შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

16 ნოემბერი ბაგრატიონზე (სრულად)


14-10-2017, 16:37
ავტორი tasusuna
ნანახია 3 522

ღრმად ჩაისუნთქეთ!
ამოისუნთქეთ..
ჩვენ ვიწყებთ!
სად ვართ?
ბაგრატიონზე.
რატომ?
რატომ და მიტომ!
ალექსი ჯიოევი რომ ცხოვრობდა იქ
მაგიტომაც!
აი,ალექსი იყო თუ იყო!
ბიჭი იყო აი ისეთი??
ყველა
დიდიდან დაწყებული
პატარათი დამთავრებული,
ყველა
ყველგან
ყველანაირად მასზე რომ
ა ფ რ ე ნ დ ნ ე ნ !
გაფრენაც არის და გაფრენაც.
მაგრამ ასე?
თან ალექსზე?
არვიცი,არვიცი.
მაგრამ ფაქტია
ბიჭიც იყო და გიჟდებოდნენ კიდეც...
დასდევდნენ და მოსვენებასაც არ აძლევდნენ.
ალექსი?
ალექსი ითმენდა..
არ მოსწონდა,მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა.
ასე,იდგა,ოდნავ წელში მოხრილი,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ორი ყურის პრინციპი ჰქონდა ჩართული.
თან ცოტა ისეთი იყო..
ისეთი რა.
აი,სერიოზული და ცოტა იდუმალი.
საინტერესო და ისეთი,მიმზიდველი რა!
ის დღე იყო.
ნოემბრის 16.
სადარბაზოსთან იდგნენ ბიჭები.
ბაგრატიონზე.
რაღაცაზე გაცხარებულად მსჯელობდნენ მომენტალურად ყველას რომ ენა ჩაუვარდა..
რატომ?
რატომ და ნინიმ შემოუხვია
ბაგრატიონზე,თარხნიშვილმა.
თარხნიშვილ ნინიზე დამეფიცება
დიდი და პატარა
დაბალი და მაღალი
ქალი და კაცი
ბავშვი და მოხუცი
ყველა
ა ფ რ ე ნ დ ა!
რატომ?
იმიტომ!
ყველაზე ლამაზი,ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე კარგი რომ იყო,ზუსტად მაგიტომაც!
ალექსი?ალექსი ყველაზე მეტს აფრენდა.
მისთვის რომ გეკითხათ?ნინი ანგელოზი იყო.
ნინიზე ლამაზი და კეთილი კაცი არ დადიოდა დედამიწაზე.
ალექს ნინი რომ უყვარდა ეს ბაგრატიონზე კიარა,პლანეტაზე ყველამ და ყველაფერმა იცოდა
და ამიტომ იყო
ნინის სიყვარულს რომ ვერ უბედავდნენ სხვები.
იცოდნენ,ადრე თუ გვიან ნინი და ალექსი ერთად რომ იქნებოდნენ..
ყველა იმ დღეს ელოდებოდა რაა!
აი იმ დღეს
ნოემბრის თექვსმეტს.
ჰოდა,ბაგრატიონზე ვართ
ბიჭები ლაპარაკობენ და ნინიც გამოჩნდა.
დაუარაა?დაუარა და რა დაუარა ალექსს.
თავიდან ფეხებამდე გააჟრჟოლა ისეთი სილამაზე მოჰქონდა.
გრძელი თმები გაეშალა და თავჩახრილი მოდიოდა.
სულ რომ ბრმა ყოფილიყავი,მაინც იგრძნობდი მის სილამაზეს.
ალექსიც გრძნობდა და ამიტომ იყო ერთ ადგილზე მილურსმული.
ნაბიჯსაც ვერ დგამდა.
გახევდა კაცი.
სიგარეტიც ჩაეწვა ხელებში.
მომენტალურად გასწორდა წელში,სიგარეტის ნამწვი გადააგდო და პერანგი ჩამოიფერთხა..
აქაოდა იქნებ მოვეწონო მასაცო,შეილამაზა თავი.
მდაბლად დაუკრა ბიჭებს თარხნიშვილმა თავი და გააგრძელა მისი გზა.
ბიჭებმაც უხმოდ უპასუხეს სალამზე.
ალექსმა ლამის მიწაზე დაჰკრა თავი,ისე დახარა.
ბოლო წერტილამდე მიაცილა მზერით და ამოისუნთქა.
მოეშვა ცოტათი.
საათზე დაიხედა.
6 სრულდებოდა.
საათნახევარში ამთავრებდა მასწავლებელს და 8-ის ნახევარზე ისევ ჩამოივლიდა.
-ჯანდაბა-გაიფიქრა ჯიოევმა-აი დღეს,დღეს უეჭველი გამოველაპარაკები-კიფევ ერთხე დაუდო მის თავს პირობა და ისევ გააგრძელა ბიჭებთან კამათი.
არ გეგონოთ ალექსი მორცხვი და თავშეკავებული,ან ლაჩარი და უმაქნისი.
არა ჩემო კარგებო,არა!
ზემოთაც ჰომ გითხარით,სერიოზული,მიმზიდველი და საინტერესო ბიჭიათქო მაგრამ აი,ნინის რომ დაინახავდა,სულ ელეოდა ყველა მისი გამბედაობა და ამიტომაც იყო,რომ ხევდებოდა შუაგზაზე.
მაგრამ,ისე ჩანს,მგონი დღეს მართლაც უნდა აღასრულოს პირობა.
არვიცი,აგერ უკვე ნახევარიც სრულდება.
5 წუთში ნინი იშევ გამოივლის და ვნახოთ,რა მოხდება.
____
მოშალა საათიც,ტელეფონიც და მაჯაც ბოლო ხუთი წუთია.
ყოველ წამში საათს დასჩერებია.
გადაცდა ნახხევარს და ალექსსაც ნრრვიულობა დაეტყო.
მოსაღამოვებული იყო უკვე,ცოტაც აციებული და საკმაოდ ჩამოღამებულიც.
ნოემბერი არის,ხომ გახსოვთ,თექვსმეტი.
ღერს ღერზე ეწეოდა ჯიოევი.
ნერვიულად უკიდებდა სიგარეტს და ნაჩქარევად ეწეოდა.
აგერ რვაც შესრულდა და ბოლო ნახევარ სათში მეექვსე ღერი ჩაწვა.
ძალიან,ძალიან აღელდა რაღაცნაირად.
რა არ იფიქრა
იქნებ,სხვა ქუჩით წავიდაო
მაგრამ
ბაგრატიონიდან კუპრაძეზე მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა და სწორედ ამ გზის თავში იდგა ალექსიც.
ბოლოს, რომ ვეღარ მოითმინა
ადგა და მეექვსეზე ავიდა სულ ფეხით!
ქეთინო ნარიმანიძე ცხოვრობდა იქ,ქართულის მასწავლებელი.
სულ არ უფიქრია ალექსს,რას ეტყოდა ქეთინოს ახლა კარს რომ გააღებდა.
მთავარი იყო,ნინის ამბავი გაეგო.
სულაც იმას ეტყოდა ქართულში მინდა მომზადებაო.
მერე რა,რომ უკვე 22 წლისაა,უნოვერსიტეტიც დამთავრებული აქვს და მუშაობს კიდეც..
ჰოდა,დგას ორმეტრიანი ბიჭი,რკინის კარებთან,ხელაუღებლივ აწვება ზარს და გულაჩქარებით ელოდება..
ნაბიჯების ხმა რომ მოესმა,აუშვა ხელი,პერანგი ისევ შეისწორა,წელში გაიმართა,საბოდიშოდ და თავის სამართლებლად მოემზადა როცა სიტყვა პირზე შეაშრა და ქეთინოს ნაცვლად ღია კარებში ნინი დახვდა თარხნიშვილი!
მ ო კ ვ დ ა!
მოკვდა ალექსი.
მიწა დაეყარა და განისვენა იმ წამსვე,როცა გაღიმებული,ლოყებშეფაკლული,თვალებგაბრწყინებული მისი გოგო აესვეტა წინ.
უუუჰ,როგორ დაუარა კოჭებამდის და როგორ გაეღიმათ რომ იცოდეთ!
აი,თვალებითაც კი იღიმოდნენ..
-იცი?დაგაგვიანდადა და ..- სულ აიბლუკა ორმეტრიანი ბიჭი!სულ არ დაფიქრდა არაფერზე,ასე,პირდაპირ უთხრა ყველაფერი და გაიმხილა მისი თავიც.
-ხუთი წუთიც და გამოვალ-ლამაზი,თბილი,ტკბლი ხმით უპასუხა ნინიმ და ოთახში შებრუნდა.
ვაი!
ვაი და ჯანდაბა შენ ალექსი ჯიოევ!
სირცხვილი და გულის წასვლა ერთიანად დაატყდა თავზე..
წამოახურა სახეზე და თვალები აუალდა..
ასე როგორ
ასე ერთიანად როგორ და რანაირად,კარგი რა ალექს?-საკუთარ თავზე გაბრაზდა,მაგრამ თან ჩაეღიმა.
როგორი ტკბილი ხმა ჰქონდა,ბილი და გამგები..
ან,ხუთ წუთში გამოვალო..
ანუ,რა გამოდის?
არა,იცის,ხვდება
მაგრამ
მაინც ვერა!
ვერ უშვებს რომ შეიძლება ნინიმ იცოდეს რომ ალექსს უყვარს და საერთოდ.
ასეთი რამეები ასე ადვილად არ ხდება.
ვერ იჯერებს ბიჭი და..
ისევ გაჩხაკუნდაკარები.
გამოვიდა თარხნიშვილი.
ლოყევიისევ აფაკლული ჰქონდა.
სახე ისევ უცინოდა.
-გამოდი?-ღიმილით ჰკითხა ალექსმა,ქაოსი უცებ დაულაგდა გონებაში.
-გამოვედი-ღიმილითვე უპასუხა ნინიმ და თავი ჩახარა.
ერთად ჩაუყვნენ კიბეებს.
გვერდიგვერდ!
ნინი და ალექსი.
თარხნიშვილი და ჯიოევი.
ბინიდან რომ ერთად გამოსულები დაინახეს,ყველამ თვალები დაყარა.
გაოცებისგან პირები დააღეს და ერმანეთს კითხვით სავსე თვალებით გახედეს
ყველამ,ვინც კი დაინახეს.
ნინი და ალექსი?
ჩუმად,უხმოდ მიუყვებოდნენნგზას.
ცოტა დაუჯერებლად,მაგრამ ისე ბუნებრივად,ისე ჩვეულებრივად,ისე ერთნაირად დგამდნენ ნაბიჯებს,გეგონებოდათ წლები აკავშირებდათ ერთმანეთს.
-ნინი,იცი?-საუბარი ცოტა ხნის მერე წამოიწყო ალექსმა.
-ვიცი-გააწყვეტინა ნინიმ
იცოდა,მართლა იცოდა ნინიმ.
მთელი კუპრაძე და
მთელი ბაგრატიონი მარტო იმაზე ლაპარაკობდა
ალექსს ნინი უყვარსო და
ნინიც თითქოს
და ელოდა,როდის,როგორ მოხდებოდა ის,რაც უნდა მომხდარიყო.
რა რა,მაგრამ ეს ასე ასე? ნამდვილად ვერ წარმოედგინა.
ალექსი რომ დაინახა კარებთან მიხვდა,ის ხმები სულ ტყუილად რომ არ დადიოდა და დააფასა!
მისი აღელვება დაის
რომ ქეთინო ნარიმანიძესთან მიაკითხა!
გაუხარდა,გულწრფელად გაუხარდა!
ახლაც,გვერდით რომ მიყვებოდა,რაღაცნაირად ეამაყებოდა.
რაღაცნაირად ივსებოდა,იშლებოდა.
თბებოდა.
ტკბებოდა
და
ლღვებოდა.
ის,ის სულ პატარა ყინული ლღვებოდა,სადღაც,გულის სულ პატარა კუნჭულში,ინახებდა!
ის დღე იყო
თექვსმეტი ნოემბერი და მერე
დიდი და პატარა
ქალი თუ კაცი
ყველა ნინიზე და ალექსზე ლაპარაკობდა.
არვიცი,ზებუნებრივ ძალებს თუ ღვთიურ ძალას დავუკავშირო
თუ უბრალოდ იმას
რომ ის დღე იყო ზედმეტად მაგნიტური
მაგრამ ფაქტია,
ალექსს რომ ნინი უყვარდა და იმ დღეს რომ იქ ზევით ყველაფერი მარტივად გადაწყდა.
ზევით ცაში და იქ,მეექვსე სართულზე...
_________
მოგესალმებით!
ძალიან სწრაფად და სულმოუქმელად
ერთი ამოსუნთქვით დაწერილი სულ პატარა და ახალი სითამამე ჩემგან..
ცოტა ისეთია,მაგრამ,იმედია ისიამოვმებთ..
ველი თქვენს შეფასებასა შენიშვნას
თქვენ მე მასაზრდოებთ!
ვაიმე,აი ძალიან
ძალიან და ზედმეტადაც კი მიყვარხართ
თქვენი თბილი კომენტარებით და შენიშვნებით.
(მაპატიეთ თუ ისეთი არარის,როგორიცუნდა იყოს)
თქვენი:ანასტასია



№1 ახალბედა მწერალი tasusuna

ელპინი
ნამწვი-ნამწვავი ან ბიჩოკი.
კოჭებამდის-კოჭებამდე.
ლეთს სფიქ!
მე,ახლა,პირველად წავიკითხე შენი ისტორია.
გაოცებული ვარ.
ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე
წერა შენი სტილია!
წერა შენი სტიქიაა!
შენ,არ ვიცი,გაოცებული ვარ,მართლა.
სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
მომეწონა.
საშინლად მომეწონა.
მე ყველაფერი ვიგრძენი.
წერე,რა.
მე გელოდები.

ვაი,როგორ მიხარია ❤️
მადლობა,მადლობა ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

Mesiamovna DA guli gamitba????

 


№3  offline წევრი naida

საას წაა უუ ლიიი !!! ვგიჟდები მე შენზე და ისე მიხარია ხოლმე ახალ სიახლეს რომ ვხედავ, შენსას, ვერ გადმოვცემ :X

 


№4 ახალბედა მწერალი tasusuna

naida
საას წაა უუ ლიიი !!! ვგიჟდები მე შენზე და ისე მიხარია ხოლმე ახალ სიახლეს რომ ვხედავ, შენსას, ვერ გადმოვცემ :X

❤️❤️❤️❤️ ვაიმე,გული გამითბა ❤️❤️ მადლობა!

 


№5  offline წევრი mimimimo

ალექს'ნი
ალექს(ი)ნი.
სასწაული ხარ.
ვგიჟდები შენს ისტორიებზე.
განსხვავებული სტილი
და
გრძნობები.
წარმატებები!

 


№6 ახალბედა მწერალი tasusuna

mimimimo
ალექს'ნი
ალექს(ი)ნი.
სასწაული ხარ.
ვგიჟდები შენს ისტორიებზე.
განსხვავებული სტილი
და
გრძნობები.
წარმატებები!

ვგიჟდები თქვენზე, მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent