შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნური სუნთქვა


6-08-2016, 20:25
ავტორი NiniG-1
ნანახია 8 180

ყველაფერი, რასაც ხედავ შენი წარმოსახვაა, ყველაფერი, რასაც ხედავ ტყუილია.ეძღვნება ნუცას, გოგოს რომელსაც ბედნიერება უნდოდა.

ეს ჩვენი სახლია, ჩემი და შოთასი. დღეიდან გათხოვილი ქალი მქვია, კედლებს ამ ოთხახის მალე ჩემი კვალი დაეტყობა, თანდათან ყველაფერი შეიცველბა და ჩემი გახდება. ამ ტახტზე ერთად დავსხდებით და გვიან ღამემდე ვუყურებთ სულელურ ფილმებს, ფანჯრიდან გავხედავ ეზოში მოთამაშე მეზობლის ბავშვებს და მერე ჩვენი შვილიც აქ ითამაშებს.
ჩემი სხეული თითქოს უშველებელი გახდა და მთელი სახლი დაიკავა, ყველა კუთხე-კუნჭული, ჩემმა სიხარულმა აქაურობა აავსო.

თანდათან დავიჩუტე, დავპატარავდი, ჯერ ერთი ოთახი დავცალე, შემდეგ მეორე, მალე ერთადერთ პატარა კუთხეში შევიყუჟები ჩემთვის და შეუმჩნეველი გავხდები. შოთა ვერ მამჩნევს, თვალებში მიყურებს და თითქოს გამჭვირვალე ვიყო, ვერაფერს ხედავს. ხშირად მესიზმრება, რომ სადღაც გარშემო მინდორში ვართ, მზიანი ამინდია, მელანო თავისთვის თამაშობს, მზე ლამაზად ჩადის. მერე უცებ საშინელი ქარი ამოვარდება და ყველაფერს ნანგრევად აქცევს.

მარტო ვიღვიძებ და მთელი დღეები ვერ ვიშორებ, ამ განცდას. შოთა სახლში არაა, მელანოს ძინავს. ნეტავ მალე გაიზრდებოდეს და ლაპარაკს ისწავლიდეს. დღეს პირველად ისე ცუდად, რომ ფეხზე ვეღარ დავდექი, სადღაც მუცლის სიღრმეში იწყება ეს სიმძიმე, მერე მაღლა ამოდის, იზრდება, ძლიერდება და ყელში მეჩხირება. სუნთქვა მიჭირს. შოთა მამშვიდებს, შოთა ექიმია და უკეთ იცის, შოთა დარწმუნებულია, რომ არაფერი მჭირს და ვიგონებ. ჰომ, შოთაც მე გამოვიგონე,ავიკვიატე და ისეთ კაცად წარმოვიდგინე, როგორიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა.
მელანო, სულ მაგიდის ქვეშ იმალება, შეუძლია საათობით იჯდეს და არც გამოვიდეს, მე მგავს, დამალვა და გაუჩინარება უყვარს, ლაპარაკს თანდათან სწავლობს, მაგრამ თითქოს არ ჩქარობს, იხანგრძლივებს დროს სანამ სრულებით თავისუფალია და შეუძლია გაუაზრებლად იყოს ბედნიერი.

ხშირად მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი სიკვდილი. ფეხის თითებიდან შემოვა სხეულში, მუხლებამდე ამომაცოცდება, ტანზე მთლიანად ჩამიყლაპავს და თვალებამდე ამოღწეულს უკან ვეღარ გავაგდებ, ვერ მოვიშორებ. საათებს ვითვლი, ეს გოგო მე არ მგავს, ეს მე არ ვარ, ხვალ ჩემი დაბადების დღეა, სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობ, 25 წლის ვუყურებ და არ მომწონს, არ მიყვარს ეს დღე. ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! რა მნიშვნელობა აქვს ვისი ბრალია, ბოლოს მაინც მე ვიქნების ის ვინც უნდა იტვირთოს ყველა ცოდვა. ყველას ნაცვლად უნდა აგოს პასუხი, სადღაც წავიკითხე ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვინ არის ავტორი ან რა წიგნია ასეთი მოკლე და შემზარავი ფრაზებით.
სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდაა. ეს ფოტო სადაც მე, შოთა და მელანო ვართ, მზეზე დებისგან გაყვითლდება, გაიცრიცება, მაგრამ მაინც ჩემზე დიდ ხანს იცოცხლებს, ეს ბედნიერების ილუზიაა, სადაც ახალგაზრდა ქმარი, ახალგაზრდა ცოლი და მათი ლამაზი პატარა გოგონა უდარდელები და მხიარულები უყურებენ კამერას. ეს დიდი ტყუილი, რომელიც ძალიან გავს სიმართლეს, ჩემზე დიდ ხანს იცოცხლებს და სიკვდილის შემდეგ ვერავინ გამიგებს, რატომ ვთქვი უარი! რატომ ვერ გავუძელი! სად გავიქეცი ან ვის გავექეცი...
იტირებენ, გამლანძღავენ, გამიბრაზდებიან, შევეცოდები, მაგრამ არავინ ეცდება გამიგოს, ვერავინ დაუშვებს, რომ მიზეზი სულ სხვაა...



№1 სტუმარი matata

სანამ ატვურთავდი უნდა გადაგეხედა სიტყვები აკლია და არასწორად გიწერია

 


№2  offline წევრი NiniG-1

matata
სანამ ატვურთავდი უნდა გადაგეხედა სიტყვები აკლია და არასწორად გიწერია

Me ar damiweria bodishit :(((

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 


№4 სტუმარი სტუმარი დათო

ეს შიგნი უდაოდ ბესტსელერი ამ შიგნით შეკითხვას შემდეგ მეც დასჭირდა ხელოვნური სუნთქვა

სტუმარი დათო
ეს შიგნი უდაოდ ბესტსელერი ამ შიგნით შეკითხვას შემდეგ მეც დამჭირდა ხელოვნური სუნთქვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent