შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიზნეს გარიგება [7] დასასრული


15-10-2017, 04:52
ავტორი მე♥
ნანახია 10 438

"განშორება"
ვერ მიხვდა ამ ამბავზე გულიანად უნდა გასცინებოდა თუ რეაქცია არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ როგორი მშვიდიც არ უნდა იყოს იმის გაგებისას რომ ერთი და იგივე ქვეყანაში, ასე უეცრად ორი ერთ დროს ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მიფრინავს და თანაც ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი შენი ქმარია ცოტა არ იყოს და აღმაშფოთებელია. მერე რა დუდაში ეჭვი რომ არ ეპარება და ღალატი არცერთი წამით არ დაუშვია, მერე რა მის სიმართლეში 100%_ით დარწმუნებული რომ არის, მაინც გულის სიღრმეში საშინლად წაჩხვლიტა ახალმა ამბავმა და სახლში მისვლა რამდენიმე საათით დააჩქარა, მარტო იმიტომ რომ პასუხი დუდასგან მოესმინა.

ღალატი ერთხელ უკვე გამოსცადა და ძალიან მწარედაც გადაიტანა, მიუხედავად იმისა რომ ეს არ ეტყობოდა. უბრალოდ მეორედ მამაკაცის მხრიდან დაშვებულ შეცდომას საკუთარ თავს აღარ აპატიებს და გაითავისებს იმას რომ პრობლემა უკვე მასშია. ზუსტად იცის რომ დუდასთან განშორების შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე იტყვის უარს და მხოლოდ სამსახური იარსებებს მის ცხოვრებაში. დუდასთან ერთად თანაცხოვრებაზე მარტო იმიტომ დათანხმდა რომ მამაკაცის მიმართ მისთვის უცნობი და სასიამოვნო გრძნობით არის შეპყრობილი... ენდობა, მისი სჯერა და იცის რომ ასეთ რამეს უბრალოდ არ იკადრებს.
გიორგისთან ურთიერთობას დიდი დაღი აქვს დასმული, არის მომენტები როცა წარსული უცნაურად ამოუტივტივდება გონებაში და აწყმოს ხელს უშლის განვითარდეს სწორი და ჯანსაღი გზით. ზუსტად ეს არის მიზეზი რისიც ეშინია, არ უნდა კიდევ ერთხელ გაუცრუვდეს იმედები.

სამსახურში გული ვეღარაფერს ვერ დაუდო, კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ლანას ახალ სამსახურზე და დუდას საჩქარო ვიზიტზე იყო,
ისიც კი იფიქრა ალბათ ერთი საქმე აქვთ და იმიტომ მიდიან ერთადო, დუდამ უთხრა რომ ახალ ფილიალი ააშენეს და თანამშრომლები სჭირდებათ, შეიძლება უმუშევარი ლანა ახლა ყველაზე კარგი და მარტივი გამოსავალი იყო მისთვის, ინას არ უთხრა იმიტომ რომ საჭიროდ არ ჩათვალა, ეს უბრალოდ საქმიანი ვიზიტია და სხვა არაფერი... მაგრამ რომ გაიგოს დუდამ ამ ამბის დამალვა გულწრფელად გადაწყვიტა ყველაფერს წერტის დაუსვას. თუმცა ასეთი კატეგორიული ალბათ უფრო იმიტომ არის რომ იცის დადვანთან სულ სხვა რაღაც ხდება და დამალობანას თამაშს არ აპირებდნენ.

სახლში მისულს დუდა არ დახვდა, რომ დაურეკა უთხრა ცოტა დამაგვიანდება საბუთებზე ვარ გასულიო. დროის გასაყვანად ტელევიზორი ჩართო და არხიდან არხზე უზროდ ბოდიალი დაიწყო.
ყელში გაჩხერილი ცნობისმოყვარეობის ბურთი საშუალებას არ აძლევდა ნორმალურად ესუნთქა, ერთი სული ჰქონდა როდის გაარკვევდა ყველაფერს. ისტერიკის მოწყობაც არ უნდა რომ გამოუვიდეს სამსხური მიატოვა, სახლში გამოვარდა და ეკლებზე მჯდარი ელოდება ქმარს... არა! დუდამ ასე არ უნდა იფიქროს.

კარის ხმაზე სწრაფად წამოკოტრიალდა დივანზე და მოჩვენებითი ინტერესით და ჩართულობით მიაჩერდა ტელევიზორს. დადვანი მისაღებში შევიდა, ლეპტოპის ჩანთა მაგიდაზე დადო და ცოლისკენ წავიდა. ინამ ცალი თვალით ახედა ქმარს და დივანზე წამოჯდა.

-რაღაც უნდა გკითხო. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-როგორც სჩანს ახალი ამბები იმაზე მალე ვრცელდება ვიდრე მე წარმოვიდგენდი. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და ცოლის წინ ჩამოჯდა. _გისმენ.

-ანუ იცოდი..._სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და მოწოლილი ბოღმა ძლივს გადაუშვა სასულეში.

-არა, დღეს გავიგე. _თავი გააქნია და ურეაქციოდ აიჩეჩა მხრები.

-ეგ როგორ?_დაიბნა.

-დღეს ლანა მოვია და მთხოვა რომ კონტრაქტი გავუუქმო, ამერიკაში აპირებს მუშაობის გაგრძელებას და ჩვენთან ვეღარ ითანამშრომლებს.

გახარებულმა ტუჩის კუთხეში დუდას შეუმჩნევლად ჩაიღიმა და ცალი წარბი მაღლა ასწია. ხომ იცოდა დუდას მხრიდან ღალატი დაუშვებელი რომ იყო, ათას სისაძაგლეზეც იფიქრა, მაგრამ მისმა სიტყვებმა ძალიან დადებითად იმოქემდა მასზე. თითქოს ძალიან დიდი ტვირთი მოხსნეს ზურგიდან, სუნთქვის აპარატზე შეაერთეს და ცხოვრებას დაუბრუნესო.

-შენთან?_მშვიდი ტონით იკითხა და პასუხს დაელოდა.

-სამწუხაროდ არა, რომ მცოდნოდა ამერიკაში გადასვლაზე დამთანხმდებოდა მე შევთავაზებდი ვაკანსიას, მაგრამ დამასწრეს. _დუდას გულწრფელ პასუხზე ხმამაღლა ჩაეცინა.

-ერთად მიფრინავთ?

-არა, ლანა შაბათს მიფრინავს, მე კვირას.

-ძალიან კარგი, მართალია გენდობი და შენი მჯერა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს 10 საათი ერთ თვთმფრინავში ისხდეთ!_თავის ქნევით ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა.

-ერთი წამით მაინც რომ შემეტანა ეჭვი შენს უნდობლობაში ახლა აქ არ ვისხდებოდით!

დადიანი ღიმილით გადაჯდა მამაკაცის მხარეს, ხელი კისერზე მოხვია და ტუჩდები ყელზე მიაწება.

-ქეთი რომ ამ ამბავს გაიგებს რა რეაქცია ექნება?_მგრძნობიარე და მეგობრული მულის გახსენებისას თავისდაუნებურად შეეცვალა ტონი.

-სავარაუდოდ შეეგუება.

>>>
ხელის მაზი ნაზად შეიზილა და საწოლზე გადაწული ქმარს ცალი თვალით გადახედა. დუდა ჩაფიქრებული იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და ჭერს მიშტერებოდა. ინამ ჩუსტები სწრაფად გაიხადა, თხელი საბანი გადასწია და ქმარს შეუწვა. არ უნდოდა ზედმეტი მოძრაობები გაეკეთებინა და დუდასთვის ხელი შეეშალა, ამიტომაც ერთ ადგილზე გახევებული დაწვა და თვალები დახუჭა, თუმცა დაძინება აზრადაც არ მოსვლია. დადვანი კიდევ რამდენიმე წუთი იყო ჩუმად, მერე მშვიდად ამოისუნთქა და გვერდი ქალისკენ იცვალა. ინამაც სწრაფად დაჭყიტა თვალები და ღიმილით გადატრიალდა მისკენ. მამაკაცმა ცალი ხელი საბნის ზემოდან მოხვია ქალს და ტუჩები შუბლზე მიაწება.
ეს ინასთვის ყველაზე სასიამოვნო პოზიციაა, დუდაზე ჩახუტებულს და მის სურნელში გაბრუებულს შეუძლია მთელი ღამე გათიშულმა იძინოს.

კარგი გრძნობაა როცა აღმოაჩენ რომ შენი ვარაუდები მართლდება, შენს ნდობას ამართლებს და ცდილობს თავიასი საქციელებით იმედები არ გაგიცრუოს. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ინერვიულა და დაძაბული იყო მაინც, საბოლოო ჯამში დღე ნაყოფიერი აღმოჩნდა. დარწმუნდა საყვარელი მამაკაცის გულწრფელობაში და იმაში რომ იცის ვის უნდა ენდოს და ვის არა. გიორგიზე რომ გაიგო გიღალატაო ძალიან მარტივად დაიჯერა, ადგა და დაიჯერა. შეიძლება ღალატიც ამის ბრალია, მამაკაცს სათანადოდ რომ არ ენდობოდა და მისი სიტყვის გადამოწმებას გონებაში ათასჯერ რომ ცდილობდა, მაგრამ გიორგი მისთვის ჩველებრივი არაკაცია რომელმაც “საყვარელი” ქალის ღალატი გაბედა, თანაც ინასნაირი ქალის.
დუდას და გიორგის პარალელებს იმიტომ არ ავლებს რომ ერთმანეთს ადარებს, არა, უბრალოდ უნდა რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს რამხელა შეცდომა დაუშვა და შემდეგ როგორ გამოასწორა.

-ჩემთვისაც გაუცროებიათ იმედი. _ღამის სიჩუმე დუდამ დაარღვია. ინამ სწრაფად დაჭყიტა თვალები და თავი მაღლა ასწია. _ლანამ გამიცრუა.

-როგორ?

-ვიცოდი რომ ჩემამდე ყავდა ვიღაც ვინც უყვარდა, მაგრამ მასთან კავშირი არ ქონდა, ფიზიკურს ვგულისხმობ._ხმაზე ეტყობოდა რომ დუდასთვის ეს იდესაც მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარად ხაზგასასმელი იყო._ უბრალოდ უყვარდა და ერთადაც იყვნენ, მაგრამ ურთიერთობა არ გამოუვიდათ. ჩემთან ყოფნის დროს სულ შემთხვევით გავიგე რომ რამდენჯერმე იმ ბიჭს შეხვდა, მაგრამ როგორც ლანამ მითხრა არაფერი მომხდარა. ეს ბიჭი ჩემი “მეგობარი” დათო აღმოჩნდა, რომელიც ლანამ სურათებიდან იცოდა, მაგრამ არაფერი თქვა, ვერ გაბედა.

-და დათომ იცოდა ვინ იყო შენთვის ლანა?_დაბნეულმა დასვა კითხვა.

-არა, ზუსტად მაგიტომ ვიყავი მისი კაფის გახსნაზე. დათო იმ პერიოდში უცხოეთში მუშაობდა და იშვიათად ვკონტაქტობდით, არც მე მითქვამს ჩემი და ლანას ურთიერთობის შესახებ.

-ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. _დეტალებში გარკვეულმა ჩაიჩურჩულა და ბალიში საწოლის საზურგეს მიადო. _ახლა ვხვდები რატომ გქონდა ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება მიღებული.

-ზუსტად ვიცი რომ ლანას და დათოს შორის არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ის რამდენიმე დამალული შეხვედრა ვერ ვაპატიე!

>>>
-რა ხდება?

დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და ძილბურანში მყოფ ქმარს გადახედა. დუდამ ცალი თვალი გაახილა, ყურადღებით მოუსმინა ეზოდან შემოსულ წიოკს და თვალი ისევ დახუჭა. ღამე მშვიდად ძილს არის მიჩვეული, ახლა კიდევ ვიღაცა შერეკილი ბოლო ხმაზე გაჰკივის რომ ვიღაცა უნდა ამოწყდეს და კუბო დაუდგას მისაღებში.

-ჩემი მეზობელია, ცოტას იკივლებს და დამშვიდდება. _აუხსნა და ძილის გაგრძელება სცადა.

-კი მაგრამ ამ დროს?!

-დილის ოთხიდან ხუთამდე თავისი რიტუალი აქვს.

-ვიღაცას წყევლის...

-10 წელია ეგრე წყევლის.

-და 10 წელია ცოცხალია?_სიცილით იკითხა და საწოლზე გადაწვა.

-რა ქნას, ცოლია და ვერ იმეტებს.

-მთვრალი ქმარი.

-ლოთი. _დაუკონკრეტა და სხეულზე მიიხუტა.

>>>
დილით დადვანის მომზადებული საუზმე და ყავა მიირთვა, ზედმეტად კმაყოფილია ხალი ცხოვრებით. მოსწონს დუდას მომზადებული ყავა და ერბოკვერცხი, რომელსაც ერთ დროს ვერ იტანდა, თუმცა დუდას შეწვარს სულ სხვა სუნი და გემო აქვს.

-დღეს 3 საათზე შეხვედრა გვაქვს. _საქმიანი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა ინამ და ყავა მოსვა.

-ვიცი და იმედი მაქვს ყველაფერს გააკეთებ თქვენთან თანამშრომლობის კონტრაქტს ხელი დაუფიქრებლად რომ მოვაწერო. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და წარბწეულ ცოლს გადახედა. _თქვენი კომპანიის ყველა პლიუსი და მინუსი ხუთი თითივით მაქვს შესწავლილი და ვიცი რა პრობლემებიც გაქვთ, ასე რომ შეხვედრაზე მარტო ჩემი გადაწყვეტილების მიღებაზე კი არა მთელი ჩემი თანამშომლების გადაწვეტილებაზეც უნდა იზრუნო. _თვალი ჩაუკრა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.

>>>
მთელი დილა კომპანიის დადებითი მხარეების წარსადგენად ემზადებოდა, ათასნაირი ტექსი მოიფიქრა ვორდში ჩაწერა, მერე ფურცელზე გადაიტანა, ბოლოს ფურცელი ნაგვის ურნაში მოისროლა და ისევ თავისი სიტყვებით გადაწვიტა ყველაფრის მოგვარება. დუდას სიტყვებზე რომ ფიქრობს ზუსტად იცის რასაც გულისხმობდა დადვანი, მათი კომპანიის ახლანდელი მდგომარეობით გამორიცხულია რომელიმე სხვა კომპანიამ კონტრაქტი გაუფორმოს, თუნდაც სარგებელს ხედავდეს ამაში, უბრალოდ იმდენი უაზრო სტატია დაიწერა კომპანიაზე და სასამართლო პროცესებზე ეს ყველაფერი ყველაზე უარყოფითად იმოქმედებს. დუდას კომპანიამ კი ამის გარდა უამრავი სხვა მხარე უნდა ნახოს და ყურადღება სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვან და ფასეულ დეტალზე გაამახვილოს.

სამის ნახევარზე უკვე დადვანის ოფისში იყო. პირველად არის საკუთარი ქმრის და მომავალი პარტნიორის სათავო ოფისში და თავს უცნაურად გრძნობს. ყველა უღიმის, ესალმება, თავს უკრავს და დაკვირვებით ათვალიერებს.

-ბატონი დუდა უკვე გელოდებათ. _ღიმილით აესვეტა ქერა ქალი წინ. ინამ შუბლშეჭნუხნულმა გადახედა ქალს და თავის ქნევით გაყვა უკან.

დადვანი სამუშაო მაგიდასთან იჯდა და ლეპტოპში რაღაცას ბეჭდავდა, კარის დაკეტვის ხმაზე თავი ცოლისკენ მიატრიალა და წარბი შეათამაშა.

-თქვენს საიტზე უფრო პატარა ჩანს. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ჩანთა ტყავის სავარძელზე დადო. _ისე ბევრად დიდი, დახვეწილი და საინტერესოა. _ფანჯარასთან მივიდა და ოფისის უკანა ეზოს გადახედა. _ეზოც როგორი დიდი გქონიათ.

დუდა ზურგს უკან ამოდუგა, ხელები მუცელზე შემოხვია და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.

-თუ დღეს შეძლებ და შენს კომპანიას ასახელებ საღამოს დაგასაჩუქრებ. _ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და ქალი თავისკენ შეატრიალა. ინამ ტუჩები შეათამაშა, პიჯაკის საყელო შეუსწორა და ხელები კისერზე მოხვია.

-ანუ გამოდის რომ ორმაგად უნდა მოვინდომო.

>>>
-მე მგონი დამსახურებული საჩუქრის დროა.

ეშმაკური ღიმილით შეაღო საძინებელში შესასვლელი სააბაზანოს კარი და საწოლზე წამოწოლილ ქმარს ვნებიანი მზერით დააკვირდა. მარჯვენა ფეხზე ჩახსნილი ღამის გრძელი, ატლასის პერანგი მის სექსუალურობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. დუდამ კმაყოფილმა მოიკვნიტა ქვედა ტუჩი, ხელები თავქვეშ ამოიდო და სანახაობისთვის მოემზადა.

-ეგრე აპირებ ჩემს მოალერსებას?_წარბაწეულმა კითხა და დოინჯო შემოიდო.

-მოალერსებას მე როგორც ვაპირებ მაგას ცოტახანში გაიგებ, ახლა წამიცეკვე. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და ცოლის რეაქციას დაელოდა. ინამ ორივე თვალი ერთდროულად დაქაჩა და პირდაღებული წავიდა დუდასკენ.

-რა ვქნა?_წინადადების სისწორეში დასარწმუნებლად იკითხა და საწოლის ბოლოსთან გაჩერდა.

-იცეკვე, ვნებიანი და ცეცხლოვანი ცეკვები არ იცი?

-დამცინი?_სერიზული ტონით იკითხა.

-არა. _საწოლიდან წამოდგა და წინ დაუდგა. _არ დაგცინი. _საჯდომზე ცალი ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა.

-აბა არც შენ გავხარ ხალიფა ბაბას ცოლმა მუცელი რომ ამოიგდოს ცეკით. _ირონიულად ჩაისისინა და თვალი ჩაუკრა.

-ბევრს ლაპარაკობ. _ქალის ლაყბობით დაღლილმა სწრაფად დააკეტინა პირი და ვნებიანი კოცნით დაასაჩუქრა.
>>>
-ხვალ მიფრინავ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ჭერს ახედა. დუდამ ინას თმებში ახლართული თითები დაიხსნა და მუცელზე შემოხვია. _აეროპორტში მე წაგიყვან.

-როგორც გინდა. _საფეთქელზე აკოცა და თვალები დახუჭა.

-როგორ ჯობია შენს არ ყოფნაში აქ ვიყო თუ სახლში წავიდე?_მოულოდნელად დაებადა კითხვა.

-მე რატომ მეკითხები?! სადაც უკეთესად იგრძნობ თავს იქ დარჩი. მაგრამ აქ გადმოსვლა იმიტომ არ შემომითავაზებია რომ ჩემი მივლინებების დროს ჩემოდნები ისევ უკან დააბრუნა.

-არა, მაგიტომ არ ვამბობ. _სიცილით იცვალა გვერდი და სახით ქმრისკენ გადატრიალდა. _უბრალოდ შენ გარეშე ცოტა უცნაურად ვიგრძნობ თავს. ჯერ ისედაც ვერ შევეგუე ახალ გარემოს.

-მაგ ლოგიკით მარტო დარჩენა ყოველთვის გაგიჭირდება.

-ყოველთვის არა, როცა უკვე გავითავისებ რომ ამ სახლში დიასახლისი მე ვარ, მერე უკვე აღარ.

-ამ სახლში როგორც ასეთი დიასახლისი ელზაა. _ირონიულად გამოაჯავრა და გვერდებზე უჩქმიტა.

-გაჩერდი თორე მაგ დიასახლისის იმედზე დაგტოვებ. _თვალების ბრიალით დაიმუქრა და ისევ საწყის პოზიციად დაუბრუნდა. _არსად მივდივარ აქ ვრჩები!_ბოლოს კატეგორიული ტონით მიიღო გადაწყვეტილება და თვალები დახუჭა.

>>>
დუდას ჩალაგებულ ჩემოდანს ალმაცერად შეავლო თვალი, ცდილობდა მისი ზომით და ფორმით ემსჯელა და მამაკაცთან სავარაუდო დაშორების დრო მაინც განესაზღვრა, მაგრამ უშედეგოდ. თუ ჩემოდნის ზომით ვიმსჯელებთ 1 თვით აპირებს დუდა წასვლას, მაგრამ თუ მის სიტყვებს გავიხსენებთ მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა დაბრუნდეს.

-ამდენი რა მიგაქვს?

-საჩუქრები ქართველებისთვის. _მოკლედ მოუჭრა და ლეპტოპის ჩანთა მხარზე მოიკიდა.

აეროპორტის გზა ზოგჯერ რა უსაშველოდ იწელება და ახლა ისე უცებ მივდინენ გააზრებაც ვერ მოასწრო. მანქანა სადგომზე დააყენა და დუდასთან ერთად შევიდა შენობაში. დადვანმა რეგისტრაცია გაიარა და ექსკალატორთან მდგარი ცოლისკენ დაიძრა.

-წადი, მეც ავალ და გავალ უკვე. _მისკენ დაიხარა და ზედა ტუჩზე აკოცა.

-იმედია ყველაფერი კარგად მოგვარდება და რაც მთავარია მალე. _ღიმილით გაამხნევა და და ჩახუტებულს ყელში აკოცა. _დროებით.

-რომ ჩამოვალ ძალიან მონატრებული მეყოლები და უნდა მიფრთხილდე.

-აქეთ მიფრთხილდი!
"სიურპრიზი ამერიკიდან"
სახლში დაბრუნებულს ყველაფერი ცარიელი დახვდა. ეზოდან გრძნობდა სიცარიელეს, დუდას გარშე დარჩენილ რამდენიმე კვირას, მისის სურნელის ცხადად შეგრძნებას. ცხვირჩამოშვებული შევიდა სახლში, ჩანთა დივანზე დააგდო და მისაღები მოათვალიერა.
საინტერესოა ამხელა სახლში მარტომ რა უნდა აკეთოს, ამაზე ფიქრი საკუთარ სახლშიც ღლიდა, მერე ნინო გადმოვიდა და ამ ამბავმაც ჩაიარა, ახლა ისევ იგივე იწყება. აქაურობას მხოლოდ დუდასთან ერთად აღიქვამს, მარტო დარჩენილს ასე გონია სადღაც უცხო გარემოშია და დაიკარგაო. თავისად ვერაფერს ვერ მიიჩნევს, ვერც საკუთარ ნივთებს რომელიც დუდას საძინებელში აქვს განთავსებული. დივნის საზურგეზე გადაკიდებულ დუდას ჟაკეტს ღიმილით დაუსვა თითები, მერე მუჭში მოიქცია და სურნელი ღრმად შეისუნთქა.

-გცალიათ?

-კი, ახლა შემოვედით სახლში. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნინომ.

-რა წამოვიღო მითხარი და ამოვალ.

-არაფერი წეღან ვიყიდეთ პროდუქტები, ამოდი და მწვადი შევწვათ.

-ცოტნეც სახლშია ხომ?

-აბა როდის იყო მე მწვადს ვწვავდი. _სიცილით შეიცხადა ნინომ. _მიდი, ამოდი გელოდებით. ჰო მართლა, გააცილე დუდა?

-ხო და სახლში მარტო ვერ ვჩერდები. _მოღუშულმა ჩაიჩურჩულა და გასასვლელისკენ წავიდა.

>>>

ბავშვენთან მისვლას ისედაც აპირებდა, თანაც იმდენი ახალი ამბავი ექნება ნინოს მოსაყოლი ერთი კვირა მარტო ამ ამბებით გაიყვანს დროს. უბრალოდ ახლა მათთან წასვლა ძალიან მოუნდა, სახლში სულ დუდაზე ფიქროდა და ასე არ შეუძლია, ჯობია წავიდეს და ცოტახანი გონება გაანიავოს.

ბავშვები გახარებულები შემოიხვივნენ დეიდას და უსაყვედურეს ეს რამდენიმე დღე უყურადღებოდ რომ მოუწია მათი დატოვება. სამაგიეროდ ახლა უკვე იცის რომ სამსახურის შემდეგ თავისუფალია და რამდენ ხანსაც უნდა იმდენხანს იქნება ბავშვებთან ერთად, თან 3 დღეში ბათუმში წასვლას აპირებენ და 1-2 დღით ინაც გაყვება, მეტხანს ვერ გაჩერდება სამსახურში ათასი საქმეა და ეგეც რომ არ იყოს ახლა სასამართლოს პროცესისთვის მოსამზადებელია. რამდენი წელია ადამიანურად არ დაუსვენია, სულ სამსახურზეა კონცენტრირებული, დიდი ხნით ვერსად მიდის, არავინ ყავს ისეთი ვისაც ენდობა და ბიზნეს ჩააბარებს, თავად კიდევ სულ საჭიროა კომპანიაში. მის გარეშე ვერცერთ საბუთს ვერსად ვერ აგზავნიან და ხელმოწერებს უცხოეთიდან ფიზიკურად ვერ გაუკეთებს, თუმცა ეგეც შეიძლება მოაგვაროს, მაგრამ არ უნდა, ვერ იტანს როცა საქმე მის გარეშე კეთდება, შიში აქვს რომ რაღაცა დაირღვევა, გაფუჭდება და ამდენი წლის შრომა წყალში ჩაეყრება.
ახლა როცა დუდასთან ერთად უწევს ცხოვრება საჭიროა იმაზე მეტი თავისუფალი დრო გამონახოს ვიდრე ამას საკუთარი თავისთვის ახერხებდა. ახლა ბუნებრივია მამაკაცთან ერთად დროის გატარება თავადაც უნდა, მაგრამ საინტერესოა ამას რამდენად მოახერხებს საქმეზე გადაყოლილი წყვილი. არანაირი სურვილი არ აქვს მარტო სასახურზე იყოს გადამკვდარი, რა თქმა უნდა ინა იმ ქალების კატეგორია მიეკუთვნება ვინც თვლის რომ სამსახური და კარიერა ქალის და ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს... ინას ახლა ყველაფერი აქვს, საკუთარი ანაბრები, ცხოვრება, სახლები, სამსახური, მანქანა, არის ქალი რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არასოდეს არ გაუჭირდება და ახლა უკვე თამამად შეუძლია ერთი დღე სამსახურზე უარი თქვას და დუდასთან ერთად ისიამოვნოს.

-აბა სანამ ბავშვები სახლში არიან დეტალებში მომიყევით რა როგორ მოხდა... _ამბის მოსასმენად მოემზადა და ცივი ფორთოხლის წვენი წინ დაიდგა.

-არაფერი, უბრალოდ მივედი და ვუთხარი რომ ოჯახთან ერთად უნდა იყოს, როგორი საზიზღარი ცოლიც არ უნდა ყავდეს. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინომ და ქმარს წელზე ხელი მოხვია. ცოტნემ წარბაწეულმა დახედა ნინოს, თავი გააქცია და შუბლზე აკოცა.

-როგორც ცოტნე იტყოდა ჭკუაზე მოსულხარ. _ირონიულად წაკბინა დას და სიძეს თვალი ჩაუკრა.

-ახლა არ გინდათ!_თითის აწევით გააფრთხლა და სამწვადეს დაავლო ხელი. _შეწვი თორემ მოვკვდი დღეს მთელი დღე შოთის პურის ჭამით. _ცოტნე ეზოსკენ გაუშვა, თვთონ კი მაცივრისკენ მიტრიალდა. _აბა როგორია უქმროდ ყოფნა?_ეშმაკური ხმით კითხა დას.

-საშინელი, ჯერ არ წასულა და უკვე ცუდად ვგრძნობ თავს... ადამიანები როგორ ვეჩვევით ერთმანეთს. _ჩაფიქრებულმა ჩაიჩურჩულა და წამით თვალები მოხუჭა.

-ან გვიყვარდება.

-ეგეც შეჩვევაა.

-არა, შეჩვევა და სიყვარული რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

-გიყვარს და მასთან ერთად არსებობას ეჩვევი. _თავისი მოსაზრება გაუზიარა დას და ფეხზე წამოდგა.

-თავიდან ცოტნესთან ერთად რომ დავდიოდი და მერე უცებ სტამბოლში წავიდა მივხვდი რომ რაღაცა ძალიან დამაკლდა... ზოგჯერ გაუსაძლისი მოანტრება მიპყრობდა და მეგონა რომ ყველას და ყველაფერს გადავივლიდი თუნდაც ერთი წამით შემძლებოდა მისი დანახვა და ლოყაზე კოცნა. ტელეფონზე რომ ვესაუბრებოდი მეგონა რომ გათიშვის დროს ყველაფერს დავკარგავდი, მაგრამ რომ ვთიშავდი ისევ ისე ვიყავი- მენატრებოდა და მინდოდა მასთან ერთად ყოფნა... მე სიტუაციას შევეჩვიე და არა მისგან შორს ყოფნას, მე ჩემს ყოველდღიურობას შევეჩვიე, იმიტომ რომ მიყვარდა... შევეჩვიე იმას რომ დილით უნდა მომნატრებოდა და საღამოს ისევ უნდა შემშინებოდა ტელეფონის გათიშვის. მე ცოტნეს არ მივჩვევივარ, მე ვეჩვეოდი სიტუაციებს იმიტომ რომ მიყვარს!

-აუჰ, რამხელა ფილოსოფიაა... ცოტა გამიჭირდება, მაგრამ დღეს მაგაზე აუცილებლად ვიფიქრებ... თუ არ ჩამეძინა. _სიცილით გამოაჯავრა და და თვალების ტრიალით წავიდა ეზოსკენ.

ნინომ რატომ ჩათვალა რომ ინა ამ ყველაფერს ასე მარტივად გაიგებდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია უფროსი დადიანი დიდი ცინიკოი ვინმეა.
>>>
მთელი ერთი კვირა ეკლებზე იჯდა, ბათუმის ჰაერმაც ვერ უშველა, იქიდანაც ქარბორბალასავით გამოვარდა, ნორმალურად პლიაჟზე გასვლაც ვერ მოახერხა. მაქსიმალურად ცდილობდა თავი დაეტვირთა, მარტო ასე გადიოდა დრო სწრაფად, დანარჩენი ყველაფერი ნერვებს უშლიდა. დუდაც იშვიათად ეკონტაქტებოდა, ზოგჯერ არ ეცალა, როცა ეცალა ინასთან შუა ღამე იყო, ან პირიქით და ხშირად უბრალოდ ვერ ემთხვეოდნენ. ამას შეგუებულია, უბრალოდ ძალიან მოენატრა და სხვა ყველაფერი აღარ აინტერესებს. მთავარია საქმეები მალე დაამთავროს და ჩამოვიდეს.

არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა დუდას გარეშე ყოფნა, მერე რა სულ რამდენიმე კვირაა ერთად რომ არიან და მერე რა თანაცხოვრება ახლი დაწყებული რომ აქვთ, გამოდის რომ დადვანს ძალიან შეეჩვია. სხვაზე დამოკიდებული ადამიანი არ არის, ყოველთვის ცდილობს მონატრებაც ზომიერი იცოდეს და სიყვარულიც, უბრალოდ ახლა როცა აცნობიერებს რომ ურთიერთობა ჯერ ახალი დაწყებული აქვთ და ერთად ყოფნა აუცილებელია ალბათ უფრო ეს ფაქტორი იწვევს ამხელა სურვილს.

მომენტებში აანალიზებდა რომ ზოგჯერ ეჭვიანობაც შემოუტევდა ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ ამისთვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, უბრალოდ მანძილმა სხვა გზა არ დაუტოვა. დუდაზე 100%_ით მინდობილმაც კი შეძლო რამდენჯერმე ლანაზე ეჭვიანობა, მართალია სულ რამდენიმე წამით, მაგრამ ქალური მოუსვენრობა საშუალებას არ აძლევდა ბოლომდე მშვიდად ყოფილიყო. დუდას შესახდებ დაბეჭდილ თითოეულ დეტალსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ცდილობდა თუნდაც უმნიშვნელო დეტალებიც კი საგულდაგულოდ განეხილა და მერე მთელი ღამე ამაზე ეფიქრა.
ბოლოს როგორც იქნა მიხვა რომ მამაკაცის შესახდებ ინფორმაციების ძიება სულაც არ ნიშნავს ეჭვიანობას და ეს უბრალოდ ძალიან დიდი მონატრების შედეგია, ამ გზით ცდილობდა კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყო დადვანთან.


>>>

დუდას მთელი დღე ვერ დაუკავშირდა, არ გაკვირვებია თითქმის სულ ასეა რაც წასულია. ინასაც აღარ გაუგიჟებია თავი, როცა გამოტოვებულ ზარს ნახავს დამირეკავსო და სამზარეულოში შევიდა ცივი ყავის მოსამზადებლად.
მოულოდნელად სახლის კარის გაღების და დაკეტვის ხმა გაისმა, წარბწეულმა დადო ჭიქა მაგიდაზე და გასასვლელისკენ წავიდა. ან დაცვაა, ან ელზა, ან გიორგი და ან ქეთი, სხვა სახლში ასე უბრალოდ ვერავინ ვერ შემოვიდოდა. კართან მდგარი დიდი ჩემოდნიდან დაქაჩული თვალები პირდაღებულმა ააყოლა და დუდას სახის დანახვით გახარებულმა თავისუდაუნებურად წამოიკივლა. ქალის მოულოდნელი სიხარულით და ქცევით გაკვირვებულმა დადვანმა წარბები შეჭმუხნა და მასთან მისულ ქალს ორივე ხელი ძლიერად შემოხვია.
ინაც არ ელოდა ასეთი მძაფრი რეაქცია თუ ექნებოდა ქმრის დანხვისას. უბრალოდ დუდას ნახვა იმდენად მოულოდნელი იყო ერთი კვირის შემდეგ სიხარული და გაკვირვება ვეღარ დამალა და იკივლა.

-რა მაგარი სიურპრიზია.

უკან დაიხია, თვალების ციმციმით ჩაილაპარაკა და დადვანს დააკვირდა. მამაკაცმა თვალი ჩაუკრა, ქვედა ტუჩი შეათამაშა და ქალის მადისაღმძვრელი მონატრებული ბაგეებისკენ დაიხარა.
ასე ეგონა დიდხანს ნანატრი ხილი დააგემოვნაო, თვალებმინაბულმა თავი ოდნავ უკან გადასწია და კოცნაში აჰყვა. დუდამ თითები გაშლილ თმებში შეუცურა და მსუბუქად დაქაჩა, მერე კი გაბადრულს გადაწეულ ყელში ხმაურით აკოცა.

-ყველაფერს მორჩი?

მამაკაცმა მისი ფერებით რომ იჯერა გული, მის ტუჩებიდან დახსნილმა ინამ ხვნეშით იკითხა და სულის მოთქმა სცადა, მაგრამ დადვანი არცერთი წამით უშვებდა ხელს.

-სხვა გზა არ დამიტოვე. _წარბის თამაშით ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე მსუბუქდ უკბინა.

-ხოდა ძალიან კარგი. ჩემ ჩამოსვლას ისევ შენი ჩამოსვა ჯობდა. _ეშმაკურად ჩაიღიმა და სიამაყით მოიღერა ყელი.

-დღეს ბარგი ჩაალაგე, ხვალ დასასვენებლად მივდივართ!

-ათასი საქმეა, რა დროს დასვენებაა.

-ინა, ნუ მეწინააღმდეგები! ვთქვი, ე.ი. მივდივართ, საქმე არ გაფუჭდება!

შუბლშეკრულმა კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ჩემოდანი კიბებიისკენ წაიღო. დადიანმა მხრები აიჩეჩა, დასვენება ნამდვილად არ აწყენს, მთელი წელია ტვინი გადახურებული აქვს, თანაც დუდასნაირ კაცთან ერთად...

საწოლზე წამოკოტრიალებული უყურებდა როგორ ალაგებდა ჩემოდნიდან ტანსაცმელს დუდა და კმაყოფილი ღიმილს ვერ იკავებდა.

-სკამზე დაალაგე და მერე მე მივხედავ.

-შენი ზომა არ ვიცოდი და რომელიც ყველაზე პატარა იყო ის წამოგიღე, მაინც მოტკეცილ ტანსაცმელს ხმარობ. _სისინით წაკბინა ცოლს და თვალი ჩაუკრა ინამ საჩუქრის პარკი გამოართვა და წარბების თამაშით ჩაიხედა შიგნით.

-დააბრალა ჩემი ჩაცმის სტილს... თორე შენ არ ხარ კმაყოფილი. _არც ინამ დააკლო და პარკიდან ლამაზი მოკლე თეთრი კაბა ამოიღო. _ზუსტად, ზღვისთვისაა. _კაბა ტანზე მიიზომა და სარკის წინ დატრიალდა. _თან რა ლამაზია. _ქმარს გადახედა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. _მადლობა. _მადლობის ნიშნად ტუჩთან ახლოს აკოცა და კაბა საწოლზე ლამაზად გადაკიდა.

>>>
-საქმეები როგორ დატოვე?_დუდას მკერდზე თავდადებულმა ინტერესით იკითხა და თითები თმებში ახლართა.

-ყველაფერი მოვაგვარეთ. შენთან რა ხდება, ბუღალტერს შეეწყე?

-კი, ძალიან კარგი და პროფესიონალი ბიჭია. ლანასაც მირჩევნია და იმ ორსაც. _სიცილით ჩაილაპარაკა. ამას იმიტომ არ ამბობს რომ ლანამ შუა გზაში მიატოვა, მართლა ყველას ურჩევნია ვინც აქამდე ყავდა. ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს და საქმესაც ადვილად შეეჩვია._ლანა ნახე?_ეშმაკურად “შეაპარა” და თვალები ააფახუნა.

-არა, არ მინახავს.

-ძალინ კარგი. _კმაყოფილმა ჩაიქირქილა და თვალები დახუჭა. _ხვალ რომელ საათზე უნდა წავიდეთ?

-საღამოს, დილით სამსახურში ვარ გასასვლელი და რომ დავბრუნდები წავიდეთ.

-მეც რამდენიმე ადგილას ვარ მისასვლელი და საღამოს მაწყობს.

ღამის სიჩუმეს ჯიუტად არცერთი არ არღვევდა, არადა აშკარა იყო რომ ორივეს ეღვიძა. დუდა მშვიდად სუნთქავდა და თვალებ გაშტერებული ჭერს უყურებდა, ინა დაპროგრამებულივით დუდას მოშიშვლებულ გულ-მკერდზე გაურკვეველი ფორმის ფიგურების ხატვით იყო დაკავებული. თითქოს ოთახში გამეფებული სიჩუმით ტკბებოდნენ და ერთმანეთთან სასაუბრო არაფერი არ ჰქონდეთ. ასეთი ურთიეთობა აქვთ, ერთი კვირაა ერთმანეთი არ უნახავთ და ახლა ენა მოჭრილივით ხმას არცერთი არ იღებს.
მაგრამ ხმა მაინც არცერთ არ ამოუღია, ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრულები იწვნენ და ელოდებოდნენ როდის მოერეოდათ ძილი.
>>>
დილით საოცრად კმაყოფილმა გაიღვიძა, ღამეც შესანიშნავად ეძინა, რასაც ვერ ვიტყოდით 1 კვირის განმავლობაში. ყველაზე კოშმაური ღამეები ჰქონდა, გამუდმებით უსიამოვნო შეგრძნება აღვიძება და მერე მთელი ღამე წრიალებდა. ახლა ისეთი დამშვიდებულია, აფეთქება რომ მოგეწოთ დადვანის საძინებელში ხმის ამომღები არ იყო. დუდას სხეულზე ჩაბღაუჭებულს მთელი ღამე გატრუნულს ეძინა. დილით დუდაზე ადრე ადგა, როგორც სჩანს დადვანზე 24 საათიანმა მგზავრობამ იმოქმედა და გაითიშა.

დაზეპირებული რეცეპტით საუზმე გაუმზადა, როგორც არ უნდა ეცადოს მისგან კულინარი არ დადგება, ასე რომ ჯობია ისევ ის აკეთოს რაც იცის და კვერცხი შეწვა ძეხვთან ერთად.

მაცივარზე წერილი მიაკრა “ჭამე, არ მოგწამლავს, ცოტა ცივი შეიძლება იყოს, მაგრამ შიმშილს მოკლავს!... მე უკვე ვჭამე” და სახლიდან გავიდა.
სამსახურის საქმეები უმოკლეს დროში მოაგვარა, რამდენიმე შეხვედრაზეც მისვლაც მოასწრო და ბოლოს დაღლილი სახლში მილასლასდა. დუდა არ დახვდა, ალბათ ისევ სამსახურის საქმეზეა წასული, რომ დაბრუნდება ყველაფერს გამზადებულს დაახვედრებს და გავლენ. მანამდე რამეს შეუკვეთავს მთელი გზა მშივრებს რომ არ მოუწიოთ ყოფნა.
რაც მთავარია დადვანს საუზმე დაუგემოვნებია, ტაფა გაურეცხია და საშრობში ჩაუდია. ინამ კმაყოფილმა ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.

-ბათუმში როდის მიდიხარ?_ტელეფონი ხმამაღლაზე ჩართო და დაკეცილი ტანსაცმლის ჩემოდანში ჩალაგება განაგრძო.

-რა ვიცი, ხვალ ვფიქრობ, მაგრამ დედაჩემს წნევები აქვს და ალბათ ვერ დავტოვებ, მამიდაჩემიც ახლა წავიდა სოფელში.

-დღეს მე და დუდა მივდივართ და მეთქი წამოხვიდოდი.

-არა, დღეს ვერანაირად, გამზადებულიც არ ვარ. ახლა შევდივარ შხაპის მისაღებდ. თან თუ არ დავრწმუნდი რომ კარგად არის ვერსად წამოვალ, ზღვაზეც არ მომყვება “ჰაერი მწყენსო.”

-კარგი, მიდი მიხედე და წამოსვლას რომ დააპირებ დამირეკე და დაგხვდები... ხომ ჩვენთან მოდიხარ?

-არა, სასტუმროს ქირაში გადავწყი ფულს... აბა სად მოდივარ. _სიცილით ჩაიქირქილა და ტელეფონი გათიშა.
>>>
-ბათუმში სახლი გვაქვს და იქ მივიდეთ, ჩემებიც იქ არია. თან ცონტეს შენი გაცნობა უნდა და უკეთესი სიტუაციაც იქნება. _მორიდებით ჩაილაპარაკა. არ უნდლოდა წინადადება ოფიციალურად გამოსვლოდა და დუდას გონებოდა რომ რაღაცა ჩარჩოებში სვამს მათ ურთიერთობას.

-სხვაგან წასვლა აზრადაც არ მომსვლია!_ცინიკურად ჩაილაპარაკა და შიშველ მუხლზე თითები წამით მოუჭირა. ინა კმაყოფილი გაიბადრა და ფანჯრიდან გაიხედა.

-დუდა, შენს ოჯახზე რატომ არასდროს ვსაუბრობთ?_ხმადაბლა იკითხა და თავი მამაკაცისკენ მიატრიალა. _არა, მე გაცნობა და რძალად წარდგენა კი არ მინდა, უბრალოდ მაინტერესებს. _სიცილით დააყოლა და ქმარს თვალი ჩაუკრა.

-იმიტომ, რომ მშობლებთან ურთიერთობა არ მაქვს.

-მაგას ვგულისხმობ... მე და შენ მაგ თემაზე რატომ არ ვსაუბრობთ?

-მოდი მაგაზე სახლში რომ მივალთ მერე ვისაუბროთ.

-როგორც გინდა. _მხრები აიჩეჩა და გზას გახედა.

>>>
მანქანა ჭიშკართან გააჩერეს, ინამ კოდი შეიყვანა და ოდნავ შეღებულ კარში შეხტა, მერე კი დაელოდა როდის გაიხსნებოდა მანქანისთვის სასურველ ზომაზე სახლის მთავარი შესასვლელი. ბავშვების ჟივილ-ხივილი რომ შემოესმა მიხვდა რომ აქედან წასვლის შემდეგ აუცილებლად იტყვის რომ ასე არცერთ წელს არ დაუსვენია. დუდამ მანქანა ეზოში გააჩერა და გადავიდა.

-რა მალე ჩამოხვედით. _სახლიდან ღიმილით გამოვიდა ნინო და დისკენ წავიდა. ინა სწრაფად გადაკოცნა და დუდასკენ მიტრიალდა. _როგორ ხარ?

-კარგად თქვენ როგორ ხართ?_თვალი ჩაუკრა და მხარზე ოდნავ დაუსვა თითები. ნინომ კმაყოფილმა შეათამაშა წარბები და სიძეს გულიანად გაუღიმა.

-ცოტნე და ბავშვები უკანა ეზოში არიან, აუზთან წუწაობენ. _სიცილით ჩაილაპარაკა და სახლისკენ დაიძრა. _ვახშამს ვამზადებ, თქვენ მანადმე მოწესრიგდით და მერე ეზოში დავსხდეთ.

-ოო, რა ხალხი ჩამოსულა.

-რუჯი მოგკიდებია.

სიცილით ჩაილაპარაკა დუდამ და ცოტნეს მხარზე ხელი დაკრა. დადიანებმა გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს და წარბები გაკვირვებულებმა შეჭმუხნეს. მამაკაცების ქმედებებით და სახეზე გამოსახული მიმიკებით თუ ვიმსჯელებთ მე მგონი ერთმანეთს იმდენად კარგად იცნობენ რომ ერთმანეთის კანის ფერიც კი იციან.

-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?_გაკვირვებულმა ჩაილუღლუღა და ორივეს წაბაწეულმა გადახედა.

-შენი აზრით აქამდე რატომ არ ჩაგაჯინდი სიძე გამაცანი-თქო?_შუბლი შეჭმუხნა ცოტნემ.

-იცნობდი და იმიტომ.

-გამარჯობა შენი. _სიცილით გამოაჯავრა ცოტნეს.

-გაგიმარჯოს. _არც ინამ დააკლო და სახლისკენ უკანმოუხედავად წავიდა.
"ახალი ამბავი"

ნინო სამზარეულოში ტრიალებდა, ინა სკამზე შემოსკუპებული ცივ საზამთროს მიირთმევდა და ცალი თვალით ეზოში მოთამაშე ბავშვებს უყურება, მეორე თვალით კი მწვადისთვის გამზადებულ კოცონთან მსხარ მამაკაცებს აკვირდებოდა.

-საეჭვოდ არ გეჩვენება დუდას და ცოტნეს ახლობლობა?_წარბებშეჭმუხნულმა იკითხა და დას გადახედა. ნინო ფანჯრისკენ მიტრიალდა და მამაკაცებს ინტერესით გადახედა, მერე კი მხრები აიჩეჩა.

-რა ვიცი, არაა. ამ ქვეყანაში ყველა ყველას იცნობს, მითუმეტეს თუ ოდნავ ცნობილი სახე ხარ. თან ხომ გაიგე, ცოტნე დუდას კომპანიაში მუშაობდა წლების წინ.

-ხო, მაგრამ მათი სიჩუმე მაინც მაფიქრებს, ცოტნეს არ უყვარს როდესაც რაღაცს მალავს.

-არც დაუმალავს, უბრალოდ თქმის ინიციატივა არ გამოუჩენია. _სიცილით შეუსწორა და საჭრელ დაფას მიუტრიალდა.

-რაზე ბჭობთ?_სამზარეულოში შესული დუდა ცოლს უკნიდან ამოუდგა და ცალი ხელი მხარზე დაადო.

-შენი და ცოტნეს ახლობლობა რომ მაფიქრებს იმაზე._გულწრფელად ჩაილაპარაკა და ქმარს ღიმილით ახედა.

-სერიოზული საკითხია და მოდი მე ხელს აღარ შეგიშლით._ცინიკურად ჩაისისინა და მაცივრისკენ წავიდა. _ბავშვებს წვენს გავუტან და გავალ. _ცოლს თვალი ჩაუკრა და კარი გამოაღო.

-ზღვაზე არ გავიდეთ?_სანამ სამზარეულოს დატოვებდა კითხვა მოასწრო და მის პასუხს დაელოდა.

-ჩვენ არა, ბავშვები დილით მყადა. _თავი გააქნია ნინომ.

-მაშინ ჩვენ გავიდეთ. _ვნებიანი ღიმილით ჩაუკრა დუდამ თვალი და სახლიდან გავიდა.

ინა წარბების თამაშით წამოდგა ფეხზე და საძინებლიკენ წავიდა გამოსაცვლელად. საცურა კოსწიუმზე შავი შიფონის მოკლე კაბა გადაიცვა, ზღვის ჩანთა მხარზე მოიკიდა და მისაღებში გაფრატუნდა.

-მე მზად ვარ და შეგვიძლია წავიდეთ. _შორტში და მოკლესახლებ მაისურში გამოწყობილი ქმარი შეათვალიერა და კარისკენ წავიდა. დუდა უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, ცოლს წელზე ხელი მოხვია და ზღვისკენ დაიძრნენ.

>>>

-ცუდია გრძელ ფრჩხილებს რომ არ ვატარებ. _თავისთვის ჩაისისინა და შეზლონგთან მდგარ ქმარს ახედა. დუდამ გაკვირვებულმა შეჭმუხნა წარბები. _1 საათია ის გოგო თვალს არ გაშორებს და დავთხრიდი. _აგრესიულად ჩაილაპარაკა და შეზლონგზე წამოჯდა.

-ინა, ყველას მზერას ეგრე თუ აყვები ნერვები გაგიფუჭდება და დანევროზებული ცოლი ნამდვილად არ მინდა. _სარკასტულად ჩაისისინა და ცოლს გვერდით მიუჯდა. ინამ წარბაწეულმა გადახედა ქმარს და მასზე ოდნავ მიკრულს მოშორდა.

-მადლობა თქვი თუ ვიეჭვიანე და საერთოდ რაც გინდა ის გიქნია მე უნდა გავცურო!_ამაყად წამოსწია კისერი და ფეხზე წამოდგა. დუდამ ვნებიანი მზერით გახედა მის წინ მდგარ ორ დიდ ბურთს და ქვედა ტუჩი შეათამაშა. ინამ ქვედა საცვალი საჩვენებელი თითით გაისწორა და გამარჯვებული ღიმილით წავიდა წყლისკენ.

-დიდხანს ნუ გაჩერდები.

ზურგს უკან დუდას ცინიკური ხმა მოესმა. ინა ნახევარი ტანით მიტრიალდა მამაკაცისკენ, მერე კი წარბაწეულმა თვალი დუდას მზერას გააყოლა და მისი ქმრისკენ მიმავალი ქერა მდედრის დანახვისას პირდაღებული ერთ ადგილზე გახევდა. ვერ მიხვდა წყლიდან უნდა ასულიყო და ქალისთვის თავისი ადგილი მიეჩინა თუ სიტუაციას შორიდან დაკვირვებოდა და ამის მერე მიეღო ზომები. ბოღმისგან ცოტაც და “ბუხუს” დაიძახებდა, მიხვდა რომ რაც მის თავს ხდებოდა არცერთი წამით არ სიამოვნებდა. არც ის სიამოვნებდა მის უგონოდ სიმპათიური ქმრის ვიზუალს სხვა ქალებიც რომ ამჩნევდნენ. მსუბუქად ჩაახველა, წელში გასწორდა და ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა. ქერა გაკრეჭილი დაუდგა დუდას წინ და გაბადრულმა დაუწყო რაღაცაზე საუბარი, დადვანიც როგორც ყოველთვის კოპებშეყრილი იდგა და ქალს ზრდილობიანად პასუხობდა, თუმცა აშკარად ცივად. მაგრამ ამით თავს მაინც ვერ დაიმშვიდებს, ზოგადად დუდამ არც ისე არ იცის თბილი საუბარი. როცა მიხვდა რომ ქერასთვის ზღვარი არ არსებობდა ნელი ნაბიჯებით დაიძრა მათკენ.

-გამარჯობა._ზრდილობიანად ჩაისისინა და ქალს წარბაწეულმა გადახედა. ქერამ უკმაყოფილოდ შეარხია ლამაზი სახის ნაკვთები და დუდას დაკუნთული სხეულიდან მზერა ინაზე გადაიტანა.

-გამარჯობა...

-რამით შემიძლია დაგეხმაროთ?_ირონიულად წაისისინა და ქმარს გახედა.

-არა... _ქერამ სხარტად უპასუხა და უკან გატრიალება დააპირა.

-ძალიან კარგი!

ინამ გაღიზიანებულმა დაასო შეზლონგზე წამოწოლილ ქმარს თვალი და ბოღმისგან დასაცლელად მოემზადა.

-შენც რა გატრუნული უსმენდი... რაო რას გეუბნებოდა?

-ინა, არ გინდა!_გააფრთხილა და სათვალე გაიკეთა.

-მინდა!_კატეგორიულად წამოიძახა და შეზლონგზე ჩამოჯდა. _მართლა, მაინტერესებს რაზე გესაუბრებოდა 32 კბილ გადმოყრილი.

-გითხარი არ გინდა-მეთქი და თუ კიდევ დასვამ იგივე კითხვას სახლში წასვლა მოგიწევს!

-შენ მე პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარ დედა ზღვაზე არ წამოყვანით რომ ემუქრება?

-მგონიხარ კი არა ხარ და თუ ამ უადგილო ისტერიკას არ შეწყვეტ ზღვაზე კი არა სახლიდანაც ვერ გაადგამ ფეხს!

-დუდა...

წარბებგაშტერებულმა ჩაილუღლუღა ქმრის სახელი და თავი ოდნავ მარცხნივ გადასწია. მართალია დუდა სერიოზული და ცივი ტონით ეხუმრებოდა, მაგრამ მამაკაცის სიტყვებმა მაინც გააოგნა. უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, ქერას კიდევ ერთხელ გადახედა და ზღვისკენ წავიდა.

-მე აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ! _ბოლოს მაინც ვერ მოითმინდა და ხმადაბლა მიაძახა.

>>>
რამდენიმე დღეში მირანდაც ჩავიდა. სადგურზე დუდა და ინა დახვდა, დადვანმა გოგონას ბარგი საბარგულში ჩადო და საჭესთან დაჯდა.

-აბა როგორ იმგზავდრე?

-უჰ, საოცარი მატარებელია!_კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.

-ჰო, ამასწინებზე ლელამ შემომიტანა ჟურნალი და იქ ვნახე სურათები.

-რაც მთავარია მალე ჩამოდის. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და წარბების თამაშით ადახედა დუდას. ინამ თვალები დაუქაჩა და მიახვედრა რომ მსგავსი მიმიკბი მოეშორებინა.

გოგონამ ცინიკური ღიმილით შეათამაშა მხები და მანქანის საზურგეს მიეყრდნო.

საღამოს რესტორანში გავიდნენ აჭარსული ხაჭაპურის საჭმელად, მართალია ინას ყველი დიდად არ უყვარს, მაგრამ ამ ერთხელ გამონაკლიის დაუშვებს და დუდას ჩაეზიარება.
დუდას გვერდით მდგარი ათვალიერებდა ბათუმის ქუჩებს და ღამის სილამაზით ტკბებოდა. მირანდა ბავშვებთან ერთად ყველა კუთხეში სურათს იღებდა, თან ბამბის ნაყინი ეჭირა ხელში და ვერ გაერკვია რომელი მხრიდან დაეწყო ჭამა.

-არავის აქვს სურვილი დამეხმაროს?_მორიდებულმა იკითხა და ყველას სათითაოდ გადახედა, მერე კი ისევ უზარმაზარ ბამბის ნაყინს დაასო მზერა. _ბავშ...._ბავშვებს მიუტრიალდა, მაგრამ ისინი მასზე უარეს დღეში იყვნენ, მთელი სახე ტკბილი ბამბით ჰქონდათ დასვრილი.

მომენტებში ჩუმად გააპარებდა დუდასკენ თვალს, მის თითოეულ ქცევას აკვირდებოდა. თითქოს მამაკაცს სწავლობდაო. ყველაფერზე ინტერესს იჩენდა აიტერესებდა როგორ ესაურებოდა ბავშვებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ნინოსთან და მირანდასთან, როგორ საუბრობდა ცოტნესთან, როგორ უყურებდა გარშემო არსებულ საგნებს, ადამიანებს და საერთოდ ყველაფერს... თანაც ცდილობდა ჩუმად და ყველასთვის შეუმჩნევლად ემოქემდა, არ უნდოდა დუდაში დისკომფორტი გამოეწვია.

რესტორანში შესულები გვერდი-გვერდ დასხდნენ, მამაკაცებმა შეკვეთა მისცეს და მერე ისევ მაგიდას დაუბრუნდნენ. ინამ ჩანთა სკამზე გადაკიდა და ღიმილით გადახედა მის გვერდით მჯდარ ქმარს.

-ხომ იცი შენი ხაჭაპური უნდა მიწილადო. _ღიმილით ჩაილააპრაკა და თვალი ჩაუკრა. დუდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

-დარწმუნებული ვარ მოგეწონება, აქ ყველაზე გემრიელს ამზადებენ. _ცოტნემ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ცოლის დას თვალი ჩაუკრა.

-შენ რატომ არ ჭამ?_ჩურჩულით კითხა ქმარს და ხელუხლებელ ხაჭაპურს დაეხდა.

-არ მშია.

-დღეს მთელი დღეა არაფერი არ გიჭამია, ცოტა მაინც შეჭამე. _ნახევარი ტანით დუდასკენ მიტრიალდა და თეფში მამაკაცისკენ მიასრიალა. დუდამ წარბწეულმა გადახედა ქალს. _სულ ცოტა ჩემი ხათრით.

ბოლო პერიოდში დააფიქსირა რომ დუდა ჭამის მხრივ ძალიან არის გაზარმაცებული, სახლშიც იშვიათად ჭამს და გარეთ ხომ საერთოდ ლუკმას არ იდებს პირში. დიდი მჭამელი არც ამერიკაში წასვლამდე იყო, მაგრამ ახლა აშკრად მარა აქვს დაკარგული.
დუდამ ცალი წარბი ირონიული ღიმილით შეათამაშა და ხაჭაპურს დახედა.
ინამ კმაყოფილმა მსუბუქად ჩაახველა და ჭამა განაგრძო.

>>>
დილით მარტოები გავიდნენ სასაუზმოდ. ნინოს, ცოტნეს და ბავშვებს ეძინათ და ინა მარტო არაფრის მომზადებელი არ იყო, ამიტომაც დუდამ შესთავაზა სადმე ღია ცის ქვეშ დავსხდეთ და ვისაუზმოთო. დუდას ნაჩუქარი თეთრი მკერდმოღებული კაბა ჩაიცვა, ფეხზე ღია ციფერი ბალეტკები და მანქანაში ჩასკუპდა.

-ორი კაპუჩინო და ორი ყველის კრუასანი.

-კრუასანი გეყოფა?_დუდამ დაეჭვებულმა კითხა და მენიუ მიაწოდა.

-კი, არ მშია. _დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და მიმტანს ახედა სულ ეს არისო. _არ ჩაგაცივდები, მაგრამ შეხასენებ რომ ჩემთვის რაღაც გაქვს მოსაყოლი. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და კაფე მოათვალიერა.

-ჩემებთან წლებია ურთიერთობა არ მაქვს, ჩემი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ხელის შეშლა სცადეს. ამიტომაც გადავწყვიტე საკუთარი ცხოვრებისთვის დამოუკიდებლად მიმეხედა, ყველას ჩარევის და ყველასთან აზრის გაზიარების გარეშე.

-და ამის გამო წლებია არ ურთიერთობთ, იქნებ გეცადა..._გაკვირვებულმა ჩაილუღლუღა და ყავა მოსვა.

-ცდის სურვილი უნდა გქოდეს, მე კიდევ მსგავს ვერაფერს ვგრძნობ.

მოკლედ აუხსნა და ზღვას გახედა. ინამ მხრები აიჩეჩა და დადუმებულმა გააგრძო კრუასანის ჭამა.

-რა ხდებოდა ჩემს არ ყოფნაში, როგორ გაგყავდა დრო?_საუბარი დუდამ წამოიწყო.

-რთულად, ცოტა არ იყოს და უშენოდ გამიჭირდა.

გულწრფელად ჩაილაპარაკა და ცალი წარბი ასწია, დუდასგანაც იგივეს მოსმენას არ ელოდებოდა. დუდა რაღაცით ინას გავს, მაგალითად მსგავს სიტუაციაში ინა არასოდეს არ დაუბრუნებდა დადებით პასუხს, შეიძლება პირველს ეთქვა, მაგრამ მონატრებაზე მონატრებით მაინც არ უპასუხებდა როგორი აღელვებულიც არ უნდა ყოფილიყო. დუდამ კმაყოფილმა ჩაიღიმა და ყავის ფინჯანი აიღო.

-პასუხი მომეწონა, თანაც ძალიან!_ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაიცინა და ვნებიანი გამომეტყველებით ჩაუკრა თვალი.
>>>
უცნაურმა კითხვება შეიპყრო, თავიდან იფიქრა ალბათ ახალი ცხოვრებიდან გამომდინარე მიჩნდება მსგავსი და ჩემთვის შეუფერებელი კითხვებიო, მაგრამ სანაპიროზე გასარუჯათ ჩასულმაც რომ ამ საკითხე დაიწყო ფიქრი მერე უკვე სერიოზულად შეშინდა და გადაწყვიტა დუდასთვისაც მოურიდებლად გაემხილა.

-დუდა, ბავშვებზე რა აზრის ხარ?_ხმადაბლა კითხა შეზლონგზე წამოწოლილ მამაკაცს. დადვანმა სათვალე შუბლზე დაიკოსა და ცოლს ალმაცერად გადახედა. მამაკაცის მზერით უკვე ხვდებოდა რა პასუხსაც მიიღებდა.

-ცუდი აზრის!_მოკლედ უპასუხა, სათვალე ისევ თვალებზე ჩამოიფხატა და ზღვას გახედა.

-ანუ ვაი და დავორსულდე...

-როგორი ცუდი აზრისაც არ უნდა ვიყო ბავშვის მოკვლას არავის არ ვაიძულებ, მითუმეტეს საკუთარი სისხლის და ხორცის!_გაღიზიანებული მიტრიალდა ინასკენ.

-ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ რაღაცა პერიოდი დაგიმალავ. _მხრები აიჩეჩა და თვალები დახუჭა. დადვანმა წარბები ასწია და შუბლშეკრული წამოჯდა შეზლონგზე.

-რას იზამ?_ცივი ტონით იკითხა მამაკაცმა.

-დაგიმალავ, სანამ არ მოვიფიქრებ როგორ “გახარო” ახალი ამბავი. _ურეაქციოდ აიჩეჩა მხრები.

"ბაგა ბაღი"


-1 დღეც რომ დამალო ბავშვის არსებობა ჩათვალე რომ ორსულობის შემდეგ ჩვენგან შორს მოგიწევს ცხოვრება! გასაგებია?_მკაცრად დაიმუქრა და ფეხზე წამოდგა.

ინამ გაკივრვებულმა ასწია ცალი წარბი და მამაკაცს დააკვირდა. ვერაფერი ვერ გაიგო, ჯერ იყო და ცუდი აზრის ვარო რაც იმას ნიშნავს რომ სავარაუდოდ უახლოესი რამდენიმე წელი შვილი არ უნდა და მერე ამბობს რომ ბავშვის შესახებ პირველივე დღეს უნდა იცოდეს ყველაფერი. არა, რა თქმა უნდა ინა დამალვას არც აპირებს, უბრალოდ ძნელია მამაკაცს რომელსაც ჯერ შვილი არ უნდა ახარო რომ მალე მამა გახდება. არც თვითონ არ სურს ამ ეტაპზე დედობა , მიუხედაცვად იმისა რომ ზუსტად იცის ყველაფერს გააკეთებს კარგი დედობისთვის. უბრალოდ ამ ეტაპზე ბავშვის და საფენების დრო ნამდვილად არ აქვს.

-გასაგებია. _თავი დაუქნია და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. _როგორ გიხდება სიბრაზე, უფრო სექსუალურს გხდის._სწრაფად შეცვალა თემა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-ეგ სექსუალურობა და შენი ცუღლუტობა იწვევს დაუგეგმავ ბავშვებს!_წარბის აწევით “გააფრთხილა” და ზღვისკენ წავიდა.

ინამ კმაყოფილმა ამოისუნთქა და ტალღებისკენ მიმავალ მამაკაცს თვალი გააყოლა. დუდას ნავაჯიშები და განიერი მხრები თვალთა ხედვას უბნელებს და ყველაფერს ავიწყებს, წინა ნაწილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოდი და ასეთი კაცისგან ბავშვი არ გყავდეს, თანაც ერთი კი არა რაც შეიძლება ბევრი და ყველა მამის მსგავსი.

>>>
-გიგა და ლილუ ჩამოვიდნენ ბათუმში და დღეს საღამოს გვესტუმრეთო. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნინომ და ნაყინები დაბალ მაგიდაზე დააწყო.

-ბავშვიც ჩამოიყვანეს თუ ლილისთან დატოვეს?

-ლილიც და ბავშვიც აქაა. _სიცილით ჩაიხითხითა თომამ და დეიდას თვალი ჩაუკრა. _თან შენ როგორ გიყვარს ბავშვთან თამაში.

-შენ პირი დაკუმე და ნაყინი ჭამე, თორემ მოვაღე პირი!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა და ცოტნეზე მიანიშნა, თომამ სწრაფად გაასწორა სახე და დასერიოზულებულმა განაგრძო ნაყინის ჭამა.

-გავიდეთ ხომ დღეს?

-გავიდეთ და თუ ბიჭებიც წამოვლენ უკეთესი. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და გვერდი გვერდ მჯდარ ცოტნეს და დუდას გადახედა.

-წავიდეთ რა. _მხრები აიქნია ცოტნემ და დუდას მიუტრიალდა. დადვანმა თანხმობის ნიშნად თვალი ჩაუკრა.
>>>
-ინა, შეგიძლია ბავშვი ორი წუთით აიყვანო? მე ოთახში გავალ ტანსაცმელს გამოვუტან.

დივანზე გაშოტილ ბავშვზე ანიშნა, რომელიც უხერხულად მანჭავდა სახეს და სავარაუდოდ ჯერ კიდევ რაღაცის კადრებაში იყო გართული. ინამ თვალებდაქაჩულმა გააყოლა მეგობარს მზერა და მერე ბავშვს მიუტრიალდა, რომელიც გამწარებული სხაოდა და მე მგონი გაჩუმებას არც აპირებდა. უკმაყოფილო გამომეტყველებით მოკიდა ბავშვს ხელი და ოდნავ მიიხუტა სხეულზე.

-გიხდება ბავშვი. _ზურგს უკან დუდას ვნებიანი ხმა მოესმა. სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ და ბავშვი უყოყმანოდ მიაჩეჩა. ქალის საქციელმა დადვანი დააბნია და ხელებგაშეშებული აკვირდებოდა ცოლს, მერე ბავშვს ორივე ხელი მჭიდროდ მოხვია და სხეულზე მიიკრა.

-მიხდება არა, მაკვდება... საკუთარ დიშვილებს ნორმალურადაც ვერ ვეფერებოდი, იმიტომ რომ აღუ-აღუ უნდა მეძახა ყოველ წამს.

ბავშვისგან განთავისუფლებულმა ამოისუნთქა და დივანზე ჩამოჯდა. დუდა პირიქით მე მგონი ბავშვებს ზედმეტად კარგად უგებს და არც ბავშვები გრძნობენ მასთან თავს არაკომფორტულად. როგორც კი დუდას ხელში გადავიდა იმ წამსვე დაკუმა პირი, ქვედა ტუჩი შეითრია და თვალებმინაბულმა თავი მხარზე დაადო. ინამ ცალი წარბი მაღლა ასწია და ბავშვიან ქმარს მიაჩერდა.

-ახლა ეგ აფერისტი არ არის?_სერიოზული ტონით იკითხა და ბავშვს ალმაცერად დააკვირდა. დადვანმა მის მხარზე მინაბულ ბავშვს ცალი თვალით დახედა და მერე უკმაყოფილო მზერით გააქნია თავი.

-ბავშვებთან მოქცევას თუ არ ისწავლი მთელი ცხოვრება საკუთარ შვილზე და ქმარზე ეჭვიანობა მოგიწევს!_ცინიკურად გააფრთხილა და პატარასთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა.

>>>
-გილოცავ!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა დადვანმა და ცოლს ზურგზე თითები მოუსვა. ინამ ოდნავ მიატრიალა თავი ქმრისკენ, შუბლი მხარზე დაადო და ხმადაბლა ჩაიცინა.

-მადლობა. _თავი ოდნავ ასწია და ორივე ხელი მაგრად მოხვია მხრებზე. _მოვიგეთ!_ბედნიერებისგან აჟიტირებული ადგილს ვერ პოულობდა და ვერც სიტყვებს უყრიდა თავს. ბევრი ლაპარაპით არც აქამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა სულ დამუნჯდა. სასამართლო პროცეზე თაღლითობისთვის დაკავებულ ყოფილ ბუღალტრებს კმაყოფილმა გადახედა, ფეხზე წამოდგა და დარბაზი უკანმოუხედავად დატოვა. ისიც უკვირდა აქამდე როგორ ინარჩუნებდა სიმშვიდეს და თვალებს არ თხრიდა ერთმანეთზე და ინას ფულზე შეყვარებულ წყვილს.

-ახლა უკვე მშვიდად შემიძლია ჩემი კომპანიის პიარზე ვიზრუნო. _ღიმილით გადახედა ქმარს და მანქანა დაქოქა.

-მე მგონი ჩემზე ზრუნვაც არ გაწყენდა... _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და წარბი ასწია. ინამ ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, თვალები კი საკმაოდ გაუფართოვდა.

-ა-ა, როგორი უმადური კაცი ხარ, გუშინ ღამე არ ვიზრუნე შენზე?_გაბრაზებულმა კითხა და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა.

-გაეყვნილო ქალო, სამზარეულოს ვგულისხმობ. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა დუდამ.

-ა, ახლა სამზარეულოზე ბოდიში და ისე შესანიშნავად ვზრუნავ._თავისთვის ჩაიჩურჩულადა გზას გახედა.

>>>

-ახალი ამბავი გაიგე?_ხმადაბლა იკითხა მირანდამ და ნინოს ყავის ფინჯანი მიაწოდა. ინამ მხრები აიჩეჩა და დის გვერდით მოკალათდა. _ლანა დაბრუნებულა. _თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩი შეათამაშა. ინამ ღიმილით გააქნია თავი და ხმადაბლა ჩაიცინა.

-ბუნებრივია, თავისი სამშობლო მოენატრა... _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.

-არა, სულ დაბრუნდა.

-როგორ!?_დაბნეულმა ჩაილუღლუღა და ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.

-ორსულად არის და გადაწყვიტა რომ ბავშვი აქ გააჩინოს.

-ორსულად არის?_თვალებდაქაჩულს ხმამაღლა მოუვიდა კითხვა.

-ხო, იქ თავის ბავშვობის სიყვარულს შეხვედრია და...

-მერე რამ გადარია?! ამერიკიდან ქალი აქ მორბოდეს ბავშვის გასაჩენად პირველად მესმის. _თავის ქნევით ჩაისისინა ნინომ.

-მეც ეგ არ მიკვირს?!

-ლანაზე საუბარს მოვრჩეთ... ამ ბოლო დროს ვერც მე ვარ კარგად და ცოტა არ იყოს მეშინია.

-ორსულობის?_სიცილით იკითხა მირანდამ და მეგობრისკენ გადაიხარა.

-ხო ორსულობის... ბათუმის ამბების მერე სულ ბავშვებზე მეფიქრება და მე მგონი სექსზე მეტად ფსიქოლოგიური მომენტი შვება მაგ ამბავს. თანაც ამ ბოლო დროს დაკვირვებული ვარ და სულ ამ თემის გარშემო მიწევს ტრიალი. აი, ახლაც ლანა და მისი ორსულობა.

-ნუ ბოდავ რაღაცებს... გაიკეთე ტესტი და გაიგებ უნდა ინერვიულო თუ არა._სწრაფად მოაგვარა “პრობლემა” ნინომ.

-ტესტის გაკეთება და პასუხის გაგება რომ მაშინებს ზუსტად მაგიტომ ვმკითხაობ თქვენთან ერთად... არ მინდა ჯერ ბავშვი, თანაც მე და დუდას ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს შვილებზე ოცნება რომ დავიწყოთ. ჯერ ერთმანეთით ტკბობაც არ გვაქვს დასრულებული.

-მაგას მთელი ცხოვრება ვერ დაასრულებთ. _თვალების ფახუნით ჩაილაპარაკა გამოცდილმა ნინომ და დას თვალი ჩაუკრა.

ინამ ხმამაღლა ამოიხვენშა და ყავის ფინჯანი ტუჩებისკენ წაიღო მოულონდნელად მირანამ რომ სტაცა ხელი და ფინჯანი გამოგლიჯა.

-რას აკეთებ?! ფრთხილად. _ხმღლა წამოიძახა და ფინჯანს ხელი მიაშველა რომ არ გადატრიალებულიყო.

-თუ ორსულად ხარ შენთვის ყავა ჯერ ადრეა. _თვალი ჩაუკრა და ფინჯანი მაგიდაზე, ინასგან მოშორებით დადო. დადიანმა წარბებაქაჩულმა გადახედა დაქალს და იმ წამს სახლში შესულს დუდაზე შეშფოთებულმა გადაიტანა მზერა.

-ასე ადრე რატომ დაბრუნდი?_ფეხზე წამოდგა და ქმრისკენ წავიდა. დადვანმა გაკვირვებულმა გადახედა ცოლს.

-შენ ამ დროს სახლში რას აკეთებ?_მაჯის საათს დახედა და გოგონებს შეფარული ღიმილით ჩაუკრა თვალი.

-დღეს ადრე მოვრჩი საქმეებს და თან გოგონებმა მომწერეს გამოგივლითო... _ღიმილით გადაიხარა დუდასკენ და ლოყაზე ხმაურით აკოცა._ნინოსთან ერთად ვახშამი გაგიმზადე და იმედია ეგ მაინც მოგეწონება. _ბოლოს უკმაყოფილომ დააყოლა და სამზარეულოსკენ წავიდა._თქვენც ხომ გშიათ?

-ა...არაა, ჩვენ არ გვშია, ჩვენ წავალთ. _ორივე ერთდროულად წამოდგა ფეხზე.

-წესით ჩემი მოსვლა არ უნდა გწყენოდათ. _ხუმრობით ჩაილაპარაკა დუდამ და გოგონებს გადახედა.

-არა, უბრალოდ ბავშვები ცურვიდან მყავს გამოსაყვანი და მართლა მეჩქარება. _ნინომ დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და მხარზე ხელი მიადო. _ამ დღეებში გამოგვიარეთ, შოკოლადის ტორტს გამოვაცხობ.

-ოოო, შოკოლადის ტორტი კარგი იქნება. _სამზარეულოდან სიცილით გამოყო თავი ინამ.

-შენ გირჩევნია ჩემი რჩევა გაითვალისწინი! _თითის ქნევით გააფრთხილა, დუდასკენ მიტრიალდა და ღიმილით დაემშვიდობა. დადვანმა თავი დაუქნია და სტუმრების გასაცილებლად დაიძრა.

>>>
-რამე გჭირდება?_ხმადაბლა კითხა ცოლს და საპურე გამოართვა.

-რას გულისხმობ?_დაბნეულმა იკითხა და ქმარს დააკვირდა.

-მირანდას რჩევას... გჭირდება რამე?

დუდას მზრუნველობაზე კმაყოფილი გაიბადრა. ღიმილით დაიძრა ქმრისკენ, ხელები კისერზე მოხვია და ტუჩები ყელზე მიაწება, მერე კი ყურისკენ გაასრიალა.

-მე მგონი ორსულად ვარ!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და იგრძნო როგორ გახევდა დადვანი.
"7 პენუარი"

დადვანმა ცოლი უდნავ უკან დასწია და წარბებშეჭმუხნული დააკვირდა ფერებგადასულ ინას რომელსაც რა თქმა უნდა საკუთარი სიტყვები შიშის ზარს სცემდა. ძალიან გაუჭირდა დუდასთვის ამის თქმა. თავიდან საერთოდ არ აპირებდა, უნდოდა რომ ყველაფერი თავად გაერკვია და მხოლოდ 100_% იანი პასუხი ეთქვა ქმრისთვის, მაგრამ ისე შეაშინა საკუთარმა დასკვნებმა რომ ამ ყველაფერს მარტო ნამდვილად ვერ გადალახავდა.

-და რას ელოდები?_გაკვირვებულმა კითხა. _ჩაიცვი და ახლავე წავიდეთ ექიმთან. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა დუდამ.

-არა, არ მინდა! _სწრაფად უპასუხა და მისაღებისკენ წავიდა. დუდა უსიტყვოდ მიყვა ცოლს და დივანზე ჩამომჯდარს წინ დაუჯდა.

-ინა, ნუ ბავშვობ. ნუ გეშინია, არ გეტკინება. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა დუდამ და ცოლს დამცინავად გადახედა.

-შენ რა საერთოდ არ ღელავ? ახლა რომ ორსულად ვიყო წარმოიდგინე რამხელა შარში ვიქნებით..._ქმრის მშვიდი ტონის მოსმენით გაღიზიანებულმა ოდნავ ხმამაღლა წამოიძახა და თვალები შეშლილივით დაქაჩა.

-რამხელაში? ვიქნებით მომავალი მშობლები მორჩა და გათავდა, რა საჭიროა ამაზე პანიკის ატეხვა და ნერვიულობა?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და შუბლი შეკრა.

-არ ვიცი, მაგრამ ახლა ბავშვი... _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და სახე ხელისგულებში ჩარგო. დუდა უსიტყვოდ გადაჯდა ინას გვერდით, ცალი ხელი მხარზდე მჭიდოდ მოხვია და სხეულზე მიიხუტა.

-ინა, თუ ორსულად ხარ ჯობია იმაზე ვიფიქროთ ბავშვს როგორ ავღზრდით, გოგო იქნება თუ ბიჭი და მოდი ზედმეტ თავის ტკივილს შეეშვი... რაც გარდაუვალია ის მაინც მოხდება და ახლა ამ ნერვულობით შეიძლება ნაყოფს ვნებ.

ვერ ვიტყვი რომ დუდას სიტყვებმა შვება მოჰგვარა და ექიმთან გაქცევის სურვილმა შეიპყრო, მაგრამ ცოტა დამშვიდდა. მთელი დღე ამ ამბავზე ეფიქრება, თანაც ახლა დუდას რომ უთხრა გაასმაგებული ძალებით ცდილობს ემოციების და ფიქრების მოთოკვას, მაგრამ უშედეგოდ. ექიმთან მისვლა ჯერ არ უნდა, ცოტახანი მოიცდის, იქნებ რამდენიმე დღეში სიმფტომები გამოიკვეთოს და იმის მიხედვით გადაწყვეტს რა ჯობია, ან თავად მიხვდეს ყველაფერს... თუ ორსულადაა დედის გული აუცილებლად იგრძნობს ამას.

წარმოდგენა არ აქვს რა შეიძლება მოხდეს თუ ორსულად აღმოჩნდება, ჯერ ისედაც არ ელოდებოდა, თანაც თავს იცავდნენ, მართალია არა ისე როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც. ურთიერთობაც რამდენიე თვის დაწყებული აქვთ და ახლა ბავშვი ცოტა რთული გასაანალიზებელია მისთვის. დარწმუნებულია რომ დუდაც ძალიან ჩააფიქრა ამ ამბავმა, უბრალოდ დადვანი ამ ყველაფერს არ გამოხატავს, ინას დასანახად მითუმეტეს. არ უნდა ურთიერთობისთვის სხვა სახის მიცემა, უნდა რომ ჯერ იმით დატკბნენ რაც აქვთ და ერთმანეთით ტკბობა ისწავლონ. ბავშვს ცოტა მერეც მოასწრებენ, მითუმეტეს არცერთია კრიტიკულ ასაკში.

საკუთარი თავი დედის როლში ვერ წარმოუდგენია მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი და არაამქვეყნიურია ინა დადიანი პამპერსებით, ბავშვის ბოდეებით და რძის ბოთლით ხელში. ერთადერთი რაც ზუსტად იცის არის ის რომ თუ რძე ექნება აუცილებლად ბუნებრივ კვებაზე ეყოლებე ბავშვი.

-ექიმთან მისვლა არ მინდა, მირჩევა ასეთ ეჭვებში ვიყო, მაგრამ თუ ორსულად აღმოვჩნდი მერე მართლა რა უნდა ვქნათ? ერთმანეთთან კარგად ვართ, არც პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ ასეთი ურთიერთობის დროს ბავშვი გამართლებულია?

-ინა, ახლა მგონია რომ თინეიჯერ გოგოს ვუსმენ და უარესი, მეც თინეიჯერი ვარ... მოიქეცი ისე როგორც ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ და შემდგარ ადამიანს შეფერება. _გაღიზიანებულმა ჩაიალაპარაკა და ტელევიზორი გამორთო. _თანაც შენ ასაკში უკვე უნდა ფიქრობდე დედობაზე, თორემ მალე ვეღარ შეძლებ. _დამცინავად ჩაილაპარაკა და დივანზე წამოწვა. ინამ წარბწელმა გადახედა ქმარს._არცერთი ვართ იმ ასაკში ბავშვის მოვლა, აღზრდა და გაზრდა რომ ვერ შევძლოთ. თუ ორსულად ხარ მე მინდა ჩემი შვილი ისეთ გარემოში გაიზარდოს სადაც მას სიხარულით ელოდებიან და არა გამუდმებით იმ აზრით რომ ჯერ ძალიან ადრეა!

-შენზე 3 წლით პატარა ვარ და იქნებ შენთვისაა უკეთესი, მერე რომ აღარ გაგივარდეს?_არც დადიანმა დაინდო ქმარი, თუმცა შეეცადა მისი ბოლო სიტყვები ღამე ფიქრისთვის შემოენახა.

-ფაქტია მე კარგად “მივარდება”, ორი დღეა ციბრუტივით ტრიალებ. _ირონიულად ჩაისისინა. _რა გადაწყვიტე, როდის გირჩევნია ექიმთან წასვლა ხვალ დილის 9 საათზე თუ ხვალ შუა დღის 3 საათზე?_სწრაფად დაისერიოზულა ტონი და ცოლს კითხა. დადიანმა თვალებდაქაჩულმა გადახედა ქმარს, კითხვას არ ელოდა თანაც ასე კატეგორიულს.

-უნდა წავიდეთ?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.

-აუცილებლად!

-მაშინ 3_ზე. _ენის ბორძიკით ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა.

-ძალიან კარგი ე.ი. 9 საათზე.

-3 ვთქვი.

-მაგრამ შენი ამბავი რომ ვიცი რამეს მოიმიზეზებ, ასე რომ 9_ზე მზად იყავი! _თვალი ჩაუკრა და საძინებლისკენ წავიდა.

მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, აფორიქებული ბორგავდა და საწოლზე ადგილს ვერ პოულობდა. დადვანს გათიშულს ეძინა, 11 საათზე რომ დადო თავი ბალიშზე იმ წამსვე ჩაეძინა, შეიძლება სტრესის დროს ასე ემართება, აბა ინას იმისი წარმოდგენაც არ უნდა რომ დუდა ამ ყველაფერს ასე მშვიდად აღიქვამს და ღამე უპრობლემოდ სძინავს.

დილით უთენია წამოხტა ფეხზე და სააბაზანოში შევიდა. ვანაში წყალი დააგუბა სურნელოვანი ქაფები გაუშვა და ჩაწვა. სანამ 8საათი არ გახდება აქედან ამომსვლელი არ არის, ყველანაირად უნდა ეცადოს საავადმყოფოში წასვლამდე გონებაში ყველაფერი დაალაგოს და ცოტა ჩამოყალიბდეს თორემ ისეა არეული ვერაფერზე ვერ ფიქრობს და ექიმთან რამე სისულელე არ წამოაყრანტალოს.

როგორი სახის და სირთულის პრობლემა არ შეხვედრია, როგორი ხერხებით არ უბრძოლია საკუთარ თავთან, რამდენი დარტყმა, ტკივილი, სიხარული აუტანია, მაგრამ ასეთი დაბნეული არასოდეს არ ყოფილა. ვერასოდეს წარმოიდგენდა ორსულობის შიში ამდენს თუ ნიშნავდა მისთვის. ყოველთვის უნდოდა კარგი დედა ყოფილიყო, შვილს მისით ეამაყა და გულაჩუყებული პირველი დედასთან მისულიყო, მაგრამ თურმე არსებობს მოულონდელი შიშიც რომელიც ამ ყველაფერს წამებში გავიწყებს.

სააბაზანოს კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა თვალებდახუჭული და ფიქრებში წასული სრულიად მოწყდა გარესამყაროს.

-ინა, კარგად ხარ?

-კი, კი ახლავე გამოვალ. _სიცილით ჩაილაპარაკა და წყლიდან ამოვიდა.

>>>
საავადმყოფოს ფანჯრებზე თვალგაშტერებულკი მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა. სავარძელზე დაწებებული ადევნებდა ყველაფერს თვალს და ქვედა ტუჩს ნერვიულად იჭამდა.

-ტესტს გავიკეთედი. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ცალი თვალით დუდას გადახედა.

-ტესტს ისევ ექიმთან მოსვლა ჯობდა. _თავის ქნევით დაეთანხმა ქმრის სიტყვებს და ხმამღლა ამოისუნთქა.

-ისე რომ დაფიქრდე მე დედა, შენ მამა... _შეფარული ღიმილით გადასწია თავი უკან და სავარძლის საზურგეს მიადო. დუდამ წარბწეულმა, ცალყბად ჩაიცინა და ცოლს დააკვირდა. _ანალიზის პასუხს როდის მეტყვიან?_სწრაფად გასწორდა წელში და საავადმყოფოს შენობას დაჟინებული მზერით მიაჩერდა.

-რამდენიმე წუთში.

-კარგი გადავიდეთ თორემ უკვე ნევროზი დამემართა. _მანქანის კარი გააღო და გარეთ გადავიდა.

>>>

-დადიანი. _ხმამაღლა დაიძახა ექთანმა და ღიმილით დაელოდა პაციენტის გამოჩენას. ინამ დუდასკენ მიატრიალა თავი, ქვედა ტუჩზე იკბინა და ფეხზე წამოდგა. _თქვენი პასუხები მზად არის, ექიმი გეძახით.

გაბადრული ექთნის დანახვისას უკვე იცოდა რომ პასუხი დადებითი იქნებოდა და აქედან გასულს იმაზე ფიქრი მოუწევდა თუ რა ფერის ბოდე ეყიდა პირველი, ან სად გაევლო ბავშვის მოვლის კურსები. დუდაც უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და ცოლს უკან მიყვა. ექიმის კაბინეტში შესულმა აღარ იცოდა რა უნდოდა. ერთი შეხედვით თითქოს შეგუებული იყო იმას რომ მალე დედა გახდებოდა, მაგრამ პარალელურად ეგონა რომ რაღაცა ისე არ იყო, თითქოს გულში რაღაც ჩხვლეტდა.
ექიმმა ცოლ-ქმარს გვერდი-გვერდ მდგარ საკმზე მიუთითა და თვითონ თავისი სავარძელი დაიკავა.

-სამწუხაროდ დღეს კარგი ამბით ვერ გაგახარებთ. _ხმადაბლა დაიწყო თეთრებში გამოწყობილმა მამაკაცმა და ფურცელს ჩააჩერდა. ინამ და დუდამ ერთდროულად გადახედეს ერთმანეთს. _ორსულად არ ხარ!

კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ფურცელი გაუწოდა. ერთ ადგილზე გაშეშებულმა ფურცლისკენ ინსტიქტურად წაიღო ხელი, გამოართვა და გაყინული თვალებით ჩააჩერდა თეთრით შავზე “ამოქარგულ” ასოებს.

-ანუ...

-ანუ კიდევ ერთხელ უნდა სცადოთ. _ღიმილით ჩაილაპარაკა ექიმმა და დუდას თვალი ჩაუკრა.

-გასაგებია, გმადლობთ. _დადიანი სწრაფად წამოდგა ფეხზე და კაბინეტიდან უხმოდ გამოვიდა.

-ინა!_მანქანასთან მისულმა დადვანმა ცოლის სახელი ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და პასუხს დაელოდა.

-მინდოდა რომ პასუხი უარყოფითი ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მეწყინა. _ქვედა ტუჩი უცახცხადებდა, თვალები ჩაწითლებული და აცრემლებული ქონდა. დადვანი ცოლის წინ გაჩერდა, ორივე ხელი მაგრად მოხვია მხრებზე და გულზე მიიკრა.

-ხომ გაიგონე ექიმმა რა თქვა, კიდევ უნდა ვცადოთ. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და საფეთქელზე აკოცა.

მანქანაში უსიტყვოდ ჩაჯდა, ღვედი შეიკრა და თვალები დახუჭა. ორი დღე ნატრობდა რომ პასუხი უარყოფითი ყოფილიყო და მისი შიშებისთვის წერტილის დასმა თამამად შეძლებოდა, მაგრამ ექიმის სიტყვების მოსმენისას თითქოს მუცელში რაღაცა ძალიან მძიმედ და მტკივნეულად ჩასწყდა. ალბათ ფსიქოლოგიურად მაინც უნდოდა რომ დედა გამხდარიყო და ამან იმოქმედა. ჯერ ვერ ხვდება მის თავს რა დატრიალდა, მაგრამ იმედია გონს მალე მოვა და ყველაფრის აწონ-დაწონვას შეძლებს.
>>>
-ეს თუ ეს?

ქალებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში ძალით შეყვანილი ქმარისკენ მიტრიალდა და ორი თითქმის ერთნაირი ღამის პენუარი აუფრიალა.

-რომელშიც უფრო სექსუალურად იგრძნობ თავს ის. _სწრაფად უპასუხა და ცალი თვალით კუთხეში, საკიდზე ჩამოკიდებულ თეთერ ღამის ფერანგს დაასო მზერა. _თეთრზე რას იტყვი?

-ეგ წესით პირველ ღამეს უნდა მცმოდა, მაგრამ არ გვქონია. _ტუჩები სასაცილოდ შეათამაშა და კიდევ რამდენიმე პენუარს დაავლო ხელი.

-მაშინ ის წითელი და შავი აიღე.

-რომელი!? სამი წითელი და ოთხი შავი მიჭირავს. _შეწუხებულმა გადახედა და პენუარები წინ გასწია.

-შვიდივე წამოიღე, გპირდები დაგჭირდება. _ცინიკურად ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე ენის წვერი გაისვა.

-გარყვნილი კაცი ხარ, მაგრამ დაგიჯერებ და შვიდივეს წამოვიღებ. მეტი არ მინდა პირობა არ შეასრულო!

ჯიბრიანად ჩაილაპარაკა, თითი მუქარით დაუქნია და სალაროსკენ დაიძრა. დუდამ გაკვირვებულმა გააყოლა მზერა და ხმამაღლა ამოიხვნეშა.
მაღაზიიდან გამოსულმა პარკები დუდას მიაწოდა, თვითონ კი ჩანთაში რაღაცის ქვექვა დაიწყო.

-ჩემი ტელეფონი შენ ხომ არ გაქვს?

-არა, მანქანაში ხომ არ დაგრჩა?

-არა, წეღან რომ გადმოვედით ნინოს ველაპარაკებოდი. ალბათ რომელიმე მაღაზიის გასახდელში დამრჩა. _შეწუხებულმა ჩაიალაპარაკა და დუდას ტელეფონს დახედა, რომელიც ინას ნომერზე რეკავდა.

-ს ჯიბეში გაქვს. _წარბწეულმა ჩაილაპარაკა და შარვლის უკანა ჯიბიდან თხელი ტელეფონი ამოასრიალა.

-უტაქტო. _გაღიზიანებულმა გამოგლიჯა ტელეფონი და ჩანთაში ჩაიგდო. _მშია და სადმე დავსხდეთ თუ შენ არ გეჩქარება.

-საღამოს შეხვედრა მაქვს, მანამდე შეგვიძლია ვისადილოთ.

>>>
-პრიველი ბიჭი გინდა თუ გოგო?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მორიდებით ახედა ქმარს.

-გოგო. _მოკლედ უპასუხა და ჭამა განაგრძო.

-როგორც წესი მამებს პირველი ბიჭი უნდათ ხოლმე..._დაეჭვებულმა გაუსწორა მზერა ქმარს.

-ნამდვილ კაცებს პირველი ყოველთვის გოგო გამოსდით.

-ეგ მოძველებული ფრაზაა.

-მაგრამ სიმართლე! _შუბლშეჭმუხნულმა ჩაილაპარაკა.

-დღეს გვიან მოხვალ?_თემა შეცვალა და ტელეფონზე საათს დახედა.

-არ ვიცი, შეიძლება დამაგვიანდეს და დაიძინე.

-პენუარები დასაძინებლად კი არ მიყიდია. ძილით სიმბას პიჟამაშიც კარგად მძინავს. _გაბრაზებულმა დაისისინა და წარბები შეჭმუხნა.

-პირობის შესრულებას ხვალიდან შევუდგები დღეს ბევრი საქმე მაქვს._თვალი ჩაუკრა, ნიკაპზე ორი თითი მოკიდა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. _სახლამდე მიგიყვან და მე მერე წავალ.
"წელიწადი და ხუთი თვე"

პარკები საწოლზე დააწყო, გარდერობიდან მოკლე, მთლიანი კაბა გამოიღო და შიშველ სხეულზე გადაიცვა. სამზარეულოში გასულმა წყლის მადუღარა ჩართო და მაცივრის კარი გამოაღო.

-ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, არ არის ცუდი აზრი.

თავისთვის ჩაიჩურჩულა და პროდუქტები გამოალაგა. ბოსტნეულის სპეციალური, ინასთვის საქმის გამამარტივებელი დანადგარი შეართა და გარეცხილი პროდუქტები შიგნით ჩააწყო მოსახარშად, თვითონ კი მაგიდასთან მოკალათდა და ლეპტოპი გაშალა მეილის შესამოწმებლად.
ბოსტნეული ტაფაზე დაყარა და შეშფოთებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ბოლო პერიოდში საკუთარი შესაძლებლობები თავად ინასაც კი აოცებს. დამოუკიდებლად ხარშავს ბოსტნეულს, მერე რა რომ ამას თავად არ აკეთებს, წვავს კვერცხთან და პომიდორთან ერთად და შემდეგ ეს ყველაფერი თეფშზე გადააქვს, ისევ და ისევ დამოუკიდებლად.

კარის ხმაზე თავი უკან მიატრიალა და ტაფა მარჯვედ დაიჭირა. სამზარეულოს კართან გაჩერებული დუდას გამომეტყველების დანახვისას ხმამაღალი სიცილი ძლივს შეიკავა და სერიოზული სახით წავიდა ქმრისკენ.

-ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო შევწვი კვერცხში და პომიდორში.

-და დარწმუნებული ხარ რომ შემწვარია?_დაეჭვებულმა იკითხა და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-არ დამიწვია.

-მაგრამ არც შეწვა დაგიცდია. _ირონიულად ჩაისისინა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. _მე დაბრაწული ბოსტნეული მიყვარს.

-შენც გინდა?_გაკვირვებულმა იკითხა და ერთი კაცისთვის გამზადებულ ვახშამს დახედა. _მე მეგონა ნაჭამი მოხვიდოდი, შეხვედრაზე მივდივარო და...

-ხო მაგრამ კიდევ მშია. _მხრები აიჩეჩა და თვალებმოჭუტულ ცოლს ცხივირს წვერზე აკოცა.

-მოცდა მოგიწევს, ჯერ ბოსტნეული უნდა მოვხარშო და მერე შევწვა.

-მოხარშული ბოსტნეული საყინულეშია, მიკროტალღურში შედე 2 წუთი და მერე შეწვი.

-რა?_პირდაღებული გასწორდა წელში. _ანუ მოხარსული ბოსტნეული გვაქვს და მე ერთი საათი ტყუილად ველოდებოდი?

-ანუ. _მოკლედ ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ წავიდა.

>>>
-დღეს მთელი დღეა უხმოდ ზიხარ მოხდა რამე?_მარიამმა დაეჭვებულმა კითხა და ყავის ფინჯანი წინ დაუდო.

-რომ იცოდე რომ შენს ყოფილს 1 კვირაში ქორწილი აქვს რას იზამდი?_ხმადაბლა კითხა და თვალები მოჭუტა.

-გიორგის ცოლი მოყავს?_ხმამაღლა წამოიძახა და სავარძელში ჩაჯდა.

-კითხვაზე მიპასუხე, რას იზამდი?

-რა ვიცი არაფერს, რა უნდა მექნა?_მხრები აიჩეჩა და უფროსს დააკვირდა. _ნუ თუ გიორგისნაირია მაშინ მივიდოდი და ლავას შევასხამდი სახეში!_წამებში გაბოროტებულმა დაიღრინა და თვალები ბოროტულად დააკვესა.

-ლავა არ არის ცუდი იდეა, მაგრამ რამე უფრო ორიგინალურზე ვფიქრობ... თანაც ისეც არ მინდა რომ ბოლომდე ქაჯი გამოვჩნდე.

-მე რომ გავიდე და ამ ყვეალფერს არ მოვუსმინო შეიძლება?_ინას მზერით შეშინებულმა მორიდებით ჩაიალარაკა და ფეხზე ნელა წამოდგა. დადიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა.

>>>
-ხომ არ ფიქრობ რომ გათხივილი ქალისთვის ცოტა შეუფერებელია ყოფილის ქორწილზე ფიქრი..._ხმადაბლა შეაპარა ნინომ და მირანდას გადახედა.

-გიორგის ქორწილი და მისი საცოლე ახლა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია ქორწილის დღე და დასახული მიზნის შესრულება, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია!

-იქნებ დუდას არ მოეწონოს?

-რა, გიორგიზე შურისძიება რომ მინდა?_სიცილით იკითხა და ყავა მოსვა. _ეჭვიანობის ნიადაგზე კი არ ვაკეთებ ამას, უბრალოდ მინდა იგრძნოს რას ნიშნავს იმედგაცრუება და ტკივილი.

-რას აპირებ?

-ფიზიკურად არცერთს არ ვავნებ, მაგრამ სულიერად მოვსპობ. იცოდით გიორგის საცოლე ერთ დროს უძველესი პროფესიით რომ იყო დაკავებული?_ბოროტულად ჩაიქირქილა და წარბი მაღლა ასწია.

-ინა, და შენ როდის აქეთ ანიჭებ ადამიანების წარსულს ამხელა მნიშვნელობას?! ისე ნუ იზამ რომ გიორგის არაადამიანობის გამო სხვასაც ცხოვრება დაუნგრიო.

-მე მგონი იმ გოგოს პირიქით ჯოჯოხეთისგან ვიხსნი.

-იმაზე არ გიფიქრია რომ შეიძლება იმ გოგოს ეგ ჯოჯოხეთი მოსწონდეს? _ზურგს უკან დუდას მშვიდი ხმა მოესმა. ონდავ მიტრიალდა ქმრისკენ და თვალები დახუჭა.

-შეიძლება, მაგრამ სადღაც გონების და გულის სიღრმეში ეს შავი ლაქა მოსვენებას არ მაძლევს, მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ავუსრულო ის რასაც დავპირდი.

-თუ მაგ პირობის შესრულებას აპირებ გაგეყრები!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა დუდამ და მზერით წარსულში წამოყვირებული მუქარა გაახსენა.

-არა, ეგ არ მიგულისხმია. _დამორცხვილმა, ლოყებაფარკლულმა თავი გაახნია და სახეზე ხელები აიფარა.

-კარგი ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. _თვალი ჩაუკრა და ეზოში გავიდა.

>>>
ახლად ნაყიდი პენუარი გადაიცვა, ზემოდან გრძელი ატლასის ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა. დუდა საწოლში იწვა და ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას. დადიანმა უსიტყვოდ გადასწია საბანი, ხალათი სექსუალური მოძრაობით გაიხადა და საკამზე გადაკიდა, მერე კი საწოლში შეწვა და საბანი დაიფარა. ნელა მიჩოჩდა ქმრისკენ და ცალი ხელი მუცელზე შემოხვია ცალი კი მხარზე დაადო. დუდამ ტელეფონი გათიშა, ტუმბოზე გადადო და შუბლშეკრული ცოლისკენ მიტრიალდა.

-სანამ არ მიხვდები რომ შენი ყოფილის ქორწილი შენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ჩემი პირობის შესრულებაზე არც კი იოცნებო!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა, თვალი ჩაუკრა და ხელი მხარზე მოხვია.

-დუდა...

-მორჩი იმის ახსნას რომ ასე გქონდა დაგეგმილი. მეც ბევრი რამე მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ახლა შენთან ერთად ვწევარ ჩემს და უკვე ჩვენს საძინებელში და შენი ყოფილის ქორწილზე გელაპარაკები. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ცოლს დახედა.

ინას ხმა არ ამოუღია დადუმებული იწვა და ჭერს მიშტერებოდა. იცის რომ დუდა მართალს ეუბნება და ეს უაზრო ახირება კარგს არაფერს არ მოუტანს, არც არავისი ცხოვრების გაუბედურება არ უნდა, უბრალოდ იმდენად დიდ ზიზღს გრძნობს გიორგის მიმართ რომ დადებული პირობა მოსვენებას არ აძლევს, უნდა რომ რაღაცა ავნოს, მაგრამ თვითონაც არ იცის რა, ან როგორ. მისთვის ეს კაცი უკვე წარსულია და მასზე როგორც მამაკაცზე და როგორც ყოფილზე საერთოდ აღარ ფიქრობს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი დასცინის დუდას და გიორგის ერთმანეთთან რომ “აყენებს”.

-მართალი ხარ. _ჩაფიქრებულმა ჩაიჩურჩულა და თავი დააქნია.

-მაშინ ასე მოვიქცეთ. შაბათს 6 საათზე რესტორანში გეპატიეჟები, თუ გადაწყვეტ რომ ქორწილში უნდა წახვიდე და ვიღაცის ცხოვრება დაანგრიო კი ბატონო, მაგრამ თუ გადაწყვეტ რომ ჩემთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარება გსურს მერე საჩუქრებზეც დავფიქრდები.

არცერთი წამით უფიქრია რომ 6 საათზე დუდასთან ერთად ვახშმის გარდა სხვა გეგმები შეიძლება დასახოს. მართალია ეს ინას გადაწყვეტილების მისაღებად დანიშნული პაემანია, მაგრამ დუდამაც შესანიშნავად იცის რომ დადიანი შეხვედრას და მასთან ერთად საღამოს გატარებას აირჩევს, უბრალოდ პატარა წახალისება არცერთს არ აწყენდა.

5თვის შემდეგ:

-ჩემი ლეპტოპი, მანქანის გასღები, საფულე, ამ... საათი და ტელეფონი არ დაგრჩეს. _კარებში მდგარმა სწრაფ-სწრაფად მიაძახა ქმარს და საყურე შეიკრა.

-და შენ რა მოგაქვს?_ცინიკური ღიმილით აათვალიერ-ჩაათვალიერა ცოლი და ცალი წარბი მაღლა ასწია.

-მე რა მომაქვს და ყველაზე მთავარი!_წარბების თამაშით ჩაილაპარაკა და დაეჭვებულ ქმარს თვალი ჩაუკრა. _მაკიაჟი... იცი რამდენი ხანი ვიკეთებდი?! მინიმუმ სამას დოლარიანია. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა და სახლიდან გავიდა. დუდამ უსიტყვოდ გადააქნია თავი, ღრმად ამოხვნეშა და კიბეებისკენ წავიდა.

მანქანაში მოკალათებულ ცოლს ჩანთა კათაში ჩაუდო და თვითონ საბარგული გახსნა.

-დუდა, ამ ბოლო დროს არ გეჩვენება რომ მირანდა და შენი თანამშრომელი დიტო ცუდად დაძვრებიან?_თვალებმოჭუტულმა ახედა ქმარს და ქვედა ტუჩი ჩაფიქრებულმა მარცხენა მხარეს გასწია.

-გააჩნია ცუდად ძრომიალს რას ეძახი. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა დუდამ, ღვედი შეიკრა და მანქანა დაქოქა.

-იცი შენ რასაც ვეძახი...

-შეეშვი, როცა საჭიროდ ჩათვლიან გვეტყვიან!

-თებერვალში კარგი თოვლია?

-წელს კი, კარგი თოვლია.

-ვაი..._ხმამაღლა წამოიძახა და სახეზე ხელები აიფარა.

-რა მოხდა?

-ფეხსაცმელები დამრჩა.

-ინა!_მკაცრად ჩაილაპარაკა ცოლის სახელი და შუბლშეკრუკლმა გადახედა. _საჭესთან როცა ვზივარ მსგავს ქცევებს მოერიდე!_გააფრთხილა და გზას გახედა. _არაუშავს ბაკურიანში იყიდი.

-ისეთი არ იქნება მე როგორიც მაქვს. _უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ქვედა ტუჩი დაბრიცა.

-შენც ბაკურიანის მწვერვალების დასაპრყობად არ მიმყადეს, ორი დღე გაგიძლებს.

>>>
ბუხართან მოკალათებულმა სქელი ჟაკეტი მოიცვა და ბართან მოფუსფუსე ქმარს ღიმილით გადახედა.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ინას და სამზარეულოს ურთიერთობა პროგრესირებადი გახდა, ყოველ დღე თუ არა კვირაში ერთხელ ერთ ახალ კერძს სწავლობს თანაც ისე რომ არაფერს ლეწავს და არც ანგრევს. ეს ლოგიკურიც იყო, როცა გჭირდება ეჩვევი და შესაბამისად სწავლობ კიდევაც. ძალიან ხშირად უწევდა დამხამარე ქალს თავის შვილებთან წასვლა. ბოლო 2 თვე მითუმეტეს, თითქმის აღარ მოდიოდა და ინაც იძულებული გახდა ქმრის და საკუთარ კვებაზე თავად ეზრუნა.
მითუმეტეს რომ ეს ძალიან სიამოვნებს, მიეჩვია სამსახურიდან დაბრუნებული სამზარეულოში ტრიალს, დუდასთვის ვახშმის მომზადებას, ყველაფრის კეთებას რაც ცოლმა უნდა აკეთოს. ძალიან ხშირად ეს ყველაფერი პირიქით ხდება. დუდა შედარებით ადრე ბრუნდება სამსახურიდან და სამსახურიდან დაბრუნებულ დაღლილ ცოლს ვახშამს ახვედრებს. ყველაფერი დანაწილებული აქვთ, არცერთს აქვს ის მომენტი რომ რომელიღაცამ აუცილებლად ის უნდა გააკეთოს. რომელიც ახერხებს და რომელსაც თავისუფალი დრო აქვს ის აკეთებს. ერთმანეთს ყველანაირად უწყობენ ხელს.

დუდა ინას გვერდით დაჯდა, ცალი ხელი მხარზე მოხვია და ტუჩები მხარზე მიაწება.

-დუდა, შენთვის რაღაც მაქვს სათმქელი. _შეფარვით დაიწყო და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.

-მე მგონი ორსულად ხარ?_სიცილით კითხა დადვანმა და თვალი ჩაუკრა. ინამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-მაგრამ ახლა ისე ვარ ერთი სული მაქვს როდის წავალ ექიმთან და პასუხის როდის გავიგებ.

რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბავი გაახსენდა და საკუთარ თავზე გაეცინა. როგორ შეიძლება ხუთმა თვემ ასე რადიკალურად შეგიცვალოს ემოციები, მოლოდინი, სიხარული, წარმოდგენები, სურვილები. პირველად სავარაუდო ორსულობის შესახებ რომ გაიგო ეგონა რომ თავზე ცა ჩამოექცა და ბუნებაც მის ტკივილს ტიროდა, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა. უნდა რომ რაც შეიძლება ბევრი ტანსაცმელი უყიდოს ბავშვს, ოთახი მოუწყოს, წიგნები, სათამაშოები ყველაფერი ნაადრევად იყიდოს და ლამაზად დააწყოს თაროებზე. ერთი სული აქვს თბილისში როდის დაბრუნდება და ექიმის პასუხს მოისმენს. ამჯერად ექიმის უარი ნამდვილად ძალიან ატკენს გულს, არ უნდა იმედი გაუცროვდეს და აგებული კოშკი თავზე დანეგრეს. მერე რა რომ ჯერ არცერთია კრიტიკულ ასაკში და არც ამ უარის შემდეგ ექნებათ ბავშვი ყოლის პრობლემა, უბრალოდ ახლა ძალიან უნდა შვილი.

-და ტესტი რომ გაიკეთო?

-ხო, მაგრამ ტესტი ზოგჯერ ცდება.

-ბევრი გაიკეთე. -უცებ გადაჭრა პრობლემა და ფეხზე წამოდგა. _აფთიაქში გავალ და მოგიტან.

-შენ?_ღიმილით იკითხა და თვალები ააციმციმა.

-რამდენი წამოგიღო?

-2-3 საკმარისია.

45 ხუთი წუთის შემდეგ.:

-ინსტრუქცია ხმამაღლა წაიკითხე. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ტესტზე გაწითლებულ ორ ხაზს თვალებგაშტერებული დააკვირდა.

-ორსულად ხარ იმ შემთხვევაში თუ ტესტზე ორი წეთელი შეფერილობის ხაზი გამოკვეთება. _კიდევ ერთხელ გადაიკითხა დუდამ და ცოლს გახედა. _ხარ თუ არა?_ლოდინით დაღლილმა ამოილაპარაკა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. ინამ შეფარული ღიმილით გახედა ქმარს, ტუჩები ლამაზად გასწია და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

-ვარ._ღიმილნარევი ხმითაც დაუდასტურა ახალი ამბავი და მისკენ წავიდა. დუდამ ორივე ხელი წელზე მოხვია, ტუჩები ყელზე მიადო და ხმაურიანად აკოცა.

-გილოცავ და საკუთარ თავსაც ვულოცავ. _ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა და ლოყები დაუკოცნა. ინამ სიცილით გადააქნია თავი, ხელები კისერზე მოხვია და ბევრჯერ ძალიან ბევრჯერ აკოცა ქმარს.

6 თვის შემდეგ:

-შუა ივლისში ზღვაზე წამოსვლა რა ახირება იყო მაინც ვერ ვხვდები.

თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა მირანდამ და ქუდი თვალებზე ჩამოიმხო. მუცელგამობურცულმა ინამ წარბწეულმა გადახედა მზის სხივების ქვეშ წამოწოლილ დაქალს. თვითონ ცდილობს მუცელი მზეს არ მიუშვიროს და შეძლებისდაგვარად ჩრდილშია, ზღვაში შესვლასაც ერიდება, თანაც რატომღაც ორსულობის პერიოდში ზღვა დიდად აღარ უყვარს, მხოლოდ მისი ყურებით და ტალღების ლივლივით შეუძლია ტკბობა. საკუთარი თავი ძალიან მოსწონს, გასაკუთებით ამ ბოლო დროს მუცელი უფრო გაეზრდა და ტანსაცმელში ნათლად ჩანს ინაში კიდევ ერთი არსების განვითარება. თანაც ისე უხდება ორსულის ტანსაცმელი დუდას ეხუმრება მთელი ცხოვრება ორსულად უნდა ვიყო ამ ყველაფრის გადაყრა რომ არ მომიწიოსო.

-დუდა, წვენი არ გინდა?_ღიმილით მიუტრიალდა შეზლონგზე წამოწოლილ ქმარს და სათვალეები შუბლზე დაიკოსა. დადვანმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია.

-მე მინდა. _ხმამაღლა წამოიძახა მირანდამ.

-ხოდა ადექი და მოიტანე. _ცინიკურად ჩაუკრა დაქალს თვალი და ფეხი ფეხზე გადადებულმა ჭიქაში დარჩენილი ალუბლის წვენი მოსვა. _ჩიფსიც წამოაყოლე. _ხმამაღლა მიაძახა ბართან მისულ მეგობარს და ქმრის მხარეს მიბრუნდა.

-შენთვის ჩიფსი, გაზიანი სასმელები და ყავა არ შეიძლება!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა დუდამ და ცოლს შუბლშეკრულმა გადახედა.

-ორსულისთვის ყველაფერი შეიძლება თუ ამას მე მოვინდომებ. _ნიშნის მოგებით დაუკრა თვალი და მუცელზე ღიმილით მოისვა თითები.

3 თვის შემდეგ:

-დუდა, იცოდე არ გაბედო და ხელი არ გამიშვა. _ოფლით დაცვარულ შუბლზე ცალი ხელი მოსივა, ცალი კი წელზე მაგრად ჰქონდა მიჭერილი და ცდილობდა როგორმე ტკივილი აეტანა. დადვანმა ცოლი მანქანიდან ფრთხილად გადაიყვანა და ექთნებს საკაცეზე დაწოლაში დაეხმარა.

თვალებჩაწითლებული, ნიკაპაკანკალებული დაუგონოდ შეშინებული გაუსაძლისი ტკივილის გარდა ვერაფერს ვერ გრძნობდა, ვერც იმ შიშს რომელიც სახეზე ძალიან გარკვევით ეხატა. დაძაბული კბილებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა და ცდილობდა როგორმე ყველაფერი აეტანა რაც ბავშვის დაბადებას სდევს თან. იცოდა რომ ტკივილები გაუსაძლისი იქნებოდა, ძალიან ბევრი გადაცემა ნახა, უამრავი წიგნი წაიკითხა, რამდენიმე გამოცდილ დედასაც გაესაუბრა, მაგრამ პირადი გამოცდილება მაინც სულ სხვა აღმოჩნდა. შეგრძნება რომ ვიღაცა გამიზნულად, უმოწყალოდ გიმტვრევს ძვლებს აუტანელი გახდა დადიანისთვის. რამდენიმე წუთით ისიც იფიქრა რომ ვერ აიტანდა და ბავშვზე უარს იტყოდა, იმდენად გაორებული და გაღიზიანებული იყო შექმნილი ვითარებით. არადა როგორ ეგონა რომ 24 საათით ადრე დაწვებოდა პალატაში, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლიდა ექიმის და ექთნების დაკვირვებით, გახსნასაც თავისუფლად მოასწრებდნენ ყოველგვარი წიოკის გარეშე. ნინომ რომ იმშობიარა მაშინ ეგონა რომ 1 ბავშვის კი არა 10 ბავშვის გაჩენას მოახერხებდა, იმდენად მყუდრო გარემო იყო პალატაში შექმნილი. მშობიარობას ესწრებოდა, ბოლო წუთამდე ესაუბრებოდა ნინოს. უმცროსმა დადიანმა ბოლო 5 წუთი იკივლა და ეგ იყო, მერე ბავშვიც გამოჩნდა, მანამდე გარშემო ისეთი სიჩუმე იყო ეჭვობდა რომ მშობიარობას კი არა ლიტერალურულ საღამოს ესწრებოდა.

ყველაფერმა რომ ჩაიარა და ბავშვის ტირილი გაიგონა მოეშვა, მიხვდა რომ ყველა ბგერა, ყველა წამოკივლება და ჩაუსუნთქავი ჰაერი ამად ღირდა. პატარა პერანგის შიგნიდან შეუცურეს და დედის შიშველ სხეულზე დააწვინეს. ინამ აცრემლებული თვალებით დახედა პატარა, უსუსურ არსებას რომელსაც თავი ჯერ კიდევ დედის მუცელში ეგონა და სასაცილოდ იყო მოკუნტული. ინამ ღიმილით ახედა თვალებგაშტერებულ დუდას რომელსაც მე მგონი სუნთქვა შეეკავებინა და თუ არ ვცდები დროის შეგრძნებაც დაკარგული ჰქონდა. გაოგნებული უყურებდა მის წინ მწოლიარე ცოლს და შვილს.

-ეს პატარა არსება ჩემი შვილია?_ხმადაბლა იკითხა და ბავშვის შიშველ ხელს თითი ნაზად ჩამოუსვა. _როგორი ნაზი და სუფთაა._ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ექთანს გადახედა.
-ნამდვილად ძალიან ლამაზი და სუფთა გოგოა. _ღიმილით დაუდასტურა ექთანმაც და ხელთათმანები მოიძრო. _ღმერთმა ჯანმრთელი და სასახელო გოგო გაგიზრდოთ.

-რა უნდა დავარქვათ?

-არ ვიცი. _ქვედა ტუჩზე სიცილით იკბინა ინამ. _ბიჭს ველოდებოდით და წარმოდგენა არ მაქვს._შეშფოთებულმა გააქნია თავი. _ბავშვს ბიჭის ოთახი მოვუწყე, ღმერთო ჩემო.

-დამშვიდდი, ოთახს ერთ დღეში შევღებავთ და ავეჯსაც გამოვცვლით. სახელია ახლა მთავარი.

5 თვის შემდეგ:

-შეხედე დაჯდა. _ხმამაღლა წამოიძახა ინამ და მუხლებზე ჩამომჯდარ გაღიმებულ შვილს გაუცინა. დუდამ სასწრაფო წესით ჩართო კამერა და მომღიმარი შვილი დააფიქსირა. _და მე მგონი საჩუქარიც გაგვიმზადა. _უცნაური ხმები შემოესმა თუ არა ცალი წარბი შეათამაშა და ქმარს გვერდულად გადახედა. _დუდა, გთხოვ.

-პამპერსი და სველი სალფეთქი მომიტანე. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა, ბავშვი გამოართვა და გამოსაცვლელ მაგიდაზე დააწვინა.

12 თვის შემდეგ:

-არა დე, ეგ არ გინდა.

სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ბავშვისკენ და ვაზა უკან დააბრუნა. პატარამ უკმაყოფილო სახით ახედა დედას და ორივე წარბი დუდას მსგავსად შეკრა. აქამდეც ამჩნევდა ქმრის და შვილის უდიდეს მსგავსებას, მაგრამ ახლა თითქოს გაბრაზებულ დუდას უყურებდა, შედარებით პატარა ასაკში. ღიმილით დაიხარა შვილისკენ ხელში აიყვანა და ყელში ხმაურით აკოცა, მასაც წამებში გადაავიწყდა დედაზე გაბრაზებული რომაა და ხმამაღალი კისკისი ატეხა.
ვერასოდეს იფიქრებდა შვილი მისთვის და ზოგადად დედისთვის ამხელა და ასეთი სიყვარულის მატარებელი თუ იქნებოდა. რა თქმა უნდა იცის რომ დედის და შვილის სიყვარულის მსგავსი ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს, მაგრამ როცა გამოცდილება არ გაქვს ყველაფერს ვერ ითვისებ. ახლა პატარა ქალბატონის მსუბუქ წამოკრუტუნებაზეც პანიკაშია, ყველა წამს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ცდილობს გამუდმებით ბავშვთან იყოს, მართალია სამსახურის საქმეებსაც ისევ ინა უძღვება, მაგრამ ამ ყველაფრის კეთება ზოგჯერ სახლიდან უწევს, ზოგჯერ საერთოდ არ აქვს სურვილი იქ წასვლის, უნდა რომ სულ ბავშვთან ერთად იყოს.
დუდა იმაზე კარგი ქმარი აღმოჩნდა ვიდრე ეს ბავშვის დაბადებამდე ჩანდა, მართალია ორსულობის პერიოდში ინა უპრეტენზიო იყო, ჯერ თავადაც ვერ ახიქვამდა მომხდარს და მარწყვის და ტორტის თავი ექნებოდა?! ყველაფერში ეხმარება, ბავშვის აღზრდაში, მის მოვლაში, გამოკვებაში სამწუხაროდ ბავშვი ხელოვნურ რძეზე ყავს, ინას მკერდის პატრონს რომ მკერდში რძე არ ექნება... მასთან ბავშვის დატოვება არანაირ პრობლემს არ წარმოადგენს, პირიქით ყოველთვის ცდილობს შვილთან მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს, ზოგჯერ დუდა იტოვებს და ინა შეხვედრებზე მიდის, ან პირიქით.
-შუა დღე მშვიდობისა._ქმრის ხმა მოესმა. ღიმილით მიტრიალდა მისკენ და ნელი ნაბიჯებით დაიძრა. მამის დანახვით გახარებული ბავშვი სველი საპონივით დაუმორჩილებელი გახდა. ბედნიერი ბოლო ხმაზე იცინოა და დუდასკენ იწევდა. მამაკაცმა ბავშვი ხელში აიყვანა, შვილს შუბლზე აკოცა ცოლი კი ვნებიანი კოცნით დაასაჩუქრა და თვალი ჩაუკრა. _როგორი დღე იყო?_ხმადაბლა იკითხა და თან შვილთან თვალებით თამაში განაგრძო.

-დღეს ძალიან ჭკვიანი გოგოა, ბევრი არ უცელქია.

ბედნიერმა შეაქო შვილი და ლოყაზე აკოცა. ბავშვის ყველაზე დიდი პლიუსი არის ის რომ ძალიან მშვიდი და უპრობლემოა, რაც არ უნდა აწუხებდეს გამოიცხულია სახლი ტირილით დააქციოს. რამდენჯერმე წამოიკრუტუნებს დედას გააგებინებს რომ რაღაც უჭირს და მერე ისევ ბედნიერი იცინის.

-ჩვენ ეზოში გავალთ სათამაშოთ.

-საჭმელს მანდ გამოგიტან. _ხმამაღლა მიაძახა და სამზარეულოსკენ დაიძრა.

1 დღის განმავლობაში თქვენ რადიკალურად სხვა ინას გაცნობას შეძლებთ.
ქალს რომლისთვისაც სამსახური მეორე ხარისხოვანი გახდა, ქალს რომელიც ამზადებს უგემრიელეს ჩახოხბილს და ტოლმას, ქალს რომელიც ქმარ-შვილზე გიჟდება და ქალს რომლისთვისაც დადვანების ოჯახი ნომერ პირველია!

-ნაი, მა შენი აზრით დედას რომ დღეს ხელი ვთხოვო ცუდი იდეაა?

ხმადაბლა კითხა დუდამ შვილს, თან ზუსტად იცოდა რომ მის ზურგს უკან გაშეშებული ინა იდგა. დადიანმა თეფშები მაგიდაზე დააწყო და ქმარს წინ დაუდგა.

-ხელი რატომ უნდა მთხოვო?_წარბწეულმა კითხა და შვილი სკამში ჩააჯნა.

-იმიტომ რომ შენს ქორწილში შენი საქორწინო კაბა გეცვას და არა შენი დის!_შუბლშეკრულმა აუხსნა და თვალი ჩაუკრა.

-კი ბატონო, მთხოვე და ისე ქენი რომ შენი უჟმური ხასიათის გამო უარი არ გითხრა.

-შენც ისე ქენი რომ არ გადავიფიქრო!_ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და მომღიმარს ცოლს საფეთქელზე აკოცა.


დასასრული!
~~~~
ესეც მივასრულე... უღრმესი მადლობა ყველას, საოცრად დიდ ემოციას და სიხარულს იწვევთ ჩემში....
მიყვარხართ მე თქვენ! <3



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Didi siamovneba mivigeam istoriis wakitxvit.
Imedi maqvs ar gaherdebi da axali motxrobebit gagvaxareb.
Mikvarxar me❤ .

 


№2  offline წევრი ))♡

ბედნიერი ხასასრულიიი ♥ ნუ მაგიჟებ რა ♡♡♡
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№3 სტუმარი Grey

კიდევ ერთი უსაყვარლესი ისტორია❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

ეს მოთხრობა ყოველ დილით პოზიტივით და ემოციებით მავსებდა სასწაული იყო პირდაპირი მნიშვნელობით

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

შენი ისტორიებიი დიდი ბედნიერებასს მანიჭებსსს .. ყველაა ისტორიაა ბედნიერებით სიყვარულით დააა სითბოთიაა გაჯერებულიიი ველოდები ისევ ახალ ისტორიასსს არრ დაგვეკარგო

 


№6  offline მოდერი bibo

ჩემი ტაჩუნები ჩემი ბედნიერების მარცვალი ხარ შენო :* ხო მაბედნიერებ მაყვარებ და მაგიჟებ :* ისეთი ისტორიები გაქ რო სუ გინდა ტკბილად თბილად და ისე წაიკითხო და ისე ჩატკბე როგორც მარწყვი :* ჩემო გულის ჯემო და სულის ნაპერწკალო სასწაული ხარ :* ისეთი ისეთი საუკეთესო რო რავი :* მაგიჟებ მე შენა ჩემო ბედნიერების მარცვალო :*

 


№7  offline წევრი TeddyBear

ძალიან, ძალიან მაგარი ისტორია იყო!
ერთ-ერთი საუკეთესო შენს ნაშრომებს შორის ❤
დიდი ხანია ასე ისტორია არ მომწონებია ^^ ❤
მაგარი გოგო ხარ ძალიან! ❤

 


№8  offline წევრი miyvarxar1992

ჩემო ტკბილოოოო.უმაგრესი იყოო დასასრულიიი,დუდა კიდევ უსაყვარელესიააა.სენ კი ჩემი შაქარყინულივით ტკბილი გოგოპ ხარ ვოტ ტაკ heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი naniko mindia

Yvela sheni istori magaria ♥♥♥♥zalian kargad wer mixaria rom gipove .gisurveb warmatebas
--------------------
lomidze

 


№10  offline მოდერი მე♥

სტუმარი Lia
Didi siamovneba mivigeam istoriis wakitxvit.
Imedi maqvs ar gaherdebi da axali motxrobebit gagvaxareb.
Mikvarxar me❤ .

ვააიჰ, როგორი ტკბილი ხარ. <3 დიდი მადლობა, ძალიან მიხარია ჩემი ისტორიები ასე რომ გახარებს... მეც! მეც ძალიან მიყვარხართ! <3
))♡
ბედნიერი ხასასრულიიი ♥ ნუ მაგიჟებ რა ♡♡♡

სიყვარულოოოო! <3 არ გაგიჟებ, არაა! <3
Grey
კიდევ ერთი უსაყვარლესი ისტორია❤️❤️❤️❤️

კიდევ ერთი უსაყვარლესი მკითხველი შენი სახით... ოქრო ხარ! <3
სტუმარი თაკო
ეს მოთხრობა ყოველ დილით პოზიტივით და ემოციებით მავსებდა სასწაული იყო პირდაპირი მნიშვნელობით

აიჰ, აიჰ, აიჰ!
როგორ ვბენდიერედები და ვმხიარულდები წამებში.
უღრმესი მადლობა, თბილო და ტკბილო ადამიანო. <3333
ნარჩიტა
შენი ისტორიებიი დიდი ბედნიერებასს მანიჭებსსს .. ყველაა ისტორიაა ბედნიერებით სიყვარულით დააა სითბოთიაა გაჯერებულიიი ველოდები ისევ ახალ ისტორიასსს არრ დაგვეკარგო

ნარჩიტ, რა კარგობა ხარ არ შემიძლიხარ! <3
საოცრად მაბედნიერებ შენი აქ ყოფნით, უღრმესი მადლობა! <3
bibo
ჩემი ტაჩუნები ჩემი ბედნიერების მარცვალი ხარ შენო :* ხო მაბედნიერებ მაყვარებ და მაგიჟებ :* ისეთი ისტორიები გაქ რო სუ გინდა ტკბილად თბილად და ისე წაიკითხო და ისე ჩატკბე როგორც მარწყვი :* ჩემო გულის ჯემო და სულის ნაპერწკალო სასწაული ხარ :* ისეთი ისეთი საუკეთესო რო რავი :* მაგიჟებ მე შენა ჩემო ბედნიერების მარცვალო :*

ვუააიმე! რა სიცოცხლე მყავხარ!
მიყვარხარ საოცრად პატარა ქალო! <3
TeddyBear
ძალიან, ძალიან მაგარი ისტორია იყო!
ერთ-ერთი საუკეთესო შენს ნაშრომებს შორის ❤
დიდი ხანია ასე ისტორია არ მომწონებია ^^ ❤
მაგარი გოგო ხარ ძალიან! ❤

ვაიმე, ახლა გავაფრენ... როგორი დიდი და ლამაზი კომპლიმენტია ჩემთვის რომ იცოდე.
საოცრად დიდი პასუხისმგებლობაც, უღრმესი მადლობა სიყვარულო <3
miyvarxar1992
ჩემო ტკბილოოოო.უმაგრესი იყოო დასასრულიიი,დუდა კიდევ უსაყვარელესიააა.სენ კი ჩემი შაქარყინულივით ტკბილი გოგოპ ხარ ვოტ ტაკ heart_eyes heart_eyes

ჩემი კარგი და სიცოცხლე გოგო!
მიყვარხარ ძალიან, ძალიან ძალიან! <3
ტკბილო და თბილო!<3
მადლობების გულები შენ ჩემგან! <3
naniko mindia
Yvela sheni istori magaria ♥♥♥♥zalian kargad wer mixaria rom gipove .gisurveb warmatebas

მიხარია რომ მიპოვე და მიხარია რომ ჩემთან ხარ... დიდი მადლობა თბილო! <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent