შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იოანა (სრულად)


17-10-2017, 21:06
ავტორი once upon
ნანახია 7 336

ოქროსფერი ბიბლიოთეკის ორფრთიანი კარი გაიღო და მიიხურა.
თაროებთან შეყუჟულ წიგნის ჭიებს კარის გაღებას მოყოლილი სუსხი არც შეუმჩვნევიათ, სათვალეწამოცმული ცხვირები ვინ იცის, რომელ სამყაროში ჩაეყოთ და გამუდმებით მოხამხამე თვალებზე ეტყობოდათ, სულ არ აინტერებდათ აქ რა ხდებოდა.
საოცარი სითბო იდგა დარბაზში, კედლებზე დამონტაჟებული ბრებიდან გამომავალი ოქროსფერი, მდიდრული სინათლე ეფინებოდა წიგნებით გადაჭედილ თაროებს. ანათებდა მათ დროსთან ერთად გაცვეთილ, თუმცა მაინც ლამაზ ყდებს, პატარა მაგიდებს, პატარა სკამებით. რბილ სავარძლებს, ახალგაზრდებს რომ დაეკავებინათ...
ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე საინტერესო სიჩუმე იდგა დარბაზში. სხვადასხვა სამყაროების შერწყმის სიჩუმე... სიტყვების, ასოების და წიგნების...
ოთახის სინათლე რაფაზე მჯდომი გოგონას თმაზე ოქროსფერს უფრო ამუქებდა და აბრწყინებდა. ხელებში უზარმაზარი წიგნი მოექცია და ინტერესით ჩაჩერებოდა, ფეხები ფანჯრის რაფაზე აეკეცა, თუმცა ფანჯრის მიღმა მიმდინარეს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა.
ჩანდა, მშვენივრად ჩანდა მოპრიალებური მინიდან ბიბლიოთეკის გარეთ, გამყინავ სიცივეში მდგომი სილუეტი, ხელები თხელი ქურთუკის ჯიბეებში რომ ჩაეწყო და თვალის დაუხამებლად უყურებდა რაფაზე ჯდომს.
შუშის სახით გაჩენილი დაბრკოლება არც ბიჭის ამღვრეულ თვალებს უკარგავდა მოლურჯო სიმწვანეს. არც-ერთ გრძნობას ტოვებდა, არც-ერთ ცრემლს, რომელიც ბიჭის ლოყებს არაფრით ეკარებოდა.
თითქოს უნდა ეგრძნო ფანჯრის მიღმა მჯდომს,
უნდა ეგრძნო, რომ მისი ნაწილი იქვე იდგა და ისე უყურებდა, თითქოს მისგან გადმოდიოდა უკვდავების შანდრევანი.
უნდა ეგრძნო, ალბათ იგრძნობდა კიდეც, ამ სამყაროში მისი რაღაც ნაწილი მაინც რომ ყოფილიყო დარჩენილი, მაგრამ...
ტელეფონი აზუზუნდა.
ამოიფრუტუნა, წიგნის გვერდს დააკვირდა, დაიმახსოვრა და ჟაკეტის ჯიბეში ჩაჩუთულ მობილურს დასწვდა, რომ გაეთიშა. ხომ იცოდნენ, რომ ვერ იტანდა, როცა კითხვას აწყვეტინებდნენ?! სახლიდანაც სწორედ იმიტომ გამორბოდა, რომ განმარტოვებას არავინ აცდიდა! ტელეფონი როგორც კი გათიშა, უნებურად აიხედა ზემოთ, ფანჯრის მიღმა, იქ, სადაც გაშეშებული იდგა ბიჭი და უარესად ამღვრეოდა თვალები.
იგრძნო, როგორ შეეკვრა სუნთქვა. ოთახის სითბოთი აღაჟღაჟებული სახე მიტლისფერი გაუხდა. პირი მოექცა, თითქოს ბგერები ამოხტომას ლამობდნენ და არაფერი გამოსდიოდათ.
გულისცემა წამიერად შეუნელდა და აუჩქარდა...
შემდეგ, თვალები რამდენჯერმე დაახმახამა.
თითქოს ეგონა, გამოსახულება გაქრებოდა, თითქოს სურდა, რომ მოსჩვენებოდა. ისედაც ხომ მილიარდჯერ ჰყავდა დალანდული ქუჩებში, ამ ფანჯარასთან ან სახლში.
თუმცა, არა... აკანკალებული ხელი გულზე მიიდო. გრძნობდა, გრძნობდა და უკვირდა, აქამდე როგორ ვერ იგრძნო, რა თქმა უნდა, ის იყო და რა თქმა უნდა, დაბრუნდა.
*
ტელეფონმა კიდევ ერთხელ რომ დარეკა, უცებ გამოფხიზლდა, ჩანთას და პალტოს ხელი დაავლო და ოქროსფერი, ორფრთიანი კარიდან ტყვიასავით გავარდა. უკვე კიბეებზე ჩარბოდა, როცა მობილურს უპასუხა:
-რა მოხდა, მარიამ? - ჰკითხა და თავის ხმა ვერ იცნო. გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ზუსტად იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წამის წინ ბიჭი იდგა და იქ გამეფებული სიცარიელე აგიჟებდა.
-ძალიან, ძალიან, ძალიან... - დაიწყო არანაკლებ ანერვიულებულმა გოგონამ.
-ცოტა ადრე ვერ დამირეკე? ცოტა ადრე ვერ მითხარი?!
-დავაგვიანე? უკვე...? სად?
-ბიბლიოთეკაში! - წამოიყვირა. - როდის ჩამოვიდა?
-ჩემთან მოდი, ანა... - მარიამის ამოხვნეშად მოჰყვა გაბმული ბგერა. ტელეფონი გაითიშა.
*
როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი თავს მაშინ,
როცა დიდი ხნის დაკარგული ნაწილი დაუბრუნდა?
როგორ უნდა გრძობდეს თავს მაშინ,
როცა მისი მეორე მე უკვე ახლოსაა...
როგორ უნდა გრძნობდეს?
თუ როგორ არ უნდა გრძნობდეს?
არავინ, არასდროს უნდა გრძნობდეს თავს ისე,
როგორც ანა-მაშინ.
*
-თითქოს ოკენეში ხარ... ყველა მხრიდან უსასრულობაა და არავინ გყავს რომ ჩაეჭიდო. ისე გეშინია, მუხლები გიკანკალებს. ხმასაც ვერ იღებ... და ძალა რომ მოგეცეს, ერთადერთი სახელი, რომელსაც დაიყვირებდი, ალექსანდერი იქნებოდა, იოანა. - ამბობდა მარიამი და თან თითებს აკაკუნებდა შუშის მაგიდაზე.
-ეგ რამეს ცვლის? - ამოიხვნეშა იოანამ.
-ყველაფერს უნდა ცვლიდეს.
-როდის ჩამოვიდა? - ყველაზე საინტერესო რამ იკითხა ოქროსფერთმიანმა და თაფლისფერი თვალები მიანათა მარიამის მწვანეებს.
-წარმოდგენა არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რაც საბამ მითხრა.
-და რა გითხრა საბამ? - მობეზრებული იყო გოგონა.
-ის, რომ არც მას აქვს წარმოდგენა. გუშინ ქუჩაში შეხვდა, როგორც კი მითხრა მაშინვე დაგირეკე, ანა, გეფიცები! - გულზე ხელი მიიდო მარიამმა. - აქამდე რატომ... რატომ არ მოვიდა შენთან?!
-მოვიდა. - დაიჩურჩულა იოანამ.
-და გაქრა.
-და გაქრა... - დაადასტურა მეგობრის სიტყვები და თვალები დახუჭა.
*
-იცი, რის არ მეშინია? - იკითხა ბიჭმა და ფართო ღიმილით გადახედა მასზე ერთი თავით დაბალ გოგონას, რომელსაც შენობიდან ფეხები გადაეყო და ათამაშებდა.
-რის?
-ყველაფრის დაკარგვის.
-მაგის როგორ არ გეშინია, ალექსანდერ? - წარბშეკრულმა ამოხედა გოგონამ.
-ჯანდაბას ყველაფერი, შენ სულ მეყოლები.
-მე? სულ?!
-შენ, სულ. - გაეღიმა გოგონას გაოცებულ სახეზე ალექსანდერს და ხელები მაგრად მოხვია გვერდით მჯდომს.
-სულ სულ? - ამოხედა მის მკლავებს შორის მომწყვდეულმა.
-სულ სულ, იოანა. - გაეცინა ალექსანდერს.ს
*
ვერასდროს იგებდა, ყველა სიტყვას მის სახელს როგორ ან რატომ აყოლებდა.
ბევრჯერ დიანტერესებულა, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ყოველთვის იცინოდა და სხვა რამეზე გადაჰქონდა საუბარი. ხუმრობით, ზედმეტად ცნობისმოყვარე ხარო, ეტყოდა ხოლმე და ამასაც აუცილებლად დაურთავდა იოანას.
და თითქოს არაფერი იყო იოანაში განსაკუთრებული, მაგრამ ალექსანდერის ნათქვამი საოცრად ჟღერდა.
სახლში მიდიოდა, ქარი უქროლებდა დატალღულ ოქროსფერ თმას და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა რაღაც, რაც სულ უნდა გაგრძელებულიყო, ასეთი ხანმოკლე ყოფილიყო...
გულზე ისევ მიიჭირა ხელი,
თითქოს მონოტონურ ხმაში რამე საინტერესო გაიგონა, ისე გაუნათდა სახე.
მარიამისთვის არ უთქვამს, მაგრამ მშვენივრად იცოდა, როდის ჩამოვიდა ალექსანდერი.
„მაშინ, როცა ჩემმა გულმა შეიცვალა რიტმი.“
მაშინ, როცა მისმა გულმა შეიცვალა რიტმი.
***
-დღეს, ქუჩაში... - დაიწყო დედამისმა შესვლისთანავე.
-ვიცი, დედა. - გააწყვეტინა, რადგან დაბოლოებას მიხვდა.
-სახლის წინაც, ცოტა ხნით... - გააგრძელა მისმა დამ.
-რამე გითხრა? - მაინც დაინტერესდა, პალტო გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა, შემდეგ კი ხელები ერთმანეთს გადააჭდო, რათა ცახცახი დაეფარა.
-გადამკოცნა, როგორ ხარო. - თქვა ქალმა.
-ის უთხარი, რაც აინტერესებს, დედა.
-არ უკითხავს არაფერი, ან... - ამოიხვნეშა ქალმა და სახეზე ხელები ჩამოსვა.
-რას გკითხავდა, - სახე ირონიულმა ღიმილმა გაუპო გოგონას. - რას გკითხავდა... - დაამატა თავისთვის და ოთახში ჩაიკეტა.
***
-როგორ მცივა! - დაიწუწუნა ოქროსფერთმიანმა, პატარა გოგონამ.
-მეც, იოანა. - არ ჩამორჩა ბიჭიც.
სკოლიდან მომავალი გზა ჩვეულებვრივზე ცივი და გრძელი ჩანდა.
-უნდა გაიხადო და ჩამაცვა! - ამოიფრუტუნა გოგონამ და ჩამუქებული თაფლისფერი თვალებით მიაჩერდა მასზე მაღალს.
-მე რომ გავიყინები, მაგას არაუშავს? - გაეცინა ბიჭს.
-უშავს! - წამოიყვირა გოგონამ და პატარა ხელები მუშტებად შეკრა. რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო, ისევ ბიჭის ხმა რომ გაიგონა.
-მოდი, გეხუმრე. - გაბრწყინებული სახე ჰქონდა სიცივისგან გალურჯებულ ბიჭს, თხელი ქურთუკი ხელში ეჭირა.
გაღიმებული გოგონა წინ გაიჭრა და გამოართვა, შემდეგღა გაიაზრა, როგორ კანკალებდა ბიჭი.
-ალექსანდერ, მოდი აქ, ჩამეხუტე! - მტკიცედ გამოაცხადა.
-რა ვქნა? - წარბები შეკრა ბიჭმა.
-რომ არ გაიყინო, შენ ჩაიცვი, მე ჩაგეხუტები, გავთბებით, სახლში მივალთ, დედიკო ჩაის გაგვიკეთებს... - ტიტინებდა არაბელა.
რამდენიმე წამს ბავშვური გაკვირვებით უმზერდა ბიჭი, შემდეგ ისევ გაიღიმა და გოგონას ხელები მოხვია.
-აი ასე, ხედავ? რამდენჯერაც შეგცივდება, გამოქანდი და გაგათბობ! - ბოლო ხმაზე იცინოდა გოგო.
-იოანა... იოანა...

***
-მაინც არ მესმის... - დუდღუნებდა მისი და, საწოლზე გვერდით რომ ეჯდა.
-რა არის, გასაგები, ელიზა?
-მთელი ბავშვობა გიყურებდით, ანა. მთელი ბავშვობა გიყურებდით და ... ასე არ უნდა იყოს.
-მაგრამ არის. - ემოციას ხმასთან არ უშვებდა გოგონა. ისე კი, ერთი სული ჰქონდა მისი და ოთახიდან გასულიყო, მოსვენება რომ შესძლებოდა.
-გავიდე? - თითქოს უმცროსი დის აზრები წაიკითხაო, გაეღიმა ელიზას.
-ბოდიში. - ამოილუღლუღა და თან თავი დაუქნია.
საწოლზე გადაწვა და თავისი ოთახის კრემისფერ კედლებს მიაჩერდა.
მშვენივრად ახსოვდა, რამდენიმე წლის წინ როგორ გამოიყურებოდა მისი ოთახი. ათასჯერ სცადა დავიწყება და ათასერთხელ აღიარა, რომ არ შეეძლო. თუმცა, ისიც არ უნდოდა, მის ოთახს ძველი ელფერი დაბრუნდებოდა. არ სურდა ოთახში შემოსვლისას ისევ ეგრძნო, რომ აქ იოანაზე მეტი ალექსანდერი იყო. არ სურდა დაენახა მისი გადაღებული ფოტოები, საწოლის თავზე რომ იყვნენ გაბნეულნი. არც კარადა და მასზე მიკრული, მათი საყვარელი ჯგუფის სტიკერები... არ სურდა დაენახა სერიალების პოსტერები, რომელთაც მის ლეპტოპში გათენებამდე უყურებდნენ და შემდეგ სიხარულით განიხილავდნენ.
არ სურდა, შემოსულიყო ოთახში და ეგრძნო, რომ ენატრებოდა. არ სურდა და ამიტომაც, ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფერს კარადის ყველაზე ბნელ, გასაღებით ჩაკეტილ უჯრაში ჩაუძახა.
გასაღები ბიბლიოთეკაში დამალა, ერთ-ერთი თაროს ქვეშ. ყოველ მისვლაზე ნახულობდა და ყოველთვის იქ რომ პოულობდა, ხანდახან სურდა ხელი გაეწვდინა და აეღო, მაგრამ...
ერთადერთხელ, ერთადერთხელ სიყვარულის ნასახის გარეშე დაძახებულ იოანას იხსენებდა და სიცოცხლის სურვილიც უქრებოდა.
შემდეგ, სიცოცხლის სურვილი უნებურად უბრუნდებოდა, თუმცა იმ გასაღების აღების-არა.
საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში იწვა, ოქროსფერი თმა გარშემო შარავანდედივით გაშლოდა, თავის გულისცემის ხმას უსმენდა და გრძნობდა, როგორ იმსხვრეოდა მის გარშემო კარგა ხანს, ოფლითა და ცრემლებით ნაშენი სამყარო... თითქოს ყველა დღის დამსხვრევის ხმა გაიგონა და ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
მირაჟი ლამაზი სამყაროს შესახებ,
სასწავლების, ბიბლიოთეკის, მარიამის და სახლის შესახებ წამში გაქრა.
საბოლოოდ მხოლოდ ის დარჩა,
რომ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ერჩივნა,
ჯერ მისგან წავიდა,
მერე საერთოდ,
ახლა დაბრუნდა
ოღონდ მასთან-არა.
იოანასთან საერთოდ არა...
***
<<ხვდები რატომ იყო ბიბლიოთეკასთან?>> - შუაღამისას მოუვიდა მესიჯი მარიამის.
<<იმიტომ რომ ბიბლიოთეკასთან ახლოს ცხოვრობს.>> - მისწერა, მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს ხვდებოდა.
***
გაიღვიძა, თუმცა თვალები არ გაუხელია. უნებურად, დარწმუნებული იყო, რომ თუ კი თვალებს გაახელდა, მოლურჯო სიმწვანეს დაინახავდა, ზუსტად მისი ბალიშის გასწვრივ, ზუსტად მის გვერდით.
-ღმერთო... - ამოიხვნეშა და თვალები გაახილა. სიცარიელემ ისე გააკვირვა, თითქოს მართლაც ელოდა ალექსს, მის გვერდით, ბალიშზე.
სახლიდან რომ გამოვიდა, ქარი ისეთი ძალით ქროდა, თავზე თმის ნაცვლად ჩიტის ბუდე დაუდგა. დროზე ადრე მოუწია გამოსვლა, რომ დედამისისთვის არ მოესმინა, რომელსაც იქამდეც მრავალჯერ ჩაეტარებინა დადგმა სახელად: „შენ და ალექსანდერი ჩემს ხელში გაიზარდეთ.“
ალექსის წასვლიდან პირველი რამდენიმე თვე ყველა მოძღვრავდა.
ყველა ელოდა, რომ აფეთქებოდა და ყველა უფრთხოდა, თუმცა მაინც ესროდნენ ფრთიან გამონათქვამებს გადატანის და დავიწყების შესახებ.
თითქოს, რომელიმეს მაინც შესწევდა უნარი ჩასწვდომოდა იმ დიდი საზიზღარი უბედურების არსს, რომელიც არაბელას ადგა თავს, რომელმაც მეგობარი კი არა, თავის თავი დაკარგა.
„იოანა, მე ორი გული მაქვს. ერთი შენს მკერდში ძგერს, მეორე ჩემში. შენ თუ რამე დაგემართა და შენი გული დაზიანდა, ჩემი კი დამრჩება მაგრამ არაფერში მჭირდება, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო მხოლოდ შენია.“ - უთხრა ალექსმა ერთხელ.
მაშინ არ ჰქონდა შანსი ეთქვა, რომ მისთვისაც ასე იყო, მაგრამ ეს მთელს უბედურებად დაატყდა თავზე, როცა კი არ თქვა, იგრძნო.
როცა იგრძნო, როგორი არაფრის მომცემი იყო მისი ეული გულისცემა...
-ანა! - გაიგონა საკმაოდ ნაცნობი ხმა და უცებ აწია თავი. სახეზე აკრული ღიმილით მიესალმა ყოფილ კლასელს, საბას.
-აუ არ გახსოვს, არა? - გაეცინა ბიჭს. - არადა იყო დრო, ამ დღეს ერთი ამბები გვქონდა ჩვენ!
-მოიცადე, დღეს 21-ია? - თვალები გაუფართოვდა გოგონას, უცებ სტაცა ხელი ტელეფონს და აზრი რომ დაუდასტურდა, სიცილით გადაეხვია ბიჭს. - გათიშული ვარ რა, გილოცავ.
-დანაშაულს გამოისყიდი დღეს, შვიდზე, ჩემთან.
-როდის, რომელზე და სად? - წარბი აწია გოგონამ.
-მშვენივრად გაიგე. - მხარზე ხელი დაუტყაპუნა საბამ და უცებ გაეცალა. - გელოდები!
„ესღა მაკლდა!“ - გაიფიქრა სიმწრით. „ესღა მაკლდა...“
ფიქრებდი ალექსანდერზე ცოტა ხნით მაინც გაუფრინდნენ თავიდან...
*
<<7-ზეო. ერთად წავიდეთ გინდა?>> - მიწერა მარიამმა.
<<ნეტავ ვინ ვიქნებით? რატომ შემხვდა? რატომ?! რატოოოომ?!>> - უპასუხა ლექციიდან.
<<ვინ ვიქნებით? ერთი ადამიანის დასახელება შემიძლია, ვინც დარწმუნებული ვარ, რომ იქ იქნება.>>
<<ა-ზე იწყება სახელი, არა?>>
<<კი და შენ მაგ სახელის მქონეს ყველაზე კარგად იცნობ, ხომ იცი რომ იქ იქნება.>>
<<გეშლება, მაგ სახელის მქონეს ყველაზე კარგად ვიცნობდი. ადრე. სკოლაში. ლექციაზე ვარ, მერე მოგწერ.>> - აკრიფა გაღიზიანებულმა და მესიჯი გაგზავნა.
არაფრით არ სურდა იქ წასვლა. ისიც იფიქრა, რომ თავით შეასკდებოდა რამეს და სხვა გზა არ ექნებოდა სახლში დარჩენის გარდა. მარიამი მის სიტყვებზე იცინოდა, თუმცა ერთხელ უთხრა, არაფერი დაგიშავებია ისეთი, რომ დაიმალოო.
თვითონაც იცოდა, იქ არ წასვლა, სადაც ალექსანდერი აუცილებლად იქნებოდა, გაქცევას ჰგავდა.
მადლობა ღმერთს, მარიამი მაინც ჰყავდა...
მარიამი...
ამ ადამიანს სწორედ იმიტომ აფასებდა, რომ მშვენივრად იცოდა თავისი ადგილი. ერთხელ უთხრა კიდეც:
„ანა, მე ვიცი რატომ არავინ გეძახის იოანას. უცხო არ ვარ, წლები გიყურებით შენ და მას და ვიცი, რომ მისნაირ ადამიანებს იღბლიანები ცხოვრებაში ერთხელ ხვდებით. უიღბლოები, თუ შეიძლება ასე გვეწოდოს მე და ჩემნაირებს, მარტოსულები არ ვართ, მაგრამ არ ვიცით რა არის, როცა შენი სული ორადაა გაყოფილი და ერთი ნაწილი სხვა ადამიანს ეკუთვნის. შენ იცი. მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, ანა, მაგრამ ალექსანდერი ყველაზე და ყველაფერზე მეტი იყო შენთვის. კი არ იყო, არის და არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ჩავარდები ისტერიკაში და რამდენჯერ იყვირებ, რომ არ გენატება და შენთვის არაფერს ნიშნავს.
მე ვიცი, რომ ჩემთვის შენ ის ხარ,
რაც შენთვის ალექსია.
ასე კი... ასე დავიწყება არ შეიძლება.“
*
სახლის კარი გაიღო და მიიხურა. მყუდრო ოთახში საშინლად სასიამოვნო სითბო იდგა. მაგიდას შემოსხდომოდნენ ახალგაზრდები და აღნიშნავდნენ ყოველი დღის ყოველ წუთს, რომელსაც ერთად ატარებდნენ...
ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.
-ეს ვინ მოსულა! - გაიბადრა იუბილარი და კარის ზღურბლზე მდგარ ორ გოგონას გაბრწყინებული სახით შეხედა.
გოგონები მეგობრებს სიხარულით შეუერთდნენ...
და ყველაფერი საოცრად იყო, მანამ, სანამ საბას სახლის კარი კიდევ ერთხელ არ გაიღო, მიიხურა და ოთახში ბიჭი არ შემოვიდა...
როგორ უხაროდა... როგორ უხაროდა იოანას, რომ იქ არ იყო. ფიქრობდა, რომ გართობასაც კი მოახერხებდა, თუმცა... როდის იყო, ალექსანდერი საბას დაბადების დღეს აკლდებოდა?
„ჩემი და შენი საბას დაბადების დღეზე ერთად ყოფნა, ისეთივე ჩვეული რამაა, როგორც ყოველ დილით მზის ამოსვლა, ხომ იცი?“ - უთხრა ერთხელ, როცა მოსკოვიდან ზუსტად ამ დღეს ჩამოვიდა და გახარებულმა გოგონამ მაგრად შემოხვია მკლავები კისერზე.
მაშინ უპასუხა ვიციო და ეგონა კიდეც, რომ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ...
„რა მინდა? სიმართლე აღმოჩნდა.“ დატუქსა თავის თავი. ალექსანდერი შემოვიდა თუ არა, ისევ ყურებში გაიგონა გულისცემის ხმა და მზერა თეფშზე გაუშტერდა.
„რა საშინელებაა... რა საშინელება... რა საშინელება...“ გაჰკიოდა გონება.
-გილოცავ.
ამდენი ხნის შემდეგ, ისევ გაიგონა მისი ხმა და ქუთუთოები ერთმანეთს დააჭირა. მაგიდის ქვეშ ხელები მაგრად გადააჭდო ერთმანეთს... თითქოს სულ არ შეცვლიყო, ისეთივე ხმა ჰქონდა, რომელიც ვერასდროს ჰბერზრდებოდა. რომლითაც ალექსანდერი უკითხავდა საყვარელ წიგნებს და ესაუბრებოდა ათასფერ სამყაროებზე, რომლებში წასვლასაც აუცილებლად შეძლებდნენ ერთად.
-ალექს, - თქვა მარიამმა და ბიჭის ჩასახუტებლად გაიწია. უნებურად იგრძნო იოანამ, თითქოს უღალატეს. თითქოს მარიამი წავიდა, ის მიატოვა და ალექსანდერს მიემხრო.
-როგორ ხარ, მარიამ? - არ უყურებდა და მაინც იცოდა, რას აკეთებდა. რომ იღიმოდა, რომ ხელს ხვევდა მარიამს და თვალს აპარებდა მისკენს...
-შენ? შენ როგორ ხარ? - იკითხა მარიამმა ისეთი ხმით, იოანა დარწმუნებული იყო, რომ ახლა მანაც მისკენ გამოიხედა.
ალექსი ალბათ მხრებს აიჩეჩავდა, რადგან მარიამი გვერდით დაუჯდა და მხარზე ფრთხილად დაადო ხელი.
უნდოდა ეყვირა, ნუ მეხებიო, იმიტომ კი არა, რომ არ მოსწონდა, ან მარიამში იყო პრობლემა,
უბრალოდ აგიჟებდა, ჭკუიდან შლიდა ალექსანდერთან ერთ ოთახში, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ყოფნა.
-გამარჯობა, ანა.
ეგონა სხვას უთხრა.
ეგონა რომ მაშინ,
იმ ოთახში მართლაც იჯდა ვიღაც,
ვისაც ალექსანდერი ანას დაუძახებდა.
ეგონა, რომ შეუძლებელი იყო, მის ალექსს,
მისთვის, მისთვის დაეძახებინა რამე, გარდა იოანასი.
-გამარჯობა. - იმაზე მტკიცედ გამოუვიდა, ვიდრე ელოდა. თავი ასწია და პირდაპირ შეეჩეხა მის მომწვანო, მოლურჯო თვალებს.
თვალებს, რომლებიც ზუსტად ისეთივე იყო,
რომელიც მის ალექსს ჰქონდა.
ბიჭს, რომელიც იქ იდგა, მისი ალექსისნაირი ხმაც ჰქონდა
და ჟღალი, მოელვარე თმაც.
მაგრამ არაფრით იყო ის...
ეგონა გაითიშებოდა.
ეგონა ამდენ ემოციას ვერ გაუძლებდა და გული გაუსკდებოდა. მზერა დენდარტყმულივით მოაშორა და მარიამს გახედა ვედრებით.
ყველა უჯრედი უხტოდა სხეულში, ისე უნდოდა გაქცევა. ისე უსკდებოდა, ნაწილებად ეშლებოდა გული, რომელიც კიოდა, ყვიროდა, წიოდა... ხმის ჩახლეჩამდე, გასკდომამდე ბღაოდა რომ ასე არ უნდა ყოფილიყო... რომ მართლაც, ალბათ ყველაფრის მიუხედავად, თვალის საბოლოო დახუჭვამდე, სიბნელეში საბოლოო შთანთქმამდე ერთადერთზე, ვიზეც იფიქრებდა, ერთადერთი, ვისი სახეც წარმოუდგებოდა, ერთადერთი ვინც მოენატრებოდა ალექსანდერი იქნებოდა.
„-შენ ხარ ყველაფერი ის, რაც მე ვერ გავხდები.
მზე, ბედნიერება, სიხარული...
სამყარო ხარ, ბედნიერი სამყარო. შესაძლებლობებით, ღიმილით სავსე...
-აბა მე და შენ ერთი ვართო?
-ხო და იმას ვამბობ, რომ ყველაფერი კარგი, რაც ჩემში ყრია შენ გეკუთვნის, იოანა!“
***
-რატომ გადაწყვიტე დაბრუნება, ალექს? - დასვა კითხვა თორნიკემ.
-სამშობლო მოენატრა. - სიცილით აღნიშნა საბამ.
-ჰო, ძალიან მომენატრა. - ჩაილაპარაკა ალექსანდერმა.
„და ახლა, ამათ ამ ტყუილის სჯერათ?!“ - გამწარებული ფიქრობდა იოანა.
„ნუთუ არავინ იცის, როგორ ვერ იტანს ალექსანდერი აქაურობას?!“
„ნუთუ არავინ შეუსწორებს?“
-შენ რას შვები, ანა? - ჰკითხა საბამ. - რომ არ შემხვედროდი დღეს, ვერსად გნახავდი.
-ბიბლიოთეკის გარდა. - დაამატა თორნიკემ.
-ბიბლიოთეკის გარდა. - სიცილით გაიმეორა საბამ.
მხრები აიჩეჩა გოგონამ, გრძელი, ქერა თმა, სახის ერთ ნაწილზე ოქროსფერი ფარდასავით ჩამოეშალა.
-ვსწავლობ. - მარტივად თქვა გოგონამ ისედაც ცხადი რამ და ძალიან სცადა ალექსისთვის არ გაეხედა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის იყურებდა.
„ყოველ შემთხვევაში, ძველი ალექსი ახლა შემოგხედავდა.“ - უთხრა საკუთარ თავს.
„ძველი ალექსი გიჟდებოდა შენს თმაზე...“
-ნუთუ არავის გახსოვთ? - დაიწუწუნა ელენამ. - არავის გახსოვთ ორი წლის წინ აქ რა ხდებოდა?
-რა ხდებოდა? - გაუკვირდა ნიკოს, რომელიც საბას კურსელი იყო და მის კლასელებს არ იცნობდა.
-ყველამ, წამით დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ... წარმოიდგინეთ ისევ ეს ოთახი, ისევ ეს მაგიდა, ისევ ამ გადასაფარებლით. წარმოიდგინეთ, რომ აქ, ასე ზიხართ, გარეთ ისევ საშინლად ყინავს და ყველა ჩვენგანს ჩამოსტირის სახე. გახსოვთ? - იოანამ მშვენივრად იცოდა, საითაც მიდიოდა საუბარი და ისარივით გამართულიყო წელში.
-უცებ დააკაკუნეს და ყველა შევხტით, ისე ჩუმად ვიჯექით. - ღიმილით გაახსენდა თორნიკეს. - ვინ ადგა გასაღებად ეგ გახსოვთ?
-ელენა. - ერთხმად თქვეს საბამ და მარიამმა და შემდეგ გაეცინათ.
-დაგვიანებული სტუმარი ვინ იყო? - გააგრძელა თორნიკემ.
-ის ვინც ისედაც სულ აგვიანებს. - გაეღიმა ელენას და ალექსს გადახედა.
-მერე რა მოხდა? - დაინტერესდა ნიკო.
-მერე ალექსი შემოვიდა და... მოლოცვაც არ დააცადა ანამ. - გაეღიმა საბას. - დაბადების დღის საჩუქარი მე კი არა, იოანამ მიიღო. გახსოვთ რა კარგი იყო? რატომ არ შეიძლება ისევ ისე იყოს? - ყველა იღიმოდა. ყველა იღიმოდა იოანას გარდა...
უეცრად წამოხტა და აწყლიანებული თვალები ხალხს მოავლო, ზოგადად კი თქვა, მაგრამ ალექსანდერს უყურებდა:
-იცით რატომ? იმიტომ რომ დრო მიდის... და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მტკივნეულია მოთმენა და გატანა. არ აქვს მნიშვნელობა ცრემლების რაოდენობას. არ აქვს მნიშვნელობა მოგონებების სიდიადეს და სიმრავლეს. დრო მიდის! და ძველებურად ვერაფერი ვერ იქნება რადგან ის დრო წავიდა. ვწუხვარ, ღმერთო... მგონი ყველაზე მეტად მე ვწუხვარ, მაგრამ ყოველი გასული წამი წარსულია.
ქუთუკს ხელი დაავლო და უსწრაფესად გამოვარდა ოთახიდან.
-იოანა... - დაეწია ხმა. სხვა დროს შებრუნდებოდა და ჩაეხუტებოდა, რადგან მისი ნათქვამი იოანა ზუსტად ისეთივე საოცარი იყო როგორიც...
-შენთვის ანა! - მიაძახა და ორი სიტყვით ესროლა მთელი ის ბრაზი, მთელი ის ტანჯვა, რომელსაც მისი წასვლის დღიდან გრძნობდა.
მართლაც, ყოველი გასული წამი წარსულის ნაწილი იყო...
კარი ხმაურით გამოიხურა და პირდაპირ ბიბლიოთეკაში წავიდა.
ოქროსფერი, ორთფრთიანი კარი შეაღო, საყვარელი წიგნს ხელი დაავლო და ჩვეულ ადგილას, რაფაზე მოკალათდა.
სიტყვაც არ წაუკითხავს. ცრემლებმა მიყოლებით გაიკვალეს გზა მის სახეზე...
წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა მშვენივრაც იცოდა, ფანჯრის მიღმა ალექსანდერი რომ იდგა.
„ალექსანდერი და იოანა როგორ უხდება ერთმანთს, არა?“
***
-ახლა რას იზამ? - ჰკითხა ანერვიულებულმა მარიამმა, როცა მის ათასმეერთე ზარს უპასუხა.
იოანა კი არაფრის გაკეთებას არ აპირებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, სახლში როგორ დაბრუნდა. ბიბლიოთეკიდან გამოსვლისას საშინელ ქარს უარესი წვიმაც დამატებოდა. იყურებოდა გარშემო, რაიმე შვების მაგვარის ძიებაში და ვერაფერს პოულობდა სიცარიელის გარდა. ბიბლიოთეკის წინ, მთელი სივრცე ცარიელი იყო... ისიც კი გამქრალიყო, ვისშიც ადრე პოულობდა შვებას.
საშინელება, საშინელება იყი... ყურში ზარის რეკასავით ესმოდა ალექსანდერის დაძახებული იოანა... არაფრით წყდებოდა ხმა. მას ვერ ფარავდა წვიმა, ვერც ტოტის დაჯახება მის ფანჯარაზე, ვერცერთი სიმღერა... ესმოდა იოანა ისე მკაფიოდ რომ სხეული უხტოდა ისე სურდა დამძახებლისკენ შებრუნება...
იცოდა, შებრუნებულს სიცარიელის გარდა ისევ არაფერი დახვდებოდა...
საბოლოოდ, ჩაძინების წინ რამდენიმე გრძნობა მჭიდროდ მიეკრა მის გულს, გადააფარა ხელი ცხვირსა და პირზე და სუნთქვა შეუკვრა. პირველი, კმაყოფილება. კმაყოფილებას გვრიდა საბოლოოდ ყველას გასაგნოად იმ სიტყვების თქმა, მაგრამ უაზრობაც.
ალექსანდერი წავიდა მისგან.
ალექსანდერმა გადადგა ნაბიჯები პირიქით.
ალექსანდერს არ ადარდებდა.
მას არც წასვლისას ადარდევდა და არც ახლა...
სულ ბოლოს, თვალის დახუჭვამდე ისევ გაიგონა „იოანა“, ამჯერად ბოლოჯერ თავს სიამოვნების მიღების უფლება მისცა, ათასი მოგონება ერთიანად მიეჭრა, ათასივემ მაგრად მოხვია ხელები... ათასივესთან ერთად დახუჭა თვალი... სიბნელე რომ შემოაწვა, ისინიც მასთან ერთად იყვნენ...
***
-რას კითხულობ, იოანა? - ჰკითხა ერთხელ, გოგონასთან იყვნენ, სახლში. ალექსანდერი როგორც ყოველთვის, საწოლზე იყო გაშოტილი, ხელში რვეული ეჭირა და რაღაცას ჯღაბნიდა, თვითონ, ფანჯრის რაფაზე მოკალათებულიყო და ხელში წიგნი მოექცია.
-წიგნია... მგონი წიგნია, არა? - სიცილით ჰკითხა და წიგნი ხელში შეათამაშა.
-რომ მორჩები ხომ იცი? - ჰკითხა ბიჭმა. ჟღალი კულულები შუბლზე ჩამოეშალა და იოანას ჩვეული, საყვარელი ღიმილით გაუღიმა.
-ალექს, ყველა წიგნი გაქვს, რომელსაც მე ვკითხულობ. მეტიც, ბევრი წიგნი, რომელსაც ვკითხულობ შენია! - გაეცინა გოგონას. - რატომ უნდა გათხოვო?
-წიგნი გენანება? - დრამატიზირება დაიწყო ალექსმა. - ჩემთვის? შენი ერთადერთი მეგობრისთვის?! - შეურაცხყოფილი ჩანდა ბიჭი.
-ჩემი ერთადერთი მეგობარი არ ხარ. - ნიშნისმოგებით ჩაეღიმა იოანას.
-გეთანხმები, მეგობარი კი არა... - თითქოს ენის წვერზე წამოადგა სიტყვა „ძმა“, თუმდა გადაწყვიტა არ ეთქვა. ორივემ უთქმელად იცოდა, რომ დაძმანი არ იყვნენ. - მოკლედ, რომ მორჩები მომეცი.
-როგორი გაუგებარი ხარ, ხანდახან. - თავისთვის ჩაიბურტყუნა გოგონამ.
-მესმის, იოანა, მესმის! - გაეცინა ბიჭს.
მართლაც გაუგებარი ვინმე იყო ალექსანდერი,
წიგნთან მიკარება არ სურდა, თუ კი ის ჯერ იოანას არ ჰქონდა ნაჭერი, წაკითხული და შეყვარებული...
*
-ალექსანდერ! - დაიყვირა ოქროსფერთმიანმა, თვალებანთებულმა გოგონამ, რომელიც სახლის შემოსასვლელში გაშეშებულიყო, მხარზე გადაკიდებული ჩანთა ხელიდან გაუვარდა და სამზარეულოში მდგარი, მომღიმარი ბიჭისკენ გაექანა. - აღარ წახვიდე, არ ვიცი რას გიზამ, კიდევ ერთხელ რომ წახვიდე! - ამბობდა მის წითელ თმაში თავჩაგრული და უდიდესი ბედნიერებისგან გულისცემის ხმა ყურებში ესმოდა.
-ჩემი იოანა... - ლუღლუღებდა ალექსი და ხელებს ხვევდა გოგონას წელზე.
-ხომ აღარ წახვალ? ხომ აღარასდროს წახვალ? ხომ აღარ მიმატოვებ? - უთხრა როცა ოდნავ მოშორდა და თავისი თაფლისფერი, ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალები ბიჭისებს გაუსწორა.
-აღარასდროს, ჩემო იოანა. - გაიბადრა ბიჭი.
-ადრე მხოლოდ იოანა ვიყავი. - აღნიშნა გოგონამ და ბიჭს ხელები მხრებზე დააწყო.
-შენ სულ ჩემი იოანა იყავი. სულ იყავი და სულ იქნები. მეთანხმები? - გაეცინა ბიჭს.
-როგორ ვიკადრო შეწინააღმდეგება?! - გაიბადრა გოგონა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ალექსს. - მართლა ძალიან მომენატრე.
-მეც, ჩემო იოანა. - ამოილუღლუღა ბიჭმა. - მეც ძალიან მომენატრე.
*
-ყველაზე საშინელი იცი რა არის? - იკითხა იოანამ და მეგობარს გახედა.
მარიამის სახლში, პანორამასთან ისხდნენ.
იოანას მხრები ძლივს შესამჩნევად უკანკალებდა...
-რა? - იკითხა მარიამმა და ყავის ფინჯანს ხელი მოჰკიდა.
-ორი სიზმარი ვნახე ღამით. - თქვა გოგონამ და თვალები დახარა. - ორივე მოგონება...
-ორივე ალექსანდერის.... - მის ნაცვლად თქვა მარიამმა და ოდნავ გაეღიმა. - არც კი ვიცი, რა გითხრა.
-არც კი ვიცი, რა მინდა რომ გავიგონო. - იოანასაც გაეღიმა. - უბრალოდ, ზედმეტად უცებ მომივიდა უემოციობიდან გადასვლა და მთელს ამ საშინელებაში თავით ჩაშვება. შოკის ბრალია, გადამივლის.
-გადაგივლის? - ეჭვობდა მარიამი.
-გადამივლის... - ლუღლუღებდა იოანა.
ორივემ იცოდა, რომ არაფერი გადაივლიდა.
***
-რა არის სიყვარული? - მრავალმიშვნელოვნად იკითხა საბამ. - დარწმუნებული ვარ, ამ ფილმში რაც იყო, ის არაა. - თქვა და კომპიუტერის ეკრანისკენ გაიშვირა ხელი.
-როგორ არ არის?! ფილმები რეალობაა, უბრალოდ ოდნავ გალამაზებული. - თქვა ანამ.
-ანუ გინდა თქვა, რომ ფილმების სიყვარული არსებობს და რეალურია? - წარბები შეკრა თორნიკემ.
-სიყვარული სიყვარუალია... რა მნიშვნელობა აქვს ფილმშია თუ ცხოვრებაში? - გაუკვირდა მარიამს.
-„როცა ვიღაც გიყვარს, ის შენი ნაწილი ხდება. ყველაფერშია, რასაც აკეთებ. ჰაერშია, რომელსაც სუნთქავ, წყალში, რომელსაც სვამ, სისხლში, რომელიც შენს ვენებშია. მისი შეხება რჩება შენს კანზე, მისი ხმა შენს ყურებში, მისი ფიქრები კი შენს გონებაში. მისი სიზმრები იცი, რადგან მისი კოშმარები სულს გიკაწრავენ, მისი კარგი სიზმრები კი შენი კარგი სიზმრებიცაა! და შენ არ თვლი, რომ ის იდეალურია, მისი ყველა ნაკლი იცი, მისი ყველა საიდუმლო და ისინი არ გაშინებენ. მეტიც, ამ ყველაფრის გამო ის უფრო მეტად გიყვარს, რადგან შენ არ გჭირდება იდეალური, შენ ის გჭირდება!“ - უეცრად ამოიღო ხმა ალექსანდერმა.
-ღმერთოჩემო! - აღმოხდა ანას. - ამდენი საიდან, ალექს?
-წიგნიდან ციტირებს. - თქვა იოანამ.
-ამხელა რაღაც ზეპირად ისწავლე? - გაუკვირდა საბას.
-მომეწონა, - მხრები აიჩეჩა ალექსანდერმა. - კარგი წიგნი იყო. - უთხრა იოანას და გაუღიმა.
*
-ანა, გახსოვს ის წიგნი? შენ და ალექსანდერი გაგიჟებულები რომ იყავით? ალექსანდერმა ერთხელ შენს სიმაღლე ციტატა ისწავლა. - ჰკითხა მარიამმა.
-მახსოვს, მერე? - წარბები შეკრა გოგონამ.
-სულ მეგონა რომ მაგ წიგნის პერსონაჟებს ჰგავდით. საუკეთესო მეგობრები იყვნენ... ასე ახლოს... - იოანას ჩაი გადასცდა და ხველება აუტყდა.
-რა მოხდა?
-მაგ პერსონაჟებს ერთმანეთი შეუყვარდათ, მარიამ. - უთხრა ლოყებაღაჟღაჟებულმა და ფანჯარა გამოაღო...
*
მისი პატარა ქალაქის ქუჩებში სეირნობდა. ხელები თბილი პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო და თოვლის ფანტელებს მისი სახეზე გაშლის უფლებას აძლევდა.
მთელი არსებით სურდა ბიბლიოთეკაში წასვლა, მაგრამ არ უნდოდა, ფანჯრიდან გადახედილს ისევ ენახა ჟღალი თმა და მომწვანო-მოცისფრო თვალები. არ სურდა და მის ერთადერთ თავშესაფარს, ერთადერთ გამოსავალსაც გაურბოდა.
ადრე, მისი თავშესაფარი ალექსთან იყო.
ალექსი იყო იმედების ნაკრები. ამბობდა, რომ მასში კარგი არაფერი ეყარა, მაგრამ იოანასთვის იმედს ასხივებდა მთელი მისი სახე, მისი ლამაზი თვალები...
„იოანა!“ - გაიგონა უკანასკნელად, წასვლის წინ, ბიჭის ბაგეებს მომწყდარი სიტყვა რომელსაც არანაირად არ ერია ჩვეული სითბო და სიყვარული...
გააკანკალა. სულ ასე მოსდიოდა ამის გახსენებისას. მოგონებას, რომელიც დღემდე უდიდეს ტკივილს ანიჭებდა, დროსთან ერთად მთავარიც დაეკარგა - შეხების დროს, ისევე არ ანიჭებდა ოთახში ჩაკეტვის და თვალების გადმოცვენამდე ტირილის სურვილს, როგორც თავიდან.
ახლა, მოგონება გაკვეთილი უფრო იყო. გაკვეთილი, რომელიც ყოველ წამს, როცა მის გულს მონატრება ეკარებოდა, ეჩურჩულებოდა ყურში და გადამხდარის შესახებ უყვებოდა...
„შენ რომ დაგეჯერებინა...“ - ამოილუღლუღა და მუშტები შეკრა.
„არ დამიჯერე და...“
თვალები დაახამხამა და გარშემო მიმოიხედა.
პარკში წასვლა აპირებდა, ახლა კი უზარმაზარი შენობის წინ იდგა. დიდი, პრიალა ფანჯრის წინ, რომლიდანაც თოვლის სითეთრეზე იღვრებოდა ოთახის ლამპების ოქროსფერი... თოვლი ბრწყინავდა.
თვალები ფანჯრისკენ გაექცა.
„ოქროსფერი და წითელი ერთმანეთს საშინლად უხდება. აი, კიდევ ერთი დასტური თუ რატომ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილნი.“ - ყურში მკაფიოდ გაიგონა 17 წლის ალექსანდერის სიტყვები და გაღიმებისგან თავი ძლივს შეიკავა.
ოთახის განათების ფონზე, ალექსის ჟღალი თმა ოქროსფრად ბრიალსაც იწყებდა...
ფანჯრის რაფაზე იჯდა, ხელში დიდი, ლურჯი წიგნი ეჭირა და ინტერესით ჩაჰყურებდა.
„ცხვირი... ცხვირი აქვს ოდნავ სვანაირი.“ - უნებურად აღნიშნა იოანამ. „სხვა არაფერი... ზუსტად ისეთივეა.“
ალექსის ხელების მიუხედავად, რომლებიც თითქმის მთლიანად ფარავდნენ წიგნის ყდას, იოანას გარჩევა შეეძლო.
შეეძლო გაერჩია,
რომ ახალ ალექსს, ძველი ალექსის ჩვევაც შეჰყოლოდა.
ისევ, ისევ იოანას წაკითხულ წიგნებს კითხულობდა.
„ნეტავ დაგეჯერებინა...“ - გაიფიქრა სიმწრით, თვალში ჩამდგარი ცრემლი ხელის მოსმით მოიშორა და გზას გახედა.
სასწრაფოდ უნდა მოშორებულიყო, სანამ ალექსი მიხვდებოდა, რომ როლები შეცვლეს.
ახლა ის კი არა, იოანა უთვალთვალებდა.
***
სახლში დაბრუნებისას, იოანა მიყოლებით მოსული შეტყობინებების სიმრავლემ შეაწუხა. პირველი რამდენიმე მესიჯის ხმა უბრალოდ გაატარა, რადგან ისედაც გაყინულს საშინლად ეზარებოდა ხელთათმანების გახდა და ტელეფონის აღება, თუმცა როცა მეათე, მეთორმეტე შეტყობინება მიითვალა, ამოიფრუტუნა და მობილური აიღო.
ელენა სწერდა, ეტყობოდა ჭორაობის და იოანას ნერვების მოშლის ხასიათზე იყო, რადგან როგორც ყოველთვის, სათქმელის ერთ მესიჯში ჩატევა დავიწყებოდა.
გოგონა ფოტოს უგზავნიდა. ფოტოს, რომლის დანახვამაც იოანა რამდენიმე წამს ადგილზე გააშეშა.
შავთმიანი, ცისფერთვალება გოგონა მაგრად ეხუჭებოდა ბიჭს, რომელიც მისდა გასაკვირად, არაფრით ჰგავდა ალექსანდერს.
<<დაშორდნენ, გაიგე? დაშორდნენ და თან კარგა ხანია!>>
„ოჰ,“ - გაიფიქრა და სახე ირონიულმა ღიმილმა გაუპო. „თურმე დაშორდნენ.“
<<რაში მაინტერესებს?>> - მისწერა გაღიზიანებულმა.
<<რაში გაინტერესებს? მართალი იყავი, ანა. მართალი იყავი და ალექსანდერმა იცის!>>
<<რაში მაინტერესებს?>> - გაიმეორა.
<<ანა, მგონი მხოლოდ შენ დაიჯერე ის სიტყვები რომლებიც იმდღეს საბასთან თქვი. ნუ გგონია რომ სხვებმა დავიჯერეთ. ნუ თვალთმაქცობ, რა.>>
<<არ ვთქვალთმაქცობ, ელენა. არ მაინტერესებს.>> - უთხრა და ტელეფონის გათიშვას აპირებდა, როცა კიდევ ერთი მესიჯი მოუვიდა:
<<რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ ახლა ალექსის ჩამოსვლის მიზეზი იცი.>>
„და ეგ მიზეზი საერთოდ არაფერს არ ცვლის.“ - გაიფიქრა უნებურად, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა...
„ალექსი ჩემთვის არ დაბრუნებულა.
არ ჰქონდა უფლება, ჩემთვის დაბრუნებულიყო.
რადგან ჩემს გამო არ წასულა.
თავის გამო წავიდა და... ახლაც თავის გამო დაბრუნდა.
მე ის მიზეზი ვარ, რომელსაც ამ ყველაფრის სახელი დაარქვა ალბათ.
და სულ ტყუილად.“
მიდიოდა სახლში... ოქროსფერ თმას ფანტელები უთეთრებდნენ და ბრაზი და გულისტკივილი ერთიანად უვლიდა სხეულში.
ალექსის შეყვარებული ყველაფრის მიზეზი არ იყო.
არავინ არ იყო, არაფრის მიზეზი,
თავად ალექსის გარდა...
***
‘ვიცი, რომ ახლა ცხრა მთას იქით ვარ, ვიცი, რომ ძალიან გენატრები. ვიცი, რომ ელოდები რომ დღეს ჩამოვალ და საჩუქარს გაგიკეთებ.
რატომ არ გიგზავნი იმეილს? ან შეტყობინებას? რატომ ვწერ ამას პასტით?
იმიტომ, რომ ძველ დროში ყველაფერი უფრო მაგარი იყო. ყველაფერი უფრო ლამაზი იყო და მახსოვს ჩემი და შენი წერილები გაკვეთილზე. ერთად რომ ვისხედით და ლაპარაკის გამო მასწავლებელმა გადაგვსვა, შენც ხომ გახსოვს? ყოველ გაკვეთილზე ვაწვდიდით ერთმანეთს საშინელი დრამატიზმით სავსე წერილებს. ყველა შენახული მაქვს.
ზოგჯერ მგონია რომ რაღაც საშინელება დაგვემართება, ალექსანდერ. ზოგჯერ მგონია რომ რაღაც საშინელი მოხდება და არაფერი დამრჩება მოგონებების გარდა. ხო და წერილები საუკეთესო მოგონებებია.
სადაც არ უნდა წავიდეთ... ესენი დამრჩება და გაგიხსენებ. (კი, გაიძულებ რომ ეს წერილი დამიბრუნო როცა ჩამოვალ.)
მარიამმა იცის ხოლმე ჩვენი ამბების გაფანატება... იმდენ რამეს ამბობს, სიცილადაც არ მყოფნის, შენც ხომ იცი. მაგრამ ერთი რაღაც თქვა... დამამხსოვრდა.
„წარმოიდგინე, თითქოს ოკენეში ხარ... ყველა მხრიდან უსასრულობაა და არავინ გყავს რომ ჩაეჭიდო. ისე გეშინია, მუხლები გიკანკალებს. ხმასაც ვერ იღებ... და ძალა რომ მოგეცეს, ერთადერთი სახელი, რომელსაც დაიყვირებდი, ალექსანდერი იქნებოდა.“
მართალია, ალექს. რაც ზემოთ დავწერე, ზუსტად ხსნის ჩემს დამოკიდებულებას შენს მიმართ და ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, ეგ დამოკიდებულება ვერ შემეცვლება.
შენც იცი, ყოველთვის იმით ვტრაბახობ, რომ შენ ჩემს გარეშე მთელი 9 თვე მოგიწია ცხოვრება, მე კი წამით არ მიარსებია ისე, რომ შენც იქვე არ ყოფილიყავი.
ჩემს გულს არასდროს უცემია შენი გულისცემის გარეშე.
ვიცი, რომ არასდროს იქნება სხვანაირად.
ერთი ცემაც რომ დაითვალოს ჩემმა გულმა, შენს გარეშე,
გავაჩერებ. აუცილებლად. ხომ იცი, რომ გავაჩერებ?
მოსალოცი ბარათის კვალობაზე ზედმეტად სევდიანი ვარ, შენ კიდევ მზეს მეძახი ხოლმე.
შენი დაბადების დღე ჩემზე მეტად მიყვარს. უფრო სწორედ, მარტო შენი მიყვარს.
ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა რომ მანდ ვიყო.
და გილოცავ დაბადების დღეს, ალექსანდერ.
შენი იოანა.“
***
-ანა! - მის ოთახში თავი შემოყო ელიზამ.
-რა იყო? - ჰკითხა ახალგაღვიძებულის ბოხი ხმით და თავი ბალიშიდან წამოწია.
-იცი გარეთ ვინ დგას? - ჰკითხა და ოთახში შემოვიდა.
-ჩვენი რომელიმე მეზობელი? - იკითხა დაბნეულმა.
-მეზობელი? - წარბი აწია ელიზამ. - ადექი მალე და წამომყევი. - გოგონას ხმა ისე გამაფრთხილებლად ჟღერდა, წარბშეკრული კითხვების დასმის გარეშე წამოდგა და სამზარეულოში მიჰყვა.
უზარმაზარი ფანჯრებიდან შესანიშნავად ჩანდა მათი სახლის ეზო და მოპირდაპირე ქუჩაზე ჩამწკრივებული სახლები, თუმცა სულიერი არსად იყო.
-ჯერ კიდევ მძინავს თუ მართლა არავინაა? - ამოიფრუტუნა იოანამ.
-სად გაშპა? - აღმოხდა ელიზას და ფანჯარას მიუახლოვდა, რომ კარგად შეეხედა. - ორი წამის წინ აქ იდგა, გეფიცები!
-ვინ იდგა, ვინ?
-ალექსანდერი. ისევ ალექსანდერი იდგა.
-ისევ? - იკითხა იოანამ. ძალიან სცადა არ შეტყობოდა, რომ ალექსანდერის ხსენებამ ააღელვა.
-კი, წინა დღეებშიც ვნახე. თქმა არ მინდოდა, რადგან... იმ რეაქციის თავიდან არიდება მინდოდა, რომელიც ახლა გაქვს და ვერ მალავ, ანა. რა უნდა?
-არ ვიცი.- ამოიხვნეშა იოანამ, ბოლოჯერ შეავლო თვალი მოპირდაპირე ქუჩას და საძინებელში დაბრუნდა.
***
„-საბოლოოდ, ყველანი ვრჩებით არჩევანის წინაშე. - დრამატულად დაიწყო ალექსმა. - ახლა შენც არჩევანის წინაშე ხარ, მზეო.
-სად ხედავ არჩევანს? - გაეცინა იოანას და წიგნი გადაფურცლა.
-მარტივი კითხვაა, სწორად უნდა უპასუხო. - აგრძელებდა ბიჭი. - ჩემთან საუბარი უფრო მოგწონს თუ მაგ წიგნის კითხვა? - იოანამ წიგნი გვერდით გადადო და სიცილი დაიწყო.
-სერიოზულად მეკითხები? - ჰკითხა ფანჯრის რაფაზე მჯდომ ალექსანდერს.
-რა თქმა უნდა, სერიოზულად გეკითხები, იოანა. - გულწრფელად ნაწყენი ჩანდა ალექსანდერი.
-შენთან საუბარი უფრო მომწონს, მაგრამ ეს წიგნი უფრო მაინტერესებს. - გაეცინა გოგონას.
-ანუ წიგნს ირჩევ?
-არა, ალექსანდერ, სხვა რაღაც ვთქვი.
-წიგნი აირჩიე!
-არა!
-კი!
-არა! - წამოიყვირა გოგონამ. ნამდვილად არ სურდა, მისთვის ამის თქმა, მაგრამ არც კამათი უნდოდა. - რაღაც გითხრა?
-მითხარი. - დამშვიდდა ალექსი.
-ზოგადად, როცა ადამიანი წიგნს კითხულობს, გონებაში თავის ხმა არ ესმის?
-ხო, მგონი. - გაეცინა ბიჭს. - მერე?
-მე შენი მესმის. ყველა წიგნს შენი ხმით ვკითხულობ, ანუ კითხვა დიდად არ განსხვავდება შენთან საუბრისგან. ახლა, ალექსანდერ, შეგიძლია დამშვიდდე და კითხვა მაცალო?
ალექსს სახეზე ფერები გადაუვიდა, რამდენიმე წამს პირდაღებულმა უყურა სავარძელში, ორად მოკეცილ გოგონას, შემდეგ სიცილის ტალღა ამოუშვა და იოანასთან ჩასახუტებლად გაიწია...“
თოვდა... თოვლის მსხვილი ფანტელები გაშლილ, გრძელ თმაზე ეცემოდნენ იოანას და ბიბლიოთეკის განათების ფონზე ბრჭყვიალებდნენ.
შეხსნილი პალტო საფეხურებზე გაშლოდა, თხელი, ცივი თითები წიგნისთვის შემოეხვია და ბოლომდე იყო მასში ჩაფლული, თუმცა...
მოგონებები თვალწინ დაუხტოდნენ და აიძულებდნენ, გაეღიმა.
თავადაც არ იცოდა, რატომ დატოვა სითბო და ოქროსფერი. რატომ გამოვიდა ორფრთიანი, ბრჭყვიალა კარიდან და რატომ იჯდა ბიბლიოთეკის შესასვლელთან, ერთ-ერთ საფეხურზე... გრძნობდა, რომ იქ, ხალხში ჯდომა შეუფერებელი იყო.
არაფერი ჩანდა ბიბლიოთეკაში იდეალურისგან განსხვავებული რამდენიმე დღის წინ, ახლა კი შიგნით ვერაფრით ჩერდებოდა...
შესასვლელთან, კიბეებზე ჩრდილი დაეცა.
რამდენიმე წამს ფეხზე იდგა, უცნაური ღიმილით უმზედა მასთან ასე ახლოს, წიგნის გვერდებში ჩამალულ გოგონას და რაღაც ძალიან, ძალიან უხაროდა...
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მისგან ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა და წიგნისკენ გააპარა მზერა.
იოანაში მშვიდი ქარიშხალი მძვინვარდებდა, რომელიც ოდნავადაც არ არხევდა ხეებს, ოდნავადაც არ შლიდა გრძნობებს... რაღაც კანკალებდა მასში. რაღაც დაიძაბა და მოეშვა ერთდროულად, მაგრამ გაქცევა არ უნდოდა. მიჯაჭვული იყო თითქოს იმ ადგილს, იმ ბიბლიოთეკას, იმ საფეხურს... იმ ბიჭს...
საოცარი მუსიკასავით ესმოდა წიგნის სიტყვები ალექსის ხმით გონებაში...
საოცარი სიჩუმე იდგა. ალექსანდერი გაბადრული სახით მიჩერებოდა იოანას. უთვლიდა ჭორფლებს ლოყებზე, წამწამებს თვალებზე... უყურებდა და ათასი რამის თქმა სურდა, თუმცა ფიფქები აჩუმებდნენ... ფიფქები ილექებოდნენ მის ჟღალ თმაზე, პალტოზე და ყოველ ჯერზე, ჩამოვარდნისას, ყურში უჩურჩულებდნენ, გაჩუმდიო.
ალბათ, გაჩუმება ძალიან ცუდი აზრი იქნებოდა სხვა დროს.
ალბათ, იოანა გაიქცეოდა ალექსის ნათქვამი ბგერა მაინც რომ გაეგონა.
ალბათ...
ბიბლიოთეკის ორფრთიანი, ბრჭყვიალა კარიდან იღვრებოდა ოქროსფერი და შარავანდედივით ეხვეოდა საფეხურზე, თოვლში მსხდართ.
თოვდა.
*
-ასე მგონია რაღაც მთავრდება. - თქვა ოქროსფერთმიანმა გოგონამ. - რაღაც მნიშვნელოვანი მთავდება და ვერ ვაჩერებ... - ამოიხვნეშა და გვერდით მჯდომს გახედა.
ალექსანდერს გაეღიმა. ლოყის კუთხეებში ისევ გაუჩნდა ნაოჭები და იოანას ისევ გაეფანტა აზრები.
-ასეც არის, იოანა! სკოლა დამთავრდა. - თქვა ბიჭმა და სკოლის კიბეებზე მჯდომ გოგონას მხარზე ხელი გადახვია.
-გუშინდელივით მახსოვს... - ჩაეღიმა იოანას. - აი, იქიდან ერთად შემოვედით. - ხელი მწვანე ჭიშკრისკენ გაიწვდინა. - ორივეს ისე გვიხაროდა, ერთად რომ ვივლიდით სკოლაში. გახსოვს, მანამდე რომ გვეშინოდა, სხვადასხვა კლასებში არ მოვხვდეთო?
-გახსოვს როგორ გარწმუნებდი რომ მასეც რომ ყოფილიყო, სულ შენს გვერდით ვიქნებოდი? - გაეცინა ალექსანდერს. - თავიდან მარტო მე და შენ ვიყავით. არც მარიამი, არც საბა, არც ელენა... მე და შენ.
-და ახლაც ჩვენ ვართ. - გაეღიმა იოანას და სკოლის ცარიელ ეზოს მოავლო თვალი. გრძნობდა, როგორ ევსებოდა თვალები ცრემლებით.
-ამდენი რაღაც და... საბოლოოდ, მე და შენ უბრალოდ ის მოსწავლეები ვართ, რომელთაც ეს სკოლა დაამთავრეს. მეტი არაფერი. საშინელებაა! ყველა ნაბიჯზე... ღმერთო, სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერზე რაღაც მახსენდება. და ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს.
-სანამ გახსოვს... სანამ გაიხსენებ და გაგეღიმება, სანამ გიყვარს, ყოველთვის მნიშვნელოვანია. სანამ შეგიძლია გაიხსენო, ყველაფერს ნიშნავს. რომ დაგავიწყდება... რომ დაგავიწყდება როგორია მისი ხმა, შეხება, სიცილი... რომ ვეღარ გაიხსენებ რა ფერი აქვს მის თმას მზის ფონზე, მის თვალებს, როცა ტირილს აპირებს... რომ დაივიწყებ მის თითებს და იმას, თუ როგორ სწრაფად უცემს გული, როცა გეხუტება. აი, მაშინ ნიშნავს არაფერს. როცა გავიწყდება, ყველაფერი უფერულდება. როცა გავიწყდება, აღარ გიყვარს, იოანა. - გატაბით საუბრობდა ალექსი.
-ასე ძალიან გიყვარს ის გოგო? - ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა იოანას. ბიჭმა მზერა დენდარტყმულივით მოაშორა და სკოლის ჭიშკარს გახედა.
-წამოდი, - წამოდგა და გოგონას ხელი გაუწოდა.
-სად? - იკითხა უპასუხოდ დარჩენილმა, ოდნავ გაღიზიანებულმა იოანამ.
-უნდა დაგარწმუნო, რომ ამ სკოლას სულ ვემახსოვრებით. - გაეღიმა ბიჭს.
„სულ მასე გაიღიმე და არაფერში დარწმუნება არ დაგჭირდება. ყველაფერს დაგიჯერებ.“ - დანანებით გაიფიქრა გოგონამ და ალექსის ხელს თავისი შეაგება.

სკოლის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ თაროზე დაწერილ ორ სიტყვას, ორ სახელს ნაღვლიანად მიაჩერდა. ეგონა, ცრემლების შეკავება მოუწევდა, თუმცა არ დასჭირდა. მოგონებებს ტკივილი გაყუჩებოდათ.
ისინი ტირილის სურვილს აღარ უჩენდნენ.
*
„ჩვენ არ გვაქვს დასასრული, იოანა.“ ეუბნებოდა ალექსანდერი და ვერც კი წარმოიდგენდა, ვერც-ერთ სიზმარში ვერ წარმოიდგენდა, როგორი არასწორი იყო.
*
ლექციაზე იჯდა და გონებით წარსულში დაქროდა. სახე ერთ ხელზე დაეყრდნო, მეორეთი კი ტელეფონი ეჭირა.
<<ლექცია როდის გიმთავრდება? ფანჯრიდან გაიხედე, გარეთ ვინ დგას!>> - სწერდა მარიამი.
<<ვიცი ვინც დგას.>> - მისწერა სკეპტიკურად განწყობილმა.
<<იცი ვინც დგას? რა მარტივად უყურებ, ანა, ყოჩაღ!>>
<<ან სახლის წინ დგას, ან ბიბლიოთეკის, ან სასწავლებლის. შენზე ადრე შევამჩნიე მარიამ, მე უფრო მაგარი ვარ. :დ>>
<<არ გაინტერესებს რატომ დაგდევს?>>
<<მაინტერესებს.>> - აღიარა იოანამ.
<<მერე არ უნდა ჰკითხო?>>
<<“გამარჯობა ალექსანდერ, გახსოვს 16 წელი რომ ვმეგობრობდით? და მერე ორი წელი რომ ხმაც არ გაგვიცია ერთმანეთისთვის? ახლა მაინტერესებს რატომ დამდევ კუდში, მეტყვი?“ >>
<<ნუ სულელობ, ანა! წადი და ჰკითხე რა უნდა! როდემდე უნდა იყოთ ასე? ორი კვირის წინ სამი საათი გვერდით გეჯდა და ხმის ამოუღებლდა უყურებდა როგორ კითხულობდი. არ მგონია ენა გადაეყლაპა, წადი და ჰკითხე რა უნდა!>>
ეკრანი გათიშა და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო. სახე ხელებში ჩაირგო და გონებაში მარიამის კიცხვას მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, მართალი იყო.
„თუ არ შეიმჩნევ, გაქრება!“ - შეახსენა საკუთარ თავს ბოლო კვირებში ჩანერგული მანტრა, რომელმაც ვერც ამ ჯერზე გამოიღო შედეგი.
„წავალ და ვეტყვი, რომ ადამიანის დევნა დანაშაულია და შეწყვიტოს. ხუთ სიტყვას ვეტყვი და მაშინვე მოვბრუნდები. მხოლოდ ხუთ სიტყვას.“
და არაფერი გამოუვიდა.
სასწავლებლის ეზოში არავინ იდგა. ჟღალი თმის ნასახიც კი არ იყო ქუჩაში...
*
სახლში ფეხით ბრუნდებოდა. სასწავლებელი მისი სახლიდან საკმაოდ შორს იყო, მაგრამ ფეხით სიარული უყვარდა.
„უფრო სწორედ, ვერ გადავეჩვიე, რადგან მე და ალექსი სულ ფეხით ვბრუნდებოდით სახლში.“ - გაიფიქრა დანანებით.
„მე და ალექსი ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად.
მე და ალექსი კი აღარ არსებობს.“
სკოლას უახლოვდებოდა, როცა მწვანე ჭიშკრის მიღმა, თოვლით დაფარულ ეზოში სითეთრის ფონზე ზედმეტად მკვეთრ წითელს მოკრა თვალი და მილურსმებულივით გაჩერდა.
„გეფიცები, ალექს, გეფიცები ჩემი თვალით ვნახე! როგორ შეუძლია სიყვარულს ასე დაგაბრმავოს.“ - ესმოდა საკუთარი ნაწილებად დამსხვრეული, ვედრებით სავსე ხმა, როცა პირველი ნაბიჯი გადაგდა.
„გეფიცები... გაფიცები...“ - ისევ გრძნობდა ცრემლებს, რომლებიც მაშინ უსველებდნენ ლოყებს, როცა ჭიშკარს უახლოვდებოდა.
„დამიჯერე, შენს იოანას დაუჯერე, ალექს.“ - გაიგონა, როცა ჭიშკარი შეაღო.
„გთხოვ...“ - მის წინ გაჩერდა.
-ორი წლის შემდეგ, შეგიძლია გამაგებინო ჩემგან რა გინდა, ალექსანდერ?! - ხმამ ჰაერი გაჭრა. არც კი სჯეროდა, რომ ხმა ამოიღო. თითქოს ბგერები მისი პირიდან დაუკითხავად გამოცვივდნენ, გალაგდნენ და გაჟღერდნენ. სიტყვებმა ორს შორის გაყინული სივრცე ჯერ გაყინა და ქარის გამოქროლებისას, ნაწილებად დააფშვნია.
აკანკალებულ მუხლებს ვერ გრძნობდა. ვერც იმას, როგორი შეკრული ჰქონდა მუშტები. ერთ დროს ყველაზე ძვირფას, ყველაზე საყვარელ თვალებში უყურებდა ალექსანდერს და ბუნდოვნად ისევ ესმოდა მისი გაწამებული ხმა... გაწამებული ვედრება... თხოვნა.
„შენს იოანას დაუჯერე, ალექს.“
ალექსანდერმა არ დაუჯერა...
***
ყველაფერი თავზე ემხობოდა.
ყველაფერი თავზე ემხობოდა და ვერაფერი შეეძლო, რომ შეეჩერებინა სამყაროს
ნგრევა მის თავს ზემოთ. გამუდმებით ესმოდა გონებაში საკუთარი ხმა,
საკუთარი ვედრება.
"რატომ, ალექს?"
ყველაზე საშინელი პირველი ორი თვე იყო. ყველა კუთხეში მას ხედავდა.
ყველგან მისი ხმა ესმოდა.
"ალექსი არ გირეკავს, ანა?"
"შენ და ალექსი არ შეგირდით, ანა?"
"ასე როგორ შეიძლება. აი ნახავ, თუ არ დაგირეკავს."
იოანამ იცოდა, რომ ალექსი არ დარეკავდა. იცოდა, და საკუთარ თავს ყველაზე
ბნელი ღამის ჩუმ წუთში გამოუტყდა, რომ ძალიან პატარა იმედი გამოსცდენოდა
სწორ აზრებს, ალექსის სიძულვილის საჭიროების შესახებ.
იოანას პატარა იმედი შემორჩენოდა ერთად გატარებული თექვსმეტი წლისთვის.
***
ალექსის წასვლიდან ერთი თვის თავზე, მარიამმა ჰკითხა:
-ახლა რომ დაბრუნდეს, აპატიებ, ანა?
-რა კითხვაა? - გაღიზიანდა გოგონა.
-მე მშვენივრად ვიცი პასუხი, ანა, მაინტერესებს შენ თუ იცი.
-ყველაზე შტერი ადამიანის სახელიც რომ მწონდეს ამ ქვეყნად, რომელმაც
საკუთარი თავის ფასი არ იცის... - ამოიხვნეშა იოანამ.
აპატიებდა.
ერთი თვის თავზეც,
ორი თვისაც,
სამის...
დრომ ყველა გრძნობა გაყინა,
ქარის გამოქროლებისას დაამსხვრია და სხვადასხვა ადგილას შეყარა.
უნდებოდა იოანას მათი ძებნა,
თუმცა ვეღარ პოულობდა.
***

სანამ ალექსანდერმა პასუხის გასაცემად ხმა ამოიღო,

წვიმა დაიწყო...

***

-მართლა გიყვარს? - ნაღვლიანად გაეღიმა იოანას. თავადაც არ იცოდა, რატომ
არ მოსწონდა ალექსანდერის შეყვარებულის იდეა. საკუთარ თავს იმას
ეუბნებოდა, რომ ალექსი და შეყვარებული კი არა, ალექსი და კონკრეტული
გოგონა არ მოსწონდა ერთად.

-არ მიყვარს მაგ სიტყვის თქმა, ხომ იცი. - თქვა ალექსანდერმა.

ანთებულ თვალებზე ყველაფერი ეტყობაო, იოანამ გაიფიქრა და ბიჭს ხელი გადახვია.

-ანუ შენმა შეყვარებულმა შეიძლება ჩემზე იეჭვიანოს? - გაიღიმა გოგონამ.
ალექსანდერი ისე შეხტა, თითქოს დენმა დაატყაო. იოანას ხელი მისი მხრიდან
ჩამოცურდა.

-და ვერც ასე თავისუფლად ჩაგეხუტები ხოლმე? - აგრძელებდა გოგონა.

-შეიძლება ისიც გითხრას, მოშორდი მაგ გოგოსო! წარმოდგიდგენია,
ალექსანდერ? ხომ არ დაუჯერებ? იქნებ...

-როდის მორჩები? - გააწყვეტინა წაბშეკრულმა ალექსანდერმა.

-რა ვიცი, გრძელი სიაა. - მხრები აიჩეჩა იოანამ.

-ხომ იცი, რომ არ მიყვარს ლაპარაკი? - ამოიხვნეშა ბიჭმა.

-კი, წერა გირჩევნია.

-მომეცი ფურცელი. - იოანამ ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოაცურა და წინ
მჯდომს გაუწოდა.

ალექსანდერმა ფურცელზე ასოების გამოყვანა დაიწყო...

„ჩემს ცხოვრებაში არასდროს, არავინ დაიკავებს შენზე მაღალ ადგილს.

არავინ კი არა, ვერავინ, იოანა.

შენ ხარ ჩემი მზე.

როგორც ვიცი, ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი მზეა.

მეორე არ არსებობს.“

***

-ანუ, და-ძმასავით ხართ? - კითხულობდა ცისფერთვალება, შავთმიანი გოგონა,
რომელსაც ალექსისთვის გადაეხვია ხელი.

იოანას სახიდან ღიმილი გაუქრა და თავი გააქნია.

-არა! - მან და ალექსანდერმა ერთხმად აღიარეს, შემდეგ კი უხერხული მზერა
გაცვალეს და იატაკს მიაჩერდნენ.

-ერთმანეთი არ გიყვართ, და-ძმასავით არ ხართ, აბა ვინ ხართ
ერთმანეთისთვის? - გაეცინა შავთმიანს.

-ალექსზე მნიშვნელოვანი ადამიანი ამქვეყნად არ მყავს, - უემოციოდ მიუგო
იოანამ. - ვფიქრობ ეს პასუხი დაგაკმაყოფილებს.

-შორიდან ისე გავხართ წყვილს... - გაიწელა გოგონა.

-ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს. - თქვა იოანამ და ჩანთას
ხელი დაავლო. წამოდგომა და იმ ადგილს მოშორება სურდა, მაგრამ გაახსენდა,
იქ ალექსის გამო იყო. ალექსის გამო აკეთებდა ყველაფერს და ალექსის გამო
აიტანდა ალექსის შეყვარებულსაც.

„ცუდი ვერ იქნება, რადგან ალექსს უყვარს.“ - მემილიარდედ უმეორებდა საკუთარ თავს,

მემილიარდედ ცრუობდა.

***

-არ მაქვს უფლება... – ალექსის ხმამ სიჩუმე გააქრო.

შესამჩნევრად უკანკალებდა მხრები, ხელებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს, თავის
შემაგრებას ცდილობდა.

„მე ვერ მომატყუებს,“ - გაიფიქრა იოანამ.

მან იცოდა, როდის იყო ალექსანდერი სუსტი და

მაშინ,

მაშინ ყველაზე უსუსური იყო.

-არ გაქვს უფლება. - მისი სიტყვები გაიმეორა ქვად ქცეულმა იოანამ.

-იოანა... - ამოილუღლუღა ბიჭმა.

-არა! - დაიყვირა იოანამ და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. - ნუ მეძახი იოანას!

-იოანა... - გაიმეორა ბიჭმა.

-ნუ მეძახი! - ამჯერად, გოგონას ხმა ვედრებად გაისმა. - გამაგებინე რატომ
დამსდევ კუდში, გამაგებინე და მივდივარ. შენთან წამით გაჩერებაც კი ცუდად
მხდის! - ამოისისინა გოგონამ.

ამან ალექსზე მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იმოქმედა. ისედაც
საშინლად მყოფს, გული უარესად ჩაუკლა.

-მე არაფრის უფლება არ მაქვს. - საკუთარ თავს სიტყვების ერთმანეთთან
გადაბმა აიძულა. - არ მაქვს უფლება პატიება გთხოვო...

-არ გაქვს. - ჩურჩულით დაეთანხმა იოანა.

-არც დაბრუნების უფლება მქონდა.

-წასვლის? წასვლის უფლება გქონდა? - ირონიულად გაეღიმა ოქროსფერთმიანს.

ორივენი ილუმპებოდნენ...

-ალექსანდერ, - თქვა და რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგა წინ. ახლა ბიჭს
პირდაპირ თვალებში უყურებდა. - ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ ჩემთვის რას
ნიშნავდი? დამაცადე! - თქვა, როცა ბიჭმა რაღაცის თქმა დააპირა. - ერთხელ
მაინც დაფიქრებულხარ იმ სიტყვებზე, რომლებსაც გეუბნებოდი? რეალურად
გაგიაზრებია რომელიმე?!

შენმა წასვლამ... - ღრმად ჩაისუნთქა გოგონამ და მოგონებებს მისი დაფარვის
საშუალება მისცა. - ცოცხალ-მკვდარი დამტოვა. ვერ... - თვალებში ცრემლი
ჩაუდგა იოანას. - ერთი წლის ვიყავი, რომ გაგიცანი. არ ვიცოდი შენს გარეშე
როგორ უნდა მეცხოვრა.

ლოგიკურია, არა? 18 წელი შენით ვარსებობდი, მერე კიდე საარსებო წყარო
დაშრა. ჰაერი გადამიკეტეს. ფილტვები დამისკდა... ღმერთო...

ვიცოდი, რომ უნდა შემძულებოდი, ვიცოდი, რომ... - ნერწყვი მძიმედ
გადააგორა ყელში. - ვიცოდი, რომ შენი ბრალი იყო და... მაინც ვეძებდი შენი
გამართლების საშუალებებს. - გაეღიმა გოგონას. - ვფიქრობდი თუ სად დავუშვი
ისეთი შეცდომა, რამაც ჩემში ეჭვი შეგატანინა.

-არ დაგიშვია... - ამოთქვა ალექსმა. მის წამწამებს შორის, ცრემლისა და
წვიმის წვეთები იკვლევდნენ გზას.

-იმის თქმა მინდა, რომ შენს წასვლაზე მეტად იმან მატკინა გული, რომ
არაფერი არ იყო ნამდვილი იმ თექვსმეტ წელში...

-სისულელეა! - წამოიყვირა ბიჭმა. - სისულელეა!

-სისულელეა? სისულელე რომ ყოფილიყო ახლა აქ არ ვიდგებოდით! - წამოიყვირა
იოანამ. - სისულელე რომ ყოფილიყო, დამიჯერებდი! სისულელე რომ ყოფილიყო,
არ წახვიდოდი! არ შემიძულებდი, ტყუილ-უბრალოდ არ შემიძულებდი! - ყვიროდა
გოგონა. გრძნობდა, რომ მთელი წლის ნაგროვები ბრაზი ახლა ბინას მის ენაზე
პოულობდა. არც კი უფიქრია სათქმელზე. სიტყვები თავისით მოქროდნენ...

-არ შემძულებიხარ, როგორ უნდა შემძულებოდი?! - გაკვირვებისგან თვალები
გაუფართოვდა ალექსანდერს და გოგონას ხელები მკლავებზე დააწყო. - როგორ
უნდა შემძულებოდი, იოანა? - ხმა გაუტყდა ბიჭს.

-ოჰ, არ გძულდი? - გაეცინა იოანას. - აბა, გაბრაზდი? გაბრაზდი და
პირდაპირ საზღვარგარეთ „მოხიე“, არა?

-შენ იცოდი, რომ წასვლას ისედაც ვაპირებდი...

-ჰო, ვიცოდი, რომ ორი თვით აპირებდი წასვლას. ორი თვით და არა სამუდამოდ!
- თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა იოანა. - ახლა მგონი იმასაც მეტყვი
რომ ძალიან გიყვარვარ და გინდა ყველაფერი ძველებურად იყოს ჩვენს შორის. -
გაიცინა.

-არ მაქვს უფლება! - კიდევ ერთხელ თქვა ალექსანდერმა.

-არაფრის უფლება არ გაქვს! - თქვა გოგონამ. - არ გაქვს უფლება აქ იდგე და
ასე მიყურებდე! არ გაქვს უფლება მეხებოდე, - ნაბიჯი უკან გადადგა და
ალექსის ხელები მოიშორა. - არ გაქვს უფლება მახსენდებდე წარსულს...
არაფრის უფლება არ გაქვს...

-იოანა...

-ჩემი სახელის გამეორება ბოდიშის მოხდის ახალი ფორმა არ არის. - მკაცრად
თქვა გოგონამ. - შენ... ვერც კი იაზრებ, ვერ იაზრებ, თორემ აქ არ
იდგებოდი.

-ვიაზრებ, ვიაზრებ და სწორედ ამიტომ ვარ აქ! - ხმა აიმაღლა ალექსმა. -
ვიაზრებ, რომ შევცდი... რომ შევცდი და ცხოვრება გავინადგურე... წასვლის
წამიდან, გეფიცები, წასვლის წამიდან მივხვდი როგორი არასწორი ვიყავი,
მაგრამ ვერ დავბრუნდი. მინდოდა, ყველაფერზე მეტად მინდოდა, მაგრამ
თვალებში ვერ შემოგხედავდი და ვერ გეტყოდი როგორ...

-შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, ალექსანდერ. ყველაფერი იყავი. მარტო შენი
იმედი მქონდა, გესმის? თურმე როგორი უბედური ვიყავი, რომ მხოლოდ შენი
იმედი მქონდა და მყოფნიდა! არასდროს დამაკლდებოდა... არასდროს, არავინ
დამაკლდებოდა... - ხმა ჩაუწყდა იოანას. - შენ მეუბნებოდი, შენზე
მნიშვნელოვანი არავინააო და არ დამიჯერე! არ დამიჯერე, როცა გითხარი, იმ
შტერ გოგოს არ უყვარხარ-მეთქი, არ დამიჯერე, როცა გითხარი, მე თვითონ
ვნახე-მეთქი. ამბობდი, რომ მხოლოდ ჩემი გჯეროდა. რომ მე ყოველთვის შენთან
ვიქნებოდი და შენ თვითონ წახვედი... - გოგონა გაჩუმდა. სკოლის ეზოში
მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ისმოდა...

-ჩემი მზე ხარო, ამბობდი. - ცრემლები წამოუვიდა იოანას. - ჩემი მზე ხარო
და ... - გაეცინა. - მინდოდა, შემძლებოდი. მთელი არსება მეხვეწებოდა,
შეიძულეო მაგრამ არ შემეძლო, რადგან საკმარისზე მეტად მიყვარდი იმისთვის,
რომ მძულებოდი!

ალექსანდერი გაშეშებული იდგა. თითქოს ექოსავით ჩაესმოდა ყურებში იოანას
სიტყვები. თითქოს...

-იცი ის რაც ნახე, რატომ ნახე? - მშვიდად იკითხა ალექსმა.

-ისედაც ცხადი არ არის, ეგ?! - წარბები შეკრა იოანამ. - ჯერ კიდევ არ
გჯერა, არა? - გაცოფდა გოგონა. - ჯერ კიდევ მამტყუნებ!

-გავბრაზდი და იმიტომ წავედი. მართალი ხარ. არ დაგიჯერე და წავედი...
ახალი ჩასული ვიყავი, როცა ნინა მოვიდა და ის მითხრა, რასაც მე, ბრმა
აქამდე ვერ ვხვდებოდი!

-რომ ცა ლურჯია? - ცინიკურად გაეღიმა იოანას.

-რომ უკვე თვრამეტი წელია მიყვარხარ! - წამოიყვირა ალექსანდერმა.

იოანამ წარბები შეკრა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და აკანკალებული
ხელები ერთმანეთს გადააჭდო.

-რა?

-ალბათ ათასჯერ მითქვამს, რომ მიყვარხარ, იოანა, მაგრამ არასდროს
მიგულისხმია, ისე, როგორც ახლა! მიყვარხარ... მიყვარხარ ისე, როგორც
ალბათ არ უნდა მიყვარდე, ალბათ ყველაზე საშინელი დასასრულია ჩვენი
მეგობრობის ის, რომ მიყვარხარ მაგრამ გეფიცები დღეც არ ყოფილა, არ
მყვარებოდი. შენზე შეყვარებული ვარ, იოანა, შეყვარებული და ... - ალექსის
შემდეგი სიტყვები არ გაუგონია.

„შეყვარებული...“ - იმერებდა გონებაში. „შეყვარებულიო. შეყვარებული რას ნიშნავს?“

„ალექსს... მე... ალექსს...“

„ალექსანდერს,

მე ვუყვარვარ?“

-გაჩუმდი. - ამოილუღლუღა. წვიმის ფონზე, ბიჭმა მისი ხმა ვერც გაიგო. -
გაჩუმდი... - გაიმეორა და ჭიშკრისკენ შებრუნდა.

რამდენიმე წამში, სკოლის ეზოში მხოლოდ ერთი ადამიანიღა იდგა.
***
ოქროსფერი ბიბლიოთეკის ორფრთიანი კარი გაიღო და მიიხურა. გრძელთმიანი გოგონა არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა ერთ-ერთ თაროს, ლურჯყდიანი, ძველი წიგნი წინ გადმოწია და უკანა გვერდზე ჩადებულ პატარა გასაღებს დასწვდა.
გასაღები ხელიდან ხელში გადაიტანა, წამით ესიამოვნა მეტალის სიცივე, შემდეგ კი უეცრად დააწვა რაღაც გულზე და მუჭაში ჩამალა. სრულიად ჩაწითლებულ, თაფლისფერ თვალებზე ყველაფერი ეტყობოდა...
-ანა, დღეს არაფერს წაიკითხავ? - ჰკითხა თაროსთან მდგომმა, სათვალიანმა ქალმა ღიმილით.
-ა-არა, დღეს არა... - ძლივს გასაგონად ამოთქვა და ისე სწრაფად გაქრა, როგორც გამოჩნდა...
***
სახლში მისული ოთახში ჩაიკეტა და თითქოს ძალაც მაშინ გამოეცალა. კედელთან ჩაკეცილმა მოჰკრა საკუთარ თავს თვალი სარკეში და წამით ვერ იცნო. სრულიად შეშლილი ჰქონდა სახე, უკლებლივ ყველა ემოცია ასახოდა თვალებზე...
ვერ იჯერებდა, ვერ იჯერებდა ალექსის ნათქვამს. არც სურდა დაჯერება. არც სურდა დაფიქრება...
საშინელ სიშავეში გამოსვლად მხოლოდ 16 წლიანი მოგონებების ნაკრებს ხედავდა, რომელიც კარგა ხნის წინ, სამუდამოდ აუკრძალა თავის თავს.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კარადას, ბოლო, ჩაკეტილ უჯრას და თვალები დახუჭა. კარგად ახსოვდა, ერთ დღეს, ოთახში შემოსვლისას როგორ ვერ აიტანა ალექსანდერის სიჭარბე მის ოთახში და როგორ დამალა ყველაფერი.
გვიან გაიაზრა, რომ ალექსანდერი მხოლოდ ოთახის კედლებზე კი არა, ოთახის კედლებში იყო, კედლებიდან კი ვერავის გამოდევნიდა... გონებიდან ვერავის წაშლიდა.
გასაღები აიღო და უჯრა გახსნა...
ფოტოები, წერილები, სათამაშოები ერთიანად გადმოცვივდნენ ჩაკეტილი სივრციდან.
ყველაფერი ქარბორბალასავით დაეჯახა იოანას...
პირველ ფოტოზე პატარები იყვნენ, ალბათ მესამე კლასელებს ხელები მაგრად ჩაეჭიდათ ერთმანეთისთვის და მთელი ძალით უღიმოდნენ კამერას... იოანას კბილები არ ჰქონდა. გაახსენდა როგორ დასცინოდა ალექსი და გაეღიმა.
იგრძნო, როგორ აევსო თვალები.
მეორე ფოტო ალექსანდერის დაბადების დღეზე იყო გადაღებული. ტორტზე ათი სანთელი ენთო. წითელ და ოქროსფერკულულებიან ბავშვებს ერთად დაეხარათ თავი მათ ჩასაქრობად...
ფოტოები და ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ... გრძნობაც ქარბობალასავით ტრიალებდა იოანაში, ფორმას იძენდა, რომ შემდეგ ყველაფერი დაენგრია...
ერთ-ერთ გამოსახულებაზე მისი ძველი ოთახი ჩანდა. საწოლი და მას ზემოთ, მოციმციმე ნათურებზე გამაგრებული ფოტოები. საწოლის გვერდითა ბრაზე რამდენიმე, განსაკუთრებით საყვარელი წიგნი და ალექსის ფოტო...
„უკვე თვრამეტი წელია მიყვარხარ.“ ექოდ ჩაესმა გონებაში ხმა და პირველმა ცრემლმაც გაიკვალა გზა მის ლოყაზე...
„უკვე თვრამეტი წელია მიყვარხარ.“ ხელები ფრთხილად შემოხვია ალბომს და გულში ჩაიკრა.
„უკვე თვრამეტი წელია მიყვარხარ.“
გრძნობდა, როგორ იღვიძებდა ყველა გრძნობა მის სხეულში. როგორ იფურჩქნებოდა თითოეული უჯრედი და მალე ადამიანი კი არა, თავადაც სხვა რამე გახდებოდა... რაღაც, რაც შიგნიდან იბრწყინებდა... რაღაც, რაც აფეთქდებოდა, გაკსებოდა.
ყოველი გავლილი დღე გაახსენდა... ყოველი მოგონება...
ის, თუ როგორ არ იცოდა საუბარი, როცა ალექსანდერს შეხვდა საბავშვო ბაღში, სრულ სიმწვანეში, საქანელებთან.
გაახსენდა ალექსის სიცილი, რომელიც ყველაზე საშინლად მყოფსაც გაღიმების მიზეზსს აძლევდა.
გაახსენდა ალექსის მარცხენა ხელი, ყოველთვის მისი მარჯვენასთვის ჩაკიდული.
გაახსენდა, როგორ იწოვდა მისი ხელიდან სიძლიერეს, სიმამაცეს, შემართებას...
გაახსნედა მისი თვალები, მისი ლამაზი, ღრმა თვალები, რიგ-რიგობით, წრეზე რომ მიუყვებოდნენ ირისებად მწვანე და ცისფერი...
„იოანა...“ - საბოლოოდ, ზიზღით დაძახებული სახელი და...
„უკვე თვრამეტი წელია მიყვარხარ.“
-როგორ? - დაიჩურჩულა.
-როგორ და... ისე, როგორც... - თავადვე გასცა პასუხი. - ისე, როგორც შენ არ მოგწონდა ალექსის და შეყვარებულის იდეა, ისე როგორც შენ იკარებოდი მის თვალებში და კვდებოდი როცა იღიმოდა.
-მიუხედავად ყველაფრისა? - დასვა კითხვა ქვეცნობიერმა.
საიდღანღაც წერილები გადმოცვივდნენ...
„მზეო, ჩემო იოანა,
ახლა შენ ამ წერილის დაწერას მაიძულებ, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით გიზივარ და დაბადების დღეც უკვე მოგილოცე.
ახლა თვალებგაბრწინებული იღრიჭები და ადგილზე ცქმუტავ.
ისეთი საყვარელი და ბავშვური ხარ ადამიანს 16-ის კი არა, 6-ის ეგონები.
ახლა მითხარი, დროზე მორჩი ტორტი უნდა დავჭრაო. ისევ იცინი.
მხოლოდ ერთს დავწერ. „ჩვენს“ წიგნშია: „მე ვსუნთქავ მაშინ, როცა შენც სუნთქავ. სისხლი მდის მაშინ, როცა შენც გდის. მე შენი ვარ, შენ კი ჩემი. სულ ჩემი იყავი, მე კი ყოველთვის, ყოველთვის შენ გეკუთვნოდი.“
გილოცავ, მზიოანა.
შენი ალექსი.“
იოანას ხელები ფურცელზე მიეყინა. წერილი წიგნში იდო. ლამაზ, ალექსის თვალების ფერ წიგნში. გაახსენდა მარიამის ნათქვამი, ძალიან ჰგავხართ მაგ პერსონაჟებსო და თავის შეცხადებაც, ერთმანეთი შეუყვარდათო.
-ალექსსაც...
ალექსსაც შევუყვარდი. - ამოსუნთქვას ამოაყოლა ბგერები.
შემდეგ, წამოდგა...
საწოლის გვერდითა კედელს ისევ დაუბრუნდა ძველი, ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული სურათები და ფილმების პოსტერები.
საწოლის თავზე ისევ გააბა ბრჭვიალა ნათურები, ისევ დაამაგრა მათ თავს ზემოთ ფოტოები...
ლეპტოპზე ისევ გაჩნდნენ სტიკერები,
ფანჯარასთან, მათი ხელით მოხატული გადასაფარებელი...
გაცოცხლებულ ოთახში ფრთაშესხმული დადიოდა, არსაიდან აჩენდა ნივთებს და ძველ ადგილებს უბრუნებდა...
ერთ საათში ისეთ ოთახში იდგა,
ეგონა ალექსი კარს შემოაღებდა და ლოგინზე სიცილით გაიშოტებოდა...
კარის სახელურს თავად დასწვდა,
ლოყებზე სისველე რომ იგრძნო,
მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რომ ტიროდა.
გულიდან დიდი ლოდიც მოეხსნა,
შენიშნა, რომ აპატია...
კარს გააღებდა,
გაიქცეოდა,
სადაც არ უნდა ყოფილიყო, იპოვიდა...
ტელეფონის ხმამ მირაჟი გაარღვია. არც უნახავს ვინ იყო, ისე უპასუხა.
მარიამის ნათქვამი სიტყვები ყურებში ექოდ ჩაესმა.
მათ ძალა გამოუცალეს... იატაკზე დააგდეს... გაწირეს...
„ცუდად რომ ხარ, ვგრძნობ. თითქოს შიგნიდან რაღაც მექაჩება...“ - ალექსის სიტყვები გაიგონა და ტელეფონს მაგრად მოუჭირა ხელები.
-ალექსანდერს სკოლასთან მანქანა დაეჯახა, ანა.
***
-გაგიჟდი? მითხარი, ალექსანდერ, გაგიჟდი? - უყვიროდა ოქროსფერთმიანი გოგონა-ჟღალთმიანს და მკერდში მაგრად ურტყავდა ხელებს.
-არა, იოანა...
-არა, იოანა. - გამოაჯავრა ბიჭი. - რამე რომ მოგსვლოდა? ჩემს გამო რამე რომ მოგსვლოდა, წარმოიდგენ მაინც მე რა დღეში ვიქნებოდი? ჩემს თავს როგორ ვაპატიებდი? ვერ ვაპატიებდი, ალექსანდერ!
-რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მაინც იგივეს ვიზამდი! - თვალები აენთო ბიჭს. - იმ...
-ვიღაც ჩემს წინ არ უზრდელობდა. - წარბები აათამაშა იოანამ.
-ხო კარგი, ბოდიში... - თქვა ბიჭმა. - რომ განერვიულე! მხოლოდ მაგიტომ. - თქვა და ჩალურჯებული თვალები დაუფახუნა.
იოანას თავისდაუნებურად გაეცინა, თავს აქნევდა და ფიქრობდა, ნეტავ რა ეშველებაო.
*
-სიკვდილი გადაუვალია, იოანა. - ეუბნებოდა ალექსი, მათი მასწავლებლის დაკრძალვაზე, სრულიად დაზაფრულ გოგონას.
-ნუ მელაპარაკები სიკვდილზე. - კვილებში გამოსცრა და ალექსს ხელი უფრო მოუჭირა.
-გინდა საიდუმლო გითხრა? - ჩაეღიმა ბიჭს. - ახლა დაკრძალვაზე ვართ, იოანა. სიკვდილი ყველგანაა. - გოგონას შეიძლებოდა სიცილიც წასკდომოდა, მართლაც დაკრძალვაზე რომ არ ყოფილიყო. -ნუ უყურებ სიკვდილს ისე, როგორც დასასრულს.
-დასასრულია, აბა რა არის? - წარბები შეკრა იოანამ.
-წარმოიდგინე შენი წიგნები. - თქვა ალექსანდერმა და თითები გოგონას თმაში შეაცურად. - ერთი ტომის დამთავრება, მთელი სერიის დამთავრებას ხომ არ ნიშნავს?
-მაინც ნუ ლაპარაკობ სიკვდილზე. - არ დრკებოდა გოგონა.
-გაჩუმდით! - მკაცრად გადმოხედა წინიდან ორივეს ფიზიკის მასწავლებელმა. სიცილის შეკავება ძლივს შეძლეს.
*
-როგორ არის? როგორ არის? - ნაცნობი ხმის გაგონებაზე მეგობრების ჯგუფმა ერთიანად მიიხედა მთელი სხეულით აკანკალებული, მოტირალი, ოქროსფერთმიანი გოგონასკენ.
მარიამი ჯგუფს მაშინვე გამოეყო და მეგობარს მხრებზე ხელები მოჰხვია.
-როგორ არის-მეთქი? - არ ჩერდებოდა იოანა.
-რა გჭირთ, ხალხნო ვერ მეტყვით ალექსანდერი როგორ არის? - აგიჟებდა მათი მოწყენილი სახეები, მათი სიჩუმე. - მითხარით... - ამოთქვა და ხელები მკერდზე მიიჭირა. ტკივილი იმხელა იყო, ღრიალი სურდა. - ნუ ხართ გაგიჟებულები იმით, რომ ალექსანდერზე ვლაპარაკობ! - მათი სიჩუმის მიზეზის მიხვედრისთანავე წამოიყვირა.
-კარგად იქნება. - უთხრა საბამ და ოდნავ გაუღიმა.
-და ახლა? - ხმა აიმაღლა გოგონამ. - ვერ... ვერ... მარიამ... - ცრემლები წასკდა და საუკეთესო მეგობარს ხელი მოჰკიდა.
-რამდენიმე მოტეხილობა აქვს, ყველაფერი კარგადაა, ანა. - უთხრა გოგონამ და სახიდან თმა გადაუწია. - სძინავს.
„კარგადაა. კარგადაა. კარგადაა.“ - გონებაში სიტყვის გამეორება დაიწყო იოანამ. იგრძნო, როგორ შეწყვიტა კანკალი, თუმცა გული მაინც საშინლად სტკიოდა. ისე უცემდა, თითქოს ძვლების გადმოტეხვას და გადმოვარდნას ლამობსო...
-უნდა ვნახო... - ამოილუღლუღა. - უნდა ვუთხრა...
-ეს პალატაა, - თითი ერთ-ერთი პალატისკენ გაიშვირა ელენამ.
არც კი დაფიქრებულა, ისე მიუახლოვდა კარს.
-ანა, - დაეწია საბას ხმა. - აბა, ყოველი გასული წამი წარსულიაო?
-ჯანდაბას წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, ჩემს ალექსზე ვლაპარაკობთ! - უთხრა იოანამ და პალატის კარი შეაღო...
საშინელი სითეთრე მაშინვე ეცა სახეში და თვალები ატკინა. ოთახში ნამდვილი მხოლოდ ალექსის თმის წითელი იყო. მარცხენა ხელი თაბაშირში ჰქონდა. ლამაზ, ჭორფლიან სახეზე მსუბუქი ჩალურჯებები ჰქონდა, წარბს ზემოთ მოგრძო ჭრილობაც.
-ღმერთო... - ამოილუღლუღა და ხელი მკერდზე მიიდო.
იქვე, საწოლზე ჩამოჯდა და ბიჭის მარჯვენა ხელს თავისი დაადო.
სხეულში ელექტროშოკმა და მძაფრმა შეგრძნებამ ერთად დაუარეს.
ისეთი ნაცნობი იყო ალექსის ხელის შეგრძნება მის თითებქვეშ, თვალები დახუჭა და გაირინდა...
-იცი, წასული რომ იყავი, მელანდებოდი. - ჩუმი ხმით დაიწყო. - განსაკუთრებით ბიბლიოთეკაში, წიგნების თაროებს შორის, შუშის მიღმა, ეზოში... ყოველთვის მეგონა ჩემი საძინებლის კარს შემოაღებდი, გამიღიმებდი, ლოყაზე ხმაურით მაკოცებდი და შემდეგ ჩემს ძლივს გასწორებულ საწოლს არევდი.
იცი როგორ ვცდილობდი, რომ დამევიწყებინე? როგორ ვცდილობდი და... ვერც შენი დავიწყება გამომდიოდა და ვერც გადაყვარება.
ქვეცნობიერად,სულ ვიცოდი რომ მეყვარებოდი, იმიტომ რომ ჩემი ნაწილი იყავი და შენი შეძულება საკუთარი თავის შეძულება იქნებოდა.
გრძნობები გამეყინა... ქვად ვიქეცი. მხოლოდ მარიამი ახერხებდა, ეხსენებინე და რაღაც ეგრძნობინებინა ჩემთვის. მარიამი, ღმერთო, მარიამი! ენას არ აჩერებდა, იმას ამბობდა, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ არასდროს ვიტყოდი. საკუთარ თავს ყოველვის სახეში მატყავდა, ჩემს ფიქრებს თვითონ აჟღერებდა, ჩემი ხმით თვითონ ლაპარაკობდა.
შენ შემქმენი და შენ რომ წახვედი მარიამი უვლიდა შენს შემოქმედებას. - საკუთარ სიტყვებზე თავადაც გაეცინა.
-და ალექსანდერ... - ბიჭმა თვალები ნელ-ნელა გაახილა... იოანამ იგრძნო, როგორ მოუჭირეს ხელი. - იოანას არასდროს არ უარსებია შენს გარეშე. - ცრემლებმა გამოსახულება დაუბრუნდეს, მაგრამ გრძნობდა, რომ მთელი ძალით იღიმოდა.
-ყოველთვის იმით ვტრაბახობდი, რომ ჩემს გულს არასდროს უცემია შენის გარეშე.
გახსოვს რას ვამბობდი?
-გავაჩერებო... - ამოთქვა ბიჭმა.
-გავაჩერებ-მეთქი და... გავაჩერებ, ალექს, ახლაც გავაჩერებ. ყოველთვის.
არის რაღაცეები, რაც ორივეს შეგევეშალა, მაგრამ შენ ამბობდი: „მე და შენ ვართ ჩვენ და ჩვენ სულ ვიქნებით.“
ხო და ალექსანდერ, ჩვენ სულ ვიქნებით! - წამოიძახა.
-და მომენატრე. - ბიჭს თვალები გაუფართოვდა, გოგონას ხელს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
-ჩემო იოანა... ჩემო იოანა... ჩემო იოანა...
პალატის თეთრ კედლებს სიტყვები აფერადებდნენ...
***
ოქროსფერი ბიბლიოთეკის ორფრთიანი კარი გაიღო და მიიხურა. თაროებთან შეყუჟულ წიგნის ჭიებს კარის გაღებას მოყოლილი სუსხი არც შეუმჩნევიათ, სათვალეწამოცმული ცხვირები ვინ იცის, რომელ სამყაროში ჩაეყოთ და გამუდმებით მოხამხამე თვალებზე ეტყობოდათ, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ, აქ რა ხდებოდა.
საოცარი სითბო იდგა დარბაზში, კედლებზე დამონტაჟებული ბრებიდან გამომავალი ოქროსფერი, მდიდრული სინათლე ეფინებოდა წიგნებით გადაჭედილ თაროებს. ანათებდა მათ დროსთან ერთად გაცვეთილ, თუმცა მაინც ლამაზ ყდებს, პატარა მაგიდებს, პატარა სკამებით. რბილ სავარძლებს, ახალგაზრდებს რომ დაეკავებინათ...
ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე საინტერესო სიჩუმე იდგა დარბაზში. სხვადასხვა სამყაროების შერწყმის სიჩუმე... სიტყვების, ასოების და წიგნების...
ოთახის სინათლე რაფაზე მჯდომთა თმაზე ოქროსფერსა და წითელს უფრო ამუქებდა, მათ ბრწყინვალებას სძენდა. წითელთმიანს ხელებში ლურჯყდიანი, სქელი წიგნი მოექცია და ღიმილით ჩაჰყურებდა, თუმცა ხშირ-ხშირად აპარებდა თვალს პირდაპირ მჯდომისკენ.
-მაგის კითხვას რომ დაამთავრებ, ხომ იცი? - იკითხა ბიჭმა და გოგონას წარბი აუწია.
-რა მოგწონს ასე ჩემს წაკითხულ წიგნებში? - ღიმილით გადააქნია გოგონამ თავი.
-შენს წაკითხულ წიგნებში? - ჩაფიქრდა ბიჭი. - რა თქმა უნდა ის, რომ შენი წაკითხული წიგნებია. - გოგონამ სიცილის ხმის ჩასახშობად სახეზე ხელი აიფარა.
საშინლად უბრჭყვიალებდა თაფლისფერი თვალები...
გონებაში ხშირად ჩაესმოდა სიტყვები, რომლებმაც მისთვის ბევრი რამ შეცვალეს. რომლებმაც სინამდვილე დაანახვეს...
„წარმოიდგინე, რომ ოკეანეში ხარ. ყველა მხრიდან უსასრულობაა და არავინ გყავს, რომ ჩაეჭიდო. ისე გეშინია, მუხლები გიკანკალებს, ხმასაც ვერ იღებ... და ძალა რომ მოგეცეს, ერთადერთი სახელი, რომელსაც დაიყვირებდი
ალექსანდერი იქნებოდა, იოანა.“

დასასრული



№1  offline წევრი იოსეული

შენ რომ მომწონხარ ისე, რავიცი! მაგიჟებს შენი ისტორიები და არც ესაა გამონაკლისი! ❤❤

 


№2  offline წევრი შამხათი

შესანიშნავი იყო! მიყვარს შენი ისტორიები.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Saocreba iyooo

 


№4 სტუმარი სტუმარი თამუნა

იოანა ერქვა ანა თუ ანაბელი და კიდევ რავიცი . რა უბედურებაა. შემეზარა კითხვა და გავაგდე

 


№5 სტუმარი სტუმარი Alice

სტუმარი თამუნა
იოანა ერქვა ანა თუ ანაბელი და კიდევ რავიცი . რა უბედურებაა. შემეზარა კითხვა და გავაგდე


იოანა ერქვა, მაგრამ ალექსანდერის გარდა ყველა ანას ეძახდა. ასეთი კომენტარები რა უბედურებაა, თუ შე'გეზარა უბრალოდ გაგეტარებინა :)

გავგიჟდი!
ძალიან, ძალიან განსხვავებული იყო ❤️

 


№6 სტუმარი coluka

gavgijdi ise momewon...

 


№7  offline წევრი Jupiter

რაღაც ადგილებში სხვა სახელი ეწერა და ეგ მომენტი ცოტა გაუგებარი იყო.
დანარჩენზე გავაფრინე. განსხვავებული, სასიამოვნოდ წასაკითხი და ემოციური იყო <3

 


№8  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგი იყო,ემოციური და კარგი დასასრულით. kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი Skubidu

Lili pirvelad wavikitxe sheni istoria da momewona sheni weris stili is tu rogr migaq satqmeli mkitxvelamde da emociebi personajebis emociebi ise gadmoscem titqos titeulis maguvrad gdzbde yochag kargia

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

იყო რაღაც ოდნავ ბანალური შტრიხები, თუმცა მე სულ იმას ვამბობ, რომ არ არსებობს სიყვარულის ისტორია ბანალურობების გარეშე...
რაღაც მსგავსის, ანუ "მეგობრობიდან-სიყვარულამდე" ისტორიას მეც ვგეგმავ მომავალში. ალბათ ორი წელია მიტრიალებს თავში და ვერ ვბედავ. აი მეშინია, რაც მე ამ ისტორიის კითხვისას ვიგრძენი, ის რომ ვერ იგრძნოს მკითხველმა... მაგრამ მაინც დავწერ...

კარგი გოგო ხარ... არ იყო გაწელილი. გქონდა ბევრი მოკლედ, მაგრამ ძალიან ლამაზად გადმოცემული მომენტები.
ალექსანდერის და იოანას გარეგნობა ძალიან მომეწონა. ^^ არც ერთ ისტორიაში მსგავსი წყვილი არ შემხვედრია ^^

წარმატებები შენ ))

პ.ს. "ისე ჩუმად ვიჯექით". ვიჯექით არა, ვისხედით... კიდევ იყო ერთი სიტყვა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ... ;)

 


№11  offline ახალბედა მწერალი once upon

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№12  offline წევრი NniNna

ვაიჰ..
კარგი იყო და არც დამზარებია წამეკითხა :დდ
მაგრამ მეც დავფიქრდი და მივხვდი,რომ მეც შეიძლებოდა იგივე დამმართნოდა რაც მათ დაემართათ..შეყვარებული რომ არ მყოლოდა..ყველა მეუბნება არ არსებობს გოგოს და ბიჭის მეგობრობაო და აჰა ამის მერე მეც დავიჯერე და დავფიქრდი, იმის მიუხედავად რომ სულ ამაზე ვჩხუბობ :დდ
ეს ჩემი აღიარებაა რომელსაც მარტო აქ ვწერ :დდ
მაგრამ ეს რათქმაუნდა ყველა მეგობარ ბიჭს არ ეკუთვნის..
კარგი იყო..გულის ამაფორიაქებელი :დდ

 


№13 სტუმარი gggg

Ar vici ra vtkva ai saocreba xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent