არ დადიხარ?

-მე კაცი ვარ და სხვანაირად გადამაქვს!_ ხმა გაიმკაცრა კობამ.

სიცილით გახედა შუბლშეჭმუხნულ კაცს და მისი მხრისკენ მიცოცდა. თავი მშვიდა ჩამოადო და თვალები დახუჭა. კობა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ქალის გაწევა ცადა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და დარჩა.

-ასე ძალიან არ გსიამოვნებს რომ გეხები? ის უფრო კარგად გეხება?_ თავი წამოწია და საწყის პოზიციას დაუბრუნდა.

-დაიწყო ისევ! შენ არ გეხება ეგ!_ ფეხზე წაოდგა და ხელი მობეზრებულმა აიქნია.

-როდის აქეთ არ მეხება შენი ცხოვრება მე?

-დაფიქრდი და მიხვდები. _ მუცელს მიაშტერდა კაცი.

-თუ გინდა სულ არ შეგეხები, ოღონდ აქ დაწექი შენც... ჩვენთან ერთად._ შეევედრა შორენა.

-დივანზეც მოხერხებულად ვწერვარ. _ შორს დაიჭირა კაცმა.

-ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ აქ დაწვე... მარტო დაწექი._ ეშმაკურად გაუღიმა და საწოლზე გადაწვა, ხელები კი ჰაერში აათამაშა.

-სხვა რაღაცისთვის, ნორმალური ურთიერთობაა საჭირო!_ დაიგესლა კაცი.

-სულაც არა. _ გაწელვით წარმოსთქვა და ფეხებიც საწოლზე ააწყო. _ კარგი ხო, რა იყო კი არ გიკბენ... დიდი დიდი ღამე შემთხვევით ჩაგეხუტო. _ კისკისით მოახსენა თავისი გეგმები.

კობამ თავი დანანებით გააკანტურა და ოთახიდან გავიდა.
იმ ღამეს თვალი ვერ მოხუჭა ვერცერთმა. კობა ზურგშექცევით იწვა ქალთან და ფანჯრიდან იყურებოდა. შორენა კობას ზურგს უყურებდა და თითებს მის შორიახლოს ათამაშებდა. ცდილობდა მამაკაცისკენ რაც შეიძლება უფრო ახლოს მიწეულიყო, მაგრამ როცა მისი ცივი თვალები ახსენდება უკან ბრუნდება. ბალიშს ხელებით ჩააფრინდა და ცხვირი შიგ ჩარგო ცოტახნით სუნთქვა რომ დაერეგულირებინა. ცალი თვალით მაინც კობას უყურებდა და მისი განიერი მხრების კონტურს ხატავდა წარმოსახვით. ბოლოს ძლივს მოკრეფილი გამებდაობით მიჩოჩდა მისკენ და ზურგიდან აეკრა. კაცი ოდნავ შეირხა და ისევ გასწორდა. მისი მოცილება არ უცდია, მაგრამ აგრძნობინა რომ იგრძნო, მისი სითბო რომ იგრძო მიხვდა და უფრო მაგრად მოხვია ხელები. კობამ მისი თითების ახლოს აატარა თავისი თითებიც და ისევ საწოლზე დააწყო, როც ამიხვდა რომ არ შეუძლია შეეხოს. და მიუხედავად კობას დისტანციისა შორენას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.

^^^
ერთი კვირის განმავლობაში, მათი ურთიერთობა დღითიდღე უარესდებოდა, ან საერთოდ არ იძვროდა. კობა ქალს არასდროს იმჩნევდა, მარტო იმ შემთხვევაში ეხმიანებოდა როცა საქემ ბავშვს ეხებოდა. შორენაც ცდილობდა სულ მის წინ ეტრიალა რომ ბავშვზე მეტი კითხვა დაესვა და ამასაც საბაბი მისცემოდა. ექიმთან რომ იყვნენ მხოლოდ მაშინ ელაპარაკებოდა ნორმალურად და ცივილურად. ბავშვზე ყველა დეტალი გამოკითხა ექიმს. შორენა ხვდებოდა რომ კობა ზედმეტად ნერვიულობს და ეს მოსწონს.
კიდევ ერთხელ მამაკაცმა გული ზუსტად საავადმყოფოში ატკინა, როცა მარტო ბავშვის ამბავი იკითხა და დედის ჯანმრთელობით არ დაინტერესებულა. არადა თუ დედა ცუდად არის ბავშვი როგორ იქნება კარგად! ალბათ აქედან დაასკვნა კაცმაც. ექიმმა როგორც კი დედაზე დაიწყო საუბარი კობას გონებაც გაიფანტა. ცრემლმორეული უსმენდა ექიმს და უყურებდა უგულო მამაკაცს ამაშუკელი. საავადმყოფოდან ისევ სამსახურში მიიყვანა და დატოვა.

ელზასთან საუბარიც აღარ შველის უკვე იმდენად განიცდის კაცის ერთი და იგივე საქციელებს ყოველ დღე. ღამე გვიან დაბრუნება,თანაც ისე რომ არაფერს ხსნისი. საწოლის ისევ გვერდულად გაყოფა. ქალის ხელების არშემჩნევა. ერთადერთხელ ყავდა სასეირნოდ გაყვანილი, ისიც ბინასთან ახლოს პარკში. ერთი საათი დადიოდნენ წინ და უკან, შორენა ცდილობდა ერთი სიტყვა მაინც დაცდენოდა კაცს გულიანი, მაგრამ ვერაფერს გახდა.

ერთ დღეს როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოა, შემთხვევით გადააწყდა ოთახში მყოფ კობას. დღის განმავლობაში ის თითქმის არასდროს შედის იქ, მარტო დასაძინებლად თუ შევა და ისიც გვიან.
ოთახის კარები ღიმილით გამოაღო და ნანახმა ადგილზე გააქვავა, მამაკაცი დეზედორანტით ხელში იდგა და აქეთ-იქით ასხავდა. თავიდან ვერ მიხვდა რას აკეთებდა, ისიც იფიქრა ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ სუნი რომელიც კედლებში გამჯდარიყო, ამის საშვალებასაც არ აძლევდა. მერე ისევ გულმა მიიყვანა, სავალალო დასკვნამდე, «ჩემს სუნს აქრობს.» ამოიჩურჩულა ძალიან ხმადაბლა.

-რას აკეთებ?_ გაოცებულმა კითხა.

-ოთახში ცუდი სუნია და ვცდილობ გავაქრო!_ უპასუხა მოკლედ და თავისი საქმე განაგრძო.

გარდერობთან უსიტყვოდ მივიდა შორენა და ხელების კანკალით გამოაღო კარები. იქვე დაგდებულ პატარა ჩანთას ხელი დაავლო და რაც კი ტანსაცმელი ქონდა ყველაფერი შიგნით ჩაყარა. გარდერობის კარები ხმაურით მიკეტა და ასევე უსიტყვოდ გამოვიდა ოთახიდან. შემოსასვლელში იდგა ფეხსაცმელების თასმებს იკრავდა აქოშინებული რომ გამოვარდა კობა ოთახიდან.

-სად მიდიხარ? რა ჩანთა ეგ?

-ჩემთან, სახლში მივდივარ._ ჩამწყდარი ნოტებით ჩაილაპარაკა და წელში გასწროდა. _ სამივესთვის ასე აჯობებს. მე აღარ მაქვს იმის ნერვები და ხალისი შენს ამ საქციელებს ვუყურო და ავიტანო. ეს ყველაფერი ჩემს შვილზე მოქმედებს და მე მართლა ვგიჟდები! შენი თითოეული ქცევა სასიკვდილო განაჩენია ჩვენთის და მირჩევნია მარტო ვიყო! შენგან მოშორებით და ვიცოდე რომ ყოველ გავლა გამოვლაზე არ წამკვბენ. _ სიმწრის ღიმილით დაასრულა გამოსვლა და კარებისკენ მიტრიალდა. კობას არ გაუჩერებია, ხელებ ჩამოყრილი იდგა შუა ოთახში და დაკეტილ კარებს მისჩერებოდა.

არც იმ ღამეს აღარ უტირია, მიეჩვია უკვე ამგვარ ყოფას. მიეჩვია იმას რომ ბედნიერი არ არის და მორჩა. დეიდამისსაც ვერ ელაპარაკება ნორმალურად, მშობლები რომ ურეკავენ ორ სიტყვას იტყვის და მორჩა.
ბრძოლა უნდოდა კობას სიყვარულისთვის, მაგრამ მიხვდა რომ ფიზიკურად არ აქვს ამის ძალა. სულიერად კიდევ დიდხანა შეიძლება გაქაჩოს და სიყვარულისთვის იბრძოლოს, მაგრამ ფიზიკურად მყარად ვერ დგას და მოეშვა. ახლა ასე აჯობებეს, ბავშვი რომ დაიბადება რაღაცები ასე თუ ისე შეიცვლება და მერე დაილაპარაკებენ წყნარად.
თანაც ეგეც რომ არ იყოს, მამაკაცის ესმის. კობას საკუთარ თავზე მეტად იცნობს და იცის, რომ მისთვის მსგავსი ქვევები უპატიებელია, ყველაფერი ძალიან მიაქვს გულთან და განიცდის. მამაკაცისთვის არ არის ადვილი გადასატანი, იმის არმოჩენა რომ ამდენი წელი სრულიად სხვა ქალთან ერთად ეძინა.
საკუთარ თავსაც ვერ აყენებდა სიმწრით და ტკივილით მის ადგილზე.

ცარიელი და ცივი სახლი შვილს წამებში შემოატარა. ყველა დეტალს გულმოდგინე უხსნიდა და ცდილობდა ნერვული შეტევა არ დამართნოდა.
როცა მიხვდა რომ ყელში და თავში რაღაცა ძალიან მძიმედ აწვება დაწოლა გადაწყვიტა. რვა საათიდან ლოგინში წრიალებს და მაინც ვერ მოისვენა, რაღაცა არ ასვენებს... გულს უღრნის!
ფანჯრის რაფაზე თხელი ბალიში დააგდო და ზედ დააჯდა. ფეხები შეძლებისდაგვარად გაშალა და რკალ მთვარეს ახედა. რაღაცნაირად თავის თავთან გააიგივა, მასაც აკლდა თავისი რაღაცა ნაწილი და შორენასაც. არც ის იყო ბოლომდე სავსე, და იდეალური. მაგრამ მაინც შესანიშნავად გამოიყურება, ეს ერთადერთი რამ არის რითაც ახლა ქალს ჯობია... ფანჯრის მინას თითები დაუსვა და შუბლი ზედ მიადო. გამოსახულებები რომლების მინაზე მოხატა, ძალიან აგონებდა პატარაობაში ცელქი გოგოს ნახატებს. ფანჯარაზე ფიფქები, გულები, პლიუსები და ათასი მსგავსი რამ. სიცილით გადაშალა დაორთქლილი მინა და პირის მარტივი მოძრაობით ახალი დაფა გააკეთა.
დილის ხუთ საათამდე იჯდა და უაზროდ ხატავდა, მერე ისევ შლიდა და თავიდან.



3თავი

-იცი რა ვიფიქრე?_ ღიმილით მოსვა ცივი ყავა ელზამ და ტუჩები გააწკლაპუნა.

-რა?_ ინტერესით ააფახუნა თვალები შორენამ და გამობერილ მუცელზე სიყვარულით დაისვა ხელი.

-რა და ცხვარიჭამიაში წავიდეთ ჩემთან.

-როგორ მომენატრა იქაურობა. _ დანანებით ამოილაპარაკა და გაიცინა. _ წავიდეთ, მერე რა პრობლემაა. ახლა ჩემს პატარა სუფთა ჰაერი და წყნარი გარემო ძალიან ჭირდება.

-დღითიდღე გბუშტავს შენი პატარა. _ სასაცილოდ გაუხახუნა ცხვირი მეგობრის მუცელს ელზამ. _ კობას არ დაურეკავს?_ შეპარვით იკითხა ქალმა.

-არა! სამი დღეა არ დაურეკავს, რას აკეთებს ასეთს იქ ნეტავ რომ შვილიც კი არ გაახსენდა. _ ამოისისინა ნაწყენმა.

-დარეკავს აბა რას იზამს და ნუ იცი შენ ეგეთი ლაპარაკი, დღეა თუ ღამე შენს კორპუსთან დგას სულ!

-დარეკავს, მაგრამ მე აღარ ვუპასუხებ. ეგღა მაკლია დასვენება ჩავიშხამო მაგის გამო. ტელფონს და კომპიუტერს აქ დავტოვებ.

-გაგიჟდი? გადაირევა ხომ იცი არა?!_ ხმა დაუფრთხა ელზას.

-აი დარდები! მეც ვირევი, ქალიან ქალთან რომ დახტის, მაგრამ ვეუბნები რამეს?_ წარბები კუშტად შეკრა და ნაყინის კოვზი შეათამაშა.

-საიდან რას მოიტან ხოლმე. რა ქალიდან ქალთან? სად დაინახე?_ ცოტა გაბრაზდა ელზა.

-დანახვა და პროფესორობა არ ჭირდება მაგას. რამდენჯერაც ვნახე, ხან ვისი სუნამოს სუნი ასდის ხან ვისი. _ ნიკაპით ხელს დაეყრდნო და კაფე მოათვალიერა. _ არა! განა მე რამეს ვამბობ, ვინც უნდა ის ყავდეს, მე და ეგ ერთად მაინც არ ვიქნებით და ჩვენს ორს შორის ერთი მაინც იყოს ბედნიერი. უბრალოდ ასე მალე რომ დამივიწყდა მაგაზე ვგიჟდები. _ ამოიტირა გულით და თვალები დახუჭა ცრემლები რომ არ წასკდომოდა.

-ახლა არ იტირო რა ძალიან გთხოვ... შენ ხომ ეგ უკვე გადალახე არა?! ნახე რამხელა მიზეზი გაქვს რომ ბედნიერი იყო. მუცელს რომ უყურებ არ ფიქრობ რომ შვილს შენი ნეგატივი ედება?_ყოველდღიური ლექცია ჩაატარა ელზამ._ კობას შენც იცი რომ ძალიან უყვარხარ, ვერ ხედავ ეს ბოლო თვეები როგორი აქტიური გახდა, სულ მაღაზიებში დადის და რაღაცებს არჩევს თქვენთვის. თუ არ გირეკავს ეგ იმას არ ნიშნავს რომ ქალები ყავს. თანაც გაიხსენე, შენ თვითონ უთხარი ხშირად ნუ მეხმიანები მაღიზიანებო!

-ვსიო! მოვრჩით კობანაობას! წავიდეთ ბარგი ჩავლაგოთ._ტაში შემოკრა და ფეხზე წამობობღდა. _ ცოტახანში ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. _ სიცილით დაისვა მუცელზე ხელი და კარებისკენ წავიდა. _ ჰა, არ მოდიხარ?_ ჩამორჩენილ მეგობარს მიუტრიალდა და თითი თვალწინ დაუტკაცუნა.

-ის კობას მანქანა არ არის?_ თვალებმოჭუტულმა გახედა ფანჯრიდან სადგომზე მოელვარე შავ მანქანას.

-აბა მანახე. _ ფანჯარას მივარდა შორენა და წარბაწეულმა გახედა მანქანას. _ მაგისია! რომელიმე დამა ცხოვრობს ალბათ აქ და მოაკითხა. _ გაიცინა დამპლურად და კარებისკენ შეტრიალდა. _ წამოდი, წამოდი მაგის ნერვები არ მაქვს. _ ხელი დაუქნია და გარეთ გავიდა. _ ოჰო, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები. _ ირონიულად აათამაშა ფეხი და წელზე ხელი მოიკიდა, თავი რომ შეემაგრებინა.

-შენ სანახავად მოვედი. _ კაცმა მუცელს დახედა და გაიღიმა. _ რამხელა გზრდილა. _ ძლივს მოთოკა თავი ხელები მის მუცელზე არ აეთამაშებინა.

-უფრო იშვიათად გვინახულე ხოლმე და უფრო გაზრდილი დაგხვდება. _ ცინიკოსობას არ წყვეტდა შორე.

არადა მამაკაცი თითქმის ყოველ მეორე დღეს მასთან არის და ნახულობს. მანაც რა გააკეთოს, ზოგჯერ სახლში არ უშვებს, ზოგჯერ ტელეფონსაც არ პასუხობს. ამით ცდილობს ის დაკარგული თვეები აინაზღაუროს, ერთმანეთს და შვილს გადალახვაში რომ დააკარგვინეს.
მთელი შვიდი თვე ცდილობდა იმ აზრამდე მისულოყო რომ არ ენერვიულა, გამოსდიოდა კიდევაც. თავის უაზრო ეჭვებს რომ საყვარლები ყავს ხან რეალურად აღიქვამდა ხანაც ფანტაზიის ნაწილად.
ეჭვიანი ქალი ასეთია!

-დასასვენებლად მინდა წაგიყვანო, სადმე მთაში. _ კაცის შემოთავაზებით, აფართხალებული გული და გონება ძლივს დააწყნარა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, გახარებულმა.

-ჩვენ ცხვარიჭამიაში მივდივართ. _ როგორ ინანა ასე მალე რომ დათანხმდა ელზას.

-მერე რა, ერთი კაცისთვის ადგილი არ გამოინახება იმ სახლში?_ ღიმილით გადახედა ელზას და თვალი ჩაუკრა.

-როგორ არა! წამოდი, იცი რა ბუნებაა?_ აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა და კაცს მხარზე ხელი დაადო.

-მე მეგონა დასასვენებლად მივდიოდით!_ ამოისისინა გახარებულმა შორენამ და გვერდი აუარა.

-მე გაგიყვან. _ კაცი ჩქარი ნაბიჯებით დაეწია და თავისი მანქანისკენ მიუთითა.

-შენ მომიყვანე? არა! ხოდა ჩემით წავალ. _ ცადა მისი განიერი სხეულისთვის გვერდი აევლო._ გამატარე!_ ჯიბრიანად ჩაილაპარაკა და ორივე ხელი მკერდზე მიადო.

-ნუ ჯიუტობ და წამოდი. _ მაჯაში ხელი ჩაავლო და მანქანისკენ წააპორწიალა, გეგონება ფაიფურის თოფინა მიყავსო.

ელზა არ გამოყვა საქმეები მაქვს და მერე გამოგივლითო.
მთელი გზა გაბუსული იჯდა და ხმას არ იღებდა. კობას რამდენიმე შეკითხვაზე, რომელიც ბავშვით შემოიფარგლება, პასუხს არ ცემდა. მამაკაცს ბოლოს მისი ბავშვური ქცევები ყელში ამოუვიდა და თვითონაც გაჩუმდა. სახლამდე საცხობში გაიარა და შორენას საყვარელი ღვეზელები იყიდა. ქალს გული სიხარულით აევსო, იმის გაცნობიერებისას რომ კაცს კვლავ ახსოვს მისი საყვარელი საჭმელები. გამარჯვებული მზერით გადახედა ყველაფერს და შვილს მოეფერა.

-მადლობა. _ თბილი ღიმილით ჩაილაპარაკა და გამოწვდილი პარკები გამოართვა. _ რაც ორსულად ვარ არ მიჭამია.

სიცილით ჩაილაპარაკა და ქაღალდი მოახვია. პირთან მიიტანა თუ არა ცხვირში არასასიამოვნოდ დაუღიტინა, ზეთის და ხორცის სუნმა. ტუჩები უშნოდ დაბრიცა და ღვეზელი ისევ პარკში ჩადო. კობამ მის საქციელს ღიმილით უპასუხა და მანქანა დაქოქა.

-ძალიან გაწვალებს ხოლმე?_ თვალებით ბავშვისკენ ანიშნა და გზას გახედა.

-როგორ მოხდა რომ დაგაინტერესა. _ ჩაილაპარაკა ირონიულად და პარკი უკანა სავარძელზე გადადო.

-რატომ ცდილობ წყობიდან გამიმიყვანო და საძაგლობები მალაპარაკო?_ წარბშეკრულმა გადახედა.

-რაც მართალია იმას ვამბობ... ორ დღეში ერთხელ მოკითხვა და გაქცევა საქმე არ არის. თუმცა შენ რას გერჩი, აგირიეს თავგზა თანატოლებმა!_ ჩაიცინა სარკასტულად და ტუჩზე ენა დაისვა.

კაცმა მის ეჭვიანობას ღიმილით უპასუხა და მანქანა შორენას კორპუსთან გააჩერა. ქალი ნელა გადავიდა მანქანიდან და სადარბაზოსკენ წავიდა. მამაკაციც უკან აედევნა დასჯილი ბავშვივით.

-ვინ დაგპატიჟა?_ დოინჯი შემოიდო და კითხვა დაუსვა.

-ჩემი შვილის მოსანახულებლად დაპატიჟება არ მჭირდება, მითუმეტეს შენთან!_ კბილები დააღჭიალა მამაკაცმა და ქალს გადაუსწრო.

«ჩემი შვილის მოსანახულებლად დაპატიჟება არ მჭირდება, მითუმეტეს შენთან!» სახედამანჭულმა გამოაჯავრა კაცს და ნელი ნაბიჯებით წავიდა სადარბაზოსკენ. « მეტი არ მინდა ნერვები მომიშალო, კინწისკვრით გამოგაგდებ სახლიდან.» იმუქრებოდა გულში.
სახლში როგორც კი შევიდა ბარგის ჩალაგება დაიწყო. იქ სულ გრილა ამიტომ თბილი ტანსაცმელები ჩაალაგა უმეტესად. რამოდენიმე მოკლესახელოიანი მაისურის ჩადო, იქნებ სადმე გავიდეთო. შორტებს და ჯინსის შარვლებს ვეღარ იცვამს, უჭერს და მერე მუცელს ატკიებს. ამიტომ თავისუფალი სპორტული შარვლებით, სარაფნებით და კაბებით დადის.

-გშია?_ მისაღებში მჯდარ კობას გასძახა და წინ დაუდგა.

-მშია, დღეს მთელი დღეა არ მიჭამია. _ ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევიდა.

-არ გაჭამა შენმა ახალმა კნეინა დამამ?_ სიცილით კითხა და ნიჟარას მიეყრდნო.

-რატომ მიშლი ნერვებს?_ მისკენ წაიწია მამაკაცი და მუცელზე მიეყრდნო.

სიამოვნებისგან განცდილმა ემოციებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს თავი. რამდენი ხანია მასთან ასე ახლოს არ მდგარა, ჩახუტებაზე და შეხებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ცოტაც და ალბათ თვალებს მინაბავდა. პატარასაც ისე ესიამოვნა მამიკოს შეხება, რომ მუცელში ბურთივით ათამაშდა. კობამ ღიმილით დაუსვა გამობერილ მუცელზე ხელი, ქალმა იგრძნო როგორ გააჟრიალა მამაკაცს. როგორ დაიტვირთა დადებითი ემოციებით. კობას ხელს თავისი აკანკალებული ხელი დაადო და ღიმილით ახედა სახეშეცვლილ კაცს.

-გაინძრა!_ აღტაცებულმა წამოიძახა და უფრო მაგრად მოხვია ხელი ქალის მუცელს.

-იგრძნო რომ მოხვედი და გაუხარდა. _ ამოიჩურჩულა ხმადაბლა.

-დედიკოსავით მგრძნობიარე გოგოა. _ ღიმილით უპასუხა კაცმა და მუცელზე მოეფერა.

შორენმ ღიმილით მიადო თავი მის მხარს და ამოისუნთქა! ამ ამოსუნთქვას ამოაყულა ამდენი თვის დარდი.

-ორ თვეში რომ გამოძვრება მერე გავიგებთ გოგოა თუ ბიჭი. _ ლოყაზე ხელი დაუსვა ქალმა.

-ვგრძნობ რომ გოგოა!_ გადაჭრით თქვა მან.

-კარგი იყოს გოგო და ბიჭი რომ დაიბადება ნახავ!_ თვალი ჩაუკრა და მოცილდა. _ გუშინ ძალიან მომინდა ჩახოხბილი და ის მაქვს, შეჭამ?_ მაცივარი გამოაღო და ქვაბი გამოიღო.

-შენი გაკეთებული საჭმელები მომენატრა. _თითქოს სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და მაგიდასთან დაჯდა.

-ვეცდები აღარ მოგანატრო... _ კისკისით აანთო გაზქურა და თვითონაც სკამზე ჩამოჯდა.

^^^
კობას თხოვნით მთელი გზა უკანა სავარძელზე იყო არხეინად გაწოლილი. ელზა და შენგელია წინ ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ეს იმდენად დაღალა და მოთენთა მგზავრობამ, მათი საუბრიდან ნახევრის ნახევარიც არ ესმოდა. მთავარი გზიდან სოფლის გზაზე რომ გადავიდნენ, ცოტა გვერდები ეტკინა და წამოჯდა. მუცელზე ორივე ხელი მჭიდროდ მოიკიდა, პატარა ძალიან რომ არ დარყეულიყო მოუწესრიგებელ გზაზე. კობაც ნელა ატარებდა მანქანას და თან თვალებით უკან იყურებოდა როგორ არიანო.

სახლი მოწესრიგებული დახვდათ, ორი დღის წინ ელზას მშობლები იყვნენ ჩამოსულები და სუფთა ხელი ეტყობა. დაღლილი პირდაპირ ჰამაკში გაწვა. კობა უცებ დაასაქმა და ვაშლის მოკრეფა დაავალა, ტოტები დაბლა ჩამოწია და რამოდენიმე ცალი ვაშლი მოუწყვიტა. შორენამ კაბის კალთაში ჩაიყარა გარეცხილი ვაშლები და მადიანად შეექცა. ნახევარი საათის შემდეგ მეორე გამოძახებაც ქონდა მამაკაცს.

-სახლის უკან, მსხლის ხეა და გეხვეწები ისიც მომიკრიფე, რა... _ ყელი სასაცილოდ გაიწელა და ვაშლი ჩაკბიჩა.

კობამ ცარიელ კალთას გაკვირვებულმა დახედა და უკანა ეზოსკენ წავიდა. ფეხები კარგად გაშალა შორენამ და ცისფერ ცას ახედა.

-კობა სად არის?_ სველი ხელები ჰაერში დაიფერთხა ელზამ და დაქალს გვერდით მიუჯდა.

-მსხალს მიკრიფავს. _ სიცილით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-სად გიკრიფავს მსხალს? მამაჩემა ის ხე ორი წლის წინ მოჭრა. _ თავი უკან მიატრიალა და კობას გახედა, მამაკაცი არ ჩანდა.

-მერე ეგ კობამ ხომ არ იცის?_ სიცილით ამოსძახა და მომავალ კაცს გახედა. _ ჩემი მსხალი?!_ საცოდავად გაბუშტა ტუჩები.

ელზა სიცილით გაეცალა წყვილს და ისევ სახლში შევიდა. კობა შორენას წინ მიწაზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

-პატარა მატყუარა ქალი ხარ!_ ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა.

-მე მართლა მინდა მსხალი!_ ხელები მუცელზე დაიკრიფა და თვალების ფახუნით გახედა წამოწოლილ კაცს.

-ახლა ბაზარმა რომ ჩამოიაროს მაინც ვერ ავდგები ფეხზე, ძალიან გემრიელად ვარ წამოწოლილი!_ თვალი ჩაუკრა და დახუჭა.

-დამპალო!
>>>
-ორსულობა ძალიან რომ გიხდება გითხარი?_ მოულოდნელად წამოიძახა კაცმა და მისკენ გადატრიალდა.

-როდის მეტყოდი?! სად გეცალა ჩემთვის._ წარბაწეულმა ახედა ჭერს.

-ძალიან ლამაზი ხარ!_ თითები აფარკლულ ლოყებზე ჩამოუსვა კობამ.

-ხო ეგ ვიცი, ადრეც გითქვამს!_ კისკისით დაწვა გვერდულად და კაცს ცხივრზე აკოცა. _ ჩემზე კიდევ გაბრაზებული ხარ? კიდევ ნანობ რომ გიყვარდი?_ თვალებამღვრეულმა კითხა და მუცელზე მუცელი მიადო.

-მაშინ მართლა მეგონა რომ შენი სიძულვილი შემეძლო დამენრგა ჩემში, მაგრამ ვერ შევძელი! ბევრი ვეცადე, მაგრამ რა ვქნა სიყვარული მაინც ვერ გავანელე!_ ტუჩებზე აკოცა და გულზე მიიკრა.

-ხომ არავინ გყოლია?_ დაბნეულმა ახედა და მუდარით ჩახედა თვალებში.

-ჩემი პატარა ქალი! რა სულელი ხარ!_ ლოყაზე თითები მოუჭირა და გაუწელა. _ შენს გარდა ჩემთვის ქალი არ არსებობს! რაც არ უნდა მოხდეს შენ და ჩვენი შვილი პირველები ხართ... _ მინაბულ თვალებზე აკოცა.

-აბა ის ქალის სუნამო?!_ დაბნეულმა იკითხა.

-გახსოვს ეგ სუნამო პირველ პაემანზე რომ გაჩუქე? მაშინ წაიაფერისტე და მომატყუე ამაზე ვოცნებობდიო, მაგრამ არცერთხელ არ დაგისხავს. ხოდა დამენანა დასადებად და მანქანაში ვასხავდი ხოლმე!_ ჩაიცინა და ტუჩზე აკოცა.

-იმ სუნამოს სუნი საერთოდ არ მახსოვდა. _ კისკისით ამოსთქვა ქალმა.

-სამაგიეროდ მე მახსოვს რა გემრიელი სუნი ასდის შენს გლუვ და პრიალა კანს. _ შიშველ მხარზე თითი ჩაუმოსვა და მერე მის ადგილას ტუჩები აატარა.

-ხოდა მოგიწევს კიდევ ორი თვე მოცდა. _ გაეჯიბრა და ტუჩებზე დააცხრა. _ დღეში რამოდენიმეჯერ გამოგიწერ ხოლმე, სამკურნალოდ კოცნას.

-სამასჯერ, ორ თვეს დავიცდი კიდევ! ვიცი რომ ჩემი საქციელებით ძალიან განერვიულებდი. იმ დროს აზრზე არ ვიყავი, რას ვამბობდი და როგორ, ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო, რომ შენზე გაბრაზება როგორმე უნდა ამომენთხია. ჩემი არაკაცობით კიდევ ბავშვს და შენ გაზარალებდით.
იმ დღეს რომ დამირეკე და მითხარი სხვას ვთხოვ სასეირნოდ გაყოლასო, ლამის სისხლი გამითეთრდა ნერვიულობით. იმ წამსვე დავკარი ფეხი და თქვენთან გამოვარდი, ზუსტად იმ დროს გამოხვედი მობუზული სამსახურიდან. მარტო რომ დაგინახე შენს ბავშვურ ქცევაზე გამეცინა, მერე ჩემს თავს გავუბრაზდი როგორ იეჭვიანე-მეთქი! სულ მქონდა ის შეგრძნება რომ სადღაც ვიღაცას გადააწყდებოდი და მორჩა... ამიტომაც არ მოგცილებივარ არცერთი წამით გვერდიდან, ზოგჯერ ფარულად ზოგჯერ კიდევ ისე, სულ თქვენთან ვიყავი.

-მე კიდევ მეგონა რომ არ გაინტერესებდა. _ ამოიჩურჩულა ნაწყენმა და მის მკერდს მიეყრდნო.

-რაც შენ და ჩემს შვილს გეხებათ ყველაფერი მაინტერესებს. მაპატიეთ ის დაკარგული შვიდი თვე, მე მართლა არ ვიყავი მზად, შენთან ურთიერთობა გამეგრძელებინა. ვიცი ახლა ძალიან გვიანია ამის აღიარება, მაგრამ ვერ გაგიგე და ახლაც არ მესმის. მაგრამ ის აზრი, რომ შენ გადაიფიქრე და ეგ ნაბიჯი არ გადადგი ხელახლა მიცოცხლებს იმედს, რომ ერთად ვიქნებით.

-შენ არაფერი გაქვს საპატიებელი, ერთადერთი დამნაშავე მე ვარ ჩემი სისულელეებით. შენ ჩემი იდეალური არა, მაგრამ თითქმის იდეალური მამაკაცი ხარ!_ სიცილით თქვა შორემ.

-ცდები! ურთიერთობაში არასდროს არის ერთი დამნაშავე, ამ შემთხვევაში ორივე შევცდით... ერთი ცოტათი მეორე უფრო ძალიან... მთავარია რომ ორივე დროულად მოვეგეთ გონს და ერთმანეთი უფრო არ გავაუფერულეთ. სახელი მოიფიქრე?_ მუცელზე დახედა კაცმა.

-ჯერ სქესიც არ ვიცი. _ ჩაიცინა შორენამ.

-მერე რა? ჩვენც ორივესი მოვიფიქროთ და რომ დაიბადება დავარქვათ.

-მე დამიანე მინდა!

-მამაჩემის სახელი. _ ღიმილით აუბურდა ქალს თმა და ყელი დაუკოცნა.

-შენ რა გინდა რომ დავარქვათ?

-მაკრინე!_ სერიოზული სახით თქვა და პირდაღებულ შორენას გახედა.

-არა, მაკრინე ცუდი სახელი არ არის... მაგრამ სხვა რომ მოვიფიქროთ?_ ცადა სიტუაციიდან სხვანაირად გამოეძვრინა თავი.

-მაშინ რუსუდანი.

-კობა, მეკაიფები?_ წარბები გაბრაზებულმა აწკიპა.

-რას ერჩი რუსუდანს?

-არაფერს არ ვერჩი, ჩემს მეზობლეს ქვია ძალიან მიყვარს ის ქალი, მაგრამ ჩემს შვილს რუსუდანს არ დავარქმევ! არც მაკრინეს და არც ჟუჟუნას!

-კარგი მაშინ ხვალ დილამდე რამეს მოვიფიქრებ!_ ლოყაზე აკოცა და თვალები დახუჭა.

-ისე ჩემი კოცნის გარეშე როგორ მიდიოდი ხოლმე სამსახურში?_ მაინც ვერ მოუთმინა გულმა.

-მე პირობა არცერთი დილა გამიტეხავს, ეს შენ გადაბარგდი სხვაგან და კოცნის საშვალება აღარ მომეცი.

-მატყუარა! შენთან რომ ვიყავი არც მაშინ მკოცნიდი ხოლმე. _ მხარზე ხელი კრა და მისი მოშორება ცადა.

-საიდან იგონებ ამ ზღაპრებს? ვინ გითხრა რომ არ გკოცნიდი?_ სიცილით დაიხარა მისკენ და კვლავ ტუჩებზე დაეპატრონა._მიუხედავად იმისა რომ შენზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ჩემი თავი ვერ გავიმეტე ეგ სიამოვნება მომეკლო. თან რომ გკოცნი ლოყები საყვარლად გიფერადდება, მე კიდევ აწითლებულ შორენაზე ვგიჟდები!_ ჩურჩულებდა და სახეზე ეფერებოდა.

-გუშინ ჩემებს ველაპარაკე და პატარა სანამ დაიბადება ჩამოვალთო. _ გახარებულმა მიადო კობას გულს თავი.

-კარგია, ჩემებიც ჩამოვლენ და მამაპაპურად მოვილხენთ.

-შენი გალოთებაღა მაკლია ახლა! ნუ გავიწყდება ეს ბავშვი გასაზრდელია!_ მოჩვენებით გაუწყრა კაცს და ცხვირზე თითები მოუჭირა.

-ცოლად როდის უნდა გამომყვე?_ მოულოდნელად გადაიტანა სრულიად სხვა თემაზე საუბარი.


არ გაკვირვებია! ამას დიდიხანია ელოდება, მაგრამ გულმა მაინც გაიფართხალა სიხარულისგან.
სხვაგვარად შეუძლებელია, როგორ შეიძლება ასეთ მომენტში ემოციები არ მოგაწყდეს. საყვარელი მამაკაცის მომღიმარ სახეს რომ უყურებს მეცხრე არა და მეათე ცაზე ადის. კობას თითოეული მიმიკა, გამოხედვა და ქცევა შესისხლხორცებული აქვს. მისი ყველა სიტყვა, გულს ხვდება და არც ეს იყო გამონაკლისი. კაცს ალმაცერად გადახედა, ცოტა არეული კითხვისათვის.

-ხელი როდის მთხოვე რო?!_ გაწიწმატდა შორენა.

-კარგი რა...ჩვენ ორს ხელის თხოვნა და მსგავსი ცერემონიები არ გვჭირდება. შენ დიდი ხანია ჩემი ცოლი ხარ, უბრალოდ ამას ვერ ხვდებოდი. და თან ის ფაქტი რომ სხვა სახლში მიიპარებოდი ხელს გვიშლიდა...

-თუ ეგრეა, ქალაქში რომ დავბრუნდებით მაშინ!

-ხვალვე ვბრუნდებით ქალაქში!_ სიცილით ჩაილაპარაკა და ჭერს მიაშტერდა.

-ჯერ დავისვენოთ, ბავშვისთვის მარტო ხმაური და მტვერი, მთელი ცხრა თვე არ არის კარგი... სუფთა ჰაერი, სიწყნარე, ჩიტების ხმა დილაობით, ეს ყველაფერი მინდა რომ აქედანვე აითვისოს და შეიყვაროს.

-მაშინ მოდი ტრადიცია დავნერგოთ, ყოველი წლის ზაფხულს ზუსტად ამ თვეს, ამ რიცხვში მთაში დავისვენოთ!

-შენი ამბავი რომ ვიცი სამსახურიდან არ გამოგიშვებენ. _ ამოიბუზღუნა შორემ.

-გამოვიპარები და მაინც წავალთ!

-პირობა პირობაა! _ ხელი გაუწოდა ჩამომართვიო და სახე დაისერიოზულა. მამაკაცმა ღიმილით შეახო მის ნაზ და ფაქიზ თითებს თავისი თითები და ოდნავ მოუჭირა, იმის დასამტკიცებლად რომ სიტყვას არ გადავა.

^^^
ყველაზე ბედნიერი ერთი კვირა ქონდა შორენას. გვერდით მისთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი ცდილობდა მისთვის ის დრო აენაზღაურებინა რაც დააკარგვინა და დაკარგა. სულ ცდილობდა ყოველ წუთს მის გვერდით ყოფილიყო, ელემენტარული დაჯდომისას რომ მიხმარებოდა.
საერთოდ არ აინტერესებდა, მთელი შვიდი თვე ეჭვიანობაში რომ გაატარა. არ აინტერსებდა არცერთი ცრემლით გადაგორებული დღე. ახლა მისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პატარას სახელი და კობას გვერდით ყოფნაა.
სოფლიდან წამოსვლისას თავისი რაღაცა ნაწილი პირობიანად იქ დატოვა. ელზა დარჩა, ცოტახანს კიდევ დავისვენებო. რომ არ კობას სამსახური ალბათ თვითონაც დიდი სიამოვნებით დარჩებოდა.
სოფლიდან პირდაპირ თავის სახლში მიიყვანა.

სახელზე კიდევ უამრავჯერ მოუწიათ კამათი. ერთი რომ ამბობდა მეორეს არ მოსწონდა, ან პირიქით. კობა სულ ცდილობდა დაეთმო, მაგრამ შორენა ისეთ უცხო და ამავდროულად გაუგებარ სახელებს იძახდა, არ შეეძლო არ შეკამათებოდა. ეს მერე იბუსხებოდა და ხმას აღარ ცემდა...

მთელი ერთი კვირა იმაზე ფიქრში გაატარა მშობლებისთვის როგორ აეხსნა რომ კობასთან დაბრუნდა. რა თქმა უნდა ეს ორივეს ძალიან გაუხარდება. ორივემ ძალიან კარგად იცოდა, რა დღეშიც იყო ბოლო პერიოდი თავისი სისულელის გამო შორენა, მაგრამ მამამისის ხასიათიდან გამომდინარე შიში მაინც ვერ გაიქარწყლა. რატომღაც გონია, რომ პეტრე კობას ამ შემთხვევაში ვერ გაუგებს. შორენამ სანდო წყაროებიდან იცის, რომ ურთიერთობა რომ დაიწყეს, კობა ესაუბრა მამამის და საქმის კურსში ჩააყენა. პეტრეც აღარაფერს იძახდა. თუმცა მშობელბის იმედი მაინც აქვს, დარწმუნებულია რომ არცერთი კრავს ხელს. ბოლოს და ბოლოს მარტოხელა ორსული მიიღეს ისე როგორც ნამდვილ დედ-მამას შეეფერება... და გათხოვილ ქალს სად გაუშვებენ.

მეცხრე თვეში, სურვილები საერთოდ შეუწყდა. აღარაფრს ითხოვდა მარტო იწვა და კრუსუნებდა. ისიც იმიტომ რომ კობა მიწოლოდა გვერდით და გაეთბო. ზოგადად პრეტენზიული ორსული არც არასდროს ყოფილა. ათაში ერთხელ თუ მოუნდებოდა რაღაც... გულწრფელადაც რომ ვაღიაროთ, წონასაც უფრთხილედება. იმ ფიგურის დაკარგვა, რასაც, ხუთი წელია ინარჩუნეს საცოდაობაა. შვილიც ჯანმრთელი ყავს და როგორც ექიმმა დაუნიშნა ზუსტად ისე იკვებება.

მშობლებთან შეხვედრა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს. გაფუჭებული ვიზით ვეღარ ჩამოვიდნენ სამშობლოში, თან ის ფაქტი რომ შორენა კარგად არის აღარ ანერვიულებდათ. კობასაც ესაუბრა მამამისი და დამშვიდდა. ზაფხულში დასავენებლადაც დაპატიჟეს თავისთან.
მშობლების ბედნიერ სახეებს რომ ხედავს აღარაფერი არ ადარდებს. დედამისი ისეთი ბედნიერი თვალებით უყურებს ხოლმე მის გამობურცულ მუცელს.
დეიდამისი და ელზაც სულ მასთან არიან და ყველაფერში ხელს უწყობენ. ხანდახან ბიჭებიც გამოივლიან, წაიმაიმუნებენ და მიდიან. დიდხანს ვეღარ რჩებიან, გაბერილთან, ვეღარ ამხარულებს ძმებს ისე და იმათად ბეზრდებათ, ასეთი სერიოზული შორენა!

სამშაბათი დღე იყო, კობა ტრადიციულად კოცნით დაემშვიდობა ცოლ-შვილს და სამსახურში წავიდა. გეგმებში დღესაც გვიან დაბრუნება ქონდა... მაგრამ მოულოდნელმა ზარმა სულ ყველაფერი შეცვალა.

საავადმყოფოში, მარტო შორენას განწირული კივილის ხმა ისმოდა, რომელიც სასწრაფოდ მისი ქმრის მოყვანას თხოვდა ელზას. ცალი ხელით შვილს ეფერებოდა მეორე ხელი ელზაზე ქონდა ჩაჭიდული და ხმამაღლა სუნთქავდა. თან შვილს ევედრებოდა რომ ცოტაც მოეცადა.

შორენას ორსულობის დროს, «როგორ დავეხმაროთ ორსულ მეუღლეს.» წიგნი ქონდა ამოჩემებული და სულ კითხულობდა. ყველა დეტალი გადახარშული აქვს და იცის რა დროს როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ ახლა, როცა ცოლის სველი ხელისგული უკავია, წარმდოგენა არ აქვს როგორ გაინაწილოს ის ტკივილი რასაც ახლა ის გრძნობს. წიგნში ამაზე არაფერი ეწერა, ეს სულ სხვა განცდა და ემოცია!
კივილით დაგუბებული ოთხი კედელი, პირდაპირ კობას ასკდებოდა გულზე. ქალის არაადამიანურად დაჭიმული ძარღვები საშვალებას არ აძლევდა ერთი წამით მაინც მოეხუჭა თვალი და მის ტკივილს დამალვოდა.

შვილის დაბადება, მხოლოდ მას შემდეგ იგრძნო, შორენამ ხელი რამოდენიმეჯერ მსუბუქად რომ მოუჭირა და შეუშვა. თვალებამღვრეული უყურებდა დედიშობილა პატარა გოგოს და ჯერაც ვერ ხვდებოდა რომ ეს პატარა მათი შედევრია! მათი სისხლი და ხორცი, მათი ნაწილი!
ქალისკენ დაბნეული დაიხარა და ტუჩები დანამულ შუბლზე შეახო... დაღლილობისგან, სიამოვნებისგან და ბედნიერებისგან თვალები მინაბა შორენამ და ამოიკრუსუნა.
სამშობიარო ბლოკში დიდხანს აღარცერთი გაუჩერებიათ. პატარა გაახვიეს და სადღაც გააქცუნეს, კობა კი გარეთ გამოაბუნძულეს.

გადაჭედილი დერეფანი, კიდევ ერთხელ არწმუნებდა რომ ეშმაკმა ქალმა საწადელს ვერ მიახწია და სადღაც გული მოუბრუნდა... იქ სადაც უნდა მობრუნებოდა! ზუსტად იქ გაჩნდა თვითონაც, როცა თავის შვილს ყველაზე მეტად ჭირდებოდა მამა! ამის შემდეგ კი წამითაც არ დატოვებს, და დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს. ახლა ერთადერთი რაც დარჩენია ცოლ-შვილის ერთად ხილვაა... შორენას გულზე გადაწვენილი პატარა, რომელიც საოცრად მიამსგავსა დედას...

პალატის კარები ნელა შეაღო და დედის მკერდზე მიწოლილ პატარას დახედა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მომღიმარ ცოლს და გამობურცულ ტუჩებზე მადლიერების ნიშნად აკოცა. პატარასთვისაც უნდოდა ეკოცნა, მაგრამ ისეთი უმწეო მოეჩვენა, რომ შეეშინდა. თანაც წვერი აქვს გასაპარსი და შვილის ფაფუკი და გლუვი კანი შეეცოდა. საჩვნებელი თითი გასაუდვა შუბლზე და გაუცინა.

-მოვიფიქრე!_ უეცრად წამოიძახა შორენამ.

-რა მოიფიქრე?_ დაფეთებულმა დაჭყიტა თვალები.

-მია!

-რა მია?_ წარბები დაბნეულმა შეკრა.

-მია შენგელია!


დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi istoriaafsiqologiuri.
Xval dilistvis riti gamaxareb?❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. წაკითხული მქონდა, მაგრამ ზუსტად იგივე ემოციით წავიკითხე ახლაც. დილა პოზიტიურად უკვე დავიწყე და მადლობა ამისთვის

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

ჩემო შაქარყინულოოო,ისეთ ისტორიეებს მახსენებს რომ ბედნიერებისგან მეღიმებააააა რომ იცოდეეე,არადა ყველა ისტორიას ხელახლა ვიხსენებ ახლაი გძნობებით და განცდებით.ყველა ისტორია ვიციიი და მატკბობ შაქარყინულოოოოოოო heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი bibo

ჩემი მზე ვინ არისო :* ჩემი ბედნიერების მარცვალი :* გულის ჯემი და სულის საზამთრო :* მიყვარს შენი ტკბილი გემრიელი მურაბა ისტორიები :* ყველაზე მეტად რაზეც ამეწვა გული და სულის ლოდი ეს ისტორია იყო :* ჩემი ფერადი სამყარო ხარ ფერად ფერადი გირილა * ხო მაქ ყველა წაკითხული ყველა სასწაულია მაგრამ აქ მაინ ყოველდღე გელი დილით შემოვდივარ ახალი თავი ახალი ისტორია და ახალი სამყარო შევქმნა :* ბედნიერების დილა მაქ შენ ისტორიასთან ერთად მზეო :* აუ ისიც მალე დადე სახრლი არ მახსოვს სოფლიდან რო ჩამოდის გოგო და დედის მეგობრის სახში რო ცხოვრობს :* აი ვგიჟდები მაგ ისტორიაზე სასწაულია საოცრება :* ჩემი ყველაზე სასწაული შენ ხარ პოზიტივო და უბრალოდ გემრიელო გოგოვ :*

 


№5  offline წევრი ))♡

ტკბილი თბილი გრძნობებით სავსე ვულით დაწერილი და კიდევ მრავალი სხვა ნუ არშემიძლია რა იმდენი პოზოტოვი იმედნი სიყვარული სიკეთე სითბო მოდის შენიდან და შენი ისტორიებიდან სიტყვები არ მყოფნის ნუ შეამჩნიე ალბათ რომ ძალიან ადვილად მიჩუყდება გული და ყველაფერზე ვტირკვარ აო ეს კი საოცრება იყო რა თვალზე ცრემი არ შემშრობია იმის შემდეგ სულ ამ მოთხრობაზე ვფიქრობ და ვგიჟდები როგორი ნიჭიერი ხარ და სასწაული მუზა გაქვს აბა შენიცი ხოიცი ძან მახარებს შენი ახალი ისტორებია ბედნიერი ვარ როცა დილად შენი ისტორიით ვიწყებ ♥♥♥♥
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№6  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Kargi istoriaafsiqologiuri.
Xval dilistvis riti gamaxareb?❤❤❤

ძალიან დიდი, დიდი მადლობა...
ოოო, უკვე დავდე და შეგიძლია იხილოთ. <333
Chikochiko
ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. წაკითხული მქონდა, მაგრამ ზუსტად იგივე ემოციით წავიკითხე ახლაც. დილა პოზიტიურად უკვე დავიწყე და მადლობა ამისთვის

საყვარელო, დიდი მადლობა რომ არ გბეზრდება და ისევ კითხულობ... ეს მე ძალიან მახარებს. <3
miyvarxar1992
ჩემო შაქარყინულოოო,ისეთ ისტორიეებს მახსენებს რომ ბედნიერებისგან მეღიმებააააა რომ იცოდეეე,არადა ყველა ისტორიას ხელახლა ვიხსენებ ახლაი გძნობებით და განცდებით.ყველა ისტორია ვიციიი და მატკბობ შაქარყინულოოოოოოო heart_eyes heart_eyes

მიყვარხარ მე შენ! <3 ასეთი კარგი, ტკბილი და თბილი რომ ხარ იმიტომ, ჩემი გახარება რომ არ გეზარება და სიტყვები არ გენანება. <3 მადლობა დიდი დიდი <3
bibo
ჩემი მზე ვინ არისო :* ჩემი ბედნიერების მარცვალი :* გულის ჯემი და სულის საზამთრო :* მიყვარს შენი ტკბილი გემრიელი მურაბა ისტორიები :* ყველაზე მეტად რაზეც ამეწვა გული და სულის ლოდი ეს ისტორია იყო :* ჩემი ფერადი სამყარო ხარ ფერად ფერადი გირილა * ხო მაქ ყველა წაკითხული ყველა სასწაულია მაგრამ აქ მაინ ყოველდღე გელი დილით შემოვდივარ ახალი თავი ახალი ისტორია და ახალი სამყარო შევქმნა :* ბედნიერების დილა მაქ შენ ისტორიასთან ერთად მზეო :* აუ ისიც მალე დადე სახრლი არ მახსოვს სოფლიდან რო ჩამოდის გოგო და დედის მეგობრის სახში რო ცხოვრობს :* აი ვგიჟდები მაგ ისტორიაზე სასწაულია საოცრება :* ჩემი ყველაზე სასწაული შენ ხარ პოზიტივო და უბრალოდ გემრიელო გოგოვ :*

ჩემი გემრიელობა გოგო ხარ შენ!
ვგიჟდები მე შენზე ტკბილოვ!
ძალიან მიყვარხარ! <3
უღრმესი მადლობა სულ ჩემთან რომ ხარ. <3
აუცილებლად დავდებ შენს სახეზე 24 საათში. <3
))♡
ტკბილი თბილი გრძნობებით სავსე ვულით დაწერილი და კიდევ მრავალი სხვა ნუ არშემიძლია რა იმდენი პოზოტოვი იმედნი სიყვარული სიკეთე სითბო მოდის შენიდან და შენი ისტორიებიდან სიტყვები არ მყოფნის ნუ შეამჩნიე ალბათ რომ ძალიან ადვილად მიჩუყდება გული და ყველაფერზე ვტირკვარ აო ეს კი საოცრება იყო რა თვალზე ცრემი არ შემშრობია იმის შემდეგ სულ ამ მოთხრობაზე ვფიქრობ და ვგიჟდები როგორი ნიჭიერი ხარ და სასწაული მუზა გაქვს აბა შენიცი ხოიცი ძან მახარებს შენი ახალი ისტორებია ბედნიერი ვარ როცა დილად შენი ისტორიით ვიწყებ ♥♥♥♥

რეალურად უფრო მძიმე სიტუაცია იყო, ძალიან ბევრი დეტალიც არ მაქვს აღწერილი, ზოგი ვეცადე რაც შეიძლება მსუბუქად დამეწერა, არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა, მაგრამ უზომოდ მიხარია ისტორია შენამდე ასე კარგად რომ მოვიდა... მართლა არ მინდოდა შენი ატირება, პირიქით ვცდილობდი ზედმეტად არ დამეტვირთა ისტორია. ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო. <3
--------------------
ა.ა

 


№7  offline წევრი ))♡

მე♥
სტუმარი Lia
Kargi istoriaafsiqologiuri.
Xval dilistvis riti gamaxareb?❤❤❤

ძალიან დიდი, დიდი მადლობა...
ოოო, უკვე დავდე და შეგიძლია იხილოთ. <333
Chikochiko
ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. წაკითხული მქონდა, მაგრამ ზუსტად იგივე ემოციით წავიკითხე ახლაც. დილა პოზიტიურად უკვე დავიწყე და მადლობა ამისთვის

საყვარელო, დიდი მადლობა რომ არ გბეზრდება და ისევ კითხულობ... ეს მე ძალიან მახარებს. <3
miyvarxar1992
ჩემო შაქარყინულოოო,ისეთ ისტორიეებს მახსენებს რომ ბედნიერებისგან მეღიმებააააა რომ იცოდეეე,არადა ყველა ისტორიას ხელახლა ვიხსენებ ახლაი გძნობებით და განცდებით.ყველა ისტორია ვიციიი და მატკბობ შაქარყინულოოოოოოო heart_eyes heart_eyes

მიყვარხარ მე შენ! <3 ასეთი კარგი, ტკბილი და თბილი რომ ხარ იმიტომ, ჩემი გახარება რომ არ გეზარება და სიტყვები არ გენანება. <3 მადლობა დიდი დიდი <3
bibo
ჩემი მზე ვინ არისო :* ჩემი ბედნიერების მარცვალი :* გულის ჯემი და სულის საზამთრო :* მიყვარს შენი ტკბილი გემრიელი მურაბა ისტორიები :* ყველაზე მეტად რაზეც ამეწვა გული და სულის ლოდი ეს ისტორია იყო :* ჩემი ფერადი სამყარო ხარ ფერად ფერადი გირილა * ხო მაქ ყველა წაკითხული ყველა სასწაულია მაგრამ აქ მაინ ყოველდღე გელი დილით შემოვდივარ ახალი თავი ახალი ისტორია და ახალი სამყარო შევქმნა :* ბედნიერების დილა მაქ შენ ისტორიასთან ერთად მზეო :* აუ ისიც მალე დადე სახრლი არ მახსოვს სოფლიდან რო ჩამოდის გოგო და დედის მეგობრის სახში რო ცხოვრობს :* აი ვგიჟდები მაგ ისტორიაზე სასწაულია საოცრება :* ჩემი ყველაზე სასწაული შენ ხარ პოზიტივო და უბრალოდ გემრიელო გოგოვ :*

ჩემი გემრიელობა გოგო ხარ შენ!
ვგიჟდები მე შენზე ტკბილოვ!
ძალიან მიყვარხარ! <3
უღრმესი მადლობა სულ ჩემთან რომ ხარ. <3
აუცილებლად დავდებ შენს სახეზე 24 საათში. <3
))♡
ტკბილი თბილი გრძნობებით სავსე ვულით დაწერილი და კიდევ მრავალი სხვა ნუ არშემიძლია რა იმდენი პოზოტოვი იმედნი სიყვარული სიკეთე სითბო მოდის შენიდან და შენი ისტორიებიდან სიტყვები არ მყოფნის ნუ შეამჩნიე ალბათ რომ ძალიან ადვილად მიჩუყდება გული და ყველაფერზე ვტირკვარ აო ეს კი საოცრება იყო რა თვალზე ცრემი არ შემშრობია იმის შემდეგ სულ ამ მოთხრობაზე ვფიქრობ და ვგიჟდები როგორი ნიჭიერი ხარ და სასწაული მუზა გაქვს აბა შენიცი ხოიცი ძან მახარებს შენი ახალი ისტორებია ბედნიერი ვარ როცა დილად შენი ისტორიით ვიწყებ ♥♥♥♥

რეალურად უფრო მძიმე სიტუაცია იყო, ძალიან ბევრი დეტალიც არ მაქვს აღწერილი, ზოგი ვეცადე რაც შეიძლება მსუბუქად დამეწერა, არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა, მაგრამ უზომოდ მიხარია ისტორია შენამდე ასე კარგად რომ მოვიდა... მართლა არ მინდოდა შენი ატირება, პირიქით ვცდილობდი ზედმეტად არ დამეტვირთა ისტორია. ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო. <3

ჩემო საყვარელოო ეს ტირილი კონპლიმენტად მიიღეეე ♥♥♥♥ ხალიან მიყვარხარ
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№8 სტუმარი სტუმარი სხვანაირი დედამიწელი

უბრალოდ.. სიტყვები არ მყოფნის..
იცი..რაღაც მომენტში შემეშინდა ისეთი სიცივე წამოვიდა კობასგან..
სადისტობა იქნებოდა ნამდვილად,ყველაფერი ასე ლამაზად რომ არ დასრულებულიყო.
არაჩვეულებრივად გაართვი თავი ყველაფერს.. წარმატებები მომავალში..

 


№9  offline მოდერი მე♥

))♡
მე♥
სტუმარი Lia
Kargi istoriaafsiqologiuri.
Xval dilistvis riti gamaxareb?❤❤❤

ძალიან დიდი, დიდი მადლობა...
ოოო, უკვე დავდე და შეგიძლია იხილოთ. <333
Chikochiko
ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს ეს ისტორია. წაკითხული მქონდა, მაგრამ ზუსტად იგივე ემოციით წავიკითხე ახლაც. დილა პოზიტიურად უკვე დავიწყე და მადლობა ამისთვის

საყვარელო, დიდი მადლობა რომ არ გბეზრდება და ისევ კითხულობ... ეს მე ძალიან მახარებს. <3
miyvarxar1992
ჩემო შაქარყინულოოო,ისეთ ისტორიეებს მახსენებს რომ ბედნიერებისგან მეღიმებააააა რომ იცოდეეე,არადა ყველა ისტორიას ხელახლა ვიხსენებ ახლაი გძნობებით და განცდებით.ყველა ისტორია ვიციიი და მატკბობ შაქარყინულოოოოოოო heart_eyes heart_eyes

მიყვარხარ მე შენ! <3 ასეთი კარგი, ტკბილი და თბილი რომ ხარ იმიტომ, ჩემი გახარება რომ არ გეზარება და სიტყვები არ გენანება. <3 მადლობა დიდი დიდი <3
bibo
ჩემი მზე ვინ არისო :* ჩემი ბედნიერების მარცვალი :* გულის ჯემი და სულის საზამთრო :* მიყვარს შენი ტკბილი გემრიელი მურაბა ისტორიები :* ყველაზე მეტად რაზეც ამეწვა გული და სულის ლოდი ეს ისტორია იყო :* ჩემი ფერადი სამყარო ხარ ფერად ფერადი გირილა * ხო მაქ ყველა წაკითხული ყველა სასწაულია მაგრამ აქ მაინ ყოველდღე გელი დილით შემოვდივარ ახალი თავი ახალი ისტორია და ახალი სამყარო შევქმნა :* ბედნიერების დილა მაქ შენ ისტორიასთან ერთად მზეო :* აუ ისიც მალე დადე სახრლი არ მახსოვს სოფლიდან რო ჩამოდის გოგო და დედის მეგობრის სახში რო ცხოვრობს :* აი ვგიჟდები მაგ ისტორიაზე სასწაულია საოცრება :* ჩემი ყველაზე სასწაული შენ ხარ პოზიტივო და უბრალოდ გემრიელო გოგოვ :*

ჩემი გემრიელობა გოგო ხარ შენ!
ვგიჟდები მე შენზე ტკბილოვ!
ძალიან მიყვარხარ! <3
უღრმესი მადლობა სულ ჩემთან რომ ხარ. <3
აუცილებლად დავდებ შენს სახეზე 24 საათში. <3
))♡
ტკბილი თბილი გრძნობებით სავსე ვულით დაწერილი და კიდევ მრავალი სხვა ნუ არშემიძლია რა იმდენი პოზოტოვი იმედნი სიყვარული სიკეთე სითბო მოდის შენიდან და შენი ისტორიებიდან სიტყვები არ მყოფნის ნუ შეამჩნიე ალბათ რომ ძალიან ადვილად მიჩუყდება გული და ყველაფერზე ვტირკვარ აო ეს კი საოცრება იყო რა თვალზე ცრემი არ შემშრობია იმის შემდეგ სულ ამ მოთხრობაზე ვფიქრობ და ვგიჟდები როგორი ნიჭიერი ხარ და სასწაული მუზა გაქვს აბა შენიცი ხოიცი ძან მახარებს შენი ახალი ისტორებია ბედნიერი ვარ როცა დილად შენი ისტორიით ვიწყებ ♥♥♥♥

რეალურად უფრო მძიმე სიტუაცია იყო, ძალიან ბევრი დეტალიც არ მაქვს აღწერილი, ზოგი ვეცადე რაც შეიძლება მსუბუქად დამეწერა, არ ვიცი ეს რამდენად გამომივიდა, მაგრამ უზომოდ მიხარია ისტორია შენამდე ასე კარგად რომ მოვიდა... მართლა არ მინდოდა შენი ატირება, პირიქით ვცდილობდი ზედმეტად არ დამეტვირთა ისტორია. ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო. <3

ჩემო საყვარელოო ეს ტირილი კონპლიმენტად მიიღეეე ♥♥♥♥ ხალიან მიყვარხარ

მე კიდევ შენ მიყვარხარ! <3
სტუმარი სხვანაირი დედამიწელი
უბრალოდ.. სიტყვები არ მყოფნის..
იცი..რაღაც მომენტში შემეშინდა ისეთი სიცივე წამოვიდა კობასგან..
სადისტობა იქნებოდა ნამდვილად,ყველაფერი ასე ლამაზად რომ არ დასრულებულიყო.
არაჩვეულებრივად გაართვი თავი ყველაფერს.. წარმატებები მომავალში..

კობასგან ისეთი აგრესია და სიცივე მოდიოდა თავის დროზე მეც ძალიან მეშინოდა დასასრულის, მაგრამ ყველაფერი ისე სხვანაირად განვითარდა... ზუსტად ამიტომაც დავწერე ისტორია... წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იხილავდით. <3 მადლობა საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 


№10  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია თავიდან ცოტა კობა არ მომეწონა მარა მიზეზი ქონდა კაცს არ უნდა დაემალა შორეს თან ესე უყვარდათ ერთმანეთი ბოლოს კი მიხვდა თავის დანაშაულს მაგრამ...
რაც მთავარია შერიგდნენ ჩემი ერთადერთი საუკეთესო წყვილია ეს ორი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent