შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის თამაშები [სრულად]


15-10-2017, 05:07
ავტორი მე♥
ნანახია 44 664

ღამის თამაშები
ორი დღეა სამსახურში ათენებს და აღამეს, უფრო სწორად მუყაოს ყუთში. უფროს ყავს დასჯლი, რამდენიმე კვირით ადრე დანიშნული შეხვედრა ჩაშალა და ახლა შოთა ცდილობს სამაგიერო გადაუხადოს. არადა რა ლილეს ბრალია ინტრიგნული კითხვების დასმა რომ არ შეუძლია. ერთ-ერთ კეთილ ადვოტათან შეხვედრის დანიშვნას ორი თვე მოანდომა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ კითხვები და საერთოდ მასალა არ ვარგა. შესაბამისად ვერც ჟურნალში მოხვდა მისი ინტერვიუ, არა, კი მოხვდა, მაგრამ ისეთი გამოხმაურება მოყვა სტამბაში, ორი დღე ცხივრს ვერ ყოფდა გარეთ. ახლა ზის და ცდილობს როგორც შოთა იტყოდა “ბუუმი” ინტერვიუსთვის კანდიდატი აარჩიოს. რამდენიმე ვარიანტი შოთასთან ერთად უკვე განიხილა, მაგრამ მამაკაცმა ცხვირი აიბზუა “მერამდენედ უნდა დავბეჭდო ერთი და იგივე ისტროია”_ო, ხოდა შეეშვა. ჯერ ძალიან ქორფაა აქაურობისთვის, მაგრამ მაინც არ ეშვება. სასწავლებელში ნომერ პირველი სტუდენტი იყო, ისეთ თემებს წერდა და პროექტებს აკეთედა. სტამაში მეგობარმა მოაწყო სამი თვის წინ. თავიდან ძალიან უჭირდა ახალ გარმოსთან შეჩვევა, მაღაზიიდან უცებ რომ იფრენ და ხელში ბუმბულიან კალამს მოგაჩეჩებენ, ცოტა ძნელია. რამდენიმე კვირა თვითონ მაკა ეხმარებოდა და აკვალიანებდა, მერე შოთამ ისე გადაატრიალა თვალები, მეგობარს ახლოსაც ვეღარ ეკადრებოდა ბარბაქაძე.
-არასად არაფერი არ წერია._ ამოიჩურჩულა ნაღვლიამნა და თანამშრომელს გადახედა.
-ზოგჯერ ვფიქრობ და ვერ ვხვდები, შენ აქ რას აკეთებ. რომელი ჟურნალისტი ეძებს მსხვერპლზე ინფრომაციას გუგლის საძიებო სისტემაში? _ ღიმილით ჩაილაპარკა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
-შენ არავის არ იცნობ, შავ-ბნელი საქმეებით რომ შოულობდეს ფულს?_ მუდარით გადახედა და წარბები შეჭმუხნა.
-მე ვისაც ვიცნობ მათზე უკვე ყველამ ყველაფერი იცის და ამოუვდა ხალხს ერთი და იგივეს კითხვა ყელში. შენ რამე სხვა გჭირდება, ახალი, რაც ხალხის ყურამდე ჯერ არ მისულა!_ პროფესიონალურად დაარიგა და თვალი ჩაუკრა.
-მეეჭვება ეგეთები მზის შუქზე ჩნებოდნენ. _ სიცილით ჩალაპარაკა და ყავის ფინჯანს დაწვდა.
-ხოდა ზუსტად ეგ არის შენი მოვალეობა, შენ უნდა გამოიყვანო მზის შუქზე! ყავას მე ამოგიტან, შენ მანამდე დაჯექი და მოფიქირე ვინ შეიძლება იმსხვერპლო. _ სიცილით ჩაუკრა თვალი და ტანის ნაზი რხევით დატოვა ოთახი.
რა ადვილი სათქმელია “იმსხვერპლო” და მერე როგორ უნდა იმსხვერპლოს? ვის რაში აინტერესებს ვინ საიდან შოულობს ფულს, მაგრამ არა! აინტერესებთ და მერე როგორ. ძალიან ბევრ ბიზნესმენზე გაუგია რომ ფულს ცუდი გზებით შოულობს, ასეთებს კი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს.
გვიანობდამდე დარჩა და იმუშავა, დარჩენილი საქმეები დაამთავრდა სახლში წავიდა. გზაში სუპერმარკეტში შეიარა და პროდუქტები იყიდა. სახლში მარტო ცხოვრობს, მამა ხუთი წლის იყო რომ დაეღუპა, დღესაც ვერ გაიგო რამ წაართვა მისი თავი. ძალიან გაუჭირდა მის გარეშე გატარებული თითოეული დღე. ზღაპრებსაც არაღარავინ უკითხავდა ისე, როგორც მამამ იცოდა, სპექტაკლებსაც ვეღარ დგამდა მის გარეშე. თვრამეტი წლის იყო დედა რომ დაეღუპა, ინფაქტით. კიდევ კარგი ბიძამ და ბიცოლამ თავისთან წაიყვანეს და ორი წელი იქ ყავდათ. რომ არა მათი სითბო და სიყვარული, ძალიან ბევრ რამეზე იტყოდა უარს. პირველ რიგში სწავლაზე და მომავლის მოწყობაზე, ბიცოლამ არ დაანება თორემ აუცილელად გააკეთებდა ამას, მიუხედავად იმისა რომ საუკეთესო მოსწავლე იყო ყოველთვს. ბიძაშვილებთან ურთიერთობამ ძალიან უშველა, ტყუპი ძმები ყოველთვის მის გვერდით იყვნენ როცა სჭირდებოდა. ცხრამეტი წლის რომ გახდა გაუმართლა და 100%_იანი დაფინანსებით მოხვდა უნივერსიტეტში. მერე უკვე მარტო წიგნებს და ლექტორს ხედავდა. ორ წელში მშობლების სახლში დაბრუნდა, იქ ბევრად კომფორტულად გრძნობდა თავს, ფიქრობს რომ მათთან ასე უფრო ახლოსაა.
სასწავლებელთან ერთად პარალელურად მაღაზიაში მუშაობდა, თავიდან ჩვეულებრივი კონსულტანტი იყო, ფასებს აკრავდა პროდუქტებს, მერე დააწინაურეს და სალაროსთან დადგა. ხელფასი გადასახადებზე და საჭმელზე ყოფნიდა, პარალელურად ნოდარიც ეხმარებოდა.
-ნათუშკები, არ გინდა ერბო კვერცხზე დამეწვიო?_ სიცილით გამოვიდა მაღაზიიდან და კორპუსისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.
-გამოგიშვა შოთიკომ?_ ფხუკუნით იკითხა გოგონამ.
-მიდი ჩამოირინე და ერთად ავიდეთ.
-ორ წუთში მანდ ვარ. _ ღიღინით ჩაილაპარაკა ნათიამ და ტელეფონი გათიშა.
თავის კანტურით გააგრძელა გზა და რკინის დიდ კარებთან დაეყუდა მეგობრის მოლოდინით, თან უკან იყურებოდა არ შემაშინოსო. ცოტახანში ნაბიჯების ხმა გაიგონა და მომღიმარი მიტრიალდა უკან, ნათია თითების ტკაცუნით მოდიოდა მეგობრისკენ.
-ერბო კვერცხზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?_ სწრაფ-სწრაფად მიაყარა და კარების კოდი აკრიფა.
-ბიშტექსიც ვიყიდე. _ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და სადარბაზოში პირველი შეხტა.
ნათიასთან ერთად მთელი ბავშვობა აქვს გატარებული. ეს გოგო მისთვის ძალიან ბევრს ნიშნას, ყოველთვის იცის რა სჭირდება ლილეს და დაუფიქრებლად აკეთებს მისთვის ყველაფერს. ბიძამისისგან რომ გადმობარგდა მშობლების სახლში, მაშინაც ნათია ედგა გვერდით და დარწმუნებულია რომ ყოველთვის ასე იქნება. სამზარეულოში პირველი ნათია შევიდა, გაზქურიდან ტაფა გამოიღო და ცეცხლზე დადგა.
-ისე, რა ხდება შენს საინტრიგნოში?
ინტერესით მოიკითხა ლილეს სამსახური. “საინტრიგნო” თავად შეარქვა, ყოველთვის იმას იძახის ბოროტი ხალხი სახლობს მანდ და ცუდის მეტრს არაფერს აკეთებენო. მერე ლილეს დაბღვერილ სახეს რომ დაინახავს, დაფეთებული უხსნის რომ “ამდენ ბოროტებაში ერთი კეთილი შესახლდი”_ო.
-ყველაფერი ძველებურად, ისევ ვიღაცა მეშავბნელეზე უნდა გავაკეთო სიუჟეტი... ოღონდ ისეთზე ვისზეც ჯერ არაფერი თქმულა. _ ცხივრაბზუებულმა ჩაილაპარაკა და კვერცხს დანა გაუქანა.
-ხოო, ეგ ცოტა ძნელია. საქართველოში ყველაზე ყველაფერია ნათქვამი. _ ტუჩები ოდნავ გადაატრიალა ნათიამ და ცხელ ტაფაზე ზეთი ააშიშხინა.
-შენ არავინ გეგულება?_ ტუჩმოკვნეტილმა იკითხა და გვერდით დაუდგა.
-ვინ, მეშავბნელე?_ გაოცებულმა და წარბაწეულმა შეიცხადა და მეგობარს გადახედა.
-არა კაცო, არავინ გეგულება ვინც შეიძლება მეშავბნელეს იცნობდეს?_ ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ყვერცხით სავსე თეფში მიაწოდა.
-არ ვიცი, ჩემი ძმა კი იცნობს ცოტა უცნაურ ხალხს, მაგრამ არამგონია ეგენი გამოგადგნენ. _ დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ბოლოს თავი გააქნია.
-უცნაური რა აქვთ?_ ინტერესით ჩაეძია და კიტრი წყალს მიუშვირა.
-რა და... ლუდის ქილას კბილებით ხსნიან. _ ფხუკუნით ჩაილაპარაკა და ლილეს მოქნელი მუშტის მოსაგერიებლად ხის დაფა აიფარა სახეზე.
მთელი საღამო ერთად ფიქრობდნენ ვინ შეიძლება ისმხვერპლოს ლილემ, მაგრამ ვერცერთმა ვერაფერი მოიფიქრა. მერე ინტერნეტშიც დაძებნეს ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენები, მაგრამ რად გინდა... ყველა ზედმეტად პატიოსანი გამოდგა, თან ისეთ ასაკში არიან მათი ჩაძირვა ძალიან დიდი საცოდაობა იქნება.
-ისევ იმ მალხაზთან რომ ჩაწერო არა?!_ თვალებმოჭუტულმა იკითხა და საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო.
-გადაირიე, შოთა აქანდაზით მისვრის. _ შეშინებილმა გააქნია თავი.
-კარგი, მაშინ ახლა ჩვენ ავდგეთ და ნიტასთან წავიდეთ ბარში. თან ხომ იცი იქ რა “ელიტა” მოძრაობს, ხოდა იქნებ ვინმე გააბა რა. _ თავის სასარგებლოდ შეატრიალა სიტუაცია ნათიამ და თვალების ფახუნით გადახედა მეგობარს.
-ნუ ატრიალებ თვალებს, თორემ მეშინია. _ ღიმილით დაკრა ცხვირზე ხელი და ოთახისკენ წავიდა. _ რას იზამ, ჩემებს ჩაიცმევ თუ გადახვალ სახლში. _ ისეთი ინტონაციით იკითხა, გამორიცხულია ნათიამ სადმე ფეხი გაადგას.
-შენს ლურჯ კაბას მე ვიცმევ!_ საჩვენებელი თითი მაღლა აღამრთა და ყვირილით წამოფრინდა ფეხზე. _ ხო და კიდევ ჩანთასაც!
ნიტა ოთხი წლის წინ გაიცნო ნათიამ ძმის დაბადების დღეზე, ძალიან დაუახლოვდა და მერე ლილესაც გააცნო. ისე დაახოვდნენ თითქოს ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ნიტა მათზე ორი წლით უფროსია, 17 წლის იყო პირველად ბარში რომ სცადა ბედი, მიმტანად დაიწყო მოუშაბა. ასაკს თავიდან მალავდა, მერე 18 წლის გახდა და პრობლემაც მოიხსნა. მემგონი ბარის იქით ვერაფერს ვერ ხედავს, ხოდა ზუსტად მაგიტომ არის ახლა, ქალქში ერთ-ერთი საუკეთესო ბარის მეპატრონე. ჭკვიანი გოგოა, იცის როგორ უნდა გამოიყენოს ოფლით ნაშოვნი ფული.
გამოპრანჭულები ჩახტნენ ლილეს გაკრიალებულ ჰონდაში. მანქანა ორცდაოთხი წლის რომ გახდა ბიძამ და ბიცოლამ აჩუქა. ძალიან მოხერხებულია, პატარა და კომფორტული, ბენზინსაც ცოტას წვავს და არ იწეწება. მოვლაც არ უჭირს, ერთხელ მიიყვას გარეცხავს და მერე ერთი თვე გაკრიალებლი მანქანით დადის. მანქანა ბარის სადგომზე გააჩერა და კიბეებისკენ წავიდა.
-ესენი ვინ მოსულან. _ ხმამღლა დაიყვირა ქერათმიანმა ბაჭმა და გოგონებისკენ წამოვიდა. ორივე თბილად გადაოცნა და ბარისკენ წაიყვანა. _ რამდენიხანია არ გამოჩენილხართ, ხომაა მშვიდობა?
-კი მშვიდობა, უბრალოდ სამსახური ხომ იცი არა?!_ ღიმილით ჩაუკრა ნათიამ თვალი და დიდ დარბაზს მოავლო მზერა. _ ახალ პიჯაკებს ვხედავ. _ ტუჩმობრეცილმა ჩაიჩურჩულა და მომღიმარ ქერას თვალი ჩაუკრა._ აბა უცებ ამიხსენი ვინ ვინაა,_იდაყვებით ბარის მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ გადაიხარა ბიჭისკენ.
-გუნდის წარმატებას აღნიშნავენ. _ მოკლედ აუხსნა და კლიენტს შეკვეთა მიაწოდა.
-მოიცადე, გინდა მითხრა რომ ეს კაცები სადნმე თამაშობენ?_ წარბწეულმა იკითხა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სტუმრები.
-არა, ერთ-ერთი მათგანი მწვრთნელია და გუნდის წარმატებას აღნიშნავს. _ განუმარტა და ჩაფიქრებულ ლილეს გადახედა. _ შენ რა გჭირს დღეს?
-არაფერი... არაფერი... სამსახურში აქვს პატარა პრობლემა._ ლილეს მაგივრად გასცა პასუხი ნათიამ და ისევ ქერას მიუბრუნდა. _ სერიოზული ხალხის შთაბეჭდულებას ტოვენენ და რა საქმით არიან დაკავებულები?
-მოიცადე, ჟურნალისტი შენ ხარ თუ ლილე?_ სიცილით იკითხა ბიჭმა და წარბები აათამაშა._ბიზნესმენები არიან დანარჩენები.
-ლილეა, მაგრამ ახლა ისეა გამოფიტული მეეჭვება რამე ესმოდეს. _ ჩაიცინა და გონებაგაფანტულ მეგობარს გადახედა._ აქ ვართ. _ გაშლილი ხელი ცხვირ წინ აუფრიალა.
-ქერა, რაო რას ამბობდი ვინეები არიანო?_ სწრაფად აახამხამა ლამაზი წამწამები და ეშმაკური ღიმილით გადახედა ნათიას.
-არა?!_ სიცილით იკითხა გოგონამ და მამაკაცებს გადახედა.
-კი...კი!_ ალმაცერად ჩაიცინა და ბიზნესმენების და მწვრთნელის მაგიდისკენ წავიდა.
როგორი გაბედული გოგო ყოფილა, გაბედული, როგორ არა... უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინია და სხვა გზა არ აქვს. არადა როგორ ეუხერხულება, იქ მისვლა და შავ-ბნელ საქმეებზე საუბარი. მართალია პირდაპირ დამრტყმელი კითხვით არ მიადგება, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდნენ რომ ჟურნალისტია. არ უყვარს როცა იტყუება და ისე აკეთებს საქმეს, მაგას ურჩევნია პატიოსნად დააზარალოს ვინმე. შორიდან შეათვალიერა ხუთი მხარბეჭიანი 30-35 წლამდე მამაკაცი, მძიმედ ამოისუნთქა და ნაბიჯს აუჩქარა, როგორც კი მათ მაგიდას მიუახლოვდა, ერთ ადგილზე დაერჭო და თითები ხელისგულებს მიაჭირა. ერთ-ერთმა მათგანმა ინტერესით ამოხედა.
-მოხდა რამე?_ თბილი ხმით იკითხა კაცმა და თვალებში ჩააჩერდა აცახცახებულ “პროფესიონალს”.
-ხოო... მე... რამეს ხომ არ დაამატებთ?_ დაბნეულმა ამოილუღლუღა და სიმწრით ჩაიღიმა.
“რაა?” ხმამაღლა ამოსძახა ქვემოდან ხმამ. “რა და ვერ გაიგე, რა თქვა ქერამ? გუნდის გამარჯვებას აღნიშნავენ და ახლა შოთას გამოც კი ვერ გავრისკავ!” მშვიდი ხმით გამოეპასუხა ალტერეგოს და კიდევ ერთხელ გაიკრიჭა.
-დავამატებთ რამეს?
მეგობრებს გადახედა მამაკაცმა. სამმა მათგანმა უარის ნიშნად თავი გააქნია, მეოთხე იჯდა და ჭიქაზე თითებს ათამაშებდა, თან თვალს არ აცილებდა აკანკალებული გოგონას მუხლებს. რა ზუსტი წერტილისთვის მიუგნია, უყუროს და რომ წავა მერე დასცინოს.
-თუ რამე დაგვჭირა დაგიძახებთ. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა და ღიმილით დაუკრა თავი.
უსიტყვოდ გამოტრიალდა უკან და ბარისკენ წავიდა. ნათია თვალებდაქაჩული უყურებდა და ხელებს ათამაშებდა. როგორც კი ბარს მიაუხლოვდა, ცივი წვენის ჭიქას ხელი დაავლო და სულმოუთქმელად გადაკრა. ქერა და ნათია გაოცებულები უყურებდნენ.
-ქერა კი არა, ზოგჯერ მეც ვეჭვობ რომ ჟურნალისტი მე უფრო ვარ!_ გაბრაზებულმა ნათიამ ჩაილაპარაკა და მხარზე საჩვენებელი თითი მიადო.
-დამიჯერე ვიცი რასაც ვაკეთებ, ახლა რომ რამე მეთქვა ხუთივეს ცუდი წარმოდგენა შეექმებოდა ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე. მაგას მირჩევნია შესაფერის ადგილას დაველაპარაკო და ისე გავარკიო, რაც მთავარია ხუთი კანდიდატი ვიშოვე და რა მნიშვნელობა აქვს დღეს ვიმსხვეპლებ თუ ხვალ?_ წარბწეულმა გადახედა მეგობარს და აგრძნობინა, რომ მის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა დიდი დანაშაულია.
-ხელები ამიწევია, მაგრამ იცოდე მე და ქერამ ერთ თვეში რომელიმე მათგანზე ინტერვიუ რომ ვერ წავიკითხოთ შენს პატარა ჰონდას ერთი თვით დამითმობ!_ სიცილით ჩაილაპარაკა ნათიამ და ცალი წარბი მაღლა აზიდა.
-მოიცადე, შენ რა გინდა რომ მე ნაძლევის გამო ვიურთიერთობო რომელიმე მათგანთან? გამორიცხულია! ეგ ჩემს გეგმებში არ შედის!_ კატეგორიული უარი განაცხადა და წარბები კუშტად შეკრა. _ თუ გინდა ისე გათხოვებ ჩემს პაწაწინას, მაგრამ მსგავს საშინელებას არ გავაკეთებ!_ აღშფოთებას ვერ მალავდა ლილე.
-ხომ გითხარი გაჭრის მეთქი. _ სიცილით ჩაილაპარაკა ქერამ და ნათიას გაწვდილ ხელზე ხელი მიარტყა.
-ააა, რა საძაგლები ხართ!_ ბაგეებ გახსნილმა ჩაიდუდღუნა.
ცოტახანი ისევ ბართან ისხდნენ და საუბრობდნენ, ლილე თვალებმოჭუტული ჩუმად აპარებდა მზერას მამაკაცების მაგიდისკენ. ცდილობდა რომელიმე მართგანი მაინც გამოეჭეირა რამე ცუდ საქმიანობაში და მერე მიზანში ამოიღე, მაგრამ ვერცერთს ვერაფერი შეატყო. ნახევარ საათში ნიტაც განთავისუფლდა და გოგონებთან ერთად გადაინაცვლა ბარის კუთხეში. ნათია სიცილით უყვებოდა ლილეს მარცხს და თან დაქალს აქეზებდა.
-ხოო, ხუთივე ძალიან წარმატებულია, მაგრამ ვერ გეტყვი რით შოულობენ ფულს. თუმცა ფაქტია ცუდი გზით არა, თორემ ხომ იცით, ჩვენს ქვეყანაში არაფერი დაიმალება. თან ეგეც რომ არ იყოს ერთ-ერთი ბავშვებს უფასოდ ავარჯიშებს. _ შუბლი შეჭმუხნა ნიტამ.
-ეგ მწვრთნელი რომა ხომ?!_ ინტერესით იკითხა ლილემ და თავი უკან მიატრიალა. ნიტამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია._დავიჯერო იმდენს შოულობს რომ აღარ იცის სად დახარჯოს?_ ქვედა ტუჩი ჩაფიქრებულმა დაბრიცა და გოგონებს გადახედა. _ თან გუნდს არც თუ ისე ცოტა რაღაცა სჭირდება. ფორმები, ბურთები...
-ნუ ფაქტია აქვს რაა._ მხრების ჩეჩვით ჩაილაპარკა ნიტამ.
-ხოდა ზუსტად ეგ მაინტერესებს მეც, საიდან აქვს. _ სიცილით ჩაუკრა თვალი და ფეხზე წამოდგა. _ ჩვენ წავალთ, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. _ დივანზე წამომჯდარი ნათია ხელების ქნევით წამოაგდო ფეხზე და კარებისკენ უბიძგა. _ ოთხში ხომ იცი ჩემთან ვიკრიბიებით._ გასვლამდე მიაძახა ნიტას და თითი დაუქნია, ქალმა სიცილით დაუქნია თავი და ბარისკენ წავიდა.
დილით მაღვიძარამ გააღვიძა, როგორ ვერ იტანს ამ ზარს. მერამდენედ უნდა შეცვალოს. ზანტად წამოდგა ფეხზე და თვალდახუჭული, ხელების ცეცებით წავიდა სააბაზანოსკენ. მემგონი ერთადერთი ადამიანია რომელსაც გრილი შხაპი თენთავს. უარესად დამძიმებული სხეულით გამოვიდა სააბაზანოდან, სველი ქერა თმა კოსად შეიკრა და სამზარეულოსკენ შიშველი ფეხებით გატანტალდა. როგორ უყვარს დილის სიმშვიდე, რა ჯობია მშვიდ გარემოს, მაგრამ ზოგჯერ ბეზრდება. მთელი ცხოვრება, მარტო ცხოვრების სურვილი არასდროს არ ქონია, ახლაც რომ ქონდეს შანსი ნათიასთან ერთად იცხოვრებდა, მაგრამ ქალბატონმა ნათიამ უარი ტკიცა. დედასთან ერთად ცხოვორბს და არ უნდა მარტო დატოვოს, ლილეც იგივენაირად მოიქცეოდა დედა რომ გვერდით ყავდეს. ქერას ნაჩუქარი დიდი ყავის ფინჯანი გამოიღო და გამზადებული სითხე ჩაასხა შიგნით.
-ლილე, დღეს პირველზე ვიწყებთ მუშაობას. _ მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ნინამ მას შემდეგ რაც ლილემ გაწამებულ ტელეფონს უპასუხა.
-ვაი, რა ხდება, ხომ კარგადაა?_ გაკივრვებულმა სიცილით შეიცხადა და დივანზე დაწვა.
-კი მშვიდობა, კალმები გათავდა და დღეს პირველ საათამდე ვერაფერს ვერ დავბეჭდავთო და მოსვლას აზრი არ აქვსო. _ გახარებული ნინა სიხარულს ვერ მალავდა.
-ძალიანაც კარგი, მანამდე რაღაც საქმები მაქვს. _ ეშაკურად ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.
ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და საძიებო სისტემაში ფეხბურთის დაარსების ისტორიის ძებნა დაიწყო. ეს საუკეთესო გამოსავალია ბატონ მწვრთნელთან ურთიერთობის დასამყარებლად. ბოლოს და ბოლოს ელემენტარული კითხვა მაინც რომ დაუსვას მამაკაცმა რაღაცა ხომ უნდა იცოდეს. დიდად არ გიჟდება ფეხბურთზე, მაგრამ რამდენჯერმე არის დინამოს თამაშზე ნამყოფი ბიძაშვილებთან ერთად. ნიკა და ლევანი უხსნიდნენ ვინ ვინ იყო და მოედანზე რა ხდებდა. რათქმაუნდა საყვარელი გუნდი არ ყავს და წარმოდგენა არ აქვს რომელი გუნდი ლიდერობს თინეიჯერებში, ან ზრდასრულ მამაკაცებში. გაშტერებული უყურებდა გუნდების თამაშებს და თან ფურცელზე იწერდა მაისურზე წაწერილ გვარებს.
-ამ ყველაფერს როგორ იმახსოვრებენ. _ მობუზულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ საჯარიომო_ო... კუთხური_ო... თერთმეტ მეტრიანი_ო... _ ბურტყუნებდა თავისთვის და თან ყავას იმზადებდა.
პირველ საათზე სამსახურის შესასვლელთან იმხელა რიგი დახვდა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ალბათ თანამედროვე მწერლებმა შეიტყეს რომ სტამბაში “დედაქალაქის ჭორები” კალმები გათავდა და მღელვარების ტალღამ გადაუარა.
-ანუ დაბეჭდავენ?_ გაშმაგებული თვალებით იყურებოდა ახალგაზრდა ქალი და აწეწილ თმებს ისწორებდა.
-რათქმაუნდა ქალბატონო, უბრალოდ კალმები გათავდა... ახლა ყველაფერი მოგვარებულია და თქვენი ლექსების კრებულიც დაიბეჭედება. _ მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა დაცვის წევრმა და თვალების ტრიალით მიესალმა ლილეს.
-რას იზამ ზურიკელა, ხანდახან შენც უნდა გაიჭირვო.
მამაკაცმა სიცილით გააქნია თავი და მორიგი დარტყისთვის მოემზადა.
საერთო კაბინეტის კარები ღიღინით შაღო და ნინას ხელის აწევით მიესალმა. ქალმა ოდნავ დაუკრა თავი და ისევ კომპიუტერს მიუტრიალდა.
-აბა, რა ქენი, მოძებნე ვინმე?
ისე კითხა მისკენ არც კი მიტრიალებულა. ლილემ ჩანთა მაგიდის ქვეშ დადო და ტყავის გახუნეულ, ბორბლებიან სავარძელზე მოკალათდა.
-ერთი კანდიდატი მყავს, მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი, ჯერ მის შესახებ რაღაც-რაღაცები მაქვს გასარკვევი.
-რაღაც ძალიან მონდომებული ხარ და დიდი იმედი მაქვს წარმატებით დაასრულებ ყველაფერს!
თბილი ღიმილით მოტრიალდა ნინა ლილესკენ და ცერა თითი ზემოთ ასწია. ამაყად გასწორდა წელში და კომპოიუტერის ჩამრთველს თითი მიაჭირა. როგორც ყოველთვის იმ დღესაც ექვს საათზე დაამთავრა მუშაობა. თანამშრომლეს დაემშვიდობა და თავისი პატარა მანქანისკენ წავიდა. როგორღაც უნდა მოახერხოს და უნდა ნახოს მწვრთნელი, იქნებ რამე შეხვედრა იმართება ამ კვირაში და იქ რომ მივიდეს? მემგონი ურიგო არ იქნება, თან კარგ შთაბეჭდილებებს შეუქმნის მამაკაცს, იფიქრებს რომ ფეხბურთით არის დაინტერესებული და უფრო ადვილად გაებმევა მახეში. ისე იქცევა და ფიქრობს, თითქოს დეტექტივია და რამე სერიოზულ საქმეს იძიებს. აბა ჟურნალისტი და ასეთი ფრთხილი, მე არ გამიგია!
საღამოს ნიტას დაურეკა და მწვრთნელზე რაღაცები გამოკითხა, სახელი არ უკითხავს ძალიან უნდა გულწრფელად გაიცნოს ბატონი მწვრთნელი. ძალიან ჩვეულებრივი და არაფრი მომცემი ინფორმაცია მიაწოდა ნიტამ, თვითონ რასაც ფლობდა ის, თან დაპირდა თუ რამე გავიგე აუცილებლად შეგატყობინებ_ო. ესეც ასე, ერთი დამხმარე ძალა ბარშიც ყავს.
-ნიტა... იქნებ გამიგო როდის აქვს მის გუნდს თამაში.
-რა პრობლემა, დღეს თუ მოვიდა ქერას ვაკითხინებ. _ ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნიტამ.
-გაიზარდე დიდი გოგო. _ ხმამაღლა ჩაიცინა ლილემ.
შაბათი დილა ყველაზე მეტად უყვარს, რამდენი ხანიც უნდა იმდენი ხანი იგორავებს საწოლში და არავინ არ გააღვიძებს სამსახურში გაგვიანდებაო. ხელები გაშალა და ხმამაღლა წამოიძახა ბგერები. ოდნავ გადაწეული ფარდებიდან მზის სხივებმა შემოანათეს თუ არა გახარებული წამოფრინდა ფეხზე და მაისის პირველს სიცილით მიესალმა. გაზაფხულის ბოლო თვე განსაკუთრებით უყვარს, ამ დროს გულიც, სხეულიც და გონებაც გრძნობს რომ ცოტახანში ლილეს საყვარელი სეზონი, გაზაფხული შემოაბიჯებს. შემოდგომას და ზამთარს ვერ იტანს, ვერც მარტს და აპრილს. მარტო ოთხ თვეზეა შეყვარებული! არც ის უყვარს წვიმაში რომ დარბიან და ფილტვების ანთებას იკიდებენ, მაგას არ ჯობია სახლში დაჯდე და წიგნი წაიკითხო. ყოველ შემთხევაში წვიმიან ამინდში ლილეს წვიმაზე მეტად წიგნი სიამოვნებს.
-ნატალია, სანამ ჩემთან ამოხვალ მაღაზიაში შედი და კოკა-კოლა წამომიღე. _ როგორც კი ნათიას ტელეფონმა დაიწკიპინა ხმამაღლა ჩასძახა მეგობარს და ტელევიზორი ჩართო.
-ჯერ მკითხე, მღვიძავს?_ ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა ნინიძემ.
-მელაპარაკები და რანაირად უნდა გეძინოს?_ ტუჩ-წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და ფანჯრები გამოაღო. _ გაიხედე გარეთ რა ამინდია, მზე ხარობს!_ ბედნიერებას უზიარებდა მეგობარს.
-მაისზე შეყვარებულო, კატა, დამაცადე ძილით ვიხარო!_ ბუზღუნით ჩაილაპარაკა ნათიამ.
-იცოდე, ნინოს დავურეკავ და ვეტყვი ცივი წყალი გადაგასხას. ხომ იცი როგორ ვუყვარვარ ნინო დეიდა-დედიკოს?_ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ფეხის წვერებზე აიწია.
-ვერ გიტან, ახალკაცი!_ ღრენით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუთიშა.
ნათიას მოსვლამდე მაკარონის სალათა გააკეთა, იცის როგორი დამშეული მოვა ნინიძე. თან სულ იმ მწვრთნელზე ფიქრობს, წარმოდგენა არ აქვს რა ქვია, როგორ გამოიყურება, რამდენი წლის არის და უნდა რომ მასთან ინეტვერიუ ჩაწეროს, ჯერ მცირედი ინფორმაცია მაინც რომ გაეგო, ურიგო არ იქნებოდა. კითხვებიც რომ არ აფიქრდება, რაზე შეიძლება ესურობს ადამიანს რომელიც უფასოდ ავარჯიშებს ბავშვებს და ყველანაირ ხარჯს საკუთარ ჯიბეზე იღებს. ფაქტია რომ საკმარისზე მეტი შემოსავალი აქვს, მაგრამ საიდან? აი, ამ კითხვასთან როგორ მივიდეს ეგ ვერ მოფიქრა თორემ დანარჩენ კითხვებს როგორმე დაალაგებს. ზარის ხმამ გამოაფხიზლა, თვალების ფახუნით წავიდა კარებისკენ და ნახევრად მძინარე ნათიას ყურებამდე გაკრეჭილი მიესლამა.
-მშია!
ხმადაბლა ჩაილაპარაკა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი კოკა-კოლის ბოთლითურთ. ლილემ მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და ნიშნის მოგებით ჩაიღიმა. “აი თუ არ არის დამშეული”_ო.
-შენ რა ქენი გამოიძიე იმ მწვრთნელზე ყველაფერი?_ სალფეთქი ორად გადაკეცა და მაგიდაზე დადო.
-ძალიან წვრილმანები, სახელი გვარი, ასაკი, წარმოშობა და ოჯახური მდგომარეობა არ ვიცი. _ ჩაიცინა და ყელი მოიღერა.
-აუჰ, რამდენი რამე გცოდნია, ტვინი არ გადაიღალოს. _ ირონიულად ჩაიცინა ნათიამ და სკამზე დაჯდა. _ მოიცადე, აბა როგორ უნდა მიაგნო?_ ტუჩები მარჯვენა კუთხისკენ გასწია და ინტერესით მიაჩერდა მეგობარს.
-ნიტა დამეხმარება. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და სალათით სავსე ჯამი მაგიდაზე დადგა.
შუადღით ქალაქში გასასვლელად ემზადებოდნენ, ნიტამ რომ დაურეკა.
-მოკლედ, ხვალ აქვთ გუნდ “იმედთან” დღის მეორე ნახევარში თამაში, მემგონი სამზე იწყება, მაგრამ მაგათი ამბავი რომ ვიცი_ო ჩემმა მეგობარმა ოთხამდე გაჭიმავენ_ო. შენ მაინც სამზე მიდი! თეთრ ფორმიანებს უგულშემატკივრე!_ ჩქარ-ჩქარა მიაყარა ნიტამ ინფრომაცია და ბოლოს მძიმედ ამოისუნთქა.
-ოქრო კი არა ბაჯაღლო ხარ!_ გახარებულმა წამოიყვირა და ადგილზე შეხტა. _ გადამეხადოს. _ სიცილით მიაძახა და ოთახისკენ გაქანდა._ ნათია, მოემზადე ხვალ თამაშზე მივდვიართ!_ გარდერობთან ატუზულ მეგობარს წრე დაარტყა და წინ აესვეტა.
-ო-ო, ახლა არ მითხრა 12 წლის ბავშვების ფეხბურთს უნდა გაყურებინო_ო. _ ხმაჩამწყდარმა ჩაილაპარაკა და კოპები შეკრა. ლილემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მუდარით გამოუწელა ყელი.
-კარგი რა, ნათია, რა არასპორტული გოგო ხარ!_ბუზღუნით ჩაილაპარაკა და გარდერობიდან ჯინსის შავი მაღალწელიანი შარვალი გამოიღო.
-მე ვარ არასპორტული?_ ცერა თითი გულზე მიიდო და გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები.
-დიახ შენ!_ თავის პოზიციას არ თმობდა ლილე. იცოდა ნათია მსგავსი ხრიკებით ბადეში რომ გააბამდა და იმიტომ.
-წამოვალ, მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ რამე დაგიმტკიცო. _ ყელმოღერებულმა ჩაილაპარაკა და გარდერობიდან გამოღებული შარვალი გამოსტაცა. _ წეღან მე ვუყურებდი ამ შარვალს. _ თვალების და ტუჩების გრეხვით ჩაილაპარაკა და თვალებმოჭუტულ მეგობარს ცხვირზე ორი თითი მოუჭირა.
შარვლის საყიდლად წავიდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს... სამაგიეროდ ჩანთა, ჯინსის ქურთუკი და მაისური იყიდა ლილემ. ცოტახანი კიდევ იარეს და მერე სწრაფი კვების ობიექტს მიაკითხეს. ქუჩაში კვების წინააღმდეგია, მაგრამ როცა ნათიასთან ერთადაა, ძალიან უჭირს უარის თქმა. გოგონას გამუდმებით შია და ყოველთვის ცდილობს ლილეც აიყოლიოს, ეს უკანაკსკნელი კი მეგობრის ხათრით იძულებულია ჭამოს.
-ხომ იცი არ მიყვარს მანდაურობა. _ ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარაკა და რიგში ჩადგა.
-ახლა ჩვენ ვართ ვაგზალზე, სანამ ჩვენთ დიდუბეში გავალთ და იქიდან ჩვენს მარშუტს გავყვებით, მანამდე შეიძლება სული გამძვრეს და ძალიან გთხოვ მაცადე დავნაყრდე!_ კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა ნათიამ და წარბები მაღლა აზიდა._ შენ თუ არ გინდა ნუ შეჭამ, კი არ გაძალებ.
ეშმაკური ხმით დაამატა და წინ მიტრიალდა. ცოტახანი კიდევ იდგა უხმოდ და მეგობრის ზურგს უყურებდა, რამდენჯერმე მუცლიდან ამოძახილი ხმები რომ გაიგონა, იძულებული გახდა ნათიასთვის დაეჯერებინა.
-ჩემთვის ლობიანი აიღე, მე მაგიდასთან დაგელოდები. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ყურებამდე გაკრეჭილ მეგობარს მოშორდა.
ცოტახანში სინით ხელდამშვენებული მიუხალოვდა ნათია და თან წარბები ააფახუნა.
-რომ იცოდე რა გემრიელობები გელოდება. _ სიცილით ჩაილაპარაკა და კოკა-კოლის ბოთლი წინ დაუდგა.
-ეს ნახე, რაა.
გონებით და მზერით გაფანტულმა ლილემ ჩაილაპარაკა და კარებში მდგარ ქერას გადახედა. ნათიამ მის მზერას თვალი გააყოლა და გეგას დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. მოწყვეტით დასკუპდა სკამზე და ისვენ ლილეს გადახედა, მოჭუტული თვალებით რომ უმზერდა.
-რაა!_ ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე კითხვას ნათიას წამოძახებული სამი ასო.
-რაა, კი არა მოხვალ შენ სახლში... ახლა არ მცალია ქერა მოდის. _ მოჩვენებითი სიმშვიდით გაუღიმა ლილემ და მაგიდასთან დაყუდებულ მამაკაცს ახედა. _ როგორ ხარ?_ თბილი ღიმილით მოიკითხა მეგობარი და ნათიას გადახედა.
-კარგად. ფანჯრიდან დავინახე ნათია და შემოვედი, მეთქი რას აკეთებენ. _ სიცილით ჩაილაპარაკა გეგამ და ნათიას გვერდით დაიკავა ადგილი. _ შენ როგორ ხარ?_ ღიმილით დაადო მარჯვენა ხელი მხარზე.
-მადლობ კარგად. არაფერს შეუკვეთავ?_ როგორ დაიბნა.
არადა აქამდე თვით ლილეც კი ვერაფერს ვერ ამჩნევდა, ქერასთანაც ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდა. ყოველგვარი აწითლებების და ენის დაბმის გარეშე, მაგრამ ახლა რა დაემართლა წარმოდგენა არ მაქვს. მემგონი ლილემ რომ გაუგო, გონია რომ ყველაფერი შუბლზე აწერია და იმიტომ, ლაპარაკობს ასეთი შეშინებული.
-შენ რა მოგწონს ყველაზე მეტად აქ?_ ინტერესით იკითხა ბიჭმა და ნათიას ლობიანს დახედა._ ლობიანი..._ თვითონვე გასცა თავის კითხვას პასუხი და ფეხზე წამოდგა._ გინდათ რამე წამოგიღოთ?_ ორი ნაბიჯი წინ გადადგა და გოგონებისკენ მოტრიალდა ნახევარი ტანით. ორივემ ერთდროულად გააქნია თავი.
-ახლა იცი რა მინდა ყველაზე მეტად?_ თვალებით ბურღავდა ახალკაცი მეგობარს. _რა და ღერა-ღერა დაგაცალო ეგ ბუწუწები!_ განრისხებულმა დააკვესა ცეცხლები თვალებიდან და მათკენ მოტრიალებულ გეგას ტუჩებით გაუღიმა.
-ოოო, ლილე, ვაპირებდი თქმას._ ბუზღუნით ჩაილაპარაკა ნათიამ და ცივი წვენი მოსვა.
-აპირებდი, მაგრამ არ გითქვამს!_ ბრაზს ვერ მალავდა ლილე.
-ბოდიში.
ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ლობიანის ძიძგვნა დაიწყო. ლილემ წარბწეულმა გადახედა მეგობარს და მერე ჩუმად ჩაიღიმა. როგორ, აქამდე ვერ მიხვდა ნათიას გრძნობებს, არადა მართლა არაფერი არ ემჩნევა ამ მსახიობ გოგოს. პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ თურმე მსახიობობაც შესანიშნავად გამოსდის. ბავშვობის მეგობარმაც კი ვერაფერი შეატყო.
-ხო კარგი, განა მართლა გიბრაზდები._ სიცილით დაადო თითები თითებზე და გასხივოსნებულ ნათიას თვალი ჩაუკრა._მაგრამ მაინც ვბრაზდები!_ გულმოსულმა დაასრულა.
ცოტახანი კიდევ დარჩნენ, მერე ქერამ შესთავაზა მე გაგიყვანთ სახლშიო. ნათიამ ერთი ორჯერ კი სცადა უარის თქმა, მაგრამ ლილემ არ დაანება და გეგამ მიაცილა სახლამდე ორივე.
-მაინც და მიანც დღეს დატოვე მანქანაა სადგომზე!_ ბუზღუნით მიდიოდა ნათია ლილეს სადარბაზოსკენ. რკინის კარებს პარკი ოდნავ მიარტყა და კოდი აკრიფა.
-კარგი რა, ვიცი რომ ძალიან გინდოდა მასთან ერთად გვემგზავრა._ სიცილით დაეწია ლილე და მხარზე მხარი ოდნავ მიკრა. ნათიას გაბადრულს გაეცინა და ლილეს კარებთან გაჩერდა.
საღამომდე მასთან იყო და გეგაზე უყვებოდა ყველაფერს. რამდენიმე კვირის წინ მიმხვდარა მამაკაცის მიმართ სერიოზული გრძნობებით რომ არის შეპყრობილი. თავიდან უბრალოდ გატაცებას აბრალებდა, მაგრამ, მერე და მერე გეგას მიმართ სიმპათიები ვერავინ რომ ვერჩააცხრო მიმხვდარა, რომ ძალიან გაება ბარმენის მახეში. ნათია მაგ მხრივ ლილესგან ძალიან განსხვავდება, თუ მამაკაცს ვერ შეატყო რომ იცის სიმპათიითა მის მიმართ განსჭუალული ზედაც არ შეხედავს, ზუსტად მაგიტომ დაადგა გეგას თვალი. 100% დარწმუნებულია რომ ქერას ძალიან მოსწონს.
დილის თორმეტ საათზე გაღვიძა, თვალები მოისრისა და მთქნარებით გახედა ფანჯრის მინებს. დღეს კვირაა, სამ საათზე თამაშზეა წასასვლელი, მანამდე შხაპი უნდა მიიღოს და სპორტულად გაემოწყოს. გუშინ ღამით ძალიან ბევრი იფიქრა როგორ წარმართავდა შეხვედრას. პირველ რიგში თუ მოიგეს, კიდევ ერთ წარმატებას და გამარჯვებას მიულოცავს მწვრთნელს, მერე შეეცდება დააჯეროს რომ გუნდის დარეკლამებაში დაემხარება, რათა უფრო ბევრმა მშობელმა გაიგოს უფასო ვარჯიშების შესახებ. გენიოსი გოგოა რა, მართალია ნინას უკვირს რატომ არის ჟურნალისტი, მაგრამ ხანდახან ლილესთანაც ანათებს მწვანე წერტილს.
ორის ნახევარზე ნათიას დაურეკა და შეახსენა რომ წასასვლელები არიან. მეგობარმა კიდევ ერთხელ სცადა წუწუნით მოელბო ლილეს გული, მაგრამ არ გამოუვდა. სამის ნახევარზე ლილეს გაწრიპულ მანქანაში ჩასხდნენ და ნიტას მიცემულ მისამართზე წავიდნენ. ოც წუთში დანიშნულების ადგილას იყვნენ. თვალებმოჭუტული გადავიდა მანქანიდან და გარემო მოათვალიერა. დიდი ვერაფერი მოედანი, გატყავებული მინდორი და რაც მთავარია უბადო კარებები. როგორც ნიტასგან გაიგო დღეს მოუწევს სტუმრებს უგულშემატკივროს.
სულ ხუთი რიგი იყო სავსე, დანარჩენი ადგილები მოტიტვლებული. ღიმილით წავიდნენ წინა რიგებისკენ და განცალკევებით დასხდნენ. ცოტახანში ორ რიგად გამოცვივდნენ ბავშვები ყიჟინით.
-როგორი მოწესრიგებულები არიან. _ ირონიული სიცილით ჩაილაპარაკა ნათიამ და პირზე ხელი აიფარა.
-რას ერჩი, თეთრ ფორმიანები რიგს არ არღვევენ!_ წარბწეულმა გადახედა მეგობარს და მერე ისევ ბავშვებს.
-აა, ანუ ეგენი არიან იმ ქველომოქმედის ბავშვები?_ ტუჩები დაბრიცა ნათიამ და თვალებმოჭუტულმა გადახედა მოედანს. _ და მწვრთნელები სად არიან?
-მემგონი ვხედავ.
წარბწების თამაშით ჩაილაპარაკა ლილემ და ბარიდან ამოცნობილ ერთ-ერთ მამაკაცს გადახედა. ეს ის მამაკაცია ლილეს აკანკალებულ მუხლებს რომ უყურებდა და თვალს არ აშორებდა. ჰოო, ამ ამბით დიდად არ მოხიბლულა, კაცმა ძალიან კარგად იცის როგორი მშიშარაც არის ახალკაცი და არ აწყობს. თან ხომ გაგიგიათ, პირველი შთაბეჭდილება წარუშლელიაო. რაღა მაინც და მაინც მუხლებზე უყურებდა, კოჭებზე მაინც შეეხედა, ან გვერდებზე.
პირველი ტაიმის დასრულებისთანავე სცადა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ნათიამ გააჩერა. “ახლა თავის ბავშვებს სჭირდებათ მწვრთნელი და ყურადღებას არ მოგაქცევსო”. მიხვდა მეგობარი სიმართლეს რომ ეღაღადებოდა და ისევ დაჯდა. საერთოდ ფეხბურთზე რომ არ გიჟდება უკვე იცით, მაგრამ ერთი ორჯერ შემთხევით აქვს თვალი მოკრული გუნდების თამაშებს. ნიკას და ლაშას ხელში ადრე რამდენიმე ფეხბურთელის გვარიც იცოდა, ოღონდ წარმოდგენა არ ქონდა ვინ როგორი იყო სახეზე. ბავშვების გულწრფელმა თამაშმა და გატანილი გონებით გამოწვეულმა სიხარულმა კი წამით ლილეც გაახარა. ისეთი სუფთები და გულწრფელები თამაშობდნენ, არცერთი ცდილობდა რომელიმე დაზარალებულიყო, დიდ ფეხბურთზე კი იცის რომ ფეხბურთელები ერთმანეთის ტრამვირებასაც არ ერიდებიან. თეთრ მაისურიანებში ორი ბიჭი განსაკუთრებით მოეწონა, ორივე ძალიან მონდომებული იყო და ორივემ გაიტანა გოლი.
-ნახე რა ბავშვები არიან, აი, ამათ რატომ არ უნდა შეუწყო ხელი?!_ აღფრთვოანებული იჭამდა საჩვენებელი თითის ძვალს.
-ლილე, ამათ უკვე ძალიან კარგი პატრონი ყავთ, იმ კაცის სახით!_ სერიოზული სახით ჩაილაპარაკა ნათიამ და მეგობარის თითი დაიხსნა მეგობრის კბილებიდან.
როგორც კი თამაში დასრულდა, სწრაფად წამოხტა ფეხზე და კიბეებზე დაეშვა. ძალიან უნდოდა ის ორი გაწრიპული ბიჭი ენახა და ეთქვა რომ ძალიან მაგრები არიან. როგორც იქნა ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი და ჰოპ... პირდაპირ ცხვირით წავიდა გაცრეცილ ბალახზე. ხელები და ფეხები ვარსკვლავივით გაშალა და ტირილის პირას მისულმა ლოყა დაადო მიწას. როგორი სამარცხვინოა, ამხელა გოგო ამდენი ადამიანის წინ რომ გაიშოტა და თან მერე რა ფორმაშია, მოკლე შორტები და ოდნავ მოკლე მაისური. ნეტავ ახლა ყველა გაეცლებოდეს და არავინ შეხედავდეს ზედ. ნათიას ნათქვამი სიტყვები გაახსენდა “უხერხულ მდგომარეობაში სიცილი საუკეთესო გამოსავალია”_ო, მაგრამ როგორ გინდა ასეთ დროს ადგე და იცინო, ოფიციალური გიჟი ეგონება ვინმეს. ფრთხილად წამოწია მუცელი ზემოთ და მუხლებზე და ხელის გულებზე დადგა.
-კარგად ხართ?
ოდნავ ბოხმა და საოცრად სასიამოვნო ბარიტონმა დაუგუბა ყურთასმენა ახალკაცს. ნელა დაიწყო თავის ზემოთ აწევა, ჯერ შავ კედებს ახედა, მერე შავ სპორტულ შარვალს, ამავე ფერის მაიუსრს და ბოლოს მოხდენილ სტილში გამოწყობილ მამაკაცში “მოკანკალე მუხლებზე დამკვირვებელი” ამოიცნო.
მაშინ, ბარში ალბათ ღამის განათების გამო ვერ შენიშნა, როგორი განსხვავებული თვალის ფერი აქვს მამაკაცს. საოცრად უცხო და ძალიან ლამაზი... და მერე როგორი ნაკვთები აქვს, სიმკაცრე და სითბო ერთად რომ გამოსჭვივის, იმ, განსხვავებული ფერის თვალებიდან. სითბო_ო? მეეჭვება ეს კაცი სითბოს ასხივებდეს, უბრალოდ ზდილობიანად ადგას თავზე და გოგონასკენ გაწვდილ ხელს უყურებს. ოდნავ წამოზრდილი წვერიც როგორ უხდება, მის თვალის ფერს. ოდნავ მუქი და ოდნავ ღია ფერის კანი საოცრად მომზიდველს აჩენს. მემგონი ზედმეტად მოხიბლა მამაკაცის, მამაკაცურმა აღნაგობამ. ტანსაცმელიც როგორი მოხდენილი აცვია, სულაც არ ეტყობა 30-35 წლებს შორის რომ მერყეობს. ახალგაზრდა ბიჭივით გამოიყურება, მაგრამ რაა, განა ამ ასაკის მამაკაცები ასაკოვნები არიან. ფრთხილად ჩასჭიდა მიწისგან დასვრილი ხელისგული მამაკაცის ძლიერ მაჯას და ფეხზე წამოფრინდა.
-შეგიძლიათ გაიცინოთ.
ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და დასვრილ შორტზე ხელისგული დაისვა. მწვრთნელმა ოდნავ შეარხია ნაკვთები და გოგონას მუხლებზე მიაჩერდა. რას გადაეკიდა ეს კაცი ამ გოგოს მუხლებს, უკეთესი საყურებელი ვერაფერი უნახა. ფეხის სიგრძეს და სისქეს არ უჩივის, მაგრამ არც ისეთი შხვართალაა მარტო მუხლებზე რომ უყურონ მამაკაცებმა. აღრენილმა გადახედა მამაკაცს და საყვედურის თქმა დააპირა.
-მუხლები გაქვთ დაშავებული. _ ეტყოდა კიდევაც, მაგრამ მწვრთნელის სასიამოვნო და ბოხმა ბარიტონმა გააწყვეტინა.
თვალებდაქაჩულმა დაიხედა მუხლებზე და გადატყავებულ კანს მიაშტერდა. რა დღეში აქვს მუხლები, ტანსაცმელი და ხელისგულები. რა მაგარი შეხვედრა გამოვიდა, ვერაფერს იტყვის, ახლა შეუძლია გაჯგიმულმა დაუწყოს თავის პროფესიაზე საუბარი. გაშტერებული უყურებდა მუხლებს და ვერც კი შეამჩნია აჟიტირებული და გამარჯვებული ბავშვებისკენ მიტრიალებული მწვრთნელი.
-გილოცავთ!
ხმამაღლა წამოიძახა და ძირს დაგდებულ ჩანთას დაწვდა. მამაკაცი ნახევარი ტანით მოტრიალდა ლილესკენ და თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა. რა უჟმური კაცია, აბა კი არა ხმა ამოიღოს და ისე გადაუხადოს მილოცვისთვის მადლობა. ისეთი სახით იყურება გეგონება რამე დააშავა და არ იცის. ბავშვებმა წრე შეკრეს და მწვრთნელი შეუაში მოაქციეს. მოჭუტული თვალებით ორი ფავორიტი ბიჭი ამოიცნო და მათკენ წავიდა კოჭლობით. ადგილზე მოხტუნავეებს მიაუხლოვდა და გვერდი-გვერდ მდგომ ბიჭებს მხრებზე დაადო ხელები.
-გამარჯობა. _ თავები ოდნავ მოატრიალეს გახარებულმა ბავშვებმა და ინტერესით მიაჩერდნენ სტუმარს. _ ძალიან მაგარი ბიჭები ხართ, ძალიან კარგად ითამაშეთ!
ღიმილით ჩაუკრა ორივეს თვალი და ერთ ადგილზე გახევუბული ნათიასკენ წავიდა. ბავშვების პასუხს აღარ დალოდებია, ისეთ დღეში ქონდა გონება და მუხლები, თქვა და მიტრიალდა.
ცოტახანს კიდევ იდგნენ გასასვლელთან და გახარებულ ბავშვებს უყურებდნენ, მერე ნათიამ გამოაფხიზლა და მათკენ წამოსულ მწვრთნელზე მიანიშნა. ლილემ ჩანთა მეორე მხარზეც მოიკიდა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.
-მადლობის თქმა ვერ მოვახერხე ისე წავეხდით წეღან. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ღიმილით ახედა მაღალ მამაკაცს.
-სხვა დროს შეეცადე უფრო ფრთხილად ჩახვიდე კიბეებზე. _ დაარიგა და ლილეს მუხლებს დახედა წამიერად.
-ლილე._ ღიმილით გაუწოდა ახალკაცმა ხელი და მის პასუხს დაელოდა.
-დემნა.
გაკნაჭულ თითებზე ძლიერი თითები ჩასჭიდა მამაკაცმა და ოდნავ გააქანავა. როგორი მოვლილი თითები და ფრჩხილები აქვს, რა საინტერესოა თვითონ უვლის თუ სალონში დადის... ან იქნებ ცოლი ყავს და მისი დამსახურებაა მამაკაცის სუფთა ვიზუალი.
-არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, ჟურნალისტი ვარ.
ამაყად მოუღერა ყელი და ხელები ზურგს უკან წაიღო. მამაკაცმა წარბაწეულმა შეხედა ქალს და ალბათ ბარის საღამო გაიხსენა. აშკარად არ ესიამოვნა ქალის პროფესიის გაგება, ისე დაემანჭა სახის ნაკვთები, მემგონი ზიზღიც ამოიკითხა ახალკაცმა მის გამოხედვაში. ოღონდ ლილესადმი ზიზღი კი არა, მისი პროფესიისადმი. როგორც სჩანს დემნამ ძალიან კარგად იცნობს ჟურნალიტებს, მაგრამ ახლა ლილეზე ამან საერთოდ არ უნდა იქონიოს გავლენა.
-პროფესიონალი ჟუნრალისტის კვალობაზე ძალიან მშიშარა ხარ!
ირონიულად ჩაილაპარაკა და გოგონას თვალებში ჩააჩერდა. ღმერთო ჩემო, როგორი დამატყვევებელი გამოხედვა აქვს, სასწრაფოდ მზერა უნდა აარიდოს, თორემ შეიძლება აქვე მოადინოს ზღართანი კიდევ ერთხელ. არა, მერე როგორი ტუტუცია, მშიშარა ხარო, ეს რა აკადრა.
-უბრალოდ მაშინ არ მინდოდა თქვენთვის ხელი შემეშალა!
ამაყად გაეჯგიმა ორი თავით მაღალ მამაკაცს და ჩანთის სახელურებს თითები მოუჭირა. დემნამ ცალი წარბი ირონიულად აზიდა და ტუჩები ოდნავ გაამოძრავა.
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?_ პირდაპირ საქმეზე გადავიდა მამაკაცი.
-ყოველგვარი ნამიოკების გარეშე, მაინტერესებს რატომ უფასო გუნდი?_შესავლების გარეშე იკითხა და მარჯვენა ფეხი ოდნავ მოხარა. მამაკაცმა კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვაიერა ქალი და მზერა ისევ მის მუხლზე შეაჩრა._მემგონი ჩემი მუხლი ძალიან მოგწონთ!
გულწრფელად ჩაიცინა ლილემ და მამაკაცის შუბლს მიაშტერდა. ოჰო, აშკარად არ უნდა ეთქვა ის რაც თქვა, ისეთი თვალებით ამოხედა დემნამ, წამით ახალკაცს მათი სილამაზის დაჯერაბაც კი გაუჭირდა. დემნას სიბრაზისგან ყბები მოეღრიცა, რა იყო კი მაგრამ, ნუთუ ასეთი მეწვრილმანე და ნერვიულია?
-ვიხუმრე!
სწრაფად დაიხია ლილემ უკან და ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხე კბილებს შორის მოიმწყვდია. დემნამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალი, რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მის ფეხებთან გაჩერებილ პატარა ბიჭმა არ დააცადა.
-დემნა, ბიჭებმა დღეს არ ავღნიშნოთ_ო?_ გაკრეჭილმა ჩაილაპარაკა და გუნდად შეკრულ ბიჭებს გადახედა.
-რათქმაუნდა, გაემზადეთ და ავტობუსში დამელოდეთ!_ გახარებულ ბიჭს გაქექილი თმები უარესად აუჩეჩა და ისევ ლილეს მიუტრიალდა. _ ახლა დრო არ მაქვს თქვენს კითხვებს დეტალურად ვუპასუხო და მემგონი, არც თქვენ ხართ ფორმაში დღეს. თან სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი მაქვს ინტერვიუ მოგცეთ! ._ ირონოულად ჩაილაპარაკა და ლილეს ზურგი აქცია._და კიდევ, დიდი იმედი მაქვს სიარულს ისწავლით._ ცინიკური ღიმილით ჩაუკრა ერთ ადგილზე გახევებულ და ბრაზმორეულ ლილეს თვალი და ბიჭებისკენ წავიდა.
ისეთ დღეში იყო ცოტაც და ალბათ ცხვირიდან ორთქლმავალივით გამოუშვებდა ბოლს. განრისხებულმა მომუშტა ხელები და ფეხების ბაკუნით მიტრიალდა აფხუკუნებული ნათიასკენ, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს და ტუჩებს ერთმანეთს გამწერებული აჭერდა. ახალკაცმა მეგობარს თვალების ბრიალით გადახედა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-აი, ნახე ისეთებს დავუწერ, ისეთებს... სულ ფორთხვით მოვა ჩემთან და შემეხვეწება რამე კარგი დაწერე_ო. _ მუქარას არ იშურებდა ახალკაცი და საჭეს თითებს გამწერებული უჭერდა.
-კარგი რა, ლილე, ხომ იცი რომ მაგ ბოროტების ჩამდენი არ ხარ._ ღიმილით გაუჯავრდა მეგობარი.
-დაინახე როგორ დამცინოდა? მზერით დამცინოდა!_ გაავებული ერთსა და იმავეს ასჯერ იმეორებდა და იმეროებდა.
-არამარტო მზერით. _ ფხუკუნით ჩაილაპარაკა ნათიამ და ფანჯრისკენ მიტრიალდა.
სახლში მისვლისთანავე სააბაზანოსკენ წავიდა, იქნებ მოხდეს სასწაული და ერთხელ ლილემაც იგრძნოს რა არის როცა წყლის ჭავლი შენზე დადებითად მოქმედებს და ყველანაირ დაძაბულობას გიხსნის. არამც და არამც, იქ უარესად დაიძაბა და განერვულდა. მამაკაცის ერთმა სიტყვამ და ერთმა გამოხედვამ საშინლად გააცოფა. ვერ იტანს როცა მის პროფესიონალიზმში თუ არა, მონდოემბაში მაინც ეპარებათ ეჭვი. როცა რაღაცას აკეთებს, აკეთებს მთელი გულით და სულით... იმ ცინიკოსმა კაცმა კიდევ როგორ დასცინა და მიწასთან გაასწორა ლილეს “კარიერული პიროვნება”. რადაც არ უნდა დაუჯდეს, აუცილებლად გაიგებს რამე ცუდს დემნაზე და დაწერს, თან ასე უბრალოდ კი არა... მიამატებს, გადააკეთებს, გამოჩხრიკავს და ისე დაწერს! ეგღა აკლია, ჩვეულებრივ საკუთარ თავზე შეყვარებულ მწვრთნელს დაუთმოს რამე. უკვე დიდი გოგოა და იცის, რომ თუ რქებით არ მიაწექი გაგიტანენ.
მეორე დილით ახალი შემართებით წამოხტა ფეხზე, მაღვიძარა გამორთო და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა. დღევანდელი დღის გეგმა დასახული აქვს და იცის როგორ წარმართავს ყველაფერს. ჯერ სამსახურში მივა, მაგრამ არავის არაფერს არ ეტყვის. შოთიკოს უბრალოდ ეტყვის რომ საინტერესო ინტერვიუს ჩააბარეს სულ მცირე დროში. დღესვე გაიგებს დემნას მისამართს და სახლში ესტუმრება დიქტოფონით. ზუსტად ისეთ კითხვებს დაუსვამს როგორსაც ინტრიგანი და საზიზღარი ჟურნალისტები სვამენ, არ უნდოდა სიამ-ტკბილობით გადაგორებული “სიმსხვერპლე” ხოდა ახლა უარესად მოუშხამავს მამაკაცს ნერვებს. თან ხომ უნდა იცოდეს ყავს თუ არა, იმ ლამაზს თვალებს ცქერის ობიექტი... ობიექტი, ანუ ცოლი!
შოთასთან პრობელმა არ შექმნია. მამაკაცმა როგორც კი გაიგო რომ საინტერესო საქმეზე გეგმავდა წასვლას, იმ წამსვე თანხობა განუცხდა და ნახევარი დღით გაანთავისუფლა. გზაში თავის რამდენიმე ახლობელს დაუკავშირდა და დემნას მისამართი გაიგო, არ გასჭირვებია, ძალიან სანდო წყაროებთან აქვს ურთიერთლობა უნივერსიტეტიდან.
გონებაში წარმოდგენილი ქონდა წითელი აგურებით აშენებული ხუთ სართულიანი კორპუსი, რომელის მესამე სართულზეც დემნა ცხოვორბს, მაგრამ მეგობარს არც სადარბაზო უთქვამს და არც სართული, მარტო უბნის სახელი და “ბინის” ნომერი უთხრა. იქ მისულს კი პირი დარჩა ღია, ახალი სტილით აშენებული ორსართულიანი სახლის დიდ გალავანთან იდგა და ცდილობდა ყბა როგორმე აემოძრავნებინა და ტუჩები ერთმანეთისთვის მიეწებებინა. ულამაზესი სახლი უკვე მოწმობდა დემნას მატერიალური მდოგმარეობის სიმსუქნეზე. ეშმაკური ღიმილით დააჭირა წითელ ღილაკს თითი და დაელოდა სანამ ტკაცანის ხმა არ გაისმა...დიდი რკინის კარები თავისით გაიღო, ლილემ თვალებმოჭუტულმა გააყოლა ორივე კარებს თვალი და შეეცადა წინ გადაშლილი სურათისთვის ყურადღება არ მიექცია... მაგრამ სულაც არ იყო ადვილი საქმე მსგავსი სილამაზისთვის გვერდის ავლა. ეზო სულ მწვანე იყო, სახლის კედლებიც მცოცავი ფოთლებით იყო დაფარული. ალაგ-ალაგ დაფენილი მრგვალი ქვის ფილები საოცარ ეფექტს ქმნიდა, გარშემო სულ სიმწვანე და ყვავილები. ბილიკის ორივე მხარეს ერთნაირ ქოთნებში ჩარგული საუცხოო ყვავილები და პატარა ნაძვები. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა წინ და ცდილობდა თითოეულ დეტალზე გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ეზო იმხელა იყო თვალის ბოლომდე მიწვდენა გაუჭირდა.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?_ ქალის თბილმა და ტკბილმა ხმამ გამოაფხზილა აგონიაში მყოფი ახალკაცი. დაფეთებულმა ოდნავ წამოიკივლა და ქალისკენ მიტრიალდა.
-ისა... მე ჟურნალისტი ვარ და ბატონ დემნასთან მინდა შეხვედრა. _ ჩურჩულით ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გადახედა ეზოს მარცხენა მხარეს.
-დემნა გასულია, მაგრამ შეგიძლათ დაელოდოთ, დაიბარა დღეს ადრე დავბრუნდებიო. _ დაბნეულმა ქალმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
-დაველოდო?
ქალისგან მსაგვს შემოთავაზებას არ ელოდა. ჩვეულებრივ მასპინძლებს ერთი სული აქვთ როდის წავლენ ჟურნალისტები თავის გზაზე, ეს ქალი კიდე სახლში ეპატიჟება და ვინ იცის ჩაიც შესთანავაზოს, გემრიელ ბლინებთან ერთად.
-დიახ, შემობრძანდით და დაელოდეთ. _ თავი ორჯერ დააქნია ქალმა და სახლისკენ მიუთითა. ლილე ნელი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ და პრიველ საფეხურზე დაბნეულმა ადგა ფეხი. _ თამამად თამამად. _ ღიმილით შეაგულიანა ქალმა და ხელი ოდნავ მიადო წელზე.
“მემგონი რაღაცას მიპირებენ... ვაიმე, მკვლელების ოჯახი ხომ არ არის... ან უარესი, იქნებ მანიაკები არიან და ასე იტყუებენ ხალხს სახლში.” დაშინებული ფიქრობდა და ქალს ინტერესით აკვირდებოდა. “არაა, გამორიცხულია ამ ქალს ვინმესთვის ცუდი უნდოდეს.” სწრაფად გაფანტა უარყოფითი ფიქრები და ჩაფუმფულებულ სითბოთი სავსე ქალს გადახედა.
-ჩაის ხომ დალევ?
ღიმილით კითხა ქალმა როგორც კი დივანზე მოკალაღდა ლილე. ახალკაცმა თვალები დაქაჩა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა, როგორც ახასიათებს ხოლმე. “მემგონი აზრებს კითხულობს.”
-მე უფრო ყავა. _ მორცხვად ჩაიჩურჩულა და ტუჩები განზე გაწია.
ერთი ყავა უთხრა და რამდენი რაღაცა გამოიტანა, აი, რას ნიშნავს როცა გულწრდფელად გიხარია სტუმრის მოსვლა. გახარებული დაფუმფულებდა ქალი წინ და უკან, თან გოგონას ესაუბრებოდა. დემნაზე არაფერი არ უთქვამს, მემგონი მასზე საუბარი აკრძალული აქვს. ძირითადად ეზოზე ესაუბრებოდა ლილე.
-ოოო, როგორი სტუმარი გვყოლია.
ზურგს უკან ნაცნობი და ცივ-თბილი ბარიტონი მოესმა. ნელა დადო ყავის ფინჯანი მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა. დღეს კიდევ უფრო მომხივლელი და საოცრად სიმპათიურია ბატონი დემნა. ეს გრძელსახელოებიანი ნაცსირფერი მაისურიც როგორ აუკაპიწებია მაღლა, ფეხზე ისევ კედები აცვია, ტანზე ჯინსის შავი შარვალი. ღიმილით გადადგა მამაკაცისკენ ერთი ნაბიჯი, იატაჯზე დაგდეებული ჩანთის ცალ სახელურს ფეხსაცმლის წვერი გამოსდო და ინერციით გადავარდა წინ. დაინახა როგორ გამოსწია მამაკაცმა მისკენ ძლიერი და ნავარჯიშები მკლავები, მაგრამ მათი სიძლეირე ვერ შეიგრძნო, ისე მოადინა ბრახვანი გაპრიალებულ იატაკზე. არადა რა კარგი სცენა გამოვიდოდა დემნას მკლავებს რომ დაეჭეირა ლილეს სუსტი და ფარატინა სხეული, მაგრამ... მაგრამ ყველაფერს ბედი უნდა. ტირილის პირას მისულმა ცივ იატაკს მარჯვენა ლოყა დაადო და ხელ-ფეხი ისევ ისე გაშალა. მიეჩვია ამ პოზაში წოლას!
კიდევ ერთხელ საცადა ნათიას სიტყვებით ეხელმძღვანელა, მაგრამ არ გამოუვიდა. ზოგადად უხერხულ მომენტებს ვერ იტანს, განსაკუთრებით ასეთ უხერეხულობებს. უკვე მეორედ მოუწია ასეთ სიტუაციაში ყოფნა და ეს ძალიან არ სიამოვნებს, მერე რა შემთხევითობები რომ არის. დარწმუნებულია, რომ ახლა მამაკაცი გონებაში ძალიან ხმამაღლა და დაუღალავად დასცინის. დარწმუნებული იმიტომაა, რომ თვითონ ზუსტად ასე დაცინებდა ერთ მოუხერხებელ და სულელ გოგოს, რომელმაც დემნას თქმის არ იყოს, ნორმალურად სიარული არ იცის. ცრემლებსაც გადმოყრიდა, მაგრამ ასეთი მომენტებიც ვერ ამარცხებს, უბრალოდ ახლა თავს უხერხულად გრძნობს, არნაირი ემოციური ზეგავლენა არ მოუხდენია ლილეს მეორე მარცხს ლილეზე. ამაყად მოხარა ხელები და ფრთხლად წამოიწია. დემნა სწრაფად დაიხარა მისკენ და წელზე ცალი ხელი ისე მძლავრად მოუჭირა, ლილეს სუნთქვა გაუჭირდა. თვალების პაჭუნით ახედა მამაკაცს და მის ნიკაპს გაუსწორა მზერა. აბა კი არა ლილეს შეხედოს, სადღაც სივრცეში იყურება და ისე ცდილობს ლილეს დახმარებას. და მერე როგორი სურნელი ასდილს ბატონ დემნას, ძალიან ძვირფასი სუნამოსი. ახალკაცმა ხარბად შეისუნთქა მამაკაცის სასიამოვნო სურნელი და ახლა უკვე წაქცეულთან ერთად გაბრუებულიც არის. დემნამ მარტივი მოძრაობით წამოაფრინა ფეხზე და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. როგორც კი წელში გასწორდა მამაკაცის ცინიკურად მომღიმარ თვალებს გადააწყდა. ხო, რათქმაუნდა, დასცინის!
-გპირდებით სიარულს აუცილებლად ვისწავლი!_ სანამ დემნა რამე საძაგლობას ეტყოდა თვითონ დასცინა საკუთარ თავს და დივნისკენ მიტრიალდა.
ძირს დაგდებულ ჩანთას გაბრაზებულმა დაავლო ხელი და საჭირო ნივთები ამოიღო. დემნასკენ აღარ მიტრიალებულა, კიდევ ერთხელ რომ დაინახოს მამაკაცის თვალებში ირონია, შეიძლება იქვე დათხაროს ის საოცრად ლამაზი თვალები და არ აწყობს. მწვრთნელი ნელი ნაბიჯებით წავიდა მეორე სავარძლისკენ და უხმოდ მოთავსდა. ლილე დაბნეული აფათურებდა ხელებს ჩანთაში და თვითონაც არ იცის რას ეძებდა. მამაკაცის დაჟინებილი მზერა რომ იგრძნო, თავი ოდნავ ასწია და აფერისტულად გაუღიმა.
ჯერ კიდევ უბრუებდა გონებას დემნას სუნამოს სუნი, აზრზე მოსვლასაც ვერ ახეხებს. მემგონი სუნამოში ჯადო აქვს გარეული ბატონ მწვრთნელს და ასე აჯადოვებს სტუმრებს, აბა რაღა მაინც და მაინც ახლა გაითიშა. ბუნდოვნად ხედავდა როგორ ათამაშება მამაკაცი წარბებს და მემგონი რაღაცას ეკითხებოდა, მაგრამ ბაგეები არ გაურხევია და ლილემაც ჩათვალა რომ საინტერესო არაფერია.
-მე როგორც ვიცი ჟურნალისტი რესპოდენტს შეხვედრას წინასწარ უთანხმებს და შენსავით მოულოდნელად არ ადგება თავზე!
გაღიზიანებული ტონით ჩაილაპარაკა დემნამ და წარბები კუშტად შეკრა. ნეტავ ვის ებღვირება რომ ებღვირება, ძალიან არ შეაშინოს ეს ქვასავით გოგო. ახალკაცს მამაკაცის ტონი არ მოეწონა და სწრაფად აწკიპა ორივე წარბი მაღლა, ბაგეები ოდავ დააშორა ერთმანეთს და სუფთა ჰაერი პირით შეისუნთქა, საუბარი რომ გაადვილებოდა.
-დარწმუნებული ვარ შეხვედრაზე უარეს მეტყოდით, ხოდა მეც გადავწყვიტე ჩემი ხერხებით ვიურთიერთობო თქვენთან!
ნიშნის მოგებით გაეჯგიმა, თითქოს მამაკაცისთვის რაღაცის დამტკიბეას ცდილობს. ალბათ უნდა რომ გუშინდელი დიალოგი ინანოს დემნამ და ლილეზე წარმოდგენა შეეცვალოს.
-მართალი ხარ შეხვედრაზე უარს გეტყოდი, მაგრამ შენი აქ მოსვლითაც არაფერი შეიცვლება!_ მკალცრად გააღჭიალა დემნამ კბილები და ოდნავ წამოიწია სავარძლიდან. რა უცებ გადავიდა შენობით ფორმაზე._ არანაირი სურვილი მაქვს თქვენს ინტრიგებით სავსე ჟურნალში ჩემზე და ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო!
ისეთი კატეგოირული საუბრობდა მწვრთნელი ლილეს წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი წაერთვა, მაგრამ შოთას მუქარა რომ გაახსენდა უარყოფითი ფიქრები გაფანტა და შეეცადა როგორმე დემნაზე ზეგავლენა მოეხდინა. მამაკაცის თითოეულ ბგერაში იგრძნობა როგორი ცუდი დამოკიდებულება აქვს პრესასთან და განსაკუთრებით ჟურნალისტებთან.
-ანუ თქვენ ჩვენს ჟურნალს კითხულობთ._ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და პატარა რვეული გადაშალა. დემნამ ალმაცერად გადახედა გათამამებულ გოგონას. _ აბა საიდან იცით რომ ინტრიგნულია?_ შეეცადა ჩამჭრელი კითხვებით წასულიყო წინ.
-ჟურნალებს და მითუმეტეს ისეთ ჟურნალებს სადაც “დედაქალაქის ჭორები” ვრცელდება, წაკითხვა არ სჭირება!_ პოზიციას არ თმობდა დემნა.
-ხომ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიძახით რომ თქვენი ინტერვიუც მათთან ერთად მოხვდება?
მიხვდა რომ ამ კაცთან ჩვეულებრივი ხრიკებით ვერაფერს გახდება, ზუსტად იმ ენაზე უნდა ესაუბროს, რა ენაზეც მამაკაცი მეტყველებს. ასე უფრო ბევრს მოიგებს და ვინ იცის იქნებ ინტერვიუზეც დაითანხმოს ეს თბილ-ცივა კაცი.
-მე ვთქვი, არა!
მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა დემნამ და ფეხზე წამოდგა. ლილე მიხვდა მისი წასვლის დრო რომ იყო და მამაკაცის მსგავსად წამოიჭრა ფეხზე, ჩანთაში გულმოსულმა ჩაყარა ნივთები და კარებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. რათქმაუნდა ასე ადვილად არ დანებდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს საშინელი კაცი სააშკარაოზე გამოიყვანოს, თავისი ცუდი საქმეებით, რომელბიც რათქმაუნდა ჩადენილი ექნება. დიდ კარებთან მისული ერთ ადგილზე გახევდა და ნახევარი ტანით მიტრიალდა დემნასკენ.
-მე ასე ადვილად არ ვასრულებ, აუცილებლად წაგაკითხებთ ერთ მშვენიერ დღეს თქვენზე ორ გვერდიან ინტერვიუს!_ მკაცრად დასძინა ახალკაცმა და კარების საკეტი გადაატრიალა.
-წარმატებები!
ირონიული ღიმილით მიაძახა დემნან და ისევ სავარძელში ჩაჯდა. ორთქლმავალმა ლილემ სწრაფად დაკეტა კარები და ბილიკს ისე დაუყვა, ეზოს სილამაზითვის ყურადღება აღარც კი მიუქცევია. როგორც კი თავის პატარა სამფლობელოში ჩაჯდა გაბრაზებულმა ამოიღმუილა და საჭეს თითები მთელი ძალით მოუჭირა. ზოგადად ვერ იტანს როდესაც რაღაცა არ გამოსდის და ამ კონრეტულ შემთხევაში დემნასაც ვეღარ იტანს. რომ არა, მისი კატეგორიული ხასიათი, ხომ მიუტანდა გადასარევ ინტერვიუს შოთად და ვინ იცის, იქნებ დაეწინაურებინა კიდევაც. ამის გაფიქრებისას უარესად აუჩხრიალდა სისხლი ძარღვებში. რა ლამაზი თვალების პატრონია და როგორი ბოროტია, აბა კი არა - “ახალგაზრდა გოგო ხარ ახლა იწყებ კარიერად და თუ ჩემი ინტერვიუ დაგეხმარება ამაში რაზეა ბაასიო.” კიდევ ერთხელ შეათვალიერა მაღალი გალავანი და მანქანა დაქოქა. სამსახურში არ წასულა, იქვე ახლოს კაფესთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. ასეთ დამძიმებილს და დაზაფრულს ორმაგი ესპრესო თუ გამოაფხიზლებს, იქნებ მერე სამსახურში წასვლაზეც იფიქროს. თუ არადა შოთას დაურეკავს და ეტყვის რომ დღეს ვეღარ მივა საქმეების გამო. ფანჯრის მხარეს დაჯდა და ცხელ ფინჯანს თითები მაგრად მოუჭირა. ჯერ კიდევ დემნას ორსართულიან და საუცხოო სახლშია გონებით. თვალები დახუჭა და მამაკაცის ავლა-დიდება გაიხსენა -ორსრთულუანი ახალი სტილით ნაშენები სახლი ძალიან გემოვნებიანი პიროვნების მოწყობილია აშკარად. თუ დემნას ჩაცმულობას გავიხსენებთ არ არის გამორიცხული მისი დამსახურება იყოს. მისაღები საშუალო ზომისაა, კუთხეებში კუთხის თაროები დგას წიგნებით და სუვენირებით გამოტენილი. ნეტავ რათ უნდა ამდენი წვრილმანი ნივთით, რომ აქვს თაროები სავსე. სახლში აშკარად ორი ადამიანი იყო, თუ ცოლი ყავს წესით სახლში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომ? იქნებ სადმე იყო გასული, ან იქნებ სამსახურში იყო. ჯერ ეგ უნდა გაარკვიოს, ახლა უკვე მამაკაცის სახელიც იცის და გვარიც, ხოდა დაჯდება და მის ბიოგრაფიას სხვებს გამოკითხავს, ელემენტარული თვითონაც რომ გაიგოს არ მოკვდება, დანარჩენ სააქმებს დროთა განმავლობაში მოუხერხებს რამეს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიგოს მამაკაცის დღის განრიგი სახლს რომელ საათზე ტოვებს, სად დადის, რომელ საათებში ავარჯიშებს ბავშვებს, ვის ხვდება, სახლში რომელ საათზე ბრუნდება და ამასობაში ყავს თუ არა ცოლი მაგასაც გაიგებს. რას გადაეკიდა დემნას ოჯახურ მდგომარეობას. ძალიან სიმპათიური მამაკაცია, შეძლებული, თან ისეთ ასაკშია ცოლი რომ ყავდეს სულაც არ არის გასაკვირი. 29 წლის მაინც იქნება თუ უფრო მეტის არა, ხოდა დიდი ამბავი ცოლი ყავდეს, იქნებ შვილიც? “ლილე, დემნას ოჯახზე ფიქრს გირჩევნია მოიფიქრო რა უნდა გააკეთო.” საკუთარ ფიქრებზე დაგეშილმა ჩაიჩურჩულა და ტუჩები დაბრიცა.
-”მეგობრებთან რომ მივიდე და მასზე ვკითხო?”
-”არაა, მეგობრები ეტყვიან და ისიც გააფრთხილებს.”
-”რამე ისეთი იდერა მჭირდება რაც აუცილებლად გაჭრის.”
ხმამაღლა ფიქრი ყოველთვის უყვარდა, არასდროს აქცევს გარშემო მყოფ ხალხს ყურადღებას. ზოგჯერ ხელებითაც ესაუბრება საკუთარ თავს, ხმამაღლა საუბრით უფრო კარგად იგებს ყველაფერს და იმიტომ. გვერძე მსხდომ თვალებდაქაჩულ წყვილს ღიმილით გადახედა და ისევ ხმამაღალი ფიქრი განაგრძო.
როგორც ფიქრობდა სამსახურში აღარ მიტრიალებულა, შოთას კაფიდავნე დაურეკა და უთხრა რომ შეხვედრებზე აპირებს წასვლას და სამსახურში მისვლას ვერ მოახერხებს. მამაკაცმაც რათქმაუნდა თანხმობა განუცხადა, თუ საქმეს ჭირდება რა პრობელმააო. გაკრეჭილი ჩახტა მანქანაში და ნათიას არაბული სამშენებლო კომპაანიისკენ წავიდა. მთელი გზა წითელზე იდგა გაჩერებული და ილანძღებოდა. ასეა, თუ ერთხელ არ გაუმართლა მერე მთელი დღე დათარსული დადის.
დაცვის ბიჭები გულიანად მოიკითხა და ლიფტისკენ წავიდა ღიღინით. ნათიას კომპანიაში თითქმის ყველა თანამშრომელი იცნობს ლილეს, ზოგი ნათიასგან, ზოგიც პიროვნულად. რაც ნათიამ მუშაობა დაიწყო თითქმის ყოველ კვირა სტუმრობს ლილე მეგობარს სამსახურში. კაბინეტის კარებზე ნაზად დააკაკუნა და ნახევრად ღია კარებში თავი შეყო.
-გამარჯობაა.
სიცილით ჩაილაპარაკა და ყველას ყურადღება მიიქცია. კაბინეტში ნათიას გარდა კიდევ სამი თანამშრომელი ზის. მეგობრის დანახვით გახარებული ნინიძე ფეზე წამოდგა და ლილესკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. ორივე ლოყა გაბადრულმა დაუკოცნა და ისევ თავის მაგიდასთან მივიდა.
-საფულეს ავიღებ და ბუფეტში ჩავიდეთ, ვკვდები ისე მშია. _ სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-როგორ ხართ, საქმიანებო?_ მეგობრულად მოიკითხა ყველა და კარებს ზურგით მიეყრდნო.
-როგორ და გამოფიტულები. _ სიცილით ჩაილაპარაკა რატიმ.
-წავედი მე და მალე ამოვალ, არ მოიწყინოთ.
ღიმილით ჩაილაპარაკა ნათიამ და ლილეს გასასვლელისკენ უბიძგა. ბუფეტში მარტო მეფუტედე დახვდათ, დღის მეორე ნახევარია, შესვენებაც დასრულებულია და არავინ აღარ აკითხავს აქაურობას. ნათიამ ლილესთვისაც მისცა შეკვეთა და მაგიდასთან მოკალათდა.
-რა ქენი აბა?_ ინტერესით ააცმაცუნა ტუჩები და თვალებში ჩააშტერდა.
-რა ვქენი..._ გაახსენა როგორ გააბრაზა დემნამ და წარბები შეჭმუხნა. _ რა ვქენი და ვერაფერი, ისეთი უჟმური კაცია._ ამოიჩურჩულა ბუზღუნით და ნიკაპი ხელისგულებში ჩარგო.
-რაო, ინტერვიუებს არ ვიძლევიო?_ სიცილით იკითხა ნათიამ და ჰამბურგერი პირისკენ წაიღო. ლილემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და წვენი მოსვა.
-თან იცი როგორი შეუვალია, შეპასუხებაც კი ვერ გავუბედე. _ საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და დაიღრინა.
-ხო, კარგი არაუშავს, სხვა დროს სცდი კიდევ და ეგაა, რაა._ გაამხნევა მეგობარმა და ჰამბურგერზე მიუთითა._ ჭამე იცი რა გემრიელია.
ცოტახანი კიდევ დარჩა მეგობართან, უნდოდა ქერაზეც დალაპარაკებოდა, მაგრამ ნათიამ მაგვიანდებაო და ვეღარ მოასწრო. ეგ არაფერი, დღეს აუცილებლად წააცუნცულებს ბარში და იქნებ ნორმალურად მოახერხოს წყვილმა საუბარი, აბა როდემდე უნდა უჟუჟუნონ ერთმანეთს თვალები, თან ფაქტია ერთმანეთის გრძობების შესახებ ორივემ ძალიან კარგად იცის. ნათიამ თხოვა საათ ნახევარში ვამთავრებ და თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი, მერე სახლშიც შენ გამოგყვებიო, მაგრამ კაბინეტში ჯდომას სუფთა ჰაერზე გასეირნება ურჩევნია, თან დროც უფრო მალე გავა და ნათიაც მალე ჩამოვა. ნათიას სამსახურთან, იქვე ახლოს ლამაზი მწვანე პარკია და ხშირად სტუმრობს აქაურობას ნათიასთან ერთად.
როგორც პატარაობაში იცოდა, ზუსტად ისე აცლიდა ტოტებს ფოთლებს და ფრჩხილებით ხევდა. სიარულით რომ დაიღალა თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა და დიდ მინდორზე მოთამაშე ბავშვებს გახედა. რამდენიმე მათგანს უკვე იცნობს, თითქმის სულ აქ არიან და შემთხევით შემოცნო ლილეს ბავშვები. იქვე ახლოს მზესუმზირით სავსე დიდი ჯამი იდგა, მაგრამ გამყიდველი არსად ჩანდა. მობუზულმა დაბრიცა ტუჩები და ისევ ბავშვებს გადახედა, არადა რა გერიელად ჩააკნატუნებდა მზესუმზირას, თან რა არომატულად გამოიყურება. ახლოს მივა და იქნებ გამყიდველმა დაინახოს და მოვიდეს. ჩანთა ორივე მხარზე მოიკიდა და ფეხზე წამოდგა. არც შემცდარა როგორ კი ხის მაღალ სკამს მიუახლოვდა ქოთქოთით წამოვიდა მოხუცი ქალი მისკენ. ღიმილით დაიკავა თავისი ადგილი და მზესუმზირა ჩაუყარა პარკში.
ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, წუწუნით მოიხსნა ჩანთა და წინა ჯიბიდან მოწკრიალე აპარატი ამოიღო, ნათია ურეკავდა. თურმე რამხელა დრო გასულა, საათ ნახევარიც გავიდა და საათი და ორმოცი წუთიც. ჩქარა მიაყარა მეგობარს სიტყვები და თითქმის სირბილით წავიდა გასასვლელისკენ. ნათია მანქანასთან იდგა ატუზული და ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებოდა. ლილეს ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, სწრაფად ასწია თავი მაღლა და ძაგებით გაუჯავრდა მეგობარს.
-დღეს ბარში წავიდეთ. _ ღიმილით შეაპარა მეგობარს და შუქნიშანზე გაჩერდა.
-იცოდე ნინოსავით არ დაიწყო!_ სიცილით გაუჯავრდა ნათია და თითი დაუქნია. _ დროა უვკე დროო._ დედის ინტონაციით გაიმეორა მისივე სიტყვები და უფრო ხმამაღლა გაიცინა.
-მე არაფერს არ ვიწყებ, მაგრამ ხომ იცი, ახლა უფრო მეტი უნდა იაქტიურო. _ წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა.
რკინის კარები დიდი სამბიით დააყენეს სადაბარზოს შემოსასვლელში და ლიფტის გაკეთება არავის არ უნდა. რამდენჯერ ააგროვა კორპუსის თავჯდომარემ ფული ვინ იცის, მაგრამ ვერა და ვერ გააკეთა. ღრენით აიარა ოთხი სართული და კარებთან ძალაგამოცლილი მიესვენა. ხომ არაფერი გაუკეთებია, სამსახურშიც არ ყოფილა ნორმლაურად დღეს, მაგრამ მაინც როგორ დაღალა გარეთ ბოდიალმა. როგორც კი სახლში შევიდა პირდაპირ სააბაზანოსკენ აიღო გეზი. ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მთელი ქალაქის მტვერი ლილეს სხეულზეა აკრული. ვანაში თბილი წყალი დააგუბა და სურნელოვანი საპნები ჩაყარა. დღეს ძალიან ადრე მოუწია სახლში დაბრუნება და რა უჭირს ცოტახანი თვითონაც რომ განიტვირთოს ისე როგორც საჭიროა. თან საღამოს ბარში მტვრიანი ხომ არ წავა. ტელეფონი პირსახოცთან ერთად დადო ვანასთან მდგარ საპნების კამოდზე და მუსიკებით გაბრუებულმა დახუჭა თვალები. სხეულმა დანაოჭება რომ დაიწყო, გამოფხიზლდა. ტანი დაიხეხა და წყლიდან ამოხტა. სველი თმები პირსახოცში შემალა და სამზარეულოსკენ წავიდა ცეკვა-ცეკვით.
დღეს გადაყწვიტა მანქანით არ წავიდეს ბარში, თან საწვავიც არ ჩაუსხამს და ხვალ დილით სამსახურამდე გასვლა ხომ უნდა. ახლა კიდევ ბენზინგასამართ საგრუზე მიმსვლელი არ არის. ნათიამ საღამოს ცხრისკენ დაურეკა და შეატყობინა რომ უკვე გამოძახებულ ტაქსში ზის და ელოდება. თხელი ჩანთა იღლიაში ამოდო და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
ბარში შესვლისთანავე ქერასკენ წავიდნენ, ბიჭი ღიმილით მიესალმა გოგონებს და კლიენტებს მიუბრუნდა. ნათიამ გაწბილებულმა აიბზუა ცხვირი და სავსე დარბაზი მოათვალიერა. რა დღეც არ უნდა იყოს ხალხი ყოველთვის არის ამ ბარში, მერე რა რომ ორშაბათია, ქართველები არც კვირის დასაწყისში იძახიან გართობაზე უარს.
-რას დალევთ?_ როგორც კი მოიცალა გოგონებისკენ მიტრიალდა ბიჭი. ნათიამ ჯერ ლილეს გადახედა და მერე ბარის თავზე გაკრულ სასმელების სიას.
-კივის წვენს. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ისევ დარბაზის თვალიერება დაიწყო. ქერამ სიცილით გადახედა ლილეს.
-ჟოლოსას დავლევ მე. _ სიცილითვე უპასუხა და გაბუტულ დაქალს მიუტრიალდა. _ რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?_ ხმადაბლა კითხა ქერას რომ არ გაეგო.
-რა უყურადღებობაა, აბა, ვერ გავიგე? როდის აქეთ იქცევა ასე?_ ბუზღუნით ჩაილაპარაკა ნათიამ და მიტრიალებულ ქერას დაემანჭა.
ცოტახანს კიდევ უყურებდა ცხვირჩამოშვებულ მეგობარს, არადა ნათიას ძალიან კარგად იცნობს და იცის რომ მსაგვსი წიკები არ ახასიათებს, დღეს რა დაემართა წარმოდგენა არ აქვს. დარწმუნებულია, ნათია რომ თავის საქციელს გაიაზრებს ძალიან გაბრაზდება... რა ქერას ბრალია კლიენტების რაოდენობა რომ მრავლდება და მრავლებდა, ბიჭი ვალდებულია ზრდილობიანად მოემსახუროს ყველას და არ ალოდინოს, როცა დრო აქვს გოგონებთანაც საუბრობს. დიდი რკინის კარების ხმაზე ინსტიქტურად მიტრიალდა უკან და ნაცნობ სილუეტს ირონიულად გაუღიმა. ტუზი დაეცა! დემნა ისევ მეგობრებთან ერთად ესტუმრა ნიტას ბარს. დემნამ მომღიმარი ლილეს დანახვისას როგორც ჩვევია ისე შეკრა შუბლი.
ირონიული ღიმილით მიტრიალდა ისევ ბარისკენ და ნათიაზე გაშტრეულ ქერას გადახედა. მათთვის ხელის შეშლა ახლა ყველაზე ცუდი იქნება, ამიტომ ჯობია სადმე გადაჯდეს და თავისთვის წრუპოს ჟოლოს წვენი. თან იქნებ წყვილმა რამეს თავი მოაბას და ერთმანეთს ცხადად გამოუტყდნენ გრძნობებში. ცივი წვენის ჭიქას თითები ლამაზად შემოხვია და ფეხზე წამოდგა, ნათიამ სწრაფად მიატრიალა თავი უკან და მიმავალ მეგობარს გახედა.
-სად მიდიხარ?
ინტერესით იკითხა და ლილეს ეშმაკურად ახამხამებული თვალების დანახვისას კუშტად შეკრა წარბები. ახალკაცს აღარაფერი უთქვამს, უსიტყვოდ გატრიალდა და ვერანდისკენ წავიდა. ბარიც ხომ ძალიან კომფორტულადაა მოწყობილი, მაგრამ ვერანდა მაინც სულ სხვა. დიდი ვერაფერი ხედი იშლება წინ, თუმცაღა სასიამოვნო სურნელი ყოველთვის ტრიალებს ჰაერში, ეგეც რომ არ იყოს აქ სულ სიგრილეა და ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნოა სუფთა ჰაერზე ჯდომა. ფეხსაცმელები გაიხადა და ბალიშებით სავსე სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. როცა აქ არის, თავს ყოველთვის ძალიან თავისუფლად გრძნობს, იცის რომ ვერანდას ხშირად არ სტუმრობენ კლიენტები. სანთლები, ძველებური ლამპები და დაწნული ხის მაგიდა ძალიან მოსწონს. წვენის ჭიქა მაგიდაზე დადგა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო თავით, თვალები ნელ-ნელა მილულა და მშვიდად დაიწყო სუნთქვა. მემგონი ძილს აპირებს, მაგრამ ვინ დააცადა, ნაბიჯების ხმამ გამოფხიზლა და სწრაფად დაჭყიტა ორივე თვალი. ნელ-ნელა უახლოვდებოდა ნაბიჯების ხმა, კიდევ კარგი ვერანდისკენ წამოსასვლელი გზაზე არც მუსიკა ისმის და არც ხმაური, თორემ ხომ დახვდებოდა იმ ვიღაცას ლამაზად გადაშლილი წიგნივით. ფეხები დაბლა არ ჩამოუწევია, მაგრამ ჭკვიანურად დაიფარა ბალიში ოდნავ დაშორებულ ბარძაყებზე და მინის კარებს მიაშტერდა, არასასურველი სტუმრის მოლოდინში.
ვის ვის და იქ დემნას ნამდვილად არ ელოდებოდა, ეჭვადაც კი არ მიუტრანია გონებასთან ახლოს რომ შეიძლება ვერანდაზე ბატონი ონიანი გამოსულიყო. თვალებდაწვრილებულმა გადახედა კარებში მდგარ მამაკაცს, რომელიც რაღათქამუნდა ვერანდაზე ლილეს არ ელოდა. უკან არ წასულა, პირიქით ვერანდის მოაჯირისკენ წავიდა და იდაყვებით დაყერდნო. ახალკაცი გაფართოვებული თვალებით უყურებდა მამაკაცის მოხდენილ სხეულს ღამის შუქზე შესანიშნავად რომ იკვეთებოდა და ნერწყვებს დამშეულივით ყლაპავდა. რა წესია, როგორც წესი მამაკაცები უნდა ყლაპავდნენ ლილეს გამო ნერწყვებს და ეს ვიღაცა დემნას გამო ილურწკება. არა, ლილეს გამო ძალიან ბევრი თუ არა, რამდენიმე მამაკაცი დანამდვილებით ვიცი რომ უგონოდაა მასზე შეყვარებული. მაგრამ რა ქნას ახალკაცმა არცერთი მათგანი არ არის მისი შესაფერისი. დემნამ ცალი თვალით გამოხედა მასზე მიშტერებულ გოგონას და ირონიულად ჩაიცინა. კიდევ კარგი ჩაიცინა და ლილე გამოაფხიზლა, თორემ ხომ შეიძლება რამე ცუდი გაეკეთებინა. მისი ირონიული სიცილით გაღიზიანებულმა ყბები გააღჭიალა და წვენი მოსვა.
-აქაურობას ხშირად სტუმობთ?
მისალმების გარაშე გადავიდა პირდაპირ კითხვაზე. მამაკაცმა ერთი ამოისუნთქა და ლილესკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯებით, ბალიში უკან გადააგდო და თავისუფალი ადგილი დაიკავა. როგორც კი მამაკაცის ნაცნობი სურნელი იგრძო, გაბრუებული შეეცადა ოდნავ მაინც მოშორებოდა მის გაყინულ სხეულს. სასიამოვნო სურნელთან ერთად დემნასგან ძალიან, ძალიან ცივი ტემპერატურა მოდიოდა, რაც ლილეს კიდევ უფრო აშინებდა და გამბედაობის უნარს უკარგავდა. მამაკაცი მიუხვდა რამაც დააფრთო გოგონა და კიდევ ერთხელ ჩაიღიმა ირონიულად.
-გააჩნია, სურვილი თუ მაქვს._ხმადაბლა გასცა პასუხი და ლილეს ცისფერ თვალებს ჩააშტერდა.
-გცივათ?
მამაკაცის სიცივით შეწუხებულმა შეპარვით კითხა და თვალები მოჭუტა. დემნამ ჯერ ალმაცერად გადახედა გოგონას, მერე ტანზე დაიხედა და ბოლოს ისევ ლილეს თვალებს გაუსწორა აელვარებული თვალები.
-შინაგანი სიცივე გარეგანზე არ მოქმედებს. _ მიუხვდა რაზეც ეკითხებოდა და ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა.
-შინაგანი? მითუმეტეს, უნდა გყინავდეთ!_ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ახალკაცს.
დემნამ ისე ამოისუნთქა, აშკარად აღარაფრის თქმას აპირებს, თან დაკვირვების ობიექტიც შეცვალა. ახლა უკვე სანთლებით განათებულ ძველ ლამპაზე აქვს თვალები გაშტერებული და მშვიდად სუნთქავს. ცოტა არ იყოს და ეს კაცი აშინებს, წარმოდგენა არ აქვს რატომ ამახვილებს ყურადღებას მის შინაგან თუ გარეგან სიცივეზე, მაგრამ ფაქტია რომ დემნასთან ძალიან ცივა. მოდი და ამ ყველაფრის მერე, არ გაგიჩნდეს ეჭვი რომ ეს კაცი თავიდან ბოლომდე წყარო ანკარა არაა. ისე იქცევა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ლილეზე, ლოგიკურია ეჭვები ჭამს ახალკაცს.
-არ გგონიათ რომ თქვენი ქცევებით ეჭვებს უფრო მიღვივებთ?_ სითამამე შეემატა გოგონსდ და დიდ გულზე მოვიდა.
-ეჭვებს რომლებიც დაზეპირებული გაქვთ!_ მისკენ ოდნავ მოატრიალა თავი. _ ყველა ადამიანზე ერთი და იგივე ეჭვის მიტანა და თან ხშირ შემთხევაში ამ უსაფუძვლო ეჭვების მტკიცება. _ გამკაცრებული ბგერებს უშვებდა დემნა ბაგეებიდან და თან თვალს არ აშორებდა ლილეს.
-ცდებით! ყველა ადამიანს ერთი და იგივე ეჭვით არ ვშიფრავთ!
ცოტა არ იყოს და მამაკაცის სიმართლე არ ესიამოვნა, იცის რომ ნაწილობრივ მართალია დემნა. ეს ეჭვები უკვე იმდენად აქვს გამჯდარი რომ 10_დან 9 შავ-ბნელი საქმეებით დაკავებული პირი ჰგონია. შეიძლება ნაწილობრივ ლილეც მართალია, რა ქნას, პროფესია აქვს ისეთი სადაც ვერასდროს ვერავის ენდობი 100%, ჯერ მარტო იმიტომ, რომ იციან ჟურნაისტია და ბევრ წვრილმანს უმალავენ, მერე კიდევ იმდენ “პატიოსან” ადამიანზე გაიგო ცუდი სულ წაუხდა ნდობის სურვილი.
-რა მნიშვნელობა აქვს გაზეთში რა კუთხით დაბეჭდავთ მოგონილ ისტორიას, მთავარია როგორ გაიგეთ ყველაფერი!
-ჟუნრალისტების მიმართ ცუდი დამოკიდებულება რატომ ჩამოგიყალიბდათ?_ მამაკაცის სიტყვებს გვერდი აუარა და ისე კითხვა დასვა რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. _ მე როგორც ვიცი თქვენზე არცერთხელ არსად არ დაწერილა სტატია და მიზეზიც შესაბამისად მემგონი არ გაქვთ. _ უფრო კონკრეტულად განუმარტა რა ეჭვებისკენ მიდიდა ახალკაცის გონება.
-არ გიფიქრია, რომ მე არ მივეცი სტატიის გამოქვეყნების უფლება?_ ყბებ დაჭიმულმა ჩაილაპარაკა და თვალებით დაუღრინა ლილეს. _ ხოო, იქნებ ბოროტ ჟურნალისტზე შური ვიძიე და ცუდად დავუმთავრე._ ბოროტულად ეშაყირებოდა დემნა ონიანი აცახცახებულ ახალკაცს.
-ეგ...ეგ როგორ?_ ამოილუღლუღა მამაკაცის სიტყვებით დაბნეულმა.
-როგორ, ეგ თავად უნდა გაიგო!_ დააკვალიანა და ფეხზე წამოდგა. _ ვიმედოვნებ კიბეებზე ჩამოსვლა არ გაგიჭირდება. _ ისევ ისეთი ინტორნაციით დასცინა ქალს როგორც სჩევია ხოლმე და მინის კარები დაკეტა.
ასეთი დაბნეული და გონება არეული გამოცდებზეც არ ყოფილა. მიუხედავად იმისა რომ მამაკაცმა იხუმრა და ლილე დარწმუნებულია, რომ იხუმრა...მისი სიტყვები გაფრთხილებასავით მოეჩვება, თითქოს დემნა ცდილობდა ლილე დაეშინებინა და იძულებული გაეხადა, გოგონას უარი ეთქვა დემნას ჩაძირვაზე. ან... ან იქნებ არ უხუმრია და მართლაც რაღაცა დამართა რომელიმე ჟურნალისტს. იქნებ, იმ საწყალმა რა ინფორმაცია მოიპოვა და დემნაც იძულებული გახდა თავისი ხერხებით ემოქმედა. თან წეღან არ ამბობდა, რომ მამაკაცი ძალიან ცივია, მემგონი ცუდი საქმის ჩადენაც არ გაუჭირდებოდა. “რა სისულელეებზე ფიქრობ ლილე, როდის იყო ბოროტმოქმედები ასე პირდაპირ გეუბნებოდნენ შემეშვი თორემ მოგკლავო.” თავისთვის ამოილაპარაკა ხმამაღლა და შუბლზე ხელები მიიჭირა. “ეგეც რომ არ იყოს ჩემმამდე არცეთი ჟურნალისტის მკვლელობის ამბავი არ მოსულა.” კიდევ უფრო დამაიმედებელი პასუხი შემოიშველია და გახარებულმა თავისუფლად ამოისუნთქა.
სწრაფად წამოდგა ფეხზე და ფეხსაცმელები ჩაიცვა, მამაკაცის გართხილებლა გაითვალისწინა და კიბეებზე ნელა და ნაზად ჩავიდა. მაგრამ რა დროს ნელაობა და სინაზეა, ისეთი ამბები აქვს გასარკვევი და დასაჩხრეკი. ის კი არ იცის დემნა ონიანმა თავისი სიტყვებით უარესად რომ ააღელვა გოგონა და სურვილები გაუმძაფრა. სირბილი მივიდა ნათიასთან და გვერდით მიუსკუპდა. წყვილი ისევ რაღაცაზე საუბრობდა და თან გულიანად იცინოდა, მეგობრის ბედნიერებით გახარებულს წამებში გადაედო დადებითი ემოციები და შეეცადა ერთი სიტყვა მაინც “ჩაეჩხირა” მათ დიალოგში.
-რა ჰქენით, ისაუბრეთ?_ იკითხა ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. ქერამ ღიმილით გადახედა ლილეს და მაცდურად ჩაუკრა თვალი.
-ამ ბარში ნორმალურად საუბარი შეუძლებელია, მითუმეტეს ისეთ თემაზე რაც მე და ნათიას “გვაწუხებს”.
ხმამაღალი სიცილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კლიენტს მიუბრუნდა. ლილემ გაბადრულ ნათიას გადახედა, გოგონამ მხრები აიჩეჩა და წვენი მოსვა. კიდევ კარგი ეს ორი გადარეული მაინც ყავს ახლა ახლოს, თორემ დემნაზე ფიქრებს ვერცერთი წამით მოიშორებდა. ჯერ ისედაც სულ მაგ მამაკაცზე ფიქრობს და ახლა განსაკუთრებით, მემგონი ღამეც ვეღარ დაიძინებს.
სახლში თორმეტ საათზე დაბრუნდა, დაღლილი პირდაპირ საწოლისკენ წავიდა და ტანსაცმლიანად გაიშოტა, თვალებიც როგორ ებლიტება, ცოტაც და ალბათ გაითიშება, მაგრამ შხაპი რომ არ მიიღო ისეთი გაწებილია ვერაფრით დაიძინეს. ზანტად წამოდგა ფეხზე და არეული ნაბიჯებით წავიდა სააბაზანოსკენ.
როგორც ვარაუდობდა მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში დაბრუნებულს ერთი სული ქონდა როდის გაითიშებოდა. სულ იმ საზიზღსრი კაცის თვალებზე და სიტყვებზე ეფიქრება. რა კარგი ფიქრის ობიექტი ყავს, ვერაფერს იტყვის, მაგრამ ცოტა არ იყოს და ეშინია. ზოგჯერ ისე იყურება იფიქრებ რომ არარსებული ჟურნალისტი მართლა ყავს მიხრჩობილი. თავის ფიქრებზე ხმამაღლა გაეცინა ლილეს. რა სულელი გოგოა, ოჯახირი მდგომარეობა მაინც გაეგო მამაკაცის, მერე ხომ აღარ იფიქრებდა ამდენს... მაგრამ ვინ იცის, იქნებ მერე უფრო ეფიქრა და ცოტა არასასიმოვნო ფიქრებისკენაც წასულიყო. ახლა ასე თუ ისე მერყეობს და საკუთარ თავს ზედმეტის უფელაბს არ აძლევს, გონია რომ ცოლიანია და შეაბამისად ცოლიან მამაკაცზე ფიქრი ლილესთვის ყველაზე ცუდი საქციელია. “იმედი მაქვს ყოველ ღამე თეთრად არ მომიწევს გათენაბა დემნაზე ფიქრში.” ბუზღუნით ჩაილაპარაკა და გვერდი იცვალა.
დილის რვა საათზე ნახევრად მიძინებული სხეული წამოდგა ფეხზე და ვარაუდით გაიგნო გზა სააბაზანოსკენ. ცივმა წყალმა ცოტა გამოფახიზლა, მაგრამ ისე ეძინება შეიძლება საჭესთან ჩაყვინთოს. საჭეზე გაახსენდა, დღეს უნდა გაიაროს და საწვავი ჩაასხას, საღამოს მაღაზიაშია წასასვლელი პროდუქტები უნდა იყიდოს. დღეს ოთხია, ხუთში ლილე დაბადების დღეა. ყოველ ოთხ რიცხვში ახლობლები, მეგობრები და ყველა ის ადამიანი ვისაც ლილე აფასებს მასთან იკრიბება და თორმეტ საათზე ლილეს ერთი წლით დაბერებას აღნიშნავენ. ეს ტრადიცია დედამ დაუნერგა, ახლობლებთან ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე და ლილეს დღეს აღნიშნავდნენ. მას შემდეგ სულ ასეა და ამ ტრადიციის დავიწყებაზე არც უფიქრია, ძალიან მოსწონს ღამის თორმეტ საათზე საუკეთესო ადამიანებთან ერთად ყოფნა. ხუთში საღამოს ნიტას ბარში წავლენ, როგორც ყოველთვის და იქ გააგრძელებენ მოლხენას.
სახლიდან გაბრუებული გავიდა, კიბეები ვარაუდით ჩაიაირა და თვალებით თავის პატარა ვერცხლისფერ ჰონდას დაუწყო ძებნა. საჭესთან არა, მაგრამ სამუშაო მაგიდაზე ჩათვლიმა გემრიელად. ვინ იცის რომელ საათამდე გააგრძელებდა ნებივრობას ნინას ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა. ძილისგან გაბურცული თვალები გაახილა და თანამშრომელს მთქნარებით გადახედა, პირზე აფარებული ხელი დაბლა ჩამოსწია და კომპიუტერის ჩამრთველს თითი მიაჭირა.
-შოთამ დარეკა მოვდივარო და გაასწორე სახე. _ სიცილით ჩაილაპარაკა ქალმა და ღია კარებში შემოვარდნილ შეFს გადახედა.
საღამოს დიდ სუპერმარკეტში გაიარა პროდუქტების საყიდლად. ჩანთა ეტლში ჩააგდო და რიგებს შორიდ დაიწყო ბოდიალი. როგორ უყვარს ეს პროცესი, დედასთან ერთად რომ დადიოდა საყიდლებზე, ყოველთვის თავად არჩევდა პროდუქტებს, მერე დროც შეიცვალა და უკვე ეტლით დაქროდა წინ და უკან. საათობით შეუძლია რიგებს შორის იაროს და ერთ კონკრეტულ პორდუქტს ერთი საათი უკირკიტოს, მაგრამ დღეს დრო არ აქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყიდოს ჩამოწერილი პროდუქტები და სახლში წავიდეს, ნიტა და ნათია ელოდებიან.
სალაროსთან მისულს კიდევ ერთხელ დაეცა ტუზი, მის წინ რიგში ბავშვთან ერთად ნანცობ სხეულს რომ მოკრა თვალი. ღიმილით ამოალაგა კეტლიდან პროდუქტები და საფულეს თითები მაგრად ჩასჭიდა.
-მემგონი ჩვენი შეხვედრები დაგეგმილია. _ ღიმილით ჩაილაპარაკა ლილემ და მისკენ მოტრიალებულ მამაკაცს გადახედა.
-გამარჯობა. _ ზრდილობიანად მიესალმა კაცი ქალს და გვერდით მდგარ ბიჭს მანქანის გასაღები მიაწოდა.
-მოიცადე, შენ ის ბიჭი არ ხარ?!_ გახარებულმა კითხა ქერა ცისფერთვალება პატარა გაკვირვებულ ბიჭს და საჩვენებელი თითი მაღლა ასწია._ არ გახსოვარ?_ მოღუშულმა კითხა ბავშვს.
-როგორ არა, შენ მოგვილოცე ყველაზე პირვლემა უცხოებიდან. _ღიმილით ჩაილაპარაკა ბავშვმა და გასაღები აათამაშა.
ძალიან გაუხარდა პატარა ბიჭს რომ ახსოვდა, ძალიან დიდი სურვილი ქონდა მეორე ბიჭუნაც ენახა და მისგანაც მოესმინა მსგავსი სიტყვები, მაგრამ ამ ერთმაც ისე გაახარა. გაბადრულმა ახედა დემნას და თვალებმოჭუტლ მამაკაცს გაუცინა.
-გუშინ ძალიან ბევრი ვიფიქრე თქვენს სიტყვებზე. _ მიხვდა რომ მამაკაცი საუბრის გაგრძელებას არ აპირებდა და ისევ თვითონ წამოიწყო საუბარი. დემნამ ცალი წარბი მაღლა აზიდა და მზერით დაუსვა კითხვა “მართლაო.” _ ვიფიქრე და მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს შესაშინებლად თქვი. _ უცებ გადავიდა შენობით ფორმაზე და ამაყად გაიჯგიმა, მიახვედრა რომ მისი შესაშინებელი არაფერი სჭირს.
-დარწმუნებული ვარ დღესაც რომ გაგიმეორო იგივე ისევ ისე აკანკალდები. _ ცინიკურად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და პროდუქტებით სავსე პარკები აიღო.
-ორჯერ რომ წავიქეცი ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ შენი მეშინია!_ ასეთ სისულეელს მარტო ლილე თუ იტყოდა. რა შუაში იყო ლილეს ორი მარცხი გუშინდელ დიალოგთან, ან დღევანდელთან. მამაკაცმა კიდევ ერთხელ ცალყად და ირონიულად ჩაიცინა.
-მამა, აღარ მივდივართ?_ ლოდინით დაღლილმა ბავშვმა იკითხა და მამაკაცს ახედა.
ხომ აინტერესებდა ყავდა თუ არა დემნას ოჯახი, ხოდა გაიგო რომ ჰყავს. ბავშვთან ერთად რომ დაინახა რატომ თვითონ არ იფიქრა მსაგვსი რამ, მაგრამ ძალიან რომ არ გავს მამას. თუ კარგად არ დააკვირდები, შეიძლება ერთი მსაგვსებაც ვერ იპოვოთ, მაგრამ ლილე რომ დააკვირდა მიხვდა რომ მამა-შვილში აშკარად ბევრი მსაგვსებაა. ცოტა არ იყოს და გული დაწყა, ცოტა კი არა ძალიან დაწყდა გული. ოღონდ თვითონაც არ იცის რატომ დაემართა ასე, თვითონ არ აინტერესებდა დემანს ოჯახური მდგომარეობა? იქნებ გულის სიღრმეში ეგონა რომ მამაკაცი ჩიტივით თავისუფალი იყო. როგორც კი აზრზე მოვიდა მამაკაცის არა თითს დახედა, მაგრამ ოქროს ბეჭედი და მითუმეტეს ქორწინების მრგვალი სიმბოლო ვერ შენიშნა. მერე რა ეგ არაფერს არ ნიშნავს, იქნებ ვერ გუობს ბეჭედეს. ძალიან ბევრი წყვილისგან გაუგია რომ ქორწინების ბეჭედს ვერ გუობს თითზე და ხშირ შემთხევაში არ ატარებენ. შეიძლება დემნაც მათ კატეგორიას მიეკუთვნება. რა ტვინს იმტვრევს ამდენი ფიქრით, ფაქტია მამაკაცს შვილი ყავს და არც ისე პატარა, იქნება 7-8 წლის.
-შენს შეფასებაში არ შევმცდარვარ._ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გასდასვლელისკენ. _ როგორც წესი ჟურნალისტი ჯერ “მსხვერპლის” ბუოგრაფიას კითხულობს და მერე ესხმის თავს, შენ ყველაფერს პირიქით აკეთებ და ვერც აკეთებ!
აშკარად გამაღიზიანებლად ესაუბრებოდა დემნა, თან ხედავდა როგორ უხურებდა გულს მამაკაცის სიტყვები. უარესად ღიზიანდებოდა ლილე მასზე და რომ არა საზოგადოებრივი დაწესებულება, აუციელბლად დათხრიდა იმ ლამაზ თვალებს. ასეთი შეურაწყოფა გოგონასთვის ჯერ არავის არ მიუყენებია, მერე რა რომ მართალია რასაც ამბობს. ლილე მაინც საშინლად ბრაზობს მასზე. ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ისე დატოვა დემნამ შვილთან ერთად იქაურობა. კიდევ დიდხანს უყურებდა მიმავალ მამა-შვილს, ქალის ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა. დაბნეულმა გახედა მომღიმარ ქალბატონს და საფულე გახსნა. გამწარებული ყრიდა პროდუქტებს პარკში და თან დემნას ლანძღავდა ოდნავ ხმამაღლა.
^^^
-რომ იცოდე როგორი კმაყოფილი ლაპარაკობდა. _ გაგულისებული უყვებოდა გოგონებს ყველაფერს და გაბრაზებული ხახვზე ყრიდა ცრემლებს.
-კარგი რა, შენ თუ ასე უნდა იბუზღუნო მაგ კაცის ყველა სიტყვაზე, მაშინ გირჩევნია შეეშვა!_ დააკვალიანა მეგობარმა და თვალი ჩაუკრა.
-მაგასაც ეგ უნდა!_ ჩაილაპარაკა და აშიშხინებულ ზეთზე ხახვი დაყარა.
-ხოდა მიხვდი რომ ყველაფერს სპეციალურად გეუბნება, შენი “ტეხნიკურად” მოშორება უნდა!_ სიცილით ჩაილაპარაკა ნიტამ და დაჭრილი მწვანილები მიაწოდა.
-ჩემი მოშორება ეგეთი ადვილი არ არის... მერე რა, სხვებივით უცებ რომ არ შემიძლია თავს დავესხა, ნელ-ნელა მეც ვისწავლი. _ ხმადაბლა ამოილაპარაკა და ცრემლები მოიწმინდა.
თერთმეტ საათზე თითქმის ყველა ისე ადამიანი ლილესთან იყო ვინც სჭირდებოდა. ქერას ცოტა შეაგვიანდა, თორმეტს თხუთმეტი რომ დააკლდა მაშინ დარეკა ზარი ლილეს სახლის კარებზე. ნათია გაბუსხული იჯდა და ლილეს გამომცხვარ ნამცხვარს სულწასული უყურებდა. ახალკაცი სიცილით წამოდგა ფეხზე და კარებისკენ წავიდა, პირველი ლამაზი ვარდების თაიგულს მოკრა თვალი, მერე ლამაზად შეფუთულ ყუთს და ბოლოს ყურებამდე გაკრეჭილი ქერაც გამოჩნდა. ლილემ გახარებულმა შემოხვია ვარდებს ხელი და ბიჭს გადაეხვია.
-რატომ დააგვიანე, მოხდა რამე?_ ინტერესით კითხა და სამზარეულოსკენ წაიყვანა.
-ნათიასთვისაც მინდოდა საჩუქარი მეყიდა. _ ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და მისაღებში ცალი თვალით გაიხედა.
-მერე რა ქენი, უყიდე?
ეშმაკურად ააციმციმა თვალები გოგონამ და ვარდების დიდი თაიგული წყლით სავსე ვაზაში ჩადო. ქერამ ლამაზი, ბარხატის გრძელი ყუთი ამოიღო შარვლის უკანა ჯიბიდან და ლილეს წინ აუფრიალა. ახალკაცმა თვალი ჩაუკრა და ხელით უბიძგა მისაღებში გავიდეთო.
როგორც კი საათის ისრები თორმეტს მიუახლოვდა ყველამ ერთხმად მიულოცა გაბადრულ ახალკაცს დაბადების დღე. თითოეული წარმოთქმული სიტყვა ეძვირფასებოდა, იცოდა რომ ამაზე გულიანს ვერაფერს მოისმენდა ვერასოდეს. გაბადრული ეხვეოდა ყველას და მადლობებს გახარებული სიცილ-კივილით იხდიდა.
-დღესაც, ტრადიციულად ყველა აქ ვრჩებით!
ხმამაღლა გამოაცხადა. რა ენაღვლება რა, დღეს შოთამ დაადების დღის საჩუქარი ვერ შეგირჩიე და სამსახუირდან ერთი დღით განთავისუფლებო ასე უთხრა, ხოდა ხვალ არსად არ არის დილით წასასვლელი. როგორც წესი არც ნიტას და ქერას ეჩქარებათ საღამომდე, ნათია კიდევ რამეს მოიფიქრებს, ბიძაშვილი ტყუპები როგორც ყოველთვის დღესაც მასთან ერთად იყვნენ. ბიძა და ბიცოლა ცოტა ადრე გააცილა.
-ფეხბურთს გვაყურებინებ?
სიცილით იკითხა ლევანმა და წარბები ეშმაკურად აათამაშა. ფეხბურთის ხსენებისას თავისდაუნებურად წამოეშალა დემნაზე ფიქრები, კიდევ ერთხელ გაახსენდა როგორ გაემასხარავა მაღაზიაში და ნერვები მოეშალა. რაღა მაინც და მაინც დღეს მოუნდა ფეხბურთის ყურება ახალკაცების ვაჟს, განა არ შეეძლო სხვა დროისთვის გადაედო, მაგრამ რა ლევანის ბრალია ლილეს ფიქრები ფეხბურთის ხსენებისას პირდაპირ დემნასთან რომ გარბიან. ჭურჭლით სავსე ჯამს დაავლო ხელი და სამზარეულოსკენ წავიდა აღრენილი, რას წარმოიდგენდა ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ასეთ გახარებულს და ბედნიერს რამე თუ გაუფუჭებდა გუნებას. ნათია იმ წამსვე უკან აედევნა უგუნებოდ მყოფ მეგობარს და სამზარეულოს კარები ჩარაზა.
-რა გჭირს, რამდენჯერაც ფეხბურთს ახსენებენ სულ ასე უნდა დაგემართოს?
მეგობრის უახსიათობის მიზეზს ადვილად მიხვდა ნინიძე. ძალიან ესიამოვნა ერთ ადამიანს მაინც, რომ შეუძლია მისი უსიტყვოდ გაგება და გვერდში დგომა, მერე რაა, იქ, გარეთ ოთხი საოცარი ადამიანი რომ ელოდება, მერე რაა, მათთან ერთადაც რომ ნახევარი ცხოვრება აქვს გატარებული. ნინიძე მისთვის მაინც სულ სხვა განზომილებაა, ადამიანი რომელსაც შეუძლია თვალებდახუჭული მიენდოს და არაფერზე იფიქროს.
-არ ვიცი რა მჭირს, სულ მაგ საზიზღარ კაცზე მეფიქრება. _ ჩურჩულით ამოილაპარაკა და წყალი მოუშვა.
-რომ გითხრა გადაგივლის-მეთქი, შეიძლება ტყუილი გამოდგეს ამიტომ, მოდი დინებას მივყვეთ და დაველოდოთ... მანამდე კი იფიქრე, შენი რა მიდის!_ სიცლით მოხვია ხელები მხრებზე და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-ცოლ-შვილი ყავს!_ ხმადაბლა ამოილუღლუღა და მიახვედრა “ლილესი რა მიდის”.
-შენ მარტო შვილი ნახე და ძალიან გთხოვ ცოლიანობაზე ნუ ლაპარაკობ!_ კატეგორიული ტონით მოთხოვა ნათიამ და თვალები დაუქაჩა.
-და ის შვილი წერომ მოუყვანა?_ ვერ მოითმინა და ხმამაღლა გაიცინა.
-რავიცი, არ არის გამორიცხული... ან ხომ შეიძლება ქორწინების გარეშე ყავს?_ მხრები აიჩეჩა ნათიამ და ყვითელ ღრუბელზე ქაფი დაასხა.
იმ ღამეს დემნაზე ხმა აღარ ამოუღიათ, სიტუაციაც არ იყო მასზე სასაუბროდ. მისაღებში ისხდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ. გვიან ღამით ქერამ მზერით ანიშნა ცოტახანი ნათია უნდა გავიყვანოო, ლილემ სიცილით დაუქნია თავი და ლევანს უკვე მეასეჯერ თხოვა ალუბლის ისტორიის მოყოლა.
აივნიდან სულ სხვანაირად გაბრწყინებული ნათია დაბრუნდა, როგორც კი ოთახში შემოვიდა შემოანათა. ყველამ ეჭვისთვალით გადახედა ახლადშემოსულ წყვილს და ერთხმად ჩაიცინეს. ქერამ სიცილით მოხვია მხრებზე ხელი დარცხვენილ ნინიძეს და საფეთქელზე მიაწება ტუჩები.
-აქ შეკრების კიდევ ერთი ძალაინ მაგარი მიზეზი გვაქვს დღეიდან.
სიცილით ჩაილაპარაკა ლილემ და მეგობარს თვალი ჩაუკრა. ნათიამ ღიმილით მოისვა ხელი ყელზე და ქერა ნაჩუქარ ლამაზ ანგელოზს თითებით მოეფერა.
დილის ექვს საათზე განაწილდნენ ოთახებში. გოგონები ლილეს ოთახში შევიდნენ ბიჭები სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში, მარტო ლევანი დარჩა მისაღებში, თამაშისთვის არ მიყურებია და უნდა გადავახვიოო.
დილის ათ საათზე დაჭყიტა ახალკაცმა თვალები, მაინც და მაინც თავისუფალ დღეებში ეგვიძება ადრე, როცა შეუძლია გვიანობამდე იძინოს და არავინ შეაწუხოს. ბუზღუნით წამოდგა ფეხზე და ატლასის ხალათი მჭიდროდ შეიკრა. სამზარეულოში ნიტა დახვდა, ყავის მადუღარას დარაჯობდა და თან ფანჯარაში იყურებოდა.
-დილამშვიდობოსა. _ღიმილით მიესალმა მეგობარს და მხარზე ხელი დაადო.
-სალამი. _ღიმილით მიტრიალდა მაცივართან მდგარი ლილესკენ და სითხე ფინჯანში ჩაასხა. _ გინდა გაგიკეთო?_ გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია და გუშინდელი გამომცხვარი ნამცხვარი გამოიღო.
ერთად ისაუზმეს, საღამოს ნიტას ბარში დათქვეს შეხვედრა და მერე, ყველა თავის გზაზე წავიდა. გადაღლილი პირდაპირ სააბზანოსკენ წავიდა შხაპის მისაღებად. მთელი დღე უსაქმოდ ყოფნას გოგონებს დაურეკავს და ფიტნეს კლუბში წავა, ცოტას მაინც გაერთობა. თან ვარჯიშიც არ აწყენდა, როდემდე უნდა ივარჯიშოს სახლში, იატაკზე. იქ უკეთეს ფორმაში ჩადგება.
-რომ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო?_ წარბწეულმა კითხა ნათიამ და ტრენაჟორებს ალმაცერად გადახედა.
-რა პრობლემაა, ტრენერი ავიყვანოთ და გვასწავლის. _ მხრები აჩეჩა ნიტამ და ადგილზე ხტუნვა დაიწყო. _ ისე ყოველდღე რომ ვიაროთ ურიგო არ იქნება.
-სამსახურშიც შესანიშნავად ვარჯიშობ. _ჩაიცინა ნათიამ და სპორტულ შარვალს დახედა._ ისე ვიღლები, სახლში მისულს მარტო ძილი მინდა, რომელ ფიტნესზეა საუბარი. _ დაასრულა წინადადება და მათკენ წამოსულნ ახალგაზრდა ბატიბუტა მამაკაცს გახედა.
-ხო კარგი ნუ წუწუნებ, კვირაში ორი დღეც რომ ვიაროთ არ მოკვდები!_ თვალების ბრიალით მისცხო მხარი ნიტამ და მამაკაცს გაუღიმა.
ტრენეტის მითითებებს სამივე ზედმიწევნით ასრულებდა, ძალიან გაუჭირდა პირველი დღე. ისეთი ვარჯიშები გააკეთებინა რაც თვითონ არ იცოდა, შესაბამისად კონკრეტული ადგილების კუნთები მოდუნებული იყო და ცოტა სხეული ატკივდა. ჯერ კიდევ მთელი დღე აქვთ წინ, ხოდა აუზზე ჩასვლა ურიგო არ იქნება.
-ცხონებაა რა. _ შეზლონგზე გაშოტილმა ჩაილაპარაკა ნიტა და ხელები განზე გაშალა. _ მზეც როგორ აჭერს. _თვალებმოჭუტულმა ახედა ცას.
წყალი განსაკუთრებით უყვარს, პირვლად მშობლებთან ერთად იყო ზღვაზე, მაშინ ძალიან უჭირდა ოჯახსაც და ქვეყანასაც, მაგრამ კახამ ცოლი და პატარა ოთხი წლის შვილი მაინც წაიყვანა ზღვაზე. მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ არ ახსოვს, რაც მთავარია ახლსვს რომ ლილე და დედა ძალიან ბედნიერები იყვნენ. ალბათ იმ სიხარულმა შეაყვარა ზღვა და წყალი ასე ძალიან. იმის მერე დედასთან ერთად სულ სამჯერ არის ზღვაზე ნამყოფი, თავიდან იქაურობას მამას გარეშე ვერ ეგუებოდა, მერე მიხვდა რომ წყალი მამასთან ყველაზე მეტად აახლოვებს.
არასდროს ყოფილა ჩაკეტილი ბავშვი, პირიქით ძალიან კომუნიკაბელური იყო ყოველთვის და ახლაც ასეა, სულ ცდილობს ახალი ურთიერთობები წამოიწყოს, თუმცა ზოგჯერ ძალიან ფრთხილობს. მართალია საკუთარი გამოცდილებიდან არა, მაგრამ ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანის გამოცდილებიდან იცის რომ ყველას არ უნდა გამოუცხადოს ნდობა. სკოლაშიც ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა, უნივერსიტეტშიც და ახლა სამსახუხშიც ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს ურთიერთობა. ეგ კი არა ნიტას და ნათიას სამსახურშიც კი იცნობს ხალხს, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი დედისგან დაყვა. მედეა ფსიქოლოგი იყო და ძალიან კარგად იცნობდა ადამიანების ბუნებას, რამდენჯერმე შვილსაც დაეხმარა. მაშინ ძალიან პატარა იყო და თავისი კლასელი უყვარდა, უფრო სწორად ეგონა რომ უყვარდა, თურმე ერთი უბრალო გატაცება იყო, რომელის მსგავსებიც ძალიან ბევრჯერ განმეორდა ლილეს ცხოვრებაში. იზრდებოდა და გემოვნებაც ეცვლებოდა, ადრე თუ შავგვრემან ბიჭებზე ირეოდა, მერე ქერები მოსწონდა, მერე შავგვრემნები ღია ფერის თვალებით, მერე ქერები მუქი თვალებით და ბოლოს მიხვდა რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია კუნთები ქონდესო. ახლა რომ იხსენებს როგორ ფიქრობდა ადრე, ძალიან ეცინება, ეცინება საკუთარ სისუელელებზე. რეალურად წარმოდგენა არ აქვს როგორი შეიძლება იყოს სიყვარული, ან უბრალოდ მამაკაცთან ურთიერთობა. ერთდაერთი რაც იცის უნდა რომ თავისი მშობლების მაგალითი განმეროდეს, ოღონდ მხოლოდ სიყვარულის და საოცრად ტკბილი ოაჯხის, რომელიც იმაზე დიდხანს გაგრძელდება ვიდრე ეს ლილეს ოჯახში გაგრძელდა.
-ლილე, შენი ობიექტი გამოჩნდა!
ფიქრებიდან მეგობრის ხმამ და მუჯლუგუნმა გამოიყვანა. მზის სათვალეები შუბლზე დაიკოსა და თვალებმოჭუტულმა გახედა აუზის მეორე მხარეს შვილთან ერთად მდგარ დემნას. არადა ძალიან კარგად ახსოვს, რომ ონიანების სახლში აუზი არის, მართალია ამოვსებული არ დაუნახავს, მაგრამ ეზოს ბოლოში ცისფერ ფილებს თვალი მოკრა და იცის რომ მსაგსვი რამ აქვთ. სწრაფად წამოჯდა შეზლონგზე და მამა-შვილს ღიმილით მიაჩერდა. უჩვეულოდ ესიამოვნა ორივეს ერთად დანახვა, პატარა ბიჭი გახარებული ათამაშებდა ფეხებს წყალში და თან რაღაცას ეტიტინებოდა მამამისს, რომელსაც ლილე შეენიშნა და მისკენ იყურებოდა. როგორც კი გოგონამ მამაკაცს ახედა, დემნამ ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი და ისევ შვილს მიუტრიალდა.
ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში მამაკაცმა ნაცრისფერი მოკლესახლება მაისური რომ გადაიძრო და ნავარჯიშები სხეული გამოაჩინა. ზღვაზე და აუზზე რამდენი ნავარჯიშები სხეული უნახავს, მაგრამ ასე არცერთ მათგანს გადაურევია ახალკაცი. კიდევ კარგი მამაკაცი ცოტა მოშორებით დგას და მისი კუბიკები უფრო გამოკვეთილად არ ჩანს თორემ წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა. დაბნეულმა ჩაახველა და ირონიულად მომღიმარ გოგონებს გადახედა, გადახედა, მაგრამ თვალწინ სულ დემნას მომხიბვლელი სხეულის ფიგურები ედგა. საკუთარი ფიქრებით გაღიზიანებულმა დაიღრინა და თავი რამდენრჯერმე გააქნია, მათ გასაფანტად.
-ვიღაცას შეუნთეს.
ფხუკუნით ჩაიჩურჩულა ნიტამ და ნათიას მხარზე თავი დაადო. სირცვილისგან აღარ იცოდა სად წასულიყო, ე.ი. ისე აულიპლიპდა ლოყები მეგობრებმაც კი შენიშნეს.
-უბრალოდ... უბრალოდ დავიბენი აქ რომ ვნახე. _ ლუღლუღით ჩაილაპარაკა და უარესად აკისკისებულ გოგონებს ტუჩმოკვნეტილმა გადახედა.
ხმა აღარცერთს არ ამოიღია, მაგრამ ორივე ისეთი სახით უყურებოდა, აშკარად ისევ დასცინიან. ლილეც ცდილობდა თვალი არ გაპარვოდა დემნასკენ,
-არ ჩავიდეთ?_ფეხზე წამოდგა და გოგონებს გადახედა. ორივემ ერთდორულად დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგნენ.
აუზის კიდესთან დადგა და გაჩერდა, ხელები თეძოებზე შემოიწყო და წყლის სიღრმე შეამოწმა. ცურვის პროფესიონალი არ არის, მაგრამ რომ იხრჩობოდეს გამოძვრება. ხელებს ლილეც იქნევს და რაც მთავარია ფსკერზე არ ჩადის. ღიმილით გაშალა ხელები წინ და ერთმანეთზე მიატყუპა, წყალში ასე ხტომა ქერამ ასწავლა წინა ზაფხულს. როგორც კი ყურები დაუგუბდა და სუნთქვა გაუჭირდა სწრაფად ამოყო თავი წყლის ზედაპირზე და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. გოგონები მის გვერდით ცურავდნენ და თან რაღაცაზე საუბრობდნენ.
-ცოტა გავცუროთ და წავიდეთ, თორემ საღამოსთვის მომზადებას ვერ მოვასწრებთ. _ მათკენ ლაპარაკით გაცურა და ნათიას გვერით დაუდგა.
-იმ გაწრიპულს შეხედეთ რა კარგად ცურავს.
სიცილით ჩაილაპარაკა ნიტამ და მეორე მხარეს მოცურავე მამა-შვილზე მიუთითა გოგონებს. პატარა ბიჭი მართლაც რომ საუცხოოდ უსვამდა თავის გაწრიპულ მკლავებს წყლის ზედაპირზე, როგორ ეტყობა სპორტსმენის შვილი რომ არის. რა შუაში იყო მამამისი, ბავშვიც ხომ სპორტით არის დაკავებული და არ არის გამორიცხული ცურვა იცოდეს, იცის კიდევაც, თანაც ძალიან კარგად.
-მამას გავს._ ფხუკუნით ჩაილაპარაკა ნათიამ და თვალებდაქაჩულ ლილეს მხარი გაკრა. ახლაკაცი მეგობრის სიტყვებმა გამოაფხიზლა და აღრენილმა გადახედა აკისკისებულს.
-ნუ გაქვს შენ ცუდი ენა!_ მოჩვენებითი სიბრაზით გაუჯავრდა და მამა-შვილისკენ გაცურა. _თქვენ, როგორ გალაპარაკებთ._ თან ხმადაბლა მიაძახა გოგონებს.
კიდე კარგი დემნა წყალშია და მის მომაჯადოვებენ სხეულს ნორმალურად ვერ დაინახავს, თორემ კიდევ ერთი გათიშვის სეანსი გარანტირებული აქვს. მძიმედ გადაუშვა სასულეში პატარა ბურთულა და პატარა ბიჭის პირდაპირ გაჩერდა. ნაცნობი გოგონას დანახვისას ბავშვს სახე მოულოდნელობისგან გაებადრა, ლილემ ღიმილით აუწია სველი თითები მაღლა და მიესალმა.
-ცურვაშიც რა მაგარი ბიჭი ხარ. _ გულწრფელუ კომპლიმენტით დააჯოლდოვა ბავშვი და მისი გახარებული სახის დანახვისას საკუთარი თავი შეაქცო.
-დიდი მადლობა. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მათკენ წამოსულ მამამის გადახედა. _მაა, ნახე ვინ არის აქ. _ თავი ოდნავ გააქნია და ლილეზე მიუთითა.
-გამარჯობა. _ დაბოხებული ხმით მიესალმა და შვილს სველი თმები აუჩეჩა.
-როგორ ხართ?_ ზრდილობიანად მოიკითხა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიმწყვდია.
-კარგად შენ როგორ ხარ?
ისევ შენობით ფორმაზე გადავიდა ონიანი. ლილესაც ესიამოვნა, ე.ი. მამაკაცის გულის მოგება სულ თუ არა ნაწილობრივ მაინს შეძლო. თან ეგეც რომ არ იყოს წეღან პირველმა დაუკრა თავი მისალმების ნიშნად, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
-მეც კარგად, შორიდან ვუყურებდით..._ სიტყვა გაუწყდა შუაგზაში ბავშვის სახელი რომ ვერ გაიხსენა, ან რას გაიხსენებდა არც კი იცის.
-ცოტნე. _ დაბნევის მიზეზს მიუხვდა დემნა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა შვილის სახელი.
-შორიდან ვუყურებდით ცოტნეს და ძალიან მაგრად ცურავს. _ კიდევ ერთელ ახლა უკვე მამის თანდასწრებით შეაქო ბავშვი და გაუცინა.
-ცურვა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის!
-და ვარჯიშიც!_შეახსენა ცოტნემ და ყელი მოიღერა.
-ხო, მაგრამ მე ძალიან ზარმაცი ვარ. _გულწრფელად აღიარა ლილემ და აფარკლულ ლოყებზე ხელისგულები მიიდო.
-გეტყობა, იმიტომაც გაქვს მთელი სხეული მოდუნებული. _ დამცინავად ჩაილაპარაკა დემნამ , აშკარად ლილეს მარცხებზე მიუთითებს.
-შემთხვევითობა იყო. _ თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა და მიანიშნა რომ მეტად აღარ ეხუმროს ამ თემაზე.
-როცა სხეული მყარია და წონასწორობის შეკავება შეუძლია, მსაგსვი შემთხევევითობებიც ნაკლებია!_ არ დაუთმო ონიანმა და კიდევ უფრო გაამწარა.
რაღას ეტყოდა იცის რომ მამაკაცი მართალია და მსგავს შემთხევებში უაზროდ კამათს აზრი არ აქვს. თანაც დემნა ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა ამ საკითხში, მან უკეთესად იცის რა უფრო სასარგებლოა სხეულისთვის.
-ლილე, მივდივართ!_ უკნიდან ნიტს ხმა მოესმა. მეგობრებისკენ მიტრიალდა და თავი ოდნავ დუკრა, მერე კი ისევ მამა-შვილისკენ მიაბრუნა თავი ღიმილით.
-მე უნდა წავიდე და აბა შენ იცი, წარმატებები. _ ღიმილით ჩაუკრა თვალი ბავშვს და დემნას ახედა._ დროებით. _დემნასაც დაემშვიდობა და მეგობრებისკენ გაცურა.
მამაკაცს აღარაფერი უთქვამს შვილისკენ მიტრიალდა და რაღაცა გადაულაპარაკა, მერე კი ცალი თვალით გახედა ქერა ქალს.
საღამომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მანამდე ერთი ორი ფილმის ყურებასაც მოასწრებს, ან იქნებ უკეთესი მოიფიქროს რამე და გოგონებთან ერთად გაერთოს... მაგრამ მეორე ვარიანტი გამოირციხა, ნიტამ მოსვლას ვერ მოვახერხებ და მე პირდაპირ ბარში გნახავთო, ნათიამ დედაჩემს მივყვები დეიდაჩემთან და საღამოს გამოგივლიო. ფილმის ყურებაც არ უნდა, ამიტომ საძიებო ველში “დემნა ონიანი” ჩაწერა, მაგრამ არაფერი. მამაკაცზე ორი სტატია იდო, ისიც გასულ და წაგებულ თამაშებთან დაკავშირებით. არც მისი ბიოგრაფია, არც მისი ოჯახის შემადგენლობა არაფერი, საერთოდ არაფერი არ ეწერა ინტერნეტში. ცოტა არ იყოს და ესიამოვნა, ესიამოვნა იმიტომ რომ ცოლზე ჯერ კიდევ ვერაფერს იგებს და ვერც მის ვიზუალურ მხარეს ხედავს. მეორე მხრივ კი უხარია იმიტომ, რომ ლილე იქნება პირველი ჟურნალისტი ვინც დემნას ცხოვრებაში შეძვრება და ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს.
წყალმა ცოტა დაღალა და გადაწყვიტა საღამომდე თვალები და სხეული დაასვენოს, მაგრამ... მაგრამ როგორც კი თვალებს ხუჭავს ისევ დემნას საოცრად მოხდენილი სხეული უდგება თვალწინ და ძილის საშუალებას არ აძლევს. ისე განიცდის მამაკაცზე აკვიატებულ ფიქრებს და განსაკუთრებით მის სხელზე ფიქრებს, რომ მეტი არ შეიძლება. ვერ იტანს დაოჯახებულ მამაკაცებზე გადაკიდებულ ქალებს, მითუმეტეს როცა იცი რომ ოჯახი ყავს და მაინც იწყებ უაზროდ ფხლაკუნს. თანაც ხომ ნახა როგორი კარგი მამაა, ე.ი. ოჯახისთვისაც კარგია დემნა, ხოდა მოეშვას მისი სხეულის ფორმებზე ფიქრს და საქმეზე იფიქროს. ან ძილის დროს რა საჭროა დემნას ცხოვრებაზე და მის ჩაძირვაზე ფიქრი, არცერთ მსხვერპლთან არ დამართნია ასეთი რამე. თუნდაც ბატონი მალხაზი, ორი თვე სდია ინტერვიუ რომ ჩაწერა და რატომ მასზე არ ფიქრობდა გამუდმებით? იმიტომ რომ ბატონი მამუკა 46 წლის არის და ლილემ იცის რომ ამ ასაკის მამაკაცები მისთვის ხიხიაა!
ძილით ხომ ვერ დაიძინა, მერე ბიძამისმა დაურეკა და სთხოვა რომ ცოტახნით მათთან გადასულიყო. ლილესაც მეტი რა აქვს საქმე, დემნაზე ფიქრს ურჩევნია საყვარელი ადამიანები მოინახულოს. სწრაფად გამოიცვალა და თავის ოჯახთან წავიდა. კარები ნიკამ გაუღო, ქათმის ბარკალი ეჭირა და მადიანად ილუკმებოდა, ლილეს დანახვისას წარბები მაღლა აზიდა და სახლში შეატარა.
-რა ქარმა გისროლა?_ სიცილით კითხა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ნოდომ დამირეკა მოდიო და..._ ჩაილაპარაკა და დივანზე წამოკოტრიალებულ ლევანს გადახედა._ უსაქმუროებო თქვენ დღეს არ მუშაობთ?_ ინჟინერ ძმებს მიუტრიალა ლილე.
-დღეს ლილეს დაბადების დღეა და მუშაობა სირცხვულიაო შეFმა._სიცილით გააშაყირა მამამისი და სამზარეულოდან გამოსულს ხელი აუწია.
-ნოდარ, ძალიან გყავს გათამამებული შვილები. _ სიცილით გადაეხვია ბიძას და ორივე ლოყა დაუკოცნა._ რა გემრიელობების სუნი მცემს, რას მიკეთებს ჩემი ბიცო?
სწრაფად აუარა გვერდი ნოდოს და სამზარეულოსკენ წავიდა. გაზქურასთან მოფუსფუსე ელენეს უკნიდან მოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა. ქალი ღიმილით მოტრიალდა გოგონასკენ და ლოყებზე თითები მოუჭირა.
-ისე ხარ დასუსტებული ლოყებზეც ვერ გჩქმიტავ. _ თვალების ბრალით გაუჯავრდა ელენე და ნიკას გადახედა. _ შეხედე ამას, ოცდაოთხი საათი ჭამს და არაფერი არ ეტყობა. ძვალი და ტყავია, ვის რაში უნდა ასეთი ქმარი._ როგორც ყოველთვის ახლაც შვილების ძაგებას მოჰყვა ელენე.
-შენ მაინც ვერ აინტან ამ ოჯახში მეორე ქალს და ვიქნები მარტო შენი. _ სიცილით ჩაუკრა თვალი ნიკამ და ფეხზე წამოდგა. _ მე წავედი და საღამოს ბარში გნახავ. _ საფეთქელზე აკოცა ლილეს და გასასვლელისკენ წავიდა. _ ლევანჩო, არ მოდიხარ?_ მამასთან საუბარში გართულ ტყუპს გადახდა ნიკამ, ბიჭმა სწრაფად დაუქნია თავი და ფეხზე წამოხტა.
-ლილე, მოდი ჩემთან.
ხმამაღლა გამოსძახა მისაღებიდან ნოდომ და თავისთან იხმო, ღიმილით გადახედა ელენეს ქალმა ოდნავ დაუკრა თავი და მასთან ერთად დატოვა სამზარეულო. ნოდოს დიდი პარკი დაედო მინის პატარა მაგიდაზე და ლილე უყურებდა მომღიმარი სახით. თავით ანიშნა პარკი გახსენიო და გვერდი მისკუპებულ ელენეს ორივე ხელი მაგრად შემოხვია მხარზე. გაბადრული წავიდა საჩუქრისკენ და მუხლებით დადგა მაგიდასთან ახლოს. ფრთხილად შემოაცალა ლამაზი პარკი ყუთს და თვალებგაფართოვებულმა, გულაჩქარებლმა და პირდაღებულმა გადახედა ბიძამისს.
-ეს... ეს... ეს ძალიან ძვირი ღირს. _ ბლუყუნით ჩაილაპარაკა და აწყლიანებულ თვალებზე საჩვეებელი თითები მიიდო. _ ღმერთო ჩემო, რა მაგარია... ასეთი საჩუქარი..._ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა დაუფლებული ემოციები რომ გადმოეცა. აკანკალებული ხელები გადაუსვა ყუთს და ფეხზე წამოიჭრა. მომღიმარ ცოლ-ქმარს ორივე ხელი მაგრად შემოხივა და ასლუკუნდა. _ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ყველაზე კარგი ოჯახი ხართ!_ ბლუყუნით და სლუკუნით ჩაილაპარაკა და ისევ საჩუქარს მიბტუნდა. _ ფუნჯები, საღებავები, საშლელები, სათლელები, ფანქრები..._ თავისთვის ჩურჩულებდა და თან ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. _ 200 საღებავი. _ ვერ მოითინა და გახარებულმა წამოიძახა.
-ელენემ მითხრა რომ ძალიან გინდოდა შენი ზეთის საღებავები, მაგრამ როგორიც შენ გინდოდა აქ ვერ იშოვე და გამოწერას ძალიან დიდი დრო და სახსრები სჭირდებაო... ფასი რომ ვნახე ორივეს გულიანად დაგცინეთ, ასეთ ნაკრებში მსგავსი ფასის გადახდა ყველაზე მინიმუმია. _ სიცილით ჩაილაპარაკა კაცმა და გახარებულ ლილეს თვალი ჩაუკრა.
-არც კი ვიცი რა ვთქვა, თამამად შემიძლია გითხრათ რომ ამ საჩუქარმა წელს ძალიან გამახარა. იმიტომ, რომ თქვენი ნაჩუქარია და იმიტომ, რომ ჩემი ბედნიერი მოგონებებების თანამგზავრები ხართ!_ მაინც ვერ შეიკავა ცრემლები და ღვარ-ღვარება გადმოყარა.
ხატვის ნიჭი მამისისგან დაჰყვა, ძალიან უყვარს განცალკევებით, მშობლების საძინებელში შესვლა და ხატვა. დედამ სიკვიდლის წინ თხოვა რომ მათი საძინებელი და მამას სახელოსნო გაეერთიანებინა და იქ შესულუყო როცა ხატვა მოუნდებოდა, ხოდა ლილემაც უკანასკნელი სურივლი დიდი სიამოვნებით შეუსრულა. თავიდან ძალიან უჭირდა ლამაზი ფიგურების ხატვა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწა და ძალიან ბევრი ლამაზი ნახატი შექმა. ხშირად ხატავს ზღვას აღელვებულს, დამშვიდებულს, წყნარს და თოლიებით გადაპენტილს. ლამაზი გამოყვანილი სახეების ხატვა განსაკუთრებით უყვარს, გონია რომ ეს მის შინაგან სამყაროს აღწერს. რამდენიხანია ფუნჯი არ აუღია ხელში, საღებავები გაუთავდა და სამსახურის ხელსაფით მათი ყიდვა ვერ მოახერხა. ჩვეულებრივ საღებავებით კი ნორმალური ნახატის შექმნა შეუძლებელია, ამიტომაც შეწყვიტა ცოტახნით ხარტვა. ახლა როცა იცის რომ ხვალ საღამოს შეუძლია დაჯდეს და ნანატრი საღებავებით დემნას სახე დახატოს უგონოდ ბედნიერია.
ბარში ყველაზე პრესტიჟულ ადგილას ისხდნენ მეგობრები, დღეს ქერაც არ მუშობდა და მის მაგივრად მეორე ბარმენი დააყენა ნიტამ. მეგობრების წრეში ილხენდა და თან დღევანდელ ემოციებს უმხელდა ყველას. ყველა საცეკვაოდ რომ წამოიშალა მარტო ლილე დარჩა თავის ადგილას, ცეკვა ძალიან უყვარს, მაგრამ ცოტა თავი ტკივა და ახლა კიდევ უარესად რომ იჯაყჯაყოს რა დაემართება წამროდგენაც არ უნდა. ვერანდაზე გასვლის სურვილმა შეიპყრო, მაგრამ ფეხზე ადგომა და კიბეების ავლა დაეზარა ამიტომ, წვენით ხელში არხევდა სავარძელზე ტანს და მოცეკავე წყვილებს უყურებდა.
თავის ტკივილმა რომ არ გაუარა ფეხზე წამოდგა და ნიტასთან მივიდა, კაბინეტის გასაღები გამოართვა და წამლის ასაღებად შევიდა, ცოტახანი იქ დარჩა, როცა შეატყო რომ თავის ტკივილმა ცოტა გაუარა ისევ დარბაზში დაბრუნდა და პირდაპირ ვერანდისკენ აიღო გეზი. გაზაფხულის გრილი საღამო იყო, ამიტომ იქვე ბალიშებით სავსე სავარძელზე მიგდებულ პლედს დაწვდა და ტანზე მოიხვია. ვერანდის თეთრ მოაჯირს დაეყრდნო და თვალები დახუჭა. ნაბიჯების ხმა მისწვდა თუ არა მის ყურთა სმენას, მიხვდა რომ მისკენ დემნა მოდიოდა. გაბადრულმა ჩაიცინა და თვალებ ისევ დახუჭა. იგრძნო როგორ ამოუდგა გვერდით ცივი სხეული და კიდევ უფრო ააკანკალა, კიდევ კარგი პლედი აქვს შემოხვეული და მისის სიცივე ბოლომდე ვერ ატანს ლილეს აცახაცახებულ სხეულში. ცოტახანი მამაკაციც ჩუმად იდგა და ლამპიონებით განათებულ სივრცეს უყურებდა. მოდუნებული ქუთუთოები ნელა დააშორა ერთმანეთს და გვერდით მდგარ მამაკაცს გადახედა. დემნამ ოდნავ მოატრიალა თავი ლილესკენ და შეუმჩნელად გაუღიმა, მამაკაცის პირვლემა და საოცრად მომღიბლავმა ღიმილმა გონება დაუბინდა ახალკაცს. თვალები სულელივით ააფახუნა და დემნას უძირო და ჭაობივით ჩამთვრევ თავებს მიაშტერდა. მამაკაცმა სრულიად მოულოდნელად მოხვია ცალი ხელი წელზე და გოგონას სუსტი სხეული განიერ გულ-მკერდზე აიკრა. სანამ ლილემ დემანას პირველი ქმედება გაიაზრა მამაკაცი დამშეული დაეძგერა ქალის პომადით აწითლებულ ტუჩებს ცივი ბაგეებით. მოულოდნელობისგან და მამაკაცის ქმედბეისგან გაოცებულ ლილეს თვალები გაუფართოვდა.
წინ და უკან დადიოდა და თითებს ეთამაშებდა, უფრო სწორად კი არ ეთამაშებოდა ცოტაც და ალბათ რომელიმე თითის ძვალი გემრიელად დაიტკაცუნებდა. ნათიამ მობეზრებულმა გააყოლა თვალი ოთახისკენ მიმავალ მეგობარს, მერე სამზარეულოსკენ, სააბზანოსკენ და ბოლოს წყობიდან გამოსულმა ბოლო ხმაზე დაუღრიალა. მოულოდნელობისგან ჰაერში ახტა ახალკაცი და ხმამაღლა შეკივლა. დაფეთებულმა მიიდო გულზე ხელი, ნათიას თვალებდაქაჩულმა გადახედა და დივანზე ჩამოჯდა, ნინიძემ გამარჯვებული მზერით ჩაიცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო. გულს იმშვიდებდა ზარის ხმა რომ მოესმა, დაფეთებული წამოხტა ფეხზე და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით “გასასვლელ კარებს ვერ მაიგნო.” ნათია ყბაჩამოვარდნილი უყურებდა სულ სხვა ლილეს და ცდილობდა რაღაცები მაინც აღექვა უწინდებურად.
-ლილე, მემგონი გაგიჟდი!
მთელი სერიოზულობით ჩაილაპარაკა, ნიკაპზე თითი მიიდო და ერთ ადგილზე გახევებულ მეგობარი სამუზეუმო ექსპონატივით შეათვალიერა. ახალკაცმა ხელი აიქნია ჰაერში და ბუზღინით წავიდა კარებსიკენ, თან გზაში პირით სუნთქავდა დემნას ასეთი აღელვებული რომ არ დახვედროდა. ცოტახნით კარებთან გაჩერდა, სახელურს თითები მძლავრად მოუჭირა, ერთი ღრმად ამოუსუნთქა და კარები გააღო. კარებთან დემნა იდგა, რა სახით დგას, ჯერ არ უნახავს და დავიჯერო უკვე რამე დააშავა?
-არ შემოხვალ?
ინტერესით კითხა მამაკაცს და კარებს ჩამიცილდა. დემნამ უსიტყვოდ შეაბიჯა სახლში და პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა. დივანზე წამომჯდარ ნათიას თავის დაკვრით მიესალმა და ლილეს მოუტრიალდა.
-მზად ხარ?_ინტერესით იკითხა და სახლი მოათვალიერა.
-კი მზად ვარ... ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.
სწრაფ-სწრაფად მიაყარა და საძინებლისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით, კედების თასმები სწრაფად შეიკრა და ისევ მისაღებში დაბრუნდა. დემნა და ნათია რაღაცაზე საუბრობდნენ და თან იღიმოდნენ, მამაკაცის ასეთ მდოგმარეობაში დანახვამ ცოტა არ იყოს და გააკვირდა, ცოტაც გააბრაა. განა ეჭვიანობს, ან რაიმე მსაგვსი, რა სისულელეა, უბრალოს ის აზრი რომ დემნა ლილეს გარდა ყველას თბილად ექცევა და უღიმის ჭკუას აკარგვინებს. რამდენჯერმე ჩაახველა და თვალების ბრიალით მიაჩერდა დასერიოზულებულ დემნას.
-მე მზად ვარ!_მკაცრად ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა. _ნათია გასაღები წაიღე, მე ჩემი მაქვს.
ღიმილით გადასძახა მეგობარს და კარები გააღი. დემნა ზრდილობიანად დაემშვიდობა ნათიას და სადარბაზოში გავიდა. როგორც კი კარები გამოიხრა და დემნას ამოუდგა გვერდით, მამაკაცმა მძიმე ჩანთა თვალის დახამხამებაში, მარტივად მოაშორა მხრიდან და მარჯვენა ხელში დაიჭირა. მერე რა, დიდი რომ არაფერი და ურბალო ჩანთა გამოართვა, ესეც ერთგვარი მზრუნველობის გამომხატველი ფორმაა. მამაკაცის ქცევით გახალისებული ჩახტა მანქანაში და გაშლილი ხელისგლები მუხლისთავებს ოდნავ მოუჭირა.
მამაკაცმა ირონია შეპარული ღიმილით გადახედა შეცვლილ და ცოტა არ იყოს აღელვებილ ლილეს.
-ძალიან მშიშარა ხარ.
ისეთი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა მიუხედავად არასასიამოვნო “კომპლიმენტისა” მაინც ვერ გაბრაზდა. მიხვდა რომ დემნა არც ცინიკურად იძახდა ამას და არც ირონიულად. თუმცაღა ბოლომდე ვერ დაუთმობდა მამაკაცს, წარბები სწრაფად აზიდა მაღლა და ისე გადახედა დემნას.
-შენ კიდევ ბოროტმოქმედი, რომელიც დაუკითხავად ეპარება სხვებს!
შეეცადა ხმის ტონი ბოლომდე შეემაგრებინა. დემნას ხმით ჩაიღიმა და ლილეს გადმოხედა. ღმერთო ჩემო, რას უშვება ეს კაცი, რამდენი საძაგლობა დააწყო გონებაში და როგორც კი თვალი გაუსწორა ყველაფერი უგზო-უკვლოდ გადაავწყდა. დაბნეულმა აათამაშა ხელები მუხლებზე და ისევ გზას გაუშტერა თვალი. არა, აღარასდროს არ შეხედავს ჯადოქრულ თვალებში, თორემ ხომ ხედავს რამდენი რაღაცა დამართა უკვე. სულ აბნევს და აჩერჩეტებს! ნაცნობი სახლის დანახვისას მშვიდად ამოისუნთქა და სწრაფად გადახტა მანქანიდან, სუფთა ჰაერი დახარბებულმა შეისუნთქა და დიდი შავი კარების უკან აყეფებულ ძაღლს დაუგდო ყური. დემნამ საბარგულიდან ამოიღო ლილეს ჩანთა და პირდაპირ ჭიშკრისკენ წავიდა, წითელ ღილაკს თითი მიაჭირა და დაელოდა როდის გაიღებოდა დიდი კარი.
-მანქანას დავაყენებ და მოვალ.
ჩანთა იქვე ეზოს შესასვლელში მდგარ სკამზე დადო და მანქანისკენ მიტრიალდა. ეზოში, ძაღლთან მოთამაშე ცოტნემ როგორც კი მანქანის საბურავების ხმა გაიგო ყიჟინით გამოქანდა ძაღლთან ერთად ლილეს მიმართილებით. მონატრებული ბავშვი გახარებულმა ჩაიკრა გულში და სირბილისგან აწითლებული ლოყები დაუკოცნა.
-როგორ გაოფლიანებულხარ, ასე შეიძლება გაცივდე.
ღიმილით დატუქსა ბიჭი და გაოფლილ ზურგზე თითები ნელა დაუსვა. ცოტნემ მობუზულმა აწკიპა წარბები მაღლა და ხელები ჰაერში აიქნია.
-აუ, ახლა შენც ბებიასავით არ დაიწყო, რაა. _ შეევედრა და ყელი სასაცილოდ გამოიწელა.
-კარგი არ დავიწყებ, მაგრამ უნდა დამპირდე რომ ამდენს არ ირბენ. იცოდე გაცივდები და ვარჯიშებზე ვეღარ ივლი.
უცებ მოუძებნა სუსტი წერტილი ბავშვს და თვალი ჩაუკრა. ვარჯიშების ხსენებისას თვალის გუგეები გაუფართოვდა ცოტნეს, ძაღლის სათამაშო ჯოხი იქვე მიაგდო და სახლისკენ გაიქცა კუდამოძუებული. სიცილით გააყოლა ბიჭს თვალი და ფეხზე წამოდგა.
-სად გაიქცა?_ინტერესით მოიკითხა შვილი დემნამ და სახლის კარებს გახედა.
-ცდილობს გაციებას გადაურჩეს._ჩაიცინა და სახლისკენ წავიდა._ლენა დეიდა სახლშია?_სითბოთი მოიკითხა ფუმფულა.
-არა, დღეს თავის დასთან არის წასული. _უარყოფითი პასუხი არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც ღიმილით გაემართლა სახლისკენ.
ზედმეტად მოსწონს ამ სახლის იატაკზე წინ და უკან სიარული, მემგონი ნათია მართალია და მართლა გაგიჟდა. აბა, რატომ აქცევს ყველა დეტალს ასეთ დიდ მნიშვნელობას, ან რა საჭიროა ყურადღების ასე გაამხვილება. შეეცადა კონცენტრაცია სხვა რამაზე გადაეტანა და მსაგვს რაღაცებზე აღარ ეფიქრა, ამიტომ თაროებისკენ დაიძრა და წიგნების თვალიერება დაიწყო. დაწვრილებული თვალებით უყურებდა ინგლისურ წარწერებს.
-ცოტნე კითხულობს. _ ინტერესს მიუხვდა მამაკაცი და დივანზე ნახევრად წამოწოლილმა ჩაილაპარაკა.
-ცოტნე?!_ პირდაღებულმა იკითა და მთელი ტანით მამაკაცისკენ მიტრიალდა, დემნამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
-ძალიან მაგარი შვილი გყავს, 7 წლის ასაკში ასეთ რთულ საქმეს შეეჭიდო ნამდვილად არ არის ადვილი. _ დემნა კი არა მემგონი ნელ-ნელა ლილეც იწყებს ცოტნეთი (ამაყობას). გაბადრული წავიდა დემნასკენ და მის წინ სავარძელში მოკალაღდა.
-რაღაცა მინდა გკითხო, ოღონდ არ ვიცი საიდან დავიწყო. _ამოილუღლუღა დაბნეულმა და თითები ერთმანეთში ახლართა. დემნა სწრაფად წამოჯდა დივანზე და მზერა ლილეს გაუსწორა.
-ცოტნეს დედასთამ არანაირი კავშირი არ აქვს, არც მას აქვს! ის მარტო ჩემი შვილის ბიოლოგიური დედაა. _ მამაკაცის მიხვედრილობით გაოცებულმა პირი მოკუმა და დაელოდა სანამ ბოლომდე არ დაასრულებდა დემნა საუბარს. _ დაბადების მოწმობაში წერია მისი სახელი, ისიც ვიცით სად არის, მაგრამ ურთიერთობა არ გვაქვს!_მოკლედ მოუყვა თავისი და თავისი შვილის საერთო ისტორია და ისევ დადუმდა.
-იცი შენნაირი მამები ძალიან იშვიათობა რომ არის? არ ვიცი რანაირი ხარ სხვაგან, მაგრამ შვილისთვის მართლა საუკეთესო მამა ხარ. _ ჩაილაპარაკა გაბადრულმა და კიბეებზე ჩამომავალ ცოტნეს გახედა._ ოღონდ არ გეგონოს რომ ჟურნალისტური ხრიკებით გელაპარაკები!_ გამაფრთხილებლად დაუქნია თითი წარბწეულ მამაკაცს და მათკენ მომავალ ბავშვს გახედა ისევ.
-მაისური გამოვიცვალე. _ სიცილით გაეჯგიმა მამამის წინ და ხელები შორტის ჯიბეებში ჩაიწყო. _ აუ, არ გინდათ აუზზე ვიცურაოთ?_ მუდარა გაისმა ბავშვის ხმაში.
-ახლა აუზზე უნდა წავიდეთ?_ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ტუჩები დაბრიცა.
-არა რატომ, ჩვენ სახლშიც გვაქვს აუზი. _ სიცილით მიუჯდა ბავშვი გვერდით.
-რომ გაქვთ ვიცი, მაგრამ მე მეგონა სავსე არ იყო...ან იქ რაღა გინდათ ხოლმე?_ დაბნეული ალუღლუღდა, თან ეშინოდა რამე ზედმეტი არ წამომცდესო და ცდილობდა სიტყვები ეკონტროლებინა.
-იქ ერთი გოგო მომწონს, ოთხშაბათობით დადის ხოლმე და მამას მეც დავყავარ. _ ლოყებ აწითლებლმა და ყურებამდე შეყავრებულმა ჩაილაპარაკა.
-ე.ი. გოგოს გამო ამბობ შენს აუზზე უარს და იქ მიდიხარ. შენ მემგონი მართლა ძალიან გიყვარს ის გოგო!_ სიცილით ჩაილაპარაკა ლილემ და გვერდებზე საჩვენებელი თითებით შეუღიტინა, ბავშვს რეაქცია არ ქონია.
-რომ ივარჯიშებ შენც ასე იქნები. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა._ ხომ გინდა ცურაობა?_ კითხა თვალების ფახუნით.
-საცურაო ბიკინი არ მაქვს.
ქვედა ტუჩს კბილებით წაეთამაშა და ამ დროის განმავლობაში ჩუმათ მჯდომ დემნას გადახედა. მამაკაცი უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და უსიტყვოდ წავიდა კიბეებისკენ. იქიდან ორი საცურაო კოსტუმით ხელში დაბრუნდა, ერთი მთლიანი ხოლო მეორე ზედა და ქვედა ბიკინები. ორივე ღიმილით გამოართვა და სააბზანოსკენ წავიდა. მართალია ყოველ დღე არ ვარჯიშობს, მაგრამ მთლად ეგეთი მოდუნებული სხეულიც არ აქვს. განსაკუთრებით სუსტი და სწორი მუცელი მოსწონს თავის თავში, ლამაზად რომ ეშვება. ეშმაკური ღიმილით შეათამაშა ქვედა საცვალი ხელში და სწრაფად ამოიცვა. მკერდის ზომას ნამდვილად არ უჩივის, მართალია ბუფერები არ ადევს, მაგრამ მის სუსტ ტანს უხდება, საჯდომიც პატარა და კოხტა აქვს. ასე რომ დემნას ნერწყვები ნამდვილად დაახრჩობს. ჩანთიდან პატარა შარფი ამოიღო, რომელიც ყოველთვის თან დააქვს, მერე რა ყელის რომ არის, ტანზეც მშვენივრად მოაჯდა.
მართალია ყბები არ დასცვენია დემნას, მაგრამ აშკარად შეეტყო ქალის ფორმებით კმაყოფილი რომ დარჩა. ლილემ ისიც შეატყო როგორი ვნებიანი თვალები ააყოლა მის ლამაზ და მოხდენილ ფეხებს, მერე მუცელს და ბოლოს მზერა მოშიშვლებულ მკერდზე დაასო. მაინც რა არის კაცის თვალი, ხარბი და გაუმაძღარი. ღიმილით წავიდა აუზისკენ და შარფი მოხდენილი მანერით მოიძრო, იქვე შეზლონგზე მიაგდო და აუზის კიდისკენ წავიდა, ცოტნე უკვე წყალში ნებივრობდა და ბურთს ათამაშებდა. ძაღლი ნაპირზე იწვა და მოთამაშე პატრონს უყურებდა ენაგადმოგდებული. ამჯერად კიბეებით ჩასვლა ამჯობინა, ასე უფრო სექსუალური იქნებაო. დემნას მაგვირადაც ლილემ ყლაპა ნერწყვბი, მამაკაცმა ნაცრისფერი თხელი მაისური რომ გადაიძრო. მძიმედ ამოისუნთა და აჩქარებულ გულს დაუგდო ყური, მაგრამ მაგისთვის ვის ეცალა. რა ლამაზი ფორმები აქვს, არაფერი გადამეტებული, ზუსტად ისეთია ლილეს რომ მოსწონს. მამაკაცის ყურებით გართულს სულ დაავიწდა კიბეებიც რომ სრულდება ოდესღაც და პირდაპირ თავით გადაეღვა წყალში. ყრუდ ჩაესმოდა ცოტნეს ხითხითი და დემნას გაუთავებელი ლაპარაკი იმის შესახებ რომ ძალიან მოუხერხებელია და აუცილებლად სჭირდება ვარჯიში. რა შუაშია აქ ლილეს მოდუნებული სხეული, ყველაფერში დემნას სხეულია დამნაშავე. დიახ, ისევ და ისევ ონიანია ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ მაგას ხომ არ ეტყვის - “რა არის, რა წესია ცოტა დაჩუტე ეგ კუნთები თორემ ხომ ხედავ გაშტერდები და კისერს ვიმტვრევო.” რა სასაცილო მოსასმენი იქნებოდა!
ცოტახანს წყალში ინებივრა მერე ამოვია და შეზლონგზე გაწვა. ცოტა არ იყოს და ამ სიტუაციამ ძალიან დააბნია, წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ამ სახლში, მითუმეტეს აუზზე. ხო, ცოტნეს ფაქტორი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ დავიჯერო მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გამო აკეთებს ამ ყველაფერს, თუმცა რა გასაკვირია, ბავშვებზე გიჟდება, განსაკუთრებით ცოტნესნაირ საოცარ ბავშვებზე! და მაშინ მითუმეტეს როდესაც ბავშვს მამაც გასაგიჟებელი ყავს. უბრალოდ ეს სიტუაცია აბნევს და ამ ყველაფერს სახელს ვერ არქმევს, ესაა და ეს!
გრძნობდა როგორ ბურღავდა მზერით დემნა და ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან, მზის სხივებმა ძალიან რომ დააჭირა მოღუშული წამოჯდა შეზლონგზე და ძაღლთან მოთამაშე ცოტნეს გახედა.
-მიუხედავად იმისა რომ ძალიან მოუხერხებელი ხარ, სხეულიც მოდუნებულია, მაინც საოცარი მკერდის და საჯდომის პატრონი ხარ!
თამამი კომპლიმენტით დააჯილდოვა დემნამ და გვერდით მიუჯდა. უმწიკლო ქალის თვალები გადაატრიალა ლილემ მისი სიტყვების მოსმენისას და ყბადავარდნილმა გადახედა ჩვეულებრივად მომღიმარ მამაკაცს. არ არის ასეთ კომპლიმენტებს მიჩვეული, ერთხელ თავისმა ჯგუფელმა სექსუალური ხარო და ისე ლეწა სახეში, ორი დღე ყბადაბეჟილი დადიოდა საწყალი ბიჭი. მერე რომ გაიაზრდა და მიხვდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს კომპლიმენტის გარდა ცოტა დამშვიდდა, მაგრამ ალუყურს მაინც არ ნანობდა. ის საზიზღარი ბიჭი ღირსი იყო, იცოდა დამშეული მგლის თვალებით რომ უყურებდა და იმიტომ. მერე და მერე იცოცხლე, იღებდა და იღებდა მსგავს კომპლიმენტებს, მაგრამ ასე პირდაპირ და თავხედურად არავინ მივარდნია.
-ახლა არ მითხრა მეწყინაო. _ ხმა გაიმკაცრა დემნამ და აგიზგიზებული თვალები შეანათა დაბნეულ გოგონას.
-მე... არ ვარ მიჩვეული!_ ამოილუღლუღა და თავი დახარა. დემნამ ღიმილით ააწევინა თავი მაღლა და ორი თითი ნიკაპზე მოუჭირა.
-მიხარია იმიტომ, რომ მე უნდა მიგაჩვიო!_ სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა და ქალის მოშიშვლებულ მუცელზე აასრიალა ძლეირი თითები. ლილეს კიდევ ერთხელ დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა, რაც მამაკაცს არ გამოპარვია. _ ძალიან მომწონს ჩემი შეხებისას ასე რომ კრთი და ინაბები!_ყურის ნიჟარაზე დასჩურჩულა და კბილები ოდნავ მოსდო ქალის ბიბილოს.
-დემნა, რა თამაშს მეთამაშები?_განრისხებულმა ჩაილაპრაკა ლილემ.
-ღამის თამაშები უნდა გასწავლო!_ცალყბად ჩაიცინა დემნამ და ყელისკენ გააცოცა ტუჩები.
მამკაცის სიახლოვით დაბნეული და აღელვებული ქვედა ტუჩს ნერვიულად ათამაშებდა და თან ცდილობდა დემნას ძლიერი მხრებისთვის მზერა არ მოეშორებინა. მამაკაცი ტუჩები რომ ყურის ბიბილოზე იგრძნო ეგ ლილესთვის პიკი იყო, ჯერ ხომ ისედაც გაურკვევლობაშია, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მის თავს და საკუთარი ფიქრების და გონების იმაში გამოჭერა რომ დემნას თითოეული შეხება გონის დაკარგვამდე სიამოვნებს მართლაც პიკი იყო. დაძაბული წამოდგა ფეხზე და აუზისკენ დაიძრა, დემნამ ირონიული ღიმილით მიტრიალდა მისკენ და ქალის უკანა ხედს მიაჩერდა თვალებ არეული.
-მე ასე არ შემიძლია!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა ისე რომ მარტო მამაკაცს გაეგო და მისკენ შემოტრიალდა. _წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება ჩვენ ორს შორის, შენ როცა გინდა მოდიხარ მკოცნი, მეც სულელივით ვინაბები და ტაში!
ცინიკურად ჩაილაპარაკა და ისევ აუზს გახედა. დემნა ნელა წამოდგა ფეხზე და ლილესკენ დაიძრა. გოგონას ზურგს უკან ამოუდგა და თითები თეძოებზე მოუჭირა. მამაკაცის მოულოდნელმა ქცევამ დააფრთხო და შეშფოთებულმა კვნესა ამოუშვა ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან. ლილეს ქცევამ დემნა უფრო გახელა და ათივე თითი შედარებით მძლავრად მოუჭირა აკანკალებულ თეძოებზე. როგორი სუსტია როცა დემნა ეხება, წეღანდელი არცერთი სიტყვა აღარ ახსოვს. მამაკაცი მთლიანად ახერხებ არასასიამოვნო ფიქრებისღან ლილეს განიარაღებას. ფრთხილად შეატრიალა გოგონა თავისკენ და გულზე აიკრა.
-ორივეს მოგვწონს ერთმანეთის სიახლოვე და ეს მემგონი საკმარისია!_ყურთან ახლოს დასჩურჩულა და ხელები თეძოებიდან წელზე ააცოცა.
-არა, დემნა, არანაირად არ არის საკამრისი! _ამოიჩურჩულა ლუღლუღით და მამაკაცის ნიკაპს მიადო შუბლი.
-რატომ სტატია რომ გაქვს დასაბეჭდი?_ოდნავ უკან გასწია ქალი და ინტერესით მიაჩერდა მის ამღვრეულ თვალებს.
-არა, სტატიას აღარ ვბეჭდავ!_ამოილუღლუღა და დემნას ხელებიდან დაუსხლტა.
იმ წამს რას ენაზე მოადგა ის წამოიძახა და გააზრებისას მიხვდა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დემნაზე სტატიის გამოქვეყნება ძალიან კარგი გამოსავალია სამსახურის შესანარჩუნებლად, მაგრამ მიხვდა რომ ამით მამა-შვილს ვეღარ შეინარჩუნებს, თუნდაც ისე როგორც ახლაა. რა ქნას, ძალიან დაბნეულია და ვერ ხვდება თვითონ რა უნდა, ერთადერთი რასაც გრძნობს დემნასთან და ცოტნესთან სიახლოვისას გამოწვეული სიხარულია და მორჩა! შოთასთან მოაგვარებს და იტყვის რომ ობიექტი დაუგეგმავად გაფრინდა საზღვარგარეთ და ახლას მოძებნიან ერთად. რაც შეეხება დემნას მასთან მსგავს თამაშებს ნამდივლად არ აპირებს! დაინახა როგორ გაუფართოვდა თვალები ონიანს, სწრაფად ჩაავლო ქალს მაჯაში ხელი და თავისკენ შეატრილა.
-არცერთი წამით იფიქრო რომ ჩემი შენდამი დამოკიდებულება ამ მიზანს ემსახურებოდა!_ თითქოს ელოდა მამაკაცისგან ამ სიტყვებს. ღიმილით გადახედა მამაკაცს და მზერა მის ტუჩებს დაასო.
-მე არ ვფიქრობ ისე როგორც შენ გგონია, ვიცი რომ ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი ჯანმრთელობის აღნიშვისას შენი დამწვარი სურუვილით მაკოცე და არაფერ შუაშია აქ ჩემი პროფესია! ვიცი!_ ხმამაღლა და კატეგორიულად ჩაილაპარაკა ლილემ.
-დარწმუნებული ხარ, რომ ჩემნაირ მსხვეპლზე უარის თქმა ღირს?
ირონიული ღიმილით გადაუწია წინ ჩამოყრილი თმები მამაკაცმა და ორი თითი მოუჭირა ნიკაპზე. ახალკაცმა წარბწეულმა ახედა და თვალებით დაუღრინა, მიხვდა რომ დემნა აქეზებდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ წამოეგება მის ანკესზე. იცის რომ ასეა საჭირო და მორჩა! არ უნდა დემანს ცხოვრება სხვებმაც გაიგონ, ეგოისტურად ვერ გაიმეტებს ეს მამკაცი სხვების განხილვის თემად რომ იქცეს. უნდა მარტო მან იცოდეს დემნაზე ყველაფერი, მაგრამ ეს არავის გაუმხილოს, საკუთარ მეგობრებსაც კი.
-არ უნდა იბანაოთ?_ დოინჯშემოყრილი დაუდგა წინ ცოტნე წყვილს და წარბები მაღლა აზიდა.
-ახლა ვაპირებდით ჩასვლას.
მამაკაცის სხეულზე აკრული სწრაფად გახტა უკან და ლუღლუღით ჩაილაპარაკა. უმცროსმა ონიანმა ორივეს ინტერესით გადახედა და ბოლოს ფშუტუნით გაექანა წყლისკენ. ცოტნეს დანახვისას კიდევ ერთი არასასიამოვნო ფიქრი წამოეშალა- “რას იტყვის ჩვენს ურთიერთობაზე ცოტნე, იქნებ არანაირი სურვილი აქვს მამამისის გვერდით როგორც ქალი ისე ვიყო.”
-როცა იცი რომ ცოტნე ახლო-მახლოსაა ახლოს არ გამეკარო!
კატეგორიული ტონით მოსთხოვა ლილემ და აუზისკენ წავიდა აჩქარებული ნაბიჯებით. დემნამ წარბწეულმა გახედა მიმავალ ქალს და უკან აედევნა.
აუზიში ნებრივრობას რომ მორჩნენ სავარჯიშო ოთახში გადაინაცვლეს. მამა-შვილი შეჭმუხნული შუბლით აძლევდა მოუხერხელებ ლილეს მითითებებს. ბოლოს ცოტნე გაეჯიბრა აბა ხიდზე თუ გადახვალ ჩემსავითო, ისე მოხერხებულად გადაწვა და გაჩერდა პირი დარჩა ღია ლილეს... ასეთი ელასტიური ნამდივლად არ არის, მაგრამ მაგას რა ათქმევინებს, გაჯგიმულმა გაავარჯიშა მაჯები და შეეცადა ზუსტად ის მოძრაობები გაემეორებინა რაც ცოტნემ გააკეთა, მაგრამ როგორც კი ოდნავ გადაიხარა ისე დაუტკაცუნდა ძვლები მემგონი ნაწილებად დაიშალა და ასაწყობია... მაგრამ ახლა ისაა საქმე უკანაც რომ ვერ გადმოდის და ვერც ბოლომდე მიდის იატაკთან, მუდარით გადახედა იქვე დაყუდებულ დემნას და თვალებით შეეხვეწა მიშველეო. მამაკაცი თავის კანტურით წამოვიდა ლილესკენ, ცალი ხელი ზურგზე შეუწურა ცალი კი მუცელზე დაადო და სწრაფად გაასწორა წელში. შვებით ამოისუნთა ახალკაცმა და მამაკაცს მადლიერი მზერით გადახედა.
სახლამდე ისევ დემნამ მიიყვანა თავისი მანქანით, გზაში ხმა არ ამოუღია გასუსული იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა. ლილეს შემხედვარე ხმა არც დემნას ამოუღია, ხანდახანს თუ გადახედავდა ცინიკური მზერით და მერე ისევ გზას უყურებდა. მანქანა კორპუსთან გააჩერა და გოგონასკენ მიტრიალდა. ფიქრებით გაბრუებულმა ლილემ თავისი ეზოც კი ვერ იცნო და ჯიუტად განაგრძო დუმილი. მანქანიდანაც რომ არ გადადის, ზის და ზის. დემნამ წარბწეულმა დახედა აცახაცხებულ მუხლებზე და კოპები ისევ ისე შეკრა როგორც ახასიათებს ხოლმე. ირონიული ღიმილით დაადო მარცხენა ფეხზე მარჯვენა ხელი და სიცივისგან, წამებში გამოფხიზლებულ ლილეს თვალებში ჩააშტერდა. ონიანი ფრთხილად გადაიხარა გოგონასკენ გრძელ ქერა თმებს თითებით წაეპოტინა და თავისკენ დაქაჩა. აუჩქარებლად გადაუსვა ცერა თითი ათრთოლებულ ბაგეებზე და ლილეს მინაბული თვალების დანახვისას ხმით ჩაიღიმა.
-მე... უნდა წავიდე! _ ფერებით გართულმა და გათანგულმა ამოიხრიალა და მამაკაცის დანისლულ თვალებს ჩააშტერდა.
-წადი!_ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ისე რომ ქალის ბაგეებზე თითებით თამაში არ შეუწყვეტია.
-ხო, უნდა წავიდე.
ისევ იგივეს იმეორებდა, მაგრამ ადგილიდან არც თვითონ იძვროდა. პირიქით ძალიან სიამოვნებს მამაკაცის ცივი თითების შეგრძნება გავარვარებულ ბაგეებზე. სულელი უნდა იყოს ახლა აქედან გადასვლა რომ მოახერხოს, თუმცა ახალკაცი ისეთ დღეშია კარების სახელურსაც ვერ მიაგნებს დემნა თუ არ დაეხმარა, ეს უკანასკნელი კიდევ მემგონი ლილეს გაშვებას საერთოდ არ აპირებს.
-წადი!
იგივე გაიმეორე მამაკაცმა, ოღონდ ამჯერად ირონია გამორეული ტონით, რამაც ლილეს გამოფხიზლება გამოიწვია. სწრაფად მოშორდა მამაკაცს და მანქანიდან ერთი სკუპით გადახტა. ვნებების ბურუსიდან გამოფხიზლებულ დემნას სიახლე აშაკრად არ ესიამოვნა და კოპები უკმაყოფილოდ შეკრა. ლილემ სუფთა ჰაერი დახარბებულმა ჩაისუნთქა და ოდნავ დაიხარა მამაკაცისთვის რომ შეეხედა.
-ძალიან კარგი დრო გავატარე. _აზრზე მოსულმა თბილად ჩაილაპარაკა. _ნახვამდის. _ წელში გასწორდა და სადარბაზოსკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა.
მთელი საღამო ფიქორბდა, მერე ნათიას და ნიტას დაურეკა და თხოვა ჩემთან გადმოდითო. ნათია ათ წუთში ლილესთან იყო ნიტა ნახევარ საათში. სამივე დივანზე იჯდა და ხმას არცერთი არ იღებდა, ორივე შესანიშნავად ხვდებოდა რომ დღევანდელმა შეხვედრამ ლილეში გადატრიალება მოახდინა და მეგობრის წინ გადადგმულ ნაბიჯს ელოდებიან.
-დემნას ინტერვიუზე უარი ვთქვი. _ხმადაბლა დაიწყო საუბარი და დივანზე ფეხმორთხმული დაჯდა. ორივემ გაოცებულმა გადახედა ერთმანეთს და მერე ჩაფიქრებულ ლილეს. _მივხვდი რომ არ მინდა დემნაზე ვინმემ ასე კონკრეტულად იცოდეს რამე!_ტონი გაიმკაცრა ახალკაცმა და მეგობრებს გადახედა.
-შენ რა... მოიცადე?!_დაბნეული ალუღლუღდა ნიტა და თვალები გააფართოვა.
-არ ვიცი!_ ორ პასუხს შორის გაჭედილმა ლილემ ჩაილაპარაკა და ბალიშს ჩააფრინდა. _ზოგჯერ მგონია რომ მზად ვარ თვალები დავთხარო, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდება ყველაფერი მავიწყდება... შოთაც და მაგისი სტამბაც! გეფცებით არ მინდა ასეთი სუსტი და უკონტროლო ვიყო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა მემართება როცა მიახლოვდება. _აღელევებული სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არ წყვეტდა გაბედულ საუაბრს.
-ანუ მოგწონს... კი არადა უფრო სერიზოულ საფეხურზე ხარ!_გადაჭრით ჩაილაპარაკა ნიტამ და ჩუმად მჯდომ ნათიას მხარი გაკრა.
-ახლა რა უნდა ქნა?_ხმადაბლა იკითხა ნათიამ.
-ცოტახანი მინდა რომ თავი ავარიდო, ვეტყვი რომ აღარ მინდა ასე ხშირად ვხვდებოდეთ ერთმანეთ, დაფიქრება მჭირდება! _უკვე გადაწყვეტილი სიახლე მოახსენა მეგობრებს და თვალი ჩაუკრა.
-მემგონი ეგ საუკეთესო გადაყწვეტილებაა!_ჩაილაპარაკა ნიტამ.
-ოღონდ იცოდე, დემანს არცერთ ზარს და შეტყობინებას არ უნდა უპასუხო!_გამაფრთხილებად დაუქნია თითი ნათიამ და წარბები კუშტად შეკრა.
-დემნა არც მირეკავს და არც მწერს, ცოტნე მიკავშირდება ხოლმე.
-არაუშავს, მამამისი მოიფიქრებს და ეტყვის რამეს. ახლა ორივეს უნდა ჩამოშორდე სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღო!_ თავისას აგრძელებდა ნათია.
ხვდება რომ მეგობარი 100% მართალია და ასე მოქცევასაც აპირებს. უნდა რომ ცოტახნით, რამდენიმე დღით ჩამოშორდეს დემნასკენ მიმავალ ყველა გზას და ჩვეულერბივად გააგრძელოს ცხოვრება, დროთა განმავლობაში მიხვდება რა არის მისთვის უკეთესი და სწორ გადაწსყევტილებასაც მიიღებს. აბა, ახლა რომ უფიქრდება გაბრუებული და გაორებულია, ერთ ლილეს საშინლად უნდა დემნასთან სიახლოვე ხოლო მეორე უკან იხევს და ამის საშუალებას არ აძლევს. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა შეთანხმდნენ ეს ორნი, ხოდა ამისთვის დროა საჭირო.
კვირა დღეს სახლიდან არ გასულა, გოგონებთან ერთად იჯდა და ფილმებს უყურებდა, მერე აიტეხეს ნამცხვარი, ან პიცა გამოვაცხოთო. ნიტა ჩავიდა პროდუქტების ამოსატანად, იქიდან კი ქერასთან ერთად დაბრუნდა. ნათიამ გაკვირვებულმა გადახედა შეყვარებულს და მისკენ წავიდა.
-აქ საიდან გაჩნდი?_ინტერესით კითხა და ბაგეებზე დაეკონა. გოგონას კოცნით რომ იჯერა ქერამ გული ოდნავ მოიცილა მასზე ტკიპასავით არკული ნათია და შუბლზე აკოცა.
-ისე რომ იცოდეთ მეც ვჭამ ტკბილეოულს და არ მწყენს. _ ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ნათიასთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა.
მთელი დღე ელოდებოდა დემნას ნომრიდან შეტყობინებას, მაგრამ არც მამას და არც შვილს არ მოუწერია. ბოლოს ტელეფონი თავის ოთახში შეიტანა და იქ დადო, ასე უფრო კონცენტრირებული ვიქნები საქმეზეო. აბა ცხივრ წინ რომ ედო, ყოველ ხუთ წუთში ამოწმებდა და მერე ნერვები ეშლებოდა თავის ბავშვურ საქციელზე.
მართალია ფირფიტები ცოტა ჩაუვარდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არაჩვეულერბივად განოიყურებოდა. მარტო არაფრის დიდებით არ ჭამეს ლევანს და ნიკას დავურეკოთო ნიტამ თავი გაიგიჟა. იმ წამსვე მიხვდა ტყუპებიდან რომელიღაცას რომ დაადგა თვალი ნიტამ და ირონიულად ათამაშებული წარბებით წავიდა საძინებლისკენ ტელეფონის გამოსატანად. თავიდან ბიჭებმა იჯუჯღუნეს ნამცხვირს გამო გამოსვლა გვეზარებაო, მაგრამ მერე რომ უთხრა სახლში ვინეებიც ყავდა, სწრაფად გამოცვივდნენ.
თვალაების პაჭუნით და წარბების ფახუნით მიხვდა ლილე რომ ნიკასა და ნიტას შორის რაღაცა ხდება, თანაც განა ისე... ორივემ შესანიშნავად იცის ამის შესახებ და მემგონი ერთადაც არიან. წარბწეულმა ეჭვით გადახედა ბიძაშვილს, მერე ნიტას, მერე ისევ ბიძაშვილს და ბოლოს დაღლილმა ტუჩები გადმოაბრუნა.
-თქვენ რა, ერთად ხართ?
მათი დაუფარავი ფლირტის ჩუმად ატანა ლილესთვის შეუძლებელი გახდა. თავიდან არცერთს მიუქცევია ყურადღება, მაგრამ მერე ნიტაზე და ნიკაპზე გაშტერებულ ლილეს რომ გადახედეს სათითაოდ გაუდდიდა ყველას თვალის გუგეები. ერთადერთი მემგონი ლევანს არ ქონია რეაქცია, ნამცხვრის ნაჭერი თეფშზე დაიდო და ირონიულად მომღიმარი წავიდა დივნისკენ.
-გაწეწვის საერთაშორისო ცერემონიალს გახსნილად ვაცხადებ!_ხმამაღლა გადმოსძახა დივნიდან და მოხერხებულად წამოწვა. ლილემ ბიძაშვილს მტრულად გადახედა და ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯებით გაემართა მისკენ და თავზე როგორც მგელი ისე წამოადგა.
-შენ ეს ყველაფერი იცოდი და ასე უნამუსოდ მალავდი?_ გაავებულმა დაუღრინა.
-ხომ იცი ტყუპებს როგორი ზეციოური ძალები გვაკავშირებს და მივხვდი..._მხრები აიჩეჩა და ნამცხვსი ჭამა განაგრძო.
-ანუ ერთად ხართ და მალავთ?_მიხვდა რომ ლევანთან საუბარს აზრი არ აქვს და ისევ წყვილს მიუბრუნდა. ნიტამ დამორცხვილმა დახარა თავი და ტუჩების კვენტა დაიწყო. _ხო კარგი, კი არ მოგკლავ, რა სახე გაქვს. _ ვითომ მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ნიტას გადახედა. _მაგრამ კი ხარ ღირსი, შენც ნათიასავით შემოგსვა ნელ ცეცხლზე._ მაინც ვერ მოითინა და გულიანად წაკბინა.
-ხო ერთად ვართ და ზედმეტი კითხვების გარეშე!_მოულოდენელად წამოიძახა ნიკამ და ისეთი თვალებით გადახედა ბიძაშვილს, რომელი ხმის ამოღებაზეა საუბარი.
მთელი ღამე ბორგავდა, სულ აუზზში მოცურავე მამა-შვილზე ეფიქრება და რა ქნას. ვერცერთი წამით ამოიგდო თავიდან მათთან ერთად გატარებული არაჩვეულებრივი, ცოტა ნერვიულობით დატვირთული დღე. რომ ახსენდება როგორი თვალებით უყურებდა დემნა ვარჯიშის დროს, რამდენი მითითება და შენიშვნა მისცა, მაგრამ მოთმნებით იტანდა ლილეს ყველა მარცხს. “არაუშავს, ლილე, ცოტახანი მოითმინე და გადაგივლის... ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ხარ და სავსებით ლოგიკურია გუშინდელ დღეზე გეფიქრებოდეს!” უშედეგოდ ცდილობდა თავის დამშვიდებას.
სამი დღე გაბრუებული დადიოდა სამსახურში, ყველაფერს აკეთებდა დემანზე რომ არ ეფიქრა, მაგრამ ხვდება რომ ეს შეუძლებელია. გოგონებთან ერთად ბარშიც იყო, კაფეშიც და საყიდლებზეც, მაგრამ არაფერმა არ უშველა. ეგოისტურად უნდოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ წასულიყო და დემნასთან მისულიყო. ხვდება რომ მამაკაცი ყველანაირად მასზე ძლიერია, სულ არ აინტერესებს უთავმოყვარეო იქნება თუ სულელი დემნას თვალში, უნდა რომ ის გააკეთოს რაც აბედნიერებს. გოგონებთან ერთად ნამცხვრების ცხობა ტრადიციასავით ექცა, უკვე მეორედ გამაოცხეს ამ კვირაში. ონიანებისგანაც რომ არაფერი ისმის ეგ უარესად აგიჟებს, იქნებ მამაკაცმა უკვე დაივიწყდა? “არა! ნუ ფიქრობ ცუდზე!” აფრთხლებად საკუთარ თავს.
საერთოდ ფხიზელი ძილი არ აქვს, მაგრამ ახალ ჩაძინებულზე ყველაფერი ესმის... როგორც კი კარებზე კაკუნი გაიგონა დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და თხელი გადასაფარებელი ნიკაპამდე აიტანა. კაკუნი არ შეწყვეტილა, გაბედული ნაბიჯებით წავიდა შემოსასვლელსიკენ და კარებთან ახლოს აიტუცა.
-ლილე, არ შეგეშინდეს მე ვარ!
კარებს უკან საოცრად ნაცნობი და მონატრებული ხმა გაიგონა. სწრაფად გადაატრიალა რკინის საკეტი და დაუფიქრებლად შემოხვია ორივე ხელი კარებში ასვეტილ სილიეტს.
თვითონაც ვერ მიხვდა რატომ მოიქცა ასე, მაგრამ არცერთი წამით უნანია საკუთარი საქციელი... პირიქით ძალიან მოეწონა გაბედული ლილე და სურვილი აქვს სულ ასეთად დარჩეს. როგორც კი მისი ხმა გაიგონა, საშინლად მოუნდა მისი სურნელიც ცხადად ეგრძნო და გაავებული შეაფრინდა. ხელებს კისერზე ძალიან მაგრად უჭირდა, ჯერ კიდევ არ იყო ძილბურანიდან ბოლომდე გამოუსლი და მისი სილუეტი სიზმარი ეგონა, მაგრამ... მაგრამ როგროც კი ნაცნობი, ძლიერი და ცივი ხელები იგრძნო წელზე გახარებულს გაეცინა. მამაკაცმა სწრაფად აიტაცა გოგონა ხელში და მუცელზე შემოისვა.
-დამაკლდი!
ხმადაბლა ჩასჩურჩულა ყურთან ახლოს და მოშიშვლებულ მხრებზე აკოცა. რამდენი რამე შეუძლია ერთ უბრალო და ბევრი ემოციის მატარებელ სიტყვას. გახარებულმა აღარ იცოდა სად წაეღო ხელები, ან როგორ მოეხვია დემნასთვის რომ თავისი ემოციების შესახებაც სცოდნოდა მამაკაცს. შიშველი ფეხები კიდევ უფრო მაგრად მოხვია წელზე და წურბელასავით აეწება დემნას სხეულს.
-მეც დამაკლდი!_ამოიჩურჩულა და თავი მხარზე დაადო.
ნელი ნაბიჯებით შევიდა სახლში დემნა და კარები ფეხით მიკეტა. მისაღებისკენ ისე წავიდა გოგონას სხეული არცერთი წამით მოუცილებია, დივანზეს ისე დაჯდა ლილე არ გაუტოკებია. როგორც კი კომფორტულად მოკალათდა გოგონა ოდნავ უკან დასწია და მონატრებული დაეძგერა მის აწითლებულ ბაგეებს. ლილემაც როგორც კი ნაცნობი და მონატრებული ბაგეები იგრძნო გახელებულმა შეუცურა ხელები თმებში და ოდნავ მოქაჩა თავისკენ. გოგონას ინიციატივით გათამებულმა დემნამ ფრთხილად გადააწვინა ლილე მუხლებიდან დივანზე და ზემოდან მოექცა. ასეთი მომთხოვნი და ვნებიანი დემნა ჯერ არ უნახავს, ისეთი მონდომებით უკოცნიდა სახის ყველა ნაკვთს, ბაგეებს თავისით სწყდებოდა სიამოვნებისგან მოინიჭებული ბგერები. მამაკაცმა ტუჩები ნიკაპზე ჩაასრიალა, მერე ყელიდან მხრებამდე გააცოცა და მერე ისევ მაღლა აუყვა გზას. ასე მონაცვლეობით დააცოცებდა ტუჩებს ზევით-ქვევით და გოგონას სიამოვნების ბგერებით გახელებული შორს წასვლას მაინც არ გეგმავდა. ხვდებოდა რომ ლილე ჯერ სერიოზული ნაბიჯისთვის მზად არ არის. ტუჩები მკერდთან ახლოს ჩააცოცა და მოღეღილ გულ-მკერდზე შეახო კოცნისგან და ვნებისგან გახურებული ბაგეები. რა კარგია, მარტო ლილეს კოცნის და მოფერების დროს რომ ლღვება დემნას ყინულივით ტუჩები. ერთი სხეულს ვერაფერი ვერ მოუხერხა, სხეული ისევ ისეთი ცივი აქვს როგორც სხვა დროს, არაუშავს იმედია თავის დროზე მაგასაც მიხედავს, ისე როგორ საჭიროა. მამაკაცის ბაგეები რომ იგრძნო მკერდთან ახლოს დაიმორცხვა და ლოყები ბროწეულისფერში გადაუვიდა. მისი თითოეული შეხება არწმუნებს, რომ მისთვის დემნა ჩვეულერბივი მამაკაცი არ არის. ეს კაცი მისი ვნებების და სიამოვნების ბატონ-პატრონია. იცის როგორ უნდა მოიხელთოს ლილე და არცერთ შანს არ უშვებს ხელიდან.
მიუხედავად იმისა რომ ზუსტად სამი დღე არ ყავდა მამაკაცი ნანახი მაინც საშინელი მონატრება იგრძნო მისი დანახვისას და შეხებისას. იცის რომ კიდევ რამდენიმე დღე გაძლებდა დემანს გარეშე, მაგრამ სამაგიეროდ მერე ნახვა იქნებოდა ასმაგად ვნებიანი და მონატრებებით გაჯერებული. დროის უაზროდ კარგვას მემგონი ჯობდა ახლა ენახა და მიმხვდარიყო რომ არსად წასასვლელი აღარ აქვს.
ნელა მოშორდა დემნა გოგონას აცახაცახებულ სხუელს და დივანზე საწყისი პოზიცია დაიკავა. ლილესაც მსუბუქი ფოთოლივით მოხვია ხელი და ისევ კალთაში ჩაისვა თავბრუდახვეული გოგონა.
-ცოტნეს ძალიან მოენატრე, გუშინ მთელი დღე შენ გახსენებდა. _გულზე მიკრულ გოგონას დასჩურჩულა და თმები ყურს უკან გადაუწია.
-მერე რატომ არ დაარეკინე?_გაბუსხულმა ახედა და თვალები დაუბრიალა.
-იმიტომ რომ აქ მოსვლისას გეგრძნო როგორ გჭირდები!_გამარჯვებული ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ.
ლილე მიხვდა რომ მამაკაცი იმაზე კარგად იცნობს ვიდრე მას წარმოუდგენია და დადუმდა. ან რა დროს მოასწრო ლილეს ასე კარგად შესწავლა, ან რატომ იცის გოგონასს თითეული ფიქრი და სიტყვა.
-ძალიან გამჭვირვალე და სუფთა ხარ იმისათვის, რომ რამე გამომაპარო. _საფეთქელზე მიწებებული ბაგეებით დაიჩურჩულა დემნამ და თეძოებზე თითები მაგრად მოუჭირა.
-ასე არ შეიძლება, შენ ყველაფერი იცი ჩემზე, მე საერთოდ არაფერი!_პროტესტის გრძნობა გაუჩნდა ლილეს და თავი სწრაფად წამოყო.
-წესით პირიქით უნდა იყოს!_კიდევ ერთხელ დასცინა დემნამ და ცხვრიზე ორი თითი მოუჭირა.
-არ ვიცი რატომ არაფერი გავიგე შენს შესახებ. სულ ვიძახი დღეს გავიგებ, დღეს გავიგე-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავ არაფერი ვიცი, გარდა იმისა რომ გყავს შვილი, გყვას ძალიან კარგი დედა, გაქვს უფასო კლუბი და ცხვორობ ძალიან დიდ სახლში. _ჩამოარიკინა გაბუსხულმა ლილემ და თვალებში ჩააშტერდა. _მინდა შენზე უფრო მეტი ვიცოდე!_კატეგორიული ტონით მოთხოვა და გაშლილი ხელისგული მკერდზე მიადო. _ცოტნეს დედაზე არაფრი არ მაინტერესებს, ეგ ქალი მე არ მეხება... მე ის მაინტერესებს რას აკეთებ, რითი ირჩენ თავს._ჩაილაპარაკა დაბეჯითებით და ისევ დემანს მკერდს მიადო თავი.
-პირველ რიგში გეტყვი რომ პატიოსანი შრომით ვშოულობ ფულს!_ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა და ლოყაზე ნაზად დაუსვა საჩვენებელი თითის ზურგი. _ჩემს მეგობრებთან ერთად პატარა ბიზნესი მაქვს.
-ეს მეგობრები..._საჩვენებლი თითი მაღლა ასწრია და ამით ანიშნა ბარის მეგობრებს გულისმხობო. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლოყაზე ოდნავ მიაწება ტუჩები. _მე რატომ დამადგი თვალი, ჟურნალისტები მოგწონს თუ ჩემნაირი გემრიელი ჟურნალისტები?_კეკლუცურად შეიქო თავი და ყელი მოიღერა. დემნა ღიმილით დაიხარა მისი ქათქათა ყელისკენ და სიცივე შეპარული ტუჩები მიაწება, რომელიც წამებში გაათბო ლილეს კანმა.
-უფრო ვიტყოდი შენმა გემრიელმა მეკრდმა და საჯდომმა.
არც დემნა ჩამორჩა და ახლა უკვე მან აათამაშა ნიშნის მოგებით წარბები. წამებში დასერიოზილა ლილე და თვალებდაქაჩულმა დაიხედა მკერდზე. როგორ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მამაკაცის თამამი კომპლიმენტები, რა მოხდება ახლაც იგივე რომ არ გაემეორებინა და სხვა რამე ეთქვა. “რა უნდა ეთქვა, რაც მოსწონს ის აღნიშნა.!” გაკაპასდა ქვემოდან მეორე ლილე. “ჰოო, რაც მოსწონს... მეტი მოსაწონი ვერაფერი მინახა?” ახლა ზემოდან ჩაასძახა აღრენილმა. ლილეს მზერას თვალი გააყოლა დემნამ და მომხიბვლელად ამობრუცულ ორ ბურთულას გაუღიმა. მამაკაცის მომღიმარი სახის დანახვისას და მერე მიზეზების ამოცნობისას გაავებულმა უთავაზა შეკრული მუშთი მკერდში. დემნამ ღიმილით დაუჭირა ხელი და თითებზე ნაზად აკოცა.
-მე რომ გეუბნები კომპლიმენტს ნუ ბრაზდები!_კატეგორიულად მოსთხოვა მამაკაცმა.
-სხვა მსაგვს კომპლიმენტებს არც მეუბნება!
-სხვა მეორედ აღარ ახსენო!
წამებში შეეცვალა თბილი ბარიტონი დემნას. ისეთი ცივი და კატეგორიული გახდა მისი ხმა. ძველი და ცივი დემნას დანახვა არ ესიამვონა, ცოტა არ იყოს და შეშინდა კიდევაც, მიუხედავად იმისა რომ იცის მასთან არაფერი ემუქრება.
-ხო და კიდევ, იცოდე მეორედ როგორც ჟურნალისტს აღარ დამცინო!_ნაწყნემა ჩაილაპარაკა.
-შენც მოიქეცი ისე რომ არ დაგცინო და აღარ დაგცინებ. _მის გამწარებას არ ეშვებოდა მამაკაცი.
-ეგრე რომ მოვიქცე ძალიან ბოტორი უნდა ვიყო!_ჩაილაპარაკა ირონიულად.
-არასოდეს, არასოდეს გაბედო და არავის ჯინაზე გახდე ისეთი როგორც სხვები არიან!_სიმკაცრესთან ერთად მამაკაცის ხმაში თხოვნის ნოტები შენიშნა ახალკაცმა.
-ანუ არავინ გავამწარო ხოლმე?_ ტუჩაბზუებულმა იკითხა. დემნამ უარყოფით პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და კოპებშეყრილი მიაჩერდა. _ოო, ეგრე ძალიან უინტერესო გამოდის._უკმაყოფილომ სიცილით ჩაილაპარაკა.
-შენ აზრიანს რას ეძახი, ადამიანების ცხოვრების რადიკალურად შეცვლას, ცუდისკენ?_მიხვდა რომ დემნას ამ თემასთან დაკავშირებით საერთოდ არ ეხუმრება.
-მე შენნაირ მიმალულ მსხვეპრლს ვეძებ ხოლმე. _შეეცადო დაძაბული საუბრისკენ აღარ წასულიყო. დემნამ ცალი წარბი მაღლა აზიდა და ინტერესით მიაჩერდა გოგონას. _აი, რომ აღარ იციან სად დახარჯონ და მაინც რომ არ ჩანან, ეგეთებს. _დაბნეულმა ხელების დახმარებით აუხსნა და თვალი ჩაუკრა.
-აღარ მინდა შენს სამსახურზე საუბარი, ცუდად დავასრულებთ!
-კარგი, მაშინ შენსაზე ვისაუბროთ. _უცებ მოძებნა გამოსავალი ლილემ. _მაგრამ არა!_სწრაფად გადაიფიქრა._ აღარ მაინტერესებს, რაც გასაგები იყო მითხარი. _ღიმილით მიადო თავი მკერდზე და მის მაისურს დაუწყო თითებით წვალება.
-იქითა შაბათ-კვირას მე და ცოტნე კუს ტბაზე ვაპირებთ ორი დღით ასვლას და არ გინდა ჩვედთან ერთად წამოხვიდე?
მამაკაცის შეთავაზებამ ცოტა დაბნია, ჯერ შაბათ-კვირამდე ძალიანდ დიდი დროა... მაგრამ მაგას რა მნიშნელობა აქვს, ჩვენთან ერთად წასვლაში რა იგულისხმა ეგაა მთავარია. ფაქტია მათთან ერთად ორი დღის გატარება ძალიან უნდა, მაგრამ დემანსთან ერთად მარტო დარჩენის ძალიან ეშინია. დარწმუნებულია მამაკაცი ისეთს არაფერს არ გააკეთებს რაც გოგონას არ ენდომება, რამე რომ სდომოდა წეღანაც შესანიშნავად მოიხელთებდა ლილეს. უბრალოდ იცის რომ ორი ზრდასრული, ერთმანეთზე მოფლირტავე ადამიანის ერთად ყოფნა შეიძლება სხვა რაღაცითად დაგვირგვინდეს და მაგის ეშინია. იცის რომ თვითონაც ძალიან მიილტვის დემნასკენ და ეს ფაქტი აშინებს, თორემ სხვა დანარჩენზე რა აქვს საფიქრალი.
-ცალ-ცალკე ნომრებს ავიღებთ!_ ფიქრებს მიუხვდა მამაკაცი და ღიმილით დაუსვა ლოყაზე თითები.
-არ ვიცი, წამოსვლა მინდა, მაგრამ..._ არ დაუმალა ის რასაც ფიქრობდა. _უბრალოდ არ მინდა ვიჩქარო, ხომ გესმის?_ ამოილუღლუღა და კიდევ უფრო კომფორტულად მოაკალათა მამაკაცის მხარზე თავი.
-მესმის და მაგიტომ გითხარი დღეს, შაბათამდე ძალიან დიდი დროა და მოიფიქრებ!_ ახლა უკვე გასაგებია რატომ უთხრა დღეს. ღიმილით დაუსვა ონდავ მოშვებულ წვერზე თითები ლილემ და ფეხზე წამოდგა. _სადაცაა გათენდება და სამსახურში ვარ წასასვლელი. _ჩაილაპარაკა მობუზულმა.
-გინდა მითხრა რომ ჩემი წასვლის დროა?
-არა, ახლა მაინც ვერ შევიბრუნებ ძილს ორ საათში უნდა ადგე. მინდა ჩემთან ერთად ყავის დალევა შემოგთავაზო!_ ჩაიცინა ახალკაცმა და სამზარეულოსკენ წავიდა. _თან ცოტა-ცოტა რაღაცებს შენზეც გავიგებ. _ეშმაკურად აკუნტრუშდა ახალკაცი.
ცოტა კიდევ ისაუბრეს, თითქმის სულ ლილე ლაპარაკობდა და ლაპარაობდა. დემნა წარბწეული უყურებდა ენად გათქვეფილ გოგოს და მის ემოციურ საუბარზე ღიმილს ვერ იკავებდა. ადრეც ავღნიშნეთ რომ ლილე ძალიან ტიტინაა, სულ ლაპარაკობს, მნიშვნელობა არ აქვს მოსაუბრეს სიამოვნებს თუ არა ეს. ბოლოს დამორცხვილმა მოკუპა პირი და ტუჩებდაბრეცილი მიაჩერდა მამაკაცს.
-შენც დაგღალე ხომ?_ ამოიჩურჩულა დარცხვენილმა და ნეკა თითს კბილები დაასო.
-პირიქით, მინდა რომ კიდევ გისმინო!_მამამაკაცის სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა, პირველი ადამიანია ვინც არ აჩუმებს და კიდევ საუბრისკენ მოუწოდებს.
-მემგონი შენ არ მისმენდი და იმიტომ ამბობ მაგას. _იწყინა და შუბლი შეჭმუხნა.
-რომ გისმენდი, იმიტომ ვამბობ!_დაუღრინა დემნამ.
-ჩემები სულ მეჩხუბებიან რამდენი ლაპარაკი იციო. _ ჩაიცინა და ყავა მოსვა.
ცოტახანს კიდევ დარჩა დემნა და მერე წავიდა, დღეს დილით ბავშვები მყავს თამაშზე წასაყვანი და მოსამზადებელი ვარო. გახარებულმა გააცილა მამაკაცი და კუნტრუშით შეტრიალდა სამზარეულოში.დემნას ყავის ფინჯანს თთითები ნაზად მოატარა და თავისი საქციელით გაოცებულმა ხმამაღლა გადაიკისკისა.
-”გაები, ლილე, გაები!” _ხმამაღლა შემოუძახა საკუთარ თავს და სააბაზანოსკენ აიღო გეზი.
სამსახურში სულ სხვა განწყობით და სხვა შემართებით მივიდა, პირველ რიგში შოთას უნდა ესტუმროს და ახალი ამბავი შეატყობინოს, მერე კაცს ილუზიები რომ არ გაუჩნდეს. რამდენიმე ძველი ვარიანტით როგორმე მოთაფლავს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. იმხელა ხმაზე იღრიალა კამცა ახალი ამბავი გაგებისას, კედლებს დააწყებინა ზანზარი. არ არის ეს კაცი ნორმალური, ეუბნება საზღვარგარეთ წავიდაო და რაღა აყვირებს, ლილე გაეკიდება თვთმფრინავს და მოაბრუნებს თუ?! ბოლოს როგორც იქნა ცივი წყლით დაამშვიდა და აუხსნა რომ სხვასთანაც შეიძლება ვინმესთან, სხვა კუთხით ინტერვიუს ჩაწერა. ეჭვის თვალით ახედა კაცმა და მერე ხელების ქნევით დაეთანხმა.
-ხვალამდე მადროვე და მე თვითონ შეგირჩევ. _გასვლისას მიაძახა და შუბლზე თითები წაიჭირა.
კაბინეტში შევიდა და ლექსების კრებულების ბეჭვდვა დაიწყო. ეს საქმე ერთი თვის წინ აიღო საკუთარ თავზე, მარტო ინტერვიუების აღებას და იმის ბეჭვდას, ლექსების კრებულებიც არ იქნება ურიგოო, იმდენ საინტერესო და თანამედროვე ნიჭიერ პოეტს გაეცნო. მათი ნაშრომებიც ძალიან საინტერესოა, უბრალოდ ხალხი არ ყიდულობს თორემ გამოცემით, იცოცხლე! ექვს საათზე დაასრულა მუშაობა და პირდაპირ გასასვლელისკენ აიღო გეზი, ნინასაც კი არ დალოდებია.
როგორც დილით უთხრა დღეს ქალაქგარეთ უნდა წაეყვანა ბავშვები თამაშზე, სავრაუდოდ დღეს ვერ მოახერხებს დემნას ნახვას, არაუშავს გოგონებს დაურეკავს და თავისთან შეკრიბავს. იმ გამომცხვარ ნამცხვარს შეჭმა უნდა! ნათიამ გეგასთან ერთად ვარ კაფეში და გვიან მოვალო, ნიტამ აგარაკზე ვართ მე და ნიკაო და ასე შემორჩა მარტოკინა.
გვიანობამდე იჯდა და ფილმებს უყურებდა, მერე მიხვდა რომ ნათია მომსვლელი არ არის და დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ კარებზე ზარის ხმამ შეაჩერა. ღიმილით წავიდა კარებისკენ და სულ “ნათი, ნათის” ძახილით გამოაღო კარები, მაგრამ იმედები გაუცროვდა თუ უფრო ესიამოვნა ვერ გეტყვით.
-უკვე ჩამოხვედით?_გახარებულმა კითხა და სახლში შემოიპატიჟა.
-თამაში თორმეტ საათზე იყო მოვიგეთ და მერე აღსანიშნად წავედით. _მოკლედ მოუყვა დღის განრიგი და ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია. _მგელივით მშია!_ ჩაილაპარაკა და ისე გაემართა სამზარეულოსკენ, თითქოს წლებია უკვე ამ სახლში ცხოვრობს.
-რა ქმარივით იქცევა..._თავისთვის ამოიჩურჩულა ლილემ და თავის სასაცილო კანტურით აედევნა მამაკაცს უკან.
-აუცილებელი არ არის ქმარი მერქვას!_მოულოდნელად მოუტრიალდა დემნა და პირდაპირ ცხვირზე დაატაკა გულ-მკერდი ბროწეულისფერ ლილეს.
ინტერესით უყურებდა მამაკაცს და თან ქვედა ტუჩს აწვალებდა. დემნამ რამდენჯერმე ამოხედა და ისევ ჭამა განაგრძო, მიხვდა რომ ჭამის დროს მამაკაცს საუბარი არ უყვას და თვითონაც არ ამოუღია ხმა. როგორც კი ჩანგალი თეფშზე დადო ფეხზე წამოხტა და მაცივარს მივარდა.
-დღეს დილით დამავიწყდა შემომეთავაზებინა, გუშინ გოგონებმა ნამცხვარი გამოვაცხეთ. _გახარებულმა ჩაილაპარაკა და ნამცხვარი გამოიღო. _ყავასთან ერთად ხომ შეჭამ?_მისკენ მიტრიალდა და წარბი მაღლა აზიდა, “აბა გაბედე და უარი მითხარიო.” დემნამ შეფარული ღიმილით დაუქნია თავი და ფეხზე წამოდგა.
-ისე რომ იცოდე, ასე მიყოლებით საჭმლის და დესერტის ჭამა არ შეიძლება. _უკნიდან ამოუდგა ქალს და ხელები მუცელზე შემოხვია.
-ვითომ რატომ?_ყასიდად გაიკვირვა და მამაკაცის შემოჭერილ ხელს თითები ნაზად დაუსვა.
-იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო!_ყურთან ახლოს უჩურჩულა და ტუჩები ყელისკენ გააცოცა.
-მე სულ ეგრე ვჭამ. _ჩაილაპარაკა და თავი მარცხნივ გადააგდო მინაბულმა.
-ხოდა არ შეიძლება!_თავისას არ იშლიდა დემნა. _ყველაფერს არეულად რომ მიირთმევ იმიტომაც ხარ სუსტად!_ლილესთვის მტკივნეულ თემაზე საუბარს არ წყვეტდა დემნა.
-როდემდე უნდა მახსენო ახლა ეგ?_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და განზე გახტა.
-მანამდე სანამ კიბეებზე ნორმალურად სიარულს არ ისწავლი!_დაემუქრა დემნა და წელზე ხელი სტაცა._ და დაიმახსოვრე, როცა გეფერები ნუ მიშორებ!
კლატეგორიული ტონით გააფრთხილა და ტუჩები ისევ ლილეს ყელში ჩარგო. წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, განაბული მიესვენა მამაკაცის მკლავებში და მოდუნებული კისერი ისევ გადააკონწიალა. დემნამ ტუჩები ყელიდან მხრებზე გააცოცა და მოთამაშე თითებს შეუერთა. მამაკაცის შეხებისას დახორკლილი ტანი საშუალებას არ აძლებდა ნორმალურად ეაზროვნა და დემნას თითოეული მოქმედება ბოლომდე აღექვა.
^^^
სამშაბათს დემნამ გაუარა და თავისთან წაიყვანა სავარჯიშოთ, გზაში ხან ლილეს მუხლზე გააცურა ხელი ხანაც თითებზე მოეფერა. იქ მისულს ცოტნე ისეთი გახარებული დახვდა, მონატრებული სტუმარი გულში ჩაიკრა ბავშვმა და გუშინდელი თამაშის შესახებ მოუყვა. სამსახურიდან მისულს დემნა უკვე კორპუსთან ელოდებოდა, ამიტომ ჭამა ვერ მოასწრო და ისევ ლენას მომზადებულ კერძზე დაპატიჟა დემნამ, ამჯერად დაჟინებით. მერე ისევ აუზზე გავიდნენ და ცოტა იცურავეს, უფრო სწორად მამა-შვილი ცურავდა, ლილე ნასვამ-ნაჭამი შეზლონგზე იყო წამოკოტრიალებული და მზეს ეფიცხებოდა. თვალებ მოჭუტულმა ახედა მზის მფარავ დემნას.
-ოოო, მეზარება.
მამაკაცის განმგმირავი მზერით მიხვდა რომ ფეხზე უნდა ამდგარიყო და წყალში ჩასულიყო, მაგრამ ისეთი დამძიმებული იყო ადგილიდან გატოკების თავიც არ ქონდა. დემნამ უსიტყვოდ დაავლო წელზე ხელი და გუდასავით გადაიკიდა ლილეს სუსტი სხეული მხარზე. მოულოდნელობისაგან ერთი წამოკივლება მოასწრო და მერე წყალში მოადინა ტყაპანი. დემნაც სწრაფად მიყვა უკან და გაწუწულ ლილეს წინ დაუდგა. კოპებშეყრილმა ახედა მაღალ მამაკაცს და ფეხები გააფართხალა.
-რა სინადირეა, გეთქვა ნორმალურად და ჩემით ჩამოვიდოდო. _აფოფრილმა ჩაიდუდღუნა და სველი ხელი ლოყებზე მოისვა. დემნამ ცალი წარბი მაღლა აზიდა და ისე მიაშტერდა გოგონას. _ხო კარგი, კიდევ ერთხელ გეთქვა და ჩამოვიდოდი!_უცებ შეცვალა ტქსტი და აფერისტული ღიმილით ჩამოეკიდა ყელზე. _არ მინდა ცოტნეს ვატყუებდე._ამოიჩურჩულა ხმადაბლა და ძაღლთან მოთამაშე ბავშვს გახედა.
-მე ცოტნესთან არაფერი მაქვს დასამალი. _უდარდელად აიჩეჩა მხრები დემნამ და ლილეს დახედა.
-ანუ, რომ უთხრა... არ გაბრაზდება?_დაბნეულმა ამოილუღლუღა.
-და რატომ უნდა გაბრაზდეს?_ინტერესით იკითხა მამაკაცმა.
-რა ვიცი... ამდენიხანია მარტო ცხოვორბთ და უცებ რომ გაიგებს შენს ცოხოვრებაში ქალი გამოჩნდა.
დაბნეული ლუღლუღებდა, თან არ უნდოდა რამე ზედმეტი ეთქვა და საკუთარი თავი დემნას ცხოვრებაში წინა პლანზე წამოეწია. ისე ამოისუნთქა დემნამ აშკრად მიხვდა, როგორ საზღვრავდა თითოეულ სიტყვას ლილე და არ მოეწონა.
-ცოტნემ ძალიან კარგად იცის ადრე თუ გვიან ჩემს ცხოვრებაში ვიღაცა რომ გამოჩნდება, შენ იქნები ეს თუ სხვა ქალი, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. თანაც შენ ძალიან კარგად გაგიგო და მემგონი დამეგობრდით კიდევაც. _ცალყბად ჩაიცინა მამაკაცმა და შუბლზე სველი ტუჩები მიადო.
“სხვა ქალი” ძალიან ცუდად მოხვდა ლილეს ყურს. არ ესიამოვნა დემნამ მათი ურთიერთობის დაშლა რომ დაუშვა და ცოტა არ იყოს ეწყინა კიდევაც, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია, თორემ დარწმუნებულია მამაკაცი ამასაც მიხვდება. ფრთხილად მოიცილა დემნას ხელები წელიდან და გაცურა. აღარ უნდოდა მასთან ამ თემაზე საუბრის გარძელება, ყოველ შემთხვევაში დღეს მაინც.
-ლილე, გინდა ბურთით ვითამაშოთ?_მოულოდნელად გაჩნდა მასთან ცოტნე.
-სად?_დაბნეულმა დასვა კითხვა და გარემო მოათვალიერა.
-აქ, წყალში._ხელები წყალზე დაატყაპუნა და სიცილით მიაჩერდა გოგონას.
^^^
იმ დღის მერე მამა-შვილი ორჯრ ნახა, ოთხშაბათს გამიზნულად არ წავიდა აუზზე, იცოდა რომ იქ იქნებოდა და აუცილებლად მოძებნიდა ლილეს. ხუთშაბათს ცოტნემ დაურეკა და თხოვა დღესაც გამოდიო, ბავშვს ვერ აწყენინა თორემ დემნას დიდი სიამვონებით დასჯიდა და არ ნახავდა. პარასკევსაც იგივე განმეორდა, ოღონდ იმ განსხავებით რომ სახლიდან დემნამ წაიყვანა და უკანაც მამაკაცმა მოიყვანა.
-ლილე, მეჩვენება თუ მებუტები?_ხმადაბლა შეაპარა დემნამ და მისკენ მიტრიალდა._მგონია რომ რაღაცა ისე ვერ ვთქვი და შენ ეს ძალიან გეწყინა.
ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მიანიშნა რომ “შენი ყველა ფიქრი ზეპირად ვიციო.” ტყუილ უბრალოდ ფართხალს და თავის დაძვრენას აზრი არ აქვს, იცის რომ ტყუილში უფრო მალე გამოიჭრს დემნა... თან არანაირი სურივლი არ აქვს მამაკაცი ტყუილებით გააბრუოს, მაგას ურჩევნია რასაც გრძნობს და ფიქრობს ის უთხრას.
-ხო, ნაწყენი ვარ. _ამოიჩურჩულა ხმადაბლა და ფანჯრიდან გაიხედა.
-რატომ?_არადა ზუსტად იცის რომ მამაკაცმა თავის კითხვაზე პასუხი უკვე იცის.
-იმიტომ... იმიტომ, რომ შენ ამასწინებზე დაუშვი რომ შეიძლება სხვა ქალი იყოს შენს გვერდით.
-და რატომ არ უნდა დამეშვა?_საძაგლური კითხვების დასმას არ წყვეტდა დემნა.
-იმიტომ... იმიტომ... არ ვიცი, მეც არ ვიცი რატომ მეწყინა ასე, ძალიან. _ტირილის პირას მისულმა ამოიჩურჩულა და მამაკაცს გადახედა.
-სამაგიეროდ მე ვიცი და ძალიან მიხარია რომ გეწყინა!_ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და გოგონას ლოყები ხელისგულებში მოიქცია. _მეც იმიტომ ვთქვი რომ გწყენოდა და მერე შენით მიმხვდარიყავი ბევრ რამეს, მაგრამ მე თუ არ დაგეხმარე შენ ფიქრიც კი გეზარება!
ჩაილაპარაკა შუბლშეკრულმა და დახარბებული დაეწაფა ლილეს აწითლებულ ბაგეებს. გაბრუებულმა ინსტიქტურად მოხვია ხელები კისერზე და კოცნაში აყვა. დემნამ ლოყებიდან ხელები წელზე ჩააცოცა და საჯდომთან ახლოს მოაკალათა კომფორტულად.
-ახლა გაიქეცი და ხვალ დილით რომ მოვალ დანარჩენზე იქ ვისაუბროთ!
ქვედა ტუჩზე ენისწვერი გადაისვა დემნამ და კარები გაუღო. გადასვლილსას მსუბუქად მისცხო საჯდომზე ხელი და აწითლებულს თვალი ჩაუკრა. სულაც არ ჭირდება ფიქრი, ყველაფერი ძალიან კარგად იცის, უბრალოდ იქ დემნას ვერ გამოუტყდა ბოლომდე თავის გრძნობებში. ძალიან კარგად ხვდება მამაკაცზე უგონოდ რომ არის შეყვარებული და მის იქით ვეღარავის რომ ვერ ამჩნევს, დარწმუმებულია დემნამაც იცის ეს, მაგრამ რომ მოკლას მაინც არ ეტყვის. უნდა პირველი მამაკაცი გამოუტყდეს გასერიოზულებულ გრძნობებში... საერთოდ არ აქვს “მიყვარხარ” ილუზია, იცის რომ დემნა მაგ დამდნარ კატეგორიას არ განეკუთნება.
დილით ადრიანად წამოხტა ფეხზე და გამზადებულ ბარგს გადახედა. სწრაფად მოიწესრიგა თავი და კარებისკენ გაიქცა. დემნა ტელეფონში ჩასჩერებოდა რაღაცას და თან კარზე აკაკუნებდა, ღია კარში მარცხენა ხელი ჰაერში გაუშეშდა. ღიმილით ამოხედა მოკლე შორტსა და თეთრ მაისურში გამოწყობილ ლილეს და ვნებიანად გაილოკა ტუჩები.
-ნუ გავიწყდება ცოტნე მყავს მანაქანაში. _ეშმაკურად შეათვალიერა ქალი და კედელზე ააკრა.
-შენ კიდევ სულ უხამსობაზე ნუ ფიქრობ!_ტუჩზე თითი დაკრა და მოწყვეტით აკოცა. _ჩემი ბარგი მანდ დევს მე ჩანთას ავიღებ და მოვალ.
სწრაფ-სწრაფად მიაყარა და ოთახისკენ გაიქცა. მანქანაში როგორც კი ჩადჯდა უკან არხეინად გაწოლილ ცოტნეს გადახედა. ბიჭმა ღიმილით გაუწოდა მარჯვენა ხელი.
-ძალიან გამიხარდა ჩვენთან ერთად რომ მოდიხარ._გულწრფელი სიხარულით ჩაილაპარაკა და თითებზე თავისი პატარა თითები მსუბუქად მოუჭირა.
-მეც ძალიან გამიხარდა შენი გახარება რომ მოვახერხეთ. _ჩაიცინა და ხელზე მეორე ხელი მსუბუქად დაარტყა.
-იცი რა მაგარია იქაურობა ამ დროს, სულ ყველაფერი ყვავის და სულ სიმწვანეა. _სწრაფად წამოჯდა ცოტნე და კუს ტბის აღწერა დაიწყო.
^^^
მთელი გზა გათიშულს ეძინა, საერთოდ ასეა როგორც კი მანქანაში ჯდება და იცის ცოტა მოშორებით უნდა იაროს, მკვდარივით ითიშება. როგორც კი მანქანა სადგურზე დააყენა დემნამ პატარა ცოტნე გახარებული გადახტა და ნაცნობ ბილიკს დაუყვა. ონიანი ფრთხილად გადაიხარა გოგონასკენ და მძინარეს ჩამოყრილი თმა გადაუწია ყურს უკან.
-ლილე.
ოდნავ შეარხია გოგონას სხეული, მაგრამ აზრზე ვერ მოიყვანა. ღიმილით გადავიდა მანქანიდან და ლილეს მხარეს მოუარა, კარები ფრთხილად გააღო და უსულოდ მისვენებული სხეული ხელში აიტატა. ახალკაცმა რამდენჯერმე წაიზმუილა, მაგრამ რეაქცია არ ქონია, ხელები დემნას კისერზე კომფროტულად მოაკალათა და ტუჩების ცმაცუნით მიადო თავი მკერდზე. დღეს დილით ძალიან ადრე მოუწია ადგომა და მაგის ბრალია ალბათ, აბა დილის ექვს საათზე სამსახური როცა აქვს, მაშინ არ დგება და არ არის მიჩვეული.
თვალები რომ გაახილა ფუმფულა საწოლზე იწვა და თხელი გადასაფარებელი ეფარა. ქუთუთოები რამდენჯერმე მიაწება ერთმანეთს და მერე საწოლიდან წამოდგა. ფანჯარასთან სწრაფი ნაბიჯებით მიიჭრა და გადამწვანებულ ბუნებას გადახედა. რამდენიხანია აქ არ ყოფილა, ბოლოს ორი წლის წინ იყო მეგობრებთან ერთად სარბენად ამოსული და იმის მერე, არც კი გახსენებია აქაური ბუნება. ტბაც როგორი გალამაზებულია, ან შეიძლება ლილეს ეჩვენება. კაკუნის ხმაზე სწრაფად მიტრიალდა უკან, კაკუნი კიდევ ერთხელ განმეორდა და მერე დემნა გამოჩნდა.
-გასეირნებას ვაპირებთ და ცოტა თბილად ჩაიცვი, გრილა. _დემნას მზრუნველობამ კიდევ ერთხელ გაახარა. სწრაფად მივარდა იქვე კუთხეში მიყუდებულ ჩანთასთან და ლამაზად დაკეცილი ტანსაცმელი საწოლზე გადმოყარა.
-ლილე, ჩვენ ორი დღით ვრჩებით. _გოგონას ტანსაცმლის რაოდენობით გაოცებულმა დემნამ ყოველი შემთხვევისთვის შეახსენა.
-ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება ეს დამესვაროს და მეორე არ უნდა მქონდეს?_წარბწუელმა კითხა და ორი შარვალი დაანახა რიგ-რიგობით. მამაკაცმა მხრები აიჩეჩა და გარდერობის კუთხეს მიეყრდნო. _უნდა გამოვიცვალო. _როცა მიხვდა რომ დემნა გასვლას არ აპირებდა მამაკაცისკენ მიტრიალდა და შერჩეული ტანსაცმელი მკერდზე მიიკრა.
-შეგიძლია სააბაზანოში შეხვიდე, მე არსად გასვლას ვაპირებ!_ისევ უდარდელად აიჩეჩა მხრები და საწოლისკენ დაიძრა. ლილე ბუზღუნით გაემართა სააბაზანოსკენ და საწოლზე წამოკოტრიალებულ დემნას გადახედა.
ცოტნე თავისი ველოდიპედით დაქროდა წინ და უკან, ხან საიდან გამოხტებოდა, ხან საიდან და ბოლო ხმაზე ხითხითებდა. მოსწონდა ასეთი მხიარული და ლაღი ცოტნე ლილეს, ძალიან თავისუფალი და რაც მთავარია ცხოვრებაზე შეყვარებული ბავშვი. თითოეულ დეტალს აკვირდებოდა და მერე მამამისს ათას შეკითხვას უსვამდა, ისიც დაუღალავად სცემდა პასუხებს და აჩეჩილ თმებს უარესად უჩეჩავდა.
-ამ ფოთოლს იცი რა ქვია?_ლილესთან მივიდა და ველოსიპედიდან ჩამოხტა, ცხვირწინ დიდი და გაშლილი ფოთოლი აუფრიალა. ახალკაცმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ინტერესით მიაჩერდა. _არც მე!_ფხუკუნით ჩაილაპარაკა და მოისროლა.
კიდევ ცოტახანი ისეირნეს, სეირნობის დროს სამჯერ გამოელაპრაკა დემნას ისიც რაღაცა კითხვები გაუჩნდა კუს ტბასთან დაკავშირებით და იმიტომ. მამაკაცი ძირითადად გარემოს ათვალირებდა, ან ლილეს და მის უკანა ხედებს.
-კიდევ დიდხანს უნდა მათვალიერო ეგრე?_მამაკაცის დუმილით დაღლილმა იკითხა.
-რა, არ მოგწონს?_ირონიულად კითხა გოგონას და სწრაფად მიეჭრა ახლოს.
-რა და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველა ჩვენ გვიყურებს, შენ კიდევ ისე უხერხულად იყურები..._პატარა ბავშვივით ატიტინდა და თვალები დარცხვენილმა ააფახუნა.
-შენ, უნდა შეეჩვიო ჩემს ასეთ დაჟინებულ მზერას, ან მოგიწევს ძალიან გრძელი კაბებით სიარული. _ცინიკურად ჩაიცინა და წელზე ხელი მოხვია.
-არ მიყვარს გრძელი კაბები!_სწრაფად გააპროტესტა, თითქოს ვინმე მათ ჩაცმას აძალებდესო.
-ხოდა მაშინ პრეტენზიაც ნუ გიჩნდება, რატომ გიყურებ!_კოპები შეკრა დემნამ და მკაცრად გააფრთხილა.
დაღლლები, უფრო სწორად დაღლილი ბოლოს სკამზე ჩამოჯდა და გაშლილი ფეხები ერთმანეთზე გადაიდო.
-დღეს ცოტნე რომ დაიძინებს რესტორანში ვახშამზე გეპატიჟები!_ტუჩები ლილეს ყურის ნიჟარას მიაწება და ხმადაბლა დაიჩურჩულა.
-პაემანს მინიშნავ?
გახალისებული მიტრიალდა მისკენ და თვალებაციმციმებული მიაჩერდა. მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გოგონას სხეული გულზე მიიხუტა. გახარებულმა მოხვია ორივე ხელი წელზე და მუცელზე, თავი მის გულ-მკერდზე მოათაკალათა და ტბაში მოცურავე ლამაზ გედებს გაუსწორა მზერა.
ადამიანები ბედნიერებას ეტაპებად ვყოფთ, ყოველთვის გგვგონია რომ “ამაზე” მეტად აღარაფერი არ გაგვახარებს არასოდეს, მერე კი ვხვდებით რომ თურმე ბედნიერება ყოველდღიური შეიძლება იყოს, ან თვიური, წლიური... მნიშვნელობა არ აქვს დროს, მთავარია ხვდები რომ იმაზე ბედნიერი ხარ, ვიდრე ადრე იყავი. ბოლოს კი აღმოაჩენ რომ ყველა ბედნირებას თავისი კატეგორია აქვს. ლილე ასეთი ბედნიერი არასდორს არ ყოფილა, იმიტომ რომ მას არასდროს ყოლია საყვარელი მამაკაცი გვერდით და შესაბამისად ამაზე მეტად ვერც ვერასდროს გაიხარებდა. მაგრამ იცის რომ დემნასთან ერთად კიდევ ბევრჯერ გაუხარდება და ის დარჩება ამ კატეგორიის ბედნიერებად. აი, თუნდაც დამადების დღის საჩუქარი, რომელზეც ძალიან დიდხანს ოცნებობდა და ბოლოს ნოდომ აუსრულა, ეგეც ბედნიერება ოღონდ სულ სხვა კატეგორიის დაბადების დღის და ოაჯხის.
-რაზე ფიქრობ?_დემნას ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.
-რაზე და ბედნიერებაზე._გაბადრულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცის ნიკაპს ტუჩები მიაწება. _შენთან და ცოტნესთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
-შენ ჩვენ გჭირდებით, ისევე როგორც შენ გვჭირდება ჩვენ, მამა-შვილს!_ღიმილით დაისვა თითები ჩავარდნილ ლოყებზე და ტუჩები შუბლზე მიაწება.
კიდევ ერთხელ, სულ რაღაც წამებში შეიცვალა ლილეს ბედნიერების მიზეზი. ახლა უკვე მთელი მისი არსება დემანს სიტყვებზეა კონცენტრირებული. მამაკაცის თითოეულმა სიტყვამ უგონოდ გაახარა და რაღათქმაუნდა გააბედნიერა. ყველა ქალისთვის და განსაკუთრებით ლილესნაირი გამოცუდელი გოგონასთვის, პირველი საყვარელი მამააკცის სიტყვები რამდენს ნიშნავს, თქვენ უკეთ გეცოდინებათ.
-ლილე..._წყვილს შორის გამეფებული დუმილი დემნამ დაარღვია. გაკნაჭულმა ახალკაცმა ღიმილით ახედა მამაკაცს და ოდნავ დაძარღვულ ყელზე მიაშტერდა. _მინდა რომ ჩვენთან გადმოხვიდე საცხოვრებლად!
ყოველგვარი შესავლების გარეშე გაუმხილა თავისი სურვილი ყბაჩამოვრდნილ გოგონას!
წარმოიდგინა როგორ აუხსნა სიყვარული, როგორ უთხრა რომ მისი ცხოვრების ქალი იპოვა და ეს ლილეა, როგორ დაიჭირა მისი ხელი ხელში და უთხრა რომ მხოლოდ ლილეს შეხებისას თბება, მისი გაყინული სხეული... და უცებ, ხვდება რომ იმაზე სუსტი ფანტაზია აქვს ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ყველაფერს ელოდა, შეიძლება სამყაროს გადატრიალებასაც, მაგრამ დემნამსგან ამ შემოთავაზებას არა. უბრალოდ ვერ წარმოიდგინა, როგორ შეიძლება მამაკაცმა ურთიერთობის ჩამოყალიბებიდან ორ დღეში თავისთან გადასახლება გთხოვოს. ქართული ტრადიციების მიმდევარი არ არის და ქორწილამდე ბევრი რამის მოწმეა, მაგრამ დემნას სიტყვებმა ძალიან დააბნია. მამაკაცთან საცხოვრებლად გადასვლა ეს უკვე ნიშნავს რომ მათ სულ სხვანაირი ურთიერთობა უყალიბდებათ. ისეთი როგორიც ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს... ალბათ. ყელში გაჩხერილი პატარა ბურთულა მძიმედ გადაუშვა სასულეში და შეშინებული თვალებით ახედა დემნას.
-მე არ ვარ ამისთვის მზად!_მოკლედ უთხრა ის რასაც ფიქრობდა.
-ვიცი, მაგრამ ერთ ოთახში ძილს არ გთხოვ. _შიშებს მიუხვდა და ნიკაპზე ორი თითი მძლავრად მოუჭირა._უბრალოდ მინდა ჩემთან ახლოს იყო!
კიდევ უფრო დაიბნა და გასულელდა. ერთად ცხოვრებას თხოვს, მაგრამ ერთ საძინებელში არა. ნუთი იმდენად ჭირდება ლილე ამაზეც თანახმაა? გაოგნებულმა ახედა მამაკაცს და ტუჩები ააცმაცუნა.
-დემნა, ჯერ მართლა ძალიან ადრეა.
ბოლომდე მაინც ვერ მიიღო სწორი გადწყვეტილება. არც ის უნდოდა საბოლოო უარით გაესტუმრებინა მამაკაცი და არც ის უნდოდოა თანხმობასავით გამოსვლოდა. დემნას აღარაფერი არ უთქვამს, ალბათ მიხვდა ახლა ლილესთან კამათს არანაირი აზრი რომ არ ქონდა. მიუხედვად იმას რომ მამაკაცზე უგონოდაა შეყავრებული და მასთან ახოს ყოფნა საუკეთესო გამოსავალია, მაინც არ უნდა ასე მალე გადაცხოვრდეს მასთან, თუნდაც სხვა ოთახში.
რა ცუდია საღამოსთვის შესაფერისი ტანსაცმელი რომ არ წამოიღო, ახლა მოუწევს ჯინსის შარვლით, ან შორტით რესტორანში მისლვა. თუმცა მაგას ვინ უყურებს, მთავარია დემნასთან ერთად იქნება განმარტოვებული. მამაკაცი სიტყვები მთელი დღე ციბრუტვით დასტრიალებს თავს, ერთი პერიოდი იფიქრა გადავალ ჩემი რა მიდისო, მაგრამ ისეთი ხმით ამოსძახა და ჩასძახა ორივე ხმამ, აღარაფერი უთქვამს. ჯერ უნდა რომ შეხედოს, დააკვირდეს, იქნებ დემნასთვის სულაც არ არის ლილე ისეთი სერიოზული ურთიერთობებისთვის განკუთვნილი, როგორც ამას გოგონა აღიქვამს.
დათქმულ დროს ჩავიდა რესტორანში დემნა უკვე იქ დახვდა, მაგიდასთან იჯდა და კარებისკენ იყურებოდა. ლილე სწრაფად დაიძრა მამაკაცისკენ და ღიმილით ჩამოუჯდა წინ. აღელვებულმა მოისრისა თითები და მამაკაცს დაკვირვებით მიაჩერდა, აინტერესებდა წეღანდელმა ლილეს პასუხმა მასში რამე გარდახეტა ხომ არ მოახდინა, მაგრამ არა. ისევ ისე იბღვირებოდა და იღიმოდა დემნა.
-მე არ მინდა იფიქრო, რომ შენთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს, მე...
-ჩშშშ! აღარ გვინდა მაგ თემაზე საუბარი, გასაგებია ჩემთვის ყველაფერი!_წინადადების დასრულების საშუალება არ მისცა დემნამ და შუბლშეკრულმა გააჩუმა გოგონა.
-ანუ არ მიბრაზდები?_შეპარვით იკითხა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
-რათქმაუნდა არა, მე შენ გკითხე და შესაბამისად შენს ორივე პასუხს ველოდი!_ჩაილაპარაკა მშვიდად. _ არც მე მინდა შენი სურვილების საწინააღმდეგოდ მოიქცე, როცა ჩათვლი რომ ამისთვის მზად ხარ მაშინ გადმოდი!_კიდევ უფრო დაუყვავა და თლილ თითებზე თითები გადაუსვა.
-მემგონი სულაც არ ხარ ცუდი და უხეში ბიჭი. _კისკისით ჩაილაპარა ლილემ. _ მაგრამ ძალიან ცივი ხარ!_ბოლოს ვერ მოითმინა და ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარკა.
-და შენ მოგწონს ეს სიცივე!_ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი.
ნომრამდე მიაცილა და თვითონაც იქვე ახლოს გაჩერდა. ლილე კარებთან იდგა და ელოდებოდა როდის წავიდოდა მამაკაცი, დემნა კი წასვლას მემგონი საერთოდ არ აპირდა. ღიმილით შემოიდო დოინჯი ახლაკაცმა და დემნას გვერდით მიეყრდნო კედელს. ფრთხილად დაუსვა მამაკაცი მასიურს თითები და ბოლოს მუჭში მოიქცია, სწრაფად მიიზიდა თავისკენ და ახლა უკვე თვითონ დაეტაკა ტუჩებზე. გოგონას სითამამით გახელებულმა დემნამ ორივე ხელი ლილეს საჯდომეზე მოაკალათა და ოდნავ წამოსწია გოგონა მაღლა, კოცნა უფრო რომ გაადვილებოდა. დემნას მაისურზე ჩაჭიდებული ხელები მამაკაცის კისერზე მოაკალათა და გახელებულს ტუჩებით მოშორდა.
-ძილინებისა!_გაუხარდა ახლა უკვე თვითონაც რომ შეძლო მამაკაცის ცუდ მდგოამრეობაში დატოვება, სწრაფად შეაღო ნომრის კარები და სიცილით წავიდა საწოლისკენ.
კვირა დღესაც ისერინეს, ტბაში ნავით გავიდნენ, ჩოგურთი ითამაშეს, მერე ცოტნემ აიტეხე თქვენც ჩემთან ერთად წამოდით ველოსიპედებითო. ტარება იცის, მაგრამ არა ისე დამოუკიდებლად დაჯდეს და ბილიკს ზუსტად დაუყვეს.
-მე არ მინდა. _ჩაილაპარაკა გაბუსხულმა და იქვე ჩამოჯდა.
-რატომ?_შეწუხებულმა კითხა ცოტნემ და გვერდით მიუჯდა.
-იმიტომ, რომ ტარება არ იცის!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა დემნამ და გოგონას გახედა.
-ხო, არ ვიცი, რა მოხდა მერე, აუცილებელია ვიცოდე?_შეტევაზე გადავიდა ახალკაცი.
-აუცილებელია რომელიმე სპორტით მაინც იყო დაკავებული!_არც დემნა ჩამორჩა და ღრენით გადახედა. _ადექი და ჩემთან ერთად წამოდი!_ურძანა მკაცრად და ფეხზე წამოაგდო.
ცურვა, ვარჯიში და ველოსპედის ტარება მამა-შვილმა ასწავლა ასე გამოდის. დემნა მთელი გზა უჯავრდებოდა არასპორტული ცხოვრების გამო, თან ემუქრებოდა თბილისში რომ ჩავალთ დაღლამდე უნდა გარბენინოო. ასეც მოიქცა!
მთელი ერთი თვე როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა სარბენად, სავარჯიშოთ და ველოსიპედის სატარებლად დაყავდა. ლილეს არცერთ შეჭმუხნულ ხაზს არ იმჩნევდა დემნა და ჯიუტად განაგრძობდა გოგონას გასპორტსმენებას. ერთი-ორჯერ გუნდის ვარჯიშზეც წაიყვანა, თავიდან აყურებინებდა და მერე გუნდის ფრომა რომ მიაწოდა თავისი გვარის გამოსახულებით თვალები შუბლზე აუვიდა. გაოცებულმა გადახედა მოხითხითე ბავშვებს.
-მეხუმრები ხომ?_ტუჩი მარჯვენა კუთხისკენ გაწელა და ისე კითხა მამაკაცს.
-ერთი, ორი... ჩაიცვა და დადგა!_ტაშის კვირთ ჩაილაპარაკა დემნამ და გასახდელისკენ ანიშნა.
-ძალიან! ძალიან ცუდი და საძაგელი კაცი ხარ!
გაავებუმა გამოსცრა კბილებიდან და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასახდელისკენ. იფიქრა გავიქცევი და რას მავარჯიშებსო, მაგრამ მერე ორმაგი დატვირთვით მოუწევს შრომა და ამიტომ ჯობია ბავშვებს შეუერთდეს. გაჯგიმული წავიდა და ყველაზე პირველი დადგა.
-რას აკეთებ?_წარბწეულმა კითხა დემნამ.
-ყველაზე მაღალი ვარ..._მხრები აიჩეჩა და დასადასტურებლად სწორ ხაზს გადახედა.
-და ყველაზე სუსტი! ბოლოში!_ თავი მარჯვნივ გადააქნია და თვალების ბრიალით გადაუძახა სულ ბოლოში.
დუდღუნით დასდევდა ბავშვებს და გაკვირვებული ითვლიდა მათ თითოეულ ნაბიჯს, როგორ სწორად და შეთანხმებულები ადგამენს. ეს კიდევ როგორც ბატი ისე დასდევს. სულ უფრო და უფრო ცოფდება დემნაზე, ასე როგორ გაიმეტა. ბავშვები რომ მინდორზე წამოწვნენ ცალი თვალი მოჭუდა და ხმით ჩაიცინა. რათქმაუნდა დაწოლას და ამ ყველაფრის გაკეთებას არ აპირებს, ეგღა აკლია ასე მოიკლას თავი. პრესები დემნასთან სახლშიც ეყოფა.
-ლილე, საჯარიმო ოცი პრესი!
ზურგს უკან მოესმა დემნას აღრენილი ხმა და სწრაფად გაწვა მინდორზე. მთელი ეს დროს დემნა თავზე ადგა და პრესებს ითვლიდა, რამდენ არასწორ პრესსაც გააკეთებდა იმდენი საჯარიმო დამატება. ბოლოს როგორც ლილემ დაითვალა 50 პრესი გააკეთე, ხოლო დემნს თქმით “სუფთა 30”
იმის მერე კიდევ ორჯერ ყავდა წაყვანილი, შედარებით გაუადვილდა ბავშვებთან ვარჯიში. აბა რა, დემნა სახლშიც ავარჯიშებდა და იმიტომ, თორემ თვითონ არცერთხელ გასჩენია სურვილი არც სირბილის და მითუმტეს არც პრესების.
-მემგონი კუბიკები დამეტყო. _სიცილით ჩაიხედა სარკეში და გოგონებსიკენ მიტრიალდა._ნტ, ჯერ კუბიკები და მუსკულები ძალიან ადრეა.
-შენ ეგ კაცი წელში გაგწყვიტავს._ფხუკუნით დაამტა ნათიამ და ფეხები დივნის სახელურზე შემოაწყო.
-ხომ ძალიან ვიღლები, მაგრამ იცით რა კარგია?_ღიმილით ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაესვენა. _ ყველა კუნთი გამომიცოცხლდა და სიარულიც მიადვილდება.
-ცოტახანში წოლა უფრო გაგიადვილდება. _დაცინვას არ ეშვებოდა ნათია.
-ნუ უსმენ ამას, ძალიან კარგს შვება ასე რომ გავარჯიშებს... _თვალი ჩაუკრა ნიტამ და ნათიას მხარი მისცხო. _შენ კიდევ გირჩევნია ელემენტარული ბუქნები აკეთო. _ახლა უკვე ნათიას შაყირი დაიწყო ნიტამ.
გოგონებთან საჭორად დრო ყოველთვის აქვს, ადრე თუ მარტო ის და ნათია მიდიოდა ბარში ახლა დემანც მათთან ერთად დადის. მისი რამდენიმე მეგობარიც გაიცნო. მამაკაცებმა ჯერ წარბწეულმებმა აათვალიერეს ნაცნობი მანდილოსანი და მერე ღიმილით მიიპატიჟეს თავის მაგიდასთან. მიუხედავად ასაკისა ყველა ძალიან თავისუფალი აღმოჩნდა. ვერცერთი წამით იგრძო დაძაბულობა და ძალიან მოიხიბლა. უნდა აღიაროს რომ დემნა მათგან რადიკალურად განსხვავდება, ცოტა სხვა შეხედულებები აქვს და რადიკალურად განსხვავებული ღჯუ ხასიათი. ყველა ისეთი კომუნუკაბელური, მეგობრული, გულღია და მომცინარია. მაინც და მაინც ამ ღჯუ ახმახს დაადგა თვალი და შეიყვარა.
მას მერე თითქმის ყოველ ორშაბათს და შაბათს ნახულობდა დემნას მეგობრებს ბარში, ხანდახანს დემნას სახლშიც, მოულოდნელად რომ დაადგებოდნენ ვარჯიშის დროს. ხშირად თუ არა კვირაში ერთი დღე მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთამ მარტო დარჩენას, ხან კაფეში მიდიოდნენ, ხანაც დემნას საყვარელ პარკში სადაც ცოტნე დაყავდა როცა პატარა იყო. იქ სულ სიწყნარეა და ადამიანებიც იშვიათად დადიან.
მამაკაცთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდა, უკვე იცის რა საჭმელი უყვარს ყველაზე მეტად, რომელი ხილია ჯამრთელობისთვს სასარგებლო, რა პროდუქტი რისთვის არის კარგი და ყველაფერი რაც ჯანსაღ ცხოვრებას და დემნას უკავშირდება. ლენასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ფუმფულა ყოველთვის ახვედრებს ლილეს საყვარელ ბლინებს, რომლითაც მისი პირველი სტუმრობისას გაუმასპინძლდა. ხანდახან ჩუმ-ჩუმად დემნაზეც ჭორაობენ, მაგრამ ოოო, არ მოხდეს საოცრება და მამაკაცმა არ გაუგოს რომელიმეს. დემნამ თავიდანვე უთხრა ლენას რომ ლილესთან სხვა ურთიერთობა აქვს, ქალს არ გაუპროტესტებია ლილეს თანდაწრებით უთხრა: “თქვენთვის როგორ უკეთესიაო” და იქ დაამთავრა ამ თემის განხივლა.
შესვენებაზე ნათიასთან და ნიტასთან ერთად იჯდა კაფეში და ისევ დემნას შემოთავაზე ფიქრობდა რომელიც რათქმაუნდა ისევ ძალაშია. ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან კარგად გაიცნო ონიანი და იცის რომ მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებს. უკვე დარწმუნებულია რომ დემნა ის მამაკაცია ვისაც მთელი ბავშვობა ეძებდა. შავგვრემენიც არის, ღიაც და რაც მთვარია ბატიბუტებიც ზომიერად აყრია. განსაკუთრებით დემანს თვალის ფერი უყვარს, მომენტებში ჩამთრევ ჭაობს რომ ემსგავსება და უმოწყალოდ ეპოტინება ლილეს სხეულს.
-მემგონი ცდა ღირს._ისევ თავის აზრზე იდგა ნათია. _თან თუ მაინც და მაინც არ გინდა დემნას საწოლში შეძრომა, სხვა ოთახიო გითხრა კაცმა. _მხრები აიჩეჩა და ცივი წვენი მოსვა.
-არ ვიცი, ძალიან დაბნეული და გაორებული ვარ. _ამოიჩურჩულა და თავზე ხელები წაიჭირა. _არადა, ზუსტად ვიცი რომ გონის დაკარგვამდე მიდნა მასთან!_მობუზული ბეღურასავით ალაპარაკდა.
-ხოდა მართალია ეს გოგო, ადექი და წადი, რათ უნდა მაგას ამდენხანს ფიქრი!_თვალების ბრიალით ჩაილააპრაკა ნიტამ.
ბარგს ალაგებდა და თან ფიქრობდა, მემგონი სწორად იქცევა... თუ არადა უკან დაბრუნებას რა უდგას წინ, რა აზრი აქვს ოდესღაც ხომ მაინც უნდა გაიგოს როგორია დემნასთან ერთად ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრება. რაც მთვარია იცის რომ ამ, კაცის გარდა არავინ უნდა და სხვას არავის მოძებნის, ხოდა დემნასთან ცდაა ყველაფერი. დიდი ჩანთა შეკრა და ახლა წვრილმანი ნივთების ჩალაგება დაიწყო. იმედია ჩემოდნებით რომ მიადგებ უკან არ გამოაბრუებს ფიქრის ვადა ამოგეწურაო. “ჰ-ჰ-ჰ, სასაცილოდ გაქვს საქმე ზუსტად.”ცინუკურად ამოსძახა ხმამ.
მეზობელი ბიჭის დახმარებით ჩაიტანა ბარგი დაბლა და საბარგულში ჩადო. კიდევ ერთხელ მიხვდა რა სიამოვნებაა როცა საკუთარი მანქანა გყავს. მთელი გზა ანერვიულებული იჭამდა ტუჩებს და საჭეზე თითებს გამეტებით უჭერდა. წვალებით გადმოათრია ჩემოდანი მიწაზე და დიდ წითელ ღილაკს თითი მიაჭირა. როგორც კი დიდი კარები გაიღო დემენას მოკრა თვალი...
დემნას რომელიც გამარჯვებილი ღიმილით უღიმოდა ძალაგამოცლილ ახალკაცს. !
-“ოღონდა კიდევ ერთხელ გადარჩე ახლა არ წაიქცე.” ამოიჩურჩულა საცოდავად და სიყვარულით აგიზგიზებული თვალებით გადახედა უფროსს ონიანს.
ჩემოდანი იქვე მიაყუდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა დემნასკენ, ერთ ადგილზე მდგომ მამაკაცს სიცილით შემოხვია ხელები კისერზე და ტკიპასავით აეკრა. დემნამ ღიმილით მოხვია ორივე ხელი ძალიან მაგრად წელზე და ოდნავ დააშორა გოგონა მიწას. კიდევ ერთი “ასეთი ბედნიერი” ჯერ არასდროს ყოფილა. როგორც კი დემანს სურნელი და ცოტნეს ხელები იგრძნო წელზე მიხვდა რომ ასეთი სწორი და სერიოზული გადაწყვეტილება არასდროს არ მიუღია. გახარებული მოშორდა მამაკაცს და ამჯერად პატარა ონიანს შემოხვია ხელები ძალიან მჭიდროდ. ბავშვმა უკვე შესანიშნავად იცის თავის მამიკოს და ლილეს ერთმანეთი რომ მოსწონთ და ამ ამბავსაც შესანიშნავად ეგუება. ალბათ ამიტომ, გაუხარდა ასე ძალიან ლილეს ჩემოდნების დანახვა. დემნამ სწრაფად წამოაყენა ქალი ფეხზე და კიდევ ერთხელ მიიკრა გულზე, იგრძნო როგორ გაახარა თავისი საქიცელით მამა-შვილი.
-ვატყობ ამის მერე ერთად მოგვიწევს აჯაფასანდალის გაკეთება. _სიცილით ჩაილაპარა ლენამ და შვილს ლილეს თავი გამოსტაცა, ორივე ლოყა გახარებულმა დაუკოცნა გოგონას და სახლისკენ წაიყვანა. _ბარგს ბიჭები შემოიტანენ.
ღიმილით დააყოლა და ხელით ანიშნა “რაღას დგახართო.” დემნამ ერთი ამოიხვნეშა და ეზოს შემოსასვლელისკენ დაიძრა.
ყოველთვის გრძნობდა ლენასგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ალბათ ეს იმანაც განაპირობა ერთადერთი ვაჟის რჩეული მდედრი რომ არის. რამდენჯერმე შემთხვევით წამოსცდა “პირველი ხარ ვინც სახლში მოიყვანა და გამაცნოო.” დიდი ხომ არაფერი, მაგრამ თქვენ ლილე უნდა გენახათ მაგ დროს, ისე იბუშტებოდა სიხარულისგან ოდნავ რომ გეჩხვლიტად ეკალიც კი, შეიძლება გამსკდარიყო. ლენას ხასიათი და თვისებები განსაკუთრებით მოსწონს, იცის რომ ქალი არასდროს ჩაერევა შვილის საქემში, ეს უკვე ძალიან ბევერჯერ აღნიშნა, “ჩემი შვილის პირადი ურთიერთობა, მე არ მეხება! ზრდასრული ადამიანია და თავად უკეთ იცის რა უნდა!” სულ შემთხევით მოისმინა თავი დაქალს რომ ელეპარაკებოდა ლენა რამდენიმე კვირის წინ.
გაბადრული სახით დაბრუნდა დემნა ბარგთან ერთად სახლში და დივანზე წამოსკუპებულ დედას და ლილეს გადახედა. ახალკაცი სიცილით წამოდგა ფეხზე და გვერდით ამოუდგა.
-ჩემს ოთახს არ მაჩვენებ?
ეშმაკურად კითხა და ქვედა ტუჩს კბილეით წაეთამაშა, ლენას რომ არ დაენახა ისე. რათქმაუნდა დემნასთან ერთად ცხოვრება აქვს ყველანაირად გადაწყვეტილი, მაგრამ მემგონი ერთი ორი დღე დმენას წვალება ცუდი აზრი არ არის. ცოტახანი ცალკე ოთახში იცხოვრებს და დემნას ახლო-მახლო ისე იტრიალებს, მამაკაცს სისხლი რომ აუდუღოს. აბა, რა ეგონა ერთ ჭერ-ქვეშ ცხოვრებას რომ სთავაზობდა და თანაც ცალ-ცალკე ოთახებში.
-მე მანამდე რამეს მოგიმზადებთ._ღიმილით ჩაილაპარაკა ლენამ და ცოტნესთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა.
დემნამ კოპებშეკრულმა გადახედა ლილეს და თავი უკმაყოფილოდ გაააქნია, უხმოდ დაავლო ბარგს ხელი და ჩქარი ნაბიჯებით აიარა კიბეები. არადა ლილე რა საცოდავად მოათრევდა ბარგს, დემნას კიდევ ისე მიაქვს, თითქოს ერთი პატარა ჩანთის ატანა დაავალესო. ყავისფერი ხის კარების წინ გაჩერდა და კიბეებზე მომავალ ლილეს გადახედა. როგორც კი გოგონა მიუახლოვდა ოთახის კარები შეაღო და შიგნით შევიდა.
მიუხედავად იმისა რომ თავის ოთახზე გიჟდება და სულ ფიქრობდა რომ მსაგვს ვერასდ ვერ ნახავდა, წარმოდგენა მაინც შეეცვალა. აშკრად სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში გაამწესა დემნამ, მაგრამ ისეთი კომფორტული და მოწესრიგებული იყო იქაურობა. საწოლიც როგორი ფუმფულა და ბალიშებით გადაპენტილია, რა დიდი სიამოვნებით გაიქცეოდა და დაებერტყებოდა, მაგრამ ახლა არა! ლამაზი ნაცრისფერი თეთრში ფარდები აივნის კარებს ფარავდა, პატარა საწერი მაგიდა, გარდერობი და ორი პატარა ტუმბო, სავსებით საკამრისი იყო. კედლებიც ღია ნაცსრისფერში გადაეწყვიტათ. ღიმილით გაემართა საწოლისკენ და ხელისგულებით მისი სირბილე მოსინჯა.
-შენი ოთახი სად არის?_ინტერესით მიუტრიალდა კარებთან დაყუდებულ დემნას და საწოლზე დაჯდა.
-შენი ოთახის გვერდით. _ისეთი ინტონაციით ჩაილაპარაკა მამაკაცმა აშკარად რაღაცას აფრთხილებს ლილეს.
რათქმაუნდა მიხვდა რომელ წერტილსაც უმიზნებდა დემნა და ღიმილით წავიდა აივნსაკენ, ფარდა ნაზად გადაწია და კარები გააღო. უხმოდ მიყვა დემნა და აივანზე გასულს გვერდით ამოუდგა. აქედან კიდევ უფრო ლამაზი და საუცხოო ჩანს ეზო.
-ვიცოდი რომ გადმოხვიდოდი!
მოულოდნელად დაარღვია დუმილი მამაკაცმა და ქალი გულზე მიიხუტა. ლილემ გაბადრულმა მიადო ლოყა გულ-მკერდზე და თითებით მისი მაისურის წვალება დაიწყო. დემნამ ლილეზე ყველაფერი იცის და რა გასაკვირია ესეც ცოდონოდა. ღიმილით ახედა მომღიმარ ონიანს და თითებით წამოზრდილ წვერზე მოეფერა.
-მეც ვიცოდი შენ რომ იცოდი. _სასაცილოდ ჩაილაპარაკა, მუცლით მამაკაცს აეწება და ხელები წელზე მოხვია. _ისე, ასე თუ გაგიხარდებოდა უფრო ადრე გადმოვიდოდი. _ეშმაკობებს არ ეშვებოდა ლილე და ჩუმად კისკისებდა.
-უფრო ადრე იმიტომ, არ გადმოხვედი რომ მშიშარა ხარ. _ღიმილით წაკბინა დემნამ და ლოყაზე უჩქმიტა. _ჩემი სიახლოვის გეშინია, კანკალებ და აღარ იცი სად შეიფუზო. _თვალებდაქაჩულს და ლოყებახურებულს უმოწყალოდ ასხამდა ნავთს.
-შენზეც იგივე შემიძლია ვთქვა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ შენს გაყინულ ტუჩებს წამებში ვალღობ!
ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და მიახვედრა “შენი შეხებისას მარტო მე არ მემართლება ელეთ-მელეთიო.” ონიანს მოეწონა აბობოქრებული ლილეს ხილვა, ასეთი ბევრად მომხიბლავი და მიმზიდველია, იმ ცისფერ თვალებს რომ დააკვესებს, ხომ საერთოდ.
-მაა, ბებიამ საჭმელი მზად არისო. _ყვირილით შემოვარდა ოთახში ცოტნე. ლილემ ინსტიქტურად სცადა დემნას მოცილება, მაგრამ მამაკაცმა ისევ გულზე მიიკრა და თვალები დაუბრიალა.
-ცოტნეს ნუ ემალები!_ღრენით ჩაილაპარაკა და შვილს გადახედა. _ჩადი და ჩვენც ახლავე ჩამოვალთ.
ღიმილით მოლბა შვილთან და თავით ანიშნა წადიო. ლილე დემნას სხეულზე აკრული უღიმოდა ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს და ცდილობდა უხერხული მდგომარეობიდან როგორმე დაეხსნა საკუთარი თავი. იმასაც კარგად ხვდება თავისი მსგავსი საქციელებით დემნას ძალიან რომ აბრაზებს, მაგრამ რა ქნას, რცხვენია ცოტნესთან ერთად დემნაზე ტკიპასავით რომ არის აკრული.
-ცოტნესი მერიდება. _როგორც კი ბავშვი ოთახიდან გასული დაიგულა ჩაილაპარაკა და მამაკაცის მკერდს ნიკაპი მიადო.
-ჩახუტება სულაც არ არის სასირცხვილო, ლილე... და შენ წარმოიდგინე არც სხვა რაღაც-რაღაცები.
ალმაცერად დახედა კაცმა აჟუჟუნეულ გოგონას და ცივი ტუჩები შუბლზე მიაწება. მამაკაცის სითამამით დარცხვენილმა სწრაფად კრა ხელი და უკამნოუხედავად დატოვა საძინებელი. სამზარეულოდან ისეთი სასიამოვნო სურნელი გამოდიდოა უნებურად დაუსვა ენის წვერი ორივე ტუჩს და ღიმილით შევიდა.
-დემნა სად არის?_წარბწეულმა მოიკითხა შვილი და ლილეს უკან ცარიელ სივრცეს გახედა.
-ჩამოვა მალე. _დაბნეულმა ამოილუღლუღა და მოხითხითე ცოტნეს თვალებმოჭუტულმა გადახედა.
ზუსტად ორ წუთში შემოყვა დემნაც უკან, თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ლილეს პირდაპირ და წარბწეულმა გადახედა ეშმაურად მომღიმარ გოგონას. როგორ ყოველთვის ცოტნემ ლოცვა წაიკითხა და მხოლოდ მას შემდეგ დართო ოჯახის წევრებს საკვების მიღების უფლება.
მაგიდის ალაგებაში ისევ ლილე დაეხამრა ლენას, თან ჭორაობდნენ და ქვეყანაში მომხდარ ცხელ-ცხელ თემებს განიხილავენ. ლილეს სახით ძალიან კარგი ინფორმატორი ყავს ლენას. ახალკაცმა თითქმის ყველა წვრილმანი იცის უნდა ეს თუ არა, ისეთი პროფესიით არის დასაქმებული, ყველა ვარიანტში უნდა იცოდეს ყველაფერი! დემნა და ცოტნე მისაღებში ისხდნენ ტელევიზორთან და ფილმს უყურებდნენ. ლილე ღიმილით მიუჯდა პატარას გვერდით და ხელები მუცელზე შემოხივა. ცოტნემ მინაბული თვალებით ახედა გოგონას და თავი მუცელზე მიადო. ცოტახანში კი მისი მშვიდი სუნთქვა ისმოდა. ჩუმი სიცილით გადახედა შვილზე მიშტერებულ დემნას და ბავშვს თმებში შეუცურა თითები ნაზად.
-ძალიან შეგეჩვია. _ამბით ნასიამვონებმა ჩაილაპარაკა და ლილეს ახედა._ შენ კიდევ მისი გრცხვენია. _ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ღიმილით წაკბინა.
-არ არის აუცილებელი ბავშვებმა ყველაფერი ნახონ!_თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა და ისევ ცოტნეს დახედა._მეც ძალიან შევეჩვიე._დაამატა ბოლოს და შუბლზე ფრთხილად აკოცა.
-მოდი ავიყვან.
ხმადაბლა ჩაილააპრა დემნამ და ფრთხიალდ აიტაცა შვილის სუსტი სხეული ხელში. ცოტნემ ერთი ამოიზმუილა და მამის მკლავებში კომფორტულად მოკალათდა. სიცილით წამოდგა ლილე ფეხზე და კიბეებისკენ მიმავალ მამა-შვილს უკან აედევნა. ფრთხილად გადააფარა თხელი გადასაფარებელი და ოთახიდან გამობრუნდა. საოცარ გრძნობებს უღვიძებს ეს ერთი ბეწო ბიჭი ლილეს. სულ უნდა რომ მასზე იზრუნოს, დასვრილი ტანსაცმელი გამოუცვალოს და მერე ხელით გაურეცხოს. ცოტნეს სუნიც ზუსტად ისე აგიჟებს როგორც დემნას სურნელი, ამ ორ სუნს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა და ხშირად იბნევა, რომელი უახლოვდება ვერ იგებს. მერე მძიმე და “სტროგი” ნაბიჯებით ხვდება რომ თავისი მამაკაცია. რამდენჯერმე ლილეს თანდასწერებით წაიქცა ცოტნე და ისეთები დაემართა, აქეთ გახდა მოსასულიერებელი. თვითონაც ამჩნევს როგორ მიეჯაჭვა ამ ოაჯხს, სულ მცირე დროში. ლენასაც ძალიან დაუახლოვდა, ცოტნეზე გიჟდება და დემნა მისი ცხოვრები მამაკცია. ლილესთვის კიდევ ერთი პატარა ოაჯხი შეიკრიბა, ამჯერად მისი პირადი ოჯახი!
გვიან ღამით აივანზე იჯდა დემნას კალთაში და მთვარიან ცას უყურებდა. მამაკაცი მოშიშვლებულ ფეხებზე რიტმულად დააცოცებდა თითებს და დრო და დრო ღიმილით უკოცნიდა ყელის მიდამოებს. მისი თითოეული შეხება გონის დაკარგვამდე სიამოვნებდა ახლკაცს. ფრთხილად მიტრიალდა დემნასკენ და ახლა უკვე თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. მამაკაცის მუხლებზე კომფროტულად მოკალათდა და ხელები კისერზე სუსტად მოხვია.
ადრე რომ გეკითხათ ამას როგორ იკადრბედა, კი არა უბრალოდ ვერ იკადრებდა. შერცხვებოდა და იმიტომ, ახლა კიდევ საკუთარი ნებით გადააჯდა მუხლებზე დემნას და საკუთარი ნებით იყოლიებს კოცნაში. გოგონას ინიციატივით გახელებულმა ონიანმა მაისურის ქვეშ შეუცურა ცივი თითები და ზურგზე ნაზად აუსვ-დაუსვა. სიამოვნების კრუტუნი დასცდა ლილეს ოდნავ გახსნილ ბაგეებს, ფრთხილად ჩაცოცა ყელიდან ტუჩები გოგონას მოღეღილი მკერდისაკენ და მისი ზედა ნაწილი მადიანად დაუკოცნა.
^^^
თვალები რომ გაახილა თავის ოთახში იწვა სრულიად მარტო, კარგად ახსოვს დემანს კოცნით გართული როგორ შემოაცუნცულა მამაკაცმა ოთახში და როგორ ჩააწვინა თბილ-ღუნღულა სააწოლში და როგორ გატრიალდა უკან. ღიმილით წამოხტა ფეხზე, მაგრამ ჰოპ!
-“სადაა ტანსაცმელი?”_დაფეთებულმა იკივლა და საცვლების ამარად დარჩენილ სხეულს მიაშტერდა გარდერობის სარკეში. “მოიცადე, ანუ რა გამოდის ჩამაწვინდა და თან გამხდა?” თვალებდაქაჩულმა კითხა საკუთარ თავს და საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიიდო. “ ჰოო, ახლა დიდი ამბავი, თორემ საცვლებით არ ყავხარ აუზზე ნანახი. “ სიცილით ამოსძახა ხმამ. ცოტა მოეშვა, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ბოლომდე მაინც ვერ ჩაიხშო. ბიკინი სხვაა და საცვალი სხვა, თანაც შავი და ზედმეტად სექსუალური. ოოო, როგორი ძლიეირ მოთმინების უნარი ქონია ონიანს, ასეთი ნატურა გედგას და არაფერი მოიმოქმედო რთულზე რთული საქმეა. იმედია რომ შეხვდება დარცხვენილი არ დაიბნევა ბრინჯივით და ამაყად გაუსწორებს მზერად მამაკაცის მომღიმარ თვალებს.
ერთმანეთს სააბაზანოს კარებთან შეეჩეხნენ, დემნა სპორტულ ფორმაში გამოწყობილი გამოდიოდა სააბაზანოდან. როცა წარმოიდგინა რა თვალებით უყურებდა დემნა მის ნახევრად შიშველ სხუელს უნებურად აუცახცახდა მუხლები, რა ქნას ასე იცის როცა ნერვიულობს. მამაკცმა ირონიულად დახედა ქალის მოცახცახე მუხლებს და ღიმილით მოიქცია ლილეს ლოყები ხელისგულებში, ასევე ღიმილით დააგემოვნა გოგონას დაბურცული ბაგეები და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
-ლილე, ხვალიდან დილის ექვს საათზე მოგიწევს ჩვენთან ერთად ვარჯიში!
დაბლიდან ასმოძახა მამაკაცმა კარებში გახევებულ გოგონას. მამაკაცის სიტყვებმა სწრაფად გამოაფხიზლა და გაცოფებული ეცა კიბის მოაჯირს.
-გამორიცხულია!_ჩაილაპარაკა კატეგოირულმა და უკან გამობრუნება დააპირა.
-იცოდე არ გამაბრაზო!_დაბლიდან დემნას მრისხვანე ხმა მოემსა და გააკანკალა.
-ხოო, კარგი._ჩაიჩურჩულა თავისთვის და სააბზანოსკენ ბურტყუნით წავიდა.
-ვერ გავიგე!?_ ოდნავ დამთბარი ტონით ამოსძახა დემნამ.
-კარგი-მეთქი!_გაუმეორა ხმამაღლა და კარების სახელურს ჩაეჭიდა.
-დამჯერი გოგო!_ ირონიული ტონით ჩალაპარაკა დემნამ.
დამჯერი, როგორ არა. უბრალოდ არ უნდა კიდევ უფრო გააბრაზოს მამაკაცი, თორემ ისე იღრინება შეიძლება შემოეჭამოს. ვარჯიშს მართლა ძალიან მიეჩვია, მაგრამ არც ისე, რომ დილის ექვს საათზე წამოხტეს და ძილი დაიფრთხოს. შხაპის მიღების დროს მოთქმით აძაგებდა დემანს, მისი ლანძღვით დაღლილი გადმოვიდა ვანიდან და გრძელი პირსახოცი მოიხურა სხეულზე.
-სამსახურში წასვლამდე ერთი გემრიელად მაკოცე!
სწრაფად შემოგლიჯა ოფიციალურ ფორმაში გამწოყობილმა დემნამ სააბაზანოს კარები და ვანასთან დახრილ გოგონას დასტაცა ხელი. თვალებგაფართოვებულმა ახედა მამაკაცს და მერე ღია კარებს. ძალიან კარგად ახსოვს რომ ჩაკეტა და ეს კაცი რანაირად გაჩნდა აქ. სანამ ამ ყველაფრის გააზრება მოასწრო მოწყურებული დაეწაფა ლილეს წყლისგან დარბილებულ ბაგეებს და ხელები მხრებზე მჭიდროდ შემოხვია. სიამოვნებისგან აამღერა ახალკაცი!
-ე.ი. ორი კვერცხი?_თეთრ ჯამში მოთავსებულ კვერცხის გულებს დახედა ლილემ. ლენამ ღიმილით დაუქნია თავი და მიქსერი მიაწოდა. _ დემნას არ უყვარს ტკბილი. _ამოიჩურჩულა და მიქსერი ჩართო.
-სამაგიეორდ შენს გაკეთებილს აუცილებლად შეჭამს. _გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი ქალმა და შემდეგი ინგრედიენტების მოსამზადებლად მიტრიალდა.
აბა რას იზამს, არ შეჭამს და მისი აჯობებს. სამსაუხრიდან მოსული პირდაპირ სამზარეულოში გამოქანდა, სახლში რომ მოვა აუცილებლად რამე გემრიელს დავახვედრებ ჩემს სახელზეო და დემნამ რომ არ შეჭამოს, უბრალოდ საცოდაობა იქნება. ერთი საათში თავისი ნახელავით კმაყოფილმა შემოკრა ტაში და ლენას გახარებული გადაეხვია, ქალმა სიცილით მოუთათუნა ხელი ზურგზე და სამზარეულოში შემოვარდნილ ცოტნეს გადახედა.
-რაო, ბე?
-მშია. _ამოილაპარაკა ტუჩებდაბრეცილმა და თვალები სასაცილოდ აახამხამა.
-10 წუთში მოვა მამა და ყველა ერთად დავსხდეთ._თბილად დაუყვავა და სუფრის გაშლა დაიწყო.
როგორც კი ჭიშკრის ზარის ხმა გაიგონა გახარებული გავარდა შემოსასვლელისკენ ცოტნესთან ერთად. ორივე მომღიმარი სახეებით აიტუზნენ კარებთან და დემნას შემოსვლას დაელოდნენ. მამაკაცი აშკარად დაღლილი დაბრუნა სახლში, მაგრამ როგორც კი მისთვის ატუზულ ორ სილუეტს მოკრა თვალი ძალაზე მოვიდა და ღიმილით წამოვიდა მათკენ. ჯერ ცოტნეს აუჩეჩა თმები, მერე ლილეს შემოხვია ორივე ხელი წელზე და შუბლზე აკოცა.
-ნამცხვარი გამოგიცხე. _ახარა და პიჯაკი გამოართვა, დემნამ წარბწეულმა ღიმილით გადახედა აჟიტირებულ გოგონას და ტუჩები ინტერესით გადაატრიალა.
^^^
ორი დღეო და თითქმის ერთი კვირაა ცალკე ოთახში ძინავს, მიუხედავად იმისა, რომ დემნა ყოველი დღის ბოლოს გონის წამსვლელად სასიამოვნო კოცნებით ასრულებს, მაინც არაფერი არ ხდება და ლილეს ცოტა ეშინია. რაც დრო გადის უფრო და უფრო იძაბება, თითქოს მოლოდინის რეჟიმიც გაუაქტიურდა, გოგონებს რომ მოუყვა ასე მჭირსო ნათიამ ათი თითით დასცინა ნიტამ კიდევ:
-და შენ რომ შეიტყუო?_ფხუკუნით ჩაილაპარაკა და წარბებზე თითები ლამაზად გადაისვა.
-ოოო, მე სერიოზულად გელაპარაკებით და თქვენ კიდევ, დამცინით!_ბუზღუნით ამოიჩურჩულა და ტუჩები გადაატრიალა._ არადა, ვიფიქრე გავამწარებ ცოტას ვაწვალებ-მეთქი და აქეთ მაწვალებს და მამწარებს. _თავისთვის ტიტინებდა ლილე. _თან მერე, რეაქციაც რომ აღარ აქვს, მემგონი მეკაიფება. _წარბწეულ გოგონებს გადახედა და განაგრძო. _ კოცნა ისევ ველურივით იცის, მაგრამ როგორც კი საწოლამდე მივა საქმე პირდაღებულს მტოვებს.
-ლილე!!! გაჩუმდი!_ ორივემ ერთხმად წამოიძახა.
-საერთოდ არ ამოვიღებ ხმას!_ ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ წავედი მე, დემნას და ცოტნეს შემწვარი კარფოტილი უნდა დავახვედრო. _გახარებულმა წამოიძახა და კაფიდან გავიდა.
^^^
დილის ექვს საათზე ადგომა ტრაგედიად აქვს ქცეული, ყოველ დღე ჯალათივით წამოადგება ხოლმე დემნა და ტაშის კვირთ აღვიძებს. აბა კი არა, როგორც წესი და რიგია ნაზად, ხმადაბლა, კოცნით და ფერებით გამოაფხიზლოს. როგორც კოცნა იცის ვირული, ისე გაღვიძება. არ არის რომანტიკოსი და ლილეს ზოგჯერ ასეთი დემნა უფრო მეტას მოსწონს, მაგრამ როგორც კი თავის საწინააღმდეგოდ შეტრიალდება სიტუაცია სულ იმაზე ეკამთება ცოტა რომანტიკა გამოიჩინეო. შენც არ მომიკვდე!
დემნას მეგობრები კიდევ რამდენჯერმე იყვნენ მათთან სტუმრად, ხშირად ვერ ახერხებენ საქმის გადამკიდე. გოგონებიც გააცნო ლენას, შესანიშნავად გაუგო ლილეს მეგობრებს ქალმა, დადაქალდნენ კიდევაც.
ორი კვირით ლენა თავის დასთან იყო ბათუმში წასული, ამიტომ ყველაფრის კეთება ლილეს უწევდა, ცოტა იღლება ამხლა სახლის ლაგებით, მაგრამ როგორც კი სადილის დრო მოვა და ყველა ერთად შეიკრიბება მაგიდასთან სულ ავიწყდება დაღლილობა და ხვდება რომ ძალიან სასიამოვნო საქმითაა დაკავებული. ივნისის ბოლოს ცოტნეც დაითხოვეს და დილის ექვს საათზ ახლა უკვე ბავშვსაც აგდებს ფეხზე დემნა. თავიდან გაუჯავრდა ცოდოა შეეშვიო, მაგრამ გააქტიურებული ცოტნე რომ დიანახა გაისუსა.
გახარებული ღიღინ-ღიღინით თლიდა კარტოფილს და თან ნაზად არხევდა სხეულს. ჭიშკარის ხმაზე გაოცებულმა მიიხედა უკან, სწრაფად დააგდო დანა და კარებისკენ წავიდა.
-ასე ადრე რატომ დაბრუნდი?_გაკვირვებულმა კითხა მამაკაცს.
-ყველაფერს მოვრჩი და შენი მონატრებული ტუჩების მონახულება უფრო ადრე გადავწყვიტე!_ღიმილით დასჩურჩულა ზედ ბაგეებზე და სწრაფად წაეტანა აცახცახებულებს.
-სანამ შენ მოწესრიგდები კარტოფილიც შეიწვება. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ მიტრიალდა.
^^^
-ცოტნე, აცივდა უკვე და არ გინდა წყლიდან რომ ამოხვიდე?_ღიმილით ჩამოჯდა შეზლონგზე და ბიჭის მიგდებულ შორტს დასწვდა.
-ხო, ამოვალ. _ხელების ქნევით ჩაილაპარაკა და მეორე მხარეს გაცურა.
-მიდი ჩქარა, კარტოფილი შევწვი და სანამ გაცივდება შემოდი. _დაკეცილი შორტი ისევ შეზლონგზე დადო და სახლისკენ წავიდა.
საღამოობით ეზოს უკანა მხარეს იკრიბებიან, დემნა ცეცლხს ანთებს და ლილეს მოტანილ მარშმალოებს ჭამენ, უფრო სწორად ლილე და ცოტნე ჭამს. დემანს ვერაფრით შეაყვარა ტკბილი, ნამცხვარსაც აღარ აცხობინებს, ვერ ვჭამ და მერე შენს აწყლიანებულ თვალებს ვერ ვუყურებო.
ათის ნახევარზე ცოტნე აიყვანა დასაძინებლად, მზრუნველად გადააფარა გადასაფარებელი და მშვიდი ძილი უსურვა. ისე მიეჩვია ასეთ ყოფას, იმის გააზრებას რომ ძილის წინ აუცილებლად უნდა შეხედოს ცოტნეს და გადახდილი გადასაფარებელი გაუსწოროს. დილით მათთან ერთად ექვს საათზე ადგომას და ვარჯიშს, მერე საუზმე, სამსახურში წასვლა, ცოტნე ნათლიასთან მიდის და იქ რჩება ნახევარი დღით. სამსახუირდან პირდაპირ ცოტნესთან მიდის და სახლში მოყავს, მერე ორივე ერთად საღამოსთვის სადილს ამზადებს, ხანდახან ჯოიც უერთდება სართო სამზადის.
-ივლისში, შვებულება რომ დამეწყება გოგონებთან ერთად ზღვაზე წასვლა მაქვს დაგეგმილი._ დემნას კალთაში მოკალათებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცის ნიკაპს ტუჩებიით შეეხო. _ მე მინდა, რომ შენ და ცოტნეც წამოხვიდეთ.
-წამოვალთ!_მხრები ღიმილით აიჩეჩა მამაკაცმა და გოგონას სიხარულით გაცისკროვნებულ თვალებზე აკოცა._დღეს საჭმელს ბევრი მარილი ქონდა. _ხმადაბლა ჩასჩურჩულა დემნამ და ყურის ბიბილოზე ოდნავ მოსდო კბილები.
-ოო, შენიც ვერ გავიგე,რაა. არ ვაყრი რა უმარილოა, ჩავაყრი მარილიაონიაო. _აბუზღუნდა ლილე.
-ხოდა უნდა დააბალანსო, მაგრამ არაუშავს ნელ-ნელა ისწავლი._ ღიმილით დაამშვიდა დემნამ და ამჯერად კბილები ნაკაპზე ჩაასო.
-მეტკინა..._ამოიჩურჩულა და ნიკაპი ორი თითით დაიზილა, დემნამ არ დააყოვნა და ახლა უკვე ლილეს თითების დაგემოვნებაზე გადავიდა.
-მე გატკინე და მე უნდა მოგირჩინო!
კატეგორიულად მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა და თითები კბილებით მოაცილა ლილეს ნიკაპს, მერე კი გაყინული ბაგეებით დაუკოცნა და ნელ-ნელა ზემოთ წაიწია. ქალის ორივე ბაგეს მადიანად წაეტანა და ნახევარი საათის მონატრებული ტუჩები დაუკოცნა. ლილემ ღიმილით შეუცურა თითები თმებში და თავისკენ მოქაჩა. დემნამ სასწრაფო წესით გადააწვინა თავისი მუხლებიდან დივანზე და ზემოდან დააჩერდა მომღიმარ გოგონას. მაისური ერთი ხელის მოსმით გადააძრო და იქვე კუთხეში მოისრულა. ფრთხილად დაიხარა და ნავარჯიშებ მუცელზე ტუჩები მიაწება. რიტმულად დააცოცებდა ტუჩებს ყველგან და მოწყურებული უკოცნიდა თითოეულ წერტილს. ლილე გატრუნული იწვა და კრუტუნებდა, ამ დროს სხვას ვერაფერს ვერ ახერხებს. საკუთარი სახელის ოთხ ასოსაც ვერ იძახის ნორმალურად, მარტო დემნას სახელის კრუსუნი და გაუგებარი ბგერების გამოცემა შეუძლია. ონიანმა სწრაფად მოხვია ხელები წელზე და ბუმბულივით აიტაცა ლილეს სხეული ხელში. აივნის კარები ცალი ხელით გააღო და ოთახში შევიდა. ფრთხიალდ გადააწვინა ფუმფულა საწოლზე და სასწრაფო წესით გაიხადა მაისური. მამაკაცის ნავრჯიშები სხეულის დანახვისას მოზრდილი ნერწყვი გადაუშვა სასულეში და დემნას მუცელზე აასრიალა გაშლილი თითები. სიამოვნებისგან კანი დაეხორკლა და ხელები ისევ საწოლზე დაალაგა, დემნამ ცინიკური ღიმილით აიღო ლილეს მარჯვენა ხელი და თითები რიგ-რიგობით დაუკოცნა ნაზად, უხეშად და ნეტარედ.
მოშიშვლებულ ფეხებზე მონაცვლეობით დააცოცებდა ხელებს და გოგონას გულ-მკერდს უკოცნიდა. დაბენული, გამოუცდელი ლილე ცდილობდა მამაკაცს ალერში არ ჩამორჩენოდა, მაგრამ ვინ მისცა მაგის გამბედაობა და შესაძლებლობა. უკანასკნელი ნაჭრის მოცილებისას ისე დაიმორცხვა ბროწეულისფერი დაედო სახეზე. ერთადერთი რასაც ახერხებდა დემნას ზურგს უმოწყალოდ კაწრავდა ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილებით. მთვარის შუქიც რა სასიამოვნოდ იღვრებოდა ოთახში. დემნას ოდნავ წამოზრდილმა წვერმა მსუბუქად დაუკაწრა ლოყები, მკერდი და მუცელი. ცოტახანში ფიქრის უნარიც წაერთვა, დემნას ალერსით გაბრუებული თვალებს აფახუნებდა და ფრჩხილებს კიდევ უფრო უმოწყალოდ უსვამდა ზურგზე. მამაკაცის დახშული ხმით წამოთქმული საალერსო სიტყვებიც, როგორ ბუნდოვნად ჩაესმოდა. სულ ბოლოს იგრძნო, როგორ გახურდა დემნას ცივი და გაყინული სხეული!
დილით მამაკაცზე ადრე გამოეღვიძა, ონიანს თავისი ძლიერი მკლავი ლილეს მოშიშვლებულ თეძოზე მოეკალათებინა და მშვიდად ფშვინავდა. ღიმილით გადაატრიალა თავი მამაკაცისკენ. წვალებით, კვნესით და ზმუილით ძლივს მოახერხა დემნასკენ გადატრიალება. ფრთხილად აათამაშა მამაკაცის კუშტად შეკრულ ნაკვთებზე თლილი თითები და ბედნიერმა გაუღიმა დემნას მილულულ თვალებს. კიდევ ერთი ბედნიერებით გაჯერებული დღე დაიწყო ლილეს ცხვორებაში, ახლა უკვე ლილესი რომელსაც შეუძლია თქვას რომ საყვარელი მამაკაცის ქალია! ოთახს ღიმილით მოავლო თვალი და ხმით ჩაეღიმა, გუშინ როგორ ვერ შეამჩნია დემნამ აივნიდან პირდაპირ თავის ოთახში რომ შემოიყვანა. ძალიან გაუხარდა დემნას ოთახში რომ აღმოჩნდა, მამაკაცის საწოლიც როგორი კომფორტული ყოფილა, რბილი ისეთი თითქოს ღრუბლებში წევხარო. “ახლა შენ ისე ხარ გაბრუებული, ყველაფერი გადაჭარბებულად გეჩვენება.” ღიმილით დასცინა საკუთარ თავს და დემნას მხრებზე გადაიტანა თითები. მამაკაცმა თვალებმოჭუტლმა ახედა მომღიმარ ახალკაცს და მხარსა და ლოყას შორის მოაყოლა ლილეს გაკნაჭული თითები.
-დილამშვიდობისა.
სიცილით გადაიხარა მამაკაცისკენ, ტუჩები ნიკაპზე მიაწება და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ონიანმა ღიმილით მიაჩოჩა ლილეს სხეული თავისთან ახლოს და დახარბებული დაეწაფა ქალის გადათეთრებულ ბაგეებს. ძლიერი თითები ლილეს მოშიშვლებულ ზურგზე აასრიალა და ყელზე კიდევ ერთი ვნებიანი კოცნა დაუტოვა. გაბადრულმა დაუსვა ზურგზე თითები და გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები.
-ზურგზე რა გჭირს?_თითების გულებით იგრძნო რომ დემანს ზურგზე რამდენიმა პატარა ჭრილობაა.
-ნეტავ, რა მჭირს?!_ირონიული ღიმილით იკითხა მამაკაცმა და თვალებგაფართოვებულს მუცელზე მოეფერა.
-არა?!_პირდაღებულმა ჩაილაპარაკა და თავი გააქნია.
-ისე კრუტუნებდი ჩემს მკლავებში, მოულოდნელად დაუნდობელ პანტერად გადაიქეცი და შედეგი ჩემს ზურგზეა!_ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა დემნა.
-ნუ დამცინიხარ!
ბუზღუნით გაუჯავრდა და წვალებით შეეცადა გევრდი ეცვალა, მაგრმა დემნამ არ დაანება. სწრაფად შააებღაუჯა ქალის სუსტ სხეულს და გულზეე მიიკრა.
-რა კარგი და რა სასურველი ხარ!
ლილეს ყურთან დაიჩურჩულა და ბიბილოზე ტუჩები ოდნავ მიაწება.მამაკაცის სიტყვებით გახარებულმა და გაბადრულმა მოხვია ცალი ხელი და თითები ნაზად დუსვა ჭრილობებზე. ხმა აღარცერთს ამოუღია, ერთმანეთზე ტკიპასავით მიკრულები იწვნენ და ჭერს უყურებდნენ. კარებზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა ორივე, ლილემ დაფეთებულმა აიფარა მოშიშვლებულ მკერდზე გადასაფარებელი და დემნას გადახედა დამფრთხალი მზერით. ონიანმა უკმაყოფილოდ დაუღრინა ქალს და საწოლზე წამოჯდა, იქვე გადაფენილი ხალათი შემოიცვა და კარებისკენ წავიდა. კარებს უკან მომღიმარ ცოტნეს მოკრა თვალი, ბავშვის დანახვისას მკვდრის ფერი დაედო სახეზე. თავი ბალიშში ჩარგო და ხმადაბლა ამოიზმიოლა.
-დღეს რატომ არ გამაღვი..._ინტერესით დააპირა კითხვის დასმა, მაგრამ ლილეს დანახვისას სიტყვა შუაზე გაუწყდა. _ლილე?!_გაკვირვება სწრაფად ჩაანაცვლა გულწრფელა ღიმილმა.
-ცოტნე.
ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა ბავშვის სახელი და კარებზე მიყუდებულ, ხელებგადაჯვარედინებულ დემნას გადახედა. მამაკაცმა არხეინად აიჩეჩა მხმრები და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. ღმერთო ჩემო, რა სირცხვილია რას იფიქრებს ახლა ეს გალეული და ტვინით გამოტენილი ბავშვი. მაგრამ რა უნდა იფიქროს, სახეზე აწერია რომ ლილეს ამ ოთახში ხილვამ ძალიან გაახარა და მემგონი საერთოდ არ აინტერესებს ლილე სად დაიძინებს. მისთვის ლილე და დემნა უკვე ერთ მთლიანობას წარმოადგეს და თან ძალიანაც რომ უნდოდეს ბევრ რამეს ვერ მიხვდება, განვითარებული და ნასწავლი ბავშვი კია, მაგრამ მსგავი დეტალების სწრაფად გააზრება ცოტა უჭირთ მის ასაკში. სახეზე ცოტა რომ მოფერიანდა და ღიმილის სურივლი დაუბრუნდა საბანშემოხვეული წამოჯდა საწოლზე და ბავშვს გაკრეჭილმა დაუქნია ხელი.
-დღეს მე და გიგო ზურასთან მივდივართ. _თვალებაციმცუმებულმა ახედა მამამისს. _ხომ გამიშვებ?_მაინც, ყოველი შემთხვევისთვის დაამატა ეშმაკურად. დემნამ სიცილით აუჩეჩა თმები და თავი დაუქნია. _კარგი მაშინ მე ჩავალ და აუზზე ვიქნებიი.
ღიღინით მიაძახა და კიბეებს სირბილით დაუყვა. დემნამ სწრაფად მიკეტა კარები და საწოლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა. გადასაფარებლის ზემოდან დაწვა და ლილეს თითებს მოეფერა.
-არ მომწონს ასე რომ იბუზები ხოლმე!_მამაკაცის ბოხმა და ცოტა ცივმა ხმამ შეაკრთო. _არ მინდა რამემ დაგძაბოს, მინდა ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენს სახლში იყო, ან უფრო უკეთესად!_თბილად დაუყვავა ბოლოს და ხელის გულზე აკოცა.
-ყველაფერი იმაზე უკეთესადაა ვიდრე ჩემს სახლში იყო!
გაბადრულმა ჩაილაპარაკა და ათრთოლებულ ტუჩებს სწრაფად მოუძებნა დემნას ტუჩებზე თავშესაფარი. ონიანმა სწრაფად მოაშორა თხელი გადასაფარებელი ლილეს უნაკლო სხეულს და ღიმილით გადააგორა მეორე მხარეს.
შაბათი დილა ერთად გაატარეს, ცხრა საათზე ლილემ აიძულა ფეხზე ამდგარიყო, თორემ დემნასთვის რომ გეკითხათ არცერთი წამით გაუშვებდა ქალის სხეულს ხელს. მერე ცოტნე ძლივს ამოიყვანა წყლიდან, პატარა ონიანი გაწუწული ეწინააღმდეგებოდა ლილეს მანამდე სანამ შოკოლადის პურები და კაკაო არ უხსენა. გახარებული ამოხტა წყლიდან და სველი შორტებით გამოექანა სახლისკენ.
-აბა, აბა... ჩვენ რაზე შევთანხმდით?_მოჩვენებითი სიმკაცრით ჩაილაპარაკა და ღიმილშეპარულმა გადახედა ბიჭს.
-ხოო, ჯერ შორტები გავწურო.
სიცილით ჩაილაპარაკა და სწრაგად გაიძრო შორტები. კიბეებზე ჩამომავალ საშინაო ფორმაში გამოწყობილ დემნას ღიმილით ახედა და სამზარეულოში შეტრიალდა.
-დემნა, ყავას ხომ დალევ?_მისაღებისკენ მიტრიალდა და ცხვირით მამაკაცის ძლიერ სხეულს შეასკდა.
-მე ყავას დავლევ, შენ ფრთხიალდ იქნები!
ღიმილით დატუქსა და ტუჩებზე მოწყევტით აკოცა. გახარებულმა გაშალა დილის სუფრა და მამა-შვილს სამზარეულოში უხმო. ცოტნე მომავალ შეხვედრაზე ესაუბრებოდა მამას და რაღაც დეტალებს უთანხმდებდა. ადრე რომ იყო, ფეხბურთის ინჩი-ბინჩი რომ არ ესმოდა, დღესაც ეგრე კი არ არის, იმდენი რამე ისწავლა ამ ერთი თვის განმავლობაში მამა-შვილის ხელში. ცოტნეს და დემნას საყვარელი გუნდების სახლეები და მათი ფეხბურთელების შეამდგენლობა. ჭამის დროს დემნასთვის თვალი არ მოუშრებია, მამაკაციც ჯიუტად უშტერებდა მზერას და თვალებით ეფლირტავებოდა.
-ცოტნეს გავიყვან და მალე დავბრუნდები._ზურგს უკან ამოუდგა სამზარეულოში მოფუსფუსე ლილეს და ყელში ხმაურით აკოცა.
-კარგი, მე მანამდე ნათიას დავურეკავ და ზღვის ამბებზე შევთანხმდებით. იცოდე სიას ჩახედე და არაფერი დაგავიწდეს!_თითის ქნევით გააფრთხილა.
ზღვაზე ორ დღეში აპირებენ წასვლას, ივლისის ორისთვის. როგორც ცოტნესგან გაიგო ერთი თამაშიღა დარჩათ და მერე ერთი თვე ასვენებს დემნა ბავშვებს. ძალიანაც კარგი, ზუსტად დაემთხვა, პირველში შეჯიბრზე წავლენ და ორში ბათუმში. მაგრამ ჯერ მანამდე დემნასაც უნდა შეუთანხმდეს, იქნებ მამაკაცს სამსახურში სხვა საქმეებიც აქვს, არაუშავს თუ რამეა სამში წავლენ.
ერთ საათში დაბრუნდა დემნა პროდუქტებით დატვირთული. სწრაფად წამოხტა ფეხზე და სამზარეულოში შეყვა მამაკაცს.
-კარგი რა, დემნა, როგორ გთხოვე არაფერი დაგავიწყდეს-მეთქი. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა ლილემ და პარკებიდან ამოლაგებულ პროდუქტებს გადახედა.
-რა დამავიწიდა?_გაკვირვებულმა იკითხა მამაკაცმა და ცივი წყალი სულმოუთქმენლად გადაკრა.
-რა და ზეთი. _ჩაიდუდღუნა და პროდუქტების მაცივარში შელაგება დაიწყო._ თუ გინდა დღეს შენი საყვარელი ჩაშუშული გაგიკეთო, აქვე მაღაზიაში მაინც ჩადი, რაა. _მუდარით გამოიწელა ყელი და მამაკაცს კისერზე დაეკიდა. დემნამ ღიმილით დახედა აფერსიტულად მომღიმარ ქალს და თავი ფანჯრისკენ მიატრიალა.
-ჩახედე სიას, კიდევ რამე ხომ არ გინდა._შუბლზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ნაყინი და ზეთი. _მიაძახა დანამატით და ისევ მაცივარს მიუბრუნდა.
ოჯახური საქმეებიც, როგორ უცებ აითვისა, არაფრის კეთება არ უჭირს. თუ რომელიმე საჭმლის რეცეპტი არ იცის, ხან ელენეს ურეკავს და ეკითხება, ხანაც ლენას. ყველაფერს ძალიან ადვილად მოერგო, უკვე მიეჩვია რომ მაგიდაზე ერთის მაგივრად სამი თეფში უნდა დადოს, ზოგჯერ ოთხი. ჭურჭლის გარეცხვა რომ აუცილებელია და დილამდე არ უნდა დატოვოს ეგეც ისწავლა, სარეცხსაც შესანიშნავად ფენს და აუთოვებს. ოჯახის საქმეებში ბადალი არ ყავს, თანაც მერე როგორ სიამოვნებს ყველაფრის კეთება, როცა იცის რომ მისი საყვარელი ადამიანებისთვის აკეთებს. აბა რა იყო ის, ყველაფერს თავისთვის რომ აკეთებდა იმიტომაც, ზარმაცობდა სულ. აბა ახლა თხოვოს ცოტნემ ნამცხვარი მინდაო, ღამის პირველ საათზე წამოფრინდება და გამოუცხობს.
-ორში მიდიან ზღვაზე.
-ორი კვირით წავიდეთ ზღვაზე და მერე თუ გინდა ჩემთან ავიდეთ სვანეთში.
-მართლა?_გახარებული მუხლებით დახტა დივანზე და სიცილით მიაჩერდა. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ახუნტრუცებული სხეული კალთაში ჩაისვა. _როგორ არა მინდა!_წამოიძახა გახარებულმა და ტუჩები ჩქარ-ჩქარა დაუკოცნა.
-შენებსაც ვუთხრათ და ავიდეთ!
კიდევ უფრო გაახარა მამაკაცის შეთავაზებამ. დემნას მის მეგობრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა განსაკუთებით ნათიასთან, ალბათ გრძნობს, რომ ლილესთან ყველაზე ახლოს ნინიძეა. მაშინაც, ლილესთან როგორ უცებ გაუგეს ერთმანეთს. ლილეს ბიცოლა და ბიძა ოფიციალურად ჯერ არ უნახავს, მაგრამ ტყუპებისგან იცის რომ ლილე მათთვის ყველაფერია, მესამე შვილი! დემნაც ზუსტად ისეთ პატივს სცემს ლილეს საახლობლო წრეს როგორსაც ლილე მის საუკეთესო მეგობრებს.
-შენი ბიჭები არ წამოვლენ?_მოულოდენლად მოუნდა დემნას მეგობრებით მათთან ერთად ყოფილიყვნენ._თან ზაზას როგორ უყვარს სვანეთი. _სიცილით გაიხსენა დემნას ერთ-ერთი მეგობარი.
-არ ვიცი, ვეტყვი და თუ მოახერხებენ ალბათ წამოვლენ._ აშკარად დაეტყო როგორ ესიამოვნა ქალის სიტყვები.
-რომ წამოვიდნენ რამდენი ვიქნებით... ძალიან ბევრი!_ხელები გაშალა და “ძალიან ბევრი” დაანახა დემნას. _ისე რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?_ინტერესით იკითხა და მუხლებზე კომფროტულად გადააჯდა.
-მინიმუმ ოთხი. _დაუფიქრებლად უპასუხა დემნამ.
-მოიცადე, ცოტნეს გარდა ოთხი თუ ცოტნეს ჩათვლით ოთხი?_ყბადავარდნილმა იკითხა.
-ცოტნე გაკეთდა უკვე, გასაკეთებელ ოთხზე მაქვს საუბარი. _სიცილით მოუჭირა ორი თითი ცხვირზე.
-რა ამბავია, ბაგა-ბაღი უნდა გახსნა? თუ შენი ნაკრები უნდა ჩამოაყალიბო?_ფხუკუნით გააჯავრა მამაკაცი.
-თუ ჭკვიანად არ იქნები, შეიძლება მინიმუმ ექვსზეც ვიფიქრო. _”დაემუქრა” დემნა და ცხვირზე უკბინა.
-მე ორი შვილი მინდოდა ყოველთვის გოგო და ბიჭი... ხოდა, საბედნიეროდ ორჯერ ტკვილი თავიდან ამაცილე და ახლა მარტო გოგო მინდა.
არასდროს! არასდროს დაავიწყება დემნას შეცვლილი თვალები, ადრე თუ ჭაობივით ჩამთრევი, ღმა და ცივი იყო, ახლა ერთიანად შეიცვალა. წყალივით სუფთა და გამჭირვალე გახდა. ასეთი დემნა დაეფიცება რომ არადროს არ უნახავს, გამოხედვით იგრძნორ როგორ გააბედნიერა მამაკაცი თავისი გულწრფელი სიტყვებით. საოცარი თვალებით უყურებდა დემნა ლილეს, თვალებით რომელიც დაუნდობელ ბედნიერებას ასხივენდნენ.
-ახლა ვხვდები, ვის ველოდებოდით მე და ცოტნე ამდენი წელი!_სიამაყით სავსემ ჩაილაპარაკა და ლილეს ორივე საფეთქელი ხმაურით დაუკოცნა.
მთელი ღამე დემნას მკერდზე მისვენებული იწვა და მის ნავარჯიშებ მკლავებს ეფერებოდა. რამდენჯერმე სცადა დუმილის დარღვევა, მაგრამ ვერ გაბედა. სიჩუმეც ისეთი სასიამოვნო და ბედნიერებით დახუნძლული იყო. წეღანდემა დიალოგმა უგონოდ გააბედნერა, ექვს კი არა თუ დემნას გაუხარდება 10 შვილს გაუჩენს, სულ დემნასნაირებს!
დილის ექვს საათზე ტაშის კვირთ გამოაფხიზლა დემნამ. არადა როგორი იმედი ქონდა, ახლა მაინც ისწალვის კოცნით გაღვიძების რიტუალსო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვაჯიშის დროს ისეთი ცივი და წარბშეუხრელი ხდება უფროსი ონიანი, ხმის ამოღებაზე არც კი უნდა იფიქროს. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და გარდერობთან ვარაუდით მივიდა.
-დემნა, დღეს ძალიან მეძინება. _მუდარით ჩაილაპარაკა და გარდერობის ღია კარებს ჩამოეკონწიალა.
-ლილე, კარგად ხარ?_დაფეთებული მივარდა ერთ ადგილზე მოკოტავე ახალკაცს და სწრაფად შემოხვია იატაკისკენ წასულ სხეულს ხელები. _ლილე, გამოფხიზლდი. _ლოყაზე ნაზად მოუთათუნა ხელისგულები და საწოლისკენ წაიყვანა ჩაძინებული სხეული.
თვალები რომ გაახილა დილის თორმეტი საათი ხდებოდა, დაფეთებული წამხოტა ფეხზე და კიბეები კისრის ტეხვით ჩაირბინა, დემნა და ცოტნე მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ხმაურზე ორივე ლილესკენ შემოტრიალდა და ორივეს ერთდროულად აუტყდა სიცილი.
-რა გაცინებთ?_წარბწეულმა იკითხა და დოინჯი შემოიდო.
-ცუდად გეძინა?_ფხუკუნით კითხა ცოტნემ და ფეხზე წამოხტა.
-არა, შესანიშნავად მეძინა. _დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და ირონიულად მომღიმარ დემნას გადახედა. _თმები მაქვს ხომ აბურძგნული?_სიცილის მიზეზს თავადვე მიხვდა და შეპარული ღიმილით იკითხა. ცოტნემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ დივანზე დასკუპდა._ისაუზმეთ?_ უკან აბრუნება და თავის მოწესრიგება დაეზარა, ამიტომ მამაკაცების შუაში ჩაჯდა და ინტერესით გადახედა ორივეს.
-კი, მამამ ერბო კვერცხი შემიწვა. _თავი დაუქნია ცოტნემ და შოკოლადს დასწვდა.
^^^
პირველში მთელი დღე წინ და უკან დადიოდა, როცა იცის რომ ცოტნე და დემნა საშინალდ ნერვიულობენ, რა მოასვენებს. დღეს სეზონის ბოლო შეხვედრა აქვთ ბავშვებს, მართალია ბევრი არაფერი იცის, მაგრამ დემნას და ცოტნეს დიალოგებიდან მიხვდა რომ ეს თამაში გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენჯერმე იფიქრა დემანს დავურეკავ და შედეგებს გავიგებო, მაგრამ იცის რომ ახლა მისი შეწუხება არანაირად არ შეიძლება. ასეთ დროს ბავშვებს უფრო სჭირდებათ მწვრთნელის მხარდაჭერა.
-რა ქენით?_აკანკალებულმა უპასუხა აწკიალებულ ტელეფონს.
-სეზონი დავხურეთ!_ცოტნემ გახარებულმა ჩაყვირა.
-ყველაზე მაგარი ბიჭები ხართ!_დამშვიდებულმა მძიმედ ამოისუნთქა და დივანზე გაწვა. _რა დაგახვედრო საჭმელი?
-შენ რომ იცი ხოლმე, ისე შემიწვი კარტოფილი..._სიცილით ჩასძახა ცოტნემ.
^^^
მამაკაცის სხეულზე გველივით შემოკლაკნილი იწვა და გათენებას ელოდებოდა. ჯერ დილის ხუთი საათია, პირველად გაეღვიძა ასე ადრე, თვითონაც არ იცის რატომ. ალბათ წასასვლელები რომ არიან სხეული წინასწარ ემზადება. ერთი საათი უყურებდ დემნას და ფიქრობდა რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, უკვე მერამენედ შეაქო ამის გამო საკუთარი თავი და რათქმაუნდა გოგონებიც, რომელბიც ძალიან დაემხარნენ. შეიძლება დემნას რომ არ შეხვედროდა ისევ ისე, რუტინულად გაეგრძელებინა ცხოვრება და დანაკლისი არ ეგძნო... მაგრმა ზუსტად იცის რომ ვეღარავის მოძებნიდა მის გარდა, თუ აცდებოდა აცდებოდა და დარჩებოდა სამუდამოდ მარტო, მაგრამ საბედნიეროდ ნიტას ბარის წყალობით ასე არ მოხდა. იპოვა ის ვისაც ეძებდა და ახლა საკუთარი თავით კმაყოფილი, ეხვევა მის ცივ-თბილ სხუელს.
ექვს საათზე დემნამაც გაიღვიძა, შეპარული ღიმილით გადაუწია ქალს წინ ჩამოყრილი თმები და სახის ყველა ნაკვთში ღიმილით დაუკოცნა. მემგონი პირველი დილაა კოცნით რომ იწყება და არა ტაშის კვრით. საიხლის აღმოჩენით გახარებულმა გაშალა ხელები და ზმუილით ამოუშვა რამდენიმე ბგერა ბაგეებიდან.
-ადექი თორემ დაგვაგვიანდება. _მამაკაცისკენ გადაიხარა და მოშიშვლებულ გულ-მკერდზე აასრიალა თითები.
-არაუშავს, დავეწევით._ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა დემნამ და ფარატინა სხეული გულზე მაგრად მიიკრა.
მიუხედავად იმისა რომ მამაკაცს არცერთხელ არ დასცდენია სიტყვა სიყვარულზე, ან რაიმე მსგავსზე, მაინც კარგად გრძნობს თავს. იცის რომ დემნასთვის სულერთი არ არის და მამაკაცი ქალს სერიოზულად უყურებს, სხვა შემთხვევაში ლენას თქმის არ იყოს, არც ამ სახლში მოიყვანდა და მითუმეტეს საკუთარ შვილთან ერთად არ აცხოვრებდა. იცის დემნას დამოკიდებულება მსგავს საკითხებზე რამდენჯერმე ისაუბრეს კიდევაც. გუშინდელი დიალოგი რომ ახსენდება, თვითონაც ვერ ხვდება რატომ დაიწყო ბავშვების რაოდენობაზე საუბარი, ან რატომ იფიქრა რომ შეიძლება დემნასთან საერთო შვილის არსებობა დაუშვას. “იმიტომ რომ დემნა ჩვეულებრივ ქალად არ აღგიქვამს!” იმ წამსვე გასცა სიამაყით გაჯგიმულმა საკუთარ თავს პასუხი და მიძინებულ მამაკაცს ხელები წელზე მოხვია.
-დემნა, გაიღვიძე თორემ მართლა დაგვაგვიანდება.
ბუზღუნით ჩაილაპრაკა და ყელთან, მფეთქავ არტერტიაზე ტუჩები მიაწება. მამაკაცმა ზმუილით მოუჭირა თითები ბარძაყზე და მიახვედრა რომ ხმა აღარ უნდა ამოეღო, მაგრამ ახლა რა გააჩუმებს... “ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ლილე!” სიცილით ამოსძახა ხმამ.
-დემნა..._სიცილნარევი ხმით, გაწელილად ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი და თმები დემნას სახეზე მიმოფანტა. _დემნა..._იგივეს განაგრძობდა და თან უფრო და უფრო იცინოდა.
-შენ გამომიწვიე!_სწრაფად გაახილა მამაკაცმა თვალები და ლილეს სხეულს ზემოდან მოექცა.
-არა! გვაგვიანდება!
დემნას ეშმაკურად ახამხამებულ თვალებს რომ გადააწყდა ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩებზე ხელისგულები აიფარა. ქალის ქმედებით უკმაყოფილომ კუშტად შეკრა შუბლი და ტუჩებით წაიწია ლილეს თითებისკენ. რიგ-რიგობით აუყვა ქვემოდან ზემოთ და მერე პირიქით. მარჯვენა ხელი რომ მოისიყვარულა, მერე მარცხენაზე გადავიდა. მისი ალერსით განაბული ლილე გაყურსული იწვა და წინააღმდეგობის გაწევის თავიც კი არ ქონდა.
-ჩემი ჭკვიანი და დამჯერი გოგო!_ღიმილით დასჩურჩულა ზედ ყელთან და ტუჩები ოდნავ მიაწება სიამოვნებისგან დაძარღვულ ყელზე. _საოცრება ხარ, ჩემი საოცრება!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და დამშეული დააცხრა ლილეს აცახცახებულ ბაგეებს.
-ღვედი კარგად შეიკარი. _ღიმილით გადახედა უკანა სავარძელზე მოკალათებულ თვალებაციმციმებულ ცოტნეს. კიდევ ერთხელ შეამოწმა შეკრული ღვედი უმცროსმა ონიანმა და ლილეს თავი დაუქნია.
-ბებიას ხომ ვნახავთ?_ინტერესით გადახედა სარკეში მამას. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლილეს გადახედა.
-არ გინდათ ჩვენებთან დავრჩეთ?
-არამგონია ჩემები წამოვიდნენ, თან ყოველ ზაფხულს გეგას სახლში ჩავდივართ ხოლმე. _ტუჩმოკვნეტილმა ჩაილაპარაკა.
-ლილე!_ღრენით ჩაილაპარაკა ოთხი ასო დემნამ და შუბლშეკრულმა გადახედა ქალს. _მე, შენ, გაგაფრთხილე, ეგეთი დამფრთხალი ნუ მელაპარაკები-მეთქი!
-დამფრთხალი არ გელაპარაკები!_სწრაფად გააპროტესტა და ცოტნეს გადახედა, ბავშვს ყურსასმენები გაერჭო ყურებში და თავს სასაცილოდ აქანავებდა. _უბრალოდ არ მინდოდა გწყენოდათ._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ერთმანეთში ახლართულ თითებს დახედა.
-არ მინდა ჩემთან საუბრისას თავს შებოჭილად გრძნობდე, გესმის?_ტონს არ იცვლიდა დემნა. _ლილე, გესმის-მეთქი?_დადუმებულ და ტუჩებდაბრეცილ ქალს თავი თავისკენ შეატრიალებინა და ისევ გზას გახედა წამებით.
-მესმის, მაგრამ...
-არავითარი, მაგრამ!_ღრენით გააწყვეტინა სიტყვა. _მე მინდა რომ ჩემთან ბოლომდე გახსნილი იყო და საკუთარ თავს რაღაცებს არ უკრძალავდე... თუ ასე მოქცევას გააგრძელებ არასდროს არაფერი არ გამოგვივა!
დასჯილი ბავშვივით იჯდა და დემნას უსმენდა, კარგად ხვდება მამაკაცი მართალი რომ არის. როდემდე უნდა ზომოს და წონოს სიტყვები, ასე თუ გააგრძელა დემნა აუცილებლად ჩამოშორდება და აღარასდროს გაიკარებს ახლოს. მაგრამ რა ქნას, განა მარტო დემანსთან და ცოტნესთან სჭირს ასეთი უცნაურობა... დემნასთან მიმართებაში შიშები დიდი ხნის წინ დაივიწყა, ათაში ერთხელ თუ დააფრთხობს მამაკაცის მზერა, თორემ ისე ქვასავითაა. სიტყვებსაც, იმიტომ საზღვრავს რომ არ უნდა დემნას, ან ცოტნეს რამე აწყენინოს.
-ნუ იმუქრები!_კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცის სიტყვებით შეშინებილმა და თავი მისკენ მიატრიალა.
-მაშინ მოიქეცი ისე, როგორც ზრდასრული გოგონები იქცევიან!_არ დაუთმო დემნამ და წარბშეკრულმა გადახედა.
მთელი გზა გაბუსხული იჯდა და იღრინებოდა, რამდენჯერმე ცოტნეს გამოელაპარაკა, დემნას ჯიუტად არ სცემდა ხმას. ჩუმათელეთში ცოტნემ გააჩერებინა მანქანა, გინდა თუ არა ნაზუქი უნდა ვიყიდოო, არც იქ არ გაუცია ხმა მამაკაცისთვის. ონიანი ირონიული და ცინიკური ღიმილით უყურებდა აღრენილ ქალს და თან ცალი ხელით ცდილობდა როგორმე შემოერიგებინა. ქობულეთამდე ითმინა და მერე მამაკაცის ხელები რომ იგრძნო კიდევ ერთხელ მუხლისთავებზე სიცხისგან თუ სიამოვენბისგან არ იცის, მაგრამ ისე დასცხა მეტი რომ არ შეიძლება. სწრაფად მოიშორა დემნას ხელი და ფანჯარა ბოლომდე ჩამოსწია.
-ნუ იბუსხები, თორემ შემომეჭმები!
გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა დემნამ და თვალი ჩაუკრა ტუჩაბზუებულ ქალს. ჯიუტად არ სცემდა ხმას და უფრო და უფრო იწვევდა. იცის ასეთ დროს როგორი დაუნდობელი ხდება ონიანი და აწყობს. ბათუმში რომ ჩავა სამაგიეროს იქ გადაუხდის!
ნაცნობი სახლის დანახვისას გახარებული გადახტა მანქანიდან და ეზოს ჭიშკართან მიყენებულ მანქანებს გადახედა.
-ჩამოსულან!_დუდღუნით ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადმოსულ ცოტნეს გადახვია ხელი. _მე და მამიკო ბარგს ამოვალაგებთ, შენ მანამდე შედი. _ღიმილით აუჩეჩა თმები და საბარგულისკენ დაიძრა.
-სად მოდიხარ?_წარბწეულმა კითხა დემნამ. წინ გადადგმული ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა ახალკაცს.
-ბარგი უნდა წავიღო. _გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ამ ბარგის წონა სულ ხარ, შედი სახლში!_მკაცრად უბრძანა და თვალებით სახლისკენ ანიშნა.
-ცოტნეს ჩანთას წამოვიღებ. _არ მოეშვა ქალი.
-ლილე, ნუ მაბრაზებ!
-ხო, კარგი...
ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ფეხების ტყაპუნით წავიდა სახლისაკენ. დემნა ღიმილით მიაჩერდა სახლისკენ მიმავალ ლილეს, როგორც კი სახლში შესული დაიგულა ღიმილით გადააქნია თავი და საბარგულიდან ორი დიდი ჩემოდანი გადმოიტანა. ცოტნეს პატარა ზურგზაგი ჩანთა მხარზე მოიკიდა და სახლისკენ წავიდა. ლილეს სამეგობროდან ყველას იცნობს, შესაბამისად არცერთთან არ გასჭირვებია კონტაქტის დამყარება, სამ დღეში დემნას მეგობრებიც ჩამოვლენ და უფრო გაბევრდებიან.
მთელი დღე გახარებული დადიოდა წინ და უკან, გვერდით ყველა ის ადამიანი ყავდა ვინც სჭრიდებოდა. ადრე თუ მარტო მეგობრებთან ერთად ყოფნა აბედნიერებდა, ახლა უკვე მამა-შვილის გვერდით ყოფნაც ახარებს. გარდერობთან ტრიალებდა და ტანსაცმელს ლამაზად ალაგებდა თაროებზე. დემნა საწოლზე წამოწოლილი აფრიალებულ ფარდებს უყუrებდა და რაღაცაზე ფიქორბდა.
-დემნა, სანამ აქ ვიქნებით დილით ადრე ხომ აღარ ავდგებით ხოლმე?
დემნას მაისური გულზე მიიკრა და საწოლზე მუხლებით ავიდა. მამაკაცმა წარბწეულმა გადმოხედა თვალებაფახუმებულ ლილეს და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. ეს უკვე ნიშნავდა პასუხს, გაბუსხული წამოდგა ფეხზე და მაისური დემნას თაროზე შედო. აბა კი არა, ძლივს გადაუარა დილანდელმა გაბრაზებამ და როგორმე შემვოირგოო, კიდევ უფრო აუშალა ნერვები და გააბრაზა. ბუზღუნით გავიდა ოთახიდან და კიბის თავში დადგა.
-რას დუდღუნებ?_სიცილით ამოუდგა გვერდით ნათია.
-დემნამ გამაბრაზა._მოკლედ გასცა პასუხი და ოთახის კარების შუბლშეკრულმა გადახედა.
-ნეტა შენ, მოგცლია.
ღიმილით მიკრა მხარი და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და ოთახიდან გამომავალი დემნას დანახვისას კიბეების სწრაფად ჩარბენა სცადა, მაგრამ მოულოდნელად აესვეტა დემნა წინ და სწრად შეაგდო ისევ ოთახში. წარბწეულმა გადახედა ეშმაკურად მომღიმარ მამაკაცს და ჭაობივით ჩამთრევ თვალებში ჩააშტერდა. “არა, ლილე, არ დანებდე... არ უყურო თვალებში, თორემ მოგიგებს!” დაბლიდან აფრთხილებდა ხმა, მაგრამ რაღა დროს. დემნას მზერით მოჯადოვებული საწოლზე იწვა და მამაკაცის ვნებებით ამღვრეულ თვალებს უყურებდა. ონიანმა ფრთხილად შეუცურა მარჯვენა ხელი მაისურის ქვეშ და ღიმილით მოეფერა დახორკლილ და კრიალა კანზე. ტუჩები ლილეს აკანკალებული ნიკაპისკენ წაიღო და ოდნავ გახსნილ ბაგებს შორის მოიყოლა, მსუბუქად უკბინა და ტკივილისგან სახედამანჭულ ლილეს მიაჩერდა.
-კიდევ გამებუტები ხოლმე?
ხრიწიანი ხმით დაუსვა კითხვა და თითები მოშიშვლებულ ფეხებზე ჩააყოლა. სიამოვნებისგან გონებადაბინდულ ლილეს მისი სტყევბის ბოლომდე აღქმა და გააზრება არ შეეძლო, ამიტომ ბლუყუნით, ბგერებით გასცა გაუგებარი პასუხი და თმებში თითები გააფთრებულმა შეუცურა. სწრაფად მიიზიდა მამაკაცის შიშველი სხეული თავისკენ და ბაგეებზე ისე დაეძგერა როგორც წყალს.
-შენს გარყვნილ ლილეზე ვგიჟდები... ჩემი ხარ!
ყურთან ახლოს უჩურჩულა და ისევ ქალის ბაგეებს მიუბრუნდა. მამაკაცის სიტყვებმა თითქოს დამორცხვა, მაგრამ არამც და არამც. ასეთ დროს ის მორცხვი, დაბდურა და წონასწორობა დაკარგული ლილე სადღაც სიღრმეში იაკრგება და სხვა ლილე ცოცხლდება. თამამი, გარყვნილი და დემნას ალერსზე უგონოდ შეყვარებული. ზუსტად ასეთ ლილეზე გიჟდება დემნა მარტო, ამ დროს აქვს თვალები აგიზგიზებული და ვნებებით სავსე. სხვა დროს სულ სხვანაირად უყურებს, თბილი და საოცრად ნაზი მზერით. იცის მასში ორი ლილე რომ ბინადრობს და ცდილობს ორივეს გაუყოს თავისი თავი. ძლივს მოშუშებულ ზურგზე მოზრდილი ფრთხილები დაუსვა და ირონიულად ჩაიცინა.
თვალები რომ გაახილა შებინდებული იყო, ზლაზვნით წამოიწა ოდნავ და მძინარე დმენას ღიმილით დახედა. სწრაფად დაუბრუნდა თავის ფუმფულა ბალიშს და დემანს სახეზე თითებით კონტურების ხატვა დაიწყო. როცა მამაკაცზე ადრე იღვიძებს, ან შემთხვევით მძინარეს წაასწრებს სულ მისი სახის მოხატვაშია. რა ქნას აბა, ფურცელზე ვერაფრით გადაიტანა დემნას სახის ვერცერთი ნაკვთი, თვალებზე ხომ საუბარი ზედმეტია და აქ მაინც ხატოს. დემნასთვის ჯერ არ გაუმხელია ხატვის ნიჭით რომ არის დაჯილდოვებული, უნდა როცა მის ნახატს შეასრულებს მერე გაანდოს თავისი პატარა და ძვრიფასი საიდუმლო. რამდენჯერმე კი წაასწრო მამაკაცმა ცოტნეს სასკოლო ნამუშევრებს რომ უყურებდა ინტერესით, მაგრამ ეჭვი არ გასჩენია.
ტუჩები ოდნავ შეარხია დემნამ და ქალის თითები ბაგეებით დახმარებით დაიჭირა. ოდნავ ჩაასო კბილები საჩვენებლ თითზე და თვალებმოჭუტულმა ახედა მომღიმარ ლილეს.
-დაღამდა..._ხმადაბლა ჩასჩურჩულა და საფეთქელთან ახლოს აკოცა.
-ღამე ძალიან კარგია..._ეშმაკურად ჩაიცინა დემნამ და წარბები აათამაშა.
-ღამის თამაშები ღამე, ახლა უნდა ავდგეთ და დაბლა ჩავიდეთ!_სიცილით, მაგრამ კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და სწრაფად წამოხტა ფეხზე. იქვე დაყრილი ტანსაცმელი ჩქარ-ჩქარა ჩაიცვა და კარებისკენ წავიდა. _არ დგები?_საწოლზე გულაღმა გაშოტილ დემნას გადახედა და შუბლი შეკრა. _იცოდე დარჩები მშიერი!_თავისი ჭკუით დაემუხრა და თითი დაუქნია.
-არაუშავს, ღამე დავიკმაყოფილებ შიმშილის გრძნობას. _ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და საწოლზე წამოჯდა.
^^^
ღამის თამაშები დემნას მოფიქრებულია, რამდენიმე თვის წინ ლილე რომ უნახავს მაშინ მოიგონა და მას მერე ცდილობს მის განხორციელებას ლილესთან. უკვე თითქმის ერთი თვეა თამაში სისრულეში მოიყვანა და ლილესაც გაანდო. ახალკაცი ისე აიწურა და გაიწურა, თამაშის შინაარსის გაეგებისას მუხლებიც აუცახცახცდა და ლოყეbიც შეუფერიანდა.
მეგობრებთან იჯდა მისაღებში და ნიტას მომზადებულ ცივ ყავას მიირთმევდა, თან ხალიჩაზე ქერასთან და ნიკასთან ერთად წამოკოტრიალებულ ცოტნეს უყურებდა და ბედნიერი იღიმოდა. ნაბიჯების ხმაზე თავი ღიმილით მიატრიალა უკან და დემნას გადახედა.
-უკვე მივდვიართ?_სწრაფად წამოდგა ფეხზე და მისკენ წავიდა.
-ხო, ვნახოთ და უცებ გამოვიდეთ. _თბილად აკოცა თავზე და ცოტნეს გადახედა. _მემგონი აღარ აპირებს წამოსვლას. _სიცილით ჩაილაპარაკა და მისკენ შემოტრიალებულ შვილს თვალი ჩაუკრა.
-როგორ არა, ბებიას დავპირდი რომ ჩამოვალ იმ დღესვე გნახავ-მეთქი!_სწრაფად წამოხტა ფეხზე და წყვილს წინ აესვეტა.
-ჩვენ მალე დავბრუნდებით, მანამდე მოიფქირეთ ღამე რითი გავერთოთ.
ღიმილით ჩაილააპრაკა ლილემ და გასასვლელისკენ წასულ მამა-შვილს აედევნა. როგორც კი ცოტნე მანქანაში მოკალათდა სწრაფად წაავლო ლილეს ხელი და თვალების ბრიალით მიაჩერდა.
-ღამის გასართობზე რამე პრეტენზია გაქვთ, ახლაკაცების ქალო?_წარბაწეულმა, ირონოულად კითხა და ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა.
-არა, მაგრამ ღამით სხვა გასართობებიც არ გვაწყენდა. _სიცილით მოუჭირა ორი თითი ნიკაპზე და მანქანისკენ წავიდა.
-მაინც ვერ ვხვდები რითი ხარ უკმაყოფილო?_მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა დემნამ და მანქნას მოუარა. _მაგრამ არაუშავს, აუცილებლად გამოვასწორებ!_ღიმილით დაემუქრა და მანქანაში ჩაჯდა.
^^^
ლენა გახარებული მოეხვია მონატრებულ შვილს და შვილიშვილს, კედელზე აკრული ლილეს დანახვისას ხელებგაშლილი წავიდა მისკენ და ორივე ლოყა ხმაურით დაუკოცნა, მერე კი ბედნიერი სიცილით ჩაიკრა გულში და როგორც იცის ხოლმე, ზურგზე მოუთათუნა მარცხენა ხელი.
-ძალიან მომენატრე!_ოდნავ უკან დასწია ბროწეულისფერი ლილე და კატეგორიული ხმით ჩაილაპარაკა.
-მეც ძალიან მომენატრეთ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და გაბრწყინებული თვალები მიანათა ქალს.
დემნას დეიდა და დეიდაშვილი გაიცნო, აშკარად ორივეს ძალიან მოეწონა დემნას არჩევანი და მემგონი შეუქეს კიდევაც. ღიმილით იკიკნებოდა დემანს დეიდის გამომცხვარ ნამცხვარს და თან ბებიასთან მოთამაშე ცოტნეს არ აცილებდა თვალს. როგორი გულწრფელი ურთიერთობები აქვს ყველა მათგანს, როგორც კი შეხედავ ყველა გრძნობა თვალებზე აწერიათ. დეიდამისიც, ისეთი კეთილი და სათნო ქალია, ბედნირების ღიმილს აფრქვევს. დეიდაშვილზე ვერ იტყვს სიკეთეს ასხივებსო, მაგრამ ძალიან მხიარული ბიჭია, რა ქნას, ისეთ ასაკშია არც უკვირს. თავის დროზე ლილესაც სჭირდა ეგეთები და გაუგო.
-დღეს ხომ დარჩებით?_მუდარით იკითხა ლენამ და ცოტნეს თავზე აკოცა.
-არა, დღეს უნდა წავიდეთ ხვალ გამოგივლით კიდევ. _უარის ნიშნად თავი გააქნია დემნამ. _თუ ცოტნეს უნდა დარჩეს და ხვალ წავიყვან. _ინტერესით მიაჩერდა შვილს.
-დავრჩები!_გახარებულმა წამოიძახა და ორივე ხელი მჭიდროდ შემოხივა ბებიას.
გზაში სულ დემნას დეიდაზე და დეიდაშვილზე ელაპარაკებოდა, უყვებოდა როგორ მოეწონა მათთან ურთიერთობა, როგორ გავს თომა დემნას ნაკვთებით და რა საოცხოო ნამცხვრებს აცხობს მაკა. დემნამ მანქანა გზიდან გადააყენა და მოტიტინე ლილეს გადახედა. ქალმა სწრაფად დაკუმა პირი და თვალებდაჭყეტილი მიაჩერდა დემნას.
-რამე გაფუჭდა?_ინტერესით ჩაეძია და თავი ოდნავ გადასწია დემნას მხარეს.
-ახლა რომ არ გაკოცო, მე გავფუჭდები!
ვებამორეული ხმით ჩაილაპარაკა და ხელის კვრით გადააწვინა წინ წამოწეული ლილე თავის სავარძელზე, მერე კი გაშმაგებულად დაეწაფას მის ტუჩებს...
დილის ტრადიცია რათქმაუნდა არ დარღვეულა, ისევ ექვს საათზე აგდებს დემნა საწოლიდან და რაც მთავარია, ახლა უკვე ნაპირზე არბენინებს. სახლში ისეთი დაღლილი ბრუნდება რვა საათზე მეგობრებთან ზღვაზე ჩასვლის სურვილიც კი აღარ აქვს, მაგრამ დემნა რომ გადაუტრიალებს თვალებს იქ მორჩა.
-ლილე, ვარჯიშის მერე მოდუნება არ შეიძლება.
მკაცრად გაუმეორა უკვე მერამდენედ ეს სიტყვები და ცოტნეს კეპი დაახურა თავზე. ახალკაცმა ბუზღუნით მოიკიდა მხარზე ზღვის ჩანთა და ოთახიდან გავიდა.
-ერთხელაც იქნება დაღლილი ჩავიხრჩობი, იმ წყალში და მერე მიხვდები ჩემი, ასე წვალება რომ არ შეიძლება.
მთელი გზა ებუზღუნებოდა და ჩქმეტდა. დემნა მოთმინებით იტანდა ლილეს თითოეულ პრეტენზიას, იცის რომ გოგონებისთვის მართლა არ არის ასდვილი ასეთი განრიგით ცხოვრება, მაგრამ ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესი ლილესთვის აუცილებელია, თან ისეთ ასაკშია ახლა სჭირდება ფორმების შენარჩუნება ყველაზე მეტად.
-აი, ნახავ დამაჯდება შენხელა ბატიბუტები და აღარ მოგეწონები._ ცდილობდა შეეშინებინა.
-შენ ისეთ ვარჯიშებს აკეთებ კუნთები არ დაგაჯდება._ღიმილით ანუგეშა და თავზე აკოცა. _უბრალოდ ფორმას ინარჩუნებ და რაც მთავარია, წონასწორობას იცავ.
^^^
საღამოს თბილისიდან ჩამოვიდნენ ბიჭები მეუღლეებთან ერთად. სამაგობროში ოფიციალურად მარტო ლაშას და პაატას ყავს ცოლი, ზაზას და ლადოს მხოლოდ მეგობარი გოგონები. ყველას ერთად ნახვა განსაკუთრებით გაუხარდა. ზუსტად ორი კვირაა არცერთი მათგანი არ უნახავს, მივლინებაში იყვნენ წასულები და დემნასთან სტუმრობას ვერ ახერხებდნენ. მეგობრები ნაწილობრივ იცნობენ ერთმანეთს, ნიტა და ქერა ყოველ შემთხევაში ნამდივლად იცნობენ ბარის ხშირს სტუმრებს. ტყუპებმაც ადვილად გაუგეს, როგორც კი ფეხბურთზე წამოიწყო ლაშამ საუბარი. ცოტნესაც გაუხარდა ნათლიის და მამამისის მეგობრების ნახვა, გახარებული დარბოდა მთელ სახლში ძაღლთან ერთად.
-ნათია, ამ ბოლო დროს შენი ფერი არ მომწონს. _წარბწეულმა კითხა დივანზე მისვენებულ მეგობარს და შუბლზე ტუჩები მიადო ტემპერატურის გასაზომად.
-აუ, ახლა შენც არ დაიწყო. გეგამაც გვერდები გამომაჭამა რა გჭირს, რა გჭირსო..._ბუზღუნით ჩაილაპარაკა ნინიძემ და კოპები შეკრა.
-თავს როგორ გრძნობ, რა გაწუხებს?_მაინც არ მოეშვა და კიდევ უფრო ახლოს მიჩოჩდა.
-არაფერი არ მაწუხებს, უბრალოდ უგუნებოდ ვარ._ტუჩაბზუებულმა ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-როგორ, ასე უბრალოდ ხარ უხასიათოდ?!
არ ეშვებოდა ლილე და ცდილობდა თავის ეჭვებში დაერწმუნებინა საკუთარი თავი. უკვე ზუსტად იცოდა რაც ჭირდა ნათიას, მაგრამ რათქმაუნდა თქმას არ აპირებს, ქალმა უნდა იგრძნოს რომ მასში შეიძლება კიდევ ერთი არსება იზრდებოდეს.
-რა გინდა, ლილე?_გაღიზიანებულმა კითხა ეშმაკურად მომღიმარ მეგობარს და სახლში ახლადშემოსულ მამაკაცებს გადახედა._შეხედე რანაირად დადიან...
წარბწეულმა გადახედა ყველას და ისევ ლილეს მიუტრიალდა. ახალკაცი ინტერესით მიტრიალდა მამაკაცებისკენ, მაგრამ განსკუთრებული რომ ვერაფერი შენიშნა მხრების ჩეჩვით გადახედა ცხვირაბზუებულ ნათიას.
-რანაირად?
-რანაირად და... რავიცი მე, შეხედე და მიხვდები. _დაბნეულმა ჩაილუღლუღა და ხელები ჰაერში გაშალა.
-რატომ წევხარ?_ანერვიულებული ქერა თავთით დაუდგა ნათიას და შუბლზე აკოცა.
-რა კითხვებია... მინდა და ვწევარ, რა არის ამაში განსაკუთრებული?
აღრენილმა ჩაილაპარაკა და სწრაფად წამოდგა ფეხზე. ქერამ გაკვირვებულმა გადახედა ლილეს და ჭინკებათამეშებულ მეგობარს დახმარება სთხოვა თვალებით.
-შენ, ვერაფერს ხვდები?_ინტერესით გადახედა მამაკაცს და ცივი წვენი მოსვა.
-ეჭვები მაქვს, მაგრამ სიმფტომები რომ არ აქვს?
თვალებმოჭუტულმა იკითხა და აივნის დივანზე წამოკოტრიალებულ ნათიას ახედა. ლილემ ღიმილით მოუთათუნა ხელი მხარზე და ფეხები მეორე სკამზე კომფორტულად შემოალაგა.
-აუცილებელი კი არ არის, გული ერეოდეს და თავბრუ ეხვეოდეს. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.
გეგა სწრაფად წამოხტა ფეხზე და კარებისკენ წავიდა, მერე, თითქოს რაღაცა გაახსენდაო და ლილესთან მიირბინა, თავზე გახარებულმა აკოცა და ისევ აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. იქვე ახლოს, ბალახზე ბიჭებთან ერთად წამოწულილ დემნას გადახედა და ღიმილით დაუქნია თავი. მამაკაცი ნელა წამოიმართა და წელში გასწორდა. ქერას თავისუფალ სკამზე მოკალათდა და ლილეს მოშიშვლებულ მკლავებზე თითები აუსვ-დაუსვა.
-რაო, მიხვდა?_შეპარული სიცილით იკითხა დემნამ და გაკვირვებულ ლილეს ცხვირზე ორი თითი მოუჭირა. _რა იყო, მარტო შენ კი არ ხარ მიხვედრილი.
-რა საყვარლად ჭირვეულობს.
გაბადრულმა ჩაილაპარაკა და აივანს ახედა, ქერა უკვე ნათიასთან ერთად იწვა დივანზე, მაგრამ ნინიძე კვლავ უკმაყოფილოდ ბრიცავდა ტუჩებს და რაღაცებს ებუზღუნებოდა.
-დიდი იმედი მაქვს მსგავს წვრილმანებზე არ გადაბჟირდები. _საკუთარი თავი უფრო დააიმედა დემნამ, ვიდრე ლილე გააფრხილა.
-მე ჯერ არაფერს არ ვაპირებ. _ლოყებაფარკლულმა ჩაილაპარაკა და თავი დაბლა დახარა.
-ღამე რომ მათამაშებ, გინდა გამარჯვებული უპრიზოდ დამტოვო?_ბარიტონი შეეცვალა დემნას, რაღაცნაირად ცივი გაუხდა, თითქოს ლილეს სიტყვებმა მასზე ზედმეტად მტკივნეულად იმოქმედაო.
-რათქმუანდა არა, მაგრამ ჯერ არ ვარ დედობისთვის მზად. _ისევ ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მტკიცედ გადახედა დემნას.
-აი, ასეთი ლილე მომწონს! _დაჭიმული ძარღვები წამებში მოუდონდა დემნას და თბილი მზერით ჩამოუსვა თითები ლილეს გაშლილ თმას.
გაჯგიმულმა მოიღერა ყელი და მიახვედრა, რომ შენმა სიტყვებმა გაჭრაო. რათქმაუნდა გაჭრიდა, ისე დააშინა ერთად ვეღარ ვიქნებითო. ახლა სულ რაკა-რუკით დაუწყებს საუბარს. ჯერ ხომ ისედაც ვერ აჩერებდა ენას, მაგრამ ახლა განსაკუთრებით.
რაც შეეხება შვილს, მემგონი ეს ერთადერთი რამაა რაც, ამ ყველაფრის მერე ყველაზე მეტად უნდა, მაგრამ არა ამ ეტაპზე. იცის რომ ჯერ სულიერად და ფიზიკურად არ არის ამისთვის მზად, ჯერ კიდევ დემნას და ცოტნეს შეჩვევის პორცესშია, მერე რა მათთან ერთად ცხოვრება ბედნიერებად რომ ექცა. მაინც არ არის მიჩვეული ყოველივე ამას და ახლა უცებ კიდევ ერთი ახალი ამბავი, შეიძლება შეიშალოს. თუმცა, ორსულად რომ დარჩეს კიდევ ერთ ბედნიერებას ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებს. გაუხარდა დემნამ ყველაფერი სწორად რომ გაიგო და კიდევ ერთხელ არ შეკრა გაბრაზებულმა წარბები. მოსწონს მამაკაცის შეგნებულობა და მისი ხასიათი, მერე რა ზოგჯერ ზედმეტად ფიცხი და ცივი რომაა, სამაგიეორდ იცის რა მომენტში როგორ უნდა მოიქცეს.
საღამოს ცეცხლის გარშემო ისხდნენ, მამაკაცები ეზოს კუთხეში მწვადებს აშიშხინებდნენ და თან გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. ნათია კვლავ მობუზული იჯდა და წარბებს კუშტად კრავდა. ხანდახანს გოგონების სიტყვებზე თუ ჩაიცინებდა ისიც წამიერად და მერე, ისევ იღუშებოდა. თითქმის ყველა ხვდებოდა მის გარდა რაც სჭირდა, მაგრამ არცერთი არ იმჩნევდა. ქერა გაფაციცებული დატრიალებდა უმნიშვნელო წვრილამნებზე აღრენილ ნათიას და ცდილობდა მეტად აღარ გაეღიზიანებინა.
-მწვადი არ გინდა?_ღიმილით მიაწოდა თეფშზე მოთავსებული ორი მწვადი და მის რეაქციას დაელოდა.
-არა, არ მიყვარს მე მწვადი!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ნათიამ.
-ოოჰ, როდის აქეთ?_სიცილით იკითხა ლილემ და ტუჩებზე გაშლილი თითები მიიდო, მიხვდა რომ ზედმეტად ბევრი წამოაყრანტალა. მაგრამ რად გინდა ნათია მაინც ვერაფერს ვერ მიხვდა.
მერე ცოტნე აიყვანა დასაძინებლად, ბიჭი ეჯუჯღუნებოდა მეც თქვენთან ერთად მინდაო, მაგრამ ძალიან გვიანია და ამ თხოვნას ვერ შეუსრულებს. თან ნახევრად გათიშულია, ისე აკონწიალებს კისერს. ფრთხილად დააწვინა მიძინეული ძაღლი ცოტნეს ფეხებთან და გადასაფარებელი გადააფარა აბურძგნულ ბეწვზე.
-ძილინებისა. _მიძინებულ პატარას დაუყვავა დაშუბლზე გავარვარებული ტუჩები მიაწება.
რომ უფიქრდება როგორ გაუმართლა ცოტნეში სიამაყით იბერება. ხომ შეიძლება ბიჭს არანაირი სურივლი არ ქონდა ლილეს მიღების, მერე რა მოხდებოდა კაცმა არ იცის. რათქმაუნდა დემნასთვის შვილი უმთავრესია, თანაც ცოტნესნაირი შვილი... მაგრამ ისიც კარგად იცის ონიანი ლილეზე უარს არავითარ შემთხევაში რომ არ იტყოდა და ზუსტად ეგ აშინებს. კიდევ კარგი ცოტნემ, ისე მიიღო როგორც მიიღო და ხელი არ ჰკრა.
ფრთხილად გამოიხურა ოთახის კარები და მოულოდნელობისგან გულგახეთქილმა წამოიკივლა. დემნა ღიმილით წავიდა ქალისკენ და ორივე ხელი მხრებისთავებზე მოუჭირა. მამაკაცის ათამაშებულ თითებს გადახედა ლილემ და მერე ისევ დემნას მიაშტერდა, აშკარად სხვანაირი მზერით უყურებს.
-მოხდა რამე?_თვალებმოჭუტულმა იკითხა და დემნას მაისურს დაუწყო წვალება.
-ზოგჯერ მინდა შენს უფროსს მადლობა გადავუხადო!_ხმადაბლა, ხრიწიანი ხმით ჩაილაპარაკა დემნამ.
თვალებგაფართოვებული, გაკვრვებული და შოკში ჩავარდნილი ოდნავ აიწია ფეხისწვერებზე და მამაკაცს ხელისგული ლოყაზე მიადო, მერე ზურგით შეამოწმა ტემპერატურა, მაგრამ ცუდად ყოფნის არაფერი არ ემჩნევა.
-შენ... მადლობა... ჩემს უფოსს...
ცალ-ცალკე ლუღლუღებდა სიტყვებს და ცდილობდა დემნას გამოხედვაში სიმართლის მარცვალი დაეჭირა, დაიჭირა კიდევაც და მიხვდა რომ მამაკაცი არ ხურმობს, მაგრამ ლილესთვის ამ ყველაფრის დაჯერება უბრალოდ წ-ა-რ-მ-ო-უ-დ-გ-ე-ნ-ე-ლ-ი-ა!
-სამსახუირდან განთავისფულებით რომ არ დაგმუქრებოდა, ხომ არ აფოფრდებოდი და მომძებნიდი. _ღიმილით გადაიტანა თითები ლილეს ლოყებზე და ნაზად მოეფერა.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ახლა უკვე გასაგებია რის გამოც უნდა შოთასთვის მადლობის გადახდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაიგო, რატომ შეიცვლაა დემნა რამდენიმე წუთში ასე ძირ-ფესვიანად.
-დემნა, ცოტა არ იყოს და მაშინებ. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და მამაკაცის მარჯვენა ლოყას მიაწება ტუჩები.
-ძალიან მიხარია შენ და ცოტნემ, ასე კარგად რომ გაუგეთ ერთმანეთს.
ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. დემნას ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ცოტნესთან, სულ ცდილობს ყოველთვის ის გააკეთოს რაც ბავშვისთვისაა უკეთესი და არა ის, რასაც თვითონ ფიქრობს, რომ უკეთესია. ზუსტად ამიტომაც აქვს მამა-შვილს შესაშური ურთიერთობა. ერთმანეთის თითოუელი წამოწყებული წინადადების დასასრული იცის ორივემ. სხვა თუ არაფერი, ერთმანეთის გარდა, ამ დროის განმავლობაში არავინ არ ყავდათ, ლენა ერთდერთი ქალი იყო მათ ცხოვრებაში ლილეს გამოჩენამდე, მერე დმენასთვის უკვე მიზნებიც შეიცვალა... თავისდაუნებურად შეიცვალა ცოტნეს ცხოვრებაც, ახლა უკვე მამამისის გვერდით ბებიას გარდა სხვა ქალიც უნდა “აეტანა”... ზუსტად ამიტომ არის დემნა ასეთი შეცვლილი, როგორც კი ლილეს და ცოტნეს ერთად მოკრავს თვალს, სულ სხვანაირი ხდება.
-გულის სიღრმეში სულ ვიფქრობდი როგორ მიიღებდა ოდესღაც ჩემს არჩევანს ცოტნე... ვერასდროს წამოვიდგენდი, ასე მშვიდად და ბედნიერი თუ მიგიღებდა. იმიტომ, არა რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, არამედ იმიტომ, რომ შენ მამა-შვილის ცხოვრებაში გამოჩნდი._ხმაშეცვლილი ელაპარაკებოდა.
პირვლად ხედავად ასეთ დემნას, მამაკაცს რომელიც არასდროს არ ლაპარაკობდა ბევრს საკუთარ გძნობებზე და ყოფაზე, ახლა უცებ უხსნიდა, რა ადგილს იკავებდა ლილე მისი და მისი შვილის ცხოვრებაში. ერთიანად მოიცვა დემნაც თითოეულმა სიტყვამ, მერე რა გრძნობებით დახუნძლილი სიტყვები რომ არ ამოუშვა ბაგეებიდან, სამაგიეროდ რაც თქვა ლილესთვის ამ მომენტში ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა რამე.
-მეც ძალიან მიხარია ასე კარგად რომ მიმიღეთ.
კეკლუცად ჩაილაპარაკა და წამწამები ააფახუნა. დემნამ ხმით ჩაიღიმა და სასწრაფაო წესით საძინებლისკენ წააცუნცულა ლილეს სუსტი სხეული.
^^^
კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა უყვარდეს ზღვა, დემნა და ცოტნე. რომ არა ცოტნეს მოდნომება და ლილეს წუწუნი, ალბათ ვერასდროს ისწავლიდა, ასე კარგად ცურვას. რას შეეხება მის სიყვარულს ზღვისადმი, ახლა უკვე წყალთან არამარტო მამა, არამედ ცოტნეც აკავშირებს. პატარა ცურვის მასწავლებელი ბიჭი!
სველი თმები ცალ მხარეს გადამოიყარა და ოდნავ მოუჭირა დაგრეხილს თითები. დემნა და ბიჭები იქვე ახლოს ბუნგალოში ისხდნენ და საქმეზე ლაპარაობდნენ, იცის რომ ონიანს სხვა საქმეებიც აქვს ფეხბურთის გარდა და შესაბამისად არ უკვირს მამაკაცის მსგავსი საქციელები. ზოგჯერ კი ეწუწუნება დასასვენებლად ვართ და შენ მუშოაბო, მაგრამ ეს ისე, რაღაცა ხომ უნდა უთხრას ბუზღუნით..
რამდენჯერმე შოთამ დაურეკა შვებულებას ხომ არ შეიმცირებდიო, მემგონი ეს კაცი ეშაყირება. რა შვებულების შემცირებაზეა საუბარი, ზოგჯერ ფიქრობს რომ სტამბაში ფეხი აღარ მიადგას, მაგრამ თავისი საქმე უყვარს და სხვა გზაც არ აქვს. ცოტახანი გაიჭირვებს კიდევ და მერე რამე უკეთესს მოძებნის, ჯერ დამწყები ჟურნალისტისთვის შესანიშნავი სამსახურია. ცდილობს დემნასთან თავის პროფესიაზე არ ილაპარაკოს, იცის რომ მამაკაცს გართულება აქვს ზოგადად ჟურნალისტებთან და განსაკუთრებით ისეთ ჟურალისტებთან რომლებიც სხვისი ცხოვრების კვლევის მეტს არაფერს არ აკეთებენ. ამ მომენტში ლილეც მათ კატეგოირას განეკუთვნება, უნდა ეს მას თუ არა... წინააღმდეგ სხვა შემთხევაში სამსახურს დაკარგავს. ამიტომაც არ ახვევს თავის სამსახურეობრივ პრობლემებს დემანს თავზე, არც მამაკაცი იკლავს დიდად თავს თავის საქმიანობაზე საუბარით.

^^^
-ლილე._ ღიმილით ახედა აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ დემნას და ინტერესით მიაჩერდა. _ცოტახანი ამოდი.
მიხვდა რომ რაღაცა არასასიამოვნო ხდება მათ თავს, სწრაფად წამოხტა ფეხზე და ეზოს კიბეებიდან აირბინა მეორე სართულზე. დემნა ისევ აივანზე იდგა და ქალს ელოდებოდ, როგორც კი მისი სილუეტი დალანდა ოთახში შებრუნდა.
-რამე ცუდი მოხდა?_აკანკალებული ხმით იკითხა და ქვედა ტუჩზე იკბინა.
-სვანეთში ვეღარ მივდივართ წელს. _ყოველგვარი შესავლების გარეშე ჩაილაპარაკა დემნამ და საწოლზე ჩამოჯდა.
-არაუშავს, რა მოხდა სხვა დროს წავალთ..._მიუხედავად იმისა, რომ საშინლად დაწყვიტა ახლმა ამბავმა გული, მაინც ვერ მოიწყინა და ღიმილით ჩამოუჯდა გვერდით. _რამე ცუდი მოხდა თუ უბრალოდ სამსახურის გამო?_ხელმკლავი გამოსდო და თავი მხარზე მიადო.
-ზაზამ დამირეკა და აუცილებლად გემრიანიაში უნდა წავიდე. _შეწუხებულმა გადახედა მოღუშულ ლილეს.
-ა...ახ..ლა?_ლუღლუღით ჩაილაპარაკა სიახლით გაოგნებულმა და მომდგარი ცრემლები ძლივს შეიკავა.
-დღეს და ხვალ არა, მაგრამ კვირის ბოლოს უნდა წავიდე. _ქალისკენ მიტრიალდა ნახევარი ტანით და საფეთქელზე ტუჩები მიაწება.
-რამდენი დღით მიდიხარ?_ასრუტუნებულმა კითხა და ცხვირი მის ყელში ჩარგო.
-ლილე..._ოდნავ უკან გასწია გოგონას სხეული და ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა._სამი თვით მივდივარ._ზაფხულის მშვიდ საღამოს, ჭექაქუხილივით გაისმა დემნას ხმა.
იმდენად მოულოდნელი იყო ლილესთვის დემნას სიტყვები თავიდან ხმით ჩაეცინა, მაგრამ, მერე დემნას სერიოზულ და მოღუშულ სახეს რომ გადააწყდა სწრაფად დასერიოზულდა და კიდევ უფრო აუცრემლიანდა თვალები. სწრაფად მოაშორა დემნას მკლავზე ჩამოკონწიალებული ხელი და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში. ორი დღე... სამი... ოთხი, კარგი ჯანდაბას ერთი კვირა კიდევ ხომ, მაგრამ სამი თვის განმავლობაში, როგორ უნდა გაძლოს დემნას გარეშე. თანაც ახლა, როცა ყველაფერი ახლა იწყება, ურთიერთობაც ახლა უნდაა აწყოს წყვილმა, ისე როგორც საჭიროა და დემნა მიდის... ან მერე რა იქნება მამაკაცი რომ წავა, ლილეს რა ბედი ეწევა, ისევ დემნასთან დარჩება საცხოვრებლად თუ დროებით თავის ბუდეში დაბრუნდება. “რათქმაუნდა დემნასთან!” კატეგორიული ხმით ამოსძახა ხმამ. ხო დემნასთან დარჩება, მაგაზე ნორმალური თუა არც უნდა იფიქროს, მაგრამ სხვა დანარჩენი... დილის ექვს საათზე რომ არ დაადგება ტაშის კვრით თავზე და აბუზღუნებულს მხარზე გადაკიდებული არ ჩაიყვანს სავარჯიშო ოთახში. და მერე რამდენი გეგმა ქონდა დემნასთან ერთად განსახორციელებელი. სვანეთში ვიზიტის გადადებას შეეგუება, ეგ ნამდივლად არ გაუჭირდება, მაგრამ... მაგრამ სულ აირ-დაირია.
-მერე გუნდი?_რომ დაფიქრდა მიხვდა ყველაზე მეტად რაზე შეიძლება იდარდოს დემნას წასვლამდე.
-გუნდს ჩემი შემცვლელი მიხედავს ცოტანხანი. _გაცისკროვნებული ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და ორივე ხელი მაგრად მოხვია მხრებზე. _არ ინერვიულო და ცრემლებით არ გამაცილო!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და შეუმჩნევლად წამოგორებული ცრემლი კოცნით დაუშრო.
აკრუსუნებულმა შემოხვია ხელები განიერ მხრებზე და თავის მის გულ-მკერდში ჩარგო. დემნამ თითები ლილეს გაშლილ, დატალღულ თმებში შეაცურა და თითებზე ნაზად დაიხვია. ორივე უხმოდ იჯდა საწოლზე და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ, ვინ იცის კიდევ როდის ეღირსება, ასე დემნაზე მიწებებულს მშვიდად სუნთქვა. ცრემლებსაც რომ ვერ იკავებს ეგ არის უბედურება, არადა როგორ სთხოვა და მოსთხოვა დემნამ შენი ცრემლებით არ გამაცილოო. სრუტუნით მიიდო ხელის ზურგი ცხვირისწვერზე და ოდნავ დაშორებული ბაგეებით მძიმედ ამოისუნთქა, ცდილობდა ცრემლები როგორმე შეეკავებინა, მაგრამ რამდენიმე მაინც დაედინა დაუკითხავად.
წეღან რომ უთხრა დემნამ მივიდვარო იმ წამსვე რაღაა ჩასწყდა, მაგრამ რამდენიმე დღის უკან წინ რომ გეკითხათ რას იზამდა ასეთ დროს პასუხს ვერ გაგცემდათ... იმიტომ, რომ თვითონაც ვერასოდეს იფიქრებდა, ასე თუ ეტკინებოდა დემნას სადმე წასვლა. ისე მიეჩვია მამაკაცის გვერდით დგომას, ჭამას, ვარჯიშს, ცურვას და რაც მთავარია ძილს, მისი ადგილის სიცარიელემ შეიძლება გული გაუხეთქოს.
-არაუშავს, მე და ცოტნე გადავაგორებთ ამ სამ თვეს. _საკუთარ თავთან ერთად მამაკაციც ანუგეშა და ტუჩები ყელზე მიაწება.
-ყოველდღე დაგირეკავთ და იცოდე, არცერთი დღე არ გააცდინო, ივარჯიშე!
მკაცრად გააფრთხილა და თავზე აკოცა. უსიტყვოდ დაუქნია თავი, მაგრამ რამდენად გამოუვა წარმოდგენა არ აქვს. დემნა როცა აყენებდა მაშინ წყდებოდა წელი და ახლა, როცა იცის რომ მის გვერდით მამაკაცი არ იქნება და შენიშვნებს არ მისცემს, საბნიდან საერთოდ არ გამოყოფს თავს.
კვირის ბოლომდე ცდილობდა არცერთი წამით მოცილებოდა დემნას, სულ მასთან ერთად დადიოდა... ზოგჯერ სამზარეულოშიც მიყვებოდა და მასთან ყოფნის დროს იხანგრძლივებდა, ცოტნემ ძალიან ადვილად მიიღო მამის ვიზიტი სხვა ქვეყანაში. მისთვის პირველი შემთხევა არ ყოფილა, მაგრამ ადრე ამდენი ხნით არასდროს წასულა საზღვარგარეთ. თბილისში დაბრუნებას და იქიდან წასვლას ბათუმიდან გვაფრინდებიო, ასე განაცხადა ონიანმა.
-შენ და ცოტნე დარჩით რამდენხანსაც გინდათ. _წინა დღეს შიშველ სხეულზე ტკიპასავით აკრულ ლილეს დასჩურჩულა და ქალის თითებში ახლართა თითები.
-დავრჩებით და მერე ყველა ერთად წავალთ. _ამოიჩურჩულა სლუკუნით და თავისუფალი ხელით მამაკაცის გულ-მკერდზე ფიგურების ხატვა დაიწყო.
მთელი ღამე თვალი არცერთს არ მოუხუჭავს, ლილემ რამდენჯერაც სცადა საუბრის წამოწყება იმდენჯერ ცრემლები მოადგა და ბოლოს საერთოდ დადუმდა. დემნას მითითებებს ისმენდა და ცდილობდა როგორმე მის სიტყვებზე მოეხდინა კონცენტრატია, მაგრამ ფიქრებით სულ დემნასთან ერთად ჰაერშია გამოკიდებული. ჯერ კიდევ ვერ იჯერებს რომ გამთენიისას მამაკაცი აეროპორტში უნდა წავიდეს და სამი თვე ვეღარ ნახავს. ვერც მის კოპებშეყრილ შუბლს და ვერც მის ჭაობივით ჩამთრევ თვალებს დაინახავს ყოველდღე.
-სკაიპით ხომ დაგვირეკავ ხოლმე?
-აუცულებლად! _ღიმილით დასწია თავი და ქალის ცხვირის წვეროს მიადო ტუჩები. _ კვებაზე როგორც შევთანხმდით, ჩემს მაგივრადაც შენ უნდა ჭამო!
აზრზე დილის ექვს საათზე მოვიდა, დემნას სხეული რომ წამოიწია და ადგომა დააპირა. დაფეთებულმა შემოხვია მამაკაცს შიშველ წელზე ხელები და მთელი ძალით აეკრო ზედ. რა დიდი სურვილით დაიტოვებდა ასე და არსად არ გაუშვებდა, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ დემნა ახლა იქ უფრო საჭიროა, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ აქვს კონკრეტულად რა საქმეზე მიდის. ერთი იცის რომ ცუდს არაფერს აკეთებს მამაკაცი და დანარჩენი ლილეს საქმე არ არის, თუ დემანს მოუნდება ეტყვის. ონიანი ფრთხლად გადატრიალდა ქალისკენ და გველივთ შემოტმასნულ ტანზე თითები ნელა დაუსვა.
-ლილე, ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ შენ, მსგასვი რაღაცები არ შეგაწუხებდა?_ხმადაბლა დატუქსა მამაკაცმა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.
-ცოტახანი, სულ ცოტახანი და მერე გაგიშვებ.
ამოისრუტუნა და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოხივა ხდელები. დემნამ ხავილის მაგვარი სუნთქვა ამოუშვა და ანერვიულებულმა მოხვი ქალს ორივე ხელი ზურგზე.
^^^
აეროპორტში არ წაიყვანა, დამშვიდობების სცენას ვერ ვიტან, თან ლენასაც უნდა გავუაროო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა, თან ლილეც ხვდება მისთვისაც ძნელი რომ იქნება თვითმფრინავში ასული დემნას ყურება, ამიტომ ჯობია სახლში დაჯდეს და ისრუტუნოს. მაინც ვერ შეიკავა ცრელები და გაცილებისას ბოლო ხმაზე აბღავლდა, მაგრად შემოხვია ორივე ხელი წელზე და რომ არა ცოტნე ალბათ კიდევ დიდიხანი ვერ დაეხსნებოდა დემნა ლილეს კლანჭებიდან. მამაკაცმა ქალი სახე ხელისგულებში მოიქცია და ნაწყენი მზერით მიაჩერდა.
-შენ თუ, ასე გააგრძელებ, მე ძალიან მეწყინება!_როგორც იცის ხოლმე, დაანამუსა და ცოტნეს მიუტრიალდა. _აბა, შენ იცი, ლილესაც შენ გაბარებ. _ხელზე ხელი ოდნავ მიარტყა და პატარა სხეულს ცალი ხელი მაგრად შემოხვია.
როგორც კი დემნა გააცილა დივნისკენ წავიდა და აზლუქუნებული ფეხმორთხმული დაჯდა. ცოტნეც გვერდით ეჯდა და სასაცილო ისტორიებით ცდილობდა ლილეს გამხიარულებას. რამდენჯერმე მართლა გულიანად გაეცინა, მაგრამ რომ ახსენდება დემნა სად მიდის და თვითონ სად რჩება ისევ ამოუშვა.
-ეეე, კარგი რა, ლილე, ასე თუ იტირე რა გამოვიდა. _მოღუშულმა ჩაილაპარაკა ბავშვმა და დივანზე წამოწოლილ ძაღლს მოეფერა. _შეხედე, ჯოიც როგორი თვალებით გიყურებს... დაგცინის. _სიცილით ჩაილაპარაკა და ძაღლზე მიუთითა.
-ხოო?!_პატარა ბავშვივით, ტუჩდაბრეცილმა კითხა და ძაღლს თვალებმოჭუტული დააკვირდა. _რავიცი, სიცილის არაფერი არ ეტყობა. _დაეჭვებით გადახედა მომღიმარ ცოტნეს.
-გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია, თორემ..._ისეთმა სერიოზულმა ჩაილაპარაკა, რომ არ სცოდონდა რომ ჯოი ყველაზე ცელქი და მოუსვენაირი ძაღლია მთელ “საძაღლეთში”, ალბათ დაუჯერებდა.
-ცოტნეს მოხვდება. _გუწრფელი ღიმილით და მოჩვენებითი სიმკაცრით გადაუტრიალა თვალები ბავშვს.
^^^
მთელი დღე ცოტნესთან და ძაღლთან გაატარა, მეგობრებთან ერთად ზღვაზე ჩასვლა ვერ შეძლო ქალური პრობლემების გამო. ცოტნეც არაფრის დიდებით არ წაყვა ნათიას და ქერას, მამამ ლილეს თავი ჩამაბარა და სულ მასთან ერთად უნდა ვიყო ეს სამი თვეო.
-გინდა ბატი-ბუტი ავატკაცუნოთ და რამე საინტერესო ფილმს ვუყუროთ? _თვალების პაჭუნით კითხა დივანზე წამოკოტრიალებულ ბავშვს და ფერხთით ჩამოუჯდა.
-მინდა, ოღონდ ფილმს მე ვარჩევ..!_სწრაფად წამოხტა და ოთახისკენ გაიქცა._ლეპტოპში ჩავრთოთ და ტელევიზორზე შევაერთოთ. _იდეა გაანდო და კიბეები აირბინა.
სათავგადასავლო ფილმის ყურება არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ კომედიურ ჟანრზე გადაერთვნენ. ფილმის დასასრულს ისეთი კისკისი ატეხა ლილემ ჩაძინებული ცოტნე დაფეთებული წამოახტუნა. შეწუხებულმა გადახედა ძილისგან თვალებდასიებულ ბავშვს.
-მოიცადე, შენ რა, მთელი ფილმი გეძინა?
შუბლშეკრულმა კითხა და ძილის დროს გაუფლილი თმა შუბლიდან გადაუწია. ცოტნემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ კალთაში ჩაუდო. ლილემ ღიმილით შეუცურა თმებში თითები და ნახევრად მიძინებულის თმებში დაიწყო თითების სრიალი. ფრთხილად წამოდგა ფეხზე და იქვე მიფენილი თხელი პლედი მიაფარა მოფუხულ სხეულზე. ღიმილით დაიხარა და აწითლებული ლოყაზე აკოცა. კიდევ კარგი ცოტნე მაინც ყავს გვერდით, თორემ მართლა რა ეშველება ეს სამი თვე წარმოდგენა არ აქვს. სამზარეულოში გავიდა სადილის მოსამზადებლად, იცის როგორი დამშეულები დაბრუნდებიან პლიაჟიდან ბავშვები და ცოდოები არიან. ყველაფერი ცივ-ცივი გააკეთა და ისევ მისაღებში დაბრუნდა. ცოტნეს გათიშულს ეძნა, მის ფერხთით აწკმუტუნებული ჯოი იწვა და საწყალი თვალებით უყურებდა კარებში ატუზულ ლილეს.
-წამო გაჭამო.
ძაღლის უხასიათობის მიზეზს მიხვდა და ხელის ქნევით უხმო თავისთან. ჯოი აჟიტირებული წამოხტა და კუდის ქიცინით გაიქცა ლილესკენ. საჭმელი სპეციალურ ჯამში ჩაუყარა და იქვე დატოვა პირაცმაცნებული ძაღლი.
^^^
გვიან ღამით ტელეფონზე ზარმა გააღვიძა, ძილბურანში მყოფს გაუჭირდა სიზრმის და რელობის ერთმანეთისგან გარჩევა და ძილის შებრუნება სცადა. ზარი რომ არ შეწყდა ზლაზვნით წამოიმართა და თვალების სრესვით წამოჯდა საწოლზე. ცოტა აზრზე რომ მოვიდა, მერე გაიაზრა დილის ექვს საათზე ვინ შეიძლება ურეკავდეს. დაფეთებულმა გადაყო ხელი ტუმბოსკენ, თან ფანჯრიკენ გააპარა თვალი, გადაწეული ფარდებიდან მზის შუქმა შემოანათა. უცხო და გრძელი ნომრის დანახვისას კიდევ უფრო აუფართხალდა ისედაც აფართხალებული გული.
-დემნა._ბედნიერმა ჩასძახა ტელეფონში და ღიმილით გამოაძვრინა ფეხები საბნიდან.
-ვარჯიშის დროა!
ტაშის კვირთ და ჩვეული ტონით ჩაილაპარაკა დემნამ. მამაკაცის საქციელზე ხმამაღალი სიცილი აუტყდა, გახარებული გადაწვა საწოლზე და იატაკიდან ოდნავ დაშორებული ფეხები ჰაერში ასწია. ყოველ დილით ასე თუ გააღვიძებს ფიზიკურად თუ არა სკაიპით ხომ მაინც ეყოლება გვერდით, ხოდა როგორმე გაძლებს.
-უკვე მღვიძავს და ცოტახანში ავდგები. _ყურებამდე გაკრეჭილმა ჩაილაპარაკა და ჭაღს ახედა. _დემნა, ჩვენს ოთახში რომ ჭაღი ჰკიდია, დაკვირვებული ხარ რა დაგრეხილია?_ინტერესით იკითხა და თავის სულელურ კითხვაზე თვითონვე გაეცინა.
-ლილე, ვარჯიშის დროა-მეთქი!_ეშმაკობას მიუხვდა დემნა და ღიმილნარევი კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა.
-ხო, კარგი ვდგები... მანამდე ის მითხარი როგორ იმგზავრე?
უჩვეულოდ გაალაღა და გააბედნიერა დემნას ზარმა. არადა გუშინ ეგონა, მისი ხმის გაგონებისას ბღავილით მოკვდებოდა. დღეს დილით კიდევ სულ სხვა ტალღაზე გაიღვიძა. დემნას ხმამ პირიქით, საოცრად კარგ განწყობაზე დააყენა და დარწმუნებულია მთელი დღე ასე იქნება. სწრაფად წამოხტა საწოლიდან და გარდერობთან მივიდა, პირველივე თაროზე კოხტად შელაგებული სპორტულები გამოიღო და საწოლზე მიმოფანტა.
-კარგად ვიმგზავრე. თქვენ როგორ ხართ, ცოტნე როგორ არის?_ინტერესით მოიკითხა ყველა დემნამ და აშკარად მძიმედ ამოისუნთქა.
-ყველანი კარგად ვართ. ცოტნეც კარგადაა, ახლა გავალ და გავაღვიძებ..._მხიარულად მიაყარა და სპორტულის შარვალი ამოიცვა. _ ან იქნებ არ ღრის, ცოდოა._მუდარა გაისმა ქალის ხმაში. _ხოო, კარგი, ახლავე გავალ და ცოტნესაც გავაღვიძებ.
როგორც კი დემნას ამოსუნთქვის ხმა მისწვდა მის ყურთა სმენას ხელები მაღლა ასწია და ლოყასა და მხარს შორის მოყოლილი ტელეფონი კიდევ უფრო მჭიდროდ დაიჭირა, რომ არ გავარდნოდა. სანამ ჩაიცვა და გამოეეყო ხმა არცერთს არ ამოუღია. მამაკაცის სუნთქვას უსმენდა და თან სულელივით უღიმოდა ცარიელი ოთახის ღია ფერის კედლებს.
-ჩავიცვი და საწოლიც გავასწორე. _მხიარულად წამოიძახა და კარებისკენ წავიდა.
-ლილე, შენმა დათუნიამ მოიწყინა.
ირონიული ღიმილით ჩაიალაპრაკა დემნამ. მამაკაცის სიტყვების მოსმენისას ერთ ადგილზე გაშეშებული სწრაფად მივარდა გარდერობს, შავი დიდი ჩანთა გამაოგრიხინა და შიგნით ჩაიხედა.
-ჩემი დათუნია..._ლუღლუღით ჩაილაპრაკა და ცარიელი ჩანთის ძირს თითები მოუსვა.
-შენი სუნი ასდის!_განაგრძო მამაკაცმა.
-მაგიტომ წაიღე?_ღიმილით დაჯდა იატაკზე და ფეხები ფაშალა.
-შენი სუნი რომ ასდის წეღან გავიგე, იმიტომ წავიღე, რომ ასე უფრო ახლოს მეყოლები!_ჩურჩულით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, თითქოს ვინმე უსმენსო.
დემნას სიტყვებით გახარებული ადგილს ვეღარ პოულობდა, ასე თუ უნდა გაეხარებინა და გაებედნიერებინა დამუნჯებულ ონიანს უფრო ადრე წასულიყო. თავის ფიქრებზე გიჟივით, ხმამაღლა გაეცინა.
-არაუშავს, ეგრე შენ, შენი ნებით დამიტოვე დიდი დათუნია._კისკისით გაახსება ცოტნე, იატაჯზე გადაწვა და ოდნავ ამოიზუილა.
-ლილე, ნუ კოტრიალობ!_მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა დემნამ. სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახი დატოვა.
-ჩვენ რა ვქნათ ახლა, შენც ჩვენთან ერთად ივარჯიშებ თუ უნდა გავთიშოთ?
პასუხის მოლოდინში ცოტა მოიღუშა. ჩუმად შეაღო ცოტნეს ოთახის კარები და საწოლზე მჯდარ ჩაცმულ-დახურულ ცოტნეს გაკვირვებულმა გადახედა. ბავშვი ღიმილით წამოდგა ფეხზე და გადასწორებულ საწოლზე მიანიშნა.
-მამაა. _ტელეფონი გაუწოდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. გაავებული სწრაფად წამოვიდა ლილესკენ და ტელეფონი გამოგლიჯა.
-მა, როგორ ხარ?
ტკბილი ხმით ჩაილაპარაკა და ფანრჯრისკენ წავიდა. ლილე უსიტყვოდ გამობრუნდა ოთახიდან და კიბეებზე დაეშვა. რა იცის, იქნებ რა აქვს მამაასთვის სათქმელი და ლილეს თანდასწრებით მოერიდოს.
მართალია დემნა უშლის ვარჯიშის წინ ყავის დალევას, მაგრამ ვერ გადაეჩვია, ვერც კოკა-კოლას გადააჩვია ონიანმა, ეგ კი არა მემგონი თვითონაც მიეჩვია. ნაბიჯების ხმაზე ოდნავ გაყო თავი სამზარეულოს კარებიდან და მისკენ მომავლ ცოტნეს თვალი ჩაუკრა.
-ოთახიდან რატომ გამოხვედი?_ინტერესით კითხა ბავშვმა და ტელეფონი მაგიდაზე დაუდო. შავ ეკრანს იმედგაცრუებულმა დახედა და ისევ ცოტნესკენ მიტრიალდა.
-იმიტომ, რომ უკვე დიდი ბიჭი ხარ და შეიძლება მამასთვის რაღაც გქონდა სათქმელი. _ღიმილით აიჩეჩა მხრები და ცარიელი ფინჯანი წყლის ჭავლს მიუშვირა.
-მე შენთან დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ შენი ქცევა მაინც მომეწონა. _სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა. _წავიდეთ ვივარჯიშოთ თორემ ზღვაზე ვეღარ მოვასწრებთ დანარჩენებთან ერთად წასვლას. _თითებზე თითები მაგრად მოუჭირა და ეზოსკენ წაიყვანა სირბილით.
პატარა ონიანი დიდ ონიანზე მიცემულ პირობას პირწმინდად ასრულებდა და ცდილობდა ლილე ზუსტად ისე დაეტვირთა როგორც დემნა ტვირთავდა. ერთი შეხედვით ეს პატარა და გაწრიპული ბავშვი რამდენს ახერხებს, თან მერე როგორ გავს მამას. რამე თუ არ მოეწონება ზუსტად დემნასავით იბღვირება.
-ლილე, დღეს გიგო და ზურა უნდა მოვიდნენ და შენ რომ იცი, იმ ნამცხვარს გამოგვიცხობ?
ღიმილით აეტუზა დივანზე წამოკოტრიალებულ ახლაკაცს ცოტნე და ყელი სასაცილოდ გამოიწელა. ქალი სიცილით წამოიწია და სწრაფად გადააწვინა გაკრეჭილი ბიჭი დივანზე.
-შოკოლადის თუ კარამელის?_კოცნით რომ იჯერა გული ფეხზე წამოდგა და ცოტნესთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა.
ორი დღეა ბათუმიდან დაბრუნდნენ, დემნას წასვლიდან ერთ კვირაში ჩამოვიდნენ ლენასთან ერთად, მაგრამ ქალს სასწრაფო წესით ისევ უკან მოუწია დაბრუნება. და გაუხდა ცუდად და დიშვილთან მარტო ვერანაირად დატოვებდა. ცოტნე და ლილე ისევ მარტო დარჩნენ სახლში, ყოველ დილით დემნას ზარი აღვიძებს ახალკაცს. მამაკაცი კვლავ ტაშის კვრით ცდილობს ლილეს ფეხზე წამოგდებას. რომ იცოდეს როგორ ელოდება დილის ექვსის ნახევრიდან ლილე მის ზარს უფრო ადრე დარეკავდა. თითქოს გონება დაპროგრამებული აქვს და ყოველ დილით ექვსის ნახევარზე თავისით ეღვიძება, მერე დმენას ზარს ელოდება ტუჩებდაბრეცილი.
მარტო ყოფნამ ცოტნესთან კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბა, ბიჭი თავის სიყვარულზე უყვება ახალ-ახალ ამბებს. უყვება როგორ გაიცნო ბაღში, როგორ დაამთავრეს და სხვადასხვა გზაზე წავიდნენ, მერე სულ შემთხევით შეხვედრია აუზზე ნათლიასთან ერთად როცა იყო, იმის მერე სულ კუდში დასდევს და ეცუღლუტება.
-ცოტნე, მაღაზიაში ჩაირბინე და ფქვილი ამომიტანე თუ არ გეზარება, რაა. _ღიმილით გადახედა სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათებულ ცოტნეს. ბავშვში სხარტად წამოხტა ფეხზე და წინ აეტუზა.
^^^
სამზარეულო ომის ველს დაამსგავსეს, ორი ფირფიტა უყურადღებობის გამო დაეწვათ. საღამოს კარებზე კარის ხმამ გამოაფხიზლა დივანზე მიძინებული, სწრაფად ჭყიტა თვალები და კარებისკენ მინავალ ცოტნეს გახედა. მიხვდა ბიჭის მეგობრები რომ მოვიდნენ და ფეხზე წამოდგა. ბავშვები ყიჟინით შემოცვივდნენ მისაღებში და უცხო ქალის დანახვისას ორივემ გაკვირვებულმა გადახედა ცოტნეს.
-თქვენ, ლილეს არ იცნობთ._ჩაილაპარაკა და მომღიმარი ქალისკენ წამოვიდა. _ლილე ჩემი მეგობარი და მამაჩემის საცოლეა. _ამაყად გაჯგიმულმა გააცნო მეგობრებს ლილეს თავი.
ვერ ავღწერ რა იგრძო იმ მომენტში, შეიძლება ბევრისთვის ბევრად თბილი და გულშიჩამწვდომი ყოფილიყო ლილეს “სადედინაცვლოდ” შერაცხვა, მაგრამ მისმა სიტყვებმა “ჩემი მეგობარი და მამაჩემის საცოლეაო” ბევრად უფრო ემოციურად იმოქმედა ლილეზე. იმიტომ, რომ იცის ცოტნეს სულ რაღაც ორი მეგობარი ყავს და მესამეს ლილედ შერაცხვა საოცრად ესიამოვნა ქალს. ესიამოვნა და კიდევ უფრო გაუხარდა, გააბედნიერა ბავშვის გულწრფელობამ. დემნას საცოლეობას რას შეეხბა, ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია და ღიმილით წავიდა ბავშვებისკენ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ეცნო, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიხსენა საიდან. თვალებმოჭუტული დააკვირდა მომღიმარ ბიჭს.
-მე ვიცნობ ლილეს, უფრო სწორად ნანახი მყავს. _ღიმილით ჩაილაპრაკა ბიჭმა და თვალებდაჭყეტილ ლილეს გადახედა.
-ხო, მე და შენ, ერთად მოგვილოცა გამარჯვება. _სიცილით ჩაილაპრაკა ცოტნემ.
აი, თურმე საიდან ეცნობა, ეს ის ბიჭია პირველ თამაშზე მისი და ცოტნეს აქტიურობით რომ მოიხიბლა. ღიმილით გაუწოდა ბიჭს ხელი და დაელოდა როდის ჩამოართმევდა. ძალიან უნდოდა კიდევ ბევრი საქებარი სიტყვები ეთქვა, მაგრამ მეორე ბიჭის მოერიდა.
-ვიცი რომ გიგო და ზურა გქვიათ, მაგრამ რომელი რომელი ხართ არ ვიცი. _სიცილით ჩაილაპარაკა და მეორე ბიჭსაც მიესალმა.
-მე ვარ გიგო. _ხელი აიწია უკვე ნაცნობმა, ნიჭერიმა ფეხბურთელმა და გაეკრიჭა.
-მე ზურა. _არანაკლებ გახარებულმა წამოიძახა მეორემ.
-მე ლილე ვარ და ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. _თვალი ჩაუკრა ორივეს და სამზარეულოსკენ წავიდა. _თქვენ წადით ითამაშეთ, მე ნამცხვარს და ცივ წვენს მოგიტანთ.
-ლილე, აუზზე ვიქნებით. _სამზარეულოს კარებთან მისულს მიაძახა ცოტნემ.
^^^
ლენა ერთ კვირაში დაბრუნდა უკან, როგორ თვითონ თქვა ყველაფერი კარგად არის და მაკას ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ორშაბათს სამსახურში უნდა გავიდეს, მაგრამ ისე ეზარება.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ჩემს მაგივრადაც უნდა გეჭამა?_ დემნას გაბრაზებულმა ბარიტონმა ცოტა შეაშინა. ტუჩებდაბრეცილი წამოწვა საწოლზე და ნიკაპზე ორი თითი მოიჭირა.
-შენ რომ ჭამდი მე იმის ნახევარსაც ვერ ვჭამ. _სიცილით ჩაილაპრაკა და გაიხსენა როგორ იკიკნება ხოლმე სადილის დროს.
-ანუ, გამოდის მშიერს მტოვებ._ტონს არ იცვლიდა დემნა, მაგრამ შეპარულ ხუმრობას მაინც არ ეშვებოდა.
-შენ მანდ არ ჭამ?_წამებში დასერიოზულდა ლილე და საწოლზე წამოჯდა.
-ვჭამ, მაგრამ შენ რომ არ ჭამ ჩემ სამყოფს არ მერგება.
-დემნა!_ბუზღუნით წამოდგა ფეხზე ქალი.
-ძალიან გთხოვ ახლა მაგაზე არ ინერვიულო, ვჭამ-მეთქი!_ დემნასაც დაუსერიოზულდა ხმა.
-კარგი, არ ვინერვიულებ. _სიცილით დაამშვიდა და გარდერობის საერკეში ჩაიხედა. _შენ როგორ ხარ, ხომ ყველაფერი კარგადაა?
-კი ყველაფერი კარგად არის.
-ორი თვე და 13 დღე დაგვრჩა. _სევდიანი ღიმილით ჩაილაპრაკა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-ლილე, ნუ ითვლი დღეებს!_კატეგორიულოი ტონით მოსთხოვა დემნამ.
-მე არა, კალენდარი ითვლის.
კიდევ ერთი უსინდისოდ ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და საწოლის თავზე გაკრულ კალენდარს ახედა. მამაკაცს სიმწრით ჩაეცინ. ცოტახნი კიდევ ისაუბრეს, ლილე ცდილობდა აღარ ეტრია, მაგრამ ურცხვად მოგორავდნენ რიგ-რიგობით მისი ცისფერი თვალებიდან ცრემლები. ბოლოს როცა მიხვდა რომ ტირილის პირას იყო მისული სწრაფად დაემშვიდობა დემნას და აზლუქუნებულმა ჩარგო ცხვირ-პირი ბალიშში.
სულ ცდილობს დემნას მიმართ გამოწვეული ყველა მძაფრი ემოცია გულის კუნჭულში ჩამალოს და გარეთ არ გამოუშვას, მაგრამ იმდენდ ღრმაა მამაკაცის მონატრება, არ შეუძლია თითოეულ დღეს უემოციოდ შეხვდეს. მიუხედავად იმისა რომ დემნას სიახლოვეს ფიზიკურად ვერ გრძნობს, იცის რომ გულით მამაკაცი მასთან არის, მანამდე სანამ ორი თვე არ ამოიწურება... მერე თვითონ დემნა შემოხვევს ხელებს და ზუსტად ისე დაცულად აგრძნობინეს თავს როგორც ადრე.
რომ იხსენებს როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა ზოგჯერ საკუთარ სისუსტეზე ნერვები ეშლება, ყოველი შეხებისას სანთელივით დნებოდა მის ხელებში, საშუალებას არასდროს აძლევდა მამაკაცი წინააღმდეგობა გაეწია გოგონას...რამდენჯერაც მოინდომა იმდენჯერ არაფერი არ გამოუვდა, სულ გრძნობდა რომ დემნას მიმართ ჩვეულებრივი გრძნობებით და სიმპათიებით არ იყო შეპყრობილი და ალბათ ამანაც იმოქმედა. რა ქნას, სუსტი იყო თუ ადვილად ხელმისაწვდომი, ახლა ზუსტად იცის რომ სწორად მოიქცა. ზედმეტ თავის დაფასებას შეიძლება იმ დონმდე მიეყვანა მათი ურთიერთობა დღეს ისევ, იმ პატარა ბუდეში მჯდარიყო მარტო, ან ნათიასთან ერთად და ტრადიციულად სამსახურის ამბების განხილვით ყოფილიყვნენ დაკავებულები. საკუთარი პასუხის სისწორეში ერთი წამითაც არასდროს შეპარვია ეჭვი, პირიქით ყოველი ახალი დღე მის სისწორეში არწმუნებს. იმასაც კარგად ხვდება ეს სამი თვე როგორ სჭირდებოდა მათ ურთიერთობას ამ ეტაპზე, მერე რა ყველაფერს ახლა რომ იწყებენ, ადრე თუ ფიქრობდა რომ დემნას გვერდით დგომა, ახლა სჭირდება ყველაზე მეტად... ახლა ფიქრობს რომ მისი გერმანიაში გამგზავრება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო! საკუთარ გრძნობებში კიდევ უფრო კარგად გაერკვა და მიხვდა რომ ამ მამაკაცის და მისი პატარა ოჯახის გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია!
^^^
სამსახურში ახალი თაყვანიმცემელი გამოუჩნდა, ლევანი. კარგი ბიჭია, ყურადღებიანი, მაგრამ სულ გონია რომ ზედმეტად აბეზრებს თავს. ყოველ ხუთ წუთში მათ კაბნეტშია და ათას უაზრო კითხვას სვამს, არადა იცის რომ ბიჭმა მისი სხვა კაცთან ურთიერთობის შესახებ ყველაფერი იცის. ხოდა უარესად ღიზიანდება და სურვილი უჩნდება ყველას თანდასწრებით ომახიანად უღრილოს, მაგრამ თავს იკავებს.
-ლილე, არ გინდა შესვენებაზე ერთად დავლიოთ ყავა?
ღიმილით შეაღო მათი კაბინეტის კარები ლევანმა. ნინამ გაკვირვებულმა გადახედა ლილეს და თვალები სასაცილოდ გადაატრიალა. ლილემ ისე ამოხვნეშა ბიჭის შემოთავაზების მოსმენისას, თანამშრომელი მიუხვდა რაც სჭირდა და ლევანს მიუტრიალდა.
-ლევან, მე და ლილე გასვლას ვაპირებთ. _მოკლედ მოუჭირა და თვალი ჩაუკრა.
-სხვა დროს იყოს..._იმედიანად ჩაილაპარაკა და კაბინეტიდან გასვლა დააპირა.
-ერთი წუთით, ლევან._მობეზრებული წამოდგა ფეხზე ლილე და მამაკაცისკენ დაიძრა. _სხვა დროს არ იქნება იმიტომ, რომ არ მინდა იმედი მოგეცე. მე მყავს უკვე მამაკაცი ვისთან ერთადაც თავის დროზე ყავაც დავლიე და კრუასანიც ვჭამე! მინდა რომ ჩვენი კაბინეტისგან თავი შორს დაიჭირო!
კატეგორიული ტონით მოსთხოვა და მაგიდას ზურგით მიეყრდნო. მამაკაცმა მძიმედ ამოიხვნეშა და უხმოდ დატოვა კაბინეტი. საკუთარი თავით კმაყოფილი მიტრიალდა და სავარძელში მოკალათდა. ღიმილით გადახედა ცერათით აღმართულ ნინას და თვალი ჩაუკრა.
-სუპერ გოგო ხარ!_სიცილით ჩაილაპარაკა და საქმე განაგრძო.
იმ დღის შემდეგ, თითქოს ლევანიც შეეშვა მათთან ყოველდღე სტუმრობას, მაგრამ ფაქტია ინიციატივს გამოჩენის სურვილი არ დაუკარგავს. როგორც კი საშუალება მიეცემა სულ ლილეს გვერდით ჩნდება. რამდენჯერმე ლიფტშიც მოუწიათ მარტო ყოფნა, გასაუბრება სცადა, მაგრამ ლილემ ისეთი თვალებით გახედა ხმის ამოღება ვეღარ გაბედა. დემნასთვის რათქმაუნდა არაფერი უთქვამს ლევანთან დაკავშირებით, თავიდან იფიქრა ვეტყვი, რატომ დავუმალოო, მაგრამ რომ დაფიქრდა არ ღრის. იცის როგორი რეაქციაც ექნება მამაკაცს და მისი გაღიზიანება არ უნდა, თანაც ამხელა გზაზეა წასული და კიდევ ერთი სადარდებლის დამატება მისი მხრიდან ეგოისტობა იქნება, სხვა თუ არაფერი. თანაც ლევანს თვითონაც სცემს საკადრის პასუხს, თუ უარესად გათამამდა მამაკაცი მოუწევს თავისიანები ისე ჩარიოს დემნამდე ხმა რომ არ მივიდეს.
^^^
საღამოს დაღლილი დაბრუნდა სახლში, მთელი დღე შოთას დავალებულ საქმეებზე დარბოდა ენაგადმოგდებული. სახლში მისულს ისეთი არომატული სუნი ეცა, ღიმილით წავიდა სამზარეულოსკენ და მოფუსფუსე ლენას მიაჩერდა.
-რა კარგია რომ მოხვედი, ყველაფერი მზად მაქვს, უცებ სალათას დავჭრი და ვისადილოთ. _გახარებულმა ჩაილაპარაკა და სალათისთვის პროდუქტები ჯამში ჩააწყო.
გაბადრული სახით წავიდა კიბეებისკენ, ოთახის კარები მიკეტა და ბედნიერი აეკრა ზურგით ზედ. ზუსტად ისეთ ოჯახში ცხოვრობს როგორიც ნამდვილი, მყარი და შემდგარი ოჯახებია. ლენასთან და ცოტნესთან ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც ლილესთვის ასევე დემნას და ლილეს ურთიერთობისთვის.
^^^
რაც დრო გადიოდა მით უფრო რწმუნდებოდა დმენას სიყვარულში, ყოველ დღე გაზრდილი მონატრებით ენატრებოდა მამაკაცის ჭაობივით ჩამთრევი თვალები და ყინულივით ცივი ხელები, რომლებიც ლილეს სხეულზე თარეშობისას წამებში თბებოდა. ყოველ დღე საუბრობდნენ ტელეფონით, ხანდახან სკაიპითაც ელაპარაკებოდა დემნა. შეთანხმებულები სამსახურის საქმეებზე არ საუბრობდნენ, სამაგიეორდ დღის ყველა წვრილმანზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ლილე უყვებოდა როგორ ეთამაშებოდნენ ის და ცოტნე ჯოის და როგორ კიოდა ბოლო ხმაზე ლენა გატეხილი ვაზის გამო. დემნა მომღიმარი სახით უსმენდა მოტიტინე და ენად გათქვეფილ ლილეს და ცდილობდა ბოლომე არ გამოეხეთქა შიგნით დაბუდებულ ემოციებს.
კვირის ბოლოს ნინას დაბადების დღეზე აპირებს წასვლას, თავიდან არ უნდოდა, მაგრამ ნინასთან ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბოლო პერიოდში ლილეს მხრიდან დანაშაულიც კი იქნება. თანაც ნინამ, როგორც სტაჟიანმა თანამშრომელბა თითქმის ყველა თანამშრომელი დაპატიჟა ოქროს დაბადების დღეზე. სექტემბრის ექვსში გავა ზუსტად ორი თვე რაც დემნა წასულია. წითელი კალმით გადახაზული ყოველი დღე უგონოდ აბედნიერებს. იცის რომ სულ უფრო და უფრო უახლოვდება დემნასთან შეხვედრის დღეს და ჭკუაზე არ არის.
^^^
ოცდამეათე დაბადების დღე რესტორანში აღნიშნა ნინამ, თანამშრომელბი ერთ ჩაყოლებაზე ისხდნენ და ნინასთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებდნენ. ასევე იყო ნინას პატარა გოგო და მეუღლე. ისეთი საყვარელი კულულები ქონდა, მთელი საღამო მის ფერებაში გალია ლილემ. ცოტახანში საერთო მხიარულებას ლევანიც შეუერთდა, არ გაკვირვებია... მიუხედავად იმისა რომ ნინამ ლილეს დახმარება სცადა ადრე და ლევანს ცოტა უხეშად დაელამაპარა, მასთან კარგი ურთიერთობა აქვს ქალს და რა გასაკვირია დაბადების დღეზეც დაეპარტიჟებინა. ლილე აარიდებს თავს და ეგ არის, რა საჭიროა ზედმეტი ნერვიულობა და პანიკების აწევა.
-ძალიან კარგად გამოიყურები._ღიმილით მიუახლოვდა ლევანი ბავშვთან მოთამაშე ლილეს.
-დიდი მადლობა. _ზრდილობიანად გადაუხადა მადლობა და ისევ ბავშვისკენ მიტრიალდა.
მამაკაცი იქვე ახლოს სკამზე ჩამოჯდა და მომღიმარი სახით მიაჩერდა ბავშვთან მოთამაშე ახალკაცს.
-ძალიან გიხდება ბავშვი.
კიდევ ერთმა კომპლიმენტმა იძულებული გახადა უხეშად მიერმართა მამაკაცისთვის და შეეხსენებინა რომ ამ თემაზე უკვე ისაუბრეს. ლევანს ოდნავ მაინც რომ ემჩნეოდეს, სხვა განზრახვით აკეთებს ამ ყველაფერს და არა ლილეს ხელში ჩასაგდებად, შეიძლება სხვანაირად ესაუბრა მასთან... შეიძლება კი არა სულ სხვანაირ ურთიერთობას ჩამოაყაილბებდა მამაკაცთან, მაგრამ ეს უკანასკენლი არაფრით იშლის ლილესთან ღრმა ურთიერთობს ჩამოყალიბების სურვილს.
-ლევან, მადლობა!
კბილების ღჭიალით ჩაილაპრაკა და შემოსასვლელი კარებისკენ გააპარა თვალი. ბავშვის სათამაშოს აკანკალებული ხელები სწრაფად გაუშვა და აცრემლებული თვალებით გადახედა ძარღვებ დაბერილ დემნას.
მამაკაცის დაბერილი ძარღვების მიზეზს რომ მიხვდა, ანერვიულებული გასწორდა წელში. ისე აანერვიულა დემნას გამოხედვამ, წამის წინ განცდილი მოზღვავებული სიხარული და ბედნიერება თითქოს სადღაც კუნჭულში მიიმალნენ შეშინებულებიო. დემნა ნელი ნაბიჯებით დაიძრა ლილესკენ, დრო და დრო მის გვერდით მდაგარი მამაკაცისკენ აპარებდა საოცრად განრისხებულ და ირონიულ მზერას. ახალკაცმა როგორც კი დემნას სურნელი რეალურად აღიქვა და მიხვდა რომ ყველაფერი ცხადში ხდება, წონასწორობა ვეღარ შეიკავა და მუხლებმოკეცილი ჩაესვენა მასთან მივარდნილი დემნას მკლავებში.
თვალები რომ გაახილა მისი და დემნას საძინებელში იწვა. მოულდნელად გადმოყარა ცრემლeბი, სახეზე ბალიში დაიმხო და ბოლო ხმაზე აზლუქუნდა. ისეთი რეალური და ცხადი ჩანდა სიზმარი მისი არარსებულობის წარმოდგენამ კანკალი დააწყებინა. არადა ყველაფერი როგორი რეალური იყო, დემნას დაბერილი ძარღვები, მისი სურნელი, თვითონ დემნაც და რაც მთავარია მისი ჭაობივით ჩამთრევი თვალები. ტირილისგან გული რომ იჯერა ქსუტუნით გადააგდო ბალიში მეორე მხარეს და ფეხზე წამოდგა. ნაცნობი კაბის დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა, სწრაფად გადაიწია საბანი და ნახევრად შიშველ სხუელზე დაიხედა.ძალიან კარგად ახსოვს დაბადების დღისთვის გამზადებული კაბა გარდერობში რომ შეკიდა, ისიც ძალიან კარგად ახსოვს სხვა ბიოსჰალტერი და საცვალი რომ ეცვა... სწრაფად წამოხტა ფეხზე და თავი კარებისკენ მიატრიალა. გარდერობის კუთხეს მიყრდნობილი დემნა მომღიმარი სახით უყურებდა საოცრად მიმზიდველ და აცრემლებულ ქალს. გახარებულმა ვერც კი გაიაზრა რას აკეთებდა, გაგიჟებული ახტა საწოლზე და ისე გაიცქა დემნასკენ. მამაკაცმა ხმამაღლა გაიცინა და ორივე ხელი განზე გაშალა. სიცილ-ტირილით შემოხვია ხელ-ფეხი მონატრებულ სხუელს და მონატრებისგან აღრიალდა.
მამაკაცის ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას ეკლებმა დააყარა, დემანს ყელში ცხვირჩარგული ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს და ხვდებოდა რომ ეს სუნამოს სუნი კი არა, დემანს სუნია... მამაკაცის პირადი სურნელი! ხელები უფრო მძლავრად მოხვია მხრებზე და ყელში რამდენჯერმე ხამურით აკოცა.
-აქ ხარ... არ მომლანდებიხარ... ჩემთან ხარ... გგრძნობ და გეხები..!
თავისთვის ბუტბუტებდა და თითებს მის თმებში უმისამართოდ დააცოცებდა. დემნამ ოდნავ უკან დასწია ქალის სუსტი სხეული და ცრემლებით სავსე თვალებში ჩააშტერდა.
-აქ ვარ, შენთან ვარ!
ღიმილით დასჩურჩულა ზედ ტუჩებზე მამაკაცმა და საწოლისკენ წაიყვანა მუცელზე შემოხვეული. ფრთხილად გადააწვინა ფუმფულა მატერიაზე და გვერდით მიუწვა. კისკისით შემოტმასნა ხელ-ფეხი მამაკაცის სხეულს გვერდიდან და თავი გულ-მკერდზე დაადო. დემნამ ცალი ხელი ზურგზე მოხვია და ხერხემალზე ააყოლ-ჩაყოლა თითები.
-არ მჯერა რომ აქ ხარ..._ბედნიერმა ამოუღლუღა და ნიკაპით დაეყრდნო მამაკაცის სხეულს.
-არაუშავს, დღესვე ვიზრუნებ რომ დაგაჯერო. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადაუსვა.
მის სხეულს ეხუტებოდა, მის სურნელს გრძნობდა, ჭაობისფერ თვალებში იძირებოდა, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა, ერთი თვით ადრე მასთან ჩახუტების შესაძკევლობა რომ ეძლეოდა. რამდენი კითხვა უტრიალებდა, მაგრამ არცერთის დასმის სრუვლი არ აქვს ახლა... ახლა უნდა რომ მონატრება ოდნავ მაინც ჩააცხროს და დაკარგული დრო ამოინაზღაუროს.
მომენტალურად ამოუტივტივდა რესტორანში მომხდარი სცენა და დაფეთებულმა წამოყო თავი. ნეტავ რა მოხდა, დემნას დაბერილი ძარღვების და მისი მკლავების სიძლიერი მეტი არაფერი არ ახსოვს. იმედია ლევანს არაფერი არ უთქვამს დემნასთვის, თორემ ვინ იცის რა მოხდა. ეგეც რომ არ იყოს ნინასაც არ დამშვიდობებია, რას იფიქრებს ის ქალი...” რა უნდა იფიქროს, ცუდად გახდი, გული წაგივიდა!” ქვემოდან ამოსძახა ხმამ.
-რესტორანში რა მოხდა?_ინტერესით მიაჩერდა მამაკაცს და ისევ საწყისი პოზიაცია დაიკავა მის გულ-მკერდზე.
-როგორც ყოველთვის, ვერც ახლა შეინარჩუნე წონასწორობა და გული წაგივიდა. _ირონიულად ჩაილაპრაკა მამაკაცმა და თავზე აკოცა.
-ჯერ ეს ერთი ეგ წონასწორობა კი არ აფრიალებული გული ვერ დავიმორჩილე..._თითის ქნევით ჩაილაპრაკა და თვალებით ახედა. _და მეორე, რაო ნინამ?
-გამოჯანმრთელება გისურვა. _ალბათ მიხვდა ლილე საითაც უმიზნებდა და მოკლე პასუხებს სცემდა.
ხმა აღარ ამოუღია, დადუმებული მიესვენა დემნას მკერდზე და თვალები დახუჭა. სიმშვიდემ, დემნას სიახლოვემ და მისმა სურნელმა წამებში გათიშა ისედაც გათიშული და გაოგნებული ლილე. თვალები რომ გაახილა და მის გვერდით არხეინად წამოწლილი მძინარე დემნა დაინახა კიდევ ერთხელ აუფართხალდა გული ბედნიერებისგან. ისევ იმ პოზაში იწვა მამაკაცი, ახლა იმ განსხვავებით რომ ლილეს სხეული მახრჩობელა გველივით შემოტმასნოდა ზედ. ფრთხილად წამოსწია თავი მაღლა და მძინარეს ღიმილით დააშტერდა. თითები ტრადიცულად დემნას ნაკვთებზე მოატარა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიყოლა. დაჯერება უჭირდა, უჭირდა დემნას სიახლოვის დაჯერება.
-”შემიძლია შევეხო, ვუჩქმიტო, ვუკბინო, ბურწკინო, მოვუღიტინო...”_ხმამაღლა ბუტბუტებდა და თან თითებს არ აშორებდა დემნას სახეს. ონიანმა სწრაფად დაჭყიტა ცალი თვალი და მომღიმარ ლილეს წარბწეულმა ახედა.
-რას მიზამ?_ღიმილნარევი ხმით იკითხა მამაკაცმა და ოდნავ წამოიწია. ლილე სწრაფად მოშორდა მამაკაცის სხეულს და ბალიშზე გადაწვა.
-რას და... არც არაფერს!_მხრები აიჩეჩა ვითომც არაფერიო და ტუჩები დაბრიცა.
-მემგონი წეღან სხვა გეგმები გქონდა. _მგლის თვალებით დააჩერდა საოცრად მომხიბლელ, ნახევრად შიშველ სხეულს და ქვედა ტუჩზე ენისწვერი გაისვა.
-მშია და დაბლა უნდა ჩავიდე!
სწრაფად გააპროტესტა მამაკაცის ქმედება და საწოლიდან კისკისით წამოხტა. სხარტ და ნავარჯიშებ ლილეს სულ შემთხევით, დახტომის დროს ფეხი გადაურუნდა და მუცლით გაიშოტა ხალიჩაზე. ტკივილისგან ყმუილის მაგვარი ხმა ამოუშვა და შეკრული მუშტები დააუშინა ხალიჩას. დემნა ოდნავ გადაიწია და საწოლის კიდეზე ჩამოდო ნიკაპი ცინიკურად მომღიმარმა.
-ასე გამოწყობილი, ამ ფორმით თუ ხშირად გაწვები იატაკზე, მე პირადად საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.
სიცილით ჩაილაპარაკა და უკან საშუალო ზომის ბურთულებს მიაჩერდა. ლილე სწრაფად წამოჯდა ხალიჩაზე და იქვე გადაკიდებული ატლასის შავი, გრძელი ხალათი მოიცვა. ბუზღუნით წამოდგა ფეხზე და კარებისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა, არიქა კიდევ სადმე არ მოვადინო ზღართანიო. კვირაში ერთი ასეთი მარცხი რომ არ განიცადოს, ისე როგორ შეიძლება, ამასწინებზეც ცოტნესთან ერთად იყო ქალაქში, შუა რუსთაველზე გადაუტრიალა ფეხი და ფეხმორთხმული ჩაჯდა ტროტუარზე. მკვდრის ფერი დაედო ისე შერცხვა, მაგრამ ტირილს ხომ არ დაიწყებდა ამხელა გოგო, ეგ უარესი იქნებოდა. ცოტნეს გამოწვდილ ხელს თავისი დაადო და წვალებით წამოდგა ფეხზე. მერე სულ ძალით იცინა ამ ამბავზე, იქნებ როგორმე გადავაგოროო.
სააბაზანოში შევიდა და ცივი წაყლი შეისხა სახეზე, ცოტა აზრზე რომ მოსულიყო. ლენა როგორც ყოველთვის ახლაც სამზარეულოში ტრიალებდა. ღიმილით გამოახრიგინა სკამი და კომფორტულად მოაკალთდა.
-დღეს გვიან ადექი..._ლილეს საქციელით გაოცებულმა ლენამ ჩაილაპარაკა და ყავის მადუღარა ჩართო.
-მეც მიკვირს, ან ამდენიხანი როგორ მეძინა... _ამოიფრუტუნა და კარებში მდგარ ცოტნეს გადახედა. ბავშვმა მისალმების ნიშნად გაუღიმა და ლილეს პირდაპირ დაჯდა.
-მამა ნახე?_გახარებულმა და გაცისკროვნებულმა კითხა.
-ვნახე._არანაკლებ გახარებულმა გასცა პასუხი და სამზარეულოში შემოსულ, მთქნარებით გართულ დემნას გადახედა.
-ყავა გამიკეთე და სამსახურში უნდა წავიდე. _საფეთქელზე აკოცა ლენას და ლილეს გვერდით მიუჯდა.
-დღეს არ ისვენებ?_კრუსუნით კითხა და თავი მხარზე დაადი.
-ერთი საათით მივალ, საბუთებს მივიტან და მერე მთელი დღე თქვენთან ერთად ვიქნები!_ჩაილაპარაკა და შუბლზე აკოცა.
-ლევანმა გითხრა ოთხი თამაშიდან ოთხივე რომ მოვიგეთ?_გახარებულმა კითხა და შოკოლადიან პურებს დახედა. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ლევანის ხსენებისას სახეზე ჭარხალივით წამოხურდა, წარმოდგენა არ აქვს რატომ ქონდა ასეთი რეაქცია მამაკაცის სახელის ხსენებისას... მაგრამ მომენტალურად თავისი თანამშრომელი ლევანი წარმოიდგინა და შეეშინდა. ისეთი თვალებით უყურებდა გუშინ დემნა მამაკაცს, ნამდვილად იცის რაღაცა დემნამ. არც უფროს ონიანს გამოპარვია ლილეს აღელვება და ღრენით დაუბრიალა თვალები.
-მე და შენ სალაპრაკაო გავქვს._მკაცრად გააღჭიალა კბილები და ფეხზე წამოდგა.
-ყავა?!_გაკვირვებულმა იკითხა ლენამ და კიბეებისკენ მიმავალ შვილს გახედა.
-ჩავიცვამ და მერე დავლევ. _ხმამაღლა ჩაილაპარაკა დემნამ.
დასჯილი ბავშვივით იჯდა სკამზე და დემნას ყავის ფინჯანს თვალს არ აშორებდა, მომენტებში ანერვიულებული იკვნიტავდა ქვედა ტუჩს და მოსალოდნელ საუბარზე ფიქრობდა. ნეტავ რას ეტყვის, იქნებ ეჩხუბოს და ლევანთან ახლოს გავლაც კი აუკრძალოს.. ახლოს გავლას ვერ აუკრძალავს, იმიტომ რომ ლილემ თვითონ ლევანას აუკრძალა რამდენიმე კვირის წინ ეგ. ნაბიჯების ხმაზეც არ განძრეულა, მარტო მაშინ დაახამხამა თვალები ფინჯანი რომ ააცალა დემნამ. ორი ყლუპი მოსვა, ეგეც ლენას დასანახად და გასასვლელისკენ წავიდა. ლილე აკანკალებული ნაბიჯებით მიყვა უკან და შეჩერებულ დემნას გადახედა.
-ისევ კანკალებ და ისევ გეშინია!_მეხის გავარდნასავით გაისმა მამაკაცის ხმა. ნელა შემოტირალდა ლილესკენ და დახრილი თავი მაღლა ააწევინა. _ჩემი გეშინია?_დაინახა როგორი გაცეცხლებული თვალებით უყურებდა და უარესად დაივნა.
-შენი... შენი რატომ უნდა მეშინოდეს?_მართლა ვერ მიხვდა მის კითხვას ლილე და დანეულმა ააფახუნა წამწამები.
-აბა რატომ კანკალებ?_ტონს არ იცვლიდა დემნა.
-იმიტომ, რომ არ მინდა ეგ ადამიანი ჩვენი საუბრების თემა გახდეს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპრაკა და სიამაყით გაჟღენთილ დემანს მიაჩერდა. მამაკაცი უხმოდ დაიხარა ქალისკენ, შუბლზე ცივი ტუჩები მიაწება და კარები გააღი.
-ჩვენ მაინც უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ შენ არ ინერვულო! ცუდზე არაფერზე მოგვიწევს საუბარი!_ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და კარები გაიხურა.
სამსახურში როგორ მივიდა არ ახსოვს, ნერვულობით არ ნერვიულობდა... იცოდა დემნა როგორ ენდობოდა და შესაბამისად სადარდებელიც არ აქვს. უბრალოდ ლევანი რომ სადმე გადაეყაროს ეგ აშინებს, იცის რომ მამაკაცმა ერთი სიტყვაც რომ უთხრას შეიძლება უმოწყალოდ დათხაროს თვალები. ლილეს კიდევ არ უნდა ლევანისნაირი ვიგინდარა მამაკაცის გამო ხელები სისხლში გაისვაროს. ლილეს კაბინეტის კარებთან იდგა და თანამშრომელს ელაპარაკებოდა მომღიმარი სახით. ქალის დანახვისას ხელის კვრით დაემშვიდობა მახოს და ლილესკენ წამოვიდა ყურებამდე გაკრეჭეილი.
-დილამშვიდობისა. _ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და გადასაკოცნელად გამოიწია. ახალკაცმა თვალებგაფართოვებულმა გასწია თავი უკან და ჩანთა შეისწორა.
-ლევან, მეჩვენება თუ ჩემი სიტყვები შენთვის არაფერს ნიშნავს?_აღრენილმა კითხა მომღიმარ მამაკაცს და კოპები შეკრა.
-რომელი სიტყვები?_აშკარად სპეციალურად თამაშობს ლილეს ნერვებზე.
-მე და შენ საერთო ერთი სართულიც კი არ გვაქვს! შესაბამისად არანაირი სურვილი არ მაქვს თუნდაც სამსახურეობრივი ურთიერთობები ჩამომიყალიბდეს შენთან! ვერ ვუგებ ადამიანებს რომელბიც ჩემს ერთ სიტყვას პატვის არ სცემენ, შესაბამისად ვერც შენ გიგებ და მინდა რომ ყველანაირად ჩამომშორდე!_კბილების ღჭიალით, მაგრამ დამშვიდებული ბარიტონით საუბრობდა ლილე და ლევანის დასერიოზულებულ სახეს თვალს არ აშორებდა. _გასაგებია?_დაამატა ბოლოს და კაბინეტის კარები ცხვირწინ მიუხურა.
-რა მოხდა, რა სახე გაქვს?_სწრაფად წამოფრინდა ფეხზე ნინა. _კიდევ ცუდად ხარ, რატომ წამოხვედი დღეს?_კითხვებს აყრიდა და აყრიდა.
-არა კარგად ვარ, უბრალოდ კაბინეტთან ლევანი დამხვდა._ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
-რა უნდა მაგ კაცს, გუშინ მეც ველაპარაკე..._ჩაილაპარაკა ხმადაბლა და დივანზე დაჯდა.
-გუშინ რატომ ელაპარაკე?_შეშინებულს აღმოხდა და სავარძელში ჩაეშვა.
-გუშინ გული რომ წაგივიდა, გადარეული მოგვარდა... ხოდა დემნამ ისე დაუღრინა, ამან კიდევ გაჭიმვა მომინდომა. _აგრესიულად ჩაილაპარაკა ნინამ.
აი, რატომ უცახცახებდა მუხლები და რატომ ვერ გრძნობდა თავს კარგად. შეშინებულმა დაისრისა აკანკალებული თითები და იმედიანი მზერით გადახედა ნინას.
-ნუ გეშინია, არ მიუჟეჟია შენს რაინდს. _სიცილით ჩაილაპრაკა ნინამ._მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ რომ არ ყოლოფი მკლავებში, გამრიელად გაიფენდა. _მაინც არ ცხრებოდა დემნათი მოხიბლული და კისკისებდა.
-კიდევ კარგი ვყავდი..._ჩაიჩურჩულა დაბენულმა და ტელეფონის ეკრანი გაანათა.
მთელი დღე კაბინეტში იჯდა, ცდილობდა თვითონაც არ მოხვედროდა ლევანს თვალებში. მამაკაცი აღარცერთხელ შესულა მათ კაბინეტში, სამაგიეროდ კაბინეტის კარებთან იდგა და ბოლო ხმაზე ესაუბრებოდა თანამშრომელბს. მისმა მსგავსმა საქციელმა კიდევ უფრო მოუშალა ნერვები, ამ ყველაფერს რომ არ აკეთებდეს და ლილეს ნერვებზე არ თამაშობდეს, ხომ არაფერ არ ეტყოდა? მაგრამ არ აპირებს ლევანის ხრიკებზე წამოეგოს და კვლავ ჩაუტაროს ლექცია. სამ საათზე შოთას თხოვა გამანთავისუფლეო, მამაკაცმა გუშინდელ ცუდად ყოფნას დააბრალა ყველაფერი და უყოყმანოდ გაუშვა სახლში.
მანქანა ეზოსთან დააყენა და წითელ ღილაკს მიაჭირა თითი. ცოტნე, დემნა და ჯოი წინა ეზოში ისხდნენ მაგიდასთან და რაღაცაზე საუბრობდნენ, ძაღლი აცანცარებული დარბოდა დემნას გარშემო და მოსვენებას არ აძლევდა. მამა-შვილის ერთად დანახვამ წამებში დაავიწყდა დღევანდელი დაძაბულობდა და შიშები. ღიმილით წავიდა მათკენ და ცოტნეს გვერდით მოკალათდა.
-კარგად ხარ?_ეჭვით კითხა დემნამ.
-კი კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა დავიღალე._ჩაიჩურჩულა ღიმილით და ბიჭს თმები აუჩეჩა. _შენ ყველაფერი მოაგვარე?
დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ეჭვით დაკვირვება განაგრძო. ცოტანში ცოტნე ფეხზე წამოხტა და ძაღლთან ერთად უკანა ეზოსკენ გაიქცა. დემნამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა ქალი და მძიმედ ამოისუნთქა.
-დაძაბული მეჩვენები... _ეჭვნარევი ხმით იკითხა მამაკაცმა.
-შენი და ლევანის გუშინდელი...
-შენ ხომ თქვი რომ მასზე საუბარი არ გვინდა?_წინადადება წარბწეულმა და განრისხებულმა გააწყვეტინა.
-ხო ვთქვი და ახლაც ეგრე ვიფქრობ, მაგრამ არც ის მინდა მაგ მამაკაცმა რამე გავლენა მოახდინოს ჩვენზე!
-ლილე, ყველაზე მთავარი იცი რა არის?_ინტერესით იკითხა მამაკაცმა, ახლაკაცმა ოდნავ გააქნია თავი და მამაკაცის პასუხს დაელოდა. _ ლამაზ ქალს ყოველთვის უნდა ყავდეს თაყვანისმცემელი... და ყველაზე მთავარი - მე შენ გენდობი!
თამამად შეუძლია თქვას რომ მისი ცხოვრება კიდევ უფრო შეიცვალა. ახლა უკვე ისე დააბიჯებდა ოთახიდან-ოთახში, როგორც უმცროსი დიასახლისი. ვინაიდანაც და რადგანაც ლენას ხშირად უწევდა ბათუმში თავის დასთან სიარული, სულ ლილე აკეთებდა საოჯახო საქმეებს. რამდენჯერმე დემნას გაყვა დეიდამისთან ბათუმში, მაგრამ მერე ქალმა თავი გაიგიჟა -მარტო აღარ დატოვო ლილე და ცოტნეო და ვეღარ მიდიოდა.

სამსახურში ყოფნის დროს ყოველ ერთ საათში ურეკავდა დემნა და ლილეს ბედნიერ სუნთქვას ისმენდა. ახალკაციც ბედნიერებისგან გაჟღენთილი მის ყველა ზარს იფერებდა. ლევანზე აღარაფერი აღარცერთს გაუგია, მიუხედავად იმისა რომ ერთ სამსახურში მუშობენ. მამაკაცზე მარტო ის იცის რომ რამდენიმე დღით შვებულება აიღო და დასასვენებლად წავიდა ზღვაზე... თუმცა ახალკაცს მაინც აქვს ლევანის გაუჩნარებასთან დაკავშირებით თავისი ვერსია, მაგრამ ხმამაღლა თქმა არ უნდა. იცის რომ ლევანის მოულოდენლად გაუჩინარებაში დემნას ხელი ურევია, თუმცა მამაკაცს ვერაფერი ვერ შეატყო და თვითონაც აღარ ჩაეძია. თავიდანვე იცოდა დემნა ასე ადვილად რომ არ მოითმენდა ლევანის უაზრო გამოხტომებს და საკადრის პასუხს გასცემდა.

ცოტნესთან და მის მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე ქალაქშიც იყო გასული, ერთი ორჯერ ცოტნე ვარჯიშზე თვითონ წაიყვანა. დემნა სულ ცდილობდა ვარჯიშის დროს მამა-შვილური დამოკიდებულება ცოტნესაც და მასაც ბოლომდე დაევიწყებინა. ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, ვარჯიშზე ზუსტად ისე ტუქსავდა ცოტნესაც როგორც დანარჩენებს, თუ რათქმაუნდა დაიმსახურებდა.

-ლილე, ჩემი თეთრი ბუცები რომ გამირეცხე, სად არის?_მეორე სართხულიდან ყვირილით გადმოსძახა და მოაჯირზე დააწყო ხელები.

-კარადაში, ფეხსაცმელების მხარეს ნახე. _ტელეფონის მიკროფონს ოდნავ მიაფარა ხელისგული და ხმადაბლა ასძახა ბავშვს._ რომელ საათზე უნდა ვიყოთ მანდ?_დივანზე წამოგორიალდა და გაშლილ თითებს დაუწყო თვალიერება.

-სამის ნახევარზე აქ იყავით. _მთქნარებით ჩაილარაკა დემნამ. _დიდი სიამოვნებით მოგიმწყვდევდი ახლა ჩემს მკლავებში და დავიძინებდი._სურვილები გაუმხილა მამაკაცმა.

-რა დროს ძილია, ორსაათიანი ვარჯიში გაქვს ჩასატარებელი. _კისკისით ჩაილაპარაკა აწითლებულმა ლილემ.

ვერაფრით მიეჩვია დემნასგან მსგავსი კომოპლიმენტების მოსმენას, სულ წითლდება. კიდევ კარგი ტელეფონზე ესაუბრება და მამაკაცი მის ბროწეულისფერ ლოყებს ვერ ხედავს, თორემ რა გაუძლება, მერე მის ირონოულ და ცინიკურ ტონს... მაგრამ რა აზრი აქვს, ზუსტად იცის რა დროს როგორი რეაქცია აქვს ლილეს და ამასათ თავის სასარგებლოდ იყენებს.

თითქმის ყოველდღე კამათობდნენ, ხან ლილეს მიზეზით, ხანაც დემნასი. არცერთი დღე არ დასრლებულა ისე რომელიღაცას გვარიანად რომ არ შეეკრა შუბლი. დღის ბოლოს ყველა ვარიანტში დემნა დგამდა პირველ ნაბიჯს და მის მკლავებში მინაბულ ლილეს ალერსით აბრუებდა. ხანდახან ახალკაცსაც უჭირდა გაბრაზებული დემნას ყურება, ზოგჯერ იმ დონემდე აბრაზებდა, მამაკაცი მოფერებაზეც კი უარს ეუბნებოდა... მერე სრუტუნით ჩაუჯდება კალთაში და თავს მოისაწ....ბს. აბა როგორ, ლილემაც იცის დემნას სუსტი წერტილები, ყველა თუ არა ცოტა მაინც.

^^^
ნათიას ორსულობას თითქმის მთელი სამეგობრო გადაყვა. თავიდან ჯიუტად არ უმხელდა არცერთი რაშიც იყო საქმე, იქნებ თვითონ მიხვდეს, ან რამე იგრძნოსო... მაგრამ შენც არ მომიკვდე! დღითი-დღე იბერებოდა და მაინც იმაზე ჯაჯღანებდა “გამუდმებით რატომ ვჯაჯღანებო.” მეორე თვის დასაწყისში ალუჩით შეაკითხა ქერამ ოთახში და ისე ახარა ორსულობის ამბავი. თავიდან ბოლო ხმაზე ახარხარდა, ლამის იატაკზე გაწვა და იქ განაგრძო სიცილი, მაგრამ, მერე რომ გაიაზრა რა უთხრა მამაკაცმა, სახემიყინული წამოდგა ფეხზე და ემოციებისგან დამძიმებული ქერას მკლავებში ჩაესვენა.

^^^
ოქტომბერში ცოტნეს დაბადების დღეა, წამროდგენა არ აქვს რა უნდა აჩუქოს ბიჭს. რამდენჯრმე იფიქრა სუვენირს ვაჩუქებო, მაგრამ მერე ისეთმა გენიალურმა იდეამ დაარტყა. სწრაფად შევარდა საძინებელში და საწოლზე წამოწოლილ დემნას ზემოდან დააფრინდა.

-სურათები მინდა..._კისკისით ჩაილაპრაკა და ნიკაპზე აკოცა.

-რა სურათები?_ნახევრად მიძინებულმა დემნამ თვალებმოჭუტულმა კითხა და ლოყაზე ცერა თითით მოეფერა.

-რა სურათები და... მატჩები როცა გქონდათ, არავინ გიღებდათ სურათებს?_ინტერესით კითხა და თავის მხარეს გადაწოლა სცადა, მაგრამ დემნამ სწრაფად მოიხელთა და ისევ ზემოდან დაიწვინა.

-კი, რამდენიმე სურათი გვაქვს... მაგრამ რად გინდა?_ეჭვით იკითხა დემნამ და თმებზე მოეფერა.

-ცოტნეს საჩუქირსთვის მჭირდება. _გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩები კბილებს შორის მოიყოლა.

-მაგ მავნე ჩვევას უნდა გადაგაჩვიო. _წარბწუელმა ჩაილაპარაკა და კბილებს შორის მოკოლილ ბაგეზე აკოცა.

-ჰმ! რას ერჩი?

-ცუდ დროს იცი ტუჩების და კბილების ერთმანეთში ახლართვა... ხომ იცი მაგ დროს როგორი მოუთვინიერებელი ვხდები?_წარბების თამაშით კითხა, სწრაფად გადააგდო მეორე მხარეს და ზემოდან მოექცა. _შენ არ გცივა?_ცხელ მაისურში და შორტებში გამოწყობილს წარბწუელმა კითხა და შიშველ ფეხზე თითები დაუსვა.

-ნტ! _ლილემ ღიმილით გააქნია თავი და ხელები დემნას კისერზე მოაკალათა.

დემნამ ვნებიანი თვალებით დახედა ეშმაკურად მომღიმარ ქალს და ცალი წარბი მაღლა აზიდა. ნელა შეუცურა თხელი მაისურის ქვეშ თითები და გლუვ კანზე დაუსვა. სიამოვნებისგან სწრაფად მინაბა ახალკაცმა თვალები და დემნას კისერზე მოკალათებული ხელები ძირს დაუშვა. გამარჯვებულ პოზიციაში მყოფი ონიანი ლილეს ალერსით გაბრუებას არ წყვეტდა.

^^^
-ლილე, შენ ხარ ყველაზე მაგარი სადედინაცვლო მთელ მსოფლიოში... არა! მთელ გალაქტიკაში!_ბედნიერებისგან გაცისკროვნებული თვალებით უყურებდა, მისი სიტყვებით ფრთაშესხმულ ლილეს. მომენტებში ლილეს საჩუქარს დახედავდა და სიცილით უსვამდა გახარებული თითებს, თითოეულ სურათს. _ძალიან კრეატიულია!_ თვალი ჩაუკრა და დივანზე წამოსკუპებულს ორივე ლოყა ხაურით დაუკოცნა.

-ძალიან მიხარია რომ მოგეწონა._ლოყაზე ორი თითი მოუჭირა და სავარძელში ამაყად მჯდომ დემნას გადახედა.

საღამოს ცოტნეს მეგობრებიც მოვიდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის გამოაცხო ცოტნეს საყვარელი ნამცხვარი. ბავშვებს ზუსტად ისე გააცნო ლილეს თავი როგორც მაშინ, გიგოს და ზურას. ლენა და ლილე სამზარეულოში ტრიალებდნენ და ხანდახან, სუფრასთან მიქონდათ გამზადებული კერძები. დემნა თავის კაბინეტში იჯდა და სამსახურის საქმეებს აგვარებდა.

^^^
თავისი პატარა საიდუმლო მხოლოდ ცოტნეს გაუმხილა ონიანების სახლში. სხვა გზა არ ქონდა, სადღაც ხომ უნდა ეხატა, თანაც ცოტნეს ენდობა და იცის რომ არსად არ გათქვამს. როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდება ცოტნესთან ერთად შედის მის ოთახში და იქ ხატავს. დემნამ რამდენჯერმე სცადა ოთახში შეღწევა, მაგრამ ჭკვიანური ხერხით იცილებდნენ მამაკაცს, კარებს კეტავდნენ. მერე უფროსი ონიანი სულ ეჭვის თვალით უყურებდა ოთახიდან გამოძუწულ ქალს და შვილს.

-რამე გააფუჭეთ და მიმალავთ?_წარბაწეულმა, ღიმილით ჩაილაპარაკა. ორივემ ერთდროულად გააქნია თავი და სამზარეულოსკენ წავიდნენ ჩქარი ნაბიჯებით.

-წამო, მაა, ბებიამ საჭმელი გააკეთა.

სიცილით გადასძახა დივანზე წამოწოლილ კაცს და თავით ანიშნა მოდიო. დემნა ნელა წამოჯდა დივანზე და თვალებმოჭუტულმა გადახედა ლილეს. ქალმა მხრები აიჩეჩა და სამზარეულოში შევიდა. თავის ქნევით წამოდგა უფროსი ონიანი ფეხზე, სიცილნარევი სუნთქთვა ამოუშვა და ლილეს მიყვა უკან.

შაბათ-კვირას კუს ტბაზე ასვლა ტრადიქციათ ექცა ოჯახს, თუ რათქმაუნდა ცოტნეს და დემნას გასვლითი თამაშები არ ქონდათ. ერთი ორჯერ ლენაც წაიყვანეს ხვეწნა-მუდარით. ქალმა თავი გაიგიჟა, სახლს მარტო ვერ დავტოვებ, თან ძალიან ბევრი საქმეები მაქვსო, მაგრამ ლილეს მუდარით გამოეწულ ყელს და აფახუნებულ წამწამებს ვეღარ გაუძლო და წაყვა. ისევ ორ ოთახს იღებენ, იმ განხსვავებით რომ დემნა ლილეს არცერთი წამით იშორებს გვერდიდან და ოთახის საერთო აქვთ. საღამოს სუფთა ჰაერზე ძაღლთან ერთად სეირნობდნენ, ლენამ მოიმიზეზა თავი მტკივა და სიარულის თავი არ მაქვსო, არადა სამივემ ძალიან კარგად იცის ყველაფერს სპეციუალურად რომ აკეთებს სულ. უბრალოდ უნდა ხშირად განცალკევდნენ, ზუსტად ისე როგორც ნამდვილი ოჯახი.

-ლილე, იცი ამ ბოლო დროს წონაში რომ მოიმატე?

წარბწეულმა კითხა ცოტნემ და ძაღლს საყერული მოხსნა. ახალკაცმა შეშიენბულმა დაიხედა ტანზე და თვალებგაფართოვებულმა, მუდარით ახედა დემნას.

-ნუ ნერვიულობ, ხშირად ვარჯიშმა წონაში მომატება იცის. _თვალი ჩაუკრა გამამხნევებლად და წელზე მჭიდროდ მოხვია მკლავი. _მაგრამ როგორც წესი, ეგ ვარჯიშის დაწყებიდან მაქსიმუმ სამ თვეში ხდება და უკვე ხუთი თვეა ვარჯიშობ. _ირონიულად დაასრულა მამაკაცმა და ოდნავ მოპუტლკუნებულ გვერდებზე თითები მოუჭირა.

-ნუ მაშაყირებთ, არ გავსუქებულვარ! უბრალოდ ლენას საჭმელებმა ცუდად იმოქმედა ჩემზე!_ჯინიანად ჩაილაპარაკა და გაბუსხულმა გაბურცა ტუჩები. ცოტნემ ანერვიულებულმა ახედა სადედინაცვლოს და მკლავზე ოდნავ უჩქმიტა. ლილემ აკრუსუნებულმა დახედა ბავშვს და ინტერესით მიაჩერდა.

-განა მართლა... რომც გასუქდე დარწმუნებული ვარ სიმსუქნე უფრო მოგიხდება. _თბილი ხმით ჩაილაპარაკა და მამამისს თითებზე მსუბუქად მოუჭირა. _სულ ცოტათი მოგიმატია, მაგრამ კარგია... აბა ისე როგორი სუსტი იყავი, რომ მეხუტებოდი ძვლები მერჭობოდა. _ჯიუტად ცდილობდა საკუთარი საქციელის გამართლებას ცოტნე და მიზეზე მიზეზს ახეთქებდა. დემნამ და ლილემ სიცილით აუჩეჩეს ერთდოულად ატიტინებულ ბავშვს თმები.

^^^
მემგონი მამა-შვილი მართალია და წონაში მოიმატა, ნუ ახლა თვითონ ვერ ამჩნევს, მაგრამ ცოტნემ თუ უთხრა და შეამჩნია ე.ი. მართლა ასეა. სხვა დროს არასდროს არ უთქვამს ბავშვს მსგავსი რამ, გადაკვრითაც კი. მთელი დილა გარდერობის სარკესთან ტრიალებდა და გვერდებზე ხელისგულებით იჭიმავდა ხორც. საწოლზე წამოკოტრიალებულმა დემნამ კომპიუტერი საწოლზე დადო და შუბლშეკრულ და ტუჩდებდაბრეცილ ლილეს გადახედა.

-ლილე, ნუ დაპანიკდები, თორემ დამიჯერე უარესია. _ხმადბალა ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ისევ ბალიშზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

წარბწეულმა გადახედა არხეინად წამოგორებულ მამაკაცს, იქვე მიგდებულ ცოტნეს ქუდს ხელი დაავლო და მამაკაცისკენ ისროლა. დემნამ ჰაერში დაიჭირა ქუდი და მოკეცილ მუხლზე ჩამოიმხო.

-უბრალოდ თქვენი სიტყვების სისწორეში ვრწმუნებდი. _ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარაკა და ისევ სარკისკენ მიტრიალდა.

-ვერ გაიგონე ცოტნემ რა გითხრა, ცოტა მოპუტკუნება არ გაწყენდა.

ღიმილით გაამხნევა მამაკაცმა და ცარიელ მხარეს გაშლილი ხელისგული დაატყაპუნა, მომიწექიო. ტუჩებგადატრიალებული წავიდა დემნასკენ, გვერდულას მიუწვა და ხელები ტკიპასავით შემოხვია განიერ სხეულზე. მამაკაცმა ნიკაპი შუბლზე მიადო და თითები ხერხემალზე აატარ-ჩაატარა.

^^^
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობდა ლილეს დარწმუნებას, მაინც ჯიუტად გაიძახო და რომ მოიმატა. ლენამ ხან ზამთარს დააბრალა ლილეს ოდნავ მოპუტკუნება, ხანაც მის საჭმელებს... მაგრამ ახალკაცი მაინც არ ისვენებდა და სულ წუწუნებდა. დემნაც მოთმინებით იტანდა ლილეს გაუთავებელ ბუზღუნს წონასთან დაკავშირებით. ვარჯიშის სურვილიც აღარ აქვს, რა აზრი აქვს მაინც ვსუქდები და სულ ტყუილად ვიღლი ხელ-ფეხსო.

^^^
ნათია და გეგა დეკემბრის დასაწყისში გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად. მიუხედავად ქერას დაჟინებული თხოვნისა და მოთხოვნისა, ნათიამ მაინც თავისთან ჩაასიძა მამაკაცი. დედაჩემს მარტო არ დავტოვებ და თან ჩვენც გაგვიჭირდება მარტო ცხოვრებაო. გეგასაც ძალიან უყვარს ქალბატონი ნინო და ადვილად დასთანხმდა, თან ეგეც რომ არ იყოს ნათია ისეა უკვე გაბუშტული დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს. ჯერ ხუთი თვისაც არ არის და უკვე ისეა დამრგვალებული. რამდენიმეჯერ ლილე გაყვა ექიმთან გამოკვლევებზე, რათქმაუნდა ქერაც მათთან ერთად იყო, გაბადრული სხით იდგა ლილე კუთხეში და ეკრანს მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა.

-გოგოა?_ინტერესით იკითხა ქერამ და ნათიას თითებზე უფლო მძლავრად მოუჭირა თითები. ექიმმა უყარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ეკრანს უფრო დიდი ინტერესით მიაშეტრდა. გაორმაგებული ბედნიერებით გადაუსვა თითებზე თითები გეგამ ნათიას და ისევ ექიმს მიაჩეერდა. _ე.ი. ბიჭი!_ჩაიმალაპარა საკუთარი თავით ამაყმა და ნათიას ბედნიერებისგან დაძარღვულ შუბლზე აკოცა. ექიმმა კიდევ ერთხელ გააქნია თავი და თვალებგაფართოვებულ, გაკვირვებულ, აღელვებულ და აკანაკლებულ ქერას ღიმილით გადახედა.

-ტყუპები!_სამივემ ბედნიერების სუნთქვა ამოუშვა.

^^^
ახალ წელს გადაწყვიტეს ყველა თავის ოჯახში შეხვედეს, დემნამ რამდენჯერმე შესთანავაზა შენებთან გავიდეთ და თუ გინდა იქ შევხვდეთო, მაგრამ ჯიუტად არ იშლიდა საკუთარ აზრს ლილე და არა არას გაიძახოდა. ძალიან უნდა, ამ ახალ წელს თავის პირად ოჯახში შეხვედს, უნდა მანაც იგრძნოს ის სიხარული რასაც დედა და მამა გრძნობდბენ, ნოდო და ელენე და საერთოდ ყველა ის სრულფასოვანი წყვილი, რომელმაც ზუსტად იცის რომ მთელი ცხოვრება ერთად მოუწევთ ბრძოლა რაღაცებისთვის. თან დემნასთვის საჩუქარი აქვს, რამდენი ხანი ხატავდა მის საოცრად მომაჯადოვებელ და ჭაობივით ჩამთრევ თვალებს ვინ იცის. დიდხანს რომ უყურებს, მერე უცებ სტაცებს რაღაცა, საიდანთაც ხელს და ფსკერისკენ მიყავს. ფსკერი კი არ მოჩანს და ლილეს სხეული სულ უფრო და უფრო მსუბუქდება. მერე მოულოდენლად ენარცხება სადღაც მთელი ძალით და ხვდება რომ სულ დემნათია მოცული... მის სხეულში და გულშია გამოკეტილი! თვალებიდან გულამდე აღწევს, წარმოდგენა არ აქვს რა დრო სჭირდება ამ საოცრად სასიამოვნო პროცედურებს, მაგრამ იქ მოხვედრისას გრძნობს რომ “ამ ყველარისთვის ღრიდა 24 წელი მარტო ყოფნა!”

28 დეკემბერს ნათიასთან ერთად იყო ისევ გამოკვლევებზე, ანალიზების ასაღებადაც შეყვა. არასდროს არ ეშინოდა სისხლიც, მეტიც რამდენჯერმე დაჟეჟილ და მითეთქვილ ნიკას და ლევანს თვითონ დაუმუშავა ჭრილობები თავის დროზე... მაგრამ ვერ გეტყვით იქ, საავადმყოფოში რა დაემართა. როგორც კი ექიმმა სისხლი აუღო ნათიას დაგეგმილვით იატაკზე მოადინა ზღართანი.

თვალები რომ გაახილა თეთრ პალატაში იწვა, თავზე ანერვიულებული და ფერწსული ნათია ედგა. საკუთარი თავის მიმართ აგრესიულმა ემოციებმა წამებში შეიპყრო, როგორ ანერვიულა ეს ორსული გოგო, თანაც ხომ იცის რომ მისთვის ნერვიულობა არაფრის დიდებით არ შეიძლება, ეს კიდევ, პირდაპირ ფეხებთან გაეშოტა გონწასული. დამნაშავემ ასწია მაღლა თავი და აცრემლებულს თითებზე თითები მოუჭირა.

-ბოდიში, რაა, არ მინდოდა შენი განერვიულება. _ამოიჩურჩულა ხმაწასულმა და ცრემლები გადმოყარა.

-ლილე...ლილე, ნუ სულელობ. _სიცილით დაიხარა მისკენ ნათია და ცრემლები დაუშრო.

-ჩვენებს დაურეკე?_შეწუხებულმა კითხა და მუცლეზე მოეფერა. ნათიამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია და შუბლზე ხელისგული გადაუსვა. _კარგი გოგო ხარ, გადაირეოდა დემნა. _ჩაიჩურჩულა და ხელები საწოლის კიდეზე დააწყო. _სისხლის არასდროს მეშინოდა..._მოულოდნელად გაახსენდა აქ მოხვედრის მიზეზი და გაკვირვებულმა ახედა ეშმაკურად მომღიმარ ნათიას.

-მართალი ხარ, სისხლის არასდროს არ გეშინოდა..._ჩაილაპარაკა ღიმილნარევი და ბენდიერი ხმით.

-გული წამივიდა... ალბათ ძალიან ძალიან კუნჭულში მეშინოდა და დღეს გამოვამჟღავნე?!_სისცილით ჩაილაპარაკა და ნათიას ახედა.

-რა სისხლი... რა კუნჭული... ორსულად ხარ!_სიხარულისგან ადგილზე შეხტა ბურთი ნათია და ტაში შემოკრა.

დაეფიცება! ასეთი ბედნიერი ამ კატეგორიაში არასოდეს არ ყოფილა! თავიდან ნათიას სიტყვები ექოსავით ჩაესმოდა ყურებში, ღიმილნარევი მზერა შეეცვალა და აღელვებული საწოზლე წამოჯდა. მკლავზე მიერთებულ შნურს გააყოლა თვალი და გადასხმის აპარატს შეხედა. ყველაფერზე ფიქრობდა, აბსოლიტურად ყვეალფერზე. ოთახის კედლების ფერზეც, რომელზეც რამდენიმე შავი ლაქა წამებში შეამჩნია. იატაკის მარჯვენა კუთხეში მიგდებულ პატარა ფურცელზე... დემნას მაისურის ფერზეც, რომელიც დილით ეცვა. ცოტნეს შინდისფერ შარვალზე, რომელიც დღეს ვერ ჩააცვა იმიტომ, რომ გასარეცხი იყო. ყველაზე ბოლოს კი გაიაზრა რომ ცოტახანში კიდევ ერთი პაწაწუნას გასარეცხ ტანსაცმელზე ინერვიულებს. აღელვებულმა დახედა საბნის ქვეშ მიმალულ მუცელს და აკანკალებული თითები ფრთხილად შეასრიალა მაისურის ქვეშ.
^^^
მთელი სამი დღე გაცისკროვნებული დაქორდა წინ და უკან, აღარ სიმსუქნეზე ჯავრობდა და აღარც ლენას უგემრიელეს კერძებზე, რომელბზეც სიმსუქნის გამო ორი კვირა უამარს ამბობდა. სამ დღეში იმდენი ჭამა და სვა, ერთი სამი თვე პირი არაფერს რომ არ დააკაროს ალბათ ეყოფა. ახლა საშინლად უნდა კიდევ უფრო გაიბეროს, დაბურთავდეს და ოთახიდან ოთახში ცოტნეს ბურთივით იგორაოს. ყველა გაოცებყული უყურებდა წამებში გადასხვაფერებულ ლილეს, ქალს რომელმაც აღარ იცოდა სად დაეხარჯა ენარგია და შიგნით არსებული ემოციები გამოეხეთქა. რათქმაუნდა დემნასთვის ახალწლამდე თქმას არ აპირებს, უნდა რომ საჩუქართან ერთად ეს პაწაწუნა არსება აჩუქოს. წარმოუდგენია როგორ გაუხარდება დაიკოს არსებობას რომ გაიგებს ცოტნე, რამდენჯერმე ახსენა როგორ უნდა პატარა კიკინებიანი, ზოგჯერ გაწეწილი გოგო... რომელსაც კარატეს ასწავლის და ხანდახან თავისი ძალებითაც დაიცავს.

ახლა უკვე ყველა დეტალს აკვირდება, ყველა სიტყვას ყურებდაცქვეტილი ისმენს და იმახსოვრებს, მომავალი დედების რამდენიმე წიგნის კრებული იყიდა და საგულდაგულოდ გადამალა ჩემოდანში, დემნას შემთხვევით რომ არ მიეგნო. ჩუმ-ჩუმად, როგორც კი ოჯახის წევრები თვალს მოეფარებიან დემნას კაბინეტში შეიძურწება და მამაკაცის კომფორტულ სავარძელში მოკალათებული კითხულობს და კითხულობს.

ექიმთან შემოწმებაზე მეორე დღესვე მივიდა, ყველაფერი კარგად არის და მთავარია სწორად იკვებოო. კვებაზე პრეტენზიული არ არის, თითქმის ყველაფერს ჭამს და იმედია სულ ბოლომდე ასე გაგრძელდება. თუმცა ჯერ სულ რაღაც სამი კვირის ორსულია. განსაკუთებით ბანანი და მანდარინი უყვარს, ონიანების სახლში კი ჯანსაღი საკვები სულ არის. ტოქსიკოზი არ აქვს, საერთოდ ვერ გრძნობს ორსულად რომ არის. სამაგიეროდ გული გაორმაგებული ძალებით უცემს, მუცელში უკვე გრძნობს პატარას არსებობას, რომელიც დარწმუნებულია დედიკოს არ მოესვენებს და ბევრს იცელქებს.

31 დეკემბერს საღამოს ლენასთან ერთად ფუსფუსებდა სამზარეულოში და თორმეტი საათისთვის საყვარელ კერძებს ამზადებდა. იმდენი რამ ასწავლა ქალბატონმა დედა-დედიკომ. ხანდახან ლენაზე უკეთაც კი გამოსდის მისი ნასწავლი კერძები. თერთმეტი საათისთვის შეფუთული საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დააწო ცოტნემ და კუთხეში ატუზულ მომღიმარ ლილეს თვალი ჩაუკრა.

-აი, ნახავ როგორ მოეწონება მამას.

სიცილით დაკრა ხელი გაშლილ ხელზე და კიბეებსკენ გაიქცა, დარჩენილი საჩუქრების ჩამოსატანად. მთელი დღე ფუთავდა საჩუქრებს, ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევდა. ხან ისე გადაკეცილი არ მოსწონდა, ხან ასე... ბოლოს როგორც იქნა სასურველ შედეგს მიაღწია და ზუსტად ისე შეფუთა, როგორც სურათშია ნაჩვენები.

ხელებაკანაკლებული დადიოდა ოთახიდან ოთახში და ცდილობდა როგორმე ნერვიულობა ჩაეხშო. დემნამ რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახოს, კითხვებით შებოჭავს და ლილეც იძულებული გახდება სიმართლე უთხრას. მერე რა აზრი ექნება, იმ შეფუთული საჩუქრის არსებობას, ამიტომ თავი უნდა აკოტროლოს. ნახევარი საათით ადრე დაუარა მეგობრებს და ნათესავებს, ყველას წინასწარ მიულოცა, მერე ხაზები იქნება გადატვირთულიო. ნიკა და ნიტა ლილესიანებთან იყვნენ და იქ ხვდებოდნენ ახლა წელს. ისე გაუხარდა მეგობრის და ბიძაშვილის სერიოზული ბედნიერება. იცის ნიკას როგორი ცუდი ხასიათი აქვს, არანაკლები ნიტას... რომელიც გამუდმებით შუბლშეკრული დადის. ლილემ რომ დაურეკა მაშინც კამათობდნენ ნაძვის ხის საათამაშოს ფერებზე. “ფერი ფერსო” სიცილით ჩაილაპარაკა როგორც კი ტელეფონი გათიშა და მისაღებისკენ წავიდა. ლენა ნაძვისხესთან იდგა და ჯოის ვაჟკაცურად არეულ ნათურებს ასწორებდა. ძაღლი ბუხართან ზურგით იწვა და გადაშლილი ფშვინავდა. როგორც კი ოჯახი ახმაურდა დაფეთებული წამოხტა ფეხზე და ცოტნესთან მიირბინა.

^^^
დაძაბული იმტვრევდა თითებს და საათის ისრებს თვალებგაშტერებული მისჩერებოდა. დემნამ რამდენიმეჯერ ეჭვისთვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი, მაგრამ თქმით არაფერი არ უთქვამს. როგორც კი საათის ისრები თორმეტ საათს მიაუხლოვდა ყველა ერთად წამოდგა ფეხზე და ახალი წლის სადღეგრძელო შესვეს. ლილემ ორი წვეთი მოსვა და ფუჟერი მაგიდაზე დადგა. ცოტახანი ისხდნენ და სასიამოვნო ამბებს იხსენებდნენ ძველ წელთან დაკავშირებით. ცოტნე ყვებოდა როგორ გაიცნო აუზზე მეგობრები, როგორ შეუყვარდა პატარა ლიზი და როგორ აპირებს სიყვარულის ახსნას ამ წელს.

საჩუქრების გახნის დრო რომ დადგა მუხლებაცახცახებული წავიდა ნაძვისხისკენ და ფეხმორთხმული დაჯდა ცოტნეს გვერდით. ლენამაც მათ მიბაძა და გაჭირვებით მოკალათდა იატაკზე, დემნა ლილეს გვერდით დაჯდა და ქალს ცალი ხელი წელძე მჭიდროდ შემოხვია.

სამი დღე წერდა სიტყვებს რომლითაც დემნას ახალ და სასიხარულო ამბავს გაუზიარებდა, სამი ტექსტი დაიზეპირა, მაგრამ როგორც კი მამაკაცის ხელი იგრძნო სხეულზე ყველაფერი წამებში გადაავიწყდა. ზუსტად ისე როგორც ადრე... დემნას შეხებისას წინააღმდეგობის გაწევის უნარს რომ კარგავდა. მამაკაცმა ფრთხილად გააცოცა თითები ლილეს მუცლისკენ და ნაზად დაუსვა ერთი მეორეს მიყოლებით. გაშტერებული თვალებით დახედა დემნას ამოძრავებულ თითებს და მერე ისევ თავის საჩუქარს გაუსწორა მზერა. “ალბათ მამის გულმა რაღაცა იგრძნო.” გაიფიქრა და დემნას ღიმილით გადახედა. მამაკაცი ოდნავ გადაიხარა ლილესკენ და ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა.
-ახალ წელს გილოცავ, დედიკო!
ხმადაბლა, ხრიწიანი, აღელვებული, ბგერებაკანკალებული და გონისდაკარგვამდე სასიამოვნო ხმით ჩასჩურჩულა დემნამ და თითები ოდნავ მოუჭირა აცახცახებულ მუცელზე. ქალმა გაოცებულმა ახედა მამაკაცს და ჭაობივით ჩამთრევ თვალებს მიაშტერდა, მაგრამ არა... აღარ იყო უწინდებურად ცივი, ჩამთრევი და ამუცნობი დემნას თვალები. სუფთა კრიალა და ბედნიერებისგან გაცისკროვნებული თვალებით უყურებდა აზლუქუნებულ ქალს მამაკაცი და თან თვალებით უღიმოდა. ლილემ ორივე ხელისგული პირზე აიფარა და ატირებულმა მიადო მამაკაცის გულ-მკერდს შუბლი. ლენა და ცოტნე გაკვირვებულები უყურებდნენ აქსუტუნებულ ქალს და წარმოდგენა არ ქონდათ რა ხდებოდა წყვილის თავს. დემანამ ღიმილით ჩაუკრა ორივეს თვალი და აცახცახებულ სხეულს ხელები წელზე მოხვია.
-შენ... შენ საიდან გაიგე?_ამოიჩურჩულა დემნას მკერდზე მისვენებულმა და ცრემლები შეიმშრალა. დემნამ ღიმილით დახარა თავი და ტუჩები ქალის ფაფუკ თმებს შეახო.
-ორი კვირაა, მეც კი გამომაცალე ენერგია შენი აჟიტირებით... _ღიმილით ჩაილაპარაკა და ხმაურიანი კოცნით დააჯილდოვა. _შენი აზრით რატომ მსიამოვნებდა შენი თითოეული მომეტებული კილოგრამი?_ეშმაკური ღიმილით დასჩურჩულა ქალს და თავი მაღლა ააწევინა.
-შენ... შენ გამოდის რომ კუს ტბაზე იცოდი?_ალუღლუღდა დაბნეული და აკანკალებულ ტუჩებზე შეერთებული საჩვენებელი თითი და შუა თითი მიიდო. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაუცინა. _ღმერთო ჩემო, რა გამოდის რომ შენ ჩემზე ადრე გაიგე მშობლები რომ ვხდებით?_დაბნეული ტიტინებდა და ტიტინებდა. დემნამ კიდევ ერთხელ დაუქნია თავი და ალუღლუღებული ისევ გულზე მიიკრა.
დაბნეული ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რელურად რა ხდებოდა მის თავს, ერთადერთი რასაც ხვდებოდა იყო ის რომ ყველაზე სულელი და ყველაზე ბედნიერი ქალია დედამიწის ზურგზე. როგორ ვერ მიხვდა რომ დემნამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მალავდა. “როგორ მიხვდებოდი არაფერი არ ემჩნეოდა.” ამოსძახა ხმამ.
ღიმილით მიაწოდა ლილემ საჩუქარი, რომლის არსებობის შესახებაც დემნას თურმე უკვე სცოდნია. მამაკაცმა წარბწეულმა დახედა ლელს საჩუქარს და ნაძვისხის უკან დამალილი იდენტური ქაღალდით შეფუთული ყუთი გამოაძვრინა. ლილეს ხმამაღალი სიცილი აუვარდა, პირზე ხელი აიფარა და ბოლო ხამზე აკისკიდა გახარებული. დემნამ სწრაფად გამოართვა თავისი კუთვნილი საჩუქარი და ქაღალდი სწრაფად შემოაცალა, “არადა რამდენხანს ვფუთავდი, სუფთა ნადირია”. წარბშეკრულმა ჩაიცინა ლილემ. დემნამ ყუთიდან ცალ-ცალი გოგოს და ბიჭის პატარა ფაჩუჩები ამოიღო და პირდაღებულ ბებიას და შვილიშვილს დაანახა გახარებულმა. ლენამ ისე მოულოდნელად წამოიკივლა ბენდიერებისგან შეფუთული ყუთის გახსნით დაკავებულ ლილეს ყუთი ხელიდან გაუვარდა. სწრაფად წამოდგა ქალი ფეხზე და ლილეს ორივე ხელი მაგრად შემოხვია მხრებზე, მთელი სახე გახარებულმა დაუკოცნა და მერე დემნასაც შემოაჭდო თავისი სუსტი მკლავები.
ცოტნე წარბწეული უყურებდა ოჯახის წევრებს, ვერაფერი რომ ვერ გაიგო იქვე წამოკოტრიალებულ ძაღლს გადახედა, მაგრამ ვერც მისგან მიიღო საჭირო პასუხი. მაგრამ მამამისის ხელში მოქცეულ ფაჩუჩებს რომ უყურებს რაღაცას ხვდება, თუმცა უჭირს დაჯერება. ვერ წამოუდგენია, კიდევ ერთი პატარა ონიანების ოჯახში. არადა რამდენჯერ უოცნებია პატარა დაზე, ან ძმაზე... როგორ ასწავლიდა სიარულს, მერე სირბილს და ბოლოს ფეხბურთსაც აუცილებლად ათამაშებდა. ლილემ ბედნიერი სიცილით გადახედა ბავშვს და ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო, ცოტნე მუხლებით მიფოფხდა ლილესთან და ინტერესით მიაჩერდა.
-ეს ფაჩუჩები შენი დაიკოსი, ან ძამიკოსია... რომელიც აქ ზის და სულ მალე გამოძვრება._ღიმილით ჩაილაპარაკა და ბავშვის რეაქციას დააკვირდა ოდნავ შეშფოთებული.
-და ფეხბურთს ვასწავლი!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა უმცროსმა ონიანმა და ორივეს ერთდორულად გადახედა. ლილემ სიცილით აუჩეჩა თმები და გულზეე მიიხუტა გაწრიპული ბიჭი.
დემნას ნაჩუქარი პატარა ყუთი ბოლომდე გახსნა და იქიდან ვარდისფერი ბაბთიანი ლამაზი თათმანები ამოაძვრინა. ღიმილით გადაიხარა მამაკაცისკენ და ლოყაზე ხმაურით აკოცა. დემნამ სწრაფად მიაწება ტუჩები ქალის შუბლს და ცივ-თვილი კოცნა დაუტოვა. გამოდის რომ საჩუქრები ჯერ არ დაბადებულ შვილს უყიდეს, პირველ ახალწელს რომელსაც მასთან ერთად ხვდება ონიანების ოჯახი.
სამაგიეროდ 100% დარწმუნებულია რომ დემნამ მისი მეორე საჩუქრის შესახებ არაფერი არ იცის. ნიშნისმოგებით გადახედა მომღიმარ მამაკაცს და იატაკზე დადებულ საჩუქარს გადასწვდა. დემნას წინ დადო და სიცილით გადახვია გვერდით მისკუპებულ ცოტნეს ხელი. თვალებით ანიშნა საჩუქარი გახსენიო და დემნას რეაქციას დაელოდა. მამაკაცმა ფრთხილად შემოაცალა შავი ოქროსფერში ქაღალდი ნახატს და გაოცებულმა გადახედა ეშმაკურად მომღიმარ ლილეს. მერე ისევ ნახატს, მერე ისევ ლილეს, მერე ნახატს და ბოლოს ისევ ლილეს... დარწმუნებულია რომ ახლა დემნაში ორი ონიანი იბრძვის, ერთი რომელიც ლილეს ნიჭიერებით აღფრთოვანებულია და მეორე, რომელაც ლილეს მორიგი ეშმაკობა გონია ყოველივე ეს. მამაკაცმა ფრთხილად გადაუსვა თითები ნახატს იმაში დასარწმუნებლად რომ ნამდივლად საღებავებით არის შესრულებული და არა კომპიუტერული პროგრამებით.
-ზეთის საღებავებშია შესრულებული!
გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა და ლენას ღიმილით გადახედა. ქალმა ფრთხილად გადაუსვა თითები ფაფუკ თმებზე და გაოცებულ შვილს გადახედა. დემნა სწრაფად წამოდგა ფეხზე, ქარბორბალასავით დააცხრა ლილეს და თავისთან შეიტაცა. ორივე ხელი ძალიან, ძალიან მჭიდროდ მოხვია მხრებზე და ძვლების ტკივილამდე ჩაიხუტა. ახალკაცმა გამარჯვებული სიცილით მოხივა ხელები წელზე და მარჯვენა ლოყა მიადო გულ-მკერდზე.
-რამდენჯერმე საღებავებით მოთხუპნული რომ განახე ვიფიქრე ცოტნესთან ერთად ერთობა-მეთქი. უნდა ვაღიარო ძალიან გიხდება ლურჯი ცხვირი და სტაფილოსფერი ნიკაპი. _ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და თმებზე აკოცა.
-ხედავ როგორი ნიჭეირი გოგო ვარ, დამაფასე!_ფხუკუნით ჩაილაპრაკა ლილემ და ნიკაპზე მორიდებით აკოცა.
-შეუფასებელი ხარ!_ღიმილნარევი ხმით ჩასჩურჩულა დემნამ და ისევ იატაკზე დააჯინა, რბილ ბალიშზე._უნდა შეეცადო გაციებას და ვირუსებს დაუძვრე... ხომ არ დაგავიწყდა, ახლა ორმაგად რომ უნდა გაუფრთხილდე თავს. _ხმამაღლა და ხაზგასმით ჩაილაპარაკა დემნამ.
რა კარგია! დარწმუნებულია სულ, ასე იზრუნებს დემნა მასზე, ორსულადაც რომ არ იყოს... მაგრამ ახლა გაასმაგებულად.
ლენას ლამაზი შარფი უყიდა და ის აჩუქა, ძალიან გაუხარდა ქალს. მოსწონს მსგავსი აქესუარები აშკარად, ძალიან ბევრჯერ შენიშნა ლილემ სულ ნაი-ნაირი ჩანთებით და შაფებით რომ დადის, ზაფხულშიც კი. ლამაზად და მოხდენილად გაიკოჭავს ხოლმე ყელზე პატარა ბაფთას და უკვე შესანიშნავდ გამოიყურება. მოსწონს ლენასნაირი განსხვავებულად მოაზროვნე ქალები, ქალები რომლებიც ფიქრობენ რომ თავის მოვლა ყველა ასაკში აუცილებელია! მერე რა 30 წლის შვილი და 7 წლის შვილიშვილი რომ ყავს, ქალია და თანაც ძალიან ლამაზი ქალი!
-სურათს ოთახში ჩამოვკიდებთ!
^^^
ლილეს წინასწარმეტყველება ახდა, დემნა რადიკალურად შეიცვალა ლილეს მიმართ. სულ ცდილობს არაფერზე დასქამდეს, კიბეებზე ჩასვლისას უკნიდან ხელებგაშვერილი მიყვება როგორც პატარა ბავშვს და მის ყოველ სპეციალურად წაბარბაცებას შეშინებული თვალებით ხვდება. ზუსტად ისე უვლის და ესიყვარულება, როგორც ლილე ბავშვობისას დედას ნაჩუქარ ია-იებს. თითქოს პატარა და ფაფუკი ყვავილია, რომელსაც ყოველ წამს სჭირდება გვერდით დგომა და გამხნევება, გამხნევება იმისათვის რომ უფრო ლამაზი და დიდი გაიზარდოს.
პრეტენზიულიული ორსული არ არის, თვითონაც არ უნდა ორსულობის დროს ზედმეტი კალორიებით შეწუხდეს, მიუხედავად იმისა რომ საშინლად სიამოვნბეს თითოეული მომატებილი კილოგრამი. ექიმისგან იცის რომ გადაჭარბებული დოზით საკვების მიღება არავითარ შემთხევაში არ არის რეკომენდირებული. ყოველთვის ზომის და წონის ფარგლებში უნდა ჭამოს და ასეც იქცევა. სულ ცდილობს ჯანსაღი საკვებით იკვებოს, ბავშვისთვის ასე უფრო სასარგებლოა. ადრე თუ ხილს კვირაში ერთხელ ჭამდა ახლა დღეში სამჯერ იჭრის და ტელევიზორთად დასკუპებული მადიანად ილუკმება. დემნაც ძალიან აკონტროლებს, სულ ცდილობს ექიმის მიერი დანიშნული ყველა პროცედურა უპრობლემოდ შეასრულებინოს ქალს. ადრე თუ პრესის ვარჯიშებს აკეთებინებდა, ახლა ოსრული ქალებისთვის სპეციალური ვარჯიშები ისწავლა ინტერნეტით და ლილესაც ავარჯიშებს.
-ეე, ჩემია!
ბუზღუნით გაუჯავრდა დემნას და თეფშიდან აღებული ფორთოხლით პატარა ნაჭერი ხელიდან გამოსტაცა, თვალების ბრიალით. დემნამ წარბწეულმა გადახედა ქალს და ახლა უკვე ლილეს ხელიდან დააგემოვნა ფორთოხალი. მამაკაცის ქცევით ერთობ გახარებულმა და გაბრაზებულმა შეკრა წარბები და თეფში მარცხნივ გასწია დემნას რომ აღარ აეღო ხილი. მამაკაცმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი და მოჩვენებითი სიმკაცრით დაუბრიალა თვალები.
-ხო, კარგი, შენც შეჭამე.
ღიმილით დანებდა მამაკაცს და თეფში მუხლებზე დაიდო. დემნა ღიმილით დაიხარა ლილეს მუცლისკენ, მაისური ოდნავ ასწია მაღლა და მოშიშვლებულ მუცელზე ნაზად შეახო ტუჩები. ახალკაცს სახე სიამოვნებისგან გაებადრა და თვალებდახუჭულმა გაუღიმა შავ სივრცეს.
-ვგიჟდები შენს გლუვ და კრიალა კანზე, კიდევ უფრო ნაზი და მიმზიდველი რომ გაგიხადა ამ პატარა არსებამ!
ბენდიერმა ჩაილაპარაკა და მინაბულ ქალს ახედა. ფრთხილად აასრიალა თითები ლილეს ოდნავ გამობურცულ მუცელზე და ქალის ღიმილისგან გახსნილ ბაგეებს წაეტანა.
-როგორ ფიქრობ, გოგო იქნება თუ ბიჭი?_ინტერესით დაჭყიტა თვალები და დემნას მიაჩერდა. მამაკაცმა თვალებმოჭუტულმა დახედა მუცელს და ჩაფიქრდა.
-დარწმუნებული ვარ შენსავით ნაზი და ცოტა მოუხერხებელი იქნება. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა დემნამ და ტუჩები ისევ ლილეს მუცელს მიაწება.
-ხო, როგორ არა..._დუდღუნით ჩაილაპარკაა და გამწარებულმა ჩაარჭო ბანანის ნაჭეს ჩანგალი.
^^^
დღეები უფრო სასიამოვნო და ნათელი გახდა, ახლა უკვე აღარავინ აწუხებდა დილის ექვს საათზე ტაშის კვრით და შეძახილებით. შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა ძილი, როცა დემნა და ცოტნე სპორტ დარბაზში ვარჯიშობდნენ... მაგრამ ასე აღარ ხდებოდა, თავისი ნებით ხტებოდა დილის ექვს საათზე საწოლიდან და ბიჭებთან ჩადიოდა დარბაზში. თავიდან დემნა მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სატირლად რომ მოლაფშა ლილემ ტუჩები გაჩერდა. რა ქანს, მიეჩვია დილის ექვს საათზე ადგომას და თან პატარაც არ ასვენებს. როგორც კი დემნა მოშორდება ლილეს სხეულს, ქალი გრძნობს რომ ბავშვი არაკომფორტულადაა. დემნას შეხებისას ლილეც მშვიდდება და პატარაც!
^^^
სულ პირვლად პატარას პაწაწინა ფეხი ცოტნეს შეხებისას იგრძნო მუცელზე. როგორც კი პატარა ონიანმა დაიკოს ან ძამიკოს ბუდეს თავისი გალეული თითები შეახო, საპასუხოდ პატარამ დედიკოს მუცელზე ხუთი გალელული თითი დაატყო. აჟიტირებული და ამაყი ცოტნეს დანახვისას კიდევ უფრო გაუხარდა, პატარა პივრლად ძმის შეხებისას, რომ მოახერხა ამოძრავება. ისეთი ამაყი და გაჯგიმული დადიოდა წინ და უკან ცოტნე, ვერავინ უბედავდა შეპასუხებს ყელმოღერებული იქებდა თავს . “უკვე იცის ჩემმა დამ, ან ძმამ ვისიც არისო!” ღიმილით უმეროდება მამამისს და ლილეს მუცელს ეკვროდა გახარებული.
^^^
ნათიას პატარებმა ზუსტად ორი კვირა დააგვიანეს გამოძვრომა, ძალიან გააწვალეს დედიკოც და მამიკოც. მთელი სამეგობრო, ეგ კი არა დემნას სამეგობროც კი საავადმყოფოში იყო და პატარა ტყუპების დაბადებას ელოდებოდნენ. სამშობიაროდან გამოსული გაწითლებული, აღელვებული და უგონოდ ბედნიერი გეგას დანახვისას გახარებულებმა შემოკრეს ტაში და გამზადებული შამპანიურის ბოთლი გახსნეს.
ექიმის რჩევით, პატარები და დედიკო რამდენიმე დღე მათი დაკვირვების ქვეშ თუ იქნებიან ბევრად უკეთესია. არავის გაუწევია წინააღმდეგობა, გეგამ ზუსტად, ისე გააკეთა ყველაფერი როგორც მათთვის იყო უკეთესი.
საავადმყოფოდან 9 დღეში გამოწერეს და პირდაპირ ლილეს და ნიტას მორთულ ახალ ბინაში მიაბრძანეს. სიხარულისგან, გაკივრვებისგან და ამდენი დადებითი ემოციებისგან ცრემლები ვეღარ შეიკავა ნინიძემ და ხმამაღლა ასლუკუნდა. ცოტა იტირა და მერე ქერას ძალიან მაგარად მოეხვია.
-მოიცადე... დედაჩემი?
სწრაფად მოიცილა მამაკაცის ძლიერი სხეული და სევდიანმა ახედა გეგას. მამაკაცმა ეშმაკურად გაუღიმა და მზერა კარებთან ასვეტილ ნინოს გაუსწორა. სწრაფად გააყოლა მის მზერას თვალი და მომღიმარი დედის დანახვისას ბედნიერი კიდევ ერთხელ მოეხივა გეგას. ქერას გადაწყვეტილებით ნინომაც მათთან ერთად უნდა იცოხვროს, ახალ და დიდ სახლში!
^^^
ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ეკამათება ლენა. ქალი სულ ჯიუტად უმეორებს რომ ლილესთვის ბევრი სიარული და გადაღლა არ შეიძლება, ესეც ჯიუტად პასუხობს რომ ერთ ადგილზე ვერ ისვენებს და უნდა მიეხმაროს. ბოლოს ისევ ლენა თმობს, რადგან ლილე ორსულადაა და მისი გაბრაზება და ნერვიულობა არ შეიძლება.
^^^
არცერთ თამაშს არ ტოვებდა, ყოველ თამაშზე დაყვებოდა ცოტნეს, ზუსად, გიგოს და მთელ გუნდს. დემნამ რამდენჯერმე უარით გაისტუმრა კარებთან ატუზული ლილე, მაგრამ ქალისგან ისეთი კატეგორიული წინადადები მოისმინა შეპასუხება ვეღარ მოახერხა და თანხმობის ნიშნად ღიმილით გააქანა ავტობუსისკენ. მათი ყოველი წარმატება საკუთარივით უხაროდა მასაც და თავის პატარა გოგოსაც... მთელი ოჯახი დარწმუნებულია რომ გოგოა! რამდენიმე თამაში წააგო გუნდმა, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო მატჩები. თუმცა დემნას ისეთი სახე აქვს თითოეული მარცხის დროს, შეიძლება ვინმე შემოეჭამოს, მაგრამ დამარცხებულ ბავშვებთან ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და რაც მთავარია იმედებით დახუნძლილია. რამდენჯერმე ლილეს ინიციატივით მთელი გუნდი მათთან წაიყვანა ონიანმა სახლში, გამარჯვების აღსანიშნავად. ლილეს და ლენას მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდა უმცროსი ონიანი თავის თანაგუმდელებს.
^^^
პატარა ნიკოლოზის ნათლია ლილეა, პატარა ლიზი ნიტამ მონათლა ნათიას დაჟინებული თხოვნით. ნიტა არ ნათლავდა, გადარეული ვარ და რამე ისეთი რომ დავანათლო ბავშვს, მერე სად მივდვიარო. ნათლობის დროს ნიკოლოზი ისე ჭირვეულობდა, ლილესაც უჭირდა მისი გაბერილი მუცლით ხელში აყვანა და დემნა ეხმარებოდა, მაგრამ ბავშვი ისეთი მოუსვენარი და ცელქია. ლიზი პირიქით მშვიდი, წყნარი, გატრუნული ტკიპასავით იყო ნიტაზე მიწებებული და თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა ყველაფერს. ბოლოს ნიკოლოზიც დამშვიდდა და დის მსგავსად გაიტრუნა.
ზოგჯერ ამჩნევდა როგორ აღიზიანებდა მამაკაცის სუნი და მაისურის ფერი, რამდენჯერმე მამაკაცისადმიც გაუჩნდა უკმაყოფილო გრძნობები, ერთი ორჯერ ჩახუტებულს დაუსხლტა ხელიდან და განზე გადგა. ზოგჯერ უმიზეზოდ ეკამათება, ისე თვითონაც რომ ვერ ხვდება რატომ, ან რისთვის. უბრალოდ უნდა რომ ეჩხუბოს და მორჩა! დემნსგან საპასუხოდ სიჩუმეს და სიმშვიდეს რომ იღებს უფრო ბრაზდება და კიდევ უფრო ხმამაღლა გაკივის საყვედურებს. მერე დემნაც გაუჯავრდა მოჩვენებით, მაგრამ ლილემ ისე სერიოზულად მიიღო მამაკაცის შეკრული წარბები და დაზოლილი შუბლი ორი დღე ხმას არ სცემდა, ორსულს როგორ გამიბრაზდიო. ორი დღის განმავლობაში არც დემნა იჩენდა განსაკუთრებულ ინიციატივას შერიგებაზე, ხვდება რომ ლილეს ახლა სხვანაირი შეხედულებები აქვს ყველაფერზე და ზემდეტი ყურადღება, კიდევ უფრო გაათამამებს. ქალმა იცის როგორია დემნა და ისიც იცის დემნასგან მსგავსი საქციელები არარეალური რომ იქნება, ხოდა რა საჭიროა ტყუილი, მაგას ჯობია ზუსტად ისე მოიქცეს მამაკაციმ როგორც საჭიროდ ჩათვლის, ასე ბევრად მარტივი და რაც მთავარია - ურთიერთობისთვის სასარგებლოა.
ბოლოს ისევ ლილე ხვდებოდა ზედმეტები რომ მოდიოდა “ორსულად ვარ” მიზეზებით და გატრუნული უცუცქდებოდა წარბშეკრულ დემნას... ძალიან უხარია მამაკაცი ლილეს ორსულობის პერიოდში, მარტო ყურადღების მხრივ რომ შეიცვალა, ვერ შეეგუება სხვანაირ დემნას... მომთმენს და გამუდმებით შუბლგადატკიცინებულს, უყვარს როდესაც დემნას შუბლს ლამაზად ეხატება სიბრაზის ხაზები.
-დემნა..._ტკივილისგან მოკუნტულმა ძლივს ამოულუღლუღა მამაკაცის სახელი და ცრემლებემადე მისულმა მოუჭირა ხელები გადასაფარებელს. _დემნა...
კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპანიკებულმა და ატირდა. ონიანი სწრაფად გადაბრუნდა ქალისკენ და შეშინებული წამოჯდა საწოლზე. ლილეს ასეთ მდგომარეობაში ნახავამ დემნაზე ზედმეტდ ემოცირუად იმოქმედა. დაფეთებული წამოფრინდა ფეხზე და იქვე გადაკიდებულ შარვალს დასწვდა. ყველაფერს უხმოდ აკეთებდა, მაგრამ ძალიან სწრაფად! ლილეს ოდნავ დამძიმებული სხეული ნელა აიტაცა და ოთახის კარები ცალი ხელით გააღო. კიბეებზე ანერვიულებული ჩადიოდა და თან აცრემლებულ ლილეს არ აშორებდა თვალს. წარმოდგენა არ ქონდა, როგორ უნდა ემოქემდა ახლა, საჭესთანაც დამჯდარიყო და ლილესთვისაც გაენაწილებინა ემოციები... ანერვიულებული ატრიალდა უკან და ლენას კარებზე რამდენჯერმე ხმაურით დააკაკუნა. წყვილის დანახვისას ყველაფერს მიხვდა და სწრაფად შევარდა ოთახში, ზუსტად ორ წუთში ჩაცმული გამობრუნდა უკან და ცოტნეს ოთახისკენ აიღო გეზი, სწრაფად გამოაფხიზლა ბავშვი და ძილბურანში მყოფი წაიყვანა კიბეებისკენ. უმცროსი ონიანი წინა სავარძელზე მოაკალათა ლენამ და თვითონ ლილესთან ერთად უკან დაჯდა. ტკვილისგან ატირებული ლილეს სხეულს მაგრად მოხვია ხელები და ოფლით დაცვარულ შუბლზე სალფეთქი გადაუსვა.
დემნას დუმილით ყველაზე დიდ ემოციას და თანადგომას გრძნობდა, იცოდა ასეთ დროს როგორი უსიტყვო იყო დემნა... მაგრამ მის თითოეულ მოქმედებაში ჩანდა მთელი გონებით და არსებით ლილესთან და მათ პატარასთან რომ იყო. საავადმყოფოს სადგომზე გააჩერა მანქან და სწრაფად გადიაყვანა აკრუსუნებული ქალი მანქანიდან.
-მე, შენ და ჩვენი პატარა ყველაფერს გავუძლებთ! არ ინერვულო, მარტო იყვირე და ემოციებისგან დაიცალე!
ღიმილით ჩასჩურჩულა როგორც კი სამშობიარო ბლოკში შეიყავანეს და თითებზე თითები ძალიან მაგრად მოუჭირა. დემნას დუმილი ამ სიტყვებად ღირდა, გაუსაძლის ტკივლს გაასმაგებული ძალებით შეებრძოლა. თითქოს ყველა ძვალს ერთიანად ტეხდნენ, შინაგანად გაუსაძლის ტკივლს გრძნობდა, დემნას ფერწასულ და ანერვიულებულ სახეს რომ უყურებდა კიდევ უფრო მეტად უჩნდებოდა სურვილი ბრძოლის. მერე... მერე როცა მათი პატარას ბედნიერების ტირილი მოისმინა ყველაფერი გადაავიწყდა. წამის წინ განცდილი უზარმაზარი ტკივილიც კი! ლილეს თვალები მარტო დემნას და თეთრ თეთრეულში შეხვეულ საოცრად ლამაზ არსებას ხედავდნენ. კიდევ ერთხელ გაუსუფთავდა თვალები დემნას, კიდევ ერთხელ შეძლო მისი შინაგანი სამყაროს თავისუფლად დანახვა!
-ჩემი ყველაზე სწორი, სუფთა და ბედნიერი გადაწყვეტილება ხარ!_ხმადაბლა ჩასჩურჩულა დაღლილ და გონებადაბინდულ ქალს დემნამ და ლილეს მკერდზე მოკალათებულ პატარა გაწრიპულ გოგონას თითებზე ძალიან ფრთხიალდ აკოცა.
^^^
რამდენიმე დღე საავადმყოფოში დარჩა, ჯერ კიდევ უჭირდა თავისუფლად სუნთქვა და მოძრაობა. მომენტებში მუცელიც ტკიოდა და ექიმის რჩევით ცოტახანი წოლით რეჟიმს თუ დაიცავს კარგია. დემნა არცერთი წამით არ ტოვებდა მარტო, სულ ლილეს პალატაში იჯდა, სავარძელში და უყურებდა, როცა ქალს ეძინა ბავშვთან მიდიოდა და ინკუპატორში მოთავსებულ მოუსვენარ არსებას უყურებდა.
ცოტნე გოგონებთან ერთად ცდილობდა დაიკოს ოთახის გალამაზებას, სახლის მორთვაზე უარი განაცხადეს იციან რომ ლილეს მსგავსი რაღაცები არ მოსწონს. თანაც დროში შეზღუდულები არიან და ყველაზე მთავარი პატარა გოგოს ოთახის მოწყობაა. ვინაიდანაც და რადგანაც სქესი არ იცოდნენ ოთახის რემონტზე ლილემ განაცხადა უარი. “მართალია გული მიგრძნობს, რომ პატარა კიკინებიანი გოგო იქნება, მაგრამ ჯერ თავი შევიკავოთო.” ამიტომ, ყველაფრიც ერთ კვირში მოგვარება მოუწია დემნას. საღამოობით ერთი საათით ტოვებდა საყვარელ ქალს და შვილს და სახლში მიდოდა მუშებისთვის მითითებები რომ მიეცა.
^^^
-ცოტნე, დაბლა ჩაირბინე და მისაღებში რომ პარკია ამომიტანე.
თმააბურდულმა, ხალათშემოცმულმა და მოუწესრგიებელმა ლილემ მუდარით გადახედა პატარას საწოლის ბოლოში აუტუზულ ცოტნეს.
რაც პატარა ანასტასია დაიბადა სულ გადარბენებზეა, სამსახურშიც დეკრეტი აიღო და თითქმის სულ სახლში ზის. გარეთ თუ გავა ბვშვის გასასეირნებლად, ან ცოტნეს სკოლიდან გამოსაყვანად. ლენა ძალიან ეხმარება, ალბათ ლენა რომ არ ჭკუიდან გადავიდოდა, სულ ცდილობს დაღლილ დაქანცულმა წონასწორობა დაიცვას და სადმე არ მოადინოს ზღართანი.
დემნა დღის საათებში ვერ ეხმარება, მარტო დასვენების დღეებში ახერხებს ბავშვთან ნორმალურდ ურთიერთობას. სამაგიერდ ღამის საათებში სულ ანასტასიას საწოლთან ზის და მძინარეს არწევს, რამდენჯერმე საფენიც კი გამოუცვალა. მემგონი დემნამ ლილეზე კარგად იცის ბავშვის მოვლა-პატრონობა, ცოტნე სულ მისი და ლენას გაზრდილია. საფენებსაც შესანიშნავად უცვლის, საჭმლის ტემპერატურასაც შესანიშნავად არეგულირებს. ყველაფერი ძალიან კარგადი იცის, მაგრამ ერთადერთი პრობლემა რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ აგავრებენ დღის საათებში დემნას შორს ყოფნაა. რა ქნას, ცალკე ფეხბურთი და ცალკე მეორე სამსახური, ორივეს შეთავსება უჭირს მამაკაცს.
ლილესაც შესანიშნავად ესმის მისი, იცის რომ დემნასთვის ძნელია შუაზე გაიხლიჩოს და ყველგან იყოს. ლილეს და ანასტასიას ისიც ყოფნის უძილო და დაღლილი მთელი ღამე მათთან ჩახუტებული რომ ატარებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პატარა ძალიან ჭირვეული და მტირალაა, სულ ტირის და სულ შია. ზოგჯერ სურვილი უჩნდება ხმამაღლა იკივლოს და ყველაფერი შეაზანზაროს, მაგრამ რომ ახსენდება როგორი მშვიდი და საყვარელია დემნას მკლავებში გატრუნული სურვილი უჩნდება ის პატარა ლოყები კოცნით აუწითლოს. გაბადრული სახით დაიხარა ბავშვისკენ და ტირილისგან დასველებულ წამწამებზე დააკვირდა.
-რაო, დე, გშია?_სიცილით დაკრა საჩვენებელი თითის გული ოდანვ გახსნილ ბაგეებზე და წამებში ატირებულს მუცელზე მოუთათუნა ხელი. _ჩშშშ, დე, რაა. _მუდარით დუაყვავა ბავშვს.
-ცოტნე, პარკი საწოლზე დამიდე და სააბაზანოში შედი._ღიმილით ჩაილაპარაკა და პატარა, მტირალა ქალბატონი საწოლიდან ამოიყვანა.
-ძალიან დაიღალე?
ღიმილით ამოუდგა ზურგს უკან დემნა და შვილს აწითლებულ ლოყაზე ნელა დაუსვა საჩვენებელი თითის ზურგი. მოულოდნელობისგან ოდნავ შეხტა ლილე და გაკვირვებულმა გახედა დემნას, მერე კედელზე ჩამოკიდებულ საათს და მერე ისევ დემნას.
-ხომ ყველაფერი კარგადაა?
შეშფოთებულმა კითხა და ლოყაზე აკოცა. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და პატარა ოდნავ მოკეცილი მკლავებიდან ააცალა. ტირილით გულამოვარდნილი მამის ძლიერი მკლავების შეგრძნებისას წამებში დადუმდა და ნეკა თითზე ხუთივე თითი გახარებულმა მოუჭირა. ლილემ ცალი წარბი მაღლა აზიდა და ეჭვნარევი მზერით გადახედა მამა-შვილს.
-ასე არ შეიძლება, ყველაფერში შენ დაგემსგავსა!_ჩაილაპარაკა დუდღუნით და ოთახში შემოვარდნილ ცოტენს გადახედა. _ხომ გთხოვე კიბეებზე ნუ დარბიხარ-მეთქი._მოჩვენებით გაუწყრა თმააწეწილ ბიჭს და პარკი გამოართვა. _საფენი აქვს გამოსაცვლელი. _ნიშნის მოგებით გადახედა უფროს ონიანს და პარკი ოდნავ გამოწეულ საჩვენებელ თითზე ჩამოკიდა. _წამოდი ჩვენ ცხელი შოკოლადი დავლიოთ. _სიცილით ჩაუკრა ცოტნეს თვალი და ოთახიდან გაიყვანა. გასვლისას კოპებშეკრულ დემნას გადახედა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-წამო, მა, დავწვეთ და გამოვიცვალოთ. _შეცვლილი ბარიტონით დაჩურჩულა გატრუნულ შვილს და საწოლზე დააწვინა. _დღეს ძალიან გააწვალე ჩვენი თმააბურძგნული დედიკო?_ისე ეკითხება, თითქოს და მისგან პასუხს მიიღებსო. ბავშვმა უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი, რაც დემნამ უარყოფითი პასუხის ნიშნად ჩათვალა და ვარდისფერი ბოდე გააძრო.
^^^
ასეთი სიჩუმე ბოლოს როდის იყო ონიანების სახლში არ ახსოვს, ანასტასია ზუსტად ათი წუთის წინ დააძინა და სამზარეულოში ბიჭებისთვის სადილს მშვიდად ამზადებას. მაინც რა არის, თითქოს ხომ არაფერი და თურმე როგორ ენერგიას აცლის ეს პატარა გაწრიპული არსება. ზოგჯერ ძალიან უხარია პატარას ძილის დრო დრომ მოდის, ისეთი სიმშვიდე სუფევს სახლში, ზოგჯერ კიდევ ვერ ეგუება, რომ ძინავს და გაავებული აცხრება ბავშვის ლოყებს. ისიც უკმაყოფილოდ ბრიცავს ტუჩებს და ბოლო ხმაზე იწყებს ტირილს. მერე იცოცხლე, უჯავრდება და როგორ უჯავრდება საკუთარ თავს. დემნა როცა სახლშია მარტო მაშინ ეძლევა საშუალება თვალებდაჭყეტილი და მშვიდი ანასტასიათი დატკბეს.
ფეხაკრებით შევიდა თვალებმოჭუტული ცოტნე სამზარეულოში და ლილეს გვერდით ამოუდგა.
-დღეს ჩემი ბიჭები უნდა მოვიდნენ და ანასტასიასთან რომ შევიყვანო ძალიან იჯიჯღინებს?_ტუჩებდაბრეცილმა კითხა და ცალი თვალი მოჭუტა.
-იჯიჯღინებს, მაგრამ გაჩუმდება. _სიცილით ჩაილაპარაკა ლილემ. ბავშვმა ბედნიერმა დაუქნია თავი და ჩქარი ნაიჯებით დატოვა სამზარეულო.
სამივე ჩუმად იჯდა მაგიდასთან და ლილეს მომაზდებულ ახალ კერძს აგემოვნებდნენ. ცოტენმ გაბადრულმა შეუფასა სადედინაცვლოს კერძი და ცერა თითი აუწია. დემნამ წარბწეულმა გადახედა ქალს, უკვე მიხვდა რომ რაღაცა ისე ვერ არის.
-მარილი აკლია. _ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
-საერთოდ საჭმელს მარილი არ უნდა უქნა, თეფშზე დაიყარე რამდენიც გინდა. _სიტუაციიდან გამოძვრომა სცადა და კოპები შეკრა.
-ამ ოჯახში ყველს მარილიან საჭმელს ჭამს, შესაბამისად მარილი ქვაბშივე უნდა ჩაყარო. _არ დაუთმო დემნამ და საჭმელს მარილი დააყარა.
^^^
ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს ნათიას გადარეულმა ტყუპებმა და ჭირვეულმა ანასტასიამ. თითქოს გამიზნულად აკეთებდნენ ყველაფერს, რამდენჯერაც ლილე ლიზის, ან ნიკოლოზს მოკიდებდა ხელს ანასტასია იმ წამსვე ბოლო ხმაზე იწყებდა ტირის. ზოგჯერ სპეციალურადაც ატირებდა ბავშვს სიამოვნებდა დედაზე შეყვარებული უმცორის ონიანის ყურება.
^^^
-დემნა, სად მივიდვართ?_გაკვირვებულმა გახედა გზას და უკანა სავარძელში მოკალათებულ ცოტნეს და სპეციალურ სავარძე-კალათაში დაბმულ ანასტასია გადახედა. მამაკაცმა ეშმაკური ღიმილით გადახედა ცნობისმოყვარე ქალს და ლოყაზე უჩქმიტა.
-ხომ გინდოდა ანასტასიას ნათლობა, ხოდა მივდივართ რომ გავაქრისტიაონოთ. _ამაყად ჩაილაპარაკა და შვილებს გადახედა.
-ხო, მაგრამ აქეთ რა გვინდა?_გაკვირვებულმა და სიახლით დაბნეულმა ჩაილუღლუღა და გზას გახედა.
-სვანეთში მიდვიართ, ჩვენთან!_შეპარული ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
თვალებგაფართოვებულმა გადახედა მამაკაცს და ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან გაუგებარი ბგერები ამოუშვა. დემნამ ირონიული მზერით გადახედა დაბნეულ ქალს და თვალი ჩაუკრა. ხმა ვერ ამოიღო, იმდენად იმოქემდა დემნას სიტყვებმა რომ დადუმდა. ძალიან გაუხარდა პატარ ანასტასია დემნას და ცოტნეს სოფელში რომ გაქრისტიანდება, იქ სადაც რამდენმე წლის წინ პატარა ცოტნე გააქრისტიანეს. მოსწონს დემნას ეს ტრადიცია, იცის რომ მამაკაცისთვის თავისი ფესვები და სოფელი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრჯერ შეუნიშნავს, როგორი სიყვარულით საუბრობს, იმ ადგილებზე სადაც ნახევარი ბავშვობა აქვს გატარებული, ზუსტად ამიტომაც, არის ასეთი ჯიუტი და ზოგჯერ ქვა! მაგრამ იცის რომ ყველაზე წრფელი გრძნობები ზუსტად დემნას ფესვებიდან მოდის.
როგორც კი ნაცნობი მთები და კოშკები დაინახა გაბადრულმა გახედა თვალებგაფართოვებულ და პირდაღებულ შვილს. ცოტნე დინჯად უხსნიდა გატრუნულ ანასტიას რომელი კოშკი ვის საკუთრებაში იყო და თან გაოცებული დის დანახვისას ხითხითებდა. ცოტახანში დემნამ მანქანა გააჩერა და გაკვირვებულ ქალს გადახედა.
-ანასტასია შენ უნდა დიჭირო, ახლა ცუდი გზა იწყება და შეიძლება ვერ მოისვენოს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საჭეზე თითები აათამაშა.
კიდევ ერთხელ გააოცა დემნას მზრუნველობამ, როგორ წვრილმან დეტალებს აქცევს უფროსი ონიანი ყურადღებას. უხმოდ გადავიდა მანქანიდან და უკანა სავარძელზე მოკალათდა, ატიტინებული შვილი გულზე მიიხუტა და დემნას თავი ოდნავ დაუკრა, მამაკაცმა ღიმილით გახედა სამივეს სარკეში და მანქანა დაქოქა.
დარჩენილი გზა ღიმილით უყურებდა უსწორმასწორო გზებს და ბავშვებთან ერთად საოცარ ბუნებას ათვალიერებდა. უმცროსმა ონიანმა ბოლოს ჭირვეულობა დაიწყო, აშკარად მამას წვერი მოენატრა და იმიტომ. დემნამ ინტერესით გადმოხედა ქალს და მერე აჭიჭყინებულს პატარას.
-მამა უნდა..._სიცილით აიჩეჩა მხრები და პატარას შუბლზე მიაწება ტუჩები.
-ზუსტად ხუთი წუთი მოითმინე, მა._ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და გზას გახედა.
^^^
ზუსტად იცოდა სვანეთის სახლი როგორიც იქნებოდა, ფიქრებში იმდენჯერ წარმოიდგინა დემნას და ცოტნეს საყვარელი ადგილი. თანაც შუათანა ონიანი სულ უყვებოდა როგორ დროს ატარებდნენ ის და მისი მეგობრები სოფელში. უყვარდა ბავშვს აქაური გარემო, ბუნება, ხალხი და რაც მთავარია ონიანების კოში უყვარდა განსაკუთრებით. ერთსართულიანი ხის სახლი იდგა საშუალო ზომის ეზოში, გარშემო სულ სიმწვანე და საოცარი სურნელი ტრიალებდა. სახლი ისეთი უბრალო, მაგრამ ლამაზი იყო ლილემ აღტაცებისგან გამოცებული ბგერები ვერ დააკავა და ღიმილით წამოიძახა რამდენიმე ასო. დემნამ სიცილით მოხვია ბავშვიან ქალს ხელი და ანასტასია ააცალა ბაგეებგახსნილს.
-მოგწონს?_ბედნიერი ღიმილით დაეჯაჯგურა ცოტნე მაჯაზე.
-ძალიან, რა ლამაზი და რა უბრალოა._წამწამების ფახუნით უპასუხა ბავშვს და პირველ საფეხურზე ფეხი ადგა. _ეს კიბეები საიმედოა?_წარბწეულმა დახედა ოთხ კიბეს, რომელიც სიძველისგან ჭრიალებდა. დემნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და შვილთან განაგრძო ცხვირით თამაში.
^^^
სახლში სულ სამი ოთახია, ორი საძინებელი და ერთი მისაღები. სამზარეულო და სააბაზანო ძალიან კომფორტულად აქვს დემნას მოწყობული. პირველ რიგში ბავშვის ტანსაცმელი ამოალაგა, ანასტასია ისეთი მოუსვენარია ყოველ წამს შეიძლება დასჭირდეს. მერე დემნას მოტანილი პროდუქტებით საჭმელი გააკეთა, ჭირვეულ და მტირალა ანასტასიას მამა და ძმა ართობდა და ახალკაციც ყველაფერს თავისუფლად, ნელა და დინჯად აკეთებდა.
საღამოს დაღლილ დაქანცული დაწვა საწოლზე და შუაში წამოგორებულ შვილს მუცელზე ნაზად გადაუსვა თითები. ლილემ ფრთხილად დაუსვა თითები თმისმაგვარ ღინღლებზე შვილს და ტუჩები საფეთქელზე მიაწება. დემნა ფრთხილად გადახიარა ქალისკენ და ბაგეებზე ოდნავ შეეხო.
-დაიძინე, ხვალ ემოციურად მძიმე დღე გექნება.
ეშმაკური ღიმილით გააფრთხილა და ბავშვს ჩაეხუტა თვალებდახუჭული. ლილემ წარბწეულმა დახედა მამაკაცს, მაგრამ დიდად არ მიუქცევია ყურადღება. ონიანი მართალია ხვალ პატარა მამიკოს გოგო უნდა გააქრისტიანოს და დემნამ იცის როგორ ემოციურად მოქმედებს ლილეზე მსგავსი დეტალები.
დილის ხუთ საათზე ბავშვის ტირილმა გამოაფხიზლა, ცალი თვალით გადახედა დემნაზე მიხუტებულ ატირებულ შვილს და მძიმედ ამოისუნთქა. ფრთხილად გადასწია დემნას ნაზად შემოხვეული ხელი ბავშვის სხეულიდან და პატარა გულზე მიიხუტა.
-ჩშშ, თორემ მამას გავაღვიძებთ.
ხმადაბლა ჩასჩურჩულა ბავშვს, პატარა ჭირვეულმა როგორც კი დედის სიტყვები მოისმინა ტუჩები ერთმანეთს მიაწება და ტირილისგან ოდნავ სველი წამწამები ააფახუნა. ლილემ წარბწეულმა დახედა მამაზე შეყვარებულ ბავშვს და ცხვირზე საჩვენებლი თითი დაკრა.
-ოჰ, თქვენმა მზემ არ გეკადრებათ. _სიცილით ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.
ანასტასია რომ დაიბადა მაშინ საოცარად სასიამოვნო სიახლე აღმოაჩინა. როგორც კი გულზე დააწვინეს, ნანცობი და ლილესთვის საყვარელი სურნელი იგრძნო. თავიდან იფიქრა დემნასგან მოდისო, მაგრამ პატარა გაკნაჭულ არსებას რომ მიაწება ტუჩები მიხვდა დემნასგან კი არა, უმცროს ონიანს ასდიოდა მამამისის სურნელი. ონიანების დამახასიათებელი სურნელია, რომელზეც ლილე გიჟდება!
დილის ექვს საათზს რომ გადასცდა ისრები გაკვირვებულმა გახედა ოთახის კარებს. ასეთი შემთხევა არ ახსოვს, დილის ექვს საათზე დემნას ეძინოს და სავარჯიშოდ არ მიდიოდეს. ანასტსია ეტლში ჩასვა და ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ. სახელურს ხელი მოკიდა, ოდნავ ჩამოსწია და პირდაპირ დემნას გულ-მკდერს აეკრა ცხვირით.
-მე მეგონა, დაგეძინა. _ჩაილაპარაკა და ოდანავ ნატკენ ცხვირზე თითები მოისვა. დემნამ ღიმილით აკოცა შუბლზე და მისაღებში მოტიტინე შვილს გახედა.
-სააბაზანოში შევალ, შენ მანამდე ცოტნე გააღვიძე. _თმები აუჩეჩე და სააბაზანოსკენ წავიდა.
^^^
საღამოს დათქმულ დროს ბავშვის ნათლიაც ჩამოვიდა, არამარტო ნათლია ლენა და დანარჩენებიც. დემნას ბიჭები სრული შემადგენლობით ესტუმრნენ ონიანების ოჯახს. ლაშა ბავშვის ნათლია უნდა იყოს, მესამე თვეში იყო შეხმატკბილებულად რომ გადაწყვიტეს. მარტო ლაშას ბედნიერი თვალების დანახვისას ღირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მიუხედავად იმისა რომ ბიჭებს ხშირად ვერ ნახულობს, მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ამ პერიოდის განმავლობაში. ყველასთან ძალიან თავისუფალი, ლაღი და მეგობრულია, მათგანაც ზუსტად იგივე ემოციებს იღებს და აღარ უჭირს ურთიერთობა
საღამოს დემნას ნაჩუქარ ლამაზ თეთერ ფუშფუშა კაბაში გამოაწყო პატარა და გამოპრანჭული მისაღებში გაიყვანა. დემნამ გაბადრულმა დასტაცა შვილს ხელი და გულზე მიიხუტა. შვილის ნათლობისთვის ლამაზად გამოპრანჭულ ლილესაც კმაყოფილმა გადახედა და თავზე ოდნავ შეახო ტუჩები.
-კოხტა ხარ! _ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და გასასვლელისკენ წავიდა.
^^^
ეკლესიაში ხშირად არ დადის, ზოგჯერ შეიძლება კვირა გავიდეს და სანთელიც არ აანთოს, მაგრამ იცის რომ უფლის რწმება სხვანაირადაც შეიძლება გამოხატოს. ბავშვით ხელში ტაძრის ეზოში იდგა და ნათიას ესაუბრებოდა, მოულოდნელად ზურგს უკან დემნა ამოუდგა და თავზე აკოცა ატირინებულ შვილს.
-მზად ხარ?_ინტერესით კითხა ქალს და ჭინკებათამაშებული თვალებით მიაჩერდა. ლილემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მისკენ მიტრიალდა. _პირველი რომელი გირჩევნია - ნათლობა თუ ჯვრისწერა?
ეშმაკური ღიმილით კითხა დემნამ და ოდანვ წაბარბცეუბულ სხეულს მკლავები შეაშველა. ლილემ ცრემლიანი თვალებით ახედა ორი თავით მაღალ მამაკაცს და ცხვირი მის ყელში ჩარგო ბედნიერებისგან აზლუქუნებულმა. მოურიდებლად ყრიდა ცრემლებს და სულ არ აინტერესებდა რამდენი წყვილი უცხო თვალი უყურებდა. ბედნიერების კიდევ ერთმა განცადამ უგონოდ გაახარა. დემნას სხეულზე მიხუტებული, მოურიდებლად უკოცნიდა ნაზად ყელს და ცდილობდა გაკვირვებისგან თვალებდაჭყეტილი ანასტასია მოდუნებული მკლავებიდან არ გავარდნოდა.
^^^
აზრზე მეორე დღეს მოვიდა, იმ დღეს ნორმალურად ვერაფერი ვერ გაიაზრა. ისეთი გაოცებული იყო დემნას საქციელით, მამაკაცისგან ასე მოულოდენლად ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა. არა, რათქმაუნდა ფიქრობდა რომ დრო იყო, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო ბოლო დროს მომხდარი ამბებით, ამაზე ფიქრს ვერ ახერხებდა. სამაგიეროდ გუშინ დემნას სიტყვები რომ მოისმინა მიხვდა, როგორ სჭირდება მათ ოჯახს კიდევ უფრო გამყარება. მეორე დღეს ყველაფერი გადაჭარბებულად ეჩვენებოდა, სულ ეგონა რომ დემნა ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, ზუსტად ისეთს როგორ ორსულობის დროს, ეგონა რომ ანასტასიაც არ იკლავდა ტირილით თავს, ცოტნეც არ დარბოდა გაოფლიანებული სველი მაისურით... მაგრამ ეს უბრალოდ ეგონა, თორემ ყველაფერი ზუსტად ისე დარჩა როგორც იყო. დემნა ზუსტად ისევ ისეთია როგორიც ადრე იყო, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ეშმაკური წაკბენები ისევ ახასიათებს. ბავშვიც სულ ტირის და დაღლილ დედიკოს საერთოდ არ იცოდებს. ზოგჯერ გონია რომ გაჩუმებული ანასტასია მისთვის სრულიად უცხოა, ისეა მიჩვეული ჭიჭყინა და მტირალას.
^^^
-დემნა, სამი თეფში დამრჩა გასამშრალებელი, გაამშრალე და მე მანამდე ბავშვს მიხვედავ. _ჩქარ-ჩარა მიაყარა მამაკაცს და კიბეებისკენ გაიქცა.
მართალია ხშირად არ ეხმარება დემნა საოჯახო საქმეებში, ხშირად კი არა ძალიან იშვიათად, მაგრამ როცა ლილეს სჭირდება მისი დახმარება ყოველთვის უსიტყვოდ აკეთებს ყველაფერს. თავიდან ლილეს ეგონა, რომ ვთხოვო კოპებს შემიკრავსო, მაგრამ სულ პირვლად რომ “გაუბედა”, როცა სარეცხის სარჭეების გატანა სთხოვა ეზოში და მისგან დადებითი პასუხი მოისმინა მიხვდა, რომ დემნასთვის მსგავს წვრილმანებს არ აქვს მნიშვნელობა.
^^^
ანასტასია რომ წამოიზარდა სამსახურში გასვლა დემნას დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვიტა, თავიან არ უნდოდა ბავშვი მარტო დაეტოვებინა, მაგრამ ონიანმა განუცხადა რომ მისი მუშაობა აუცილებელია.
-ლილე, შენ გაქვს სამსახური, გიყვარს შენი საქმე და აუცილებელიც კია შენი უკან დაბრნება. ანასტასიასთან დღის განმავლობაში არყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ შვილს ყურადღებას არ აქცევ. ოჯახი არ ნიშნავს იმას რომ შეიზგუდო და შენს საქმიანობაზე უარი თქვა! _ხმადაბლა საუბრობდა და თან ლილეს მოშიშვლებულ ზურგს ეფერებოდა.
-ხო, მაგრამ ვიცი რომ ვერ გაძლებს._ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და ტუჩები ნიკაპე მიაწება.
-არაუშავს, თავიდან ცოტა გაუჭირდება, მაგრამ მიეჩვევა. _ლილეს ფაფუკ თმებში ახლართა თითები.
-რომ ვერ მიეჩვიოს და უფრო გაჭირვეულდეს?_შეწუხებულმა იკითხა და თავი გულ-მკერდზე დაადო.
-მოუწევს მიეჩვიოს, ლენასთან სხვანაირად არ გამოვა. _ღიმილით ჩაილაპარაკა დემნამ და შუბლზე აკოცა.
^^^
დილით ისევ პატარას ჭირვეულობამ გააღვიძა, ცალი თვალით გადახედა ბავშვის საწოლს და ქვედა ტუჩს კბილები ნელა დააჭირა.
გუშინ ძალიან დაიღალა, მთელი დღე სამსახურში აყურყუტა შოთამ ძალიან დიდიხანი მოგიწია დეკრეტში ყოფნამო. სახლში ისეთი გადაღლილი დაბრუნდა ლენას გამზადებული კერძიც ვერ შეჭამა ნორმალურად. მონატრებული ბავშვები მოისიყვარულა და დასაწოლად ავიდა.
-იწექი მე მივხედავ.
ოდან წამოწეულ ქალს მჭიდროდ შემოხვია დემნამ ხელები, მოშიშვლებულ მხარზე ტუჩები მიაწება და ფეხზე წამოდგა. უმცროსი ონიანი მამის დანახვისას გაიყურსა და კისკისი ატეხა. დემნამ ღიმილით ამოიყვანა ბავშვი საწოლიდან, გატრუნული გულზე მიიხუტა და საძინებელი უხმოდ დატოვა.
^^^
დემნა და ლენა რომ არ ყავდეს წაროდგენა არ აქვს როგორ გაუმკალვდება ამდენ საქმეს, ისეთი სამსახური აქვს შეიძლება ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს შოთა და სამსახურში დაიბაროს. ერთხელ ტრადიციულად შაბათ-კვირას კუს ტბაზე ავიდნენ. შაბათს საღამოს სეირნობის დროს შოთამ დაურეკა და სასწრაფოდ სამსახურში გამოიძახა. იმ დღესაც უსიტყვოდ გაუგო დემნამ უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და წამოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დემნას მისი პროფესია არ ხიბლავს, ლილეს არასდროს უგრძვნია მამაკაცისკან მცირედი პრეტენზიაც კი.
^^^
ისე სწრაფად გარბის დრო უკან მოხედვას და გავლილი დღეების გადახედვასაც ვერ ასწრებს. იმდენი სასიამოვნო მოგონება დაუგროვდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა ეცხოვრა ამ მოგონებების გარეშე. ყოველი დილა ისეთი სასიამოვნო და სიახლეებით სავსეა. დილის ექვს საათზე დამოუკიდებლად დგება, ერთი წლის ანასტასიას დემნას ჩაუგორებს საწოლში და სამზარეულოში ჩადის ბავშვისთვის საუზმის გასამზადებლად. შვიდის ნახევარზე დანარჩენებიც იღვიძებენ.
ცოტა წამოიზარდა და აღარ ჭირვეულობს, უკვე მიეჩვია დედიკოს და მამიკოსგან დღის განმავლობაში ცოტა მოშრებით ყოფნას. ხშირდ არც ცოტნე ყავს გვერდით, ხან სკოლაშია, ხანაც ვარჯიშებზეა. დიდი ბიჭი გაიზარდა და უკვე შეყვარებულსაც თავისუფლად ეკურკურება. დიდ დროს ლენასთან ატარებს და ძალიან მიეჩვია ბებიასთან ერთდ ყოფნას, ხანდახან ლილესიანებთანაც მიყვარს ქალს. როცა მარტო ვეღარ უმკლავდება პატარა ონიანის ოინებს, ელენეს და ნოდოს აბარებს მის თავს. საღამოს ხუთი საათისთვის მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ცოტნე ისევ ლოცვას კითხულობს და ატიტინებული დის გაჩუმებას უშედეგოდ ცდილობს, ბოლოს იძულებული ხდება ანასტასიას ტიტინთან ერთად წაიკითხოს ლოცვა.
^^^
სამსახურში ლევანს კიდევ რამდენჯერმე შეხვდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მამაკაცი შორიდან, ზრდილობიანად მიესალმა და გზა განაგრძო. ნინასგან გაიგო, რომ საცოლე ყავს და თავს ძალიან კარგად გრძნობს. გულწრფელად გაუხარდა მამაკაცის ამბავი, იცის რომ ლევანი ცუდი ადამიანი არ არის, უბრალოდ ლილესთან დაიწყო ცუდად ურთიერთობა, ეგ იყო და ეგ... რათქმაუნდა გაბედნიერებასაც მიულოცავს თავის დროზე. ახლა შოთასთან უნდა შევიდეს და ზაფხულის შვებულების ერთი თვე შეახსენოს, თორემ მამაკაცს ისე არ ახსენდება თანამშრომლებს ხანდახან დასვენებაც რომ სჭირდებათ.
^^^
დღეს ადრე დაასრულა სამსახური და პირდაპირ ცოტნესთან წავიდა სკოლაში, იცის რომ დემნა ბიჭებთან ერთად კასპშია საქმეზე წასული და ვერანაირად მოახერხებენ ბავშვის გამოყვანას. იქ მისულს გიგო და ზურა დახვდნენ მარტო, გაოცებულმა მოათვალიერა ცარიელი ეზო და ბავშვებისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. ორივე გულიანად მოიკითხა და დაბნეულმა ცოტნეზე კითხა.
-მასწავლებელს ელაპარაკება და მალე გამოვა. _ღიმილით ჩაილაპარაკა გიგომ და სკოლის შესასვლელ კარებს გახედა.
^^^
თითქმის ყოველ კვირა კამათობენ ზოგჯერ სერიოზულადაც ჩხუბობენ, ხანდახან იმ დონემდე მიდის სურვილი უჩნდება ის ჭაობივით ჩამთრევი თვალები დათხაროს. რა ქნას, ლილეს ბრალი ნამდივლად არ არის, ოჯახმა შეცვალა, ცოტა შეხედულებებიც შეეცვალა. ზოგჯერ იღლება, ამდენი საქმე, ზოგჯერ უბრალოდ ჩხუბის ხასიათზეა. მარტო მაშინ არის კარგად, როცა ოჯახის წევრებთან ერთდ ზის და ანასტასიას ეთამაშება. თუმცა, ლილეს რომ კითხოთ ოჯახში აუცილებელია ჩხუბიც და ზოგჯერ ერთმანეთის ძაგებაც, აბა ისე რა გემო აქვს შერიგებას.
^^^
-ყველაფერი ჩაალაგე?_ცოტნეს ოთახში ნახევარი ტანი შეყო და ინტერესით გადახედა ბავშვის ორ ჩემოდანს. შუათანა ონიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჩემოდანი იატაკზე დადო.
-ლილე, ანასტასიას წინსაფარი სად არის?_დაბლიდან ხმამაღლა ამოსძახა დემნამ. სწრაფად მიირბინა კიბის მოაჯირთან და ანასტასიას საჭმლით დასვრილ, დემნას მაისურს ხითხითით გადახედა. მამაკაცმა კოპები უკმაყოფილოდ შეკრა და იატაკზე წამოგორებულ მოხითხითე შვილს გადახედა.
-ახლავე ჩამოგიტან. _სიცილით ჩაილაპარაკა და ბავშვის ოთახისკენ აიღო გეზი.
^^^
-ღვედი კარგად შეიკარი.
როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ ტრადიციულმა ფრაზამ გაიჟღერა. ცოტნემ ღიმილით დაუქნია ქალს თავი და თვალებმიბლეტილ დას ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა, იმანაც სწრაფად დაჭყიტა თვალები და გაშლილი ხუთი თითი მიაკრა მომღიმარ სახეზე, მერე კი ხმამაღლა აკისკისდა.
ტრადიციას არც ამჯერად არ არღვევენ, მეგობრებთან ერთად ახლა უკვე გამრევლებულები ზღვაზე მიდიან, მერე კი სვანეთში... ახლა რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში გადადებს დემნა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად თავის ფესვებს ესტუმროს. ცოლ-შვილს დაპირდა, ონიანი კი პირობას ყოველთვის ასრულებს!
-დემნა, ბათუმში რომ ჩავალთ რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი. _ეშმაკურად მომღიმარმა ჩაილაპარაკა და სარკეში ბავშვებს გახედა. დემნამ ცალი წარბი მაღლა აზიდა და ინტერესით მიაჩერდა ქალს.
-ახლა მითხარი._ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-არა, ახლა მინდა რომ მშვიდობით ჩავიდეთ... როცა ჩავალთ და მიწაზე ფეხს დადგამ, მერე გეტყვი. _კისკისით ჩაილაპარაკა და ოდნავ წვერიან ლოყაზე ტუჩები მიაწება.
-კიდევ ვჯილდლოვდები!
-ოო, რანაირი ბიჭი ხარ, რაა არაფერს არ მაცდი.
ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ხელები მუცელზე დაიწყო... მაგრამ ეგ არაფერი, ახლა ზუსტად იცის, გრძნობს რომ შუაღამისას ძალიან ბევრჯერ წამოაგდებენ დემნას საწოლიდან!
დასასრული.



დასასრული
~~~~~~~
თა დამ! <3
ესეც ძველი <3 იმედია ისიამოვნეთ. <3



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vgijdebi shenze da shwns istoriebzeee

 


№2  offline წევრი sofia25

ერთისულიმაქვს ხოლმე ეს ბოლო პერიოდიდა ,რომ დილით ავდგე და ყავით "ჩავუჯდე" შენს ნაწარმოებებს :) მაგარი გოგოხარ:) და იმედია ხვალე დილითად გაამხარებ

 


№3 სტუმარი თამარელა

როგორ მიყვარხარ შენ და შენი ღამის ისტორიები,რომ იცოდეეე...♥♥♥ მაგარი გოგო ხარ.არა ყველა ისტორია მიყვარს :დდ ♥♥♥♡

 


№4  offline წევრი miyvarxar1992

შაქარყინულოოოო.ჩემო თბილი და ტკბილოოო.ეს ის საინტერესო და ყველაზე მაგარი ღამის თამაშია მე რომელიც მახსოვს და გამახსენე ისევ.მიყვარხარ შენ მე შენი ისტორიები ძალიან ძალიანნნ heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ელი

სასწაული ხარ???????????? საოცრად დადებითად ვივსები შენი ისტორიებით

 


№6  offline მოდერი მე♥

Qeti qimucadze
Vgijdebi shenze da shwns istoriebzeee

ქეთი, რა კარგი ხარ. უღრმესი მადლობა <3
sofia25
ერთისულიმაქვს ხოლმე ეს ბოლო პერიოდიდა ,რომ დილით ავდგე და ყავით "ჩავუჯდე" შენს ნაწარმოებებს :) მაგარი გოგოხარ:) და იმედია ხვალე დილითად გაამხარებ

ყავა და ჩემი ისტორიები ერთად, ღმერთო ჩემო... ეს უკვე ნამეტანია... ასეთ გემრიელობასთან ერთად ჩემი ისტორიების კითხვა. სიხარული ხარ შენ, დიდი მადლობა <3
თამარელა
როგორ მიყვარხარ შენ და შენი ღამის ისტორიები,რომ იცოდეეე...♥♥♥ მაგარი გოგო ხარ.არა ყველა ისტორია მიყვარს :დდ ♥♥♥♡

ვაააჰ მე! რა კარგია ამ ყველაფრის კითხვა და გულის გახარება... როგორ მათბობ და მაბედნიერებ, დიდი მადლობა. <3
miyvarxar1992
შაქარყინულოოოო.ჩემო თბილი და ტკბილოოო.ეს ის საინტერესო და ყველაზე მაგარი ღამის თამაშია მე რომელიც მახსოვს და გამახსენე ისევ.მიყვარხარ შენ მე შენი ისტორიები ძალიან ძალიანნნ heart_eyes heart_eyes

მე კიდევ შენ მიყვარხარ! მადლობა სიყვარულო რომ ყველა ისტორია ასე კარგად გახსოვს და არცერთს ივიწყებ. <3
სტუმარი ელი
სასწაული ხარ???????????? საოცრად დადებითად ვივსები შენი ისტორიებით

მახარებს მე ეგ... მართლა ძალიან მსიამოვნებს იმისი მოსმენა და წაკითხვა რომ ჩემი ისტორიები მხოლოდ დადებითად მოქმედებს თქვენზე... დიდი მადლობა <3

ამ ეტაპზე ისტორიას 1 თავი აკლია, სამწუხაროდ ჩემს კომპიუტერში ისტორიის სრული ვერსია ვერ მოიძებნა... ახლა უნდა მივმართო ჩემს ერთ საოცარ გოგოს, ჩემს სიეფს რომელიც ჩემს ისტორიებს ინახავს და იმედია მას მაინც ექნება სრული ვერსია... ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას. <3
--------------------
ა.ა

 


№7 სტუმარი Maria

Mgari gogo xar shen maladec dzaan magari da gansxvavebuli istoria dzaan momewona warmatebebi da kiedv bvrejer gagvaxare eseti istoriebit,<3

 


№8  offline წევრი blondeangel631

საოცრება იყო ძალიან მომეწნა heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი ირმა

ზალიანკარგი ისტორიებია.სასწაულიაააააა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent