შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლის ცხრა მცნება (თავი 1)


16-10-2017, 21:04
ავტორი პოლ ინა
ნანახია 1 184

ისეთივე ჩვეულებრივი დღეა, როგორც სხვები სკოლაში ბავშვები გაკვეთილების დაწყებასა და ახალი თანაკლასელების გაცნობას სულსწრაფით ელიან, რკინის კარი ხმაურით იღება და "ახალი" შემოდის, მოკლე ქერა და ხუჭუჭა თმა აქვს, მზის სხივების გამო თვალები მწვანედ უელავს მოხდენილი თეთრი მაისური და მოკლე ლურჯი ქვედაბოლო მის ლამაზ ტანს ხაზგასმით აჩენს, ყველას მზერა მისკენაა მიმართული და სოწრედ ახლა ხვდება, რომ უცნაური გრძნობაა, როცა "ახალი" გქვია გოგონა კაბას ერთი ხელის მოსმით ისწორებს და მაღალ მანდატურს, რომელსაც მკაცრ გარეგნობასთან ერთად ასეთივე ჩაცმულობა და გამოხედვა აქვს ეუბნება
- გამარჯობა
სალამს უბრუნბს მანდატური და მკაცრ გამომეტყველებას თბილი ღიმილით ცვლის
- მეთერთმეტე მესამე რომელ სართულზეა?
მანდატური თვალებს მომაბეზრებელი იერით ატრიალებს და ეუბნება
- მესამე სართულის მეორე დერეფანში
გოგონა მადლობას უხდის და მითითებას მიჰყვება, უცნაურია, მთელი გზის მანძილზე დაჟინებულ ცქერასა და თვალთვალს გრძნობდა, კლასში შესვლამდე საპირფარეშოში შევიდა სარკეში ჩაიხედა თვალები დახუჭა და ისევ რომ გაახილა ვიღაც დალანდა, ფეხის ხმა გაიგო და ის ის არის იქედან უნდა წასულიყო ძლიერი მოჭერა იგრძნო წელსა და პირზე ვეღარ სუნთქავდა უცნობი კი საპირფარეშოს ბოლოში მიათრევდა
- კარგი გაგიშვებ და არ იყვირო - ჩზესმის უცნობის ნაცნობი ხმა და თავს ზევით ქვევით იქნევს თანხმობის ნიშნად. უცნობი ხელს უშვებს და სუნთქვის საშუალებას აძლევს გოგონა ერთს ღრმად ჩაისუნთქავს და უცნობისკენ ტრიალდება, ხილულით ჯერ გაოცდა შემდეგ კი ბრაზი ჩაეგუბა თვალებში
- ნიკა? შენ აქ რას აკეთებ? დაგავიწყდა...
- ვიცი, ვიცი - შეაწყვეტინა ბიჭმა და თვითონ განაგრძო
- აქ ვერ აგიხსნი ვერაფერს, გამომყევი სანამ ვინმემ შეგვამჩნია
- კარგი... კარგი დამშვიდდი ლილე- ეუბნებოდა საკუთარ თავს და ღრმად სუნთქავდა
- მომისმინე ახსნის დრო არ მაქვსუნდა წავიდეთ... აქ... აქ უბრალოდ საფრთხეში ვართ
- კარგი მაგრამ როგორ გავიქცეთ, კარი დაკეტეს უკვე
- ამ საპირფარეშოსთან მილებს რკინის სამაგრები აქვთ საფეხურებად გამოდგება
- შენ რა სულ გააფრინე? ბიჭო აზრზე თუ ხარ რა საშიშია?
- აქ ყოფნაზე მეტად საშიში? არა!
- კარგი - თქვა გოგომ და ფანჯარასთან ნელა მივიდა რის გამო შენიშვნაც დაიმსახურა, მთელი სიფრთხილითა და მოწიწებით ჩადიოდა ძირს, ჩასვლისას ბიჭმა გოგოს ხელი მაგრად ჩასჭიდა და თვალებში ნდობა რომ ამოიკითხა მაშინ გასწია კქვე ახლოს მყოფი ტყისკენ ბევრი ირბინეს, ბოლოს ძლივს სუნქავდნენ და თანდათან ანელებდნენ სვლას, მალე ლილეს ტელეფონი აწკრიალდა, ლილემ ტელეფონი ჩანთის მხარიდან ამოიღო და ნომერს დაუხედავად უპასუხა
- დიახ გისმენთ - ქოშინით ლაპარაკობდა
- შვილო სად ხარ? - ისმის ქალის შეძრწუნებული ხმა
- სკოლაში დედა ხდება რამე?
- უბრალოდ რაც შეიძლება სწრაფად მოდი სახლში - ქალი გოგონას პასუხს არც დალოდეია ისე გათიშა ტელეფონი, ლილეს სხვა გზა არ ჰქონდა ნიკას აუხსნა რამდენად სახიფათოდ მიაჩნდა დედის ასეთი ხმა, მან ხომ იცოდა დედამისი იმაზე უფრო ძლიერი ქალი იყო ვიდრე გარეგნულზდ ჩანდა და მისი შეშინება ძალზედ რთული იყო...
* * *
ეზო ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სახლის კარს შიშით შეხედა ღრმად ამოისუნთქა ამ გრძნობის გასაფილტრად და კარი შეაღო შესვლისას დაიძახა "მოვედი დედა" ფეხზე გაიხადა და მისაღებში შევიდა, იქ რომ ვერავინ შენიშნა იფიქრდა ოთახში იქნებაო და ხის იმ უშველებელ კიბეს აუყვა შინდისფერი ხალიჩა რომ ამშვენებდა ლილეს არასდროს ყვარებია ეს ასასვლელი რადგან მის სიმდიდრეს უსვამდა ხაზს და ბევრი სწორედ ამის გამო მეგობრობდა მასთან, თანაც შინდისფერი მისთვის არათუ სიყვარულის და ვნების არამედ დანაშაულისა და განხეთქილების ფერი იყო როგორც კი კიბეებზე ავიდა ხელმარცხნივ ყავისფერ კართან მივიდა და დააკაკუნა
- შეიძლება? - ხმა რომ არავინ გასცა სახელური სიფრთხილით ჩამოსწია და ოთახს მოავლო თვალი შიგნით არავინ იყო გამოსვლას აპირებდა მაგრამ გაახსნდა რომ რაღაც უჩვეულო მოხვდა მხედველობაში და ძირში დავარდნილ დისკთან მივიდა იფიქრა რადგან დისკია წერილიც იქნებაო და ძებნას შეუდგა მაგრამ ოთახში წერილი რომ ვერსად იპოვა გადაწყვიტა პერსონალურ კომპიუტერში ჩართო დისკი ასეც მოიქცა, მაგრამ გაწბილდა როცა დისკის გასახსნელად პაროლის შეყვანა დასჭირდა
- ჯანდაბა! დედა რას ცდილობდი?
პირველი მცდარი შეყვანილი პაროლი მისი გარდაცვლილი დის ნინუცას სახელი იყო შემდეგ მისი და მამამისის მაგრამ არცერთი პასუხი არ აღმოჩნდა სწორე როცა მიხვდა რომ ასე ვერაფერს გახდებოდა შეყვანილი მონაცემები ჯერ გადმოწერა შემდეგ კი კომპიუტერთა ულევი ცოდნით და ჰაკერული ჯადოქრობით მისი გატეხა სცადა მთელი ღამე მოანდომა ამას და დილას როგორც იქნა დამთავრდა არა მხოლოდ ძნელი არამედ სახიფათო საქმეც, მონაცემები მის ნოუთბუქს დაუკავშირა და დისკის გახსნაც მალევე შეძლო, ნანახმა კი ერთი მიზანი დაუსახა, მის ასრულებას კი ყველაფერს შესწირავდა უკიდურეს წერტილამდეც კი...
-----
იმედია მოგეწონათ გთხოვთ შემიფასეთ ისტორია მადლობა ყურადღებისთვის




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent