შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


16-10-2017, 20:21
ავტორი ankatuna
ნანახია 1 851

-იცი დედაშენს ბავშვებისთვის ჩვენზე უკითხავს.
-რაა? ვაიმეე...
-რა მოხდა?
-რაღა რა მოხდა გუგა რამე უბედურს ეტყოდა.. გაუსკდება ქალს გული.
-არა არაფერი არ უთქვამც ცუდად. პირიქით. დედა და მამა სულ ერთად არიანო.
-ვაა, ყოჩაღ. როგორ მოხდა მაგ კუდიანმა რამე კარგი რომ გააკეთა.
-დედაშენს ისიც უთქვამს კარგი წყვილი არიანო.
-ეგ ისედაც ვიცოდი. ჩვენ ყველაზე მაგარი და ყველაზე უცნაური წყვილი ვართ დედამიწის ზურგზე.
-უცნაური რატომ?
-მეკითხები კიდეც? წარმოიდგინე, ცოლ-ქმარი ვართ მაგრამ თან არ ვართ. ერთად ვცხოვრობთ მაგრამ თან არ ვცხოვრობთ, შვილები გვყავს და თან არ გვყავს. უცნაურია ახლა ეს აბა რა არის.
-ამჯერად გეთანხმები. -ორივეს გულიანად გაეცინათ. თავიანთი ცხოვრების ასეთი შეფასების გამო. -აცივდა შევიდეთ სახლში.
-კარგი, შენ წადი და მე მივალაგებ ამეებს.
-როგორ გეკადრება, ოჯახში დიასახლისი ვარ მე. ეგღა მაკლია მეზობლებს ავალაპარაკებ მიამ ქმარს სუფრა აალაგებინაო.
-როდის შემდეგ გაინტერესებს შენ მეზობლების აზრი?
-დეტალებში ნუ ჩამეძიები, სიტყვის მასალა იყო.
-დეტალები ჩემი სტიქიაა ხომ იცი.
-ჰო, გამომძიებელს აბა სხვაგვარად როგორ.
-დღეს საგიჟეთი იყო, ახალგაზრდა ქალი იპოვეს ნაცემი და მოკლული. -ამის გაგონებაზე მიას გუგები გაუფართოვდა, გული აუჩქარდა და ლამის თეფშები ძირს დაუცვივდა. -რა დაგემართა კარგად ხარ?
-კი უბრალოდ გამისრიალდა ხელიდა.... მერე?
-რა მერე, ჯერ ექსპერტის დასკვნას ველოდებით, ზუსტი ინფორმააციისთვის. არ მინდა სახლში კიდე მაგ თემაზე საუბარი, იქაც მეყოფა. ხვალ ბავშვებს რომ წამოვიყვანთ მაღაზიებში გავიაროთ კარგი?
-აი კიდევ ერთი მტკიცებულება რომ უცნაური წყვილი ვართ. ზოგადად ცოლი თხოვს ქმარს საშოპინგოთ წასვლას და მერე ქმარი ამაზე წუწუნებს, შენ კი პირიქით აქეთ შემომთავაზე.
-და შენ არ დაიწუწუნე, კოჰაბიტაცია შედგა. ახლა შევიდეთ სახლში. -სუფრა აალაგეს და სამზარეულოც მიალაგეს, სამზარეულოდან გამოსულები დერეფნის ბოლოში ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მოპირდაპირე მხარის საძინებლებში შევიდნენ. ბედნიერი ცოლ-ქმარი რომლებიც ცალ-ცალკე საძინებელში იძინებენ. მიას კარგა ხანს არ მოერია ძილი. იმასაც კი ფიქრობდა რომ წლების წინ შეიძლებოდა მისი უსიცოცხო და დაჯიჯგნილი სხეულიც ეპოვათ იმ უცნობი ქალის მსგავსად. მიუხედავად ყველაფრისა მიას თავის მოკვლზე არასოდეს უფიქრია მაინც უხაროდა რომ ცოცხალი იყო. ალბათ ელოდა რომ მისი დროც დადგებოდა.
-დედაა, მამაა..... - სახლში ყვირილით შემოვარდა ანამარია. -სად ხართ ხალხნო? მომენატრეეთ.
-ენა ჩაიგდე გოგო იქნებ ას აკეთებენ. -მუჯლუგუნი გაჰკრა გუგამ დას.
-უი -კიბეებზე შედგა და ტუჩებზე ხელი აიფარა ანამარიამ, თან ჩაიხითხითა.
-აქ ვართ ბავშვებო. -სამზარეულოდან გაისმა ხმა. ანამარიამ და გუგამ მათთან მიირბინეს და მშობლებს მოეხვივნენ.
-ასე ადრე რატომ დაბრუნდით? -იკითხა დავითმა.
-არ გინდოდათ რომ მოვსულიყავით? -ირონიულად ასწია წარბი გუგამ.
-რა საძაგელი ბავშვი ხარ. ეგ რა შუაშია......
-ბებო სად არის? -სიტუაცია განმუხტა მიამ სანამ დავითს და გუგას საუბარი კაცურში გადაუვიდოდათ.
-მძღოლმა მოგვიყვანა.
-ხო ბებო მამაშენს ეკამათა ჩვენს გამო.
-საიდან მოიტანე რომ ჩვენს გამო, ბებომ სამსახურში იყო ვიღაცაზე გაბრაზებული და უბრალოდ ხმამაღლა საუბრობდაო.
-რა მეამიტი ხარ ანამარია, როგორ შეიძლება ასეთი უტვინო იყო ვერ ვხვდები. -მიას და დავითს მაინც გაეცინათ გუგას ამ სიტყვებზე. -რატომ მომითრიე ესენი აქო ვისზე უთხრა აბა? -ღიმილი ორივეს შეეყინათ სახეზე ამის გაგონებისას და ერთმანეთს დაბნეულებმა გახედეს. ვერცერთი ვერ იფიქრებდა რა შეიძლება ეთქვათ ბავშვებისათვის.
-კარგით ბავშვებო დილიდან ჩხუბით ხომ არ დაიწყებთ, მიდით გამოიცვალეთ, ვისაუზმოთ და მერე ქალაქში გავისეირნოთ, რაღაცეები ვიყიდოთ. -დავითმა თემისთვის თავის არიდება სცადა.
-ურაა, მაგარია. -ტაში შემოფკრა ანამარიამ და კიბეები აირბინა. გუგამ გვერდულად გახედა დედ მამას და ცალყბად უთხრა.
-თქვენც მაგრები ხართ. ან ჩვენ როდემდე უნდა გვატყუოთ ან თქვენ თავებს. -ახლა უკვე პირი დარჩათ ღია. აშკარად რაღაცაზე ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო გუგა. მშობლებისთვის აღარც შეუხედავს ისე აირბინა კიბეები. სამზარეულოში გაიგონეს მიამ და დავითმა როგორ მიიჯახუნა ოთახის კარი გუგამ. ცოტა ხნით ხმა ამოუღებლად იდგნენ. მერე დავითი ტელეფონს დაწვდა და დედას დაურეკა.
-რა მოხდა დედა? რატომ გეჩხუბა კოტე? ბავშვების გამო?
-არა დედი ისე უბრალოდ, უხასითოდ იყო და ხმამაღლა რაღაცა თქვა და ბავსვებს ეგონა თუ მეჩხუბებოდა.
-სიმართლეს არ მეუბნები და იცი შენ როგორ არ მიყვარს როცა მატყუებ.
-კარგი დათუნა არ ღირს გასაბრაზებლად.
-მე არ ვბრაზობ დედა კარგად ვიცი რა ნაძ... -მიამ მკლავში ხელი ჩაავლო დავიტს და თავი გაუქნია იმის მისახვედრებლად რომ დედასთვის კოტეზე არაფერი ეთქვა. -მაპატიე დედა მაგრამ სხვა დროს ბავსვებს შენთან ვეღარ წქაიყვან. არ მინდა მათაც გაიგონ კოტეს ნამდვილი სახე.
-ნამდვილი სახე რას ნიშნავს? -სამზარეულოში უკვე გამოპრანჭული ანამარია ჩამოვიდა, სავარცხლით ხელში რომ დედას თმა ლამაზად დაევარცხნა.
-არაფერს დედი, მამა თანამშრომელს ელაპარაკება. -ბავშვს ხელი ჩასჭიდა მიამ და დავითს გაეცალა.
-არ მინდა დედა, გესმის...... მე კოტესთან დავამთავრე ურთიერთობა და არ მინდა რომ ჩემს შვილებზეც უარყოფითი გავლენა მოახდინოს. დღეს გუგა საშინლად აფორიაქებული და განერვიულებული დაბრუნდა. შეიძლება ასაკით პატრაა მაგრამ გონიერი და მგრძნობიარეა, კიდე ერთი ასეთი შემთხვევა ბავშვს ფსიქიკას დაუნგრევს. მაპატიე მაგრამ გუგა კოტეზე ძვირფასია ჩემთვის.
-ეგრე ნუ ლაპარაკობა დათუნა, გულს მიკლავს შენი სიტყვები.
-მაპატიე დედა უნდა წავიდე.
-დათუნა, მოიცა არ გათიშო... -კიდე მოესმა დედის სიტყვები დავითს მაგრამ აღარ შეეძლო ამ საუბრის გაგრძელება შეეშინდა რომ სიმართლე წამოცდებოდა.
-მამაა, გუგა დედას ოტახში არ უშვებს. -ფიქრებიდან ანამარიას წკრიალა ხმამ გამოარკვია დავითი.
-რაა? რატომ არ უშვებს?
-არ ვიცი დედას უნდოდა ეკითხა რას იცმევდა და კარი არ გაუღო. -ანამარია ხელში აიყვანა დავითმა და მეორე სართულზე ავიდა. დერეფნის კიდიდან დაინახა როგორ იდგა ოთახთან მია და გუგას კარის გაღებას თხოვდა. როცა მიუახლოვდა მიამ ცრემლით სავსე თვალებით ამოხედა და თვითონაც შიშმა შეიპყო. ანამარია ძირს დასვა და კარზე მიუკაკუნა.
-გუგა გააღე გთხოვ. დედას რატომ აწვალებ.
-არ მინდა წამოსვლათქო ხომ გასაგებად ვამბობ.
-კარგი ნუ წამოხვალ უბრალოდ კარი გააღე, ვილაპარაკოთ.
-დედა წავიდეს მაშინ.
-რატო გუგა მე გაწყენინე რაიმე?- მიას ხმა აუკანკალდა.
-არა დედა უბრალოდ მე და მამამ კაცურად უნდა ვილაპარაკოთ.
-კარგი მაშინ ჩვენ ქვემოთ დაგელოდებით.- დავითმა მიას ტანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაელოდა როდის ჩავიდოდა კიბეებზე. მერე ისევ მიუკაკუნა გუგას.
-წავიდნენ გუგა. -მალევე გაისმა საკეტის ხმა და დავითმა ოთახის კარი შეაღო. გუგა საწოლზე ჩამოჯდა, თავი დაღუნდა და ნერვიულად დაიწყო ხელების სრესვა. დავითი მიუახლოვდ და ისიც საწოლზე ჩამოჯდა. ცოტა ხნით ელოდა დავითი საანამ გუგამ თვითონ არ დაიწყო საუბარი.
-დამპირდი რომ არ მომატყუებ.
-არასოდეს მომიტყუებიხარ გუგა.
-ხომ დამპირდი რომ კაცურად ვისაუბრებდით ხო და პატარა ბავშვივით ნუღა მექცევი.
-კარგი, მაპატიე, რაზე გინდა საუბარი.
-რატომ მოიყვანე მია ცოლად. -ამ კითხვას ნამდვიკლად არ ელოდა დავითი და გუგები გაყფართოვდა, ენა დაება.
-ეგ რა კითხვაა?
-ზუსტადაც რომ კარგი კითხვაა? რატომ მოიყვანე ცოლად? მხოლო იმიტომ რომ ჩვენ დედა გვყოლოდა? თუ?
-გუგა მე და შენ მაგ ტემაზე მგონი არ უნდა ვსაუბრობდეთ.
-არა დავით სწორედ რომ უნდა ვსაუბრობდეთ. მე ანამარია არ ვარ მეტი რამ მესმის. მართლა მაინტერესებს შენსა და მიას შორის რა ხდება.
-ერთ დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ მაგაზე და დამიჯერე ყველაფერს მოგიყვები. მესმის რომ უნდა იცოდეთ მაგრამ ჯერ ვერ გაგვიგებთ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
-კარგი მაშინ მითხარი რომ არასოდეს მიატოვებ მიას.
-რათქმაუნდა არ მივატოვებ არც თქვენ და არც მიას.
-ძალიან მიყვარხართ ორივე და ძალიან გთხოვთ ყოველთვის ჩვენი მშობლები იყავით რაა.
-ჩვენც ზალიან გვიყვარხართ და ყოველთვის ერთად ვიქნებით.
-ძალიან მეტკინა გული როდესაც კოტემ ბებოს უთხრა მაგ ოჯახს დიდხანს არ უწერია არსებობაო, ასე ხომ არ იქნება? -გუგას ხმაში შიში შეეპარა და დიდი ლამაზი ბრიალა თვალები ცრემლებით აევსო, დავითისკენ მიიჩოჩა და წელზე მოხვია ხელები
-არა ჩემო პატარა არ იტირო, არ დაუჯერო კოტეს. ცვენ სულ ერთად ვიქნებით. -საოცარი ბრაზი იგრძნო მამის მიმართ დავითმა. მის სიძულვილს კიდევ ერთი მიზეზი შეემატა.
-და კიდე პატარა მეორედ არ დამიძახო. -ამოიკრუსუნა გუგამ მამის მკლავებიდან.
-ბოდიში ბატონო. -გაეღიმათ ორივეს და გუგამ ცრემლები შეიმშრალა. კარზე მიამ მოაკაკუნა.
-მორჩით კაცურ საუბარს ბიჭებო?
-კი მოვრჩით და შეგვიძლია წავიდეთ. -ხალისით განაცხადა გუგამ და კარადას მივარდა გამოსაცვლელად. მიამ დავითს თვალებით ანიშნა რა მოცდაო და დავითმაც ტავი უქნია გარეთ გასასვლელად.
-ქვემოთ დაგელოდებით ჩვენ. -კარი გაიხურეს.
-რაო ისაუბრეთ კაცურად? -დავითმა ღრმად ამოისუნთქა.
-ისეთი რაღაცეები მკითხა ვერ მივხვდი რა მეპასუხა. მია რატომ მოიყვანე ცოლადო?
-რაა? ეგ რატომ გკითხა?
-კოტეს დედასთვის უთქვამს მაგათ ოჯახს დიდხანს არ უწერია არსებობაო და მაგაზე იყო გულმოკლული ხომ არასოდეს მიგვატოვებთო.
-მერე შენ რა უთხარი.
-რა უნდა მეთქვა არ დაიჯერო ყველაფერი კარგად იქნებათქო.
-ეგ ბავშვი გამაგიჟებს რაა, რა მართლა დიდი კაცივით აზროვნებს.
-აუ არ თქვა, ენა ჩამაგდებია. -სიცილი აუვარდა ორივეს და კიბის ბოლოში დოინჯშემორტყმული ანამარიას დანახვამ კიდევ უფრო გაახალისათ.
-რაო ჩემო პატარა შენ რაღატომ გვიბრაზდები?
-უჩემოდ რაზე იცინით?
-არაფერზე უბრალოდ გუგა დავიტანხმეთ წამოსვლაზე და გაგვიხარდა.
-მაგარიაა.... ანუ მივდივართ... ურაა. -წამოიყვირა ანამარიამ და მიას კისერზე მოეხვია, მერე დავითიც მიიზიდა და ორივეს მოხვია თავისი პატარა მკლავები ყელზე. ანამარიას ზურგზე დავითის და მიას თიტები ერთმანეთს გადაეჭდო. ერთმანეთს თვალები შეანათეს და არცერთს არ უფიქრია რომ ხელი გაეწია.
-კიდე დიდხანს უნდა იყოთ ეგრე? -როგორც ყოველთვის გუგამ დაარღვია რომანტიული გარემო.
-მოვიდა მშვიდობის მაძიებელი. -ჩუმად ჩაილაპარაკა დავითმა და მიასაც გაეღიმა.
.....
ანგელოზის დანახვამ საშინლად მოუკლა მიას გული. საწოლზე დაემხო და წარსულის ფიქრები ერთად შემოესია. ბოლომდე გაუძალიანდა თავს მაგრამ ცრემლებმა მაინც თავისი გაიტანა და ღარად დაეშვა მიას ბავშვურ სახეზე.
-უკვე დავბრუნდიი. -ნინუცას ხმის გაგონებაზე მიხვდა მია თუ რამხელა დრო გასულა, მისთვის კი მოლოდ რამოდენიმე წუთი იყო გასული. -სად ხარ მია?
-აქ ვარ -ოტახიდან გამოეხმაურა მია და უცებ წამოდგა და ოტახიდან გავიდა.
-მეგონა გახვედი.
-არა არ ვიცნობ თბილისს კარგად.
-არაუშავს დასვენების დღე რომ მექნება ყველაფერს დაგათვალიერებინებ და გასწავლი რაც აუცილებლად უნდა იცოდე და დანარჩენს მერე შენ თვითონ ისწავლი.
-უხერხული თუ არ იქნება გკითხავ სად მუშაობ.
-არა რატომ უხერხული, უკვე ოჯახის წევრები ვართ. ბარში ვმუშაობ მიმტანად. ისე ერთის გაშვებას აპირებენ და ჩემთან ერთად თუ იქნები მეყოლები მხედველობაში რომ ვუთხრა უფროსებს და ერთად ვიქნებით.
-კარგი იქნება. -მიას თვალები გაუნათდა სიხარულისგან. ამაზე კარგ სემოტავაზებას ვერც მიირებდა. ყველაზე მეტდ აწყობდა ნაცნობ ადამიანთან ყოფნა უცნობ ქალაქში.
-ძალიან კარგი, ახლა ვჭამოთ თორემ უსაშველოდ მშია.
-არაფერი რომ არ გამიკეთებია?
-არაუშავს ჩემი მოსამსახურე კი არ ხარ. რაც გვაქვს ის ვჭამოთ ან მოდი ახლა მოვამზადოთ რაიმე.
-კარგი. -დაეთანხმა მია, სამზარეულოში შევიდნენ და კერძების მომზადებას შეუდგნენ. ნინუცა ძალიან კომუნიკაბელური და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ამდენი მარცხის შემდეგ მიას სასწაულად გაუმართლა რომ ნინუცა ჰყავს გვერდით. ლუკას მიმართ უდიდეს მადლიერებას გრძნობდა გულში. ბევრ რამეზე ისაუბრეს მაგრამ ნინუცა მის პირადულს არ შეხებია, უხერხულ;ი კითხვებიც არ დაუსვამს რამაც მია გაახარა. ერთმანეთის ინტერესების შესახებ ბევრი რამ გაიგეს და მალე ლამაზ ორ ჯკაცზე გაწყობილ სუფრას შემოუსხდნენ. მარტივი მაგრამ გულით მომზადებული სალათები და ხილი. მაგრამ ეს ყველაფერი ორი პატარა გოგოსთვის საკმარისზე მეტიც იყო. კიდე დიდხანს ისაუბრეს მიამ და ნინუცამ ერთმანეთზე. ნინუცამ უკომპლექსოდ მოუყვა ყველაფერი მის ცხოვრებაზე, სამუშაოზე და ასე შემდეგ და დაურთო რომ გაუხარდება მასთან ერთად თუ მიეცემა მიას მუშაობის შესაძლებლობა. შემდეგ მაგიდა აალაგეს და დასაძინებლად წავიდნენ. ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში მიას პირველად ეძინა ასე მშვიდად. დილით კარგ და ენერგიულ ხასიათზეც გაეღვიძა.
-დილამშვიდობისა, კარზე მიუკაკუნა ნინუცამ.
-ღიაა.
-ბოდიში ხომ არ გაგაღვიძე?
-არა, უკვე მეღვიძა.
-ძალიან კარგი, ჩემს მენეჯერს ვესაუბრე გუშინ და დღეს წამოდი ჩემთან ერთად რომ შეხედო რა გარემოა, როგორ ვმუშაობთ და თუ არ იქნები წინააღმდეგი აგიყვანს. -მია მიხვდა რომ ნინუცასა და მენეჯერს შორის რაღაც იყო და გაეღიმა. ნინუცაც მიუხვდა, თავი გადააქნია და საწოლზე ჩამოუჯდა. -ხო მივხვდი რაც გაიფიქრე კი ეგრეა, მე ძალიან მომწონს და მგონი იმასაც.
-ენდობი?
-კი ვენდობი, ჯერ ცუდი არაფერი გაუკეთებია ჩემთვის, არ ზედმეტის უფლება მიუცია საკუთარი თავისთვის, მგონი მე უფრო ვეთამამები ვიდრე ის.
-კარგია, წარმატებებს გისურვებ.
-მადლობა ჩემო კარგო, გაითვალისწინე რომ საღამოს ერთად წავალთ სამსახურში კარგი?
-კარგი, დიდი მადლობა ნინუცა ყველაფრისათვის.
-ეგ არაფერი, რაც შემეძლება დაგეხმარები და რაც არა თავს ზემოთ ძალა არაა. -გაუღიმა ნინუცამ და კარი გაიხურა. მია ისევ გადაწვა ლოგინზე და მხოლოდ ის გაიფიქრა რომ მგონი ღმერთმა მასაც გადმოხედა წყალობის თვალით, ჯერ ასეთი კარგი მეგობარი შესძინა და თან სამსახურიც ასე ადვილად იშოვა. ყველაფრისთვის მზად იყო, დამლაგებლადაც იმუშავებდა რომ საკუთარი თავისთვის მიეხედა. საღამოც მოახლოვდა და მიას ცოტა ნერვიულობა მაინც შეეპარა მიუხედავად იმისა რომ სიტუაცია კარგად იცოდა.
-თუ მზად ხარ წავიდეთ.
-კი მზად ვარ. -ჩანთა აიღო მიამ და მორჩილი ბავშვივით გაჰყვა ნინუცას. კიბეები რომ ჩაიარეს, ნინუცამ მკლავი გაუწონა,
-მიჩოყლაყე?
-უკაცრავად? -ვერ გაიგო მიამ და ნინუცას სიცილიაუტყდა,
-ზუსტად ვიცოდი რომ ეგ რეაქცია გექნებოდა. ძველ ქართულად კავალერს ერქვა ჩოყლაყი და როდესაც ქალს ხელკავის გაკეთებას სთავაზობდნენ ეუბნებოდნენ მიჩოყლაყეო ხო და მიჩოყლაყე. -ამაზე მიასაც გაეცინა და ხელკავი გამოსდო. კარგი მეგობრებივით გაუყვნენ გზას. თბილისი ძალიან ლამაზად მოეჩვენა მიას შებინდებისას. დედაქალაქში მხოლოდ რამოდენიმეჯერ იყო ნამყოფი და არ იცნობდა ამ ქალაქს, მითუმეტეს ღამით. ცოტა კიდევ იარეს ფეხით და ერთ ლამაზ შენობასთან გაჩერდნენ. -აი აქ ვმუშაობ მე. -თავი ასწია მიამ და დიდი დაბურული მინის კარის თავზე დიდი ასებით დაწერილი აბრა ხმამაღლა ამოიკითხა.
-Butterfly…. პეპელა რატომ ჰქვია?
-არც მე ვიცი, მხოლოდ ის მაქვს დანანახი რომ მფლობელს მარცხენა ხელის მტევანზე ზემოდან პეპლის ტატუ აქვს. თან მგონი რაღაც მნისვნელობა აქვს მაგათთვის, მე ვერ ვერ დავუმუღამე. მენეჯერსაც აქვს პეპლის ტატუ კისერზე, უფროსის ძმაკაცები მოდიან კიდე დროდადრო ორი ბიჭები და იმათაც აქვთ. ერთს მკლავზე აქვს და მეორე პოლიციელია და...
-სახელმწიფო სამსახურის მუშაკებს ტატუ ან საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ან არ უნდა უჩანდეთ,
-ყოჩაღ და მაგის გამო არ ვიცი სად აქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ ექნება. კარგი ეს საკიტხები განვიხილეთ ახლა შევიდეთ თორემ დაგვიანების გამო საყვედურს მეტყვიან. -კარი შეაღო ნინუცამ და სასიამოვნო გარემო ცანდა, წყნარი მუსიკა უკრავდა, თითქმის ყველა მაგიდა სავსე იყო და მიუხედავად ასეთი ხალხმრავლობისა მაინც სიმშვიდე იყო. მიას ეს მოეწონა, რადგან რამის ბარი იყო ეგონა სხვა სიტუაცია დახვდებოდა. -გამარჯობათ. -ბართან მდგარ ორ ბიჭსა და ერთ გოგონას მიესალმა ნინუცა. -გაიცანით ბავშვებო ეს მიაა, ჩემი მეგობარი. დღეს ჩვენთან ერთად იმუშავებს. ეს ნიკაა. -მაღალი ლამაზი პირისახის ბიჭზე მიუთითა მიას, მიამ ზრდილობინად დაუკრა თავი.- ეს საბა -საბაც არანაკლებ მომხიბვლელი იყო და მია მიხვდა რომ ამ სამსახურში გარეგნობასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. -ეს კიდევ ლანა.-გოგონას ჯერიც დადგა,
-სასიამოვნოა მია შენი გაცნობა,- ხელი გამოუწოდა ლანამ, მიამაც ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა.
-კარგი ბავშვებო ჩვენ ბაჩოსთან შევალთ და დავბრუნდებით. -ლოგიკურად მიხვდა მია რომ ბაჩო მენეჯერი იქნებოდა. -შემიფასე როგორი ბიჭია. -უთხრა და გაუცინა ნინუცამ.
-კარგი. -მიამაც ჩაიცინა. ნინუცამ კარზე მიაკაკუნა და წყნარად იკითხა.
-ბატონო ბაჩო ნინუცა ვარ შეიძლება? ოთახიდან ხმა არ იყო მაგრამ მალე მათ წინაშე ოთახის კარი გაიღო და გოგონებს წინ უხეში მაგრა საოცრად მომხიბვლელი ნაკვთების მქონე მამაკაცი აესვეტა. რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მიას დანახვაზე უცებ გაჩერდა.-ეს მიაა ბატონო ბაჩო რომ გეუბნებოდით.
-ძალიან კარგი შემოდით,-ხელით ანიშნა ბაჩომ რომ ოთახში შესულიყვნენ.-დაბრძანდით, მია ანუ, ახლა რა ხდება მია, შეიძლება გაგაცნო კიდეც ნინუცამ ლანა, ის ნინუცასთან ერტადაა სმენაში მაგრამ რაღაც-რაღაც მიზეზების და გამო მის გაშვებას ვაპირებ ამიტომ შენ ჩაგსვამ მის ადგილას. ოღონდა შეიძლება ერთი კვირა ან რამოდენიმე დღეს უხელფასოდ მოგიწიოს მუშაობა მაგრამ გარანტიას გაძლევ აგიყვან და ამ დღეებსაც პრემიის სახით გამოგიწერ.
-დიახ არ არის პრობლემა. მთავარია მერე ვიმუშაო სტაბილურად.
-ძალიან კარგი, მაშინ ნინუცას გაყევი ახლა და ყველაფერს აგიხსნის.
-კარგი, ძალიაან დიდი მადლობა ბატონო ბაჩო. -წამოდგნენ და მიაც მორცილად გაყვა ნინუცას.
-ჰე ახლა როგორია? -მიამ ვერ გაიგო რა ეპასუხა, ბაჩოსთვის არც შ ეუხედავს ნორმალურად. მითუმეტეს როგორც მამაკაცს ვერ დაათვალიერებდა და ვერ შეაფასებდა. ისევ ტაქტიანად შეძლო თავის დაძვრენა და ის უთხრა ნინუცას რისი მოსმენაც გაახარებდა.
-კარგი ბიჭია, კარგი წყვილი იქნებით.
-მეც მასე ვფიქრობ. -ჩაიცინა ნინუცამ და გზა უჩვენა მიას. -ეს გასახდელი ოტახია ფორმით უნდა ვიყოთ. ერთი ახალი ფორმა ყოველთვის გვაქვს და იმას მოგცემ.კარადა გამოაღო და საკიდით პერანგი და კაბა გამოიღო. კაბა თავიდანვე მოკლე ეჩვენა მიას მაგრამ ხმა არ ამოუღია. რომ ჩაიცვა მიხვდა რომ ზალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს. ეს ნინუცამაც შეამჩნია. -თავიდან მეც ეგრე ვიყავი მაგრამ მერე მივეჩვიე. თუ გინდა ფორმას შარვლებიც აქვს და შარვალი ჩაიცვი.
-პრობლემა ხომ არ იქნება.
-რომ იყოს არც გვექნებოდა ფორმასთან ერტად. ყველას გვაძლევენ და რომელსაც გვინდა იმას ვიცვამთ.
-კარგი მაშინ კაბა მირჩევნია. - ნინუცამ კარადიდან შარვალი მიაწოდა და მიამაც ამოისუნთქა. მოემზადნენ და დარბაზში გავიდნენ. ახლა უკვე ყველა მაგიდა სავსე იყო. ნინუცამ მიას პატარა ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, ასწავლა მაგიდები ნომრების მიხედვიტ როგორ გაერჩია, მენიუში რა შედიოდა, რა იყო საფირმო და ასე შემდეგ. რამოდენიმე საათის შემდეგ მიას ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიპყრო. ბარის ერთერთ კუთხეში მაგიდა ცარიელი იყო. რამოდენიმე მსურველი ადგილის არქონის გამო უკან გაბრუნდა და არც არავის მოუსურვებია იქ დაჯდომა.
-მაგ მაგიდაზე უფროს და მისი სამეგობრო სხდებიან მხოლოდ, აქ შემომსვლელმა ყველამ იცის ეგ. -ყურთან მამაკაცის ხმა გაიგონა მიამ და შეცბა. -შეგაშინე? -მიამ მოიხედა და საბა იყო. -გამომეტყველებით მივხვდი რომ ეს კითხვა გაგიჩნდა.
-დიახ ნამდვილად მაგაზე ვფიქრობდი.
-არა რაა ხომ ვიძახი ტელეპატი ვართქო. -მიას გაეღიმა საბას ხუმრობაზე. მაგრამ დისტანციურად დარჩა და არ შეიმჩნია.
-მია, მოდი დამეხმარე. -ნინუცამ დაუძახა და მიამაც სწარაფად მიირბინა მასთან, საბასთან საუბრისათვის თავის არიდების საუკეთესო საშუალება იყო მისთვის. მია კარგად ართმევდა დავალებას თავს. მალევე ბარის კარი გაიღო და ხმამაღალი საუბრით და სიცილით შემოვიდნენ ვიღაცეები. მიას ყურში ნაცნობი ხმა ჩაწვდა. ყურები ცქვითა, გონებაში ყველა ნაცნობი ადამიანის ხმა ჩაიარა მაგრამ მაინც ვერ მიხვდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ძალიან ნაცნობი იყო. მობრუნდა მაგრამ ხმის პატრონი ზურგით იდგა. ბიჭებმა გეზი ცარიელი მაგიდისაკენ აიღეს. ერთ მომენტსი მიამ ძალაუნებურად დააღო პირი სათქმელად მანდ ნუ დაჯდებითო მაგრამ მალევე მიხვდა რომ ეს მისი საქმე არ იყო.
-მე მოვემსახურები მათ. -მენიუს ხელი დაავლო ლანამ, კაბა დაიმოკლა და მაგიდისაკენ უკანალის ქნევით წავიდა.
-მაგისათვის აგდებენ სამსახურიდან და მაინც არ იშლის, დეგენერატი.
-რას გულისხმობ? -დააინტერესა მიას ნინუცას სიტყვებმა.
-ნოდარის ძმაკაცს ეპრანჭება ერთს და იმ ბიჭს ისე მოაბეზრა თავი..... აი ნახე ახლა რა ქნას.
-გამარჯობათ. -გაინაზა ლანა და ზურგით მჯდომ მამაკაცს მხარზე ხელი დაადო. მამაკაცი უხერხულად შეიშმუშნა. თავი გვერძე გაატრიალა და მეგობარს ადგილი გაუცვალა. -რას მიირთმევთ? -მენიუ გაუწოდა მათ. ბიჭებმა მხოლოდ ლუდი და მიწისთხილი აიღეს.
-ლანა მადლობა, მაგრამ დღეს მია მოგვემსახუროს. -ლანას სახე აელეწა აშკარად უკმაყოფილო დარჩა ბაჩოს ბრძანებით. მენიუ აიღო და უხმოდ გამოტრილდა. მიას მიუახლოვდა და ცალყბად უთხრა.
-დღეს შენ მოემსახურე მათ. -და მხარი გაკრა. ცოტა დაიძაბა მია, მაინც უფროსს ემსახურებოდა. ნიკამ ლანგარზე კათხები დააწყო და მიას მიაწოდა.
-კათხებს თვალი არ მოაშორო და არ დაგეღვრება. -მეგობრული რჩევა მისცა ნიკამ. მიამ მადლობის ნიშნად გაუღიმა და თავი დაუკრა. სწორედ ასე მოიქცა. კათხებს თვალს არ აშორებდა თან ეღიმებოდა როდესაც ლუდის ქაფი კუთხეებიდან არაფრის დიდებით არ იღვრებოდა. მაგიდასთან მიიტანა და ისე დაალაგა ზემოთ არც აუხედავს. არცერთი მათგანისათვის სახეზე არ შეუხედავს. ერთმა ხელიდან გამოართვა კათხა და მიხვდა რომ ეს იყო უფროსი რადგან ხელის მტევანზე სწორედ მას ჰქონდა პეპლის ტატუ.
-მადლობა. -ისევ ნაცნობი ხმა. უნდოდა აეხედა მაგრამ ვერ გაბედა. თავი დაუკრა მათ და გამობრუნდა.
-ყოჩაღ, კარგად დაიჭირე თავი. -შეაქო ნიკამ.
-თქვენი რჩევა გამომადგა.
-თქვენობით არ გვინდა. აქ მეგობრები ვართ და არაფრით ერთმანეთზე აღმატებულები.
-კარგი. ახლა კიდევ ორი ლუდი ჩამომისხი მეოთხე მაგიდისათვის.
-ახლავე. -გაუღიმა ნიკამ. მიამ ისევ ისე წაიღო ლანგარი და ისევ გაამართლა. მეოთხე მაგიდა ზუსტად უფროსის და მისი მეგობრების მაგიდის უკან იდგა. მიამ მაგიდაზე დადგა ლანგარი და კათხა უნდა გადაედგა როდესაც მისმა მზერამ საინტერესო რამ დაიჭირა. კი ნამდვილად ის იყო. მან ის იპოვა. ეს პეპელა იყო. მართალია თმა ფარავდა და ზომითაც პატარა იყო მაგრამ მიამ მაინც შესძლო და გარკევით დაინახა ფრთებგაშლილი პეპელა კეფაზე. რა უცნაურ ადგილზეა, მხოლოდ ეს გაიფიქრა მიამ, კათხები სასწრაფოდ დადგა და ბარისკენ აიღო გეზი. ნინუცას მიუახლოვდა და უჩურჩულა.
-ვიპოვე.
-რა? რა იპოვე?
-ტატუ. კეფაზე აქვს. თმა ფარავს თან პატარაა.
-მეკაიფები ხოომ?
-არა მართლა.
-როგორ შეხედე. აუ მეც მაინტერესებს.
-მეოთხე მაგიდიდან დავინახე. - ამის თქმა და ნუცას გაქცევა ერთი იყო. მაგიდას მიუახლოვდა და ზრდილობიანად იკითხა,
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ? -თან ცალი თვალი მეორე მაგიდისკენ გააპარა, ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და მია მიხვდა რომ ნინუცამაც დაინახა. პასუხ არც დალოდებია თვითკმაყოფილი გამობრუნდა და მიასთან მიირბინა. -დავინახე, დავინახე, რა მაგარია. იცი რამდენი ხანი ვეძებდით მაგას ყველა.... საბა, ნიკუშ მოდით რა გითხრათ.-ბრისკენ გადაიხარა და მიაც შეუერთდან. -ბიჭებო კეფაზე ჰქონია,
-კარგი, მართლა ყველა მაგას ეძებდით.
-შენ იპოვე? -მოუბრუნდა საბა მიას. მიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -რა მაგარია, ყოჩაღ შეენ.
-ნეტა რა მუღამი აქვს? -თითები დააკაკუნა ნიკამ დახლზე.
-არ ვიცი მაგრამ ზალიან ლამაზია. თმა კი ფარავს მაგრამ კარგად თუ დააკვირდები შენიშნავ.
-მე კი შევხედავ შენ იკითხე თორე. -ენა გამოუყო საბამ ნიკას.
-ამის დედა ვატირე, პირველად მინდ მიმტანობა. არაუშავს აქაც ხომ სხდებიან ხანდახან და დაველოდები.
-მია. -ბაჩოს ხმის გაგონებამ უცებ დაშალა მათი შეკრება. მიას სახელის გაგონებაზე უცნობმა ნაცნობი ხმით უცებ მოაბრუნა თავი მიასკენ. მია ადგილზე გაშეშდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მიამ გულში ინატრა ნეტა მიწა გასკდომოდა. ნაბიჯი ვეღარ გადადგა.
-მია გეძახიან. -ნინუცამ უჯიკა და მიამაც ნაბიჯი გადადგა. აკანკალებული მიდიოდა მაგიდისკენ თან თვალს არიდებდა მათ. ბოლომდე კიდე არ სჯეროდა რომ იმ ხმის პატრონი გამომძიებელი დავით ადეიშვილი იყო. თავში ათასი აზრი უტრიალებდა ერთად. იცნო თუ არა მანაც, აქ როგორ მოხვდა. ან თავად ვინ დაწყევლა ასე რომ შარს თავს ვერა აღწევდა. რა უნდა ეთქვა მისთვის თუ რაიმეს კითხავდა და საერთოდ რა უნდა მოემოქმედებია. მიამ თვალი გააპარა და შენიშნა რომ გამომძიებელი თვალს არ აშორებდა თან სახეზე აშკარად გაოცება ეტყობოდა.
-კიდევ მოგვიტანე ლუდი.
-ახლავე. -ჩუმად ჩაილაპარაკა მიამ და თავ აურებლად გამობრუნდა. გაიფიქრა მგონი გადავრჩიო და მაჯაში ვიღაცამ ხელი მაგრად ჩაავლო. მოულოდნელად აიხედა და დავითის თვალებს წააწყდა.
-გამომყევი ერთი წუთით. -მხოლოდ ეს უტხრა და ბარიდან გავიდნენ.


მაპატიეთ ასე რომ დავიგვიანე უბრალოდ რაღაც გადაუდებელი საქმეები მქონდა ვეცდები მალე და დიდი თავები დავდო



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

შენ არ იცი ეხლა როგორ გამაბედნიერე. ეს დღეები აკვიაატებული მქონდა ეს ისტორია და სიურპრიზიც დამხვდა. მადლობა ამისთვის

 


№2  offline წევრი ankatuna

Chikochiko
შენ არ იცი ეხლა როგორ გამაბედნიერე. ეს დღეები აკვიაატებული მქონდა ეს ისტორია და სიურპრიზიც დამხვდა. მადლობა ამისთვის

მადლობა შენ რომ კითხულობ <3

 


№3 სტუმარი Nini

Male.
Dade shemdegi taviii superr

Imedia ar datoveb ese da gaagrdzeleb

 


№4 სტუმარი Tako

Imediaa Male Dadeeb.Gamixarda dzalian siev ro davinaxe es istoria

 


№5 სტუმარი სტუმარი Lia

Zalian saintereso istoriaa.magari gogo xar shen.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent