შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე ქორწინება [სრულად]


17-10-2017, 04:08
ავტორი მე♥
ნანახია 17 518

ცხოვრებით უკამყოფილო არასდროს ვყოფილვარ. ცხოვრებით კი არა არაფრით არ ვიყავი უკმაყოფილო. ყველაფერზე მორჩილად და აღტაცებით ვეთანმხებოდი. ალბათ ამანაც განაპირობა შემდეგ ყველაფერი. აბა კაცი, 5 წლის ოჯახს ქერა ქალის გამო,რომ დაანგრევ,სხვა რა უნდა ვიფიქრო?. სასოწარკვეთილი ქალის როლი არ მითამაშია, მაშინაც კმაყოფილმა ვუთხარი წადი თქო. კარები გაიხურა თუ არა ავღრიალდი. <<ჩვენს>> საწოლზე დავწექი და მოთქმით დავიწყე ტირილი. ყველაფერს ვიფიქრებდი,მაგრამ დათო თუ მღალატობდა ვერა მთელი ორი წელი უკან დამსდევდა, მერე სამი წელი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა და ბოლოს გაპარვით დავაგვირგვინეთ. ხუთი წელი ერთმანეთით ვსუნთქავდით. ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. სულ ვგრძნობდი და მეც ვაგრძნობინებდი. შვილი გვყავს ორი წლის, თავიდან ვერ ვაჩენდი, პრობლემები მქონდა მერე, ვიმკურნალე და ბიჭი გავაგორე. დათომ მაშინ უფრო მეტად შემიყვარა. შვილის სიყვარულით დაბრმავებულმა, სხვა ქალისკენ გაიხედა და ოჯახიც დაანგრია. ჩემი დაქალის დას ქმარმა,რომ უღალატა ადრე, მას მერე წიკები მქონდა. მეც არ დამემართოს ეგრე თქო. ბოლო ორი თვე ვამჩნევდი,რომ სხვანაირად იქცეოდა უფრო ცივი და თავშეკავებული გახდა. ვერც ჩემი სავსე მკერდით და ვერც გრძელი გეხებით გავხდი ვერაფერს. მერე სარკეს ვუტრიალებდი მთელი ორი საათი,ორსულობამ ხომ არ გამასუქა თქო. არ ვიყავი ურიგო ქალი და რამ გააცია ეს კაცი ვერ ვხვდებოდი. მერე საყვარლის ვარიანტი გამიჯდა თავში და ავიწურე. ისე ავიწურე და გავიწურე როგორც დაგიბარებია. ბიზნესმენია ჩემო ყოფილი, დადიოდა წინ და უკან. მეც დავყავდი სანამ პატარას გავაჩენდი მერე, ვეღარ ვტოვებდი და დავჯექი სახლში, ცოტა უფორმოც გავხდი. აღარ მოვწონდი ალბათ და იმიტომაც გააპარა თვალი -პარტნიორის მდივანზე. გვერდიგვერდ ოფისებში დარბოდნენ და დამცინოდნენ. შეხვედრაზე გაიცნეს ერთმანეთი ასე მითხრა რატიმ, იმ პარტნიორმა. მისი წასვლიდან მთელი ორი კვირა ცრემლი ვერ შევიშრე, საკუთარი თაავის სისუსტემ სულ მომიღო ბოლო. დათოზე დამოკიდებულებამ ნერვები მომიწამლა, რა იყო ასეთი ერთი წასვლა,რომ ვერ გადამიტანია. ახლაგაზრდა ქალი ვარ ჯერ, შვილი მყავს გასაზრდელი იქნება და მერე ბედი მეც გამეხსნას_თქო?! ვანუგეშებდი თავს და სელპაკს ვცლიდი და ვცლიდი.
ორი თვის შემდგე ისევ რატიმ მიშველა, ჩვენი ახალი პარტნიორი ჩამოდის და უნდა გაგაცნო_ო! არ მითქვამს თქვენთვის რატი ჩემი უფროსია, ქმრის კომპანიაში არ დავიწყე მუშაობა რას იფიქრებენ თქო. ის ქალბატონი მე,რომ წამოვედი ერთ წელში მოეწყო სამსახურში. არ ვიცნობდი არ მინცობდა. რას მამწარებდა?!
კი ბატონო თქო ვუთხარი,როდემდე მეგლოვა ცოცხალი და ბედნიერი დათო?. მეც მაქვს ჩემი ცხოვრება. ალიმენტს გადაგიხდიო, აბა რას იზავ თქო ვუთხარი! მეტი საქმე არ მაქვს ასე გავუშვა, იკადროს შვილია ბოლო ბოლო და უყვარს. მამის სიძულვილს,რომ არ დავუნერგავ ბავშვს იცის და ჭკუაზე არაა! კეთილი და თბილი ხარო მთელი ხუთი წელი მაგას გაიძახოდა.
ჩემი ბიჭი დედაჩემს გავუყვანე და რატისთან წავედი. მისვლისას ჩემი ქმრის შენობას ამრეზიით და გულმოკლულმა ავხედე. ლიფტში სასიამოვნო შესახედაობის ჩემზე ორი თავით მაღალი მამაკაცი შემხვდა. გავუღიმე გამიღიმა. მეხუთე სართულზე ავედით ორივე, დუმილით. რატის კაბინეტისკენ წავედი, მეც ისიც. ჩვენი ახალი პარტნიორი ვიცანი და უფრო ფართოდ გავუღიმე. მშვიდად ვსუნთქვადი ის ქალი აქ, რომ არ მეგულებოდა. ჩემმა ქმარმა თავისი <<ნაშოჩკა>> სახლში დააჯინა,სამსახური რათ გინდაო. მე კი მამუშავებდა, თუმცა რას ვაბრალებ? სულ იმას მეხვეწებოდა სახლში დაჯექი და ბავშვები მიჩინეო. რატიმ და მე იმდენი ვიაფერისტეთ,რომ ჩვენი პარტნიორი გახარბული გავაცილეთ. ჩვენც ასმაგად მოგებულებმა და გახარებულებმა გავიცინეთ. უფროსმა სამსახურში იქით კვირას გამოდიო მითხრა და გამომაცილა. დედაჩემისგან ჩემი ბიჭი წამოვიყვანე და წამოვედი, კორპუსთან დათოს შავი გაპრიალებული მერსედესი დავლანდე! გულში კი გადავიხარხარე ვერ ძლებს უჩვენოდ თქო. ბავში,რომ არ იყოს მოვიდოდა?! მეტი არა ჩემი მტერი. რა ვქნა თავს ზევით ძალა არაა. ტაქსიდან გადმოვედი და ჩემი ბიჭი უფრო მივიკარი მკერდზე, დაგვინახა და ჩვენსკენ წამოვიდა. გაბრაზებლმა შემათვალიერა და შემომიღრინა.

-სად იყავი?

-ბატონო?

-სად იყავით თქო?

-თუ მოდიოდი დაგერეკა და ბავშვს დაგახვედრებდი. _კითხვა ბანზე ავუგდე და სადარბაზოში შევედი, გამომყვა!

-მე გკითხე სად იყავით თქო?

-რა ეჭვიანი ქმარივით იქცევი დათო?_ვკითხე დაცინვით და გასაღები საკეტს მოვარგე. გაშრა ფერები გადაუვიდა,ზუსტად გულზე მოვარტყი და ეს მესიამოვნა. სახლში შევედი შუქები ავანთე და პირდაპირ ბავშვის ოთახისკენ წავედი, მისაღებში დარჩა და დივანზე მოკალათდა. ჩემს ბიჭს საწოლი გავუმზადე და შიგ ჩავაწვინე მე დათოსთან გავედი.

-ყავს დალევ?_ვკითხე ვითომც მოღალატე ქმარი არ იყოს.

-დავლევ._მითხრა და უკან გამომყვა, გაზქურას დაეყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა. ჩემზე კარგად არავინ იცნობს ჩემს ყოფილს, გული უთამაშებდა ისე აინტერესებდა სად ვიყავით მე და კაკი. ჩუმად ირონიულად ჩამეღიმა და გაზქურა ავანთე, ხელები ჰაერში გაასავსავა. გამიხარდა,რომ ვატკინე.

-სამსახურში გავედი._ვუთხარი და მაცივარს მივეყუდე.

- ვა მართლა? კარგია._მკითხა გამომცდელად. რა ეგონა აბა დეპრესიული ქალის როლს მოვირგებდი, <<სალფეთკებს>> და შოკოლად მოვიმარაგებდი და ვიბღავლებდი. ეგონოს და ელოდოს! აღარაფერი ვუპასუხე ყავა დავასხი და მაგიდასთან დავჯექი, ისიც მომიჯდა. დამგელებული უყურებდა ჩემს სავსე მკერდს. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ქაფქაფა ყავა მოსვა, ენა მიეთუთქა კიდევ მესიამოვნა მისი ტკივილი. მე რომ მატკინა ის კარგი და სასიამოვნო იყო? თვალებში ჩამხედა, რაღაცის წაკითხვას ცდილობს. მიცნობ მე ჩემი ყოფილი კარგად ისე როგორც მე მას! სხვა თუ არაფერი რვა წლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და კიდევ ის გაწამებული ორი წელი.

-მენატრები!

-ვა მართლა? კარგია._ვუპასუხე მეც სარკაზმით.

-ნინ, მართლა მენატრები ცუდად ვარ უკვე.

-ჯერ სად ხარ!_ამოვისისნე და ჩემს ყოფილს გამოვეცალე. უკან გაწუწული ლეკვივით გამომყვა. გული ისე ხარხარებდა როგორც აქ არაფერი. _ შენი ნაშოჩკა ვეღარ ქაჩავს დათ?_ კიდევ დავისისინე. ნაშაა აბა რა არის? ცოლად ეგ არ მოუყვანია ჯერ და. სხვის ქმრებზე მონადირე წაკლაა. ბავშვის ოთახისკენ წავიდა, მოეფერა და უკან გამობრუნდა. რაც წავიდა მას მერე მაინტერესებს რატომ გამცვალა იმ ქალში? რა აქვს ისეთი რაც მე არ მაქვს?. ვკითხავდი,რომ არა ჩემი თავმოყვარეობა და პრინციპები. ჩემი ყოფილი ქმარი, გავაცილე და სახლში შემოვბრუნდი.
ჯერ ოფიციალურად არ ვართ განქორწინებულები, არც ეკლესიურად! მაშინ ორივეს გვეგონა, ვსიო ერთმანეთს შევაბერდებითო. როგორ ვიტყუებდით თავს?! ჩემი ახალი პარტნიორი გამახსენდა და გამეღიმა არ უნდა იყოს ურიგო კაცი, სხვა თუ ვერაფერში დათოს მაინც გადავრევ და გავაგიჟებ. ქალის შურისძიება და ოინები მტრისას. არ გაანწაყენოთ და ვერც გამოცდით. გვიანობამდე სოციალურ ქსელში ვიბოდიალე,საინტერესო არაფერი. არც არავინ მწერს, არც არავის ვწერ. ჩემ ცივ და გაბლიკულ საწოლში შევწექი და ტკივილისგან დავიკრუსუნე. დათოს გარეშე ძალიან ცივია <<ჩვენი>> უკვე ჩემი საწოლი.
დილით ჩემი პატარას ჭყლოპინმა გამომაფხიზლა ატლასის გრძელი ხალათი მოვიცვი და მაგრად გავიკოჭე. საწოლიდან ამოვიყავნე ჩემი ბიჭი და სამზარეულოსკენ წავედი. თავის სკამში ჩავსვი მე კიდევ ფაფას ვუმზადებდი. კარებზე ზარია! ყველამ უდრო დროს იცის მოსვლა და გამოჩენა. კარებში ყვავილებით და შოკოლადებით ხელში ზურა იდგა. ზურა ისაა გუშინ, დათოს გამწარებას,რომ ვგეგმავდი. გაოცებული ვყურებდი. მერე ძლივს მოვტვინე და შემოვუშვი, მისაღებსიკენ წავიდა გაჩერდა და საჩუქრები გამომიწოდა. ჩემი ბიჭი სამზაარეულოდან აჭყლოპინდა, აშკარად არ ელოდა და გაკვრივებულმა გამომხედა. დაჯექი და მოვალ თქო. კაკი სკამიდან ამოვაძვრინე და ფაფით ხელში მასთნა გავედი. ბავშვის დანახვისას უხერხულად შეიშუმშნა.

-არ ვიცოდი გათხოვილი თუ იყავი. მგონი ცუდ დროს მოვედი. _თვალების აქეთ იქით ცეცება დაიწყო, ქმარს ეძებს ალბათ.

-ქმარს გაცილებული ვარ._რა გათახსირებული კაცია, სახე ისე მოებრიცა. რაღაცნაირად ამთვალირა და დივანზე კომფორტულად მოთავსდა.

-არ ვიცოდი, ცუდია._ ვითომ ძალიან მიიტანა ჩემი ამბავი გულთან. ესეც იმ კაცების რიგში ეწერება, გათხოვილ და გაცილებულ ქალებზე,რომ ნადირობენ. ნამდვილად არაა ისე ურიგო კაცი, სიმპათიურიცაა და მოხდენილიც. მართალია ჩემს ყოფილ ქმარს ვერ ჯობია,მაგრამ ეგ არაფერი. ეგრე მეგონა მაშინაც,რომ მივყვებოდი არიქა დათოსნაირი კაცი მეორე არ დადის და არავინ დამასწროს _თქო! ისეთი პერიოდი იყო მაშინ, ყველა ქუჩისკენ იყურებოდა. დათო კიდევ სწავლობდა და მუშაობდა. ასეთ კაცს სად იშოვიდი მაშინ? ყურადღებიანიც იყო ერთგულიც,ამ ბოლო ფაქტებს თუ არ ჩავთვლით. ვერ დავუკარგავ იმ სიკარგეს რაც აქვს! ზურა კიდევ ერთხელ შევათვალიერე და კაკით ხელში წინ დავუჯექი. ბავშვს გაუღიმა, დიდი ვერაფერი ღიმილი. აფერისტული! ფაფით ამოვუვსე შვილს პირი და საუბრის წამოწყება ვცადე.

-რამეს დალევ?ყავა ჩაი?

-ყავს დავლევ თუ არ შეწუხდები!_მითხრა და დივანში გასწორდა. კაკი ისევ თავის სკამში ჩავსვი და სამზარეულოში გავედი. დროზე მოვუსწარი, თორემ ხტუნვა ხტუნვით დაენარცხებოდა ჩემი ტელეფონი მეტლახზე. დათო რეკავს!

- გისმენ!

-როგორ ხარ ნინ?_მკითხა ვითომც არაფერი.

-მშვენივრად თავად?

-მეც მეც. კაკი მინდა სადმე გავიყვანო და ხომ გცალია,რომ გამატანო?

-კი ბატონო, როდის მოხვალ?

-კორპსთან ვარ უკვე. ამოვირბენ მალე!

ისეთმა ოფლმა დამსხა,რომ გასაწური გავხდი. ახლა დათომ ზურა,რომ აქ ნახოს მტრისას. მეტი კი არ უნდა. ცუდს კი არაფერს იტყვის,მაგრამ მაიცნ არ მინდა. მეც ვერ გავიგე რა მინდა? გუშინ ვაეჭვიანებ და სისხლს გავუშრობ თქო და დღეს? მეც მიქრის და ვუქრი! ყავა დავადგი და კაკის გავხედე. ზურას ეთამაშებოდა. სითხე ფინჯნებში ჩავასხი და მათკენ წავედი. მინის პატარა მაგიდაზე დავდე სინი და კაკი სკამიდან ამოვიყვანე.

-მამიკო მოვალ ახალ და უნდა გავისეინოთ!_ვუთხარი ბავშვს და ოთახისეკნ წავედი._ ძალიან დიდი ბოდიში ზურა რა! ჩავაცვამ და ახლავე გამოვალ.

-მიდი კაცო, არანაირი პრობლემა.


ბავშვს ჩავაცვი და მისაღებში გავედი. ზურა ტელეფონში რაღაცას ჩაშტერებოდა, ფეხის ხმაზე გამოგვხედა და კაკის გაუცინა. კარებზე ზარმაც არ დააყოვნა, ბავშვიანად წავედი იქით და კარები გავაღე. დათო ერთი ცალი ვარდით ხელში ატუზული იდგა და მიღიმოდა. მესიამოვნა თან ძალიან. ყოველთვის ასე იცოდა, სამსახურიდან ერთი ვარდით ხელში ბრუნდებოდა. ის ორი თვე აღარ მოქნოდა და მეც მაშინ გამიჩნდა ეჭვები. არადა ყველაფერი ისე კარაგდ დაიწყო. ერთმანეთის იქით მართლა ვერავის ვხედავდით. ერთხელ ლავ სთორსაც მოვყვები!
დათომ მისაღებიკენ გააპარა მზერა და ღიმილი სახეზე მიეყინა. ისეთი თვალებით გადმომხედა, გეგონება მისთვის რაიმე, ძვირფასი შევურაცხავი! ვარდი ხელებში უხეშად, მომაჩეჩა და სტუმრისკენ წავიდა. ზურა ფეხზე მხიარულად წამოიჭრა და დათოს ხელი გაუწოდა, დათომაც ჩამოართვა.

- დავით შე ძველო.ეგრე უნდა დავიწყება?_ თვალებ გაფართოვებული ვუყურებდი ზურას და ჩემ ყოფილ ქმარს. ნაცნობობა და დამთხვევაც ასეთი უნდა! ჩემი ბედი იმდენჯერ დავწყველე გულში ვერ მოვთვლი.

-რავიცი საქმეები და ვერ ვიცლი რა. შენ რას შვები?_კითხა და მე გამომხედა. უდანაშაულო ბავშვივით ავიწურე.

-რავიცი მე ვარ რა. გუშინ რატისთან კონტრაქტი დავდე ახალ პროექტზე.

-ის პროექტი ზაზამ,რომ დაიწუნა?

- უხ მე მაგის._ ისე ვიდექი კარებში, ჩემი არსებობა სულ აღარ ახსოვდათ. უხერხულად ჩავახველე, ორივემ გამომხედა და გამიღიმა.

-არ ვიცოდი ერთმანეთს თუ იცნობდით.

-არც მე!_მითხრა დათომ მკაცრად.

-ზურა დათო ჩემი ყოფილი ქმარია._ვუთხარი გაღიმებულმა და ნიშნისმოგებით გავხედე დათოს.

-არ ვიცოდი არ ვიცოდი. _ჩაილაპარაკა სტუმარმა და ისევ დაჯდა.

-მზადაა კაკი?_ვითომც აღარაფერი, მკითხა და ბავშვი გამომართვა. ლოყებზე ოდნავ უკნინა და გულზე მიიხუტა.

-კი მზადაა. ეს მოსასხამი წაიღე, მაინც რომ არ შესცივდეს. ნაყინს ნუ აჭმე, ყელი ვერ აქვს კარგად!_დავარიგე დათო. არადა სულ არ სჭრიდება ჩემზე კარგად უვლის შვილს. ზურას დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. გასვლამდე ერთი შემათვალიერა ღიმილიანი მკაცრი მზერა მესროლა და წავიდა. მისაღებში დამშვიდებული დავბრუნდი, ზურა ყავას სვავდა და გამორთულ ტევეიზორს უყრურებდა. ბავშვის სკამი გავწიე და სავარძელში მოვთავსდი.

-დათოს ცოლი თუ იყავი ვერც კი წარმოვიდგენდი._უხერხულად გავუღიმე და ჩემი ფინჯანი
ავიღე._ დათოს კომპანიამ დამიფინანსაა პროექტი, სამი წელი ვთანამშრომლობდით მერე კონტრაქტს ვადა გაუვიდა და აღარ გავაგრძელეთ. ახლა ისევ მომინდა კარგ კომპანიებთან თანამშრომლობა და რატის კომპანია, დათოს შემდეგ შესანიშნავი არჩევანია!

-გეთანხმები. ყველაფერი სრულფასოვნად კეთდება ჩვენთან.

-კარგი პიარია._ უხერხულობოსგანა ვხურდი.

-პიარიც საჭიროა._ არ დავუთმე.

-რათქმაუნდა._ცარიელი ფინჯანი სინზე დადო და შარვლის ტოტოები გაისწორა._ძალიან დიდი მადლობა, გემრიელი ყავა იყო. წავედი ახლა მე და იმედი მაქვს ურთიერთობა გაგვიგძელდება.

-იმედი მაქვს.


ზურა კარებამდე მივაცილე და სახლში შემოვბრუნდი. ბედი უნდა ყველაფერს, დათოს გასამწარებლად ზურაზე კარგი კანდიდატი არ არსებობს,მაგრამ ძმაკაცობენსავით და არ მინდა. რაც არ უნდა იყოს დათო ჩემთვის პირველი და უკანასკნელი მამაკაცია. ვერავის შევიყავრებ ისე როგორც დათოს. ვერც ზურა შემიცვლის მის სითბოს და ვერც სხვა მამაკაცი. ღალატი ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. ჩემთან სამსახურში ორი ქალია, ორივეს ქმარმა უღალატა. მათ,რომ ვუყურებდი გული მეწურებოდა. ისეთი უბედური და დამჭკნარი სახეები ქონდათ. მეც ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა, გეგონება დავჭკნი. არადა ახლა ვიწყებ გაფურჩქვნას. 30 წლის ვარ მეტის კი არა! 4 წლითაა ჩემი ქმარი ჩემზე უფროსი. ყოფილი ქმარი. გავეყრებით დღე დღეზე. კაკის არყოფნით ვისარგებლე და სახლი მივალაგე. აბა ჩემი შვილის ხელში რა სახლს დავალაგებ? თავზე მამხობს ყველაფერს. დათო,რომ იყო შეღავათი მქონდა რას ამბობ. ყველაფერში მეხმარებოდა, ღამე საწოლიდან არ მაყენებდა მე მივხედავ ძილი შეიბრუნეო! ერთხელ როგორ ვერ უნდა ვნახო ვინ შეცვალა დათო ასე? ჩემი ოჯახის გამაუბედურებელი ძალა,რომ ვერ ვნახო და ისე მოვკვდე ხომ ვიტრიალე საფლავში წაღმა უკუღმა? სახლი დავალაგე და ქანცგამოლეული მივესვენე საწოლზე. ნახევარი საათით ჩამთვლიმა,კარებზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. ნელა წამოვდექი ჩემი ატლასის ქამარი კარგად შევიკოჭე და კარებისკენ წავედი. კარებში დათო და კაკი იდგნენ, მამის მკერდზე მისვენებულს ეძინა ჩემს შვილს და მშვიდად სუნთქავდა. დათო ბავშვის ოთახისკენ წავიდა და საწოლზე დააწვინა, კარებთან ავიტუზე და დათოს ვუყურებდი. გულში კიდევ ჩამწყდა რაღაც. ისე ანთავისუფლებდა მოჭერილი ტანისამოსისაგან შვილს,რომ არც ინძრეოდა. ხალათი მკერდთან ინსტიქტურად გავისწორე და გავტირალდი. ყავის მადუღარა ჩავრთე და სკამზე ფეხმორთმული დავჯექი. ნაბიჯების ხმა გავიგონე, ყურადღება არ მიმიქციევია.

-რა უნდოდა ზურას?

მკითხა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან.არასდორს ეწეოდა სახლში,ახალაც აივნის კარები ფართოდ გამოაღო და გავიდა. კითხვაზე პასუხი არ გავეცი და ყავა ფინჯანში ჩავასხი. ამ ბოლო დროს ზომაზე მეტ კოფეინს ვიღებ, რაც საშინლად არ მომწონს. გაღიზიანებულმა დათომ კიდევ ერთხელ ამათვალიერა და ცოტა ხმამაღლა მკითხა._ რა უნდოდა ზურას აქ თქო?

-რა გინდა დათო?_ახლა მე გავღიზიანდი!

-კითხვაზე მიპასუხე! რა ჩემი ფეხები უნდოდა ზურას აქ? შენთან და ჩემს შვილთან?_ხაზი გაუსვა ოჯახის შემადგენლობას.

-შენს შვილთან არც მოსულა. ჩემთან მოვიდა მესტუმრა. რამე პრობლემა გაქვს შენ? თუ დაგავიწყდა რისთვი წახვედი სახლიდან?

- და ამიტომ რაც გინდა ის უნდა აკეთო?

-ზუსტადაც! რაც მე მინდა ახლა ის უნდა ვაკეთო!_ავყვირდი და ფინჯანი მაგიდაზე დავახეთქე_შენ რაც გინდოდა ხომ აკეთე? ხომ ისამოვნე? ხოდა შემშვი რა.

-რა გინდა ახლა მიგახრჩო მანდვე?_მიყვირა და აივნის კარები ხმაურით მიაჯახუნა. არ მწყენია. უბრალოდ მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ მატკინეს გული, ასე მარტო მაშინ მეხუმრებოდა როცა რაღაცას არასწორად ვამბობდი. მეხუმრებოდა! ახლაც დარწმუნებული ვარ ამაში! დათოს ჩემთვის ზედმეტად არასდროს აუწევია ხმა. დარტყმაზე და მიხრჩობაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

-ნუ მაცინებ! შემეშვი! შეუშვი მაგ თავში,რომ მე და შენ მარტო საერთო შვილი გვყავს...

-შენით მოაგავრე ეგ პრობლემა! ამ სახლში ზურას ფეხი არ ვნახო. ჩემამდე არ მოვიდეს ეგ საქმე თორე მერე დედაშვილიანად აგაწიოკებთ ორივეს!_გაყვირდა მთელ ხმაზე. გაგიჟებული გავარდა სახლიდან. გაღიზიანებულმა მივაწიე ჩემი კოხტა სიტყვები და საძინებლისკენ წავედი. ჯერ ბავშვს დავხედე და მერე <<ჩვენ>> ცივ საწოლში შევწექი... დათოს,რომ არ ეთქვა მეც ვიცოდი,რომ ზურა მეორეჯერ ამ სახლში ფეხს არ შემაოდგავს.
დილაუთენია წამოვხტი საწოლიდან და კაკისთან გავედი. ჯერ ისევ ეძინა, დრო ვიხელთე და კესოს დავურეკე.
-მაგარი გათახსირებული ქალი ხარ!_მისაყვედურა მეგობარმა.

-გამომივლი დღეს?_არც ვაციე არც ვაცხელე.

-სალოც გამოვყვანო?

-წამოიყვანე კაკიც სახლში მყავს.

-კარგი ვაჭმევ და წამოვალთ.

სამზარეულოში გავიქეცი და საჭმელების კეთება დავიწყე. მაცივარი ისეთი გამოცარიელებული მაქვს. რაც დათო წავიდა პროდუქტებს აღარავინ ყიდულობს. მე მაღაზიაში ჩამსვლელი არ ვიყავი ეს ორი თვე, ქალური დეპრესია მქონდა. ბევრ რამეში მომაკლდა დათოს ხელი, მაგრამ ეგ არაფერი. ეგ წავა და სხვა მოვა! კაცებს რა დალევს? მითუმეტეს ერთგულს. ჩემი შვილიც ეყავრება და მეც. ფული ავიღე და მაღაზიიაში წავედი.

***
ჩვენი პირველი შეხვედრა უნოივერსიტეტის ეზოში შედგა. მე პირველ კურსელი ვიყავი, იმას დამთავრებული ქონდა სასწავლებელი და მუშაობდა! ჩემს კურსზე ერთი ცისფერთვალება ქერათმიანი ბიჭი იყო ხოლმე, ყველა 'სვანს' ეძახდა. მეც ასე ვიცნობდი, ნამდვილი სახელი მეორე თვეს გავიგე. ცისფერთვალება 'სვანი' ჩუმად მეტრფოდა თურმე. არც მე ვიყავი გულგრილი, არ ვიმჩნევდი და არც ის იმჩნევდა. დუმილში გაილია მთელი ორი თვე მერე, გამოჩნდა დათოც. 'სვანს' ესტუმრა. დეიდაშვილები აღმოჩნდნენ. ასე გრძელდებოდა დათოს ვიზიტები ჩემს სასწავლებელში. არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ მუცელი ისე მტკიოდა მისი ყურებისას სულ აღარ მახოსვდა 'სვანი'. ლექცია გაგვიცდა ერთხელ, დათოც ეზოში იდგა და 'სვანს' რაღაცას გამალებით უხდნიდა. ესეც თავის სტიქიებში იყო და ხელებს უშლიდა.
ისე დამცხა მათი ყურებისას ლოყებიც ამიხურდა. რატომ დამცხა? დედიაშვილს იმხელა მუშტი მოუქნია დათომ,რომ მიწაზე უკუღმა გააგორა. არც შეუხედავს მისთვის ზედ, ისე გავიდა სასწავლებლის ეზოდან. ჩემმა კურსელმა გოგონებმა იმ წამსვე მიირბინეს <<ჩალუჯებულ>> 'სვანთან' და ადგომაში მოეხმარნნე, ჩემსკენ გამოიარა ხელი ნატკენ ადგიალს ედო. ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა და სწრაფად არიბინა კიბეები. მაშინაც დამცხა.
კესომ ბიბლიოთეკაში წავიდეთ და ვიმეცადინოთო, სიხარულით დავთანხმდი. სახლში წასვლას ყველაფერი მერჩივნა. მამაჩემის მორიგ სცენებს ვერ გავუძლებდი. ერთ საათზე მეტხანს ვიმეცადინეთ, მერე კესოს ძმამ დაურეკა და წავიდა. მე დავრჩი ბიბლიოთეკაში და წიგნს ჩავაშტერდი. შენც არ მომიკვდე! არაფერი შემდიდოა თავში, სულ დათოს მოქნეულ მუშტზე ვფიქრობდი. ფიქრებიდან ჩემს წინ სკამის ჭრიალის ხმამ გამომიყვანა სწრაფად ავწიე თავი და << ჩალურჯებულს>> შევხედე. ისევ დამცხა.

-დიმიტრი სვანი!

-ნინა მაკალათია!

-ნინა ნინა.. ლამაზი სახელია ნინა._ისე მელაპარაკებოდა ახლა სულ გამაცია ტანში. დაბოღმილი ხმა ქონდა. ხმა არ გამიცია ისევ წიგნს ჩავაშტერდი. არც იმას უთქვამს რამე, ადგა და წავიდა. შვებით ამოვისუნთქე თითქოს რაღაც მომეხსნა მხრებიდან! მას შემდეგ ჩემთან საეჭვოდ დაახლოვდა 'სვანი' რომელის სულაც არ ყოფილა სვანი! გვარია ასეთი.


***

კაკით ხელში სამზარეულოდან მისაღებში დავრბოდი და საჭმელს ვამზადებდი. კარების ხმაზე გახარებული წავედი იქით და დიდი ხნის უნახავი მეგობარი და ნათლული ჩავკოცნე. ბავშვები მისაღებში დავაჯინეთ და სამზარეულოში გავედით. კესომ იცოდა დათოს <<ყოჩაღობები>> მგონი ეს ჩემზე ძალიან გაბრაზდა მაშინ. დათო კესოსთვის სამაგალითო ქმარი და მამა იყო. ამ მოვლენებამდე. მერე შეიცვალა დათოც და წარმოდგენაც მასზე. სიგარეტს აბოლებდა ჩემი მეგობარი და თან დათოს საქციელებზე ეცინებოდა.

-არ ახუნტრუცებულიყო. შეერგო ოჯახი და კარგი ცხოვრება! მოუნდა ბიჭს ცოლიც და საყვარელიც. სადა ეგრე გენაცვალე? აგერ ჩემს ზევით კანთელაშვილები,რომ ცხოვრობენ. ქმარმა უღალატა ერთი თვის წინ, დილით გაიგო ამ ქალმა საღამოს ჩემოდნები სადარბაზოში დაახვედრა. ახლოსაც არ ასუნინებს ბავშვებთან. ჩემთან იყო ჩამოსული გუშინ, ფერი აქვს ისეთი მე,რომ არ მაქვს. გგონია ეტყობა ქმრის წასვლა? ზუსტად ასე მითხრა. " სიგარეტს უფრო თავისუფლათ ვეწევიო" პირი დამრჩა ღია. ბავშვებს ვანახებ ცოტახანში ჯერ მოვიდეს კარგად ჭკუაზეო. შენც ეგრე უნდა მოიქცე, ცოტა შეუქიქინე და ნახავ როგორ შეგეხვეწება. ჯერ სადაა? მოჯდება და მოფოფხდება! ნოდომ,რომ გაიგო დათომ მიქარაო გამართლება სცადა " კაცია და სურვილებს აყვაო" ისე დავუბრიალე თვალები პირში ენა ვეღარ მოიტრიალა. შენ გგონია ის წაკლა ქალი უყვარს? ნუ გამაცინებ თუ ქალი ხარ! როდის იყო კაცი ეგეთ გათახსირებლს იყვარებდა? დათომ ჩვენზე უკეთ იცის რაცაა ის. ერთხელ მოინელა და ეგაა რა. მეორეთ თუ გაივლის მაგასთან საკითხავია.

-სახლში დააჯინა არ იმუშაოო, რა გავლა გამოლაზეა საუბარი? შენ გგონია რამე თქვა,რომ ვუთხაირ ყველაფერი ვიცი_თქო? არაკაცი ვარო და გაიხურა კარები? რა ველაპარაკო მაგის მერე? გუშინდელი ხომ საერთოდ. მომიწყო ეჭვიანი ქმრის იტერიკები. ლამის გავგიჟდი ცოტაც და ალბათ ვიფრენდი მეექვსედან. კაკიზეა გადამკვდარი თორემ აქამდეც გავუძახებდი.

-ისე ის ზურა კაი ტიპია?

-ეგეც კარგი აფერისტია!

-ზურა კი არა დათოს მიხედე შენ! შენ ჩემზე უკეთ იცი მაგის იქით ვერავის,რომ ვერ გახედავ. აწვალე,აწამე და შეურგიდი.

-გახედე ერთი ბავშვებს, არაფერი მოიწიონ.


კესო საღამომდე დარჩა ჩემთან,საღამოს ნოდომ გამოუარა და წავიდნენ. დათო იმ დღეს საერთოდ აღარ გამოჩენილა მეც მეტი რა მქონდა საქმე? დავაძინე ჩემი კიკირიკო და გადავეშვი მოგონებებში..


***


იმ დღის შემდეგ სვანმა საგრძნობლად მოუხშირა ჩემს მოკითხვებს. სახლშიც გამაცილა ერთი ორჯერ. თავისი დეიდაშვილი საერთოდ არ გამოჩენილა იმ დღის შემდეგ. ცუდი ბიჭი სულაც არ იყო "სვანი" მხიარული და გაწონასწორებული ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. თავიდან კი არ მომდიოდა თვალში,მაგრამ მერე შევეჩვიე და შემეჩვია! მეგობრობის ფარგლებს ჩვენი ურთიერთობა არ გაცელილა. კესოსაც გავაცანი, თავიდან უჟუჟუნეს თვალები,მაგრამ მერე გამოჩნდა ნოდო და არ აეწყოთ!
მესამე თვე იწურებოდა დათოს გაუჩინარებიდან, ლექციები გვიან დამიმთავრდა, ბიბლიოთეკაშიც შემოვრჩი და საღამოს 7 საათისთვის გამოვედი სასწავლებლიდან. სასწავლებლის კიბეებზე თავჩაქინდრული დათო იჯდა. ხელში ხვეული ქაღალდები ეჭირა და მძიემდ სუნთქავდა. ფეხის ხმაზე ამომხედა და გამიღიმა. მუცელი ისევ ამტკივდა. ფეხზე წამდოგა და ჩემს დაბლა ჩასვლას დაელოდა. ჩავედი თუ არა ხელი გამომიწოდა და მომესალმა.


-დათო არაბული.

-ნინა მაკალათია.

-თუ წინააღმდეგი არ ხარ გაგაცილებ.

- არა არ ვარ წინააღმდეგი!


ასე დიაწყო ჩვენი ნაცნობობა. თავიდან ვჭირვეულობდი. ორი წელი მაინც ვაწუწუნე სანამ ნორმალურად დაველაპრაკებოდი. მერე ის მაცილებდა მეც სიამოვნებით ვთანხდმებოდი.მერე იყო ბიბლიოთეკაში ერთად სიარული. მერე იყო პირველი პაემანი,რომელიც არ შედგა დათო ვერ მოვიდა. მერე იყო გაბუტვები და არ შერიგებები. საერთოდ არ მინდოდა ერთი პერიოდი დათოს დანახვა როგორ გამაბრიყვა თქო. სახლი ყვავილების ბაღად გადამიქცია. დედაჩემმა მალე შეურიგდი, ან ქენი რამე თორემ მამაშენი ჩამოვა და მიიღებსო. შემეშინდა და მეორე დღესვე ვნახე. ჩვენი არშემდგარ პირველ პაემანს თუ არ ჩავთვლით, << პირველი პაემანი >> შედგა. კინოშიც დავდიოდით,თეატრშიც, ცირკშიც, კონცერტებზე. ჩვენი ურთიერთობიდან ყველაფერი სასიამოვნო იყო... არაჩვეულებრივი შეყვარებულობის პერიოდი, მერე სასიამოვნო მოსაგონებელია. ცოლობა ყველაზე ორიგინალურად მთხოვა. ჩვეთან სასწავლებლის ეზოში. შეკრიბა ჯგუფი და ჩადგა შუაში. ჩემი ლექტორი მოიყენა გვერდით და ჩემი ხელი სთხოვა,მამასავით იყო ბატონი გუჯა ჩემთვის და იმიტომ! არანორმალური იყო მაშინ დათო და მე ეს არანორმალური ძალიან მიყვარდა!



***


განქორწინების საბუთებს ხელი მოვაწერეთ და მაჩის ბიურო უხმოდ დავტოვეთ. წყნარად მშვიდად გავეყარე ქმარს.რომელიც დღემდე მიყავრს და მერეც მეყვარება. აბა ასე ადვილია გადაიყვარი და გულიდან გაუშვა? სულაც არა! ჯერ შემაყვარა თავი და მერე წავიდა. ბედი უნდა ყველაფერს. ბედნიერებასაც და უბედურებასაც. შიშით ვიცხოვრე მთელი ხუთი წელი. ახლა დასრულდება ეს სიტკობო და სიამე თქო. ახლა, ახლა ,ახლა და აჰა! ბოლოს მართლა დაასრულა მოსიყვარულე ქმარმა. კაკისთან ყოველი დღის ბოლოს მოდიდოდა. მეც მნახულობდა, მომიკითხავდა გადაკრულად და ესაა! არც თბილი მოკითხვები,არც ეჭვიანობის სცენები. სულაც აღარ იყო ის დათო მე,რომ ოდესღაც ვიცნობდი. ზურასთან შეხვედრები გახშირდა,სამსახრუშიც და კაფეშიც. სახლში არა! საქმეზე ვისაუბრებდით და ჩვენ ჩვენი გზით მივდიოდით. ასე წვალებაში გავიდა განქროწინებიდან 6 თვე, დათოს წასვლიდა 8თვე. კაკი ბაღში შევიყვანე და მეც ამოვისუნთქე. უფრო თავისუფლად ვმოძრაობდი. დედაჩემთან, რომ ვტოვებდი მეშინოდა,არაფერი მოიწიოს და არ დავიღუპო თქო. ბაღში შევიყვანე და ნერვიულობაც მომეხსნა. დედაჩემს არ ვენდობი გგონიათ? ვენდობი,მაგრამ ჩემია გიჟი და გადარეული. მოკლავს იმ ქალს და რამეს მოიწევს თვითონაც. კვირაში სამჯერ დათოს გამოყავდა ბაღიდან და თავსითან მიყავდა, არ ვეწინააღმდეგებოდი. ვიცოდი,რომ იმ ქალთან შეხება არ ქონდა ჩემს შვილს. დათო უფრო და უფორ გაცივდა, მეც გავცდივდი. ღამღამობით თუ წავუტირებდი გულამოსკვნილი. კესოს რჩევადარიგებები ისე მშველიდა როგორც ფსიქოლოგის. ნოდოც მოდიოდა ჩემთან და მაცინებდა. დათო არ იყო ერთი თორე დანარჩენი ყველაფერი ისევ ისე იყო.


ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში მვიდივარ. ჩემს კაბინეტში ვზივარ და რატის ახალ პროექტზე ვესაუბრები, კარებზე ნაზად დააკაკუნა აშკარად ქალმა. "მობრძანდით" თქო გავძახე. ლამაზი მაღალწელიანი ქალი შემოვიდა კაბინეტში ღიმილით. რატის ფერები გადაუვიდა, მე მივხვდი! ის ვერა! აშკარად არ იცოდა ვინ ვიყავი. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. სურდო ავიკიდე თითქოს ისე ვსუნთქავდი. ქალს აშკარად დაძაბულობა დაეტყო ჩვენი შემხედვარე. ისე მინდოდა ახლა მის წინ დათო მდგარიყო როგორც არაფერი. პირვლად მომინდა იმ <<ცივ>> საწოლში ვიწვე და ვტიროდე. სახეალეწილი ადგა რატი და ქალს მიუახლოვდა. ალბათ მიხვდა ვინც ვიყავი და უკანმოუხედავად გატრიალდა კაბინეტიდან. შერცხვა? თუ ნამუსმა შეაწუხა? არ ვიცი არ ვიცი! რატიმ ბოდიში მომიხადა დაკაბინეტი დატოვა. მე ვიჯექი სკამზე გაშტერებული და იმ სივრცეს ვუყურებდი წეღა ის ქალი,რომ ავსებდა. ერთი სურვილი ხომ მაინც შევისურლე. აღარ მომიწვეს საფლავში წაღმა უკუღმა ტრიალი.
როგორც მერე გავიგე,რატისთან სამსახურის სათხოვლენად მოვიდა ქერა!

სახლში დაბრუნებულს დათო ჩემთან დამხვდა,დივანში იჯდა და კაკის ეთამაშებოდა. ვითომც არაფერი მივესალმე და ბავშვს მოვესიყავრულე. მერე ოთახში შევედი და ტანსაცმლის გადმოლაგება დავწიყე. ცოტახანი აქაურობას,რომ არ გავეცალო გავაფრენ. უნდა განვიტვირთო,კაკის დავუტოვებ მამამისს და წავალ მარტო. სულ მარტო და ყველაფრის გარეშე. ტელფონსაც და კომპიუტერსაც აქ დავტოვებ. ჩემოდანი შევკარი და მისაღებში გავაგორიალე. გაოცებულმა შემომხედა ყოფილმა. წინ დავუჯექი ჩემს შვილს და ვეფერე. იმდენი ვეფერე სანამ არ წამოიტირა. დათო მე და ბარგს თვალს არ გვაცილებდა. ვერც კითხვა გაბედა,ანერვიულებული ათამაშებდა ბავშვის კუბიკს ხელში.

-მე ცოტახანით ქალაქიდან გავდივარ! ბავშვს ხომ დაიტოვებ?

-კაკის გარეშე მიდიხარ?

-ხო ცოტახნით. უნდა დავისვენო!

-დავიტოვებ როგორ არა. რამე გჭირს?

-რა უნდა მჭიედეს? ჰაერის გამოცვლა მინდა. 8 თვეა აქედან არ გამიხწევია. ბავშვს თუ რამე დასჭირდეს იცი სად რა არის. აქ იყავი და აქ გყავდეს. უფრო გაგიადვილდება მოვლა! ტელეფონს ვტოვებ! თუ რამე დაგჭირდეს ნოზაძეებთან დარეკე, ნომერი ხომ იცი?

-კი ვიცი შენც დარეკე თუ რამეა!


ჩვილს კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და ბარგს ხელი დავავლე. უკანმოუხედავად გამოვიხურე სახლის კარები. მარშუტი ჩემი სოფლისკენ მქონდა აღებული. სახლში შესვლისას ისეთი დაღლილი ვიყავი, არც მოგონებების თავი მქონდა და არაფრის. მივალაგე და დავწექი. სად გინდა გაექცე ფიქრებს? ვერსად! აქაც დათოზე ფიქრები წამომეშალა. აქ ვისვენებდით ყოველ ზაფხულს. რა დრო იყო, დაუვიწყარი. მგრძნობიარე და თბილი! აბა ახლა უგრძნობი და ცივი!
ორი დღე სოფელში ძლივს გავჩერდი. ეკლებზე ვიჯექი, კაკი მენატრებოდა საშინლად. ტელეფონიც არ მქონდა. სასწრაფოდ გადავედი ჩემს მეზობლებთან და დამარეკინეთ_თქო ვთხოვე! კესოს დავურეკე და ამბები გამოვკითხე. სასწრაფოდ ჩამოდიო მითხრა. არ ინერვიულო თან დააყოლა. რა ადვილია გული ლამის გადამიქანდა! სული წამივიდა სანამ თბილისში ჩავედი. გზაში ათასჯერ გამოვიტირე ყველა, სამჯერ მაინც! პირდაპირ სახლში მივაჭერი. არავინ დამხვდა კესოს წერილი დაუტოვებია ჩვენთან სასწავლებელში მოდიო! სულ გაგიჟდა ეს ქალი_თქო ვიფიქრე და პირდაპირ სასწავლებლისკენ ავიღე გეზი. ეზოში შესვლისას ისე ავტირდი როგორც დაგიბარებიათ. საერთოდ დამავიწყდა ყველა და ყველაფერი. მარტო ჩემს ლექტორს და დათოს ვუყურებდი. გაღიმებული მიყურებდა ჩემი ყოფილი და ლექტორს უკვე მეორედ სთხოვდა ჩემს ხელს! მოხუცმა კაცმა ღიმილით გადაულოცა ჩემი თავი დათოს.
ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ და ჩემს წინ ჩაიმუხლა.

- გახდები ჩემი ცოლი და ჩემი დანარჩენი შვილების დედა?

-კიდევ უნდა გამამწარო ხო?

-რა გინდა ახლა მიგახრჩო მანდვე?

-ნუ მემუქრები!

-მაშინ გამომყევი ცოლად მეორედ!

-და საბოლოოდ?

-რავიცი თუ გინდა კიდევ ერთხელ ვიმაიმუნოთ!

-გამაიმუნებ მე შენ. დამარჭე ეგ ბეჭედი და ადექი. სულ გამეყინა ტუჩები.

-საწოლიც გაიყინა და ტუჩებიც!




2012 წლის 12 სექტემბერი!

_____________

ეს ისტორია ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მოიღებელ საკითხზე მაქვს დაწერილი, მაგრამ რა ვქნა ასე მოხდა და მომიწია დამეწერა... იმედია თქვენ ისიამოვნებთ <3
პ.ს ისტორია ძველია. <3



№1 სტუმარი სტუმარი თათუ

მართლა რაღაცნაირი თემაა,მაგრამ დასასრული მომეწონა ❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Gushin sheni istoriebi romardamxvda ise damaklda ragac. Mteli dge ver shevivse danaklisii. Ai diabetians rom shaqari moundeba isee. Madloba shennn. Fantastiuri gogo xarr. Da icode yoveldge gelodwbiiii.

 


№3  offline წევრი Indigo

ისეა დაწერილი, გაბრაზებაც ვერ მოვახერხე 'იმ' საკითხზე. :დდ
რაღაცნაირად თბილად და ტკბილად შემომაპარე.
ჩვეულებრივად გამაბრუე.

პ.ს. გუშინ დამაკლდი!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline წევრი miyvarxar1992

შაქარყინულოო ესევ ვიციოოოოო და რა ვქნაააა.გამათბე და დამატკბე ხელახლააა ჩემო გემრიელოოოო.მიყვარხარ მე შენ უხ heart_eyes

 


№5  offline წევრი ))♡

Arvelodii iseti kargi iyoo sauketeso xarr chemo dedofalo ♡♡♡♡♡♡♡♡
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№6  offline წევრი Maria Dadiani

Kargadaaa dawerili da weria stilis momwons.unralod es Tema da aseti dasaxuli ar momwons....chemtvis miugebelia.

 


№7 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi istoriaa,cxovrebiseuli.gagvaxare kidev.
Dade saintereso motxroba.
Mikvarxar me❤

 


№8  offline წევრი INGOBERNABLE

რაღაცნაირად კარგი იყო, მომეწონა ძალიან❤❤ შენი ისტორიები მახარებს ძალიან❤❤. კარგი ხარ ასე გააგრძელე.❤

 


№9  offline მოდერი მე♥

სტუმარი თათუ
მართლა რაღაცნაირი თემაა,მაგრამ დასასრული მომეწონა ❤️

ჩემთვის პირადად ის რაც ბოლოში მოხდა გაუგებარია და პირადად მე არ ვეთანხმები, მაგრამ ამ ისტორიის ნაწილი ვარ და ძალიან მინდოდა დამეწერა. <3 დიდი მადლობა <3
Qeti qimucadze
Gushin sheni istoriebi romardamxvda ise damaklda ragac. Mteli dge ver shevivse danaklisii. Ai diabetians rom shaqari moundeba isee. Madloba shennn. Fantastiuri gogo xarr. Da icode yoveldge gelodwbiiii.

ვაიმე, ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ საშინელი სურვილი გამიჩნდა კიდევ უფრო მეტი დავდო და დავდო, მაგრამ საშუალება არ მაქვს. <3 ძალიან დიდი მადლობა საყვარელო, უზომოდ გამახარე და გამაბედნიერე შენი თბილი სიტყვებით. <3 ვეცდები ყოველ დღე გასიამოვნო. <3
Indigo
ისეა დაწერილი, გაბრაზებაც ვერ მოვახერხე 'იმ' საკითხზე. :დდ
რაღაცნაირად თბილად და ტკბილად შემომაპარე.
ჩვეულებრივად გამაბრუე.

პ.ს. გუშინ დამაკლდი!

მსგავს თემაზე თუ წერ უნდა დაწერო ძალიან დეტალებში და ბოლოს დრამატულად დაასრულო, რატომღაც მე ასე მგონია... მაგრამ ეს ისტორია როცა დავწერე და ეს იყო ძააალიან დიდი ხნის წინ, მაშინ სხვანაირი სიტუაცია იყო, ახალი გადაგორებული მქონდა ეს ამბავი და ვეცადე სხვანაირად დამეწერა, რომ არ დამეწერა არ გამოდიოდა საშინლად მინდოდა. <3 დიდი მადლობა...
გუშინ დამაკლდიო და ახლა შეიძლება ავღნავლდე... სიყვარული ხარ! <3
miyvarxar1992
შაქარყინულოო ესევ ვიციოოოოო და რა ვქნაააა.გამათბე და დამატკბე ხელახლააა ჩემო გემრიელოოოო.მიყვარხარ მე შენ უხ heart_eyes

მე კიდევ შენ მიყვარხარ ძალიან დიდზე! <3 ოქროვ და ბრილიანტოვ! <3
))♡
Arvelodii iseti kargi iyoo sauketeso xarr chemo dedofalo ♡♡♡♡♡♡♡♡

სიხარულის ფერია ხარ შენ! <3
Maria Dadiani
Kargadaaa dawerili da weria stilis momwons.unralod es Tema da aseti dasaxuli ar momwons....chemtvis miugebelia.

მარია, როგორ გეთანხმები რომ იცოდე. ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ხშირად გვხვდება და გვიწევს იმ ამბებთან ურთიერთობა რაც ჩვენში არ ზის... ჩემთვისაც ყველანაირად მიუღებელია ამ თემაზე ეს რეაქცია. <3 მესმის შენი <3
სტუმარი Lia
Kargi istoriaa,cxovrebiseuli.gagvaxare kidev.
Dade saintereso motxroba.
Mikvarxar me❤

უხ მე! რა სიტბოება ხარ! <3 როგორ მავსებ და მაბედნიერებ!
მეც ძალიან, ძალიან გყვარობთ! <3
BidBif
რაღაცნაირად კარგი იყო, მომეწონა ძალიან❤❤ შენი ისტორიები მახარებს ძალიან❤❤. კარგი ხარ ასე გააგრძელე.❤

რაღაცნაირად მოახერხე და გამაბედნიერე შენ მე! ამისთვის უღრმესი მადლობა! <3
--------------------
ა.ა

 


№10 სტუმარი Qeti

ძალიან მჭირდებოდა ამ თემაზე წაკითხვა რამის. ეხლა ვარ იმ მდგომარეობაში რომ არ ვიცი რა ვქნა. მიყვარს და ვერ ვპატიობ. მადლობა ამ ისტორიისთვის.

 


№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაი იყოოო მომეწონააა მე მომწკნს შენი ისტორიებიი

 


№12 სტუმარი ტატუკა

მომწონს შენი ისტორიები.ესეც ძალიან მომეწონა კარგი იყკ მართლა

 


№13  offline მოდერი მე♥

Qeti
ძალიან მჭირდებოდა ამ თემაზე წაკითხვა რამის. ეხლა ვარ იმ მდგომარეობაში რომ არ ვიცი რა ვქნა. მიყვარს და ვერ ვპატიობ. მადლობა ამ ისტორიისთვის.

ძალიან დიდი მადლობა.... ძალიან რთულია, მესმის შენი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. <3
ნარჩიტა
კაი იყოოო მომეწონააა მე მომწკნს შენი ისტორიებიი

როგორ მიხარია შენ არც კი იცი.. <3 მადლობები <3
ტატუკა
მომწონს შენი ისტორიები.ესეც ძალიან მომეწონა კარგი იყკ მართლა

ტატუკა, რა კარგი გოგო ხარ, დიდი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 


№14  offline წევრი kaisha13

zalian kargi istoria iyo rac shentan arc mikviirs...))) warmatebebi...

 


№15 სტუმარი harrietal

გამარჯობა ყველას! ჩემი სახელი ქალბატონი ჰარიეტ ბენ, მინდა გინდა ბიჭები, რომ დამეხმარო მშვიდობისა და ღირსების მქონე ადამიანს, მთავარი რესტავრატორი, დოქტორი ალაშირა..მე არასოდეს მომწონს ჩემი ცხოვრება, რომ ეს არ იქნება, სანამ არ შევხვდი. .. ვინ მიმაჩნია მშვიდობის დამყარება ჩემს სახლში, ჩემი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობს, მან დამეხმარა დაბრუნდი ჩემი ყოფილი მეუღლე, რომელმაც ხუთი წელი დატოვა, ის ჩემთვის დაბრუნდა, ახლა კი ორსულად ვარ ორსული. მისი კარგი მუშაობა სიტყვას, შეგიძლიათ ელ.ფოსტა .. dr.alashirao1 @ gmail.com ან კონტაქტი WhatsApp + 2348034395438..thank თქვენ კითხულობს ჩემი ჩვენება ღმერთი, რომელიც ჩემთვის იქნება alsodo itforyou justcontact მას და ის იქნება დაგეხმაროთ .. ელ-ფოსტა [email protected] ან WhatsApp +2348034395438

thanks to a great Dr alashira for your wonderful work, me and my husband say thank you...I have been searching for a fruit of the wormb for 7 years no ways nothing seems to happen I have been to many hospital and countries still no way before I have introduced me to a great Dr Alashira..he said he help him bring her man back to her for many years she have been divorce her man left her for another woman..but when he complain to Alashira every thing worked well and the husband is back the are living happily now..she ask me to meet with him, I never believe at first but she ask me to.. and I did..just last months doctor confirm I am pregnant..the scan show that is a baby girl..I am geeatful to you Alashira.. I promise to tell the whole world your name.. contact him [email protected] call or WhatsApp +2348034395438..

thanks to a great Dr alashira for your wonderful work, me and my husband say thank you...I have been searching for a fruit of the wormb for 7 years no ways nothing seems to happen I have been to many hospital and countries still no way before I have introduced me to a great Dr Alashira..he said he help him bring her man back to her for many years she have been divorce her man left her for another woman..but when he complain to Alashira every thing worked well and the husband is back the are living happily now..she ask me to meet with him, I never believe at first but she ask me to.. and I did..just last months doctor confirm I am pregnant..the scan show that is a baby girl..I am geeatful to you Alashira.. I promise to tell the whole world your name.. contact him [email protected] call or WhatsApp +2348034395438..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent